You are on page 1of 19

იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია1

4.1. ზარატუსტრას კატეგორიული კლასიფიკაციის პრობლემები

„ესე იტყოდა ზარატუსტრა“ ხშირად მოხსენიებულია ლიტერატურაში, როგორც


„ფილოსოფიური პოეზია“. აღნიშნული განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია, რაც გამოწვეულია
გასაგები დაბრკოლებებით / დამაბნევლობით (Verlegenheit). თავად ნიცშეს დასაწყისში
ჰქონდა საკუთარი ნაშრომების კლასიფიკაციის პრობლემები. პირველი ნაწილის
დასრულების შემდეგ, მან ის აღწერა, როგორც „უცნაური / იშვიათი მორალური ქადაგებები“
(„eine wunderliche Art von ‚Moral-Predigten‘“) (წერილი ჰაინრიხ კოზელიცს, პირველი
თებერვალი, 1883; KSB 6, 321). მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მან უკან წაიღო ეს
გაურკვეველი განმარტება და ხაზი გაუსვა საკუთარი ნაშრომის სიახლეს: „ეს არის „პოეზია“
(Dichtung) ან მეხუთე „სახარება“ (Evangelium), ან ისეთი რამ, რასაც სახელი ჯერ არ
დარქმევია“ (წერილი ერნსტ შმაიცნერს, 13 თებერვალი, 1883; ibid., 327). ერთი წლის შემდეგ,
ნიცშემ აღნიშნული იდეა ძველ მეგობარ როდესთან (Rohde) ერთად განავრცო და აღნიშნა,
რომ ზარატუსტრა გარდაისახა „პოემად“, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის თავში ებრძოდა
პოემად გადაქცევის მისწრაფებას / სურვილს / მოთხოვნილებას (Drang) 2 (წერილი ერვინ
როდეს (Erwin Rohde), 22 თებერვალი, 1884, ebd., 479 f.). მოკლე დროის შემდეგ, მან ხელახლა
დააყენა კლასიფიკაციის კითხვა ადლატუსთან (Adlatus), მუსიკალურ სტუმართან (dem
Musiker Gast) (ჰაინრიხ კოზელიცის ფსევდონიმი): „რომელ კატეგორიას ეკუთვნის
ზარატუსტრა?“ და ივარაუდა: „თითქმის მჯერა, რომ ის სიმფონიას განეკუთვნება“ (წერილი
კოზელიცს, 2 აპრილი, 1883, ebd., 353, vgl. Janz 1978/II, 211 ff.).

კონტრშეთავაზებით უპასუხა სტუმარმა, რომელმაც განაზოგადა ნიცშეს წინა აღწერა


პირველი ნაწილისა, როგორც „მეხუთე სახარებისა” შემდეგნაირად: ნაშრომი „წმინდა
წერილთაგანია“ (ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს „წმინდა წერილებს“ - Das Werk gehöre „unter
die heiligen Schriften‘“)(წერილი კოზელიცისგან, 6 აპრილი, 1883; KGB III/2, 361). ნიცშემ იდეა
დადებითად მიიღო: მას უნდა შეექმნა ახალი „წმინდა წიგნი“, რომელიც სიამაყით გაუზიარა
მის ძველ მეგობარს მალვიდა მეიზენბუგს (20 აპრილის წერილი, 1883; KSB 6, 363).

აღსანიშნავია, რომ ყველა ეს აღწერა სინამდვილეში კარგად ასახავს მისი ნაშრომის „ესე
იტყოდა ზარატუსტრა“ მნიშვნელოვან ასპექტებს. ნიცშეს შეუძლია ისაუბროს „ქადაგებებზე“
1
სტატია ემყარება ლექციას, რომელიც მე ჩავატარე 1992 წლის 24 ოქტომბერს Förder- und
Forschungsgemeinschaft Fr. Nietzsche ჰალეში. გამოქვეყნდა ყოველწლიურ ჟურნალში Förder- und
Forschungsgemeinschaft Fr. Nietzsche e. V., ტომი III, Halle 1994, 7-22 და (ოდნავ შესწორებული ფორმით)
ნიცშესა და შვეიცარიაში (Nietzsche und die Schweiz, hrsg. v.D. M. Hoffmann, ციურიხი 1994, 85-95),
გამოქვეყნდა. - დღევანდელი ერთობლივი სტატია მთლიანად შეიცვალა (ცენტრალური თეზისის
შენარჩუნებით)
2
საკუთარი თავისათვის დადგენილი „პოზიტივისტური მკურნალობა“, შოპენჰაუერთან და ვაგნერთან
გაყრის შემდეგ

1
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

რიტორიკული ტრადიციის ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მან საკუთარ თავს მიაკერა,


(რომელთანაც თავისი თავი დააკავშირა - an die er angeknüpft hat); შეუძლია ისაუბროს
„სიმფონიაზე“, როდესაც ის საკუთარი ნაშრომის ტონალურ და რითმულ წყობაზე, ასევე
მოტივებზე საუბრობს; მას შეუძლია ისაუბროს „პოეზიაზე“, როდესაც მას მხედველობაში
აქვს ერთიანი კომპოზიცია; „სახარებაზე“ ან „წმინდა წერილებზე“, იმისთვის რომ ხაზი
გაუსვას თავის ბრძოლას ტრადიციის ცენტრალურ პარადიგმასთან. თუმცა, ვერცერთი
ჩამოთვლილთაგანი სრულყოფილად ვერ ახასიათებს მის ნაშრომს. ეს ყველაფერი საკმარისი
არ არის, არა იმიტომ, რომ ყოველი ეს ასპექტი ბოლომდე არ მიესადაგება ნაშრომს, ასევე არც
იმ მიზეზით, რომ კატეგორიები გარკვეულ ცვლილებას განიცდის, როცა ნაშრომი ამ
კატეგორიების ქვეშ (მიხედვით) ლაგდება. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, სინამდვილეში,
„ქადაგებაა“ იმიტომ, რომ ავტორი საშუალებას აძლევს მის პროტაგონისტს ისაუბროს
თეტურად (თეზისებით), რიტორიკული ნიშნებითა და ხერხებით, რომლებიც პროტესტანტმა
მქადაგებლებმა შექმნეს - ლუთერიდან მოყოლებული ნიცშემდე. ის ყურადღებას აქცევს
რითმს, ტემპს და ტონის ფერს და ის წერს პროზას, რომელიც მოცურავე მასასავით
(ჰაეროვნად - schwebenden Übergang) გადადის პოეზიაში.

თუმცა, ზარატუსტრა ასევე ანტიქადაგებას წარმოადგენს, რადგანაც იგი გვიწვევს, რომ


საუბრის ნება მივცეთ ჩვენს შინაგანს და არ მივიღოთ არაფერი, რაც ავტორიტეტის
გავლენისგან არის ნაკარნახევი. ასევე, ეჭვი არ არის, რომ ნაშრომი „(ფილოსოფიურ) პოეზიას“
განეკუთვნება, თუმცა ნაშრომში აღნიშნულია, რომ ყველა პოეტი ცრუობს - მათ შორის,
საკუთარი ავტორიც (ნიცშეც) (Ebenso ist das Werk zweifellos eine „(philosophische) Dichtung“,
aber in ihm wird andererseits betont, daß alle Dichter lügen – der eigene Autor nicht ausgenommen).
უფრო მეტიც, რა სახის „წმინდა წერილები“ არის ეს, რომელშიც „ღვთის სიკვდილი“ არის
საქვეყნოდ გამოცხადებული და ყველაფერი წმინდა წარმოჩენილია, როგორც ადამიანის
ძალაუფლების ნება (Machtwillen)? და ბოლოს, რა სახის „მორალური ქადაგებებია“
(Moralpredigten“), რომლებიც „ძველი ფიცრების“ („alten Tafeln“) დამსხვრევას ახალისებს?

მსგავსი ამბივალენტურობა და დაძაბულობა ჩანს ასევე ნიცშეს მიერ თავისი პროტაგონისტის


აღწერაში. ვინ არის ეს ზარატუსტრა (vgl. Heidegger 1954; Wohlfart 1997)? ის პოეტია,
მოციქული, რელიგიის ფუძემდებელი, მორალისტი და ბევრად მეტი - და პირიქით, ის არ
არის ის, რაშიც ჩვეულებრივ იგულისხმება პოეტი, მოციქული, რელიგიის ფუძემდებელი ან
მორალისტი (cf. 177-182 და EH, წინასიტყვაობა 4; 6, 259 ff.). ის უდავოდ მაცდუნებელია,
რომელსაც სურს ყველას თავის თავში ცდუნება/გზა-კვალის არევა (Er ist zweifellos ein
Verführer, aber einer, der eine jede und einen jeden zu ihr bzw. ihm selber verführen möchte). მისი
მისიის წინაპირობას „დიდი ჯანმრთელობა“ („die grosse Gesundheit“) წარმოადგენს (EH,
ზარატუსტრა 2; 6, 337), რაც მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა როლი მოირგოს და
განასხეულოს ხორცი შეასხას/ და თან იმაზე უკეთ, ვიდრე ვინმეს ოდესმე, ვინც ამ როლთან
არის იდენტიფიცირებული - როგორც მსახიობს, რომელიც სცენაზე წარმოაჩენს ხელმწიფეს
უფრო მეფურად, ვიდრე ამას თავად მეფე იზამდა ან შეძლებოდა ექნა (WL 2; 1, 888). ამავე
დროს, ზარატუსტრა ინარჩუნებს დისტანციას მის სხვადასხვა როლებისგან, როგორც
Brechtschen -ის სასწავლო მასალაში / პიესაში (Brechtschen Lehrstück), და დროგამოშვებით
თვალს უხამხამებს მის მკითხველს: „შეხედე, როგორ კეთდება სწორად! (შეხედე, ეს ასე

2
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

კეთდება!) და იმავე წარმატებითა და დაცული დისტანციით ირგებს სხვა როლებს.


ზარატუსტრა ქამელეონია? საკუთარი პიროვნება არ გააჩნია? (Hat er gar kein Selbst?) თუ მას
გარკვეული პოზიცია უკავია? რა იყო ნიცშეს ჩანაფიქრი ნაშრომის წერისას?

ნაშრომში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და სხვა წერილებში, ნიცშე იძლევა რამდენიმე


მინიშნებას, რომლებითაც შესაძლებელია ამ კითხვებზე გარკვეულწილად დამაჯერებელი და
თანმიმდევრული პასუხის მიღება. მისთვის, ნაშრომი შეეხებოდა (ინტელექტუალურ)
გულწრფელობას / პატიოსნებას (Redlichkeit), საკუთარ თავად გახდომას (Selbstwerdung),
დამოუკიდებლობას და ადამიანის შესაძლებლობების ძლიერ სინთეზს. ყველაფერ ამასთან
ერთად, მისი მიზანი იყო, გადაელახა წინა კაცობრიობის ადამიანად ყოფნის ლიმიტები (vgl.
29-31, 74-76, 146-149). ეს, როგორც აუცილებელი წინაპირობა, მოიცავს „საკუთარ თავში
მორალურობის დაძლევას“ (vgl. განსაკუთრებით EH, Schicksal 3; 6, 367 და N 1888, 18/15; 13,
536). მეორე ნაწილის დასრულების შემდეგ, ნიცშემ აღიარა, რომ მას ასევე მნიშვნელოვანი
(თვით)დაძლევა დასჭირდა წიგნის დასაწერად. შესაბამისად, მას წარმატებისთვის უნდა
მიეღწია, „„სიმძიმის სულზე“ არც თუ ისე მცირე გამარჯვების მოსაპოვებლად“ (წერილი
კოზელიცს, აგვისტოს მიწურული, 1883; KSB 6, 442). თითქმის „ყველა სიტყვის უკან“ დგას
„საკუთარი თავის დაძლევა უპირველეს ყოვლისა“ (წერილი ელიზაბეთ ნიცშეს, 29 აგვისტო,
1883; ibid., 439).

