You are on page 1of 248

მირჩა ელიადე

დოქტორ ჰონიგბერგერის
საიდუმლო

რუმინულიდან თარგმნა ალექსი ქშუტაშვილმა


წინასიტყვაობა რუმინულიდან თარგმნა სალომე ჯაფიაშვილმა

1
სორინ ალექსანდრესკუ – მირჩა
ელიადე, როგორც მთხრობელი

2
1. მირჩა ელიადეს ბიოგრაფიის
მიმოხილვა
მწერალი „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლოსა” და „ღამეები
სერამპორში” პირველ პირში საუბრობს და იქიდან გამომდინარე, რომ
ორივე ნოველას ინდოეთთან აქვს კავშირი, მკითხველის პირველი რე-
აქციაა, მთხრობელი მირჩა ელიადესთან გააიგივოს. მართლაც, ეს 21
წლის ახალგაზრდა, რომელმაც უბრალო განაცხადის შემდგომ მაჰა-
რაჯა მანინდრა ჩანდრა ნანდისგან სტიპენდია მიიღო, კალკუტაში
1928 წლის ნოემბერში ჩავიდა და 1931 წლის დეკემბრამდე დარჩა; იქ
სანსკრიტს და ფილოსოფიას სწავლობდა პროფესორ დასგუპტასთან,
რომელიც მაშინ ინდური ფილოსოფიის ისტორიის ყველაზე ვრცელი
ვერსიის ავტორი იყო. მირჩა ელიადე მაშინდელ კალკუტასაც ზედმი-
წევნით აკვირდებოდა და თითოეული გამოცდილების შესახებ წერდა;
ლიტერატურის, სწავლის, ჟურნალისტიკის შესახებ და დღიურის გვერ-
დებსაც აქტიურად ავსებდა. ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ნაწარმო-
ებია სასიყვარულო, ავტობიოგრაფიული რომანი „მაიტრეი”, ეს სათაუ-
რი დასგუპტას ქალიშვილის პატივისცემის ნიშნად დაარქვა. „მაიტ-
რეი” დღემდე მწერლის ყველაზე „პოპულარული” ნაწარმოებია. აღსა-
ნიშნავია, რომ ეს რომანი 1933 წელს, რუმინეთშია დაწერილი, როცა
ორ წელზე მეტი იყო გასული მას შემდეგ, რაც მაიტრეის მამამ აიძულა
მაიტრეისა და ინდოეთს გამოთხოვებოდა. ინდოეთთან დაკავშირე-
ბით ასევე აქტუალურია ესეები: „ინდოეთი, მშენებლობა” და სხვა ნა-
წარმოებები. მწერლისთვის შთაგონების წყარო ყოველდღიური გამოც-
დილება გახლდათ და შესაბამისად, მისი ნაშრომები ყოფის ერთგვარ
სარკედაც იქცა, თუმცა, გამოცდილებისა და შემეცნების გაცილებით
უფრო ზოგად დონეზე. ელიადეს ნაწარმოებები ყოველთვის იქნება თა-
ნაბრად ავთენტიკურიც და გამოგონილიც, აღსარებაც და თვითშეცნო-
ბაც, სინამდვილეც და მხატვრული ლიტერატურაც.
ამ კრებულში წარმოდგენილი ნოველები მისი ცხოვრების სხვა პე-
რიოდსაც მიეკუთვნება. ისინი 1940 წლის ზამთარში იწყება, ამ დროს

3
ელიადე, მაიტრეისთან ურთიერთობის კრახის შემდეგ, რუმინეთში
რამდენიმე წლის დაბრუნებული გახლდათ და როგორც „მოდურ” მწე-
რალსა და ჟურნალისტს ბუქარესტის უნივერსიტეტში აკადემიური კა-
რიერა შექმნილი ჰქონდა. ახლა, უკვე 33 წლისა, აღიარებული მწერ-
ლის სახელით სარგებლობდა. ელიადე „კრიტერიონის” მთავარი საყ-
რდენი და რუმინული მოდერნიზმის ახალგაზრდა წარმომადგენლების
„თავკაციც” გახლდათ. ასევე, 1936 წელს მისი ავტორობით გამოიცა
წიგნი „იოგა” და სხვა კვლევები რელიგიის ფილოსოფიის განხრით; ეს
საკითხები მაშინ საჯარო განხილვის საგანს არ წარმოადგენდა. ინტე-
ლექტუალური საუბრები ძალაუნებურად პოლიტიკასთანაც იკვეთებო-
და; კერძოდ, ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში იმ პოლიტიკას-
თან, რომელსაც მემარჯვენეთა ჯგუფი მისდევდა ფილოსოფიისა და
ლოგიკის პროფესორ ნაე იონესკუს მეთაურობით. უნივერსიტეტში მისი
ასისტენტი ელიადე იყო და მემარჯვენეთა დაჯგუფებაში საერთო მე-
გობრებიც ჰყავდათ. ამ ჯგუფს მთავრობა სასტიკად ავიწროებდა და
მცირე დროით ნაე იონესკუსთან ერთად ელიადეც დააპატიმრეს (1938-
1939). ციხიდან გამოსვლის შემდეგ ელიადემ ხელი მოაწერა დეკლა-
რაციას, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას შეწყვეტდა და მთელ
ძალისხმევას ლიტერატურისა და რელიგიის ისტორიისკენ მიმართავ-
და. მალე, მეფე კაროლ II-ს მთავრობამ ლონდონში რუმინეთის საელ-
ჩოში
კულტურის ატაშედ დანიშნა და 1940 წელს ლონდონში გაემგზავრა.
1941 წლის თებერვალში, იმავე თანამდებობაზე, ლისაბონში რუმინე-
თის საელჩოში გადაიყვანეს, სადაც ომის დამთავრებამდე დარჩა.
1941 წელს საბჭოთა კავშირის ტანკების მიერ რუმინეთის დაკავებამ
და კომუნისტური წყობის დამყარებამ ომის დამთავრების შემდეგ ბევრ
რუმინელს დასავლეთ ევროპაში დარჩენა გადააწყვეტინა. ელიადე პა-
რიზში დასახლდა და რელიგიის ისტორიკოსის საერთაშორისო კარიე-
რის შექმნას შეუდგა. მისი ნაშრომები მალე გახდა ცნობილი ისეთ გა-
მომცემლობებში, როგორებიცაა „გალიმარი”, „პეიო” და ა.შ. 1956 წელს
ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად, რელიგიის ისტორიის ლექტო-
რად დაიწყო მუშაობა და თუ სხვადასხვა ქვეყნებში კონფერენციებისა

4
და უამრავი პრემიისა თუ საერთაშორისო ტიტულის მისაღებად, ასევე
მისი ნაწარმოებების თარგმანებთან დაკავშირებულ მოგზაურობას არ
ჩავთვლით[1], მთელი ცხოვრება იქ გაატარა (გარდაიცვალა 1986
წელს). კომუნისტურ რუმინეთში აღარასდროს ჩასულა. დასავლეთში
მისი შემოქმედების ორივე ხაზით – ლიტერატურითა და რელიგიის ის-
ტორიით იყო ცნობილი, თუმცა უკანასკნელ წლებამდე თუ რუმინეთში
ელიადეს ლიტერატურა და ჟურნალისტიკა დომინირებდა და მხო-
ლოდ შემდგომ რელიგიის ისტორია, ეს უკანასკნელი საფრანგეთში,
აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოში მის სახელს უპირველეს ყოვლისა
უკავშირდებოდა იმ მრავალი წიგნის მეშვეობით, რომლებიც პირდა-
პირ ფრანგულ ან ინგლისურ ენებზეა დაწერილი; ასეთებია „რელიგიის
ისტორიის ტრაქტატი”, „მარადიული დაბრუნების მითი”, „რწმენისა და
რელიგიური იდეების ისტორია” (3 ტომი, 1976-1983 წლები) და ა.შ. ამავ-
დროულად, მისი რუმინულ ენაზე დაწერილი რომანები, ისევე როგორც,
„მოგონებები” და „დღიური” სხვადასხვა ენებზე სულ მცირე 20 წლის
დაგვიანებით მაინც ითარგმნებოდა;[2] თუმცა, დღეს ეს ნაწარმოებები
ისეთივე ცნობილია, როგორც ელიადეს ნაშრომები ფილოსოფიასა და
რელიგიის ისტორიაში.
აქ, ჩემი აზრით, საქმე ეხება არა მხოლოდ მისი შემოქმედების შე-
ფასებას, არამედ იმასაც, რომ თავად საზოგადოების ინტერესი შეიც-
ვალა; განსაკუთრებით კი დასავლეთში: თუ მანამდე მსოფლიოს აღ-
ქმა ეყრდნობოდა მოსაზრებას საკრალურისა და პროფანულის გამიჯ-
ვნის შესახებ, ისე, როგორც ეს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და
ცოტა უფრო მოგვიანებითაც დიურკემის, იოახიმ ვახისა და რუდოლფ
ოტოს[3] დროს ხდებოდა, ახლებური ხედვის მიხედვით, დედამიწაზე
რაციონალურად აუხსნელი, „უცნაური” მოვლენების არსებობა იმას
მოასწავებს, რომ საკრალური ერევა პროფანულში, რაც თავის მხრივ
საკმაოდ ძნელი ასახსნელია. თუ პირველი მოსაზრება ელიადეს, რო-
გორც რელიგიის ისტორიკოსის დასავლეთში პირველ წარმატებას ემ-
თხვევა, მეორე ეხმიანება მისი, როგორც მწერლის ხელახლა აღმოჩე-
ნას, რომელიც მხოლოდ მხატვრული პერსონაჟის მიერ განცდილის სა-
ვარაუდო არსს გვთავაზობს. შესაძლოა სწორედ აქ, უკანასკნელ ათ-

5
წლეულებში მსოფლმხედველობის ცვლილების პროცესში (რომელიც
ფილოსოფიის, ტექსტისა და ვიზუალური გამოსახულების ინტერპრე-
ტაციის ცვლილებების პარალელურად მიმდინარეობდა) მოიძებნება
მირჩა ელიადეს, როგორც მთხრობელის იმ წარმატების გასაღები, რო-
მელსაც სიცოცხლეშივე აღიარებული მეცნიერი – ვეღარ მოესწრო.
ზემოთ ხსენებული ორი ნოველა ინდოეთის შესახებ, რომლებიც მან
რუმინეთში დაწერა, ათი წლის წინანდელი კალკუტის ერთგვარი გახ-
სენებაა მისთვის სრულიად განსხვავებულ მომენტში. ელიადემ
„მაიტრეი” 1933 წელს გამოაქვეყნა და შეიძლება ეს ერთგვარი სა-
მუდამო გამომშვიდობების ჟესტიც იყო იმ სამყაროსთან, რომელშიც
დაბრუნებასაც ვეღარ შეძლებდა. თუმცა 1940 წელს, ფანტასტიკური,
არაისტორიული, თანამედროვე ევროპისგან სრულიად განსხვავებუ-
ლი ინდოეთის მიმართ გარკვეული ნოსტალგიის გამო, რომელიც თით-
ქოს სიმშვიდეში შესასწავლად გიწვევდა, კიდევ დაწერა ორი ნოველა.
მაშინ, როდესაც რუმინეთის ყოველდღიურობა იმ სიმშვიდის სრული-
ად საპირისპირო იყო. იქნებ სწორედ იმ ინდოეთის ნაკლებობას
გრძნობდა? იქნებ ახლა უფრო თავისუფლად უბრუნდებოდა მარადი-
ულ ინდოეთს, რომელსაც სინამდვილეში უკვე გამოეთხოვა და რომე-
ლიც მაიტრეისადმი სიყვარულს უკავშირდებოდა? ინდოეთს, როგორ-
საც სტუდენტობისას იცნობდა? ეს იძულებითი განშორება, როგორც
შემდგომ ელიადე წერს, თითქოს ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ ის
რუმინელი მწერალი უნდა გამხდარიყო; ამის შესახებ მეტს ქვემოთ წა-
იკითხავთ. „მაიტრეის” დაწერიდან შვიდი წლის შემდეგ, მარადიულ
ინდოეთს უბრუნდება, რომელიც გარდა წარსულისა, თითქოს მისი, რო-
გორც რელიგიის ისტორიკოსის საერთაშორისო კარიერისათვის „რეს-
ტარტის” წერტილად იქცა.

6
2. დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო
2.1. უცნაური თხრობა
მოთხრობაში, რომელიც 1940 წელსაა დაწერილი, მოვლენები 1934
წლიდან ვითარდება და მირჩა ელიადე არ ერიდება ხაზი გაუსვას სა-
კუთარ მსგავსებას მთხრობელთან, რომელიც მის იდენტობას უკიდუ-
რესად უახლოვდება: მთხრობელის, როგორც ინდოლოგის სახელი,
რომელსაც ქალბატონი ზერლენდი შეგნებულად ამჟღავნებს (III თა-
ვი)[4], მისი პირადი გამოცდილებები იოგასთან დაკავშირებით (V თა-
ვი) და აღმოსავლეთმცოდნეობის შრომები (VII და სხვა თავები), გარდა
ამისა, თითქოს დოქტორმა ზერლენდიმ მოახერხა ის, რაც ელიადემ
ვერ შეძლო. საბოლოო ქაოსი სახლების დანგრევასთან და უბნის
ცვლილებასთან დაკავშირებით კი, შეიძლება ისეც გავიგოთ, როგორც
ბუქარესტის საბოლოო სახე მწერლის გონებაში, მაშინ, როდესაც იქაუ-
რობა სწორედ 1940 წელს სამუდამოდ დატოვა. ნოველაში არა მხო-
ლოდ მთხრობელის სახეა რეალური, არამედ თავად ჰონიგბერგერის
პიროვნებაც (1795-1869). ის მართლაც ფარმაცევტი გახლდათ, მოიარა
ევროპა და აზია. მოგზაურობისას პერიოდულად გერმანულ მიდამო-
ებს, რუმინეთის (საქსონებით დასახლებულ) ბრაშოვის ოლქს უბრუნ-
დებოდა და ამ მოგზაურობათა შესახებ გერმანულ ენაზე წიგნიც დაწე-
რა. ამ ადამიანის შესახებ ბევრი დეტალი მისი ბიოგრაფებისა და მირ-
ჩა ელიადეს შეთხზულიცაა[5]. ჩვენთვის ნამდვილად ცნობილი ფაქტე-
ბიდან არაფერი ადასტურებს ჰონიგბერგერის იდუმალ გაუჩინარებას,
ისე როგორც ეს ნოველაშია გადმოცემული. თუმცა, დოქტორი მარ-
თლაც წერს პაკისტანის პენჯაბის პროვინციის დედაქალაქ, ლაჰორში
1839 წელს ნანახ ამბებზე კერძოდ იქაურ ფაკირზე, ჰარიდასზე, რომე-
ლიც მაყურებლების მოთხოვნით მართლაც გადავიდა ასფიქსიის
მდგომარეობაში, რის შემდეგაც მკვდრად შერაცხეს და ჟანდარმების
მიერ დაცულ ადგილას დამარხეს; ოთხი თვის შემდეგ კი გაცოც-
ხლდა[6]. ელიადე ამ საკითხს 1937 წელს გამოცემულ „ბაბილონის კოს-
მოლოგია და ალქიმიაშიც” ეხება.[7] ეს დეტალი ჰონიგბერგერის შესა-
ხებ მოთხრობისათვის გარკვეულწილად ამომავალი წერტილია (ისე-
7
ვე, როგორც ამას ეუჯენ ჩიურტინი აღნიშნავს კვლევაში ჰონიგბერგე-
რის შესახებ, რომლის ციტატაც ზემოთ მოვიყვანეთ). საუბარია იმაზე,
რომ იოგაში გაწვრთნილ ადამიანს საკუთარი სხეულის იდეალური
კონტროლით შეუძლია თავი მკვდრადაც მოაჩვენოს. ჩიურტინი[8] მი-
იჩნევს, რომ ესაა თანხვედრა ლიტერატურულ თხრობასა და ელიადეს
მეცნიერულ ნაშრომებს შორის, რომელთაც მიეკუთვნება 1936 წელს
ჯერ კიდევ ბუქარესტში ყოფნისას დაწერილი და ასევე 1954 წლით და-
თარიღებული ამ კუთხით ყველაზე თვალსაჩინო ნაშრომიც.[9]
საინტერესო ისაა, რომ ნოველის მთავარი პერსონაჟი, სათაურის
მიუხედავად, ჰონიგბერგერი კი არა, ზერლენდი გახლავთ; სწორედ მას
სურს გაიმეოროს ჰონიგბერგერის გამოცდილება და მიაღწიოს საკრა-
ლურ შამბალას სამყარომდე, სადაც, როგორც ჩანს, ჰონიგბერგერმა
მიაღწია. ზემოთ მოყვანილი კვლევა თეორიულად ეხება ქმედების
მხოლოდ საბოლოო მიზანს და სრულიად უგულებელყოფს მის ნარატი-
ულ მდინარებას ნოველიდან, რომელშიც მთავარი გმირი ზერლენდია
და არა – ჰონიგბერგერი.
მოთხრობის სათაურს თითქოს შეცდომაში შევყავართ, რადგან ნამ-
დვილი ობიექტი არა ჰონიგბერგერის (მისი წიგნი „ოცდათხუთმეტი წე-
ლი აღმოსავლეთში” მოხსენიებულია მთხრობელის დისკუსიისას ქალ-
ბატონ ზერლენდისთან), არამედ ზერლენდის გაქრობის საიდუმლოა;
ეს არის ფაქტი, რომელიც რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ზემოთ ხსე-
ნებულ ავტორებს კვლევებში არ აღუნიშნავთ, თუმცა ისინიც ამ ნოვე-
ლას განიხილავდნენ! პირველ თავში მთხრობელი (ელიადეს ალტერ-
ეგო) ქალბატონ ზერლენდის უყურებს სანამ ის საუბარს დაიწყებს და
საკუთარ თავს ეუბნება: „მე ყოველთვის ორ კატეგორიად ვყოფდი ადა-
მიანებს: ერთნი ფიქრობენ, რომ სიკვდილი სიცოცხლისა და სხეულის
დასასრულია, ხოლო მეორენი მას აღიქვამენ, როგორც ახალი სულიე-
რი ცხოვრების დასაწყისს”.[10] ცხადია, ესაა მისი ნაშრომის გასაღები,
კერძოდ კი იმის, თუ როგორ ცდილობს მთხრობელი გამოიკვლიოს
ზერლენდის გაქრობა, მაგრამ ამავე დროს უკავშირდება ელიადეს მო-
საზრებებს რელიგიის ისტორიის შესახებ[11]. ქალბატონი ზერლენდი
განაგრძობს თხრობას იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი ვნება ჩადო მის-

8
მა მეუღლემ 1869 წელს ბრაშოვში გარდაცვლილი დოქტორ ჰონიგბერ-
გერის ცხოვრებისა და მის „საიდუმლოებათა” შეცნობაში. მაგალი-
თად, მისი სავარაუდო ვიზიტი ტიბეტში, ინდოეთში უკანასკნელი მოგ-
ზაურობისას, რომლის შესახებაც როგოც ჩანს, ზერლენდის უნდა სცოდ-
ნოდა. შემდეგ აღნიშნავს, რომ თვითონ ბატონი ზერლენდი გარდაიც-
ვალა და ბიბლიოთეკა და მთელი სახლი ხელშეუხებლად 1910 წლის
შემდგომ მას დარჩა. რა მოხდა მაშინ, 1910 წელს? ქალბატონი ზერ-
ლენდი რუმინეთიდან წავიდა და ახლა დაბრუნდა. თუმცა 1910 წლი-
დან 1934 წლამდე, როდესაც მთხრობელი ამბის გადმოცემას იწყებს,
ქალბატონ ზერლენდისთან სტუმრობამდე 24 წელი გავიდა! რა მოხდა
ამ დროის მანძილზე? ეს არ ჩანს, თუმცა მთხრობელს და შესაბამისად
მირჩა ელიადეს შეუძლებელია გამორჩენოდა ის ფაქტი, რომ 1910
წელს თავად სულ რაღაც სამი წლის გახლდათ. ამგვარად, შეიძლება
ითქვას, ჰონიგბერგერის სიცოცხლის აღსასრული რაღაც საიდუმლოს
მალავს და დოქტორი ზერლენდი მისი ამოხსნის მცდელობაში თვითო-
ნაც მალავს ერთგვარ იდუმალებას, მთხრობელისთვის გადაცემულს,
რომელიც მის გაშიფვრას ცდილობს. II თავის დასასრულს ქალბატონი
ზერლენდი მთხრობელს სთხოვს მისი ქმრის ბიბლიოთეკაში „ჰონიგ-
ბერგერის კუთხეს” მიაქციოს ყურადღება და ისიც პირობას აძლევს.
ამის შემდეგ ქალი „უეცრად გაჩუმდა და, ხანმოკლე დუმილის შემდეგ
შემომხედა თვალებში – ვაღიარებ, არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც შე-
იძლება ძალიან პირადული მოგეჩვენოთ: ვაღიარებ, მსურს, რომ ეს ბი-
ოგრაფია იწერებოდეს ჩემთან ახლოს. უცნაურია: თითქოს ეს მზერა
მთხრობელს აჰიპნოზებს და მის სამყაროში იტაცებს; სამყაროში, რო-
მელიც სიმართლე რომ ითქვას ჰონიგბერგერს და ამ ქალის მეუღლეს,
დოქტორ ზერლენდის ეკუთვნით!
ყველა ეს დეტალი კითხვისას შეუმჩნეველი რჩება, იმიტომ, რომ II
თავის დანარჩენ ნაწილში საუბარია მთხრობელის მიერ ზერლენდის
ბიბლიოთეკაში გაკეთებულ აღმოჩენებზე, რომელთა შესახებაც მირჩა
ელიადე თითქმის პირდაპირ საუბრობს და ავიწყდება, რომ ის (ისიც)
ერთ-ერთი პერსონაჟია. ზერლენდი ჰონიგბერგერის ბიოგრაფიას წერ-
და, მაგრამ უინტერესო მომენტში შეწყვიტა, მანამ, სანამ ის ინდოეთში

9
ჩააღწევდა. ქალბატონი ზერლენდის ქალიშვილი მთხრობელს ახსნის
მოძებნას სთხოვს, მისი წინამორბედი მკვლევარების ნაღვლიან ბე-
დისწერას იხსენებს და უმხელს, რომ თავად დოქტორი ზერლენდი კი
არ მოკვდა, არამედ „1910 წლის 10 სექტემბერს სახლიდან გავიდა და
მას მერე ის არავის
უნახავს და არც არავის არაფერი სმენია მასზე”. ამგვარად დას-
ტურდება ზერლენდის უკვალოდ გაუჩინარება: „ძნელი წარმოსადგე-
ნია, როგორ უნდა წასულიყო აღმოსავლეთში პასპორტის, ფულის და
ტანსაცმლის გარეშე...” – ეს არის ნამდვილი „საიდუმლო”, რომელსაც
გამოკვლევა სჭირდება. აქედან მოყოლებული, ნოველა მხოლოდ ამ
იდუმალებას უკავშირდება და არა ჰონიგბერგერისას, საიდანაც მკით-
ხველს განცდა უჩნდება, რომ ნოველის სათაურს შეცდომაში შევყა-
ვართ: ნამდვილი საიდუმლო, ის, რომელზეც მოგვითხრობენ, ზერლენ-
დის საიდუმლოა და არა ჰონიგბერგერისა; ამ უკანასკნელმა მხოლოდ
გამოიწვია პირველი. ჰონიგბერგერი, როგორც ისტორიულადაა დად-
გენილი, ბრაშოვში გარდაიცვალა, მაშინ როდესაც ზერლენდის (ცალ-
სახად ლიტერატურული პერსონაჟის) უკვალო გაუჩინარება საიდუმ-
ლოებად რჩება, მას მთხრობელი ნელ-ნელა ააშკარავებს და ჩუმად
აღმოაჩენს ზერლენდის აღსარებებს; და მაინც, რატომ გამოაქვეყნა
მირჩა ელიადემ ნოველა ასეთი სათაურით? ალბათ იმიტომ, რომ მისი
ისტორიული არსებობა დადასტურებულია და თავისთავად უფრო მარ-
ტივია ისეთი წარმოსახვითი პერსონაჟის მასზე მიბმა, როგორიცაა
ზერლენდი. თუმცა... დავიცადოთ ნოველის დასასრულამდე.
შემდეგ თავში ისევ ჩანს ქალბატონი ზერლენდი, რომელიც ქალიშ-
ვილს არ ეთანხმება, მაგრამ ადასტურებს ნაღვლიან ბედისწერას, ერ-
თგვარ წყევლას მკვლევარებისა, რომლებიც ცდილობდნენ მისი მეუღ-
ლის ცხოვრების შესწავლას. ზერლენდის შემორჩენილი რვეულების
შესწავლის შემდეგ მთხრობელი აღმოაჩენს ჩანაწერს
Shambala=Agarthha=უხილავი სამყარო და ციტატას იოანეს სახარები-
დან, რომელსაც სხვა ციტატა მოსდევს, სანსკრიტული ასოებით რუმი-
ნულ ენაზე დაწერილი დოქტორ ზერლენდის აღსარებები და მისი სა-
იდუმლო გამოცდილებები 1908 წლის 10 იანვრიდან დღემდე. მთხრო-

10
ბელის ემოციებს საზღვარი აღარ აქვს, მაგრამ ისიც „წყდება” ახალი
„ვულგარული” ვერსიით, რომელსაც მოსამსახურე უამბობს და ოჯახის
დრამას გლეხური, ფოლკლორული ან მართლმადიდებლური, ეკლე-
სიური ენით აღუწერს: „ის არავის უნახავს მკვდარი, მაგრამ ამ უკიდე-
განო სამყაროში დაიღუპა უკვალოდ, სანთლისა და საკმევლის გარე-
შე...” მთხრობელი რვეულს იპარავს და მიდის, რომ სახლში მშვიდად
წაიკითხოს.
დოქტორ ზერლენდის საიდუმლო აქ იწყება. ის მოგვითხრობს სუნ-
თქვის კონტროლის სავარჯიშოებზე, რომლებსაც პატანჯალის იოგას
მიხედვით აკეთებს. ამ სავარჯიშოებს რა თქმა უნდა, მირჩა ელიადეც
იცნობს. როგორც მიღწევებს, ასევე სირთულეებსაც. ეს ოცი გვერდი
ფაქტობრივად ელიადეს კომენტარს წარმოადგენს ამ ტექნიკებთან
დაკავშირებით და ყველაფერი იმდენად უშუალოდაა აღწერილი, რომ
მართლაც საკუთარი გამოცდილების შედეგად დაწერილს ჰგავს. ნეტა
მართლა ასე იყო? რთულია პასუხის გაცემა, ელიადეს ამ პირადი მცდე-
ლობების შესახებ არასოდეს მოუყოლია და მხოლოდ მეცნიერულ შე-
ნიშვნებს აკეთებდა სხვათა მონაყოლთან მიმართებაში. ზერლენდი
ამხელს, როგორ მიაღწია ცნობიერების უწყვეტობას ძილში, შემდგომ
კი აღნიშნავს, რომ რაღაცაზე ფიქრის დროს შეუძლია უეცრად ის რა-
ღაც ისე დაინახოს, თითქოს მართლაც მის თვალწინ იყოს, შეუძლია კა-
ტალეფსიის მდგომარეობაში შევიდეს, სხეული გაშეშებული დარჩეს,
მაგრამ ცნობიერებას ნაწილობრივ ეღვიძოს. აქაა ვინმე ჟ.ე.-ს გამოც-
დილებებიც, რომლებსაც ჰონიგბერგერი შამბალას ქვეყნის არსებობის
შესახებ უმხელს სადღაც ჩრდილოეთ ინდოეთში. ჰონიგბერგერი იქ
გახლდათ, მაგრამ უფლება მისცეს ყოველდღიურობას დაბრუნებოდა,
დასავლეთში რამდენიმე საინიციატივო ცენტრი აემოქმედებინა, რომ-
ლებიც შუა
საუკუნეებიდან მოყოლებული „ხავსდებოდა”... ეჭვგარეშეა, არ
იცოდა, როგორ შეესრულებინა მისია ან უბრალოდ, თავიდანვე არ მო-
ეკიდა სათანადოდ და ამიტომაც იყო მისი გარდაცვალება ასეთი იდუ-
მალი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დოქტორ ჰონიგბერგერის სა-

11
იდუმლოება, მაგრამ ის, რასაც შემდგომ ვკითხულობთ, დოქტორ ზერ-
ლენდის საიდუმლოებაა.
უეცრად, ელიადე ჩნდება და გვიყვება, როგორ ეძებდა იმ მითიურ
სამყაროს მაშინ, როდესაც დასგუპტამ აიძულა, მაიტრეი მიეტოვებინა.
ის ტიბეტის საზღვარზე თავისი ქოხიდან ცდილობდა შამბალასკენ
გზისთვის მიეგნო: „მაგრამ, ბედად მიწერია, ვერასდროს ჩავწვდე ამ
საიდუმლოს და სიკვდილამდე ვატარო ის ჩემს მელანქოლიურ ოცნე-
ბებში...” ეს აღიარებაა VII თავიდან, რომელიც ფორმალურად ნოვე-
ლის მთხრობელს ეკუთვნის, მაგრამ ხომ არ არის ეს მირჩა ელიადეს
ხმა? „მოგონებებში” ამ მხრივ არის რამდენიმე საკმაოდ ბუნდოვანი
მინიშნება[12], მაგრამ მისი ეს მცდელობა არ მეჩვენება შეუძლებელი
იმ დრამის გათვალისწინებით, რომლის გადატანაც მაიტრეისთან იძუ-
ლებით განშორებისას მოუხდა. ხომ არ გვიზიარებს მთხრობელი იმას,
რის აღიარებასაც მემუარისტი ელიადე ვერ ბედავს? თუ ეს ასეა, მირჩა
ელიადეს პიროვნება მთხრობელის მრავალ როლში და განსხვავებუ-
ლი სახის თხრობაში იქნებ სწორედ იმიტომ გარდაისახა, რომ როგორც
მწერალს გაემხილა ის, რასაც როგორც აღმოსავლეთმცოდნე ან რე-
ლიგიის ისტორიკოსი ვერ გაგვიმხელდა? ამ შემთხვევაში, გამოდის,
რომ ლიტერატორი მისთვის ყველაზე უფრო თავისუფალი როლი იყო
მათ შორის, რასაც პოლიტიკურ, კულტურულ თუ პირად ცხოვრებაში
თამაშობდა. ან სულაც ყველაფერი პირიქით იყო? შეიძლება წარმო-
ვიდგინოთ, რომ ელიადემ ეს გამოგონილი როლები მხოლოდ იმიტომ
ითამაშა, რომ სინამდვილეში მათი თამაში არ შეეძლო ან არ უნდოდა?
სწორი პასუხი ამ კითხვაზე არასოდეს გვეცოდინება. ისევე, როგორც
ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, მხატვრული ლიტერატურის
აღიარებები ყოველთვის გაურკვეველია და რთულია შეაფასო მათში
სინამდვილის წილი.
თუმცა, ჩვენს დისკუსიას თუ დავუბრუნდებით, მთელი სიტუაცია სა-
ვარაუდო არსის ახალ განზომილებებს იძენს. შესაძლოა, ელიადე მისი
პერსონაჟის ნიღაბს მიღმა ზერლენდისა და იქნებ ჰონიგბერგერის
წარმატებასაც მისტირის. მათ მოახერხეს ის, რაც თავად სურდა, მაგ-
რამ ვერ მიაღწია: შამბალაში შეღწევა. ამ შემთხვევაში ის ყოველ-

12
დღიური რეალობის შეგრძნების დაკარგვას ზერლენდისთან და შეიძ-
ლება ჰონიგბერგერთან აღიქვამს არა როგორც დანაკარგს, არამედ –
შენაძენს; კერძოდ, ადამიანური არსების ზღვარს მიღმა გაღწევის წარ-
მატებას. თუ ეს დაშვება მართალია (მაგრამ არასოდეს გვეცოდინება
იდეალური პასუხი, რადგან დაშვება მომდინარეობს ელიადეს მხატ-
ვრული ლიტერატურიდან და არა მეცნიერული, ავტობიოგრაფიული
წყაროებიდან, რომლებიც სიმართლის გასარკვევად, შეიძლება სან-
დოდ მივიჩნიოთ), ეს იმას ნიშნავს, რომ ჰონიგბერგერი, ისევე როგორც
ზერლენდი (ითვლებიან) გამარჯვებულებად თავიანთ გარჯაში, რაც
ელიადეს მარცხის საპირისპიროა! ისევე როგორც ტიბეტში ვერ მო-
ახერხა გარდასახვა ადამიანური მდგომარეობიდან, როგორც „მოგო-
ნებებში” მოგვითხრობს, ასევე ვერ ახერხებს ახლა ბუქარესტში – ტიბე-
ტიდან მიწიერ სამყაროში – დაბრუნებას, რათა გახდეს ის, ვინც მისი
აზრით, მაშინ უნდა ყოფილიყო, კერძოდ კი – რუმინელი მწერალი. ახ-
ლა, 1940 წელს, როდესაც მოთხრობას წერს, ბუქარესტიდან მიდის,
რადგან ვერ ახერხებს მოერგოს მაშინდელ ახალ პოლიტიკურ სამყა-
როს,
მიუხედავად იმისა, რომ გახდა მნიშვნელოვანი რუმინელი მწერა-
ლი. მიდის იმიტომ რომ არ შეეძლო იმ მიწიერ სამყაროში ცხოვრება.
1940 წელს ლონდონში მიემგზავრება და ეჩვენება, რომ ეს გამოსავა-
ლია, ისევე როგორც ტიბეტი – კალკუტიდან წამოსულს. მაგრამ მალე
იქიდან ლისაბონში, შემდგომ პარიზში და ბოლოს ჩიკაგოში მიდის,
მაგრამ არა როგორც ბერი, როგორც იოგი ან წმინდანი და აღარც შამ-
ბალასკენ მიმავალ გზას ეძებს, რამდენადაც ეს ჩვენთვის ცნობილია,
არამედ მხოლოდ წერს ამ გზის შესახებ. ხდება მეცნიერი, რომელიც
მწერლის როლს თამაშობს, მაგრამ ცხოვრობს როგორც საერო ბერი
და იცის, რომ ამ ცხოვრებიდან ვერაფერი, დედამიწის ზურგზე ვერაფე-
რი უახლოვდება შამბალას. იქნებ ეს არის მირჩა ელიადეს საიდუმლო,
რომელიც წერისას ხან როგორც ჰონიგბერგერის, ხანაც, როგორც ზერ-
ლენდის საიდუმლო ისე შენიღბა? ორივე კარგად გამოუვიდა, მაგრამ
ნარატიულად, ორივე სუფთად გამოგონილი და წარმოსახვითია. ინ-

13
დოეთიდან წასვლას, რაღაც გაგებით ეხმიანება მისი მომავალი წას-
ვლა რუმინეთიდანაც.
გამოდის, რომ ნოველაში სამი საიდუმლოა: ჰონიგბერგერის, რო-
მელმაც შამბალამდე მიაღწია, ზერლენდის, რომელიც იმავე მიმართუ-
ლებით წავიდა და მთხრობელის, რომელიც არც კი ცდილობს წასვლას
და მხოლოდ აცნობიერებს, თუ რა შეძლო დანარჩენმა ორმა. შესაძ-
ლოა ნოველას იმიტომ ჰქვია „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო”,
რომ მხოლოდ მან შეძლო შამბალამდე მისვლა და შემდეგ უკან დაბ-
რუნება, თუმცა, დედამიწაზე მეორე ცხოვრებისას ნიჭი დაკარგა. ზერ-
ლენდი მხოლოდ გაემართა შამბალასკენ და ამით დამთავრდა, ხოლო
მთხრობელი არც ცდილობს, მაგრამ აქვს ნიჭი გაგვიმხილოს რა გადახ-
და დანარჩენ ორს: „მე პირადად შევაგროვე მსგავსი ნაშრომების საკ-
მაოდ ძვირფასი კოლექცია, უმრავლესობა დაწერილია ალეგორიულ
სტილში, მაგრამ ჩემთვის მაინც საიდუმლოდ დარჩა. მხოლოდ სიკ-
ვდილი შეგვაძლებინებს რომელიმე ჩვენგანს ამ პრობლემის ამოხ-
სნას”. ასე მთავრდება ნოველის ეს საკვანძო თავი.
ნოველის ბოლო, X თავში მთხრობელი ამბობს, რომ კითხვის „მესა-
მე დღეს” ქალბატონ ზერლენდის სახლში მიაკითხა, მაგრამ მხოლოდ
მოსამსახურე დახვდა, რომელმაც არაფერი იცოდა. მთხრობელი „ნათ-
ხოვარ” რვეულზე არაფერს ამბობს. მოგვიანებით, 1935 წლის თებერ-
ვალში, სმარანდას, ქალბატონი ზერლენდის ქალიშვილს პოულობს,
რომელიც ვეღარ ცნობს და ეუბნება, რომ ომის დასასრულს ბიბლიო-
თეკის წიგნები მიმოიფანტა. გამოჩნდება ქალბატონი ზერლენდიც,
თან ბავშვი ახლავს და ვერც ის ცნობს მთხრობელს. ეუბნება, რომ „ბიბ-
ლიოთეკა მიიყიდ-მოიყიდა დაახლოებით ოცი წლის წინ...” და მოსამ-
სახურე 15 წლის წინ გარდაიცვალა. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე ქუ-
ჩაზე ჩავლისას მთხრობელი ხედავს, რომ სახლებს ანგრევენ. „ქუჩაში
დიდხანს ვხეტიალობდი, სანამ თავი არ დამიცხრა, ყველაფერი თავის
ადგილზე არ დალაგდა, სანამ ნათლად არ წარმოვიდგინე ეს ჭკუის-
შემშლელი შემთხვევა. გული ვერავის გადავუშალე, ვერ გავბედე. არც
ამ მოთხრობაში ჩავრთავ აღსარებას. ცხოვრებაში ისედაც ბევრი გან-
საცდელის გადატანა მომიხდა იმ საიდუმლოსთან მიახლოებისთვის,

14
რომლის კვლევაც ქალბატონმა ზერლენდიმ მაიძულა, თანაც დოქტო-
რის უნებართვოდ...”, გვეუბნება მთხრობელი ნოველის ბოლო გვერ-
დზე.
2.2. კრიტიკული ანალიზი
საინტერესოა, რომ აღნიშნულ რვეულზე მართლაც მეტი აღარაფე-
რია ნათქვამი. ძალაუნებურად ისმის კითხვა: არსებობდა კი ეს რვე-
ული სინამდვილეში? მაშინვე ვამჩნევთ კონტრასტს 1910 წლის 12 სექ-
ტემბრის თარიღსა და მოგვიანებით აღნიშნულ თარიღს, 1935 წლის
თებერვალს შორის. მთხრობელი შოკშია, როდესაც მასპინძლების
დროის შესახებ გაიგებს და ვერ აცნობიერებს, რომ თავადაც თხრობა-
ში 25 წელს გადაახტა!!! ამდენი შეუსაბამობის შემდეგ საკუთარ თავს
ვეკითხებით, უნდა ვენდოთ კი მთხრობელს ბოლომდე? ასე დავუშვით
თავიდანვე, ვინაიდან ეს არის თხრობის ჩვეული, რეალისტური წესი,
რომლის მიხედვითაც ყველანი აღვიზარდეთ. მაგრამ არის კი ეს ამგვა-
რი თხრობა? მაშინ, როდესაც მთხრობელი გაკვირვებული აღმოაჩენს
შეუსაბამობებს, ჩვენ ამ განცვიფრებაში ვხედავთ ერთგვარ დასტურს
იმისა, რომ ავტორის გადმოსახედიდან მისი მონათხრობი უნდა შეესა-
ბამებოდეს ფაქტებს. მხოლოდ ახლაღა ვსვამთ კითხვას, მართლა
ასეა ეს თუ არა. ნებისმიერი მთხრობელი ჰყვება რაიმეს საკუთარი ხედ-
ვიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის ცხადი
არაა. აქ ის მართლაც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება და
თხრობა ისე ბუნებრივად მიედინება, რომ თითქოს ყველაფერი სწო-
რედ ისე მოხდა, როგორც გადმოგვცემს. მხოლოდ ბოლოს, მთხრობე-
ლივით განცვიფრებულნი ვეკითხებით ჩვენს თავს, რა მოხდა სინამ-
დვილეში. მოვლენების უცნაურობა დამალულ, მოუთხრობელ, არსზე
მიგვითითებს და შენიშვნა: „ცხოვრებაში ისედაც ბევრი განსაცდელის
გადატანა მომიხდა იმ საიდუმლოსთან მიახლოებისთვის” გვაფიქრე-
ბინებს, რომ ნათქვამის მიღმა კიდევ რჩება რაღაც უთქმელი; მაგრამ
მაინც რა?
თუ I თავს დავუბრუნდებით, ვამჩნევთ, რომ ნოველა „1934 წლის შე-
მოდგომას” დაიწყო, როდესაც ქალბატონი ზერლენდის წერილის მი-
ღების შემდეგ მთხრობელი მითითებულ მისამართზე მიდის „მოსაღა-

15
მოვებულზე”, ანუ 1934 წელს. X თავში ქალბატონი ზერლენდის შესახებ
რაიმე ახლის გაგების რამდენიმე ამაო მცდელობის შემდგომ, მისი მე-
უღლის ჩანაწერების წაკითხვიდან „მესამე დღეს” მთხრობელი მის
სახლში მხოლოდ „1935 წლის თებერვლის ბოლოს” შენიშნავს მოძრა-
ობას. როგორც იქნა, მოახერხებს მასთან შეხვედრას, მაგრამ ის ვერ
იცნობს და საუბრის გაგრძელებას არ მოინდომებს. მეტიც, აღნიშნავს,
რომ მისი ნათქვამით განცვიფრებულია და რომ ქმრის გარდაცვალე-
ბიდან 25 წელი გავიდა, „ბიბლიოთეკა აღარ არსებობს, ომს შეეწირა...
მიიყიდ-მოიყიდა დაახლოებით ოცი წლის წინ...”, ანუ ჩვენ გვესმის ასე:
თუ თავდაპირველ მითითებას მივყვებით 1934 წელთან დაკავშირე-
ბით, გამოდის რომ ეს 1914-1915 წელს მოხდა. მთხრობელს არ შეეძლო
მისულიყო სტუმრად 1934 წელს, ისე, როგორც ამას თვითონ „აცხა-
დებს”. თუ ქალბატონი ზერლენდია მართალი, მთელი ნოველა სიცრუე
გამოდის; თუ მთხრობელია მართალი, ქალბატონი ცრუობს. ამის გადა-
საწყვეტად ერთ-ერთი ხელშესახები არგუმენტი დოქტორ ზერლენდის
რვეულია, რომელსაც მთხრობელი გვიკითხავს, მაგრამ სწორედ თარი-
ღის შესახებ აღარ გვეუბნება არაფერს. ასევე მოწვევის წერილიც, რო-
მელიც კურიერმა თავდაპირველად მიიტანა, აღარც ისაა მოხსენიებუ-
ლი. აქ მოთხრობაში გამოჩნდება ბავშვი, რომელსაც მთხრობელი იც-
ნობს სახელით „ჰანსი”. თუმცა, როდესაც ასე მიმართავს, ის მშვიდად
პასუხობს, რომ შტეფანი ჰქვია. თუ მთელი ოჯახი იტყუებოდა, ამ ბავშვს
არაფერი ეტყობა, რომ ცრუობდეს. ქალბატონი ზერლენდი წერილში,
ისევე როგორც
შეხვედრაზე მთხრობელს მიმართავს როგორც აღმოსავლეთმცოდ-
ნეს და ისიც ჩვეულებრივ პასუხობს. იქნებ რეალობის, ისტორიისა და
მხატვრული თხრობის ერთგვარი გაერთიანებისას მირჩა ელიადეს ამ
როლის თამაში 1934 წელს შეეძლო, ინდოეთიდან დაბრუნებისას, რამ-
დენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომის გამოქვეყნებიდან სამი წლის შემ-
დეგ, მაგრამ არ შეეძლო 1914-1915 წლებში, როდესაც ბიბლიოთეკა
ჯერ კიდევ არსებობდა, როგორც ქალბატონი ზერლენდი ნოველის და-
სასრულს აღნიშნავს და როდესაც ნამდვილი ელიადე მაშინ მხოლოდ
8-9 წლისა გახლდათ!

16
არსებობს დროის ორი მდინარება და მათ მიხედვით, ორი სავარაუ-
დო შინაარსი: პირველი მთხრობელს ეკუთვნის, ხოლო მეორე დანარ-
ჩენ პერსონაჟებს, რომელთაც თავ-თავიანთი ხედვის კუთხე აქვთ მო-
ნათხრობთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, არც ერთს გააჩნია გა-
დამწყვეტი არგუმენტი საკუთარი ვერსიისათვის და თითოეული ისე
ჰყვება, როგორც სანდო მთხრობელი[13], მაგრამ ორივე შემთხვევაში
მოგვიანებით წინააღმდეგობას ვაწყდებით. თხრობის დრო ორივე შემ-
თხვევაში სხვადასხვაა: ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ არცერთი იტ-
ყუება, მაგრამ ორივე მათგანის სიმართლე სხვადასხვაა. საინტერესო,
მაგრამ აქამდე ნაკლებად შესწავლილი პრობლემა (რამდენადაც ჩემ-
თვის ცნობილია) არის ელიადეს ფანტასტიკური ლიტერატურის წერი-
სა და საფრანგეთსა და აშშ-ში ნარატოლოგიის არაჩვეულებრივი გან-
ვითარების დროში თანხვედრა. რამდენად ადევნებდა თვალ-ყურს
ელიადე ამ თეორიის აღზევებას და რამდენად მოახდინა ამან მასზე
გავლენა? ამის თქმა რთულია, მაგრამ ფანტასტიკის, როგორც სალი-
ტერატურო ჟანრის აღზევება არ შეიძლება იყოს განცალკევებული იმ
ფაქტისგან, რომ ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ზოგიერთი ავტორი
„სანდო მთხრობელის” სახელით სარგებლობდა.
2.3. ფანტასტიკა
ფაქტობრივად, აქ მირჩა ელიადე აფუძნებს თხრობის ისეთ მე-
თოდს, რომელიც ნელ-ნელა მის ყველა ისეთ ნაწარმოებს შეეხება,
რომლებსაც მართლაც შეიძლება ეწოდოს „ფანტასტიკური ჟანრის ლი-
ტერატურა”, ლიტერატურა, რომელიც სხვა მახასიათებლებთან ერ-
თად აქვს ის ასპექტიც, რომ არ მისდევს თანამედროვე რეალისტური
ლიტერატურის წესებსა და ადამიანურ, ჩვეულ გამოცდილებებს, რო-
მელთა მიხედვითაც დროში ჩვენი მდებარეობა ყველასთვის ერთნა-
ირია და მისი შემოწმება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზო-
გიერთი მოვლენის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ემო-
ციური მდგომარეობის მიხედვით, ე.წ. „temps vécu de la conscience”,
რომლის შესახებაც ბერგსონი საუბრობდა, დროის განსაზღვრება მა-
ინც ორივე მხარისათვის სავსებით გასაგებია. ჩვენი მოთხრობის შემ-
თხვევაში წესები სრულიად განსხვავებულია. როგორ ავხსნით ამას?

17
ახსნის პირველ ხერხს ნოველის დასასრულს ვხედავთ, სანამ ჰანსის
მონაკვეთამდე მივალთ, რომელსაც სინამდვილეში შტეფანი ჰქვია;
მაშინ როდესაც მთხრობელი გვიტყდება (როგორც ზემოთ აღვნიშნე):
„ცხოვრებაში ისედაც ბევრი განსაცდელის გადატანა მომიხდა იმ სა-
იდუმლოსთან მიახლოებისთვის, რომლის კვლევაც ქალბატონმა ზერ-
ლენდიმ მაიძულა, თანაც დოქტორის უნებართვოდ”. ანუ ცხადია, სა-
უბარია დოქტორ ზერლენდიზე და მის მეუღლეზე. იგულისხმება, რომ
დოქტორი, შამბალადან ცდილობდა თავისი მონათხრობის უნებარ-
თვო გამოაშკარავება
შეეფერხებინა. ასეთი ჩარევა არაამქვეყნიური სამყაროდან, ერ-
თგვარი deus ex machina-ს წარმოადგენს ანტიკური ტრაგედიიდან, რო-
მელიც შეიძლება იყოს მირჩა ელიადეს მცდელობა გაამართლოს ასე-
თი, მისთვის ახალი წერის სტილი 1940 წელს, როდესაც გარე სამყარო
მის გარშემო საშინელებისკენ მიექანება და მისი საკუთარი სამყარო,
ისე რომ მან ეს არ იცის, ჩამონგრევის პირასაა ისევე როგორც „ნომერი
17 სახლი S-ის ქუჩაზე”, როგორც ეს მოთხრობის ბოლოსაა ნათქვამი.
თუმცა, ასეთი გამართლება ისეთივე სუსტი იქნებოდა, როგორც ზერ-
ლენდის ოჯახის ტყუილები, რომლებიც ბოლოს, ჰანსის, უფრო სწორად
შტეფანის ეპიზოდში გამოაშკარავდა. ანუ წინა თხრობისგან განსხვა-
ვებული ბავშვის. თუ ეს ბავშვი მართლაც სხვა იყო, მისი ოჯახიც და ის
ორი ქალბატონიც სხვები ყოფილან. არის კიდევ ერთი, ჩემი აზრით უფ-
რო საინტერესო ახსნა: მირჩა ელიადე აქ თხრობის ახალ გამოგონებას
იყენებს, ვფიქრობ, მის ლიტერატურაში - პირველად. თუ აქამდე მის შე-
მოქმედებაში რეალიზმი დომინირებდა, ახლა საქმე გვაქვს სხვა სამ-
ყაროდან ჩარევასთან ან იქნებ ეს მოხდა შემთხვევით, „თავისთავად”?
ან იქნებ პერსონაჟი რაღაცნაირად, ისტორიის სხვა მონაკვეთში „გა-
დაქროლდა” ვიდრე თავიდან იმყოფებოდა? ობიექტური დრო ირღვე-
ვა და პერსონაჟი ღია ნაპრალში გადაეშვება. აქ აღარ არის საუბარი
პერსონაჟის ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, არამედ ეს იქცევა ონტო-
ლოგიურ მოვლენად.
2.4. იქნებ...

18
ტექსტს თუ დავუბრუნდებით, მთხრობელი, მეორე გვერდზევე ამ-
ბობს: „მოსაღამოვებულზე უკვე S-ის ქუჩის ჩვიდმეტ ნომერში მდებარე
სახლთან ვიდექი”, სადაც ქალბატონ ზერლენდის ხვდება და ყველა-
ფერი იწყება. ისმის კითხვა: თუ „მოსაღამოვებულზე”, მართლაც არის
ის, რაც 1934 წლის შემოდგომის დილას მოჰყვა, როგორც ეს ნოველის
პირველ ფრაზაშია ნათქვამი, თუ მხოლოდ ასე ჩანს? ასევე, შეგვიძლია
კი ვიყოთ დარწმუნებლნი, რომ X თავის დასასრულს, პარაგრაფი, რო-
მელიც იწყება ფრაზით „1935 წლის თებერვლის ბოლოს...” დანარჩენ
ნოველასთან დროის ერთსა და იმავე განგრძობით სიბრტყეშია? ყო-
ველ შემთხვევაში, მთხრობელი ორივეს ასე წარგვიდგენს. მაგრამ ამ-
ბობს კი ის სიმართლეს, ისე როგორც ეს რეალისტური ლიტერატურის
მთხრობელებს სჩვევიათ? რა იგულისხმება ნოველის ლოგიკის, მისი
„რეალობის” მიხედვით? ყველაფერი, რაც ამ თარიღებს შორის ხდება
მთხრობელისთვის უწყვეტ დროს წარმოადგენს, რომელიც ქალბატონ
ზერლენდისაც მოიცავს და მის ძველ ბიბლიოთეკაში დოქტორ ზერ-
ლენდის საიდუმლო ხელნაწერის კითხვასაც; მაგრამ მთხრობელი
ცდება თუ ის შეცდომაში შეჰყავთ? თუ ეს მოვლენები არა 1934-1935
წლებში, არამედ 20 წლით ადრე მოხდა, 1914-1915 წლებში, როდესაც
დოქტორი ზერლენდი გარდაიცვალა (ან გაქრა!), ბიბლიოთეკა 1915
წელს „მიიყიდ-მოიყიდა” და მისი უკანასკნელი წიგნები ომის შემდეგ,
ანუ 1918 წელს გაქრა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, იქნებ მთხრობელი არ
ცხოვრობდა მის მიერ თხრობით გადმოცემულ დროში (1934-1935
წლებში), არამედ ცხოვრობდა იმ დროში, რომლის შესახებაც მოგვით-
ხრობდა ანუ 1914-1915 წლებში? იქნებ ის ისტორიული დროიდან წარ-
სული მოვლენების დროში ისე „გადავარდა”, რომ ვერ მიხვდა? იქნებ
დოქტორ ზერლენდის დღიური სინამდვილეში არ არსებობს და
მთხრობელს მხოლოდ დაესიზმრა ან წარმოიდგინა, რომ კითხულობ-
და ან სულაც გამოიგონა, როგორც ნამდვილი მოვლენები და სინამ-
დვილეში უბრალოდ
წაიკითხა, რომ არსებობდა, ისე როგორც ჰონიგბერგერი? ეს სხვა-
თა შორის იმასაც ახსნიდა, თუ რატომ ჰქვია ნოველას „დოქტორ ჰონიგ-
ბერგერის საიდუმლო” და არა „დოქტორ ზერლენდის საიდუმლო”,

19
რომლის შესახებაც მთელი ტექსტის განმავლობაში საუბრობს! იქნებ
დოქტორ ზერლენდის დღიური იმიტომ კი აღარ არის ნახსენები ქალ-
ბატონ ზერლენდისთან მისვლის შემდეგ, რომ ელიადეს „დაავიწყდა
მის შესახებ”, არამედ იმიტომ, რომ სინამდვილეში არ არსებობს „ნამ-
დვილი” სამყარო მოთხრობიდან, ანუ 1934-1935 წლები და ეს მხოლოდ
მთხრობელის წარმოსახვის ნაყოფია იქიდან გამომდინარე, რაც მან,
როგორც აღმოსავლეთმცოდნემ წაიკითხა? ჰოდა, იქნებ ზერლენდების
ოჯახი არ ტყუის და, უბრალოდ, მთხრობელი შეიშალა? თუ დაშვებე-
ბით კიდევ უფრო შორს წავალთ, იქნებ არც არაფერი არსებობდა სი-
ნამდვილეში და, უბრალოდ, მირჩა ელიადე ბუქარესტიდან ლონდონ-
ში გარდაუვალი წასვლის წინ შუა ომში იგონებს ამ ამბავს, რათა რე-
ალობას სხვა სამყაროში გაექცეს, სადაც არც ჰონიგბერგერი ყოფილა
და არც ზერლენდი და მას, უბრალოდ, სურდა მსოფლიო ომის საშინე-
ლებას გაქცეოდა, რომელიც უკვე რუმინეთსაც უახლოვდებოდა? ეს
ხომ ისევ თავისი ქვეყნიდან წასვლას გულისხმობდა უცხო სამყაროში,
საიდანაც შიშობდა, რომ ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა, ისე როგორც
1931 წელს დაბრუნდა ინდოეთიდან ბუქარესტში. იქნებ ეს მეორე, უეცა-
რი, გაუთვალისწინებელი, en catastrophe (როგორც ფრანგები იტყოდ-
ნენ) მიტოვება (განსაკუთრებით) ლიტერატურული სიტუაციისა, რომე-
ლიც ცოტა ხნით ადრე სტაბილური ეჩვენებოდა, იმდენად ამშვიდებს,
რომ მასში სხვა სამყაროდან „ნიშანს” ხედავს, რომ მისი ცხოვრების
გარდამტეხ დროს საკუთარი თავის ახლიდან გამოგონება მოუწევს გა-
დარჩენისთვის? შეიძლება მას უნდა შამბალადან გამოიხმოს რაღაც
გარკვეული ნიშნები, რომლებიც ჩვენს სამყაროში მოვლენების ფუნდა-
მენტურ სვლას შეცვლის, რადგან არ იცის, რომ კიდევ არსებობს ადა-
მიანური ლოგიკა, რომლის ახსნაც შეიძლება?! ინდოეთში სჯეროდა,
რომ იქიდან „უნდა” წამოსულიყო რუმინეთში რომ, როგორც თვითონ
ამბობდა, რუმინელი მწერალი გამხდარიყო, ახლა, ათი წლის შემდეგ
კი, არ იცოდა, რომ რუმინეთიდან უნდა წასულიყო, რათა საერთაშორი-
სო მწერალი და მოაზროვნე გამხდარიყო. შეიძლება გზავნილი შამბა-
ლადან იყო, გზავნილი მისი ქვეცნობიერიდან.
2.5. იდენტობა: idem versus ipse

20
კიდევ არის განსახილველი იდენტობის ერთი ასპექტი, ის, რომე-
ლიც მირჩა ელიადეს დიდმა მეგობარმა, კერძოდ, პოლ რიკერმა გაა-
ანალიზა. ის განასხვავებს idem და ipse ტიპის იდენტობებს, რომლებ-
საც ლათინური ტერმინებით გამოთქვამს. პირველი გულისხმობს დრო-
ში გარკვეულ მუდმივს; რაღაცას, რაც დროის მსვლელობის მიუხედა-
ვად მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება. ხოლო ipse საკუთარი თავის შე-
ნარჩუნებას ნიშნავს (le maintien de soi, როგორც რიკერი ამბობს), იყო
თანხვედრაში საკუთარ თავთან, შეინარჩუნო საკუთარი თავი, იყო სა-
კუთარი თავის ერთგული. ის ასევე საუბრობს მხატვრულ იდენტობაზე,
რომელსაც წერის დროს ამა თუ იმ ფორმით შეიძენ, ისე რომ შეიქმნას
სახე (მეტ-ნაკლებად) ახლოს საკუთარ თავთან. რიკერმა გააანალიზა
ზოგიერთი მატერიალურად არარსებულის, მხატვრული არსებობა. არ
მინდა ძალიან დავიკარგო დეტალებში, მაგრამ მჯერა, რომ მისი თე-
ორიული დებულებები ძალიან კარგად ახასიათებს ფანტასტიკური
ლიტერატურის იმ სახეობას, რომელიც ელიადემ წამოიწყო და
რომელმაც მისი მომავალი ლიტერატურული შემოქმედების დიდი
ნაწილი განსაზღვრა. რეალური სამყაროს დამსხვრევა ან იქნებ მხო-
ლოდ შთაბეჭდილება, რომ ის შეიცვალა სხვა სამყაროდან ჩარევის შე-
დეგად; ეს მიდგომა ამიერიდან ელიადესთვის განმსაზღვრელი ხდება,
განსაკუთრებით კი მისი ნოველებისა და მოთხრობებისთვის, სწორედ
როგორც მხატვრული ლიტერატურის განმეორებადი სახე, რომელიც
წინ უსწრებს და ამავე დროს ხსნის ობიექტური სამყაროს დრამებს და
ქმნის თავად ელიადეს ipse იდენტობას, რომელიც მასაც განსაზ-
ღვრავს[14]. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელიადე ასეთი ტიპის ლი-
ტერატურასა და მხატვრულ იდენტობას ქმნის მაშინ, როდესაც რუმი-
ნულ სამყაროს მეორედ ემშვიდობება, თითქოს გრძნობს, რომ ამჯე-
რად ეს წასვლა სამუდამო იქნება და ისეთ სამყაროში შეაბიჯებს, რო-
მელსაც არ იცნობს (კარგად), კერძოდ ლონდონში, ლისაბონში, პარიზ-
სა და საბოლოოდ ჩიკაგოში. „ფანტასტიკის” დახმარებით ის ამ ახალ,
უცნობ სამყაროებს ადამიანურად ადვილად მისაღებ, მხატვრულ,
შთამბეჭდავ ქმნილებებადაც კი აქცევს. მსგავსია სიტუაცია რუმინეთ-
თან დაკავშირებითაც, რომელიც მის მომავალ ფანტასტიკურ მოთ-

21
ხრობებში ფიგურირებს; რუმინეთი, სადაც ომის შემდგომ კომუნიზმი
შეიჭრა და ამ რეალობაში შესვლა ელიადემ არ ისურვა. ამის ნაცვლად
მის მიერ შექმნილი სახე ამჯობინა, რომელიც რეალობისგან შორს იყო
და შეიძლება მას Românie idem ვუწოდოთ, როგორც შთამბეჭდავ, შე-
საძლო ალტერნატივას და არის მეორე, „მუდმივი” რუმინეთი, რომე-
ლიც შეიძლება იყოს Românie ipse.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ნოველა მირჩა ელიადეს შემოქმე-
დებაში ე.წ. ფანტასტიკური ლიტერატურის დასაწყისია, რომელშიც რე-
ალობა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ჩვენ ამას ვართ მიჩვეულ-
ნი, არამედ სულ სხვაგვარი ელფერი დაჰკრავს, მაგრამ არანაკლებ
შთამბეჭდავ ფორმებს იღებს.

22
3. ღამეები სერამპორში
როგორც თავად ელიადე „მოგონებებში”[15] ჰყვება, „დოქტორ ჰო-
ნიგბერგერის საიდუმლოს” ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე, რედაქ-
ტორმა სთხოვა „კიდევ დაეწერა რაიმე იმავე ტიპის”, რათა ერთ ტო-
მად გამოეცათ. „ღამეები სერამპორში” წინა ნოველის მოდელის მი-
ხედვით დაიწერა. ეს მოდელი წარმატების ფორმულად განიხილებო-
და. დაკვირვების შედეგად აშკარა ხდება ელიადესთვის „განმეორება-
დი ლიტერატურული მექანიზმის” არსებობა, რომელიც საზოგადოებას
მოსწონს. აქ საუბარია უცნობი და ყოვლისშემძლე ძალების ჩარევაზე,
რომელთაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა ad libitum ისე შეუძლიათ, რომ
ადამიანს არა მხოლოდ შეწინააღმდეგება, არამედ გაგებაც კი უჭირს,
რასთან აქვს საქმე. ასე ხდება ელიადეს ამ ორივე ნოველაში; თუმცა,
ამ მოთხრობის ფორმულა წინა მოთხრობისას იდენტურად როდი ემ-
თხვევა. იქ, სავარაუდოდ ზერლენდი იწვევს მთხრობელის სხვა დროში
გადასროლას, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარება თავიდან აი-
ცილოს, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე აღწერა რვეულში ყველაფე-
რი დაწვრილებით. ხოლო აქ, სურენ ბოსე, ტანტრას სპეციალისტი (იო-
გას ტექნიკა, რომლის შესახებაც ელიადე რელიგიის ისტორიის სხვა-
დასხვა წიგნებში წერდა პარიზში ომის შემდგომ) აშკარად განზრახ გა-
დაისვრის მთხრობელს და მის მეგობრებს ისტორიულად სხვა დროში,
რათა თავისი აწმყოს ქმედებები დამალოს. მთხრობელი, კალკუტაში
იოგას სტუდენტია და აშკარად ელიადეს ავტოპორტრეტს წარმოად-
გენს, როგორც IV თავის დასაწყისშია ნათქვამი: „სულ რაღაც ორი წელი
იყო, რაც ინდოეთში ვიმყოფებოდი”, როგორც ჩანს, მოქმედება 1931
წელს ხდება. სამი ევროპელი მანქანით მესამე ევროპელის, ბაჯას ბუნ-
გალოში დადის; სადღაც სერამპორში, დედაქალაქთან ახლოს:
ელიადე, რუსი, მასავით მართლმადიდებელი ბოგდანოვი (როგორც
ამას ელიადე აღნიშნავს) და ჰოლანდიელი, დედით კათოლიკე და მა-
მით პროტესტანტი ვან მანენი; ორივე აღმოსავლეთმცოდნე კალკუტა-
ში ცხოვრობს (დღეს კოლკატა), მაშინდელი ბრიტანული ინდოეთის
დედაქალაქში. ყველა იდეალურადაა ადაპტირებული ინდოეთთან,
23
საუბრობენ თანამედროვე და კლასიკურ ენებზე; მხოლოდ ბოგდანოვი
იტანჯება, როგორც ელიადე აღნიშნავს, ნოსტალგიით. ბაჯასთან ერთ-
ერთი სტუმრობისას გზაში უნივერსიტეტის პროფესორს, სურენ ბოსეს
ხვდებიან, რომელზეც ფიქრობენ, რომ ოკულტიზმს მისდევს. ერთმანე-
თის დანახვას არ იმჩნევენ. ვან მანენი, რომელიც იქაურობას ყველაზე
კარგად იცნობს, მეგობრებს ურჩევს, ამ კაცს ერიდონ. უნდათ ღამით
კალკუტაში დაბრუნდნენ. მანქანით მიდიან და უცნობ ადგილას აღ-
მოჩნდებიან, ჰგონიათ, რომ გზა აებნათ მიუხედავად იმისა, რომ დედა-
ქალაქამდე ერთადერთი გზა არსებობს; მერე ესმით ქალის საშინელი
კივილი, მანქანიდან გადმოდიან, თავგზა ისევ ერევათ და ძალიან
ძველ სახლთან აღმოჩნდებიან, სადაც ერთ მოხუცს, ნილამვარა დასას
შეხვდებიან, რომელიც მოკლულ ახალგაზრდა ქალს გლოვობს. სტუმ-
რად დარჩენაზე უარს ამბობენ და მთავარ გზაზე დაბრუნებას ცდილო-
ბენ, მაგრამ ვეღარაფერს პოულობენ და ტყეში, ლეთარგიის საშინელ
მდგომარეობაში ეძინებათ. მხოლოდ დილას, გაღვიძების შემდეგ
ხვდებიან, რომ ბაჯას სახლთან ახლოს ყოფილან და ბრუნდებიან.
მძღოლს შავ დღეს აყრიან მათი ტყეში მიტოვებისთვის, როგორც თვი-
თონ სჯერათ, მაგრამ მძღოლიც და იქ მყოფი სხვა ადამიანებიც გან-
ცვიფრებულები ამტკიცებენ, რომ მანქანა ადგილიდან არ დაძრულა
მთელი ღამის განმავლობაში და სამი მეგობარი თავად დაიკარგა ტყე-
ში ფეხით სეირნობისას. ბაჯასთან და შემდგომ თავებში სხვა
ადგილობრივ ევროპელებთან საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ სამი
მეგობარი 150 წლის წინ მომხდარი დრამის მომსწრე გახდა, როდესაც
ერთმა მუსულმანმა დასას ცოლი მოკლა. მათი სხვა დროში „გადავარ-
დნა” ბოსეს ნამოქმედარი იყო, არ უნდოდა მისი მედიტაციისთვის ხე-
ლი შეეშალათ და მათი აწმყოში დაბრუნებაც მაშინ გადაწყვიტა, რო-
დესაც მისთვის საფრთხემ გადაიარა. მოგვიანებით, ჰიმალაიში, რიში-
კეშში ჩასული ელიადე ტანტრას ერთ-ერთ სპეციალისტს და სინამდვი-
ლეშიც ბრძენ ფილოსოფოსს (როგორც მის შესახებ „მოგონებებში”[16]
წერს), სვამი შივანანდას ახსნას სთხოვს. ის უდასტურებს სივრცისა და
დროის ფარდობითობას და იმისათვის, რომ დაარწმუნოს, მისი დაჟი-
ნებული წინააღმდეგობის მიუხედავად ნილამვარას სამყაროში მე-

24
ორეჯერ გადაიყვანს. ელიადე ყვირის: „გამაღვიძე! ამას მეორედ ვე-
ღარ გადავიტან!...” და მართლაც თავისი ქოხის წინ იღვიძებს. შემ-
დგომ ვკითხულობთ ნოველის ბოლო ფრაზას: „განგის მწვანე წყლები
მომეჩვენა უზომოდ კეთილი, შეუდარებლად გამჭვირვალე და დამამ-
შვიდებელი”.
მათი ზემოთ ხსენებული დისკუსია ტიპური დისკუსიაა დასავლეთის
რაციონალურ ფილოსოფიაზე აღზრდილ, მაგრამ ტანტრათი დაინტე-
რესებულ ევროპელსა და იოგს შორის. ელიადეს მართალია ესმის ბო-
სეს ჩარევა, მაგრამ აცვიფრებს ტყეში დაკარგულების დატოვებული
ნაფეხურები. მიუხედავად იმისა, რომ როგორც გაირკვა, თავდაპირვე-
ლი სამყოფელი, ბაჯას სახლი არ დაუტოვებიათ. ასევე აოცებს, რომ
დასას ესაუბრნენ და მანაც არქაულ ბენგალურ ენაზე უპასუხა. გამო-
დის, რომ მხოლოდ ამ სამის გამოსახულება კი არ იყო მექანიკურად
წარსულში გადატანილი, არამედ მათ წარსული შეცვალეს; როგორც
ამას ელიადე რაციონალური მსჯელობის შედეგად ასკვნის! ნებისმიერ
შემთხვევაში, მათი წარსულში გადასროლა „იყო არა სასწაული, არა-
მედ დაბალი და დემონური ბუნების მაგიური ძალების თამაში”. არგუ-
მენტები ლოგიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შივანანდა
ღიმილით პასუხობს და ეუბნება, რომ ის „დეტექტივივით” მსჯელობს,
რაციონალურად და ეს მცდარია, რადგან „შენ რეალობის შეფასებას
აძლევ მოვლენებს; არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოვლენები წარსულისაა,
აწმყოსი თუ მომავლის. იცოდე, ჩვენს სამყაროში ერთი მოვლენაც კი
არ არის რეალური, ჩემო ძვირფასო. ყველაფერი, რაც ამ კოსმოსში
ხდება, ილუზიაა” (ბოლო თავი, დასასრულისკენ). შემდგომ მოდის ერ-
თგვარი გამოცდა: ის დასას ისტორიულ დროში გადაისვრის ელიადეს,
ისე როგორც ზემოთ აღვნიშნე. რადგან ნოველა ასე მთავრდება, ვუშ-
ვებთ, რომ დასავლელ ელიადეს აღარ ჰქონდა არანაირი არგუმენტი
და ძალაუნებურად მიიღო ტანტრას სრული რელატივიზმი.
არის ეს ნოველა ჩვენი დისკუსიის კონტექსტში ლიტერატურული
ფანტასტიკის ნიმუში? უფრო ვიტყოდი, რომ იწყება როგორც ასეთი,
მაგრამ გრძელდება როგორც ფილოსოფიური მსჯელობა; პირველი ნა-
წილის ფანტასტიკა თითქოს გამყარებულია იოგასეული მაგალითით,

25
ისევე როგორც წინა ნოველა, როგორც ეს შესაძლოა ბუქარესტელ გა-
მომცემელს სურდა. ფანტასტიკა ამგვარად ახსნილია, როგორც ვინმეს
ჩარევით გამოწვეული შესაძლებლობა – „გადავარდე” აწმყოსგან გან-
სხვავებულ დროსა და სივრცეში. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ორივე ნო-
ველაში მომხდარი მოვლენები შეიძლება აიხსნას. პირველი – დოქ-
ტორ ზერლენდის (ან იქნებ ჰონიგბერგერის) სავარაუდო ჩარევით, ხო-
ლო მეორე – ბოსესა და შივანანდას „თვალსაჩინო”, აშკარა შუამავ-
ლობით. ვინაიდან ონტოლოგიური ცვლილების მოქმედი პირი ცნობი-
ლია,
ფანტასტიკა რაღაცნაირად ახსნილია მიზეზ-შედეგობრივად, რაც
მაინც რჩება ერთგვარი რაციონალური ხედვა მომხდართან დაკავში-
რებით მიუხედავად იმისა, რომ აქ „სხვა” რაციონალურობა ერთვება
და არა ადამიანთათვის საყოველთაოდ ცნობილი. როგორც ცვეტან
ტოდოროვის კლასიკიდან, Introduction à la littérature fantastique-დან
(Paris, Seuil, 1970) ვიცით, „ფანტასტიკის ელემენტი” ლიტერატურაში
სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც მკითხველი მოულოდნელი ფაქტების
ახსნისას მერყეობს და რომელსაც ისე ეჩეხება, როგორც რეალურ მოვ-
ლენებს; მაშინ ტექსტი „უცნაური” ხდება ან თუ სუფთა წარმოსახვით
მოვლენებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში ტექსტი „სასწაულებრივ”
იერსახეს იძენს. თუ ამ თეორიას ელიადეს ორ ნოველას მივუსადა-
გებთ, მაშინ „ღამეები სერამპორში” „სასწაულებრივი” გამოდის. მაგ-
რამ როგორ არის საქმე „დოქტორ ჰონიგბერგერის” შემთხვევაში? რო-
გორც უკვე ვთქვით, ეს ტექსტი გაურკვეველი რჩება. თუ ზერლენდის
გავლენას „ვაღიარებთ” სხვა სამყაროდან, მაშინ რაღაც სახის სასწა-
ულთან გვაქვს საქმე, თუმცა არა ქრისტიანულ ან შუა საუკუნეების ევ-
როპის მსგავს სასწაულთან, როგორც ამას საუკუნეების მანძილზე ჩვენ-
თვის ნაცნობი ლიტერატურა გვაჩვევდა. თუ პირიქით, ჩემი მსჯელობის
მიხედვით, მთხრობელის თავს გადამხდარი მოვლენები ტექსტში აუხ-
სნელი რჩება, მაშინ ფანტასტიკა სახეზეა.
ამდენ ხანს ამ ორ ნოველაზე (ელიადეს შემოქმედებაში მართლაც
პირველ ნოველებზე) ყურადღება იმიტომ შევაჩერე, რომ სწორედ აქ
სვამს პირდაპირ თეორიულ პრობლემას და არა მხოლოდ ლიტერატუ-

26
რულს. მეორე მხრივ, მართალია „ღამეები სერამპორში” პროგრამასა-
ვით გამართული და შთამბეჭდავია, მე მაინც როგორღაც „ზედმეტად
ზუსტი” მეჩვენება. თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ელიადეს
ეს პირველი ნოველები არაჩვეულებრივად ახერხებს ორივე სახის
ელემენტის, ეგრეთ წოდებული ფანტასტიკურისა და სასწაულებრივის
წარმოჩენას.

