You are on page 1of 49

მოწეულზე საკითხავი (II ნაწილი)

21 ივნისი, 2019 წ.
ქელეხიდან ჩემთან მივედით, მანქანა გავაჩერეთ, ავირბინეთ და გეგეშას მოცემული ფაქტის
მოსაწევად გავემზადეთ.
- გააძრე აბა რა მოგცა. - ხელების ფშვნეტით შემოვიდა საბა სამზარეულოში, სადაც ჩემი
ლეგენდარული „ვოდნიკი“ დგას.
- ბიჭო, ორი მომცა, ერთიო სამეგრელოდან ჩამომიტანესო, ციკოლიას ბიძაშვილები რო არიან,
ძუკუ ხო იცი? მაგან მომცაო. მეორე კიდე ვიღაცამო არ ვიცი მარა ეს მეგრული ჯობიაო თავი
დადო, მარა რავი რა, მე ვიდზე ეს უფრო მომწონს. - თქვა პაზიკამ და ორივე გახვეული ქაღალდი
მაგიდაზე გაშალა.
- ბიჭო მაგ ძუკუს მართლა ძუკუ ქვია? - კითხა საბამ.
- არა ბიჭო, რა ძუკუ?! ისე ეძახიან.
- კაი მანახე აბა რა არის. - დავიხარე, ორივე მოსაწევს დავსუნე და პაზიკას ნათქვამი
დავადასტურე. - ბიჭო, ეს უფრო კაი ვიდზეა მართლა, სუნიც უფრო მძაფრი აქვს.
- ჰო, და წებოვნებაც, ნახე თითები მიმიწეპა. ეს მეგრული არ ვიცი, თავს ვერ დავდებ. -
გააგრძელა პაზიკამ.
- კაი რავი, რომლით დავიწყოთ?
წამიერი სიჩუმე ისევ მე დავარღვიე:
- საერთოდ უფრო ძლიერით უნდა დაიწყო, ეს მეორე გავსინჯოთ ჯერ და მერე თუ რამეა ეს
მეგრულიც დავაყოლოთ.
შევთანხმდით, ბევრი აღარც გვიფიქრია და იმ მეორით დავიწყეთ.
ტრუხა აღმოჩნდა.
ან არ იყო ტრუხა, მაგრამ ჩვენ უკვე დოზა ისე გვაქვს გაზრდილი, აღარ გვაბოლებს ნორმალური
მოსაწევი. ამასობაში მოსაღამოვდა უკვე და ძუკუს მეგრული მოსაწევიც დავაბაბანეთ.
მშვენივრად მოიტანა. საკაიფოდ დავბოლდით და ცოტა ხანში ბაზარიც გაგვეხსნა. უცებ გუგა
მეკითხება:
- შენი აზრით ღმერთი არსებობს?
- რა?
- ღმერთი არსებობს?
- რა პონტში?
- რა რა პონტში შეჩემა, ღმერთი არსებობს შენი აზრით?
- რავი კი, ქრისტიანი ვარ რა, ჩვეულებრივად. რეებს მეკითხები.
- ჰოო? ყლეობაა.
- რა არი ყლეობა?
- არაფერი. პროსტა ღმერთი არ არსებობს, ზღაპარია.
- რატო? - ჩაერთო პაზიკა.
მე უკვე კაი დაბოლილი ვიყავი, ამ თემაზე ლაპარაკი სულ არ მინდოდა, ვატყობდი
დავიგრუზებოდი.
- რა რატო შეჩემა. - აკრიფა გუგამ. - ღმერთი არის ადამიანის გამოგონილი. ადამიანის
წარმოსახვის ნაყოფი, ადამიანმა შექმნა, გამოიგონა. იცი რატო? ისევ თავისი თავისთვის: რო
თხოვოს შეუძლებელი, რო თხოვოს ის რაც თვითონ არ შეუძლია ან ეზარება ან ეშინია, მერე
სურვილი რო არ აუხდება ისევ იგივე ღმერთს დააბრალოს რაც უნდა. საჭესთან მთვრალი
დაჯდება, ან დაბოლილი დაჯდება, ან ღვედს არ გაიკეთებს, ან ასორმოცით მიქრის, დაეჯახება და
მოკვდება, ლოგიკურია ხო? ამ დროს რას ვამბობთ? ალბათ ღმერთს ესე უნდოდაო. რა ღმერთს
უნდოდა ბიჭო! რა უნდოდა ღმერთს?!
- ...
- თუ ღმერთი მართლა არსებობს, იკაიფე რამხელა ძალა და ენერგიაა ღმერთი, სამყარო შექმნა
ხო? და როგორ წარმოგიდგენია რო იჯდეს და იმაზე ფიქრობდეს რო სადღაც დედამიწაზე,
რომელიც თვითონ ერთი პატარა ნაწილაკია გალაქტიკის, შვიდ მილიარდ ადამიანში ვიღაცას
დაალევინოს და მანქანაზე დასვას რო დაიმტვრეს და წაიყვანოს. რას ვზღაპრაობთ...
- კაი, გუგა არ მინდა ეგ თემა რა. - მინდოდა გამეჩერებინა, დაბოლილზე მიჭირდა მოსმენაც
და აზრის დატანებაც, თან ისიც მიჭირდა რო არ მომესმინა, ისეთი აღტკინებით ლაპარაკობდა.
- დამაცადე, კიდე რა არის იცი სისულელე? რო ვამბობთ ხოლმე, „ღმერთი არ გააბრაზო“,
„ღმერთი დაგსჯის“, „ღმერთი განარისხა“, „ღვთისმოშიში“ და ა.შ. შე დალოცვილო, ღმერთი თუ
სიყვარულია რატო უნდა მეშინოდეს?! რატო მიბრაზდება?! გიფიქრიათ ამაზე?
- არა გუგა, შემეშვი, შეცვალე თემა.
- არა, მოიცა. კიდე დარწმუნებული ვარ რაზე არ გიფიქრიათ იცი?
- რაზე? - ჩაეკითხა პაზიკა.
- რაზე და, რატო აქვთ ქრისტეს და სხვა წმინდანებს ხატებზე გაბრაზებული ან საშიში
სახეები? რატო არ იცინის ღმერთი? რატო არ ხარხარებს? ხო სიყვარულია ღმერთი? ხო ნეტარებაა?
რატო არ მღერის, ცეკვავს, ხტუნავს ღმერთი?!
- გუგა შიგ ხომ არ გაქვს, დაბოლილი ვარ მაგარი, გული მიგრიალებს გიჟივით, მომასვენე რა!
- ადამიანი პატარა, უმწეო არსებაა. მაგიტომაც მოიგონა ღმერთი. ღმერთი პირობითია, არ აქვს
მნიშვნელობა რელიგიას, გინდა ქრისტიანი იყავი, გინდა მუსულმანი იყავი, როგორც ბავშვს
ჭირდება მამა, ან მშობელი ხო? რატო, იმიტო რო პატარაა, უმწეოა და ჭირდება თავისზე დიდი,
უფრო ძლიერი დამცველი რომელიც დაიცავს, ეყვარება, მოეფერება, დაეხმარება, მოუტევებს,
დაუყვავებს... მერე თუ რამე არ გამოუვა ბავშვს, ისევ მშობელს დააბრალებს და მასზე იყრის
ჯავრს, ეგრეა ღმერთიც, ზრდასრულმა ადამიანმა შექმნა თავისზე დიდი და თავისზე ძლიერის
ხატი ღმერთის სახით! როცა უნდა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მისი დახმარების იმედი აქვს,
იმის ეიმედება, გრძნობს რო მარტო არაა სამყაროში, როცა არ უნდა და როცა უბედურია ისევ
ჭირდება ღმერთი რო მასზე იყაროს ჯავრი ან თუ ეშინია დანებდეს და ღვთის ნება იყოო თქვას და
მაგით დაიმშვიდოს თავი.
- ...
- აი, ღმერთი როგორი წარმოგიდგენია? მოხუცი ბაბუასავით, თეთრი წვერებით ხო? ან
დაანებე ღმერთს თავი, ქრისტე აიღე, ადამიანმა გააღმერთა ქრისტე, თავისნაირი ადამიანი და
მერე გააპრავა რო ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატადო. თუ ღმერთი უნივერსალური ძალაა,
ყველგან სუფევს, ყველაფერი იცის, ყველაფერი მაგას ეხება, მაშინ ამხელა სამყაროდან რაღა
მაინცდამაინც ადამიანი აირჩია და თავის ხატად შექმნა. ძაღლებს რო ღმერთი ყავდეთ ვინ
იქნებოდა ეგ ღმერთი?
- ...
- ისიც ძაღლი არ იქნებოდა?! ძაღლის გამოგონილი ღმერთი აუცილებლად ძაღლი იქნება,
ესეა ჩვენი ამბავიც, მაგიტო ვამბობ, ღმერთი როგორც ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი შექმნა ისევ
ადამიანმა!
- მორჩი?! - მინდოდა დაესრულებინა.
- არა. ეხლა შენი აზრით რად გვინდა მამაო? რად გვინდა პატრიარქი, ეკლესია, რომის პაპი?
- არ ვიცი, რად გვინდა? - ღრმად ამოვისუნთქე და უემოციოდ ვუპასუხე, ვცდილობ ტვინი არ
დავაყოლო მის ნათქვამს, ისედაც მიჭირს, ვერ ვეწევი, სწრაფად ლაპარაკობს, მე კიდე ნელა
ვაზროვნებ და მაგრად ვიგრუზები.
- რად გვინდა და ჩვენს მაგივრად რო მიიღონ გადაწყვეტილება! თევზი გშია? მამაომ თქვა
ხსნილიაო. რაღაცაზე ტვინის განძრევა არ გინდა და შენი პოზიციის ქონა ზედმეტი
პასუხისმგებლობაა? პატრიარქმა თქვა ესეაო. აბორტი გინდა და სინდისი გქენჯნის? იასნად
გქენჯნის, სიცოცხლის ხელყოფა ბუნებრივად მიუღებელია ადამიანისთვის, არადა გჭირდება, არ
გქონდა ბავშვი დაგეგმილი და რა უნდა ქნა? როგორ მიიღო ესეთი რთული გადაწყვეტილება?
ჰოპლაა! არაუშავს, რომის პაპმა თქვა მოსულაო! და ყველა ბედნიერია. გესმის? ვქმნით
ავტორიტეტებს რომ ავტორიტეტებმა მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენს მაგივრად, ჩვენ კი
მაქსიმალურად ნაკლები პასუხისმგებლობა დაგვაწვეს, მაქსიმალურად ნაკლები ვიფიქროთ,
მაქსიმალურად ნაკლები ნაბიჯი გადავდგათ ჩვენით. ეს ადამიანის ბუნებაა ესეთი, სულ რო
თავიდან დაიბადოს კაცობრიობა მაინც აქამდე მოვა, სულ რო ნოლიდან დააწყებინო მაინც
გამოვიგონებთ ღმერთებს, რელიგიებს და ავტორიტეტებს. ბუნებრივად აწყობს ადამიანს რაღაც
ზე-ძალის არსებობა, ვისაც შეაწმინდავს პასუხისმგებლობას და გადაწყვეტილების მიღებას
გაუადვილებს.
- კაი, მაშინ ეხლა რატო ხდება ათეიზმი ესეთი პოპულარული მითხარი აბა? - თემა გაუღვივა
საბამ. - თანამედროვე ადამიანები სხვანაირი არიან? ახალ თაობას რა, ეიოლება გადაწყვეტილების
მიღება და თავის თავზე აღება? თუ რა ხდება, რატო აღარ არის დღეს ღმერთის საჭიროება?
- რატო? გეტყვი რატომაც: ახალ თაობას რა დაემართა იცი? ვაის გავეყარე, უის შევეყარეო.
მიხვდა ღმერთის აბსურდულობას, უარი თქვა პატრიარქებზე და ათას თითიდან გამოწოვილ
ავტორიტეტებზე და აღმოჩნდა იგივე პრობლემის წინაშე, გადაწყვეტილების მიღება რთული
ყოფილა, ტვინის განძრევა რთული ყოფილა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რთული
და მძიმე ყოფილა.
- მერე?
- მერე ის რო ახალმა თაობამ ახალი ხერხი შემოიტანა: გადაწყვეტილების მიღების გადადება!
ზიან და არ იღებენ გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება წელავს ახალი თაობა ნაბიჯის გადადგმას,
ნებისმიერი თემა აიღე, ნებისმიერი. პოპულარული სიტყვები: „რამე იქნება“, „დაიკიდე“, „მერე
რა?“ და რა ვიცი კიდე რამდენი. წამოვიდა ყველაფერზე „ყლეზემკიდიაობის“ ტალღა. არ არის
ეგრე?
- მართალი ხარ.
- მაგას გეუბნები. კიდე რას ვერ ვიტან იცი?
თავს ძალა დავატანე და წამოვიწიე, ავდექი და აივანზე გავედი, მაგრამ მაინც მესმოდა საუბარში
გაქაფული გუგას ხმა.
- როგორ შეიძლება, მითხარი რანაირად შეიძლება რო ღმერთი და რელიგია გასწავლონ?
- ანუ?
- ანუ როგორ უნდა გითხრას სხვამ რა არის ღმერთი ან ვინ არის ღმერთი. თუ შენით არ
გამოსცადე, თუ შენით არ იპოვე, თუ შენით არ მიხვედი, ესე გარედან თავზე მოხვეული ღმერთი
რანაირად გეყვარება თუ შენი აღმოჩენა არაა?! იმიტო არის ეკლესიაში უმრავლესობა ყრუ მონა.
გააზრებულიც არ აქვთ რას ლოცულობენ, ვისზე ლოცულობენ... რელიგია ძალიან პირადი რამეა
პაზიკ, ღმერთი თუ არსებობს მაშინ ის ძალიან პირადულია, ყველას თავისი გზა აქვს ღმერთთან
მისასვლელი და თუ თვითონ არ გაიარა სისულელეა ღმერთის სწავლება. ბავშვი დაიბადება და
არიქა ნათლავენ, ქრისტე ესე და ქრისტე ისე, ბავშვობიდან ჩასჩიჩინებენ, თან ვინ ჩასჩიჩინებს?
მშობელი, რომელსაც თვითონ არ უპოვია ეგ ქრისტე, უბრალოდ მასაც ეგრე ზედაპირულად
ჩაუჩიჩინეს და როგორც ვთქვათ კანონზე გვაქვს წარმოდგენა რა, იურისტები არ ვართ მარა
ზედაპირულად ვიცით რისი გაკეთება არ შეიძლება, რაზე დაგიჭერენ, რაზე დაგაჯარიმებენ ხო?
ესეა ნახევარზე მეტი, ზედაპირული წარმოდგენით, ღმერთი მარტო ის გონიათ რო ხაჭაპური არ
უნდა ჭამო მარხვაში... და ესეთი ზედაპირული ცოდნის ადამიანი კიდე იქით ბავშვს უსპობს
ღმერთის პოვნის საშუალებას და თავიდანვე მიუთითებს ეს არის ღმერთიო, ყლეობაა პაზიკ, აბა
რა არის?!
დილით თავი ძლივს ავწიე, დილით რა, თორმეტი ხდებოდა უკვე. გუგას მოწერილი დამხვდა -
„Ras shvebi“-ო. გუგა და მეც ლათინური ასოებით ვმესიჯობთ ძირითადად, ისე დაგიფიქსირებიათ
ქართული შრიფტით ვინც წერს რაღაცნაირად თითქოს ზევიდან რო გიყურებს ნიშნის მოგებით,
ესეც ფსევდო-პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამოხატულება მგონია, ერთ-ერთი ფორმაა, როგორც
მაგალითად სამსართულიანი, დაზეპირებული სადღეგრძელოს უგულოდ წარმოთქმა, უგულოდ
იმიტომ რომ დაზეპირებულია, ასერთხელ ნათქვამი და გამეორებული გაქვს და შესაბამისად
მოდის გონებიდან და არა გულიდან, მერე წარმოთქვამ ასმეორეჯერ ამ სადღეგრძელოს და
გახვალ გარეთ ნაგავს დაყრი ან სადარბაზოში მოშარდავ. ნეტავ ესეთი ტერმინი თუ არსებობს -
„პრაქტიკული პატრიოტიზმი“? არ ვიცი არსებობს თუ არა, მაგრამ ძალიან რო გვჭირდება ეგ ვიცი.
ჩვენი ფსევდო-პატრიოტიზმი არაფერში პრაქტიკულად არ ადგება ამ ქვეყანას. ერთხელ სადღაც
წავიკითხე ერთი გერმანელის მიერ კარგად გადმოცემული განსხვავება ამერიკულ და გერმანულ
პატრიოტიზმს შორის და მინდა თქვენც გადმოგცეთ:
„ამერიკაში, თქვენ პატრიოტიზმს იჩენთ თქვენს მანქანაზე დიდი ამერიკული დროშის
მიმაგრებით, ყოველი ბეიზბოლის თამაშის წინ ჰიმნის სიმღერით და თვრამეტი წლის ბავშვების
ერაყში გაგზავნით, რომ შემდეგ საყიდლებზე წასულს, ეს ბავშვები სუპერმარკეტში რომ
შეგხვდებიან ინვალიდის სავარძლით, მადლობა გადაუხადოთ ქვეყნისთვის გაწეული
სამსახურისთვის.
გერმანიაში კი, ჩვენ პატრიოტიზმს იმით ვიჩენთ რომ კიდევ უფრო მაღალ გადასახადებს
ვიწესებთ ჩვენს თავებზე რომ სახელმწიფომ შეძლოს და უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვა
ყველასთვის, რომ უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ჩვენი ფინანსურად
ნაკლებადწარმატებული თანამოქალაქეების ჩათვლით, ასევე იმით რომ სხვის დაგდებულს
ვიღებთ ძირიდან და ამგვარად ვუზრუნველყობთ საჯარო სივრცეებში სისუფთავის და
სილამაზის დაცვას.“
აი, რა არის პრაქტიკული პატრიოტიზმი. ნაგვის ძირს არ დაყრა და სხვისი დაგდებულის აღება.
ინვალიდისთვის გამოყოფილ ადგილზე და ტროტუარზე მანქანის არ დაყენება.
ქვეითისთვის ან მეორე მანქანისთვის გზის დათმობა.
უზარმაზარი, გემისხელა მანქანის მაგივრად, რომელიც ათჯერ უფრო აბინძურებს ჩვენს ისედაც
დაბინძურებულ ჰაერს და ორი მანქანის პარკინგის ადგილს იკავებს ამ ისედაც გადატენილ
ქალაქში, უფრო მომცრო, ეკო-ეფექტური მანქანის „კადრება“ ან სულაც ველოსიპედით
გადაადგილება.
(ხო მართლა, „ინვალიდის“ ხმარებისთვის რო არ მიჩივლონ აქვე გამოვასწორებ და გეტყვით რომ
შშმ ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვგულისხმობდი.)
ამ ყველაფერს რო დავიცავთ და ბუნებრივად შევისისხლხორცებთ მერე ალბათ თავისით
შემცირდება და მოკვდება ეს ფსევდო-ქმედებები და ერთმანეთს იმის გამო აღარ დავამცირებთ რო
ვიღაცამ ტურნეს ფარგლებში რუსეთშიც ჩაატარა კონცერტი.
მესიჯი გავხსენი და მივწერე:
- Ravi exla gavigvidze, shen?
- Arafers ravi, kai amindia, ras apireb?
- Ravi ra vqnat?
- Lisze avidet, mzea
- Tiski gaqvs? - გადავამოწმო მაინც, ტყუილა არ ამიყვანოს ყლესავით.
- Bicho maqvs ragac dzveli, erti-ori chayra iqneba da mere surdo vachalichot, gushin bileti davsvi
- Vaa vaa, momwonxar… ramdeni moige
- 300
სურდო იგივე დავითა, გეგეშას ბრატია. როგორც წესი, მისგან ვიღებთ პლანს, როცა ჩვენით ვერ
ვშოულობთ და ყიდვა გვინდა. სურდოს იმიტო არ ვეძახით რო სურდო აქვს, პროსტა სულ ცხვირს
ასრუტუნებს, პრივიჩკა აქვს ეგეთი. მაგარი კაცია, გეგეშასთან ძმაკაცობს, ჩვენც გვეძმაკაცება,
მოსაწევის გაძრობა არ უჭირს, ფულს გაატან და კონტაქტები აქვს, ერთ საათში მოაქვს ფაქტი, ესე
ვთქვათ „ხელიკაცია“ ამ საქმეში, ყოველშემთხვევაში თვითონ ესეთ პონტს გვირასკლადებს,
სინამდვილეში კიდე მგონი მაგას და თავის ძმაკაცს აქვთ ბაითზე დარგული რამოდენიმე ძირი და
ხელიკაცი კი არა თვითონ ბარიგობს. ისე ეს ბარიგობა ჩვენთან ტეხავს რატომღაც თორე არ
გავარტყი რა ერქმევა, გინდა ბარიგა ერქვას გინდა გაყიდვების პროფესიონალი, ფაქტია როცა
გვჭირდება ყოველთვის აძრობს და ჯიგარია აბა რა არის? თან ისედაც მაგარი კაცია, ასწორებს
მაგასთან ერთად მოწევა, არაფერში რო არ გაგიტეხავს ისეთი ტიპია, ერთი სიტყვით, სურდო
ჩვენი მეგობარიგაა.
ავდექი, სპორტულები ამოვიცვი, მოვწესრიგდი და გუგასთან გავედი. გასაკვირია მარა თბილისში
შაბათსაც საცობები იცის, თან საშინელი. ან შეიძლება მე მომეჩვენა, ერთი სული მქონდა როდის
მივიდოდი და დილის ნაპასს დავარტყამდი.
გუგას კარი ღია დამხვდა, ოდნავ შეღებული. შევედი, ჩამი-ჩუმი არ ისმის.
- გუგა! - დავიყვირე რო არავინ გამომხედა.
- ჰო, მოდი, მოდი! - თავისი ოთახიდან გამომძახა.
- მარტო ხარ?
- ჰო, გასულია დეეჩემი.
- კაი, დავაი, დავაი, ამომიყვანე ნაპასი.
- რა ვქნათ, არ ავიდეთ ლისზე? - მკითხა გუგამ და უცებ შევამჩნიე უკვე ფეხზეც ეცვა.
- ხო ავიდეთ შეჩემა, თითო ვგლიჯოთ და დავიძრათ.
- ბიჭო, ბერძენამ მომცა ეს მოსაწევი, გუშინ გამიყვანა ერთი საათით ვაბშე მომწყვიტა და
ჯობია ავიდეთ და მერე ვხიოთ.
- შიგ ხომ არ გაქვს შეჩემა, ვხიოთ მოდი კაცო, მოგწყვიტა არა ის... - ერთი სული მქონდა
დამერტყა ნაპასი.
- ბიჭო დამიჯერე, ვიცი რა რაც არის, თან დეეჩემი დაბრუნდება ალბათ მალე, გეუბნები
გაგვთიშავს ისე გაგვაბაბანებს ერთი ჩაყრა.
- ვახ ჩემი, რაღას ამომიყვანე ტო, წამო ჰა მალე.
მანქანაში ჩავხტით და სწრაფად დავიძარით ლისის ტბისკენ.
- თავი ხო წამოიღე? - ვკითხე გუგას.
- კი, მარა წყალი გვაქვს საყიდელი.
- ბოთლი მაქვს, ნახე აბა უკან გდია.
გუგა გადაწვდა და იპოვა სანატრელი ნახევარლიტრიანი ბოთლი, რაც იმას ნიშნავდა რო არსად
გაჩერება აღარ მოგვიწევდა და მეც სიჩქარეს მოვუმატე.
მანქანა ფერდობზე შევაყენე, ხედით წინ, ისე რომ მთელს ლისის ტბას ზემოდან გადავყურებდით,
გარშემო არავინ იყო, გუგამ მოსაწევი ამოიღო, თავში ჩაყარა და ბოთლი გამომიწოდა:
- ჰა, ააფეთქე.
ერთი ჩაყრა დავატრიალეთ და ეგრევე მოიტანა, პირდაპირ თავში მგლიჯა, გული
მომენტალურად ამიჩქარდა, ბაგა-ბუგი მესმოდა, სარკეში ჩავიხედე, თვალები ჩაწითლებული
მქონდა, თვალის გუგები გაფართოებული.
- ვაა, დააბოლა ეგრევე, ამ დედააფეთქებულმა. - ვთქვი ოდნავ შეშინებულმა და თითებზე
დავიხედე, ხელები მიკანკალებდა, ვცქმუტავდი.
- დააბოლაა? - ნელა და სიტყვის გაწელვით მიპასუხა გუგამ და თვალები ბოლომდე ვერც
გაახილა რო შემოეხედა. - დაბოლება აწი ნახე, ეს აწი და აწი მოიტანს კიდე.
- შიგ ხომ არ გაქვს, რაღას მოიტანს, ვიბრიდები. - კიდე უფრო შემეშინდა და საათს დავხედე
მომენტალურად.
ზუსტად 2-ის ნახევარი იყო.
- ხოოოო. - ჩაიცინა გუგამ, - არ გჯეროდა ძმაო შენ, ეხლა იკაიფე სახლში რო დაგვერტყა
ვეღარც გამოვიდოდით.
- რა გაცინებს შეჩემა, აუ ძაან ცუდად ვარ. - პანიკამ ამიტანა. - ბიო ხო არაა ტო?
- რა ბიო ბიჭო, ბიოს მოგაწევინებდი?! იმ დღეს მოვწიეთ, პროსტა მაგარი დედამოტყნული
მოსაწევია, ეს კიდე მოიტანს, ერთი-ორი საათი გვიბაგუნებს ესე.
მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, მაგრამ მივხვდი უარესი იქნებოდა, შუშა ჩამოვწიე, ჰაერი
შემოვუშვი. გუგას გავხედე ფერი დაკარგული ქონდა, სახეზე მწვანე იყო, სარკეში ჩახედვის
შემეშინდა, ეგ კი არა გუგასაც თვალს ვარიდებდი, მივხვდი რო მეც გვამის ფერი მედებოდა.
- წვენი მაინც გვეყიდა, პირი გამიშრო. - შემომჩივლა გუგამ.
- აუ, მეც.
- მელაპარაკე რა, ძაან ცუდად ვარ.
- კაი, ნუ პანიკდები რა გჭირს ტო, მეც ძაან ცუდად ვარ, პროსტა გადაივლის რა, ცოტა ხანში
მოგვიშვებს.
- არა ძმაო, რას მოგვიშვებს, გეუბნები ეს ესე გვირახუნებს ორი საათი. აუუ, ეს
დედამოტყნული რა, აღარ უნდა მომეწია დღეს, რაღა მინდოდა?! - აშკარად პანიკაში იყო გუგა.
- კაი, რას ატრაკებ, მალე გადაგვივლის.
- ჰოო?
- კი კაცო, ყველა პონტში, მალე მოგიშვებს.
- ვითომ?
- გეუბნები, ეს ერთი თხუთმეტი წუთი და გადაიყვანს კამპოტში. - ვუთხარი და კიდევ
ერთხელ გავხედე მწვანე გუგას და ჩემთვის გავიფიქრე ვაი შე საცოდაო, მეტი არაა ჩემი
მტერითქო.
უცებ ტელეფონმა დაურეკა.
- ოო, ბევრია, ბევრი... ნუ მირეკავ რა, სად მაქვს ამდენის თავი. - ტელეფონს ხმა გამოურთო და
ტორპედოზე შეაგდო, ჩემთვის ჩამეცინა, ოღონდ სიმწრით, ძალიან ცუდად ვიყავი, მინდოდა
საჭმელი მქონოდა რამე, ან ტკბილი მაინც, რო მეჭამა და ცოტა მაინც გამოვეყვანე.
კაი ერთი გრძელი საათი გვიბაგუნა, ჩუმად ვისხედით მანქანაში და ვიბრძოდით ჩვენს თავებში.
უცებ ისევ გუგას გუშინდელი ბოდვა გამახსენდა, ვიფიქრე ნეტა ეხლაც ვერ იპოვა ღმერთითქო.
მერე ცოტა მოგვიშვა და ამას რო მივხვდი კაკრას გუგასაც ფერი დაუბრუნდა და მეც უშიშრად
ჩავიხედე სარკეში, თვალები გადაწითლებული მქონდა მაგრამ მწვანე არ ვიყავი, გული მომეცა,
მივხვდი უკვე მანქანის მართვასაც შევძლებდი.
- ხო არ დავიძრათ?
- რავი, მოიხოდე? - მკითხა გუგამ და წამოჯდა.
- კი კაცო, პროსტა მაგრა მშია.
- აუ მეც, ჩავიდეთ წამო, რამე დავითრიოთ.
- იმათ მიწერე აბა რას შვებიან ვაბშე.
გუგამ ტელეფონი ამოიღო რო პაზიკასთვის მიეწერა და ამ დროს პაზიკამ დარეკა ჩემს
ტელეფონზე.
- ა, კაი რეკავს აგერ. ჰო პაზიკ.
- რას შვები?
- რავი აბა, აგერ მე და გუგა ვართ ლისზე ამოსულები. შენ რას შვები?
- ეე, ეე, ეე, თქვე ახვრებო თქვენ! გაქვთ რამე?!
- ბიჭოოო, აღარ.
- ეე, რა პონტია ტო, პროჭებო თქვენ.
- ბიჭო შენ და საბა ელიავაზე არ მიდიოდით?
- ჰო, დილიდან დავრბივართ, დავითრიე ყველაფერი რაც მჭირდებოდა, ეხლა მოვედით,
დავყარეთ ეს მასალები და დედაჩემმა გვაჭამა, მეთქი შევეხმიანოთ ბიჭებს, არ დაგვტოვებენ
მშრომელ ხალხს ცარიელსთქო მარა რად გინდა...
- კაი, ნუ ტირიხარ, მისმინე.
- ჰო.
- გუგას რაღაც ფული უდევს, დავიძვრებით ეხლა ჩვენც მაგრა გვშია, რამეს დავითრევთ უცებ
და ჩემთან ავალთ. გამოდით შენ და საბაც და სურდოს შევზაროთ.
- ხოო?! - ხმაც გაუბრწყინდა პაზიკას ისე გაუხარდა. - კარგი, კარგი ძმაო! გამოვალთ აბა,
დაგელაპარაკები ერთი, არ ხარ შენ დასაკარგი კაცი...
- აი, აი, შენ დაგეცი... - ვუთხარი და გავუთიშე. გეგმა დასახული იყო: გუგას ფულს სურდოს
გავატანდით და მოსაწევსაც გაგვიჩითავდა.

