You are on page 1of 28

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო

ფონდი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მონოგრაფია იბეჭდება შოთა რუსთაველის ეროვნული


სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით
ქუთისი 2016
ავტორები:

ნინო დოლიძე
მერაბ დათუაშვილი
ირინა უგრეხელიძე
ირინე ჩარკვიანი
ქეთევან ჩირგაძე
ლია ლურსმანაშვილი
გულიკო კვანტიძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: შორენა ჩაფიძე

ავტორთა ჯგუფი მადლობას უხდის საქართველოს მუზეუმების: სიმონ


ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის
სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ხარიტონ
ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი, ონის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმი, ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული
მუზეუმი, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი – სვანეთის მუზეუმი, სერგი
მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი,
სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, მაჭახელას ისტორიული მუზეუმი,
კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუ-
ზეუმი – ხელმძღვანელებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს გაწეული
დახმარებისათვის.

ISBN 978-9941-417-24-5
მონოგრაფია „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა წერილობითი
წყაროების, სამუზეუმო ექსპონატებისა და იკონოგრაფიული მასალების მი-
ხედვით“ ავტორთა ჯგუფის ერთობლივი ნაშრომია. მასში წარმოდგენილია
ჩვენი ხალხის სულიერი კულტურისა და ესთეტიკური იდეალების ნიმუშის
– ქართული ისტორიული და ტრადიციული სამოსის კვლევის მასალები.
საკითხის კვლევის პროცესში მკვლევართა ჯგუფი არ შემოიფარგლა
დროითა და სივრცით და ეროვნული კოსტიუმის ევოლუციური პროცესის
სრულყოფილად გააზრებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია სამოსის ფორმე-
ბის ევოლუციური პროცესის დადგენა ადრეული პერიოდიდან მოყოლებუ-
ლი მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე, რისთვისაც მოკვლეულ და
შესწავლილ იქნა მასალათა სრული კომპლექსი, რომლებიც შეიცავს ცნობებს
სამოსის შესახებ: წერილობითი, იკონოგრაფიული, ეთნოგრაფიული და არ-
ქეოლოგიური ძეგლები, საკითხის შესწავლისადმი მიძღვნილი სპეციალური
ლიტერატურა და სხვ.
მკვლევართა მიერ დაწვრილებითაა გაანალიზებული უძველეს
უცხოურ და ქართულ წერილობით ძეგლებში არსებული ინფორმაცია ქარ-
თული ისტორიული სამოსის შესახებ, შესაბამისი ციტატების მოშველიე-
ბით.
ავტორთა ჯგუფი გამოწვლილვით იძიებს და აღწერს საქართველოს
სხვადასხვა რეგიონის ეთნოგრაფიულ მასალებს – ეროვნული სამოსის სამუ-
ზეუმო კოლექციებს, მდიდარ იკონოგრაფიულ და არქეოლოგიურ ნიმუშებს.
კვლევების თვალსაჩინოება გამყარებულია უხვი საილუსტრაციო მასალით.
ნაშრომი ქართული ეროვნული სამოსის შესწავლის, კვლევისა და აღ-
დგენის ორიგინალური და წარმატებული მცდელობაა. მასში
წარმოდგენილი მასალები თანაბრად აღუძრავს ინტერესს, როგორც ჩვენი
ქვეყნის მატერიალური და არამატერიალური კულტურით დაინტერესებულ
პირებს, ისე საზოგადოების ფართო წრეებს.

პროფესორი თინათინ კლდიაშვილი


თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის
დიზაინის ფაკულტეტის დეკანი
შ ეს ა ვა ლი

