You are on page 1of 1

“სახალხო დემოკრატების” ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნიკა ივანიშვილი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს შეხვდნენ. დავით ჭელიძემ, მრგვალ ბაღში წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და მათ პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა. “მე თვითონ ამ უბნის მაცხოვრებელი ვარ, ამიტომ ჩემთვის ყველაზე კარგადაა ცნობილი ამ რაიონის პრობლემები, მოსახლეობას ვპირდები, რომ ვიბრძოლებ და ყოველთვის დავიცავ მათ იმნტერესებს. თითოული ვაკელის პრობლემა ჩემთვის ძალიან Aახლობელია,“ _განაცხადა დავით ჭელიძემ “ექსპრესსნიუსთან” საუბრისას. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტული სოციალური პრობლემების მოგვარება და მცირე მეწარმეთათვის შეღავათებისა და ტარიფების გაიაფებისათვის ბრძოლა იქნება.

You might also like