Professional Documents
Culture Documents
უცნობი ცნობილი ქართველები
უცნობი ცნობილი ქართველები
კონფერენცია
ანა კვანტრიშვილი
№117-ე საჯარო სკოლა XI კლასი
პირადი №: 01027083279
მარიამ გიორგაძე
№77-ე საჯარო სკოლა XII კლასი
პირადი №: 01011088660
1
National Geographic საქართველო
2
http://diaspora.gov.ge/
3
http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/
გრიგოლ ბაკურიანის ძე
1072-1073 წლებში გრიგოლ ბაკურიანის ძემ საქართველოს მეფე გიორგი II-ს გადასცა
კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა. 4 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ
წარმატებას სწორედ გრიგოლ ბაკურიანის ძის დახმარებით მივაღწიეთ.
4
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3, გვ. 267, თბ. 1978.
ერისთავის ბაკურიანის ძე, განთქმული ქართველი მოღვაწე, პეტრიწონის მონასტრის
დამაარსებელი, ბიზანტიის კეისრის სამსახურში მყოფი. ამ გრიგოლ ბაკურიანის ძეს
ჰქონდა ოლთისნი, კარნო-ქალაქი და კარი. მეფეს ძალიან ეამა გრიგოლის მოსვლა და
5
ნახვა. - ამ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ გრიგოლისა და მეფე
გიორგის ახლო ურთიერთობის შესახებ. ჩანს, გიორგი პატივს სცემდა გრიგოლ
ბაკურიანის ძეს.
რაც შეეხება გრიგოლ ბაკურიანის ძეს , იგი დასავლეთის დიდი დომესტიკოსი გახდა
და ამავე დროს იმპერატორმა ბიზანტიის უდიდესი სამოხელეო ტიტული -
სევასტოსობა უბოძა.
5
ივანე ჯავახიშვილი ,,თხზულებანი თორმეტ ტომად“ ტ. 2 გვ.160 თბ.1983
,,ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“ გვ281.
6
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978.
,,დაიაირა დაღუპულები, ყველანი ცალ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის
სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან
უყვარდა ეს კაცი, ჯერ კიდვ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ“.7
7
Анна Комнина, Алексиада, Вступителная статья, перевод, коментарииЯ. Н. Любарского, М., 1965, გვ. 465;
8
,,საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტ. 3. გვ 398. თბ. 1979
შედევრი მას მიუძღვნა (,,მონაზონნი მონასტრისა ჩემისა გუარად ქართველნი არიან“ 9),
რითაც ვხედავთ თუ რამდენად ზრუნავდა იგი საკუთარი სამშობლოს აღმასვლაზე.
ქეთი ხანთაძე
“თურქეთი ჩემი სამშობლოა, დედა სამშობლო კი საქართველო! ქართული ენა ჩემი ენაა,
ჩემი ისტორიული ენა! “– ეს სიტყვები თურქეთში მცხოვრობ მწერალს, მთარგმნელსა და
ენათმეცნიერს ქევსერ რუჰის იგივე ქეთი ხანთაძეს ეკუთვნის.
ქეთი ხანთაძე (წყარო2) დაიბადა 1961 წელს ბალიქესირის გონენის რაიონში, სადაც
ექვსი სოფელია ქართველი მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებული.
9
გრიგოლ ბაკურიანის ძის ტიპიკონი. თავი 2, პარაგრაფი 8
წყარო 2
ქეთი ხანთაზე
ქევსერ რუჰი ორი წლის მანძილზე ქართულ ენას ასწავლიდა ანკარაში გახსნილ
ართვინის კულტურულ ცენტრში. წლების მანძილზე ინტენსიურად მუშაობდა
ქართული ენის სწავლების პროგრამაზე, რაც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში
ქართული ენის სასწავლო პროგრამაში დამტკიცებით დაგვირგვინდა.
2004 წელს ქეთი ხანთაძემ და მისმა თანამოაზრეებმა თურქეთის ეროვნული
განათლების სამინისტროსგან მოითხოვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების
უფლება. 2012 წელს კი მოითხოვეს, ქართული ენა არჩევითი საგანი ყოფილიყო. 2013
წელს მწერალმა და თარჯიმანმა ფაჰრეთ ინ ჩილოღლუმ სასწავლო პროგრამა და
ქართული ენის სწავლების ნუსხა მოამზადა. აღნიშნული სამუშაო 2014 წელს
თურქეთისა და საქართველოს პედაგოგთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა ჯგუფმა
გააგრძელა. მრავალი ადამიანის ერთობლივი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად,
თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დადგენილებით, 2014 წლიდან
თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის საგანი სწავლების 224 საათიან
პროგრამას ითვალისწინებს. თურქეთის ყველა საშუალო სკოლაში 10 და მეტი
მსურველის შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია V, VI, VII. VIII
კლასებში უზრუნველყოს ქართული ენის სწავლება.
10
“ახალი განათლება “(2015-02-26) ჟურნალისტი მაკა ყიფიანი.
ინტერვიუ მიურატებთან
დიდი ხნის ძიების შედეგად მივაგენით გაზეთ „ხვალინდელი დღის „ 2006 წლის 25-
26 მაისის გამოშვების ინტერვიუს მიურატ-დადიანებითან, რომლებმაც მიატოვეს
ფუფუნებით აღსავსე, ევროპული სამეფო ოჯახის ცხოვრება და დაუბრუნდნენ
საკუთარ წინაპართა მიწა-წყალს.
11
“ხვალინდელი დღე”
დასკვნა
როგორც ვხედავთ, არა მხოლოდ წინა საუკუნეებში, არამედ ჩვენ დროს მოღვაწე
მრავალი ემიგრანტი ასახელებს საქართველოს, არ ივიწყებს თავისი სამშობლოს და
ყველანაირად ცდილობს მის განვითარებასა თუ სხვა ქვეყნებში პოპულარიზაციას
შეუწყოს ხელი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებებისა, კიდევ უამრავი ასეთი
ადამიანი ახსოვს ისტორიას და კიდევ ბევრი ემიგრანტია ოცდამეერთე საუკუნეშიც,
რომელიც აგრძელებს ჩვენთვის „უცნობი ცნობილი ქართველების “ საქმიანობას.
ლ. მენაბდე, „ძველი ქართული მწერლობის ძეგლები “, II, თბ., 1980, გვ. 253-276;