ტანსაცმლის განვითარების ისტორია სათავეს იღებს საუკუნეების


სიღრმიდან, კერძოდ ადამიანის განვითარების ადრეული საფეხურიდან.
კოსტუმის ისტორია საზოგადოებრივი ისტორიის კვლევის აუცილებელ
ფაქტორადაა მიჩნეული და მოიცავს ცალკეულ ეპოქებში ქვეყნებისა და
სოციალური ფენებისათვის დამახასიათებელ ტანსაცმელს, ქსოვილს,
კონსტრუქციას, შემკულობას და თმის ვარცხნილობას სოციალური ნიშნე-
ბისა და შემკულობის ყველა თავისებურებების გათვალისწინებით.
ქართული ეროვნული კოსტუმი მატერიალური კულტურის ერთ-ერ-
თი მნიშვნელოვანი ძეგლია. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის ურთულესი ისტო-
რიული პირობებისა, მან თავისი განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზის
მანძილზე შეძლო საკუთარი ტრადიციების, მხატვრული ინდივიდუალო-
ბისა და ქართული ხასიათის შენარჩუნება. ტანსაცმელი, როგორც ყოფის
სხვა ნივთიერი კომპონენტები, საქართველოს სხვადასხვა ეთნიკურ კუთხე-
ში მთასა და ბარში ადგილობრივი პირობების მიხედვით ვითარდებოდა.
ქართული ტრადიციული კოსტიუმი მჭიდროდ არის დაკავშირებუ-
ლი ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებასთან. ის არა მხოლოდ ერის კულტურის
განუყოფელი ნაწილია, არამედ სრულფასოვანი ისტორიული წყაროა, ინ-
ფორმაციის შემცველია ადამიანის მოღვაწეობის სფეროს, სოციალური
მდგომარეობის, სადაურობის და სხვათა შესახებ. ქართულმა ისტორიულმა
კოსტუმმა ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი გაიარა, სანამ ტრადიციული
სამოსის ფორმის სახით ჩამოყალიბდებოდა. ევოლუციის პროცესი განპირო-
ბებული იყო, როგორც შიგა ცვლილების დინამიკით, ისე გარე – ახლო და
შორეულ მეზობლებთან ეთნოკულტურული კონტაქტებით. შიგა ცვლილე-
ბებს გეოგრაფიულ-კლიმატური და სამეურნეო ყოფის ნაირსახეობები განა-
პირობებდა და კუთხურ თავისებურებებში ვლინდებოდა. გარე ფაქტორებს
ისტორიულ-გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მეზობელი დიდი იმპე-
რიების (სპარსეთისა და ბიზანტიის) გარდაუვალი ზეგავლენა წარმოადგენ-
და. ევოლუციური პროცესი ამ ფაქტორების ორგანული ადაპტაციის გზით
მიმდინარეობდა.
ეროვნული კოსტიუმის ევოლუციური პროცესის სრულყოფილად გა-
აზრებისათვის და მისი განვითარების დინამიკის დადგენისათვის მნიშვნე-
ლოვანია სამოსის ფორმების შესწავლა ადრეული პერიოდიდან მოყოლებუ-
ლი, მისი საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე.
ტანსაცმლისა და სატანსაცმლე ქსოვილების დამზადებას საქართვე-
ლოში უძველესი ისტორია აქვს. პირველ ცნობებს უძველესი ქართველური
ტომების სამოსის შესახებ ძველი ბერძენი მოგზაურები ქსენოფონტე და
სტრაბონი გვაწვდიან. ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ მასალებში რო-
გორც ქართველი, ასევე უცხოელი მკვლევარები და მოგზაურები აღნიშნავენ
ქართული ტანსაცმლის მრავალფეროვნებას და მის ცვალებადობას ისტორი-
ულ პირობებს უკავშირებენ. საქართველოს ძნელბედობის ჟამს დამპყრო-
ბელთ თან შემოჰქონდათ თავიანთი ჩვეულებანი, მათ ქვეყანაში მიღებული
ტანსაცმლის ფერები, ქსოვილები, თავსაბურავები და აქსესუარები.
ადრეული პერიოდის (ანტიკური ხანა, ქრისტიანობამდელი და ად-
რექრისტიანული პერიოდი, შუასაუკუნეები) ქართული სამოსის კვლევისა
და ისტორიის გაცნობისათვის მასალები ძალზე მწირია. ეთნოგრაფიული
მასალა და სამუზეუმო ექსპონატები, რომელთა მიხედვით შეიძლება დად-
გენილ იქნას სამოსის ფორმები, გამოყენებული მასალები, მისი დამზადების
ხერხები და თანმიმდევრობა, XVII-XVIII საუკუნამდე თითქმის არ მოგვე-
პოვება. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდის კოსტუმის შესასწავლად და მისი
ევოლუციური ცვლილებების დადგენისათვის აუცილებელია არსებულ მა-
სალათა სრული კომპლექსის შესწავლა. ასეთ მასალებს წარმოადგენს სხვა-
დასხვა წყაროები: წერილობითი ძეგლები (მხატვრული, საისტორიო, სამეც-
ნიერო, მემუარულ-აღწერითი, იურიდიული, საღვთისმეტყველო და სხვა
ხასიათის ის თხზულებანი – სადაც საუბარია სამოსის, მისი შემადგენელი
ელემენტებისა თუ დასამზადებელი მასალების შესახებ); ეთნოგრაფიული
ნიმუშები; იკონოგრაფიული ძეგლები (სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები,
როგორიცაა ბარელიეფები, მონუმენტური, დაზგური და მინიატურული
ფერწერის ძეგლები, ჭედური ნიმუშები, ტიხრული მინანქარი; ქართული
ნუმიზმატიკა და სხვ.) – ისტორიულ პირთა პორტრეტული გამოსახულე-
ბით, რომლებზეც მეტნაკლებად მკაფიოდაა წარმოდგენილი სამოსი), არქეო-
ლოგიური მასალები; ფოტომატიანეები; საკითხის შესწავლისადმი მიძღვნი-
ლი სპეციალური ლიტერატურა და სხვა.
დასახელებული მასალების სრული კომპლქსის შესწავლის მიზნით
ავტორთა ჯგუფის მიერ მოძიებულ და გაანალიზებულ იქნა ქართული
ეროვნული სამოსის შესახებ უცხოელ ავტორთა ცნობები (ანტიკური პერიო-
დიდან XIX საუკუნის ჩათვლით); ქართული ლიტერატურული, ისტორიუ-
ლი, იურიდიული, საღვთისმეტყველო და სხვა წერილობითი წყაროები; მი-
ნიატურებით ილუსტრირებული უძველესი ხელნაწერები; საკვლევი თემი-
სადმი მიძღვნილი სპეციალური ლიტერატურა; განხილულ იქნა ჩვენი ქვეყ-
ნის მუზეუმებში დაცული მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა − ქართული
ტრადიციული სამოსის კოლექციების სახით; მოკვლეულ იქნა იკონოგრაფი-
ული მასალები რეგიონებში: იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭა, სამეგრელო, სვანეთი,
აჭარა, შიდა ქართლი, ხევი, ხევსურეთი, თბილისი; მოძიებულ და განხი-
ლულ იქნა არქეოლოგიურ კვლევების შედეგად აღმოჩენილი სამოსის ფრაგ-
მენტები და მასთან დაკავშირებული არტეფაქტები.
ავტორთა ჯგუფის მიერ მოძიებული და შესწავლილი მასალე-
ბის საფუძველზე დამუშავებულ იქნა სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც
წარმოდგენილია სამი თავის სახით:
თავი 1. ქართული ეროვნული სამოსის შესახებ ლიტერატურუ-
ლი წყაროების მიმოხილვა;
თავი 2.. ქართული ეროვნული სამოსის სამუზეუმო-ეთნოგრა-
ფიული, იკონოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები საქართვე-
ლოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით;
თავი 3. უძველესი ქართული სამოსი არქეოლოგიური და მატერია-
ლური მასალების მიხედვით
თა ვი 1. ქა რთული ეროვნული სა მოსის შესა ხებ
ლიტერა ტურული წყ ა როების მიმოხილვა

ქართული სამოსის კვლევისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მასალას


წერილობითი წყაროები წარმოადგენს, ისეთები როგორიცაა ლიტერატურუ-
ლი, ისტორიული და იურიდიული ხასიათის ძეგლები, საეკლესიო ძეგლის-
წერა, მზითვის წიგნები, უცხოელ ელჩთა და მოგზაურთა აღწერები და რე-
ლაციები და სხვ. უძველესი (ანტიკური და ქრისტიანობამდელი) პერიოდის
ქართული სამოსის შესახებ ინფორმაციას ძირითადად გვაწვდის უცხოური
წერილობითი წყაროები, ხოლო შუა საუკუნეების სამოსის შესახებ საყურა-
დღებო მასალები მოგვეპოვება, როგორც უცხოურ, ისე ქართულ წერილო-
ბით წყაროებში. გვიან შუა საუკუნეების სამოსის შესწავლისათვის დამატე-
ბით თვალსაჩინო მასალას ქართულ ხელნაწერთა მინიატურები და იური-
დიული ხასიათის მოხატული დოკუმენტები იძლევა. საკვლევი თემატიკი-
სათვის ასევე უმნიშვნელოვანესია ის მასალები, რომლებსაც ქართული სა-
მოსის კვლევისადმი მიძღვნილი სპეციალური ლიტერატურა შეიცავს.

