You are on page 1of 88

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

ირაკლი ფუტკარაძე

ფინანსური ზედამხედველობის მიმართულებები საქართველოს


საკრედიტო სისტემაში

სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია


ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
საბანკო საქმეში

ხელმძღვანელი: ლია პიტიურიშვილი, ეკონომიკის დოქტორი,


ასოცირებული პროფესორი

თბილისი
2018

1
ანოტაცია
ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების ძირითად
[
ფუნქციას და პრინციპებს წარმოადგენს ბანკებისა და საბანკო სისტემის
G
პრუდენციული რეგულირებისა და საბანკო ზედამხედველობისr
a
განხორციელების დე ფაქტო მინიმალურ სტანდარტი. ფინანსური
b
ზედამხედველობის საკითხები ჩამოყალიბებულია ე,წ ბაზელის პრინციპებისy
o
სახით, რომელიც აქტიურად გამოიყენება მრავალი ქვეყნისფინანსური
u
სტაბილიზაციისა და ფინანსური სისტემის ეფექტიანადr
r
ფუნქციონირებისათვის. e
ჩვენი ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს, როგორც მსოფლიოსa
d
მოწინავე ქვეყნებში, ასევე საქართველოში საზედამხედველო სამსახურისe
მუშაობის შესწავლა, საქართველოს ეროვნულ ბანკის, რომელიცr’
s
ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს,a
კომერციული ბანკების წინაშე ძირითადი რისკების შესწავლა და ანალიზი. tt
e
სამაგისტრო ნაშრომიზე მუშაობისას ასეთი დასკვნა გავაკეთეთ:n
ti
არცთუისე მრავალი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმებისა და
o
ბაზელის საბანკო ზედამხედველობის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვისn
w
შედეგად გარკვეული წარმატება იქნა მიღწეული, მარგამ ჯერ კიდევ რჩება
it
მრავალი გადაუჭრელი საკითხი. საქართველოს ეროვნული ბანკში ჯერ კიდევh
a
უამრავი გამოწვევებია, რომელიც უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს. ეს
g
პრობლემური საკითხები ქვეყნის საფინანსო სისტემის გამართულიr
e
ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს. a
t
q
u
o
t
e
fr
o
m

t
h
e
2d
o
[
c
Financial supervision directions in the Georgian credit system
Annotation
Irakli Futkaradze
The Core Principles for Effective Banking Supervision (Core Principles) are the de facto
minimum standards for sound prudential regulation and supervision of banks and
banking system. They are broadly used by a large amount of countries for improving
their financial supervisory practice, making their financial system more stable by its
proper and effective functioning.

Due to the, above mentioned facts, the main purpose of my master’s degrees thesis is to
study world supervisory practice with the Georgian Supervisory Authority – National
Bank of Georgia and make some accents to the main riskes, commercial banks are faced
to, in order to respond to its study’s object – The Supervision Policy in Georgia.

So, despite of the lots of important reforms, which were implemented in Georgia there
still exists some unsolved problems. National Bank of Georgia is still facing some
challenges, which is the base of country's financial stability.

[
G
r3
a
b
შინაარსი

შესავალი ------------------------------------------------------------------------- 5 [
თავი 1. ფინანსური ზედამხედველობის ბაზელის პრინციპები G
r
კომერციული ბანკებისათვის………………………………………………………9 a
b
1.1 ბაზელის პრინციპების შექმნის წინაპირობები და მათი ჩამოყალიბების
y
ისტორია --------------------------------------------------------------------------------- 9 o
u
1.2 ბაზელის პრინციპების სტრუქტურა------------------------------------------ 12
r
თავი 2. ფინანსური ზედამხედველობის ბაზელის პრინციპების მიზანი, r
e
ზედამხედველობის განხორციელების პროცესი........................................................17
a
2.1 ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების მიზანი ………………17d
e
2.2 ზედამხედველობის სტრუქტურა, ცენტრალური ბანკი ფინანსური
r’
ზედამხედველობის განმახორციელებელი მთავარი ორგანო -------------------- 25s
a
2.3 ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების პროცესი --------------44tt
თავი 3. ბაზელის ძირითადი პრინციპების დანერგვა კომერციულ e
n
ბანკებში..............................................................................................................................75ti
3.1 ფინანსური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს o
n
უფლებამოსილებებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ კრედიტ რისკს შორის w
პარალელები ----------------------------------------------------------------------------- 75it
h
3.2 ფინანსური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს a
g
უფლებამოსილებებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ლიკვიდობის რისკს
r
შორის პარალელები-------------------------------------------------------------------- 78e
a
3.3 პარალელი ფინანსური ზედამხედველობის განმახორციელებელი
t
ორგანოს უფლებამოსილებებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ საოპერაციო q
u
რისკს შორის ----------------------------------------------------------------------------- 81
o
დასკვნა -------------------------------------------------------------------------------- 84 t
e
გამოყენებული ლიტერატურა ----------------------------------------------------- 87fr
o
m

t
h
e4
d
o
შესავალი
საკვლევი თემის აქტუალობა. თანამედროვე მსოფლიოში
გლობალიზაციის დაჩქარებული ტემპი მსოფლიო ეკონომიკას
ერთმანეთთან დაკავშირებულს და გადაჯაჭულს წარმოგვიდგენს. ეს [
G
მომენტი და აგრეთვე წარსულის არასწორი გამოცდილება, ხშირად
r
განაპირობებს სისტემური კრიზისის წარმოშობას და ფინანსურa
b
არასტაბილურობას, სხვადასხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი ბანკებისა თუ
y
ზოგადად მათი ფინანსური სისტემის არასწორ რეგულირების და o
u
ზედამხედველობის საკითხებს. ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
r
ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში დანერგვასა და სწორ საზედამხედველო r
e
პოლიტიკის ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც a
საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც, რადგან თუნდაც მხოლოდ d
e
ერთი სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკის გაკოტრებამ და მისმა არასწორმა r’
საქმიანობამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რისკი და წარმოქმნას s
a
ფინანსური კოლაფსი. tt
e
სამაგისტრო თემის კვლევის ძირითადი საგნიდან გამომდინარე- მთავარი
n
ფინანსური საზედამხედველო ორგანოს- საქართველოს ეროვნული ბანკის ti
o
ფუნციებიდან, უფლებამოსილებიდან და მოვალეობიდან და იმ რისკებიდან,
n
რომელიც დგას კომერციული ბანკების წინაშე, ასევე განვითარებული ქვეყნისw
it
და ბანკების მაგალითებზე დაყრდნობით, საბანკოს სფეროსა და მთლიანად
h
ფინანსური სექტორის ეფექტური ზედამხედველობა, ქვეყნის საფინანსო a
g
სისტემის გამართული ფუნქციონირების საფუძველია, რომელმაც ხელი უნდა
r
შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2014 წლის e
a
ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორცილებული „ფინანსური სექტორის
t
შეფასების პროგრამის“ (FSAP) შედეგად მიღებული რეკომენდაციებისა და q
u
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული o
დირექტივების შესასრულებლას. t
e
სწორი და ეფექტური საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება და fr
ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების მუდმივი o
m

t
h5
e
განახლების კვალდაკვალ მისი მუდმივი ცვლილება (ამჟმად Basel III-სის
დანერგვა), ხელშემწყობი ფაქტორია ქვეყნების მიერ საბანკო ზედამხედევლობის
სტანდარტების ამაღლებისა და გაძლიერებას, მათი ზედამხედევლობის სუსტი
მხარეების გამოვლენის, საბანკო სექტორის სისტემური რისკის კონტროლის.
ანალიზის და მართვის მუდმივ რეჟიმში განხორციელების, კომერციული
ბანკების გაკოტრების ალბათობის შემცირების და გაკოტრების პროცესის უფრო
უმტკივნეულოდ წარმართვის, ეს კი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ
საფინანოს სექტორის ჩავარდნის ჯაჭვური რეაქცია.
კვლევის მიზანი და ამოცანები. მოცემული სამაგისტრო ნაშრომის
კვლევის მიზანია საქართველოში ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
ძირითადი პრინციპების მოქმედების კუთხით ფინანსური ზედამხედევლობის
განხორციელების ძირითადი პრინციპების და კონცეფციების ჩამოყალიბება,
საბანკო ზედამხეველობის სისტემის თეორიული და პრაქტიკული მექანიზმის
მეთოდოლოგიური მიდგომების შემუშავების გზით ფინანსური სისტემის
ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
ამ მიზნის განხორციელება გულისხმობს შემდეგი სახის ამოცანების
გადაჭრას:
 განისაზღვროს ფინანსური ზედამხედეველობის ბაზელის ძირითადი
პრინციპების სტრუქტურა და დახასიათდეს მისი შემადგენელი
ელემენტები;
 გამოიკვეთოს ფინანსური ზედამხედევლობის განხორციელების
ძირითადი მიზანები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები
საქართველოს ფინანსური ბაზრის შესწავლის და ანალიზის საფუძველზე;
 განხილული იქნას ფინანსური ზედამხედეველობის
განმახორციელებელი ორგანოების სტრუქტურა მოწინავე ქვეყნების
მაგალითზე და მათი შედარება საქართველოში არსებულ პრაქტიკასთან;
 შესწავლილი და გაანალიზებული იქნას ფინანსური ზედამხედეველობის
განხორციელების პროცესის თანმიმდევრულობა და შემუშავდეს
შესაბამისი რეკომენდაციები ;

6
 მეცნიერული პოზიციების გათვალისწინებით აიხსნას კომერციული
ბანკების წინაშე არსებული ძირითადი რისკები;
კვლევის საგანი და ობიექტი. კვლევის საგანია ფინანსური
ზედამხედეველობის განხორციელების პროცესი, ბაზელის პირველი ცამეტი
პრინციპის იმპლემენტაცია და კომერციული ბანკების წინაშე არსებული
ძირითადი რისკები. კვლევის ობიექტს კი წარმოადგენს საქართველოს
ფინანსური სისტემა, საერთაშორისო გამოცდილება და მსოფლიო
სტანდარტები, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა და
საქართველოს ეროვნულ ბანკის მარეგულირებელი საქმიანობა.
კვლევის მეთოდოლოგია და მეთოდიკა. ნაშრომის თეორიულ და
მეთოდოლოგიურ საფუძვლებს შეადგენენ ქართველ და უცხოელი
ეკონომისტების სამეცნიერო ნაშრომები ფინანსური ზედამხედეველობის
განხორციელებისა და Basel I, Basel II და Basel III-ის შემუშავებისა და
პრაქტიკაში დანერგვის შესახებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და
მსოფლიო ბანკის ფუნდამენტური კვლევები „ფინანსური სექტორის შეფასების
პროგრამის“ (FSAP) ფარგლებში, ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
კომიტეტის მიერ ძირითადი პრინციპების შეფასების მეთოდოლოგია,
ფინანსური ზედამხედველობის განსახორციელებლად არსებული
სახელმძღვანელო მითითებები. გამოყენებულია საკანონმდებლო აქტები,
ნორმატიული და ინსტრუქციული მასალა ბანკების შესახებ, აგრეთვე სხვა
ნორმატიული დოკუმენტები სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული.
კვლევას საფუძვლად დაედო დიალექტიკური მიდგომა, რომელიც
დინამიკაში, ურთიერთკავშირში და ურთიერთდაპირისპირებაშია ახსნილი
ფინანსური ზედამხედველობის ბაზელის პრინციპების და საქართველოში მისი
იმპლემენტაციის საკითხების შესწავლის შესაძლებლობები. კვლევის
საგნისადმი მეცნიერული მიდგომა რეალიზებულია ისეთი მეცნიერული
მეთოდების მეშვეობით, როგორებიცაა მეცნიერული აბსტრაქცია, მოდელირება,
ანალიზი და სინთეზი, შედარების, სტატისტიკური და გრაფიკული ანალიზი.
კვლევის საინფორმაციო ბაზად გამოყენებულია სტატისტიკის ეროვნული

7
სამსახურის ციფრობრივი მონაცემები, საქართველოს ეროვნული ბანკის
მასალები, კომერციული ბანკებისწლიური და პერიოდული ანგარიშგებები,
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშები, აგრეთვე
ავტორის საკუთარი გაანგარიშებები.

8
თავი 1. ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
პრინციპები კომერციული ბანკების ზედამხედველი
ორგანოებისათვის
1.1. ბაზელის პრინციპების შექმნის აუცილებლობა და მათი
ჩამოყალიბების ისტორია

საქართველოში საბანკო სექტორს არეგულირებს საქართველოს


ეროვნული ბანკი რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებზე
დაყრდნობით. ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხორციელდება
კომერციული ბანკებისათვის საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის
მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა. ბაზელის
საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები მიღებული იქნა 1997 წელს
ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ. იგი წარმოადგენს
კომერციული ბანკებისა და მთლიანად საბანკო სისტემის რეგულირებისა და
საბანკო ზედამხედველობის განხორციელების დე ფაქტო მინიმალურ
სტანდარტს.
ბაზელის პრინციპების შემუშავება გამოწვეული იყო გასული საუკუნის
80-იან წლებში ბანკების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაკოტრებით, საბანკო
სისტემის რღვევით და შექმნილი ფინანსური კოლაფსით. 1974 წელს ასეთი
უარყოფითი ტენდენციის შესაჩერებლად შვეიცარიის ქალაქ ბაზელში
შეიკრიბნენ ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და საბანკო ზედამხედველების
განმახორციელები ორგანოების წარმომადგენლები. შეკრებაზე გადაწყდა, რომ
შექმნილიყო ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტი, რომელიც
შეასრულებდა საბანკო საქმის მენეჯმენტის საყოველთაოდ მიღებულ
პრინციპებს. 1988 წელს მიღებულ იქნა Basel I პრინციპი – „ბაზელის კაპიტალის
ადექვატურობა“, თუმც ძალიან მალე ფინანსურ ბაზარზე მიმდინარე
სიტუაციის, საბანკო ჩავარდნების და რყევების, აგრეთვე საბანკო რისკის

9
გზრდის გამო 1996 წელს დღის წესრიგში დადგა ამ პრინციპის შესწორების,
მასში საბაზრო რისკის აღწერის აუცილებლობა.
დასაწყისში ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა
ორიენტაციისთვის შეარჩია გარკვეული რაოდენობა ქვეყნებისა (12 ქვეყანა,
რომელთა და მომავალში მათი რაოდენობა 2007 წლის ბოლოსათვის 80-მდე
უნდა გაზრდილიყო) საბანკო ზედამხედვლობის სისტემის ხარისხის
ანალიზისა და შეფასების, აგრეთვე სამეთვალყურეო საქმიანობის სათანადო
დონის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით..
2006 წლის ოქტობერში ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა
კიდევ ერთხელ დააკორექტირა უკვე არსებული პრინციპები მსოფლიოს
საბანკო ზედამხედველ ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად. ესეიგი
2006 წლის დეკემბერში შეიქმნა Basel II. 2010 წლის ოქტომბერში ბაზელის
კომიტეტმა გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა - ეგრეთწოდებული „ანგარიში G20
პასუხი ფინანსურ კრიზისზე“, როგორც შემადგენელი ნაწილი მსოფლიო
მასშტაბით საფინანსო ზედამხედველობის პრაქტიკის გაძლიერების უწყვეტი
მუშაოების განხორციელებისა.
2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად ცხადი
გახდა საბანკო-საფინანსო სექტორის არასათანადო, არასაკმარისი
რეგულირების საკითხები, რომელმაც დღის წესრიგში დააყენა 2011 წელს Basel
III-ის ჩამოყალიბება, მისი სრული სახელწიფოებრივი შესრულება მოხდება
2013-2019 წლებში.
2011 წლის მარტში ბაზელის კომიტეტმა „ძირითადი პრინციპების
ჯგუფს“, რომელშიც შედის ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
კომიტეტის წევრები და „ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფი“ და აგრეთვე
საბანკო ზედამხედველების კომიტეტის წევრი და არაწევრი ქვეყნების თუ
რეგიონალური ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო სავალუტო
ფონდს, მსოფლიო ბანკსა და IFSB-ს, დაავალათ მიმდინარე პრინციპების
რევიზია და განახლება, კერძოდ მსოფლიოს გლობალურ ფინანსურ ბაზარზე
მიმდინარე ძირეული მოვლენებისა და რეგულირების გარემოს მხედველობაში

10
მიღება და წინაკრიზისული მოვლენების გათვალისწიება, ნაყოფიერი
ფინანსური ზედამხედველობის სისტემის დანერგვის, მისი მუსაობის
პრინციპების მუდმივი სრულყოფის, მსოფლიოს ქვეყნების საბანკო
ზედამხედველობის გაძლიერებისა და უკვე არსებული გარემოს შეცვლის
მიზნით.
ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები და მისი
შეფასების მეთოდოლოგია ქვეყნებს ეხმარება გაანალიზონ და შეაფასონ
თავიანთი საზედამხედველო სისტემა, გამოავლინონ ნაკლოვანებები,
რომლებიც სასწრაფო ჩარევას და გაუმჯობესებას საჭიროებენ, ყოველივე ამაში
მჟღავნდება როგორც ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების, ასევე მისი
შეფასების მეთოდოლოგიის მთავარი მიზანი. არნიშნული ფინანსური
ზედამხედველობის პრინციპები ასევე გამოიყენება საერთაშორისო საფინანსო
ორგანიზაციების-სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ, ფინანსური
სეგმენტის FSAP-ის ირგვლივ ქვეყნების საბანკო ზედამხედველობის სისტემისა
და მისი უკვე არსებული პრაქტიკის შეფასებისათვის.
2006 წელს კომიეტეტმა გადახედა შეფასების მეთოდოლოგიასაც და
მოახდინა 1999 წელს მიღებული მეთოდოლოგიის განახლება და ძირითადი
პრინციპების ერთ დოკუმენტად ჩამოყალიბება. შედეგად ბაზელის პრინციპებმა
მიიღო მოქნილი სტრუქტურა მისი შესრულების კუთხით, ზედამხედველის
უფლებამოსილებიდან, პასუხისმგებლობიდან და ფუნქციებიდან დაწყებული,
კომერციულ ბანკების კარგი კორპორატიული მმართველობით დამთავრებული,
ყოველგვარი რისკის მართვისა და ზედამხედველობის სტანდარტების დაცვით.
ზედამხედველობასა და რისკის მართვასთან დაკავშირებული ყველა
მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მოკლე დროში საჭიროებდნენ განახლებას
და გაძლიერებას, ასახვა პოვეს ძირითად პრინციპებში. მნიშვნელოვანი
ყურადღება გამახვილდა რისკის მართვის მხრივ არსებულ ნაკლოვანებებსა და
ფინანსური ჩავარდნის დროს გამოაშკარავებულ პრობლემებზე: მსოფლიოს
სისტემურად აღიარებული ბანკების ეფექტური ზედამხედველობის
განსახორციელებლად რაოდენობრივად მეტი და მაღალი ინტენსივობის

11
რესურსების მოზიდვის საჭიროებაზე; ასეთიმნიშვნელოვანი ბანკების
მიკროპრუდენციული ზედამხედველობის განხორციელებას, სისტემური
რისკების აღმოჩენას, ანალიზსა და დაგეგმილი მოქმედებების
განხორციელებაზე ; ეფექტურ კრიზის-მენეჯმენტზე, როგორც მნიშვნელოვან
ინსტრუმენტზე ბანკების გაკოტრების ალბათობის და მათზე უარყოფითი
გარემოს ზემოქმედების შემცირებაზე.