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ნიცშეს სწამდა, რომ ადამიანებს მხოლოდ მაშინ


შეუძლიათ მიაღწიონ (ზეადამიანურ) სიდიადეს, თუ ისინი დაამარცხებენ სიზარმაცესა და
შიშს, რაც ჩვენ, ჩვეულებრივ, „მგლებთან ერთად გვაყმუვლებს“ („mit den Wölfen heulen“-ეს
არის გერმანული ფრთოვანი გამონათქვამი და ნიშნავს, დაემსაგვსო უმრავლესობას,
მიეკუთვნო საშუალო დონეს, შეუერთდე უმრავლესობას) და რასაც „ჭეშმარიტ მეს“
უარყოფისკენ მივყავართ საყოველთაო ცრურწმენების სასარგებლოდ. მას აღნიშნული
მოსაზრება ზარატუსტრაშიც ჰქონდა.

თუკი ზარატუსტრა, მეორე ნაწილის დასაწყისში ხედავს „(თავის) სწავლებას [...] საფრთხეში“
(105), ამის მიზეზი ის არ არის, რომ წინადადებები თუ ფიქრები სიტყვასიტყვით არ არის
შენარჩუნებული, პირიქით - საფრთხე, მისთვის არის ის, რომ მის სწავლებას გაიმეორებენ
ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება არ გააჩნიათ, რადგანაც მათ საკუთარ თავებს არ
დაუფლებიან და არ უტანჯიათ იმით, რაც მათშია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვასწავლოთ ის,
რაც საკუთარი თავის „დაძლევიდან“ აღმოცენდება. პირველი ნაწილის დასასრულს,
ზარატუსტრამ სთხოვა საკუთარ მოწაფეებს, უარეყოთ იგი და ეძიათ საკუთარი თავები. მას
არ უნდოდა და არ უნდა მიმდევრები - „ზარატუსტრას მაიმუნები“ („Affen Zarathustra’s“)
(222). მას ურჩევნია „უმაღლესი ადამიანები“ („höheren Menschen“) იმის გამო, რომ მათ აქვთ
გამბედაობა საკუთარი თავებისთვის, მაშინაც კი, თუ სხვა თვალსაზრისით, ისინი მის
მოლოდინებს ჩამორჩებიან. „გახდი ის, ვინც ხარ“ დარჩა ნიცშეს სლოგანად ასევე, როცა
ზარატუსტრაზე მუშაობდა. მან მისწერა პოლ ლანზკის (Paul Lanzky) 1884 წლის აპრილის
ბოლოს ამის შესახებ: „ყველას, ვისაც აქვს საკუთარ თავში გმირული იმპულსი საკუთარი

3
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

მიზნების მისაღწევად, ზარატუსტრასგან დიად ძალას მიიღებს 3“ („Alle Menschen aber, die
irgend einen heroischen Impuls in sich haben zu ihrem eigenen Ziele hin, werden sich eine große
Kraft aus meinem Zarathustra herausnehmen“) (KSB 8, 597).

ნაშრომის „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და თავად ზარატუსტრას კატეგორიული


კლასიფიკაცია წარმოშობს სირთულეებს, რადგან საკუთარ თავად გახდომა საკუთარი თავის
დაძლევის გზით, არის ცხოვრების პროცესი, რომლის გააზრებაც თითოეული ადამიანის
ვალდებულებაა და რისი მიხვედრაც მხოლოდ თითოეულ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ
თავად შეუძლია. ის შეიძლება კონცეპტუალურად განისაზღვროს მისი ზოგადი
მახასიათებლებით, მაგრამ არა "ერთი" („jemeinigen“) შინაარსის მიხედვით. ამ მიზეზით, სულ
მცირე, ორი განსხვავებული ასპექტი შეიძლება გამოიყოს, რომელსაც ნიცშე მოიხსენიებს
წიგნში - ყველასათვის და არავისთვის. ერთი მხრივ, ის აჩვენებს, როგორ და რა გზებით
შეძლო მისმა გმირმა გამხდარიყო საკუთარი თავი. ის პროგრესირებს შეცდომების აღმოჩენის,
ცდუნებების დაძლევისა და გამოცდილების სერიოზულად აღქმის გზით. ის დაძლევს
შემთხვევითს, როგორც შემთხვევითს და გარდაქმნის მას საკუთარად. მეორე მხრივ, ნიცშემ
აღწერა, რა ამოძრავებს ამ განსაკუთრებულ პიროვნებას ზარატუსტრას, ვისაც მოიხსენიებს,
როგორც თავის ალტერ ეგოს ან თავის „შვილს 4“; რომელია ის დასაძლევი პრობლემები
ზარატუსტრასთვის, რომელთა გამოც საკუთარ თავად ქცევა არის დაბრკოლებული, მანამ
სანამ ის არ დადგება მათ პირისპირ და მათ არ დაძლევს. ნიცშეს აზრით, ეს ორი ასპექტი
სხვადასხვა გზით სავალდებულოა იმ მკითხველთათვის, რომელთაც სურთ ზარატუსტრას
გზას გაჰყვნენ. პირველი აუცილებელი ასპექტია: სიდიადისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ამ
„ვიწრო ბილიკზე“(„schmalen Pfad“) გადის. მეორე ასპექტი მხოლოდ სამაგალითოა,
3
ნიცშეს დამოკიდებულება ჰაინრიხ ფონ შტაინის მიმართ, რომელისგანაც იგი არაფრის გაკეთებას
მოითხოვდა, მაგრამ რომლისგანაც ბევრს ელოდა, რადგან თვლიდა, რომ მასში "გმირულ" პერსონაჟს
აღიქვამდა. "[...] ამ დროისთვის ჯერ კიდევ trop wagnetisé" - წერდა ნიცშე მის შესახებ ფრანც ოვერბეკს
(1884 წლის 14 სექტემბრის წერილი; KSB 6, 531), მაგრამ რაციონალური დიზაინით, რომელიც მან
მიიღო დიურინგისგან (Dühring), "ჩემთვის ძალიან მომზადებული" . დროებითი გაუცხოების
მიუხედავად, ნიცშეს დიდი იმედი ჰქონდა ვ. შტაინის და ამიტომ ღრმად შეაძრწუნა მისმა ნაადრევმა
სიკვდილმა: "[...] მე ჯერ კიდევ უკიდურესად შესფოთებული ვარ [...]. ის ძალიან მიყვარდა, ის
მიეკუთვნებოდა იმ ცოტა ადამიანთა ჯგუფს, ვისი უბრალოდ არსებობაც ბედნიერებას მგვრიდა. Auch
zweifelte ich nicht daran, daß er mir gleichsam für später aufgespart sei”, (წერილი ოვერბეკისადმი 1887
წლის 30 ივნისი; KSB 8, 103; vgl. ლიტერატურული ძეგლი, ნიცშე, შტაინი in EH, Weise 4; 6 , 269-271).
ცხადია, ნიცშე არ გულისხმობდა იმას, რომ უმცროსმა უნდა მიიღოს "სწავლებები" და შეხედულებები
(vgl. ამ ეპიზოდის უფრო დეტალური დოკუმენტაცია Borchmeyer / Salaquarda 1994 / II, 855 f.). - ნიცშე
ასევე არ ელოდა, რომ ლუ სალომე უბრალოდ გაიმეორებდა მის აზრებს. ტაუტენბურგში 1882 წლის
სექტემბერში ყოფნის დროს მან საკმაოდ მოიწონა იდეების გაცვლა ინტელექტუალურ და
დამოუკიდებელ პიროვნებასთან. ნიცშეს ზოგადი დამოკიდებულება კარგად ჩანს შემდეგ ჩანაწერში:
„ეს ჩემი მოსაზრებებია და მათი დაბეჭდვით მაინც არავის ვაძლევ უფლებას, რომ ისინი როგორც
საკუთარი მოსაზრებები ისე გამოიყენონ. სულ ცოტა მე მათ საზოგადოებრივ საკუთრებად ვთვლი და
“თითებზე დავარტყამ (‚auf die Finger klopfen‘)“ ვინც ამ წესს დაარღვევს (N 1885, 34/156; 11, 473)

4
რა თქმა უნდა, ზარატუსტრა ლიტერატურული პერსონაშია, მაგრამ ნიცშემ მას გადასცა ბევრი
თვისება, რომელიც თავად მას ეკუთვნოდა. მან ეს განსაკუთრებით აღნიშნა: „მასში წარმოუდგენლად
დიდი პირადი გამოცდილება და ტანჯვაა, რომელიც მხოლოდ მე მესმის (წერილი კოზელიცს,
აგვისტოს ბოლო, 1883; KSB 6, 443; vgl. წერილი ე. ნიცშეს, 29 აგვისტო, 1883; ebd.,, 439 ff.)

4
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

რამდენადაც ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი თავის პოვნა, უნდა ჰქონდეს გამბედაობა,
რომ გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და დაუპირისპირდეს კიდეც მათ (vgl. N1888, 14/159;
11, 343 f.). მას უფლება არ აქვს, საკუთარი სიმხდალისა და სიზარმაცის გამო, ჩაებღაუჭოს
შეხედულებებსა და ჩვევებს, რომელთა უსაფუძვლობა და კონტრპროდუქტიულობა დიდი
ხანია კარგად დაინახა. რაც ზარატუსტრას უნდა, ნიცშემ მოგვიანებით შემდეგნაირად
აღნიშნა: „[...] ასეთი ადამიანი, რომელიც მან შექმნა, ქმნის რეალობას ისეთად, როგორც ის
თავისთავად არის: ის საკმარისად ძლიერია - ის მას არ ემიჯნება, ის არის თავად საკუთარ
თავში და ამის ყველა საშინელი და საეჭვო რამ ასევე არის მასში ” („[…] diese Art Mensch, die
er concipirt, concipirt die Realität, wie sie ist: sie ist stark genug dazu –, sie ist ihr nicht entfremdet,
entrückt, sie ist sie selbst, sie hat all deren Furchtbares und Fragwürdiges auch noch in sich“)(EH,
Schicksal 5; 6, 370).

დაძლევის მოტივი ზარატუსტრას თან სდევს. ეს განსაკუთრებით მკაფიო ხდება


„ზეადამიანის“ („Übermensch“) სწავლებაში (vgl. Haase 1984), რომელსაც ზარატუსტრა
თავიდანვე აცხადებს ნაშრომის დასაწყისიდან. რაც მნიშვნელოვანია - ეს არ არის მისი
მთავარი დავალება. მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე ხაზს უსვამს წინასიტყვაობაში,
რომ ასწავლის "ზეადამიანებს", ის არსად არის მოხსენიებული, როგორც „ზეადამიანის
მასწავლებელი“. ნიცშეს გეგმის მიხედვით, ეს (ჯერ) არ არის მისი მთავარი გზავნილი
კაცობრიობისათვის, არამედ ემსახურება ნაწარმოების „ძირითადი კონცეფციის“ (EH,
ზარატუსტრა 1; 6, 335) მომზადებას - მოსაზრებას „მარადიული კვლავ დაბრუნების“ შესახებ.

