Professional Documents
Culture Documents
„გაზეთ „ელვას“:
შიგ მაისის მწვანეა
და მინდვრების ღელვა,
ვინც გაზეთი დამიჯღაბნოს,
იმას კრულვა-წყევლა!“
ბიჭო გოგიას პაპალა.
„ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?
ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!“
1996 წლის ივნისის დასაწყისში, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას ძლივს მივაკვლიე
- ართვინსა და ტბეთს შუა გოგლას წინაპართა სოფელს - ლეონიძეს, რითაც
დედაჩემის, ნესტან ლეონიძის, დანატოვარი თხოვნა შევასრულე. სოფლის
სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად „ნიოლიძეთა უბანი“). თუმცა,
უკანასკნელ წლებში თურქულმა ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი არდიჩლი
მაჰალესი (თურქულად „ღვიის უბანი“) შეურჩია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე
ნახევრის ქართულ და რუსულ რუკებზე სოფელი „ლეონიძე“ და „Лioнидзe“
სახელწოდებითაა აღნიშნული („ლიონიძე“ ეტყობა „ლეონიძეს“ რუსული ფორმაა).
ერთი ციცქნა სოფელი (სულ რამდენიმე კომლია) მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა
და ფიჭვებით არის გარემოცული. მენიშნა, - გოგლამ თავისი ეზო წყნეთში სულ
ნაძვებითა და ფიჭვებით გაავსო. სტუმრებს უკვირთ ხოლმე, გარეკახელ კაცს ფიჭვები
ეგრე რამ შეაყვარაო.
„ამდევნებია ნათელი
და ის მინათებს არესა,
ვერცხლიდან გადახატული
შესადარისი მთვარესა.
გულის დამჭრელი, დამლეწი
ვის ვპოვებ დასადარესა.
დღედაღამ იმას ვლოცულობ
ამ გულის გამკვეთარესა...“
(„საგურამოს მიმწუხრში...“)
„გახსოვს, ტაბახმელავ,
ბრძოლები გმირული
და მკერდი მრავალის
შენთვის განგმირული.
ქალებო, შეამკეთ
მათი საფლავები,
საქართველოსათვის
ვინც დადეს თავები.“
„ოლე,
ოლე,
მე ლიახვზე
დაგინახე წამით,
შიგნიდანვე გამომწვარი
მარტოობის შხამით,
შიგნი-შიგან დახლეჩილი
შრეებად და კეცად,
ყორანისგან ჩაყეფილო,
ხეო, ერთო ბეწვა!“
არც ჭეშმარიტი პოეზიის მადლი იცის ვინმემ ნამდვილ პოეტზე უფრო კარგად: