You are on page 1of 5

„ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“

მარიამ აბრამიშვილი

ნოე ჟორდანია თავის ნაშრომში „ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“ განიხილავს


ისტორიის განმავლობაში მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებულ
მოვლენებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პოლიტიკურ თუ
ეკონომიკურ ასპარეზზე. ავტორის თქმით, ზემოხსენებული პროცესების
საშუალებით გამოვლენილ პროგრესზე დაკვირვებით შესაძლებელია თავად
ისტორიის ცნების, მისი საზრისის ამოკითხვაც.
ნაშრომში ჟორდანია ისტორიულ პროცესს იმთავითვე აშუქებს, როგორც
პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხითაც და ამ უკანასკნელთ არა
ერთმანეთისაგან განცალკევებულად, არამედ ურთიერთდაკავშირებულად და
ერთმანეთთან მუდმივ მოძრაობაში მყოფებად განიხილავს. მოცემული კავშირი
ისტორიის მანძილზე, ცხოვრების მდინარებასთან ერთად უფრო მკვეთრად
გამოიკვეთა. ისტორიული სურათის უფრო ნათლად დანახვაში დაგვეხმარება ერისა
და კაცობრიობის „მაგალითს“ მოვიყვანთ. თავდაპირველად, შორეულ წარსულში,
ქვეყნები გაერთიანებულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ ძალისა და სიდიადის,
ერთმანეთის დაპყრობის ხარჯზე. ისინი ცალკეულად, ერთმანეთისაგან
განკერძოებულად ცხოვრობდნენ, რის გამოც მსოფლიოს (მთელის) იმ ნაწილებს
წარმოადგენდნენ, რომლებიც მთლიანობას (ერთიანობას) ვერ აღწევდნენ, რადგან
ერთმანეთთან ეკონომიკურად არ იყვნენ დაკავშირებული. მოცემული ერები
მოწყვლადობით ხასიათდებოდნენ, როგორც ბუნების, ასევე სხვა დამპყრობელი
ერების მიმართ.1 მათ გააჩნდათ საკუთარი ადგილობრივი ეკონომიკა და წარმოებაც
ამდენად მხოლოდ ინდივიდუალურ და ეროვნულ დონეზე არსებობდა.
ზემოხსენებული მსოფლიო ისტორიული წარსულის კვალდაკვალ საქართველოს
ისტორიაშიც მრავალი ცვლილება მოხდა, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა
იქონია ხალხთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ, განსაკუთრებით კი ეროვნულ
ცნობიერებაზე, კერძოდ, ჟორდანია იხსენებს, თუ როგორ გააქრო ქვეყანაში
1
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ. 178.
ფეოდალური ეპოქის დროს სამთავროთა განცალკევებულობამ საერთო
ეროვნულობის განცდა: ისინი (სამთავროები) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
ფუნქციონირებდნენ, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად, ამგვარად, მათ
ერთმანეთთან კონტაკტი არ ესაჭიროებოდათ, რაც იმთავითვე საგრძნობლად
თრგუნავდა ხალხში ეროვნულობისა და ერთიანობის შეგრძნებას. შემდგომ,
ისტორიის განვითარებასთან ერთად ახალმა ცხოვრების წესმა მოიკიდა ფეხი.
განკერძოებულ ერთა ცხოვრება გარდაისახა კაცობრიობის, როგორც მთლიანობის
მიმღებ ნაწილად, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები უკვე ეკონომიკურად
დაუკავშირდნენ ერთმანეთს - ადგილობრივი წარმოება გადაიქცა ინდუსტრიულ
წარმოებად, შრომა ეკონომიკურად დაიყო და ამდენად ქვეყნები ერთმანეთზე
ეკონომიკურად დამოკიდებულნი გახდნენ: „ერი გაერთიანებული ნივთიერად -
გაერთიანებულია იდეებითაც.“2 ახალმა ეკონომიკურმა წყობამ, შეიძლება ითქვას,
ერები იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად დააკავშირა ერთმანეთთან, რომ
ერთი ქვეყნის ეკონომიკურ მარცხს შეეძლო გამოეწვია სხვა ქვეყნის განადგურებაც.
ამდენად, პოლიტიკური ცხოვრება სრულად დაექვემდებარა ეკონომიკურ, „ნივთიერ“
მყოფობას. ზემოხსენებულმა ახალმა წყობამ თავდაპირველად საქართველოში
ეკონომიკური ქალაქთშორისი განვითარების საფუძველზე კვლავ აღადგინა
ეროვნულობა, რომელიც, სამწუხაროდ, ხანმოკლე გამოდგა: ჯანსაღი ეკონომიკური
ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიზარდა უსაზღვრო კონკურენციად,
გამოთავისუფლებული გლეხობის გადარჩენისთვის ბრძოლად და გამდიდრებულ
მევახშეთა კიდევ უფრო მეტად გამდიდრებად. ცხოვრება ახალი დაძაბულობით -
თვითგადარჩენის პრინციპით - გაგრძელდა, რომელშიც „ეროვნული მე“ სრულად
ჩაანაცვლა „თვისმა მემ“3, გაქრა წოდებრივი სხვაობა გლეხობასა და თავად-
აზნაურობას შორის და მის მაგივრად აღმოცენდა კაპიტალი, ფული. მდიდარი
იმთავითვე მაღალი, ხოლო ღარიბი დაბალი წოდებით განისაზღვრა: „აქ ფული
ფულს იგებს უშუამდგომლოდ. საქმეში დაუბანდებლად აქ არავითარი შრომის
წესრიგი, კანონიერება არ არსებობს. ერთის კიბე იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ შიგ

