You are on page 1of 7

1. მოდერატორი (ანი) : მოგვიყევით თქვენს შესახებ. ვისთან ერთად ცხოვრობთ?

რას
საქმიანობთ?

მაია: ვცხოვრობ დედასთან და ძმასთან ერთად, ვსაქმიანობ საჯარო სექტორში და


პარალელურად სტაჟირებას გავდივარ საქართველოს პარლამენტის ადამიანური
რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტში, ასევე ვარ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის
მაგისტრატურის სტუდენტი.

მანჩო: ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ერთად. ვარ ივანე ჯავახიშვილის


სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამავრებელი კურსის
სტუდენტი. ვსწავლობ სოციალურ და პოლიყიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე
სოციოლოგიის მიმართულებით. ახლახან დვიწყე მუშაობა კომპანია b2c ში ბრენდ
ამბასადორის პოზიციაზე.

2. მოდერატორი (ანი) გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე კორონა


ვირუსის გავრცელების შემდეგ (მაგალითად, მოგვიყევით გუშინდელი დღის
შესახებ).

მაია: დღე იწყება თავის მოწესრიგებით, ვარჯიშით, საუზმობით. ვცდილობ,


ცხოვრების რეჟიმი არ მოვადუნო. დღის განმავლობაში ჩვეულებრივ განვაგრძობ
საქმიანობას და საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის დისტანციურად
შესრულებას, ასევე დისტანციურად ვესწრები ლექციებს, სტაჟირებასაც
დისტანციურად გავდივარ. ვუყურებ ფილმებს და ვცდილობ სოციალური
ქსელის დახმარებით აქტიურად ვეკონტაქტო მეგობრებს.

მანჩო: ჩვეულებრივი დღე კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ - ვდგები,


მივირთმევ , ვვარჯიშობ. მაქვს ზუმის ჩართვები სალექციო ან სამუშაო.
ვკითხულობ წიგნებს. იშვიათად ვუყურებ ფილმებს. ვწერ ჩანახატებს.
მივირთმევ . ბევრ ტკბილს ვჭამ. გამუდმებით მუსიკას ვუსმენ. ინტერნეტს ბევრ
დროს ვუთმობ. ვვარჯიშობ, ვიძინებ.

მოდერატორი (ანი) : თქვენი აზრით, რა შეიცვალა?

მაია: კორონა ვირუსის გავრცელების შემდგომ ისევე, როგორც მთელი მსოფლიო


მეც ახალ რეალობაში აღმოვჩნდი, როდესაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება
სოციალურ დისტანციას და თვითიზოლაციას, თუმცა ამის პარალელურად
რასაკვირველია ცხოვრება გრძელდება, თუმცა საკმაოდ უჩვეულო რიტმში.

მოდერატორი (ანი) : გასაგებია.

მანჩო: შეიცვალა ის, რომ სულ სახლში ვზივარ და უზომოდ მოწყენილი ვარ,
რადგან არ შმიძლია ცხოვრება ხალხთან ურთიერთობის, მეგობრების ნახვის
გარეშე. შეიცალა ისიც, რომ მეტი დრო მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ უფრო
პროდუქტიულად ვიყენებ, ვიდრე მანამდე.

მოდერატორი (ანი) : რომელი აქტივობები დაამატეთ ან გამოაკელით თქვენს


ყოველდღიურობას?

მაია: რასაკვირველია, უამრავი აქტივობა გამოაკლდა ჩემს ყოველდღურობას,


რომელებიც განსაკუთრებით მენატრება, მაგ. შოპინგი, თავის მოვლა,
მოგზაურობა/თავისუფლად გადაადგილება და ა.შ დამატებით, ალბათ, ოჯახის
წევრებთან, წიგნებთან, ფილმებთან უფრო მეტი დროის გატარება.

მანჩო: დავამატე შემდეგი აქტივობები: ოჯახის წევრებთან ქონფლიქტი (იცინის) ;


წიგნის კითხვა, ვარჯიშისთვის განკუთვნილი დრო. გამოვაკელი აქტივობები:
სეირნობა, მეგობრებისა და ბევრი სხვა საყვარელი ადამიანის ნახვა.

მოდერატორი (ანი) : როგორ ფიქრობთ ცვლილებები თქვენთვის სასიკეთოდ


განვითარდა თუ არა? რატომ?