პაზიკა
პაზიკას რთული პერიოდი აქვს, ცოლს დაშორდა და დეპრესიაშია. ისე, პაზიკა ერთადერთია
ჩვენი ეზოს საძმაკაცოში ვინც ცოლი მოიყვანა, როგორც საბა ღადაობს ხოლმე, ეტყობა სადღაც
ერთ მაგიდასთან ვიჯექით, როცა ვიღაცამ ჩამოიარა და მიგვაწყევლა და პაზიკა მაშინ გასული
იყოო.
ეკუნა და პაზიკა სკოლიდან ერთად იყვნენ, უნივერსიტეტშიც ერთად ჩააბარეს და ხუთი წლის
შეყვარებულობის თავზე, ძლივს დაადგეს საშველი დაოჯახებას. პაზიკა სამსახურის დაწყებას
ელოდებოდა, ისე არ უნდოდა ცოლის მოყვანა და ხუთი წელი კი გაუგრძელდათ ხელიხელ
ჩაკიდებული სიარული. პაზიკას რო კითხავდი რას შვებით, აღარ ქორწინდებითო, ღადაობდა აწი
რა ვიცი, უკვე და-ძმურ სიყვარულში გადაგვდისო.
თვითონ ქორწილი ძაან ღადაობა იყო, ეკუნას მამას იასნად ქაჯური, სამასკაციანი ქორწილი
უნდოდა, მაგრამ პაზიკასიანებს არც ტრაკი ქონდათ შესაბამისად რო შეხიდებოდნენ ხარჯებში და
არც პაზიკას და ეკუნას უნდოდათ ჩქარი ტაში.
გავაკეთეთ ახალგაზრდული, ვიწრო წრეში ქორწილი საბასთან ბაითზე, წყნეთში. წინა დღეს
აპარატურა ავიტანეთ, სახლი და ეზო მოვრთეთ, განათებები დავკიდეთ და წყნეთი მზად იყო
ღირსეულად დახვედროდა მონასა ღვთისას გაბრიელს (a.k.a. პაზიკას) და მხევალსა ღვთისას
ეკატერინეს.
ქორწილის ამბავი იმიტო მოვაყოლე რო დღემდე მწარედ მახსოვს. მე, როგორც პაზიკას მეჯვარეს,
ჩამბარდა ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო - მთელი ოცდაათკაციანი მაყრიონის სამყოფი ფაქტი
მე მედო ჯიბეზე. ჯვრისწერა რო დაიწყო, ერთი ბეწო უბნის ეკლესიაში მოსაწევის სუნი დადგა,
იმდენად აშკარა იყო, მამაოს უთქვამს ჩვენი უბნელი სტიქაროსნისთვის, რომელს უდევს, ანიშნე
რო გავიდეს ტაძრიდანო და ამ სტიქაროსანმა მე მითხრა ყურში და რა უნდა მექნა მეჯვარე კაცს,
შუა ჯვრისწერიდან ვერც გამოვიდოდი და ვერც ჯიბიდან ამოვიღებდი იმდენ ხალხში. ვიდექი
გაუნძრევლად და სირცხვილით ვიწვოდი, ჩვენს უკან პირველ ხაზში, ეკუნას და პაზიკას
მშობლები, ბიძები, დეიდები და ბებიბა-ბაბუები იდგნენ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ საკმევლის სუნი
ეგონათ.
მოკლედ, პაზიკა დამადგა იმ დღეს, სამსახურში ვიყავი და დილიდან მწერდა რაღაც გავაძრე და
საღამოს შენთან მოვწიოთო. მეც მეტი რა მინდოდა, სახლში მივედი 7 საათისკენ და პაზიკაც
ამოვიდა.
- გუშინ რა დავაფიქსირე იცი? - დაჯდომაც არ ვაცალე ისე ვკითხე, მინდოდა გამეზიარებინა
რაც მაწუხებდა.
- რა?
- ბიჭო, გოგო მწერდა რა მთელი დღე, ჩემი ნაშაა ერთი, აი მაშინ კუს ტბაზე რო მყავდა თუ
გახსოვს.
- ჰოო, ჰო, როგორ არა, ეგ მაგარი გოგოა ცვეტში.
- ჰო, ეგ მოკლედ, გუშინ უნდა ამოსულიყო ჩემთან საღამოს, თან კაი ხანია ისე სექსი არ
მქონია რა.
- მერე?
- აი კაკრას 9 საათი ხდებოდა, ველოდებოდი უკვე უნდა მოსულიყო და დამირეკა ჩემმა
ბიძაშვილმა, ბიჭები ვართ ეხლა უნდა ჩავყაროთო, მე კიდე ნოლზე ვიჯექი, სახლში არ მქონდა
მოსაწევი და წკაპ ბიჭო, უცებ წამოვხტი, ამ გოგოს დავურეკე და რაღაც სისულელეები მოვიგონე,
მეთქი ეხლა დამირეკეს, იქითური-აქეთური და უეჭველი გასასვლელი ვართქო და ვაყირავე
შეჩემა გოგო. მოსაწევის გამო, იკაიფე. გამზადებული სექსი გავაუქმე.
- ჰა ჰა ჰა, ეგ არაფერი.
- ღადაობ რა არაფერი.
- დაიკიდე.
- რა ყლეობაა ბიჭო, მოსაწევი უკვე გოგოსაც მაკიდებინებს ანუ?!
- ჰო, ეგრე გამოდის რა.
- ვახ ჩემი. - მძიმედ ამოვიხვნეშე.
- ეგრეა ძმაო, რა გოგო რის გოგო, მოსაწევი რო არ მაქვს ვერ ვიძინებ ხო არ ღადაობ, არ
გავარტყი გოგოს? - წამოდგა პაზიკა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო ოთახში.
- მეც ეგრე ვარ ძმაო, იმ დღეს კიდე ეგრე ნოლზე ვიჯექი, თქვენც დაგირეკეთ, ბიჭებსაც
გადავურეკე, ვერაფერი რო ვერ ვქენი ჩავედი ლუდი ვიყიდე, ამოვიტანე და მარტომ დავლიე,
რაღაც კინოს ჩავუჯექი.
- გამარჯობა შენი, ზუსტად ეგრე ვართ ყველა, შენ რა გგონია, მე ვაბშე დალევა ხო იცი ძაან
მეზიზღება შენი არ იყოს, მარა მოსაწევი თუ არ მაქვს ლუდს ვწრუპავ რა, აბა რა ვქნა ძმაო,
ყლეობაა ერთ დღესაც ვერ ვაგდებ ფხიზლად.
- აუ ბიჭო, ნეტა მარტო შაბათ-კვირას ვეწეოდეთ ტო, ეგ იქნება იდეალური. კვირის დღეებში
იმუშავე, პარასკევი-შაბათ-კვირა იგულავე, ორშაბათს ისევ ადექი ფრეშად და წადი იმუშავე.
- ხოო ბიჭო, თორე სამსახურშიც ტყუილა ხარ როგორც წესი რა, წინა ღამეს რო 3 საათამდე
ეწევი, დილით დებილი იღვიძებ. - შემომჩივლა პაზიკამ.
- აბა რაა, იმ დღეს ძლივს ავწიე თავი და ოფისში რო მივედი, ჩემი კარგი მოვტყან კიდე
დაბოლილი ვიყავი. დავჯექი მონიტორთან ზომბივით, მეთქი არავინ გამოიაროს ეხლა...
- ისე, შენ ხო დაანებე თუ რაღაც ერთი პერიოდი, რამდენი ხანი გაქაჩე?
- ორი თვე.
- როგორია მერე სიფხიზლე? არ მოიხოდე ეგრევე?
- ბიჭო, ორი თვე არაფერი არაა, მეტი გინდა ალბათ რო ცოტა აზრზე მოსვლა დაიწყო. თან
ყლეობა რა აქვს იცი?
- რა?
- რო ანებებ რა, ორგანიზმი მიჩვეული როა ყოველდღე დაბოლებას, მით უმეთეს
დაბოლილზე დაძინებას ყოველ ღამით, მერე უცებ წკაპ და რო აღარ აწვდი მოსადუნებელს,
ეტყობა შოკში ვარდება და გულის ფრიალები დამეწყო.
- გულის ფრიალები როგორ?
- როგორ და აი ეგრე, ზიხარ შენთვის წყნარად, ფხიზელი, ყოველგვარი ფიზიკური
დატვირთვის გარეშე და ოპაა, უცებ გული გიჩქარდება გიჟივით, გგონია რო ამოგივარდება,
პრინციპში როგორც დაბოლილზე იცის ეგრე მარა ნუ, ეს უარესია ძმაო, მერე ცივი ოფლი გასხავს,
ხელის გულები გიოფლიანდება და შფოთვა გაქვს რა საშინელი, ერთ ადგილზე ვერ ჩერდები, იმ
დღეს შეხვედრა მქონდა კლიენტთან და ეგეთი შეტევა მომცა, დავემშვიდობე ეგრევე, მეთქი ეხლა
მომწერეს, დიდი ბოდიში გასაქცევი ვარ და რამე. წამოვედი კისრის ტეხვით, სახლში ავედი
ჩემებთან, წნევა გავიზომე. დედაჩემმა კორვალოლი დალიეო, მეთქი რა კორვალოლი, ვიბრიდები.
მოდუსი და რაღაცეები ვხიე ეგრევე, ლიჟბი ჩამიდგეს გული, ეს რა არისმეთქი... გაგიჟებული
ვიყავი.
- და რა იცი რო მოსაწევის ბრალია?
- ბიჭო იმ დღეს ტრიპაჩა შემხვდა, მე და ჩემმა ძმამო დავანებეთ მოსაწევსო, მაგის დედაც
მოვტყანო, მაგას მოვაკვლევინო თავიო, კაროჩე ისაო-ესაო და კაკრას პირველი დღეების მერე ეგრე
დაგვეწყო ჩვენცო, ზუსტად იგივე მომიყვა, ორივეს იგივენაირად დამართნიათ შეჩემა და რას
დავაბრალო აბა?!
- ხოო, რავი.
- ...
- რა ყლეობაა, ეწევი ცუდად ხარ, ანებებ ცუდად ხარ, ხო არ ღადაობ.
- ხო ნუ, თავიდან გაიჭირვებ, ცოტას წამალს მიახმარ, ან ვაბშე ნევროლოგთან უნდა მივიდე
რა.
- კაი რა, რა უნდა გითხრან ბიჭო, ექიმებმა რა იციან.
- რას ქვია რა იციან? - ვერ გავიგე პაზიკას პათოსი.
- აზრზე არ არიან, დაგინიშნავენ უაზროდ წამლებს და მოგიშორებენ თავიდან.
- კაი, ნუ ატრაკებ რა.
- ეგრეა ძმაო! დამიჯერე.
- მისმინე, შენ რას შვები მართლა? დაშორდი და დაშორდი ბოლო-ბოლო ეკუნას?
- აუ მაგაზე ნუღარ მელაპარაკები. - პაზიკა ცოცხალი თავით არაფერს ყვება, ძალით თუ
ამოაგლიჯავ თითო სიტყვას, არადა ვიცი რო აწუხებს და სულ ვცდილობ გავხსნა და მოვაყოლო,
თორე როდემდე უნდა იაროს ბოღმით და ბრაზით სავსემ.
- რა მოხდა ტო?
- რავი რა მოხდა, დავშორდი კი არა დამშორდა.
- ჰო გავიგე მარა რატო, რისთვის? ესე უცებ წკაპ და წავიდა?
- ...
- პაზიკ!
- ჰო.
- რა ჰო შეჩემა?! მოყევი. მე თუ არ მომიყევი და საბას თუ არ მოუყევი აბა ვის უნდა მოუყვე.
- რავი, რა მოგიყვე შეჩემა.
- იყავი მაშინ ეგრე დაგრუზული და გაჭინთული შენი კარგიც მოვტყან...
- ბიჭო, უფრო უნდა დავიგრუზო ვიცი და ვცდილობ ვაბშე არ ვიფიქრო მაგაზე, ნი ტო შტო
მოვყვე.
- ეგრე არ გამოვა, ძმაო. თავს თუ იტყუებ არ ვიცი მარა სად გინახია პროსტა ესე გადაგიაროს
და დაივიწყო?!
- რავი, დრო ყველაფრის მკურნალიაო რა.
- ჰო, მაგას ელოდე შენ, მანამდე კი გაჭაღარავდები.
- ...კაი მომეცი თუთუნი, ეს ტისკი დავამუშავო ჯერ, მოვწიოთ და მერე მკითხე შეჩემა, ეხლა
კიდე ფხიზელზე მალაპარაკე ამ ყლეობაზე რა.
პაზიკამ ტისკი ამოიღო და დაიწყო გაფხვიერება. მე სიგარეტი ამოვიღე და თუთუნი გამოვყარე.
- ერთი ღერი ეყოფა? - ვიკითხე რიტორიკულად, მოსაწევი ბევრი არ იყო, ორ-ორი საცოდავი
ნაპასი თუ გამოგვივიდოდა ორივეს.
- კი კაცო, მეტი არც უნდა. - ჩემს აზრზე იყო პაზიკაც.
გავაფხვიერეთ, თუთუნი დავაყარეთ, დავამუშავეთ და ორ-ორი ნაპასი მიყოლებით ვგლიჯეთ.
დავარტყი თუ არა ეგრევე თვალებში გამინათა და შემაბარბაცა, ხელი მაგიდას მოვკიდე და
თვალები დავხუჭე, რამოდენიმე წამი გავჩერდი და დავჯექი.
- ჰა რა იყო, დაგაბაბანა ეგრევე? - ჩემს შემხედვარეს გაეცინა პაზიკას.
- აუ, ეს რა არის ტო?!
- კაი მოსაწევია, კაი.
- არა, ეს პირველადი ეფექტია, პროსტა მაგრად მოიტანა, ეგრევე ტვინში მგლიჯა.
- ჰო, ნუ გეშინია, იჯექი ეხლა, პრიატნიში გადაგიტანს, წვენი რა უყავი რო ამოვიტანე?
- მაცივარშია. მიდი დაასხი, ეგერ ჭიქები, მე ამდგომი აღარ ვარ კაი ხანი.
- იჯექი, იჯექი, მოიცა დაგისხა.
პაზიკამ წვენი ჩამოასხა და ჭიქა გამომიწოდა, გამორთმევა გამიჭირდებოდა და უხმოდ ვანიშნე
დადგითქო. დამიდგა და თვითონაც მოუჯდა მაგიდას.
- ჰა, რა გჭირს?!
- არაფერი, გადაიარა. ეს რა იყო ტო, პირველი შემორტყმა მაგრად შემომარტყა.
- ეგ არაფერი, ეხლა როგორ ხარ?
- საკაიფოდ, შენ?
- მეც საკაიფოდ, გუშინ მოვწიე ეს პლანი, არ არის ისეთი არაფერი, ესე პლავნად დაიჭერს და
ესე იქნება.
- ძაან კარგი. მოყევი ერთი რას ყვებოდი აბა?
პაზიკამ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და დაიწყო:
- აუ, რავი ვატო, რა უნდა მაგ გოგოს მე ვერ გავიგე რა. რატო მშორდება ეგ ვერ გამაგებინა და
რაზე ველაპარაკო საერთოდ?
- ჩხუბობდით?
- ბოლო დროს ვჩხუბობდით, ისეთ პონტში, პატარა რაღაცეებზე, ხო აზრზე ხარ როგორც
არის. ვჩხუბობდით-ვრიგდებოდით.
- რაზე? პროსტა წვრილმანებზე?
- ხოო, ისეთი არაფერი, პატარ-პატარა უთანხმოებები რა. ხოდა, პროსტა თუ ძგაფ და
დამშორდებოდა რას წარმოვიდგენდი.
- ვაახ.
- ჩხუბი ჩხუბია, უთანხმოების გარეშე რომელი ოჯახი გინახია?! აბა თუ არ ჩხუბობთ, ზნაჩიტ
არც გიყვართ ერთმანეთი, ყლეზე თუ გკიდია საჩხუბარიც არაფერია, არ არის ეგრე? რავი, მე ეგრე
მესმის.
- და რაო, თვითონ რას გეუბნება?
- ბიჭო, ვითომ პაუზა ავიღოთო და რაღაც რიჟა ბაზარი რა, კი არ ვკვდებიო, რა იყოო, ისევ
თბილისში არ ვარო? პროსტა გადავალ ჩემებთანო, მარა მე არ ვიცი ეგ ყლებაზარი? აღარ უნდა
ეტყობა და პირდაპირ ვერ მეუბნება, პაუზა არა შმაუზა. არაფერი რო არ მომხდარა ისეთი და
არაფერი პრობლემა არ დგას, რა პაუზა რის პაუზა? პროსტა მობეზრდა რა.
- რა მობეზრდა კაცო?
- მობეზრდა რა, ურთიერთობა.
- ბიჭო, წელიწადნახევარია სულ ცოლ-ქმარი ხართ რა მობეზრდა? ან შენ თუ მობეზრდი,
მანამდე ხუთი წელი შეყვარებულები იყავით და მანამდე არ მობეზრდი?
- არ ვიცი ვატო, რა გითხრა აბა? ეგ არი რაც გითხარი, რამე ისეთი არ მომხდარა არაფერი, შენ
კი იცი არ მიღალატია და არაფერი ისეთი არ მიქნია, ეგ მაგიჟებს კაკრას, გვეჩხუბა მაინც ან რამე
დამეშავებინა და წივილ-კივილით მაინც წასულიყო ტო, ესე მშვიდად და უჩხუბრად წასვლა რა
უბედურებაა? მოვბეზრდიმეთქი მაგიტო ვამბობ, სხვა რას დავაბრალო აბა?!
- ბიჭო, მაგარი ყლე შეკითხვაა მარა ვინმე ხო არ ყავს? გაქვს რამე ეჭვები?
- ვის, ეკუნას? არა, ხო არ ღადაობ. არ იცნობდე მაინც. - ჩაეცინა პაზიკას.
- რა მოხდა შეჩემა?
- არა ბიჭო, შანსი არაა, დაივიწყე, მაგაში არაა საქმე.
- რა იცი?
- ბიჭო ვიცი რა, დამიჯერე.
- ხო რავი, შენ უფრო შეატყობდი რამე რო იყოს.
- კი, კი, შევატყობდი და არაფერი ეგეთი არ შემიტყვია.
- ვაა, აბა რა უნდა ტო, რა ჭირს...
- რავი ვატო, ხო გეუბნები გამაგიჟა, მართლა ვერ ვიგებ რა უნდა ან რატო აღარ უნდა, ვინ
აღარ მივუგზავნე, დაქალები, ანანია ცალკე ებაზრა, დაჟე ლიზიკო ბიჭო! დაჟე ჩემი და მივიდა და
ელაპარაკა...
პაზიკას და ლიზიკო მაგარი როჟაა. ჩვენზე 2 წლით დიდია, ჩვენთან ერთად გაიზარდა, სულ
ბიჭებში. ეზოში ჩვენთან ერთად თამაშობდა, ქალა-ბიჭაო რო იტყვიან მაგაზეა ზედგამოჭრილი.
ბავშვობაში ჩვენი უფროსი ძმასავით იყო.
ერთხელ გვერდით ეზოელმა ბიჭმა სიყვარული აუხსნა, მაშინ ალბათ ცხრა-ათი წლისები
ვიქნებოდით, ლიზიკო გაბრაზდა და გარაჟის სახურავზე, სადაც სიყვარული აუხსნა ეგრევე ხელი
კრა და გადააგდო საწყალი.
ბიჭი გადარჩა, არაფერი მოუტეხია, მაგრამ მეორე სართულის მეზობელი მარინა იყურებოდა
ფანჯრიდან, დაინახა რაც მოხდა და ლიზიკოს მშობლებს ყველაფერი მოუყვა. საწყალი ლიზიკო
დასაჯეს და ერთი კვირა გარეთ არ უშვებდნენ, მაგრამ „პატიმრობიდან“ პაზიკას პირით
შემოგვითვალა ეგ მარინა დღეიდან „ნასედკა სასედკად“ იწოდებოდესო და ბავშვებმაც ავიტაცეთ
მარინას ახალი სახელი. თვითონ როცა დაბრუნდა ეზოში, ისევ ის ბიჭი გადმოიყვანა გვერდით
ეზოდან და თუ გიყვარვარ დამიმტკიცეო და ისე მოუყომარა რო ბურთი ასროლინა მარინას
ფანჯარაში და ჩაამტვრევინა შუშა.
- კაი, ღადაობ?! ლიზიკო?! რაო მერე? - გულწრფელად გამიკვირდა.
- რავი არც არაფერი რა, ხან იქიდან მივუდექი ხან აქედანო და იტოკში ვერაფერი ვერ
ამოაღერღინა ვერც ლიზიკომ.
- ვახ ჩემი.
- ჰოო და კაროჩე ესეთი ყლეობა რა, ხანდახან ვფიქრობ რო მერჩივნა საერთოდ არ
ვყოფილიყავით ერთად, ვიდრე ესე დასრულებულიყო.
- მაგას ნუ იტყვი, რატო ატრაკებ, შვიდი წელი იყავით ხო თითქმის ერთად?
- ჰო.
- მერე ძმაო ცუდი დრო გაქვთ ერთად გატარებული? რამდენი კაი რაღაც ერთად გაქვთ
ნანახი, რამდენი კარგი მოგონება, საერთოდ არ ყოფილიყო რას ნიშნავს?! ატრაკებ!
- ჰო მარა რავი, ისე ყლეურად ვარ, ამას ყველაფერი მირჩევნია.
- ბიჭო, სხვა კუთხიდან შეხედე რა, ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში მოდის იმისთვის
რო რაღაც გვასწავლოს, რაღაც შეცვალოს, რაღაცაზე დაგვაფიქროს. ცხოვრებაც რა არის? მუდმივი
განვითარება ხო?
- ხო.
- წარსულზე ტირილს და ტვინის ტყვნას ჯობია დაფიქრდე იმაზე რა გასწავლა ეკუნას
მოსვლამ და წასვლამ შენს ცხოვრებაში, რა დაგიტოვა, რა შეგიცვალა. ცხოვრება კიდე გრძელდება
და კაცმა არ იცის კიდე რა მოხდება, მომავალ წელს ამ დროს შეიძლება ისევ ერთად იყოთ ან არ
იყოთ მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო როგორც არასდროს.
- ...
- ეს ეხლა გინდა, უბედურად რო გრძნობ თავს, იმიტო რო არ წარმოგიდგენია სხვანაირად
შენი ცხოვრება, შვიდი წელი მართლა სხვა მხარეს არ გაგიხედია, ეგ იყო შენი ცხოვრება, ეხლა
ფაქტიურად ცოლი კი არა ცხოვრება დაკარგე, ხო მართალი ვარ?
- ასპროცენტიანი.
- ხოდა არ იცი რა ქნა, რა იქნება, როგორ იქნება, მომავლის გეშინია. ამიტომ დაანებე თავი
წარსულზე ფიქრსაც და მომავალზე ფიქრსაც, გამოდი გარეთ და იცხოვრე დღევანდელი დღით.
- რთულია.
- რთულია ხო, მარა თუ არაფერი გააკეთე და ესე იჯექი სახლში უფრო რთული იქნება. წადი
ძმაო და ახალი რაღაცეები სცადე, რაც აქამდე არ გიცდია.
- ...
- ამხელა კაცი ხარ შეჩემა და ცურვა არ იცი, გაგანია ზაფხულია, წამოდი აუზზე ვიაროთ,
ხელის მოსმას მაინც გასწავლი, მზეს დაენახე, ცივი კოქტეილი დალიე. ან უფრო მაგარს გეტყვი,
ფეისბუქზე დასერჩე, ათასი ტურებია მთაში, დარეგისტრირდი და გაყევი სადმე, რამე დალაშქრე.
- რა დავლაშქრო შეჩემა, მე რა უნდა დავლაშქრო.
- ე ბიჭო, იოლი ტურებიც არის, მთამსვლელი კი არ უნდა იყო, ქალებიც დადიან იქ და
ბავშვებიც, მთავარია უცხო ხალხში გაერიო, სიახლე გჭირდება შენ ეხლა. ახალი გამოცდილება,
ახალი ხალხი. მეც წამოგყვებოდი მარა დამიჯერე ჯობია სულ მარტო წახვიდე, იქ რო არ იცნობდე
არავის, დამიჯერე.
- ხო შეიძლება, თორე მართლა გავრეკე უკვე. მოსაწევი-ფიქრი, მოსაწევი-ფიქრი, მეტი
არაფერი და ტვინი ამიდუღდა უკვე რა.