1.1. უცხოური წერილობით ი წყაროები ქართ ული


ისტორიული სამოსის შესახებ

ჩვენი წინაპრების უძველესი (ანტიკური პერიოდის) სამოსის შესახებ


ქართულ წერილობით წყაროებში ინფორმაცია ძალზედ მწირია, მხოლოდ
უცხოელ ავტორთა ცნობების საშუალებით არის შესაძლებელი გარკვეული
წარმოდგენა ვიქონიოთ ქართველური ტომების (კოლხების, ხალიბების, იბე-
რების, მოსინიკების) ჩაცმულობაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვან ინფორმაციას
შეიცავს ანტიკური პერიოდის ბერძენი და რომაელი, ასევე ქრისტიანობამ-
დელი და ადრექრისტინული პერიოდის ბიზანტიელი ისტორიკოსების მა-
ტიანეები. უფრო მოგვიანებით შუა საუკუნეების არაბი, სპარსი, იტალიელი
და ფრანგი მოგზაურების აღწერები; მისიონერების, მწერლების, ელჩების,
ისტორიკოსებისა და სხვათა თხზულებანი.
უძველესი კოლხეთი ანტიკურ ცივილიზებულ სამყაროში განსაკუთ-
რებულ ყურადღებას იქცევდა არა მარტო რკინის დამუშავების საიდუმლოე-
ბის ფლობით და ოქროს მოპოვებით, არამედ სამოსისათვის საჭირო ქსოვი-

8
ლების დამზადების ტრადიციით. სამოსისათვის მასალად ძველთაგანვე გა-
მოიყენებოდა ცხოველური (ტყავი, მატყლი) და მცენარეული (სელი, ბამბა,
კანაფი, ჭილი, ჭინჭარი) წარმოშობის ნედლეული. ჩვენი ქვეყნის კლიმატი
ხელსაყრელი გარემოს წარმოადგენდა დართვა-ქსოვა-კერვისათვის საჭირო
მცენარეული კულტურების მოსაყვანად და შინაური ცხოველების (ცხვარი,
თხა) მოსაშენებლად.
პირველი ცნობები ქართველთა სამოსისა და მის დასამზადებლად სა-
ჭირო მასალების შესახებ გვხვდება ანტიკური პერიოდის როგორც ლიტერა-
ტურულ, ისე ისტორიულ ძეგლებში. ასეთი ძეგლებიდან უძველესია ბერძე-
ნი პოეტის პინდარეს (ძვ. წ. VIს.) თხზულება, სადაც ავტორს დახასიათებუ-
ლი ჰყავს კოლხები, როგორც სელის კულტურის მომყვანი და სამოსისათვის
მაღალხარისხიანი ქსოვილის – ტილოს მწარმოებელ ტომი: „...აქვთ სელი
(„კალამე“) და ქსოვენ ტილოს, ისეთივეს, როგორც ეგვიპტელები“1 .
ასევე უძველესია „ისტორიის მამად“ წოდებული ბერძენი ჟამთააღ-
მწერის ჰეროდოტეს (ძვ.წ. Vს.) „ისტორიაში“ მოცემული ცნობები. თხზულე-
ბის I წიგნში – „კლიო“ ავტორი წერს: „...მრავალი სხვადასხვა ტომი ცხოვ-
რობს კავკასიის მთებში და მთელი ეს ხალხი იკვებება გარეული მცენარეე-
ბით. ამბობენ, რომ ამ ხეებს ფოთლები თავისებური მოყვანილობისა აქვთ. ამ
ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წამალს და ამით ხატავენ ტანსაცმელს, ხოლო ეს
ნახატები კი არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად, თით-
ქოს თავიდანვე ჩაქსოვილია მასში“. II ნაწილში, კოლხების შესახებ თხრობი-
სას, ავტორი მათ გამოარჩევს, როგორც სელის წარმოებაში დახელოვნებულ
ტომს და აქ დამზადებულ სელს ხარისხითა და დამუშავების ტექნოლოგიით
ეგვიპტურს უთანაბრებს: „მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებ-
დნენ სელს ერთნაირად. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ,
ეგვიპტიდან შემოსულს ეგვიპტურს“2 . კოლხური სელის ქსოვილის მაღალი
ღირსებისა და სახელგანთქმულობის შესახებ მსგავსი ცნობები ანტიკური პე-
რიოდის ბერძენ პოეტ – კალიმაქესთანაც (ძვ. წ. IVს.) არის შემონახული.
რიგი ცნობებისა კოლხთა ჩაცმულობის შესახებ დაცულია ბერძენი
ისტორიკოსისა და მწერლის ქსენოფონტის (ძვ.წ. V-IVსს.) თხზულებაში – „ა-

1 საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ. I. საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელ-


თაღრიცხვის IV საუკუნემდე, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1970.
2 ჰეროდოტე ისტორია. თბილისი, 1975.

9
ნაბასისი“. ავტორი ახასიათებს ქართველური მოსახლეობის ერთგვარ სელის
სამოსს, რომელსაც ამავდროულად აბჯრის დანიშნულებაც გააჩნდა: “ხალი-
ბები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებოდნენ ელინებთან. მათ ემოსათ სელის
აბჯრები, რომლებითაც მუცლის ქვედა ნაწილებამდე იყვნენ დაცული, აბ-
ჯარს კალთების ნაცვლად მჭიდროდ დაგრეხილი თოკები ჰქონდა. ისინი
ატარებდნენ აგრეთვე საბარკულებსა და მუზარადებს.“ მოსინიკი მებრძო-
ლის შესახებ იგივე ავტორი წერს: “ყოველ მეომარს ხელში ეკავა სუროს
ფოთლის მსგავსი ფარი, ხარის თეთრბეწვიანი ტყავით დაფარული. მათ ეც-
ვათ ტილოს სიმკვრივის მოკლე ქიტონები, რომელნიც მუხლებს ვერ სწვდე-
ბოდა. თავზე ეხურათ პაფლაგონურის მსგავსი ტყავის მუზარადები. ქსენო-
ფონტი ელინთა და ტაოხების ბრძოლის აღწერისას საგანგებოდ უსვამს ხაზს
ერთ-ერთი ტაოხელი მამაკაცის ჩაცმულობას: „ლოხაგოსმა ენეოს სტიმფა-
ლიოსელმა დაინახა ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი, უფ-
სკრულში გადასავარდნად რომ მიისწრაფოდა, ეცა მას შესაჩერებლად, მაგ-
რამ მან თან წარიტაცა იგი და ერთიცა და მეორეც გადაეშვნენ კლდიდან და
დაიღუპნენ“3 .
ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონ ი (ახ.წ. Iს.) პომპეუსის
ქართლში ლაშქრობისა და იბერებთან ბრძოლაზე თხრობისას აღნიშნავს: „ი-
ბერები ტყავის მუზარადებს ხმარობენ“4 .
რომაელი ისტორიკოსი ელიუს სპარტიანი რომის იმპერატორის – ად-
რიანეს ცხოვრების აღწერაში მოიხსენიებს, რომ 128 წ. ქართლის მეფე ფარ-
სმან II ქველმა იმპერატორ ადრიანეს საჩუქრად ძვირფასი ოქროქსოვილის
300 მოსასხამი (ქლამიდა) გაუგზავნა5 .
უცხოურ წყაროებში დაცული ცნობების თანახმად ადრეული შუა სა-
უკუნეების საქართველოში წარჩინებული ფენის ჩაცმულობა დიდად გან-
სხვავდებოდა ხალხური ჩაცმულობისგან, რადგან პრივილეგიერებული ფე-
ნებისათვის მიღებული იყო მეზობელი ძლიერი სახელმწიფოების (ბიზან-
ტია, სპარსეთი) სამეფო კარის მოხელეთა მდიდრული სამოსის ტარება. რო-
მაელი ისტორიკოსისა და მწერლის ამიანე მარცელინეს (IVს.) თხზულებაში
მოთხრობილია, რომ 361 წელს რომის იმპერატორმა სომეხთა და იბერთა მე-

3 გეორგიკა. ბიზანტიელ მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ ტომი III, 1960.