მაია: სასიკეთოდ განვითარებულს ვერ დავარქმევდი, ნამდვილად. როგორც


ყველას, ისე მეც მიჭირს ამ რეჟიმით ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ჩვენი
სიცოცხლისთვის აღნიშნული ცვლილებების არსებობა აუცილებლობას
წარმოადგენს, ამიტომ ვეგუები მარტივად.

მოდერატორი (ანი) : მანჩო, თქვენზე როგორ აისახა ცვლილებები?

მანჩო: ცვლილებები ჩემთვის სასიკეთოდ არანაირად არ განვითარდა. იმიტომ


რომ ასე დიდხანს თუ გაგრძელდა დავნევროზდები, ან უკანონოდ დავარღვევ
კარანტინის ზომებს(ვხუმრობ) ან მარტო დავიწყებ პაემნებისა და პპიკნიკების
მოწყობას.
მოდერატორი (ანი) : თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს
სახლში ყოფნას?

მაია: დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მეტი დროის არსებობა, რომელიც


შეგვიძლია პროდუქტიულად გამოვიყენოთ და საკუთარი თავის განვითარებას
მივუძღვნათ. უარყოფითად ის, რომ სოციალური ურთიერთობები დაგვაკლდა და
დისტანციურად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. გაჩერდა ყველაფერი, ცხოვრების
რიტმი შეგვეცვალა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გარეთ გასვლა უკვე დიდ
რისკს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

მანჩო: დადებითი მხარეები: მაქვს სიღრმისეული ფიქრის საშუალება.ბევრს


ვფიქრობ წარსულზე, შესაბამისად საკუთარ დანაშაულებებზეც. იმაზე,თუ როგორ
გამოვასწორო მომავალში ჩემი შცდომები და როგორ ვიყო უკეთესი. რომ შევძლო
პატიებაც, და მეც ვითხოვო თუ კი საჭიროა. უარყოფითი მხარეები: საშინელი
მონატრება მეუფლბა ყოველწუთს. დავიღალე ჯდომით. ერთფეროვნებით.
მომაბეზრებელი რუტინით.

მოდერატორი (ანი) : არის თუ არა რამე აქტივობა, რომელიც განსაკუთრებულად


გენატრებათ? რომელი და რატომ?

მაია: განსაკუთრებით მენატრება, მაგ. შოპინგი, თავის მოვლა,


მოგზაურობა/თავისუფლად გადაადგილება და ა.შ

მანჩო: ყველაზე მეტად მენატრება მეგობრებთან ერთად დროის გატარება,


უნივერსიტეტთან ჯდომა და სეირნობა. საშინლად მენატრება.

3. მოდერატორი (ანი) : ბოლო 2 კვირაზე თუ ვისაუბრებთ, რამდენად ხშირად


გადიხართ გარეთ? ძირითადად, რა არის სახლიდან გასვლის მიზეზი? ვისთან
ერთად გადიხართ და რამდენი ხნით?

მაია: ბოლოს წინა კვირას გავედი სახლიდან ზუსტად ოთხშაბათს, რათა შემეძინა
სააღდგომოდ პროდუქტები და ასევე, აფთიაქში რამდენიმე მედიკამენტი.

მანჩო: გავდივარ სავარჯიშოდ. საღამოს დავრბივარ ხოლმე ჩემს დეიდაშვილთან


ერთად. სათნახევრიდან ორსაათამდე. გავდივარ ასევე მაღაზიაში რამდენიმე
წუთით.
მოდერატორი (ანი) : გასაგებია, მადლობა. რამეს ხომ არ დაამატებდით?

მანჩო: ბოლოს გუშინ საღამოს ვიყავი გასული სარბენად. ბუნებაში ვირბინე და


ავივსე ენერგიიტა და პოზიტივით. მინდოდა რომ გარშემო სიცარიელის ნაცვლად
ხალხით სავსე სივრცე დამენახა.

4. მოდერატორი (ანი) : გთხოვთ, გვითხრათ, ვისთან გქონდათ ყველაზე ხშირად


ურთიერთობა კორონა ვირუსის გავრცელებამდე და რა ფორმით?

მაია: პირდაპირი ურთიერთობა მქონდა ძირითადად მეგობრებთან, ოჯახთან,


კურსელებთან და თანამშრომლებთან.

