You are on page 1of 6

21-ე საუკუნეში, ეპოქაში, როდესაც კაცობრიობა ყველაზე მეტად ურთირთდამოკიდებული

და გახსნილია ლიბერალიზმი გვევლინება წამყვან იდეოლოგიურ მიმდინარეობად,


რომელმაც დროს გაუძლო და თავისი ძირითადი მეტოქეებიც წარმატებით დაამარცხა.
არსებობს ლიბერალიზმის რამდენიმე განმარტება. ლათინური სიტყვა ლიბერ თავისუფალ
ადამიანთა კლასს აღნიშნავდა, ანუ ადამიანებს, რომლებიც არც ყმები იყვნენ და არც მონები.
ეს სიტყვა ასევე ნიშნავდა უხვს, საჭმელ-სასმლის უხვ მოხმარებას. სოციალურ მიმართებაში
კი სიწრფელეს ან მიუკერძოებლობას გულისხმობდა. 1812 წლიდან კი სიტყვა ლიბერალიზმი
პოლიტიკურ დატვირთვას იძენს ესპანეთში, ხოლო მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან კი ეს
ტერმინი მთელ ევროპაში ფართოდ აღინიშნებოდა, როგორც პოლიტიკურ იდეათა
განსაკუთრებული ერთობლიობა. ლიბერალებისთვის მიუღებელი იყო ეკლესიაში
გაბატონებული გავლენა. ისინი ემხრობოდნენ თავისუფალ ვაჭრობას და ბიზნესის
თავისუფლებას, სადაც ჩარეული არ იქნებოდა მთავრობა . სიტყვის თავისუფლება,
რელიგიური რწმენის თავისუფლება და საკუთრების ფლობის უფლება, ყოველივე ეს
ლიბერალიზმიდან მოდის. ადრინდელი ლიბერალებისგან განსხვავებით, რომლებიც
მთავრობისგან მოითხოვდნენ რაც შეიძლება ნაკლებ ჩარეულიყო, თანამედროვე
ლიბერალებმა აზრი შეიცვალეს და თვლიან, რომ მთავრობას უნდა ეკისრებოდეს
პასუხისმგებლობა ისეთ სოციალურ მომსახურებაზე, როგორცაა: ჯანდაცვა, ბინათმოწყობა,
პენსიები, განათლება, ეკონომიკური მართვა. ყოველივე ამან ლიბერალურ აზროვნებაში ორი
ტრადიცია განავითარა. ე.წ კლასიკური და თანამედროვე ლიბერალიზმი.

ინდივიდის თავისუფლება ლიბერალთათვის უზენაესი პოლიტიკური ღირებულება და


მრავალი გაგებით გამაერთიანებელი პრინციპია. თავისუფლების წყალობით ადამიანებს
შეეძლოთ ეცხოვრათ საკუთარი სურვილების შესაბამისად. შეეძლოთ აერჩიათ
საცხოვრებელი ადგილი, ვისთვის ემუშავათ და რა ეყიდათ. მართალია ლიბერალები
თანხმდებიან თავისუფლების ღირებულების თაობაზე, მაგრამ ისინი ყოველთვის არ არიან
ერთნაირები საკითხში: რას უნდა ნიშნავდეს თავისუფლება? ერთ-ერთი იდეოლოგი ისაია
ბერლინი თავის წიგნში: „თავისუფლების ორი კონცეფცია“ განარჩევს თავისუფლების
ნეგატიურ და პოზიტიურ თეორიებს. ადრეულ და კლასიკურ ლიბერალებს სწამდათ, რომ
თავისუფლება ნიშნავდა თითოეული ადამიანის დამოუკიდებლობას, მის ცხოვრებაში
ჩაურევლობასა და უფლებას ემოქმედა ისე, როგორც სურდა. თავისუფლების ეს კონცეფცია
„ნეგატიურია“, რადგან ინდივიდის გარეგან შეზღუდვებს ან იძულებით ზომებს არ
ითვალისწინებს. თანამედროვე ლიბერალები თავისუფლების უფრო „პოზიტიურ“
კონცეფციას ემხრობიან, რომელიც ბერლინმა განსაზღვრა როგორც საკუთარი თავის ბატონ-
პატრონად ყოფნის, ავტონომიურობის უნარი. საკუთარი თავის ბატონ-პატრონობა ნიშნავს,
რომ ინდივიდს ცოდნის, ნიჭის, გაგების უნარის გაფართოება და მიზნების ხორცშესხმა უნდა
შეეძლოს. ნეგატიურ და პოზიტიურ თავისუფლებებს შორის ის განსხვავებაა, რომ თუ
ნეგატიური თავისუფლება პიროვენბის მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე
აკეთებდ აქცენტს, პოლიტიკურ თავისუფლებას აინტერესებს სოციალური უფლებებიც.
დღევანდელ საქ-ო, მოქალაქეებისთვის მართალია, ნეგატიური თავისუფლების ქონაც
პრობლემას წარმოადგენს(მაგ. ხელისუფლების მიერ ბიზნესების დაშინება), მაგრამ
უმნიშვნელოვანესი პრობლემა პოზიტიური თავისუფლების არქონაა. მოსახელობის
უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში და საკუთარ თავს ვერ გამოხატავს.

თანამედროვე ლიბერალიზმი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც მე-20 საუკუნის


ლიბერალიზმი. თანამედროვე ლიბერალური იდეებიც ინდუსტრიალიზაციის შემდგომ
განვითარებასაც უკავშირდებოდა. ინდუსტრიალიზაცია ზოგი ადამიანისათვის დიდ
სიმდიდრეს მოასწავებდა, ხოლო ზოგისათვის სიღატაკესა და შიმშილს, ყველაზე
მნიშვნელოვანს კი უმუშევრობას. შესაბამისად მრავალმა ლიბერალმა შეიცვალა აზრი იმის
თაობაზე, რომ პირადი ინტერესისკენ შეუზღუდავი სრაფვა სოციალურად სამართლიან
საზოგადოებას შექმნიდა. ლიბერალებმა სახელმწიფოსაც სხვაგვარად დაუწყეს ყურება.
კლასიკური თეორიის მინიმალურ სახელმწიფოს აღარ შეეძლო გამოესწორებინა
საზოგადოების უთანასწორება და უსამართლობა, ამიტომ თანამედროვე ლიბერალები
დავიდნენ იმ აზრზე, რომ სახელმწიფო ჩარეულიყო და კიდევ დახმარების ხელი გაეწვდინა
საზოგადოებისათვის.

განსხვავებულია თანამედროვე და კლასიკური ლიბერალების შეხედულება თანამედროვე


ლიბერალიზმთან დაკავშირებით. ისინი მას ორი სრულიად განსხვავებული ასპექტით
აფასებენ. კლასიკოსები თვლიან, რომ თანამედროვე ლიბერალიზმმა ახალი სახეობა
ჩამოაყალიბა და დაივიწყა ძველი. კერძოდ უარი თქვა
ინდივიდუალიზმზე(მსოფლმხედველობრივი პოზიცია, ქცევის პრინციპი, რომელიც
ინდივიდს აბსოლუტური ღირებულების სახით გამოარჩევს) და კოლექტივიზმს(გულისხმობს
საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულთან შედარებით) მიეხმრო. ხოლო
თანამედროვე ლიბერალისტები თვლიან, რომ მათ განავითარეს კლასიკური ლიბერალიზმი.

თანამედროვე ლიბერალიზმის დამახასიათებელი იდეებია: ინდივიდუალობა, პოზიტიური


თავისუფლება, სოციალური ლიბერალიზმი და ეკონომიკური მართვა.

ჯონ სტიუარტ მილი - ლიბერალიზმის გული, ადამიანი, რომელმაც გადო ხიდი კლასიკურსა
და თანამედროვე ლიბერალიზმს შორის. გააერთიანა წარსულისა და მომავლის იდეები.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მან რაც გააკეთა არის ის, რომ ადამიანს მისცა უფლება ემოქმედა
ეგოისტური „მე“-ს პრინციპით, გამხდარიყო ინვივიდი. რომ მან თავად უნდა განკარგოს
თავისი თავი, სხეული და სული. მან უნდა იმოქმედოს საკუთარი სურვილისამებრ, მიეღო
მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან და არ ყოფილიყო მასის გავლენის ქვეშ. მილს
ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, რასაც სრულიად ვეთანხმებით: „ჯობია იყო უკმაყოფილო
სოკრატე, ვიდრე კმაყოფილი სულელი“ .