4 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია ტ. 1.: მეცნიერება, თბილისი 1968.
5 Властелины Рима, жизнеописание адриана Перевод С.П. Кондратьева М., Наука, 1992.

10
ფეებს „ბრწყინვალე სამოსელი და მრავალგვარი საჩუქრები“ გამოუგზავნა
მათი მიმხრობის განზრახვით 6 .
ბიზანტიურ წყაროებში დაცულია V-VI ს-ის ქართველ მეფეთა ჩაცმუ-
ლობის აღწერილობა. აქ ვხვდებით ცნობას V ს-ის 60-იან წლებში კონსტან-
ტინოპოლში ჩასული ლაზების მეფის – გუბაზის ჩაცმულობის შესახებ, რომ-
ლის მიხედვითაც ის ირანული სტილის ტანსაცმელში ყოფილა გამოწყობი-
ლი; ასევე VI ს-ის ქართველი მეფის – წათეს ჩაცმულობის შესახებ. აღნიშ-
ნულ ცნობებს ავტორები – იოანე მალალა, აგათია სქოლასტიკოსი და თეო-
ფანე ჟამთააღმწერელი იძლევიან. იოანე მალალა წერს, რომ გაქრისტიანე-
ბულ წათეს „ემოსა... თეთრი წმინდა აბრეშუმის ქლამიდი, რომელსაც ძოწე-
ული ზოლის ნაცვლად ჰქონდა ოქროს სამეფო ზოლი, სადაც შუაში სურათი
იყო, თვით იუსტინე მეფის გამოსახულებით. აგრეთვე თეთრი სტიქარი პა-
რაგავდი, ოქრომკედით ნაქსოვი... მისი სარტყელი მარგალიტებით იყო შემ-
კული“7 .
მსგავსად აქვს დახასიათებული წათეს ჩაცმულობა აგათია ს ქოლას -
ტიკოსს: „რომაელთა მეფისაგან მოეღო მას, როგორც ეს ძველთაგანვე დაწე-
სებული იყო მამა-პაპის სახელო და სამეფო ნიშნები: ოქროს გვირგვინი,
თვალმარგალიტით შემკული კოჭებამდე გრძელი ქიტონი, ოქრომკედით
მოქარგული; მიტრა აგრეთვე ოქროთი და თვლებით შემკული და წითელი
წაღები. ძოწეული ხლამიდის ტარების ნება კი არ ჰქონდათ ლაზთა მეფეებს,
მხოლოდ თეთრისა შეეძლოთ; არც სრულიად საყოველთაოა ის და ჩვეუ-
ლებრივი, შუაში ორივე მხრით ოქროს ქსოვილი არის ალაპლაპებული. მე-
ფურია ხლამიდის აბზინდიც, თავისი აკინძული თვლებითა და სხვა მორ-
თულობებით“8 .
ანალოგიური ცნობები მოეპოვება თეოფანე ჟამთააღმწერს წათეს ჩაც-
მულობის შესახებ.
ბიზანტიელი ისტორიკოსი კონსტანტინე პორფიროგენ ეტი (X ს.) ბი-
ზანტიური საიმპერატორო კარის ცერემონიათა შესახებ თხრობისას ეხება სა-
ჩუქრების დარიგების წესს, რომლის მიხედვითაც იმპერატორი თავის მოკავ-
შირე სახელმწიფოთა მეფეებსა და გავლენიან წარჩინებულებს ასაჩუქრებდა
ხოლმე. ძვირფას საჩუქრებს შორის იგი ჩამოთვლის სხვადასხვა სახის, ხა-

6 Марцеллин Аммиан, Деяния. Пер. с лат. Я. Н. Любарского // Историки Рима. М., 1970.
7 გეორგიკა. ბიზანტიელ მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ ტომი III, 1960.
8 გეორგიკა. ბიზანტიელ მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ ტომი III, 1960.

11
რისხის და ფერის ქსოვილებს, რომლებიც შესაკერად იყო გამზადებული და
ასევე ნაირგვარი ფერის და სახეობის საშინაო და საგარეო სამოსს, როგორი-
ცაა: სკარამანგი, კოლობიუმი, ბეჭმანები, მანიაკები, ფარაღაიები, ბუზმენტე-
ბი, ასევე ფორმის მზა სამოსები და მუნდირები ყოველნაირი დეტალებით,
ქამრები და სხვადასხვა ფერის კემუხტის წაღები და სხვა9 .
ბიზანტიელი მწერალი ნ იკიტა ხონ იატე (XII ს.) გვაწვდის ცნობას,
რომ ანდრონიკე კომნენოსი (1183-1185 წწ. ეკავა კეისრის ტახტი) ყოველ-
დღიურად ატარებდა იისფერი ქართული ქსოვილისაგან შეკერილ ზედა სა-
მოსელს. დელეგაციას, რომელმაც ბიზანტიის იმპერატორის მანუელ კომნე-
ნოსის გარდაცვალების შემდეგ, ანდრონიკეს იმპერატორობა სთხოვა, იგი
იბერიული ქსოვილისაგან შეკერილი იისფერი მოსასხამით წარუდგა10 .
ვენეციელი მოგზაური მ არკო პოლო (XIII ს.), ერთ-ერთი პირველი ევ-
როპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია, იმყო-
ფებოდა საქართველოში. მან აღწერა საქართველოს მთაგორიანი ბუნება, და-
ახასიათა თბილისი, შეეხო ქართველთა სიმამაცესა და უდრეკ ხასიათს. მოგ-
ზაური ზოგადად შეეხო ქართველთა ჩაცმულობას და [დიდგვაროვანთა სა-
მოსი სასულიერო ტანსაცმელს შეადარა მარკო პოლო განსაკუთრებით აღ-
ნიშნავს იმ პერიოდის საქართველოში ტანსაცმლისათვის ძვირფასი ქსოვი-
ლების გამოყენების შესახებ. ქსოვილთა ხარისხით ის განსაკუთრებით მო-
ხიბლულა: „ქართველები აბრეშუმის ქსოვილის დასამზადებლად აბრეშუ-
მის ძაფში ხმარობენ ოქროს ძაფებს და ღებულობენ აბრეშუმის ისეთ ლამაზ
ქსოვილებს, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ“11 . მარკო პოლოს წიგნი –
„მსოფლიოს აღწერილობა“ (უძველესი ხელნაწერი დათარიღებულია დაახ-
ლოებით 1410 წ. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, Fr2810, ფოლიო 8r)
საინტერესოა იმითაც, რომ მასში მოთავსებულია მინიატურა „მეფე დავითი
(დავით VII ულუ) ნადირობისას (იხ. დანართი 1).
სპარსელი გეოგრაფი ზაქარ ია ალ-ყაზვინ ი (XIII ს.) თავის არაბულ
ენაზე დაწერილ შრომაში გადმოცემს, რომ საქართველოში სავაჭრო საქო-
ნელს შორის ქსოვილებსა და ტანსაცმელს საკმაოდ დიდი ადგილი ეჭირა.
თბილისის აღწერისას იგი სავაჭრო ურთიერთობებსაც ეხება და წერს: „მრა-

9 გეორგიკა. ბიზანტიელ მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ ტომი III, 1960.


