You are on page 1of 22

შუქის ანაბეჭდი: მარტინ სკორსეზი კინოს ენაზე

შუქი, მოძრაობა, დრო და კონტექსტი - ეს არის ის, რაც ქმნის კინემატოგრაფს


კინემატოგრაფად, ასე თვლის რეჟისორი მარტინ სკორსეზი. შუქი იმყოფება კინოს არსში:
მისი დახმარებით იღებენ ფილმებს, რომლებიც შემდეგ კინოდარბაზის სიბნელეში თვითონ
ხდებიან შუქის ერთადერთ წყაროდ. ამ მხრივ ხელოვნება რეალიზდებოდა, ძველ ადამიანურ
სურვილებში დაეფიქსირებინა მოძრაობა - ერთ-ერთი ფუნდამენტალური ადამიანის
მოთხოვნილება. ძველად კინოში, ახლანდელი და მომავალი ერთიანდება, და ადამიანის
ეძლევა შესაძლებლობა იფიქროს ქვეტექსტზე, შეავსოს კადრების რიგი, საკუთარი
წარმოსახვული სადრებით - ყველაზე გასართობი შემადგენელი კინოჩვენებისა. T&P
აქვეყნებენ მარტინ სკორსეზის ლექციას კინოს ენაზე.

მე ვიყავი 6 წლის, როცა მამამ წამიყვანა ფილმზე „ჩრდილში დარჩენილი“, და ამ


მოვლენამ დიდი გავლენა იქონია მთელ ჩემს ცხოვრებაზე. შეიძლება, მაშინ პირველად
გაიღვიჩა ჩემში ინტერესმა კინოს მიმართ და გამიჩნდა სურვილი მეყურებინა ფილმებისთვის
და ჩემით მომეფიქრებინა სიუჟეტები. ეს ფილმი გადაიღეს ინგლისში 1950 წელს. დიდებული
მსახიობი რობერტ დონატი თამაშობს მასში უილიამ ფრიზგინს - ერთ-ერთი კინოს
გამომგონებელი. ფილმის გადაღება დაემთხვა ინგლისის კინოფესტივალს, ამიტომ მასში
ბევრი მიპატიჟებული ვარსკვლავია. 50 ან 60 საუკეთესო ინგლისელი მსახიობი ჩნდება
ეპიზოდურ როლებში, ასევე თვით პოლიციელის როლში არის ლოურენს ოლივიე.
ფრის-გრინმა მთლიანად მიუძღვნა თავი კინოს და გარდაიცვალა ღატაკი. ამიტომ თუ იცი
მისი ცხოვრების ისტორია, ფრაზა „თქვენ, უნდა იყოთ ბედნიერი ადამიანი, მისტერ ფრიზ-
გრინ“ სჩანს ირონიული. მაგრამ მასში, ამავ დროულად, არის სიმართლეც, რადგან ის
ცხოვრობდა, თავისი გატაცებით. ჩემთვის ფილმი იყო ამავე დროს სევდიანი, და
სულისჩამდგმელი. მე ვიყავი ძალიან პატარა და არ შემეძლო გამომეხატა ეს შეგრძნებები
სიტყვებით, მაგრამ მე მოვძებნე ჩემი გრძნობების დადასტურება ეკრანზე.
„სინათლე დევს კინოს საფუძველში: მისი დახმარებით იღებენს ფილმებს, რომლებიც შემდეგ
კინოცენტრის სიბნელეში თვით ხდებიან ერთადერთი სინათლის წყარო. სინათლე ეს არის
ყველაფრის დასაწყისი.“

მშობლებს ჰქონდათ მიზეზი, რომლის მიზეზითაც, მათ ძალიან ხშირად დავყავდი კინოში. 3
წლის ასაკში მე ავადვმყოფობდი ასთმით, და ისინი თვლიდნენ, რომ მე არ შემიძლია
დავკავდე სპორტით. ასევე მშობლებს მართლაც ძალიან უყვარდათ კინო. წიგნებს ისინი
თითქმის არც კითხულობდნენ, სადაც მე ვიზრდებოდი ეს არ იყო მიღებული, ამიტომ ჩვენ
ვპოულობდით შეხების წერტილებს ფილმების დახმარებით.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მე ვხვდები ამ კავშირის მნიშვნელობას, რომელიც
გაჩნდა, ჩვენს შორის, კადრების მოძრაობის წყალობით. ჩვენ ერთად გადაგვქონდა რაღაც
მნიშვნელოვანი, ერთად ვიცნობდით სულიერ ისტორიებს, რომელიც ხშირად
წარმოიქმნებოდა კინოში გაშიფრვის სახით: 40-50-იანი წლების ფილმებში ბევრი რამ
იყო დამალული დეტალებში, ჟესტებში, შეხედულებებში, რეაქციებში, სინათლესა და
სიბნელეში. და ჩვენ ვეჯახებოდით იმ ნივთებს, რომლებიც , როგორც ყოველთვის, არ
შეეძლოთ და არ უნდოდათ განეხილად რაიმე, რასაც საერთოდ ვერ ხვდებოდნენ.
ჩემი შეხედულებით, ამაშია კინოს მაგია. ერთნი მას ეძახიან „ფანტაზიას“ და ცდილობენ
გამოყონ ფილმები რეალური ცხოვრებისგან, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის დამცველობითი
რეაქცია მისი სიძლიერის. რა თქმა უნდა, კინო - ეს არ არის ცხოვრება.ეს არის ცხოვრების
გამოწვევა, შეუწყვეტელი დიალოგი მასთან.
„ხალხს უნდოდა აღებეჭდა მოძრაობა 30 000 წლის წინად. დამამტკიცებელია -
სურათი შოვეს გამოქვაბულში. როგორც ხედავთ, ბიზონს აქვს რამოდენიმე ფეხის
კომპლექტი. შეიძლება, მხატვარი ასე ცდილობდა გამოესახა მოძრაბა. ამ სურვილის
საფუძველზე არსებობს რაღაც მისტიური იმპულსი, ეს არის მცდელობა გამოიცნო
საიდუმლო, ვინ ვართ და რა ვართ“.