27
4. პელერინა
მირჩა ელიადეს თითქმის ყველა მოთხრობის დასაწყისი საკმაოდ
ბანალურია: მარტივი, ფოტოგრაფიული სცენა და თითქმის ”snapshot”.
თანდათან პერსპექტივა იზრდება, ფოტო ფილმად იქცევა, სცენა ლო-
კაციას იცვლის და პერსონაჟები, რომლებიც თავიდან უღიმღამონი
ჩანდნენ, სულ სხვა კუთხით ამჟღავნებენ თავს, ურთიერთობენ და მო-
ულოდნელ სირთულეებს ავლენენ. ასე ხდება დაახლოებით სამი-ოთ-
ხი ადამიანის შემთხვევაში, რომლებიც მატასარის გასტრონომიულ მა-
ღაზიასთან[17] ერთმანეთს რამდენიმე ყოველდღიურ ფრაზას ეუბნება,
ერთი შეხედვით აბსურდულს იმ დღესთან, 1969 წლის 19 მაისთან და-
კავშირებით, რომლის შესახებაც ერთ-ერთი ამბობს, რომ 1966 წლის 19
მაისი უნდა იყოსო და არგუმენტად გაზეთი მოჰყავს, რომელიც ეს-ეს
არის სახლში მიიღო. ამ სცენასთან მიმართებაში პერსპექტივა ეკუთ-
ვნის ვინმე პანტელიმონს, რომელზეც ვკითხულობთ, რომ მეორე მოსა-
უბრეს (რომელიც თარიღის შესახებ კითხვას სვამს), პელერინას მი-
ხედვით „ამოიცნობს”. ეს ელიადეს თხრობის უცვლელი ფორმულაა. ის,
ვინც პირველი ჩანს და ვისაც მთხრობელი რამდენიმე ნაცნობს მი-
აკუთვნებს, ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ნოველის ცხრავე ეპი-
ზოდში ჩანს: მას მუდმივად გადასცემენ სიტყვას სხვა პერსონაჟები,
რის შემდეგაც ერთმანეთთან საუბარს აგრძელებენ. ნოველა ფაქტობ-
რივად დიალოგის ერთ გრძელ, უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელ-
თა შორისაც რამდენიმე ნამდვილი დაკითხვაა. თხრობის ამ უწყვეტ
ძაფს თან გასდევს პერსონაჟების მუდმივი ცვლილება. მაშინ, როდე-
საც პანტელიმონი პელერინიან კაცს ესაუბრება, „ვიღაც სიგარეტიანი
მამაკაცი პანტელიმონისკენ” მიდის და ეკითხება: „რაზეა საუბარი?”
და რადგან პანტელიმონი უფრო და უფრო ნერვულად იწყებს თავის
მართლებას, უცნობმა „კბილებში გამოსცრა – სისულელეს თავი დაანე-
ბეთ და საქმეს მოკიდეთ ხელი...”. იმის გათვალისწინებით, რომ მოვ-
ლენები 1969 წლის ბუქარესტში ვითარდება, ეს საყვედური არ შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო ვინმე სხვისგან გამოთქმული, თუ არა სეკურისტის-
გან[18]. პეტრესკუ პანტელიმონს საყვედურობს, რატომ არ გამოუტყდი
28
ნასტასეს, რომ ზევედეის ძალიან კარგად იცნობდიო. ამის გაგონებაზე
პანტელიმონმა „მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი” და დარჩენილი ლუდი
დაცალა.
სწორედ ასე, რამდენიმე გვერდიდან ვიგებთ, რომ პერსონაჟების
იდენტობა და მათი ურთიერთობები არ არის ისეთი, როგორიც თავი-
დან ჩანს. ნელ-ნელა ადამიანები იერარქიულად მკაფიოდ ლაგდები-
ან. ნასტასე პანტელიმონის კვლევას განაგრძობს და ასე ვარკვევთ
ჩვენ, მკითხველები, მისი წარსულისა და... სლატინაში მუშაობის, მისი
ყოფილი სატრფოს, სანდას შესახებ, რომელიც ახლა ემიგრირებუ-
ლია... უგანდაში. ნასტასეს თვითონ VI თავში დაკითხავს პოლკოვნიკი
გიბერჩა და ორივეს, VIII თავში პარტიიდან – პანტაზი[19]. ძირითადი
პერსონაჟების, პანტელიმონის, ულიერუს და რაღაცნაირად თითქოს
ზევედეის, ანუ გამოძიების ქვეშ მყოფი ადამიანების ჰორიზონტალურ
დალაგებას მოსდევს ასეთივე, მაგრამ ამჯერად ვერტიკალური პოლი-
ციური და პოლიტიკური იერარქია ადამიანებისა, რომლებიც გამომძი-
ებლების როლში გვევლინებიან. ორი სამყარო, ორი სრულიად გან-
სხვავებული სამყარო, რომელსაც საკუთარი, განსხვავებული ძალაუფ-
ლება აქვს. გამოძიების ქვეშ მყოფი ადამიანების ძალაუფლება, რო-
მელსაც შეიძლება ისინი ვერც აცნობიერებენ, ის არის, რომ ისინი მუ-
დამ მალავენ იმას,
რაც იციან, მათ შორის საკუთარ იდენტობასა და პირად ინფორმა-
ციასაც. გამომძიებლები კი ამ იდენტობასა და ფაქტებს ააშკარავებენ,
მაგრამ აღიარებენ, რომ არ იციან ქმედებების მოტივები; აქ ჩნდება ძა-
ლიან დაჟინებული, მაგრამ ყველასთვის უცნობი მიზეზით წამოწყებუ-
ლი გამოძიება. სლატინაში, იბეჭდება აპოკრიფული გამოცემა 1966
წლის „სკინტეია”, რომელიც 1969 წლის გამოცემას თითქმის იდეალუ-
რად ემთხვეოდა, რომ არა რამდენიმე „ბეჭდვის შეცდომა”, როგორი-
ცაა ლოზუნგი: „მეოცნებენო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”, სადაც სიტ-
ყვა „მეოცნებენო” ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე ანაცვლებს
მთავარ სიტყვას „პროლეტარებოს” კომუნისტური პარტიის მანიფეს-
ტიდან; „პროვიდენციალური” „პროვინციულის” ნაცვლად. გამომძიებ-
ლების მიერ ეს ფაქტი „საბოტაჟად” იქნა შერაცხული; ასეთი მნიშვნე-

29
ლოვანი სიტყვა კომუნისტურ პროპაგანდაში მით უმეტეს ორმოცდა-
ათიან წლებში თავისთავად ნიშნავს მრავალი წლით თავისუფლების
აღკვეთას, მაგრამ გამომძიებლები ვერაფრით ხვდებიან ვინ დგას სა-
ბოტაჟის უკან და რატომ, მაშინ როდესაც არანაირი ეკონომიკური ან
სამხედრო ინციდენტი ან თუნდაც ნებისმიერი მოულოდნელი მოვლენა
არ ხდება და მათ მიერ შერაცხულ საბოტაჟს ანუ გაზეთებში აპოკრიფე-
ბის გამოჩენას, არაფერი განსაკუთრებული არ გამოუწვევია. ამასთან,
მიუხედავად იმისა, რომ ისინი რუმინულ ენაზეა, ათობით ქვეყანაში
გავრცელდა; უნდა არსებობდეს „მტრული” მოტივი ან მიზანი, რადგან
ეს ქმედება საერთაშორისო სახეს იღებს. გარკვეულ მომენტში გადაწ-
ყვეტენ, რომ საუბარი დაუყოვნებლივ საბოტაჟზე კი არ არის, არამედ
აკვირდებიან, რა რეაქცია ექნება კომუნისტურ სისტემას თუ ოდესმე
ნამდვილ საბოტაჟს შეეჩეხება. ელიადე ამგვარად ტოტალიტარიზმის
ნებისმიერი ფორმის ქვეცნობიერ შიშს ეხმიანება, რომელიც მათ აიძუ-
ლებს ჰქონდეთ თითქმის ისტერიული რეაქცია სწორედ მაშინ, როდე-
საც (როგორც ამას ჰანა არენდტი აღნიშნავდა) სოციალური კლასები
მართლაც აღარ არსებობს[20]. მოკლედ რომ ვთქვათ, გამომძიებლებ-
მა იციან, რას აკეთებენ გამოძიების ობიექტები, მაგრამ ვერ ხვდებიან
მიზეზებსა და მიზნებს. აქედან გამომდინარე ვერც აბრკოლებენ მათ
ქმედებებს. სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი რეალურ მოტივებს ასე კარ-
გად „ნიღბავენ” და საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ უწყინარ
თამაშად წარმოაჩენენ, მათ ძალაუფლებას ადასტურებს, მაგრამ ერთი
შეხედვით კონკრეტული მიზანი არ გააჩნიათ. გამომძიებელთა აშკა-
რად რეპრესიულ ძალაუფლებას კოგნიტური მინუსი აქვს და ეჯახება
გაურკვეველ და გამოძიების ობიექტთათვის უხილავ ძალაუფლებას,
რომელსაც კოგნიტური უპირატესობა აქვს – საშიში პოტენციალი. აქე-
დან წარმოიშობა უზარმაზარი რეპრესიული სისტემა რაღაც აშკარად
არამატერიალურის და შეიძლება მოჩვენებითის წინააღმდეგ, რომე-
ლიც თავად სისტემამ შექმნა, რათა საკუთარი საჭიროება გაემართლე-
ბინა, რაც შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს აღქმული და ლაკანის
ტერმინს თუ ვიხმართ, წარმოადგენს „სხვას” ძალაუფლების სუბიექ-
ტისგან განსხვავებულს. ლაკანი მას l’autre–ს (პატარა „a”-თი) ანუ სხვას

30
უწოდებს, რომელიც თითქოს სუბიექტს ემიჯნება; ძალაუფლება მასაც
აქვს, მაგრამ ის არ არის სისტემის აბსოლუტური საპირისპირო, ჰგავს
კიდეც სისტემას; ხოლო, თუ წმინდად დემოკრატიულ ჭრილში აღვიქ-
ვამთ (როგორც არ შეეძლო აღექვა ლაკანს), ეს ტერმინი უნდა დავწე-
როთ დიდი „A”-თი – l’Autre, რაც იმავეს ნიშნავს – „სხვას”, თუმცა, ამჯე-
რად, საქმე გვაქვს სრულ საპირისპიროსთან, ამ სიტყვის წმინდა დე-
მოკრატიული არსით. აქ აშკარა ხდება გარკვეული მსგავსება გამომძი-
ებლებსა და მათ ობიექტებს შორის, ერთგვარი შეჯიბრი „დახვეწილო-
ბაში” მინიმალური შედეგებით, რასაც მოგვიანებით ვნახავთ, როდე-
საც ყველაფერი გაირკვევა და გამოჩნდება არა დიდი კონფლიქტი,
რომელიც ნამდვილ „სხვას” მოითხოვს, არამედ მხოლოდ პატარა დაბ-
რკოლება „სხვის”
მაგივრად. VII თავში პანტელიმონი და ულიერუ „მეგობრულად” სა-
უბრობენ სიახლეების შესახებ და ეხებიან მაგნიტოფონზე ჩაწერილ სა-
უბრებს ნასტასესა და ზევედეის შორის, საიდანაც ჩვენ, მკითხველები,
ვასკვნით, რომ ჩვენთვის წარმოდგენილი დისკუსიების გარდა, კული-
სებში სხვა დიალოგებიც იმართება, რომელთა შესახებაც შემთხვევით,
სხვების დისკუსიებიდან ვიგებთ. ამგვარად იხსნება ტექსტების ახალი
სიღრმე, ანუ ჩვენ მიერ არნახული და არგაგონილი სცენები, non vu და
non entendu, რომელთა მეშვეობითაც პერსონაჟებს, მთხრობელსა და
მკითხველებს (ნებისმიერი თხრობის სამ მხარეს) შორის ვარაუდების
მრავალფეროვანი ბადე იქმნება. ასე ჩნდება თვალუწვდენელი ნაპრა-
ლი ამ სამ მხარეს შორის. ჩვენ, მკითხველებმა, არ ვიცით, თუმცა შეიძ-
ლება ვხვდებოდეთ, რომ ვითომ მეგობრებს პანტელიმონსა და ულიე-
რუს ერთმანეთის წინააღმდეგ „ათამაშებენ”; თუმცა, ამის გაგების შემ-
დეგ შეგვიძლია კიდევ ერთხელ წავიკითხოთ მოთხრობა და ერთგვარი
flash-back-ის მსგავსად და მათ თავდაპირველ დისკუსიებს დავუბრუნ-
დეთ, უკეთესად გავიგოთ თავად ზევედეის მიდგომის მიზეზიც, ზაფ-
ხულში პელერინას ჩაცმის და თარიღის შესახებ მისი „აბსურდული”
კითხვების მოტივიც. მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ არა გუ-
ლუბრყვილობის ან სიბრიყვის გამო სვამდა კითხვებს არამედ სურვი-
ლით, რომ გამვლელებს შორის იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვისაც საიდუმ-

31
ლო ეცოდინება და ქმედებაზე გადავა. ისევ მტკიცდება, რომ ელიადეს
მოთხრობები მუდმივად რეტროსპექტულად უნდა წავიკითხოთ და არა
მხოლოდ იმაზე ფიქრით თუ რა მოხდება შემდეგ, როგორც ეს ჩვეულებ-
რივ ხდება ხოლმე; როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტექსტის ნებისმიერი
სცენა შეიძლება სხვა თვალით დავინახოთ და თავდაპირველად ჩვენ-
თვის წარმოუდგენელი აზრი შეიძინოს.
მოგვიანებით ვიგებთ, რომ როგორც მრავალი მაშინდელი ახალ-
გაზრდა დისიდენტი (ძველი, ომამდელი დემოკრატიული პარტიების
მიმდევრებიც კი)[21] 1949 წელს ზევედეიც დააპატიმრეს და 1964 წელს
შეიწყალეს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი [22], როგორც III თავის
ბოლოს ნასტასე აღნიშნავს[23]. გათავისუფლების შემდეგ ზევედეიმ
განაცხადა, რომ პოლიტიკის თხუთმეტი წლისა და ციხეში გატარებუ-
ლი თხუთმეტი წლის შემდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ საქმიანობას შე-
ეშვებოდა და ამ „ოცდაათი წლის არსის” ჩაწვდომას შეეცდებოდა:
ამიერიდან მას მხოლოდ დროის პრობლემა აინტერესებს. ამის გაგე-
ბის შემდეგ პანტელიმონი და ულიერუ სიტყვათა თამაშის შედეგად იხ-
სენებენ ფონ ბრაუნის სიტყვებს, რომელიც ომის დროს ჰიტლერისთვის
მუშაობდა და როდესაც აჩქარებდნენ ამერიკელების წინააღმდეგ გა-
მოსაყენებლად გამიზნული რაკეტა უფრო სწრაფად დაემზადებინა,
მან უპასუხა, რომ არ აღელვებდა რამდენად სწრაფად მოიგებდნენ
ომს, არამედ რამდენად სწრაფად დასხდებოდნენ მთვარეზე[24]. ეს
ასეც მოხდა და ფონ ბრაუნი ამერიკელებთან თანამშრომლობის შედე-
გად საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერად იქცა. მთვარეზე
დაშვების იდეიდან ორი მოსაუბრე უეცრად იმ აზრამდე მიდის, რომ
„სკინტეიას” ყალბი ნომრების „შიფრის კოდი შეიძლება იყოს დაფუძ-
ნებული მთვარის ფაზებზე” და „ორიგინალური ტექსტიდან გადახრას
მიეცემა აზრი, თუ მათ შევადარებთ მთვარის კალენდართან”. პანტე-
ლიმონი და ულიერუ არ თანხმდებიან როგორ მიაწოდონ ამ სავარაუ-
დო კოდის იდეა გამომძიებლებს. პანტაზი მხოლოდ ბოლო, IX თავში
უხდის მადლობას პანტელიმონს (ანუ, როგორც ჩანს, მან გადასცა კო-
დი) და მომხდარის თანმიმდევრობას ახალ აზრს სძენს. აქ კიდევ ერ-

32
თხელ ვხვდებით, რომ ფაქტების ზუსტი არსი ელიადესთან მხოლოდ
რეტროსპექტულად ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ
გარკვეული დეტალები წინსწრებით ირკვევა რათა მომავალი უფ-
რო ნათელი ან პირიქით – უფრო ბუნდოვანი გახდეს. აზრის ასეთი წყო-
ბა შეიძლება ნორმალური იყოს, ვთქვათ, პოლიციელისათვის. აქ დრო
მუდმივად ივსება, ხან უკანსვლით ხდება სათქმელის გადმოცემა, ხან
კი წინსვლით და აზრის ნაჭრის ნაჩვრეტები სპონტანურად იკემსება,
თუმცა, მთლიანად არასდროს და ლოგიკის გარკვეული ხაზი ბოლომ-
დე აუხსნელი რჩება. ამგვარად, პანტაზი იჯერებს, რომ პანტელიმონი
ზევედეის თავიდან არ იცნობდა (გარკვეულ მომენტში, ჩვენ, მკითხვე-
ლებს, საპირისპირო გვჯეროდა), იმასაც იჯერებს, რომ ზევედეიმ თავი-
სი პელერინათი მიიპყრო ყურადღება, მაგრამ პანტელიმონს საყვედუ-
რობს, რომ ყველაფერი მაინც არ გაამჟღავნა: ანუ გათქვა კოდის გა-
შიფვრის მეთოდი, მაგრამ არა შეტყობინება, რაც გაშიფვრის შემდეგ
მჟღავნდებოდა. პანტელიმონმა „წაიბუტბუტა” და ფერი წაუვიდა, მოს-
მენა განაგრძო და თან პანტაზის მიერ გადმოცემული გზავნილებით
განცვიფრებული ჩანდა. ეს ციტატებია სახარებიდან ან ისეთი ფილო-
სოფოსების გამონათქვამებია, როგორებიც არიან: განდი, კონფუცი ან
მარკუს ავრელიუსი. პანტელიმონის განცვიფრება იმის გამო, რომ ასე-
თი უწყინარი გზავნილებისთვის ამხელა ძალისხმევა გაიღეს, მაშინ
წყდება, როდესაც რუმინელებისთვის განკუთვნილი გზავნილი ესმის:
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცა-
თა!”. ეს შეტყობინება უგანდის მთვარის კალენდრის მიხედვით იშიფ-
რება: ეს იყო მისი საყვარელი გამოთქმა, წამოიძახებს „სიზმარეული”
პანტელიმონი, რომელიც ფიქრით თავის ყოფილ სატრფოსთანაა და
მკითხველებს გვტოვებს კითხვით, ალბათ ისევე როგორც გამომძიებ-
ლებს, ნეტავ პანტელიმონმა მართლაც არაფერი იცოდა და არ ცდი-
ლობდა ნოველაში გადმოცემული თამაშითა და მიდგომით დაემალა
საიდუმლო, რომელიც გულისხმობდა მისი, რუმინეთში მყოფისა და
უგანდაში ემიგრირებული სანდა ირინეუს ურთიერთობის გაგრძელე-
ბის შესახებ, რომელიც ვინ იცის, ჯერ კიდევ უყვარდა?

33
პანტაზი, რომელიც თითქოს მის აზრებს კითხულობს ან შეიძლება
არ უნდა საკუთარი, დამალული ფიქრები გამოააშკარაოს, პარციფალ-
ზე, გულუბრყვილო გმირზე საუბრობს გრაალის ციკლიდან, რომელიც
მთავარ კითხვას სვამს, რითიც გრაალს მოიპოვებს და მთელ რეგიონს
აცოცხლებს[25]. პანტაზი ამატებს: „დიდება ჩვენს გრაალს! – განაგრძო
პანტაზიმ დაღლილ და ჩაკარგულ ხმაზე. – დიდება ჩვენს გრაალს,
რომლის ძებნაც გვერგო ჩვენ. ძებნაც და პოვნაც!”. ორიგინალში თურ-
ქულ სიტყვა halal-ს ორმაგი დატვირთვა აქვს, ანუ ნამდვილი მილოცვა
და ირონია. პანტაზის ხმაში ელიადეს მიერ დაღლილობისთვის ხაზ-
გასმა მაფიქრებინებს, რომ რუმინეთის კომუნისტური პარტიის წარმო-
მადგენლის ხმაში მწარე თვითირონია იგრძნობა. რატომ? იმიტომ,
რომ ჩემი აზრით, მთლიან ნოველას რაღაც ბუნდოვანი ელფერი დაჰ-
კრავს. აქვს კი ზევედეისა და სხვების სულიერ თუ რელიგიურ „წინააღ-
მდეგობას”, როგორც ამას პერსონაჟები უწოდებენ, პოლიტიკური მნიშ-
ვნელობა? და თუ აქვს, ღირებულია კი ის? პანტაზის წამოძახილი უარ-
ყოფითი პასუხისკენ გვიბიძგებს; ის თითქოს იმედგაცრუებულია და რე-
ალობას უბრუნდება, როდესაც აცნობიერებს, რომ გრაალი, რომლის
ძებნასაც ასე „გამალებით” ცდილობენ რუმინელები, ორ გროშადაც არ
ღირს. ზევედეიზე აღარაფერი ითქმის იმის გარდა, რომ ის პაციფისტურ
პროპაგანდას ეწევა („განაგრძო ღიმილით პანტაზიმ”) და აღარც პან-
ტელიმონზე. ნოველა პანტელიმონით დაიწყო და პანტელიმონით დას-
რულდა. სწორედ მისი თვალით ვხედავთ მშვიდად მიმავალ პანტაზის
და ვკითხულობთ ნოველის ბოლო ფრაზას: „თითქოს მხოლოდ ახლა-
ღა იგრძნო აყვავებული ცაცხვების სურნელი”.
ნოველა 1975 წელსაა დაწერილი, ერთი წლის შემდეგ, რაც რუმინე-
თის კომუნისტური პარტიის XI სხდომაზე, ჩაუშესკუ ერთსულოვნად
აირჩიეს (უფრო სწორად, საკუთარ თავს მიანიჭა სტატუსი) რუმინეთის
პრეზიდენტად. ხომ არ არის პანტაზი წარმოჩენილი, როგორც პარტიის
უფრო გონებაგახსნილი წევრი, რომელსაც შეუძლია გვერდიდან შეხე-
დოს საკუთარ პოლიტიკურ სამყაროს? შეიძლება, მაგრამ მხოლოდ და
მხოლოდ შედარებით გონებაგახსნილი, ფილმის ან თუნდაც ელიადეს
ნაწარმოებების დეტექტივის ან პოლიციელის მსგავსი. ნოველაში

34
ელიადე არ გამოხატავს არაფერს ცალსახად პოლიტიკურს, არამედ
მისდევს ნარატიულ პრინციპს: ნებისმიერ ტრადიციულად კლასიკური
ტიპის დეტექტიურ მოთხრობას ესაჭიროება raisonneur, რომელიც საქ-
მეს დახურავს, მაგრამ ამავე დროს მისთვის დამახასიათებელია ზოგა-
დი ჰუმანურობა. ის თავს არ გვახვევს ავტორის პოლიტიკურ მოსაზრე-
ბებს[26] და მხოლოდ ზოგად ადამიანურ იმედს გამოხატავს; შესაძ-
ლოა ეს ზევედეის თვალით დანახული პოლიტიკის რელიგიაში გარდა-
სახვის იმედიც იყოს, მაგრამ ტექსტის ირონიული ელფერი თითქოს თა-
ვად ელიადეს ამ იმედისგან განყენებულობაზე მიუთითებს.
აქ საინტერესოა ის 30 წელი – 15 წელი პოლიტიკა (1934-1949) და 15
წელი მედიტაცია ციხეში (1949-1964) – ისე როგორც სხვების გადმოცე-
მით, ამას ზევედეი განმარტავს. 1933-1934 წლები ელიადეს ბიოგრა-
ფიაში უმნიშვნელოვანესია: ის ქორწინდება ნინა მარეშზე, ტოვებს სო-
რანა ცოპას და აქვეყნებს „სამოთხიდან დაბრუნებას”, რომანს მისი
თაობის შესახებ, ტოვებს ასევე მშობლების მანსარდას და დინიკუ გო-
ლესკუს პროსპექტზე გადადის საცხოვრებლად. რაღაც მთავრდება მის
ცხოვრებაში და როდესაც უკან იყურება „მოგონებების” წერისას, რა-
ღაც მთავრდება რუმინეთშიც[27]. მომდევნო წლებში ელიადე აღარ
ერთვება პოლიტიკაში, გარკვეული პერიოდი ციხეშიც ხვდება და „რეა-
ბილიტაციის” შემდეგ, როგორც მოგახსენეთ მეფე კაროლ II-ის მიერ
ლონდონში რუმინეთის საელჩოს ატაშედ ინიშნება. ზევედეი მისი ანა-
რეკლია თითქოს. ალბათ ასეთი მიდგომა ექნებოდა ელიადესაც, რუ-
მინეთში რომ დარჩენილიყო, როგორც მის ბევრ კარგ მეგობარს. ეს იქ-
ნებოდა მისი ალტერნატიული ისტორია, წარმოსახვითი ბიოგრაფია
ელიადესი, რომელიც მხოლოდ ისტორიას შემორჩებოდა და ყოველ-
დღიური მოვლენებით იარსებებდა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ
ის, რასაც პანტაზი ბოლოს პანტელიმონს ეუბნება, ნაე იონესკუ ელია-
დეს ეტყოდა ირონიულად ორივეს კომუნისტურ რუმინეთში რომ ეცხოვ-
რა: „დიდება ჩვენს გრაალს, რომლის ძებნაც გვერგო ჩვენ. ძებნაც და
პოვნაც!” აქ, ისევე როგორც სხვა მოთხრობებში. ელიადე თითქოს
სცილდება რეალობას და მის მიღმა წერს.

35
მეორე მხრივ, თხრობის ეს სტრუქტურა დეტექტიური ფილმებისა და
მოთხრობებისთვისაა დამახასიათებელი; მოტივების მუდმივი გაშიფ-
ვრა, დამნაშავეთა ქმედებების მიზეზების დადგენა აუცილებელია მათ
დასაჭერად და დასასჯელად. ასევე ხშირია ცრუ კვალი, გამოძიების
მცდარი ბილიკები, რომლებიც „ცუდ გამომძიებლებს” ჰუმანურთაგან
განასხვავებს. თუმცა, მირჩა ელიადეს ამ ნოველის არსი ეს არ არის.
მწერალი ამ ტიპის რეცეპტებს იმისთვის იყენებს, რომ ზოგიერთი პერ-
სონაჟის უჩვეულო ქმედებას გაუსვას ხაზი. ეს პერსონაჟები ამჟამინდე-
ლი პოლიტიკური მიდგომებისგან განსხვავებულ „იდეოლოგიას” ავ-
რცელებენ საზოგადოებაში და შესაძლოა ადამიანის არსებისთვის მი-
უწვდომელ საკითხებსაც კი ეხებიან. უნდა ითქვას, რომ „პელერინა”
ელიადემ 1975 წელს, მალიორკაზე, პორტო დე
ანდრაზე დასვენებისას დაწერა. იქ, ცოლთან და ცოლის დასთან
ერთად თითქმის ყოველ წელს დადიოდა. იქაური სამოთხის დარი სიმ-
შვიდე (ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც ტურისტების ნაკადი ისე-
თი დიდი არ იყო, როგორც ახლა) ალბათ საკმარის კონტრასტს ქმნიდა
რუმინეთის დაძაბულ ატმოსფეროსთან შედარებით. ელიადე ყოველ-
თვის ღრმა გზავნილზე იყო კონცენტრირებული. ასეთი კი მხოლოდ ნე-
ბისმიერი დაძაბულობის მიღმა შეიძლება იპოვო ან ამისთვის თვითონ
შექმნა საკუთარი, გადამრჩენელი სტაბილურობა. სწორედ ამიტომ,
მგონია, რომ არსის შექმნა საფეხურებრივად ხდებოდა: ერთი შეხედ-
ვით, ყველაფერი უწყინარია: ზევედეის სულელური პელერინა, მისი
(გარეგნულად) უწყინარი კითხვები პანტელიმონისადმი, პანტაზის თა-
მაში კბილის საჩიჩქნებით და ა.შ. გიბერჩას და პანტაზის კვლევა მა-
ნამდე უცნობ კავშირებს აღმოაჩენს გამოძიების ობიექტებს შორის და
მათ სავარაუდო საერთო მიზანსაც ამხელს, რომელიც შეიძლება საში-
შიც იყოს სახელმწიფოსთვის. საბოლოოდ, ეს საზიარო მიზანი მხო-
ლოდ მართლაცდა უწყინარი პაციფიზმი აღმოჩნდება. თითოეული ჟეს-
ტისა და ფრაზის გაშიფვრა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მთლიანო-
ბაში, არც დაშიფრული სიტყვები და არც ქმედებები არ არის დამოუკი-
დებელი ან გადამწყვეტი. ისინი დამოკიდებულია სოციალურ სურათ-
ზე, რომელშიც შემდეგი იგულისხმება: ისინი არ ემუქრებიან კომუნის-

36
ტურ მთავრობას, როგორც ეს სეკურიტატეს სჯერა, არამედ პროპაგან-
დას უწევენ ჰუმანურ, მშვიდ მიდგომას, ერთგვარ მიწიერ რელიგიას,
ადამიანური ეთიკის გარკვეულ რწმენას. თუ „ღამეები სერამპორში”
საჭიროების შემთხვევაში ტანტრას მეთოდებით ადამიანების მართვა-
ზე და აგრესიულ წარსულში მათ გადატყორცნაზე საუბრობს, ციტატები
ბიბლიიდან და კონფუცის გამონათქვამები ამ ნოველიდან სიმშვიდესა
და ადამიანურობას უსვამს ხაზს. თუმცა, ელიადეს ტექსტობრივი მიდ-
გომა უცვლელი რჩება: ის მუდმივად მიუთითებს ღრმა, უარყოფითი ან
დადებითი ძალების არსებობაზე, რომლებიც განსხვავებულ ელფერს
სძენენ პერსონაჟების სიტყვებსა და ჟესტებს. საუბრისას კონტექსტი
ყველაფერია, თუნდაც ის მხოლოდ დაშვებას ეყრდნობოდეს. აქ ვერ
ვნახავთ ცალსახად დადებითი ან უარყოფითი აზრის მატარებელ თე-
მებს, როგორც მის წინა ნოველებში. მუდმივად ნახევარტონებს ვხვდე-
ბით, რომლებიც ტექსტს ისევე სძენს აზრს, როგორც ზღვას ტალღები,
ხან მშვიდი, ხან ნაპირს მიხეთქებული, გამანადგურებელი.
ზოგჯერ ფანტასტიკა იქმნება, როგორც სითხესავით ცვალებადი ან
შეიძლება ითქვას არასტაბილური აზრი, რომელიც მთელ ტექსტს თან
გასდევს, არა როგორც რაღაც მყარი და სტაბილური, თუნდაც ტექსტის
ზოგიერთ ნაწილში დიდი ხნის მანძილზე, როგორც ეს წინა ნოველებში
ხდება. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ფანტასტიკის ის სახეობა, რო-
მელსაც თხევადი ვუწოდეთ, განსხვავებულია მანამდე განხილულის-
გან და მირჩა ელიადეს ლიტერატურას ამ ნოველის შემდეგ თან სდევს.
საინტერესო იქნებოდა ფანტასტიკის მისეული, წყობის შედარება რუ-
მინეთში სამოცდაათიან წლებში მიმდინარე ცვლილებებთან. თუ წინა
ათწლეულში რუმინული კომუნისტური პოლიტიკის გარკვეული მოქნი-
ლობა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში „შერ-
ბილების” შთაბეჭდილებას ტოვებდა, 1971 წლის შემდეგ პრეზიდენტი
ჩაუშესკუ და კომუნისტური პარტია სოციალური კონტროლის ახალ
ტიპზე გადადიან; დომინანტურ, მაგრამ ორმოცდაათიანი წლებისგან
მაინც განსხვავებულ სისტემაზე, რომლის მსხვერპლიც იყო ზევედეი;
ამგვარად, ეს არ იყო დემოკრატიული რეჟიმი, როგორც ამას ალექსან-

37
დრე დუბჩეკი ცდილობდა ჩეხოსლოვაკიაში თავისი პრეზიდენტობის
პერიოდში. შედარებით დახვეწილი და
ტოლერანტული გამომძიებელი, როგორიც პანტაზია, ვფიქრობ, შე-
ესაბამება ქცევის ამ ზოგად დამახასიათებელ ნიშანს. ამგვარად, ეს
ტიპაჟი ბრუნდება სახელით „ალბინი” მის სხვა ნოველებში, როგორე-
ბიცაა Les trois grâces (1976) და La umbra unui crin (1980).
წინა ნოველებისგან განსხვავებით აქ მოვლენები არ ვითარდება
არაამქვეყნიური ძალების ჩარევით, ყველაფერი რამდენიმე შემოქმე-
დებითი და სხვა მხრივ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანების მეშვეო-
ბით ხდება. ასეთი მოთხრობა არის კი ფანტასტიკის ჟანრის? რთულია
ამ აზრის დადასტურებაც და სრულიად უარყოფაც. არც რეალისტური,
არც სასწაულებრივი და არც ფანტასტიკური. ეს მოთხრობა ყველაზე
ადეკვატურად შეიძლება განისაზღვროს როგორც უცნაური, იმის გათ-
ვალისწინებით, რომ რთულია მისთვის უფრო ზუსტი კატეგორიის მინი-
ჭება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისე აქვეყნებდნენ, როგორც ფან-
ტასტიკას.