10 ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია ტ. 1.: მეცნიერება, თბილისი 1968.
11 ზარდალიშვილი, გ. გამოჩენილი მოგზაურები და საქართველო; მარკო პოლო თბილისი,

1965

12
ვალნაირი ნაბდები, ტანსაცმელი, ფაქიზი ნოხები, ქვეშაგები, თხელი შალი,
აბრეშუმი და მისთანანი გააქვთ“.
ვენეციელი დესპანის ამბროზიო კონტარინ ის (XV ს.) აღწერილობის
თანახმად სამეგრელოს მთავარს საბედიანოს შავი ზღვის პირას, ბათუმის
მახლობლად პატარა ქალაქი ჰქონია, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრად
ყოფილა. იქ თურმე ტანსაცმელს, აბრეშუმს, მომსხო ტილოსა და თაფლს
ჰყიდნენ.
XV ს-ის უცხოელი მოგზაურის იოსეფა ბარბაროს ჩანაწერებით სამეგ-
რელოში ტანსაცმლისათვის ტილოს კანაფისა და ჭინჭრის ბოჭკოსაგან ქსოვ-
დნენ და იგი საკმაოდ დაბალი ხარისხისა იყო.
კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი (XVII ს.) დიდძალ და
საინტერესო მასალას გვაწვდის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ყოფის
შესახებ12 [8]. ლამბერტი „სამეგრელოს აღწერაში“ საგანგებოდ ეხება ადგი-
ლობრივთა (როგორც დიდგვაროვანთა, ისე დაბალი ფენის) გარეგნობას,
ვარცხნილობასა და ჩაცმულობას. თავადაზნაურთა სამოსის შესახებ ავტორი
წერს: „თავადაზნაურობა საკმაოდ კარგად იცვამს. პერანგს იკერავენ სხვა-
დასხვა ფერის აბრეშუმისაგან. პერანგის ყელსა და ქობას ქარგავენ სირმით,
ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით. პერანგზე აცვიათ ახალუხი, რომე-
ლიც მუხლებამდე უწვდებათ. ეს ახალუხი შალის ან აბრეშუმის არის და მო-
ქარგული პერანგი რომ არ დაფაროს, უფრო მოკლეა პერანგზე. მასზე ყელი-
დან წელამდე აკერიათ ნაჭედი ვერცხლის ღილები, წელზე არტყიათ სარ-
ტყელი...“ ამ ჩაცმულობის გარდა ის ახსენებს სხვაგვარ სამოსსაც: „გარდა
ამისა, მეგრელები წვეულებასა და დღესასწაულში იცვამენ კიდევ ერთნაირ
ტანისამოსს, რომელიც ფეხებამდე გრძელია და ყურთმაჯები მიწამდე უწ-
ვდება. ეს ტანისამოსი მეტად მშვენიერია, როგორც მოყვანილობით, აგრეთვე
მდიდრული ქსოვილით, რომლისაგანაც იკერება. კერავენ ამ ტანისამოსს და-
მასკოს ქსოვილისაგან; სარჩულად უდებენ სიასამურის ტყავს და მაღლიდან
ქვედამდე შემკულია ოქროს ან მარგალიტის ღილებით. ყოველ თავადსა და
აზნაურს ამისთანა ტანისამოსი რამდენიმე აქვს სხვადასხვა ქსოვილისა, რომ
გარემოებისამებრ ან ერთი ჩაიცვას, ან მეორე, ეს ტანისამოსი საერთოა რო-
გორც კაცებისათვის, ისე ქალებისათვის“.

12 არქანჯელო ლამბერტი „სამეგრელოს აღწერა“ თბ., 1938

13
2.7. ქართული ეროვნული სამოსის სამუზეუმო კოლექციები და
იკონოგრაფიული მასალები შიდა ქართ ლში

2.7. 1. ქართული ტრადიციული სამოსი ს. მაკალათ იას ს ახელობის


გორ ის ის ტორ იულ-ეთ ნ ოგრ აფ იულ მ უზეუმ ში

გორის სახელმწიფო ისტორი-


ულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და-
არსებულია 1935 წელს. მუზეუმში
48100-ზე მეტი ექსპონანტია დაცუ-
ლი. განსაკუთრებული მნიშვნელო-
ბისაა არქეოლოგიური მასალები,
ქართული ხელნაწერები, ეთნოგრა-
ფიული მასალები, ნივთიერი მასა-
ლების კოლექციები და მდიდარი
ფოტოარქივი. ეთნოგრაფიულ ნიმუ-
შებს შორის გამორჩეული ადგილი
უჭირავს ქართული ეროვნული სა-
მოსის კოლექციებს. მათგან აღსანიშ-
ნავია ქართული კაბები, ჩოხები, ოქ-
რომკედით ნაქარგი სარტყელ-გუ-
ლისპირები, ულამაზესი შუბლსაკ-
რავები და სხვ.
განსაკუთრებული სილამა-
ზით გამოირჩევა წარჩინებული ქა-
ლის ქართლური კაბები (სურ. 54, ა,
ბ). და ფარჩისა და ხავერდულა აბრე-
შუმის ქსოვილისაგან, ასევე ატლასის
სარტყელ-გულისპირები, რომლებიც
შემკულია ოქრომკედით ნაქარგი
მცენარეულ-ყვავილოვანი ორნამენ-
ტებით (ს ურ . 55, 56). ს ურ. 54. ა

116

ს ურ. 5 4 . ქა რთული კა ბე ბი

ს ურ. 5 5 . ქა ლის კა ბ ის გულის პირე ბ ი

117
ს ურ. 5 6 . ს ა რტ ყ ე ლის ე ქს პონ ა ტ ე ბ ი

საექსპოზიციო დარბაზში თვალს


იტაცებს ბავშვის სამოსი (სურ.57), შედგე-
ნილი შარვლისა და მოკლე ზედა მოსაცმე-
ლისაგან. სამოსი გასაოცარი დეკორით გა-
მოირჩევა. მასზე უდიდესი რუდუნებით
შესრულებული გრეხილი ოქრომკედით
ნაქარგი ამორფული კომპოზიციებია გამო-
სახული.