- ვიცი, ვიცი ძმაო და არ შეიძლება ეგრე, როდემდე უნდა იჯდე სახლში და იფიქრო
წარსულზე? რაც მოხდა, მოხდა! იმ წარსულიდან დაიტოვე მხოლოდ მოგონებები რაც გახსოვს და
გემახსოვრება, მაგრამ თავი დაანებე წარსულზე ემოციურ მიჯაჭვას, ემოციური მახსოვრობა
დიდი დედამოტყნული რამეა რო იცოდე და არ შეიძლება მაგასთან თამაში. ბევრ რამეში
შეგიშლის ხელს, აგერ ხო ხედავ უკვე გიშლის შეჩემა, ორი თვეა გასართობად აღარ გამოდიხარ,
ჩემთან თუ მოხვალ და აქაც რა? ვეწევით და ვსო, ვიძინებთ.
- ბიჭო, ვიცი, მართალი ხარ ასი პროცენტით, ეგ თეორიულად ვიცი მაგრამ ძაან ძნელია რა,
დილით რო ვიღვიძებ პირველი ეგ მახსენდება, მერე რაღაცაზე გადავერთვები ხო ვთქვათ, ან
კინოს ჩავრთავ ან რაღაცას ვაკეთებ და მავიწყდება ხო, მერე უცებ როგორც კი გავჩერდები ისევ
მოდის დედამოტყნული აზრები, მაგარი ყლეობაა.
- სამი რაღაც იცოდე რა; ერთი რაც გითხარი უკვე რო წარსულზე ჩაჭიდება, ისევ წარსულზე
ფიქრი, წარმოდგენა, რაღაც სცენარების დადგმა შენს თავში, ან შენი თავის დადანაშაულება რო
ესე უნდა გექნა, ისე უნდა გექნა, არაფერს არ მოგიტანს. წარსული აღარ შეიცვლება და აღარ
შეიცვლება იმიტო რო წარსული რეალურად არ არსებობს, ერთადერთი ადგილი სადაც შენი
წარსული არსებობს არის შენი გონება, ისევ შენს თავშია ეგ ყველაფერი თორე ფიზიკურად არ
არსებობს, ფიზიკურ და მატერიალურ სამყაროში აღარ არსებობს ის მოცემულობა რომელსაც შენ
მისტირი, აქედან გამომდინარე დაანებე თავი და დაიწყე მოცემული მომენტით ცხოვრება,
წამოდი და ისწავლე ცურვა, წადი, გაერიე უცხოებში და დალაშქრე რამე, ან ვარჯიში დაიწყე ან
ხატე, რავი შენი კარგიც მოვტყან რამის ნიჭი ხო გექნება, მთავარია ცადო ახალი რაღაცეები და რაც
მთავარია შეეგუე ახალ მოცემულობას: ცოლი აღარ გყავს. ეგრეა?
- ...
- ხო ეგრეა?!
- კი.
- ხოდა როგორც წარსულზე არ უნდა იფიქრო ისე დაანებე თავი მომავალზე ფიქრს. ხო ვიცი
არა ეხლა რა ფიქრებშიც იქნები, უეჭველი ათას სცენარს წარმოიდგენ როგორ მიდიხარ ეკუნასთან
ათასნაირი სურპრიზით და თხოვ რო შეგირიგდეს და ისიც გირიგდება და არიქა ბრუნდება
ბედნიერება. არ არის ეგრე?
- კი.
- ხოდა შეეშვი მაგას, მომავალში ცხოვრება წარსულში ცხოვრებაზე უარესი თუ არა, არც
უკეთესია. რატო კარგავ უამრავ დროს იმაზე ფიქრში რაც არასდროს არ მოხდება?! ამ დროს
ცხოვრება გადის, სანამ შენ შენს თავში ზიხარ, ხალხი გარეთ ერთობა, ახალ საქმეს იწყებს, ზოგი
რას სწავლობს, ზოგი ფულს შოულობს, ზოგი ახალ პროექტს იწყებს, ზოგი პოპულარული ხდება,
რავი რა გითხრა, შენ კიდე ზიხარ და ანძრევ.
- ...
- ეხლა მეორე, დარწმუნებული ვარ ესეა და არ მითხრა ეხლა არაო თორე დაგბრიდავ.
- რა?
- რა და ხო ვიცი, ხანდახან მაგარი გაბრაზებული იჩითები და ათას ისეთ ყლეობასაც
წარმოიდგენ როგორ მიდიხარ ეკუნასთან და სამაგიეროს უხდი, ამწარებ ან გულს ტკენ როგორც
თვითონ გატკინა, ხო არის ეგრე?!
- კი, ხანდახან იასნად ეგეთი ფიქრებიც მაქვს.
- დაივიწყე! ხო გაგიგია ის ფრაზა: „ბრაზი, წყენა და ზიზღი არის საწამლავი, რომელსაც შენ
სვამ და იმედი გაქვს რომ სხვა მოიწამლება.“ ისევ შენ შეგჭამს ეგ ფიქრები და ისევ შენ მოგიტყნავს
ტვინს ამიტომ იფიქრე როგორ აპატიო, მარტო ეგ გაგათავისუფლებს. ერთი მაგარი ვიდეოა
მაგაზე, მერე ჩაგიგდებ და უყურე. ერთი ებრაელი ქალი იყო, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების
ბანაკში გაიჩითნენ ეგ და თავისი ტყუპისცალი. იტოკში რა აღარ უქნეს, ექსპერიმენტები ჩაატარეს
ამ ტყუპ დებზე და მოკლედ მაგრად აწამეს. ორმოცდაათი წლის შემდეგ, ტიპშა ადგა და
წარმოიდგინა ვითომ ის ტიპი ვისი ბრძანებითაც აწამებდნენ და ვინც ედგა ამ ექსპერიმენტებს
სათავეში, ვითომ იქვე იყო ოთახში და დაუწყო წარმოსახვითად საუბარი და უთხრა რო
მიპატიებია ყველაფერი რაც გააკეთეო. ადგა და ბოლოსდაბოლოს ხმამაღლა აპატია. ხოდა, უცებ
ვიგრძენიო როგორ გავთავისუფლდიო, როგორ მომეხსნა გულიდან სიმძიმე და ავმაღლდიო,
გავძლიერდიო, ვიგრძენი როგორ დავდექი ნაცისტ გენერალზე მაღლაო. ცადე შენც, იმის
მაგივრად სულ ნეგატივზე იფიქრო და აბა როგორ გადაუხადო სამაგიერო და გაამწარო, მაგის
მაგივრად აპატიე, დაემშვიდობე და დაივიწყე. ვაბშე თუ გინდა დაწერე, მე ეგრე ვაკეთებ,
წერილებს ვწერ, კი არ ვუგზავნი მაგრამ ვწერ ჩემთვის და მეხმარება ძაან, ვთავისუფლდები,
ვმჩატდები, მეხსნება ეგრევე ტვირთი.
- ...
- და მესამე, რაც უნდა მეთქვა: იცოდე რო ადამიანები იმის ნახევარსაც არ ფიქრობენ ჩვენზე,
როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. შენი სანაცნობოს ნახევარი ალბათ წელს სულ ვერ გაიგებს ამ
ამბავს და მეორე ნახევარიც დამიჯერე ერთი-ორჯერ გაიფიქრებს „ვახ, როგორ დაშორდნენ“-ო და
მორჩა, ეგ არის და ეგ. შენ კი გგონია რო სამყარო შენს გარშემო ტრიალებს და თქვენი დაშორებით
დრო გაჩერდა მარა დამიჯერე ყველას ყლეზე კიდია, ასე რომ თუ რამე სირცხვილის მაგვარი
გრძნობა გაქვს და გიტყდება რო ოჯახი დაგენგრა, მინდა გითხრა რო უკვე დაავიწყდა ეგ ამბავი
ყველას.
- აუ ჯიგარი ხარ, მაგრად მომეშვა რა. შენთან ბაზარი იმიტო მევასება.
- ხოდა დამელაპარაკე ხოლმე მერე შეჩემა, რო ინახავ შენთვის და არ ყვები არაფერს, რო
გიჭირს უნდა ამოთქვა, არაფერი არ ტეხავს, ცხოვრებაა ყველაფერი ხდება.
არ ვიცი რამდენად დამიჯერა და მოეწონა ჩემი ნათქვამი მარა დაბოლილზე რაც შევძელი ეგ იყო.
ისე, სადაც ამდენი პაზიკას და ეკუნას ურთიერთობაზე მოგიყევით, ჩემი სიყვარულის ამბავი არ
გაინტერესებთ? ჩემი ერთი და ერთადერთი სიყვარულის ამბავი.
მოკლედ, მაშინ სადღაც ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, ერთ მშვენიერ, მზიან დილას,
სიძველით ჩამოლოკილ ტროტუარზე ვიჯექით ბიჭები და მზეს ვეფიცხებოდით, სკოლიდან
გამოპარულები ვიყავით ე.წ. „შატალოზე“ და ხელში ზოგს ჩანთა ეჭირა, ზოგს ლეგენდარული
ტყავის „პაპკა“. ვიჯექით და ჩვენი ბავშვობის თამაშს ვთამაშობდით, გამვლელ ქალებს და
გოგოებს ნიშნებს ვუწერდით ერთიდან ათამდე, თან მერე სასტიკად ვკამათობდით და ზოგჯერ
დავცინოდით კიდეც ერთმანეთს დაწერილი შეფასების გამო.
საბას და გუგას მოკიდებული სიგარეტის ღერი ეჭირათ, უფრო სწორად ცდილობდნენ რო
ესწავლათ სწორად დაჭერა, დანარჩენები კი ელოდებოდნენ კუთვნილ დატოვებულ ღერს. ისეთი
ბედნიერი სახით აბოლებდნენ, გეგონებოდა გაკვეთილებს კი არ აცდენდნენ, ციხიდან იყვნენ
გამოპარული.
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, თავისუფლება თავისუფლებაა და თავისუფლებაზე ტკბილი რა
უნდა იყოს.
ამ დროს მან ჩამოიარა, ჩემმა პირველმა სიყვარულმა.
ჩამოიქროლა, ეს უფრო სწორი შეფასებაა ალბათ.
თმა სველი ჰქონდა და ჩქარობდა, ალბათ ჩაეძინა და სკოლაში აგვიანებდა.
ბიჭები კი ისხდნენ გაბადრული და უყურებდნენ, ხმის ამოღებისთვის არც ერთს არ ეცალა,
თვალმოუშორებლად გვერდით მჯდომებს იდაყვს კრავდნენ, შეხედეო. ბოლოს ქუჩის კუთხეში
შეუხვია და თვალს მოეფარა.
ბიჭებს აღარ უკამათიათ, ყველამ „ათიანი“ დაუწერა. მხოლოდ მე ვიყავი ჩუმად.
- ჰა, რაო ვატო, რამდენს უწერ? - მკითხა უცებ პაზიკამ. უცებ გამოვფხიზლდი, დავაფიქსირე
რო კიდევ იმ კუთხეს ვუყურებდი სადაც გაუჩინარდა. კონცენტრაცია მოვიკრიბე, პატარა პაუზა
გავაკეთე რო არ მებლუყუნა და ჩემს ძმაკაცებს ვუთხარი:
- … - ვერაფერიც ვერ ვუთხარი, ვიდექი გაშეშებული. ხელი გავუწოდე რო სიგარეტი
გამომერთმია და ამოვარტყი, დავიხრჩვე ხველებით. პირველად მოვწიე მაშინ სიგარეტი.
როგორც გავარკვიე ჩვენს გვერდით, მეორე სკოლაში გადმოსულიყო თეკლე.
ცოტა გოიმი სახელი კი ქონდა მარა ვაპატიე. ისე მოხდა რო ის სემესტრი საერთოდ ვეღარ ვნახე,
არადა, რა აღარ ვცადე: სკოლასთან ვუბირჟავებდი გაკვეთილების ბოლოს, ერთი-ორჯერ ჩემს
სკოლელებს წავყევი თეკლეს სკოლაში „რაზბორკაზე“, ერთხელ ისე შევედი, რამდენჯერმე
ფეხბურთის სათამაშოდ გადავედი იქაურ სტადიონზე, მაგრამ... ბოლოს, სემესტრიც მორჩა და მეც
სოფელში გამაქანეს.
დავრჩით მე და ჩემი ფიქრები, ან უფრო სწორად ჩემი ფიქრები და თეკლე. ა, ხო, სანამ სოფელში
წაგვიყვანდნენ ტრადიციაც არ დაირღვა და მშობლებმა საპარიკმახეროში შეგვყარეს მე და ჩემი
ძმა, ყოველ ზაფხულს ვიპარსავდით თავს, მე რა მენაღვლებოდა მარა ჩემს ძმას ძაან უტყდებოდა,
პრინციპში არც უხდებოდა გადაპარსული თავი.
სექტემბერს მომზადებული შევხვდი, რაც შემეძლო ინფორმაცია მოვიძიე. პაზიკას დას, ლიზიკოს
დაქალები ყავდა იმ სკოლაში, რამდენჯერ აღარ დავურეკე და ვაკითხინე რაღაცეები, მთელი
ზაფხული არ მოვასვენე.
თბილისში რო ჩამოვედი ბიჭები მოვხოდე, დახმარებას შემპირდნენ, თუ გინდა წერილს
მივუტანთო, თუ გინდა გული დავუნთოთო, მეთქი ბიჭო ვერ ხედავ რა გოგოა, ეგეთ ბანძობას
ალბათ ყველა უკეთებსთქო. რამე განსაკუთრებული მინდოდა, განსაკუთრებული გოგოსთვის.
და მოვიფიქრე კიდეც: ჩვენს უბანთან, გამზირზე ციალა ბებო იჯდა, ყვავილებს ყიდდა და ბიჭები
მივიდნენ, ნისიაზე გამოართვეს რაღაც ოცლარიანი თაიგული, რომლის ფული აღარც ჩაგვიტანია
და ეს თაიგული მე მომიტანეს, ამასობაში ლიზიკომ თავისი დაქალებისგან დამიზუსტა თეკლე
რომელ გაკვეთილზე და რომელ ოთახში იქნებოდა და მეორე სართულზე, თეკლეს კლასის
ფანჯარაში ავძვერი გარედან. შუა გაკვეთილზე ფანჯრიდან შევედი თაიგულით ხელში და
თეკლეს სიყვარული ავუხსენი მთელი კლასის წინაშე.
მერე ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც წარმომედგინა. მასწავლებელი ხან ყურში მწვდა, ხან
ბაკები დამაწიწკნა და მთელი კლასის წინაშე მაკაჩავა, მაგრად შემარცხვინა ცამეტი წლის რომეო.
ეხლა რო ვფიქრობ, ეტყობა არც ქმარი ყავდა იმ საწყალს და არც კაცი, ან ყავდა მარა რა გასაკვირია
მისი ეპოქის ქართველ ქმარს სიყვარულის მაგივრად რუტინული, დიასახლისური თანაცხოვრება
რო ეჩუქებინა. მოკლედ, ეგ დღე იყო და იმის მერე ალბათ სადღაც ორი-სამი წელი ვცდილობდი
ნიტოშტო თეკლეს, არამედ არავის მაგის კლასიდან თვალში არ მოვხვედროდი. სკოლა ისე
დავამთავრე სულ მახსენდებოდა როგორ შევრცხვი და გავმწარდი. ესე დასრულდა ჩემი
სიყვარულის ამბავი.
პაზიკამ ამოიხვნეშა და წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, ისევ დაჯდა და მკითხა:
- თითო ღერი სიგარეტი ხო არ მივცეთ?
- არა ჯერ რა სიგარეტი, საკაიფოდ დაბოლილი ვარ, სიგარეტის დატრიალება მინდა კიდე?
- კაი რავი... აუ, კიდე რას ვფიქრობ ხოლმე იცი.
- რას?
- ერთადერთი რაც მიხარია ხოლმე, კიდევ კაი ბავშვი არ გვყავს.
- რავი, რატო?
- რატო?! რა რატო შეჩემა, აბა კაი იქნებოდა?!
- არ ვიცი, გეკითხები, რატო არა, რას ერჩი, არ გინდა ბავშვი?
- ბიჭო, როგორ არ მინდა მაგრამ ღადაობ რამხელა სტრესია ბავშვისთვის მშობლების
დაშორება.
- ეგ ხო მარა თქვენ ხო არ ჩხუბობთ და ნორმალური ურთიერთობა გექნებათ აწიც სადმე რო
შეხვდებით და ცივილიზებული ტიპები ვართ, ხო არ დაიწყებთ ერთმანეთის გინებას და ბავშვიც
მამენტ, ზიზღის მომსწრე არ იქნებოდა.
- ბაზარი არაა, მაგრამ მაინც რთულია ბავშვისთვის, ჯერ ვერ იგებს რატო ცხოვრობენ დედ-
მამა ცალ-ცალკე, მერე ათასი კითხვა უჩნდება, მერე სულ უნდა რო შერიგდნენ და ბოლო-ბოლო
მაინც სერიოზული უდარია. რატო არის ხოლმე აბა, დაშორება უნდათ და ბავშვის გამო არ
შორდებიან ხოლმე და ითმენენ ერთმანეთს.
- მეღადავები ხო?!
- რატო.
- პაზიკ, ვინ ვინ და შენ არ უნდა ამბობდე მაგას ტო, შენი მშობლების შემხედვარე კიდე მაგ
აზრზე ხარ?
- ბიჭო, გეთანხმები, მართლა ვინ ვინ და ჩემზე კარგად ვინ იცის უსიყვარულო ოჯახში
გაზრდაზე უარესი რო აღარაფერი აღარაა, მშობლების ძალით ყოფნას და ყოველდღე ჩხუბის და
ყვირილის მოსმენას მართლა დაშორება და ორ სახლს შუა სირბილი ჯობია ბავშვისთვის, მე ესე
ვფიქრობ მარა ეხლა მაგას ხო არ ვადარებთ, მე ვადარებ ბავშვი რო გვყოლოდა ან არ გვყოლოდა,
თორე რომც გვყოლოდა ცოლ-ქმრის იძულებით ერთად ყოფნას არ ვემხრობი.
- ისე რატო არ შორდებიან შენები, ამდენი წელია, რას ფიქრობ?
- რავი ძმაო, მე კი გამარეკინეს უკვე და დამანერვოზეს და აწი რა ვიცი, გინდ გაშორებულან
გინდ არა. ძაან დიდი შეცდომაა ძმაო ეგ ამბავი, რო იცოდე შენ. ეგეთ საგიჟეთში რო იზრდები და
სულ ჩხუბია სახლში, რავი რა გითხრა, საშინელებაა. რატო არ შორდებიან რა ვიცი, მაგათ ხო სხვა
რეალობა აქვთ ვაბშე თავში, რაღაც ჩაკეტილ, პატარა სამყაროში ცხოვრობენ და ყველაფერს
ახლობლების, მეზობლების და ნაცნობების გათვალისწინებით აკეთებენ. ხალხი რას იტყვის,
სირცხვილია და ა.შ. თავის დროზე არ გამოვრიცხავ რო მე და ლიზიკო რო პატარები ვიყავით,
ჩვენს პონტშიც, ჩვენც ალბათ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი მიზეზი ვიყავით მარა მერე უკვე ჩვენ
რო ბავშვები აღარ ვიყავით ალბათ საზოგადოებამ ჩაკეტა რა ორივე, მაგათთვის ხო რაღაც არ
შეიძლება და მორჩა, ანუ სიტუაციიდან გამომდინარე კი არ უდგებიან საკითხს, პროსტა რაღაც
დაუწერელი დოგმებით ხელმძღვანელობენ, ოჯახის დანგრევა არის სირცხვილი, რას იტყვის
ხალხი და მორჩა! რახან არ შეიძლება, ვსო, მაგას გადააყოლებენ ფსიქიკასაც, ნერვებსაც, თავიანთ
ჯანმრთელობასაც და ცხოვრებას. მთელი ახალგაზრდობა დახარჯეს ერთმანეთში ჩხუბში. ეხლაც
ამ ჩემს ამბავზე რა დღეში არიან იცი?
- ხოო?
- აუუ, ვატო ძმაო, იმენა სახლში შესვლა მეზიზღება, წარმოიდგინე მე ჩემი გამჭირვებია
ცოლი დამშორდა და სახლში იმის მაგივრად დამამშვიდონ და პოზიტიურად იყვნენ თვითონ რო
მეც გადმომდონ პოზიტივი და მერე რა შვილო, რა მოხდა და გამილაითონ სიტუაცია, მაგის
მაგივრად სახლში მხვდება პანაშვიდი ტო.
- ვახ, ჩემი.
- იქით დასაწყნარებელი მყავს ხოლმე ორივე, იბიომატ ვინ არ დაშორებულა კაი რა. ჩემზე კი
არ ფიქრობენ რო ცუდად ხო არ ვგრძნობ თავს, ხალხზე ფიქრობენ და რას იტყვის ხალხი ჩვენს
ოჯახზე. მოგიტყან ოჯახი, ან სად გვაქვს ოჯახი, თვითონაც ფიქტიურად არიან 30 წელია ცოლ-
ქმარი, მემგონი ერთი დღე არ ყვარებიათ ერთმანეთი და ეხლა უნდათ იგივე ტყუილით
შევინარჩუნო მეც ოჯახი და ჩემი ცხოვრებაც ისე დავხარჯო როგორც თვითონ თავიანთი. ოჯახი
კი არა სასტუმრო გვაქვს შეჩემა, პროსტა ერთად ვცხოვრობთ, ოთხივე გაქცევაზე ვართ ჩვენი
სახლიდან, მეც, ლიზიკოც, დედაჩემიც და მამაჩემიც... ხოდა რა მკითხე შენ თავიდან?
- რა და, რატო არ შორდებიან შენი აზრითმეთქი. - სწრაფად ვუპასუხე, მაგრამ ცოტა
შოკირებული ვიყავი ესეთი მძაფრი გრძნობებით რო გადამიშალა პაზიკამ გული, როგორც წესი
ყველაფერს ჩუმად იგროვებს და არაფერს იმჩნევს.
- ხო, ხო. ნუ რავი ალბათ მაგიტომ რაც გითხარი რა.
- ხალხის აზრი?
- ჰო, ხალხის აზრი, რაღაც წესები და ტრადიციები ვითომ, „უნდა“-თი რო ცხოვრობენ მთელი
ცხოვრება, კომუნისტური პონტია ეგ ხო იცი? „так положено” და მორჩა.
- ...
- ხანდახან როგორ მინდა რო ერთი ნაპასი დავარტყმევინო მოსაწევზე რო იქნებ გაეხსნათ
გონება ბლიად. იქნებ მერე მიხვდნენ რო თავიანთი ცხოვრება თავისია და სამყაროში არავის
მიმართ ვალდებულები არ არიან და მოკიდონ ხელი თავის ბედს და ხელში აიღონ თავისი
ცხოვრება, საზოგადოების კლიშეებზე რო აქვთ მინდობილი.
- მე მარტო ეგ არ მგონია პაზიკ, არ დაშორების მიზეზი.
- აბა, კიდე რა?
- რა და, რაც უფრო ასაკში შედიხარ, ხვდები რო გჭირდება ადამიანი, ვისაც დააბრალებ შენს
წარუმატებელ ცხოვრებას. აწი აღარც დაშორდებიან ეგენი, რას ამბობ, სიბერეში ვინ დაკარგავს
მაგხელა კომფორტს.
პაზიკას ჯერ გაეღიმა, მერე ჩაცინებაც მიაყოლა და გაბრწყინებული თვალებით თავის ქნევა
დაიწყო სიცილთან ერთად.
- რა გაცინებს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ყველაფერი როგორ იცი შე კარგმოტყნულო?