38
5. ივან
ამ ნოველის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ჩემი აზრით,
ისიც, როგორც წინა მოთხრობა, სამოცდაათიან წლებში უნდა იყოს და-
წერილი. აქ მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინელი
ჯარისკაცებისა და იზოლირებული, დაკარგული ოფიცრების გამოთხო-
ვა სხვა სამხედრო დაჯგუფებების მიერ უკრაინიდან რუმინეთისკენ
ბუნდოვნად დათარიღებული 8 ნოემბრის სამხედრო კატასტროფის
შემდეგ. სავარაუდოდ საუბარია იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო
1942 წლის 19-27 ნოემბერს (8 ნოემბრის დასადასტურებლად ვერანაი-
რი მინიშნება ვერ ვიპოვე), სტალინგრადის კატასტროფის დროს, რო-
გორც ის 59-ე გვერდზეა მოხსენიებული. მაშინ მესამე და მეოთხე ჯარე-
ბი საბჭოთა კავშირის უფრო მრავალრიცხოვანმა და ტექნიკურად
ძლიერმა ჯარმა დაამარცხა და ახლომახლო გერმანული ჯარის (რო-
მელიც მაშინ მათი მოკავშირე იყო) დახმარების გარეშე დატოვა. რო-
გორც რუმინელი ოფიცრების დოკუმენტებიდან ვიგებთ, მათ დროზე გა-
აფრთხილეს ვერმახტი ძალების ამ უთანაბრობის შესახებ. 1942 წლის
ნოემბერში, მიუნხენში, „ბურგერბაუკელერში” ჰიტლერი სიტყვით გა-
მოვიდა, სადაც სტალინგრადში გერმანიის გარდაუვალი გამარჯვების
შესახებ ისაუბრა! არადა, სინამდვილეში პირიქით, ფიურერისთვის და-
სასრული ახლოვდებოდა. რუმინულ ჯარში მომსახურე 253 957 ადამია-
ნის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დანაკარგი 158 854 გარდაც-
ვლილ, დაჭრილ ან დაკარგულ ჯარისკაცს წარმოადგენდა. ელიადეს
ნოველა მოგვითხრობს ძალების უკანასკნელი გადაჯგუფებისას გა-
დარჩენილი რუმინელების სასოწარკვეთილი მცდელობის შესახებ წა-
მოსულიყვნენ რუმინეთისკენ ფეხით, საჭმლისა და დახმარების გარე-
შე; თან მუდმივად ემალებოდნენ გერმანელებს, რომლებსაც შეიძლე-
ბოდა დაეხოცათ, ემალებოდნენ რუსებსაც, რომელთათვისაც მოწინა-
აღმდეგეებს წარმოადგენდნენ. ეს დრამატული უკან დახევა უცნაურა-
დაა გადახლართული მძიმედ დაჭრილი რუსი ჯარისკაცის გადარჩე-
ნის მცდელობასთან. ჯარისკაცი ველზეა დატოვებული, მაგრამ თით-
ქოს ის მოწინააღმდეგე კი არაა, არამედ მათსავით გაქცეულია. არ შე-
39
უძლიათ მასთან საუბარი და ივანს ეძახიან, არც რაიმე დოკუმენტი
აქვს და ორ კარაბინზე დაწოლილი გადაჰყავთ, ის კვდება და მარხა-
ვენ, რომ ადგილობრივმა გარეულმა ცხოველებმა არ შეჭამონ. ეს ძმო-
ბა „მოწინააღმდეგესთან” ტანჯვის ჟამს რაღაც ამაღლებულს გამოხა-
ტავს ჯარისკაცების საუბრისა და ქცევის მიხედვით, რომლებიც სინამ-
დვილეში უბრალო გლეხები არიან, რომლებსაც ომში საკუთარი სურ-
ვილის საწინააღმდეგოდ მოუწიათ წასვლა. მათ სჯერათ, რომ თუ ივა-
ნი სიკვდილის წინ დალოცავს, ღმერთი მათ დაიცავს და გადარჩებიან.
დარიე, სერჟანტი და ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იძულებუ-
ლია ესაუბროს ივანს უცხო ენაზე და ვერაფერს ეუბნება გარდა სიტყვე-
ბისა: nous sommes tous foutus, ჩვენც და თქვენც, et sommes foutus pour
l´éternité, ჩვენ დავიღუპეთ, ივან! ჩვენ უბედური ხალხი ვართ! სამარად-
ჟამოდ! შემდგომ იწყებს სრულიად წარმოუდგენელ, სასოწარკვეთილ
და თან აღტაცებულ საუბარს, რომელიც ემილ ჩორანის სიტყვებს მო-
გაგონებს, რუმინელად ყოფნის „წყევლაზე” და ქვეყნის დასალიერში
არსებულ იმპერატორ ტრაიანის(!) ცივილიზაციაზე, და რომ „გამოსავა-
ლი არ არსებობს და ვერც მოიძებნება” (გვ 54). მეორე მხრივ, „ვერსად
წავალ, რადგან უკვე ვარ იქ”, ამბობს დარიე, „შენ, ისევე როგორც ჩვენ
ყველა დანარჩენი ანუ ადამიანთა მოდგმა განადგურებას არ ვექვემ-
დებარებით”[28] და ვერც თქვენი ქვემეხები, ვერც გერმანელების
თვითმფრინავები ვერ გაგვანადგურებენ” (გვ. 55). გარდაუვალი
სიკვდილის შეგრძნებას თან ახლავს ამაღლებული აღმოჩენა იმ
ფაქტისა, რომ ადამიანების განადგურება შეუძლებელია. ზოგი ცაში
მიდის, ზოგი ქვესკნელში. ამ სიტყვებით გადატვირთულ, სასოწარკვე-
თილ საუბარში ჭარბადაა თითქოს ზოგადი ფრაზები რომლებიც ხან
პოზიტიურია, ხანაც ნეგატიური, მაგრამ მუდმივად ექსტრემალური და
ჩნდება სრულიად მოულოდნელი და ლექსიკურად კონტექსტიდან
ამოვარდნილი ფრაზა. დარიე მუდმივად მიმართავს ივანს და ფიქ-
რობს, რომ თუ ივანი მართლაც გაიმეტებს დალოცვას, მაშინ ის „წარ-
მოადგენს უცნობ ღმერთს – agnostos theos – რომელზედაც საუბრობდა
პავლე მოციქული, მაგრამ ასეა თუ არა, ვერასოდეს გავიგებ. ვინ იცის,
შეასრულა თუ არა რაღაც როლი ჩვენს ცხოვრებაში მისმა დალოცვამ

40
თუ სიყვარულმა...”. ის უკრაინის ველზე იმყოფება, ეძინება და ესიზ-
მრება ოჯახური სცენა რუმინეთში, სადაც მისი შეყვარებული, ლაურა
ნანობს, რომ დარიემ ვერ მოასწრო ეკითხა ივანისთვის რა ესმოდა მი-
სი საყვარელი ფრაზიდან: „ცხადი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი
მოვლენები[29], თუ შეიძლება ასე ითქვას...”. (გვ. 61, მოგვიანებით მე-
ორდება ომისწინა ინტელექტუალური საუბრებისას). რა უნდოდა ეთ-
ქვა ამ უცნაური ფორმულით? როგორც ფილოსოფოსმა, დარიემ იცოდა
ტერმინი „ურთიერთგამომრიცხავი” და ისიც იცოდა, რომ თუ ორი რამ
„ურთიერთგამომრიცხავია”, მაშინ ისინი შეუთავსებელია. ამას მოჰყვა
„ულმობელი თვითანალიზი”, როდესაც მიხვდა „მისი არსებობის პრინ-
ციპს” და „ადამიანის არსებობის საიდუმლოსაც კი” (გვ. 61). დარიეს
მოგონება სიზმარში ხდება. გაღვიძებისას ხვდება, რომ დაავიწყდა,
რის თქმას აპირებდა ივანისთვის, როდესაც „ალბათ, შთაგონებას მმა-
ტებდა მისი ჩვენთან ყოფნა, მისი დაუსრულებელი აგონია, ნელ-ნელა
ქრებოდა იგი ჩაკირული თავის სრულ მარტოობაში. ეს იყო, ასე
ვთქვათ, აღმოჩენა – აღმოჩენა ჩემი საკუთარი უძლურებისა” (გვ 64.)
უცნობი ღმერთის ხსენება დაკავშირებულია წმინდა პავლეს სიტ-
ყვასთან ათენში, როდესაც ის ბერძნების გასაქრისტიანებლად მივიდა
და პატარა მონასტერი აღმოაჩინა, რომელიც ბერძნების გადმოცემის
მიხედვით უცნობ ღმერთს ეკუთვნოდა. პავლე ეუბნება, რომ ამ ღმერთს
გააცხადებს და რომ ის არის იესო (მოციქულთა საქმეები, 17, 16-34).
დარიეს ხილვაში ვხვდებით მომაკვდავ ივანს. დარიეს სურს დალო-
ცოს მომაკვდავმა, როგორც უცნობმა, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერ-
თმა. დარიეს იმედი აქვს, რომ ასე შეძლებს სამშობლოში ცოცხალი
დაბრუნდეს. მომაკვდავი რუსი ისეა წარმოჩენილი, როგორც უცნობი
ღმერთი, რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა,
რომ რუსი ჯარისკაცი დარიეს თანამემამულეების წინააღმდეგ იბრძო-
და სტალინგრადში და შესაძლოა დარიეს და მისი მეგობრების ხელიც
ურევია ივანის თანამოძმეების სიკვდილში; ის კი არა, შესაძლოა თვი-
თონაც იმავე ბრძოლას შეეწიროს. ცხადია ეს ყველაფერი თუ არა? მო-
ცემულ სიტუაციაში ნამდვილად ცხადია. თუმცა, ამავე დროს, ლოგიკუ-
რად – ურთიერთგამომრიცხავი, რადგან ერთის არსებობა მეორეს გა-

41
მორიცხავს? რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელოდე-
ბი დალოცვას; სულიერ და მატერიალურ, ხორციელ გადარჩენას იმის-
გან, რომელსაც ცოტა ხნის წინ შესაძლოა მოეკალი და რომელსაც ახ-
ლა მზად ხარ ქრისტიანულად მოექცე. დარიე ამას ელოდება ივანის-
გან და შესაძლოა მან ჩაუნერგა იმედი დანარჩენ რუმინელებს, რომ-
ლებიც მას ეხმარებოდნენ. თუმცა, ივანის ხმა აღარ ისმის და მხოლოდ
მისი მარტოობაა ცხადი. დარიეს ესმის, რომ საკუთარი დაშვებებიდან
არასოდეს ეცოდინება რაიმე ზუსტად და სწორედ ამ გაურკვევლობით
გამოხატავს თავის ადამიანურ არსებას. იქნებ სწორედ ის და ივანი გა-
მოხატავენ
ურთიერთგამომრიცხავ მოვლენებს არამხოლოდ ლოგიკურად.
მათ ერთმანეთის ესმით და ხედავენ, მაგრამ ვერ ეხმარებიან; თითქოს
თითოეული მეორესთვის ცაზე გამოსახული უცნობი ღმერთია, რომელ-
საც მისი გადარჩენა მაინც არ ძალუძს.
წინა ნოველებში მირჩა ელიადე არასოდეს შეხებია ასეთ ტრა-
გიზმს. მხოლოდ აქ ქმნის ასე ორმხრივად და არა მხოლოდ ცალმხრი-
ვად დაკავშირებულ ორ პერსონაჟს. წინა ნოველებში მთხრობელები
რაღაცნაირად დამოკიდებულნი იყვნენ ზერლენდიზე, სურენ ბოსეზე
და შივანანდაზე, ასევე შესაძლოა სხვა კუთხით, მაგრამ პანტელიმონი
– პანტაზიზე; თუმცა მათი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ორხმრი-
ვი, ყოველთვის ერთს ჰქონდა სრული და ცალმხრივი ძალაუფლება და
არა ერთმანეთის დახმარების სურვილი. თითოეული მათგანისთვის
სწორედ დომინანტი მხარე ამბობდა საბოლოო სიტყვას ურთიერთობა-
ში, მიზეზების მიუხედავად. ხოლო, მეორე მხარეს შეეძლო მომხდარზე
მხოლოდ რეაგირება მოეხდინა; შეიძლება ეს ყოფილიყო შიში ან აღ-
ფრთოვანება, მაგრამ არ გააჩნდა ინიციატივა და არ შეეძლო საბო-
ლოო გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ ამ უკანასკნელ მოთხრობა-
ში ვხედავთ ორმხრივ ურთიერთობას. შეიძლება იმიტომაც, რომ ივანს
არ შეეძლო შემოწმებადი არსის გადმოცემა. ეს არის თავისთავად წარ-
მოსახვითი ურთიერთობა, რომელიც არაფრით მტკიცდება და იმის
ალბათობა, რომ მომაკვდავ რუსში იმალებოდეს უცნობი ღმერთი და
მხსნელი, შესაძლოა მხოლოდ უძლურებამდე მისული ადამიანების

42
უკანასკნელი იმედი იყოს. თუ მათ შორის რომელიმე ღმერთი იყო და
მართლაც მოკვდებოდა, ვეღარავის დაეხმარებოდა თუ ის იესო არ იქ-
ნებოდა, რომელიც მკვდრეთით აღდგომას შეძლებდა. თუმცა, ტექსტში
ამ მხრივ არანაირი მინიშნება არ ჩანს და ვერც ივანი ახერხებს და-
ლოცვას, რომელსაც სთხოვენ. მოთხრობის დასასრული აქაც გაურკვე-
ველია. სავსებით შესაძლებელია, რომ მდინარე, საითკენაც გადარჩე-
ნილები მიდიან, დნესტრია და მის მიღმა რუმინეთი იწყება, მაგრამ
სავსებით გაუგებარია, არის თუ არა ეს დარიესთვის „ხსნა”, რომელმაც
დაიგვიანა და ნიშნავს თუ არა ეს დასასრული მისთვის საბოლოოდ
სიკვდილს. რჩება ერთი საწინააღმდეგო აზრი: ის გადარჩება, რადგან
სიზმარეულ საუბარში ლაურა ეუბნება, დასანანია რუსისთვის შენი საყ-
ვარელი ფრაზის ახსნა რომ ვერ მოასწარიო (როგორც ეს ზემოთ აღ-
ვნიშნეთ). ლაურას არ შეეძლო ეს ეთქვა დარიესთვის, თუ დარიე რუმი-
ნეთში არ ჩააღწევდა და ივანზე არ მოუყვებოდა. და კიდევ იცით რა?
ივანი არაჩვეულებრივი მაგალითია ტრენდისა მირჩა ელიადეს
ლიტერატურაში, რომელიც სამოცდაათიან წლებში კიდევ უფრო მძაფ-
რდება და მცირდება დომინანტური ფანტასტიკა, რომელსაც 1940
წლის ნოველებში იყენებს. კერძოდ, საუბარია უფრო მიმქრალ ფანტას-
ტიკაზე, რომელიც მოვლენების მდინარებას მიჰყვება, „რაღაც უჩვე-
ულო”, რომელიც სულ თან სდევს ნაწარმოებს, მაგრამ ძნელია შეეხო
მას. მტრის ჯარიდან დაჭრილ ადამიანზე ზრუნვა ომზე დაწერილ ნო-
ველაში არცთუ ისე უცნაურია, მაგრამ მისი ადამიანური ბუნების სიმბო-
ლოდ ქცევა საკმაოდ უჩვეულო ელფერს იძენს. ამგვარად, ფანტასტი-
კური ელემენტი ხდება უფრო ატიპიური: ფანტასტიკა იმაში მდგომარე-
ობს, რომ ურთიერთგამომრიცხავი ელემენტები მაინც ერთდროულად
თანაარსებობენ, რაც „ნორმალურ” სამყაროში შეუძლებელია. ელია-
დეს შემოქმედება შეიძლება განვიხილოთ როგორც ცვეტან ტოდორო-
ვის 1970 წლის ფანტასტიკის განმარტების გამოძახილი, რომელიც ზე-
მოთ აღვწერეთ. ის მხოლოდ რამდენიმე წლით უსწრებს წინ „ივანს”. აქ
ფანტასტიკა განიმარტება არა ორჭოფობით ორ ახსნას შორის, რო-
გორც ტოდოროვი იტყოდა, არამედ ურთიერთგამომრიცხავი მოვლე-
ნების ერთდროული არსებობა (როგორც ეს ელიადესთან დარიეს სიზ-

43
მარში ხდება); როგორც წესი ეს მოვლენები ცალ-ცალკე, თავ-თავის სე-
მანტიკურ არეალში არსებობს. სიკვდილი და სიცოცხლე, კომუნიკაცია
და დუმილი, მტერთან ბრძოლა და მასზე ზრუნვა – ეს ყველაფერი სა-
პირისპირო მოვლენებია, რომლებიც ერთად ჩნდება და არა მოვლენა-
თა განმარტებანი როგორც ამას ტოდოროვი იტყოდა. მათ არ ენიჭება
არანაირი ახსნა, სწორედ იმიტომ, რომ არ გააჩნიათ ახსნა. თუ ღმერთს
მივმართავთ, რომ აგვიხსნას, ჯერ იმ ფაზაში აღმოვჩნდებით, სადაც
ღმერთი ჯერ არ არსებობს და მხოლოდ გაცხადებულია, როგორც ეს
პავლეს შემთხვევაში მოხდა; ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ მას
ღმერთი მოევლინა და მოკვდა; ღმერთი, რომელიც ორ მოვლენაში,
ორ არსებაში, ორ ურთიერთგამომრიცხავ ადამიანში, სიცოცხლესა და
სიკვდილში ერთიანდება. კლასიკური ფანტასტიკა, ტოდოროვის მი-
ხედვით თითქოს წესიდან გამონაკლისია; ამიტომ რეალისტური და
სასწაულებრივი მიდგომისთვის თავის არიდება ელიადეს მოდერნისტ
ფანტასტიკოსად აქცევს და თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ხდება მწერა-
ლი, რომელიც აერთიანებს საპირისპირო მოვლენებს, ერთმანეთში
ადნობს და უცხო სამყაროს ნაცვლად ჩვენს მუდმივად ონტოლოგიურ
სამყაროდ აქცევს; სამყაროდ, სადაც ვცხოვრობთ და რომლის აღქმაც
უსასრულოდ სხვადასხვანაირად შეიძლება. კონცეპტუალური თვალ-
საზრისით გრძელი გზაა ზერლენდის ამქვეყნიურ სამყაროში შემოჭრი-
დან ივანისა და დარიეს ისტორიამდე. ამავე დროს, დიდია მანძილი
ახალგაზრდა, ბუქარესტელ ელიადესა და ზრდასრულ დასავლეთევ-
როპელ, ამერიკელ ელიადეს შორის. ფანტასტიკა აღარ უპირისპირდე-
ბა რეალობას, როგორც გამონაკლისი წესებიდან, არამედ უერთდება
მას და თითქოს შიგნიდან ცვლის უცნაურად. ზოგადად, აღარც ფანტას-
ტიკური ლიტერატურაა რეალიზმისგან ძალიან შორს და მოგვიანებით
აღარც რომანტიზმისგან; შედეგად ის იქცა ამოუცნობ და ონტოლოგიუ-
რად რომელიმე კატეგორიისთვის რთულად მისაკუთვნებელ სფეროდ
იმის გათვალისწინებით, რომ ონტოლოგია, რომელსაც მანამდე ვიშვე-
ლიებდით, ახლა უფრო მრავალაზროვანი და შეიძლება ითქვას უსას-
რულოც კი გახდა. თითქოს ელიადე გამოვიდა „იოგადან” და გვთავა-

44
ზობს პრაგმატულ აზრს: შეუძლებელია რეალობის უნიკალური, ცალსა-
ხა და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრების არსებობა.

45
დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო
Einem gelang es – er hob den Schleier Göttin zu Sais.
Novalis[30]
I
1934 წლის შემოდგომის ერთ დილით კურიერმა საკმაოდ უცნაური
წერილი გადმომცა, თან დასძინა: პასუხს ახლავე ითხოვსო. უცნობი
ქალბატონი მწერდა, გვარად ზერლენდი – ეს გვარი პირველად მესმო-
და – მთხოვდა შინ ვწვეოდი იმ საღამოსვე. წერილი ისეთი თავაზიანო-
ბით და ტაქტით გამოირჩეოდა, როგორც ძველი თაობის ქალბატონებს
სჩვეოდათ უცნობ მამაკაცებთან საუბრისას: „გავიგე, რომ ახლახან
დაბრუნდით აღმოსავლეთიდან. ვფიქრობ ჩემი მეუღლის კოლექცია
დაგაინტერესებთ”. ვაღიარებ, იმ ხანებში ნაკლებად მაინტერესებდა
ახალი ურთიერთობების დაწყება. ყველამ იცოდა, რომ რამდენიმე წე-
ლიწადი აღმოსავლეთში გავატარე და ამიტომაც ბევრს სურდა შინ
სწვეოდა ასეთი პიროვნება. ბევრჯერ ვთქვი უარი მიპატიჟებაზე. სხვა
დროს, სხვა შემთხვევაში ალბათ სასიამოვნოც კი იქნებოდა შეხვედ-
რები, რადგან არ მომიწევდა მოყოლა ჩემთვის მიუღებელი, უხამსი ამ-
ბებისა წარმოუდგენელ აზიაზე, ჯუნგლებში მომხდარ თავგადასავ-
ლებზე, ფაკირებზე, ათას საოცრებაზე, თან კომენტარებიც უნდა და-
მერთო მთელი ამ სენსაციური ეგზოტიკისთვის, მაგრამ ქალბატონი
ზერლენდი თავის წერილში იხსენიებს აღმოსავლეთთან დაკავშირე-
ბულ რომელიღაც კოლექციას. არ აზუსტებს, რა კოლექციაა, კონკრე-
ტულად საიდანაა... და ეს ყველაფერი უკვე საკმარისი გახდა, ცნობის-
მოყვარეობას შევეპყარი.
სიმართლე რომ ითქვას, ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტე-
რესებდა რუმინელები, რომლებიც მთელი არსებით ილტვოდნენ აღ-
მოსავლეთისკენ. რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე აქ მოთხრობილი ამ-
ბავი მოხდებოდა, დიმბოვიცის სანაპიროზე ერთ ბუკინისტურ მაღაზია-
ში წავაწყდი ჩინეთის შესახებ დაწერილი წიგნებით სავსე ყუთს. რამ-
დენიმე წიგნის თავფურცელზე პატრონის სახელი – რადუ კ. – ეწერა.
ეტყობა, ამ ადამიანს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ეს წიგნები;
46
გვერდები მინაწერებით, შენიშვნებით და კომენტარებით იყო აჭრელე-
ბული. რადუ კ. დილეტანტი კი არა, პირიქით, როგორც მისი წიგნები-
დან ჩანს, – რომელთა მფლობელი ამჟამად მე ვარ – სერიოზული
მკვლევარი ყოფილა, ისე საფუძვლიანად შეუსწავლია ჩინური ენა,
რომ ედუარდ შავანის მიერ თარგმნილი სიმა ციანის ისტორიულ მემუა-
რების ექვსტომეულშიც (ჩინურ ტექსტში) შეუტანია შენიშვნები. კუვრე-
რის გამოცემების დახმარებით გაეცნო ჩინურ კლასიკას, გამოწერილი
ჰქონდა ჟურნალი Toung Pao, შეუძენია შანხაიში ომამდე გამოცემული
Variétés sinologiques-ის ყველა ტომი. გახარებული ვიყავი, რომ ამ პი-
როვნების ბიბლიოთეკის ნაწილი შევისყიდე. თუმცა მისი გვარი კარგა
ხანს უცნობი იყო ჩემთვის. ბუკინისტმა დაახლოებით 1920 წელს ასო-
ბით წიგნი შეიძინა რადუ კ.-ს ბიბლიოთეკიდან, მაგრამ მხოლოდ ხუთი-
ექვსი ილუსტრირებული წიგნი გაიყიდა სწრაფად, დანარჩენს კი – სი-
ნოლოგიურ ტექსტებსა და კვლევებს – მყიდველი არ
გამოუჩნდა. ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ იყო ის რუმინელი მკვლე-
ვარი, რომელმაც ასე საფუძვლიანად შეისწავლა ჩინური ენა და საოცა-
რია, სულ პატარა კვალი კი არა, თავისი სახელიც არ დაუტოვებია სრუ-
ლად-მეთქი. ნეტავ რა იდუმალმა ძალამ უბიძგა შეესწავლა ჩინური
ენა, გაცნობოდა ჩინეთის ისტორიას. იქნებ იმოგზაურა კიდეც ჩინეთში,
ან იქნებ სულაც ომში დაიღუპა.
კითხვები მიტრიალებდა თავში იქ, სანაპიროზე, როდესაც მელან-
ქოლიით შეპყრობილი ვათვალიერებდი მის წიგნებს ბუკინისტურ მა-
ღაზიაში. რამდენიმე კითხვას დაგვიანებით გაეცა პასუხი, თუმცა ეს პა-
სუხიც იდუმალებაში იყო გახვეული; მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია, რო-
მელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რის მოყოლასაც ახლა ვა-
პირებ. რადუ კ. უბრალოდ გავიხსენე სხვა ორიენტალისტებსა და აღ-
მოსავლეთის ქვეყნების სხვა დამფასებლებთან ერთად, რომლებიც
რუმინეთში ცხოვრობენ, მაგრამ ამ მხრივ მათ აქ არავინ იცნობს. ერთი
სიტყვით, უცნობ ქალბატონს მიპატიჟებაზე თანხმობა შევუთვალე.
მოსაღამოვებულზე უკვე S-ის ქუჩის ჩვიდმეტ ნომერში მდებარე სახ-
ლთან ვიდექი. ეს ერთ-ერთი ის სახლია, გულგრილად რომ ვერ ჩავუვ-
ლიდი ხოლმე, ნაბიჯს ვანელებდი და ვფიქრობდი, თუ შიგნით ვერა-

47
ფერს ვხედავ, იქნებ ისე გამოვიცნო, რა ხდება ამ ძველი კედლების
მიღმა, ვინ ცხოვრობს, რას საქმიანობს-მეთქი. S-ის ქუჩა ზედ ბუქარეს-
ტის ცენტრშია გადაჭიმული ვიქტორიას პროსპექტთან ახლოს. ნეტავ
რა სასწაულით გადაურჩა დროის დინებას ეს ძველი თავადური სახლი
ნომერი 17? სახლს რკინის გისოსებიანი ღობე ჰქონდა, ეზოში ხრეში
ეყარა, ველურად დატოტვილი აკაციები და წაბლის ხეები ნახევარ ფა-
სადს ფარავდნენ. პატარა ჭიშკარი ძნელად გაიღო, ბილიკის გასწვრივ
შემოდგომის ულამაზესი ყვავილები იწონებდა თავს. ბილიკმა დიდი
ხნის წინ დამშრალ ტბორთან მიმიყვანა, რომლის ნაპირზეც ორი გამო-
ხუნებული ჯუჯა შემორჩენილიყო. აქ თითქოს ჰაერიც სხვანაირი იყო.
სამყარო, რომელიც ნელ-ნელა იკარგებოდა დედაქალაქის სხვა ელი-
ტარულ უბნებში, აქ ინარჩუნებდა ღირსეულ იერსახეს, არ ნებდებოდა
სიძველეს და უძლურებას. ძველი სახლი შესანიშნავად იყო შენახული.
მხოლოდ ხეებმა დაუნესტიანა და დაუზიანა ფასადი ნაადრევად. სა-
დარბაზოს კარის თავზე გაეკეთებინათ – როგორც იცოდნენ ორმოცი
წლის წინ – მარაოს ფორმის დაბურულშუშიანი სარკმელი. რამდენიმე
დახავსებული საფეხური მიემართებოდა ფერადმინიანი ვერანდისა-
კენ. კარზე ზარი დავინახე. ზარს ქვემოთ გვარი და სახელი არ ეწერა.
კარი მაშინვე გაიღო, გამოჩნდა კოჭლი მოხუცი მოახლე, რომელ-
საც უკან გავყევი. შევედით შთამბეჭდავად დიდ ოთახში, ვერც კი მო-
ვასწარი სურათებისთვის და ავეჯისთვის თვალის შევლება, რომ გა-
იღო მუხის კარი და შემოვიდა თვითონ ქალბატონი ზერლენდი. ორ-
მოცდაათს გადაცილებული იქნებოდა, მაგრამ ის იმ ქალების კატეგო-
რიას ეკუთვნოდა, ერთხელ რომ ნახავ და ვერასოდეს დაივიწყებ. ეს
ქალი თავისებურად ხვდებოდა სიბერის მოახლოებას, შესაძლოა წარ-
სულ ეპოქათა ქალებივით ისიც ფლობდა რაღაც საიდუმლოს, რის მი-
ხედვითაც სიკვდილი წარმოადგენს ნაბიჯს დიადი გაბრწყინებისაკენ,
ყოველივეს ახსნისაკენ და არა მიწიერი გზის დასასრულს, ხორცის გახ-
რწნას და ბოლოს მიწად ქცევას. მე ყოველთვის ორ კატეგორიად
ვყოფდი ადამიანებს: ერთნი ფიქრობენ რომ სიკვდილი სიცოცხლისა
და სხეულის დასასრულია, ხოლო მეორენი მას აღიქვამენ, როგორც
ახალი სულიერი ცხოვრების დასაწყისს.

48
ადამიანზე წარმოდგენას ვერ შევიქმნი მანამ, სანამ არ გავიგებ მის
მოსაზრებას სიკვდილზე. სხვანაირად არ ვენდობი ახლად გაცნობი-
ლის არც ჭკუას და არც ხიბლს.
ქალბატონი ზერლენდი სავარძელში მოკალათდა და მეც ხელით
მანიშნა – ამ მინიშნებაში სრულებითაც არ ჩანდა გარკვეული ასაკის
ქალბატონებისთვის დამახასიათებელი ფამილარობა.
– გმადლობთ, რომ მობრძანდით, – მითხრა მან. – ჩემს მეუღლეს ძა-
ლიან გაუხარდებოდა თქვენი გაცნობა. მასაც უყვარდა ინდოეთი; ალ-
ბათ უფრო მეტადაც, ვიდრე მისი პროფესიის კაცს – ექიმს უნდა უყვარ-
დეს.
მე რატომღაც გრძელი ამბის მოსასმენად მოვემზადე, თან მიხარო-
და რომ საუბრის დროს შემეძლო ბუნებრივი ყურადღებით დავკვირვე-
ბოდი ქალბატონ ზერლენდის, მაგრამ ის უეცრად გაჩუმდა სულ რაღაც
წამით, შემდეგ ჩემკენ ოდნავ გადმოიხარა და მკითხა:
– ხომ არ იცნობთ დოქტორ ჰონიგბერგერს, მის შრომებს? ჩემს
ქმარს ინდოეთი ამ ბრაშოველი გერმანელი დოქტორის წიგნების წყა-
ლობით შეუყვარდა. როგორც ჩანს, მემკვიდრეობით გადაეცა ჩემს
ქმარს ინტერესი ისტორიისადმი: მთელი ოჯახი ისტორიით იყო გატა-
ცებული, მაგრამ უშუალოდ ინდოეთით – მხოლოდ ჩემი მეუღლე და
მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაეცნო დოქტორ ჰონიგბერგერის შრომებს.
ფაქტობრივად რამდენიმე წელიწადი ის მხოლოდ მასალებს აგროვებ-
და მონოგრაფიისთვის დოქტორის შესახებ. თვითონაც ექიმი იყო და
ფიქრობდა შესძლებდა ასეთი ნაშრომის დაწერას.
ვაღიარებ, რომ იმ დროს ძალზე ცოტა რამ ვიცოდი დოქტორ იოჰან
ჰონიგბერგერის შესახებ. ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე ინგლისუ-
რად თარგმნილი მისი მთავარი ნაშრომი Thirty Five Years in the East. ეს
იყო ერთადერთი წიგნი, რომელიც ხელში ჩამივარდა. იმ ხანებში კალ-
კუტაში ვსწავლობდი იოგის ფილოსოფიას და ტექნიკას. ამიტომაც სა-
გულდაგულოდ წავიკითხე ჰონიგბერგერის წიგნი, სადაც ის დეტალუ-
რად აღწერდა ოკულტურ პრაქტიკას, რომელიც თავად ბრწყინვალედ
იცოდა, მაგრამ რაკი წიგნი გამოსული იყო გასული საუკუნის შუა წლებ-
ში, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ ავტორს აკლდა კრიტიკული

49
ხედვა. თანაც არ ვიცოდი ის მეცნიერი, რომელიც ძალზე ცნობილი იყო
აღმოსავლეთმცოდნეთა შორის, წარმოშობით ტრანსილვანიის ქალაქ
ბრაშოვის ძველი ოჯახის შვილი ყოფილა და სწორედ ამ ფაქტმა გამიძ-
ლიერა მისდამი ინტერესი.
– ჩემს ქმარს დიდი მიმოწერა ჰქონდა იმ ექიმებთან და მკვლევა-
რებთან, თავის დროზე პირადად რომ იცნობდნენ ჰონიგბერგერს. მი-
უხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ 1869 წელს გარდაიცვალა, ინდო-
ეთში თავისი ბოლო მოგზაურობიდან ბრაშოვში რომ დაბრუნდა, საკ-
მაოდ ბევრი ნაცნობი დახვდა ცოცხალი. მისი ერთ-ერთი შვილი პირვე-
ლი ქორწინებიდან ქალაქ იასში მსახურობდა პროკურორად. ჩემმა
ქმარმა ვერაფრით მოახერხა მასთან შეხვედრა და გაცნობა, თუმცა
ხშირად უწევდა იასში ჩასვლა საბუთების თაობაზე.
ჩემდა უნებლიეთ მეღიმებოდა, მიკვირდა ქალბატონი ზერლენდი
ასე დაწვრილებით რომ ჰყვებოდა ჰონიგბერგერის ცხოვრებაზე. მას-
პინძელმა ქალბატონმა თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო, დასძინა:
– ეს ყველაფერი ისე აინტერესებდა ჩემს მეუღლეს, რომ ძალაუნე-
ბურად მეც ჩამებეჭდა მეხსიერებაში... ეს და ბევრი სხვაც.
უცბად გაჩუმდა, ჩაფიქრდა. მოგვიანებით დავრწმუნდი, რაოდენ
ღრმა და მრავალფეროვანი იყო ქალბატონ ზერლენდის ნაამბობი. ერ-
თხელ მთელი საღამო მიყვებოდა ჰონიგბერგერის პირველი მოგზაუ-
რობის შესახებ ინდოეთში, მანამდე ოთხი წელიწადი იმყოფებოდა
მცირე აზიაში, ერთიც ეგვიპტეში და შვიდი – სირიაში. ადვილი მისახ-
ვედრი იყო: ქალბატონ ზერლენდის ღრმად ჰქონდა შესწავლილი თა-
ვისი მეუღლის წიგნები და ხელნაწერები და სულაც ფიქრობდა, თავად
მიეყვანა ბოლომდე თავისი მეუღლის მიერ დაწყებული საქმე.
მართლაც ძნელია, არ აღგაფრთოვანოს ამ გერმანელმა დოქტორ-
მა თავისი თვითნასწავლობითა და განათლებით. სპეციალობის მი-
ხედვით ანუ დიპლომით ის მხოლოდ ფარმაცევტია, თავისი ხანგრძლი-
ვი ცხოვრების ნახევარზე მეტი აღმოსავლეთში გაატარა და არაერთი
სამსახურიც გამოიცვალა. ის იყო ლაჰორის მაჰარაჯას რანჯიტ-სინ-
გჰის ექიმი, ფარმაცევტი, არსენალის დირექტორი და ადმირალიც კი.
დიდძალ ქონებას ფლობდა მაგრამ ხშირად კარგავდა, ფანტავდა. ის

50
იყო მაღალი კლასის ავანტიურისტი, მაგრამ არასოდეს ყოფილა შარ-
ლატანი, თაღლითი. უგანათლებულესი მკვლევარი გახლდათ რო-
გორც საბუნებისმეტყველო, ასევე ოკულტურ მეცნიერებებში. მისმა ეთ-
ნოგრაფიულმა, ბოტანიკურმა, ნუმიზმატიკისა და ხელოვნების ნიმუშე-
ბის კოლექციებმა არაერთი მუზეუმი დაამშვენა. ადვილი გასაგებია,
დოქტორმა ზერლენდიმ – რომელიც გატაცებული იყო ჩვენი ერის წარ-
სულით, მედიცინის ისტორიით და სიღრმისეულად იკვლევდა მათ –
თითქმის მთელი ცხოვრება, რატომ შესწირა ჰონიგბერგერის ნამდვი-
ლი ბიოგრაფიის აღდგენასა და გაშიფვრას.
– ერთი სიტყვით, ჩემი მეუღლე მალე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ
თუმცა არაერთი წიგნი დაიწერა ჰონიგბერგერის შესახებ, დღესაც მისი
ცხოვრება მაინც ბევრ საიდუმლოს ფარავს. მაგალითად, გაუგებარია
მაშინ როდესაც ტროპიკული აფრიკის ექსპედიციიდან ძლიერ შეუძ-
ლოდ მყოფი დაბრუნდა, რატომღა გაემგზავრა მერე ინდოეთში ასე
ნაჩქარევად, ასე ავადმყოფი, და ჩამოვიდა თუ არა მშობლიურ ბრა-
შოვში, მალევე გარდაიცვალა. ჩემს მეუღლეს საეჭვოდ მიაჩნდა ჰო-
ნიგბერგერის მიერ დიდი ხნის წინ ქაშმირში ჩატარებული ე.წ. ბოტანი-
კური კვლევები. იმასაც ეჭვობდა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ქაშ-
მირში კი არა, ტიბეტშიც იყო. ნებისმიერ შემთხვევაში მას შესწავლილი
ჰქონდა ოკულტური ფარმაკოპია ჰიმალაის რომელიღაც მონასტერში,
ხოლო ბოტანიკური კვლევები მხოლოდ იქ ყოფნის საბაბს წარმოად-
გენდა. მაგრამ ამ ყველაფერს თავადაც კარგად გაიგებთ, – დასძინა
ქალბატონმა ზერლენდიმ.
უნდა ვაღიარო, რომ ჰონიგბერგერზე დაწერილი არაერთი წიგნისა
და საბუთის გადათვალიერების შემდეგ – რომლებიც დიდის რუდუნე-
ბით შეუგროვებია დოქტორ ზერლენდის – მეც დავრწმუნდი, რომ
ჰონიგბერგერის ცხოვრება მართლაც იდუმალებით იყო მოცული,
მაგრამ ის რაც მოჰყვა ჩემს პირველ სტუმრობას S-ის ქუჩაზე, მე–17 სახ-
ლში ბევრად გადააჭარბა ჰონიგბერგერის საიდუმლოს.
– მაშინ გადავწყვიტე, – განაგრძო ქალბატონმა ზერლენდიმ ხან-
გრძლივი პაუზის შემდეგ, – უპატიებელი ცოდვა იქნებოდა მთელი ეს
შრომა წყალში რომ ჩაყრილიყო. თქვენ შესახებ ბევრჯერ მსმენია, წა-

51
მიკითხავს კიდეც თქვენი ერთი-ორი ნაშრომი, კერძოდ ინდოეთსა და
ინდურ ფილოსოფიაზე. ვერ ვიტყვი, ყველაფერი კარგად გავიგე-მეთ-
ქი, მაგრამ ერთი რამ კი კარგად ვიცი: მე თქვენ გენდობით...
მინდოდა მეთქვა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ნდობა და ა.შ.
მაგრამ ქალბატონმა საუბარი იმავე კილოზე განაგრძო:
– წლებია, ამ სახლში თითქმის არავინ შემოსულა ერთი-ორი მეგობ-
რის გარდა, იმათაც არაფერი გაეგებოდათ ჩემი მეუღლის საქმისა, ასე
რომ, მისი კაბინეტი და ბიბლიოთეკა ხელშეუხებელია 1910 წლიდან.
მეც არ ვიყავი აქ, დიდი ხანი დავყავი ქვეყნის გარეთ, დაბრუნების შემ-
დეგ კი ვცდილობდი საზოგადოებაში ნაკლებად მეხსენებინა ჩემი მე-
უღლის სახელი. კოლეგებს ანუ ექიმებს, ჩემი მეუღლე მანიაკად მიაჩ-
ნდათ ადრე. ბიბლიოთეკა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ისეთს არავის
უნახავს, ვინც მისი ფასი იცის, გარდა ერთისა – ბუკურა დუმბრავესი. მე
მასაც მივწერე თქვენსავით; აღმოსავლეთთან დაკავშირებული კარგი
კოლექცია მაქვს-მეთქი. მოვიდა, მაგრამ დიდი დაგვიანებით. მგონი
დაინტერესდა, მითხრა, აქ ბევრი ისეთი წიგნია, კარგა დიდი ხნის წინ
ბრიტანულ მუზეუმს რომ ვთხოვეო; ახლა დრო არ მაქვს, დეტალურად
გავეცნო თქვენი მეუღლის ბიბლიოთეკას, ინდოეთიდან დაბრუნების
შემდეგ აუცილებლად მოვალო. ალბათ იცით, ინდოეთში თეოსოფიის
კონგრესი ჩატარდა, იქიდან მოდიოდა, მაგრამ რუმინეთის მიწაზე ფე-
ხი ვეღარ დადგა: პორტ-საიდში გარდაიცვალა.
არ ვიცი, დააეჭვა თუ არა ქალბატონი ზერლენდი იმ კაცის სიკ-
ვდილმა მაინცდამაინც დაბრუნების წინ. ისე დაჟინებით მიცქერდა,
ვიგრძენი, რაღაც უნდა მეთქვა: „ცხოვრებაში იმდენი რამეა იდუმალი,
რომ არ არის საჭირო მისი ძებნა შორს ადიარში თუ პორტ-საიდში”.
ქალმა არაფერი მიპასუხა. სალონიდან გასვლისას ვკითხე, თქვენი მე-
უღლე ინდოეთში თუ იყო-მეთქი.
– ძნელია თქმა, – ჩურჩულითა და ყოყმანით მიპასუხა და გაღიმება
სცადა.
II
ბევრ მდიდარ, განათლებულ ოჯახებში მინახავს ბიბლიოთეკა,
მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება არცერთს მოუხდენია ჩემზე. გაიღო მუ-

52
ხის მასიური კარი და მეც იქვე ზღურბლზე გავშეშდი. ჩემ წინ მაღალჭე-
რიანი, უზარმაზარი ისეთი დარბაზი გაწოლილიყო, ძველ მდიდრულ
სახლებშიც კი რომ იშვიათადაა. დიდი
ფანჯრები სახლის უკან ბაღში გადადიოდა. ფარდები გადაწეული
იყო და შემოდგომის დაისი უფრო დიდებულს ხდიდა იქაურობას. კედ-
ლები წიგნებით გადაჭედილ ხის თაროებს დაეფარა. 30 000-მდე ტომი
იქნებოდა, უმეტესობა ტყავისყდიანი. აქ წარმოდგენილი იყო კულტუ-
რის თითქმის ყველა დარგი: მედიცინა, ისტორია, რელიგია, მოგზაუ-
რობა, ოკულტიზმი, ინდოლოგია. ქალბატონმა ზერლენდიმ ჯერ კარა-
დებთან მიმიყვანა, სადაც ჩარიგებული იყო მხოლოდ ინდოეთთან და-
კავშირებული წიგნები. იშვიათად მინახავს ასეთი ძვირფასი და მდი-
დარი კერძო კოლექცია. მთელი საღამო გავატარე ამ კარადებთან და
მივხვდი რამხელა საგანძური ინახებოდა ამ დარბაზში, ამ კარადებში
მარტო მარკო პოლოდან და ტავერნიედან დაწყებული პიერ ლოტისა
და ჟაკოლიოს ინდოეთში მოგზაურობის აღმწერი ასობით ტომი ჩანდა.
ეტყობა დოქტორი ზერლენდი უკლებლივ, განურჩევლად იძენდა ყვე-
ლაფერს, რაც კი ინდოეთს ეხებოდა, ინდური იყო; სხვანაირად ვერაფ-
რით გავიგებდი, აქ როგორ მოხვდა ისეთი მთხზველი, როგორიც ლუი
ჟაკოლიო იყო. თაროებზე ელაგა ფრანგული Journal asiatique-ის და
ლონდონის Journal of the Royal Asiatic Society-ის მთელი კოლექციები,
რომ აღარაფერი ვთქვათ მეცნიერებათა აკადემიის ნაშრომებზე ინ-
დურ ენების, ლიტერატურის და რელიგიების შესახებ. ყველაფერი, თუ-
კი რამ მნიშვნელოვანი დაბეჭდილა გასულ საუკუნეში ინდოლოგიას-
თან კავშირში, პეტერბურგის დიდი ლექსიკონიდან დაწყებული, და
კალკუტასა და ბენარესში სანსკრიტულ ენაზე გამოცემული ტექსტების
ჩათვლით, აქ ინახებოდა. ყველაზე მეტად გამაოცა სანსკრიტულ ენაზე
დაბეჭდილმა წიგნებმა.
– სანსკრიტული ენის სწავლა დაიწყო 1901 წელს, – მითხრა ქალბა-
ტონმა ზერლენდიმ, და საკმაოდ საფუძვლიანადაც შეისწავლა, რამ-
დენადაც ეს შესაძლებელია ენის ცოცხალი ცენტრებისგან დაშორებულ
ადგილას...