აქ მეორე პრობლემაც იჩენს თავს: თუკი ზარატუსტრაზე მუშაობისას ნიცშეს მიზანი იყო
„აზრების შესახებ აზრების“ („Gedankens der Gedanken“) კომუნიკაცია, მაშინ შედეგი
განზრახვის უცნაურ დაძაბულობაში დგება. ზარატუსტრა უნდა იყოს „მარადიული
დაბრუნების მასწავლებელი“; სინამდვილეში, ის ამ იდეას წინამდებარე ნაშრომში არ
გვასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს დასაწყისიდანვე ჩანს სურათებში, მეტაფორებსა და
ქარაგმებში, როგორებიცაა არწივის წრეზე ბრუნვა და გველის დახვევა 5, ეს გარკვევით
მომდევნო ეტაპებზე სახელდება. ნაშრომის ის ადგილები, რომელებშიც ეს ხდება, არის
წიგნის დრამატული კულმინაცია და გონებრივი / აზრობრივი დასრულება „ნაწარმოებისა
ესე იტყოდა ზარატუსტრა“ . თუმცა არც მათში ცდილობს ზარატუსტრა აზრის სწავლებას,
არამედ უბრუნდება „ეგზისტენციალურ“ კამათს. ნიცშეს ნაკლებად აინტერესებდა, რომ
ზარატუსტრასთვის მიეცა „მარადიული დაბრუნების“ იდეის სწავლების უფლება, არამედ
სურდა იმის ჩვენება, თუ როგორ გახდა იგი „მასწავლებელი (მარადიული დაბრუნებისა)“ და
როგორ შეიძლება სხვებმაც მიბაძონ მას (გაიმეორონ) - საკუთარი თავის დაძლევით!

4.2 ნიცშეს ცენტრალური „სწავლების“ განვითარება


5
პიპერი(Pieper) (1990, 371) მართებულად აღნიშნავს ამას ლამპერტის (Lampert) წინაშე (1986, 81 u.ö.),
ვინც იდეას ეწინააღმდეგება

5
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

ის, რომ ყველაფერი მუდმივად კვლავ ბრუნდება, ნიცშეს ცენტრალურ „სწვლებად“ შეიძლება
ჩაითვალოს - და ეს არის მისი ყველაზე დიდი უცნაურობა, იშვიათობა როგორც შინაარსით,
ასევე ფორმით. ყოველ ჯერზე, როდესაც ნიცშეს შეხება ჰქონდა მასთან საკუთარ
ნამუშევრებში, შენიშვნებში, წერილებსა და საუბრებში, იგი მას იდუმალსა და
არაჩვეულებრივ საბურველს აკრავდა. გარდა ამისა, იგი აძლევდა მას
ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს. ერთი მხრივ, ის იყო დამთრგუნველი და
სასიკვდილო, მეორე მხრივ, განმათავისუფლებელი, „დამტკიცების უმაღლესი
ფორმულაც“(„höchste Formel der Bejahung“) კი. ნიცშე, მის მიერ გამოქვეყნებულ ნამუშევრებში
მხოლოდ მოკლედ და დაახლოებით (beiläufig) მიანიშნებდა, თუ რას გულისხმობდა იგი
სინამდვილეში „იმავეს მარადიული კვლავდაბრუნების“ ფორმულაში და შედეგი საკმაოდ
იმედგამაცრუებელი გამოდგა: ანტიკური სამყაროდან მოყოლებული ცნობილი შეხედულება,
რომ სამყაროს კურსი იდენტურ ციკლს იმეორებს. „´მარადიული კვლავ დაბრუნების´
სწავლება“, რომელიც შეეხება ყველაფრის დაუსრულებელ და უპირობო დაბრუნებას
ციკლურად - ზარატუსტრას ეს სწავლება“ ნათლად არის ნათქვამი Ecce homo-ში ( Tragödie 3; 6,
313).

მაგრამ რატომ გაურბის ზარატუსტრა ამ ჰიპოთეზას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში


იყო ცნობილი და მეტად საეჭვო? რატომ ამოძრავებდა ნიცშეს შვეიცარიის მთები ასე ძალიან
მაშინ, როდესაც წლების წინ ის ფიქრებს ფხიზელ დისტანციაზე ეხებოდა(vgl. 2. UB 2; 1, 258-
265)? რაც ნიცშემ 1881 წლის აგვისტოში ექსკურსიისას ობერენგადინში (Oberengadin)
აღმოაჩინა, უეჭველად იყო ის მოტივი, რომელიც მისთვის სულაც არ იყო ახალი. მისი
რეაქცია გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ და იმ დროს, როცა ის ესაუბრებოდა ჰეგელს, აღიარა
დაბრუნების იდეა, რომელიც მისთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, თავისი ჭეშმარიტი
მნიშვნელობით.

ნიცშეს ღია (საზოგადოებისთვის) განსაზღვრული გამოხატულება ადასტურებს ამ


შთაბეჭდილებას - უპირველეს ყოვლისა, მისი აზრების გამოთქმა, მისი მეოთხე წიგნის
„მხიარული მეცნიერების“ (Fröhliche Wissenschaft) ბოლოს წინა აფორიზმში „დემონის“ მიერ
(FW 341; 3, 570. – Vgl. zum folgenden Salaquarda 1989). შინაარსის თვალსაზრისით, მას
ცხოვრების ციკლურობის მოტივი ექსტრემუმამდე მიჰყავს და უწოდებს მას დაბრუნებას:

ყველაფრისაგან / ყველაფრიდან / ყველაფრისა (von allem): არაფერი იკარგება; მცირე


ამოსუნთქვაც, ოხვრაც („Seufzer“) კი, ყოველი იდეა, ყოველი სიამოვნება და ტკივილი,
ყოველი მცირე და დიდი მოვლენა განმეორდება.

ყველაფრისაგან / ყველაფრიდან /ყველაფრისა (von allem) იმავე წყობით, ვარიაციების გარეშე:


„ყველაფერი იმავე რიგით და მიმდევრობით “ („Alles in der selben Reihe und Folge“);

ყველაფრისაგან / ყველაფრიდან /ყველაფრისა (von allem) იმავე თანმიმდევრობით, რაც ხდება


ყოველ ჯერზე: ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვენს ცხოვრებას არა „კიდევ ერთხელ“, არამედ
„უთვალავჯერ მოგვიწევს ვიცხოვროთ“. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე
გვიცხოვრია უთვალავჯერ. „არსებობის (აქ ყოფნის - Dasein) მარადიული ქვიშის საათი
გადმოტრიალდება ხოლმე ისევ და ისევ“ (FW 341; 3, 570).

6
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

აღნიშნული ინტენსიფიკაცია არ არის დასაბუთებული ნიცშეს იდეის პირველი


გამოქვეყნებისას და წინააღმდეგობის გარეშე მოხდა მისი გათვალისწინება. „დემონი“,
სავარაუდოდ, წარმოადგენს შინაგან ხმას, რომელიც „უმარტოვეს მარტოობას“ („einsamsten
Einsamkeit“) გამოხატავს, რაც ადამიანში უკვე დიდი ხანია მომზადებულია; რაც დარჩა
ქვეცნობიერში აქამდე, ვეღარ განიდევნება და მისი შესწავლა ვეღარ გადაიდება სხვა
დროისათვის.

როგორც ჩანს, ეს დაემართა ნიცშესაც: მისი ერთ-ერთი ლაშქრობისას, უკან დაბრუნების იდეა
დაეუფლა იმ ადგილას, რომელიც თავად ზუსტად აღნიშნა - სილვაპლანას ტბის სამხრეთ
სანაპირო (am Südufer des Silvaplaner Sees). მხოლოდ ათი დღის შემდეგ, ანუ ისევ
შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, მან გამოხატა ეს ისეთი ფორმით, რომელიც ერთ ხედვაზე
ფიქრის საშუალებას იძლევა6: „ჩემს ჰორიზონტზე არის ფიქრები, რომელთა მსგავსიც ჯერ არ
მინახავს“ (წერილი კოზელიცს, 14 აგვისტო, 1881; KSB 6, 112). წლების შემდეგ, ნიცშე კვლავ
დაუბრუნდა ამ მოტივს: ”ზაფხულში დავბრუნდი წმინდა ადგილას, სადაც ზარატუსტრას
აზროვნების პირველმა გაელვებამ (ელვამ-Blitz) გაანათა ჩემთვის“ (EH, Zarathustra 4; 6, 341).

ნიცშეს პირველი ლიტერატურულად გასაგები - რაც თუნდაც ჯერ კიდევ არ იყო გამიზნული
საზოგადოებისთვის - რეაქცია იმ გამოცდილების მიმართ, რამაც იგი შეძრა, არ შედგებოდა
აზრის შინაარსობრივი დახასიათებისა ან თუნდაც მისი სწავლებადი (სასწავლო) გზის
განვითარებისგან. ცხადია, მისთვის „შინაარსი“ აშკარად ცხადი იყო, უფრო სწორად, ეს
მისთვის პირველი რიგის მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. ამ შთაბეჭდილებას ამყარებს
დაკვირვება, რომ ნიცშე, თავის შემდეგ გამოქვეყნებულ ნაშრომებში, საერთოდ არ აკეთებს
კომენტარს მისი "სწავლების" შინაარსზე და არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს, რომელიც
ამტკიცებს მის ჭეშმარიტებას. მრავალი ჩანაწერიდან ვიცით, რომ მან წარადგინა
მოსაზრებები 7, მაგრამ მათ გამოქვეყნებამდე არ მიუღწევია.

მივუბრუნდეთ ნიცშეს პირველ შენიშვნას (N 1881, 11/141; 9, 494): მას აქვს სათაური „იგივეს
კვლავ დაბრუნება. დრაფტი („Die Wiederkunft des Gleichen. Entwurf“). ნიცშემ დაამატა
თარიღი და ადგილი „1881 წლის აგვისტოს დასაწყისი სილს-მარიაში“ და ხაზი გაუსვა
დამატებით: „6000 ფუტი ზღვიდან და ადამიანურ რაღაცებზე (Dingen) კიდევ უფრო ბევრად
მაღალა.” - მისი დაბრუნების გამოცდილების გამორჩეული ხასიათი. მისი მომდევნო
ხუთნაწილიანი გეგმის მონახაზი აჩვენებს, რომ მას სურდა დაეწყო „ცოდნის ვნებით“,
რომელიც მან აღწერა, როგორც „თავისუფალი სულის“ უმთავრესი დამოკიდებულება
ადამიანიდან მოყოლებული (vgl. Montinari 1982; Brusotti 1997). ვისაც ამოძრავებს ეს ვნება,
შეუძლია და ნებადართულია საკუთარ ცხოვრებაზე „ექსპერიმენტები“ ჩაატაროს.
კვლავდაბრუნების იდეა ჩვენი ცხოვრების ყოველ დეტალს განუზომელ მნიშვნელობას
აძლევს: „დაუსრულებელი მნიშვნელობა ჩვენი ცოდნისა, სიგიჟისა (Irren’s), ჩვენი ჩვევებისა,
ცხოვრების სტილის რაც წინ მოდის (Lebensweisen für alles Kommende)“ (N 1881, 11/141; 9, 494).
უკან დაბრუნების ეს ფუნქცია ნიცშეს უკვე გაანალიზებული ჰქონდა მხიარული მეცნიერების
6
შედარებისათვის: რომლის შესახებაც ნიცშემ გააკეთა განცხადება, M 68; 3, 64 ff. - იხილეთ Salaquarda
1980
7
მაგნუსი, 1978 გვთავაზობს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერების მიმოხილვას და მათი
ფილოსოფიური ღვაწლის დეტალურ განხილვას.