მანჩო: ყველაზე ხშირად დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს. კიდევ ,


ბოლო პერიოდში, დედასთან ერთდ.

მოდერატორი (ანი) : ამ თემაზე კიდევ ჩაგეკითხებით, ვისთან გაქვთ ახლა


ურთიერთობა ყველაზე ხშირად და რა ფორმით? კონკრეტულად რა შეიცვალა?
როგორ შეაფასებდით ამ ცვლილებებს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები
აქვს ამ ცვლილებას?

მაია: ხოლო საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდგომ კვლავ განვაგრძობ


მეგობრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობას, თუმცა ოჯახის გარდა სხვა
ყველასთან დისტანციურ რეჟიმში.

მოდერატორი (ანი) : მანჩო, თქვენ?

მანჩო: ახლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან მაქვს ურთიერთობა. ვსაუბრობ ხოლმე


დედასთან და ვერთობი ჩემს ძმასთან ერთად. ამ ცვლიებას საშინლად
უარყოფითად შვაფასებ.

5. მოდერატორი (ანი) : გთხოვთ, გვითხრათ, რამდენად აქტიური იყავით


ფიზიკურად ვირუსის გავრცელებამდე? რა შეიცვალა ამ კუთხით ვირუსის
გავრცელების შემდეგ? ვარშიჯობთ თუ არა სახლის პირობებში?
მაია: საკმაოდ აქტიური ვიყავი, თუმცა ახლაც ვცდილობ ფიზიკურად
დავიტვირთო და ვარჯიშები შევასრულო.

მანჩო: ვირუსის გავრცელებამდეც ვვარჯიშობდი ხოლმე სახლის პირობებში და


ახლაც. ცვლილება ისაა, რომ ახლა გარეთაც გავდივარ ხოლმე და დავრბივარ, თუ
ძალიან ცუდი ამინდი არაა. თუმცა ვეღარ ვსეირნობ მეგბრებთან ერთად .

6. მოდერატორი (ანი) : გთხოვთ, გვითხრათ, როგორი იყო თქვენი კვების რაციონი


ვირუსის გავრცელებამდე? შეიცვალა თუ არა თქვენი კვების რაციონი, მას შემდეგ
რაც ძირითად დროს სახლშ ატარებთ? რა შეიცვალა ამ კუთხით ვირუსის
გავრცელების შემდეგ? თვლით თუ არა, რომ უფრო ჯანმრთელად იკვებებით?
რატომ?

მაია: როდესაც ქუჩაში მიწევდა ყოფნა, ან სამსახურში ან/და უნივერსიტეტში


ხშირად მიწევდა ე.წ fast food კვება, შესაბამისად ამ მხრივ ვფიქრობ, რომ
შედარებით უფრო ჯანსაღი კვების რაციონი მაქვს და გარკვეულწილად დროსაც
ვაკონტროლებ.

მოდერატორი (ანი) : გასაგებია, დიახ

მანჩო: ვირუსის გავრცელებამდეც ვცდილობდი ,ჯანსაღად მეკვება, თუმცა, რა


თქმა უნდა, ყოველთვის ვერ ვახერხებდი ამას. მეგობრებთან ერთად იშვიათად,
თუმცა ამინც ვიკვებებოდი სწრაფი ობიექტების საკვებით. ახლა ,რადგან სულ
სახლში ვარ, ვცდილობ ვიკვებო ცოტ-ცოტა ულუფებით და ხშირად. ვცდილობ
ერთსადაიმავე დროს ვიკვებო . თუმცა არ გამომდის მტლად ჯანსაღი კვება,
რაგდან ტკბილების მანია მჭირს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ჯანსარად
ვიკვებები . მგრამ მაინც არაა დიდი განსხვავება ამ მხრივაც.

7. მოდერატორი (ანი) : ახლა მოდი ვისაუბროთ თქვენს განწყობაზე და ემოციურ


მდგომარეობაზე. როგორ შეაფასებდით თქვენს ამჟამინდელ ემოციურ
მდგომარეობას?