ს ურ. 57. ბავშვის სამოსი

118
მუზეუმის ჩ ოხების კოლექციაში დაცულია სამოსი – განსხვავებუ-
ლად გაფორმებული სამასრეებით (სურ. 58). უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი
ფორმის სამასრეები იშვიათად გვხვდება და ამ მხრივ აქ წარმოდგენილი ჩო-
ხები საკვლევი თემატიკის მიხედვითაც მნიშვნელოვანია.

ს ურ. 5 8 . ქა რთლური ჩ ოხის ე ქს პონ ა ტ ე ბ ი

გამორჩეულად აღნიშვნას იმსახურებს შუბლს აკრ ავების უდავოდ


მდიდარი კოლექცია (ს ურ . 59 ), რომელიც გორის მუზეუმშია დაცული.
მნახველი აღტაცებაში მოჰყავს აქ წარმოდგენილ ძვირფასი, ნაირფერადი

119
ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილზე შესრულებულ, ხელოვნების დონეზე
აყვანილ ნატიფ ნაქარგობას – ფერად-ფერადი აბრეშუმისა და ხავერდულა
ძაფებით.

ს ურ.5 9 . შ უბ ლს ა კრა ვ ე ბ ი

120
2.7.2. სამოსის სახეები შიდა ქართ ლის რელიეფებსა და
მონუმენტურ მხატვრობაში

შიდა ქართლის ხუროთმოძღვრული ძეგლის VII საუკუნის ატენ ის


ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის (ატენის სიონი) ფასადებზე მრავლადაა
წმინდანთა, აღმშენებელ-ქტიტორთა და ხუროთმოძღვარ ოსტატთა
რელიეფური გამოსახულებანი. მათი საერთო რაოდენობა ოცდაორია.
მკვლევართა ვარაუდით რელიეფების უმრავლესობას IX-X საუკუნეების
განახლების კვალი ეტყობა. რელიეფები საერო პირთა სამოსის
მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ტაძრის აღმოსავლეთ ფასა-
დის რელიეფზე ქტიტორი – რ ატი I
ბაღვაშია (სურ. 60) გამოსახული ეკ-
ლესიის მოდელით ხელში. მისი სა-
მოსი ძალზე ორიგინალური სახვი-
თი ხერხითაა გადმოცემული. სწო-
რი, ვერტიკალურ ზოლებად დაშვე-
ბული,
გოფრირებულად ტალღოვანი
ზედაპირი, დამატებით ღრმად ამო-
ღარული ვიწრო ხაზებით – უფრო
მეტად ნაფენების აღმნიშვნელი უნ-
და იყოს, ვიდრე ზოლიანი ქსოვი-
ლისა. შიგა სამოსის (რომელიც შეიძ-
ლება ჩაითვალოს როგორც კაბად,
ისე ჯუბად) მხოლოდ ქვედა ნაწილი
ჩანს, რომლის მიხედვითაც შეძლება
ითქვას, რომ სამოსი წინ თავიდან
ბოლომდე ჩახსნილია. კალთის ნაპი-
რები და ქვედა ნაპირი გაფორმებუ-
ლია ოლეთი, რომელიც ტეხური ორ-
ს ურ. 60. ქტიტორი − ატენის
ს იონ ის რე ლიე ფი ნამენტით დეკორირებულ, საკმაოდ
ფართო არშიას წარმოადგენს. ზედა
სამოსი მხრებზე მოსხმული მოკლე

121
მოსასხამია, ე.წ. „ბეჭმანი“, ისიც ქვედა სამოსისმაგვარი რელიეფური ზოლე-
ბითაა წარმოდგენილი. სამოსის ზევიდან დაფენილია გეომეტრიული ფორ-
მებით ორნამენტირებული ფართო მართკუთხა საყელო, რომელიც შესაძ-
ლოა შიგა სამოსის დეტალიც იყოს. ქტიტორს ახურავს მჭიდროდ მორგებუ-
ლი მრგვალი ფორმის ქუდი, ისიც წვრილი გოფრირებული დეკორით გამო-
სახული. ქუდის ქვედა ნაპირი გაფორმებულია არშიით. თავსაბურავი შემ-
კულია ფრინველის ბუმბულით.
ქტიტორის ახლოს მისი ვაჟის ლიპარ იტ რ ატის ძ ის რელიეფური
გამოსახულებაა (ს ურ . 61, ა).

ა ბ
ს ურ. 6 1 . ქტ იტ ორე ბ ი ა ტ ე ნ ის ს იონ ის რე ლიე ფე ბ იდა ნ

ლიპარიტს დაგრძელებულსახელოებიანი კვართისებური სამოსი აც-


ვია. ეს სახელო არის ე. წ. „ ცრუ სახელო, რომელიც მხოლოდ დეკორატიუ-
ლია და ფუნქციურ დანიშნულებას არ ასრულებს. ასეთი სახელოები ჩვეუ-
ლებრივ იღლიის არეში გახსნილია (გაუკერავია), ხელის გამოსაყოფად. სა-