7
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

(der Fröhlichen Wissenschaft) 341-ე აფორიზმის სათაურში, ფორმულაში „ახალი მძიმე წონა“
(„[d]as neue Schwergewicht“), ის მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ამ ვნების კვალდაკვალ ეს მძიმე
წონა (Schwergewicht) უნდა იყოს მისაღები („einzuverleiben“). საუკეთესო გზა ამისათვის, მისი
აზრით, იყო კვლავდაბრუნების იდეის სწავლებაა.

მოგვიანებით, ნიცშემ აღნიშნული დავალება „შვილ ზარატუსტრას“ დაავალა. აღნიშნულ


ნაშრომზე მუშაობის დროს ნიცშეს უნდა შეეცვალა გეგმა, მან არ ასწავლა ზარატუსტრას
„მარადიული დაბრუნება“, არამედ მისცა საშუალება სიღრმისეულად გამოეცადა და დაეძლია
მისი წინააღმდეგობა. ნაშრომის პირველ ორ ნაწილში მისი დაუმორჩილებელი
პროტაგონისტი იდეებს არც კი გამოთქვამს. თუმცა, მეორე ნაწილის ბოლოს (უჩუმესი საათი -
Die stillste Stunde) ეუბნება მას მისი „საშინელი დიასახლისი“, „ჩუმი საათი“, თავის თავში -
„იცი ეს შენ, ზარატუსტრა?“ (187) (Doch zu Ende des zweiten Teils (Die stillste Stunde) sagt ihm
seine „furchtbare Herrin“, die „stillste Stunde“, auf den Kopf zu, daß er – “Du weisst es, Zarathustra?”
(187) - ეს აზრები დიდი ხანია იცის, მაგრამ განდევნის. ზარატუსტრა აღიარებს: მას არ უნდა
აზრის სწავლება, თუმცა ყველაფერი, რაც მისი უარყოფის გასამართლებლად მოიტანა,
აჩერებს მას საკუთარ (ჭეშმარიტ) თავთან დაპირისპირებისგან „ჩუმი საათის“ „უმარტოვეს
მარტოობაში“ („einsamsten Einsamkeit“). არსებობს საბაბები, რომლებიც ნაწილობრივ მას
სიბრძნეს აძლევს, მაგალითად ის, რომ მას არავინ მოუსმენს და დაუჯერებს , რამდენადაც მას
არ გააჩნია გავლენა, პოზიცია ან განსაზღვრული ქცევა (Auftreten); და ნაწილობრივ თითქოს
მისი სიამაყე არის მოჩვენებითი (vorgaukelt-ილუზიური, fake) , კერძოდ, რომ მას სცხვენია,
გამოაცხადოს ასეთი აბსურდული სწავლება.

არგუმენტები მოჩვენებითია, შეფუთულია (vorgeschützt - pretended). მოგვიანებით, როდესაც


იგი აღიარებს რეალურ მიზეზსა და საბოლოოდ გადალახავს მის წინააღმდეგობას (271 – 277;
cf. EH, Zarathustra 1; 6, 335-337), სწორედ მისი სიამაყე და სიბრძნე უწესებს მას „მარადიული
დაბრუნების მასწავლებლის“ („Lehrers der ewigen Wiederkunft“) როლს. ეს მესამე ნაწილის
ბოლოს ხდება. ზარატუსტრა ამ დროს გამოთქვამს და განიხილავს საკუთარ ფიქრს, თუმცა
მხოლოდ მაშინ, როცა მარტოა, „უმარტოვეს მარტოობაში“ („einsamsten Einsamkeit“). ეს
აყალიბებს მთელი ნაწარმოების დასასრულს. ნაწარმოების ნაწილში „გამოჯანმრთელებული“
(გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი - Genesende) ზარატუსტრა აკეთებს „ყველაზე ცალსახა
განცხადებას მარადიული დაბრუნების შესახებ“, როგორც ლამპერტი მართებულად
აღნიშნავს (Lampert 1986, 211), თუმცა ის ასევე იყენებს იგავებსა (Parabeln) და სურათებს.
ნიცშე ნაკლებად ბუნდოვნად აღწერს ზარატუსტრას ცხოველებსა და მის მოწინააღმდეგეებს,
„სიმძიმის სულს“, „მარადიულ დაბრუნებას“. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ვერცერთი
მათგანი ხვდება, თუ რას ეხება ზარატუსტრა (worauf es Zarathustra ankommt). თუ რა არის ეს,
გავიგებთ ნელ-ნელა ისე, რომ ეს მსუბუქად შეიძლება გამოგვეპაროს, გამოგვრჩეს კიდეც (daß
es leicht überhört werden kann). დეტალურად და ზუსტად ასახსნელად, აზრების მის მიერ
ნაგულისხმევი ვერსიის მიხედვით სასწავლებლად - ეს იშვიათი იდეა „მარადიული
დაბრუნების მასწავლებელი“ („Lehrer der ewigen Wiederkunft“) თავისი გამარჯვების მომტანი
კამათის შემდეგაც არ არის გასაგები აზრის მატარებელი. აქედან გამომდინარე, საჭიროა
ტექსტის დეტალური ანალიზი, რომ ნიცშეს მიერ ნაწარმოებში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“

8
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

ნაგულისხმევი „ძირითადი კონცეფციის“ მნიშვნელობა გავიგოთ - და ამით ზარატუსტრას


მთელი ნაწარმოების მიზანს ჩავწვდეთ.

4.3. მარადიული კვლავდაბრუნების იდეის რადიკალიზაცია

ნაწარმოების ნაწილი „გამოჯანმრთელებული“ (Genesende) შედგება ორი ქვეთავისგან.


პირველში, ზარატუსტრა იხმობს აზრებს, თუმცა ვარდება უძლურებაში (fällt aber in
Ohnmacht), სანამ ბრძოლა ნამდვილად დაიწყება. მეორე ქვეთავში ის აღდგება
(გამოჯანმრთელდება) სიცოცხლესა და სიკვდილთან ბრძოლის შემდეგ და ესაუბრება მის
„ცხოველებს“. რაზე იყო ბრძოლა, როგორ განვითარდა ეს ბრძოლა და როგორ დასრულდა, არ
არის აღწერილი, თუმცა ეს აღიწერა წინა ნაწილში (ჩვენებისა და გამოცანისათვის).

ერთ დილასაც ზარატუსტრა ისე იქცევა, თითქოს ლოგინში მარტო არ არის, თუმცა რადგან
მხოლოდ მას შეუძლია ეს აღიქვას, ეს შეიძლება შინაგანი მტერი იყოს, როგორც მხიარული
მეცნიერების 341 აფორმიზიდან „დემონი“. ზარატუსტრა მას „უფსკრულს“ ან მის
„უკანასკნელ სიღრმეს“ უწოდებს, რომელიც მან ახლა „სინათლედ გადააქცია 8“ (ან
სინათლეზე გამოიტანა, ან ნათელ მხარეს გადმოატრიალა -„an’s Licht gestülpt“) (271). ის
მოწინააღმდეგედ განიხილავს მას, ვინც წინ ედგა საკუთარ თავად გახდომის გზაზე. მას
შემდეგ, რაც „უმარტოვესის სახე“ მას დაეუფლება, მისი „ცხოველები“ - მისი სიამაყე და
სიბრძე, რომლებიც მას არასწორ არგუმენტებს აძლევდნენ ბრძოლის თავიდან ასარიდებლად
- გაიქცნენ: მან თავად უნდა დაძლიოს შინაგანი ეს უკანასკნელი ბრძოლა, რომელიც
არსებობა-არარსებობას (um Sein oder Nichtsein geht) ეხება. რა თქმა უნდა, ინიციატივა
მხოლოდ მისგან გამომდინარეობს: ის იწვევს „უფსკრულს“, მას სურს, რომ გააღვიძოს
„ჭიაყელა9“ (270) და იზრუნოს, რომ მას სულ ეღვიძოს; ანუ, აღარ დაბრუნდეს არაცნობიერ-
ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში10. ზარატუსტრა არ არის კმაყოფილი აზრის
თავდაპირველი "ჩხვლეტით" (271), რომელიც აცნობს ცნობიერების სიკაშკაშეს.
მოწინააღმდეგემ უნდა უპასუხოს მის შეკითხვებს, ნაცვლად იმისა, რომ მან მხოლოდ
გაუგებარი, არაარტიკულაციური ბგერები წარმოთქვას11.

8
vgl. J 146; 5, 98: „ვინც იბრძვის ურჩხულებთან, ხედავს, რომ ის არ ხდება ურჩხული. და თუ დიდხანს
უყურებთ უფსკრულს, უფსკრულიც გიყურებს“
9
როგორ აღვიძებს ვაგნერის ზიგფრიდში გმირი დრაკონს, რომ მას საბრძოლველად მოუწოდოს.
10
გამოთქმით „დიდი ბებია“ (270) ნიცშე მიანიშნებდა ვოტანის ერდაზე ვაგნერის ზიგფრიდის პირველ
მოქმედებაში. - აგრეთვე W 9; 6, 34: ”საერთო ჯამში: სცენა, რომელიც სავსეა მითოლოგიური
თრთოლით (Schauder) რომელშიც ვაგნერიელი ეჭვობს ...” - ზარატუსტრას მკითხველს არამარტო ეჭვი
უნდა ჰქონდეს, არამედ უნდა ესმოდეს.
11
იხ. ავტობიოგრაფიული ჩანაწერი დაახლოებით 1868 წლიდან (BAW 5, 205): „რისიც მეშინია, არ არის
საშინელი ფიგურა ჩემი სკამის უკან, არამედ მისი ხმა: სიტყვები კი არა, არამედ ამ ფიგურის საშინლად
არააკონტროლირებადი და არაადამიანური ტონი. დიახ, თუ ის მაინც საუბრობდა ადამიანებივით! ”-
ზარატუსტრას მეოთხე ნაწილში, ნიცშე ხაზს უსვამს ორჯერ „ხრინწიან ხმას“ „უხეშ კაცისას“, რომელიც
ორივეჯერ კვლავდაბრუნების აზრისას ჩნდება: ნაწილში „ყველაზე მახინჯი კაცი“, კითხვის ნიშნის
ქვეშ დგება, რა იგულისხმება „მოწმეთა შურისძიებაში“ (328) და ნაწილში „ძილში (ღამით)
მოსიარულის (Nachtwandler Lied) სიმღერა“; გამეორების თხოვნით: „კიდევ ერთხელ!“ (396)

9
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

ნიცშემ შემდეგი სცენა შექმნა მითიური ბრძოლის მოდელის საფუძველზე. გმირი ურჩხულს
ბრძოლისკენ12 მოუწოდებს და ეუბნება, ვის წინაშე დგას. ის თავის ძლიერ იარაღს იყენებს
სიტყვიერი მუქარის ჟესტში. ის თავს ისე წარმოაჩენს, როგორც:

 უღმერთო (der Gottlose), რომელიც ასწავლის, რომ ყველა ღმერთი მკვდარია და


ამიტომ ზებუნებრივი დახმარების იმედი არ აქვს;
 ცხოვრების მხარდამჭერი / დამცველი / მომხრე (der Fürsprecher des Lebens), რომელიც
ეწინააღმდეგება სამყაროდან გაქცევას და უარყოფას ნებისმიერი ფორმით;
 ტანჯვის მხარდამჭერი / დამცველი / მომხრე (der Fürsprecher des Leidens), რომელმაც
იცის და აღიარებს მას, როგორც ცხოვრების ფუნდამენტურ ფაქტს, მაგრამ უარს
ამბობს მის მიღებაზე, როგორც სიცოცხლის წინააღმდეგი;
 წრის (წრიულობის) მხარდამჭერი / დამცველი / მომხრე (der Fürsprecher des Kreises),
რომელიც უარყოფს დროის ხაზოვან და, მასთან ერთად, მსოფლიოს ნებისმიერ სახის
ტელეოლოგიურ ხედვას.

