You are on page 1of 5

ქვეშეთი-კობის საპროექტო გზის

არქეოლოგიური ექსპერტიზა

ქვეშეთი-კობის საპროექტო გზა სოფელ ქვეშეთთან სცილდება არსებულ გზატკეცილს და


ჩრდილოეთიდან უვლის სოფელს. საპროექტო გზის ეს მონაკვეთი გადის მდინარე
არაგვის რიყეზე და მხოლოდ ნაწოლობრივ ფარავს ქვეშეთის რამდენიმე მოსახლის
სახნავ-სათეს მიწას. რიყეზე არქეოლოგიური ობიექტების არსებობა გამორიცხულია.
მიწის ნაკვეთების მფლობელთა გამოკითხვამაც არ დაადასტურა ამ ნაკვეთებზე ხვნა-
თესვის დროს რაიმე არქეოლოგიური ნივთის აღმოჩენის ფაქტი. სოფლის ბოლოში
მდინარის ფლატის პირას დგას ლომისის ნიში, რომელსაც შესაძლებელია შეეხოს გზა.

სოფელ არახვეთთან გზამ ხიდით უნდა გადაიაროს მდინარე არაგვზე და შევიდეს


გვირაბში და გავიდეს ხადასა და არაგვის ხეობებს შორის მოქცეულ მაღალ პლატოზე. ამის
შემდეგ გზა მიყვება პლატოს ჩრდილო კიდეს, რომელიც ხადას ხეობას გადაჰყურებს. აქ
უნდა მოეწყოს დიდი სანაყარო. სანაყაროს ტერიტორიაზე მოზრდილი ტყიანი ბორცვია,
რომელზეც კოშკი დგას. უშუალოდ კოშკის გარშემო სხვა ნაგებობათა კედლების კვალიც
შეიმჩნევა ( E 462129.40 N 4697521.07).

კოშკის აღმოსავლეთით მცირე ზომის ტყიან ბორცვზე შეიმჩნევა სავარაუდოდ ქვის


ნაგებობის ნაშთი (E 462129.40 N 4697521.07). ამავე სანაყაროს ტერიტორიაზე რამდენიმე
ადგილას ჩანს ძველი კედლების წყობა.
მიგვაჩნია, რომ სანაყაროს ათვისებამდე აქ მეორე ეტაპის დაზვერვითი არქეოლოგიური
სამუშაოები უნდა ჩატარდეს ვიზუალურად მიკვლეული ობიექტების რაობის
დასადგენად.

კიდევ ერთი სანაყაროს მოწყობა დაგეგმილია სოფელ ზაქათკარის სამხრეთით.


ვიზუალურად ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტები არ ჩანს, მაგრამ მათი
არსებობა გამორიცხული არ არის.

სოფელი ზაქათკარიდან საპროექტო გზა ხიდით უნდა გადავა ხადის ხეობის მარცხენა
ნაპირზე და გაუყვება ამ ნაპირს სოფელ წკერემდე, სადაც გადავა ხეობის მარჯვენა
გვერდზე და შევა გვირაბში.

ხადას ხეობა მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურული ძეგლებით.


არქიტექტურული ძეგლების სიმრავლე გულისხმობს არქეოლოგიური ობიექტების
არსებობასაც, თუმცა არქეოლოგიურად ხადას ხეობა ნაკლებადაა შესწავლილი.
დაზვერვითი არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგად, რომელიც განხორციელდა 1989 და
2010 წელს (ხელმძღვანელი გ.გოგოჭური) აქ მიკვლეულია მთელი რიგი ადრეული და შუა
ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ობიექტები. სოფელ სვიანა-როსტიანასთან გაჭრილ
სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა გვიანდელი მტკვარ-არაქსისა და ბედენის კულტურის
კერამიკა, ბრინჯაოს სამკაული და ძვლის იარაღები, მჟავე წყლებთან კი - შუა ბრინჯაოს
ხანის თრიალეთური კერამიკა და ბრინჯაოს ნივთები. გ.გოგოჭურის აზრით ორივე
შემთხვევაში მასალა მეწყერის ჩამოტანილი უნდა იყოს ზევიდან (არქეოლოგიური მასალ
ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაზე). 1989
წლის დაზვერვითი არქეოლოგიური ექსპედიციის მოკლე ანგარიში გამოქვეყნებულია,
იხ.: საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-1992 წლებში, თბილისი 2004, გვ. 95-103.
2010 წლის გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში დაცულია
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში.