53
მართლაც, იქ იყო არა მხოლოდ ელემენტარული სახელმძღვანე-
ლოები, ან საშუალო დონის ტექსტები, მოყვარულთათვის, არამედ ისე-
თი წიგნებიც, რომელთა შეკვეთაც შეეძლო მხოლოდ ისეთ ადამიანს,
რომელიც ჩაწვდა საფუძვლიანად სანსკრიტული ენის საიდუმლოებე-
ბს. ავიღოთ ისეთი რთული კომენტარები, როგორიცაა Siddânta
Kaumudî, რომელიც სანსკრიტული ენის გრამატიკის ნიუანსების გან-
მმარტავია. ან მედჰადიტის მანუს უზარმაზარი ტრაქტატი სამართლის
შესახებ; ასევე ურთულესი კომენტარები ვედურ ტექსტებზე, რომლებიც
ალაჰაბადის და ბენარესის პრესაში იბეჭდება ხოლმე; ან ინდურ რი-
ტუალებზე შექმნილი უამრავი წიგნი. განსაკუთრებით გამაოცა ინდურ-
მა სამედიცინო წიგნებმა, მისტიკასა და ასკეტიზმზე ტრაქტატების არ-
სებობამ. ჩემი შეზღუდული გამოცდილებიდან ვიცოდი, რამდენად
რთულია ასეთი ტექსტების წვდომა სკრუპულოზური კომენტარების გა-
რეშე, ხოლო იდეალური იქნება თუ მასწავლებელი ზეპირად ახსნის და
განმარტავს მას.
გაოცებულმა შევხედე ქალბატონ ზერლენდის. ბიბლიოთეკაში შეს-
ვლისას ცოტა ვღელავდი, მეგონა, ვნახავდი ერთ კარგ ჰონიგბერგერი-
სეულ არქივს, მაგრამ რაც ვნახე მოლოდინს გადააჭარბა. მე მოვხვდი
მეცნიერ-ინდოლოგის ბიბლიოთეკაში, რომლის მრავალფეროვნებისა
და დიდებულების შეშურდებოდათ ისეთ დიდ მკვლევრებს, როგორე-
ბიცაა როტი, იაკობი ან სილვენ ლევი.
– მან დაიწყო ჰონიგბერგერით და მოვიდა აქამდე, – ქალბატონი
ზერლენდი მიმიხვდა ფიქრებს, მაჩვენა ბიბლიოთეკის შორეული კუთ-
ხე, სადაც ტრანსილვანიელი გერმანელის შესახებ წიგნები და დოკუ-
მენტები მელოდებოდნენ.
– კი მაგრამ, როდის მოასწრო ამდენი წიგნის შეგროვება, როგორ
მოახერხა ყველას შესწავლა? – გაოცებულმა შევძახე მე.
– დიდი ნაწილი მემკვიდრეობით გადმოეცა ოჯახიდან, განსაკუთ-
რებით ისტორიული წიგნები, – მითხრა ქალბატონმა, – დანარჩენი თვი-
თონ შეიძინა, განსაკუთრებით ბოლო რვა წლის განმავლობაში. რამ-
დენიმე მამული გაყიდა...
ბოლო სიტყვებზე გაეღიმა, სინანული არ დასტყობია.

54
– მას იცნობდნენ ლაიფციგელი, პარიზელი, ლონდონელი ბუკინის-
ტები. რაც მართალია მართალია, წიგნებში კარგად ერკვეოდა. ხანდა-
ხან გარდაცვლილ აღმოსავლეთმცოდნეთა მთლიან ბიბლიოთეკებს
ყიდულობდა. მაგრამ, ცხადია, არ ჰქონდა დრო, რომ ყველა წაეკითხა,
თუმცა ბოლო წლებში ღამეებს ათენებდა მათ კითხვაში, სულ რაღაც
ორი-სამი საათი თუ ეძინა ხოლმე.
– ალბათ ეს შეურყევდა ჯანმრთელობას, – ვთქვი მე.
– სულაც არა, – მიპასუხა ქალბატონმა ზერლენდიმ. – საოცარი შრო-
მისუნარიანობით გამოირჩეოდა და სპეციალურ დიეტასაც იცავდა; სა-
ერთოდ, არ ჭამდა ხორცს, არ ეწეოდა სიგარეტს, არ სვამდა ალკოჰო-
ლურ სასმელებს, ჩაის, ყავას...
თითქოს უნდოდა კიდევ რაღაცის დამატება, მაგრამ უცბად გაჩუმ-
და და მიმიპატიჟა ბიბლიოთეკის ჰონიგბერგერის კუთხეში. იქ იყო
ტრანსილვანიელი ექიმის ყველა წიგნი და ბევრი პუბლიკაცია მისი სა-
ოცარი ცხოვრების შესახებ. კუთხეში ეკიდა მალკნეხტის ცნობილი გრა-
ვიურის რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო ჰონიგბერგერი მა-
ჰარაჯა რანჯიტ-სინგჰის მრჩევლის სამოსში. მუყაოს საქაღალდეში შე-
ნახული იყო ჰონიგბერგერის წერილები – მიწერილი თავისი დროის გა-
მოჩენილი მეცნიერებისადმი, აქ იყო ასევე მისი ოჯახის წევრებისა და
მის თანამედროვეთა გრავიურების ასლები, რუკები, სადაც აღნიშნუ-
ლი იყო მისი მოგზაურობების ყველა მარშრუტი აზიასა და აფრიკაში.
მელანქოლიურად ვათვალიერებდი ყველა ამ დოკუმენტს, რომელთა
ნამდვილ ღირებულებას მივხვდი მოგვიანებით, მიკვირდა, რომ ასეთი
ადამიანი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის
წინ ისე, რომ არავინ იცოდა, რამხელა საგანძურს ფლობდა იგი.
– კი მაგრამ, რატომ არ დაწერა ჰონიგბერგერის შესახებ წიგნი? –
ვკითხე მე.
– დაიწყო, – მიპასუხა ქალბატონმა ზერლენდიმ ხანგრძლივი ყოყ-
მანის შემდეგ, – მაგრამ უეცრად შეწყვიტა, არასდროს აუხსნია ჩემთვის
ამისი ნამდვილი მიზეზი. როგორც გითხარით, მას ფართო კორესპონ-
დენცია ჰქონდა, ეძებდა გამოუქვეყნებელ ინფორმაციებსა და დოკუ-
მენტებს. დაახლოებით 1906 წელს ერთ-ერთი გამოფენის დროს გაიც-

55
ნო დოქტორის შვილის (პირველი ქორწინებიდან), კონსტანტინ ჰონიგ-
ბერგერის მეგობარი, რომელიც ინახავდა რამდენიმე წერილსა და სა-
ბუთს, რომლებიც რაღაც გზით აღმოჩნდა მასთან შესანახად. იმავე
წლის შემოდგომაზე ჩემი მეუღლე გაემგზავრა იასში, საიდანაც ძალ-
ზედ აღელვებული დაბრუნდა. არ მგონია რომ მთლად ორიგინალები
ეშოვნოს, მაგრამ ყველა იმ საბუთის ასლი წამოუღია. ფაქტია, რომ მას
მერე შეწყვიტა თავისი ნაშრომის წერა და მისი ინტერესი სულ უფრო
და უფრო გადაერთო ინდურ ფილოსოფიაზე. დროთა განმავლობაში
ჰონიგბერგერის მიმართ ინტერესი საერთოდ გაუქრა და შემდგომი
წლები მთელი თავისი დრო სანსკრიტის შესწავლას მიუძღვნა...
გაღიმებულმა მიმახედა იმ თაროებისკენ, სადაც თავიდანვე, აქ შე-
მოსვლისთანავე გავხევდი უზომოდ გაკვირვებული.
– ნუთუ არასდროს უთქვამს თქვენთვის, რატომ არ მიიყვანა ბო-
ლომდე წლების წინ დაწყებული საქმე. თავიდან ხომ ასეთი გატაცებუ-
ლი იყო? – ვკითხე მე.
– ზოგადად მითხრა, – დაიწყო ქალბატონმა ზერლენდიმ, – რაც ია-
სიდან დაბრუნდა, სულ უფრო მდუმარე გახდა. ერთხელ მითხრა, რომ
საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ინდური ფილოსოფია და ოკულტიზ-
მი, რათა უკეთ გაიგოს ჰონიგბერგერის ცხოვრების გარკვეული მონაკ-
ვეთი, რომელიც მანამდე ბურუსითა და ლეგენდებით იყო მოცული. ამა-
ვე დროს, სანსკრიტული ენის შესწავლასთან ერთად, ოკულტიზმით
დაინტერესდა. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელსაც ძალზედ ზოგადად
ვიცნობ. ჩემი ქმარი არასდროს მესაუბრებოდა მისი ბოლო გატაცების
შესახებ. ვხედავდი, რა ძლიერად აინტერესებდა მას იმ წიგნებში გა-
მოქვეყნებული კვლევები, რომლებსაც ყიდულობდა და ყიდულობდა.
თუმცა, თქვენ თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში, – დასძინა
ქალბატონმა ზერლენდიმ და გამიძღვა ბიბლიოთეკის სხვა მონაკვე-
თისკენ.
უნდა ვაღიარო, რომ აქ ჩემი გაოცება კიდევ უფრო დიდი იყო. ყვე-
ლაფერი, რაც მიამბო ქალბატონმა ბიბლიოთეკაში შემოსვლის წამი-
დანვე, ყველაფერი, რაც ვნახე აქამდე, მოიცავდა იმდენ სიურპრიზს და
ისე ძლიერად მაოცებდა, რომ ახალ თაროებს უკვე მდუმარე გაოცები-

56
თა და აღფრთოვანებით ვათვალიერებდი. პირველივე შეხედვიდან
ჩანდა, რომ დოქტორმა დიდი წარმატებით დაიწყო ოკულტური შინა-
არსის გამოცემების შეგროვება. აქ არ იყო ის ვულგარული დაბალი დო-
ნის წიგნები, რომლებითაც გასული საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით
ფრანგული გამომცემლობები ავსებდნენ ბაზარს. ასევე, აქ ვერ ნახავ-
დით საშუალოზე დაბალი დონის, საეჭვო თეოსოფიური შინაარსის წიგ-
ნებს. ასეთი ხასიათის გამოცემებიდან აქ ინახებოდა მხოლოდ ლედბი-
ტერის, ანი ბეზანტის და ქალბატონ ბლავატსკაიას რამდენიმე ნაშრო-
მი, რომლებიც, როგორც მე დავრწმუნდი მოგვიანებით, დოქტორმა
ზერლენდიმ დიდი ყურადღებით წაიკითხა. სამაგიეროდ, ფაბრე
დ’ოლივეს, რუდოლფ შტაინერის, სტანისლას დე გუაიტას,
ჰარტმანის გარდა ბიბლიოთეკა ძალზედ მდიდარი იყო ოკულტიზ-
მის, ჰერმეტიზმისა და ტრადიციული თეოსოფიის კლასიკოსებით. სვე-
დენბორგის, პარაცელსიუსის, კორნელიუს აგრიპას, ბიომეს, დელლა
რივიერას, პერნეტის ძველი გამოცემების გვერდით ელაგა ისეთი წიგ-
ნები და შრომები, როგორებიცაა ტექსტები ჰერმეტიზმზე, რომელსაც
პითაგორას მიაწერენ, სალმონისა და მანიეს ძველ და ასევე ბერტლოს
ახალ გამოცემებში დაბეჭდილი გამოჩენილ ალქიმიკოსთა შრომები.
ამ ბიბლიოთეკას არც ფიზიოგნომიკის, ასტროლოგიისა და ქირომან-
ტიის დავიწყებული წიგნები აკლდა.
მოგვიანებით, როდესაც მომეცა საშუალება უფრო დეტალურად შე-
მესწავლა ეს თაროები, აღმოვაჩინე უიშვიათესი შრომები: არნო ვილ-
ნევას De aquae vitae simplici et composito[31], ქრისტიანული აპოკრიფე-
ბი, მაგალითად ადამი და ევა, რომელსაც კარგა ხანს ეძებდა სტრინ-
დბერგი. წიგნების შერჩევაში იკვეთება ჩანაფიქრი, კონკრეტული მიზა-
ნი. როგორც დავრწმუნდი, აქ არ იყო გამოტოვებული არც ერთი სერიო-
ზული ავტორი, არც ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. უეჭველი იყო,
რომ დოქტორს არ აინტერესებდა მხოლოდ ფორმალური ინფორმაცია,
რათა გაცნობოდა ოკულტიზმის დოქტრინასა და ძირითად ტერმინებს,
ურომლისოდაც შეუძლებელი იყო ჰონიგბერგერის ბიოგრაფიასთან
მიდგომა, იმ ბიოგრაფიასთან, რომელსაც ის წერდა, არა, დოქტორ
ზერლენდის თავად სურდა მიახლებოდა ჭეშმარიტებას, რომელიც ასე

57
საიმედოდ იყო დამალული და დაცული ჰერმეტულ ტრადიციაში. სხვა-
ნაირად, უაზრო იქნებოდა აგრიპა ფონ ნეტეშაიმისა და Bibliotheca
Chemica Curiosa[32]-ს წაკითხვა.
სწორედ, დოქტორის ოკულტიზმისადმი დიდმა ინტერესმა, ასევე
ინდური ფილოსოფიითა და განსაკუთრებით ინდოეთის ეზოთერული
სკოლებით მისმა გატაცებამ ყველაზე მეტად დამაინტრიგა. თანაც
ქალბატონმა ზერლენდიმ თავად თქვა: ეს ახალი და ბოლო გატაცება
ჩემს ქმარს იასიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდაო.
– როგორც ჩანს, მარტო კითხვას არ კმარობდა, – ვთქვი მე, – უეჭვე-
ლია, ბატონი დოქტორი ოკულტურ პრაქტიკასაც მისდევდა.
– მეც ასე ვფიქრობ, – მიპასუხა ქალბატონმა ზერლენდიმ ცოტაოდე-
ნი ყოყმანის შემდეგ. – ჩემთან არასდროს უღიარებია, მაგრამ ბოლო
წლები თითქმის მთელ დროს აქ, ამ კაბინეტში, ან ერთ-ერთ ჩვენს მა-
მულში, ოლტენიაში ატარებდა. როგორც გითხარით, არასდროს ჩანდა
დაღლილი მისი თითქმის ასკეტური რეჟიმის მიუხედავად. შემიძლია
ვთქვა, რომ ბევრად უკეთაც გრძნობდა თავს ვიდრე ადრე...
– და მიუხედავად ამისა მაინც გარდაიცვალა, – გავიფიქრე ვიდრე,
ქალბატონ ზერლენდის მორიდებულ განმარტებებს ვუსმენდი. ოთახი
თითქმის ჩაბნელდა და ჩემი მასპინძელი რბილი ნაბიჯებით წავიდა
შუქის დასანთებად. უთვალავი კრისტალის მძივიანი ორი უზარმაზარი
ჭაღი, ბიბლიოთეკას მეტისმეტი შუქით ავსებდა. წასვლა არ მინდოდა
და მორიდებულად გავჩერდი ოკულტიზმის შინაარსის წიგნების თა-
როებთან. ქალბატონმა ზერლენდიმ დახურა აივანზე გამავალი ფან-
ჯარა, ჩამოწია მომწვანო-ოქროსფერი ხავერდის ფარდა და ისევ მომი-
ახლოვდა.
– ახლა, როდესაც ნახეთ რა კოლექციებზეა საუბარი, – თქვა მან, –
შემიძლია ბოლომდე გაგიმხილოთ ჩემი ფიქრი: ეს რამდენიმე წელიწა-
დია, მაწუხებს დანაშაულის გრძნობა ამ აუარება ქაღალდისა და წერი-
ლის წინაშე, რომელსაც ჩემი მეუღლე ფურცელ-ფურცელ აგროვებდა
ჰონიგბერგერის ბიოგრაფიის დასაწერად. არ ვიცი ზუსტად რას იკ-
ვლევდა ბოლო წლებში, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩემი მეუღლე მაინც ჩამო-
შორდა ჰონიგბერგერს. როდესაც თქვენზე გავიგე, რომ წლობით ცხოვ-

58
რობდით ინდოეთში, რომ იცნობთ ინდურ ფილოსოფიას, რელიგიებს,
ვიფიქრე, იქნებ მან იცის რის შესწავლას აპირებდა ჩემი მეუღლე-მეთ-
ქი. იქნებ დოქტორ ჰონიგბერგერის ცხოვრება სულაც არ იყო იდუმალე-
ბით მოცული? ეს ამხელა შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს, – ქალბა-
ტონმა ზერლენდიმ ხელის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა ჰონიგბერგე-
რის კარადაზე. – იქნებ სამუშაომ მიგიზიდოთ და ბოლომდე მიიყვანოთ
ჩემი მეუღლის დაწყებული ბრაშოველი მეცნიერის ბიოგრაფია. სიკ-
ვდილს მშვიდად შევხვდებოდი, რომ ვიცოდე, ეს წიგნი დღის სინათ-
ლეს იხილავს, რომ ჩემი მეუღლის მიერ მოპოვებული მასალები არ და-
იკარგება...
არ ვიცოდი რა მეპასუხა. აქამდე არასდროს შემისრულებია შეკვე-
თილი საქმე თანაც ისეთი დარგისა, კარგად რომ ვერ ვერკვევი. თით-
ქმის ყველა ჩემი წიგნი, ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინა-
რე, მაქვს დაწერილი ნაჩქარევად, მაგრამ ყოველთვის ვწერდი პირა-
დი ინიციატივით, საკუთარი სურვილით, იქნებოდა ეს რომანი თუ ფი-
ლოსოფიური ტრაქტატი. ვგრძნობდი, ჩემი ყოყმანი უსასრულოდ ვერ
გაგრძელდებოდა.
– ქალბატონო, – დავიწყე მე, – ჩემთვის დიდი პატივია ის ნდობა,
რომელსაც თქვენ იჩენთ ჩემ მიმართ და გულწრფელად ვაღიარებ, რომ
ბედნიერი ვარ მარტო იმის გაფიქრებაზეც კი რომ შემიძლია მოვიდე ამ
ბიბლიოთეკაში. თუმცა, არ ვიცი, შევძლებ კი, დავასრულო ის, რაც და-
იწყო თქვენმა მეუღლემ. უპირველეს ყოვლისა, არ ვარ ექიმი და არ ვი-
ცი XIX საუკუნის მედიცინის ისტორია. შემდეგ, ბევრი ის ნაშრომი, რომე-
ლიც თქვენი მეუღლისთვის იყო კარგად ნაცნობი, ჩემთვის საერთოდ
უცნობია. მაგრამ შემიძლია შეგპირდეთ ერთი რამ: ჰონიგბერგერის ბი-
ოგრაფია დაიწერება და გამოქვეყნდება. შეიძლება დავიხმარო ვინმე,
ვინც კომპეტენტურია მედიცინასა და XIX საუკუნის ისტორიაში.
– ამაზე მეც მიფიქრია, – მიპასუხა ქალბატონმა ზერლენდიმ. – მაგ-
რამ, მნიშვნელოვანია არა სამედიცინო – ამისთვის ყოველთვის მო-
იძებნება კომპეტენტური კონსულტანტები, – არამედ ბიოგრაფიის აღ-
მოსავლეთმცოდნეობითი მხარე. რომ არ მცოდნოდა რა ძლიერ სურდა
ჩემს მეუღლეს, ჰონიგბერგერის ცხოვრება აღწერილიყო სწორედ რუმი-

59
ნელის მიერ – უცხოეთში ბევრი ბიოგრაფიაა მასზე დაწერილი, – მე მივ-
მართავდი ინგლისელ ან გერმანელ სპეციალისტს, სადაც ჰონიგბერგე-
რი საკმაოდ ცნობილია. – უეცრად გაჩუმდა და, ხანმოკლე დუმილის
შემდეგ შემომხედა თვალებში. – ვაღიარებ, არსებობს კიდე ერთი რამ,
რაც შეიძლება ძალიან პირადული მოგეჩვენოთ: ვაღიარებ, მსურს,
რომ ეს ბიოგრაფია იწერებოდეს ჩემთან ახლოს. ჰონიგბერგერის ცხოვ-
რებაში არის ისეთი ეპიზოდები, რომელთა განმარტებაც პირადად მე
მსურს. იმედი მაქვს, ეს დროც დადგება...
III
მართალი იყო ქალბატონი ზერლენდი, როდესაც ლაპარაკობდა
იოჰან ჰონიგბერგერის ბურუსით მოცულ ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე,
ამას გვიან მივხდი, როდესაც გულდასმით წავიკითხე დოქტორის მიერ
შეგროვებული, კლასიფიცირებული, ანოტირებული ხელნაწერები და
დოკუმენტები. S-ის ქუჩაზე ძველ სახლში რამდენიმე დღის შემდეგ დავ-
ბრუნდი, ამის მერე კვირაში სამ საღამოს ვატარებდი იმ ბიბლიოთეკა-
ში. შემოდგომა გამოდგა წარმოუდგენლად ლამაზი და თბილი. მივ-
დიოდი დაახლოებით ოთხი საათისთვის და ვრჩებოდი გვიანობამდე.
ქალბატონი ზერლენდი ხანდახან მხვდებოდა სალონში, მაგრამ რო-
გორც წესი, ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ბიბლიოთეკაში, ისიც რამ-
დენიმე საათის თავაუღებელი მუშაობის შემდეგ. გრაციოზულად დგე-
ბოდა საწერ მაგიდასთან ახლოს და მიწვდიდა შავი აბრეშუმის სახე-
ლოდან გამოსრიალებულ მკრთალი ფერის ხელს. მაშინვე შემოდიო-
და მოხუცი მოსამსახურე ქალი და ლანგრით ტკბილეული და ყავა შე-
მოჰქონდა. ქალბატონ ზერლენდის მიაჩნდა – არცთუ უსაფუძვლოდ –
მისი აქ ყოფნა ასეთ შემთხვევებში ხელს არ შემიშლიდა. მეც, რაკი ხან-
მოკლე დასვენება მიწევდა, საბუთებითა და ხელნაწერებით სავსე სა-
ქაღალდეს გადაშლილს ვტოვებდი.
– როგორ მიდის საქმე? – ყოველ შემოსვლაზე მეკითხებოდა ხოლ-
მე. – როგორ ფიქრობთ, ვიპოვნით რაიმე ხელჩასაჭიდს ჩემი ქმრის ქა-
ღალდებში?
შეიძლება ითქვას, ჩემ გამო საქმე ნელა მიდიოდა. საკმარისად არ
მიმაჩნდა მხოლოდ ჰონიგბერგერის არქივის შესწავლა და ვაკითხავ-

60
დი იმ თაროებსაც, სადაც ინდოლოგიისა და ოკულტიზმის მასალები
ელაგა. ეს კი ბევრ დროს ითხოვდა... დოქტორს ნამდვილად ბევრი უმუ-
შავია ჰონიგბერგერის ბიოგრაფიის რედაქტირებაზე. ბოლო ხელნაწე-
რი წყდებოდა იმ ადგილას, როდესაც ჰონიგბერგერი დაბრუნდა ალე-
პოდან (1822 წელს), სადაც ტრანსილვანელმა დოქტორმა დანერგა
ვაქცინაციის ახალი მეთოდი, მაგრამ არსებობდა კიდევ რამდენიმე შა-
ვად დაწერილი თავი სირიაში შვიდი წლის ცხოვრების შესახებ. ეს ყვე-
ლაფერი მთლიანი ბიოგრაფიის მხოლოდ ერთ მეოთხედს წარმოად-
გენდა, რადგან ჰონიგბერგერის ცხოვრება და საქმიანობა უფრო საინ-
ტერესო მხოლოდ მას მერე გახდა, როცა რანჯიტ-სინგჰის კარზე აღ-
მოჩნდა. ავანტიურისტი დოქტორის ცხოვრების სხვა პერიოდების შესა-
ხებ არსებობდა მხოლოდ დოკუმენტური მასალა – საგულდაგულოდ,
ქრონოლოგიურად დალაგებული. თითოეულ საქაღალდეზე აღნიშნუ-
ლი იყო თარიღი, ადგილი და დოკუმენტების რიცხვი. ხანდახან რომე-
ლიმე თარიღის გასწვრივ დასმული იყო კითხვის ნიშანი ან მითითება
აპოკრიფული მასალების შემცველ სხვა რომელიმე საქაღალდეზე.
დოქტორი ზერლენდი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ჰონიგბერგერი თა-
ვის ბიოგრაფებს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა საკუთარ თავზე ან საგან-
გებოდ აყალბებდა საბუთებს. ნეტავ რატომ მიმართავდა მისტიფიკა-
ციას, რაში სჭირდებოდა მის ისედაც ლეგენდარულ, იდუმალებით მო-
ცულ ავანტიურულ ცხოვრებას? – ვერაფრით გამეგო.
– ჯერ ვერ მიაკვლიეთ იმ მთავარს, ჩემი ქმარი რომ გადაკვრით მე-
უბნებოდა? – მკითხა ერთხელ ქალბატონმა ზერლენდიმ.
არ ვიცოდი რა მეპასუხა. ვხვდებოდი, რა განმარტებებსაც ელოდე-
ბოდა იგი ჩემგან და არ ვიცოდი,
შევძლებდი თუ არა როდესმე მიმეწოდებინა მისთვის საინტერესო
ინფორმაცია. მოჩვენებითი სიკვდილი, იოგური ტრანსი, ლევიტაცია,
ცეცხლმოუკიდებლობა ან უჩინარობა, რომლებზეც წერდა ჰონიგბერ-
გერი და რომლებსაც განსაკუთრებული ძალისხმევით იკვლევდა დოქ-
ტორი ზერლენდი, ძალიან ძნელი განსამარტია იმათთვის, ვისაც თე-
ორიულად არ ესმის ასეთი ფაქტების შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰო-
ნიგბერგერის იდუმალ მოგზაურობებს ქაშმირსა და ტიბეტში, მის

61
კვლევებს მაგიურ ფარმაკოლოგიაში, ვალლაბჰაჩარიას სექტაში ინი-
ციაციის რიტუალში შესაძლო მონაწილეობას, ეს საკითხები ნაკლებად
იყო გარკვეული. ეტყობა დოქტორმა, ვერაფერი ინფორმაცია ვერ მო-
იპოვა ამ ეპიზოდებზე.
– საიდუმლოებები აქ ყოველ ნაბიჯზეა, – ორჭოფულად ვუპასუხე მე,
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს...
ქალბატონ ზერლენდის იმედი ჩაუქრა თვალებში; ბიბლიოთეკი-
დან მელანქოლიური ნაბიჯებით გავიდა. ზოგჯერ ცოტა დიდხანსაც
რჩებოდა, მეკითხებოდა ინდურ შთაბეჭდილებებზე, განსაკუთრებით
აინტერესებდა ჰიმალაის მონასტრები; იცოდა, რომ იქ ნამყოფი ვიყა-
ვი, მაგრამ პირადად მე ნაკლებად მქონდა მოყოლის სურვილი. თვი-
თონ არასოდეს არაფერი მოუყოლია საკუთარ თავზე, ოჯახზე. მეგობ-
რებზე ლაპარაკობდა, მაგრამ სახელებს არ ამბობდა. ხოლო მე რაც გა-
ვიგე, სრულიად შემთხვევით გავიგე. აი, როგორ მოხდა ეს.
ერთხელ ჩემი პირველი ვიზიტიდან სამი კვირის შემდეგ S-ის ქუჩაზე
ძველ სახლში ჩვეულებრივზე ადრე მივედი. იმ დღეს წვიმდა. შემოდ-
გომის სევდიანი წვიმა მოდიოდა. მოხუცმა მოსამსახურემ კარი რატომ-
ღაც დაგვიანებით გამიღო. მითხრა, ქალბატონი ზერლენდი ცოტა შე-
უძლოდააო. ამის მიუხედავად მიმიწვია, ბუხარი უკვე დაენთო. ბიბ-
ლიოთეკაში მორიდებულად შევედი. იქაურობა თითქმის შეცვლილი-
ყო შემოდგომის დღის შუქზე. ბუხარი ვერ ათბობდა დიდ ოთახს. ამის
მიუხედავად, მთელი ენერგიით შევუდექი საქმეს. ვიფიქრე, ქალბატო-
ნი ზერლენდი მშვიდად იგრძნობს თავს რაკი გვერდით ოთახში მე ვმუ-
შაობ-მეთქი, და რომ სულ მალე წინ დავუდებ თავისი ქმრის მიერ და-
შიფრულ საიდუმლოებებს. ჩემი მისვლიდან ნახევარი საათის შემდეგ,
ბიბლიოთეკაში შემოვიდა ახალგაზრდა ქალი სიგარეტით ხელში. სა-
ერთოდ არ გაკვირვებია საწერ მაგიდასთან ქაღალდებში ჩაფლული
რომ დამინახა.
– ა, ეს თქვენ ხართ?! – შესძახა მან და ჩემკენ წამოვიდა.
წამოვდექი და წარვუდგინე თავი.
– ვიცი, მითხრა დედაჩემმა, – მიპასუხა მან დაუდევრად. – იმედია
თქვენ მაინც გაგიმართლებთ..

62
დაბნეულმა გავიღიმე, ვერ მივხვდი, რისი თქმა სურდა. შემდეგ და-
ვიწყე მოყოლა, რისი აღმოჩენა შევძელი ჰონიგბერგერთან დაკავში-
რებით. ახალგაზრდა ქალბატონი დაუფარავი ირონიით მიყურებდა.
– ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია ვიცი, – შემაწყვეტინა მან. – თქვე-
ნამდე სხვებიც მოსულან აქ ამ მასალების შესასწავლად. საწყალი ჰან-
სი ყველაზე შორს გასულა ამ კვლევებში, როგორც ამბობენ...
გაკვირვებულმა ისე შევხედე, რომ ქალს გაეცინა. სიგარეტი სპი-
ლენძის საფერფლეში ჩააქრო და უფრო მეტად მომიახლოვდა.
– ალბათ, გეგონათ, რომ ეს საიდუმლოებები მაინცდამაინც თქვენ
გელოდათ მთელი 25 წელიწადი იმისთვის, რომ ამოგეცნოთ?! ძალიან
სცდებით, ჩემო ძვირფასო ბატონო. სხვებმაც სცადეს. მამაჩემი ომამ-
დელ წლებში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ის როგორც განსა-
კუთრებული შემთხვევა ასე იოლად არ გამქრალა ხალხის მეხსიერები-
დან…
– თუ ვცდებოდი, ჩემი ბრალი არ იყო, – ვცდილობდი აღელვება და-
მეფარა. – მე მხოლოდ ის ვიცი, რაც დედათქვენმა საჭიროდ მიიჩნია
ვიცოდე. მოკლედ, ჩემი მანდატი შეზღუდულია – უგერგილოდ გავიღი-
მე. – მე აქ იმიტომ ვარ, რომ შევისწავლო დოქტორ ჰონიგბერგერის ბი-
ოგრაფიასთან დაკავშირებული მასალები.
ახალგაზრდა ქალმა ისე უნდობლად ამხედ-დამხედა თითქოს არ
სჯეროდა ჩემი ნათქვამის. ამ დროს მეც მომეცა საშუალება უკეთ დავ-
კვირვებოდი მას: ის იყო მაღალი, გამხდარი, თითქმის ზედმეტად გამ-
ხდარიც კი, სინათლეზე ოდნავ ჭუტავდა თვალებს, ნერვულად დაძაბუ-
ლი ტუჩ-პირი ჰქონდა, უმაკიაჟობა ისედაც ოცდაათი წლისას ასაკს მა-
ტებდა...
– მაშასადამე, დედა ბოლომდე გულახდილი არ არის თქვენთან, –
ხმა შეარბილა ქალმა. – ასეც ვიცოდი. ეტყობა შეეშინდა, რომ გაიგოს
პირველი არ არის, გული აუცრუვდებაო. თქვენ მეოთხე ხართ ვინც ამ
საქმეზე მუშაობს. ბოლო იყო ერთი გერმანელი ოფიცერი, ომის შემდეგ
ბუქარესტში შემორჩა. ჩვენ მას საწყალ ჰანსს ვეძახდით. მართლაც
ტრაგიკული ბედისა იყო ის საწყალი. უბედურმა შემთხვევამ იმსხვერ-
პლა ერთ-ერთ ჩვენს მამულში ნადირობისას. მოკლედ, ის ირწმუნებო-

63
და, რომ რაღაც ხელჩასაჭიდს მიაგნო და ალბათ სადაცაა ფარდას ახ-
დიდა ჰონიგბერგერის საიდუმლოებებს, რაზეც მამაჩემი ლაპარაკობ-
და. ჰანსმა კარგად არ იცოდა რუმინული ენა და ცდილობდა გაეღრმა-
ვებინა. ვერაფრით გამეგო, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან რუმინულ
ენას და ჰონიგბერგერის საიდუმლოებებს. მე მგონი ჰანსი ამაოდ ირ-
ჯებოდა.
– თქვენ რასაც მეუბნებით, სრულებითაც არ მაკარგვინებს მუშაო-
ბის სურვილს. პირიქით, უფრო მიმძაფრებს ინტერესს ამ ჰონიგბერგე-
რის მიმართ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩემთვის მხოლოდ ცა-
რიელი ბგერები იყო. მოგზაური და ავანტიურისტი – აი ასე ვიცნობდი
მე მას.
ახალგაზრდა ქალმა გაიღიმა, საწერ მაგიდასთან ახლოს დაჯდა
სავარძელში და კვლავ დაკვირვებით, გამომცდელად შემომაცქერდა.
– დედაჩემს ნაკლებად აინტერესებს ჰონიგბერგერი, – მითხრა მან,
– და მართალიც არის, უპირველესად მას აინტერესებს, რა დაემართა
მამას...
– მივხვდი, – შევაწყვეტინე მე, – და რადგან ვერ გავბედე მეკითხა
მისთვის, თქვენ გთხოვთ გამარკვიოთ: რითი გარდაიცვალა მამათქვე-
ნი და რა ვითარებაში?
ქალმა თავი ჩაჰკიდა, ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ
არა ჩემთვის სიმართლე. ალბათ ფიქრობდა, იქნებ სჯობს სხვისგან გა-
იგოს და არა ჩემგანო. მაგრამ სავარძლიდან ნელა წამოდგა და ალა-
პარაკდა:
– მამა არ მომკვდარა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიცით, მარ-
თლა მოკვდა თუ არა. 1910 წლის 10 სექტემბერს სახლიდან გავიდა და
მას მერე ის არავის უნახავს და არც არავის არაფერი სმენია მასზე.
ორივენი მდუმარედ შევცქეროდით ერთმანეთს. არ ვიცოდი, რა
მეთქვა, არც ის ვიცოდი, მართალს მეუბნებოდა თუ მიმალავდა საში-
ნელ წვრილმანებს. ძვირფასი პორტსიგარიდან სიგარეტი ამოიღო.
– ალბათ აღმოსავლეთში გაემგზავრა, ინდოეთში, ჰონიგბერგერის
ნაკვალევს გაყვა, – ვთქვი მე, დუმილი რომ დამერღვია.