1.2. ბაზელის პრინციპების სტრუქტურა


რადგანაც ქვეყნის საბანკო სისტემაში მიმდინარე პერიოდის
ნაკლოვანებებმა და პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური
არასტაბილურობა და პრობლემები არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნის დონეზე,
არამედ მსოფლიოს მასშტაბითაცბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
ძირითადი პრინციპების განახლება მუდმივად მიმდინარეობს საბანკო
სექტორის რეგულირების, ზედამხედველობის, მმართველობისა და რიკის
მენეჯმენტის მხრივ საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების
ჩამოსაყალიბებლად მყარი ფუნდამენტის შესაქმნელად.
საბოლოო შესწორების შედეგად (2012 წლიდან)ბაზელის საბანკო
ზედამხედველობისძირითადი პრინციპების რიცხვი 25-დან 29-მდე გაიზარდა,
გარდა ამისა მივიღეთ 39 შეფასების კრიტერიუმი, რომლიდანაც 34 არის
შეფასების არსებითიკრიტერიუმი 5 კი - დამატებით კრიტერიუმები.შეფასების
34 კრიტერიუმი წარმოადგენს ქვეყნების ფინანსური ზედამხედველობის
შეფასების უნივერსალურ საყოველთაოდმიღებულ ნიშნულს, დამატებითი
შეფასების კრიტერიუმები კი გამოიყენება ქვეყნების ინდივიდუალური
თავისებურებების გასათვალისწინებით.
შედეგად, პრინციპების გარკვეული რაოდენობა გაერთიანდა, მოხდა
ახალი პრინციპების დამატება და საბანკო ზედამხედველობის კუთხით
სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება. პრინციპების
ამჟამინდელი ვარიანტი დაყოფილი 2 ძირითად ნაწილად, პირველი ცამეტი

12
პრინციპი განსაზღვრავს ზედამხედველი ორგანოს უფლებებს, მოვალეობებსა
და პასუხისმგებლობებს, 14-29 პრინციპი კი პრუდენციული ზედამხედველობის
განსახორციელებლადკონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს კომერციულბანკებს
(იხ. ცხრილი N1).
ცხრილი N2-ში,ბაზელის საბანკო ზედამხედველობის პრინციპების 2006
წლის სტრუქტურისმიხედვით დაჯგუფებულია 7 ნაწილად ზედამხედველობის
განხორციელების წინაპირობების, ლიცენზირების კრიტერიუმების და სხვა
მაჩვენებლების მიხედვით.
ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის კომიტეტს მიაჩნია, რომ მათ
მიერ შემუშავებული პრინციპების მსოფლიო მასშტაბით რეალიზაცია იქნება
მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ადგილობრივ და საერთაშორისო
დონეზე ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველყოფს
და შექმნის კარგ საფუძველს ფინანსური ზედამხედველობის გაუმჯობესების
კუთხით. დღეს-დღეისობით ქვეყნების უმრავლესობა პრაქტიკულად იყენებს ამ
სტანდარტებს.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ბაზელის საბანკო ზედამხედველობის
ძირითადი პრინციპების განვითრების კვალდაკვალ ჩამოყალიბდა Basel I, Basel
II და Basel III. Basel I გულისხმობს კაპიტალის მინიმალური სტანდარტების
დადგენას, კერძოდ ბანკის კაპიტალის ადექვატურობის შეფასებასმის კრედიტ-
რისკთან მიმართებაში, რომელიც ცნობილია კაპიტალის ადექვატურობის
კოეფიციენტით და გამოისახება მოთხოვნილი მინიმალური კაპიტალის
პროცენტით ბანკის მთლიან კაპიტალში, რომლის სიდიდე 8%-ზე ნაკლები არ
უნდა იყოს. ეს მაჩვენებელი ზომავს ბანკის უნარს დაძლიოს ფინანსური
სიძნელეები და დანაკარგები დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთის
შეუცვლელად.Basel I-ის მიზანია:
 საბანკო სისტემის სტაბილურობის გაძლიერება;
 ბანკებს შორის არაჯანსაღი კონკურენციის შემცირება;
Basel II-მა ცხადყო, რომ რისკის მენეჯმენტი უნდა განიხილებოდეს არა
მხოლოდ ცალკეულ საბანკო რისკთან, არამედ ბანკის საოპერაციო

13
საქმიანობასთან დაკავშირებულსაერთო რისკებთან მიმართებაში. რეფორმა,
რომელიც განხორციელდა Basel II-თან მიმართებაში უპირველესად შეეხო
საოპერაციო რისკსა და კრედიტ რისკს. რეალურად, მოხდა საოპერაციო რისკის
ჩართვა კაპიტალის ადექვატურობის შეფასების მეთოდოლოგიაში და დაიწყეს
აქტივების პორტფელის დივერსიფიკაციის მეთოდოლოგიის გამოყენება
კრედიტ რისკისაგან თავის დასაცავად (იხ. დიაგრამა N1) .

Basel III-ის მიღების მთავარი მიზანია ეკონომიკური და ფინანსური


სტრესებიდან წარმოქმნილი შოკური სიტუაციების აბსორბირება და
შესაბამისად კრიზის-რისკის შემცირება, ანუ საბანკო სისტემის ტოლერანტობა
კრიზისული სიტუაციებისადმი სისტემური რისკის შემცირებით, ეკონომიკური
ზრდის უზრუნველყოფა ნაკლები რისკიანობის პირობებში და საბანკო
ინდუსტრიის მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესება და სხვ. Basel III-ის
მიღების შედეგად მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბანკის კაპიტალისა და
ადექვატურობის - მინიმალური კაპიტალის მიმართ მოთხოვნები.

14
15
16
თავი 2. ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
პრინციპები კომერციული ბანკების ზედამხედველი
ორგანოებისათვის
2.1. ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების მიზანი
ფინანსური ზედამხედველოსი განხორციელების მიზანია ეფექტური
საზედამხედველო პრაქტიკის შექმნა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით
ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის უზუნველყოფა. ბაზელის
ფინანსური ზედამხედველობის პრინციპების რამდენიმე ძირითად მიზანს
ემსახურება:
 პირველ რიგში, ის ეხმარება ქვეყნებს უფრო გააძლიერონ და გაზარდონ
საბანკო ზედამხედველობის სტანდარტები;
 მეორეს მხრივ, პრინციპები საშუალებას აძლევს ქვეყნებს დაინახონ მათი
ზედამხედველობის სუსტი წერტილები;
 მესამე, ბაზელის პრინციპები საშუალებას აძლევს ქვეყნებს მუდმივ
რეჟიმში მოახდინონ საბანკო სექტორის სისტემური რისკების კონტროლი
და ანალიზი;
 მეოთხე, ბაზელის პრინციპები საშუალებას იძლევა შემცირდეს
კომერციული ბანკების გაკოტრების შემთხვევები;
 მეხუთე, ბაზელის პრინციპების გამოყენებით კომერციული ბანკების
გაკოტრების პროცესი უფრო უმტკივნეულოდ ხორციელდება და
საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული მთლიანი საფინანოს
სექტორის ჩავარდნის ჯაჭვური რეაქცია;
როდესაც ვსაუბრობთ ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების
მიზანზე, მნიშვნელოვანია რეგულირების საკითხების განხილვა ცალკეული
ინსტიტუტების დონეზე, რაც გულისხმობს ზედამხედველობის მიზნის
განსაზღვრას ამავე ინსტიტუტების ზედამხედველობის საკითხებთან
მიმართებაში, კერძოდ სისტემური რიკის შემცირებასა და ფინანსური ბაზრის
მომხმარებლების ინტერესების დაცვას.

17
ზედამხედველის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სისტემური რისკის
შემცირებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირად
ცალკეული ინსტიტუტებისათვისგაუგებარია მათი სარისკო
გადაწყვეტილებების ზეგავლენა დამათგან გამომდინარე მიღბული
შედეგები,ფინანსურ სექტორში წარმოშობილ პრობელემებს კიშეუძლია
უდიდესი ზეგავლენის მოხდენა სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე, მთელს
ფინანსურ ბაზარზე დამთლიანად ეკონომიკაზე,აქედან გამომდინარე
მნიშვნელოვანია სისტემური რისკის მიკრო და მაკრო დონეზე განხილვა.
მაკრო დონეზე სისტემური რისკი ჩნდება მაშინ, როდესაც ფინანსურ
სისტემაში ვლინდება საერთო რისკი ანუ წარმოშობილი რისკი კორელაციაში
მთელს ფინანსურ სისტემაში არსებულ ინსტიტუტებთან. ასეთ პირობებში
სარისკო სიტუაციების გამჭვირვალეობამ (რისკის კრისტალიზაციამ) შეიძლება
გამოიწვიოს ფინანსური სისტემის დასუსტება და დაკრედიტების რაოდენობის
შემცირება.
მიკრო დონეზე სისტემური რისკი წარმოიქმნება,როდესაც ერთი
ცალკული ინსტიტუტის გაკოტრების ფაქტს შეუძლია მთლიან ფინანსურ
სისტემაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა. გარდა ამისა, ინფორმაციის
ასიმეტრიულობისას ერთი ინსტიტუტის გაკოტრებას ფაქტს მივყავართ
მთლიანი ფინანსური სისტემისადმი ნდობის დაკარგვამდე, მიუხედვად სხვა
ინსტიტუტები ფუნდამენტურიმდგრადობისა.
მაკრო და მიკრო რისკები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან არიან
დაკავშირებული. მაგალითად, საერთო (კორელაციური) რისკის რეალიზაციას
იწვევს მიკრო დონეზე სისტემური რისკის ზრდას, რაც ვლინდება
ინსტიტუტების გაკოტრების ალბათობის ზრდაში. გარდა ამისა, მიკრო დონეზე
სისტემური რისკების რელიაზაციამ საბოლოო ჯამში შესაძლებელია
გამოიწვიოს საერთო რისკების ზრდა კარგად ფუნქციონირებადი ფინანსური
ბაზრების შემთხვევაშიც კი.
ფინანსურ ბაზრზე მომხმარებლებისა და ინვესტორების უფლებების
დაცვის აუცილებლობა ჩნდება ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო, რაც

18
ინფორმაციის ფლობის თვალსაზრისით ფინანსური ბაზრის ერთ მხარეს,
კერძოდ გამყიდველებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს ფინანსური
პროდუქტის მომხმარებლებთან შედარებით.ეს შეიძლება მოითხოვდეს
ფინანსური პროდუქტის (მაგალითად, სადაზღვევო კონტრაქტების შედგენის
პოლიტიკას) აღწერისადმი გარკვეული მოთხოვნების ან
შეზღუდვებისდაწესებას (მაგ. საპენსიო ფონდები ინვესტიციების
განხორციელებასთან დაკავშირებით). სანამ ფინანსურ ბაზრებზე იქნება
ინვესტორების დაცვის აუცილებლობა ასეთი ბაზრები გარკვეულწილად
შეიძლება ჩაითვალოს სუსტებად. 1
ფინანსური ზედამხედველობის მიზნის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია
ბანკების, როგორც ფინანსური ბაზრის, უმნიშვნელოვანი სეგმენტის
რეგულირების საკითხების განხილვა.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბანკები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს
როლს დანაზოგების ეფექტური განთავსებისა და ინვესტიციების
განხორციელების, ასევე მთელი ფინანსური სისტემის სტაბილურობის
შენარჩუნების საკითხებში. ბანკების თავისი ფუნქციების შესრულებისას იღებენ
გარკვეული სახის რისკებს, შესაბამისად პოტენციურად ყოველთვის არსებობს
მათი გაკოტრებისა და ფინანსური სიძნელეეების წარმოშობის ალბათობა.
შედეგად,დეპოზიტარებმა შეიძლება დაკარგონ თვიანთიდანაზოგები, რაც
თავისთავად გამოიწვევს საზოგადოების ნდობის დაკარგვას მთლიანი
ფინანსურისისტემის მიმართ. ბანკები თამაშობენ ცენტრალურ როლს
გადახდისუნარიანობის, ლიკვიდურობის შენარჩუნებისა და სხვა საკითხებში.“2
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მოვახდინოთ საქართველოში
არსებული კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სეგმენტის ზოგადი
მიმოხილვა (იხ. ცხრილი N3).
კომერციული ბანკები:2016წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით
საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო 19 კომერციული ბანკი,

1
Nier W., Financial Stability Frameworks and the Role of Central Banks: Lessons from the Crisis, IMF
Working Paper, 2009, Volume IV, #WO/09/70
2M. Dewatripont and J. Tirole (1994), The Prudential Regulation of Banks , The Walras-Pareto Lectures,

Vol. 1 (Cambridge, MA: MIT Press).

19
რომლიდანაც ფუნქციონირებდა16კომერციული ბანკი, (2017 წლის აპრილის
თვის მდგომარეობით 17-მდე გაიზარდა) რომელთა აქტივების საერთოსიდიდე
30.3 მლნ. ლარს შეადგენდა. 13 ბანკი შექმნილია ქართული და უცხოური
კაპიტალის ერთობლივი მონაწილეობით და 1 ბანკი კი არის უცხოურო ბანკის
ფილიალი საქართველოში.ამასთან, 3 ბანკი იმყოფებოდა ლიკვიდაციის
პროცესში, რის შედეგადაც 2016 წელს საბანკო საქმიანობის ლიცენზია
გაუუქმდა სს „კავკასიის-განვითარების ბანკი საქართველოში“ აზერბაიჯანში
მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, სს „პროგრეს
ბანკს“ აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილის სს „თი ბი სი“
ბანკისთვის მიყიდვისა და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების
გამოლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით და სს „კაპიტალ ბანკს“ ბანკის
შემოწმების პროცესში გამოვლენილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის
აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების
შეუსრულებლობისა და საქართველოს ეროვული ბანკის დადგენილებების,
წესებისა და ინსტრუქციების და საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების
დარღვევის ფაქტების გამო.
2016 წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესმაბანკმა - სს „თი ბი სი“
ბანკმაშეისყიდა სს„რესპუბლიკა ბანკის“ 100%-იანი წილის, რის შედეგადაც
უკანასკნელ პერიოდში 2017 წლის აპრილი-მაისის თვეებში უკვე საბოლოოდ
მოხდა მისი სს „თი ბი სი“ ბანკთან შერწყმა. ეროვნული ბანკის
ყოველწლიურანგარიშში აღნიშნულია, რომ: „საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის გაცემისას კომპლექსურად
გათვალისწინებულ იქნა როგორც ტრანზაქციის საბანკო სისტემის
კონკურენციაზე შესაძლო ზეგავლენის, ასევე საფინანსო სექტორის
ეფექტიანობისა და ინვესტორთა და მომხმარებელთ დაცვის საკითხები.
მხედველობაში მიღებულ იქნა ბაზრის მცირე ზომაც, სადაც საერთაშორისო
პრაქტიკის მიხედვით, გამსხვილება ეფექტიანობის მიღწევის ერთ-ერთი
საშუალებაა. ამასთან მასშტაბის ეფექტისა და ეფექტიანობის ზრდა ხელს
უწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. დამატებით მნიშვნელოვანია,

20
რომ საბანკო ბაზარზე შემოსვლისა და გასვლის ბარიერების არარსებობა ხელს
უწყობს ინვესტიციების თავისუფალ მოძრაობას და ამცირებს კაპიტალის
მოზიდვის დანახარჯებს, რაც, თვის მხრივ, ასევე დადებითად აისახება
საფინანსო სექტორის ეფექტიან ფუნქციონირებაზე“ 3. ამავე პერიოდში, საბანკო
საქმიანობის განხორციელების ლიცენზია მიენიჭა სს „კრედო“-ს.
სს „საქართველოს ბანკი“ (32%) და სს „თი ბი სი“ ბანკი (38%) იკავებს
საბანკო საქმიანობის 71 %-ს. მესამე უმსხვილესი ბანკია სს „ლიბერთი ბანკი“,
რომელიც მთლიანი საბანკო აქტივების 5%-ს იკავებს. 7 მცირე ბანკიდან
თითოეულის საბაზრო წილის 1%-ზე ნაკლებია ან 1%-ს უტოლდება და საერთო
ჯამში მთლიანი ბაზრის 4,3%-ს არ აღემატება. საქართველოს ბანკიდა სს „თი ბი
სი“ ბანკი არიან ლონდონის საფონდო ბირჟის წევრები.
2016 წლის მდგომარეობით, ამ სფეროში ფორმირებული აქტივების
მთლიანი სიდიდე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის დაუზუსტებელი
მონაცემების მიხედვით)89%-ს წარმოადგენს.ამასთან, არ გვხვდება სახელმწიფო
ბანკები. ბანკებს დომინანტური ადგილი უკავიათ საფინანსო სფეროში,
არასაბანკო ფინანსური სექტორის განუვითრებლობისა და თითქმის არ
არსებული კაპიტალის ბაზრის გამო.
გარდა ამისა, საბანკო სისტემის აქტივები ხასიათდება სწრაფი ზრდის
ტენდენციით. 2016წელს 2015 წელთან შედარებით აქტივების სიდიდე
დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო სესხებიწარმოადგენს
სწრაფად მზარდ სეგმენტს, რომელიც იკავებს სასესხო პორტფელის 42%-ს, მაშინ
როცა კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი -
38%-ს და 20%-ს.
შედეგად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორში
ფუნქციონირებს 16 კომერციული ბანკი. არარეზიდენტი მესაკუთრეების
მონაწილეობა ბანკების აქტივებში საბოლოო მფლობელობის მიხედვით
შეადგენს 86%-ს, ხოლო სააქციო კაპიტალში - 84%-ს.

3
https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2016/annual_report_parliament.pdf

21
არასაბანკო სექტორი:საქართველოში კაპიტალის ბაზრის წილი მთლიან
ფინანსურ სეგმენტში ძალიან უმნიშვნელოა. გარკვეულწილად, ეს გამოწვეული
იყო საკანონმდებლო ცვლილებით, რამაც შეამცირა ფასიანი ქაღალდების
გამჭვირვალეობა, ფასების იდენტიფიცირების შესაძლებლობა და ანგარიშგების
ვალდებულება. საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 2016 წლის
დასასრულისათვის შეადგინა მშპ-ის 12%, რაც 8%-ით ნაკლებია 2007 წლის
ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოში 6 საბროკერო ფირმა, 1 ფასიანი
ქაღალდები ცენტრალური დეპოზიტარი, 4 ფასიანი ქაღლდების რეგისტრატორი
და ერთი საფონდო ბირჟაა.
სადაზღვევო სექტორი საქართველოში ძალიან მცირეა და ხასიათდება
მცირე ფინანსური შედეგებით, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის
სავალდებულო დაზღვევის სიმცირესა და ამ სფეროს სახელმწიფოს
დაფინანსებაში. სადაზღვევო ბაზარი ხასიათდება მაღალი კონცენრაციით,
სადაც წარმოდგენილია 5 მსხვილი სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ
ბაზრის დაახლოებით 80%-ს. ინდუსტრიის ფინანსური ფუნდამენტი ძალიან
სუსტია დიდი უცხოური ჯგუფების არსებობის გამო.
რაც შეეხება, სხვა არასაბანკო ინსტიტუტებისგან შედგენილ სექტორს, ის
განუვითარებელია. ზემოაღნიშნული სექტორი 2016 წლის 31 დეკემბრის
მდგომარეობით მოიცავს 81 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას (2017 წლის
აპრილის მონაცემებით - 88), 11 საკრედიტო კავშირს (არასაბანკო საკრედიტო
დაწესებულებებს) (2017 წლის აპრილში 10) და 2 სალიზინგო კომპანიას
(საპენსიო სქემებს). არასაბანკო სექტორში ფორმირებული აქტივების მთლიანი
რაოდენობა შეადგენს მშპ-ის 18%, რომელიც 2010 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე 10%-ით მეტია, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
დაშემდგომში უკვე სადაზღვევო კომპანიები თამაშობენ მთავარ როლს. 4
რეკომენდაცია:
ზემოაღნიშნული მიგვანიშნებს ბანკის როგორც უმნიშვნელოვანესის
საფინანსო ინსტიტუტის როლზე ჩვენიქვეყნის ფინანსურ სისტემაში სისტემური

4
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109

22
რისკის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორზე. საქართველოში, სადაც
საბანკო სფეროს უკავია მთელი ფინანსური ბაზრის უდიდესი ნაწილი და
მეზობელი ქვეყნებისა თუ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე რყევებს
შეუძლიათ უდიდესი ზეგავლენის მოხდენა და თუნდაც ერთი საშუალო ზომის
ან სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკის გაკოტრებამ კი შეიძლება გამოიწვიოს
ფინანსური კოლაფსი, ამდენად საბანკოს სფეროსა და ზოგადად, ფინანსური
სეგმენტის სწორი და ეფექტური ზედამხედველობა, ქვეყნის საფინანსო
სისტემის გამართული ფუნქციონირების საფუძველია. საქართველოს
ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს მისი საზედამხედველო ამოცანის
შესრულება, რაც გამოიხატება საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა
და გამჭვირვალობის ხელშეწყობაში, მომხმარებელთა და ინვესტორთა
უფლებების დაცვაში. ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს ეროვნული
ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და
ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას,
სისტემური რისკის კონტროლს და პოტენციური რისკების შემცირებას.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კუთხით ამ მხრივ აუცილებლად უნდა
აღინიშნოს 2016 წელი, როდესაც გატარდა ბევრი მნიშვნელოვნი ხასიათის
ცვლილებები. კერძოდ, ე.წ. „ონლაინ სესხების“ გამცემი ორგანოების
რეგულირების მიზნით 2017 წლის იანვარში საქართველოს სამოქალაქო
კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად განისაზღვრა მათთვის
დადგენილი საკომისიოსა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა
ზღვარი. გარდა ამისა, მოხდა „კომერციული ბანკების მიერ საბანკო
მომსახურების გაწევისას მომხმარებლებისათვის აუცილებელი ინფორმაციის
მიწოდების წესი“-ის განახლება, რომელიც უკეთ პასუხობს არსებულ
გამოწვევებს და არ ვრცელდება მხოლოდ კომერციულ ბანკებზე, არამედ
საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელზე. ამ მიმართულების უფრო
გააქტიურებისა და გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე ფინანსური
განათლების უფრო ეფექტურად გავრცელების მიზნით, 2017 წლის დასაწყისში

23
გატარებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს
ეროვნულ ბანკში აქამდე არსებული „მომხმარებელთა უფლებების განყოფილება
გარდაიქმნა „მომხმარებელთ უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების
დეპარტამენტად“.
ამასთან, 2014 წელს საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული რისკების
მიტიგაციის მიზნით კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაფინანსურ სექტორში
საქმიანობა. რის შედეგადაც 2015 წლის განმავლობაში კომერციული ბანკები
გამოვიდნენ აღნიშნული სფეროებიდან(სადაზღვევო კომპანიები, არასაბანკო
ინსტიტუტები და არაფინანსურიკომპანიები), მათ შორის ჯგუფის
სტრუქტურის ცვლილებებისა და რეორგანიზაციის გზით.

