You are on page 1of 3

მოგესალმებით,

გიგზავნით დავალებას, რომელიც გულისხმობს პრეზენტაციის მომზადებას. პრეზენტაცია


უნდა მომზადდეს Power Point-ში. მომზადებული პრეზენტაცია უნდა ატვირთოთ
Assignment-ში.

პრეზენტაციის მომზადების ზოგადი წესები

 პრეზენტაცია შედგება ორი ნაწილისგან (ორივე წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ


ფაილში).
 პირველი ნაწილი მოიცავს კითხვებზე პასუხს (კითხვები მოცემულია ქვემოთ), მეორე
ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია იმ ელემენტზე, რომელიც
შეგხვდებათ.
 პირველ სლაიდზე უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია თქვენ შესახებ. სახელი, გვარი,
სკოლა, კლასი, პრეზენტაციის სათაური (შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენ).
 მეორე სლაიდიდან დაიწყეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. შეკითხვები ყველასთვის
ერთნაირია მაგრამ პასუხები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი.
 თითოეულ კითხვაზე პასუხი დაწერეთ ერთ სლაიდზე. სლაიდზე გადაიტანეთ
შეკითხვაც.
 ინფორმაცია უნდა იყოს მოკლე, პრეზენტაციაში არ უნდა იყოს ბევრი ტექსტი.
შესაძლებლობების ფარგლებში უნდა იყოს გაფორმებული ვიზუალურად.
 პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაიწყეთ მეორე ნაწილი, რომელსაც პირველ
სლაიდზე დააწერეთ იმ ელემენტის სახელი რომელიც შეგხვდათ.
 სულ ბოლო სლაიდზე უნდა იყოს მოცემული გამოყენებული წყაროები
(სახელმძღვანელო, ნებისმიერი წიგნი, ინტერნეტ რესურსების ლინკები).

პირველი ნაწილი
2019 წელი იყო პერიოდულობის ცხრილის საერთაშორისო წელი. დღეისათვის
პერიოდულობის ცხრილში 118 ელემენტია. მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში და უპასუხეთ
ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს.

1.1. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელთა აღმოჩენაშიც წვლილი მიუძღვით ქალ


მეცნიერებს. დაასახელეთ ეს მეცნიერები.

1.2. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელთა სახელების წარმოშობა უკავშირდება


მითოლოგიას.

1.3. დაასახელეთ სამი ელემენტი რომელთა სახელების წარმოშობა უკავშირდება


გეოგრაფიულ მდებარეობას.

1.4. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელთა სახელების წარმოშობა უკავშირდება


ასტრონომიას.

1.5. დაასახელეთ სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ელემენტია აღმოჩენილი.


1.6. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ელემენტების (ტელეფონის,
ლეპტოპის და სხვა) წარმოებაში.

1.7. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელიც გამოიყენება მანქანის კატალიზატორების


წარმოებაში.

1.8. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება ძალიან მცირე
რაოდენობით (<0.000001 %).

1.9. დაასახელეთ სამი მიკროელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის


ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დაასახელეთ თითოეული ელემენტის ფუნქცია
ორგანიზმში.

1.10. დაასახელეთ სამი ელემენტი რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით (<1×10-8 %)


გვხვდება დედამიწის ქერქში და სამი ელემენტი რომელიც ყველაზე მცირე რაოდნეობით
არის ზღვის წყალში (<10-10 მგ/ლ).

1.11. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელიც შედის ქიმიოთერაპიული მედიკამენტების


შემადგენლობაში.

1.12. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი სტაბილური იზოტოპი.

1.13. დაასახელეთ სამი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია მცენარის ზრდა-


განვითარებისთვის.

1.14. დაასახელეთ სამი ელემეტი, რომელთა აღმოჩენაც უკავშირდება ანტიკურ სამყაროს.

მეორე ნაწილი
თქვენ უნდა მოამზადოთ პრეზენტაცია იმ ელემენტზე რომელიც შეგხვდათ. ამ ნაწილისთვის
სლაიდების რაოდენობა უნდა იყოს 6-8. უნდა მოიძიოთ ინფრომაცია ამ ელემენტის შესახებ,
რაც უნდა მოიცავდეს შემდეგს:

 ზოგადი ინფორმაცია ელემენტის შესახებ (ატომური ნომერი, საშუალო ატომური მასა,


ძირითადი იზოტოპები);
 გავრცელება ბუნებაში (რა სახით არის გავრცელებული დედამიწაზე (თავისუფალი
სახით, ნაერთების სახით თუ ორივე და დაასახელეთ ძირითადი ნაერთები);
პროცენტული გავრცელება;
 ძირითადი ფიზიკური თვისებები (აგრეგატული მდგომარეობა ოთახის
ტემპერატურაზე; ლღობის და დუღილის ტემპერატურა; სიმკვრივე და წყალში
ხსნადობა).
 ძირითადი ქიმიური თვისებები (რეაგირებს თუ არა წყალთან, მჟავებთან და
ჟანგბადთან). მოიყვანეთ შესაბამისი რეაქციიების ტოლობები, თუ შედის რეაქციაში.
თუ არა დაწერთ რომ არ შედის.
 ელემენტის ბოლოგიური როლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ანუ რა
მნიშვნელობა აქვს ამ ელემენტს ადამიანის ორგანიზმისთვის, რომელ საკვებ
პროდუქტებში შედის, რას იწვევს მისი სიჭარბე და დეფიციტი.
 ელემენტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში (ტექნიკაში, მედიცინაში, და ა.შ.). არ
არის საჭირო ძალიან დიდი ინფორმაცია.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი ძალიან კარგი კარგი დამაკმაყო- არადამაკმაყო-


ფილებელი ფილებელი
4 ქულა 3 ქულა 2 ქულა 1 ქულა
ვიზულური სრულად ძირითადად უმნიშვნელოდ არ არის
გაფორმება გაფორმებულია გაფორმებულია გაფორმებულია გაფორმებული
მრავალფეროვანი
მასალებით
პირველი პასუხი სწორად პასუხი სწორად პასუხი სწორად პასუხი
ნაწილზე გაცემულია გაცემულია გაცემულია სწორად
კითხვებზე 12-15 კითხვაზე 8-11 4-7 გაცემულია
პასუხი კითხვაზე კითხვაზე 1-3
კითხვაზე
მეორე ნაწილის წარმოდგენილია წარმოდგენილია წარმოდგენილია არ არის
შესრულება ყველა მხოლოდ პასუხები მხოლოდ წარმოდგენილია
ჩემოთვლილ რამდენიმე ერთ ან ორ პასუხი ამ
საკითხზე პასუხი საკითხზე პასუხი საკითხზე საკითხზე
პრეზენტაციის პრეზენტაციის პრეზენტაციის პრეზენტაციის პრეზენტაციის
მომზადების მომზადებისას მომზადებისას მომზადებისას მომზადებისას
წესების დაცვა დაცულია ყველა დაცულია წესების დაცულია წესები არ არის
და წესი; უმეტესობა; მხოლოდ დაცული;
გამოყენებული მითითებულია მითითებულია რამდენიმე წესი; მითითებული არ
წყაროების გამოყენებული გამოყენებული მითითებული არ არის
მითითება წყაროები წყაროები არის გამოყენებული
გამოყენებული წყაროები
წყაროები

პრეზენტაციის შეფასების მაქსიმალური ქულაა 16.

გისურვებთ წარმატებებს

პატივისმიცემით,

თიკა მასწავლებელი

You might also like