64
– ჩვენც ასე ვიფიქრეთ, უფრო სწორად, ჩვენმა მეგობრებმა, რადგან
მაშინ მე მხოლოდ მეორე კლასის მოსწავლე ვიყავი და დიდად არ მეს-
მოდა რა ხდებოდა ჩვენთან. მახსოვს, სკოლიდან დაბრუნებულს სახ-
ლში აურზაური და საშინელება დამხვდა: მამა გაუჩინარდა დღეს დი-
ლით ან წუხელო, ასე მითხრეს.
– ალბათ, უნდოდა მალულად წასულიყო, – ვთქვი მე, – სავარაუ-
დოდ იცოდა, რა შელაპარაკება მოუწევდა, ვინმესთვის თავისი გეგმე-
ბი რომ გაემხილა.
– შეიძლება, მაგრამ, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა წასული-
ყო აღმოსავლეთში პასპორტის, ფულის და ტანსაცმლის გარეშე...
ჩემთვისაც გაუგებარი იყო. ხოლო მან განაგრძო:
– სიმართლე არის ის, რომ მამა გაუჩინარდა ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით. უკლებლივ ყველა კოსტიუმი კარადაშია, ფული მაგი-
დის უჯრაში... არც რაიმე საბუთი წაუღია, არც წერილი დაუტოვებია დე-
დაჩემისთვის ან რომელიმე მეგობრისთვის. ვერ აღგიწერთ, რა დაუჯე-
რებელი იყო მისი გაუჩინარება მათთვის, ვინც იცოდა მისი ცხოვრების
წვრილმანები. ბოლო წლებში მამა საკმაოდ უცნაურად ცხოვრობდა.
თითქმის ასკეტურად, არავის ხვდებოდა. დღე და ღამეს ატარებდა აქ
ბიბლიოთეკაში ან თავის საძინებელში, სადაც ღამით ეძინა მხოლოდ
ორი საათი, ხის საწოლზე ულეიბოდ და უბალიშოდ.
საშინაოდ ჩაცმული დადიოდა ტილოს შარვალში, სანდლებში და
სელის პერანგში, ზაფხულშიც და ზამთარშიც, და ასე ეცვა იმ დღესაც,
გაუჩინარებისას. აღსანიშნავია რომ ასე ჩაცმული, ის არასდროს გავი-
დოდა სახლს გარეთ. ვერ გავარკვიეთ, ღამით წავიდა პირდაპირ ბიბ-
ლიოთეკიდან, თუ დილით საძინებლიდან მას მერე, რაც დაისვენა.
მთელ სახლს ეძინა, როდესაც ის ამთავრებდა თავის საქმეს დილის 3
საათზე. ორი საათის შემდეგ – 5-ზე იღვიძებდა, იბანდა და კარგა ხანს
რჩებოდა თავის ოთახში ჩაკეტილი მედიტაციის მდგომარეობაში. ყო-
ველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეგონა, თავად მამაჩემი დედას არაფერს
უყვებოდა. დაშორდა სამყაროს, ოჯახს. იშვიათად, მაგრამ როდესაც
დავინახავდი სახლში, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდით, მაგრამ ის უკვე
სხვანაირი სიყვარული იყო...

65
– კი მაგრამ, სულ ვერაფერი გაარკვიეთ; ნუთუ პატარა კვალიც არ
დაუტოვებია? ძნელი დასაჯერებელია აი ასე უკვალოდ გაქრეს ადამი-
ანი, – ვთქვი მე.
– გეთანხმებით, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ვერ ვიპო-
ვეთ პატარა მინიშნებაც კი იმისა, რომ წასასვლელად ემზადებოდა.
ბიბლიოთეკაში და საძინებელშიც ყველაფერი წესრიგში იყო; ამ საწერ
მაგიდაზე როგორც ყოველთვის გადაშლილი წიგნები და რვეულები
ელაგა, საძინებელში ვიპოვეთ მისი საათი ტუმბოზე, გასაღები და სა-
ფულე ხურდა ფულით. თითქოს მოულოდნელად მოუწია წასვლა, ისე
სწრაფად და მოულოდნელად რომ ვეღარ მოასწრო ბარგის ჩალაგება,
თუნდაც ერთი სიტყვის დაწერა – მაპატიე.
ქალი სწრაფად წამოდგა და ხელი გამომიწოდა:
– აი ასე, აღსარება ჩაგაბარეთ. ახლა თქვენ იცით ყველაფერი, რაც
თავიდანვე უნდა გცოდნოდათ. მე წავალ. ერთ რამეს გთხოვთ, დედა-
ჩემს არაფერი უთხრათ ჩვენი საუბრის თაობაზე. მას რაღაც-რაღაცების
სწამს...
IV
ვიდრე მოვიფიქრებდი და კიდევ ცოტა ხანს სალაპარაკოდ შევაჩე-
რებდი, ახალგაზრდა ქალი ბიბლიოთეკიდან გავიდა. ვერ გავერკვიე
იმ გაუგებარ წვრილმანებში, მის მონათხრობში რომ მოვისმინე. გასაკ-
ვირია, თავის დროზე, რატომ არ იყო სათანადოდ განხილული საზოგა-
დოებაში ეს იდუმალი გაუჩინარება? ან, კონკრეტულად, სად არიან
ყველა ის პიროვნებები, რომლებსაც ქალბატონმა ზერლენდიმ სთხოვა
შეესწავლათ ბიბლიოთეკა და რომლებზეც ახალგაზრდა ქალბატონმა
მითხრა, არც მათ შრომას გამოუღია შედეგიო? კვლავ მივუჯექი მაგი-
დას, ცოტა დაბნეული ვიყავი, აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, რაღაც ახ-
ლად დაბადებული გრძნობით სავსე დავცქეროდი გადახსნილ საქა-
ღალდეებსა და ჩემს ირგვლივ დახვავებულ წიგნებს. ბიბლიოფილისა
და ინდოლოგის მიმართ აღფრთოვანებამ – რომელიც მიპყრობდა ამ
ბიბლიოთეკაში მუშაობისას – ამჯერად ადგილი დაუთმო ემოციათა
რთულ გამას: შიშს, უნდობლობას, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობას. ბო-
ლომდე არც ამ ახალგაზრდა ქალის მონათხრობის მჯეროდა, თუმცა

66
მის აღსარებაში ხანდახან ამოიცნობოდა დედის სიფრთხილე –
ქალბატონი ზერლენდისა, რომელიც ჯიუტად გაურბოდა ქმრის სიკ-
ვდილის თემაზე საუბარს, ასევე დედის შეფარული მოუთმენლობა და
ინტერესი ჩემი მუშაობისადმი.
ჩემთვის ვფიქრობდი: დოქტორ ზერლენდის გაუჩინარება იმიტო-
მაა ახლა დაუჯერებელი, რომ ის მას საკმაოდ დიდხანს და საგულდა-
გულოდ გეგმავდა. ინდოეთი ისე იზიდავდა, ისე ძლიერ იყო შეპყრობი-
ლი იქ წასვლის სურვილით, რომ გადაწყვიტა აქაურობას სამუდამოდ
გასცლოდა. მაგრამ, სწორედ ამ დეტალურად დაგეგმილმა წასვლამ,
რომელსაც ასე ღრმად ინახავდა საიდუმლოდ – სწორედ ინდოეთის
ნახვის გადაულახავმა ჟინმა, შემიპყრო ყველაზე მეტად. აქამდე არა-
სოდეს მსმენია, რომ ვინმე ასე წასულიყო, გამქრალიყო – დაუმშვიდო-
ბებლად, უბარათოდ, უკვალოდ. ამ შემთხვევასთან შედარებით ჰონიგ-
ბერგერის ავანტიურა გაუფერულდა, ნაკლებად საინტერესო გამოჩ-
ნდა. სასწრაფოდ გავემართე ინდოლოგიის კარადებისკენ სადაც დოქ-
ტორის ხელნაწერები და დოკუმენტები – მისი მრავალწლიანი შრომის
ნაყოფი ინახებოდა. მივადექი კარადას, პირველივე თარო გადავ-
ჩხრიკე, დიდი ყურადღებით ვათვალიერებდი თითოეულ რვეულს.
ყოველი რვეული გადავსებული იყო სანსკრიტული სავარჯიშო-
ებით, ბრუნვებით. სითბო ჩამეღვარა სხეულში, ოდესღაც მეც როგორ
ვწვალობდი: nrpah, nrpam, nrpena, nrpăya, nrpăt, nrpasya, nrpe, nrpa და
ა.შ. როგორც ჩანს, დოქტორს უჭირდა სანსკრიტულად წერა, მაგრამ
რასაც ვერ წაართმევდით, ეს იყო მისი განუზომლად დიდი შრომისმოყ-
ვარეობა. ათობით ფურცელზე ერთი და იგივე სიტყვა ეწერა ბრუნვებში.
ზოგიერთი რვეული ძირითადად სავსე იყო ფრაზებით ჰიტოპადეშიდან
და პანჩატანტრიდან, სიტყვასიტყვით და იქვე – თავისუფლად თარ-
გმნილიც. გადავათვალიერე სავარჯიშოებით, ბრუნვებით, უღლებით,
თარგმანებით სავსე უამრავი ფურცელი. ვნახე სქელი, ანბანის მიხედ-
ვით დაყოფილი რვეული, რომელშიც დოქტორს უცხო სიტყვები ჰქონ-
და ჩანიშნული და განმარტებული. ზოგიერთ მათგანში მინდორზე მი-
თითებული იყო თარიღები და შენიშვნები. კიდევ ერთხელ დავრწმუნ-
დი, რა უზარმაზარი შრომა გაუწევია დოქტორს სანსკრიტის შესასწავ-

67
ლად. სამასი გვერდი – თუ დავუჯერებთ გვერდით მიწერილ თარიღებს
– ორ კვირაზე ნაკლებ დროში შეუვსია.
შემოდგომის იმ წვიმიან საღამოს ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე
ხელნაწერებით სავსე უჯრაში, გარდა დოქტორის გატაცებისა სანსკრი-
ტული ენის შესწავლის თაობაზე. მხოლოდ ერთმა უბრალო ჩანაწერმა
ერთ-ერთ სავარჯიშო რვეულის პირველ გვერდზე წამიერად მიიპყრო
ჩემი ყურადღება ამაღელვებელმა სიტყვებმა: Shambala=Agarthha=უხი-
ლავი სამყარო. ყველა დანარჩენი ფურცელი ჩვეულებრივი სავარჯი-
შოებით იყო შევსებული.
მეორე დღეს მივედი ჩვეულებრივზე ადრე. აქამდე არასდროს მოვ-
სულვარ ბიბლიოთეკაში ასეთი ატაცებული და სულსწრაფი. მთელი
ღამე გავატარე ფიქრებში, ყურში კვლავ ჩამესმოდა ქალბატონ ზერ-
ლენდის ქალიშვილის მონათხრობი და საკუთარ თავს ვუსვამდი კით-
ხვას: რამ უბიძგა დოქტორს ასეთი უმოწყალო ქმედებისკენ? ასე უგუ-
ლოდ როგორ მოექცა ოჯახს, მეგობრებსა და ქვეყანას? კვლავ
ხელნაწერების უჯრას მივადექი, წინა დღით რომ ვათვალიერებდი.
ამოვალაგე ხელნაწერები და რვეულები, საწერ მაგიდაზე დავახვავე
და მეც დავჯექი სამუშაოდ. ამჯერად გაორმაგებული ყურადღებით და
მონდომებით ვმუშაობდი. რვეულებში სანსკრიტული ასოები უფრო და
უფრო კარგად და მსუბუქად ნაწერი ხდებოდა. დაახლოებით ნახევარი
საათის შემდეგ შემოვიდა ქალბატონი ზერლენდი, ფერმკრთალი და
დასუსტებული, თუმცა მხოლოდ ორი დღე იყო ავად.
– მიხარია, ასეთი შემართებით რომ მუშაობთ, – მაგიდაზე დაყრილ
რვეულებს დახედა. – ეს რვეულები ჯერ არავის შეუსწავლია, – დასძინა
მან და სახეზე შუქი დაეფინა. – ყურადღება არ მიაქციოთ იმას, რაც გუ-
შინ ჩემმა ქალიშვილმა გითხრათ. სმარანდა დიდი ფანტაზიორი გო-
გოა. უყვარს უცხო, სხვადასხვა საგნების ერთმანეთთან დაკავშირება,
მაგრამ არაფერი გამოსდის. თანაც იმ დროს ის პატარა იყო. მერე კი
მისი საქმრო ჰანსი თავისივე დაუდევრობით დაიღუპა ნადირობისას.
ჰანსმაც დაიწყო ჩემი მეუღლის მიერ მოგროვებული მასალების შეს-
წავლა ჰონიგბერგერზე. მას ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც ჰონიგბერ-
გერს ეხება თითქოს დაწყევლილია და ყველა, ვინც იწყებს მისი არქი-

68
ვის შესწავლას, დაწყებული ჩემი ქმრით, ათასნაირი უბედურება ატ-
ყდება თავს. ისევე, როგორც დაემართათ ტუტანჰამონის საფლავის
მკვლევარებს. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ქალიშვილის
ფანტაზიებია და უკვე თვითონაც სჯერა თავისივე შეთხზული სიცრუ-
ისა, რაც ტუტანჰამონზე წიგნის წაკითხვის შემდეგ დაემართა.
ქალბატონ ზერლენდის სიტყვებმა თავგზა ამიბნია, აღარ ვიცოდი,
რომლისთვის დამეჯერებინა – დედისთვის თუ ქალიშვილისთვის. დე-
და თითქოს თავს იმართლებდა შვილის მაგივრად, მაგრამ საიდან გა-
იგო, რას მელაპარაკებოდა მისი შვილი? ნუთუ კარს უკან იდგა და
გვისმენდა?
– ჰანსი 1921 წელ დაიღუპა, სმარანდა უნუგეშოდ დარჩა იმ დღიდან,
– განაგრძო ქალბატონმა ზერლენდიმ. – ალბათ ამ დიდი ტკივილის გა-
მო დაკარგა რეალობის შეგრძნება.
– მაგრამ, თქვენმა ქალიშვილმა მხოლოდ... – შევეცადე დამეცვა
სმარანდა.
– არ არის საჭირო, – შემაწყვეტინა ქალბატონმა ზერლენდიმ. – მე
ვიცი, რისი სჯერა მას და როგორ დააჯეროს სხვა.
ქალბატონ ზერლენდის განმარტება საკმაოდ ორჭოფული მეჩვენა,
ქმარი სულაც არ უხსენებია, არაფერი უთქვამს არც მის სიკვდილზე,
არც მის გაუჩინარებაზე. უბრალოდ, შეეცადა თავი დაეცვა შვილის
ბრალდებებისგან იმის გამო, რომ ჩემამდე სხვებსაც იწვევდა ჰონიგ-
ბერგერის საიდუმლოს ამოსახსნელად, რაც შესაძლებელია მისი
ქმრის საიდუმლოც ყოფილიყო.
– სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის, – მისუსტებულ
ხმაზე წარმოთქვა ქალმა. – ახლა კი, მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, ჯერ
კიდევ არ ვარ ბოლომდე გამოჯანმრთელებული.
მარტოდ დარჩენილს მეღიმებოდა, წარმოვიდგინე, სადაცაა გა-
იღება კარი და ბიბლიოთეკაში შემოვა სმარანდა და მეტყვის: არ და-
იჯეროთ დედაჩემის ნათქვამიო. მაგრამ ცნობისმოყვარეობა ისევ გა-
მიმძაფრდა, კვლავ ჩავუჯექი რვეულებს.
საღამომდე ვათვალიერებდი, მხოლოდ სავარჯიშო ტექსტები,
თარგმანები, გრამატიკული კომენტარები და მათი ინტერპრეტაციები

69
მხვდებოდა. ერთი რვეული, რომელიც შევსებული იყო ვედური და იო-
გას წიგნებიდან ამოწერილი ციტატებით, უფრო საინტერესო მომეჩვე-
ნა და ცალკე გადავდე. შემდეგ ავიღე ერთი შავყდიანი რვეული, რო-
მელსაც დანარჩენებივით, რაღაცა მინაწერიც ჰქონდა და დანომრი-
ლიც იყო, გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან.
პირველი გვერდი შევსებული იყო რამდენიმე პასაჟით უპანიშადები-
დან. თავიდან ვიფიქრე, რომ დანარჩენი ფურცლებიც ალბათ დაახ-
ლოებით ასეთივე ტექსტებია და დიდად საინტერესო არ უნდა იყოს
ჩემთვის-მეთქი, მაგრამ გადავშალე თუ არა მეორე გვერდი, პირველი-
ვე სტრიქონმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: Adau vada asit, sa cha vada
ishvarabhimukha asit, sa cha vada ishvara asit! ერთი წამით ვერ გავიგე ამ
სიტყვების შინაარსი და მზად ვიყავი გადამეფურცლა შემდეგ გვერ-
დზე, როდესაც გონებაში გამიელვა წაკითხული ფრაზის თარგმანმა. ეს
იყო იოანეს სახარების პირველი სიტყვები: „პირველითგან იყო სიტყვა
და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი!” გამიკ-
ვირდა, რომ დოქტორმა თარგმნა სახარების ეს ფრაზა სანსკრიტულ
ენაზე და განვაგრძე კითხვა, რომ გამეგო, რა მიზანი ჰქონდა ამას. მაგ-
რამ, უცებ ემოციამ იძალა, სახეზე სისხლი მომაწვა – სანსკრიტული ან-
ბანით დაწერილი სიტყვები რუმინულ ენაზე იყო.
ამ რვეულში წერას ვიწყებ 1908 წლის 10 იანვარს. რატომ ვწერ სან-
სკრიტული ანბანით და რატომ ვიჩენ ასეთ სიფრთხილეს, გაიგებს მხო-
ლოდ ის, ვინც მოახერხებს ამ ტექსტის წაკითხვას. არ მინდა ჩემი ფიქ-
რები ყველამ გაიგოს.
ახლა ვხვდები, რვეულის მეორე გვერდზე თავშივე რატომ ეწერა
სანსკრიტულ ენაზე ამონარიდი იოანეს სახარებიდან. დოქტორს ალ-
ბათ სურდა მკითხველისთვის მიენიშნებინა, რომ არც შემდეგი ტექსტე-
ბია ინდურად დაწერილი. ეს ერთგვარი შენიღბვა იყო, შემთხვევითი,
უმეცარი მკითხველი არ უნდა მიმხვდარიყო, შინაარსობრივად რას
წარმოადგენდა ეს რვეული. გარედან ჩვეულებრივი რვეული იყო, ყვე-
ლა დანარჩენივით მასაც ჰქონდა რიგითი ნომრები და წარწერა სან-
სკრიტულად.

70
აღელვებულს სუნთქვა ისე შემეკრა, წაკითხვას ვეღარ შევძლებდი,
ისედაც დიდხანს დავყავი აქ. ჩემი წასვლის დრო იყო. ახლა რომ ქალ-
ბატონ ზერლენდის დავუძახო და რვეულის ამბავი ვამცნო, შეიძლება
ავტორის ნების საწინააღმდეგო ქმედებად იყოს მიჩნეული, ხოლო სა-
ნამ სხვებს გავუმხელდე, მანამდე მე უნდა გავეცნო, მაგრამ ამ საღა-
მოს ვეღარ მოვასწრებ მის წაკითხვას თავიდან ბოლომდე-მეთქი, –
ვფიქრობდი შეწუხებული.
ამ დროს სალონის კარი გაიღო და შემოვიდა მოსამსახურე ქალი,
რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მეტად წარბშეკრული ჩანდა. ჩემკენ
რომ წამოვიდა, რომელიღაც რვეული ავიღე, ვითომ ვკითხულობდი.
ლამის
ფიზიკურ ტკივილს განვიცდიდი იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე ერ-
თი-ორი საათი წამემუშავებინა მარტოს.
– ხვალ-ზეგ სახლის გენერალურ დალაგებას ვიწყებ, ეს კი იმას ნიშ-
ნავს რომ ორი-სამი დღე მაინც დამჭირდება.
თავი დავუქნიე, გავიგე-მეთქი, მაგრამ მოსამსახურე, ეტყობა ლაპა-
რაკის ხასიათზე იყო მოსული, საწერ მაგიდასთან მოვიდა და ზედ დახ-
ვავებული რვეულები თითით მიწი-მოწია:
– ეს ეშმაკეული საქმე გონებას ურევს ყველას... სჯობს ქალბატონს
უთხრათ, რომ თავს ვერ ართმევთ... წაბრძანდით, მიხედეთ თქვენს
ახალგაზრდულ ცხოვრებას. დიდი ცოდვაა ჩადებული ამ ქაღალდებში.
რვეულს მზერა მოვწყვიტე და მოსამსახურეს გაკვირვებულმა შევ-
ხედე.
– ბატონი დოქტორი ამან დაღუპა, – განაგრძო ქალმა.
– გარდაიცვალა? – უცბად ვკითხე.
– წავიდა სადღაც უგზო-უკვლოდ და დაიღუპა, – გაიმეორა მან იმა-
ვე კილოზე.
– კი მაგრამ, ვინმემ მკვდარი ნახა? – კვლავ ვკითხე მე.
– ის არავის უნახავს მკვდარი, მაგრამ ამ უკიდეგანო სამყაროში და-
იღუპა უკვალოდ, სანთლისა და საკმევლის გარეშე... დატოვა სახლი
უპატრონოდ... არ აყვეთ ქალბატონს, – ხმას დაუწია ქალმა. – არც ეგ
საწყალი ქალია საღ გონებაზე. ბატონის გაუჩინარებიდან ორი წლის

71
შემდეგ დაიღუპა ქალბატონის ძმაც – პრეფექტი და ეს მას მერე, რაც
ქალბატონმა აქ ერთი ფრანგი მეცნიერი მოიყვანა...
– ჰანსი? – ვკითხე მე.
– არა, ახალგაზრდა ბატონი ჰანსი აქ ბევრად გვიან მოვიდა. თანაც
ის ფრანგი არ იყო. მერე მოვიდა, ომის შემდეგ... ისიც ახალგაზრდა და-
იღუპა...
არ ვიცოდი, რა მეთქვა, დამუნჯებული შევცქეროდი ქალს. იმ წამს
მეც მოჯადოებულივით ვგრძნობდი თავს, თითქოს აქამდე უცნობი ხიბ-
ლი დამეუფლა. მოსამსახურემ მაგიდას ხელი გადაუსვა..
– ამიტომ მოვედი, – ჩაილაპარაკა მან, – გაგაფრთხილოთ, სახლის
დალაგებას ორი დღე მოვუნდები.
ქალი კოჭლობით გავიდა ბიბლიოთეკიდან და სალონის კარში გა-
უჩინარდა. რვეულს დავხედე. სამი დღე არ მომიწევს აქ მოსვლა. ხომ
არ დავტოვებ ძლივს ნაპოვნ რვეულს? ვერ გავძლებ ამდენ ხანს! თით-
ქმის გაუცნობიერებლად დავტაცე ხელი და მთლად აკანკალებულმა
დავმალე უბეში. ცოტა ხნით შევიცადე სულის მოსათქმელად და და-
სამშვიდებლად, დანარჩენი რვეულები თავის ადგილზე დავაწყვე და
ფეხაკრეფით გავედი ოთახიდან, რათა არავინ მიმხვდარიყო ჩემს
ფიქრებსა და ცოდვას.
V
იმ საღამოს სახლში მარტო დავრჩი. ფარდები მჭიდროდ ჩამოვა-
ფარე. არ მინდოდა ჩემი სახლიდან გამომავალი შუქის დანახვაზე ვინ-
მე მსტუმრებოდა. ნაშუაღამევს უკვე ვკარგავდი დროისა და სივრცის
შეგრძნებას. მთელი არსებით ჩავიძირე დოქტორ ზერლენდის ჩანაწე-
რების გაშიფვრის საქმეში. კითხვის პროცესი არ იყო მარტივი. თავი-
დან დოქტორი ცდილობდა ეპოვა რუმინული ჟღერადობისთვის სან-
სკრიტული შესატყვისი. მაგრამ, რამდენიმე გვერდის შემდეგ ნაწერი
გახდა მიახლოებითი და ხშირ შემთხვევაში ისეთი გაუგებარი ტრან-
სკრიფცია იყო, რომ გუმანით უნდა მივმხვდარიყავი, რა სიტყვა ეწერა
იქ. ბატონი ზერლენდი თავისი შთამბეჭდავი დღიურების წერისას, ეტ-
ყობა, ან ემოციებს იყო აყოლილი ან სიჩქარეს. კითხვით ნელა იკითხე-
ბოდა. ფრაზები თანდათან მოკლდებოდა. სიტყვები შაბლონური, ენა

72
რთული და ძნელად გასაგები ხდებოდა. თავისი ბოლო ექსპერიმენტე-
ბის აღწერისას, დოქტორმა თავისი საიდუმლოება იმით დაიცვა, რომ
გამოიყენა იოგური ტერმინოლოგია, რაც გაუგებარი იქნებოდა იმათ-
თვის ვინც მასავით არ იყო ჩაღრმავებული ამ იდუმალებით სავსე მეც-
ნიერებაში.
ჰონიგბერგერის მიერ ჟ.ე.–სადმი მიწერილი წერილი ჩემთვის იყო
ყველაზე დიდი დასტური იმისა, წერდა დოქტორი თავისი დღიურის
დასაწყისშივე, თან არ განმარტავს – ვინ იყო ეს ჟ.ე. ან რა ეწერა იმ წე-
რილში, რომელიც სასხვათაშორისოდ ახსენა ქალბატონმა ზერლენ-
დიმ ერთხელ ჩვენი საუბრის დროს.
ჯერ კიდევ 1907 წლის გაზაფხულიდან გამიჩნდა იმის რწმენა, რომ
ყველაფერი, რაც დაწერა ჰონიგბერგერმა თავის ინდურ მოგონებებში,
იყო არა მხოლოდ ავთენტური ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არა-
მედ მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც მან ნახა და თავად შეითვისა.
შემდეგ ჰონიგბერგერის შრომებს ენაცვლებოდა ტკივილისადმი უგ-
რძნობლობის, ლევიტაციის, მოჩვენებითი სიკვდილის, ცოცხლად და-
მარხვის და სხვა მსგავსი შემთხვევები – ჟ.ე.-სადმი მიწერილმა წე-
რილმა საფუძველი მოგვცა გვერწმუნა ამ შემთხვევების სინამდვილე.
ჩემი პირველი ცდები დავიწყე 1907 წლის 1 ივლისს. რამდენიმე კვი-
რით ადრე ჩავატარე ნებისყოფის მკაცრი გამოცდა და უარი ვთქვი
თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ხორცზე, ყავაზე, ჩაიზე და სხვა დანარჩენზე.
არ ვაპირებ ახლა იმ უბადრუკი მოსამზადებელი ეტაპის აღწერას, რო-
მელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. რკინის ნებისყოფა
დამჭირდა, რომ უარი მეთქვა ყველაფერზე და არ დავბრუნებოდი ჩემს
ისტორიოგრაფიულ გართობებს. საბედნიეროდ, ჰონიგბერგერის წერი-
ლი მარწმუნებდა, რომ მასში
აღწერილი ყველა შემთხვევა მიღწევადია და ეს რწმენა მაძლევდა
ძალას. თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მცირე შრო-
მით შესაძლებელი იყო ამდენისთვის მიმეღწია. მოიკრებ თუ არა ძა-
ლებს, მაშინვე თითქოს თვალები აგეხილაო, ხვდები რაოდენ დიდია
ადამიანების უმეცრება და რაოდენ დიდი და მტკივნეულია ის ილუზია,
რომლითაც თავს იტყუებენ მთელი ცხოვრება სიკვდილამდე. შრომა

73
და ენერგია, რომლებსაც ადამიანები ხარჯავენ თავიანთი სოციალური
ამბიციების და სამეცნიერო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებ-
ლად, ალბათ უფრო დიდია, ვიდრე ის, რაც გჭირდება ამ სასწაული
თვისების მისაღწევად: ამაოებისაგან, უმეცრებისგან და ტკივილისგან
საკუთარი თავის გადარჩენა.
დოქტორი საკმაოდ დეტალურად აღწერს – 1908 წლის 10 იანვარს
და შემდგომ დღეებში – თავის პირველ ვარჯიშებს. რამდენადაც მივ-
ხვდი, ის მანამდეც იცნობდა იოგურ ლიტერატურას, განსაკუთრებით
პანტანჯალის ტრაქტატს და მის კომენტარებს, კარგად იცნობდა ასკე-
ტურ ფილოსოფიას და ინდურ მისტიკას, მაგრამ მანამდე არასდროს
უცდია გამოეყენებინა თავისი ცოდნა პრაქტიკაში. როგორც ჩანს, მან
თავიდანვე დაიწყო სუნთქვის რიტმის დასარეგულირებელი პრანაი-
ამას რთული ვარჯიშები, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში არსებით შე-
დეგებს ვერ აღწევდა.
25 ივლისს ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ჩამეძინა, – წერდა ის, მას
შემდეგ, როცა გაიხსენა, რომ რამდენიმე დღით ადრე კინაღამ არ და-
იხრჩო უჩვეულო ძლიერი ხველის გამო. – დიდი ხნის განმავლობაში ვი-
მეორებდი ამ ვარჯიშებს ნაშუაღამევს, მერე გამთენიისას. მაგრამ შე-
დეგად მქონდა მხოლოდ საშინელი სიმძიმე მკერდის არეში და მშრა-
ლი ხველის შეტევები. ორკვირიანი ძალისხმევის შემდეგ, როდესაც ვე-
რაფერს მივაღწიე, მივხვდი, რომ რაკი ვცდილობდი ჩემი სუნთქვა გა-
მეხადა რიტმული პატანჯალის ტექნიკის მიხედვით, მავიწყდებოდა
ჩემი გონების კონცენტრაცია ერთ ობიექტზე. ორგანიზმის წინააღმდე-
გობის მიზეზი იყო ზუსტად ეს გონებრივი სიცარიელე, რომელსაც მაშინ
ჯერ ვერ ვხვდებოდი. ისევ გამოვიყენე ჰონიგბერგერის რჩევა. შედე-
გად მივიღე გონების არაჩვეულებრივი სიმშვიდე. ახლაც ცხადად მახ-
სოვს ჩემი პირველი შეგრძნებები: თითქოს ვიმყოფებოდი აღელვებულ
შუა ზღვაში, რომელიც ჩემ თვალწინ წყნარდებოდა სანამ არ გახდა ჰო-
რიზონტამდე მშვიდი და გლუვი. შემდეგ კი შემოვიდა სისავსის შეგ-
რძნება, რომელსაც ვერაფერს შევადარებდი, გარდა იმ შეგრძნებისა,
რომელიც გეუფლება მოცარტის მუსიკის მოსმენისას. რამდენიმე დღე
ვიმეორებდი ამ ვარჯიშს, თუმცა ვერ მოვახერხე მიმეღწია უკეთესი შე-

74
დეგისთვის. ყოველ ჯერზე 15 წუთის შემდეგ ვიღვიძებდი ძლიერი ზმა-
ნებისა და ექსტაზის მდგომარეობაში, თუმცა ვიცოდი, რომ ეს არ იყო
ვარჯიშის მიზანი. რაღაცა მომენტში, ვარჯიშისას, დავკარგე ჩემს თავ-
ზე კონტროლი; მე გამიტაცა უცნაურმა ეიფორიამ, რომლის წყაროც იყო
ჩემი საკუთარი გონება. ისევ ვიმეორებდი ვარჯიშს, მაგრამ, დრო გა-
დიოდა, ხოლო შედეგი იყო იგივე: ექსტაზი, ძილიანობა და გონების
სიმშვიდე...
ჩემთვის რაოდენ ამაღელვებელი იყო ეს აღიარებანი! ოდესღაც
მეც ხომ მიცდია ეს ვარჯიშები, ასეთი გულმოდგინებით რომ ეჭიდებო-
და დოქტორი ზერლენდი. მეც ხომ მასავით პრობლემები შემხვედრია.
მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით, მას უკეთ გამოსდიოდა, ყოველ
შემთხვევაში, მას უფრო ძლიერი ნებისყოფა აღმოაჩნდა. 1907 წლის
სექტემბრის დასაწყისში – შეიძლება, სულაც თავისდა უნებურად –
დოქტორმა ზერლენდიმ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ სუნთქვის რიტ-
მის დარეგულირებაში ანუ ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დაბალანსე-
ბაში – პრანაიამაში. როგორც ყოველთვის, დავიწყე სუნთქვის 12 წამია-
ნი შეკავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩასუნთქვას მოანდომა 12 წამი,
შემდეგ გაჩერდა 12 წამი და ამოსუნთქვასაც იგივე დრო მოანდომა.
ერთ დღეს მედიტაციის ობიექტი იყო ცეცხლი. მაშასადამე, მან და-
აფიქსირა გონება – მაგალითად, გავარვარებულ ნაკვერჩხლიან მა-
ყალზე – რათა ჩასწვდომოდა ცეცხლის არსს, შეერთებოდა კოსმოსს,
შეეცნო ცეცხლის პრინციპი, გაეიგივებინა თავის სხეულის უთვალავ ში-
და პროცესთან, შეეკრიბა სხვადასხვა წვის უსასრულობა, რომელიც შე-
ადგენს სამყაროსაც, და ყოველი ცალკეული ორგანიზმი მიეტანა თა-
ვის თვალწინ მოვარვარე ნაკვერჩხალზე.
არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ გამეღვი-
ძა ძილში ყოფნის დროს, ანუ ზუსტად რომ ვთქვა, გამეღვიძა ძილში,
რომელიც არ იყო ძილი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩემი სხე-
ული, ჩემი ყველა გრძნობა უფრო და უფრო იძირებოდა ძილში, მაგრამ
ამ დროს გონება ერთი წამითაც კი არ წყვეტდა აქტიურობას. ყველა-
ფერს ეძინა ჩემში გონების, ცნობიერების გარდა. განვაგრძობ მედიტა-
ციას ცეცხლზე და ამ დროს ვხვდები, რომ ჩემ გარშემო მთელი სამყარო

75
სრულიად იცვლება და ერთი წამითაც რომ შევასუსტო კონცენტრაცია,
მეც ბუნებრივად შევერწყმები იმ სამყაროს, რომელიც ძილის სამყა-
როა.
როგორც თავად დოქტორი ზერლენდი აღიარებს მოგვიანებით, იმ
დღეს მან მოახერხა პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნა-
ბიჯის გადადგმა. თავისი მიზნის მისაღწევად მან შეძლო ის, რასაც იო-
გის ტერმინოლოგიის მიხედვით ეძახიან ცნობიერების უწყვეტობას ანუ
შეძლო სიფხიზლის – ცნობიერების მდგომარეობიდან – ძილის – ცნო-
ბიერების მდგომარეობაში გადასვლა ტვინის მუშაობაში ყოველგვარი
ღრიჭოების გარეშე. ჩვეულებრივ ადამიანის ცნობიერება უეცრად
წყდება ხოლმე ძილით. ვერავინ ინარჩუნებს ცნობიერების მუდმივ დი-
ნებას. ძილის დროს ვერავინ აცნობიერებს საკუთარ თავს. დაძინებუ-
ლი ვერ იცავს მენტალური დინების უწყვეტობას (ზოგჯერ ჰგონია, რომ
სიზმარს ხედავს), და მას არ შეუძლია ძილში სწორად აზროვნება. ნაწ-
ყვეტ-ნაწყვეტი სიზმრები და გაურკვეველი შფოთი – ეს არის ყველაფე-
რი, რაც ახსენდება ადამიანს გაღვიძებისას.
ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა, როცა მივხვდი, რომ ძილში
მყოფს არ მძინავს. ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა სამყარო ჩემ გარ-
შემო და აღარაფრით ჰგავდა იგი დღის ცნობიერების სამყაროს. მი-
ჭირს გადმოვცე როგორ ვგრძნობდი ამ ცვლილებას. რადგან ტვინი
მთლიანად კონცენტრირებული იყო ცეცხლზე, ხოლო გრძნობებს ეძინა
და მაინც თითქოს ვიმყოფებოდი სხვა სივრცეში, სადაც არ არის საჭი-
რო უყურო რომ დაინახო, მე კი ვხედავდი როგორ იცვლებოდა ოთახი
ნელა, როგორ ხდებოდა საგნების, ფორმების, ფერების ტრანსფიგურა-
ცია, სიტყვები აქ უძლურია, თუმცა შევეცდები აღვწერო, რადგან რამ-
დენადაც ვიცი ჯერ არავის უცდია ქაღალდზე გადმოეტანა მსგავსი
ცდის აღწერა. მუდმივად ვუყურებდი ცეცხლს, მაგრამ არა ისე, როგორც
საშუალებას ჰიპნოზურ ტრანსში შესასვლელად. რაკი საკმარისად
მქონდა შესწავლილი ჰიპნოზი, და კარგად ვიცოდი მისი ტექნიკა და
ეფექტები, შევცქეროდი ცეცხლს, ვფიქრობდი ცეცხლზე, გონებით ვაღ-
წევდი საკუთარ სხეულში, რათა გამომერკვია წვის ყველა სახეობა, მა-