24
2.2. ზედამხედველობის სტრუქტურა - ცენტრალური ბანკი
ფინანსური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო

საბანკოკრიზისმა, სწრაფმასტრუქტურულმა ცვლილებებმა და საბანკო


გლობალიზაციამ გამოკვეთა საბანკო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი
როლი. საბანკო ზედამხედველობის სტრუქტურის განსაზღვრის მთავარი
საკითხია ვინ განახორციელებს ზედამხედველობის პროცესს: ერთი მთავარი
ავტორიტეტი თუ რამდენიმე? რა როლი უნდა ითამაშოს ცენტრალურმა ბანკმა
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში? მისი პასუხისმგებლობა უნდა
გავრცელდეს მხოლოდ საბანკო სეგმენტზე თუ მთლიან ფინანსურ სექტორზე?
ზედამხედველობის მოდელები მართლაც ძალიან განსხვავდება
ერთმანეთისგან. ისეთი ქვეყნებში, როგორებიცაა ნიდერლანდები (ჰოლანდია)
და ესპანეთი საბანკო ზედამხედველობა ხორციელდება ცენტრალური ბანკის
მიერ, მონეტარული პოლიტიკის გატარების პარალელურად. გაერთიანებული
სამეფოში და იაპონიაში არსებობს ცენტრალური ბანკისგან დამოუკიდებლად
მოქმედი სააგენტოები, რომლის ფუნქციებშიც შედის საბანკო სეგმენტის,
ბაზრებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების ზედამხედველობა. ევრო არეალში,
2014 წლის ნოემბრიდან ჩამოყალიბებულია ცენტრალური ბანკების საერთო
სისტემა, რომელშიც ევროპის ცენტრალური ბანკი ევრო არეალში შემავალი
ქვეყნების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ახორციელებენ
საფინანსო სფეროს ზედამხედველობას.
საწყის ეტაპზე გავრცელებული იყო საბანკო ზედამხედვლობის
განხორციელების ერთავტორიტეტიანი მოდელი, რომელიც ახორციელებდა
საბანკო სფეროს ზედამხედველობას და ზედამხედველ ორგანოდ
გვევლინებოდა ცენტრალური ბანკი (იხ. ცხრილი N4).
ცხრილი N4გვიჩვენებს ცენტრალური ბანკის, როგორც საბანკო
ზედამხედველის როლს მსოფლიოს 73 ქვეყნის მაგალითზე, რომელშიც
ზედამხედველი ორგანოები დაჯგუფებულები არიან შემოსავლების დონის
მიხედვით. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მათი

25
60% საბანკო ზედამხედველობას ახორციელებდა ცენტრალური ბანკის
მეშვეობოთ, აქედან 39 ქვეყანა იყენებდა საბანკო ზედამხედველობის
ერთავტორიტეტიან მოდელს, 4 ქვეყანა კი -მრავალავტორიტეტიანს (ამ
შემთხვევაში, გარკვეული პასუხისმგებლობების გადაცემა ხდება ცენტრალურ
ბანკზე). ამავე ცხრილის მიხედვით, იკვეთება ცენტრალური ბანკის მიერ
ზედამხედველობის ერთავტორიტეტიანი მოდელის გავრცელების საერთო
ტენდენცია.
უმნიშვნელოვანესი საკითხია ცენტრალური ბანკის როლი ფინანსური
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში და ერთავტორიტეტიანი ან
მრავალავტორიტეტული მოდელის ჩამოყალიბების საკითხი. ერთ-ერთი
დადებითი არგუმენტი ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსური ზედამხეველობის
განხორციელებისას ისარის, რომ ის პირველი იღებს და აქვს სრულყოფილი
ცოდნა საბანკო სისტემის მდგომარეობისა და მისი საქმიანობის შესახებ. მას
შეუძლია სისტემური პრობლემების დროული იდენტიფიცირება და
რეაგირება,ანომალიების გამოვლენის შემთხვევაში.ამასთან,ცენტრალურ ბანკს
უფრო მარტივად შეუძლია მოარგონ მათი სისტემური თუ
მაკროპრუდენციული ხედვა საბანკო სისტემას, ვიდრე დამოუკიდებლად
მოქმედ სააგენტოს.თუმცა, ცენტრალური ბანკის მიერ საბანკო
ზედამხედველობის განხორციელებისას ჩნდება ინტერსეთა კონფლიქტის
წარმოშობის საშიშროება ზედამხედველობის განხორციელების კუთხით და
მონეტარული პოლიტიკის რეალიზაციის მხრივ. ინტერესთა კონფლიქტი
განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეკონომიკური კრიზისის დროს, რადგანაც
ცენტრალურმა ბანკმა შეიძლება თავიდან აიცილოს საბანკო შემოსავლების
შემცირება წამგებიანი მონეტარული პოლიტიკის ხარჯზე ან მოახდინოს
ბანკების საკრედიტო პოლიტიკის ლიბერალიზაცია ექსპანსიონისტური
მონეტარული პოლიტიკის რეალიზაციისათვის.
თუმცა დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც შეინიშნებაფინანსურ
სექტორში მომუშავე კომპანიების ზრდის ტენდენცია და ფინანსური
კონგლომერატები,ბანკები, ფასიანი ქაღალდებისა და სადაზღვევო

26
ინდუსტრიების წარმომადგენლებიჩამოყალიბდნენ ყველაზე უფრო
მძლავრკორპორაციებად დაფინანსური ზედამხედველობა ხორციელდება არა
მხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ ზემოაღნიშნული ტიპის კომპანიებზეც,
ზედამხედველის ფუნქციების გაფართოებას და მის თავმოყრას ერთი
ავტორიტეტის ხელში გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, ეს გამოიწვევს
უფლებამოსილების ცენტრალიზაციას, რომელიც სხვა შემთხვევაში
გადანაწილებული იქნებოდა სხვადასხვა სააგენტოებს შორის და რამაც
საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი ფინანსური სისტემის
მოშლა.ამის საწინააღმდეგოდ იკვეთება მრავალავტორიტეტული
ზედამხედველობის ჩამოყალიბების იდეა, რომლის მიხედვითაც საქმიანობისა
და ლიცენზირების სხვადასხავასფეროს დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს
ეყოლებათ სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანო.
ზედამხედველობის განხორციელების შუალედური ვარიანტია
ცენტრალური ბანკისათვის სისტემურად მნიშვნელოვანი უფლებამოსილების
მინიჭება და სხვა ფუნქციების დამოუკიდებლად მოქმედი ინსტიტუტისათვის
გადაცემა, მაგალითად მომხმარებლების უფლებების დაცვის სააგენტოს
ჩამოყალიბება და ა.შ. კიდევ სხვა ალტერნატიული ვარიანტია
ზედამხედველობის მთელი უფლებამოსილების გადაცემა დამოუკიდებლად
მოქმედი სააგენტოსათვის ან უფლებამოსილების დივერსიფიკაცია ფინანსური
სეგმენტების მიხედვით.
სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანია ასპექტია ზედამხედველი სააგენტოს
დამოუკიდებლობის საკითხი.Quintyn and Taylor (2004) გვთავაზობს სამ
მნიშვნელოვან ასპექტს, რომლის მიხედვითაც ზედამხედველი ორგანო
დამოუკიდებლები უნდა იყოს: 1) პოლიტიკურად, ანუ საბანკო
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს დირექტორატისდანიშვნა
უნდა ხდებოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხმათა უმრავლესობითდა
არა მთავრობის მეთაურის ან რომელიმე ავტორიტეტის ერთპიროვნული
გადაწყვეტილებით; 2) იმ ბანკებისგან, რომელთა ზედამხედველობაც
ხორციელდება. მაგალითად, კომერციული ბანკების მიმართ

27
ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მათი სწორი რეგულირების
მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები დაცული უნდა იყოს სასამართლოს
მხრიდან გაუმართლებელი ჩარევისაგან; 3) საზედამხედველო სააგენტოს
მეთაურის უსაფუძვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობისაგან. ის არსებულ
თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს ოპტიმალური (რეალური) და
ფიქსირებული ვადით, რათა შეძლოს შემუშავებული პოლიტიკის ეფექტურად
განხორციელება და მიეცეს საჭირო მაკორექტირებელი ღონისძიებების
გატარების შესაძლებლობა. ცხადია, საბანკო ზედამხედველის
დამოუკიდებლობის ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებულია ქვეყანაში
არსებული მმართველობისა და ანგარიშვალდებულების ზოგად
სტანდარტებთან.5
მიუხედავად იმისა, რომ საკამაოდ მნიშვნელოვანია ზედამხედველი
ორგანოს დამოუკიდებელობის საკითხი და მისი გათავისუფლება
არასასურველი ზეგავლენისგან, რაც ვლინდება უფლებამოსილების
შეუზღუდავ გამოვლენაში ფინანსური სისტემის სწორი ზედამხედველობის
განსახორციელებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალაუფლების ის დონე,
რომელსაც ფლობს და იყენებს ზედამხედველი ორგანო.
ქვემოთ მოცემულია სამი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც
განსაზღვრავს ძალაუფლების რა დონე უნდა მიენიჭოს ზედამხედველ ორგანოს
და ზოგიერთ შემთხვევებში როგორ შეიძლება შეიზღუდოს ის: 1) მას უნდა
გააჩნდეს შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაუყოვნებლივ
გატარების შეაძლებლობა ბანკების ფინანსური მდგრადობის გაუარესების,
უკიდურესად ექსტრემალურ სიტუაციებში პრობლემური ბანკების
რეკონსტრუქციისა და რეორგანიზაციისა მათი გადახდისუუნარობისა და
ფინანსური არამდგრადობის ფაქტების გამოვლების შემთხვევაში; 2) როდესაც
შეინიშნება საკანონმდებლო მოთხოვნებისა და მარეგულირებელი ნორმების
დარღვევის ან ბანკის არაკეთილგონიერი და გაუფრთხილებელი მოქმედებების,
სიფრთხილისა და წინდახედულობის, დისკრეციის ფაქტების გამოვლენა

E Philip Davis and Ugochi Obasi, The Effectivness of Banking Supervision, Working Paper N09-27,
5

Voleme I, Page 6

28
ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში; 3) საზედამხედველო ორგანოს
უნდა ჰქონდეს თავისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება
სასამართლოს მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის გარეშე. სასამართლოს უნდა
შეავსოს და გააძლიეროს ზედამხედველის უფლებამოსილება და არა პირიქით.
მაგალითად, არ მოახდინოს მისი გადაწყვეტიელების ანულირება
დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე. საჭიროა ზედამხედველი ორგანოს
და მათ ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს შორის, ასევე
სასამართლო ხელისუფლებასა და ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას
შორის გარკვეული ბალანსის მიღწევა ეფექტური საზედამხედველი პოლიტიკის
გატარებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
როდესაც ვსაუბრობთ ზედამხედველობის სტრუქტურის თეორიულ
აპექტებზე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ საკითხებთან
დაკავშირებით ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის პრინციპები გვაძლევს
მხოლოდ ძირითად, საბაზისო წინამძღვრებს ეფექტური საზედამხედველო
პოლიტიკის გასატარებლად, თუმცა რეალურად ზემოაღნიშნული პრინციპების
პრაქტიკაში დანერგვა ხდება ქვეყნების ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისა
და საკანონმდებლო სპეციფიკის შესაბამისად, ამიტომ ვფიქრობ
მნიშვნელოვანია ზოგიერთი განვითრებული ქვეყნის მაგალითების განხილვაც.
საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის
სისტემის მაგალითი, რომელსაც გამოირჩევა გარკვეული
თავისებურებებით.2012 წელს გამოქვეყნებული FSAგახდა
გაერთიანებულისამეფოს ფინანსური რეგულირების ახალი „ჩარჩო“, რომლის
მიხედვითაც ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა BoE-ს
ანუ ინგლისის ბანკსდაქვემდებარებულ სააგენტოს - ახლად დაარსებულ FPC-
ის, რომელიც შედგება ინგლისის ბანკის დირექტორატისგან. 1998 წელს
ინგლისის ბანკის მიერ მიღებულ აქტში შესწორებების შეტანის შედეგადაც FPC-
ს მიენიჭა ფინანსური სტაბილურობის, რისკების იდენტიფიცირების, შეფასების,
მონიტორინგისა და ქმედითი ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება
მთელი ფინანსური სისტემის მასშტაბით, რაც აგრეთვე გულისხმობს

29
არაფინანსურ სისტემაში წარმოშობილი რისკების იდენტიფიცირებას(მოიცავს
სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ბაზარის რეგულირების საკითხებს).
ზემოაღნიშნულმა აქტმა,FPC-ს საზედამხედველო საქმიანობის
განხორციელების კუთხითმიანიჭა რეკომენდაციების გაცემის
უფლებამოსილება HMT-თვის ფინანსური სექტორის შემადგენლობაში
შემავალი ინსიტუტების რეგულირების საზღვრებთან ანუ ზედამხედველობის
პერიმეტრთან დაკავშირებითდა სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებისა
შესაძლებლობა.საყოველთაო რეგულირების განხორცილებისა და საჯარო
ფინანსების უსაფრთხოების დაცვის უფლებამოსილება დარჩა HMT-ის და
სახაზინოკანცლერს.
ამავე აქტის მიხედვით ჩამოყალიბდა ახალი საზედამხედველო
ორგანოები. უმსხვილესი საინვესტიციო ფირმების, სადეპოზიტოდა
სადაზღვევო ორგანიზაციების პრუდენციული რეგულირების საკითხი
გადაეცაინგლისს ბანკის საქვეუწყებო დაწესებულებას, ახალ
მიკროპრუდენციულ ზედამხედველსPRA-ს, რომლის ფუნქციებშიც შედის
გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემაზე ნებისმიერი უარყოფითი
ზეგავლენის თავიდან აცილება, (პრუდენციული ზედამხედველობის
თვალსაზრისით ანუ ლიკვიდობა, აქტივები, რისკები და ა.შ), ბიზნესის
სფეროში რეგულირების საკითხების წარმართვის უფლებამოსილება კიმიენიჭა
FCA-ს, რომელიც ფლობს მომხმარებლებისა და ბაზრის მონაწილეების
უფლებების დაცვის ყველანაირ ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს
კონკურენტუნარიანი სიტუაციის წახალისებას, მომხმარებლებთან
ურთიერთობას და ა.შ. ორივე ორგანიზაციამ საქმიანობა დაიწყო 2013 წლის
აპრილში.ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებსმოეთხოვებათ ფინანსური
ზედამხედველობის განხორციელება ფინანსური ზედამხედველობის
ევროპული სისტემის ფარგლებში.
ინგლისის ბანკიარის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომლის
პასუხისმგებლობაშიც შედის ბანკების, მნიშვნელოვანი საინვესტიციო
ფირმების, ბაზრის სხვა მნიშვნელოვანი მონაწილეებისა და სამშენებლო

30
საზოგადოებების გაკოტრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი
რეაგირება, U.K-ის სპეციალური რეზოლუციის რეჟიმის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული ორგანო, ფინანსური კრიზის თავიდან არიდების მიზნით,
ფლობს ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებას. გარდა
ამისა, მის ფუნქციებში შედის სისტემურად მნიშვნელოვანი ფირმების
რეგულირების საკითხებიც, გამჭვირვალე და გადახდისუნარიანი ფუნდამენტის
შესაქმნელად.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის საკითხს, ზედამხედველის საოპერაციო
საქმიანობის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მართვის
საკითხები განსაზღრულია კანონმდებლობით და საჯაროა. არც ერთ ორგანოს
არ შეუძლია მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ის სრულიად თავისუფალია
ბანკებისა და საბანკო ჯგუფების ზედამხედველობისას საჭირო ღონისძიებების
გატარებაში.
PRA არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის
დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ინგლისის
ბანკი. ბორდის უმეტესობა დაკომპლექტებულია კანონით დამოუკიდებელი
პირებისაგან, რომლებიც არ არიან საჯარო სექტორში აღმასრულებელ
თანამდებობაზე მომუშავე პირები. ინგლისის ბანკის დირექტორთა საბჭო
წარმოადგებს მის მმართველ ორგანოს და ამტკიცებს PRA-ს ბიუჯეტს.
FCA შეიქმნა როგორც ცალკე კომპანია, რომელსაც ფლობს საოპერაციო
დამოუკიდებლობას მიუხედავად მისი საბოლოო ანგარიშვალდებულებისა
მთავრობისა და პარლამენტის წინაშე.FCA-ს დაფინანსება ხდება მათ
ზედამხედველობას დაქვემდებარებული ინსტიტუტებისგან, რომლებსაც უწევს
კონსულტაციებს და ამ მხრივაც არ ექვემდებარებიან ცენტრალური მთავრობის
საბიუჯეტო კონტროლს, თუმცა PRA-ს ევალება თავისი ბიუჯეტის
გამოქვეყნებისა და ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება.

31
მთავრობა ვერ ერევა რეგულირებს ყოველდღიურ ოპერაციებში
დაგააჩნია ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები.6
გერმანიის საბანკო სექტორი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: კერძო
კომერციული ბაკების, საზოგადოებრივი შემნახველი ბანკებისა და საბანკო
კოოპერატივებისაგან. 2016 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგად ბოლო ათწლეულის განმავლობაში
გამოიკვეთა გერმანიის სამსვეტანი საბანკო სისტემის სტაბილურობისა და
კონსოლიდირების ტენდენცია, 1995 წელთან შედარებით, როდესაც
საბანკოინსტიტუტების რიცხვი დაახლოებით 50%-ით შემცირდა.
2014 წლიდან SSM-ის ფარგლებში გერმანიის საბანკო სისტემის
ზედამხედველობახორციელდება სამი ავტორიტეტისBaFin-ის, Bundesbank-ის
და ECB-ის მიერ. SSMარის ერთიანი საბანკო ზედამხედველობის მექანიზმი
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, რომელიც შედგება ევროპის
ცენტრალური ბანკისადა NCAs-გან ანუ ადგილობრივი შესაბამისი
კომპეტენციისმქონე ორგანოებისაგან. საერთო ზედამხედველობის მექანიზმის
(SSM)ფარგლებში საკრედიტოინსტიტუტები დაყოფილია „მნიშვნელოვან“ და
„ნაკლებად მნიშვნელოვან“კატეგორიბად. ევროპის ცენტრალური ბანკი
ახორციელებს გერმანიის “მნიშვნელოვანიინსტიტუტების”ზედამხედველობას,
რომელშიც შედის გერმანიის 21 საბანკო ჯგუფი. 2016 წლიდან ევროპის
ცენტრალური ბანკის პირდაპირ ზედამხედველობას დაქვემდებარებული
German bank(Deutsche Bank) გახდა გლობალურად სისტემურად მნიშვნელოვანი
ბანკი(G-SIBs) და შედის ფინანსური სტაბილურობის საჭოს (FSB)
შემადგენლობაში. BaFin და Bundesbank ზედამხედველობას უწევს საბანკო
ჯგუფში შემავალ ნაკლებად მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, ევროპის
ცენტრალური ბანკისზედამხედველობის ქვეშ. ის ინსტიტუტები, რომლებიც
ექვემდებარება BaFin-ის რეგულირებას დაყოფილია ოთხ ჯგუფად:
კომერციული ბანკები (182), საშემნახველო ბანკების სექტორსმიკუთვნებული

6
United Kingdom Finanacial Sector Assessment Program, Detailed Assessment of Observance of the
Basel Core Principles for Effectice Banking Supervision, IMF Country Report 16/166, June 2016, Pages
12-21,

32
ინსტიტუტები (425), კოოპერატივის სექტორს მიკუთვნებული ინსტიტუტები
(1 052) და სხვა ინსტიტუტები (121). კომერციული ბანკების ჯგუფი აერთიანებს
მსხვილ ბანკებს, კერძო კომერციულ ბანკებს და სხვა ქვეყნის საბანკო
დაწესებულების ადგილობრიივ ფილიალებს, შემნახველი ბანკების ჯგუფი კი -
საზოგადოებრივ და დამოუკიდებელ შემნახველ ბანკებს და ამ ორი ვარიანტის
კომბინაციას- Landesbanken-ს. კერძო საკრედიტო კოოპერატივების გარდა
კოოპერატივების სექტორი მოიცავს DZ Bank-ს და WGZ Bank-ს. სხვა
ინსტიტუტების ჯგუფი აერთიანებს სამშენებლო საზოგადოებებს
(Bausparkassen), Pfandbrief banks - ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობით დაკავებულ
ბანკებს და სხვ. 2014 წლის ბოლოს BaFin ზედამხედველობას უწევდა 12 კერძო
და 9 საჯარო სამშენებლო საზოგადოებებს.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის საკითხს, ზედამხედველის საოპერაციო
საქმიანობაში დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მართვის
საკითხები განსაზღრულია კანონმდებლობით და საჯაროა. არც ერთ ორგანოს
არ შეუძლია ზედამხედველობის დამოუკიდებლობის საკითხებში ჩარევა.
ზედამხედველი სრულიად თავისუფალია ბანკებისა და საბანკო ჯგუფების
ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების გატარებაში.
ევროპის ცენტრალური ბანკის ინსტიტუციონალური დაფინანსური
დამოუკიდებლობა განსაზღვრულია 130 Article-ის მიხევით- Treaty on the
Functioning of the European Union.BaFin არის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, რომელიც ინსტიტუციონალურად და ორგანიზაციულად
დამოუკიდებელია ფინანსთა სამინისტროსგან.Bundesbank, როგორც
ევროსისტემის ეროვნული ცენტრალური ბანკი საქმიანობს დამოუკიდებლად.
საბანკო ზედამხედველობის ფუნქციების შესრულებისას Bundesbank
ვალდებულია დაიცვას ევროპის ცენტრალური ბანკისა და BaFin-ის
სახელმძღვანელო მითითებები. Bundesbank-ის დამოუკიდებლობის საკითხი

33
გერმანიის ფედერალური მთავრობის მითითებებით პირდაპირ
დადასტურებულია Bundesbank-ის აქტის მე-12 მუხლის მიხედვით.7
რაც შეეხება ფინანსური ზედამხედველობის ერთავტორიტეტიან
მოდელს, სადაც საბანკო ზედამხედველობის განხორციელება ხდება ერთი
ინსტიტუტის მიერ ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს იტალიისმაგალითის
განხილვა.
იტალიიი საბანკო ზედამხედველო ხორციელდება Banca d’Italia (BI)-ის
მიერ, რომელსაც აქვს კარგად განსაზღვრული და ინტეგრირებული მიდგომა.
ზედამხედველობის განხორციელებისას ის იყენებს გარე ანალიზისადა
ადგილზე შემოწმების მეთოდოლოგიას, ასევემონაცემების ანალიზს.
იტალიის საბანკო სისტემის სტრუქტურა არ შეცვლილლა 2006 წლიდან,
რომლის მონაწილეებს წარმოადგენენს ცენტრალური ბანკი, კომერციული
ბანკები, ფინანსური კომპანიები, აქტივების მართვის კომპანიები, სადაზღვევო
კომპანიები და საპენსიო ფონდები, გარდა ამისა ბანკებს(მთლიანი აქტივების
75% და მშპ-ის 256%) და სადაზღვევო (მთლიანი საფინანსო სისტემის 9.7% და
მშპ-ის 33%) კომპანიებს უკავიათ მთელი ფინანსური სისტემის უდიდესი
ნაწილი (მთლიანი საფინანსო სისტემის 75% და მშპ-ის 256%).2011 წლიდან
მოყოლებული ტოპ 2-5 ბანკი ფლობს მთლიანი საბანკო სისტემის აქტივების
31%-ს. იტალიის საბანკო სექტორი შედგება დიდი რაოდენობით პატარა
კორპორაციებიისა და რეგიონალური ბანკებისაგან.
BI-ს ეკისრება პასუხისმგებელია ბანკების ლიცენზირებისა და მათი
ლიკვიდაციის საკითხებზე. 2005 წელს კანონმდებლობაში შესული
ცვლილებების შედეგად საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა
ზედამხედველის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებლებისა და
გამჭვირვალეობის საკითხები.
ჩვენს ქვეყანაში ზედამხედველობის განმახორციელებელორგანოდ
გვევლინება საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც 2009 წლის
დეკემბრიდან, პასუხისმგებელია საფინანსო ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა -

7
Germany Finanacial Sector Assessment Program, Detailed Assessment of Observance of the Basel Core
Principles for Effectice Banking Supervision, IMF Country Report 16/196, June 2016, Pages 7-12, 17-18

34
კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების,
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის
ზედამხედველობასა და რეგულირებაზე. ფინანსური სტაბილურობის მაკრო და
მიკრო ასპექტების ერთი ორგანიზაციის ქვეშ მოქცევა, ფინანსური სისტემის
გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად
განიხილება.
როდესაც ვსაუბრობთ, საქართველოს ეროვნული ბანკის -
ზედამხედველობის განმახორციელებელიორგანოს უფლებემოსილების,
პასუხისმგებლობის, ძალაუფლებისა და სხვა საკითხებზე ვფიქრობ
მნიშვნელოვანია, ზემოთგანხილული ქვეყნების მაგალითებისა და ამავე თავში
მოყვანილი ზოგადი თეორული ასპექტების განხილვა საქართველოსთან
მიმართებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც სწავლობს საბანკო
ზედამხედველობისთვის შესაფერისი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობას,
მაგალითის სახით განხილულ ქვეყნებთან მიმართებაში ამბობს, რომ მათ
კარგად აქვს ჩამოყალიბებიული ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც
აუცილებელია ზედამხედველობის პირველი პრინციპის, კერძოდ უფლებების,
მოვალეობებისა და ძალაუფლების დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზედამხედველი
ორგანოს ფუნქციები, ამოცანები, უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და
დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ ორგანული კანონით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა
სამართლებრივი აქტებით.
„ზედამხედველობის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის ამოცანაა
საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალეობის
ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის
შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო
სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი

35
გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური
რისკების შემცირებას“8.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის
ზედამხედველობის თვალსაზრისით განახორციელოს მის ზედამხედველობას
დაქვემდებარებული ინსტიტუტების საქმიანობის ზედამხედველობა
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და სხვა
ნორმატიული აქტების შესაბამისად, ფულადი გზავნილების
განმახორციელებელი პირების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების
საქმიანობის რეგულირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი
ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით; გამოსცეს შესაბამისი
დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და
დააწესოს შესაბამისი სანქციები, უარი განუცხადოს რეგისტრაციაზე,
ლიცენზრებაზე ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის
კონფიდენციალური) და სხვ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2013 წლის საქართველოს ფინანსური
სექტორის შეფასების ანგარიშიდან ირკვევა, რომ: „საზედამხედველო ფუნქციებს
უნდა მიენიჭოს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც საქართველოს ეროვნული
ბანკის უპირველეს ამოცანას - ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას“.
9 საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მინიჭებული უფლებებისა და
მოვალებების განხილვისას აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული
ბანკი თავისი საზედამხედველო ფუქნციის განხორციელებისას ეყრდნობა
კანონით მასზე მინიჭებულ ძალაუფლებას, თუმცა რეკომენდირებულია
მინიჭებული უფლებამისილებების განმარტება საკანონმდებლო დონეზეც.
„კანონმდებლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და
ამოცანების განსაზღვრისასსაზედამხედველო ფუნქციების შესრულებას ენიჭება
მეორადი როლი, მის პირველ ფუნქციასთან - ფასების სტაბილურობის

8
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, თავი VIII, მუხლი
47
9
Georgia Financial System Stability Assessment, IMF Country Report 14/355, December 2014, Page 43

36
შენარჩუნებასთან შედარებით. თუმცა, პრაქტიკულად არ იკვეთება
ზედამხედველობის კუთხით კომპრომისზე წასვლის ტენდენცია. ამასთან,
საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამედველო მიზნების მიღწევისას
ემყარება თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას, თუმცა მნიშვნელოვანია
კანონმდებლობაში მისი უფლებამოსილების უფრო დაზუსტება
დამკაფიოგანმარტების მიცემა.“10
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნული ბანკის
დამოუკიდებლობის საკითხებზე, ვფიქრობ მისი დახასიათება უნდა
მოვახდინოთ Quintyn and Taylor (2004)-ის მოდელის მიხედვით, რომლის
პირველი ასპექტია პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის მიხედვით: „საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის
საქმიანობაში. საკანონმდებლო აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არ
აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა
საქართველოს კონსტიტუციით და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.“ 11 რაც შეეხება, ზედამხედველი ორგანოს საბჭოსა და მისი
დირექტორატის დაკომპლექტების საკითებს: „საქართველოს ეროვნულ ბანკის
საბჭოს წევრებისა არჩევა ხდება 7 წლის ვადით პარლამენტის მიერ სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს
პრეზიდენტი, თუ იგი აღარ არის საბჭოს წევრი; დაკარგა ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება, რადგან არის საჯარო
მოსამსახურე ან სახელმწიფო მოსამსახურე; ვერ ასრულებს თავის მოვალეობას
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან გარდაიცვალა.“12
რაც შეეხება, მე-2 ასპექტს საქართველოს ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს მის ზედამხედველობას

10
Georgia Financial System Stability Assessment, IMF Country Report 14/355, December 2014, Pages 45
11
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, თავი I, მუხლი 4,
პუნქტი 1;
12
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მეექვსე, მუხლი 96;

37
დაქვემდებარებულ ორგანოებს, თუმცა ეს არ აჩერებს ეროვნული ბანკის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს.
და ბოლოს, მესამე ასპექტი, რომლის შესახებაც შეგვიძლია ვისაუბროთ ეს
არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაყენების საკითხი.კონსტიტუციის
დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის
სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს იმპიჩმენტის
წესით აღძრას საბჭოს წევრების გადაყენების საკითხი. თუ საკონსტიტუციო
სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა ქმედებაში დანაშაულის
შემადგენლობის ნიშნების არსებობა ან კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტის
დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა განიხილავს და კენჭს უყრის
პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
„... მიუხედავად კადრების დენადობისა და შრომის ანაზღაურების
კუთხით არსებულიარაკონკურენტული მდგომარეობისა, შიდა სწავლებების და
ტრეინინგების დაბალი დაფინანსებისა, უნდა აღინიშნოს, რომ
ზედამხედველობის სფეროში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაცია
შთამბეჭდავია“.
„საქართველოს მთავრობა არ ერევა ზედამხედველობის განხორციელების
პროცესში“. 13
გარდა ამისა, ამავე ანგარიშში აღნიშნულა, რომ არ არსებობს მკაფიო
იურიდიული დებულება, რომელიც ადექვატურად დაიცავდა ზედამხედველს
შეცდომების დაშვებისგან ან თავისი საქმიანობის კეთილსინდისიერად
განხორციელებისას წარმოშობილი შესაძლო მოვლენებისგან.
საინტერესოა ზედამხედველი ორგანოების დაფინანსების წყაროების
განხილვა. ინგლისის მაგალითიდან ირკვევა, რომ FCA-ს დაფინანსება ხდება
საკუთარი წყაროებიდან და ის ეკონომიკურად დამოკიდებული არ არის
სახელმწიფო ბიუჯეტზე. რაც შეეხება საქართველოს, „ეროვნული ბანკი
ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთრი
სახსრებით“. ეროვნული ბანკის შემოსავლების ფორმირება ხდება რეზერვების

13
Georgia Financial System Stability Assessment, IMF Country Report 14/355, December 2014, Pages 43

38
განთავსებით,ბანკებზე გაცემულ სესხებზე პროცენტის დარიცხვით და
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული ოპერაციების შედეგად.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ვალდებულია საქართველოს პარლამენტს
წარუდგინოს არააუდირებული საბალანსო უწყისი საანგარიშგებო წლის ბოლო
სამუშაო დღის მდგომარეობით. საანგარიშგებო წლის ასრულებიდან 4 თვის
განმავლობაში კი ეროვნული ბანკი უზრუნველყოს გასული წლის
აუდირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასა და მისი დამტკიცების
მიზნით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას.
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი იქმნება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე,
რომლის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და
რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ის
უფლებამოსილია განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის
რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; განიხილოს
საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნები ეროვნული ბანკის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით
მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომლის საბოლოო
გადაწყვეტილების საფუძველზეც საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს
შესაბამის სამართლებრივ აქტს.
რაც შეეხება ზედამხედველობის სტრუქტურაც, როგორც ინგლისისა და
გერმანიის მაგალითებიდან დავინახეთ, ამ ქვეყნებში ზედამხედველობა
ხორციელდება ერთდროულად რამდენიმე ინსტიტუტის მიერ, რომელთა
შორისაც გადანაწილებულია საზედამხედველო ფუნქციები. იტალიის
მაგალითადან გამომდინარე, რომლის საფინანსო სექტორიც ძალიან გაქვს
საქართველოსას, ფინანანსური ზედამხედველობის განმახორციელებელ
ორგანოდ გვევლინება ცენტრალური ბანკი, რომლის ხელშიც თავმოყრილია
საბანკო და არასაბანკო სფეროს რეგულირების საკითხები.

39
რაც შეეხება მე-3 პრინციპს ანუ ურთიერთთანამშრომლობას სხვა
ქვეყნების ორგანოებთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკი თავისი
კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო
თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში. ასევე, თავისი კომპეტენციის
ფარგლებში წარმოადგენს და თანამშრომლობს სხვა ქვეყნების შესაბამისი
საფინანსო სექტორის ზედამხედველ ორგანოებთან, რაც შეიძლება მოიცავდეს
მათ შორის ინფორმაციის გაცვლას, კონფიდენციალურობის შენარჩუნების
პირობით და ა.შ.
ამრიგად, ზემოთგანხილული საკითხებიდან და სხვადასხვა ქვეყნის
საფინანსო სფეროს ზედამხედველობის გამოცდილებიდანგამომდინარე
მიმაჩნია, რომ მთელს მსოფლიოში დღეს-დღეისობით ჩამოყალიბებული
ტენდენცია ე.წ. „ორი ტყუპის მოდელის“ შესახებ ჩვენს ქვეყაანაში ჯერ კიდევ
განოხორციელებელია. მიუხდევადმრავალი დადებითი შედეგისა და მიღწეული
წარმატებისა, ისეთგანვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა საბანკო
ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს ეროვნული ბანკის მიერ, ან სხვა
ალტერნატიულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებული საააგენტოს
მიერ, რომელიც წარმოადგენს ფუნქციონალურად და არა ტერიტორიულად მის
ორგანულ ნაწილს. მით უფრო როცა, 2007 წლიდან დღემდე მიღწეული
წარმატებებისა და წინსვლისა, ზედამხედველობის განხორციელების კუთხით
ჯერ კიდევ რჩება სუსტი და აღმოუფხვრელი პრობლემები, თუნდაც
საკანონმდებლო დონეზე. გარდა, ამისა მიმაჩნია, რომ ერთი ზედამხედველის
არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული რესურსების
არამიზნობრივი ხარჯვის შემთხვევებს, თუნდაც იმის გამო, რომ ეროვნული
ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ინსტიტუტების მოცულობა არც
ისე დიდია და არ არსებობს საზედამხედველო მასშტაბის შემცირების

40
საჭიროება.

41
42
43
2.3. ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების
პროცესი
ბაზელის მეხუთე პრინციპი ეხება ლიცენზირების კრიტერიუმებს, რომლის
მიხედვითაც ზედამხედველ ორგანოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება
განსაზღვროს ლიცენზიის მიღების კრიტერიუმები და უარი განაცხადოს
ლიცენზიის გაცემაზე, თუ ეს კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული.
ლიცენზიის განსაზღვრის კრიტერიუმები მინიმუმ უნდა შეიცავდეს
მფლობელთა სტრუქტურის დადგენას, ბანკის საქმიანობის სტრატეგიის, შიდა
კონტროლისა და რისკების მენეჯმენტის სისტემის შესწავლას და ბანკის
ფინანსური მდგომარეობის გააანალიზებას.14
საქართველოში კომერციული ბანკების ლიცენზირებას ახორციელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი. ინგლისში, სადაც ჩამოყალიბებულია
ზედამხედველობის ორავტორიტეტიანი ანუ ორი - ტყუპის მოდელი
ლიცენზირების სფეროში ლიდერ ინსტიტუტად გვევლინება PRA, რომელიც
FCA-თან თანამშრომლობის შედეგად ახორციელებს ლიცენზირების სფეროს
რეგულირებას.
გერმანიაში, ევროარეალიში ერთაინი საზედამხედველო სისტემის
ფარგლებში ლიცენზიის მიღება ხდება ევროპის ცენტრალური ბანკის - BaFin-ის
მიერ ლიცენზიის მაძიებელი პირის სრულყოფილი შესწავლისის შედეგად.
იტალიაშიკი სადაც საქართველოს მსგავსად ზედამხედველ ორგანოდ
გვევლინება ცენტრალური ბანკიBI-ს ეკისრება პასუხისმგებელია ბანკების
ლიცენზირებისა და მათი ლიკვიდაციის საკითხებზე.
ჩვენს ქვეყანაში, არავის არა აქვს უფლება, მოიზიდოს დეპოზიტები და
მათი გამოყენებით თავისი სახელით გასცეს კრედიტები შესაბამისი ლიცენზიის
გარეშე. ამასთან, არავის არა აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი "ბანკი" ან სხვა
სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით საბანკო ლიცენზიის გარეშე, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია

14
Basel Committe on Banking Supervision, Core Principles for Effective Banking Supervision, September
2012, Page 25

44
კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როცა კონტექსტიდან, რომელშიც
გამოყენებულია ტერმინი "ბანკი" ჩანს, რომ იგი არ აწარმოებს საბანკო
საქმიანობას (მაგ: სისხლის ბანკი)
„ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ
საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ
იურიდიულ პირებზე, რომლის განაღდებული საწესდებო კაპიტალის ოდენობა
და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი
აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო
ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები
შეესაბამებიან ამ კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის
ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების
შესაფერისობის კრიტერიუმებს. სათავო ბანკის მიერ შესაბამისი
ფილიალისათვის გამოყოფილი რესურსების ოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს“15.
საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა ხდება
განუსაზღვრელი ვადით, დაინტერსებული იურიდიული პირის შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის
საფუძველზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის N52/04 ბრძანებით „კომერიული ბანკის
ლიცენზირების წესი“ მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული
დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დედნები ან მათი სანოტარო ან აპოსტალის
წესით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლები.
ამასთან, ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ დაინტერესებულ იურიდიულ
პირებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სააქციო საზოგადოების
სამართლებრივი ფორმით,ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის
მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებენ შესაფერისობის კრიტერიუმებს და
არსებობს საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ფართობი, რაც
შეეხება საწესდებო კაპიტალის მინიმალურ მოთოვნებს 2017 წლის 3

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი II, მუხლი 4, პუნქტი 2
15

45
მაისიდან,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N61/04 ბრძანების
შესაბამისად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული
იურიდიული პირის საზედამხედევლო კაპიტალის მინიმალური ოდენობა
უნდა შეადგენდეს 50 მილიონ ლარს. ამასთან, წინამდებარე ბრძანების
გამოცემამდე ლიცენზირებული იურიდიული პირების მიმართ გაიზარდა
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები და 2017 წლის 30
დეკემბრამდე ის უნდა შეადგენსდეს 12 მილიონ ლარს, 2017 წლის 31
დეკემბრისათვის არანაკლებ 30 მილიონ ლარს, 2018 წლის 30 ივნისისათვის
არანაკლებ 40 მილიონ ლარს, 2018 წლის 31 დეკემბრისათვის არანაკლებ 50
მილიონ ლარს, რომლის ზრდაც უნდა განხოციელდეს მხოლოდ ფულადი
ფორმით.
უცხოეთის ბანკის ფილიალზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო
დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიიზიდოს დეპოზიტები. ასეთ
შემთხვევაში მასზე ლიცენზია გაიცემა, თუ წარმოდგენილი იქნება იმ ქვეყნის
შესაბამისი შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში
ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად
სწავლობს დაინტერესებული იურიდიული პირების ბიზნეს-გეგმას მისი
ადექვატურობისა და განხორციელებადობის, ასევე საბანკო სექტორში მისი
პოტენციური პოზიციისა და მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობის
შესაფასებლად. ბიზნეს-გეგმის შესწავლის მთავარი მიზანია კომერციული
ბანკის საქმიანობის სტრატეგიის შეფასება, მისი საქმიანობის მიმართულებების,
კონკურენტუარიანობის მდგომარეობისა და სხვა საკითების განსაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ახდენს წარმოდგენილი
დოკუმენტაციისა და ინფორმაციის შესწავლას და 3 თვის ვადაში იღებს
დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მინიჭების თაობაზე, რომლის
შესახებაც წერილობით აცნობებს დაინტერესებულ იურიდიულ პირს. გარდა
ამისა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის

46
გაცემისას დაურთოს მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები ან ხარვეზების
აღმოჩენის შემოთხვევაში შეაჩეროს სამ თვიანი ვადის დინება მათ
აღმოსაფხვრელად. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი
ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
ეროვნული ბანკი დეტალურად სწავლობს მფლობელების სტრუქტურას
(აქციონერები, შუალედური მფლობელეები და მნიშვნელოვანი წილის
მფლობელების), რომელიც ფიზიკური პირების შემთხვევაში გულისხმობს
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს ან უცხო ქვეყნის მოქალაქის
შემთვევაში აპოსტალით დამოწმებულ ან ლეგალიზებულ ასლს, ინფორმაციას
მოქალაქეობის რეზიდენტობის შესახებ, დეტალურ ავტობიოგრაფიას,
საქართველოში მიმდინარე პერიოდში ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში
წილის ოდენობასს ან სხვა ბიზნეს ინტერესს საქართველოს ტერიტორიაზე,
ცნობა ნასამართლეობის შესახებ, მონაცემები ფინანსური მდგომარეობის,
შემოსავლების წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ,
საგადასახადო დეკლარაციას შემოსავლების შესახებ; იურიდიული პირის
შემთხვევაში კი - სარეგისტრაციო დოკუმენტებს, უახლესი პერიოდის
(კვარტალი) აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, ცნობას ნასამართლეობის
შესახებ.
კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და
დირექტორატის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცადეს პირის განათლების,
კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებს,
ნასამართლეობის შესახებ ცნობას, ინფორმაციას გადახდისუნარიანობის ან
გადახდისუუნარობის თაობაზე, კომერციული ბანკის წინაშე არსებული
ვალდებულებების, მათ შორის ვადაგადაცილებული სესხების შესახებ;
ინფორმაციას აქციონერებთან ანპოტენციურ ადმინისტრატორებთან ნათესაური
კავშირის შესახებ;
აღსანიშნავია, რომ პირს ეკრძალება კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი
წილის ფლობა თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლების

47
ლეგალიზაციიასათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის,
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით იგი კომერციულ ბანკს წარუდგენს
შესაფერისობის დეკლარაციას. გარდა ამისა, პირს ეკრძალება იყოს კომერციული
ბანკის ადმინისტრატორი თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკურებით მძიმე
დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის, უკანონო შემოსავლების
ლეგალიზაციიასათვის ან სხვა ეკონომიკურიდანაშაულისათვის, არ აქვს
სათანადო განათლება ან გამოცდილება, ამავე დროს არის სხვა კომერციული
ბანკის ადმინისტრატორი.
რეკომენდაცია:
ლიცენზირების მინიჭების პროცესში ზემოაღნიშნულ საკითხებს
უმნიშვნელოვანესი ყურადღება ენიჭება მათი საბანკო საქმიანობაზე
პოტენციური ზეგავლენისა და შესაძლო უარყოფითი შედეგების მიტიგაციის
მიზნით. იმისათვის, რომ ბანკმა უზრუნველყოს მისი მდგრადი და უსაფრთხო
ფუნქციონირება ამისათვის რეკომენდირებულია დირექტორატისა და
მენეჯმენტის შესაფერისობის კრიტერიუმების განსაზღვრა და მათი დაცვა,
აქციონერებისა და მფლობელთა სტრუტურის შეფასება და ბიზნეს-გეგმის
პოტენციური ზეგავლენის დადგენა. ბანკის დირექტორატმა და
მენეჯმენტმაუნდა დაიცვა და შეაფასოს შემდეგი სამი
ძირითადიკრიტერიუმი,ესენია: კომპეტენცია, პატიოსნება და კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა შეფასდეს დირექტორატისა და
მენეჯმენტის კომპეტენცია, რომელიც გულისხმობსბანკის მართვის საკმარისი
გამოცდილების ქონას და ანალოგიურ სექტორსა და თანამდებობაზე მუშაობის
გამოცილებას. პატიოსნებაში იგულისხმება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა
და მენეჯმენტის წარსული საქმიანობისა და კრიმინალური მოქმედებების
შემოწმება, იმის დასაგენად დარღვეული აქვთ თუ არა გარკვეული მორალური
სტანდარტები და ეთიკის კოდექსი. რაც შეეხება კვალიფიკაციას აქ
იგულისხმება განათლებისა და CV-ის შემოწმებას.
მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და მფლობელთა
სტრუქტურის შეფასებისასუნდა მოხდეს მათგან ნათელი და ცალსახა

48
ინფორმაციის მიღება. კომპლექსური მფლობელობის შემთხვევაში
(ბენეფიციარი მესაკუთრეები), როდესაც რთული ხდება ბანკის რეალური
მფლობელების განსაზღვრა ეს უნდა იყოს პირდაპირი სიგნალი ეროვნული
ბანკისათვის, რომ მათმა საქმიანობამ შეიძლება დაარღვიოს მომხმარებელთა
უფლებები და გამოიწვიოს ფინანსური არასტაბილურობა. გარდა ამისა, უნდა
მოხდესისეთი ასპექტების შეფასება, როგორებიცაა: ბანკის აქციონერების
განზრახვა კომერციული ბანკის დაარსებისას; ადრე არსებულ ბიზნეს
საქმიანობაში არსებული წილების დადგენა და წარსული წარუმატებლობისა და
გაკოტრების შემთხვევების გამოვლენა; ფულის წარმომავლობა, რომელიც
გულისხმობს საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად მოზიდული
ფინანსური რესურები საკუთარისახსრებითან ნასესხები სახსრებით(რაც
საქართველოს შემთხვევაში აკრძალულია) დაკომპლექტების საკითხს;
აქციონერთა ფინანსური სიძლიერის შეფასება, მათ მიერდამატებითი ფულადი
სახსრების მოზიდვის უნარის გზით; აქციონერთა სხვა ინვესტიციები,
რომლებიც პირადაპირ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან (აქ
იგულისხმება კომპლექსიური ინვესტიციების განხორციელა ისეთ ბანკებში,
რომლებიც არ ექვემდებარებიან ზედამხედველობას); აქციონერებისა და
მენეჯმენტს შორის უფლებამოსილების გადანაწილების საკითები.
და ბოლოს, რაც შეეხება ბიზნეს-გეგმას, ამ შემთხვევაში ბანკი (მისი
მენჯმენტი და დირექტორათტი) ვალდებულია მკაფიოდ განსაზღვროს ბანკის
მისია და ხედვა არსებული ბაზრის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასების
შედეგად. მაგალითად, ჰოლანდიაში ზედამხედველის განმახორციელებელი
ორგანო ლიცენზიის მაძიელ პირს სთხოვს რეალური და განხორციელებადი
საპროგნოზო ფინანსური გეგმის წარდგენას საპროგნოზო ბალანსისადა მოგება-
ზარალის ანგარიშგების ფორმით.
კომერციული ბანკისათვის ლიცენზიის მინიჭებისა და უშუალოდ
საქმიანობის პროცესში უდიდესი ყურადღება ექცევა კაპიტალის
ადექვატურობის საკითხებს.ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს პერიოდულად
განუსაზღვრავს რეზერვების, განაღდებული საწესდებო კაპიტალის და

49
საზედამხედეველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობებს და მათი შექმნის წესებს.
კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ საწესდებო კაპიტალის არაფულადი ფორმით
შევსება და ფორმირება. გარდა ამის, კომერციულ ბანკს უფლება არ აქვს თავისი
საწესდებო კაპიტალი შეამციროს აქციების გამოსყიდვით ან საზედამხედველო
კაპიტალი რეზერვების გამოყენებით ეროვნული ბანკის წინასწარი
წერილობითი თანხმობის გარეშე ან საწესდებო კაპიტალის ცვლილებების
შესახებ წესდებაში სათანადო შესწორების შეუტანებლად.
საქმიანობის განხორციელების პროცესში კომერციული ბანკი
ვალდებულია დაიცვას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შემდეგი
ეკონომიკური ლიმიტები:
 საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედვეო კაპიტალის მინიმალური
ოდენობები;
 ბანკის სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებული აქტივებთან
თანაფარდობა ეროვნული ბანკის წესების შესაბამისად;
 ბანკის მიერ მოზიდული ანაბრების ზღვრული თანაფარდობა ბანკის
საზედამხედველო კაპიტალთან;
 ბანკის მიერ ერთ მსესხებელზე (ინსაიდერზე, აუთსაიდერზე) გაცემული
კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა
ბანკის საზედამხედველო კაპიტალთან;
 ბანკის მიერ ყველა ინსაიდერზე (ბანკთან, აგრეთვე ერთმანეთთან
დაკავშირებულ პირებზე) გაცემული კრედიტებისა და სხვა
ვალდებულებების საერთო თანხის თანაფარდობა ბანკის
საზედამხედველო კაპიტალთან;
 ყველა გაცემული კრედიტის და სხვა ვალდებულებების საერთო თანხის
მაქსიმალური დასაშვები მთლიანი მოცულობა, რომელიც გამოიხატება
პროცენტულად ბანკის მიერ გაცემულ ყველა კრედიტის მიმართ,
რომელიც შეიძლება გასცეს ბანკმა 10 ყველაზე მსხვილ მსესხებელზე (მათ
შორის ინსაიდერებსა და ურთიერთდაკავშირებულ პირებზე);

50
გარდა ამისა, კომერციული ბანკი ვალდებულია დაიცვას ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილ შემდეგი ეკონომიკური ნორმატივები:
 ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი
სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული
გარანტიებისა და გირაოს ჩთვლით) ღირებულებასთან ან მათი
ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს
ზოგადად აქტივებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩთვლით) ან
მათ კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებით. ბანკს აქვს
ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ეროვნულ
ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება;
 კრედიტებისა და ინვესტიციების ან მათი განსაკუთრებული სახეების
მაქსიმალური ერთობლივი თანხის შესახებ;
 აქტივებისა და გარესაბალანსო ვალდებულებების კლასიფიკაცია და მათი
შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირება და გამოყენება, აგრეთვე
ის ვადები და პირობები, რომლებითც აქტივების მიხედვით მისაღები
თანხები აღარ აღირიცხება შემოსავლებში, გარდა ნაღდად მიღებულისა;
 აკრძალვების, შეზღუდვების ან პირობების შესახებ, რომლებიც ეხება:
გაცემული კრედიტებისა და განხორციელებული ინვესტიციების
სახეობებსა და ფორმებს;
 აქტივებისა და ვალდებულებების (გარესაბალანსო და სხვა
ვალდებულებების) მიხედვით დაბრუნების ვადებისა და პროცენტების
შესაბამისობას;
 დადგენილი ლიმიტების გადამეტებებით წარმოქმნილ ღია პოზიციებს
უცხოურ ვალუტაში, ძვირფას ლითონებში ან ძვირფას ქვებში;
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული
ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, თითოეული კომერციული
ბანკი მიმართ დაადგინოს ეკონომიკური ლიმიტებისა და ეკონომიკური
ნორმატივების ინდივიდუალური მაჩვენებლები და მოთხოვნები.

51
კომერციული ბანკების ლიცენზირებისას და შემდგომი საქმიანობის
პროცესში, კაპიტალის ადექვატურობის საკითხების რეგულირების
აუცილებლობა განპირობებულია სისტემური კრიზისის წარმოშობის
ალბათობის აღმოფხვრით. კერძოდ, ბანკის ადექვატურმა კაპიტალმა უნდა
უზრუნველყოდ დეპოზიტართა და კრედიტორთა ფულადი სახსრების შენახვის
საიმედოობა, საბანკო საქმიანობის რისკებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური
შედეგების მინიმუმამდე დაყვანა, რათა ბანკის ფინანსური დანაკარგების,
ზარალისა და გაკოტრების შედეგებით გამოწვეული პროცესები არ გავრცელდეს
სხვა ბანკებზე და არ მიიღოს სისტემური ხასიათი. გარდა ამისა,
უზრუნველყოფილ უნდა იქნას საბანკო საქმიანობის განხორციელება,
გაიზარდოს საბანკო ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები როგორც
მიმდინარე, ისე სამომავლოდ და იძლეოდეს მოსალოდნელი და მოულოდნელი
ფინანსური დანაკარგებისა და ზარალის განეიტრალების საშუალებას.
ქვემოთ მოყვანილ დიაგრამებში მოცემულია ეროვნული ბანკის მიერ
კომერციული ბანკებისათვის წარდგენილი კაპიტალის ადექვატურობის
მაჩვენებლები ბაზელ I-ისა და ბაზელ III-ის შეაბამისად, აგრეთვე კომერციული
ბანკების მიერ აღნიშნული მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა 2016
წლის მაჩვენებლების მიხედვით.
2016 წლის განმავლობაში ლარის აშშ დოლართან გაუფასურების
მიუხედავად, საქართველოს საბანკო სისტემამ 2016 წლის ბოლოსათვის კვლავაც
შეინარჩუნა კაპიტალის ადექვატური დონე, როგორც ბაზელ I-ის, ასევე ბაზელ
III-ის კაპიტალის ადექვატურობის ჩარჩოს ფარგლებში. ბაზელ I-ით
დათვლილი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 10% იყო, ხოლო
სახედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტმა 15%-ს გადააჭარბა, რაც ეროვნული
ბანკის კაპიტალის ადექვატურობის მინიმალურ მოთხოვნებზე, შესაბამისად
2.8%-ით და 4.2%-ით მეტია. ბაზელ III-ის ჩარჩოს 1-ლი პილარისფარგლებში
დათვლილი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 10.5%-ს, ხოლო
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 15.1%-ს შეადგენდა, რაც
კაპიტალის ადექვატურობის მინიმალურ მოთხოვნებზე შესაბამისად 2 და 4.6%-

52
ით მეტია (იხ. დიაგრამა N3). ასევე, მაღალი იყომარტივი ლევერიჯის
კოეფიციენტიც (კაპიტალი/აქტივებთან), რომლის მნიშვნელობა 13.2%-ს
შეადგენდა, ხოლო წმინდა სესხების კაპიტალთან თანაფარდობა 4.46-ს
უტოლდებოდა. კაპიტალის ზრდის რესურსები შეგვიძლია შევაფასოთ
პოზიტიურად, როგორც აქციონერთა სიძლიერის, ასევე მომგებიანობის
კუთხით.

აღსანიშნავია, რომ 20116 წელს ბაზელ I-ის ჩარჩოს ფარგლებში


კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება კომერციული
ბანკებისათვის თავდაპირველი მოთხოვნების 90%-ით იყო სავალდებულო. 2017
წელს ბაზელ I-ზე დაფუძნებული პირველადი კაპიტალისა და მთლიანი
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოთოვნების შესრულება 80%-ით
არის სავალდებულო და შესაბამისად, შეადგენს 6.4%-ს და 9.6%-ს. აღნიშნული
მოთხოვნები მოქმედებს 2017 წლის განმავლობაში, ხოლო 2018 წლიდან სრულ
ჩანაცვლებამდე ბაზელ III-ის შესაბამის ჩარჩოთი.

53
2018 წლიდან იგეგმება ბაზელის მეტრიკზე გადასვლა დაბაზელთან
თავსებადი საზედამხედველო ბუფერების შექმნა (იხ. დიაგრამა N4), რის
შედეგადაც გაუმჯობესდება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების ჩარჩოს
გამჭვირვალობა და გაიზრდება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების როგორც
საერთაშორისო შედარებითობა, ასევე მისი რისკზე ორიენტირებული ბუნების
წარმოჩენა.

ცხრილი N5-ში მოცემულია საქართველოს ფინანსური მდგრადობის


კოეფიციენტები 2010-2013 წლებში, სადაც წლების მიხედვით წარმოდგენილია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ეკონომიკური
ლიმიტებისა და ნორმატივების ფაქტიურად შესრულების მდგომარეობა.
ცხრილი N6 კი გვიჩვენებს კომერციული ბანკების ფინანსური სტაბილურობის

54
ინდიკატორებს 2014-2016 წლებში და 2017 წლის პირველი კვარტლის
მდგომარეობით.

55
მეშვიდე პრინციპი განსაზღვრავს ზედამხედველი ორგანოს
უფლებამოსილებას გასცეს თანხმობა ან უარი განაცხადოს ბანკის მნიშვენლოვან
შენაძენებზე ან ინვესტიციების განხორციელებაზე. ასევე საჭიროების
შემთხვევაში დაადგინოს მოთხოვნების ინვესტიციის განხროციელებასთან

56
დაკავშირებით.პროცესი მოიცავს საზღვარგარეთული ინვესტიციების
საკითხსაც იმ მიზნით, რომ კომერციულმა ბანკმა არ დაფაროს
ზედამხედველობისათვის მიუღებელი რისკები.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის სტაბილური
ფუნქციონირების უზრუნველყოფის კუთხით გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს
კომერციულ ბანკს მნიშვნელოვანი წილის შეძენასა და ინვესტიციების
განხორციელებასთან დაკავშირებით, კერძოდ კომერციული ბანკი
უფლებამოსილია ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან
არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არა
უმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი არ აღემატება მისი სააქციო კაპიტალის
15 პროცენტს; შეუზღუდავი ოდენობით ფლობდეს წილს გარკვეულ
საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბანკო საქმიანობასთან.
ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე ეს წილი არ უნდა
აღემატებოდეს ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს; ეროვნული ბანკის
წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას და შეიძინოს შვილობილი
საწარმოები, რომლებიც ეწევიან სხვა სახის საქმიანობას. ნებართვაში
თითოეული შვილობილი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს
საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. ამ შემთხვევაში
შვილობილი საწარმოების საქმიანობა შეზღუდულია ნებართვაში დათქმული
საქმიანობის სახეობით; წილების ერთობლივი ღირებულება არ შეიძლება
აღემატებოდეს კომერციული ბანკის სააქციო კაპიტალის 50 პროცენტს.
მერვე პრინციპის თანახმად, ზედამხედველმა ორგანომ უნდა შეიმუშავოს
რისკების შეფასების შორსმხედველი და მომავალ გამოწვევებზე გათვლილი
სისტემა.რისკების შეფასების და სხვა ზედამხედველ ორგანოებთან
თანამშრომლობის პროცესი საშუალებას უნდა იძლეოდეს დროულად მოხდეს
რისკების გამოვლენა და ზედამხედველი ორგანოს ჩარევა იყოს დროული
იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული კომერციული ბანკის ფინანსური
პრობლემები.

57
ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებებლია კარგად
სტრუქტუირებული საზედახედველო მიმოხილვის პროცედურების ჩატარების
გარეშე, რაც მოიცავს როგორც რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის
მეთოდების გამოყენებას, ასევე შესაბამისობაზე
დამყარებულიზედამხდეველობის მეთოდის როგორც რაოდენობრივ, ასევე
ხარისხობივ ასპექტებს.
ზედამხედვლი ორგანო იყენებს რისკზე დაფუძნებული
ზედმხედველობის მეთოდეს და ახორციელებს იმ ბანკებისა თუ ფინანსური
ინსტიტუტების კონტროლს, რომლებიც არსებითი რისკის მატარებლები არიან,
თუმცა ზემოაღიშნული საკმაოდ რთული პროცესია და ემყარება
ზედამხედველის განსჯას რისკიანი სეგმენტებისა და ქვედანაყოფების
იდენტიფიცირბისათვის, რომელიც გულიხმობს რისკის მართვის ხარისხისა და
შიდა კონტროლის სისტემის შეფასებას მათი რისკიანობის კუთხით.
ზედამხედველობის მიმოხილვის პროცესი ითვალისწინებს სამ
მნიშვნელოვან ელემენტს: 1) შიდა შემოწმება, გარე მიმოხილვის პროცედურები
და წინასწარი (პერსპექტიული) ზედამხედველობა; 2) საბანკო სისტემის
ზედამხედველობა მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებით; 3)
ინფორმაციის წყაროებთან კონტაქტი; 4) საზედამხედეველო სისტემის შეფასება.
ამასთან, ხდება კომერციული ბანკების ბიზნეს-მოდელების,
კომერციული ბანკის საქმიანობისა და მისი რისკის მენეჯმენტისა და
კონტროლის სისტემის მართვის ხარისხის შეფასება, ასევა გამოიყენება სტრეს-
ტესტები და ა.შ.