122
მოსის გულისპირი წელის ხაზამდე ჩახსნილია; გულისპირის ნაპირები გა-
ფორმებულია მოქარგული ძვირფასი ოქროქსოვილის არშიით, რომელიც
მხარ-ბეჭსა და მკლავებზეც გადადის. სამოსის გულისპირი შეკრულია 4
დიდ, მრგვალ ღილსა და ღილკილოზე. სამოსი სარტყელის გარეშეა; მისი
ბოლო და სახელოს ბოლოები გაფორმებულია ოქრომკედით მოქარგული
ოლეთი.
მსგავსი სილუეტის დაგრძელებულსახელოიანი სამოსითაა გამოსა-
ხული რელიეფური ფიგურა კიდევ ერთი ქტიტორის – ნერსე სტეფან ოზის ა
(ს ურ. 61, ბ). განსხვავება ისაა, რომ აქ სამოსის კალთა შუა ხაზზე თავიდან
ბოლომდე გახსნილია. აღნიშნული სამოსი მოსასხამთა რიგს განეკუთვნება
და სავარაუდოდ უნდა შეესატყვისებოდეს უძველეს წყაროებში დაცულ
„სკარამანგს“. სახელო ამ შემთხვევაშიც დანიშნულების გარეშეა; სარტყელი
წელზე მჭიდროდ შემოკრულია, ის გეომეტრიული ორნამენტით დეკორირე-
ბული მყარი ოქროქსოვილი ან ტყავი უნდა იყოს; შესაკრავი, ან ბალთა არ
აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ გვერდზე შეკრულია. კალთის წინა ნაპირებს,
ყელის ნაპირს, სახელოს ბოლოებს გეომეტრიული ტეხილი ფორმებით ორ-
ნამენტირებული არშია შემოუყვება; სახელოს ბოლოების არშია უწყვეტი
რვიანების ჯაჭვში ჩახაზული ოთხფურცელა ყვავილებითაა შედგენილი.
სამოსის საინტერესო კომპლექსითაა წარმოდგენილი ერთ-ერთი ქტი-
ტორი დასავლეთ კედელზე ( სურ. 62, ა ) . სამოსი შედგება შიგა გრძელი კაბი-
საგან, მოკლე ზედა სამოსისა და მხრებზე მოსხმული მოკლე ბეჭმანისაგან.
შიგა სამოსი (ჩანს მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი) გრძელი, სწორი სილუეტის;
კალთა თავიდან ბოლომდე გახსნილი; კალთის ნაპრები და სამოსის ქვედა
ნაპირი გაფორმებულია დეკორირებული ოლეთი. ზედა მოკლე სამოსი უძ-
ველეს წერილობით წყაროებში მოხსენიებული „ყაბარჩის“ შესატყვისი უნდა
იყოს, სწორი სილუეტის, სიგრძით მუხლს ზემოთ; შესაკრავი არ მოჩანს;
გრძელი, მაჯასთან მჭიდროდ მორგებული სახელოებით. შიგა სამოსის
მსგავსად მისი კალთის ნაპირები, ქვედა ნაპირი და სახელოს ბოლოები შემ-
კულია გეომეტრიული ორნამენტით დეკორირებული არშიით. მხრებზე
მოსხმული მოკლე მოსასხამი გოფრირებული რელიეფური ფაქტურითაა
წარმოდგენილი (რელიეფის ეს სახე ბეწვის შთაბეჭდილებას ტოვებს); მოსას-
ხამი შეკრულია წინ, მკერდზე – სტილიზებული დეკორატიული ფიბულით.
ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განსხვავებულად შემოსილი კიდევ
ერთი ქტიტორის ფიგურაა გამოსახული (ს ურ . 62, ბ).

123
ა ბ
ს ურ. 6 2 . ა ტ ე ნ ის ს იონ ის რე ლიე ფე ბ ი

ქტიტორის სამოსი შედგება შიგა, გრძელი კაბისა (რომლის მხოლოდ


ქვედა ნაწილი მოჩანს) და შედარებით მოკლე უსახელო მოსასხამისაგან. ში-
გა სამოსი კვართისებურია, სავარაუდოდ ბისონი უნდა იყოს, მისი ტალღო-
ვანი ნაფენები გვაფიქრებინებს, რომ ის თავისუფალი სილუეტისაა; გასა-
ფორმებელი ოლეს გარეშე; ზედა უსახელო მოსასხამი რატი ბაღვაშის სამო-
სის მსგავსი რელიეფური ფაქტურითაა წარმოდგენილი და ამ შემთხვევაში
ბეწვის შთაბეჭდილებას ტოვებს; რელიეფური ზოლები ირიბად, ურთიერ-
თშემხვედრი მიმართულებითაა განლაგებული (ე. წ. ნაძვისებურად); მოსას-
ხამს ირგვლივ გასაფორმებელი არშია შემოუყვება; შეკრულია მკერდზე –

124
ორი, დიდი, ბაფთისებრი სტილიზებული ფიბულით. ქტიტორი თავსაბუ-
რავის გარეშეა.
აღმოსავლეთის ფასადზე კიდევ ორი ქტიტორის რელიეფია გამოსა-
ხული განსხვავებული ჩაცმულობით (ს ურ . 63, ა).

125

ს ურ. 6 3 . ქტ იტ ორე ბ ი ა ტ ე ნ ის ს იონ ის რე ლიე ფე ბ იდა ნ

ერთ-ერთ ქტიტორს გრძელი, კვართისებური, თავისუფალი სილუე-


ტის შიგა სამოსი აცვია, რომლის კალთები ტალღოვან დრაფირებად ეშვება;
სახელო დაგრძელებული (მართალია სახელოში მკერდთან მიდებული ხე-
ლი ჩანს, მაგრამ მის ზედმეტ სიგრძეზე მაჯიდან იდაყვამდე ნაფენების სიმ-
რავლე მიუთითებს); ქტიტორს მხრებზე მოკლე მოსასხამი აქვს მოსხმული,
რომლის ზედაპირი ზემოაღწერილ ტალღოვან რელიეფურ ზოლებადაა წარ-
მოდგენილი; მას გარს შემოუყვება ვიწრო არშია; მოსასხამი შეკრულია წინ –

126
მკერდზე, დიდი ზომის დეკორატიული ფიბულით. მის გვერდით მეორე
ქტიტორს რამდენადმე განსხვავებულად აცვია. მათი შიგა კაბები ერთმანე-
თის მსგავსია – თავისუფალი სილუეტის, დაგრძელებული სახელოთი, გა-
ფორმების გარეშე. აქ დამატებით კიდევ მოჩანს გარე, შედარებით მოკლე სა-
მოსი, რომელიც შიგას მსგავსად კვართისებური და თავისუფალი სილუეტი-
საა; გარედან მოსხმული აქვს გრძელი მოსასხამი, მისი მარჯვენა კალთა იღ-
ლიის ქვემოდან ამოტარებით მარცხენა მხარზეა გადადებული და თანაბარ,
ტალღოვან დრაფირებად ლამაზად არის დაფენილი. მოსასხამი მარჯვენა
მხარზეა შეკრული (რაც რელიეფზე მკაფიოდ არ იკვეთება, მაგრამ ამის შესა-
ხებ სამოსის განლაგება და ნაფენები მეტყველებს).
ტაძრის ფასადზე კვართისა და მოსასხამისაგან შედგენილი მსგავსი
კოპლექსებით სხვა ქტიტორებიც არიან წარმოდგენილი (სურ. 63, ბ) (იხ. და-
ნართი 7)
ატენის სიონის მონუმენტურ მ ხატვრ ობაში ქტიტორთა ჯგუფური
პორტრეტი დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის ქვედა რეგისტრშია
წარმოდგენილი. აქ გამოსახულია საკურთხევლისაკენ მიმართული, ვედრე-
ბის პოზაში მყოფი ექვსი ისტორიული პირი. აქედან ხუთი საერო პირია.
თავდაპირველად მეცნიერთა ერთი ნაწილი პორტრეტებს აიგივებდა მე-9-10
საუკუნეთა მიჯნის, ხოლო მეორენი – მე-11 საუკუნის მეორე ნახევრის მოღ-
ვაწეობასთან. დღეისათვის მეორე მოსაზრება ითვლება დამკვიდრებულად.
საკურთხევლის ბემაში ორი ფიგურაა გამოსახული: მონაზვნის ტან-
საცმლით მოსილი გიორგი ჭყონდიდელი და მდიდრულ სამოსელში გამო-
წყობილი ჭაბუკი დავით აღმაშენებელი. რიგი გრძელდება აფსიდში შემდე-
გი პორტრეტებით: მეფე ბაგრატ IV – ბიზანტიური ტიპის სამეფო სამოსე-
ლით, სუმბატ აშოტის ძე – დიადემითა და მანტიით შემოსილი, რომელსაც
პატარა აშოტ სუმბატის ძისათვის ჩაუკიდია ხელი; მეფე გიორგი II (წარწე-
რის თანახმად) – შემორჩენილია გამოსახულების უმნიშვნელო ფრაგმენტი
და დასასრულ, ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული დედოფალი ის-
დუხტი (იგივე ბორენა) – სამეფო სამოსელით. სამწუხაროდ, ფრესკები და-
ზიანების გამო, მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, მაგრამ მაინც
შესაძლებელია სამოსის ელემენტებზე განზოგადებულად მსჯელობა.
დავით აღმაშენებელი გამოსახულია ძოწისფერი, გამოწყობილი სი-
ლუეტის სამოსით. სამოსის სიგრძე – მუხლს ქვემოთ; კალთა ორნაწილიანი –
წინ ბოლომდე ჩახსნილია, მკერდჩახშული – შესაკრავები არ ჩანს; საყელო