მაიკო: ჩემი ემოციური მდგომარეობა, ცხადია, ისეთი აღარ არის, როგორც


ჩვეულებრივი რეჟიმის დროს, თუმცაღა ვცდილობ, სტაბილურობა და
წონასწორობა შევინარჩუნო და ვაკონტროლო სიტუაცია.
მანჩო: ჩემი ამჟამინდელი ემოციური მდგმარეობა არც თუ ისე მყარი და
დადებითია .ძალიან მიჭირს მოცემულ რეალობასთან ადაპტირება, მით უმეტესმ
როცა საქმე ეხება ონლაინ ლექციებს. მიუხედევად იმისა, რომ არანაირ სირთულეს
არ წარმოადგენს ზუმით ლექციაზე დასწრება და მეტად მარტივიც კია, ვერ
ვეგუები და ვერც ვერასოდეს შევეგუები ლექციის ამ ფორმატში ჩატარებას. რომ
აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ვარ ბოლო სემესტრელი და მოსამზადებელი მაქვს
სავალდებულო საბაკალაბრო ნაშრომი , რომელის წერა ჯერ არც დამიწყია. ვერ
ვიტავისებ( და არა მხოლოდ მე ) რომ დაიწყო სასწავლო პროცესი. რთულია
კვლევების ონლაინ-ფორმატში ჩატარება. მკლედ რომ ვთქვა, იმდენად მიჭირს
არსებული აწმყოთი ცხოვრება, რომ გამუდმებით ჩემს წარმოსახვაში დახატულ
მომავალზე ვიქრობ. ოდნავ მაინც რომ შმეცვალოს დადებითისკენ განწყობა.

მოდერატორი (ანი) : რამდენად მოგწონთ სახლში ყოფნა? მანამდე რამდენად


გიყვარდათ სახლში ყოფნა? სახლში ყოფნამ რა გავლენა მოახდინა თქვენს
განწყობებსა და ემოციურ მდგომარეობაზე? რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით? რა
არის ამის მიზეზი, რატომ ფიქრობთ ასე?

მაია: ვერ ვიტყვი, რომ მოხიბლული და აღფრთოვანებული ვარ სახლში ყოფნით,


თუმცაა ვცდილობ ვვადაპტირდე სიტუაციასთან და არ იმოქმედოს
ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განწყობაზე და ა.შ უფრო მეტ დროს ვუთმობ
კითხვას, მეცადინეობას, ფიტნესს (შეძლებისდაგვარად), თუმცა რასაკვირველია,
საერთო დაძაბული ფონი რაც ქვეყანაში არის ჩემზეც მძაფრად მოქმედებს და
ერთი სული მაქვს, როდის დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია და
დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

მოდერატორი (ანი) : მანჩო, თქვენს შემთხვევაში რა გავლენა იქონია სახლში


ყოფნამ?

მანჩო: ჩემი პიროვნებიდან,იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ძალიან კონტაქტური,


კომუნიკაბელური, სოციალური და ადამიანების, მეგობრების მოყვარული
ექსტროვერტი ადამიანი, სახლში ყოფნა საშინლად არ მომწონს. ვირუსამდეც
ცოტა დროს ვატარებდი სახლში. იყო მომენტებიც ტავისთავად, როცა
განმარტოვება მჭირდებოდა და ამ შემთხევვაში სახლში მარტო ყოფნა ჩენთვის
იდეალური ვარიანტია, თუმცა მას პერმანენტული ხასითი არასდროს ჰქონია.
მეტიც, თუ კი დაემთხვეოდა ისე, რომ ზედიზედ 2-3 დღე სახლლში გაუსვევლად
ვიჯექი, განწყობაზე მყის ისახებოდა ხოლმე ეს და გუნება მიფუჭდებოდა.
შსაბამისად, ახლა როცა სხვ ალტერნატივა უბრალოდ არ მაქს და სახლში ვზივარ,
ემოციურ განწყობაზე საუბარიც კი ზედმეტია. არანაირი განწყობა არ მაქვს.
მხოლოდ მაშინ ცოტა მივივიყწებ ხოლმე ამ კოშმარს, როცა წიგნს ვკითხულობ ან
ინტერნეტით მეგობრებთან ვსაუბრობ.

მოდერატორი (ანი) : დამატება ხომ არ გსურთ?

მოდერატორი (ანი) : კარგი, დიდ მადლობას გიხდით ინტერვიუში


მონაწილეობისთვის!

You might also like