ფრენკ კაპრამ თქვა: „ფილმი - ეს არის ავადმყოფობა“. სინამდვილეში ციტატა უფრო


გრძელია, მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე გავჩერდეთ. მე ეს დაავადება შემეყარა ძალიან ადრე.
მე ამას ვგრძნობდი ყოველთვის, როცა დედასთან, მამასთან ან ძმასთან ერთად მივდიოდი
ბილეთების საყიდლად. როცა შევდიოდით კარში, მივდიოდით სქელ ხალიჩაზე, როცა
გავივლიდით გემრიელი პოპკორნის გვერდით, და ბოლოს, ვუახლოვდებოდით დარბაზს,
რომელშიც იყო დიდი ეკრანი, რომელზეც ხორციელდებოდა მაგია. ამის შემდეგ ჩვენ
შევდიოდით შიგნით, წმინდა გამოქვაბულში, რომელშიც ჩვენს წინ ცოცხლდებოდა
რეალური სამყარო.
რაშია კინოს საიდუმლო? რისგან კეთდება ის განსაკუთრებული? ამ კითხვებზე
პასუხი მე ვიპოვე რამდენიმე წლის შემდეგ.
პირველ რიგში, ეს არის სინათლე. სინათლე არის კინოს საფუძველში: მისი
დახმარებით იღებენ ფილმს, რომლებიც შემდეგ კინოცენტრის სიბნელეში ხდება
ერთადერთი სინათლის წყარო.სინათლე - ეს არის დასაწყისი. მითების უმეტესობა,
მსოფლიოს შექმნაზე, იწყება სიბნელით, და მასში ცხოვრება იწყება სინათლესთან ერთად.
სინათლე ეხმარება განაცალკევოს ერთი მეორისაგან, და თვითონ დანარჩენისგან. ეხმარება
სამყაროს აღქმაში, მსგავსების შეცნობაში, მხატვრული სახის განსხვავებაში, რომლისგანაც ის
შედგება. მეტაფორა - ეს არის შეხედულება ერთ საგანზე „სინათლის“ მეშვეობით, რომლის
წყალობით ის ხდება „გაბრწყინებული“. სინათლე იმის საფუძველზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და
როგორ ვხედავთ ჩვენ თავებს.
მეორე, ეს არის მოძრაობა. როცა მე ვიყავი 5-6 წლის, ვიღაცა აჩვენებდა
მულტფილმებს, რომელიც ჩაწერილი იყო 16-მილიმეტრიან ფირზე, და მე მომცეს უფლება
შემეხედა პროექტორის შიგნით. დავინახე პატარა სტატიკური გამოსახულებები, რომელიც
ეცვლებოდნენ ერთმანეთს. პროექტორში ისინი იყვნენ უკუღმა, მაგრამ ეკრანზე
ტრიალდებოდნენ სწორი მიმართულებით. დანახულმა გამაოცა არა ნაკლებ, როგორც
ლოურენს ოლივიე ფილმიდან „ჩრდილში დარჩენილი“, როცა მას პიველად ანახეს მოძრავი
სურათი.
ბიზონი შოსეს გამოქვაბულიდან
ხასლხს სურდათ აღებეჭდათ მოძრაობა 30 000 წლის წინ. დამამტკიცებელია -
სურათი შოვეს გამოქვაბულში. როგორც ხედავთ, ბიზონს აქვს რამოდენიმე ფეხის
კომპლექტი. შეიძლება, მხატვარი ასე ცდილობდა გამოესახა მოძრაბა. ამ სურვილის
საფუძველზე არსებობს რაღაც მისტიური იმპულსი, ეს არის მცდელობა გამოიცნო
საიდუმლო, ვინ ვართ და რა ვართ. ამას მივყავართ შორს, ფილმზე „კატების კრივი“.
ის იყო გადაღებული 1894 წელს ნიუ-ჯერსიში ტომას ედისონის სტუდიაში Black
Maria. ის უფრო ჰგავდა საწყობს, ვიდრე სტუდიას, მაგრამ მასში ედისონი და მისი
დამხმარეები, კინემატოგრაფის გამოყენებით, ჩაიწერეს ათასობით მოკლე სცენები. და ეს
ფირი - ნაკლებად ცნობილია, არსებობს უფრო განთქმულები: ჯიმი კორბეტის კრივი,
რომელიც მაშინ იყო ჩემპიონი, ან სენი ოუკლი - ცნობილი ქალი - ბუფალო ბიალას შოუდა.
და შემდეგ, ვიღაცას მოუვიდა თავში აზრი კატების რინგისა, შეიძლება, ნიუ-ჯერსისთვის იმ
დროს ეს იყო ნორმალური.
ედისონი, ეჭვგარეშეა, რომ იყო ერთ-ერთი კინოს შემქმნელი, არსებობს დავა, იმის
შესახებ, თუ ვინ იყო, სინამდვილეში, პირველი იყო ეს ედისონი ან ფრანგი ძმები ლუმიერები,
ფრის-გრინი ან ინგლისელი რობერტ უილიამ პოლი. შეგვიძლია გავიხსენოთ ლუი
ლეპრინსი, რომელმაც გადაიღო მოკლე ფილმი 1888 წელს. შეგვიძლია წავიდეთ კიდევ შორს
XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც ედვარ მეიბრიძჟიმ ჩაატარა კვლევა.
,,კატების კრივი“

