You are on page 1of 3

გაუყალბებელი რეიტინგი

საქართველო რომ ის ქვეყანაა, სადაც ობიექტური და გაუყალბებელი


სოციოლოგიური კვლევები არ არსებობს, ამას ჩვენი საზოგადოება უკვე შეეჩვია.
დროდადრო გამოჩნდება რაღაც მონაცემები IRI-ს და NDI-ს აბრევიატურის ქვეშ,
რომლებიც მათი კონტრაქტორი ქართული ჯგუფების კვლევებს ეყრდნობა. ეს
ჯგუფები კი პირდაპირ ან ირიბად ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია. ასე
აყრიან თვალში ნაცარს ქართულ საზოგადოებას, რომელიც, ჩანს, მეტს არც
იმსახურებს.
ამიტომ, ბანკები და ფინანსების მიერ ინიცირებული კვლევა, რომელიც
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხული 1000 რესპოდენტის ანკეტური
გამოკითხვის საფუძველზე გაკეთდა, მცდელობაა გავარღვიოთ საზოგადოებრივი
აზრის ობიექტური კვლევის მიმართულებით არსებული ვაკუუმი,
გავითვალისწინოთ ამ მეთოდიკისათვის დამახასიათებელი მცირეოდენი
ცდომილების ფაქტორი და გავიგოთ, რა ვითარება არსებობს მოახლოებული
არჩევნების წინ თბილისის მერობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების
მიმართ.
ძვირადღირებულ გამოკითხვებს ქვეყნის მასშტაბით მმართველი პარტია და სხვა
შეძლებული მოთამაშეები, რომლებიც აშკარად არიან სარბიელზე, აკეთებენ,
მაგრამ ხალხმა, საზოგადოებამ მათი შედეგების თაობაზე არაფერი იცის.
ნაციონალური არხები კი მხოლოდ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ
ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას. ამდენად, საარჩევნო გარემოს სხვა
ფაქტორების გათვალისწინებასთან ერთად, რეგიონებში სამართლიან
არჩევნებზე საუბარი უკიდურესად პირობითია. თბილისში დაფიქრება და
ვითარების ანალიზი მაინცაა შესაძლებელი და ვისაც ამის სურვილი აქვს,
ვურჩევ, გულმოდგინედ გაეცნოს IPL-სა და ბანკები და ფინანსების მიერ
ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს გაეცნოს. თითოეული მათგანი დასკვნას
იოლად გააკეთებს.
მე, ჩემი მხრივ, შევნიშნავ, რომ გიგი უგულავას ლიდერობა თბილისის მერობის
კანდიდატებს შორის არც ისე დამაჯერებელია (33,8%), როგორც ამას
სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა წარმოადგენს. ირაკლი ალასანიას
შედეგი ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი. გია ჭანტურიას შედეგი, არც თუ
ეფექტური საარჩევნო კამპანიის და სერიოზული პოლიტიკური ძალისთვის
საჩოთირო პოპულისტური სლოგანის გათვალისწინებით (დასაქმება და დაბალი
ტარიფები), ურიგო არ არის. მან აშკარად დაიმსახურა სუფსის ნავთობქიმიური
კომპლექსის ხელმძღვანელობა, თუ იგი აშენდება. გოგი თოფაძის 6%-ი არ არის
გასაკვირი, ნიკა ივანიშვილის 6,5%-ი კი მისი სერიოზული წარმატებაა და იმის
ნიშანი, რომ ელიტარული თბილისი და მშრომელი თბილისი ერთნაირად
შეუპყრია ნოსტალგიას ძველი, თბილისური მემკვიდრეობითი არისტოკრატიის
მიმართ.
პარტიულ სიებშიც დაახლოებით იგივე სურათია. ნაცმოძრაობა ისევ ყოფნა-
არყოფნის ზღვარზეა, ალიანსის და ქრისტიან-დემოკრატების პარტიულ სიებს
ცოტათი მეტი რეიტინგი აქვთ, ვიდრე მათ ლიდერებს, ხოლო ეროვნული საბჭო
მაინც და მაინც ვერ ქუხს რუსული ფაქტორის ანგაჟირების წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 46,4%-ის აზრით ეს არჩევნები
გაყალბდება, 65,2%-ი მაინც აპირებს საარჩევნო ურნებთან მისვლას.
გირჩევთ, ნახოთ, გაეცნოთ და იმსჯელოთ ამ გაუყალბებელი და რეალისტური
გამოკითხვის დამაფიქრებელ შედეგებზე.