76
შასადამე ჩემი აზროვნება გაყინული კი არა, უბრალოდ, მთელი იყო,
ანუ ის არ დანაწილებულა სხვადასხვა
მიმართულებით, არ შერეულა უამრავ საგანში, მის ყურადღებას არ
იპყრობდა რაიმე ძახილი გარედან, ქვეცნობიერის არანაირი თამაშე-
ბი. ცეცხლი მხოლოდ საყრდენი წერტილი იყო მთელი აზროვნების-
თვის, ოღონდ ის მახლდა ყველგან, სადაც შემეძლო ცეცხლის შემეცნე-
ბა. ამგვარად ჰიპნოზი გამორიცხულია, მით უმეტეს, რომ ჩემში კვლავ
მძლავრობდა ცნობიერება: ვიცოდი, ვინ ვიყავი, რატომ ვიმყოფებოდი
ამ მდგომარეობაში, რატომ ვსუნთქავდი რიტმულად, რა მიზნით ვატა-
რებდი მედიტაციას და ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ვხვდებოდი,
რომ ვიმყოფებოდი სხვა სივრცეში, სხვა სამყაროში. სხეულს აღარ
ვგრძნობდი, მხოლოდ თავს ვგრძნობდი – ოდნავ სითბოს, ისიც, ცოტა
ხნით, ნელ-ნელა გაქრა. ირგვლივ საგნები თითქოს წყალივით მოედი-
ნებოდა, შეუჩერებლად მოედინებოდა, ფორმას კი არ კარგავდა. პირ-
ველად მეჩვენებოდა თითქოს წყლის ჩქერში ვხედავდი მათ, მაგრამ
ასეთი შედარება მთლად ზუსტი არ უნდა იყოს. თვითონ საგნები მო-
ედინებოდა, ზოგი ნელა, ზოგი სწრაფად, მაგრამ ვერაფრით გამეგო,
საით მიედინებოდა და როგორ ახერხებდა, რომ მათი სუბსტანცია არ
ილეოდა, მიუხედავად განუწყვეტელი დინებისა და ნაპირზე გადას-
ვლისა. თუმცა უფრო ზუსტად რომ ჩავწვდე ჩემს ხედვას, უნდა ითქვას,
რომ იქ არ იყო საუბარი საგნების ნაპირებს მიღმა გადასვლაზე. არა-
მედ თითქოს თავად ეს ნაპირები იყო მუდმივ დინებაში. ყველაზე უც-
ნაური ის იყო, რომ ოთახში მყოფი ყველა საგანი მოძრაობდა, მიდი-
მოდიოდა. მე მათ არ ვუყურებდი, მაგრამ ვიცოდი რომ აქ იყო – საწო-
ლი, ორი სკამი, ხალიჩა, ორი სურათი, ღამის პატარა მაგიდა და ა. შ. –
და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს ყველა ის საგანი წამში მო-
იყრის თავს ერთ ადგილას, თუ რომელიმესკენ მივმართავ მზერას. ეს
შთაბეჭდილება იყო ცხადი, არა ილუზორული, მე ის შევადარე მოცურა-
ვის შეგრძნებას, მოცურავემ დანამდვილებით იცის რომ შეუძლია გაცუ-
როს და გამოცუროს. ეს შეგრძნება ნაცნობია ჩემთვის მაგრამ არა მგო-
ნია წარსულში ოდესმე გამომეცადოს იგი. იყო კიდევ ერთი თავდაჯე-
რებული რწმენა – მე შემიძლია დავინახო იმაზე უფრო შორს, ვიდრე

77
ოთახის კედლები მომცემს ამის საშუალებას. ის კი არა, საგნები გამ-
ჭვირვალე გამხდარიყო, გარდა მათი მუდმივი დინებისა, და მოძრაო-
ბისა, ისინი ადგილზე რჩებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად შემეძლო
დამენახა მათ მიღმაც, თუმცა, ვიმეორებ, არც შიგნით მათში და არც
მათ მიღმა ჩახედვა არ მიცდია. კედლები იყო აქ ჩემ თვალწინ და მა-
ინც ვიცოდი, რომ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა ჩემი ხედვისთვის.
ადამიანი ზის თავის ოთახში და მაინც ხედავს ყველაფერს, გვერდით
ოთახში, მთელ სახლში და რა თქმა უნდა, სულაც არ ჰგონია, რომ მისმა
მზერამ გააღწია კედლებში…
VI
როგორც ეტყობა, დოქტორმა ეს ჩანაწერი გააკეთა მას მერე, რაც
მრავალჯერ გაიმეორა ძილში ცნობიერების შენარჩუნების ვარჯიში.
ვიდრე ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტს სანსკრიტულად გადაწერდა,
დოქტორმა გულდასმით იმუშავა ტექსტის რედაქტირებასა და გასუფ-
თავებაზე, ამის შემდეგ აღარასოდეს გადაუწერ-გადმოუწერია. დროს
აღარ ხარჯავდა შავად წერისთვის.
რაღაცა დროის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, უფრო ღრმად ჩავ-
წვდომოდი ძილის სამყაროს, გამომეკვლია ჩემ გარშემო არსებული
უცნობი გარემო. თუმცა, მაინც ვერ ვბედავდი, რომ ცეცხლისაგან მო-
მეწყვიტა თვალი
. რაღაც უცნაური შფოთი, შემიძლია ვთქვა, შიშიც კი მიპყრობდა. არ
ვიცი, რამ მაიძულა, უცბად დამეხუჭა თვალები, ვერ ვიტყვი დაღლი-
ლობამ-თქო, რადგან, ვიმეორებ, ვგრძნობდი, რომ მეძინა, მაგრამ ჩემი
გონება იყო ფხიზელი, როგორც არასდროს. შევკრთი, რადგან თვალ-
დახუჭული ვხედავდი ყველაფერ იმას, რასაც მანამდე თვალგახელი-
ლი. მხოლოდ ცეცხლი შეიცვალა თითქოს, ახლა ისიც დინებაში იყო
ისევე, როგორც გარშემო არსებული ყველა საგანი, ხოლო მისი ნათება
იყო უფრო ძლიერი, თუმცა შემიძლია ვთქვა უსიცოცხლო. ცოტა ხნის
ყოყმანის შემდეგ, ისევ გავახილე თვალები. მივხვდი, საეჭვო არაფე-
რია. შევხედავდი თუ არ შევხედავდი, სულერთი იყო, მე ვხედავდი ყვე-
ლაფერს რაც მინდოდა, არსად ვიყურებოდი, არც ერთ მხარეს. მე მივ-
მართავდი არა მზერას, არამედ ფიქრს იმისდა მუხედავად, მქონდა თუ

78
არა თვალები გახელილი. მე გავიფიქრე ჩვენი სახლის უკანა ბაღზე და
იმწამსვე თვალნათლივ დავინახე კიდეც. საოცრებას ვხედავდი! მცე-
ნარეთა ოკეანე დაუღალავად ლივლივებდა. ხეები ტოტებით ჩასჭიდე-
ბოდნენ ერთიმეორეს, ბალახი ღელავდა წყლის მცენარეებივით, მხო-
ლოდ ხილი ქანაობდა მშვიდად ტოტებზე, ნარნარად...
შემდეგ მცენარეთა შფოთის ეს მირაჟი უეცრად გაქრა. როგორც კი
სოფიაზე ფიქრი დავიწყე, მაშინათვე დავინახე ჩვენი საძინებელი
ოთახის დიდ საწოლზე მძინარე. თავზე მუქი იისფერი შემოხვეოდა; მი-
სი კანი კი თითქოს ყოველ წამს ახლდებოდა, ძველი ფენა-ფენა ეცლე-
ბოდა და მაშინვე ქრებოდა. დიდხანს ვუყურებდი, რათა გამეგო, რა
ხდებოდა. შემდეგ დავინახე ცეცხლის პატარა ალი სოფიას გულთან,
ცოტა ხნის მერე გულიდან ოდნავ ქვემოთ. უეცრად ვიგრძენი, რომ სო-
ფია ჩემ გვერდითაა. ეს იყო საშინელი წამი, რადგან მე მას ძალიან
კარგად ვხედავდი საწოლში მძინარეს და ამავდროულად ჩემთან ახ-
ლოს მდგომს, გაკვირვებული მიყურებდა პირდაპირ თვალებში, თით-
ქოს სურდა რაღაც ეკითხა. მთელი მისი გარეგნობა გამოხატავდა დიდ
გაკვირვებას; შეიძლება მე სხვანაირად გამოვიყურებოდი ვიდრე მო-
ელოდა, ან არ ვგავდი არცერთ სხვა ადამიანს ვინც მანამდე სიზმრებ-
ში შეხვედრია. რადგან მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც რამდენჯერ-
მე გავიმეორე ეს ჩემი ცდა, მივხვდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც
ჩემ გარშემო ჩნდებოდნენ ხოლმე, მათივე მძინარე ცნობიერების პრო-
ექციას წარმოადგენდნენ.
(ვაღიარებ, რომ არ მესმის, რისი თქმა უნდოდა დოქტორ ზერლენ-
დის. თუმცა ამ პასაჟს დავტოვებ, იქნებ ოკულტისტები დაინტერეს-
დნენ. ერთი სადჰუ, რომელსაც დავუმეგობრდი 1930 წელს კონარაკში,
მეუბნებოდა – თუმცა არ ვიცი რამდენად მართალს ამბობდა – იოგების
ზოგიერთი მედიტაციის დროს საოცარი გრძნობაა შეხვდე ადამიანთა
სულებს, რომლებსაც სძინავთ და ლანდებივით ხეტიალობენ სიზმრის
განზომილებაში. ისინი შემოგცქერიან გაკვირვებულები: როგორ აღ-
მოჩნდი შენ იქ ფხიზელი და ცოცხალგონებიანი?)
რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემ გარშემო არსებული სივრცე უეცრად
შეიცვალა. შიშმა ისევ გამომაფხიზლა. იმავე პოზაში მყოფმა, რომე-

79
ლიც მქონდა ცდის დაწყებისას – შევამოწმე ჩემი სუნთქვის რიტმი: ისევ
12 წამი იყო...
ძილის ცნობიერებიდან სიფხიზლის ცნობიერებაზე გადასვლა მოხ-
და მკვეთრად, უხეშად, რისი მიზეზიც
იყო ძლიერი შიში. დოქტორმა ზერლენდიმ მთელი მეორე დღე, თა-
ვის ოთახში ჩაკეტილმა იქამდე ივარჯიშა, სანამ არ მიაღწია იმას, რომ
ჩვეულებრივ ცნობიერებაზე დაბრუნება დაიწყო ყოველგვარი უსიამოვ-
ნო განცდების გარეშე, მხოლოდ თავისი ნებით. სწორედ ამ ნების აქტს
ის გამოხატავდა შემდეგი სიტყვებით: ახლა მე ვბრუნდები. ამავდროუ-
ლად ის ამცირებდა სუნთქვის რიტმს 12-დან 8 წამამდე და ასე ნელა
გამოდიოდა ხოლმე ძილის მდგომარეობიდან.
შემდეგი ცდები ჩაწერილია კონსპექტების სახით. ალბათ დოქ-
ტორს ან არ სურდა, ან მეტის თქმა აღარ შეეძლო: შედარებებს ვერ პო-
ულობდა. მართლაც, ერთ ადგილას ის აღიარებდა: ცნობიერების გაერ-
თიანება მიიღწევა მუდმივი გადასვლით, ანუ ყველანაირი წყვეტის გა-
რეშე სიფხიზლის მდგომარეობიდან ძილის მდგომარეობაში სიზმრე-
ბიანად, შემდეგ უსიზმრებოდ და ბოლოს კატალეფსიის მდგომარეობა-
ში. ამ ოთხი მდგომარეობის გაერთიანება, (როგორი პარადოქსულიც
არ უნდა იყოს) ანუ ცნობიერის, ქვეცნობიერის და არაცნობიერის, ფსი-
ქომენტალური ცხოვრების ბნელი და მიუღწეველი ზონების თანდათა-
ნობით განათება, ერთი სიტყვით ეს არის იოგების ტექნიკური პრელი-
მინარიების მიზანი. (ინდოელი ასკეტები, რომლებიც გავიცანი და რომ-
ლებიც დამთანხმდნენ, რაღაც-რაღაცები განემარტათ ჩემთვის,
თვლიდნენ, რომ სწორედაც ცნობიერებათა გაერთიანების ეტაპია ყვე-
ლაზე მთავარი. ის, ვინც ვერ გაივლიდა ამ საფეხურს, ვერანაირ სული-
ერ ზრდას ვერც მიაღწევდა რამდენიც არ უნდა ევარჯიშა იოგა).
სიზმრებიანი ძილის მდგომარეობიდან – ღრმა უსიზმრო ძილის
მდგომარეობაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია ძალზედ მწირი აღ-
მოჩნდა. მოვახერხე კიდევ გამეხანგრძლივებინა ჩასუნთქვისა და ამო-
სუნთქვის დრო; 15-მდე და ხანდახან 20 წამამდეც კი თითოეული ფაზა.
ეს ნიშნავს, რომ სუნთქავდა, წუთში ერთხელ; რადგან 20 წამს აჩერებ-
და სუნთქვას, შემდეგ 20 წამს ანდომებდა ჩასუნთქვას და შემდეგ კი-

80
დევ 20 წამს ამოსუნთქვას. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს
შევდიოდი სპექტრების სამყაროში, სადაც არაფერი იყო გარდა ფერა-
დი და უფორმო ლაქებისა. სამაგიეროდ, ხმათა სამყარო დომინირებ-
და ფერების სამყაროზე. ფორმის ნაცვლად იყო ხმები, ყოველი ლაქა
იყო ხმის წყარო. რამდენადაც გავიგე, დოქტორი ლაპარაკობს იმ ხმა-
თა კოსმოსზე, რომელიც მისაწვდომი ხდება მხოლოდ, ბგერებზე და
მისტიკურ მარცვლებზე, მანტრა-იოგას ტრაქტატებიდან, მრავალჯე-
რადი მედიტაციით ინიცირებული ადამიანისთვის. სინამდვილეში
ცნობიერების გარკვეული საფეხურიდან რჩება მხოლოდ ხმები და ფე-
რები, ხოლო ფორმები, თითქოს რაღაც ჯადოქრობით, ქრება. მაგრამ
დოქტორ ზერლენდის ინფორმაცია ძალიან ზოგადია, იმისათვის რომ
დავეყრდნოთ.
რაც უფრო დაუჯერებელია იოგის ვარჯიშების შედეგები, მით უფრო
თავშეკავებულია ჩანაწერები. კატალეფსიის მდგომარეობაში შეს-
ვლის თაობაზე გვხვდება მხოლოდ ეს მოკლე აბზაცი: ბოლო გამოცდი-
ლებამ მომცა ადამიანის ფიქრების წაკითხვის უნარი, ოღონდ საჭიროა
მთელი ყურადღება მივმართო მისკენ. ეს მე გამოვცადე სოფიაზე, რო-
მელიც ზუსტად მაშინ ამთავრებდა მმართველთან გასაგზავნ წე-
რილს... შემეძლო იოლად წამეკითხა წერილი, მაგრამ არ წავიკითხე.
მე ვიყავი იქ, მის გვერდით, და მისი ფიქრები, აზრები – არა მხოლოდ
წერილში რასაც წერდა – ისე ბუნებრივად მესმოდა, თითქოს სოფია
თვითონ მელაპარაკებოდა.
რა განსაცვიფრებელიც არ უნდა ყოფილიყო დოქტორ ზერლენდის
მიღწევები, თავად ის არ ანიჭებდა მათ დიდ მნიშვნელობას. შესაძლე-
ბელია მიაღწიო იმავე შედეგს მკაცრი ასკეტიზმის გარეშეც, მხოლოდ
გონების მაქსიმალური კონცენტრაციით. თუმცა ვაცნობიერებ, რომ თა-
ნამედროვე ადამიანებს არ ძალუძთ ასეთ დონეზე გონების დაძაბვა.
ადამიანები გაფანტულები და დაბნეულები არიან. ასკეტიზმი გეხმა-
რება არა ოკულტური ძალების მიღებაში, არამედ, რომ არ გახდე მათი
მონა. სიღრმისეულ და დაფარულ ცნობიერებაში ჩაწვდომა შეიძლება
იმოდენა საცდურად იქცეს, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა
მთელი შენი ცხოვრება მაინც ვერ მიაღწიო მიზანს. ეს ახალი სამყაროა,

81
მაგრამ მაინც რჩება მხოლოდ სამყაროდ. თუ მხოლოდ დაფარული
ცნობიერების კვლევით შემოიფარგლები და არ ეცდები გასცდე მას –
როგორც მე შევეცადე გავცდენოდი სიფხიზლის სამყაროს – იგივეა,
რომ ისწავლო რომელიმე უცხო ენა, დაიწყო წიგნების კითხვა მხოლოდ
ამ ენაზე და უარი თქვა სხვა ენების შესწავლაზე.
ვერ დავაზუსტე, იოგის ტექნიკის დახვეწის რომელ საფეხურზე იმ-
ყოფებოდა დოქტორი, როდესაც დაიწყო დღიურის წერა. დაახლოე-
ბით ოცი გვერდი დაწერილია 1908 წლის 10, 12 და 13 იანვარს; ისინი
მოიცავენ მისი განვითარების საწყისი ეტაპების ერთგვარ რეზიუმეს,
მაგრამ არ არის დაზუსტებული სადამდე მიაღწია თვითონ. ხშირად
არის ნახსენები ყბადაღებული ჟ.ე. სწორედ ეს იყო ჟ.ე.-ს სასიკვდილო
შეცდომა, – წერს ზერლენდი ერთგან. – ის ვერ ჩაწვდა სპექტრალურ
სამყაროში თავისივე აღმოჩენილ ფენომენების არარეალურობას.
იფიქრა, რომ ეს ბოლო ზღვარია, ამას იქით ადამიანის სული ვეღარ გა-
დავა. თავის ცდას მან მისცა მაღალი შეფასება იმ დროს, როდესაც სი-
ნამდვილეში ეს იყო მხოლოდ შუალედური სტადია. ვფიქრობ ეს გახდა
მისი დამბლის მიზეზი. ჰონიგბერგერმა ალბათ შეძლო, მისთვის ზოგი-
ერთი ცენტრი გაეაქტიურებინა, მაგრამ მეტი ვერაფერი მოახერხა. ამ-
ნეზია გარდაუვალი იყო. ბუნდოვანი პასაჟია. ალბათ, ჟ.ე.-მ ბოლოს
ვერ დაიმორჩილა ცნობიერება და ზებუნებრივ სამყაროში გაკეთებუ-
ლი მისივე აღმოჩენების მსხვერპლად იქცა. მახსენდება, რომ ინდოე-
ლების ოკულტიზმის შესახებ ტრაქტატებში ლაპარაკია კოსმოსის
ახალ-ახალ საფეხურებზე, რომლებსაც აღწევს ასკეტი იოგის ტექნი-
კით და რომ ეს საფეხურები ისეთივე ილუზორულია, როგორც თავად
კოსმოსი, რომელიც მიღწევადია ნებისმიერი ადამიანისთვის ნორმა-
ლურ პირობებში. მეორე მხრივ, ვერ გამიგია, რომელი ცენტრის რეაქ-
ტივაციაზეა საუბარი – ნერვულზე თუ ოკულტურზე, რომლებიც ცნობი-
ლია იოგაში და სხვა მსგავს ტრადიციებში.
ასეა თუ ისე, ეტყობა საცოდავმა ჟ.ე.-მ ჰონიგბერგერის პირდაპირი
ზეგავლენით სცადა იოგის ტექნიკის შესწავლა, მაგრამ დამარცხდა ან
იმ მიზეზის გამო, რომელსაც ფიქრობდა დოქტორი ზერლენდი, ან მისი
კონსტიტუციის გამო: შეუფერებელია ამ საქმისთვის. მე ეს გამომივიდა

82
– წერს შემდეგში დოქტორი ძალიან რთული და ძნელად გასაგები ტექ-
ნიკის შესახებ, რომელიც გულისხმობს კატალეფსიის მდგომარეობაში
ცნობიერების პროექციას სხეულის გარეთ – ჩემი სენსორულობა უფრო
აზიური ტიპისა იყო(?). არა მგონია, ევროპელს გამოსვლოდა. ევროპე-
ლი ხომ თავის სხეულს დიდ დიაფრაგმამდე გრძნობს, დიაფრაგმის
ქვემოთ – იშვიათად. ევროპელი მხოლოდ თავს გრძნობს. და მეც მხო-
ლოდ ახლა მივხვდი ამას, როცა ყველაფერს ხედავს ჩემი თვალები.
აღსანიშნავია კიდევ ერთი კრიპტოგრამა. აზიური ტიპის სენსორუ-
ლობა ალბათ გულისხმობს საკუთარი
სხეულის აღქმის უნარს, რომელიც სხვადასხვა რასაში სხვადასხვა-
ნაირად ვლინდება. ცნობილია, მაგალითად, რომ აღმოსავლელი ადა-
მიანი უფრო სხვანაირად გრძნობს თავის სხეულს, ვიდრე ჩვენ, ევრო-
პელები, როდესაც აღმოსავლელს მხარზე ან ფეხზე ეხები, ეს მისთვის
ისეთივე ძალადობრივი ქმედებაა, როგორც ჩვენთვის თვალებისა და
პირის ახვევა. რაც შეეხება დიაფრაგმის ქვემოთ საკუთარი სხეულის
შეგრძნებას, ეს ალბათ გულისხმობს დასავლელი ადამიანის უუნარო-
ბას სრულად, მთლიანობაში აღიქვას საკუთარი სხეული. სინამდვილე-
ში თითზე ჩამოსათვლელებს თუ შეუძლიათ დაიტრაბახონ, რომ საკუ-
თარ სხეულს გრძნობენ როგორც მთლიანს. უმრავლესობა გრძნობს
სხეულის ნაწილებს – თავს, გულს და ისიც, გარკვეულ ვითარებაში. შე-
ეცადეთ, მაგალითად, იგრძნოთ საკუთარი ფეხები როდესაც საწოლში
წევხართ მოდუნებული – ნახავთ რა ძნელია ამის გაკეთება.
საკმაოდ იოლად შევაერთე ორივე ნაკადი (?) ტერფებთან, – განაგ-
რძობს ისევ დოქტორი ამ ცდის აღწერას. – იმ წამს მქონდა ზუსტი შეგ-
რძნება, რომ წრე ვარ, მრგვალი ვარ, სფეროსავით ვარ, რომლის გახ-
ვრეტა ან სხვა ფორმით განადგურება სრულიად შეუძლებელია. სრული
ავტონომიის და დაცულობის შეგრძნებაა. პირველი ადამიანის შესახებ
მითები, სადაც ის წარმოდგენილია სფეროს სახით, ბუნებრივად მო-
ედინება ნაკადების გაერთიანების ამ მცდელობიდან. ვერ გავბედავ
იმის მტკიცებას, რომ ხსენებული ნაკადები შეესაბამება ევროპულ
ოკულტურ თერაპევტიკის ტერმინებში არსებულ ნეგატიურ და პოზიტი-
ურ ნაკადებს. უფრო სავარაუდოა, რომ დოქტორი აქ გულისხმობს ინ-

83
დურ ოკულტურ ტრადიციაში ცნობილ ორ ფლუიდს, რომელთა ბუნებაც
ძალზე ძნელად აღსაწერია; ისინი ადამიანის სხეულში გადიან, იოგუ-
რი და ტანტრული დოქტრინების მიხედვით მთვარესთან და მზესთან
ასოცირდებიან. მაგრამ, ვიმეორებ, ვერ ვბედავ, რომ რამე ვამტკიცო
დარწმუნებით, რადგან მხოლოდ ფრაგმენტულად ვიცნობ იოგაში
დოქტორის განვითარების ეტაპებს.
VII
დოქტორ ზერლენდის ჩანაწერებს შორის ინტერვალები უფრო ხან-
გრძლივი ხდება 1908 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში. ჩანა-
წერები ცოტაა და რაც არის, ისიც გასაიდუმლოებულსა და დაშიფ-
რულს ჰგავს, თანაც წინა თვეების ცდებს ეხება. დოქტორის ინტერესი
თავისი დღიურის მიმართ საგრძნობლად იკლებს. თუ წინათ ცდილობ-
და რაც შეიძლება დაწვრილებით აღეწერა თავისი შეგრძნებები და
ცდები (კვლევები), ახლა უკვე მსგავსი აღარაფერია. ალბათ ის ხვდე-
ბოდა, რაოდენ გაუგებარი იქნებოდა ეს ჩანაწერები მსგავს საკითხებ-
ში ჩაუხედავი მკითხველისთვის, ან, იმდენად დაშორდა ჩვენს სამყა-
როს, რომ აღარ მიაჩნდა საჭიროდ ვინმესთვის გაეზიარებინა თავისი
კვლევები. ასეა თუ ისე, მთელი სამი თვე ცოტა იმუშავა, აქედან გამომ-
დინარე, ჩანაწერებიც ცოტა ჰქონდა. ძირითადად წინა კვლევებზე, აღ-
მოჩენებზე წერდა. ეტყობა, მისი აღმოჩენები ძალზე ჩამთრევი და დამ-
ღლელი იყო იმისათვის, რომ ყოველდღიურად ეკეთებინა აღწერა.
განსაკუთრებით, ახალი კვლევის დაწყებისას ისე იყო ჩაღრმავებული
რომ შესაბამის ჩანაწერებს აკეთებდა დიდი ხნის მერე, ისიც ძალიან
მოკლედ. გამთენიისას მუკთასანას ვარჯიშის შემდეგ შედეგი ბევრი
არაფერი იყო – წერს ის აპრილის თვეში. მე დამჭირდებოდა რამდენი-
მე
გვერდი, რათა ამომეხსნა ეს დაშიფრული ფრაზა, რომელიც სხე-
ულის გარკვეულ პოზიციას გულისხმობს, ამიტომ არც შევეცდები ამის
გაკეთებას, რადგან მსგავსი ტექნიკური მითითებები სხეულის პოზიცი-
ის შესახებ იოგური მედიტაციების დროს სუნთქვის ვარჯიშების ან ას-
კეტური ფიზიოლოგიის თაობაზე, ძალიან ბევრია დოქტორ ზერლენ-
დის ჩანაწერებში. მით უმეტეს, რომ მსგავსი ვარჯიშების შესახებ გარ-

84
კვეული განმარტებები მაქვს უკვე შეტანილი ჩემს წიგნში იოგის შესა-
ხებ და არ მინდა ამ ინფორმაციით გადავტვირთო წინამდებარე ამბა-
ვი.
1908 წლის აპრილის ბოლოს, როგორც ჩანს, დოქტორს დღიურის
მიმართ ინტერესი ისევ უბრუნდება. ზერელე და ტექნიკურ საკითხებს –
რაც აქამდე ხდებოდა – ცვლის საკმაოდ ტევადი პასაჟები. სხვა მნიშ-
ვნელოვან ინფორმაციებთან ერთად, ჰონიგბერგერმა ჟ.ე.-ს გაუმხილა
შამბალას არსებობაც, ანუ იმ სასწაული მხარის, რომელიც გადმოცემის
თანახმად სადღაც ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარეობს და იქ შეღ-
წევა მხოლოდ ინიცირებულ ადამიანებს შეეძლოთ. აზროვნების და-
კარგვამდე ჟ.ე-ს მიაჩნდა, რომ იმ უხილავ მხარეში შესაძლოა ჩვე-
ულებრივმა ადამიანებმაც შეაღწიონ, და ერთ-ერთ ჩანაწერში, რომე-
ლიც იასში ვიპოვე, ამოვიკითხე ორი იეზუიტის სახელი: შტეფან კაჩე-
ლა და იოან კაბრალი, რომლებსაც, როგორც ჟ.ე. წერდა, მოუნახულე-
ბიათ შამბალა. ძლივს ვიშოვე ამ ორი იეზუიტი მისიონერის წიგნები და
დავრწმუნდი, რომ ჟ.ე.-ს აზრი უსაფუძვლო იყო. კაჩელა და კაბრალი,
ნამდვილად, პირველი ევროპელები არიან, ვისაც შამბალას შესახებ
გაუგიათ და ახსენებენ კიდეც მას. ბჰუტანში ყოფნისას, როდესაც კათა-
ისკენ ეძებდნენ გზას, გაიგეს ამ სასწაული ქვეყნის შესახებ, რომელიც
ადგილობრივების თქმით სადღაც ჩრდილოეთისკენ არსებობდა. 1627
წელს დაადგნენ კიდევაც გზას მის საძებნელად, მაგრამ მხოლოდ ტი-
ბეტს მიაღწიეს. სასწაული ქვეყანა – შამბალა – ვერ იპოვეს. ჟ.ე.-სგან
განსხვავებით, როცა გავიგე ჰონიგბერგერის ინფორმაცია შამბალას
შესახებ, მივხვდი, რომ ეს ქვეყანა არ შეიძლება იყოს იდენტიფიცირე-
ბული გეოგრაფიულად დაკონკრეტებულ რომელიმე ტერიტორიასთან
აზიის ცენტრში. ეტყობა, ჩემზე ზეგავლენა მოახდინა ინდურმა ლეგენ-
დებმა აგარტას შესახებ და ასევე თეთრმა კუნძულებმა ბუდისტურ და
ბრაჰმანური მითოლოგიიდან. ნამდვილად, არასდროს შემხვედრია
თუნდაც ერთი ინდური ტექსტი, რომელიც ირწმუნებოდა რომ იმ ზღაპ-
რულ ადგილებში მოხვედრა შეიძლებოდა ზებუნებრივი ძალების გარე-
შეც. ყველა ჩანაწერში ნათქვამია ბუდას ან სხვა ინიცირებული ადამია-
ნების გადაფრენაზე ჩვეულებრივ ადამიანთა თვალისთვის დაფარულ

85
ქვეყნებში. ხოლო, ეს ფაქტი ცნობილია, რომ საიდუმლო და სიმბოლურ
ენაზე ეს გადაფრენა გულისხმობს ადამიანის უნარს გასცდეს გრძნობე-
ბის სამყაროს და, შესაბამისად შეაღწიოს უხილავ სამყაროებში. ყვე-
ლაფერი, რაც გავიგე ჰონიგბერგერის შესახებ, მარწმუნებდა, რომ იო-
გის ტექნიკის მეშვეობით, რომლის ოსტატიც ის გახდა ჯერ კიდე 1858
წლამდე, მან მიაღწია შამბალას, მაგრამ დაკისრებული მისია, ალბათ,
ვერ მიიყვანა ბოლომდე. სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა, რატომ დაბ-
რუნდა ასე სწრაფად ინდოეთიდან; რატომ გარდაიცვალა დაბრუნე-
ბისთანავე და ასეთი დიდი მნიშვნელობის შრომები რატომ დაუტოვა
ჭკუაზე შეშლილ ახალგაზრდას ჟ.ე.-ს...
გული მეკუმშებოდა, როდესაც ვკითხულობდი ზემოთ მოყვანილ
სტრიქონებს! რამდენი მოგონება გამიცოცხლა შუაღამის სიწყნარეში
ამ ორმა სიტყვამ: შამბალა და აგარტა! ერთხელ ხომ მეც წავედი
უხილავი ქვეყნის საძებნელად, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი,
არ დავბრუნებულიყავი სანამ არ შევიცნობდი მას. ძველი ჭრილობა,
რომელიც დიდი ხნის განკურნებული მეგონა, ხელახლა გამეხსნა. მახ-
სენდებოდა ტიბეტის საზღვართან ჰიმალაიში გატარებული თვეები,
ბჰადრინატის წმინდა გზაზე შემხვედრ ბერებს ვეკითხებოდი: ხომ არ
გაგიგიათ რამე შამბალას შესახებ ან ხომ არ იცნობთ ვინმეს ვინც
ფლობს ამ საიდუმლოს-მეთქი. ვინ იცის, რომ დავრჩენილიყავი იქ, გან-
გის მარცხენა სანაპიროზე ჯუნგლებში ჩაფლულ ქოხში, რაზეც უკვე დი-
დი ხანია ვფიქრობ, როგორც დაკარგულ სამოთხეზე, ვინ იცის, მრა-
ვალწლიანი მომზადებისა და შეუპოვარი ცდების შემდეგ, შეიძლება
ამეხსნა მაინც ეს საიდუმლო და მეპოვა უხილავი ქვეყნის გზა. მაგრამ,
ბედად მიწერია, ვერასდროს ჩავწვდე ამ საიდუმლოს და სიკვდილამ-
დე ვატარო ის ჩემს მელანქოლიურ ოცნებებში...
ყველაზე საშინელი იმ კაცის ტანჯვაა, შუა გზიდან რომ დაბრუნდა
და მხოლოდ მერეღა გაიგო, რომ სწორ გზაზე იდგა. დოქტორ ზერლენ-
დის ჩანაწერებმა განამტკიცა ჩემი ეჭვები, რამეთუ ყველაფერი შემ-
დგომში ხდებოდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო, ჩემი წარმოდგე-
ნით, იმ პიროვნებასთან დაკავშირებით, ვინც საკუთარი თავი მიუძ-
ღვნა შამბალას ძებნას. გონებაში ყოველთვის ცოცხლად წარმომედგი-

86
ნა უხილავი ქალაქი, სადაც ჰონიგბერგერმა შეაღწია. ვიცოდი, რომ ეს
ქვეყანა უხილავი იყო მხოლოდ უმეცართა თვალისთვის, უფრო სწო-
რად, საუბარია არა გეოგრაფიულ ქვეყანაზე, არამედ ქვეყანაზე, რომე-
ლიც მხოლოდ სულიერად მკაცრად მომზადებულ ადამიანს უღებდა
კარს. შამბალა წარმომედგინა ადამიანთა თვალთაგან დაფარული
არა მხოლოდ ბუნებრივი დაბრკოლებებით – მთებითა და ღრმა მდი-
ნარეებით – არამედ იმ სივრცით, რომლის ნაწილსაც თვითონ შეადგენ-
და, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად გამოირჩეოდა პრო-
ფანულისგან. იოგაში ჩემმა პირველმა ვარჯიშებმა განმიმტკიცეს
რწმენა, რადგან მივხვდი, რამდენად განსხვავებულია სამყაროს შეც-
ნობის პროფანული ცოდნის ეს სივრცე სხვა სივრცეებისაგან. წინამდე-
ბარე რვეულში დავიწყე კიდევაც იოგას ვარჯიშებში შეძენილი გამოც-
დილებების დაწვრილებითი აღწერა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ამ
გამოცდილებების აღწერა ფიზიკურად შეუძლებელია. ამ საკითხში
მცოდნე კაცი დამეთანხმება. ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებ ამ
დღიურს, რადგან აუცილებელია პერიოდულად არსებობდეს უძველესი
ჭეშმარიტების დასტური, ჭეშმარიტებისა, რომლისაც დღეს აღარავის
სწამს. თავად ჰონიგბერგერი, ჩემი აზრით, დაბრუნდა შამბალადან,
რათა დასავლეთში გამოეცოცხლებინა ინიციაციის რამდენიმე ცენ-
ტრი, რომლებიც ოდნავღა ბჟუტავდა, შუა საუკუნეების ხანიდან დღემ-
დე. მისი უეცარი გარდაცვალება მიმტკიცებს ამ აზრს, რომ მან არ იცო-
და, როგორ შეესრულებინა თავისი მისია, ან თავიდანვე განიცადა
მარცხი, ამიტომაც მოკვდა ასეთ საიდუმლო ვითარებაში. რაც შემეხება
მე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მივაღწიე საგრძნობ შედეგებს,
ვგრძნობ უხილავი ძალების ზემოქმედებას, რომელიც მაკვალიანებს,
მეხმარება და მიძლიერებს რწმენას, რომ საბოლოოდ მივაღწევ მი-
ზანს.
ამ უხილავ ზემოქმედებასთან დაკავშირებით, დოქტორი ზერლენ-
დი მეტს აღარაფერს წერს. სამაგიეროდ, ამის შესახებ საკმაოდ ბევრს
ლაპარაკობს ოკულტური ტრადიცია, განსაკუთრებით აღმოსავლური,
და ყველაფერი რაც მოხდა შემდგომში, მარწმუნებს, რომ დოქტორი
ზერლენდი სულაც არ იყო შეპყრობილი ილუზიით, როდესაც ახსენებ-