ედვარდ მეიბრიჯი, „ცხენი მოძრაობაში“

◀ 1 / 2 ▶
მან დააყენა რამოდენიმე ფოტო კამერა, და შემდეგ უშვებდა მექანიზმს, რომელსაც
რიგ-რიგობით რთავდნენ. ამ სახით ის ცდილობდა აღებეჭდა ადამიანის ან ცხოველის
მოძრაობა. მისი დამქირავებელს ლელანდ სტენდფორდს კამათი მოუვიდა მეიბრიჯთან, რომ
ცხენი ახტომის დროს არასდროს წევს ერთად ოთხ ფეხს ჰაერში. მაგრამ, როგორც ხედავთ
მეიბრიჯმა მოიგო. როდესაც ცხენს თავი აქვს მიწისკენ მიმართული იგი ხტება ჰაერში.
ნუთუ კინო დაიწყო მეიბრიჯით? ტომას მანი თავის რომანში „იოსები და თავისი ძმები“ წერს:
„როგორ ღრმადაც ჩავდივართ წარსულის ჯოჯოხეთში, ვრწმუნდებით, რომ კაცობრიობის
შექმნიდან, მისი ისტორია და კულტურა, ჩაუწვდომელია“. ჩაუწვდომელია არა მხოლოდ
პირველყოფილები, არამედ კინოც. ამ ფილმის ჩვენება ფრანგ ძმებ ლუმიერებისთვის
შეიძლება ჩავთავლოთ პუბლიკურ კინოსეანსად. ფილმი გადაიღეს 1895 წელს, და როცა ჩვენ
მას ვუყურებთ დღეს, ადამიანების ჩაცმულობითა და მოძრაობით, ვხვდებით, რომ ეს
ნამდვილად 1895 წელია. წარსული და ახლანდელი ერწყმება ერსთმანეთს. რომელსაც
მივყავართ მესამე კინოს ასპექტზე - დრო.
ფილმზე მუშაობისას „ჰუგო“ ჩვენ ვცდილობდით გადავსულიყავით იმ პირველი
სეანსის დროში, როცა ადამიანებს ეშინოდათ მოძრავი სურათების, შიშისგან ხტებოდნენ, რომ
არ დაჯახებოდათ მატარებელი. ძმები ლუმიერების სურათის შესწავლის შემდეგ, ჩვენ
მაშინვე შევამჩნიეთ, რომ იგი ძლიერ განსხვავდება ედისონის ფილმებისაგან. ლუმიერები არა
მხოლოდ აღბეჭდავდნენ მოვლენებს - მათ ფილმში არის კომპოზიცია. შეხედეთ, როგორ
ზუსტად არის დამონტაჟებული კამერა, რა ზუსტად არის შერჩეული დაშორება კამერისა და
მატარებლის, რა ზუსტად არის შერჩეული სიმაღლე და კუთხე. საინტერესოა, თუ კამერა
იდგებოდა სხვაგან, მაშინ პუბლიკის რეაქცია არ იქნებოდა ასეთი მკვეთრი. ფილმზე
მუშაობისას „ჰუგო“ ჩვენ გადმოვიტანეთ ლუმიერების ფილმი 3D-ზე. მაგრამ ეფექტი
სრულიად განსხვავებული იყო, ჩვენ მივხვდით, რომ ლუმიერების ფილმი უნდა იყოს
ორგანზომილებიანი გამოსახულებით, შიგნით სამგანზომილებიანით იმიტომ, რომ
ლუმიერების მიერ მოფიქრებული კომპოზიცია ქმნიდა სიღრმის ილუზიას.
„ჰუგო“

„მოგზაურობა არარსებულში“ ჟორჟ მელიესი


◀ 1 / 3 ▶

ასე რომ ძმები ლუმიერები არა მხოლოდ აღბეჭდავდნენ მოვლენებს, როგორც ეს


კეთდებოდა ედისონის სტუდიაში, არამედ ისინი აძლევდნენ თავიანთ შეხედულებას
სამყაროზე და ყვებოდნენ ისტორიას, სულ რაღაც, ერთი რაკურსის მეშვეობით. ასევე
მუშაობდა ჟორჟ მელიესი. ის იყო ილუზიონისტი და თავიდანვე უნდოდა კინო გაეხადა
თავისი წარმოდგენების ნაწილი. მან მოიგონა უჩვეულო მეთოდები გადაღებებისა და თავისი
ხელით შექმნა სპეცეფექტები. ასეთი სახით, იგი თავის ნებაზე ცვლიდა რეალობას. ამიტომ
მისი ფილმები ჰგავს ჯადოსნურ ზარდახშას, რომელიც ავსებულია სასწაულებით.
ახლა ამდენი წლის შემდეგ ძმებ ლუმიერებსა და მელიესს თვლიან ურთიერთ
საწინააღმდეგოდ: პირველები მხოლოდ აღწერდნენ რეალობას, მეორე კი ქმნიდა
სპეცეფექტებს. რა თქმა უნდა ყოველთვის დიდია ცდუნება. მაგრამ მათ მაინც ჰქონდა ერთი
და იგივე მიზანი, მხოლოდ ისინი მიდიოდნენ, მიზნისაკენ, სხვადასხვა გზით.
მონტაჟის განვითარებით ყველაფერი უფრო გართულდა. ვინც პირველად მოიფიქრა
კადრების შეერთება, რაკურსის შეცვლით, მაგრამ აკეთებდა ისე, რომ მაყურებელი
ხვდებოდა, რომ უყურებს იმავე ეპიზოდს? მე ისევ გაგცემთ პასუხს თომას მანის სიტყვებით:
„ეს მიუღწეველია“. მაგრამ, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ერთ-ერთი პირველი და
ყველაზე ცნობილი მაგალითი მონტაჟის გამოყენებისა გახდა ედვინის ფილმი 1903 წლის
„მატარებლის დიდი გაძარცვა“. მიუხედავად მონტაჟური მიწებებისა,რომლის მოქმედება
გადადის შიდა ნაწილისგან მატარებლის თავზე, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის იმავე
ეპიზოდის გაგრძელება.
„მატარებლის დიდი გაძარცვა“
„ღორების ხეივნის მუშკეტერები“
◀ 1 / 5 ▶

„ღორების ხეივნის მუშკეტერები“ - გრიფიტის არაჩვეულებრივი სურათი,


მოკლემეტრაჟიანი, რომელიც გადაღებულია 1912 წელს. ეს ფილმი გვიყვება ისტ-საიდის
ქვედა ქუჩების ცხოვრებას, შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველ განგსტერულ ფილმად. ერთ-ერთ
სცენაში გამოყენებულია ცნობილი ფოტოგრაფის ჯეიკობ რისას „Bandit’s Roost”, გმირები
განიცდიან ძალიან დიდ დაშორებას, რომ მოხვდნენ ღორების ხეივანში. ეკრანზე ეს არ ჩანს,
მაგრამ თქვენ გეჩვენებათ, ისე როგორც უნდა იყოს, და თქვენ იწყებთ ამის დანახვას თქვენს
თავში. და ეს არის კინოს მეოთხე პრინციპი - ქვეტექსტი. ეს სურათია, რომელსაც ხედავს
ჩვენი ცნობიერება. მე ვფიქრობ, რომ მისი წყალობით გამოჩნდება კინოსადმი გატაცება, ის
მამოძრავებს მის შესწავლაში. ჩვენ ვიღებთ ერთ კადრს, ვაერთებთ მას მეორესთან, და თავში
ჩნდება სახე რაღაც მესამის, რომელიც არ არის არცერთ კადრში. ამაზე ბევრს წერდა საბჭოთა
რეჟისორი სერგეი ეიზენშტეინი, და ეს პრინციპი ძევს მისი ყველა ფილმის საფუძველში. მე
მმაოცებ თუ, როგორც იცვლება შიდა აღქმა, თუ ამოვაცლით ფილმს რამოდენიმე კადრს ან
მხოლოდ ერთს. მე ვთვლი, რომ ეს არის „კინოს ენა“.
„შეუწყნარებლობა“

1916 წელს გრიფიტმა გადაიღო სამ საათიანი ეპიკური კინო „შეუწყნარებლობა“,


რომლითაც ის ცდილობდა გამოესყიდა დანაშაული რასიზმისა ფილმში - „ერის დაბადება“.
გრიფიტი წავიდა უფრო შორს მონტაჟიური ხელოვნების განვითარებაში: იგი რთავდა
მოქმედებას ოთხი სხვადასხვა ისტორიებით. პირველი მათთგანი ყვება ჰუგენოტების
ხოცვაზე, მეორე ქრისტეს ახსარებით, მესამე, ყველაზე სანახაობრივი, ბაბილობის დაცემაზე,
და ბოლოს, მეოთხე, თანამედროვე რეჟისურაზე 1916 წელს. ფილმის ფინალში გრიფიტი
აკეთებს იმას, რასაც ვერ ბედავდა ვერავინ მანამდე: ის აჩვენებს ყველა ისტორიის
კულმინაციურ მომენტებს, აკეთებს დროის გაყოფას. გრიფიტმა მონტაჟი გაუკეთა
განსხვავებული სიუჟეტების კადრებს იმიტომ, რომ მას არ უნდოდა გამოეხატა მხოლოდ
ფაქტები, ის ცდილობდა თეზისის ილუსტრირებას. მოცემულ მომენტში მოუთმენლობას
მოჰქონდა მხოლოდ დაშლა. ეიზენშტეინმა ამ მიღებას უწოდა „ინტელექტუალური მონტაჟი“.
ავტორებისთვისა და კრიტიკოსებისთვის, რომლებიც თავიდან კინოს მიმართ იყვნენ
უნდობლობით განწყობილნი - ის ხომ გაჩნდა როგორც დაბალი დონის გასართობი - ეს
მომენტი იყო გარდამტეხი. ამ დღიდან კინო ჩაითვალა ხელოვნებად. რა თქმა უნდა
სინამდვილეში ის იყო ხელოვნება ძმები ლუმიერების, მელიესისა და პორტერის დროსაც,
მაგრამ გრიფიტის ფილმი გახდა მომდევნო ნაბიჯი მისი ენის ლოგიკური განვითარებისკენ.
„2001 წელი: კოსმოსური ოდისეა“
◀ 1 / 3 ▶

ეს სცენა არის სტენლი კუბრიკის მონუმენტური შედევრი „2001 წელი: კოსმოსური


ოდისეა“. აქ არის ყველაფერი: აბსტრაქცია, სიჩქარე, მოძრაობა, სიმშვიდე, სიცოცხლე და
სიკვდილი. ჩვენ ისევ ვგრძნობთ ამას - მისტიკურ იმპულსს, რომელიც აღვიძებს მოძრაობას,
წავიდეს ჩქარა და უფრო ჩქარა, შეიძლება, ბოლოს იპოვოს სიმშვიდე სუფთა ყოფაში. კინო,
რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ის არის, რომელიც გააკეთა ედისონმა, ლუმიერებმა,
მელიესმა, პორტერმა, გრიფიტმა და კუბრიკმა, ის თითქმის არ დარჩა. ის გახდა აღკვეთილი
ნაკადი მოძრავი სურათებით, რომლებიც გვეხვევიან ჩვენ ყველგან და გატარდება თვალების
წინ სწრაფად, როგორც ასტრონავტის გამოცხადება კუბრიკის ფილმიდან.
კლასიკური კინო, როგორც ახლა ეძახიან მას, დღეს იმავე სტატუსზეა, როგორც
ვერდისა და პუჩინის ოპერა. ფირი საბოლოოდ დარჩა წარსულში. ბევრისთვის ეს გახდა
გამარჯვება, და მე მათი ძალიან კარგად მესმის, მე თვითონ ვიზრდებოდი ფირის ფილმებზე
და მახსოვს მისი განსაკუთრებული სილამაზე. მაგრამ კინო ყოველთვის იყო განუყოფილი
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამისგან. და თუ ჩვენ, ხშირად, დავიტირებთ მას, რაც უკვე
წავიდა, მაშინ ვერ მივიღებთ სიამოვნებას ახლა მომხდარი მოვლენებისგან. დღეს ყველა
შესაძლებლობა გახსნილია, და, შესაძლოა ვიღაცა ამისგან არ არის კარგად. მაგრან, მე
ვფიქრობ, ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო დროში იმიტომ, რომ არ ვიცით რა იქნება ხვალ,
მითუმეტეს რამდენიმე კვირის შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ
ვისწავლოთ აღქმა ამ მოძრავი სურათების ნაკადისა, როგორც ენა. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ,
რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენს წინ, და ვიპოვოთ გზა ამ ყველაფერში გასარკვევად.
„მიუღწეველია პირველ ყოფილი ადამიანები, როგორც კინო. ლუმიერების პირველი
ჩვენება მიღებულია ჩაითვალოს პირველ პუბლიკურ კინოსეანსად. ფილმი გადაიღეს 1895
წელს, და როცა ჩვენ ვუყურებთ მას დღეს, ხალხის ჩაცმულობით, და იმით, როგორ
მოძრაობენ, ვხვდებით, რომ ეს არის, მართლაც 1895 წელი. წარსული და მომავალი
ერთმანეთში ირწყმება“.