"უფსკრული" იღებს გამოწვევას. ზარატუსტრა იმდენად აღფრთოვანებულია, რომ მან


შეძახილებით თქვა: "Heil mir!" (მომესალმე) და მოუწოდებს მოწინააღმდეგეს, ხელი
ჩამოართვას მას (ebd.)13. ხომ არ მოდის ეს გამოწვევა მისგან, ვისაც სურს ინიციატივის
დაბრუნება: როგორც მოცარტის ოპერის დასასრულში, „ქვის სტუმარშია“(„Steinerne Gast“),
როდესაც დონ ჯოვანი ითხოვს ხელის ჩამორთმევას? ნებისმიერ შემთხვევაში, ხელის
ჩამორთმევა ვითარებას ცვლის. ზარატუსტრა, როგორც ჩანს, "დემონის" ტოლი არ არის. მას
მხოლოდ ბორძიკით ლაპარაკი (stammeln) შეუძლია: ”გაუშვი!”, ”ზიზღი”, ”ვაი მე!” („lass!“,
„Ekel“, „wehe mir!“) - და გული მისდის14.

როდესაც იგი გონს მოეგება ხანგრძლივი უგონო მდგომარეობის შემდეგ, ის გაფითრებულია


და კანკალებს. ის შვიდი დღის განმავლობაში წევს ლოგინად, არ იღებს საკვებს და სიტყვასაც
კი არ ამბობს. მისი ცხოველები დაბრუნდნენ მასთან მის მოსავლელად.

ჩვენ ვგებულობთ, რა მოხდა ნაწარმოების თავში „ჩვენებისა და გამოცანისათვის“, რომლის


პირველადი (საწყისი) მდგომარეობა შეესაბამება გამოჯანმრთელებას, რაც აღწერილია თავში
„გამოჯანმრთელებული“. ზარატუსტრა დამწუხრებულია და ჩუმადაა გემით მოგზაურობის
დასაწყისში. მეზღვაურებში - „მაძიებლები, მძებნელები, [...], გამოცანებით-მთვრალები
(Räthsel-Trunkenen), ბინდით-ბედნიერები“ (Zwielicht - Frohen“) (197), რომელთაც უჯობთ
გამოიცნონ, ვიდრე მიხვდნენ15 - შემდგომში ის პოულობს შესაფერის აუდიტორიას. ის მათ

12
შეჯიბრის მოდელი, ბერძნული აგონის გაგებით , მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიცშეს
აზროვნებაში ადრეული ასაკიდან. ის ფაქტი, რომ ნიცშემ თავის ზარატუსტრასთან ერთად სხვა
ნაწარმოებებსა და მსოფლიოს შეხედულებებს კონკურენცია დაუწყო, ამის მაგალითია, ბიბლია. მისი
სასურველი თანამედროვე მეტოქე იყო ვაგნერი, რაც განსაკუთრებით აჩვენეს ჰოლინრეიკმა (1982) და
კრეისმა (1995, 140 შემდგომი).
13
სავარაუდოდ, სამართლიანი ბრძოლის ნიშანი, სლოგანი: „დაე, უკეთესმა გაიმარჯვოს“
14
Vgl. დედამიწის სულის გამოძახილი გოეთეს „ფაუსტში“ (1, 460 ff.) „საშინელი სახე! […] მტკივა! ვერ
გიტან!"
15
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ადამიანებმა - როგორც მან თავად - დათმეს უსაფრთხოების
გარანტიები

10
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

უზიარებს მის „უმარტოვეს სახეს“ და სთხოვს მათ, განუმარტონ ეს „ხედვა“. მისი მოხსენება
შედგება სამი ნაწილისგან: პირველში მას მიჰყავს მტერი მთაზე, მეორეში - უპირისპირდება
მას, ხოლო მესამე ნაწილში - რჩევას აძლევს გასაჭირში მყოფ მწემს და ხედავს მის
მეტამორფოზას - მოცემულ განმარტებაში შემოვიფარგლები ზარატუსტრას ფერწერული
მეტყველებით (Bildrede), რომელიც ხელს უწყობს კვლავდაბრუნების აზრის გაგებას.
ზარატუსტრა დადის პირქუშ ლანდშაფტში, "გვამის ფერის ბინდით" და ისიც „პირქუში და
მძიმე“, უიმედობის გამო. „მხოლოდ ერთი მზე არ ჩასულა [მისთვის]“ (198). სურათები
აღვიძებს მასში ნიჰილიზმის გამოცდილებას, მას შემდეგ რაც ქრისტიანულ-პლატონისტური
წინაპირობები აღარ არის. მხოლოდ მისი „ფეხი“ – ნაწილი „დიდი მიზეზი მისი სხეულისა“ -
ამოძრავებს ზარატუსტრას წინ, მიუხედავად სხვადასხვა არასასურველი გარემოპირობებისა.
რაც ადარდებს მას ყველაზე მეტად არის ტვირთი მის მხრებზე, ნახევრად „ჯუჯა“ და
ნახევრად „თხუნელა“. ეს უნებართვო „მხედარი“ არამარტო რთული სატარებელია, არამედ ის
ირონიულიცაა ზარატუსტრას მიმართ. „ტვინში ტყვიის წვეთების მწვეთავი ფიქრები“
(„Bleitropfen-Gedanken in [s]ein Hirn träufelnd“)(ebd.), მას სურს დაარწმუნოს მისი მსხვერპლი,
რომ ყოველი მცდელობა და საქმე ფუჭია. რა აზრი აქვს წინ მოძრაობას ან ზემოთ სვლას;
როგორ წინაც ან ზემოთაც არ უნდა ავიდეს ადამიანი, ის მაინც ისევ ჩამოვარდება 16.

ამ შემთხვევაშიც ნიცშემ გამოიყენა მითიური ან ზღაპრული ნარატიული მოტივები 17


შინაგანი კონფლიქტის საილუსტრაციოდ. ამ საკითხის თვალსაზრისით, ის შოპენჰაუერის
კარგად ცნობილ სურათს დაუკავშირდა: ძლიერი ბრმა (= ნება-der Wille) კოჭლ ხედვას
ახორციელებს (=ინტელექტი)18. ნიცშესთვის შოპენჰაუერის სურათი ადამიანის კარიკატურაა,
რაც ქრისტიანული პლატონიზმის პარადიგმის ორი ათასი წლის მმართველობის შედეგია.
კოჭლი მხედრის ინტელექტს აქვს ბატონობა სხეულის იმ დანახარჯზე, ხარჯზე, დანაკარგზე
(Der lahme Reiter Intellekt hat die Herrschaft auf Kosten des Leibes), რაც დაიმონა, დედამიწა
უბედურებისის ხეობად აქცია და ჩვენ, ადამიანებს, დაგვიტოვა ერთადერთი იმედი, რომ
არაფერში შევიდოდით (einzige Hoffnung das Eingehen ins Nichts gelassen).

ნიცშე უკვე გატაცებული იყო ამ პრობლემით თავის მეორე უძველესს (Unzeitgemässen)


განხილვაში. იქ მან დიაგნოზი დაუსვა ნიჰილიზმს, როგორც „ისტორიული სიცხის
(გაციების)“ („historischen Fiebers“) შედეგი. რადგან ისტორიული ხედვა, განსაზღვრებით,
თავისი მეთოდური წინაპირობებით, ამცირებს ყველაფერს საშუალო განზომილებამდე.
ყველაფერი დიადი იშლება იმ მდგომარეობად, რომელში განსხვავებები მხოლოდ
რაოდენობაშია და არა ხარისხში. ისტორიული ნაწერების მეცხრე ნაწილში ნიცშე
მოგვითხრობს „სუვერენული სწავლების შესახებ, კონცეფციების სისუფთავეზე,
გამართულობაზე (Flüssigkeit), ტიპებზე და სახეობებზე, ადამიანისა და ცხოველის ყველა
16
იხილეთ (Vgl.) ემერსონი, 1858, 341: „ჩვენ შეგვიძლია ავაგდოთ ქვა ჰაერში, მაგრამ ვერ შევცვლით
იმას, რომ ყველა ქვა, საბოლოო ჯამში, ისევ მიწაზე დავარდება“
17
მოდელი, სავარაუდოდ, ათას ერთი ღამის ზღაპრიდან არის წამოღებული: მეხუთე მოგზაურობისას,
სინბადს ატყვევებს ჯინი - იხილეთ ჰაასეს (Haase) განმარტება ნაწარმოებისა „ესე იტყოდა
ზარატუსტრა“, შესწორებული მისა და მონტინარის მიერ (KGW VI/4, 989)
18
შოპენჰაუერი ნაწარმოებში „სამყარო, როგორც სურვილი და წარმოდგენა“, ტომი II, თავი 19 -
ლამპერტი (1986, 162 ff.) მართებულად განმარტავს „ჯუჯასა“ და „თხუნელას“, როგორც „სისუსტის“
განსხეულება, რადგან იგი გაურბის სამყაროს (weil weltflüchtigen Nihilismus à la Schopenhauer)

11
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

კარდინალური განსხვავების არარსებობის შესახებ“ (2. UB 9; 1, 139) და დასძენს, რომ ამ


სწავლებებს ჭეშმარიტებად განიხილავს და, რა თქმა უნდა, საბედისწეროდაც! განკურნებად,
იგი გვთავაზობს არაისტორიულ ძალებს დავიწყებისა და ჩაღრმავებას რელიგიაში,
ფილოსოფიასა და ხელოვნებაში. დიაგნოზისას მან ზარატუსტრაზე მუშაობა გააგრძელა,
თუმცა მანამდე მან აღიარა თერაპია, როგორც არასაკმარისი: ის არ აგვარებს პრობლემას,
არამედ იცილებს მას.