რეკომენდაცია:
ყოველივე ზემოაღნიშნული ეხმარება ეფექტური საზედამხედველო
პოლიტიკის შექმნასა და საბანკო სეგმენტის მდგრად ფუნქციონირებას მთლიანი
ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. 2013 წელს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ფინანსური სისტემის
შეფასების ანგარიშში ბაზელი ფინანსური ზედამხედველობის მე-6, მე-7 და მე-8

58
პრინციპების შეფასების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ამ ნაწილში
კანონმდებლობაში არსებობდა გარკვეული სახის ხარვეზები. საქართველოს
ეროვნული ბანკი ამ ხარვეზების აღმოფხვრას ახერხებს მისთვის კანონით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა აუცილებელი იყო
ჩამოყალიბებულიყო მკაფიო დებულებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით,
როგორებიცაა: სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატისა და ტოპ მენეჯერების
ჩანაცვლების პროცედურები, რომელიც მოითხოვს ეროვნული ბანკის მხრიდან
დამტკიცებას; ეროვნული ბანკის მიერ თვისის საქმიანობის შეფასება, მისი
საქმიანობის გლობალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გარდა ამისა, ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიმართ არ არსებობს
მოთხოვნები თავისი წილის გასხვისების განზრახვასთან დაკავშირებით
ეცნობებინა ეროვნულ ბანკისათვის. მათსავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების გამოსწორება მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს ზედამხედველობის ხარისხს.
ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეკომენდირებულია
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2014 წლის
ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორცილებული „ფინანსური სექტორის
შეფასების პროგრამის“ (FSAP) შედეგად მიღებული რეკომენდაციებისა და
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული
დირექტივების შესასრულებლად განხორციელდეს შესაბამისი ნაკლოვანებების
აღმოფხვრა, კანონმდებლობაში შეტანილი ადეკვატურო ცვლილებებისა და
შესწორებების გზით.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის დასაწყისში
ცვლილებები შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკების რიგ ნორმატიულ
აქტებში, რითაც არსებული წესები გარკვეულწილად მაინც დაუახლოვდა
საერთაშორისო პრაქტიკას.
მეცხრე პრინციპი ეხება ზედამხედველობის ინსტრუმენტებს.
ზედამხედველმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მის ხელთა არსებული
ინსტრუმენტების და რესურსის გამოყენება იმის მიხედვით თუ როგორია

59
კომერციული ბანკის რისკიანობა.ეს პრინციპი აგრეთვე გულისხმობს რესურსის
მიზანმიმართულ განაწილებას.
როდესაც ვსაუბრობთ, ზემოაღნიშნულ პრინციპზე ვფიქრობ,
მნიშვნელოვანია საბანკო ზედამხედველობობის განხორციელების მოდელების,
კერძოდ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობისა და შესაბამისობაზე
დაფუძნებულ ზედამხდველობის მეთოდების განხილვა და მათ შორის
არსებული განსხვავების პოვნა (იხ. დიაგრამა 2.3.1).
შესაბამისობაზე დაფუძნებული ზედამხედველობაარის პროცესი,
რომელიც გულისხმობს ზედამხედველის მიერ კომერციული ბანკებისადმი
კონტროლის განხორციელებას იმის შესამოწმებლად დაცულია თუ არა
არსებული წესები და რეგულაციები. შესაბამისობაზე დაფუძნებული
ზედამხედველობის განხორციელებისას გამოიყენება შეფასების რაოდენობრივ
და ხარისხობრივი მეთოდოლოგია.16

რაოდენობრივი ზედამხედველობა ემყარება მონაცემების (მინიმალური


კაპიტალის მოთხოვნები, ლიკვიდურობა, სავალუტო პოზიციები და ლიმიტები
და სარეზერვო მოთხოვნები და სხვ.) რაოდენობრივი გაზომვის მეთოდებს,
რომელიც იძლევა ბანკის უნარის შეფასების შესაძლებლობას წარმოშობილი
შოკური მდგომარეობისადმი მდგრადობის კუთხით. ამ მეთოდის მთავარი
ნაკლი ის არის, რომ მისი მეთოდოლოგია დამყარებულია წარსული
ინფორმაციის ანალიზზე და არ იძლევა წინასწარი პრევენციული და

16
M. Olser, EU-Russia Cooperation Programme, 28-29 Pages;

60
მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იმ ბანკების
მიმართ, რომლებიც არღვევენ დაწესებულ ლიმიტებს. რეალურად, ყოველთვის
არსებობს იმის რისკი, რომ ზედამხედველი გვიან იქნება ინფორმირებულიიმ
რისკების გადამეტების შესახებ, რომლებზეც უნდა მოახდინოს შესაბამისი
რეაგირება.
ხარისხობრივი ზედამხედველობა ეს არის ზედამხედველობის
განხორციელების ისეთი ფორმა, რომელიც აფასებს ბანკის ბიზნეს-პოლიტიკასა
და საქმიანობაზე პირდაპირ და არაპირდაპირად მოქმედ ხარისხობრივ
ასპექტებს, რომელთა ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, რადგანაც ისინი
შეიძლება იცვლებოდეს ინსტიტუტებისა და არსებული ტენდენციების
შესაბამისად. გარკვეულ ხარისხობრივ მოთხოვნებს ჩვეულებრივ, აწესებს
ზედამხედველი მონიტორინგისა და ინპექტირების განხორციელებისას და
აფასებს ბანკის შესაბამისობას დაწესებულ მოთხოვნებთან.შეფასების პროცესი
დაფუძნებული უნდა იყოს პროფესიულ განსჯასზე და არ უნდა განიცდიდეს
მესამე მხარის ან კომერციული ბანკის მხრიდან გარკვეულ
ზეგავლენას.ხარისხობრივი ზედამხედველობის შესწავლის საგანია:
 ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა;
 სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის კონტროლის პროცედურები;
 არსებული პროცედურები და მათი დოკუმენტურად დადასტურება;
 შიდა და გარე გამჭვირვალობა (საზოგადოების მხრივ და
ზედამხედველობის მხრივ);
 მენეჯმენტისა და დასაქმებული პერსონალის უნარები;
 შიდა კონტროლის მექანიზმი, მათ შორის მოვალეობებისა და
ფუნქციების განცალკევება;
 შიდა და გარე აუდიტი;
 აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცედურების ხარისხი;
რადგანაც ბანკის საქმიანობის შეფასების ხარისხობრივი ასპექტები
ეფუძნება ზედამხედველის სუბიექტურ შეფასებას, რაც შეიძლება ყოველთვის

61
გახდეს საკამათო, ზედამხედევლის მიერ ხარისხობრივი ზედამხედველობის
განხორციელება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.
საბანკო სფეროს ზედამხედველობის საკითხები ბოლო პერიოდში სულ
უფრო მეტად იძენს პრევენციულ ხასიათის, საბანკო ოპარაციების
უსაფრთხოებისა და სანდოობის შენარჩუნების მიზნით. ზედამხედველისთვის
აღარ არის საკმარისი მხოლოდ ხარისხობრივი ან რაოდენობრივი მეთოდების
გამოყენება. მათ სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ ბანკს აქვს უნარი
მომავალში თავიდან აიცილოს არსებითი ხასიათის რისკი და დაფაროსმისგან
გამოწვეული პოტენციური ზარალი.
ისტორიულად, თავდაპირველად ბანკის მდგომარეობის, შიდა
პოლიტიკის, პროცედურებისა და კონტროლის შესაფასებლად საჭირო
მეთოდები ემყარებოდა თითოეული ტრანზაქციის ინდივიდუალურად
შეფასებას. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც საბანკო ბაზარს ახასიათებს მაღალი
დინამიურობა, თითოეული ტრანზაქციის ტესტირება საკმაოდ არაეფექტურია.
ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის პრინციპები ემყარება რისკზე
დაფუძნებული ზედამხედველობის განხორციელების მეთოდებს, რომელიც
იყენებს ბანკის რისკის პროფილისა და სისტემური მნიშვნელობის მიმართ
პროპორციულ მიდგომაც, რაც გამოიხატება ზედამხედველის დროისა და
რესურსების უფრო დიდი, კომპლექსური და რისკიანი ბანკებისადმი
მიმართვაში. რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის განხორციელებისას,
რისკის მართვა წარმოადგენს საკვანძო საკითხს. ადექვატური რისკის
მენეჯმენტის პროგრამები შეიძლება იცვლებოდეს ბანკების ზომის,
კომპლექსურობის და რისკიანობის შესაბამისად.
რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობა თავისი ბუნებით
უფროუკეთესია და მოიცავს ზემოაღწერილი შესაბამისობაზე დაფუძნებული
ზედამხედველობს მეთოდებს. შესაბამიოსობაზე დაფუძნებული და რისკზე
დაფუძნებული ზედამხედველობის მეთოდები გარკვეულწილად ავსებს
ერთმანეთს. ქვემოთ მოცემულია მაგალითები, რომელიც გვიჩვენებს რა

62
სარგებელი მოაქვს რიკზე დაფუძნებული ზედამხედველობის მეთოდის
გამოყენებას:
 ეს ზედამხედველ ორგანოს აძლევს ბანკის რისკის პროფილისა და
მომავალი პოტენციური რისკების შეფასების შესაძლებლობას;
 გვიჩვენებ ბანკის მენეჯმენტისა და შიდა პროცედურების მნიშვნელობას
და ზედამხეველს აძლევს პრობლემაზე დროული რეაგირების
საშუალებას რეკომენდაციების გაცემით და მაკორექტირებელი
ღონისძიებების გატარებისგზით;
 ამცირების ზედამხედველობის საზღვრებს, რადგან ბანკის ყველა
ტრანზაქციის შემოწმება ძალიან არაპრაქტიკულია;
ზემოაღნიშნული რისკის მართვის საკითხები განმარტავს, რომ რისკზე
დაფუძნებლი ზედამხედველობის მოდელის გამოყენებისას ბანკის მენეჯმენტს
მოეთხოვება შიდა კონტროლსა და ბანკში არსებული პროცედურებზე
აქცენტისგაკეთება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს გადახდისუნარიანობა,
წინდახედულობადა გააგრძელოს ეფექტური საქმიანობა ბანკის
დეპოზიტარების, კრედიტორებისა და მთლიანი ფინანსური სისტემის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
დღეს-დღეისობით, საქართველოში ზედამხედველობის განხორციელების
არსებული პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს
ეროვნული ბანკი არ იყენებს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის
მეთოდებს, მაგრამ ახორციელებს შერჩევით ზედამხედველობას და მის ხელთ
არსებულ რესურსებს მიმართავს რისკიანი სეგმენტებისა და დიდი ბანკების
რეგულირებისათვის, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს
ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიიას გამოყენების საკითხები.
მეათე პრინციპი ეხება ზედამხედველისათვის ანგარიშგების
წარდგენას.ზედამხედველი ორგანო იღებს და განიხილავს კომერციული
ბანკების ანგარიშგებებს მათისისწორის შემოწმების მიზნით. ზედამხედველ
ორგანოს გააჩნია როგორც გასვლითი, ასევე კამერალური შემოწმების
უფლებამოსილება.

63
ბანკებს როგორც წესი მოეთხოვებათ ზედამხედველისათვის ფინანსური
ანგარიშგებისა და სხვა სახის ანგარიშების დროული წარდგენა ზედამხედველის
მიერ დადაგენილი ფორმის შესაბამისად. ფინანსური აგარიშგების წარდგენის
სიხშირე დამოკიდებულია მასში თავმოყრილი მონაცემების ხასიათზე. ისეთი
ინფორმაცია (მაგალითად საბაზრო და სხვ), რომლის მომზადებაც არ მოითხოვს
დიდ დროს შეიძლებაწარდგენილი იქნეს შედარებით მცირე ინტერვალებით ან
ყოველდღიურადაც. კვარტალური ყველაზე მოკლე ინტერვალია ბევრი
პრუდენციული ხასიათის მონაცემების წარსადგენად ისეთები, როგორებიცაა
სესხების კლასიფიკაცია და მათი რეზერვები, რისკის კონცენტრაცია, შიდა
სესხები და კაპიტალის ადექვატურობა.ზედამხედველ ორგანოს უნდა ჰქონდეს
საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების კუთხით ნებისმიერი სახის
ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღების და საჭიროების შემთხვევაში
სანქციების დაწესების უფლებამოსილება არასაკმარისი, არასწორი ან
დაგვიანებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
ზედამხედველი ორგანო მისთვის წარმოდგენილანგარიშებში
თავმოყრილი ინფორმაციისსაფუძველზე ქმნის გარკვეულ სტატისტიკურ ბაზას,
რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება რომელიმე კონკრეტული ბანკის
გაკოტრების ალბათობა ან პოტენციური დანაკარგების სიდიდე. ესმოდელი
ემყარება ზედამხედველობის განხორციელების რაოდენობრივ მეთოდოლოგიას
და ეწოდება საფრთხეების ადრეული დიაგნოსტირების სისტემა (EWS).
ზემოაღნიშნული სისტემა არ ძლევა ბანკის პრობლემების დასაბუთებულ
სურათს, თუმცა შეუძლია გამოავლინოს ის ასპექტები, რომლებიც საჭირობს
უფრო ღრმა და სრულყოფილ შესწავლას ზედამხედველისა და ბანკის
წარმოამდგენლების მხრიდან.
მეთერთმეტე პრინციპი ეხება სანქციების დაწესების უფლებამოსილებას.
სისტემური ზედამხედველობის ძირითადი მიზანი არის კომერციული ბანკის
რისკების დროული და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.რისკების მინიმიზაციის
მიზნით ზედამხედველ ორგანოს უნდა შეეძლოს შესაბამისი შეზღუდვების და

64
სანქციების დაწესება მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში საბანკო ლიცენზიის
გაუქმება.
პრობლემური ბანკების გაკოტრებისა და ფინანსური მდგომარეობის
გაუარესების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი
მიმართავს შესაბამის მაკორექტირებელ ღონისძიებებს სანქციების დაწესების
გზით. ბანკის მენჯმენტისა და უშუალოდ ბანკის მიმართ გამოიყენება
საზედამხედველო ღონისძიებები, თუ ის არღვევს კანონმდებლობას;არღვევს
სავალდებულო ნორმატივებს;აწარმოებს არაჯანსაღ და საფრთხის შემცველ
საქმიანობას;აწარმოებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ბანკის და
საბანკო სისტემის სტაბილურობასდა საფრთხეს უქმნის დეპოზიტორებს.
ბანკის, ადმინისტრატორი და მაკონტროლებელი პირის მიმართ
გამოიყენება სანქციები თუ დაარღვია ბანკების კანონის, ფულის გათეთრების ან
საგადახდო სისტემის კანონის ერთ-ერთი დებულება; დაარღვია სებ-ის
ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება,
მოთხოვნა, წერილობითი მითითება; დაარღვია ნებისმიერი პირობა ან
შეზღუდვა, რომელიც დართული აქვს ლიცენზიას ან სებ-ის შესაბამის
დებულებას; დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა
არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
საქართველოს კანონით კომერციული ბანკების შესახებ ზედამხედველ
ორგანოს შეუძლია სანქციების შემდეგი ფორმების გამოყენება:
 წერილობითი გაფრთხილება;
 დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია
მოთხოვნით, რომ ბანკმა შეწყვიტოს და შემდგომში არ დაუშვას ესა თუ ის
დარღვევა და სებ-ის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის
აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
 სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატს მოსთხოვოს ბანკის
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა
განსახილველად და მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების
მიღება;

65
 ბანკს შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება,
დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და
დეპოზიტების მოზიდვა;
 შეუჩეროს ბანკს აქტიური ოპერაციები, შემოიღოს დროებითი
ადმინისტრაციის რეჟიმი (როცა საფრთხე ემუქრება მეანაბრეთა ან სხვა
კრედიტორთა ინტერესებს);
 ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა არა უმეტეს ბანკის საკუთარი
სახსრებისა;
 ბანკს გაუუქმოს საბანკო საქმიანობის ლიცენზია
 ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და ბანკის
სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით
გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;
სანქციების დაწესებისას და შესაბამისი მაკორექტირებელი
ღონისძიებებისგატარებისას საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდის
რა,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
47-ე მუხლიდან:
„ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური
მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და
ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ უკანასკნელი და ყველა სხვა დანარჩენი
ამოცანების შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს
საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნციონირებას,
კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს,
პოტენციური რისკების შემცირებას“, აგრეთვე პრობლემის ხასიათიდან და მისი
სერიოზულობიდან, მაქსიმალურად ითვალისიწენებს დეპოზიტარების
ინტერესებს და ზემოაღნიშნულ სანქციებს იყენებს არა მათი რიგითობის,
არამედ იმ პრობლემის შესაბამისად, რომლის წინაშეც დგას ბანკი
(შესაძლებელია ბანკის ლიცენზიის დაუყოვნებლივი გაუქმება პრობლემის
იდენტიფცირების შემთხვევაში). საქართველოს ეროვნული ბანკისათვის

66
სანციები წარმოადგენს ზედამხედველობის განხორციელებისა და ბანკის
ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციებისა და ჯარიმების დაწესებამდე
და შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარებამდე ბანკის
საქმიანობის მიმოხილვითი პროცედურების ჩატარებისას გამოვლენილი
პრობლემების აღმოსფხვრელად ბანკის შესაბამის ორგანოებს არაფორმალური
გზით მიუთითებს არსებულ პრობლემებზე და სთხოვს მის გამოსწორებას
ზედამხედველთან მუდმივი კომუნიკაციის გზით.
კომუნიკაციის პროცესი გულისხმობს სხვადასხვა ფორმალური თუ
არაფორმალური ტიპის შეხვედრესა და საუბრებს, შემოწმების ანგარიშებსა და
სხვა წერილობით მასალებს. კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად
მან უნდა უზრუნველყოს ბანკის მდგომარეობის შესახებ თანმიმდევრული
აზრის ჩამოყალიბება. კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა უნდა იყოს
პროფესიონალურად ჩატარებული, მიზნობრივი, მკაფიო, ინფორმატიული და
ხელი უნდა შეუწყოს კომერციული ბანკების ეფექტური ზედამხედველობას.
კომუნიკაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდესზედახედველობის
მთელი პერიოდის განმავლობაში და შესაბამისობაშიუნდა იყოს მოყვანილი
ბანკის სტრუქტურასა და დინამიკასთან. ბანკის მენეჯმენტთან და
სამეთვალყურეო საბჭოსთან კომუნიკაცია უნდა მიმდინარეობდეს იმ
სიხშირით, რასაც მოითხოვს ბანკის მდგომარეობა და ზედამხედველობის
განხორციელების პროცესი. გამოყენებული კომუნიკაციის დეტალურიგეგმა
უნდა გამომდინარეობდესბანკის თუ კომპანიის ზედამხედველობის
სტრატეგიიდან.ზოგადად კომუნიკაციის პროცესი მოიცავს სამძირითდ ეტაპს:
შემოწმების დაწყებისასბანკის მენეჯმენტთან შეხვედრას (შემოწმების მიზნის
განსაზღვრისა და მოქმედების გეგმის შემუშავებისათვის), შემოწმების
მიმდინარეობისას კომუნიკაცია, შემოწმების დამამთავრებელ ეტაპზე შემდგარ
შეხვედრებს. კომუნიკაციის განხორცელების ფორმებია: წერითიკომუნიკაცია,
დირექტორებთან შეხვედრას, დოკუმენტაციის შედგენასა და ზედამხედველის

67
საინფორმაციო სისტემაში სავალდებულო ინფორმაციის წერილობით
მიწოდება, სადაც მუდმივად აისახება მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა
საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა
ინტერესებს შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, რომლის
შესახებაც მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება ბეჭვდით ორგანოში. ამ
დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება კომერციული
ბანკის სახელითა და მის ხარჯზე, დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი
თანხმობის გარეშე. დროებითი ადმინისტრირების რეჟიმის შემოღება, ასევე
სხვადასხვა საქნქციების გამოყენება პირდაპირ კავშირშია პრობლემური
ბანკების რეგულირების საკითხებთან.
“პრობლემურიაისეთი ბანკი, რომლის ლიკვიდობა და
გადახდისუნარიანობა მოცემულ მომენტში განიცდის გაუარესებას ან
მომავალშია მოსალოდნელი აღნიშნული მოვლენები, მათი ფინანსური
რესურსების, რისკის პროფილის, ბიზნეს მოდელის, რისკ-მენეჯმენტისა და
კონტროლის სისტემის და მართვის ხარისხის დროული და არსებითი
გაუმჯობესების გარეშე“ 17
ზემოაღნიშნული განმარტება მიგვითითებს ისეთ ბანკებზე, რომლებიც
დგანან პოტენციური ან უკვე არსებული საფრთხეების წინაშე, რაც გამოიხატება
ბანკის ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის მდგომარეობის
გაუარესებაში. წარმოშობილი პრობლემები ატარებს სისტემურ და
ყოვლისმომცველ ხასიათს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბანკის
სიცოცხლისუნარიანობას. ბანკების ფინანსური მდგომარეობისა თუ
გადახდისუნარიანობის გაუარესების ფაქტები ფუნდამენტურია და მოიცავს,
თუმცა არ შემოიფარგლება, ისეთ საკითებს, როგორებიცაა: მართვისა და
მენეჯმენტის ცუდი ხარისხი, არაადექვატური ფინანსური რესურსების