ჩვენს დროს არავინ არ დაობს რატიფიცირებაზე. რამოდენიმე საუკუნის წინ კი


სოკრატე თანახმა იყო. მისი არგუმენტები ჟღერდა ისე, როგორც სიტყვები მათი, ვინც დღეს
აკრიტიკებს ინტერნეტს, თვლიან მას საცოდავად, სოკრატე განიცდის, რომ წერილი და
ნაკითხობა მიიყვანს ადამიანებს რეალობის ცოდნის დაკარგვისკენ. კითხვით ადამიანი
დაივიწყებს საგნების დამახსოვრებას, და ხალხი დაიწყებს მხოლოდ სიბრძნის ხილვას.
ახლა კი ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ, კითხვასა და წერას ასწავლიან სკოლაში, მაგრამ
ვაგრძელებთ ერთი და იგივე კითხვების დასმას უკვე მოძრავი სურათების მიმართ. მოიტანენ
თუ არა ისინი ზიანს? მისი მიზეზით დაგვავიწყდება თუ არა წერა?
სახეები ჩვენს ირგვილივაა, ჩვენ ვეჯახებით მათ ხშირად, ვიდრე ადრე. ამიტომ მე
მგონია აუცილებელია სკოლის საგნებში შევიტანოთ ვიზუალური ხელოვნება. სტივ ეპკონი,
პროდიუსერი და The Jacob Burns Film Center -ის დამაარსებელი წერს თავის წიგნში,
„წარმოსახვის წელი“ (The Age of the Image) , არ უნდა არსებობდეს ვერბალურსა და
ვიზუალურ წიგნიერებაში განსხვავება ისე, როგორც არ უნდა იყოს დავა თუ რა არის
მნიშვნელოვანი: სიტყვები თუ გამოსახულება. ორივე მნიშვნელოვანია. ისინი ორივე არის
ყველაფრის დაარსების საფუძველში. ისინი ორივე გვეხმარება იმის გაგებაში, თუ ვინ ვართ.
ძველ წერილებში თითქმის შეუძლებელია განასხვავო სიტყვები ნახატებისგან. როგორც წესი
სიტყვაბი გამოსახულებებია ან სიმბოლოები. ჩინური და იაპონური ენა დღემდე ეფუძნება
პიქტოგრაფიულ სისტემას. რაღაც განსაზღვრებაში „მიუღწეველი“ მომენტი ისტორიაში -
სიტყვები და მხატვრული სახეები განცალკევდნენ, როგორც ორი მდინარე, როგორც ორი გზა
სიმართლის გასაგებად მიმავალი.
„ჩვენ ვიღებთ ერთ კადრს, ვაერთებთ მას მეორესთან, და შედეგად თავში ჩნდება
რაღაცა მესამე, რაც არ არის არც ერთი ამ კადრებიდან. ამაზე საუბრობდა საბჭოთა რეჟისორი
სერგეი ეიზენშტეინი, და ეს პრინციპი არის მისი ფილმების დაარსების დაფუძველში. მე
მაოცებს შინაგანი აღზრდის ცვლილება, თუ ფილმიდან ამოვაკლებთ რამდენიმე კადრს ან
ერთს მაინც. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის „კინოს ენა“.