ამას წინად, მე, პაზიკამ და გეგეშამ მოვწიეთ ერთხელ და გეგეშამ რატომღაც გადაწყვიტა რო
ცოლს ახლადდაშორებულ პაზიკას კონსულტაციების გავლა სჭირდებოდა ბაბნიკ გეგეშასთან,
გოგოებთან დაკავშირებით.
- შეჩემა, ასი წელია ეკუნას გარდა ვაბშე გოგოს არ დავლაპარაკებივარ, ჯერ რამდენი ხანი
ცოლ-ქმარი ვიყავით და მანამდე რამდენი ხანი შეყვარებულები, სხვა გოგოსთან ფიზიკურად არ
მქონია ურთიერთობა და რა გინდა, რას მთხოვ, საიდან უნდა ვიცოდე გოგოს დაკერვა, შენსავით
ბაბნიკობის დრო არ მქონია არასდროს.
- ხოდა ძაანაც მიგიქარავს. - არხეინად უპასუხა გეგეშამ და სიგარეტსაც გაუკიდა.
- რატო მიმიქარავს, ოჯახი მყავდა ძმაო.
- გყოლოდა მერე, ვის არ ყოლია ცოლი მარა ტლუდ კი არ უნდა დარჩე.
- აუ, მოდი იდი ნახუი რა.
- ჰა, ნუ უზრდელობ შე თავხედო ბავშვო.
- შეგიყვარდება ერთხელაც ვინმე და მერე მიხვდები შე მართლა ბავშვო.
- კაი არ მინდა ეს რომეოს რეჩები. მითხარი რითი დაგეხმარო?
- რაში უნდა დამეხმარო, არ მჭირდება დახმარება არაფერში. - ამაყად და ცივად იუარა
პაზიკამ და გეგეშამ მე გამომხედა.
- აუ, ვატო, შენ მაინც მითხარი როდემდე უნდა იყოს ეს კაცი ესეთი პლასტმასის ყვერი?
- რა გინდა, რატო უტრაკებ ყველაფერზე?
- აბა რა არის ძმაო, რა კომპლექსებითაა გატენილი, ჯერ არის და ხმა ვერ ამოვაღებინეთ ამ
თავის რაზვოდზე და ყველაფერზე ესეთი უჭირავს, დახმარება არ მჭირდება, ვითომ არაფერი არ
ხდება და ეგეთები.
- ხო, მაგაში მეც გეთანხმები მარა არ უნდა და ნუ უნდა, მეც სულ ვეუბნები თუ არ გაიხსნა და
არ ისაუბრა თავის პრობლემებზე, ჩემ ყლეს იზავს მარტო.
- ხოო ტო, ჩვენთან მაინც! ჩვენც ხო უცხოები არ ვართ ტო, რისი გიტყდება.
- არაფრის არ მიტყდება ძმაო, რა შემეცით თქვენ, რა უნდა გავიხსნა, რა გინდათ?! - გაჭედა
პაზიკამ.
- კაი, კაი, მომისმინე.
- ხო გისმენ.
- ეხლა რას შვები შენ ეკუნაზე? ეჩალიჩები შემორიგებაზე?
- ხო იასნად.
- მერე?
- რა მერე?
- როგორ მიდის საქმე, რა მერე.
- რა უნდა ამას, გიჟი ხო არაა? - მე გამომხედა პაზიკამ.
- იტოკში, დაანებე ყველაფრის ჩალიჩს თავი თუ გინდა რო შემოირიგო. - ჩააწვეთა გეგეშამ და
მეც დამაინტერესა რას ეტყოდა გამოცდილი ბაბნიკი.
- თავი დავანებო რო შემოვირიგო?
- ზუსტად.
- რანაირად? ესე თავისით დაბრუნდება?
- დაბრუნდება ან არ დაბრუნდება, არ ვიცით, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით არის რო შენი
ჩალიჩით... და წარმომიდგენია კიდე რანაირად ჩალიჩობ შენი ყლე პასტუპკებით, ალბათ რა
გულისამრევი და ნიჟე პლინტუსა ხოდები გექნება. ყვაილებს ხო არ უგზავნი შე სოფლელო?!
- ყვავილებიც გავუგზავნე ერთხელ კი.
- ატრაკებ!
- არა მართლა.
- ცოლი დაგშორდა, წავიდა, აღარ მინდა შენთანო და შენ ყვავილები გაუგზავნე?
- ...
- ლექსიც ხო არ მიწერე?
- აუ, იდი ნახუიმეთქი ძმაო, ყლეზე მკიდია შენთან ბაზარი. - წამოხტა პაზიკა და ოთახში
გაიარ-გამოიარა.
- მოდი ბიჭო ააქ! დაეგდე თუ გინდა გითხრა ერთი-ორი რჩევა, თუ არა და უგზავნე ეგრე
ყვავილები და ცრემლებიც გაატანე ფლაკონით. ყლე ეს!
პაზიკამ კიდე ორჯერ-სამჯერ გამიარ-გამომიარა ზურგს უკან, სკამზე ვეღარ ჯდებოდა
ნერვიულობისგან და უცებ მეკითხება:
- ხო არ დავამატოთ?
- რავი, დავამატოთ თუ გინდა, მე გამოვფხიზლდი.
- ანდა არა, დაიკიდე ცოტა ხანი, სიგარეტს მოვწევ, თხუთმეტ წუთში დავამატოთ. - მითხრა
და სკამზე დაჯდა, სიგარეტი ამოიღო და სანთებელის ძებნა დაიწყო მაგიდაზე.
გეგეშამ სიგარეტის გაკიდება და ერთი ნაპასის დარტყმა აცადა და ისევ შეტევაზე გადავიდა:
- შენ იცი ქალზე ნადირობის პირველი წესი?!
გულწრფელად გამეცინა, რა ნადირობის წესი, მაგრამ გეგეშა ისე სერიოზულად უდგება გოგოს
დაკერვის თემებს რო არ გამიკვირდება რამე ქცევის წესები და კანონები რო ჰქონდეს
ჩამოწერილი.
- ქალზე ნადირობის პირველი წესი? არ ვიცი, ჰო, რა არის?
- რა არის და... სინამდვილეში ამ თამაშს ნადირობა კი არა თევზაობა ქვია.
- ქალზე თევზაობა?
- დიახ!
- რა პონტში?
- რა პონტში და წარმოიდგინე მონადირე მისდევს ირემს. რაც უფრო თავგამოდებით მისდევს
მონადირე, მით უფრო თავგამოდებით გარბის ირემი.
გეგეშამ ვიზუალური დემონსტრაციისთვის ერთი ხელი საფერფლეს მოკიდა, მეორე სიგარეტის
კოლოფს და თხრობა განაგრძო:
- რაც უფრო უახლოვდება მონადირე, მით უფრო შორდება ირემი, გამიგე? როგორც ქალის
შემთხვევაში ჩემო ძმაო. ქალი თუ გაგირბის უკან გაკიდება არ გიშველის, პირიქით უფრო
გააღიზიანებ და თავს მოაბეზრებ. დამიჯერე გაქცეულ ქალს ვერ დაეწევი და ვერ დაიჭერ.
- ჰო საღოლ, კაი რჩევებს მაძლევ, ძაან დამეხმარე.
- მომისმინემეთქი თავხედო ბავშვო! შენ არ უნდა ინადირო გესმის? მაგას გეუბნები.
სამაგიეროდ შეგიძლია ითევზაო.
- ისევ მაგალითებით ამიხსენი, ქარაგმებით ნუ მებაზრები. - უთხრა პაზიკამ და სიგარეტი
საფერფლეში ჩააბიჩოკა.
- მაგალითი ის არის რო... რას აკეთებს მეთევზე? მონადირისგან განსხვავებით არ გარბის და
არც არავის მისდევს, პირიქით, თავისთვის ზის თესლად და სატყუარებს ისვრის, თევზი
წამოეგება და თვითონ მოდის მეთევზესთან. ქალზეც ანალოგიურად: შენ უნდა შეეშვა გაკიდებას
და ბოდიშის ხდებს და შემირიგდის თხოვნებს, უნდა დაჯდე შენს ადგილას და აკეთო შენი
გასაკეთებელი. პირიქით, დაანახე რო თესლად ხარ, ეკუნას გარეშეც შეგიძლია ცხოვრება და ვაბშე
მაგარი ტიპი ხარ, იჯექი შენს ადგილას და ისროლე ანკესები, გააკეთე ისე რო თვითონ მოუნდეს
მაგარ ტიპთან დაბრუნება და როგორც თევზი მოდის ისე მოჭყუმპალავდება ზუსტად.
საღოლ ბაბუ, რა რეჩი მისცა. ნეტა მწერალი ვიყო, ამ დიალოგს უეჭველი შევიტანდი წიგნში.
ამასობაში, რახან საუბარმა მოიტანა და ესეთი საკონსულტაციო საღამო გამოგვივიდა გოგოების
გულთამპყრობელ გეგეშასთან, მეც გამახსენდა მეორე დღეს ერთი გოგო რო უნდა მენახა
პირველად და გეგეშას ვეუბნები:
- ბიჭო გეგეშ.
- ჰო.
- ხვალ ვის ვხვდები იცი?
- ვის აბა?
- აი, რო გითხარი ერთ გოგოს ვემესიჯებითქო. შენ რო რაღაც აპლიკაცია გადმომაწერინე.
- ხო, ხო, ხვალ უნდა ნახო?
- კი.
- მაგარია, სად მიგყავს?
- ვერსად.
- ვერსად?
- ვერა ხო, კაპიკი ფული არ მიდევს შეჩემა და კიდევ კაი თვითონ გააძრო რაღაც პონტი,
სადღაც ვარ სტუმრად მისასვლელიო და წამომყევი შენც, ერთად მივიდეთო.
- გადარჩენილხარ შეჩემა.
- ხოო, მაგრად. იმენა ნოლი ვარ ხელფასამდე.
- მოტყნავ?
- ეე, შე ყლეო! სიტყვები!
- რა იყო შეჩემა, რა გამწარდი, გიყვარს უკვე ბრატელა? - გეგეშამ გადაიხარხარა.
- კაი გოგოა ცვეტში.
- ვიდზე?
- ვიდზეც და ისეც, რაც ვემესიჯე აზრზე მოსულია რა.
- კაია ეგ, მარა მაგ აპლიკაციაში გაცნობას ცოტა თავისი წესები აქვს, დროზე უნდა იმოქმედო
მანდ გაცნობილ გოგოსთან თორე დაგაპაშოლებს.
- დროზე ვიმოქმედო რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს და ხვალვე უნდა ამოიყვანო სახლში და გააკეთო გასაკეთებელი თუ გინდა და
თუ არადა იჯექი და აჩუკენე.
- ოო, ხვალვე არა ის. ეგრე სადაა, კინო კი არაა შეჩემა.
- კაი ხო, მარა უნდა იკაცო ძმაო და მინიმუმ უნდა აკოცო ხვალვე. სექსი მერე იყოსთქო.
- ხვალვე ვაკოცო? პირველად ვხვდები შეჩემა.
- კაკრას. გაზასე რა, შენი რა მიდის.
- დამშვიდობებისას?
- არა რა დამშვიდობებისას, პირიქით მანამდე, იქნება გაძლევს ხვალვე და ბარემ გაზასე და
გატესტე რა, აბა დამშვიდობებისას შეჩემა, სახლში თუ მიაცილე რაღას გამოგყვება შენთან.
- აუუ, ტვინს მიტყნავ რა, ხვალვე ვაკოცო რას ნიშნავს, რიკაშეტი ვარ თუ ვინ ვარ.
- რა იყო ბიჭო, უნდა აკოცომეთქი, აკოცო. ხელი თხოვეთქო ხო არ გეუბნები.
- დაიცა, სად უნდა ვაკოცო?
გეგეშამ პაზიკას გახედა და ღრმად ამოისუნთქა, რამოდენიმე წამი უპასუხოდ დამტოვა და
მივხვდი ყლეობა ვიკითხე.
- ტუჩებში შეჩემა, რა გჭირს, რა ხარ ამისთანა ყლე. სხვაგან სად აკოცებ აბა შენ, სადაც საჭიროა
იქ კოცნას ასი წელი არ იკადრებ შენი ძველბიჭობის ამბავი რო ვიცი და რაღას მეკითხები სად
ვაკოცოო.
- კაი ხო, კაი. მარა რანაირად ვაკოცო შეჩემა ხვალვე, გოგო პირველად უნდა ვნახო, იქნებ
საერთოდ არ დავევასე, გიჟივით ხო არ მივვარდები.
- მომისმინე. შენ გსმენია „მოწონების ინდიკატორებზე?“
- რაზე?
- „მოწონების ინდიკატორი“.
- არა, რა არის ეგ?- ვკითხე და მოვემზადე მორიგი თეორიული სიბრძნის მოსასმენად ქალების
დაკერვის თემაზე.
- რა არის და ქალის ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ცნობიერად ან ქვეცნობიერად აკეთებს
და მიგანიშნებს რო მოსწონხარ ან მინიმუმ რაღაც ინტერესი აქვს შენს მიმართ.
- და რა ქმედებებია ესეთი?
- გეტყვი აგერ თუ დამაცდი.
- მიდი.
- რა ქმედებებია და ნუ ყველაზე იავნია შეხება, მაგალითად საუბრისას თუ ხელზე შეგეხება,
ან ხუმრობის პონტში მკერდზე ან მხარზე მუშტს მოგარტყავს. კიდე, თუ საუბრისას როცა შენ
საუბრობ შენსკენ იხრება ახლოს ან ბანალურ კითხვებს გისვამს რო ლიჟბი საუბარი გაგრძელდეს
და სიჩუმე არ იყოს. იტოკში ეს ქმედებები შეგიძლია ითვალო ხვალ და თუ სამ ცალ ესეთ ქცევას
დაიჭერ, ანუ მინიმუმ სამჯერ თუ შენიშნავ „მოწონების ინდიკატორს“, დამიჯერე სრული
უფლება გაქვს გაექაჩო და აკოცო, სიამოვნებით გაკოცებს თავს ვდებ.
- აუ ტიპი ვინ არის ტოო! - პაზიკა ხმის ამოუღებლად გვისმენდა და ბოლოს წამოხტა. - ტიპს
ბაბნიკობა თეორიულად აქვს შესწავლილი.
- ეგრეა ძმაო ეგრე. არა, ჩუწიო და რაღაც პონტში ალღო და თანდაყოლილი შარმიც გჭირდება
მაგრამ თეორიაც აუცილებელია გამოცდილებასთან ერთად.
- ეს მართლა გიჟია ძმაო. - გავხედე პაზიკას და გაოგნებული ვიყავი რამხელა სიღრმავით და
სიყვარულით ეკიდებოდა გეგეშა ესეთ თემებს.
- მანახე ვაბშე ვინ გოგოა, რა გოგოა, სურათები ხო გაქვს?
- დაიცა, სად არის ჩემი ტელეფონი?
- ეგერაა, შეერთებული.
მობილური ავიღე და სურათები ვანახე, პაზიკაც და გეგეშაც გამოყლევდნენ რა კაი გოგოაო.
- ძაან მაგარი გოგოა, ხო არ ღადაობ. - თქვა პაზიკამ.
- ეს არც მოგცემს შენ, შეჩ.
- იდი ნა ხუი და მაგასაც ვნახავთ.
- არა ხუმრობის გარეშე, ძაან მაგარი გოგოა ვიდზე.
- ვიცი, ვიცი. - სიამოვნებისგან გაბადრულმა მობილური ჯიბეში ჩავიდე.
- კიდე ერთ რაღაცას გასწავლი თუ გინდა. - მითხრა გეგეშამ.
- რას აბა?
- ჟუაჩკა წაიღე ხვალ რო წახვალ სანახავად.
- ჟუაჩკა რად მინდა?
- ეს ცვეტში მაგარი გოგოა ძმაო და თავშიც ექნება ავარდნილი თავისი სილამაზე. შენ
წარმოიდგინე ეხლა თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენ შენნაირს გამოუჩენია ყურადღება.
თავდაჯერება ექნება ავარდნილი სად იცი?
- ხოდა ჟუაჩკა რად მინდა?
- მარტო რო იქნებით, ამოიღე და შესთავაზე, თუ იუარა არ მინდაო, დამიჯერე გინდათქო
დაჟინებით უთხარი და გაუღიმე, აგრძნობინე რო ვითომ პირში სუნი აქვს და დაუვარდება ეგ
თავისი თავში ავარდნა და დაეცემა შენს დონეზე, ან უფრო ქვევით.
მე და პაზიკამ ბოლო ხმაზე ვიხარხარეთ, გეგეშას მეცნიერულ დონეზე შესწავლილი სქემები უკვე
აღარაფერში აღარ ჯდებოდა.
- აუ, წამოდი ვატო დავარტყათ ერთი ნაპასიც თორე ეს გაგვაყლევებს ძმაო დილამდე, რო
მიუშვა არც გაჩერდება ესეთ ყლეობებს იბაზრებს.
- უმადური რო იქნები ადამიანი. - თქვა გეგეშამ და თვითონაც წამოდგა მოსაწევის
მოლოდინში.
Amsterdam
ეს დღეც დადგა. დღეს ამსტერდამში მივფრინავთ. ამის აღსანიშნად გუშინ საყოველთაო
ჩასიკვდილება დავაანონსეთ და ვთქვით რომ ყველანი საბასთან შევიკრიბებოდით.
თუმცა, მოსაწევი არ გვქონდა. თუმცა ყველას გვედო ფული და ბევრი ფიქრი აღარ უნდოდა იმას
რო მოსაწევი უნდა გვეყიდა. ჯერ მთელი ღამე წინ იყო და თან მეორე დღეს, საღამოს 11 საათზე
მივფრინავდით ქუთაისიდან და ხო უნდა გვქონოდა, გზაში ფხიზლები ხო არ ვიქნებოდით?!
- პიზდეც რაა! - აივანზე გასული გუგა გულდაწყვეტილი შემობრუნდა ოთახში.
- რაო?! - ერთხმად ვკითხეთ მე, საბამ და პაზიკამ.
გუგა აივანზე სურდოსთან დასარეკად იყო გასული.
- რაო და თვითონ ქალაქში არ ყოფილა და ისედაც არ არის პონტიო, რა გალიაკი ეტაკა ბლიად
ამ გაგანია ზაფხულში?
- ვაახ, ხო არ ღადაობ.
- აუ, რა ყლეობაა.
- ნეტა გუშინ დაგვერეკა რა, წინასწარ უნდა გვეზრუნა.
- კაი დაიკიდეთ, წავედით ბიტკოინზე ჩავრიცხოთ რა, ესე ხო არ ვიჯდებით. - იდეა
შემოაგდო საბამ.
ბიტკოინით პლანის ყიდვა იცით ხო რა სისტემაა?
თუ არა და მოგიყვებით: იღებ ფულს, რიცხავ კრიპტომატში და ყიდულობ ბიტკოინს, მერე
შედიხარ რუსულ საიტზე და რამდენი გრამიც გინდა და რა სახეობაც გინდა იხდი შესაძენად,
მერე მოგდის მისამართი, თავისი გეოგრაფიული კოორდინატებით, ფოტოსურათით და მოკლე
აღწერილობით თუ სად არის ფაქტი დამალული. ხშირად ესეთი სამალავი ადგილებია
სადარბაზოები, სასაფლაოები ან ტყეები. სადარბაზო ყველაზე კარგი ვარიანტია, იოლად
პოულობ, შედიხარ და დენის მრიცხველების კარადები როა ძირითადად იმის უკანაა ჩატენილი
სიგარეტის კოლოფში.
ძალიან მარტივი, მაგრამ გენიალური სისტემაა.
გამსაღებელი მოგებაშია, მომხმარებელი მოგებაშია, პერიოდულად ამ რუს ბარიგებს იჭერენ და
ხალხიც ბედნიერია რა კარგი მთავრობა გვყავსო, ერთადერთი ვინც წაგებაშია საქართველოს
სახელმწიფო და მისი ეკონომიკაა, იმის მაგივრად თვითონ მოგვყავდეს, თვითონ ვყიდდეთ და
გადასახადს ბიუჯეტში ვიხდიდეთ, ჩამოდის რუსი ბარიგა, ჩამოაქვს თავისი მოსავალი, ჩვენთან
ყიდის და ათიათასობით დოლარი მიაქვს ყოველთვიურად და ესეთი რუსები არის რამოდენიმე
ათეული, ძირითადად ჩამოსვლის სიხშირით ატყნავენ, ორ თვეში ერთხელ რო ჩამოდიხარ ორი
დღით, საეჭვოა აბა რა არის?!
მოკლედ, გუგა და პაზიკა გავარდნენ და ფული ჩარიცხეს, სანამ მოვიდოდნენ ანგარიშზე
დაგვიჯდა და საბამ ერთი გრამი სატივა იყიდა. მისამართის მესიჯიც მოვიდა: ჩვენი ფაქტი
მამკოდას ტყეში იყო, ერთ-ერთი ხის ძირში ჩაფლული.
- აუ ჩემი, რა გავა ეხლა ამ ყლეობაში, მამკოდა სადაა ვაბშე? - აყვირდა საბა.
- მამკოდა?! - პირი დავაღეთ მე და გუგამ.
- ბიჭო, გლდანისკენაა მგონი. - ეჭვნარევი სიმტკიცით გვითხრა პაზიკამ. - რა მნიშვნელობა
აქვს, წავედით და დავგუგლოთ.
მე და პაზიკა მანქანაში ჩავხტით და გლდანისკენ მოვხიეთ, საბა და გუგა სახლში დარჩნენ.
სადღაც 10 საათი იქნებოდა, იმ სიბნელეში ტყეში ბოდიალი და რაღაც ხის ამოცნობა რომლის
სურათიც დღის შუქზე იყო გადაღებული თავიდანვე საეჭვო წამოწყებად ჩანდა.
გლდანს გავცდით და მამკოდას ტყეს მივადექით, საბას ჯიპით სადამდეც შეიძლებოდა შევედით
და უკვე ეკლიანი ბუჩქები რო დაიწყო გავაჩერეთ და გადავედით.
ოცი წუთი ვიტრიალეთ ტელეფონის ფანრებით ათ კვადრატულ მეტრში და ის ხე მაინც ვერ
ვიპოვეთ, ყველა ხე სხვადასხვანაირი იყო და არც ერთი არ გავდა ჩვენს სურათს. მერე პაზიკამ
სხვა აპლიკაცია გააძრო: maps.me უფრო ზუსტ ლოკაციას აჩვენებს ვიდრე Google map-იო.
ამის თქმა იყო და ტელეფონი დაუჯდა და გაეთიშა. რაღას ვიზავდი, მეთქი ცდა ბედის
მონახევრეათქო და დავიწყე ამ აპლიკაციის გადმოწერა, ინტერნეტი წესიერად არ იჭერდა და
მოგვიწია მანქანაში დაბრუნება და პაზიკას მობილურის დატენვა.
ცოტა ხანი ვიჯექით და ვტენიდით, სანამ ჩაირთვებოდა და ისევ გადავედით და შევუყევით ტყეს,
უკან ფაქტის გარეშე გამომბრუნებლები არ ვიყავით ჩვენ. ისევ ავედით და ერთი ათი წუთის
ძებნის შემდეგ ძლივს მივაგენით ჩვენს სანუკვარ ხეს. უფრო სწორად ისევ პაზიკამ მიაგნო და
სიხარულით ყვირილი დაიწყო, მე მოშორებით, დაახლოებით ათი მეტრის იქით ვიდექი, ორად
გაყოფა და ცალ-ცალკე ძებნა თავიდანვე ჩვენი ჭკვიანურად გათვლილი სტრატეგია იყო. ხეს
მივადექით და გაირკვა რო პაზიკამ დანა მანქანაში დატოვა, რის გარეშეც გაგვიჭირდებოდა ხის
ძირში მიწის ამოჩიჩქვნა.
- ჩავირბენ მაშინ მანქანაში, შენ აქ იჯექი, კიდე არ დავკარგოთ ეს ხე. - დამარიგა პაზიკამ.
- კაი, მიდი მალე, აქ ვიქნები.
პაზიკა ჩავიდა მანქანასთან, კარი ვერ გააღო და გაახსენდა გასაღები მე მქონდა, ქოშინით
ამობრუნდა და მანქანის გასაღები გამომართვა.
ჩაძუნძულდა უკან, გააღო, ეძება, ეძება და ისევ ხელცარიელი ამობრუნდა.
- ეტყობა გუგასთან დამრჩა ის დედამოტყნული დანა ტო, ვერსად ვერ ვიპოვე.
- ფუ ჩემი!! რა გამოყლევებული ხარ ტო!
- კაი, მოდი ხელით მოვთხაროთ რა.
მიწა გადამხმარი იყო, რამის ფრჩხილები დაგვტყდა, მერე გამახსენდა მანქანაში წყალი მქონდა
ბოთლით და ისევ პაზიკას გაგზავნა აღარ გამოვიდოდა, ჩავირბინე და ამოვიტანე.
ხის გარშემო მოვასხით წყალი და ატალახებული, დარბილებული მიწა ოთხი ხელით ვჩიჩქნეთ,
თითქმის ათი სანტიმეტრი მოვჩიჩქნეთ ყველა მხარეს და ბოლოს დაღლილმა, გაოფლილმა და
გამწარებულმა პაზიკამ ქვევიდან ამომხედა და:
- გადაგვაგდო იმ დედამოტყნულმა ბარიგამ რა, არ არის ძმაო აქ ფაქტი არსად!
- ბიჭო, ხო ეს ხეა ნაღდად ტო? მანახე ერთი ის სურათი თავიდან.
პაზიკამ თავისი ტალახიანი ხელები ჯიბეში ჩაიყო ტელეფონის ამოსაღებად, მაგრამ ტელეფონი
ისევ დამჯდარა და გამორთული იყო. მერე მე ამოვიღე ჩემი ტელეფონი და სურათი
გადავამოწმეთ.
ხე ნამდვილად ზუსტად გვქონდა ნაპოვნი, სადღაც საათნახევრიანი ძებნის, სირბილის და
ჩიჩქვნის შემდეგ დავნებდით.
გუგას და საბას გადავურეკე, რომელთაც ამ საათნახევრის განმავლობაში უკვე ოთხჯერ ჰქონდათ
დარეკილი ჩემთან, სახლში ჯდომით და ლოდინით გაგიჟდნენ ამდენ ხანში.
- ბიჭო, ვერ ვიპოვეთ იტოკში, არ დევს ძმაო აქ, ხე ვიპოვეთ მაგრამ ფაქტი არ დევს,
გადაგვაგდო უეჭველი, გადით მანამდე თქვენ და ჩარიცხეთ კიდე ეს დედამოტყნული ბიტკოინი
რო ვიყიდოთ ბლიად, მოსაწევის გარეშე ხო არ ვიქნებით ორი დღე. - ვუთხარი ტელეფონში და
იქვე ჩამოვჯექი ხესთან.
- ცოტა ხანი სული მოვითქვათ. - მითხრა პაზიკამ და გვერდით მომიჯდა. - რაო რა გითხრეს?
- ჩარიცხავენ რა.
- ეხლა საბა და გუგა გავიდნენ ძმაო, მე აღარ შემიძლია, ნახე რას ვგავარ თან სულ
მოთხვრილი ვარ.
- რა ვნახო შეჩემა, თვალებს ძლივს ვხედავ, სავსე მთვარე მაინც იყოს, რამეში ხო შეიძლება რო
გაგვმართლებოდა.
ორივეს სიმწრით გაგვეცინა და გუგასთან დავბრუნდით.
უკვე პირველი იყო დაწყებული ახალი მისამართის კოორდინატები რო მოვიდა და საბამ გუგა
გაიყოლა, მე და პაზიკა ისევ ხელებს ვიბანდით, მიწა კისრამდე გვქონდა შეზელილი, შუქზე რო
შევხედე მაისურიც გახეული მქონდა ორგან, ეტყობა ეკლებს გავედე.
საბა და გუგა დაბრუნდენ ფაქტით ხელდამშვენებული და მაგიდაზე დააგდეს შეკვრა, ამასობაში
გეგეშაც შემოგვიერთდა. მე და პაზიკა შევესიეთ და დავამუშავეთ, ზუსტად ხუთ წუთში ორ-ორი
ნაპასი დავარტყით ყველამ და ისე რა დავბოლდით.
გუგამ გვიყურა, გვიყურა და ცოტა ხანში გენიალური იდეა შემოგვთავაზა:
- ეს ბულბულატორი მაგიდიდან ჩავდგათ ძირს, პატარა სკამი რო გაქვს აივანზე ის შემოიტანე
და ზედ დავდგათ ქვევით.
- და რა იქნება მერე? - კითხა საბამ და აივანზე გაიხედა, სკამი ხო ისევ არისო.
- ქვევით რო დავდგავთ, ჩაკუზულები დავარტყავთ ნაპასს და წნევა უფრო დაგვარტყავს
თავში და დაგვაბოლებს დედამოტყნული, აბა ხო ხედავ გატრუხდა უკვე.
გუგას გენიალურმა იდეამ ოთხი „კი“ დაიმსახურა, მყისიერად შემოვიტანეთ პატარა სკამი და
როგორც იქნა დავბოლდით.
- აუ, მაგრა მომშივდა, არ გშიათ? - როგორც ყოველთვის, პაზიკამ შემოაგდო ჭამის თემა.
ჯერ ისე ხო ჭამს და ჭამს და მოწეულზე არანორმალური იჩითება, ლომივით ჭამს.
ერთხელ მე, პაზიკა და საბა ვიყავით ჩემთან, მოვწიეთ და აიტეხა პილმენი მინდაო, ჯერ ადრე
იყო, სადღაც 10 საათი იქნებოდა და გავედით, თითო-თითო პორცია ქოთნის პილმენი ვჭამეთ
სამივემ და სახლში მობრუნებისთანავე თითო-თითო ნაპასიც დავაყოლეთ.
საბა მიწვა და მიეძინა, პაზიკას თავიდან მოშივდა და წამო გავამეოროთო, მეც ხო არ
გავუტეხავდი და მძინარე საბა დავტოვეთ სახლში, მივედით იგივე კაფეში გასული მოწეულები
და ჩვენი ჭკუით რო არ დავმწვარიყავით სხვა მაგიდაზე დავჯექით, ოფიციანტი იგივე იყო და
საჭმელიც იგივე შევუკვეთეთ, მე რა თქმა უნდა ვერ დავამთავრე ბოლომდე, მაგრამ პაზიკამ
მოკლედ რო ვთქვათ, ორი პორცია ხორცის პილმენი შეჭამა ერთ საათზე ნაკლებ დროში.
ჩემი თვალით რო არ მენახა ალბათ არც მე დავიჯერებდი, როგორც საბა არ გვიჯერებდა სახლში
რო დავბრუნდით და გავაღვიძეთ, ნუ მეკაიფებით, რანაირად იყავით გასულები, სულ რაღაც ათი
წუთი მეძინაო.
- კი, მე მომშივდა მაგრად, გამოვიძახოთ რამე რა. - აყვა გუგა.
- რავი, მე პროსტა პირი გამიშრა მაგრად, თუ გამოიძახებთ კოკა-კოლა ან რამე წვენი
შეუკვეთეთ ჩემთვის. - მხარი ავუბი გამოძახების იდეას.
