You are on page 1of 1

„სახალხო დემოკტერების“ ოფისში ტრადიციული მედია–მაგიდა გაიმართა

პოლიტიკურ გაერთიანებასახალხო დემოკრატებში” ტრადიციული მედიამაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ “სახალხო დემოკრატების” ლიდერი ნიკა ივანიშვილი და “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. ნიკა ივანიშვილმა გააკრიტიკა განათლების რეფორმა; მან გაიხსენა, რომ პრეზიდენტმა “განათლების რეფორმის განმხორციელებლებს დგენერატები” უწოდა და ამ შეფასებას თავადაც დაეთანხმა. ივანიშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლებში შევიდნენ მანდატურები, მაგრამ მათი ხელფასი პედაგოგთა ხელფასებზე გაცილებით დიდია, რაც დისკრიმინაციას წარმოადგენს. აგრეთვე, მერობის კანდიდატი არ ეთანხმება პრეზიდენტის განცხადებას, რომ სკოლებში საჭიროა პირველივე კლასიდან კომპიუტერების დანერგვა, რადგან ეს გამოიწვევს დედა ენის ჩანაცვლებას “რაღაც სიმბოლოებით”. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ “მწვანეებთან” ერთად არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებენ მონაწილეობას. მისივე განმარტებით, მერად არჩევის პირობებში შექმნის პრეცედენტს, რომ მოსახლეობისათვის დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამდებობიდან გადადგეს. “მწვანეებთან” დაკავშირება განაპირობა არა მხოლოდ იმან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციის გარეშე დატოვა “მწვანეთა პარტია”, არამედ იმან, რომ გარემოს დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

You might also like