1990 წელს მე დავაარსე ორგანიზაცია The Film Foundation, რომელშიც ვმუშაობდით


სასწავლო კურსის დიზაინზე „ზღაპარი კინოს შესახებ“. ის განისაზღვრა უფასოდ
მასწავლებლებს შორის, და შედეგად დაახლოებით 100 000 მასწავლებელმა ჩართო ის თავის
ფროგრამაში. კურსი შედგებოდა 3 განაყოფისგან, თითოეულში ორიენტაცია გაკეთებული
იყო კინოზე. ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო „დღე, როდესაც გაჩერდა დედამიწა“ 1951 წელი
(The Day the Earth Stood Still). რატომ ამოვირჩიეთ ეს? იმიტომ, რომ ეს არის ლამაზი შავ-
თეთრი ფილმი. იმიტომ, რომ ჰოლივუდში მაშინ იღებდნენ არაჩვეულებრივ ფილმებს, იმ
პერიოდს ტყუილად არ ეძახიან ოქროს საუკუნეს. იმიტომ, რომ ეს 50-იანი წლების ერთ-
ერთი საუკეთესო შემეცნებით-ფანტასტიკური სურათია. ასევე არსებობდა სხვა მიზეზი.
ამერიკელი კრიტიკოსი მენი ფარბერიმ ერთხელ თქვა, რომ ყოველი ფილმი ატარებს დნკ-ს
თავს ეპოქაში. „დღე, როდესაც გაჩერდა დედამიწა“ გადაიღეს ცივი ომის პერიოდში, ამიტომ
მაში აისახა დაძაბულობა, პარანოია და შიში. ყველაფერი ეს ჩნდება სინათლისა და ჩრდილის
დამსახურებით, პერსონაჟების ემოციური და ფსიქოლოგიური მოქმედებით, იმ დროს
ატმოსფერო, რომელიც დარჩა კადრს მიღმა, მაგრამ ძლიერად ახდენდა გავლენას
მაყურებლებზე. ეს დეტალები, რომლებიც ფილმს სძენენ სიცოცხლეს, და როცა უფრო
უღრმავდები მას, უფრო ეფექტური ხდება კინო.
რა იქნება, თუ ფილმს უყურებენ ადამიანები სხვა საუკუნიდან? მე მახსოვს 1951 წელს,
როცა მე ვიყავი 9-ის. მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა 20 წლით გვიან, ფილმი
გამოიყურება სხვანაირად მომავალში. და ის ვინც დაიმადა დღეს, მას შეხედავს სხვა
თვალით, მას ექნება განსხვავებული მსოფლმხედველობა, სხვა ღირებულებები, და ძველი
დროის ცრურწმენა არ შეაწუხებს. ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ კინოს ჩვენი ეპოქის პრიზმაში,
ეს იმას ნიშნავს, რომ დროდადრო რაღაც საგნები წყვეტენ აღქმას, პირიქით, ფოკუსირდებიან
ყურადღების ქვეშ. მაგრამ სინამდვილეში ძლიერი ფილმი არ გახდება მცირედ ეფექტური,
მაშინაც, როცა კონტექსტი მთლიანად იცვლება.
მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც გავაანალიზოთ და ვიპოვოთ ახალი აზრები, უნდა
იყოს ანალიზის საგანი. უნდა შეგვეძლოს მისი შენახვა. არქეოლოგები აკეთებენ გახსნას,
შეისწავლონ ნაგავი, რომლებსად ადამიანები აგდებდნენ, ახალი ცივილიზაციისკენ
გადასვლით. ავიღოთ მაგალითად შუმერული დაფები. მათზე არც ლექსებია და არც
მოთხრობები, არამედ საოჯახო გადასახადებია. საოცარია, რომ ისინი საუკუნეების
განმავლობაში მიწის ქვეშ იმყოფებოდნენ, და ახლა ინახებიან გამორჩეულ ადგილებზე.
რომელსაც უფრთხილდებიან, აი ასე უნდა მოექცნენ კინოსაც.
ფილმები არ კეთდება ქვისგან. აქამდე მას წერდნენ ფირებზე - პირველი პლასტიკური
მატერიალით, რომლითაც სარგებლობდნენ 40-იანი წლების ბოლომდე. 50-იან წლებში იგი
შეცვალეს სხვა ფირით.
ფილმების შენახვას მაშინ არავინ არ ფიქრობდა, თუ რაიმე შემორჩა, ეს
შემთხვევითობაა. რამდენიმე ცნობილი სურათი დაზიანდა, რომლებიც გახდნენ თავიანთი
პოპულარობისთვის მსხვერპლნი. მას უშვებდნენ ბევრჯერ, ხშირად იწერდნენ
ორიგინალისგან, რითაც აზიანებდნენ მას. ფირი მაშინ იყო იმდენად მყიფე და მსუბუქი, რომ
არ იძირებოდა წყალში. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფირს ადნონდნენ, რომ
გაეკეთებინათ ვერცხლი. 70-80იანი წლების ფილმები გადააკეთეს მედიატორებში გიტარისა
და პლასტიკური ქუსლებისთვის.
„ძველ მწერლობას ვერ გაარჩევ ნახატისაგან. სიტყვები არის ნახატები ან სიმბოლოები.
ჩინური და იაპონური ენები დღემდე აწყობილია ფიქტოგრაფიულ სისტემაზე. და რაღაც
განსაზღვრებით „მიუღწეველი“ მომენტი ისტორიაში სიტყვები და სახეები ერთმანეთისგან
განცალკევდა, როგორც ორი მდინარე, როგორც ორი გზა სიმართლის ძიებისკენ.

მე მეშინია წარმოვიდგინო, რომ განსაკუთრებული ფოტოპლასტიკები, გაკეთებული


სამამულო ომის დროს, ანუ თითქმის ფოტოგრაფიის შექმნის შემდეგ, ჰყიდიდნენ მებაღეებს,
რომლისგანაც აკეთებდნენ სათბურს. ის რომლებიც გადარჩა ინახება აქ, კონგრესის
ბიბლიოთეკაში.
მაშინ, როდესაც მე მესმის კითხვა „რა საჭიროა საერთოდ რაიმეს შენახვა?“, რომელიც
დღემდე ისმევა ძალიან ხშირად, მე მახსენდება ეს ისტორია, ეს მუნჯი ფილმი და ეს
ფოტოები სამამულო ომის დროინდელი, რომლებსაც არავინ არ თვლიდა ღირებულად. მისი
მნიშვნელობის გაგება მოხდა ძალიან გვიან. რატომ უნდა შევინახოთ ის? იმიტომ, რომ ჩვენ
ვერ ვხვდებით სად წავიდეთ, სანამ არ გავიგებთ, სად იწყება ჩვენი გზა. ჩვენ ვერ შევიცნობთ
მომავალს, მანამ სანამ ვერ გადავწყვეტთ წარსულის პრობლემებს.
მე დავინტერესდი ამ იდეით 80-იანი წლების დასაწყისში, როცა მივხვდი, რამდენად
ხანმოკლეა ფილმები. და სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში შევქმენით The Film
Foundation, რომელშიც ბობ როზენის მიწვევით, ჩემს გარდა, შევიდა სპილბერგიც, ლუკასი,
კოპოლა, რობერტ რედფორტი და სიდნი პოლაკი. მუშაობის ამოცანა The Film Foundation
იმაშია, რომ ისწავლო სტუდიები და არქიტექტურა იმუშაოთ ერთად. ადამიანების
შემოქმედება შეიცვალა, მათ დაიწყეს გაგება,თუ როგორი მნიშვნელოვანია კინოს
მოფრთხილება. მაგრამ საჭიროა დიდი დრო: აუცილებელია ხშირად შეამოწმო ფილმები,
გადაიყვანო იგი ერთი ფორმატიდან მეორეზე - პროცესი შეიძლება გაგრძელდეს
უსასრულოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ დავიგვიანეთ. 90% მუნჯი ფილმებისა დაკარგულია
სამუდამოდ. ხანდახან რამოდენიმე მათთგანი იდეალურ ფორმაშია. მაგალითად ჯონ
ფორდის ფილმი „დინების აყოლებაზე“ (Upstream ) ახლახანს იყო აღმოჩენილი
ნაციონალური ფონდის მიერ, რომელიც შენახულია ახალი ზერკანდიის არქივში. მაგრამ
ყოველთვის, როცა ასეთი შემთხვევა ხდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ათასობით სხვა ფილმები,
რომლებსაც ვეღარ დავაბრუნებთ. ამიტომ რაღაცნაირად უფრო მეტად მოვუაროთ
ყველაფერს, რაც დაგვრდა კიდევ, დაწყებული აღიარებული შედევრებით, დამთავრებული
ტექნიკურ ფილმებითა და სახლის ვიდეობით. ყველაფერზე, რასაც შეუძლია მოყვეს ჩვენზე
სამომავლოდ.
„თავბრუსხვევა“