მეორე საკითხი იგივე პოზიტიური თავისუფლება თანამედროვე ლიბერალიზმში წინ


წამოიწია. ეგ ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ნეგატიური თავისუფლების შემთხვევაში
ადამიანები, კეროდ მუშები და დაფალი ფენის წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ შეიძლებოდა დათანხმებულიყვნენ შავ სამუშაოს, რომ არ ეშიმშილათ. ბაზარზე
არჩევანის თავისუფლების ცნება ადამიანის თავისუფლების არაადეკვატური წარმოდგენაა.
ნეგატიურის ნაცვლად გრინმა პოზიტიური თავისუფლების იდეა შემოგვთავაზა.
ინდივიდები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, მათ ახასიათებთ
ალტრუიზმი. პოზიტიურ თავისუფლებაში ვხედავთ არა მარტო ინდივიდუალიზმსა და
პიროვნების საკუთარ თავზე ზრუნვას, არამედ სოციალისტურ იდეებსაც, რაც თავისთავად
გულისხმობს ადამიანთა მოდგმის თანამშრომლობას. ხოლო რაც შეეხება ნეგატიურ
თავისუფლებას, მისი მიზანი მაქსიმალური მოგებაა. იგი ამართლებს რაც შეიძლება იაფი
მუშახელის დაქირავებას. მაგ, მოზრდილთა ნაცვლად ბავშვების, ან მამაკაცის ნაცვლად
ქალების.

თანამედროვე ლიბერალიზმმა გარკვეული გაგებით ხიდი გადო ლიბერალიზმსა და


სოციალიზმს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროე ლირებალებმა ლიბერალურ
იდეოლოგიაში წამოჭრეს სოციალური კეთულდღეობის საკითხი, რითაც ისინი მკვეთრად
განსხვავდებიან კლასიკური ლიბერალებისგან. ახალი ტენდენცია შემოვიდა იმისა, რომ
სახელმწიფო უნდა დახმარებოდა ადამიანებს განურჩევლად ფენისა, დაეზღვიათ
თითოეული მოქალაქე და გაჩენულიყო სოციალური დახმარება.მე-20საუკუნეში სოციალური
კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეს ჩვეულებრივ ლიბერალური პარტიები და
მთავრობები ედგა სათავეში. შექმნა პირობები სოციალური უზრუნველყოფის საფუძვლიანი
სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ყველა მოქალაქეს „აკვნიდან-სამარემდე“ მოიცავდა.
რუზველტის ახალი კურსის პოლიტიკამ უმუშევრებს, მოხუცებს, ბავშვებს, ქვრივებსა და
უსინათლოებს მდგომარეობა შეუმსუბუქა. ახალი კურსის ლიბერალიზმმა დიდ მასშტაბებს
მიაღწია მრავალი წლით.

ეკონომიკური მართვის გზა პირდაპირპროპორციული იყო წარმატებული ცხოვრების.


ეკონომიკური პრობლებემის გადაჭრის ყველაზე მისაღებ გზად კეინზიანიზმი გახდა.
მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა მაშინ არის
შესაძლებელი, როცა მოხდა ფასების დონის სტააბილიზება, რაც დამოკიდებული არის
ხელისუფლებისა და ბანკის მოქმედებაზე. საჭირო იყო პროცენტული განაკვეთის შემცირება
მაშინ, როცა მოსალოდნელი იყო ფასების ზრდა და პირიქით, ფასების დაცემის შემთხვევაში
უნდა გაზრდილიყო პროცენტული განაკვეთი. ბრიტანეთში ომიანობის პერიოდში
უმუშევართა რაოდენობამ 20% მიაღწია, კეინზმა ჩამოაყალიბა ზოგადი თეორია, რომელმაც
რევოლუციური გავლენა იქონია სამომავლოდ ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკის
ხედვებზე, მან ყურადღება გაამახვილა ინვესტიციების მნიშვნელობასა და სახელმწიფოს
ჩარევის პოლიტიკაზე, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმ მოსაზრებას, რომ უმუშევრობა
დაძლეული უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით. მაგ: როცა მთავრობა ააშენებდა
სახელმწიფო სკოლას , ამით დაასაქმებდა მუშებს და ასე შემდეგ.

ლიბერალიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური და ფილოსოფიური სწავლებაა,


რომელიც ადამიანის თავისუფლებიდან გამომდინარეობს განკარგოს საკუთარი თავი
და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეაა თავისუფალი საზოგადოება რომელსაც აქვს
მოქმედების თავისუფლება, ხოლო ხელისუფლების ფუნქცია მინიმუმამდეა
დაყვანილი ლიბერალიზმმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების
ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პასუხისმგებლობა,ხელისუფლების
დაყოფა, არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება, კანონის
უზენაესობა,საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოებზე, საბაზრო
ეკონომიკა, კერძო საკუთრება, ეკონომიკური თავისუფლება და ასევე წარმატების
მიღწევის თანასწორბა ყოველი მოქალაქისთვის.

ლიბერალიზმო, უპირველეს ყოვლისა, თვითდამკვიდრების თავისუფლებას


გულისხმობს; აზრის, სიტყვის, რწმენის თავისუფლებას აღიარებს და იმ
შეხედულებების არსებობასაც ლეგიტიმურად ცნობს, რომლებიც არა უბრალოდ
განსხვავებული, არამედ ლიბერალიზმის საწინააღმდეგონიც კი არიან.

კერძო საკუთრება

ლუდვიგ ფონ მიზესის აზრით კერძო საკუთრება არის ის საფუძველი რომელზედაც


ადამიანების თანამშრომლობა იგება. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს
პიროვნული თავისუფლების გარანტიასაც და ჩარჩოსაც: კერძო საკუთრების უფლებას
მოკლებული ადამიანი სხვა არაფერია თუ არა მონა. მონობა კი შეუთავსებელია
თავისუფლებასთან.

ეკონომიკური თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა

ეონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფალ ფასებს


და ღია, საერთაშორისო კონკურენციას რაც უზრუნველყოფს მომსახურეობის დონის
ამაღლებას, პროდუქციის ხარისხიანობას და ხელმისაწვდომ ფასებს. გერმანიაში
განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის თეორეტიკოსი ვილჰელმ რიოპკესი ამბობს
„ მე უპირატესობას ვანიჭებ ეკონომიკურ წესრიგს რომელსაც მართავენ თავისუფალი
ფასები და ბაზრები... ეს ერთადერთი ეკონომიკური წესრიგია, რომელიც თავსებადია
ადამიანურ თავისუფლებასთან.

რელიგია და განათლება

ლათინურად „ლიბერ“ ნიშნავს თავისუფალ ადამიანთა კლასს (მე-14 საუკუნე).


პოლიტიკური დატვირთვით ტერმინის გამოყენება დაიწყო მე-19 საუკუნიდან
(ესპანეთი 1812წ). იდეოლოგიის ჩამოყალიბება გამოიწვია ფეოდალიზმის რღვევამ და
კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებამ.

ლიბერალიზმი ქადაგებს: 1.სოციალურ მდგომარეობას დაბადების ფაქტორი არ უნდა


განსაზღვრავდეს 2. არა ეკლესიის გაბატონებულ გავლენას 3. თავისუფალი
ინდუსტრიული და საბაზრო ეკონომიკური წყობა 4. თავისუფალი ვაჭრობა 5.
ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა 6. თავისუფალი არჩევნები 7. სიტყვის
თავისუფლება 8. რელიგიური თავისუფლება 9. საკუთრების უფლების დაცვა

ძირითადი ღირებულებები: 1. ინდივიდი 2. თავისუფლება 3. გონება 4.


სამართლიანობა 6. შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება.