- კაი, მოდი გამოვიძახოთ და ჩავჯოკროთ, წაგებული ორი გადაიხდის. - ესეც საბას
კონტრიბუცია დღევანდელი ღონისძიების სცენარში.
- ითამაშეთ, მე დავწერ. - გეგეშა ჯოკერს ვერ იტანს.
საჭმელი შევუკვეთეთ და ავტუზეთ, როგორც ყოველთვის ისე მოვილაპარაკეთ, ორი პულკის მერე
თითო ნაპასი უნდა დაგვემატებინა. მე და საბამ მოვიგეთ. საჭმელიც მოვიდა.
- ეს რა არის? ვინ შეუკვეთა ამდენი აჩმა, ჩემი კარგი მოვტყან?! - გუგა კურიერის მოტანილი
პაკეტების გახსნას და საჭმლის ამოლაგებას შეუდგა.
- მოიტა, ჩემია! - კინაღამ გამოფხიზლდა პაზიკა, იფიქრა ვინმემ არ შემიჭამოსო და ხელი
დაავლო აჩმის ორ, დიდ ნაჭერს.
- ვახ ჩემი, ამდენ აჩმას რა გაჭმევს?
- აჩმა არის ცხოვრება ბიჭო, მაცადე ჯერ ვჭამო და მოგიყვები. - უპასუხა პაზიკამ და
უზარმაზარი ლუკმა მოაკბიჩა ნადავლს.
ერთი ნაჭერი სამ მოკბეჩაში გააქრო პაზიკამ, ხო გითხარით მოწეულზე ლომივით ჭამს. მე ჩემს
ცივ კოკა-კოლას ვწრუპავდი, პაზიკამ ერთი ამოისუნთქა და ყველას გადმოგვხედა:
- ბიჭო, აი, აჩმას დააკვირდი რა საკაიფოდ ასახავს ცხოვრებას, ერთი-ერთში ცხოვრებაა. -
დაიწყო პაზიკამ.
- რა პონტში?
- რა პონტში და წარმოიდგინე რო აჩმა არის ცხოვრება, ეს ფენა-ფენა დალაგებული ყველი და
ცომი სხვადასხვა ფაზებია ცხოვრების. წარმოიდგინე სანამ იბადები მუცელში ხარ ხო? როგორც
აჩმა ღუმელში...
ისე გაგვეცინა, ძლივს ამოვისუნთქეთ, მე კოკა-კოლა გადამცდა და ზედ დავისხი.
- შიგ ხომ არ გაქვს ბიჭო, რა აჩმა?! - სიცილით კითხა საბამ.
- ეე. რას ღადაობთ შეჩემა, ფაიზაღს გებაზრები.
- რას მებაზრები ბიჭო, რას? - კითხა გუგამ და ისევ სიცილი წასკდა, უკვე ცრემლები
მოსდიოდა.
- ეგრეა, გეტყვი თუ გინდა და მომისმინეთ.
- კაი გისმენთ პაზიკ, მითხარი აბა რატოა აჩმა ცხოვრება, დავუშვათ გამოცხვა უკვე, ცხრა თვე
ღუმელში იჯდა, მერე?
- მერე ის რო აჩმა როგორც ადამიანი მაშინაა ძლიერი სანამ ჟარონაზეა სხვა აჩმებთან ერთად,
თუ განცალკევებით დგას თეფშზე მარტო, ე.ი. მალე მოკვდება, ადამიანიც ეგრეა, ძალა ერთობაშია
და მარტოობა კლავს.
- აუ პაზიკ, ნუ გაბერე, ვის არ დაშორებია ცოლი?!
- დაშორება რა შუაშია, აი ეს ფენები აიღე, როგორც ცხოვრებაში სხვადასხვა ფაზები გაქვს,
სირთულეს გადალახავ და სიხარული მოყვება, მერე ისევ ახალი სირთულე მოსდევს, მერე ისევ
სიხარული და ესე ups and downs. რას ფიქრობთ?
- მე გეტყვი რასაც ვფიქრობ. - ვუთხარი და ავდექი. - ხვალ თმა უნდა შევიჭრა და ჩემოდანი
ჩავალაგო, ძილის ნაპასი დავარტყათ და დავიშალეთ.
მეორე დღეს, საღამოს 6 საათზე დავთქვით თბილისიდან გასვლა ქუთაისის მიმართულებით.
მანამდე როგორც იქნა ჩავლაგდი და სალონშიც ვიყავი, თმა შევიჭერი.
დიღმის ტრასაზე რო შევდექით, აღმაშენებლის ძეგლთანვე მივხვდით რაღაც უჩვეულო საცობი
იყო.
ბევრი რო არ გავაგრძელო გვიანღა გაგვახსენდა რო თბილისი მოლში რაღაც აქციები იყო და
მთელი თბილისი საშოპინგოდ ეტენებოდა. სადღაც ნახევარი საათი ისევ თბილისში დავკარგეთ
და როგორც იქნა გავცდით მოლს და შევდექით ავტობანზე.
ხელები გვექავებოდა, ბიჭებს ერთი სული ჰქონდათ მოსაწევი აგვეფეთქებინა.
თუმცა, რა იცოდნენ მე რო ბოთლით მოწევაზე არ ვაპირებდი დაკმაყოფილებას და „ბარდაჩოკში“
რუდუნებით აწყობილი „პარაშუტი“ მედო. ჩაყრას რო აპირებდნენ მაგ დროს გამოვაჩინე და
კინაღამ სიხარულის ცრემლები წასკდათ.
მე, როგორც მძღოლს და როგორც პარაშუტის შემოქმედს, პატივი დამდეს და პირველი
დამარტყმევინეს, დრო საკმარისად გვქონდა და მანქანა ავტოპილოტზე დავაყენე, მუსიკა დაბალ
ხმაზე ჩავრთე და ესე წავსისინდით ქუთაისისკენ.
ავტობანმა თითქმის ყველა ჩემი მოგზაურობა გამახსენა, მაგალითად, ვარშავაში რო გავფრინდი
ორი წლის წინ, ჩემს ჯგუფელ სანდრიკასთან ერთად. აქედან სამი ბარიგის ნომერი წავიღეთ,
თუკი ვინმე იყო პოლონეთში ნამყოფი ყველა შევაწუხე რო იქ არ დამეწყო ენაგადმოგდებული
ძებნა, მაგრამ რო ჩავედით აეროპორტიდანვე ვცადეთ სამივე ნომერი და სამივე გამორთული იყო,
Whatsapp-ში და Viber-შიც მივწერეთ მაგრამ არანაირი არაფერი.
- რა ყლეს ვეტაკოთ ეხლა? - მკითხა სანდრიკამ.
- კაი, მოდი ჯერ ბარგი ავიღოთ და გავიდეთ აქედან, იქნებ ტაქსისტებმა გვითხრან რამე.
გამოვედით და ტაქსები სადაც ჩერდება იქ მივედით, ახალგაზრდა მძღოლს ჩავუჯდეთო
თავიდანვე ვთქვით რო მერე გამოვკითხოთ სად ვიშოვოთ მოსაწევიო მარა ეს ტაქსაობა იქაც
„ოჩერედით“ ყოფილა და ჯიგარი პოლონელი ბაბუ გამოემართა ჩვენკენ, რაღას ვიზამდით,
ჩავუჯექით.
ნახევარი გზის ჩუმად გავლის მერე მივხვდით ეს იყო ჩვენი ბოლო პონტი და სანდრიკამ მაინც
გარისკა და ჰკითხა ხო ვერ გვეტყვი სად ვიყიდოთო. ინგლისური არ იცოდა ბაბუმ, მერე
რუსულად მოვახერხეთ რაღაც მაგრამ ვერ გაიგო, ბოლოს სანდრიკამ მოწევის იმიტაცია გაუკეთა
იქნებ გავაგებინოო და ბაბუს სახე გაებადრა, შუბლი გაეხსნა და გაუხარდა რო როგორც იქნა
გაგვიგო რის ახსნას ვცდილობდით ესეთი თავგამოდებით.
ჯიბეში ხელი ჩაიყო და წითელი მალბორო ამოიღო, გაგვიღიმა და გამოგვიწოდა.
- პიზდეც! - ჩაილაპარაკა სანდრიკამ და ბაბუმ ეს სიტყვა კი გაიგო მაგრამ ვერ მიხვდა რით
ვიყავით უკმაყოფილო.
- კაი, ბოლო-ბოლო ჩვენი ბინის პატრონს მივწეროთ რა, დაგვაკვალიანებს რამეს. - უცებ
მომივიდა იდეა და მეწყინა რატო მანამდე ვერ მოვიფიქრეთქო.
- ვის შეჩემა, ვიოლეტას?!
- ქალია?! - ბინა სანდრიკას დაჯავშნილი იყო და მე საერთოდ არ მქონდა ნანახი.
- ჰო, ვიოლეტა გლოდოვსკა, ერთი ლეტ პიისატ ქალია, მაგას როგორ მივწერო, ვაბშე არ
გამოგვაგდოს მაგ სახლიდან.
ბაბუმ მიგვიყვანა დანიშნულების ადგილზე სადაც ქალბატონი ვიოლეტაც დაგვხვდა და ბინაში
შეგვიშვა, ბოლოს გასაღები დაგვიტოვა და დაგვემშვიდობა. ჯერ კარის საკეტი გადაკეტილიც არ
მქონდა რო სანდრიკამ სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ვაზიდან პლასტმასის, დეკორატიული
ყვავილები ამოყარა და ვაზაში წყალი ჩაასხა:
- ყლეზე მკიდია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მაინც ვიშოვით მოსაწევს, ბულბულატორი
უკვე გვაქვს!
ჩემოდნები დავყარეთ, წყალი უცებ გადავივლეთ და ჩავიცვით, გამოვარდით კაფე-ბარებში იმ
იმედით რო ვინმეს გამოვკითხავდით და ვიშოვიდით, პერიოდულად იმ სამ ნომერზე
ვრეკავდით. შიმშილი აღარც გაგვხსენებია, არადა ბოლოს თბილისში ვჭამეთ.
უკვე გვიანი საღამო იყო და ვჩქარობდით, გვეშინოდა რო სულ არაფრით დავრჩენილიყავით
მთელი ღამე და ყველაზე ხალხმრავალ ბარში შევვარდით, რომელიც ბინიდან გამოსვლისთანავე
შეგვხვდა გზაზე.
ერთი ათ ადამიანს ვკითხეთ, ბიჭებს, გოგოებს, ძირითადად ახალგაზრდებს, მაგრამ ვერავინ
ვერაფერი ვერ მიგვასწავლა, ეღიმებოდათ და თავს იქნევდნენ.
ბოლოს, სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედით და რო იტყვიან „რაღაც არსებობსო“, ღმერთმა
გადმოგვხედა, ბარის შესასვლელთან ტიპი იდგა ტროტუარზე და სიგარეტს ეწეოდა, ღრმა
მზერით შორს იყურებოდა, ყურადღებას არ გვაქცევდა მაგრამ ჩვენ ვაქცევდით ყურადღებას,
უფრო სწორად მას კი არა მის ჩუსტებს და ქართულ მიხვრა-მოხვრას. სიმართლე რო ითქვას მე
უფრო ჩუსტებზე გამირბოდა თვალი და ვერ ვიჯერებდი რო შუაგულ ევროპაში, ხალხმრავალ
ბართან ტიპი იდგა რეზინის ჩუსტებით და მშვიდად აფუილებდა სიგარეტს, არც ეჩქარებოდა
არსად, სანდრიკამ კიდე დაიჩემა ეს უეჭველი ქართველი იქნებაო და ჩუმად მეჩურჩულებოდა
ამას ეცოდინება მიდი ქართულად კითხეო. მე მიტყდებოდა ესე პირდაპირ მიჭრა, რო არ იყოს
ქართველი მერე რა ვქნა? ხოდა ჩვენი ცოდვით დაიწვა თუ რა იყო არ ვიცი მარა უცებ მობილურმა
დაურეკა და ამანაც:
- ხო პაატა, აქანე ვდგავარ, რით ვერ მოი?!
იმ მომენტში ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე უფრო მეტად არაფერი გამიხარდებოდა, ეს იყო
ჩვენი უკანასკნელი იმედი. სანდრიკას გავხედე და ჩემი სათქმელი უკვე დაკრეჭილ კბილებზე
ეწერა. იმ კაცს ტელეფონზე საუბარი ვაცადეთ და როგორც კი მორჩა ეგრევე მივაჭერით,
გავეცანით და საქმეზეც გადავედით, ვერსად პლანს ვერ ვშოულობთთქო შევჩივლეთ და
ავუხსენით სიტუაცია. ჩვენს მხსნელს, სახელად „დიმიტრის პოლონელებისთვის, მაგრამ
ჩვენთვის ძიმას“ ჩაეცინა, ორივეს გადმოგვხედა სათითაოდ და გვითხრა:
- მაი რაფერაა იცი? შენ ფულითქვი თვარა პლანს რაფერ ვერ იშოვი.
მხრებში გავიშალეთ და დეტალები გამოვკითხეთ.
ძიმამ მე თვითონ არ ვეწევი მარა ჩემი ძმაკაცი უნდა მოვიდეს ეხლა პაატა და ის გაშოვნინებთო.
შევვარდით ისევ ბარში, ჩვენი ანგარიში გადავიხადეთ და გამოვედით, პაატა მოსულიყო და
ძიმასაც უკვე აეხსნა საქმის ვითარება.
თემა დალაგდა, პაატას ფული გავატანეთ და ძიმაიე სახლში აბრუნდა, ფეხზე გამოვიცვლი და აქ
დამელოდეთო.
მე და სანდრიკა ტროტუარზე დავრჩით და ველოდეთ...
ველოდეთ სანამ სრული ერთი საათის შემდეგ სანდრიკასაც არ მობეზრდა და როგორც იქნა
დანებდა:
- ისევ ქართველი თუ გადაგაგდებს რა, დედას შევეცი!
გადავწყვიტეთ ცოტა გაგვევლო, სხვა ბარში შევსულიყავით და იქაც გამოგვეკითხა
ახალგაზრდები, თუ იქაც ვერ ვიშოვიდით და დაგველია მაინც.
შევედით რაღაც ბარში და თითო-თითო ლუდი შევუკვეთეთ, დავიდგით და დავიწყეთ ხალხის
დალივერება, ვინ შეიძლება იცოდეს და ვინ მიგვასწავლის მოსაწევს. ცოტა ხანში გოგოების
ჯგუფს მივადექით ბართან და გამოველაპარაკეთ, მათაც გაუხარდათ, გამოგვკითხეს საიდან
ხართ, ისა-ესა.
ჩემთვის გულში ვფიქრობ, ეხლა ერთი ჩაყრა მომცა, არ გავარტყი ამ გოგოებს?
დარწმუნებული ვიყავი რო სანდრიკაც იგივე აზრზე იყო და ბევრი არც უფიქრია, გოგოებს ჰკითხა
მოსაწევზე და ისე შეიცხადეს მე და სანდრიკას ფერი გადაგვივიდა. მიხვდნენ ალბათ რო
გამობრუნებას და წასვლას დავაპირებდით მალე და ერთ-ერთმა გვითხრა ჩემი მეზობელი ვიცი
რო ეწევა, მაგის ბინასთან სულ მოსაწევის სუნია და არ ვიცი თუ ყიდის კიდეც მაგრამ ზუსტად
ვიცი რო ეწევაო. ჩვენთვის იმ მომენტში ესეც საქმე იყო და უნდა გამოგვეყენებინა ეს შანსი.
მეზობლის ნომერი გაქვსთქო და არაო, მეთქი ახლოს ცხოვრობ და კიო, სადღაც სამ გაჩერებაშიო.
სანდრიკამ გოგოებს თითო კოქტეილი უყიდა და თხუთმეტ წუთში უკვე ავტობუსში ვისხედით
მე, სანდრიკა, ნადია და ანნა.
სადარბაზოში რო შევედით ნადიამ თავი შორს დაიჭირა, ჩვენ არ ამოვალთ თქვენ მიდითო და
მიგვასწავლა მესამე სართული, კიბიდან მარჯვენა კარი.
სანდრიკამ დააკაკუნა და გვიღებს ამ კარის ზომის ივან დრაგო, „შევარდნაძეებს“ რო ეძახიან ეგეთ
მაიკაში, გადმოყრილი ჰქონდა ბარძაყის სისქის მკლავები.
ინსტინქტურად ერთი ნაბიჯი უკან გადმოვდგი, ალბათ გაკვირვებისგან ან უფრო შიშისგან,
მაგრამ რო გამახსენდა ეს ჩვენი ბოლო იმედი იყო, ძალა მოვიკრიბე და ინგლისურად მივმართე
ჩვენს პოლონელ ძმას:
- Hi, we are Nadia’s friends…
პასუხი იყო პოლონური, რაღაც სიტყვები და ბოლოს „კურვა”. ეს კურვა ვიცოდი რო გინება იყო
პოლონურად მაგრამ... იტოკში, მაგარი ყლე პაესტკა იყო.
ამ ფიქრებით ჩამოვედით გორამდე და გორის სმარტში გეგეშა და საბა შევიდნენ, ყავა საშინლად
მინდოდა, უკვე დაბნელდა და მეთქი არ ჩამეძინოს ამ მოწეულზე, გზა კიდე გრძელი დარჩა, რა
ძალა მადგიათქო, ყავა დავაბარე და პარკინგზე მეორე ნაპასი ამოვარტყით მანქანაში
დარჩენილებმა.
გორში შარშან ვიყავით მე და პაზიკა, მთლად გორში კი არა, აქვე რომელიღაც სოფელში. პაზიკას
მამამ გამოგვაგზავნა შორეულ ნათესავებთან, ღვინო. ვაშლი და რაღაცეები უნდა გამოეტანებინათ
და წამოგვეღო თბილისში.
პაზიკამ ჩემი გარე ბიძაშვილი დაგხვდებაო, ჩვენი ტოლი ტიპიაო და მაგას უეჭვლი ექნება რამეო
და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, შაბათი იყო და მოსაწევი არ გვქონდა და რა გვეკეთებინა
თბილისში, დავაწექით სიხარულით.
ჩავედით, დაგხვდნენ პაზიკას ნათესავები სიხარულით, მიგვიპატიჟეს, ეს ღვინო და ხილეულობა
ჩაგვილაგეს მანქანაში, პაზიკას აჯვეს რატო არ გვკადრულობ და არ ჩამოდიხარ, ესე როგორ
შეიძლებაო და პატარა სუფრაც გაგვიშალეს. პაზიკას გარე ბიძაშვილი მერაბი არც დაგხვდა და არც
არსად ჩანდა, ბოლოს ამ ფაქტით ჩემზე უფრო განერვიულებულმა პაზიკამ როგორც იქნა იკითხა:
- ნანული დეიდა, მერაბი სად არის?
- მოვა შვილო ალბათ მალე, დილით ბიჭებმა გამოუარეს და კი იცოდა რო უნდა
ჩამოსულიყავი და მოვა სადაცაა.
პაზიკამ კმაყოფილი სახით გადმომხედა, ალბათ თვალებით მითხრა ხედავ ბიჭებმა გამოუარეს,
ე.ი. მოსაწევზე ჩალიჩობს დილიდანო. მეც დავმშვიდდი რო ამხელა გზა მხოლოდ ვაშლის გამო არ
გამომივლია.
ცოტა ხანში მერაბიც დაბრუნდა, შემოგვიერთდა სუფრაზე და რამოდენიმე წუთის მერე მამამისი
ზაურა ეკითხება:
- რა ქენი, უშოვე ბიჭებს სამაიმუნო?
აუფ, მეთქი აქ რა იყო რა გაბაზრებული თემა ყოფილა, ცოტა შემრცხვა უფროს ხალხთან ესე
იავნად მოსაწევის თემა.
- აუ, ამ ქვეყნის დედა რო მოვტყან მართლა რაა. - უპასუხა მერაბიმ და მეც სახე შემეცვალა,
ვიფიქრე ვერაფერი ვერ გააძრო უეჭველითქო და პაზიკას გავხედე, ლუკმა ჰქონდა პირში და
აღარც ღეჭავდა.
- რა მოხდა? - ისევ ზაურამ კითხა.
- ვიყავით გადასული ბონდოსთან, ხო იცი სადაც აქვს დარგული? ტყესთან საძოვრები როა,
ქუჩის ბოლოს.
- ხო.
- ხოდა, წავედით დიდის ამბით, ბიჭი მოსავალს ელოდება, წელს საერთოდ ხელი არ დაუდია,
რაც დარგო თითქმის ყოველ მეორე დღეს მიდის იმ ჯაგებში და ეკლებში, ამოწმებს, უვლის და
უკვე კაკრას გამზადებული ჰქონდა ასაჭრელად და მივედით დაკუწული დაგხვდა მთლიანად.
- ვა, საქონელმა გადაჯეგა? - ჰკითხა პაზიკამ.
- არა, რა საქონელმა, ახალი რაღაც დაიწყეს, ქართველმა ხო ყველაფერი საძაგლობა უნდა
მოიფიქროს, დრონებით დადიან, სახნავ-სათეს მიწებზე გადაატარებენ ზევიდან და უყურებენ
სადმე ვინმეს ხო არ აქვს დარგული და მიდიან მერე და იპარავენ.
- ხო არ ღადაობ?! - ერთხმად ვკითხეთ მე და პაზიკამ.
- რას ვღადაობ, გაწამებულები ვართ, ჩემს ორ ძმაკაცს გაუკრიფეს ეგრე.
- ბიჭოოო.
- თან იღებ, იღებ ხო, აჭერი ცოტა და დატოვე ცოტა, კაი შეიძლება მოწევა გინდა მარა
მთლიანად რატო მინადგურებ, დამირგვია, მიწვალია...
- რას არ მოიფიქრებენ ბიჭო, შოკში ვარ.
- ეგრეა ძმაო, გასაქანი მიეცი და ყველაფერ საზიზღრობას მოიფიქრებენ.
პატარა პაუზა და უცებ ისევ მერაბიმ დაარღვია სიჩუმე:
- ბიჭებო, არ ვიცი თქვენ ბიოსთან როგორ ხართ, მაგრამ ისე მაქვს ცოტა ბიო დარჩენილი და
თუ გინდათ მოვწიოთ ძმაო, არ არის პრობლემა.
- აუ, არა, არა ტო, რა ბიო. - ეგრევე იუარა პაზიკამ.
- არა? შენ ძმა? - ეხლა მე გამომხედა მერაბიმ.
- რავი არა, იყოს არ გვინდა, არაუშავს, არ გაიჩითა, არ გაიჩითა.
მოკლედ ვიუარეთ ორივემ დიდის ამბით, ძაან შორს დავიჭირეთ თავი, მაგრამ ნახევარი საათიც
არ დაგვჭირვებია რო ერთმანეთი დაგვერწმუნებინა. მერაბამ სახლის უკანა მხარეს, ვერანდაზე
აგვიყვანა და ბოთლიც გამოიტანა. პლასტმასის ბოთლს, რომელიც წესით გამჭირვალე უნდა
ყოფილიყო, ეტყობოდა რო მრავალგზის უცია პატივი მერაბისა და მერაბის ძმაკაცებისთვის,
მთლიანად გაყავისფრებული და გამურული იყო.
დავდექით ჩვენ სამნი, მე, პაზიკა და მერაბი, ჩავყარეთ, გავამზადეთ ასაფეთქებლად და უცებ
მერაბი ეძახის მამამის ზაურას:
- მამაა!
არ მესიამოვნა, მეთქი რას შვება, რატო ეძახის, მამაჩემის ტოლ კაცთან ისედაც მიტყდებოდა
დაბოლებული ყოფნა და ეს-ესაა უკვე ნაპასი უნდა ამოვარტყა, რისთვის ეძახისთქო ვიფიქრე.
- აღარ ამოდიხარ, კაცო? - ისევ გასძახა.
- ჰოო, მოვდივარ, მოვდივარ.
ამოგვძახა ზაურამ და კიბეზე ამოვიდა. დაიცა, ჩვენთან ერთად უნდა მოწიოსთქო ეს გავიფიქრე
და ბოთლი გამოართვა თავის შვილს და ბიო ააფეთქა.
გამოვყლევდი. პირველად ვნახე მამა-შვილი ბიოს ერთად ეწეოდა.
ერთი წრე დავატრიალეთ ეს ბოთლი და მეორე ნაპასზე პაზიკას მივაწოდე, ამოარტყა, ბოთლი
გადააწოდა და იქვე ჩაიკეცა. ვერც დაჭერა მოვასწარი, მარტო ის დავინახე თვალები რო დახუჭა,
სახეზე გათეთრდა და წკაპ, დაეცა უგონოდ.
აი, ეს ხდება როცა ვკრძალავთ იმას, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. იმის მაგივრად ლეგალური იყოს
მოსაწევი და ადამიანურად შეგეძლოს დარგო რომელი ჯიშიც გინდა, რომელი სახეობაც გინდა,
შენით მოიყვანო და როცა მოწევ იცოდე რას ეწევი, როგორს ეწევი, ამის მაგივრად გვიწევს
ნაჩალიჩარით, ნამაიმუნარით, ვირთხის წამლებით და ათასი ფსიქოტროპული საშუალებით
გაჭღენთილი ნაგვის მოპოვება და საწამლავის მოწევა.
იმის მაგივრად დავაკანონოთ, ხარისხი ვაკონტროლოთ, არასრულწლოვნებს არ მივყიდოთ და ა.შ.
როგორც ალკოჰოლზე, საკვებზე, მედიკამენტებზე ვაკეთებთ, ამის მაგივრად თვალებს ვხუჭავთ,
ხელებს ყურზე ვიდებთ და ვითომ არ არსებობს მოსაწევი, აკრძალულია როა ე.ი. არ არსებობს?!
მშვენივრად არსებობს და თავისი უხარისხობით ბავშვებს კლავს.
ვახ, ხაშურამდეც არხეინად ჩავკატავდით, ბიჭები პერიოდულად ამატებდნენ ნაპასებს, მე აღარ
მომიწევია, გორში დარტყმულმაც მშვენივრად შემაბაბანა.
მუსიკას ავუწიეთ და მე ისევ ფიქრებში გავედი, რატომღაც სურდო გამახსენდა.
ერთხელ მე, გეგეშა და სურდო ვართ გეგეშასთან. პლანის ნასახი არ არის, ცარიელია ქალაქი. არც
ფული გვაქვს რო დავითრიოთ, თუმცა მაშინ ონლაინ ყიდვები არც იყო მოხოდილი და ხელზე
თუ ვიღებდით ისედაც სურდოსგან ვიღებდით ხოლმე და ეხლა სურდოც უპონტოდ იყო. ისე,
იმის მერე მგონი თბილისში ეგეთი გალიაკი არც მახსოვს, გაწყდა ყველაფერი, საითაც
მოვიკითხეთ არსად არანაირი არაფერი.
ხოდა უცებ სურდომ საუკუნის ფრაზა გააძრო, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება:
- ბრატცი, ჯიბეზე ჩემი ნაშის აბორტის ფული მიდევს და თუ გინდათ ლივერპულის
ერთიანზე შევაგდოთ და გავადავოთ.
ერთი ათი წამი აზრზე ვერ მოვედი რა თქვა, მეთქი what? ათწამიანი დუმილის ბოლოს გეგეშამ
კითხვით უპასუხა:
- დავუშვათ მოვიგეთ, ფულს რა ვუყოთ მერე, მოსაწევი არაა.
- ბიჭო მაქვს ერთი პონტი რა.
- ე ბიჭო, თქვი მერე, აბა არ არის არაფერიო?! - იმედის ნაპერწკალმა დაგვძაბა მეც და გეგეშაც.
- ჰო, მარა ტრაკშია ოღონდ, მანქანა გვჭირდება და ბენზინი.
- მანქანა აგერ ვატოს ყავს, ტო. სად უნდა წავიდეთ რო?
- გარდაბანში.
- აუფ, ისე დაიწყე, მეთქი ზუგდიდში მივდიოდით, რა იყო შეჩემა. - გამიხარდა და
სირთულედ აღარ მივიჩნიე გარდაბანში ჩარბენა, ლიჟბი მოსაწევი გაჩითულიყო. - ბენზინი მისხია
ძმაო, გუშინ გავავსე, შენ ფაქტი თქვი თორე.
- ბიჭო, ფაქტი არის ჩათვალე, იქ სულ აქვთ ხო იცი, გარდაბანში ერთი მამედა მყავს, პლანის
პრობლემა არ არის, პროსტა მაგასთან თუ ჩავედით ერთ სპიჩკას ვერ ვთხოვ, ხო ხვდები,
სერიოზული ტიპია, მინიმუმ ხუთ სპიჩკაზე უნდა ჩავადგე.
- ჰო მარა რა ლივერპული ტო, ხო არ ღადაობ, რო ვერ მოიგოს რა ვქნათ, მაგას ჯობია ისე
დავაწვეთ ძმაო, ბენზინი პრობლემა არ არის, თუ რამეა ჩავალთ-ჩამოვალთ.
- ბიჭო აბორტს რა ვუყო, ეს ფული მაქსიმუმ იმ კვირის ბოლომდე მჭირდება, ხო უნდა
გავუკეთო არა?!
- კი მარა ჯობია იმ კვირის ბოლომდე რამე ვიჩალიჩოთ და შევკრათ ვიდრე გავრისკოთ და
დავდოთ. ბიჭებიც შემოვიყვანოთ წილში და მოსაწევიც გავუყოთ, აბა ისედაც ხუთ სპიჩკას სამი
კაცისთვის ხო არ დავითრევთ. - ჩაერთო გეგეშაც.
ბევრი აღარ გვიფიქრია, როგორც მიხვდით, რა თქმა უნდა მაინც ლივერპულზე შევაგდეთ.
ოთხმოცდაათი წუთი საუკუნედ გადაგვექცა ისე ვინერვიულეთ. ფრჩხილები დავიჭამეთ სამივემ
და როგორც იქნა დამთავრდა თამაში. წითლებმა ჩაიჯვეს. დავრჩით უფულოდ, უპლანოდ,
უაბორტოდ.
რას არ გაგაკეთებინებს უტვინო თავი, სურდოს რო აყვები კაცი.
სურდომ გამედო და ეგაა, სად ვიჩალიჩო ეხლა ეს აბორტის ფულიო და სტრატეგიული იდეები
იცოცხლე არ უჭირს: აგერ ჩემი ტელეფონი, სახლში გამატარეთ ყუთი ავიღო და
დავალომბარდოთო.
მეთქი როგორ ბიჭო, მობილური პლანის გამო დავალომბარდოთთქო და არა კაცო, კიდე ერთი
ნაღდი კუში ვიცი, დღეს რეალი წააგებსო.
ესე მოევლინა ქვეყანას დათუნა. სურდოს უფროსი ვაჟი.
მართლა კი არა, ვღადაობ, მაგ ბავშვს, ვენებს გადაიჭრიდა და მაინც არ გააჩენინებდა მაგრამ,
საბედნიეროდ ამ ჩვენი ცოდვით სავსე რეალმა მართლა წააგო, ის წაგებულიც ამოვიღეთ და
შებინდებულზე გარდაბანშიც ჩავედით.
- სურდო, ეს რა არის ტო, რა ბანწიკები კიდია სახლებზე, ერთი ორგან შევამჩნიე. - ჰკითხა
გეგეშამ.
- შენ აქ მარჯვნივ ჩაუხვიე ვატო. - უკნიდან წამოიწია სურდო და მხარზე დამარტყა ხელი. -