ალფრედ ჰიჩკოკის 1958 წლის ფილმი „თავბრუსხვევა“ ბევრ თქვენგანს ალბათ აქვს ნანახი.
როცა იგი გავიდა გაქირავებაში, პუბლიკამ ნახა იგი, ვიღაცას ეს მოეწონა, ვიღაცას არა, და
შემდეგ იგი გაქრა. ის გაუშვეს მხოლოდ ისე როგორც, კიდევ ერთი ფილმი დიდებული
სასპენსის ოსტატისა. მაშინ ჰიჩკოკის ფილმები გამოდიოდა წელიწადში ერთხელ ერთსა და
იმავე დროს, და ყველა მათგანი გახდა პრაქტიკულად ფრენჩაიზია.
„ახალი ტალღის“ ფრანგი რეჟისორების და ამერიკული კინოკრიტიკის ენდრიუ
სარისუ დახმარებით გადაფასდა ჰიჩკოკის შემოქმედება. მათ მისცეს ბევრად ღრმა
შეხედულება მისი კინოსი და გაამახვილეს ყურადღება საავტორო მიდგომა იმასთან, ვინც
ყოველთვის იმალება კამერის მიღმა.
როდესაც კინოს ენა აღიქვეს სერიოზულად, მასთან მიდგომა სერიოზულად
გადაწყვიტა ჰიჩკოკმაც. ის იყო ოსტატი ვიზუალური თხრობისა, ამიტომ, რაც უფრო
ყურადრებით უყურებთ სურათის შექმნას, უფრო ემოციურად რთული გეჩვენება იგი.
მაგრამ ირონიულად ადამიანებმა უფრო უკეთ დაიწყეს ჰიჩკოკის გაგება,როდესაც მისი
ძალიან მნიშვნელოვანი ფილმები უკვე დაკარგული იყო. ეს იყო 1973 წელს ფილმი
„თავბრუდახვევა“ მხოლოდ ერთი სიიდან, დაკარგულად ასევე ითვლებოდა „ეზოში
გამავალი ფანჯარა“ და „თოკი“. იმ დროს ვერავინ აცნობიერებდა, რომ ვეღარ ვნახავდით ამ
ფილმებს. უნდა ითქვას, რომ ჰიჩკოკი თვითონვე უშლიდა ხელს თავისი ფილმების
გავრცელებას.
მიმდინარეობდა საიდუმლო ჩვენებები. ფილმი გამოჩნდა ეკრანებზე მხოლოდ 1984
წელს სხვა ფილმებთან ერთად. მაგრამ იგი იყო გადაწერილი ასლიდან და ფერები
გამოიყურებოდა სხვანაირად. ეს იყო სერიოზული დაკარგვა იმიტომ, რომ „თავბრუსხვევაში“
უჩვეულო ფერადი გამაა.
ორიგინალი ნეგატივის აღსადგენად საჭიროებდა სერიოზულ მუშაობას. 10 წლის
შემდეგ ბობ ჰარისმა და ჯიმ კაციმ გაატარეს სრული რესტავრაცია ფილმისა კომპანიისთვის
Universal. საჭიროებდა ბევრ ფილს. თავდაფირველად ის იყო გადაღებული სისტემით Vista
Vision მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი აღარ არსებობს ფილმის რეკონსტრუქცია უნდა
მომხდარიყო სხვა ფორმატით, 70-მილიმეტრიანი ფირის გადაწერით. ხმა და გამოსახულება
ძლიერ დაზიანდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა დიდი ნაწილი ფილმისა აღდგა.