127
დგარ-გადაფენილი, სამკუთხა ფორმის გადანაფენით; სახელო გრძელი, ვიწ-
რო; სამკლავე მჭიდროდ მორგებული; სუსტად ჩანს წვრილი ქამრის კვალი
(დაბეჯითებით მტკიცება შეუძლებელია). სამოსის საყელო, გულისპირი,
კალთის წინა ნაპირები, სამკლავე და ყოშები (სახელოს ბოლო) შემკულია
ოქრომკედით ნაქარგი განიერი ოლეთი და მარგალიტის მწკრივით მოოჭვი-
ლი ატლასის ვიწრო არშიით. ნაქარგობის ორნამენტი გეომეტრიულია და
წარმოადგენს რომბულ ბადეს შიგ ჩასმული ძვირფასი ქვებით.
მ ეფე ბაგრატ IV წარმოდგენილია სამეფო საზეიმო სამოსელში, რომ-
ლის შემადგენლობაში შედის: შიგა ფირუზისფერი ფესუედი-სამოსელი
(კვართი), გარედან – ბისონი, ძვირფასი ოქროქსოვილის დიადიმი-ლორონი
და გვირგვინი. ფესუედი-სამოსელი გრძელი, თავისუფალი სილუეტის, წინ
გაუხსნელი, მისი სახელოს ყოშები, რომელიც ბისონის სახელოს შიგნით მო-
ჩანს და გაფორმებულია ოქრომკედითა და მარგალიტების მწკრივი.
გარე სამოსი – ბისონი გრძელი, კალთა კვართის მსგავსად მთლიანი,
წინ გაუხსნელი; სახელო გრძელი, ფართო; საყელოს გარეშე; ბისონის ქვედა
ნაპირი გაფორმებულია ოქრომკედის ნაქარგობით, რომელიც წარმოადგენს
რომბულ ბადეს – შიგ ჩასმული მახვილფურცლიანი ყვავილებით. ოქრომკე-
დის ნაქარგ არშიას დამატებით შემოყვება შავი ატლასის ზოლზე დამაგრე-
ბული მარგალიტების მწკრივი.
ბაგრატ IV-ის სამეფო სამოსის აუცილებელი ელემენტი ლორონი ე. წ.
დიდი ლოროა, ის მძიმე ოქროქსოვილისაა და მეფეს მკერდზე გადაჯვარე-
დინებული აქვს. მისი ერთი ბოლო დაშვებულია წინ – გულ-მკერდზე და
ბისონს ბოლომდე უნდა სწვდებოდეს (დაზიანების გამო არ ჩანს), მეორე ბო-
ლო მარცხენა ხელზეა გადადებული და მუხლამდე ეშვება. ლორონი დამუ-
შავებულია წითელი ფერის სარჩულით. ლორონი შემკულია ოქრომკედის
ნაქარგობით, რომელიც ორნამენტირებულია ბისონის ოლეს მსგავსად.
ს უმბატ აშოტის ძის გამოსახულება ძალზე ფრაგმენტულია, აცვია სა-
ზეიმო ბისონი და მანტია, თავზე ქუდი ახურავს. ბისონის გულისპირი შემ-
კულია ძვირფასი თვლებით, ხოლო სამკლავე და სახელოს ბოლო ოქრომკე-
დით ნაქარგი ფართო არშიით, რომლის ორნამენტი წარმოადგენს რომბულ
ბადეს, შიგ ჩასმული ჯვრებით. ძოწეეული მანტია მძიმე ფარჩის ქსოვილისა-
ა, რომელიც ძვირფასი ქვის საკინძითაა შეკრული. მანტია მორთულია ოქ-
რომკედის ნაქარგობით. ნაქარგობის ორნამენტი მცენარეულია. ასეთივე ორ-
ნამენტული დეკორის ოქრომკედითაა მოქარგული მეფის ქუდი).

128
დედოფალი ისდუხტი (იგივე
ბორენა) წარმოდგენილია სამეფო სა-
მოსით (სურ. 64), რომელიც შედგება:
შიგა ფესუედისაგან, ძვირფასი ლაჟ-
ვარდოვანი ფარჩის ბისონისა და აუ-
ცილებელი შემამკობელი ელემენტი-
საგან, შემადგენლობით – მანიაკი,
ლორონი და თორაკიონი. შიგა ფესვე-
დის მხოლოდ ვიწრო სახელოს ოლ-
ვილი ყოში მოჩანს ზედა სამოსის
ფართო სახელოდან. ბისონი გრძელი,
თავისუფალი სილუეტის, სავარაუ-
დოდ მთლიანი, წინ გაუხსნელი კალ-
თით; გრძელი, ფართო სახელოთო;
საყელოს გარეშე; ბისონის ქვედა ნა-
პირი გაფორმებულია ოქრომკედის
ნაქარგი ოლეთი. მანიაკი და ლორო-
ნი მძიმე ოქროქსოვილისაა (მჭიდ-
როდ ნაქსოვი ოქროს ძაფისაგან – პი-
როქრო). ორივე გაფორმებულია ოქ-
რომკედის ნაქარგობით, რომელიც
წარმოადგენს რომბულ ბადეს ოთხ-
ფურცელა ყვავილებით. ნაქარგობას
დამატებით შემოყვება შავი ატლასის
ზოლზე დამაგრებული მარგალიტე-
ბის მწკრივი. თორაკიონი, ასევე, მძი-
მე ოქროქსოვილისაა, უხვად შემკუ-
ლია ძვირფასი ქვებით, გარშემოვლე-
ბულია მარგალიტებით მოოჭვილი
შავი ატლასი ორმაგი ზოლით.

ს ურ. 6 4 . დე დოფა ლი ის დუხტ ი

129

You might also like