ჰო, რა ბანწიკები? ეს წითელი ნაჭრები რო აქვთ შებმული?
- ჰო რა, ერთი-ორ ჭიშკარზე შევამჩნიე, რამე რიტუალია ამათი?
- ბიჭო, ასი წელი რო იფიქრო ვერ მიხვდები რა არის.
- და რა არის ტო? - მეც დავინტერესდი და გავხედე ღობეზე შებმულ წითელ ბაფთას.
- რა ვერსია გაქვთ მაინც თქვენ?
- ეე, მე რა ვიცი შეჩემა, გეკითხები, თქვი თუ იცი! - გეგეშას საღადაოდ არ ეცალა, ისედაც
დაძაბული ვიყავით მთელი დღის პერეჟივანიებით.
- კაი გეტყვით, ეს ამათი პონტია რაღაც, წეს-ჩვეულებასავით, ეს ბანწიკი თუ უკეთია ესე იგი
სახლში გასათხოვარი გოგო ყავთ.
სარკეში გავხედე სურდოს, ხო არ გვეკაიფებათქო მარა იფიცა ეგრეაო.
მივადექით როგორც იქნა ჩვენი მამედას სახლს თუ სასახლეს.
უზარმაზარი, ორმეტრიანი ბეტონის გალავანი ერტყა შიგნით ჩასკუპებულ სამსართულიან
სასახლეს. კარი თვითონ მამედამ გაგვიღო და შეგვიპატიჟა უზარმაზარ დარბაზში, რომელიც
სავსე იყო ხალხით, ქალები აქეთ-იქით დაფუსფუსებდნენ და კაცები მაგიდასთან ისხდნენ.
ვიფიქრე ვინმეს დაბადების დღეს აღნიშნავენთქო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბაირამობა ყოფილა
და ზეიმობდნენ ჯიგრები. მამედამ სპეციალურად არაფერი უთხრა ტელეფონზე სურდოს და
ჩაიტყუა სუფრაზე. შესვლისთანავე გამოგვიცხადა, დღეს დიდი დღესასწაულია, ჩემს ოჯახში
პირველად ხართ და რახან მესტუმრეთ უნდა დარჩეთო. სასტიკად კი გავუპროტესტეთ, მაგრამ
კარგი ჯერ დასხედით, შემოგვიერთდით, ვიქეიფოთო და ეგ მერე გავარჩიოთო.
მე გამიმართლა რო მანქანით ვიყავი და „პრობლემები“ არ შეუქმნიათ მამედას და მის ნათესავებს,
დამსვეს ჩემთვის, ერთი ულვაშებიანი კაცის გვერდით, დამიდგეს კომპოტი და აღარც
შევუწუხებივარ არავის.
სურდო და გეგეშა კიდე საკაიფოდ დაათვრეს, იმ დონემდე რო ვეღარც მოწევდნენ.
მამედამ ერთი-ორ ახალგაზრდა ტიპს ჩემზე ანიშნა თვალით და ჯიგრებმა ბოლო სართულის
ვერანდაზე ამიყვანეს და მადლიანად დამაბოლეს. მერე ერთი მუჭა მოსაწევი ქაღალდში
გამიხვიეს და „ეტა პადარაკ ატ ნას“-ო. თავში ხელი შემოვირტყი, გავიფიქრე რისთვის წავაგეთ
სურდოს ნაშის აბორტის ფული და რისთვის ვინერვიულეთ ამდენი თუ ფულს არ გვართმევდა ეს
დალოცვილი მამედათქო და ისევ ქვევით დარბაზში ჩამოვედით.
მაგიდას კარგად დამძიმებული და გაბაბანებული მივუჯექი და ამ ქალებმა იცოდნენ რო
მოსაწევად ვიყავით გასული თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი დაჯდომა და მაგიდაზე ფახლავის და
სხვა ტკბილეულის ჩადგმა ერთი იყო. სადღაც ორი საათი გავიდა, ამ პრიატნი მოსაწევმაც თავისი
ქნა და ძილი მომერია. გეგეშას მივუჯექი და მეთქი აღარ შემიძლია, წავედითთქო და სურდომაც
თვალებით გაგვიგო უსიტყვოდ, აღარც ამათ უნდოდათ გაჩერება და სურდომ მამედას ამცნო,
უნდა დაგტოვოთო.
ჩემდა გასაკვირად, მამედამ არ გააპროტესტა, როგორც გენებოთ ოღონდ სანამ წახვალთ პატივი
უნდა გცეთო და ჩემთვის კარგად ნაცნობ ვერანდისკენ გაგვიძღვა. თურმე რა ვიცოდი, ჭკუას
ხმარობდა და რაღაც ურაგანი მოსაწევი მოგვაწევინა მეც და ამ საცოდავ მთვრალებს. ორივე
მთელი ღამე რწყევით დახოცა, ჩვენთვის საგულდაგულოდ გაშლილ საწოლებზე მიგვყარა
სტუმრების ოთახში და თავისი პროგრამა მინიმუმი შეასრულა, მაინც დაგვტოვა დილამდე.
უკვე სურამში ვართ.
არ ვიცი რამ გამახსენა, მაგრამ თიკა გამახსენდა, ჩემი ერთი ძველი გოგო. აი, ექიმთან რო
დავდიოდი და არ ვეწეოდი მაშინ გავიცანი. ერთხელ სამსახურს მოვრჩი და უბანში გამოვიარე
მეთქი ვინმე იქნება ბირჟაზეთქო, არც ვეწეოდი, სმას ვერ ვიტან და გავრეკე კინაღამ სახლში
ჯდომით. შემოვედი უბანში და კაკრას გეგეშა გამეჩითა გამოწკეპილი, მეთქი საით გეგეშ?
- ვაა ვატო, რას შვები, გავდივარ მე ერთი უნდა ვნახო.
- ვინ ერთი?
- გოგოს თემაა.
- ვინ გოგო?
- ერთია რა, ახალია.
- საიდან აძრობ შეჩემა ამ გოგოებს, ვინმე გამაცანი, გასართობი აღარ მაქვს რაც ვერ ვეწევი.
- აუ, შენ როდემდე ვერ ეწევი მართლა? პაზიკა მეწუწუნება კაცი დავკარგეთო შენზე.
- რავი ჯერ ვმკურნალობ რა, კიდე ორი კვირა უნდა ვსვა ეს წამლები მინიმუმ.
- ბიჭო ვაბშე, Tinder გაქვს შენ?
- რა?
- ტინდერი.
- ეგ რა არის?
- აპლიკაციაა რა, გადმოწერე ძაან მაგარი რამეა.
- და რათ მინდა, რისია?
- გაცნობის, გოგოები ჩითავს უამრავი და ყველაზე აჭერ ან „მოწონებას“ ან „არას“ და თუ შენც
მოწონებას დააჭირე და იმანაც, ჩეთი გეხსნებათ და იწყებთ მიწერ-მოწერას.
- სერიოზულად მეუბნები?
- ხო შეჩემა.
- რა აპლიკაცია ბიჭო, დაბოლილი ხო არ ხარ? - სიცილი წამსკდა გეგეშას სერიოზულ სახეზე,
თავიდან მეგონა მეკაიფებოდა მაგრამ ისეთი აღტკინებით მიხსნიდა, მივხვდი არ ხუმრობდა და
გეგეშაზე უფრო გამეცინა თუ ამ უაზრო აპლიკაციაზე ვერ მივხვდი.
- არ ვღადაობ ძმაო, მაგარი რამეა, აბა საიდან ვხვდები ამ გოგოებს შენი აზრით.
- რა ბიჭო, მაგ რინდერით თუ რაღაცით გაიცანი ეს გოგო ვისთანაც მიდიხარ ეხლა?
- ხოო, ტინდერით.
- გამოვშტერდები.
- მიდი ვაბშე გადმოწერე, დაგაყენებინებ, მაქვს ჯერ დრო.
- კაი არ მინდა, მოაცილე.
- მიდი, მიდი, რა მოვაცილო, მაინც არაფერს აკეთებ ვინმეს მაინც დაებაზრები, აქ რას
ჩამომიჯექი, უი მართლა პერსტენამ გიკითხა ოცი ლარი აქვს ჩემი ვალი და რა გაატრაკა მაგანო.
- ეეეე, პერსტენამ ხო შემცა რა, ხო იცი რატო მაქვს მაგის ვალი?
- რატო?
- ტვინი მომიტყნა იმ დღეს რაღაც კალათბურთი რო იყო, ჩვენები თამაშობდნენ, ნაკრები,
წამათრია ბიჭო სპორტის სასახლეში ზედმეტი ბილეთი შემრჩაო, წამოდი და მერე მომეცი
ფულიო.
- აჩუკენებს. კაი მიდი გადმოწერე ტინდერი.
აუ, სანამ თიკაზე გავაგრძელებ პერსტენაზე უნდა მოგიყვეთ რა.
პერსტენა არის ჩვენი უბნელი ძმა, ჩვენზე დიდია ერთი თხუთმეტი-ოცი წლით მარა ნიჩიო,
ხოდზეა. ხო ისე, ლევანა ჰქვია მარა რაღაც დედამოტყნულად გოიმური პერსტენი უკეთია რაც
მახსოვს და მოკლედ ეს კლიჩკა შერჩა. პერსტენას მშობლები ბივში ინტელიგენციაა, ტი შტოო?!
დედამისიც და მამამისიც უნივერსიტეტში კითხულობდნენ ლექციებს თავის დროზე, საბჭოთა
საქართველოში. თვითონ პერსტენას ცხოვრებაში არ უმუშავია, რატომღაც სამედიცინოზე
მოაწყვეს ინტელიგენტმა მშობლებმა, ეტყობა ის პერიოდი იყო, სამედიცინო რო ხოდში იყო და ამ
შენმა პერსტენამაც იარა, იარა ხუთი გრძელი წელიწადი სამედიცინო ინსტიტუტში და
ერთადერთი რაც ისწავლა ნემსის გაკეთებაა, თუმცა ეგეც იქ ისწავლა თუ მერე ძმაკაცებთან
ჩხერაობაში ეგეც გაურკვეველია.
ხოდა დადის ესე დახეტიალობს, უბანში როცა არ უნდა გაიჩითო სულ ბესეტკაში ზის და ან
ჯოკერს თამაშობს, ან ვინმეს ნაყიდ ლუდს სვამს, ან თუ ტუზი დაეცა მოსაწევს ეწევა და თუ არც
ერთი მაშინ პროსტა ბირჟას ამაგრებს. წამალი სადღაა, მაგასაც ვეღარ იკეთებს.
შეიძლება თავისუფლად ითქვას რო მთელი შეგნებული ცხოვრება უბანში გაატარა. არა
სამსახური, არა საქმე, არა ცოლი, არა პრასვეტი და არა პერსპექტივა ვაბშე, არანაირი, ნოლი.
ერთ ჩვენს მეზობელს შეეცოდა ეტყობა ესე უსაქმურად რო გაატარა მთელი ახალგაზრდობა
პერსტენამ, ხურდაც რო არასდროს უდევს ჯიბეში და მშობლების პენსიაზე რო ცხოვრობს ამხელა
ორმოცი წლის ბავშვი და რამოდენიმე წლის წინ სამსახური შესთავაზა, პატარა დისტრიბუცია
ავაწყვე და მძღოლი გვჭირდება ამ ეტაპზეო. არ ვიცი ხელფასს რამდენს სთავაზობდა, მაგრამ
ფაქტია ეზოში ყიალს ჯობდა, რამეს მაინც ისწავლიდა ან გამოცდილებას შეიძენდა, მაგრამ ამ
შემოთავაზების სახლში გაჟღერება იყო და რამოდენიმე დღე ძლივს აკავებდნენ პერსტენას დედას
რო არ მივარდნოდა ამ ჩვენს მეზობელს, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და მის ცოლს მიაკითხა და
კარგად გამოლანძღა, შენს ქმარს ვინ ჰგონია ჩემი შვილი შოფრობას რო სთავაზობდაო. იმის მერე
მგონი დღესაც არ ლაპარაკობენ მეზობლები ერთმანეთში, როგორც ბებიაჩემი იტყოდა „ემდურიან
ერთმანეთს“.
ერთხელ თვითონ გააძრო რაღაც პონტი, თავისმა ძმაკაცმა თუ ძმაკაცის ძმაკაცმა ტელეფონის
აქსესუარების მაღაზია გახსნა პაძემკაში და პერსტენას უთხრა ხო არ დადგები მაინც გამყიდველს
ვეძებო და კაი ხანი რო იფიქრა ბოლოს დათანხმდა პერსტო, სხვა რა გზაა ერთხელ რაღაც ხო
უნდა ვცადოო და აქაც დედამისი მოევლინა ოჯახური ქარტიით, რომელიც გამყიდვლად
დადგომას კრძალავს, რამეთუ სირცხვილია, ვინმე ნაცნობი რო შევიდეს იმ მაღაზიაში და
ლევანიკო დაინახოს, ხო მოეჭრა ოჯახს თავი, ინტელიგენტი ოჯახია და განა რა გაუჭირდათო
ამისთანა შვილი რო გამყიდვლად დააყენესო. ორმოცი წლის ლევანიკო.
ერთხელ, ბირჟაზე ვზივართ და პერსტენას მაგარი აჭრილი სახე აქვს, ვატყობ რაღაცის თქმას
აპირებს და ჯერ ვერ მოაბა თავი.
- რაო პერსტენ, რას იჯღანები? - ბოლოს ისევ მე ვკითხე რო ვეღარ ამოღერღა.
- რა და, ამათ დედას რო შევეცი რა ბოლოსდაბოლოს, ვინ არიან ეს ყლეები ტოო!
- ვიზე ამბობ?
- აი ეს, ფარშიდაა თუ ვინ ჩემი ყლეა, მე რა ვიცი.
- ვინ ფარშიდა?
გამიკვირდა და იქით გავიხედე საითაც პერსტენა იყურებოდა, თურმე ვიზე ამბობს, ქუჩის
გადასწვრივ რაღაც ირანული კაფე აქვს ვიღაც ირანელ ჯიგარს და იმას აგინებს.
- აა, ესენი? რა გინდა, რას ერჩი?
- რაღა რა მინდა ტო, უბანი უბანს აღარ გავს რა, ავღანეთი მაქვს აქ თუ საქართველო ტო.
- ბიჭო, რას იძახი ვერ ვიგებ, რამე ნიდარაზუმენია მოგივიდათ?
- არა, რა უნდა მომსვლოდა, რა საქმე მაქვს მანდ ვაბშე არც შევსულვარ არასდროს, პროსტა ნუ
ტვინი მოიტყნა, აივსო ამ არაბებით და ინდოელებით და რა ვიცი კიდე ათასი ყლეთა ჯოგით, ჯერ
ჩვენი სოფლელები არ ეყოფოდა ვითომ თბილისს, ეხლა ზანგები და რავი, კაროჩე რა...
ქუჩის იქით კიდევ ერთხელ გავიხედე, ოთხი კაცი რაღაცეებს ფაცი-ფუცობდა, რაღაცეები
შექონდათ, გამოქონდათ, თან აქედან ორი ქართველს გავდა.
- ამათ რას ერჩი პერსტენ, ტო? მუშაობენ, შრომობენ, ესენი ხო იცი მაგარი შრომისმოყვარე
ხალხია, ჭიანჭველებივით, აგერ ძმაო ქართველებიც დასაქმებული ყავთ. ხო არ იპარავენ რამეს.
- სად არი ამათი მოსაპარი შეჩემა, მოსაპარი იყოს ამათ ვაგულავებდი?! - ძაან ამაყად
მიპასუხა.
- ხოდა აბა ყლეზე დაიკიდე, ნუ იშლი ნერვებს.
- ბიჭო, ძაან მომრავლდნენ, ძაან. რატო უნდა იყოს ძმაო საქართველოში, ჩემს უბანში
არაბული რესტორანი?!
- ირანული.
- ხო რაც არი, აძინ ხუია.
- და გააკეთე შენ ქართული, ვინ დაგიშალა.
- მოიტა ფული და გავაკეთებ. - საიდან აქვს პერსტენას ესეთი თავდაჯერება აზრზე არ ვარ.
- მე რატო უნდა მოგცე ძმაო, თუ გაკეთება გინდა წადი და იშოვე, ფარშიდას მე მივეცი ეს კაფე
რო გახსნა?!
- აუ, კაი რა ვატო რაა, ნუ ატრაკებ.
- რას ვატრაკებ?
- რას და მოგწონს შენ ესენი რო არიან აქ?
- რაში მიშლის ბიჭო ნუ გამომაყლევე, ერთხელაც არ შევსულვარ მაგ კაფეში, მოდიან
ვიღაცეები, ჭამენ მიდიან, ხმაურით ეგენი არ ხმაურობენ, დალევა და ღრიანცელი მანდ არ არის
და საღამოსაც ადრე კეტავენ, რომელზე კეტავენ ვაბშე? რავი, მე მაგათ ხმას არ შევუწუხებივარ.
- ხმა რა შუაშია ძმაო, ვატო, ზოგადად გეკითხები მოგწონს ესე რო პარპაშებენ ამ
საქართველოში ათასი ჯურის ხალხი?! თავზე რო გვაზიან ტო.
- რას პარპაშებენ ბიჭო, რა გინდა რას მაგიჟებ? გაპარპაშებული ინდოელი არ გაიშვა ტო, ვინ
რა უნდა დამაჯდეს თავზე, არავინ გადამიღუნოს თუ ძმა ხარ.
- ეგრეა და იძახე ეხლა როგორც გინდა.
- იტოკში, ეს საწყალი ფარშიდაა თუ ვიღაც, ჩამოვიდა, ფული ჩამოიტანა, ბიზნესი დაიწყო და
წვალობს რაღაცას, რა გინდა ძმაო, შენ თუ ბოროტი არ ხარ, რას ერჩი? ქართველებიც
დასაქმებული ყავს, გადასახადებსაც იხდის, ეს ფართი ვისია ვაბშე, გია რო არის ექიმი, მესამე
პადიეზდში, მაგის არ იყო ადრე?
- ხო ისევ მაგისია ალბათ, თუ არ მიყიდა ამათ.
- არა, რა მიყიდა, მიქირავებული ექნება ძმაო და გია ცალკე ხეირობს, პროსტა რამდენი
დადებითია ნახე, შენს მეზობელს ქირას უხდის, სახელმწიფოს გადასახადს, პახოდუ ვიღაცეები
დასაქმებული ყავს, ხო ეყოლება ერთი 5-6 კაცი დასაქმებული, აქ რო გდიხარ დღედაღამე მანდ
მუშაობდე არ ჯობია?
- სად უნდა ვმუშაობდე ბიჭო?! - პერსტენამ ისე რესკად შემომხედა ცოტაც და რაც კი სემიჩკა
ჰქონდა მუჭში სულ შემაყრიდა.
- რავი, თუნდაც მაგასთან...
- აუ შენ მაგარს აჩუკენებ ვატო, ბრატ. მეტი საქმე არ მაქვს ჯერ კაფეში ვიმუშაო და მერე
ფარშიდას თუ ვიღაც დედამოტყნული არაბის კაფეში.
- და რა საქმე გაქვს მეტი რო? რამე საქმე გაქვს და არ ვიცი?
- არ მინდა ძმაო, ისევ უმუშევარი ვიქნები, დაველოდები რამეს, რაღა აქ მტენი, შენ ვერ ხარ
ტო. შენ იმუშავებდი ძმაო?
- კაი, კაი, გამანებე თავი. - ხელი ჩავიქნიე რო რამეს შევაგნებინებდი.
- არა მითხარი, იმუშავებდი ძმაო შენ? მე რო მეუბნები, იმუშავებდი?!
- კაი შემეშვი პერსტენ.
- თქვი ძმაო, რატო ჩაიჯვი, იცი რო მართალი ვარ.
- არ ხარ მართალი.
- მაშინ მიპასუხე.
- ბიჭო, პერსტენ, ისეთი რაღაც უნდა მათქმევინო რო უნდა გაგიტყდეს მერე და შემეშვი რა,
მკიდია ეს ფარშიდა, რას მალაპარაკებ ამდენს.
- რა უნდა მითხრა ძმაო, რა უნდა გამიტყდეს, იცი რო მართალი ვარ და ტყუილად
მაწვებოდი, შენც გაგიტყდებოდა და ყველას ძმაო, კაცი აგერ დავიბადე, გავიზარდე და ჩემს
უბანში დავდგე და მიმტანი ვიყო, იბიო მატ? არ ტეხავს თუ რატო მეწინააღმდეგები, რას იძახი არ
მესმის.
- იცი რა ტეხავს, პერსტენ, ჩემო ძმაო?!
- რა?
- რა და, უსაქმურობა ტეხავს ძმაო და შენს ასაკში მოხუცი მშობლების კისერზე ჯდომა ტეხავს
ძმაო და უბანში ყველა გამვლელზე სიგარეტის და პივის თხოვნა ყოველდღე ძმაო, აი ეგ ტეხავს
და გინდა გაიგე და გინდა ნუ გაიგებ რა, ასი წლის კაცი ხარ უკვე და ელემენტარულს უნდა
ხვდებოდე. - შევატყვე რო მაინც გამომიყვანა წყობილებიდან მარა რაღას ვიზამდი, სათქმელი
ვუთხარი უკვე.
- შენ ბიჭო რას მებაზრები! ე.ი. არასპრავედლივად ვცხოვრობ მე?! ვისაც გონია რო რამე
არასწორს ვაკეთებ იმის დედასაც შევეცი, ხო გაიგე?!
ესე მიიღო პერსტენამ ჩემგან მწარე სიმართლე, რომელსაც დედამისი და მამამისიდან დაწყებული
მთელი სამყარო უმალავდა და როგორც იქნა მე ვაზიარე რეალობას, მაგრამ რთული აღმოჩნდა
სიმართლე და გამოიქაჩა დედის გინებით, მეც ავდექი და რაღას ვიზამდი, გავუქანე ვწყვიტე და
ყველაზე საკაიფო რაც არის ამ ისტორიაში: ჩვენი მუშტის ქნევა და ჩხუბი რო ქუჩის იქიდან
ირანელებმა დაინახეს, ეგრევე გამოიქცნენ და გაგვაშველეს, კაკრას ფარშიდამ გამომგლიჯა
ხელიდან ეს ჩვენი პერსტენა თორე კიდე უფრო გავალამაზებდი. მერე იასნად შეგვარიგეს ბიჭებმა
და ამაზეც ვიცინეთ, ისევ ფარშიდას გადასარჩენი რო გახდა მარა არამგონია ჭკუა ესწავლა,
დღესაც ისევ თავისას აწვება და იმიტომაც ზის ისევ ისე უსაქმურად ჩვენს ბესეტკაში.
კაი, გვეყო პერსტენაზე, მივუბრუნდები ისევ თიკას ისტორიას.
მოკლედ, გეგეშამ გადმომაწერინა და დამიყენა ეს აპლიკაცია, თვითონ გოგოსთან წავიდა. შევედი
ამ აპლიკაციაში, რაღაცეები ვიჩალიჩე და გამეჩითა ეს თიკა. მივწერ-მოვწერეთ ერთმანეთს,
მთელი ღამე ვიმესიჯეთ, მერე მეორე დღესაც ვიმესიჯეთ და მესამე საღამოს დავთქვით შეხვედრა.
კაპიკი ფული არ მედო ჯიბეზე, მეთქი სად წავიყვანო, რა ვქნა და უცებ თვითონ მომწერა ჩემი
ძველი კლასელების შეკრებააო, ურთიერთობა აღარ მქონია ასი წელია და იქ წამომყევი მარტო რო
არ ვიყოო.
კი გამიტყდა, მეთქი რა ყლე მინდა უცხო ხალხში, ამ თიკასაც არ ვიცნობ და ეხლა ამის
დავიწყებული კლასელები კიდე... მაგრამ რაღას ვიზამდი, თხუთმეტი ლარი მედო ხელფასამდე.
ავედით თიკას ცოლ-ქმარ კლასელებთან, ვინმე ლაშა და ლიკასთან სახლში. ლაშა და ლიკამ
თავიანთ თავზე აიღეს მონატრებული კლასელების მასპინძლობა.
ჩვენ რო ავედით იმ წუთის დაწყებული იყო სუფრაც და თიკას საბურთალოელმა კლასელებმა
უცხო ბიჭი რო დამინახეს იქვე შედგა სტანდარტული თბილისური აისბრეიქერი:
- შენ რა გქვია ჩემი ძმა?
- ვატო.
- მე ვახუნა.
- სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც.
- რა უბნელი ხარ ვატო? - გვერდიდან ვინმე ლევან გეცაძე ჩამერთო, პა კლიჩკუ „გეცო“.
- ვერელი.
- ვაა, ვერაზე ვის იცნობ? - უკვე წასვლა მინდა, მაგრამ თიკას რა ვუყო.
- შენ ვის იცნობ ბრატ თორე მე ვერაზე დავიბადე, გავიზარდე, ვის აღარ ვიცნობ. - ესეთ დროს
ცოტა შენც უნდა დაძაბო, ვერელი რო ხარ ალბათ მეტს მოელიან შენგან.
- რომელ სკოლელი ხარ?
- შისტოი.
- იასნა.
- მანდ დათუნას იცნობ? კაკრას ჩვენი პაკალენიაა, ბრატ. - ისევ ეს ვახუნა ჩამეტენა საუბარში.
- დათუნა რომელი? „ხეპრე“? ხეპრეს როგორ არ ვიცნობ ძმაა. - ვუპასუხე და თითქოს რაღაც
მოხდაო, ოთახში ენერგია გამოიცვალა, „საერთო ძმის“ არსებობამ ტემპერატურა დაწია.
ვახუნა წამოდგა და სუფრას ჰკითხა:
- ჰა, დღესაც გეცაძე დავნიშნოთ თამადად როგორც ბანკეტზე?
- დავნიშნოთ ბაზარი არაა. - მყისვე დაეთანხმა ერთი-ორი კაცი.
- არა, არა, რა თამადა, არ გვინდა თამადობა. - იუარა ლევან გეცაძემ.
- კაი რა იყო, იყავი თამადა.
- კაი, რაღა დროს თამადობაა, დავილოცოთ ერთი და ვისაუბროთ, რად გინდა ეს თამადობა
და მთელი ამბები.
- ვაა, ხედავ შენ! გეცაძემ რა ევროპული მისცა. რა იყო შეჩემა, კაციც ხო არ გყავს? - გაიხუმრა
ვახუნამ და იმ წამს ერთმა გოგომ ისეთი მზერა ესროლა კინაღამ ენაზე იკბინა დაბნეულმა
ვახუნამ.
როგორც გაირკვა ეს გოგო, სახელად ნატა, აღმოჩნდა ფემინისტი. თან ლესბოსელი. ან ბი. ჰო,
მგონი უფრო ბი.
- უი, ნატა, შენ რაღაც გადაცემაში გნახე მგონი თუ სწორად მახსოვს, ჰო? - ტექნიკურად
შეუყვანა საუბარი ვახუნამ, იმიტო რო იმ გადაცემაში ნატა თავის გერლფრენდთან ერთად
ყოფილა და პირდაპირ რო არ ეკითხა ლესბოსელი ხარო, ეშმაკური გზა აირჩია.
- კიი, მე ვიყავი.
- ჰო, რაღაც ურთიერთობებზე ბაზრობდით ხო თუ რა იყო?
- კი ურთიერთობებზე, მე და ჩემი იმდროინდელი შეყვარებული ვიყავით მიწვეული.
- ჰო, ჰო, შენ გოგოებთან... თემაში ჰო?
უცებ ოთახში შეკრებილი საზოგადოება გაისუსა, სუნთქვა შეიკრეს და ნატას პასუხს დაელოდნენ.
- კი.
ოთახში ქვესკნელივით სიჩუმე ჩამოწვა.
- დაიკი ვარ. - სიჩუმე ისევ ნატამ დაარღვია.
- რა ხარ?
- დაიკი. ქვიარ დაიკი.
- ეგ რა არის?
- ინგლისურად Dyke, ანუ ბუჩ ლესბოსელსა და ფემინურ ლესბოსელს შორის ტიპაჟი ან
ზოგადად ქვიარის ტიპაჟი, რომელიც არცერთ რადიკალურ ტიპაჟში არ ჯდება.
- ანუ ქართულად ბისექსუალი?
- არაა, ტიპაჟი სხვაა. პრეფერენსები სხვაა.
- და რა პრეფერენსები აქვს ქვიარ დაიკს? თუ ინდივიდუალურია? ანუ ორი დაიკი
ერთმანეთისგან განსხვავდება?
უცებ ვიგრძენი თითქოს რაღაც სურეალისტურ სამყაროში მოვხვდი, ძაან მომინდა დაბოლება,
მაგრამ აბა საიდან, როგორ. მაგიდიდან ჩადგმული „სტალიჩნაია“ მიყურებდა, მე თვალს
ვარიდებდი. მერე ისევ ამათ საუბარს მოვკარი ყური:
- ანუ ერთი შეიძლება ბისექსუალი იყოს, მეორე ლესბოსელი, მესამე ქვიარი, მაგრამ
ტიპაჟურად ერთნაირად გამოიყურებოდნენ, არც ძაან მასკულინური სტილი ჰქონდეთ, არც ძაან
ფემინური, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ისა, ესა.
- ეგრე ხო მეც ეგრე ვარ. რაც ხელში მომხვდება კონკრეტულ მომენტში ყველაფერს ვტყნავ,
მაგრამ ჩაცმულობა და გარეგნობა ჩვეულებრივი მაქვს. - იხუმრა ვახუნამ.
გაეცინათ. ზოგს ძალით, ზოგს მართლა, მაგრამ რაც მთავარია ვახუნას ხუმრობამ დაძაბულობა
ოდნავ განმუხტა ოთახში.
- აჰაჰა, კაცი ხარ შენ. დაიკი კიდე ქალებზეა. ან არაბინარულ ტიპებზე. მოიცა ბისექსუალი
ხარ შენ?
ნატამ ისე ჩვეულებრივად ჰკითხა თითქოს არაფერი. ჰო ნატა, ბისექსუალია ვახუნა და გეცო არის
ტრანსი... ეჰ, ისევ მოწევა მომინდა.
- არა კაცო, ვიხუმრე რა გჭირს.
- აა.
- არაბინალური ტიპი რა გაგებაა ვაბშე? ამეხადა ტვინი ამდენი ინფორმაციით. არაფერი არ
ვარ კაცო დამენებე თავი. ადამიანი ვარ, დავიბადე და მოვკვდები.
- არა ლეიბლის პონტში არც მე არაფერს არ ვირქმევ. - ნატა ისევ თავის სტიქიაში იყო,
დანარჩენი საზოგადოება ცოტა გამოყლევდა მარა არ იმჩნევდა არავინ.
- კაი არ გვინდა დაიკი-შმაიკი, ჩვენი დაიკო იყავი პროსტა. აბა მეგობრებო, მანდილოსნების
სადღეგრძელო შევსვათ. - საქმეში ჩაერია უფალი თამადა.
- გაუმარჯოთ, გაუმარჯოთ. - აიტაცეს ერთხმად.
- გაგიმარჯოთ გოგოებო. - ჭიქა აწია ვახუნამაც. - დაიცა, რა მანდილოსნების?! სუფრას
მანდილოსნების სადღეგრძელოთი იწყებ შეჩემა?
- ჰო კაი, რა იყო შენ, რომელ საუკუნეში ხარ?! - შეუტია „გეცომ“.
მე და თიკა მალე წამოვედით, მადლობა ღმერთს თიკასაც წამოსვლა მოუნდა თორე
გადმოვხტებოდი ფანჯრიდან, ბოლოს დათვრა კამანდა და მე ფხიზელმა აღარ ვიცოდი რა მექნა.
წამოვედით და თიკას ფეხით გასეირნება შევთავაზე, მიგაცილებ სახლამდეთქო, ვინ იცის
ერომანტიულა და პლიუსი ჩავიწერე მის თვალში, არადა ტაქსის ფული სად მქონდა.
- ეს ბიჭები რაზე ფიქრობენ არ ვიცი რა. - დაიწყო თიკამ და ამასობაში ქვაფენილს
დავუყევით.
- რაზე ამბობ?
- აი, აქედან ეხლა ვინც იყო იქ, მგონი მაქსიმუმ სამი ბიჭი მუშაობს, დანარჩენები ყრიან
უსაქმურად ან რავი, აი ვახუნა მაგალითად მამამისის ბიზნესშია ვითომ, არადა არაფრის
გამკეთებელი. ჯერ ხო ისედაც ვერ ვიტან თბილისს და ეგეთ ტიპებთან თუ მაქვს შეხება ხო
საერთოდ ვგიჟდები...
- თბილისს ვერ იტან?! - ინსტინქტურად გავჩერდი და შევაწყვეტინე. ჩემი გაკვირვებული
სახის დანახვაზე თიკას ტუჩის კიდესთან ღიმილი გაექცა.
- რა იყო, რა გაგიფართოვდა თვალები? - გამეხუმრა. - ერთი სული მაქვს როდის წავალ.
მართლა გულწრფელად გამიკვირდა, როგორ შეიძლება ვერ იტანდე თბილისს? რა აკლია ნეტა?
კი, სხვაგანაც ასწორებს, ევროპაში გაგულავება, ისა ესა მარა ცოტა ხნით. სამოგზაუროდ,
საგულაოდ კი ბატონო, მაგრამ საცხოვრებლად, ტო?! საცხოვრებლად რა ჯობია თბილისს...
- რავი, რას ერჩი? - შევუბრუნე კითხვა.
- კაი რა, ყველაფერი ნერვებს მიშლის, ეს მოჟამული სახლებიც, ყველაფერი ნაცრისფერი როა.
თუ გაწვიმდა კიდე ხო საერთოდ! ისედაც მახინჯი, ნაცრისფერი სახლები უფრო ჟუტკი ხდება
ნაწვიმარზე. ჯოჯოხეთია გეუბნები, უარესიც. ალბათ ჯოჯოხეთში რო მოიღრუბლა, თბილისში
უკვე წვიმდა.
- ვაა, არ ვიცი რა გითხრა მართლა, სერიოზულად მიკვირს, ესე ძაან რატო არ უნდა
გევასებოდეს, მე ძაან მაგრად ვარ, სხვაგან ცხოვრება არც წარმომიდგენია, აქ ყველა და ყველაფერი
ნაცნობია, ყველაფერი ჩემი და ჩემიანია, სხვაგან რა მინდა, ტო?
- ოჰ, რა ვიცი, წასვლა მინდა ძაან.
- საცხოვრებლად გადასვლა?
- ჰო.
- სად?
- არ ვიცი სადმე.
- სადმე კაია?
- თბილისში ცხოვრებას ყველაფერი ჯობია. ყველგან ბედნიერი ვიქნები.
- თიკა.
- ჰოუ.
- სადაც არ ხარ ყველგან კაია, მაგრამ რო გადახვალ მერე მიხვდები რო შენ ისევ შენ ხარ და
თბილისს კი არა, სინამდვილეში შენ თავს გაურბოდი. თბილისი რაც არი ეგ არი, უსაქმური
ბიჭები და შეწუხებული გოგოები, უფერული სახლები და მოჟამული სახეები, სოფლელი
ტაქსისტები და სნობი ყლექალები, ბაზარი არაა, მაგრამ თბილისია რა, გიყვარს თუ არ გიყვარს,
შენს გამო არ შეიცვლება. ჩემი აზრით სად ცხოვრობ მაგაზე არ არის შენი ბედნიერება
დამოკიდებული.
თიკამ ისე შემომხედა სახეზე ეწერა რო მე ვერ გადავარწმუნებდი.
- ეგ აზრები დაბოლილზე მოგდის?
- რა შუაშია?
- არაფერი ხო, გეხუმრე. შენი აზრით რაზეა ბედნიერება დამოკიდებული?
- რაზე არა ვიზე.
- ანუ?
- შენზეა დამოკიდებული, შენს თავზე.
- რა პონტში?
- რა პონტში და ბედნიერება შენშია, გინდა შეირგებ გინდა არა. გარე ფაქტორებზე არაა
დამოკიდებული, სად ცხოვრობ, რას ფლობ, როგორ გამოიყურები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი
ზედაპირულია და შენ თუ ბედნიერება გინდა, შენში უნდა ეძებო.
- ჰმ...
- ზოგადად, როგორც ამბობენ ბედნიერება საერთოდ არ უნდა ეძებო, რაც უფრო ეძებ
ბედნიერებას და მაგაზე ხარ ჩაციკლული, უფრო ვერ იპოვი.
- აბა რა უნდა ქნა, ხელი აიღო ბედნიერებაზე?
- არა, ბედნიერებაზე კი არ უნდა აიღო, ბედნიერების ძებნას უნდა შეეშვა.
- და რა ვქნა აბა?
- პროსტა იკაიფე რა.
- რითი?
- პროსტა. მოცემული მომენტით. დაიკიდე მომავალი და სამომავლო გეგმები, სხვაგან
გადავალ, იქით გადავალ, აქეთ გადმოვალ, დაიკიდე რა. თქვი რო საკმარისზე მეტია ისიც რაც
გაქვს, იყავი მადლიერი და დაანებე სამომავლო ფიქრებს თავი. ნუ აბავ ბედნიერებას რაღაც
სამომავლო გეგმებზე თორე ეგრე დაუსრულებელ მომავალში გადაგაქვს და ვერასდროს ვერ
გექნება.
- მოვედით ჩემს სახლთან. აუ ხურდა ხო არ გაქვს ლივტისთვის?
- ფეხით ადი, არაფერი გიჭირს, ვერაზე საერთოდ არ გვაქვს ლივტები. - ოდნავ ნაწყენივით
ვიყავი თბილისზე რო ხელი მიკრეს.
- ჰოო?
- ხო.
- არც თორმეტსართულიანი კორპუსები რო არ გაქვთ ვერაზე ეგ ეტყობა არ იცით შენ და შენმა
სკოლის მაყურებელმა, რა ქვიაო რა თქვი, რეგვენა?
- ხეპრე. - გამეცინა და ერთმანეთს გადავეხვიეთ, მერე ლოყაზე ვაკოცე და ხვალამდე
დავემშვიდობე.
წამოვედი რაღაცნაირად ნაწყენივით, თუ რას ეძახიან, გულდაწყვეტილი უფრო.
ეს თიკა ძაან მომწონდა ვიზუალურად და ახალ გაცნობილზე რაღაცნაირ ეიფორიაში ვიყავი,
ყველაფერი მინდოდა გამეგო მის შესახებ, ყველაფერი მცოდნოდა, მასაც ცოდნოდა ჩემზე, ერთი
დღის გაცნობილზე ისიც კი გავიფიქრე ეს ამსტერდამი რო დაჯავშნილ-გადახდილი არ გვქონდეს
იქნებ სულ დავიკიდებდი და თიკასთან ერთად გავატარებდი ზაფხულსთქო.
გოგო მაგარი რამეა, ეგრევე გპარავს ტვინს.
ცოტა გავიარე და უცებ წვიმამ დაუშვა. ჩამეცინა, თიკას ნათქვამი გამახსენდა:
„ჯოჯოხეთში რო მოიღრუბლა, თბილისში უკვე წვიმდა.“
შემდეგ შაბათ-კვირას ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იყო, იასნად თიკასთან ერთად
მინდოდა წასვლა, არადა ისე არ მიყვარს მუსიკის მოსასმენად სასტავით სიარული. კლუბებშიც
და ფესტივალებზეც მარტო მივდივარ ან ძმაკაცებთან ერთად, ვისაც ვიცი რო უპრობლემოდ
დავტოვებ და წავალ წინ სცენასთან ჩავიკარგები პირველ ხაზში, ან კუთხეში სიბნელეში. იმიტო
რო სინამდვილეში მუსიკის მოსმენა და ცეკვა მიყვარს და არ შემიძლია სასტავი, რომელიც
მხოლოდ იმიტომ მოდის ივენთზე რო ფერნანდეს დებაიოსი უკრავს.
ფერნანდეს დებაიოსი ვინაა?
დედისმტყვნელი დიჯეია შეჩემა, ეგ როგორ არ იცი, რა ჩაინიკი ხარ.
სინამდვილეში არავინ არაა, მე მოვიგონე, იმიტო რო ჩვენი მსმენელების 85% ეგრე დადის ღამის
კლუბებში, ორ ტრეკს მოისმენს წინა დღეებში და პირველი ფანი ხდება, ჩექინდება და არის ერთ
ამბავში, ორ დღეში სხვებს ასწავლის მუსიკას და ამა თუ იმ დიჯეის შემოქმედებას. ეგრე
გავაპაპსავეთ ქართველებმა სოლომუნიც, თორე მშვენიერი ბიჭი იყო თავის დროზე.
იტოკში, თიკა დავპატიჟე და დავირაზმეთ მე, თიკა, საბა და კიდე ორი ჩვენი მეგობარი, რომელიც
ტერიტორიაზე შესვლისთანავე დავკარგეთ და დავრჩით ჩვენ სამი. მე არ ვეწეოდი ამ ექიმის
გადამკიდე და შევუბერეთ სმა. ერთი რედბულ-ვოდკა, მეორე ჯინტონიკი, მესამე ლონგ აილენდი
და მოგვეტყნა პირი, ნახევარ საათში ნასკიდან გააძრო საბამ ტისკი და ტუალეტების უკან
გადავედით, ბოთლის საჩალიჩოდ.
ჩავუკიდეთ, მოვწიეთ გიჟივით. თიკა გვიყურებდა და ეცინებოდა თუ გვითანაგრძნობდა არ ვიცი.
მთვრალზე და ამდენი ხნის მოუწეველზე გამაპო ყლესავით. კინაღამ ადგილზე ჩავიკეცე.
მინდორში პუფები ეყარა, კიდევ კაი თავისუფალი იყო და ძლივს მივლასლასდით, დავეყარეთ.
საბას გავხედე დოლარივით მწვანეა. მე მიყურებს და მეკითხება რა გჭირს ცუდად ხო არ ხარო,
არადა ისეთი სახე და ფერი აქვს მაგან სხვას როგორ უნდა კითხოს ცუდად ხო არ ხარო, პირდაპირ
ვუყურებ და დარწმუნებული ვარ რო კვდება. ნელ-ნელა ვიწყებ გაანალიზებას რო ძაან
აგრესიულად მოაქვს და მოაქვს, რაც უფრო ვაცნობიერებ რო მოდის, მით უფრო ცუდად ვხდები,
შიგნიდან მპრწკენს კიდურებზე, ფეხებს ვერ ვაჩერებ და აქეთ-იქით გადამაქვს, ხელებს მკერდზე
ვისმევ, გული ადგილზეა მაგრამ არ ჩერდება, ხტუნაობს.
- ბიჭოოოო, რა ხდება ჩემი კაი?! რა მაცანი გააძრე ნასკიდან შე თესლო ბიჭო, ბიოა თუ რა
ხდებააა?!
- არ ვიცი გაჩუმდი, გთხოვ! - რაღაც ბურდღუნი მომესმა საბასგან და უფრო ტუჩებზე
ამოვიკითხე ეს სიტყვები ვიდრე მისგან გავიგე, შეიძლება არც ამოუღია ხმა, არ ვიცი.
თიკა გაოგნებულია.
ერთი კვირაა გოგოს ვიცნობ, სულ სამჯერ შევხვდი და ხელში ვაკვდები.
პუფზე მომიჯდა და შუბლზე მისმევს ხელს, დროდადრო მეკითხება როგორ ხარო. კარგად
ვართქო როგორ ვუთხრა, ამიტომ ჩუმად ვარ და ცერა თითით ვანიშნებ ცოცხალი ვართქო. ერთი
ათი წუთი ვიჯექით ესე სამივე, დადუმებული და ბოლოს თიკას ვანიშნე შედი შენ სცენასთან და
იცეკვე, აქ ვიქნებით ჩვენთქო.
ათ წუთს ვამბობ თორე ვინ იცის რამდენი გავიდა.
ამასობაში ავიხედე და უზარმაზარი რაღაც მადგას თავზე, გრძელი კაცი ვიღაც, გამხდარი და
უაზროდ მაღალი, თან მე პუფზე ვგდივარ, თავი თითქმის მიწაზე მაქვს გადავარდნილი და ეს
მაღალი ტიპი უფრო მაღალი მეჩვენება.
- დემნა ვარ ბიჭო ვატო, რა გჭირს? - მეძახის და თან მიცინის ჩემი უნივერსიტეტელი დემნა.
ხმა ვერ ამოვიღე და ხელი გავუქნიე, წადითქო.
- აუ, ამას რა ჭირს ტო, საბა! რა მოწიეთ ამისთანა?
- ვიბრიდებით, შენს ძმობას ვფიცავარ. - თვალებიდან ამოღერღა საბამ და დემნამ ისევ მე
გამომხედა, დაიხარა და მეკითხება როგორ ხარო.
მე თან არაფრის თქმის თავი არ მაქვს, არც შეწინააღმდეგების, მინდა რო მომშორდეს და მაცადოს
გავუძლო, თან თიკასთან არ მინდა დავიწვა რო არანორმალურად დავბოლდი, არადა ხო
მიყურებს რაც მჭირს. ნელ-ნელა დემნაზეც ნერვები მეშლება რო არ ესმის ამდენი, სინამდვილეში
ხმა არ ამომიღია და რითი უნდა მიხვდეს, ბოლოს ძალა მოვიკრიბე და:
- აუ დემნა დაგჭრი, ნახუი აქედან!
წავიდა.
კიდევ ერთ ათ-თხუთმეტ წუთში მთელი ძალა მოვიკრიბე და გადმოვყირავდი, ჯერ ოთხზე
დავდექი ნელ-ნელა და მერე წელშიც გავსწორდი. მალე მოვალთქო თიკას დავუბარე და
ტუალეტებისკენ გავბარბაცდი, გულის რევის შეგრძნება მქონდა საშინელი.
მივედი, ერთი ტუალეტი დაკეტილი დამხვდა, მეორეც დაკავებული, ბევრი აღარ მიძებნია და
იქვე მინდორში ვაღებინე.
წესით უნდა მოგეშვას ამ დროს მაგრამ ჩემი ფეხები, ალბათ ათი პროცენტითაც არ გამიუნჯობესა
მდგომარეობა. პირიქით, უცებ სიცივემ ამიტანა და ამაკანკალა. ისევ წამოვბარბაცდი და გზაში
დავინახე კოცონი ანთია იქვე და ხალხი გარშემოა შემომჯდარი თივისგან გაკეთებულ სკამებეზე.
ეე, მეთქი მიმიშვით!
მივბარბაცდი და ვიღაც ორ ტიპს ხელით ვანიშნე ჩაიჩოჩეთ, ჩამსვითთქო. ისინიც კაი
გადაბოლილები იყვნენ. კოცონის ყურებამ, ტკაცუნის სმენამ და სხეულში ნელ-ნელა სითბოს
დასადგურებამ თავისი ქნა, ცოტა მომიშვა გულმა და მოვითენთე, ძილისკენ წამიღოსავით
თითქოს მაგრამ ჯერ სად იყო ძილი, მაინც ცუდად ვგრძნობდი თავს და გული კიდევ მერეოდა.
ერთი თხუტმეტი წუთი გავჩერდი, გავთბი და ისევ დავბრუნდი თიკასთან.
მოვედი ჩვენს პუფებთან და ორნი დამხვდნენ, საბა და საბას გვერდით ნარწყევი (სხვა არ ვიცი რა
ჰქვია). მეთქი თიკა სადაა შეჩემა?
- ვინაა?
- თიკა სადაა, თიკა?
- აუ ეგ წავიდა მგონი.
- შიგნით შევიდა?
- არა, წავედიო რავი, მგონი ტაქსს იძახებდა.
- რას იძახი ბიჭო, სახლში დააწვა?
- ხოო, აღარ დაბრუნდი შეჩემა და როდემდე ეყურებინა ჩემთვის?!
- ვახ, ბოზი ვიყო რა ყლე ვაარ!!! - თავში ხელები წავიშინე, ვიგრძენი როგორ მომიჭირა
კეფაზე, ესე არაფერი შემრცხვენია ცხოვრებაში. რა უნდა ეფიქრა თიკას, მესამე შეხვედრაზე გოგო
გასართობად წამომყვა, გართობა უნდოდა, ცეკვა, დალევა, დროს ტარება და რა დავახვედრე, ჩემი
თავი მკვდარი, ჩემი ძმაკაცი მოსავლელი და კიდე იმის ნარწყევი, ქამოონ ბლიად! ეხლა უკვე
ვიცოდი რო მართალი იყო თიკა, რო მეუბნებოდა თბილისი და უსაქმური ბიჭები ყელში მაქვსო,
მეც უეჭველი უსაქმური, ქუჩის ბიჭი ვეგონე, უპასუხისმგებლო და ქეში. სხვა რა უნდა ეფიქრა.
- შენ როგორ ხარ? - ვკითხე საბას.
- რავი ეხლა კარგად, ეს რა იყო ტო.
მობილური ამოვიღე რო დამერეკა თიკასთვის და რას ვხედავ, ორი გამოტოვებული ზარი და სამი
მესიჯი, თან მე რო მეგონა რო მაქსიმუმ ნახევარი საათი ვიყავი გასული, თურმე საათნახევარი
მიმიტოვებია. საღოლ, ყლეო!
თიკას დავურეკე და არ მიპასუხა, მეორედ გადავურეკე და მაინც არ აიღო, მერე მესიჯი მივწერე:
- Sad xar?
- ტაქსიში.
- Exla gaxvedi?
- ხო, ეს-ესაა.
- Vax, bodishi magari yle var, prosta dzaan cudad viyavi martla, alkoholma imoqmeda uech, ese cudad ar
gavuxdivar arasdros.
- კაი.
- Martla, martla, mapatie.
- კაი არაუშავს, გაწვიმდება მაინც მალე.
- Ra ici?) jojoxetshi xo ar moigrubla?))
ვითომ ღადაობა ვცადე მარა აღარც მოუწერია და მეორე დღესაც ძლივს მოვუბრუნე გული რო
პროსტა ტელეფონზე ეპასუხა და ამეხსნა რო პირველად დამემართა ესეთი უპასუხისმგებლობა,
მართლა ძაან მრცხვენოდა. თუმცა, ტელეფონზე კი ველაპარაკე მაგრამ იმის მერე აღარ შემხვდა.
ამასობაში სურამს გავცდით და პერევალზეც შევდექით. პაზიკას რა თქმა უნდა მოშივდა, თუმცა
ორსაათიანი ნაპას-ნაპას მგზავრობის შემდეგ ყველამ ვიგრძენით უკიდეგანო შიმშილი.
გამოსავლის იდეა პაზიკამ შემოაგდო:
- პერევალზე არ გავჩერდეთ? მაგრად მომშივდა.
- აუუ, იასნად ტოო. - აყვა გუგაც და დანარჩენებიც დავეთანხმეთ, თუმცა მე საათს შევხედე,
ვიფიქრე ხო არ გვაგვიანდება აეროპორტშითქო და ამ დროს საბამაც მკითხა:
- დროში როგორ ვართ, ხო არ დავაგვიანებთ?
- არა ტო, რას დავაგვიანებთ, დროის მეტი რა გვაქვს, ვაბშე თუ გინდა დავურეკავ რესტორანს
და წინასწარ შევუკვეთოთ რო გაშლილი დაგვხვდეს. - სრული კომფორტი შემოგვთავაზა პაზიკამ.
- ბაზარი არაა, მიდი შეზარე. - ვუთხარი და ჩემი ტელეფონი გავუწოდე, რომელიც მანქანაზე
მქონდა შეერთებული რო ყველას მოგვესმინა საუბარი.
- კაი ჯერ მოვიფიქროთ რა გვინდა აბა?
კამათი რამოდენიმე წუთი გაგრძელდა, პაზიკამ ზომა-წონა არ იცის, მით უმეტეს დაბოლილზე,
გეგეშა კიდე აწვება ამდენი რად გვინდა, უცებ ვჭამოთ და გავვარდეთო. ბოლოს კონსენსუს
მიაღწია კომიტეტმა და პაზიკამაც დარეკა:
- გამარჯობა, შეკვეთა გვინდა თუ შეიძლება, გზაში ვართ პერევალზე, თბილისიდან.
- გისმენ გენაცვალე.
- ესე იგი ორი კიტრი-პომიდვრის სალათი ნიგვზით, სულგუნი, ორი მწვადი, სამი ქაბაბი, ორი
კარტოფილი შემწვარი და ორიც ხაჭაპური.
- პური, ტყემალი, საწებელი?
- ტყემალი და საწებელი უეჭველი. პური? პური გვინდა ბრატცი? - გადმოგვხედა პაზიკამ.
- პური გვინდა კი, თონის. პროსტა ამდენი ხაჭაპური აღარ გვინდა მაშინ, ერთი ხაჭაპური
მოვხსნათ.
- კარგით, მაშინ პურიც დაგვიმატეთ ოღონდ ორი ხაჭაპურის მაგივრად ერთი იყოს.
- კი ბატონო. დავიწყოთ უკვე? რამდენ ხანში იქნებით?
- აი პერევალზე ვართ უკვე, სურამს გამოვცდით ათი წუთია.
- კაი გენაცვალე, მობრძანდით.
რესტორანთან მივაყენეთ მანქანა, უკვე კაი ხნის დაღამებული იყო.
- ჰა, არ ავაფეთქოთ ერთი? - იკითხა გეგეშამ.
- კაი რად გვინდა შესვლის წინ, ვჭამოთ და გამოსვლისას.
- არა რა გამოსვლისას, მოდი ტო, ამოვარტყათ ეხლა და რო შევჭამთ მერე თავისთავად.
- ვაბშე ვოდნიკით ხო არ დავარტყათ? - წამოვჭერი იდეა, იმიტო რო ვატყობდი ამდენი
ნაპასის მერე მთელი დღე, აღარ მაბოლებდა პარაშუტით მოწეული.
- სად არი ვოდნიკი თორე კი. - თავი წამოყო საბამ.
- ბაგაჟნიკში მაქვს, პროსტა წყალი გვინდა.
- წყალს რესტორანში ავავსებთ, გადაჭრილი გაქვს უკვე?
- კი კაცო, გამზადებულია, უკან მიდევს.
- ვახ, ბაზარი არაა, მოდი მაშინ ვოდნიკით რა, არ მინდა ამ პარაშუტში ფილტვების ხეთქვა
ტყუილად.
- მოდი მაშინ, ჯერ ბოთლში მოვწიოთ უცებ, მერე გადავიდეთ ვჭამოთ და გამოსვლისას
წყალიც ავავსოთ აგერ ხელსაბანთან და გასვლისას დავარტყათ ვოდნიკით რა. - შეწუხებულ
პაზიკას ეჩქარებოდა, ერთი სული ჰქონდა სუფრას მიმჯდარიყო.
- ხო კაი, ეგრე ჯობია. - დავეთანხმეთ და შევედით რესტორანში, სადაც გაშლილ-
გამზადებული დაგვხვდა ყველაფერი.
რესტორანში დიდი ხანი არ გავჩერებულვართ.
ან ჩვენ მოგვეჩვენა რო დიდი ხანი არ გავჩერებულვართ.
გამოვედით, წყალი ავავსეთ და მანქანა ხეებისკენ მივაყენეთ, გზიდან ცოტა მოშორებით. თითო
ნაპასით ყველანი გავზაპრავკდით და ჩავჯექით მანქანაში, გავაგრძელეთ გზა. კმაყოფილი პაზიკა
წინ დავსვით, ისედაც დიდია და ნაჭამზე კიდე უფრო დიდდება. ცოტა ხანი ხმა არ ამოგვიღია არც
ერთს, ნაჭამ-მოწეულები წყნარად, ჩუმად, უმუსიკოდ მოვდუნდით. უცებ საბამ წამოიწყო
უკნიდან:
- საჭმელი იცოცხლე, უმაღლეს დონეზე გვაქვს, თუ შვეიცარიაა მსოფლიოს სეიფი სადაც
ყველა ფულს ინახავს, ჩვენ ვართ მსოფლიოს სამზარეულო, რა გინდა გულო და სულო. მოდიხარ
ღამის 10 საათზე ტყეში და გამზადებული გხვდება ყველაფერი, მეტი რა გინდა. რაც ვიცით და
გამოგვდის ესაა რა. მოიცა, რომელი საათია მართლა, შიგ ხომ არ გაქვთ?!
უცებ გულზე დამკრა, მანქანის საათს დავხედე და ათს აკლდა წუთები, როგორ გამოგვეპარა ესე
ამდენი დრო დღემდე ვერ ვხვდები. ჯერ პერევალს წესიერად არც ვიყავით გაცილებული და
მხოლოდ ერთი საათი და რაღაც წუთები გვრჩებოდა ქუთაისამდე.
- ხო არ ღადაობთ, ვინ გადამიწია საათი?! - არც საბას სჯეროდა რომ ესე თვალსა და ხელს შუა
გაგვიფრინდა დრო.
- რა გადაგიწია ბიჭო, დავაი დროზე მიაჭირე, ხო არ გაგიჟდით, არ გაფრინდეს ის
დედააფეთქებული.
- ბიჭოო, რანაირად ტო, რანაირად? რვა საათი არ იყო რო შევედით საჭმელად?!
- ვაბშე რომელზე გამოვედით თბილისიდან?!
მანქანაში სრული პანიკა ატყდა.
არ შევცდები თუ ვიტყვი რო ერთიანად გამოვფხიზლდით ხუთი მოწეული კაცი. ზესტაფონის
შესასვლელთან მანქანა გადავაყენე, მე და გუგა გადავხტით და ადგილები გავცვალეთ. გუგა,
როგორც ყველაზე გამოცდილი და მაგარი მძღოლი, დავსვით საჭესთან. ქუთაისამდე დრო
თითქოს გაიწელა და თან თითქოს წამივით გავიდა. სიმართლე უნდა ვაღიარო, გუგა მართლა
ძალიან მაგარი მძღოლია. ისე ატარა, ისეთი სიჩქარით და ისეთ აბგონებს აკეთებდა, ჩაჯმული
პაზიკა ნანობდა უკან რო არ დაჯდა და გზის ყურება უწევდა.
ქუთაისში რო შევედით გუგას ვუთხარი რო გზაჯვარედინებზე აქეთ-იქით ყურადღებით
ყოფილიყო და არ შეეჩერებინა, შუქნიშნებზე წითელი რომც ყოფილიყო უნდა გაგვევლო,
ჯარიმებზე ნერვიულობის დრო არ გვქონდა, ბილეთის და ამსტერდამში დაჯავშნილი ბინის
დაკარგვა უფრო ძვირი დაგვიჯდებოდა. არადა, გულის სიღრმეში უკვე ვხვდებოდი რო ჩავლილი
ჰქონდა ჩვენს მატარებელს. უფრო სწორად თვითმფრინავს. გუგა შემართებით მიფრინავდა,
ბიჭებიც გამოცოცხლდნენ, საბა აეროპორტში დარეკვას ცდილობდა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა.
პრინციპში რა უნდა ეთქვა? აგერ ვართ გენაცვალე, მოვდივართ და დაგველოდეთო?
ნავიგაციის კოშკურა რო გამოჩნდა უკვე თერთმეტს აკლდა ათი წუთი, წესით დაგვიანებული
ვიყავით უკვე, 11 საათზე რო თვითმფრინავი უნდა გაფრინდეს, ათი წუთით ადრე როგორც
მინიმუმ რეგისტრაცია დასრულებული იქნება. გუგამ, რომელსაც აქამდე ალბათ 140 კმ/საათზე
ქვევით არ ჩამოუყვანია მანქანის სიჩქარე, სარკეში გამომხედა და მითხრა:
- ვატო.
- ჰო.
- აეროპორტის შესასვლელთან ჩამოხტით შენ და გეგეშა, ჩვენ დავპარკინგდებით და ბარგს
მოვიტანთ. თქვენ მანამდე შევარდით რო დრო არ დავკარგოთ.
- კაი.
თავში ამერიკული ფილმები დამიტრიალდა მთავარი გმირი რო ფილმის ბოლოს შენობიდან
გამორბის, ტაქსს აჩერებს და აეროპორტისკენ მიიჩქარის რო საყვარელ ადამიანს, რომელიც წუთი-
წუთზე უნდა გაფრინდეს მიუსწროს და აკოცოს.
ან ბოევიკი თუა, გმირი რო სადმე შერბის რო მიასწროს და ვიღაცის მოკვლა შეაჩეროს, მაგრამ რო
ვერ ასწრებს და ხედავს როგორ ესვრიან მის საყვარელ ადამიანს და უცებ კადრი ნელდება, ეს
ხტება და ნახტომში ყვირის:
- ნოუუუუუ.
აი დაახლოებით ესე შევირბინეთ მე და გეგეშამ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სრულიად ცარიელი დაგვხვდა და რო მოვიხედეთ იქვე
დაცვის ბიჭი იჯდა. შემოვტრიალდი ამ ბიჭისკენ და უცებ ოპერატორმა გამოაცხადა:
- დასრულდა ჩასხდომა რეისზე ქუთაისი-ამსტერდამი.
რაღას ვიზამდით, თითო გინება გავცვალეთ მე და გეგეშამ, გარეთ გამოვბრუნდით და სიგარეტს
მოვუკიდეთ. შორიდან გუგა, საბა და პაზიკა მოძუნძულებდნენ ხუთი ჩემოდნით. გეგეშამ ხელით
ანიშნა ნუღარ მორბიხართ პიზდეციაო.
ჩამოვჯექით ხუთივე ტროტუარზე, დასჯილი ბავშვებივით ხმას ვერ ვიღებდით. საპნის
ბუშტივით გაგვისკდა ჩვენი ბავშვობის ოცნება, რომელიც ესე ახლოს იყო, ცალი ფეხი თითქოს
უკვე ამსტერდამში გვქონდა, თავისუფლების გვირაბის მეორე ბოლოში.
- ამის დედას შევეცი რა! ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს! - სიმწრით აღმომხდა ეს სიტყვები
ბოლო ხმაზე და სიგარეტის ბიჩოკი მთელი ძალით მოვისროლე.
- მე გეტყვი რაც უნდა იყოს უარესი. - გუგა შემომიტრიალდა და ისეთი სახე ჰქონდა მეგონა
კიდევ რაღაც მოხდა და არ ვიცოდი.
- რა? - მეც შეშინებულმა ვკითხე და პასუხის მოლოდინში ყველანი გავიტრუნეთ.
ჩაცუცქულმა პაზიკამ, საბამ და გეგეშამაც გუგას ამოხედეს გადიდებული თვალებით და
დაცქვეტილი ყურებით.
- მოსაწევი აღარ გვაქვს.
ატხადნიაკი

