Professional Documents
Culture Documents
ქალი
ქალი
ქუჩის კუთხეში, მაღალ, თეთრ სახლთან, დგას ახალგაზრდა ჭაბუკი უწვერული. იგი
მაღალია, სუსტი და ფერმკრთალი. თმები აქვს ქერა და თვინიერი. თვალები ფართო და
თაფლისფერი. ეს თვალები გიყურებენ თქვენ. ამ თვალებში არ არის გაკვირვება, ამ
თვალებში არ არის ვნება. ამ თვალებში არის სისველე, რომელიც ჯერ ცრემლად არ
გადაქცეულა. ო, ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და შეიბრალეთ ჭაბუკი იგი. ო,
ქალბატონო, გევედრებით, იწამეთ ღმერთი და მის თვალებში ჩამდგარ სისველეს ,
რომელიც ჯერ ცრემლებად არ გადაქცეულა, ნუ გადააქცევთ ცრემლებად!..
1958 წ.