ხადას ხეობის მარცხენა ნაპირას, იქ სადაც განზრახულია საპროექტო გზიდან სოფლებში


შესასვლელი გზების გაკეთება, დგას დიდი ზომის ქვით ნაშენი (ციკლოპური წყობის)
ნაგებობა, რომელიც ამჟამად სალოცავად გამოიყენება. კოშკის სამხრეთით
ციკლოპურითვე წყობით ტერასაა მოწყობილი და იქვე შეიმჩნევა ძველი გზის კვალი (E
462129.40 N4700859.33). ქვის წყობის ხასიათი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება
ხადას ხეობაში არსებული შუა საუკუნეების კოშკებისაგან, ამ ნაგებობის სიძველეზე
მეტყველებს.

არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მისი ასაკისა და რაობის დადგენა შეუძლებელია. არ


არის გამორიცხული მის მახლობლად მიწის ქვეშა არქეოლოგიური ობიექტების
(სამარხები და სხვა) არსებობა. რამდენადაც საპროექტო გზა სულ რამდენიმე მეტრში
გაივლის ამ ნაგებობიდან, მიგვაჩნია, რომ აქ გზის მშენებლობის დაწყებამდე
არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ამ ნაგებობიდან ჩრდილოეთით დაახლოებით ერთ კილომეტრში, სოფელ ბენიანთან,
საპროექტო გზის პირას გ.გოგოჭურს შენიშნული აქვს ბორცვი, რომელიც სავარაუდოდ
ძველი ნამოსახლარი უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ მეორე ეტაპის არქეოლოგიური
სამუშაოები აქაც უნდა ჩატარდეს გზის მშენებლობის დაწყებამდე.

სოფელ ბენიანსა და სოფელ წკერეს შორის, ხეობის პირას დგას ციკლოპური წყობით
ნაშენი კოშკი ორი ტერასით (E 461564.97 N 4702212.43). საპროექტო გზა ამ ნაგებობიდან
სულ 80 მეტრის მანძილზე გაივლის და იქ არ არის გამორიცხული მიწისქვეშა
არქეოლოგიური ობიექტების არსებობა. დაზვერვითი არქეოლოგირუი სამუშაოები აქაც
უნდა ჩატარდეს.

არქეოლოგიურად უდაოდ საინტერესოა უნდა იყოს ტერიტორია სოფელ წკერეს


დასავლეთით, ხადას წყლის მარჯვენა ნაპირას, საპროექტო ხიდიდან გვირაბის
პორტალამდე (გზა სულ ახლს ჩაუვლის ძველ და ახლა სასაფლაოსაც). გზის მშენებლობის
დაწყებამდე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები აქაც უნდა ჩატარდეს.

გვირაბი გადის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობთან, სადაც ორი დიდი სანაყარო
ეწყობა. მთის წვერზრე მდგარი გიორგიწმინდის ეკლესიის ქვემოთ სანაყაროს საპროექტო
ტერიტორიაზე შეინიშნება ნასოფლარი, ეკლესიის თანადროული, ე.ი. გვიანდელი შუა
საუკუნეებისა უნდა იყოს (E 459561.38 N4711715.53). იქვე შეინიშნება რამდენიმე ქვის
გროვა. სანაყარო ტერიტორიაზე ექცევა ნიში. დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების
ჩატარება აქაც სასურველია.
დასკვნა

გამომიდნარე იქიდან, რომ საპროექტო გზა გაივლის არქეოლოგიურად ნაკლებად


შესწავლილ, მაგრამ სავარაუდოდ არქეოლოგიურად მდიდარ ტერიტორიაზე მიგვაჩნია,
რომ გზის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს
არქეოლოგირუი მონიტორინგი.

იულონ გაგოშიძე

დავით გაგოშიძე

13.05.2018

You might also like