2
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ.179.
3
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ. 198.
რამოდენიმე ხანს სხვისი ფული იდვა. ამ სახით, ფულმა შეანგრ-შემოანგრია ერი და
დაყო ორ ჯგუფად: ფულის პატრონნი და უფულონი, მდიდარნი და ღარიბნი.“4
ჟორდანია ესეში ზემოხსენებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე
დაყრდნობითა და მათ ისტორიულ განვითარებაზე დაკვირვებით თვით ისტორიას
მიადგება, აღმოაჩენს რა გარკვეულ კანონზომიერებას, რომელიც მას (ისტორიას)
საზრისულობას ანიჭებს. იმისათვის, რომ ხალხის ეროვნული ერთიანობა
ეკონომიკური ერთიანობის საშუალებით მიღწეულიყო, ამისათვის მათი, მაგალითად,
სამთავროებად დაყოფა აუცილებელიც იყო; ისტორიამ გამოიწვია მონობა, ბატონ-
ყმობა, აზნაურობა, მაგრამ დროთა განმავლობაში მანვე გაანადგურა მონობაც, ბატონ-
ყმობაც და აზნაურობაც. ამით ჟორდანია ისტორიის განვითარებას აკვირდება,
როგორც უსასრულო პროცესს, რომელიც თავის ადგილს უჩენს ყოველივეს,
გარდაქმნის ერთმანეთში სხვადასხვა ყოფებს, ამგვარად, ის რაც პირველ ეტაპზე,
აწმყო დროში პროგრესულია, მეორე ეტაპზე რეგრესული აღმოჩნდება. მას ახალი
პროგრესული იდეა თუ ყოფა ანაცვლებს და, ამრიგად, ავტორი, შეიძლება ითქვას,
ისტორიას ულმობელ მმართველად, ხოლო ადამიანს დამორჩილებულ მარიონეტად
განიხილავს: „ის, რაც პირველ საფეხურზედ ცხოვრების წინ წამწევი და
პროგრესულია, მეორეზედ და მესამეზედ შემაჩერებელი, უკან დამწევი და
რეგრესულია, ... უეჭველია, ჩვენი ერი, როგორც ისტორიულ ასპარეზზედ გამოსული
ამავე კანონს უნდა ექვემდებარებოდეს.“5 ისტორიის ამგვარი გაგება ავტორისთვის
იმედს ტოვებს იმისას, რომ ახლად ჩამოყალიბებული და მჭიდროდ ფესვგადგმული
ეკონომიკური წყობა, რომელსაც კაპიტალი განაგებს, ჩანაცვლდება იმ ჯანსაღი
ეკონომიკურ წყობის მიერ, რომელიც ნამდვილ, ბუნებრივ, „ნივთიერ“ გაცვლა-
გამოცვლასა და ეროვნულ ერთიანობასაც აღადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ესეში
განხილული საკითხები ენათესავებიან მარქსისეულ მსჯელობას ისტორიულ
განვითარებაზე, კლასობრივ ბრძოლასა და მსოფლიო ისტორიის ასპარეზზე
გამოვლენილ უთანასწორობაზე, რომლებიც, ორივე ავტორის თვალსაზრისით,
ძალადობრივსა და უთანასწორო ინდივიდუალიზმზე, კაპიტალის უკონტროლო

4
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ. 208.
5
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ. 194.
მიმოცვლასა და უკანონობაზეა დამყარებული. ჟორდანიასთვისაც, მარქსის მსგავსად,
საზოგადოების ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობაა ის სასურველი „ბაზისი“,
რომელსაც „ზედნაშენის“ სახით ემყარება ჯანსაღი იურიდიული და პოლიტიკური
წყობილება.6
დასკვნის სახით, შეგვიძლია უფრო თვალსაჩინოდ გამოვყოთ ჟორდანიას
დამოკიდებულება ესეში განხილულ პროცესებთან დაკავშირებით. დასასრულს ის
გამოყოფს იმ კატეგორიებს, რომლებიც აუცილებელია, როგორც ქვეყნის
პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილიურობისთვის, ასევე ხალხში ეროვნული
ცნობიერების გაღვივებისთვის, ესენია: ეკონომიკური კეთილდღეობა, როგორც
ჯანსაღი და ბუნებრივი პირობა პოლიტიკური ცხოვრებისა; ჯანსაღი ვაჭრობისა და
წარმოების, როგორც ერისა და კაცობრიობის გამაერთიანებელი ძალის, ხელშეწყობა
და განვითარება; ბურჟუაზიის მიერ ჩამოყალიბებული მომხმარებლური,
კაპიტალისტური, ეკონომიკის გაუქმება და სახელმწიფოს მხრიდან ღარიბი კლასის
მაქსიმალური ჩართვა ჯანსაღ ეკონომიკურ ცხოვრებაში.7

6
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ. 196.
7
ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და

ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216. გვ.212
ბიბლიოგრაფია:

ირემაძე, ირაკლი და სხვ. ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია. ჟორდანია, ნოე. „ეკონომიკური წარმატება და
ეროვნულობა“. გამომცემლობა: თბილისის ფაბიანური საზოგადოება. შენ დემოკრატიისთვის. 2015. გვ: 174-216.

You might also like