მას შემდეგ, რაც მისმა სიამაყემ და სიბრძნემ დატოვეს ზარატუსტრა, მისი ერთადერთი
ბურჯი სიმამაცე ხდება თავის მტერთან შესაბრძოლებლად, „სიმძიმის სულთან 19“. მას
გამოჰყავს იგი სიზმრებიდან, დაღლილობისა და დეპრესიისაგან (Bedrückung). ზარატუსტრა
მეომარია. ის საკუთარ თავს არ ჩამოაგდებს, თუმცა ეძებს გადაწვეტილებას. ნიცშესათვის,
სიმამაცე, გამჭრიახობასა, თანაგრძნობასა და სიმარტოვესთან ერთად ფილოსოფისის
ღირსებებს წარმოადგენს. აღიარება საჭიროებს სიმამაცეს, გვასწავლის (სიღრმის) ფსიქოლოგი
ნიცშე. ჩვენ „ვიცით“ უფრო მეტი, ვიდრე ვენდობით ჩვენს თავებს , რომ ვიცით. „ყველაზე
გამბედავსაც კი იშვიათად აქვს სიმამაცე, იცოდეს რა იცის ...“ (DG, ანდაზები 2; 6, 59) („Auch
der Muthigste von uns hat nur selten den Muth zu dem, was er eigentlich weiss ...“). ზარატუსტრა
ასევე დიდი ხანია "იცნობს" მის ღრმა აზრს, „უჩუმესი, უმშვიდესი საათი“ („stillste Stunde“)
ამის შესახებ მართალი იყო. მაგრამ მხოლოდ ახლა, როდესაც მოთხოვნილება უდიდესად
გახდომისა აუცილებელია / საჭიროა, ის მოიპოვებს გამბედაობას, შექმნას ნება, როგორც
ყველა აუცილებლობის / საჭიროების შესაძლო შემობრუნება. ის არ იყენებს „დაჯერებას“,
„რწმენას“ (Überzeugung), არამედ საბოლოოდ ეწინააღმდეგება მის ღრმა ცრურწმენას 20.

არსებობს სიცოცხლისა და სიკვდილის ბრძოლა, როგორც მითებსა და ზღაპრებში. ვინ არის


უფრო ძლიერი? ზარატუსტრას შემოქმედებითი ნება? თუ დასახიჩრებული „სიმძიმის
სული?“ როგორც ოედიპუსის მითსა და რუმპელსტილტსკინის (Rumpelstilzchen) ზღაპარში,
გამოცანას, რომელსაც ზარატუსტრა ჯუჯას აძლევს, გადაწყვეტილებაც უნდა მოჰქონდეს. თუ
ჯუჯა მას „ახსნის“, ზარატუსტრა წააგებს, თუ ვერ ხსნის, ჯუჯა წააგებს. საქმე
ინტელექტუალურ ცოდნას არ ეხება, არამედ შესაძლელობას, რომ აიტანოს „უფსკრული
აზრები“, უფრო მეტიც: კერძოდ, არამხოლოდ აიტანოს ის, არამედ მიიღოს იგი, როგორც
„მტკიცების (აღიარების, მიღების, გაგების - Bejahung) უმაღლესი ფორმულა“.

დარტყმის პირველ რაუნდში ზარატუსტრა გადაწყვეტს, რომ ეს ტვირთი მხრებზე აღარ უნდა
ატაროს. მასა არის სავსე. ლიმიტს მიღწეულია (Das Maß ist voll). ყველაფერი სჯობს ამ
დგომარეობის გაგრძელებას. „ჯუჯავ! შენ! ან მე!“ (198) - მაგრამ სიმამაცის გამოხატულება და
მისი შემოქმედებითი ნება არწმუნებს ზარატუსტრას, რომ ბრძოლიდან ის გამარჯვებული
გამოვა. მეორე რაუნდის დასაწყისში, ის საპირისპირო თანმიმდევრობით იმეორებს ამ
გამოწვევას, ახსენებს კამათის საგანს და ხაზს უსვამს მის გამარჯვებას: „შეჩერდი! ჯუჯავ!

19
Vgl. 243: „ადამიანის აღმოჩენა ძნელია და მისთვის კიდევ უფრო მეტად რთულია საკუთარი თავის
აღმოჩენა; ხშირად მოჩვენება ცრუობს სულის შესახებ. ასე რომ, ქმნის სიმძიმის სულს. მაგრამ მან
აღმოაჩინა თავად, ვინც ამბობს: ეს არის ჩემი კარგი და ცუდი: ამით მან დაადუმა თხუნელა და ჯუჯა,
რომელიც ამბობს: „კეთილი ყველასთვის, ბოროტი ყველასთვის“
20
იხილეთ N 1888, 14/159; 13, 344: - საკმაოდ გავრცელებული შეცდომა - გქონდეს სიმამაცე, რომ
დააჯერო? მაგრამ გქონდეს სიმამაცე, რომ შეუტიო მის რწმენას!

12
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

გითხარი. მე! ან შენ! მაგრამ მე ჩვენს შორის უფრო ძლიერი ვარ - შენ არ იცი ჩემი ღრმა
(უფსკრულური) აზრი. ის, რასაც შენ ვერ ატარებ, ვერ გაუძლებ! (199).

იმის ნიშნად, რომ გამოწვევას იღებს, ჯუჯა ხტება ზარატუსტრას მხრებიდან. ისიც
დარწმუნებულია თავის საქმეში. რა თქმა უნდა, იგი ასევე იცნობს / ცნობს ციკლის იდეას.
როგორც ჩანს, ზარატუსტრას თავის წარდგენამ არ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება. ის ხომ
დიდი ხნის განმავლობაში ათეისტი იყო. ტანჯვისგან მან იცის, როგორ უნდა იმღეროს
სიმღერა. მან ასევე მეტოქესავით მიატოვა უზენაესი აზრის ნდობა / დაჯერება. მხოლოდ
„ცნობისმოყვარეობა “შეუძლია ახლა ჰქონდეს, თუ როგორ სურს მის მსხვრეპლს იყოს
„სიცოცხლის მომხრე / დამცველი / მხარდამჭერი“ („Fürsprecher des Lebens“) შეთანხმებული,
მისაღები საერთო პირობების ქვეშ. ის დარწმუნებულია, რომ ზარატუსტრა ვერ ხვდება, რაზე
საუბრობს იგი და ამიტომ არის მჭევრმეტყველი, ბევრს ლაპარაკობს (den Mund so voll nimmt).

სიტყვიერი შეტევის დროს ზარატუსტრა ახსენებს „თორვეგს“ („Thorweg“) (ebd.). კარიბჭე


სივრცის საზღვარს აღნიშნავს. ზარატუსტრა ანალოგიას ახდენს „მომენტთან“, როგორც
დროით საზღვართან / ლიმიტთან. როგორც კარიბჭისკენ მიმავალ გზას აქვს ორი
საწინააღმდეგო მიმართულება, ასევეა მომენტში აწმყო დრო. ორი ურთიერთსაპირისპირო
მიმართულებით მიმდევარი გზა იშლება ორ ნაწილად, თუმცა რადგანაც დედამიწა
სფერულია, ისინი აუცილებლად შეხვდება საბოლოოდ ისევ ერთმანეთს. იგივე არ უნდა
ხდებოდეს დროის შემთხვევაშიც, რომელიც ორად - წარსულად და მომავლად იშლება?
„სამყაროს მიმართულებაც“ (სამყაროს კურსი -Weltverlauf) იმავე გზას არ იმეორებს, როდესაც
საკუთარ თავში, ციკლურად ბრუნდება, ციკლური ფორმის არ არის? ჰერაკლიტე და
სტოიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს შეხედულება პითაგორას ეკუთვნოდა (cf. 2. UB 2; 1, 258-
265) და შოპენჰაუერიც ასწავლიდა ამას ნაკლებად აშკარა „eadem, sed aliter 21“ ფორმით.
გასაკვირი არაა, რომ ჯუჯა საკუთარ თავს დამტკიცებულად ხედავს, გულდაწყვეტილია ამ
გამჭვირვალე, მარტივი (durchsichtige) გამოცანით და „შემზარავად“ („verächtlich“) აცხადებს:
„ყოველი ტყუილია, [..] ყველა ჭეშმარიტება დახრილია, დრო თავად წრეს წარმოადგენს“
(200). ეს არის მისი კვლავ დაბრუნების აზრის ვერსია. ნუთუ, შეიძლებოდა ზარატუსტრას ასე
გაემარტივებინა მისთვის საქმე? ამოცანებისა და ზღაპრების მცოდნე ეჭვობს ერთ
შემთხვევაზე და ესმართლაც ასეა, ზარატუსტრას მხოლოდ სურდა, რომ მის მოწიააღმდეგეს
ეღიარებინა დროის ციკლური ხასიათი, რათა მას უფრო მეტად დანამდვილებით შეძლებოდა
სასიკვდილო დარტყმის მიყენება22.

კონფრონტაციის მეორე ეტაპი სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ სრულდება ჯუჯის


გაუჩინარების და სცენის ცვლილებით. ზარატუსტრას შემდგომი არგუმენტი უნდა იყოს
კონკრეტული ნაბიჯი კვლავდაბრუნების ცოდნის გაგების შესახებ, უფრო სწორად: რაიმე
ნაბიჯი. რადგანაც ნამდვილი გადამოწმება, ცდა (Probe) ზარატუსტრასთვის მხოლოდ ამის

21
შოპენჰაუერი, „სამყარო, როგორც სურვილი და წარმოდგენა“, ტომი II (ნამუშევრები, hrsg. v. A.
Hübscher, Bd. 3, Mannheim 41988, 508) - ისტორიის შოპენჰაუერისეული გაგებისათვის, იხილეთ
ვაიმერი, Weimer 1982, 93 ff.; კვლავ დაბრუნების ნიცშესეული იდეისა და დროის შოპენჰაუერისეული
აღქმისათვის, იხილეთ: იქვე, 145 (ebd., 145 f)
22
იხილეთ ლამპერტის მგრძნობიარე და ზუსტი ინტერპრეტაცია აღნიშნულ საკითხზე (1986, 160ff.),
როცა ჰაიდეგერს (1961/I, 289 ff.) ეს ნაწილები გამორჩა

13
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

შემდეგაა. ზარატუსტრას არგუმენტი იგივეა, რაც მხიარული მეცნიერების 341-ე აფორიზმი:


ციკლისა და განმეორების იდეა აყვანილია უსასრულო განმეორებამდე ყველაფრისა იმავე
რიგითობითა და მიმდევრობით. ეს რადიკალიზაცია ჯუჯის „სუსტ პესიმიზმს“ ხვდება.
ზარატუსტრას მოწინააღმდეგე (Erzfeind) ცნობს წრიულ, ცირკულარულ აზრს / იდეას
(Kreisgedanken), მაგრამ მას არ უყვარს ცხოვრება. მას სურს გადაშენება და ასწავლის,
შოპენჰაუერის „ბუდიზმით“, შესვლას არაფერში. ის აცხადებს დაბრუნების იდეას იმისათვის,
რომ სულელი და „საზიზღარი“ ოპტიმისტების სიცოცხლის ნება (სურვილი) დაამსხვრიოს.
ზარატუსტრას დაბრუნების იდეა, რომელიც ასევე უგულვებელყოფს გამოსავალს არაფერში,
მისთვის აუტანელია. ჯუჯას ეხება ის, რაც ნიცშემ ბედნიერი მეცნიერების მიხედვით
კითხვითი ფორმით - როგორც სავარაუდო რეაქცია დემონის გზავნილზე - ჩამოაყალიბა :
„ნუთუ თავს არ დაიმორჩილებდი და კბილებს არ აღრჭიალებდი და დაწყევლიდი დემონს,
რომელიც ასე საუბრობდა?“ (FW 341; 3, 570). „ევროპული ნიჰილიზმის“ („europäische[n]
Nihilismus“) ლენცერ-ჰაიდეს ფრაგმენტში (N 1886/87, 5/71; 12, 213), ნიცშე იმავე
სულისკვეთებით აღნიშნავს: ”მოდით ვიფიქროთ ამ აზრზე მისი ყველაზე საშინელი
ფორმით: არსებობა (აქ ყოფნა), ისე როგორც ის თავისთავად არის, აზრისა და მიზნის გარეშე,
მაგრამ აურიდებლად განმეორებადი, ფინალის გარეშე არაფერში (ohne ein Finale ins Nichts):
„მარადიული დაბრუნება“. ეს არის ნიჰილიზმის ყველაზე ექსტრემალური ფორმა: არაფერი
(აზრსმოკლებული) მარადიულად!