ეს წიგნი რო წიგნის მაგივრად მართლა ამერიკული კინოფილმი ყოფილიყო, აქ ეკრანი


ჩაბნელდებოდა და თეთრად დაეწერებოდა „ერთი წლის შემდეგ“, მერე ისევ განათდებოდა და
ეკრანზე გამოჩნდებოდა ფოტოსურათი სადაც მე, საბა, გუგა, გეგეშა და პაზიკა მომღიმარი
სახეებით ვიდგებოდით ამსტერდამის ყველაზე ცნობილ და პირველ კოფიშოპ The Bulldog-ის წინ
და ქვევით დაეწერებოდა:

ბიჭები მომავალ ზაფხულს მაინც წავიდნენ ამსტერდამში.

ისინი დღევანდელ დღემდე განაგრძობენ ახლო მეგობრობას.

პაზიკა და ეკუნა შერიგდნენ და ბავშვს ელოდებიან.


გეგეშამ აისრულა თავისი ოცნება და გახდა ბასიანის რეზიდენტი დიჯეი. ეხლა ის ბერჰაინში
დაკვრაზე ოცნებობს.

პარლამენტმა მიიღო კანონი რომლის თანახმად კანაფის კულტივაცია-რეალიზაცია გახდა


ლეგალური.

სურდომ გახსნა ქვეყანაში პირველი კოფი-შოფი და მის რეკლამასა და მარკეტინგულ დახმარებას


უზრუნველყოფს საბა, რომელმაც მიატოვა სამსახური და პარალელურად DJ Gegesha-ს სოციალურ
მედიასაც განაგებს.

თიკამ როგორც ფეისბუქზე ვნახე დატოვა მისი საძულველი თბილისი და ბერლინში გადავიდა
საცხოვრებლად. იმედია ბედნიერებას იპოვის ან თუ ბედნიერებას არა, თავის თავს მაინც.

გუგამ მოიხადა საპატიმრო სასჯელი, რომელიც აბსურდულმა კანონმდებლობამ დააკისრა


კანაფის მოხმარებიდან 8 საათის მანძილზე ავტომობილის მართვის გამო და ნაცვლად
ერთწლიანი პატიმრობისა, ლეგალიზაციის კანონის ამოქმედებისთანავე იქნა
გათავისუფლებული.

და ბოლოს, ლეგალიზაციის შედეგად ქვეყნის ეკონომიკამ მიიღო ფული, რომელიც მანამდე


გადიოდა საზღვრებს გარეთ რუს თუ ახლო აღმოსავლეთის ნარკომოვაჭრეებთან.

ათობით ქოფიშოფის გახსნამ დაასაქმა ქართველი ახალგაზრდობა და შედეგად შემცირდა


უმუშევრობა.

გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და შესაბამისად ტურისტების მიერ ქვეყნის ეკონომიკაში


შემოტანილი ფული, რამაც გააძლიერა ეროვნული ვალუტა.

შემცირდა ალკოჰოლის მოხმარება და ალკოჰოლთან დაკავშირებული ავტოსაგზაო და სისხლის


სამართლის დანაშაულთა შემთხვევების რაოდენობა.

და მე?

მე გადავწყვიტე არ დაკარგულიყო ჩვენი დროის თბილისის ცოცხალი ისტორიები და დავიწყე


მოგონებების წერა, რის პირველ მცდელობასაც ეს-ესაა გაეცანი, იმედია მოგეწონა და კიდევ
შევხვდებით, იმიტო რო კიდევ ძალიან ბევრი მაქვს მოსაწევი მოსაყოლი.

You might also like