ვაჟა ბერიძე

გამოკითხვა ჩაატარა სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა


-IPL, გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიურ ჯგუფთან ერთად

გამოკითხვა ჩაატარა სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა


-IPL, გაზეთ "ბანკები და ფინანსების" სოციოლოგიურ ჯგუფთან ერთად.

სულ გამოიკითხა 1000 რესპოდენტი.


კვლევა დაუკვეთა გაზეთმა "ბანკები და ფინანსები".

I. დღეს რომ თბილისის მერის არჩევნების დღე იყოს, რომელ კანდიდატს


დაუჭერდით მხარს? კანდიდატები მოცემული იყო გვარის ანბანური რიგის
მიხედვით. რესპონდენტს უნდა შემოეხაზა, მისთვის სასურველი ერთი კანდიდატის
ნომერი.

1. გიგი უგულავა 33,8%


2. ირაკლი ალასანია 20,6%
3. გია ჭანტურია 10,6%
4. ნიკა ივანიშვილი 6,5%
5. გოგი თოფაძე 6,0%
6. ზვიად ძიძიგურიPP 5,4%
7. დავით იაკობიძე 1,1%
8. სხვა-- (რესპოდენტებს კონკრეტულად არც ერთი კანდიდატი არ
დაუსახელებიათ) 16,0%

II. თბილისის საკრებულოს არჩევნებში რომელი პარტიის (გაერთიანების)


მაჟორიტარ კანდიდატს და სიას მისცემთ ხმას. რესპოდენტს უნდა შემოეხაზა ერთი
რომელიმე პარტიის (გაერთიანების) რიგითი ნომერი. პარტიები სიაში მოცემული
იყო პირველი სიტყვის ანბანური რიგით.

1. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (გიგი უგულავა) 30,0%


2 .ალიანსი საქართველოსთვის (ირაკლი ალასანია) 23,0%
3. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (გია ჭანტურია) 12,8%
4. სახალხო დემოკრატები (ნიკა ივანიშვილი) 8,0%
5. მრეწველები (გოგი თოფაძე) 7,8%
6. ეროვნული საბჭო (ზვიად ძიძიგური) 6,1%
7. დემოკრატიული პარტია (დავით იაკობიძე) 2,6%
8. სხვა--------- (რესპოდენტებს კონკრეტულად არცერთი
პარტია არ დაუსახელებიათ) 8,9%

III. აპირებთ თუ არა 30 მაისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის და


თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. რესპოდენტებს უნდა
შემოეხაზათ სავარაუდო პასუხის ერთი რომელიმე კანდიდატი.

1. დიახ 65,2%
2. არა 12,8%
3. ჯერ არ გადამიწყვეტია 22,0%
IV. თქვენი აზრით, გაყალბდება თუ არა 30 მაისს დანიშნული თბილისის მერისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

1. კი 46,4%
2. არა 27,8%
3. არ ვიცი 25,8%

V. თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში


მონაწილე პირებისა და პოლიტიკური პარტიების რომელი სლოგანი (დევიზი)
მოგწონთ ყველაზე მეტად? (პარტიების მიერ სადღეისოდ გამოქვეყნებული
სლოგანები მოცემული იყო პირველი სიტყვის ანბანური რიგით)

1. გასაკეთებელი კიდევ ბევრია; 35,0%


2. დასაქმება და დაბალი ტარიფები; 19,6%
3. ჩვენ შევცვლით; 13,4%
4. მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს; 9,6%
5. თბილისი ჩვენი სახლია; 8,8%
6. ერთად ვმართოდ თბილისი; 5,0%
7. სხვა _(კონკრეტული მითითების გარეშე) 8,6%

You might also like