ვინც ამის საწინააღმდეგოდ რეალობას აღიარებს და ჰარმონიულად ცხოვრობს მასში,


არაფერია საშიში ამ იდეის ასეთ ფორმაში. პირიქით, ეს იქნება მისი გაგების ნიშანი, მისი
თანხმობა სიცოცხლისთვის / სიცოცხლისთვის დათანხმება (Jasagen zum Leben).
ზარატუსტრასთვის გამოიყენება მეორე ალტერნატივაც, რომელიც კითხვის სახით არის
ფორმულირებული მხიარულ მეცნიერებაში: „ან როგორ უნდა გახდე კარგი საკუთარი თავისა
და სიცოცხლისათვის (ცხოვრებისთვის) იმისათვის, რომ არაფერზე მეტი არ გინდოდეს,
მხოლოდ უკანასკნელი მარადიული დამტკიცება და ბეჭდის დადება? (FW 341; 3, 570).
ზარატუსტრა, სულ მცირე, საკუთარი თავის აღქმით, ფიქრობს, რომ მან უკვე მიაღწია
მიდგომას, რომელიც ნიცშემ შეაჯამა „Amor fati-ს“ ფორმულაში. „ახალი წლისათვის“,
მხიარული მეცნიერების ავტორი თავს უფლებას აძლევს სურვილი ჩაიფიქროს: მას აღარ
სურს უარყოს ან დაადანაშაულოს, იყოს მამხილებელი, ანტიქრისტე და იდეოლოგიის
კრიტიკოსი, არამედ უნდა, რომ დაინახოს პოზიტიურობა და სილამაზე და თავადაც წვლილი
შეიტნოს სილამაზის შექმნაში. „Amor fati: ეს იყოს ჩემი სიყვარული ახლა! აღარ მსურს
შევერკინო ომს სიმახინჯესთან. არ მინდა დავადანაშაულო, არც დამდანაშაულებლების
დადანაშაულება მინდა არცერთხელ. დაე, ჩემი ერთადერთი უარყოფა იყოს გვერდით
გახედვა! საბოლოო ჯამში, ოდესმე მინდა გავხდე ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც იქნება
კის მთქმელი (Ja-sagender)!“ (FW 276; 3, 521).

ჯუჯას არ შეუძლია ამის გაკეთება. მან უნდა აღიაროს დამარცხება და მითებისა და


ზღაპრების ლოგიკის მიხედვით, გაქრეს. სფინქსი დაეცა, რუმპელსტილცკინმა უნდა გაუშვას
მეფის შვილი. ზარატუსტრა, ცხოვრების დამცველი, იგებს ბრძოლას სიცოცხლესა და
სიკვდილს შორის. არა? ... სანამ ჯუჯა გაქრება და სცენარი შეიცვლება, ზარატუსტრა
მშიდდება. მისი საუბარი არ წააგავს გამარჯვებულის ხმას, არამედ უფრო წყნარდება -

14
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

„რადგან“ როგორც მეზღვაურებს მოგვიანებით უამბობს, „მე მეშინოდა ჩემი აზრებისა და


ფარული მოტივების / ფიქრების “ (Hintergedanken) (200 f.).

თუმცა, რისი ეშინია მას? რატომ გადადო ამდენ ხანს ფიქრის გაზიარება? რამ მიანიჭა ასეთი
ზიზღი, როდესაც საკუთარი ფიქრი გამოაღვიძა? ნუთუ, ზარატუსტრას ტანჯვისა და
ბრძოლების დაბრუნების ეშინია, საკუთარი მძიმე სამუშაოსი და მათი გადალახვის? თუმცა,
არა - იგი ხომ „ტანჯვის დამცველია“. მას უაზრობის (აზრსმოკლებულობის) ეშინია? არა, ის
„ღვთისა და ტელეოლოგიის უარმყოფელია“. მან იცის და აღიარებს, რომ შემოქმედებითი
ნება ქმნის ღმერთებს და ზეადამიანებს.

პასუხი შემდეგ, ზარატუსტრასთვის ყველაზე საშინელ სურათში უნდა იყოს. ნორჩი მეცხვარე
იტანჯება, იხრჩობა, იკრუნჩხება და სახე ეღრიცება: ზიზღი და გაფითრებული საშინელება
აწერია სახეზე. „მძიმე შავი გველი“ (201) შეიკლაკნა მის პირში და ძლიერ უკბინა.
ზარატუსტრა ცდილობს, რომ გველი პირიდან გამოგლიჯოს. ჭეშმარიტებაა, რომ გადამწყვეტ
შინაგან ჭიდილში სხვისი დახმარება შეუძლებელია. ზარატუსტრას შეუძლია მხოლოდ
გამოიცნოს, რომ მეცხვარე მხოლოდ თავად უნდა გახდეს აქტიური. ზარატუსტრას რჩევის
შემდეგ, ის გველს თავს აჭამს, აგდებს პირიდან, ხტება ფეხზე, იცინის და გარდაისახება 23.

„გამოჯანმრთელებულში“, ზარატუსტრა აღიარებს, რა ათქმევინა ნიცშემ მეზღვაურებს


ნაწილში „ჩვენებისა და გამოცანისათვის:“ ის თავად მეცხვარეა. „ნიჰილიზმის გველი“ თავად
მის ყელში შეცურდა, რომელიც საკუთარი საქმით დაამარცხა. ზარატუსტრამ „ყველაზე
რთული გამარჯვება“ მოიპოვა. ის სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში გამარჯვებული
გამოვიდა. მაგრამ მართლა მოკლა მან „ნიჰილიზმის გველი?“ თუ ვიმსჯელებთ იმ ცნობიდან,
რომელიც „გამოჯანმრთელებულის“ მეორე ნაწილში ჩანს, ის არ არის ყოველშემთხვევაში
ბრწყინვალე გამარჯვებული. მაშ, რაშია პრობლემა?

თუ გავიმეორებთ ფრაზას „ნიჰილიზმის გველი“ შეხედვის გარეშე, ჩვენ შეიძლება გამოგვრჩეს


უმნიშვნელოვანესი ნიუანსი. მიუხედავად იმისა, რომ ზარატუსტრას პრობლემას ასევე
წარმოადგენს რეალობაში ნიჰილისტური დაეჭვება, ის არ არის „ანთებული“ (დაავადებული,
შეპყრობილი - entzündet sich nicht) ჯუჯის აუტანელი მარადიული დაბრუნებით - და
შესაბამისად, ტანჯვის გარდაუვალობით. რაც ზარატუსტრას აფიქრებს, უფრო მეტია:

„ადამიანების დიდი დაღლილობა, სურვილის დაკარგვა (Überdruss) - ისინი მახრჩობდნენ და


ყელში მეჩხირებოდნენ: [...]. 'ის სამუდამოდ ბრუნდება, ადამიანი, რომლითაც დაიღალეთ,
პატარა ადამიანი' - ასე რომ, გაიზმორა ჩემი მწუხარება [...]. - 'ოჰ, ადამიანი სამუდამოდ
ბრუნდება! პატარა ადამიანი სამუდამოდ ბრუნდება და ბრუნდება!“ (274).

ზეადამიანის შექმნის პერსპექტივიდან გამომდინარე, ყველაზე პატარა და დიდი ადამიანი,


რომელიც დედამიწაზე არსებობს, ერთნაირია, ორივე მათგანი ძალიან ადამიანია. კვლავ

23
ათასერთი ღამიდან (სინდბადის მე -7 მოგზაურობაში, პირიქით არის, ადამიანს ისე შთანთქავს
გველი, რომ მხოლოდ მისი თავი ჩანს) და ემერსონის ცხოვრების მართვა (ლაიფციგი, 1862) (სადაც
გარდასახვის“ სასტიკი პრაქტიკაა მოთხრობილი ძველ სკანდინავიაში, მაგალითად, რომ
„მისიონერი”აგდებს შხამიან გველს „ჯიუტი წარმართის” ხახაში) შედარებისათვის„ესე იტყოდა
ზარატუსტრა“ (KGW VI / 4, 898 f.).

15
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

დაბრუნების იდეა უარყოფს იმედს, რომ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანის (Pöbel- Mensch)
დაძლევა შესაძლებელია. როცა ზარატუსტრა იხსენებს ამას საკითხის ხელახალი
განხილვისას, ზიზღი კვლავ ძლევს. ჩვენი გმირი უკვე დაუდგა ამ პრობლემას წინ და დაძლია
იგი, თუმცა ის შეიძლება კიდევ დაბრუნდეს. მას შეუძლია ჰქონდეს უკან კვლავდაბრუნების
იდეა, რადგან და მანამდე, სანამ ის უყურებს ზეადამიანს, მდგარს „პატარა ადამიანის“ წინ
ეფექტურად წინააღმდეგობის გაწევის შეთავაზებით (Paroli). ამასთან, ნიცშეს ორმაგი
სტრატეგიის გაგებით, იგი არ ადგენს მისი პრობლემის ზოგად კანონს. რადგან მან იცის:
”განსხვავებული სამყარო ეკუთვნის თითოეულ სულს; ყოველი სულისთვის ყოველი სხვა
სული სამყაროს მიღმა დგას ” (272).

შესაძლებელია, რომ სხვა ადამიანები უკან დაბრუნების იდეას განსხვავებულად აღიქვამენ,


აქვთ განსხვავებული წინააღმდეგობები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ აზრი,
წარმოდგენილი ნიცშესეულ ვერსიაში, გამოსავალს არ ტოვებს. ვინც სხვა, უკეთესი
სიცოცხლის იმედს ეძებს, მათაც ვისაც იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც და როგორმე
გაექცევიან ცხოვრებას, დაბრუნების იდეის ეს ვერსია კრიზისში მოისვრის. ან ისიც
გადაყლაპავს ამ გომბეშოს, მოაჭამს ყველაზე შავ და საზიზღარ გველს თავს ან აღმოჩნდება
იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილი.

ამ კონტექსტში, ზარატუსტრას ცხოველები წარმოადგენს ბუნებრივ არსებებს, რომლებიც


დედამიწასთან ჰარმონიაში იმყოფებიან. მათთვის, დაბრუნების იდეაც კი, მისი ყველაზე
ექსტრემალური ფორმითაც კი, პრობლემას არ წარმოადგენს. ის გამოხატავს მათ ნორმალურ
მდგომარეობას. ისინი ერთად მღერიან დაბრუნების ჰარმონიულ სიმღერას. რასაც ვერ
უმკლავდებიან „ჯუჯა“ და „თხუნელა“, თუმცა ერევა ზარატუსტრა მხოლოდ ყველა ძალის
მაქსიმალური დატვირთვით , მათთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია:

„[...], ვინც ჩვენსავით ფიქრობს, ყველაფერი ცეკვავს თავისთავად: ის მოდის, აწვდენს ხელს
და იცინის და გარბის - და ბრუნდება უკან. ყოველ წამს, არსებობა იწყება; ყოველი „აქ-ის“
ირგვლივ, ბურთი ბრუნავს „იქ“. შუაგული ყოველგან არის. მრუდეა ბილიკი მარადისობისა“
(272 f.).