17
Guidelines for Identifying and Dealing with Weak Banks, Basel Committee on Banking Supervision,
June 2015, Page 6;

68
(კაპიტალი და ლიკვიდურობა), არასიცოცხლისუნარიანი ბიზნეს-მოდელი და
სტრატეგია, აქტივების დაბალი ხარისხი და კონტროლის ცუდი სისტემა.
მნიშვნელოვანია, იმის გააანალიზება, რომ ბანკს პრობლემები არ უჩნდება ერთ
ღამეში, ის წარმოიქმნება თანდათანობით და შეიძლება სწრაფადვე გახდეს
ზედამხედველობის საგანი თუ არ არის დაკმაყოფილებული მინიმალური
პრუდენციული მოთხოვნები და საფრთხე ექმნება ბანკის
სიცოცხლისუნარიანობას. სწორედ ამიტომ, ზედამხედველის მიზანია
პრობლემების ადრეული იდენტიფიცირება, ის უნდა დარწმუნდეს, რომ
მიღებულია შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები და
ადგილი აქვს გაუმჯობესების გეგმის პრაქტიკულ რეალიზაციას. გეგმის
შემუშავებისას, რომელიც ასახავს კომპანიის სტრატეგიას თუ როგორ უნდა
მიიღოს სწრაფი და თანმიმდევრული გადაწყვეტილება კომპანიის ფინანსური
კრიზისის და ეკონომიკური ვარდნის დროს, შემუშავებისას ყურადსაღებია
ბანკის სისტემური მნიშვნელობა.
დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა
ორგანოს (მათ შორის აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრატორების)
სრული უფლებამოსილება.
ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს უფლება
აქვს:
 მიიღოს აუცილებელი ზომები კომერციული ბანკის ფინანსური
მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მისი ფილიალების,
წარმომადგენლობებისა და სხვა ქვედანაყოფების გაყიდვის ან დახურვის,
ბანკის მოსამსახურეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, სახსრების
გადახდის ან მათი გადახდის შეჩერების ჩათვლით.
 მოახდინოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა, მისი
კაპიტალის განახლება ან მისი აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი
ნაწილის სხვა კომერციულ ბანკზე გასხვისება.
 ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში
ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების

69
ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ
პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის
შესანარჩუნებლად.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში დროებითი
ადმინისტრირების რეჟიმის შემოღება ხდება არა წინასწარი უკვე არსებული
ფინანსური პრობლემისა და ბანკის გაკოტრების ფაქტის დადგომის შემთვევაში.
არადა, პრობლემური ბანკები ზედამხედველობის თეორიული ასპექტები
გულისხმობს წინასწარი მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების
გატარებას ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და
დეპოზიტართა უფლებების დასაცავად. ამიტომ, სისტემური რისკის
წარმოქმნისაგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია ბანკის გაჯანსაღების
გეგმის შემუშავება არა პრობლემის წარმოქმნის შემდგომ ეტაპზე, არამედ ბანკის
ოპერაციებში, სეგმენტებსა და რისკიან საქმიანობაში პრობლემის
აღმოჩენისთანავე, რომლის მიღწევაც შესაძლებელია.
შეიძლება ითქვას, რომ ბანკის მიმართ გამოყენებული სანქციებიდან
ყველაზე უკიდურესი ფორმა არის მისთვის ლიცენზიის გაუქმება, რომელიც
შეიძლება მოხდეს ბანკის თხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების დარღვევის გამო,
ლიცენზიის მიღების შესახებ შუამდგომლობაში ყალბი განცხადების ან სხვა
უზუსტობების საფუძველზე; იმ შემთხვევაში თუ ბანკმა არ გამოიყენა
ლიცენზია მისი ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვის
განმავლობაში;კომერციული ბანკის სხვა ბანკთან შერწყმის, მიერთების ან
გამოყოფის შემთხვევაში;კომერციულ ბანკს აღარ აქვს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის ან
საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, ან მან დაკარგა
კრედიტორების ნდობა მათ წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულების
ნაწილში, ან ბანკს აღარ შეუძლია მისთვის მინდობილი აქტივების
უსაფრთხოების უზრუნველყოფა;ბანკის პარტნიორებმა (აქციონერებმა)
გადაწყვიტეს ბანკის გაუქმება ან ლიკვიდაცია ან ბანკმა შეწყვიტა არსებობა,

70
როგორც იურიდიულმა პირმა;ბანკი ეწევა ან ეწეოდა ბანკის ფინანსური
მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ საბანკო პრაქტიკას,
რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის
დეპოზიტორებს;აქციონერთა გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკი
ლიკვიდაციის პროცესში იმყოფება;ბანკი გადახდისუუნაროა.
კომერციული ბანკის მხრიდან დადგენილი კაპიტალის მინიმალური
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შეუძლია
კომერციულ ბანკს დაუწესოს შესაბამისი სანქციები და შეზღუდვები, ამასთან
მისგან მოითხოვოს ბანკის კაპიტალის აღდგენის გეგმის წარმოდგენა და
დაუწესოს სპეციალური მოთოვნები კაპიტალის შემცირების შეჩერბისათვის და
კაპიტალის გაზრდისათვის გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკს გაუუქმოს საბანკო
საქმიანობის ლიცენზია თუ ბანკის პირველადი კაპიტალისა და
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტები შეადგენს 3 და5 პროცენტს ან
მათზე ნაკლებს;
ბ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ს;
გ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებს და
ამავდროულად საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე
მეტს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში (იხ. ცხრილი N7).

71
საბანკო ლიცენზიის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკის ან სხვა ბეჭდვით ორგანოებში.
კომერციული ბანკის ლიცენზიიის გაუქმების პროცესი უმტკივნეულოდ უნდა
მიმდინარეობდეს მისი კრედიტორებისათვის და მეანაბრეებისათვის და
საფრთხე არ უნდა შეუქმნას საბანკო სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებას და
ფინანსური სისტემის სტაბილურობას. ზემოაღნიშნულის მიღწევა
შესაძლებელია სწორი საზედამხედველო პოლიტიკის განხორცილების
პირობებში და პრობლემური თუ საფრთხის შემცველი ფინანსური
ინსტიტუტების მიმართ დროული სანქციებისა და მაკორექტირებელი
ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში.
მეთორმეტე პრინციპი არეგულირებს კონსოლიდირებულ
ზედამხედველობის საკითხებს. კონსილიდირებული ზედამხედველობის
მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ზედამხედველ ორგანოს უნდა შეეძლოს
არამხოლოდ კომერციული ბანკის, არამედ მთლიანი საბანკო ჯგუფის რისკების
შეფასება და შესაბამისი მოთხოვნების დადგენა.
დღეს-დღეისობით საქართველოში არ არსებობს კონსოლიდირებული
ზედამხედველობის განხორციელების პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ფინანსური სისტემის
სტაბილურობის შეფასების ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2014 წლის
ნოემბრისათვის უნდა მომხდარიყო კონსოლიდირებული ფინანსური
ზედამხედველობის პრაქტიკაში დანერგვა. ამიტომ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია,
რომ ეროვნულმა ბანკმა რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს
კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხების პრაქტიკული
რეალიზაცია, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის პირობებში.
იმისათვის, რომ საჭიროების შემთვევაში შესაძლებელი იყო მთლიანი საბანკო
ჯგუფისა თუ ჰოლდინგის საქმიანობის შეფასება დედა კომპანიისა თუ მისი
შვილობილი საწარმოებისაგან საჭირო ინფორმაციის შეუფერხებელი მიღების
გზით, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ფინანსური გართულებები
და სისტემური რისკის წარმოშობის ალბათობა. საჭიროების შემთვევაში, დედა

72
კომპანიის ფინასური მდგომარეობის სტაბილურობისა და მდგრადობის
შეფასების შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი
რომელიმე უცხოური ჰოლდინგის შვილობილ კომპანს შესალებელია მისცეს
მისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი საქმიანობის განხორციელების
რეკომენდაცია. მით უფრო, როცა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის
კომიტეტის ძირითადი პრინციპების თანახმად, საბანკო ზედამხედველობის
მთავარ ამოცანას ბანკისა და საბანკო სისტემის ჯანსაღი და უსაფრთხო
ფუნქციონირეა უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად
ზედამხედველი საკმარის უფლებამოსილებასა და საზედამხედველო
ინსტრუმენტებს უნდა ფლობდეს. შესაბამისად, საზედამხედველო ორგანოები
კომერციული ბანკების ზედამხედველობას ინდივიდუალურ დონესთან ერთად,
კონსოლიდირებულ დონეზეც უნდა ახორციელებდნენ. ეს უკანასკნელი
გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას ბანკსა და მის ჯგუფში
შემავალ საწარმოებზე ერთობლივად. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ის
დიდი კონგლომერატის ნაწილია, ჯგუფის არარეგულირებადი წევრების ბანკზე
ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, აუცილებელია ყველა იმ რისკის შეფასება,
რომელიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს საბანკო ჯგუფის გარეთ არსებული
წარმოებისგან და მათთან დაკავშირებული პირებისგან. ჯგუფის დონე
არსებული ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად გამოიყენება როგორც
შემოღობვის(ე.წ. ring-fencing) მიდგომა (რაც საბანკო ჯგუფის მიერ, მათ შორის
ბანკის შვილობილი საწარმოს მიერ არასაფინანსო კომპანიებში ინვესტიციების
აკრძალვას გულისხმობს. ასევე საზედამხედველო უფლებამოსილების
გაფართოება მთლიანი ჯგუფის დონეზე, ე.წ. group-wide supervision, რითიც
შესაძლებელი ხდება საზედამხედველო ინსტრუმენტების გამოყენება საბანკო
სექტორის ან ბანკის უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობის
მიზნით.
მეცამეტე პრინციპი ზედამხედველ ორგანოს აძლევს უფლებამოსილება
მოითხოვოს იგივე სტანდარტის გამოყენება როგორც ადგილობრივ ქვეყანაში,
ასევე უცხოეთში განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით.ამ პრინციპის

73
მიზანია, რომ ერთი და იგივე ბანკის სხვადასხვა ფილიალი ან
წარმომადგენლობა საერთო ზედამხედველობის ჩარჩოს ექვემდებარებოდეს.
უცხო ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი
კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების მიზნით საქართველოს
ეროვნული ბანკი აფორმებს მემორანდუმს უცხო ქვეყნის შესაბამის
საზედამხედველო ორგანოსთან, ურთიერთთანამშრომლობის და ინფორმაციის
გაცვლისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობის მიზნით. ზემოაღნიშნული
გულისხმობს უცხო და ადგილობრივი ქვეყნების ზედამხედველი ორგანოების
მიერ ზედამხედველობის სათანადო დონეზე განხორციელებას და შესაბამისი
პრუდენციული ბაზის არსებობას. ამ შემთხევაში ყურადღება ექცევა უცხო
ქვეყნის ზედამხედველის მასშტაბსადა ხასიათს (ზედამხედველობის რეჟიმი),
ბანკისა და საბანკო ჯგუფის სტრუქტურას ეფექტური ზედამხედველობის
განსახორციელებლად. ზემოაღნიშნული, ძალიან დიდ როლს თამაშობს
უცხოური ბანკის ფილიალისათუ შვილობილი საწარმოების საქართველოში
ლიცენზირების შემთხვევებში.
საქართველოში უცხო ქვეყანაში განხორციელებული საბანკო
საქმიანობაძალიან უმნიშველოა მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ არსებული
საკანონმდებლო ბაზა ადექვატურია და საქართველოს ეროვნული ბანკის
მხრიდან გატარებული ღონისძიებებიც შეესაბამება საქმიანობის არსებულ
დონეს.

74
თავი 3. ბაზელის ძირითადი პრინციპების დანერგვა
უშუალოდ კომერციულ ბანკებში
3.1. პარალელიფინანსური ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებებსა და კომერციულ
ბანკებში არსებულ კრედიტ რისკს შორის;

მეჩვიდმეტე პრინციპი ეხება კრედიტ რისკების განსაზღვრას.


ზედამხედველი ორგანო განსაზღვრავს, რომ ბანკებს უნდა ჰქონდეს რისკის
მენეჯმენტის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ბანკები შეაფასებენ მათ რისკებს
და განსაზღვავენ რისკების მისაღებ და კრიტიკულ ზღვარს.რისკების
მენეჯმენტი მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, შესაფასების, მონიტორინგის
და რეპორტინგის პროცესს.
საკრედიტო რისკი არის კონტრაგენტი პარტნიორების მიერ
ვალდებულებების შეუსრულებლობით ან გაკოტრებით გამოწვეული რისკი.
საკრედიტო რისკი ბანკს შეიძლება წარმოეშვას თავის კლიენტებთან (შემდგომში
- დებიტორები) სხვადასხვა საქმიანობიდან, როგორიცაა, კრედიტის გაცემა,
სახაზინო და საინვესტიცი საქმიანობა, ვაჭრობის დაფინანსება და სხვა.18
საკრედიტო რისკის განხილვა შესაძლებელია როგორც ვიწრო, ისე ფართო
გაგებით. ვიწრო გაგებით განხილვისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნას:
1. სესხთან დაკავშირებულიგადაუხდელობის პოტენციური საშიშროება;
2. ბანკის საკრედიტო საქმიანობის სოციალური თავიებურებები, რომელიც
მისი აქტივების ღირებულების დანაკარგების და საგარანტიო
ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობას ასახავენ.
ფართო გაგებით შესწავლისას საჭიროა საბანკო საკრედიტო რისკის
ოპერაციების გამოვლენის სფეროს გაფართოება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ
საკრედიტო რისკი ცალკე აღებული არ უნდა იქნეს განხილული, რადგან ის
ურთიერთკავშირშია სხვა საბანკო რისკებთან. ამასთან, საკრედიტო რისკი

18
Basel Committe on Banking Supervision, Core Principles for Effective Banking Supervision, September
2012, Page 46;

75
ბევრწილად არის დამოკიდებული საკრედიტო ოპერაციების
განხორციელებასთან ე.ი. საოპერაციო რისკების ზემოქმედებასთან. საკრედიტო
რისკები ბანკის პრობლემების შემადგენელ ყველაზეარსებით ნაწილს
წარმოადგენს, რადგან ბანკების გაკოტრების ძირითადი მიზეზები სწორედ
მსესხებლის მიერ კრედიტების დაუბრუნებლობით და ბანკების მხრიდან
რისკების სფეროში ჯერ კიდევ განუსაზღვრელი პოლიტიკით არის
განპირობებული.
საკრედიტო რისკი განპირობებულია რიგი ფაქტორებით, რომლებიც
დამოკიდებულია კლიენტის საქმიანობაზე, საქმიან კეთილსინდისიერებაზე,
საგარეო ხასიათის ფაქტორებზე, კრედიტების მიზნობრივ დანიშნულებაზე
დასხვ. ამიტომ, საკრედიტო საქმიანობა მოითხოვს კლიენტის
კრედიტუნარიანობის ობიექტურ შეფასებს. სამწუხაროდ, მაშინაც კი შეიძლება
გაუარესდეს კლიენტის კრედიტუნარიანობა სხვადასხვა მიზეზი გამო. კრედიტ
რისკი დამოკიდებულია არა მარტო დაკრედიტებასთან, არამედ სხვა
ოპერაციებთანაც, რომლებიც აისახება ბანკის ბალანსში ან ბალანსგარეშე
აღრიცხვაში (ფასიან ქაღლდებში დაბანდება, გარანტიები და სხვ).
ბანკს ხშირად არ გააჩნიია საკრედიტო რისკის მართვის კარგად
დამუშავებული პროცესი. ეს ვლინდება საკრედიტო პორტფელის სისუსტეში,
უიმედო კრედიტების დიდ პორტფელში, მიღებულ ზარალში, გადახდის
უუნარობაში და არალიკვიდურობაში. ბანკს საკმარისი ინფორმაცია უნდა
ჰქონდეს, რათა გამოიყენოს იგი დებიტორთა რისკის პროფილის კომპლექსური
შეფასებისათვის. საკრედიო რისკის მართვის პოლიტიკა შემდეგ ძირითად
ფაქტორებს ითვალისწინებს:
 სესხის მიზნობრიობა და გადახდის წყარო;
 დებიტორის რისკის პროფილი და უზრუნველყოფა მიმდინარე
თრიღისათვის და მგრძნობელობა საბაზრო პირობების
ცვლილებისადმიი;

76
 წარსული და მომავალი გადახდისუნარიანობის ანალიზი, ფინანსური
მონაცემებისა და ფულადი ნაკადების პროგნოზის მიხედვით, მოვლენის
სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში;
 დებიტორის მიზნების მოცულობა, სტაბილურობა და ეკონომიკური
სექტორის/მსესხებლის ბიზნესის მდგომარეობა და მსესხებლის ადგილი
საბანკო სექტორში;
 კრედიტის პირობები, მათ შორის ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც
დაკავშირებულია დებიტორის მომავალ რისკთან.
რისკის მქონე საკრედიტო ოპერაციების შერჩევისას
გათვალისწინეული უნა იყოს შემოსავლიანობის დონე, რომელიც უნდა
განხორციელდეს მინიმუმ იმის უზრუნველყოფით, რომ ხარჯებისა და
შემოსავლების ანალიზი ჩატარდეს კომპლექსურად და მოიცვას საოპერაციო
ხარჯები, სახსრების მოზიდვის ხარჯები, სანამ არ მოხდება სრული დაფარვა
და კაპიტალის მოთხოვნების დაანგარიშება; კრედიტების შეფასება
შესაბამისობაში უნდა იყოს კონკრეტული ოპერაციის რისკის დონის
დაანგარიშებასთან, კერძოდ დებიტორის საერთო მდგომარეობასთნ და
გარანტიის სახით წარმოდგენილი გირაოს ხარისხსა და საბაზრო
კონკურენტუნარიანობასთან. სულ ცოტა კვარტალში ერთხელ
დირექტორატმა უნდა მიიღოს დაკრედიტების ოპერაციების მომგებიანობის
ანალიზი. საკრედიტო ადმინისტრირების სისტემის შემუშავებისას ბანკმა
უნდა უზრუნველყოს:
1. კრედიტების ადმინისტრირების ეფექტიანობა და ქმედითობა, მათ შორის
დოკუმენტაციის, სახელშეკრულებო პირობებისა და ვადების, სასესხო
ხელშეკრულებებისა და გირაოს მონიტორინგი;
2. მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემებისთვის მიწოდებული
ინფორმაციის სიზუსტე და დროულობა;
3. მოვლენების სწორი გადანაწილება;
4. Back Office-თვის დადგენილი პროცედურების კონტროლი;

77
5. შესაბამისობა შიდა წერილობით პოლიტიკასა და პროცედურებთან და
მოქმედ კანონებთან.
საკრედიტო რისკისთვის თავის არიდება საშუალებას იძლევა
მსესხებლების შერჩევა, კრედიტის გაცემის პირობების ანალიზი, მსესხებლის
ფინანსური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, მისი უნარი და მზადყოფნა
დაფაროს კრედიტი. ყველა ამ პირობის შესრულება იძლევა ბანკის უმთავრესი
ოპერაციის - კრედიტის გაცემის წარმატების გარანტიას. მას მერე, რაც
კრედიტები გაცემულია, ბანკმა უნდა მიიღოს ზომები მისი დაბრუნების
უზრუნველსაყოფად. კრედიტების მეთვალყურეობა აუცილებელია იმისთვის,
რომ ადრეულ სტადიებზე გამოაშკარავდეს იმის ნიშნები, რომ მსესხებელს
შეიძლება გაუჩნდეს მნიშვნელოვანი სირთულეების კრედიტის დაფარვის
ეტაპზე ან როცა ის ხდება ვადაგადაცილებული, ან ხელშეკრულების პირობების
დაზღვევისას.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ საკრედიტო რისკების მართვის
პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგანაც მის ხარისხზე
დამოკიდებული ბანკის მუშაობის წარმატება.

3.2. პარალელიფინანსური ზედამხედველობის


განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებებსა და
კომერციულ ბანკებში არსებულ ლიკვიდობის რისკს შორის;
ოცდამეოთხე პრინციპი ეხება ლიკვიდობის რისკს.ზედამხედველი
ორგანო კომერციული ბანკებისათვის აწესებს ლიკვიდობის მოთხოვნებს,
რომელიც ასახავს ბანკის ლიკვიდობის მიმართს მოთხოვნებს, იმ მიზნით, რომ
შენარჩუნებული იყოს ბანკის ფინანსური სტაბილურობა და ბანკს არ
დაემუქროს გაკოტრება. ზედამხედველი ორგანო კომერციულ ბანკებს
საშუალებას აძლებს შეიმუშაონ ისეთი სტრატეგია, რომელიც განაპირობების
ლიკვიდობის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და რისკის გონივრულ მართვას.