„თაბრუსხვევა“
◀ 1 / 4 ▶

კაცი დაიქირავეს ქალის სათვალთვალოდ, რომელიც შეპყრობილია ბებიის


ტრაგიკული ისტორიით. ის ვერ არის კარგად და მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მას ქონდა
გამოცხადება, რომ სიკვდილი მიაღწევს მასთან ჩრდილოეთ კალიფორნიაში ზარის კოშკის
სიმაღლეზე. მას მიყავს ის იქ იმიტომ, რომ თვლის იგი დაეხმარება განკურნებაში. იგი ადის
კოშკზე, ის რჩება ქვევით იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია სიმაღლის, და დაუხმარებლად
აკვირდება, როგორ ხტება კოშკიდა.
ეს არის ფილმის პირველი ნაწილი. და მხოლოდ ის რაც შეეხება სიუჟეტს და
უმეტესად დიდებულ ფილმებში, შეიძლება, ყველაშიც, სიუჟეტი არ მთავარი არ არის.
„თაბრუსხვევა“ - ეს არ არის მხოლოდ ფილმი -ისტორია, ეს არის ფილმი-განწყობა. აქ არის
სან-ფრანცისკოს ატმოსფერა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ წარსულის აჩრდილებით
გარშემორტყმული, აქ არის მუდმივი ნისლი, რომელიც ფარავს მზეს, აქ არის მთავარი
გმირის შფოთვა, როლი რომელსაც ასრულებს ჯეიმს სწუარტ და ბოლოს მუსიკია, რომელიც
დაწერა ბერნარდო ხორმანმა. და როგორც ამბობდა კინოკრიტიკოსი კაიტი, თუ თქვენ არ
გაქვსთ ნანახი „თავბრუსხვევა“ ორჯერ, მაშინ უყურეთ, რას გულისხმობდა.
„უმეტესია 90% მუნჯი ფილმებისა დაკარგულია სამუდამოდ. ხანდახან რამოდენიმე
მათგან სასწაულად იძებნება. ისე, როგორც მაგალითად ჯონ ფორდის ფილმი
„მიმართულების საწინააღმდეგოდ“ 1927 წელი, ახლახანს იქნა აღმოჩენილი ნაციონალური
ფონდის მიერ. მაგრამ ყოვეთვის, როცა ასეთი რამ ხდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით
და ათასობით ფილმს უკვე ვეღარ დავაბრუნებთ“.
1952 წელს ბრიტანული ჟურნალის რეჯაქტორებმა Sight and Sound ჩაატარეს
გამოკითხვა, რომელიც გააგრძელეს 10 წლის განმავლობაში. მათ თქოვეს ადამიანებს, მთელი
მსოფლიოს კინოინდუსტრიაში მომუშავე პერსონალს (რეჟისორებს, სცენარისტებს,
პროდიუსერებსა და კრიტიკოსებს) დაესახელებინათ ყველა დროის10 უდიდესი ფილმი.
შემდეგ ეს ყველაფერი გამოაქვეყნეს ჟურნალში. 1952 წელს ერთ ნომერში იყო დიდებული
რეჟისორის ვიტორიო დე სიკას ფილმი „ველოსიპედების გამტაცებლები“. 10 წლის შემდეგ,
1962 წელს, ის შეიცვალა ფილმით „მოქალაქე კეინი“ რეჟისორი ორსონ უელზი, და იგი
სიმაღლეზე იმყოფებოდა 40 წელი. „მოქალაქე კეინი“ - ეს, ეჭვგარეშეა, რომ შედევრია. ის
გამოვიდა 1941 წელს დიდი პომპეზურობით და, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა
ფულადი წარმატება, გახდა კინოს ისტორიის მწვერვალი. 50-იან წლებში, უკვე ჩემს თაობაში,
მას ისევ მიაქციეს ყურადღება და აჩვენებდნენ ტელევიზორში. ის ითვლებოდა ერთ-ერთ
უდიდეს ფილმად, და ახლაც ასე ითვლება. ასვე მას ეძახიან ამერიკულ კინოს, რომელიც
ხსნის კარიერული ამბიციებისა და კრახის პრობლემებს ასევე დროის პრობლემას.
როგორც უკვე ვთქვი, ,,მოქალაქე კეინი“ დარჩა 40 წლის მაძილზე ნომერ პირველ ფილმად.
2012 წლამდე როდეასც მისი ადგილი დაიკავა 1958 წლის ფილმმა, რომელიც ითვლებოდა
დაკარგულად „თავბრუსხვევა“. ამ ფილმის ისტორია ძალიან ჰგავდა „მოქალაქე კეინის“
ისტორიას: მისი ორიგინალი ნეგატივი დაიწვა ხანძრის დროს ლოს-ანჯელესში 70-იან
წლებში. მე მიმყავხართ იიქამდე, რომ ჩვენ არამხოლოდ უნდა შევინახოთ ფილმები, არამედ,
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა წაყვიდეთ კულტურული სტანდარტების მიზნით.
განსაკუთრებით ახლა. იყო დრო როცა ხალხმა არ იცოდა რა იყო кассовых сборов. მაგრამ 80-
იანი წლებიდან გახდა სპორტის სახეობა და ფილმების შეფასების მეთოდი.
დღეს ახალგაზრდებმა იციან ყველაფერი. ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი? ვინ არის
ყველაზე პოპულარული?.. პოპულარულობის ციკლი იკლებს საათებით, წუთებით, წამებით,
და კინო, რომელშიც არის სერიოზული იდეები გადაადგილდება.
და იდგე ამ ქაოსის შუაში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი მნიშვნელვანი რამ: ჩვენ გვგონი
ვხვდებით, თუ რა შევა ისტორიაში, და რა არა. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ძალიან
დარწმუნებულები ამაში, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არაფერი არ ვიცით და ვერც
გვეცოდინება. ყოველთვის გახსოვდეთ „თაბრუსხვევა“, სამამულო ობის დროინდელი
ფოტოები და შუმერული დაფები.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ 1849 წელს ავტორმა „მობი დიკი“ შეძლო თავისი
წიგნის მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლიარის გაყიდვა, და რაც დარჩა დაიწვა ხანძრის დროს.
ეს რომანი ბევრს არ მოწონს, მაგრამ მაინც არის საუკეთესო ნაწარმოები გერმან მელვილის
შემოქმედებაშ და ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი ლიტერატურის ისტორიაში.
„ჩვენ არამხოლოდ უნდა შევინახოთ ფილმები, არამედ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ
უნდა წაყვიდეთ კულტურული სტანდარტების მიზნით. განსაკუთრებით ახლა. იყო დრო
როცა ხალხმა არ იცოდა რა იყო кассовых сборов. მაგრამ 80-იანი წლებიდან გახდა სპორტის
სახეობა და ფილმების შეფასების მეთოდი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს,რომ გარდა ფინანსებისა არსებობს სხვა ღირებულებებიც,


ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უნდა შეინახოს, რათა დარჩეს შთამომავლებს. როგორ
ვამაყობთ ჩვენი პოეტებით, მწერლებით, ჯაზითა და ბლუზით. ასევე უნდა ვამაყობდეთ
კინოთი, რომელიც გახდა ამერიკაში ყველაზე დიდ მიღწევად.
დიახ, ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც გამოიგონა კინო ან გადაიღო XX ს-ის კარგი ფილმები,
მაგრამ მაინც უმეტეს წილად კინო ხელოვნება და მისი განვითარება დაკავშირებული იყო
ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან. ეს გვაკისრებს პასუხისმგებლობას. ამიტომ ჩვენ უნდა
გვესმოდეს, რომ დადგა მომენტი, როდესაც ყოველ მოძრავ სურათს უნდა ვცეთ პატივი ,
როგორც კონგრესის ბიბლიოთეკის წიგნებს.

თარგმნა: თამთა ფირცხალაიშვილი

You might also like