ზარატუსტრა ბედნიერია ამ ჰარმონიით და ამას მეგობრული ღიმილით აღიარებს, მაგრამ ის


ვერ იზიარებს მისი ცხოველების ენთუზიაზმს. იგი დაიღალა კბენითა და
გადმოფურთხებით. იგი დაღლილია საკუთარი თავის „ხსნით“. როდესაც ზიზღი აშინებს
ხელახლა, მას აწყვეტინებენ ცხოველები. ისინი მას მოუწოდებენ, რომ გავიდეს სამყაროში და
ბუნებრივი არსებებისაგან ისწავლოს გაგება. უფრო ზუსტად, მან გალობა უნდა ისწავლოს
ფრინველებისაგან. რადგან მას ახალი ინსტრუმენტი სჭირდება ახალი სიმღერებისათვის:

„იმღერე და იჩქარე, ო ზარატუსტრა, განკურნე შენი სული ახალი სიმღერებით: რომ შენ
ფლობ შენს დიად ბედისწერას, რომელიც ჯერ კიდევ არავის ბედი არ ყოფილა! შენმა
ცხოველებმა კარგად იციან, ო, ზარატუსტრა, ვინ ხარ და უნდა გახდე: აჰა, შენ ხარ
მარადიული დაბრუნების მასწავლებელი - ეს უკვე შენი ბედია! ”(275)

16
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

ეს ბედისწერაა24, რადგანაც ის პირველია, ვინც ასწავლის სწავლებას. თუმცა, პირველად


ყოფნას მოაქვს საფრთხეები; შეცდომები და დაავადება. ცხოველებმა იციან რას ასწავლის
ზარატუსტრა და ისინი იმეორებენ მას: უსასრულო განმეორება ყველაფრისა იმავე წყობით.
თუ ზარატუსტრა მოკვდება ამ მომენტში, ის იტყვის:

„[...] მოვდივარ ისევ, ამ მზესთან ერთად, ამ დედამიწასთან ერთად, ამ არწივთან ერთად, ამ


გველთან ერთად - არა ახალ სიცოცხლეში ან უკეთეს სიცოცხლეში ან მსგავს სიცოცხლეში:
„ მე მოვდივარ ისევ დაუსაბამოდ იმავე და იმავე სიცოცხლეში, ამ უდიდესში და
ამავდროულად, ამ უმცირესში, რომ მე ვასწავლი ყველაფერს ისევ დაუსაბამოდ მარადიულ
დაბრუნებას, - რომ მე ისევ ვამბობ დიადი დედამიწისა და ადამიანის შუადღის სიტყვას, რომ
მე ვამცნობ ზეადამიანის შესახებ ადამიანებს. მე ვთქვი ჩემი სიტყვა, მე გავტყდი ჩემს
სიტყვაზე (მე გავტეხე ჩემი სიტყვა - ich zerbreche an meinem Wort): ამიტომაც მას სურს ჩემი
მუდმივი „ნაწილი“ (Loos), როგორც მქადაგებელი, მე ვქრები! (so will es mein ewiges Loos – als
Verkündiger gehe ich zu Grunde!). დრო მოვიდა, რომ წარმავალმა ადამიანმა საკუთარი თავი
დალოცოს. ასე მთავრდება ზარატუსტრას ჩამავლობა (Untergang).“ (276 f.)

ეს წარმოადგენს ნაწარმოებში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ ნიცშეს აზრების განვითარების


დასასრულს. ზარატუსტრას „ჩამავლობა“, რომელიც დაიწყო წინასიტყვაობის პირველ
ნაწილში, სრულდება პროტაგონისტის მიერ საკუთარი ბედისწერის მიღებით. ის აღარ
გაურბის საკუთარ „უფსკრულს“, მიიღო „ურთულესი დაძლევა“ და - განსაზღვრულ
ფარგლებში - გაიარა იგი. ამრიგად, იგი ეზიარა “Amor fati-ს“. ზარატუსტრამ
(ეგზისტენციალურად) მიაღწია იმას, რისი სწავლებაც სურდა. ზარატუსტრა გახდა ის, ვინც
არის.

ამჯერად, ნიცშეს შეეძლო გაეგრძელებინა ზარატუსტრაზე მუშაობა, რომელშიც მთავარი


გმირი უცხადებს სხვებს კვლავ დაბრუნების ძნელად მოპოვებულ იდეას. ნიცშე ამ საკითხს
განიხილავდა, თუმცა მუშაობა აღარ გაუგრძელებია. მან მხოლოდ დაამატა - „მეოთხე და
ბოლო ნაწილი“ - სატირის ტიპი, რომელშიც ასახა მისი დროის „უმაღლესი ადამიანების“
მიმართ თანაგრძნობა, როგორც „ზარატუსტრას ცდუნება“. ამ ადამიანებს სჭირდებათ
ზარატუსტრა, ესე იგი, ვინმე, ვინც, მათ მსგავსად, გახდა ის, ვინც არიან „ყველაზე რთული
დაძლევის“ შედეგად. ზარატუსტრას თანდასწრებით, „უმაღლესი ადამიანი“ გახდა მამაცი,
დაკვლავ დაბრუნების იდეის დამტკიცება მიიღო, რომლის მიმართაც ჯუჯა და თხუნელა
გატყდნენ / დამარცხდნენ. თუმცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს და მათი
ბედისწერის ამარა მარტო დატოვებულებს, ამის დაძლევა აღარ შეუძლიათ 25. ზარატუსტრა
ჭვრეტს საფრთხეს, რომ ის თანაგრძნობით შეიძლება აღმოჩნდეს "გამომსყიდველის" როლში

24
„რატომ ვარ ბედისწერა“ - ასე მიაწერა ნიცშემ თავისი ფილოსოფიური ავტობიოგრაფიის „Ecce homo-
ს“ ბოლო ნაწილს და უპასუხა: რადგან მე კრიზისს წარმოვადგენ, ავღწერ, „ცნობიერის უღრმეს
შეჯახებას“, „გადაწყვეტილებას [...] ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც სჯეროდათ ყველას, ითხოვნდნენ
და კურთხეული იყო მანამდე (EH, ბედი 1; 6, 365). ფორმულა: „ყველა ღირებულების გადაფასება“
(ebd.). დამატებითი ილუსტრაციისათვის, ნიცშე მიმართავს თავის ზარატუსტრას
25
Vgl. ნიცშეს განმარტებები, J 256; 5, 203 მისი დროის ხელოვანების შესახებ, რომლებიც ხალხს
ასწავლიდნენ ტერმინს "უმაღლესი ადამიანი", მაგრამ - "ყველანი ერთად ტყდებიან და იძირებიან
ქრისტიანულ ჯვარზე" - არ იყვნენ ისეთი ძლიერი, რომ "ღვთის სიკვდილი" ეტარებინათ, აეტანათ.

17
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

მისი დახმარების გარეშე გახრწნის საფრთხის წინაშე მდგომი ზეადამიანების სიდიადისადმი


გამოხატული მიდგომების გამო, და დაძლევს ამ ცდუნებას.

ზარატუსტრას მესამე ნაწილი არ მთავრდება „ზარატუსტრას ჩამავლობის“ დამთავრებით,


რომელიც „გამოჯანმრთელებულში“ ჩანს. მას მოჰყვება სამი ჰიმნი / საგალობელი, რომელშიც
არ გრძელდება იდეის განვითარება, თუმცა ზარატუსტრა სწვდება მისი ბედისწერის უფრო
ღრმა აზრს26. ის მიჰყვება მისი ცხოველების რჩევასა და გადასცემს მას მის „სულს“. მას აღარ
შეუძლია თხოვნა დიდხანს და იწყებს სიმღერას (Diese läßt sich nicht lange bitten und hebt zu
singen an). ახლაც კი, „მარადიული დაბრუნების მასწავლებელი“ („Lehrer der ewigen
Wiederkunft“) არ ასწავლის სწავლებას, თუმცა ნაწარმოები სრულდება მისი „სულის“
სიმღერით ცხოვრებაზე27, მარადისობაზე და კვლავდაბრუნებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა
26
ანდერს ლამპერტი (1986, 224 ff.), ვისაც ესმის „ზარატუსტრას გზის კულმინაცია“ (ebd., 224)
27
Vgl. ნიცშეს „ჰიმნი სიცოცხლეზე“, როგორც გახმოვანება, აღნიშვნა ლოუ სალომეს პოემის „ლოცვა
სიცოცხლისათვის“ მიმოხილვაში (EH, ზარატუსტრა 1; 6, 336), ის აღწერს ამ ნაწილს, როგორც "jasagende
[n] pathos par excellence-ის" გამოხატულება

18
იორგ სალაქუარდა | ზარატუსტრას მთავარი კონცეფცია

Borchmeyer, Dieter/Salaquarda, Jörg (Hrsg.) 1994: Nietzsche und Wagner. Stationen einer epochalen
Begegnung, 2 Bde., Frankfurt/M./Leipzig.

Brusotti, Marco 1997: Die Leidenschaft der Erkenntnis. Philosophie und ästhetische Lebensgestaltung
bei Nietzsche von „Morgenröthe“ bis „Also sprach Zarathustra“, Berlin/New York.

Emerson, Ralph Waldo 1858: Versuche (Essays), aus dem Engl. v. G. Fabricius, Hannover.

Haase, Marie-Luise 1984: Der Übermensch in „Also sprach Zarathustra“ und im Zarathustra-Nachlaß
1882 – 1885, in: Nietzsche-Studien 13, 228 – 244.

Heidegger, Martin 1954: Wer ist Nietzsches Zarathustra?, in: ders., Vorträge und Aufsätze,
Pfullingen, 101 – 126.

Heidegger, Martin 1961, 31976: Nietzsche, 2 Bde., Pfullingen.

Hollinrake, Roger 1982: Nietzsche, Wagner, and the Philosophy of Pessimism, London.

Janz, Curt Paul 1978/79: Friedrich Nietzsche. Biographie in drei Bänden, München/Wien.

Kreis, Rudolf 1995: Nietzsche, Wagner und die Juden, Würzburg.

Lampert, Laurence 1986: Nietzsche’s Teaching. An Interpretation of “Thus Spoke Zarathustra”, New
Haven/London.

Magnus, Bernd 1978: Nietzsche’s Existential Imperative, Bloomington/London.

Montinari, Mazzino 1982: Nietzsches Philosophie als „Leidenschaft der Erkenntnis“, in: ders.,
Nietzsche lesen, Berlin/New York, 64 – 78.

Pieper, Annemarie 1990: „Ein Seil geknüpft zwischen Tier und Übermensch“. Philosophische
Erläuterungen zu Nietzsches erstem „Zarathustra“, Stuttgart.

Salaquarda, Jörg 1980, 21996: Dionysos gegen den Gekreuzigten. Nietzsches Verständnis des Apostels

Paulus, in: ders. (Hrsg.), Nietzsche, Darmstadt, 288 – 322.

Salaquarda, Jörg 1989: Der ungeheure Augenblick, in: Nietzsche-Studien 18, 317 – 337.

Weimer, Wolfgang 1982: Schopenhauer, Darmstadt.

Wohlfart, Günter 1997: Wer ist Nietzsches Zarathustra?, in: Nietzsche-Studien 26, 319 – 330.

19

You might also like