78
სტრატეგია ითვალისწინებს ბანკის რიკის პროფილს, საბაზრო და
მაკროეკონომიკურ მდგომარეობას, პრუდენციულ პოლიტიკასა და პროცესებს,
რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკის რისკადმი მდგრადობისადმი,
მისი იდენტიფიცირებისადმი, გაზომვის, შეფასების, მონიტორინგის,
რეპორტინგის და კონტროლის ან შემცირებისადმი. მოცემულ შემთხვევაში
ლიკვიდაციის მოთხოვნები არ უნდა იყოს ბაზელის კომიტეტის მიერ
დადგენილი მინიმალურ სტანდარტზე დაბალი.
ბანკის ლიკვიდობა ეს არის ბანკის უნარი დროის ნებისმიერ მომენტში
დააკმაყოფილოს აღებული ვალდებულებები და უპასუხის კრედიტორებისა და
მეანაბრეების ყველა პირველ მოთხონას. შესაბამისად, ფართო გაგებით
ლიკვიდობის რისკი არის ბანკის მიერ აღებული ვალდებულებების
შეუსრულებლობის რისკი. ბანკი ითვლება ლიკვიდურად თუ მას შეუძლია
მოიზიდოს სახსრები გონივრული ფასით იმ მომენტისათვის, როდესაც ის
აუცილებელია. ლიკვიდობის სწორი შეფასება, მისი ეფექტიანი მართვა
განეკუთვნება საკრედიტო ორგანიზაციის საქმიანობის მიშვნელოვან
საკითხებს.19
ლიკვიდობის რისკი შეიძლება შემდეგ კატეგორიებად დავყოთ:
1. საბაზრო ლიკვიდობის რისკი, კერძოდ რისკი იმისა, რომ სუსტი საბაზრო
ლიკვიდობის მდგომარეობის ან ბაზარზე შექმნილი პრობლემების გამო
ბანკმა ვერ უზრუნველყოს გარკვეული პოზიციების დაბალანსება
საბაზრო ფასებით;
2. დაფინანსების ლიკვიდობის რისკი, კერძოდ რისკი იმისა, რომ ბანკმა ვერ
უზრუნველყოს აქტივების ფულად ფორმაში გადაყვანა ან სახსრების
მოზიდვა სხვა წყაროებიდან.
ლიკვიდობის რისკი ბანკს შეიძლება წარმოეშვას თავის კლიენტებთან
სხვადასხვა საქმიანობიდან, როგორებიცაა კრედიტების გაცემა; სახაზინო და
საინვესტიციო საქმიანობა, ვაჭრობის დაფინანსება და სხვა. ლიკვიდობის
რისკის მართვა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ

19
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „48/04, „კომერციულ ბანკებში
რისკების მართვის დებულების დამტკიცების თობაზე“, მუხლი 23;

79
ლიკვიდობის პრობლემები შეიძლება დამანგრევლი იყოს არა მარტო
ბანკისათვის, არამედ მთლიანი საბანკო სექტორისათვის.
როგორც ცნობილია, ბანკის მიერ შემოსავლების ზრდის ძირითადი
ხერხია მოკლევადიანი პასივების შედარებით გრძელვადიან აქტივებში
ტრანსფორმაცია. ლიკვიდობის სწორი მართვა მდგომარეობს პასივებისა და
ლიკვიდობის მქონე სხვადასხვა აქტივეს შორის თანაფარდობაში, რომელიც
უზრუნველყოფს ბანკის ფუნქციონირებისთვის საჭირო დონეს.
ლიკვიდობის მართვის რისკის აქვს ღირებულებითი და რაოდენობრივი
შემადგენელი. ღირებულებითი შემადგენელი განპირობებულია იმ ფასით,
რომლითაც იყიდება აქტივები და საპროცენტო განაკვეთით რომლის
მიხედვითაც შეიძლება პასივების მოზიდვა. რაოდენობრივი შემადგენელი
განისაზღვრება იმით, არსებობს თუ არა აქტივები, რომლის გაყიდვა შეიძლება
და არის თუ არა ბაზარზე ნიებისმიერი ფასით სახსრების მოზიდვის
შესაძლებლობა.
შეიძლება განვასხვავოთ სწრაფი ლიკვიდობის რიკსი - ის რისკი,
რომელსაც ბანკიგანიცდის რესურსების ნაკლებობით და კლიენტების მოთოვნის
დაუკმაყოფილებლობით. ამ რისკს ბანკი აწყდება ყოველდღიურად.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწრაფი ლიკვიდობის მართვა ეს უფრო
ხელოვნებაა, ვიდრე მეცნიერება. ის დიდადაა დამოკიდებული მენჯმენტის
ინტუიციაზე. ხოლო სწრაფი ლიკვიდობის რისკის ცუდი მართვის შედეგი
შეიძლება გახდეს კლიენტების მიერ გადახდის განუხორციელებლობა,
ხელსაყრელი კრედიტების გაუცემლობა, სანქციების დაწესება ეროვნული
ბანკის მხრიდან და ა.შ.
საშუალოვადიანი ლიკვიდობის რისკი არის დაკარგვის რისკი
(დაუგეგმავი ხარჯების რისკი), რომელიც გამოწვეულია ბანკის მიერ
ნორმალური ფასებით ფულადი სახსრების მოზიდვის სიძნელეებით (ან
აქტივების გაყიდვით ან ახალი სახსრების გზით). ლიკვიდობის რისკი
უკავშირდება ბანკებში ფინანსური რესურსების არსებულ ან პოტენციურ
დეფიციტს იმ რესურსების რაოდენობითაც და ხარისხითაც, რომლებიც საჭიროა

80
ბანკის მიერ თავისი ვალდებულებეის შესასრულებლად(დეპოზიტებისა და
ანაბრების დაბრუნება, ემიტირებულ ფასიან ქაღალდებში პროცენტებისა და
დივიდენდების გადახდა) და აქტიური საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად.
ფინანსური რესურსების ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს საკმარისობის,
თავისდროულობის და შედგენილობის (ანგარიშები, ნაღდი სახსრები, ფასიანი
ქაღლდები, მატერიალუი ობიექტები და ა.შ) მოთხოვნების შესაბამისად.
გარდა ამისა, ლიკვიდობის რისკი შეიძლება წარმოიშვას საგადასახადო
საშუალებებად ფინანსური აქტივების ფინანსური აქტივების უდანაკარგოდ და
სწრაფად კონვერსიის შეუძლებლობამ. ლიკვიდობის რისკი დამოკიდებულია
საკრედიტო რისკზე, რადგან მის ზრდასთან ერთად იზრდება ლიკვიდობის
რისკი.

3.3. პარალელიფინანსური ზედამხედველობის


განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებებსა და
კომერციულ ბანკებში არსებულ საოპერაციო რისკს შორის;
ბაზელის ოცდამეხუთე პრინციპი ეხება საოპერაციო რისკს.
ზედამხედველი ორგანო განსაზღვრავს, რომ კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს
საოპერაციო რისკის ადექვატური მართვის სისტემა, რომელიც უნდა
ითვალისწინებდეს რიკის პროფილს, საბაზრო და მაკროეკონომიკურ
მდგომარეობას, რაც გულისხმობს შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების
ქონას რისკის დროული იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგის,
კონტროლისა და მიტიგაციისათვის.
საოპერაციო რისკი არის ზარალის რისკი, რომელიც თავს იჩენს
არაადექვატური შიდა პროცესების, ადამიანთა ქმედებების, სისტემებისა და
გარე ფაქტორების შედეგად. საოპერაციო რისკი უფრო მეტია, ვიდრე ქართულ
რეალობაში ისტორიულად გათვითცნობიერებული ტერმინი „საოპერაციო“.
საოპერაცი რისკის კარგად მართვა ფაქტობრივად ბანკის მთელი შიდა
სისტემის ე.ი. ბანკის კარგად მართვას ნიშნავს და პირიქით, სადაც საოპერაციო
რისკის მართვა არ ესმით, ან არ შესწევთ მისი მართვა ერთი-ორად იზრდება

81
ბანკის პრობლემები და გაკოტრების ალბათობა. საოპერაციო რისკს ადექვატური
მართვის გარეშე ხელმძღვანელობა მოკლებული იქნება ინფორმაციას ბანკში
არსებულ ვითარებისა და პრობლემის სიღრმეზე. საოპერაციო რისკის
ადექვატური მართვა ბანკს მისცემს ამ რისკით გამოწვეული რაიმე პრობლემის
საწყის ეტაპზევე გადაწყვეტის საშუალებას.
საოპერაციო რისკი გამოწვეულია შიდა საბანკო კონტროლის პროცესისა
და ბანკის მართვაში დარღვევების არსებობის გამო, აგრეთვე შესაძლო
ჩავარდნებით ოპერატიულ სისტემებში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც
ხდება გადახდები და მონაცემთა ელექტრონული დამუშავება.
ბანკის ფინანსური ინტერესები პირდაპირ არის დაკავშირებული
საოპერაციო რისკების კონტროლსა და მართვასთან, თუმცა ამავე დროს
მნიშვნელოვანია ბანკის მენეჯმენტს სწორად ესმოდს რა იგულისხმება
საოპერაციო რისკის განმარტების ქვეშ და ეფექტურად ხდებოდეს მისი მართვა
და კონტროლი. აღნიშნული რისკის განმარტების ქვეშ იგულისხმება ყველა
მნიშვნელოვან საპერაციო რისკი, რომელიც ბანკს შეიძლება წარმოეშვას.
ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა შეიმუშავა საოპერაციო
რისკის შემთვევების კატეგორიები, რომელთა დადგომასაც შეიძლება
მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვეს:
 შიდა მაქინაციები, მაგალითად ტრანზაქციის შეცდომით გატარება,
თანამშრომლების მიერ ჩადენილი ქურდობა, თაღლითობა, მითვისება,
გამოძალვა, ქრთამის აღება და სხვა;
 გარე მაქინაციები, მაგალითად გარეშე პირების მიერ ჩადენილი
ქურდობა, თაღლითობა, ყაჩაღობა, გაყალბება, ჰაკერობა და სხვა;
 თანამშრომლების ქცევა და უსაფრთო სამუშაო გარემო, მაგალითად
თანამშრომლების მხრიდან კომპენსაციების მოთხოვნა მორალური ან
ფიზიკური ზიანისა და დისკრიმინაციისათვის, თანამშრომლების
ორგანიზებული გაფიცვები და სხვა;
 ბიზნესის, პროდუქტების და კლიენტების ქცევები, მაგალითად
კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, უთანხმოება

82
საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით, ლიმიტების გადაჭარბება,
ფულის გათეთრება დასხვა;
 მატერიალური აქტივების დაზიანება, მაგალითად ტერორიზმი,
ვანდალიზმი, სტიქიური უბედურება და სხვა;
 საქმიანობის შეფერხება და სისტემის მოშლა, მაგალითად
კომპიუტერების და პროგრამების მწყობრიდან გამოსვლა, შეფერხებები
სატელეკომუნიკაციო სისტემებში, შეფერხებები კომუნალურ სფეროში და სხვა;
 აღსრულება, მომსახურების მიწოდების და პროცესების მართვა,
მაგალითად მონაცემების არაწორი შეყვანა, არასწორი კომუნიკაცია, არაზუსტი
ანგარიშგების მომზადება, არასრული იურიდიული დოკუმენტაცია და სხვა;
უნდა აღვნიშნო, რომ საოპერაციო რისკის მთლიანად ნეიტრალიზაცია
შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია მისი მინიმუმამდე შემცირება.
საოპერაციო რისკი არის თავისებური კლასის რისკების ერთიანობა, რომელიც
გავლენას ახდენს ბანკების თანამედროვე საქმიანობაზე. დღეისათვის უკვე
ნათელია, რომ თავისთავად საკრედიტო და საბაზრო რისკი არ განსაზღვრავს
შემოსავლების ცვლილებას.
ბანკის ფინანსური ინტერესები პირდაპირ არის დაკავშირებული
საოპერაციო რისკების კონტროლთან და მართვასთან.
საოპერაციო რისკებს განეკუთვნება იურიდიული, საგადასახადო რისკები,
ასევე სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული რისკები. მან შეიძლება
გამოიწვიოს პირდაპირი და არაპირდაპირი ფინანსური დანაკარგები და
მოგების მიღების შესაძლებლობის დაკარგვა. საოპერაციო რისკი ახასიათებს
ბანკის ნებისმიერ საქმიანობას, როგორებიცაა მაგალითად კრედიტების გაცემა,
სახაზინო, საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობა, მომსახურება, ვაჭრობის
დაფინანსება, საკრედიტო და სავალო ინსტიტუტები, საინფორმაციო
ტექნოლოგიები და საინფორმაციო სისტემის მართვა, აგრეთვე ადამიანური
რესურსების მართვა.

83
დასკვნა
ამრიგად, აღნიშნული სამაგისტრი თემის ფარგლებში განხორციელებული
კვლევის შედეგებიდან, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბაზელის ფინანსური
ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები და მასთან დაკავშირებული
ძირითადი პრინციპების მეთოდოლოგია(შეფასების მეთოდოლოგია) ეხმარება
ქვეყნებს შეაფასონ თავიანთი საზედამხედველო სისტემა და გამოავლინონ ის
სუსტი წერტილები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.
ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების
პრაქტიკაში რეალიზაცია და მისი Basel III-ის სტანდარტებთან დაახლოება
შექმნის ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისა და კომერციული
ბანკების, ზოგადად საბანკო და ფინანსური სისტემისა ჯანსაღი და მდგრადი
ფუნქციონირების კარგ საფუძველს. სწორედ ამიტომ, ჩვენს სამაგისტრო
ნაშრომში აქცენტი გაკეთდა ისეთ არსებითი ხასიათის საკითხებზე,
როგორებიცაა საზედამხედველო საქმიანობის შესასრულებლად საქართველოს
ეროვნული ბანკისათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობი
დაკომერციული ბანკების წინაშე არსებული ძირითადი სახის რისკები. კერძოდ,
სამაგისტრო ნაშრომმა მოიცვა ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის
პირველი ცამეტი პრინციპი, მოხდა არსებული საკანონმდებლო ბაზის,
საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის, საერთაშორისო სტანდარტების,
საერთშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებისა და
არსებითი და მნიშვნელოვანი სახის ინფორმაციის შესწავლა, რომელიც
ძირითადად შეეხებოდა ზედამხედევლი ორგანოს უფლებებს, მოვალეობებსა და
პასუხისმგებლობებს დაწყებული ლიცენზირების მინიჭების კრიტერიუმებიდან
დამთავრებული სწორი ზედამხედევლობის განხორციელების გზით
ლიცენზიის გაუქმების პროცედურებით. შემუშავდა რეკომენდაციები
არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და ხაზი გაესვა იმ მიღწვებსა და
წარმატებებს, რომელიც საზედამხედველო პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით
გაკეთდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
კვლევის შედეგების თეორიული მნიშვნელობა მდგომარეობს ბაზელის

84
ფინანსური ზედამხედეველობის ძირითადი პრინციპების დანერგვით
საქართველოს საზედამხედევლო პრაქტიკის მსოფლიოს პრაქტიკასთან
დასაკანონმდებლო ბაზის Basel III-ის მოთხოვნებთან დაახლოებაში.
სამაგისტრო თემის ძირითადი იდეები, მისი დასკვნები და რეკომენდაციები
ჩამოყალიბებულია ბაზელის ფინანსური ზედამხედველობის ძირითადი
პრინციპების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების
გათვალისწინებით.
სამაგისტრი თემის პრაქტიკული მნიშვნელოა მდგომარეობს იმაში, რომ
შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები და მექანიზმები ფინანსური
სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სწორი საზედამხედეველო
პოლიტიკის გასატარებლად და საზედამხედეველო პრაქტიკაში არსებული
ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
სამაგიტრო თემის მეცნიერული სიახლე ძირითადად მდგომარეობსიმაში,
რომ ბაზელის ფინანსური ზედამხედეველობის ძირითადი პრინციპების
პრაქტიკაში დანერგვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
საზედამხედეველო პრაქტიკის შესწავლისა და შეფასების საფუძველზე
შემუშავდეს ეფექტური საზედამხედეველო პოლიტიკის განსახორციელებლად
საჭირო რეკომენდაციები, მისი Basel III-თან დაახლოების მიზნით.
აღნიშნულ სამაგისტრო ნაშრომში:
 მოცემულია ბაზელის ფინანსური ზედამხედეველობის ძირითადი
პრინციპების სტრუქტურა და მისი დახასიათება ისტორიულ ჭრილში;
 ბაზელის პრინციპების მიხედვით ჩამოყალიბებულია ბანკების
ფინანსური ზედამხდეველობის განხორციელების ძირითადი მიზანი,
ცალკეული ინსტიტუტების რეგულირების საზღვრებიდან გამომდინარე,
რომელიც მოიცავს მომხმარებელთ უფლებების დაცვას და სისტემური
რისკის შემცირებას, ასევე პრობლემური ბანკების ზედამხედეველობის
საკითების შესწავლას;
 შესწავლილია საქართველოს ფინანსური ბაზარზე არსებული
ინსტიტუტების სტრუქტურა, ძირითდი აქცენტი გაკეთებულია

85
საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფარგლებს
დაქვემდებარებულ ინსტიტუტებზე, შეფასებულია მათი საქმიანობა,
კომერციული ბანკების სწორი ზედამხედეველობის მნიშვნელობიდან
გამომდინარე და შემუშავებულია რეკომენდაციები;
 შესწავლიალია ფინანსური ზედამხედეველობის განმახორციელებელ
ორგანოების სტრუქტურა და საქართველოს ეროვნული ბანკის
საქმიანობა ბაზელის პირველი ცამეტი პრინციპის იმპლემენტაციის
ფარგლებში, დაწყებული ლიცენზირების მინიჭების კრიტერიუმებიდან
დამთავრებული კომერციული ბანკების ლიკვიდაციით და
შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები;
 გამოკვლეულია კომერციული ბანკების წინაშე არსებული ძირითადი
რისკები კომერციული ბანკების პრუდენციული რეგულირების კუთხით.
ნაშრომის სტრუქტურა განპირობებულია სამაგისტრო თემაში დასმული
მიზნებით და ამოცანებით. წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი შედგება
შესავლისგან, სამი თავის, 9 პარაგრაფის, დასკვნისგან და გამოყენებული
ლიტერატურის ნუსხისგან, რომელიც მთლიანობაში მოიცავს კომპიუტერული
წესით ნაბეჭდ 89 გვერდს.

86
გამოყენებული ლიტერატურა
1. გორგოძე ო., „ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუციური
არქიტექტურა და მისი სრულყოფის გზები“, ეკონომიკა და საბანკო საქმე,
2013, თომი I, N1;
2. მოსიაშვილი ვ. ჭელიძე მ., „საბანკო საქმის საფუძვლები“, თბ. 2016;
3. საქართველოს ეროვნული ბანკი, „წლიური ანგარიში“, 2016 წელი;
4. საქართველოს ეროვნული ბანკი, „მონეტარული და საბანკო სტატისტიკის
ბიულეტინი“, ქ. თბილისი, იანვარი-დეკემბერი 2016 წელი, N213;
5. საქართველოს კონსტიტუცია;
6. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“;
7. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“’
8. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N52/04
„კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.
თბილისი, 2014 წლის 17 ივნისი;
9. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N18/04
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების
შესახებ დებულების დამტკიცების თობაზე“, ქ. თბილისი, 2015 წლის 12
თებერვალი;
10. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „48/04,
„კომერციულ ბანკებში რისკების მართვის დებულების დამტკიცების
თობაზე“, ქ. თბილისი, 204 წლის 17 ივნისი;
11. Bank Supervision Process, Comptroller’s Handbook, September 2007, updated
May 2013 for Risk definitions;
12. Basel III and the Risk Management of Banks in Vietnam, September 2013;
13. Core Principles for Effective Banking Supervision, Basel Committee on Banking
Supervision, September 2012;
14. Davis E.P, Obasi U., The Effectiveness of Banking Supervision, June 2009,
Working Paper N09-27;

87
15. Erlend Walter Nier, Financial Stability Frameworks and theRole of Central
Banks: Lessons from the , Crisis, April 2009, IMF Working PaperWP/09/70;
16. Georgia Financial System Stability Assessment, December 2014, IMF Country
Report No. 14/355;
17. Germany Financial Sector Assessment Program, June 2016,IMF Country Report
No. 16/196;
18. Guidelines for Identifying and Dealing with Weak Banks, Basel Committee on
Banking Supervision, June 2015;
19. Italy Detailed Assessment of Observance of Basel Core Principles for Effective
Banking Supervision, December 2013, IMF Country Report No. 13/354;
20. James R. Barth, A Cross-Country Analysis of the Bank Supervisory Framework
and Bank Performance, September 2002, Economic and Policy Analysis
Working Paper 2002-2;
21. James R. Barth, Global Banking Regulation & Supervision: What Are the Issues
and What Are the Practices?,
22. Olser M., Banking Supervision European Experience and Russian Practice;
23. Prof. C.A.E. Goodhart, The Organisational Structure of Banking Supervision,
FSI Occasional Papers No. 1 – November 2000-10-25;
24. United Kingdom Financial Sector Assessment Program, June 2016,IMF Country
Report No. 16/166;
25. Weber B., Basel III Implementation Impact on Capital Adequacy In Europe,
2014;
26. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109;
27. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2016/annual_report
_parliament.pdf;

88

You might also like