1. ინდივიდი - ადამიანი ფეოდალურ სამყაროში იყო სოციალური ჯგუფის წევრი


(ოჯახი, სოფელი, თემი). ლიბერალიზმის დროს ინდივიდის წინაშე ფართო
არჩევანი და სოციალური პერსპექტივები გადაიშალა. ინდივიდი უზენაესია
ნებისმიერი სოც. ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე
2. თავისუფლება - ლიბერალიზმი ქადაგებს სურვილების შესაბამისად
ცხოვრებას. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური თავისუფლება,
რომელიც არ შებრალავს დანარჩენთა უფლებას იყვნენ თავისუფლები. ისაია
ბერლონი თავისუფლებას ორი კუთხით განიხილავდა: პოზიტიური და
ნეგატიური თავისუფლება.
 ნეგატიური - თითოეული ადამიანის დამოუკიდებლობა, მის
ცხოვრებაში ჩაურევლობა, საშუალება იცხოვროს ისე როგორც სურს (არ
ითვალისწინებს არანაირ შეზღუდვას თუ იძულებას)
 პოზიტიური - ატონომიურობის უნარი (ინდივიდს ცოდნის, ნიჭის
უნარის გაფართოება და მიზმების ხორცშესხმა უნდა შეეძლოს)
3. გონების ძალა - ადამიანებს მათი სიცოცხლის განკარგვისა და საკუთარი ბედ-
იღბლის განსაზღვრის უნარს სძენს. განათლება - განსაკუთრებით
თანამედროვე ლიბერალთა აზრით, თავისთავად უკვე სიკეთეა. ის
პიროვნული თვითგანვითარებისა და სოციალური პროგრესის მიღწევის
აუცილებელი საშუალებაა. კონფლიქტების მოგვარებაში ლიბერალები აშკარა
უპირატესობას აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და მოლაპარაკებას ანიჭებენ.
გონების რწმენა ლიბერალურ იდეოლოგიას პატერნალიზმის წინააღმდეგ
განაწყობს. პატერნალიზმი არა მარტო ხელს უშლის ინდივიდებს საკუთარი
ზნეობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში, ის სხვათა მიმართ აღჭურვილ
პირებს უქმნის პერსპექტივას, თავიანთი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენონ
საკუთარი მიზნებისთვის. პატერნალიზმი - ძალაუფლება, რომელიც
ხორციელდება ზემოდან იმათ გასაძღოლად და მხარდასაჭერად, ვინც ქვემოთ
არის და რომელიც მამებისა და შვილების ურთიერთობის მოდელს ეფუძნება.
4. ბუნებრივად ყველა თანასწორია - ასე იბადება და ბინებითია.
ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის სოც. პრივილეგიას - თანაბარი
შესაძლებლობები
5. შემწყნარებლობა- უნდა მოითმინო და აიტანო თუ სხვა შენგან
განსხვავებულად ფიქრობს და აზროვნებს.

კლასიკური VS თანამედროვე

1. ეგოისტური ინდივიდუალიზმის რწმენა, ყიურადღება მახვილდება პირად


ინტერესზე და თავდაჯერებულობაზე(კლასიკური)
ინდივიდუალიზმის განვითარებადი ფორმა. ადამიანური წარმატებულობა
დგას პირველ ადგილზე(თანამედროვე)
2. ნეგატიური თავისუფლება( კლასიკური)
პოზიტიური (თანამედროვე) - ინდივიდი თავისუფალია მანამ სანამ სხვის
უფლებას არ ზღუდავს.
3. მთავრობის მინიმალური ჩარება(კლასიკური)
მტავრობებს უნდა ეკისრებდეს პასუხისმგებლობა
სოც.საკითხებზე:ჯანდაცვა,პენსიები,განათლება(თანამედროვე)

ლიბერტარიანიზმი - ნეგატიურად გაგებული თავისუფლება, ცდილობს


გააფართოვოს ინდივიდის თავისუფლების არეალი, დაიყვანოს მინიმუმამდე
მთავრობის როლი.

ანარქოკაპიტალიზმი - ხელისუფლება რეპრესიულია და უნდა გაუქმდეს, მის გარეშე


საზოგადოება ჰარმონიულად განვითარდება. მათუ აზრით თუ ადამიანები კარგები
არიან მათ მმართველიც არ სჭირდებათ, ხოლო თუ ცუდები არაიან მათ მმართველიც
ცუდი ეყოლებათ ამით ხსნიან ხელისუფლების არასაჭიროებას.

You might also like