87
და ამ ვიღაცას. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მისი დახელოვნება იო-
გაში
მიმდინარეობდა ძალიან სწრაფად, თითქმის ელვისებურად. 1908
წლის ზაფხული ის თავის ერთ-ერთ მამულში განმარტოვდა. ბუქარეს-
ტში დაბრუნებისას ის ერთგვარ რეზიუმეს უკეთებს რამდენიმეთვიან
თავის ახალ გამოცდილებებს. ზოგიერთი მათგანის აღდგენა შესაძლე-
ბელია გარკვეული სიზუსტით. მაგალითად, ერთგან ის ლაპარაკობს,
უცნაურ მოჩვენებაზე, რომელიც ჰქონდა, გარკვეული მედიტაციების შე-
დეგად; სამყაროში არსებულ ყველა საგანს ის ხედავდა გადმოტრია-
ლებულს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველა საგანი თითქოსდა ეწინა-
აღმდეგებოდა თავისივე ბუნებრივ, რეალურ არსს. მაგალითად,
მკვრივი საგნები მსხვრევადი ეჩვენებოდა და პირიქით – ცარიელი ეჩ-
ვენებოდა სავსე, სქელი საგანი ვაკუუმად წარმოედგინა. შემდეგ ყო-
ველგვარი დაზუსტების გარეშე დოქტორი ზერლენდი წერს იმის თა-
ობაზე რომ მან ნახა სამყარო მთლიანობაში, ვახდენ ციტირებას ხელ-
ნაწერიდან: სრულიად საპირისპიროა იმისა, როგორსაც მას ხედავს
ადამიანი, როცა არ სძინავს. მართალია, ეს გამოთქმა ზუსტად ემთხვე-
ვა სარიტუალო წიგნებს და მისტიკოსების ფორმულებს, სადაც ყოველ-
თვის არის საუბარი სხვა სამყაროზე, ან ექსტაზში შეცნობილ სამყარო-
ზე, რომელიც სრულიად საპირისპიროა იმ სამყაროსი, რომელსაც ვხე-
დავთ ამქვეყნიური თვალებით.
ასევე უცნაურია დოქტორის ჩანაწერები ხანგრძლივი მედიტაციის
შემდეგ ხილულ სამყაროში დაბრუნების შესახებ. თავიდან მქონდა
ისეთი შეგრძნება, წონასწორობას ვერ ვიცავდი, რომ პირველივე ნაბი-
ჯის გადადგმაზე წავიქცეოდი. გამიქრა რწმენა, სიმტკიცე, თითქოს თა-
ვიდან მიწევდა სამგანზომილებიან სივრცეში ადაპტირება. ამიტომ
ვერ ვბედავდი განძრევას, ვიწექი გაშეშებული, სასწაულის მოლოდინ-
ში, რომ კვლავაც დამიბრუნდებოდა ტრანსის დროს დაკარგული სიმ-
ტკიცე... ახლა მესმის, ექსტაზის შემდეგ წმინდანები საათების და ხან
დღეების განმავლობაშიც რატომ რჩებიან უძრავად, თითქოს მათი სუ-
ლი ჯერ არ წაუღია ღვთაებრივს. თერთმეტ სექტემბერს ის წერს: ბევ-
რჯერ გამოვცადე კატალეპტიკური ტრანსი. პირველ ჯერზე მთელი

88
თორმეტი საათი; მეორე და მესამე ჯერზე ოცდათექვსმეტ-ოცდათექ-
ვსმეტი საათი. მეტყევეს ვუთხარი, ჩემს მამულში მივდივარ-მეთქი, სი-
ნამდვილეში გამოვიკეტე ჩემს ოთახში და ჩავწექი ლოგინში, ვიცოდი,
არავინ შემაწუხებდა. პირველად შევძელი გამომეცადა დროიდან გას-
ვლა. ამ დროს სული რჩებოდა აქტიური, მაგრამ სხეულს აღარ ეხებო-
და დროის სვლა. ტრანსში შესვლამდე ვიპარსავდი წვერს, და 36 სა-
ათის შემდეგ, ჩემი სახე ისეთივე გლუვი და სუფთა იყო, როგორც ტრან-
სში შესვლამდე. ბუნებრივია, ასეც უნდა ყოფილიყო. ადამიანი ხომ
დროს თავისი სუნთქვის რიტმის შესაბამისად განიცდის. ჩასუნთქვასა
და ამოსუნთქვას შორის გადის გარკვეული რაოდენობის წამები; სი-
ცოცხლე ადამიანში დროს ემთხვევა. პირველ ჯერზე კატალეპტიკურ
ტრანსში შევედი დილის 10 საათზე, და გამოვედი ღამის 10 საათზე;
მთელი ეს ხანი ჩემი სხეული იმყოფებოდა, როგორც ამას ზოგიერთები
ეძახიან, მოჩვენებითი სიკვდილის მდგომარეობაში. ჰაერის ჩასუნ-
თქვა, დავიწყე დილის 10 საათზე, ეს გაგრძელდა ღამის 10 საათამდე,
რის შემდეგაც დაიწყო ამოსუნთქვის პროცესი. მთელი ეს ხანი ჩემი სხე-
ული იყო დროს მოწყვეტილი. სხეულისთვის ის 12 საათით შეიკუმშა
რამდენიმე წამში. ხანგრძლივი ჩასუნთქვა დილიდან და ნელი ამოსუნ-
თქვა ტრანსიდან გამოსვლის წინ. ადამიანური განზომილების მიხედ-
ვით იმ დღეს მე ვიცოცხლე მხოლოდ ნახევარი დღე; ჩემი სხეული 24
საათის განმავლობაში დაბერდა მხოლოდ 12 საათით; მართალია ჩე-
მი სიცოცხლე შეჩერებული იყო, მაგრამ ორგანიზმს არაფერი დაშავე-
ბია. დოქტორი ზერლენდის ცდა სხვათა შორის საკმაოდ პოპულარუ-
ლია, თუმცა დღემდე არ არის
საკმარისად შესწავლილი. ჰონიგბერგერის დროს დიდად გახმაუ-
რებული მოჩვენებითი სიკვდილი, როგორც ჩანს, ნამდვილად გულის-
ხმობს დროიდან გასვლას. მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას, ათდღიანი
ან ასდღიანი ტრანსის შემდეგ, სხეული რატომ ინარჩუნებს იმავე წონას
და ახლად გაპარსულ სახეს. მაგრამ ეს მდგომარეობები ძირეულად
განსხვავდება ყოველდღიურობისგან, მათ შესახებ არ გაგვაჩნია სულ
მცირე წარმოდგენაც კი. ვერავინ – რა ფანტაზიორიც არ უნდა იყოს ვერ
შეძლებს განმარტოს ადეკვატურად რას ნიშნავს დროიდან გასვლა, ის

89
მწირი ინფორმაცია, რომელიც გვხვდება ერთი-ორი წმინდანის ან აღ-
მოსავლურ ოკულტურ შრომებში, თხზულებებში – ჩვენთვის მაინც გა-
უგებარია. მე პირადად შევაგროვე მსგავსი ნაშრომების საკმაოდ ძვირ-
ფასი კოლექცია, უმრავლესობა დაწერილია ალეგორიულ სტილში,
მაგრამ ჩემთვის მაინც საიდუმლოდ დარჩა. მხოლოდ სიკვდილი შეგ-
ვაძლებინებს რომელიმე ჩვენგანს ამ პრობლემის ამოხსნას.
აი, რა მაკვირვებს ყველაზე მეტად: ადამიანები კვლავ არაფრად
აგდებენ ამ ცდებს. არაერთ ცნობილ მეცნიერს ასობით მოწმე რომ მო-
ვუყვანო, მაინც არ დაიჯერებს ამ ექსპერიმენტებისას. უბრალოდ, ურ-
ჩევნია დარჩეს თავის რეტროგრადულ პოზიციაზე; ეს იგივეა ზღვა გა-
დაცურო შენი მკლავების იმედით, უარი თქვა გადაცურვის სხვა შესაძ-
ლებლობებზე მხოლოდ იმიტომ რომ ნავის არ გჯერა.
VIII
დღიური წყდება 1908 წლის სექტემბერში, მთელი ოთხი თვით. შემ-
დეგი ჩანაწერები თარიღდება 1909 წლის იანვრის პირველი რიცხვე-
ბით. მათი გადმოცემა აქ შეუძლებელია ტექნიკური ხასიათიდან გა-
მომდინარე. უფრო მეტად მოკლე ინფორმაციას წარმოადგენს, მეტა-
ფიზიკის პრინციპების და იოგის პრაქტიკული რჩევების თაობაზე. ზო-
გიერთი მათგანი საერთოდ უაზრო ჩანს. 26 იანვარი. სიბნელის გამოც-
დილება. თითოეულ ასო-ბგერას ვიწყებ თავიდან. უეჭველია, რომ აქ
გულისხმობს თავის წინა ვარჯიშებს, ალბათ, ხმებზე და ბგერებზე მე-
დიტაციას – ე.წ. მანტრა-იოგას, თუმცა, ყოველგვარი განმარტების გა-
რეშე. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს სიბნელის გამოცდილება?! შემდეგ
ვკითხულობთ: 5 თებერვალი, ახლახანს სხეულზე ჩავიტარე სამიამა.
დაუჯერებელია, მაგრამ ეს სინამდვილეა. ამ ჩანაწერს მაშინ ექნებო-
და აზრი, დოქტორს რომ მიემართა პატანჯალის ერთ-ერთი ტექსტის-
თვის, სადაც ნათქვამია, რომ საკუთარ სხეულზე სამიამას ჩატარებისას
იოგი უცხო თვალისთვის უხილავი ხდება. სამიამად პატანჯალი მოიხ-
სენიებს იოგის სრულყოფილი მდგომარეობის ბოლო სამ საფეხურს,
რისი განხილვის ადგილი აქ არ არის. თუმცა ჩემთვის ძნელი დასაჯე-
რებელია, რომ უკვე 1909 წლის 5 თებერვალს დოქტორმა მოახდინა ეს
სასწაული, მაშინ რას მივაწერო მისი გაკვირვება რამდენიმე თვის შემ-

90
დეგ? რა დავარქვათ შემდგომ 18 თვეს, რის შესახებაც, თუმცა ცოტა,
მაგრამ მაინც ვიცით, რომ მთელი ეს პერიოდი დოქტორი მუშაობდა,
რათა შეეძინა უნარი გამხდარიყო უჩინარი?
ერთი სიტყვით, ტექსტი უფრო და უფრო რთულდება. ურთიერთგა-
მომრიცხაობაც აუხსნელი რჩება ჩემთვის. მარტი. ხელახლა გადავი-
კითხე ზოგიერთი რამ უპანიშადებიდან განსაცვიფრებელი პროგრესი
მაქვს
ორიგინალის გაგებაში. როგორ გავიგოთ ეს აღიარება? როცა ადა-
მიანმა ასეთ სიმაღლეს მიაღწია, რაღა სალაპარაკოა უპანიშადების
წაკითხვა ორიგინალში? ან რა აზრი ჰქონდა სანსკრიტული ენის შეს-
წავლას იმ ადამიანისთვის, რომელმაც შეისწავლა უფრო მეტი, ვიდრე
გამომშრალი მეცნიერება? იქნებ ამიტომაც დაბრუნდა შუა გზიდან
დროებით, ან გადაწყვიტა განავითაროს თავისი წინსვლა იოგაში იმ
გავლენით, რომელსაც არ ამხელს... იქნებ აქ საქმე გვაქვს ტექსტთან
სხვანაირ მიდგომასთან – არა როგორც შესწავლის მიზნით, არამედ
სუფთა ინდურ მიდგომასთან: მისტიკური ცოდნის მიღების მიზნით, რო-
მელიც მიიღწევა საკრალური სიტყვების ზუსტი გამოთქმით, რის შედე-
გადაც ცხადდება ლოგოსი. მართლაც, დოქტორი ერთგან გაკვრით ახ-
სენებს რაღაც ვარჯიშებს, რთულად გასაგებ ვარჯიშებს, წმ. ინდური
ტექსტის შინაგან წარმოთქმაზე. ხოლო ზაფხულის დასაწყისში ის საუბ-
რობს მისტიკური ასო-ბგერების დადასტურებაზე განმუხტული ცნობიე-
რების გარკვეული მდგომარეობებით (უფრო მართებული იქნებოდა,
ზეცნობიერება ეწოდებინათ).
მთელი ეს ხანი დოქტორი წერს ოკულტურ მხედველობაზე, რომელ-
საც მიაღწია წარბებს შორის არსებული მესამე თვალის რეაქტივაციის
წყალობით. ამ თვალის შესახებ, სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ
აზიური მითები და მისტიკური ტექსტები, რომელთა მიხედვითაც, მისი
დახმარებით, ადამიანს საშუალება ეძლევა ხედავდეს უდიდეს მან-
ძილზე. შივას თვალის შესახებ, როგორც ინდოელები ეძახიან, არსე-
ბობს ბევრი, საპირისპირო, გაუგებარი ინფორმაცია უცოდინარი ადა-
მიანებისთვის. ამბობენ, რომ ის ორიენტირებს სივრცეში, ანუ თითქოს
წარმოადგენს მეექვსე შეგრძნებას; უმრავლესობა, კი ამტკიცებს, რომ

91
ამ თვალით დანახულს არაფერი აქვს საერთო ფორმებისა და ილუზიე-
ბის სამყაროსთან, იგი მხოლოდ სულიერ სამყაროს ჭვრეტს. შივას თვა-
ლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია პირდაპირ განჭვრიტოს სულიერი
სამყარო, ანუ ზემგრძნობელობითი სივრცეები. მაგრამ დოქტორი ზერ-
ლენდი არაფერს განმარტავს ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით. არ
შეეძლო თუ უფლება არ ჰქონდა?... ისევ იწყება დუმილის ხანგრძლივი
პერიოდი, რომლის ინტერვალიც რთულია განსაზღვრო, რადგან, შემ-
დეგი ჩანაწერები დათარიღებული არ არის, თანაც, რაც არ უნდა ეცა-
დო, მაინც ვერ გაშიფრავ თუ არ ჩავთვლით ქვემოთ მოყვანილ ციტა-
ტაში მინიშნებულ იმპერსონალური ცნობიერების ადგილს. ყველაზე
ძნელი, უფრო სწორად, ძნელად მისაღწევი დღესდღეობით დასავ-
ლეთში, არის იმპერსონალური ცნობიერება. ბოლო საუკუნეებში მხო-
ლოდ რამდენიმე მისტიკოსმა მიაღწია ასეთ ცნობიერებას. ყველა ის
სირთულე რომელიც ადამიანს ხვდება სიკვდილის შემდეგ, ყველა –
წვალება, რომელსაც მიცვალებულთა სულები განიცდიან ჯოჯოხეთსა
თუ განსაწმენდელში – ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა თავის დროზე
ანუ სიცოცხლეში, არ იზრუნა იმპერსონალური ცნობიერების შესაძე-
ნად. სულების დრამა სხვა არაფერია, თუ არა პერსონალური ცნობიე-
რებიდან იმპერსონალურ ცნობიერებაზე გადასვლის მტკივნეული ეტა-
პი...
ფურცელი რომელზეც გრძელდებოდა მოყვანილი ციტატა ამოხე-
ულია რვეულიდან. შემდეგი ჩანაწერი დათარიღებულია 1910 წლის 7
იანვრით. ალბათ დავისაჯე ჩემი მოუთმენლობის გამო. მეგონა, ჩემ-
თვის ნებადართული იყო თავად მემართა საკუთარი ბედი. მე აღარ
ვარ ახალგაზრდა. არ მეშინია სიკვდილის; კარგად ვიცი, როგორ უნდა
განვვლო ჩემი ცხოვრების გზა მომავალში, მაგრამ ვალდებული ვარ
ვიჩქარო, რადგან აქ, სადაც ვიმყოფები აღარავის ვჭირდები და იქ კი-
დევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
რამდენიმე დღის შემდეგ ის წერს: ახლა ვიცი გზა შამბალისკენ, ვი-
ცი, იქ როგორ მივიდე. სულ ახლახან ჩვენი კონტინენტიდან სამი კაცი,
ცალ-ცალკე, წავიდა იქ. ორი რუსია, ერთი ჰოლანდიელი, ვინც როგორ
მოახერხა, ისე წავიდა შამბალაში. ჰოლანდიელმა კოლომბოში ისე ჩა-

92
აღწია, თავისი სახელი არც დაუმალავს. ეს ყველაფერი ვიცი და ვხე-
დავ ჩემი ხანგრძლივი ტრანსების წყალობით. ვხედავ შამბალას მთე-
ლი თავისი დიდებულებით, ვხედავ თოვლით დაფარულ მთებს შორის
ულამაზეს სიმწვანეს, უცნაურ სახლებს, ადამიანებს, რომლებსაც ასაკი
არ გააჩნიათ, ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ერთმანეთის კარგად ეს-
მით. ისინი ჩვენზე ფიქრობენ, ჩვენთვის ლოცულობენ. რომ არა ისინი,
მთელ კონტინენტს შეარყევდა დემონური ძალები, რომლებიც თავი-
სუფლად დანავარდობენ რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული დღემ-
დე. ნუთუ ევროპის ბედი გადაწყვეტილია, ნუთუ ვერაფრით ვუშველით
ამ სამყაროს – ბნელი ძალების მსხვერპლს, ძალებისა, რომელიც უფ-
სკრულისკენ მიაქანებს მას. მეშინია, ევროპას ატლანტიდის ბედი არ
ეწიოს. ნეტავ იცოდნენ ადამიანებმა, რომ მხოლოდ შამბალადან წამო-
სული სულიერი ძალების წყალობით გადაიდება სამუდამოდ დედამი-
წის ღერძის ტრაგიკული შეცვლა – თანამედროვე გეოლოგიის მიერ
კარგად შესწავლილი მოვლენა – ჩვენი სამყარო ჩაიძირება ოკეანეში,
სამაგიეროდ კი ამოიმართება ახალი... მაგრამ უკვე უჩვენოდ...
შიში იმისა, რომ ჩვენს კონტინენტს ტრაგიკული დასასრული ემუქ-
რება, დღიურში რამდენჯერმეა გაჟღერებული. მექმნება შთაბეჭდილე-
ბა, რომ დოქტორი უფრო და უფრო ცხადად ხედავდა ევროპისათვის
საბედისწერო კატაკლიზმების სერიას.
სხვათა შორის, ასეთი შინაარსის არაერთი წინასწარმეტყველებაა
ცნობილი, მეტ-ნაკლებად აპოკალიფსური. მთელ აზიაში ლეგენდებია
გავრცელებული თანამედროვე სამყაროს დასასრულის სხვადასხვა
ფორმებზე, დოქტორი ზერლენდი კი საუბრობს დედამიწის ღერძის შე-
საძლო გადაადგილებაზე, რაც გამოიწვევს სამყაროს დაღუპვას, საში-
ნელ სეისმურ კატასტროფას, ზოგიერთი კონტინენტის ჩაძირვას ან ამ-
ჟამინდელი სახის შეცვლას. ამავდროულად შესაძლოა ახალი ხმელე-
თი (კონტინენტი) ამოიმართოს წყლიდან. ის რომ დოქტორი ხშირად
ახსენებს ატლანტიდას, როგორც ჩანს, მას რეალობად მიაჩნია ჩაძირ-
ვა, ხოლო მის – როგორც კონტინენტის – გაქრობას უკავშირებს იქაური
მოსახლეობის სულიერ დეგრადაციას, რაც ჩემი აზრით, არ არის სი-
მართლეს მოკლებული. ყველა ეს ტრაგიკული წინასწარმეტყველება

93
გაკეთებულია პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე
წლით ადრე, როდესაც კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩაძირული იყო უსასრუ-
ლო პროგრესის ილუზიაში.
1910 წლის 11 მაისს დოქტორმა კვლავ განაახლა იოგის ვარჯიშები
სხეულის გაუჩინარების მიზნით. ალბათ ადვილი გასაგებია, რატომ
არაფერს ვამბობ გამაოგნებელ შედეგებზე. პანიკის უცნაური გრძნობა
მეუფლებოდა, როდესაც ვკითხულობდი დოქტორ ზერლენდის ჩანაწე-
რებს. უამრავ ჩანაწერს, საბუთს, მტკიცებულებას გაუვლია ჩემს ხელში,
სადაც აღწერილი იყო იოგის ეს სასწაული, მაგრამ ასე ნათლად, ღიად,
დეტალურად ახსნილი – არასოდეს წამიკითხავს. როდესაც ვიწყებდი
წინამდებარე მოთხრობის წერას, ჯერ ისევ ვყოყმანობდი, გადმომეტა-
ნა თუ არა ეს საშიში გვერდი მოთხრობაში. კარგა ხნის ფიქრისა და
მღელვარების შემდეგ გადავწყვიტე არ გადმომეტანა, მსგავსი ინფორ-
მაციის გავრცელება არც შეიძლება
და არც არის საჭირო. მამშვიდებს იმაზე ფიქრი, რომ ვინც იცის, რას
ნიშნავს სამიამა საკუთარ სხეულზე, ისიც ეცოდინება სად ეძებოს ახ-
სნა.
IX
როგორც ჩანს, გაუჩინარების ექსპერიმენტები არც მთლად სასია-
მოვნო პროცედურა იყო. ძალას, რომელსაც ხარჯავ იმისთვის, რომ
გახდე უჩინარი, რომ გაქრე, ორგანიზმში იმხელა რყევას იწვევს, რომ
ცდის შემდეგ, მაგალითად, დოქტორი საათობით იწვა უგონოდ. შესაძ-
ლოა, სულაც არ მივმართო ამ საშუალებას შამბალაში ჩასაღწევად, –
წერს ის 1910 წლის ივნისში. – ჩემი საბოლოო წასვლის დრო ახლოვდე-
ბა, მაგრამ არ ვიცი, მეყოფა კი ძალა, უჩინარი დავადგე გზას?
იმავე თავში ის წერს: ზოგჯერ მეშინია იმ ძალებისა, რომლებსაც
თავი მოვუყარე ჩემში. ჩემი ნება ურყევია, მაგრამ მიძნელდება ვაკონ-
ტროლო ყველა ის ძალა, აქამდე რომ მეხმარებოდა უხილავ სამყარო-
ში შესაღწევად. დღეს დილით მედიტაციის დროს ჩემს ოთახში ჩაკე-
ტილმა უეცრად ვიგრძენი, ჩემ გარშემო როგორ განიმუხტა ჰაერი. სხე-
ული ამიმჩატდა, ჩემი ნების გარეშე დავიწყე ჰაერში ამაღლება. ვცდი-
ლობდი შევჩერებულიყავი, რაიმე საგანს ჩავჭიდებოდი, მაგრამ ამა-

94
სობაში თავით შევეხე ჭერს. ყველაზე საშინელი ამ შემთხვევაში იყო
ის, რომ ლევიტაცია მოხდა ჩემი ნების გარეშე. საკუთარ თავზე თით-
ქმის დავკარგე კონტროლი. სულიერი ვარჯიშებისგან განთავისუფლე-
ბული ძალების თამაშის შედეგად შეიძლება მაღლიდან ჩამოვვარდნი-
ლიყავი.
ხშირად მსმენია მსგავს შემთხვევებზე. ოკულტური უნარების დაუფ-
ლებისას რისკი დიდია. შეიძლება დაკარგო საკუთარი თავის მართვის
სათავეები და გახდე შენივე ჩატარებული მედიტაციის მიერ განთავი-
სუფლებული მაგიური ძალების მსხვერპლი. ჰარვარდში მეუბნებოდნენ
ყველაზე დიდი საფრთხე იოგს ემუქრება არა დასაწყისში, არამედ მისი
განვითარების ბოლო ეტაპზე, როდესაც ის ფლობს მართლაცდა და-
მანგრეველ ძალას. მითოლოგიიდან ვიცი, რომ რაც უფრო ახლოს ხარ
ღმერთთან, მით უფრო დაბლა ეცემი. ამპარტავნობაც ლუციფერული
ბნელი ძალების ერთ-ერთი ფორმაა.
16 აგვისტო, დოქტორი წერს: სრული განდგომა სამყაროსგან. ერ-
თადერთი ფიქრი ჩემში იწვევს განუზომელ სურვილს: შამბალა. გამ-
გზავრებამდე არ მსურს გამზადება. ანდერძი ჯერ კიდევ იმ წელს შე-
ვადგინე, როდესაც სმარანდა დაიბადა. ერთ სტრიქონსაც არ მივაწერ.
არ მინდა დაეჭვდნენ.
შემდეგ, ეტყობა, იმავე დღეს, დოქტორი ნაჩქარევად წერს: ღმერ-
თმა იცის ეს რვეული ვის ჩაუვარდება ხელში. შეიძლება ვერც მიხვდეს
რა შინაარსის რვეულია და გადააგდოს. რაც მე შრომა მაქვს გაწეული,
ვერ აღვწერ და ყველაფერი წყალში უნდა ჩაიყაროს? მაგრამ არ ვნა-
ნობ... შემდეგ ერთი სტრიქონია გადახაზული. მაინც მოვახერხე რამდე-
ნიმე სიტყვის აღდგენა: ვინც წაიკითხავს და შეეცდება გაერკვეს... შე-
ეცდება გამოიყენოს... სერიოზული... ამის წარმოდგენაც კი ძნელია.
გამგზავრების წინ, ეტყობა დოქტორი
შეეცადა რჩევები მიეცა შესაძლო მკითხველისთვის, გაეფრთხილე-
ბინა იმ საფრთხეების თაობაზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ სა-
იდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში. ვერ ვხვდები რამ აიძულა გა-
დაეფიქრებინა რჩევების მიცემა და წაეშალა დაწყებული წინადადება.

95
მე მაინც პატივი ვეცი მის ნებას, და არ გავამხილე მისი ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი ნაწილი აღსარებისა.
19 აგვისტო: ისევ უჩინარს გამეღვიძა, თავზარი დამეცა, რადგან
არაფერი გამიკეთებია საამისოდ. რამდენიმე საათი ვისეირნე ეზოში,
და დავრწმუნდი რომ უჩინარი ვარ. მოსამსახურეები გვერდს მივლიდ-
ნენ, ვერ მხედავდნენ; თავიდან ვიფიქრე, ვერ მხედავენ უყურადღებო-
ბის გამო-მეთქი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჩემ გარშემო ჩემი ჩრდილიც
არ ჩანდა. მერე ერთ-ერთ მუშას საჯინიბოსკენ გავყევი. თითქოს იგ-
რძნოო რაღაცა ბნელი ძალა მომდევსო, წარამარა უკან იყურებოდა
აფორიაქებული, მერე პირჯვარი გადაიწერა და გაიქცა. ჩემი ყველა-
ნაირი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ შუაღამისას შევძელი დაბ-
რუნება ჩვეულ მდგომარეობაში, როდესაც ქანცგაწყვეტილს გამეღვი-
ძა საწოლში. ვფიქრობ, ჩემი უზომო დაღლილობის მიზეზი სწორედ ის
ენერგია იყო, კვლავ ხილულობის დასაბრუნებლად რომ დავხარჯე. მე
ხომ უჩინარი შემთხვევით გავხდი, ჩემი ნების გარეშე, ანგარიშმიუცემ-
ლად...
ეს არის ბოლო სრული ჩანაწერი დოქტორის დღიურში, თუმცა ამას
მოჰყვება არანაკლებ საოცარი რამ: 12 სექტემბერი. გუშინწინდელი
ღამის შემდეგ დაბრუნებას ვეღარ შევძლებ. ფანქრით ვწერ სხვენის კი-
ბეზე. რვეულიც თან მაქვს, სხვა რვეულებში ავურევ, სანსკრიტის სავარ-
ჯიშო რვეულებში დავმალავ. მთავარია, შამბალის გზა არ ამერიოს...
ეს ჩანაწერი შესრულებულია დოქტორის გაუჩინარებიდან ორი დღის
შემდეგ. ვინმეს რომ მაშინვე გაეშიფრა ხელნაწერი და ეს მინაწერიც
წაეკითხა, გაიგებდა, რომ ის ჯერ ისევ შინ იმყოფებოდა, ძალიან ახ-
ლოს თავის ოჯახთან…
X
მესამე დღეს, გადავწყვიტე, ისევ ამეღო რვეული და თავიდან ბო-
ლომდე წამეკითხა ქალბატონი ზერლენდისთვის. მე წავედი S-ის ქუჩა-
ზე. კარი მოხუცმა მოსამსახურემ გამიღო.
– ქალბატონი შეუძლოდაა, – მითხრა მან. – ხოლო მისი ქალიშვილი
პარიზში გაემგზავრა!
– რა თქვით? ასე უცბად პარიზში?! – გამიკვირდა მე.

96
– ახალგაზრდა ქალბატონმა ასე მოისურვა, – მიპასუხა მოხუცმა მო-
სამსახურემ ისე, რომ თვალებში არც შემოუხედავს, აშკარად ეტყობო-
და, გულახდილობის ხასიათზე რომ არ იყო.
დავუტოვე ჩემი სავიზიტო ბარათი და ვუთხარი, რომ ერთ-ორ დღე-
ში გამოვივლიდი ქალბატონის
ჯანმრთელობის მოსაკითხად. მაგრამ მოუცლელობის გამო მხო-
ლოდ ერთი კვირის შემდეგ მივედი. ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა.
იქამდე ვაჯანჯღარე და იქამდე არ მოვაცილე დაჟანგულ ზარის ღი-
ლაკს თითი, სანამ მოხუცი მოსამსახურე არ გამოჩნდა. ნელი ნაბიჯით
გამოიარა ბაღი, სადაც თითქოს ერთ ღამეში დაჭკნა უკანასკნელი ყვა-
ვილები, მომიახლოვდა და უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა:
– ქალბატონი სოფელში გაემგზავრა.
ზურგი შემომაქცია და ის იყო, უნდა გაბრუნებულიყო, რომ შეჩერდა:
– არ უთქვამს როდის დაბრუნდება…
მთელი შემოდგომა და ზამთარი, ბევრჯერ მივედი S-ის ქუჩაზე, ჭიშ-
კარი ყოველთვის დაკეტილი მხვდებოდა. ხანდახან პასუხს იმეტებ-
დნენ:
– შინ არავინაა.
მოხუცი მოსამსახურე ხშირად არც კი გამოდიოდა პასუხის გასაცე-
მად. შემდეგ ქალბატონ ზერლენდის წერილები გავუგზავნე, მაგრამ პა-
სუხი არცერთზე მიმიღია. ის კი არა, ისიც არ ვიცი, ჩემი წერილები თუ
წაიკითხეს მაინც. ნეტავ რა მოხდა, არა მგონია ქალბატონი ზერლენდი
მიმხვდარიყო, რომ მე ვიპოვე და თან წავიღე მისი ქმრის დღიური.
დარწმუნებული ვარ ვერავინ დაინახავდა როგორ დავმალე რვეული
პიჯაკის ქვეშ, თუნდაც ეთვალთვალათ გასაღების ჭუჭრუტანიდან, მე
ხომ კარისკენ ზურგშექცეული ვიჯექი რვეულებში ჩაფლული. ვერაფ-
რით დამინახავდნენ.
1935 წლის თებერვლის ბოლოს, გავიარე S-ის ქუჩაზე იმ სახლთან,
დავინახე, რომ ჭიშკარი იყო ღია და შევედი, ვაღიარებ, დიდი მღელ-
ვარებით დავაჭირე ზარის ღილაკს თითი. ველოდი, რომ კარს ისევ ის
სახემოღუშული მოხუცი მოსამსახურე ქალი გამიღებდა, მაგრამ ჩემდა
გასაკვირად კარი გამიღო ახალგაზრდა მოსამსახურე გოგომ, ვიკითხე

97
შინ თუ არის ვინმე-მეთქი. ყველანი შინ არიანო, – მიპასუხა. მე მას მი-
ვაწოდე ჩემი სავიზიტო ბარათი და შევედი სალონში. რამდენიმე წუთ-
ში საძინებლის კარი გაიღო და შემოვიდა სმარანდა. გამოცვლილიყო,
ათი წლით გაახალგაზრდავებული ჩანდა. უხდებოდა გემოვნებით შერ-
ჩეული მაკიაჟი და სხვა ფერად შეღებილი თმა. ვიდრე ხელს გამომი-
წოდებდა, კიდევ ერთხელ გაკვირვებულმა დახედა ჩემს სავიზიტო ბა-
რათს. ვითომ ვერ მიცნო, კარგადაც გამოსდიოდა, ისე დამაჯერებლად
წარმომიდგინა თავი, თითქოს უცნობი ვიყავი.
– რა არის თქვენი სტუმრობის მიზეზი? – მკითხა.
მე ვუთხარი, რომ გარკვეული ხანი ვმუშაობდი დოქტორ ზერლენ-
დის ბიბლიოთეკაში, რომ ქალბატონი
კარგად მიცნობს, თავად მან მომიწვია, რათა შემესწავლა მისი მე-
უღლის არქივი. და მივმართე კიდეც, სმარანდა, თქვენც გიცნობდით-
მეთქი.
– მგონი, აქ რაღაც გაუგებრობაა, – მიპასუხა გაღიმებულმა. – დარ-
წმუნებული ვარ, არასდროს გაგვიცნია ერთმანეთი. ძალიან ცოტას თუ
ვიცნობ ბუქარესტში. თქვენ თუ სახელით არა, გარეგნობით მაინც და-
გიმახსოვრებდით.
– მიუხედავად ამისა, ქალბატონი ზერლენდი მე კარგად მიცნობს.
რამდენიმე კვირა ვმუშაობდი აქ, ბიბლიოთეკაში. – ვთქვი მე და ხელი
გავიშვირე დიდი მუხის კარისკენ.
სმარანდამ თვალი გააყოლა ჩემს ხელს, შემდეგ საკმაოდ გაკვირ-
ვებულმა შემომხედა, თითქოს თვალს არ უჯერებდაო.
– რასაც მეუბნებით, მართლაც უცნაურია, – მითხრა მან, – რადგან
ოდესღაც აქ ნამდვილად იყო მამაჩემის ბიბლიოთეკა მაგრამ ეს იყო
მრავალი და მრავალი წლის წინ. ოკუპაციის დროს ვერ შევინარჩუნეთ
უმდიდრესი ბიბლიოთეკა...
დაბნეულს სიცილი ამიტყდა.
– ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ის რასაც თქვენ მეუბნებით, – ვუ-
პასუხე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. თან თვალებში ვუყურებდი, მიგიხ-
ვდი ხუმრობას-მეთქი. – სულ რაღაც ორიდე თვის წინ ყოველი თარო

98
ჩემთვის ნაცნობი იყო. აქ ვმუშაობდი და შემიძლია აღვწერო ოთახში
რა სად იდგა...
მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ სმარანდა სწრაფად მივი-
და საძინებლის კართან და დაიძახა:
– დედა, შეგიძლია გამოხვიდე ცოტა ხნით?
გამოჩნდა ქალბატონი ზერლენდი და ხელჩაკიდებული მოჰყავდა
პატარა ბიჭი. სალამის ნიშნად თავი დავუხარე, თვალებზე შევატყვე,
არც მას სურდა ვეცნე.
– ეს ბატონი ამბობს, ორი თვის წინ თქვენს ბიბლიოთეკაში ვმუშა-
ობდიო, – სმარანდამ მუხის კარისკენ გაიშვირა ხელი.
ქალბატონმა ზერლენდიმ ისე შემომხედა, თითქოს შეურაცხყოფა
მიმეყენებინოს მისთვის. ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და ჩურჩულით
უთხრა:
– ჰანს, წადი, ითამაშე…
– თავად თქვენ არ მომწერეთ, მოვსულივიყავი. თქვენ არ შემიყვა-
ნეთ თქვენს ბიბლიოთეკაში? – გავცხარდი მე. – თქვენ არ მთხოვეთ გა-
მეგრძელებინა დოქტორ ჰონიგბერგერის ბიოგრაფია, რომლის შედგე-
ნა დაწყებული ჰქონდა თქვენს მეუღლეს?!
ქალბატონი ზერლენდი ხან მე შემომცქეროდა, ხან სმარანდას, ვა-
ღიარებ, რომ ძალიან კარგად თამაშობდა, სისხლი მასხამდა სახეზე.
– ჩემი პირველი ქმარი, დოქტორი ზერლენდი, ნამდვილად იყო და-
ინტერესებული ერთ-ერთი ტრანსილვანიელი გერმანელი ექიმის
ცხოვრებით, მაგრამ გეფიცებით ბატონო, რომ არ მახსოვს მისი სახე-
ლი. ოცდახუთი წელი გავიდა ჩემი პირველი ქმრის გარდაცვალები-
დან, ხოლო ის ბიბლიოთეკა აღარ არსებობს, ომს შეეწირა...
რადგან ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდი და თვალსაც არ ვაშორებ-
დი მუხის კარს, რომელიც ამ ორიოდე თვის წინ არაერთხელ გამიღია,
ქალბატონმა ზერლენდიმ თქვა:
– სმარანდა, ბატონს აჩვენე ოთახი...
ანგარიშმიუცემლად გავყევი და კართან გავშეშდი: სადღა იყო ბიბ-
ლიოთეკა, მხოლოდ ჭაღი და ფარდები შემორჩენილიყო. მაგიდა, წიგ-
ნის თაროები, დიდი ხალიჩა გამქრალიყო, ეს დიდი დარბაზი ახლა

99
სტუმრების მისაღებად ქცეულიყო: იდგა წყვილი ჩაის მაგიდა, რამდე-
ნიმე ტახტი, ბრიჯის მაგიდა და ბუხრის წინ ეფინა ცხოველის ტყავი...
კედლებს ძველი შპალერი შემორჩენოდა, სურათები და ძველი იარაღი
ეკიდა, კედლების გასწვრივ აღარ ჩანდა ხის გალერეა. სრულიად დათ-
რგუნულმა მოვიხურე კარი. – მართალი ბრძანდებით, – ჩავილუღლუ-
ღე, ბიბლიოთეკა მართლაც გამქრალა. ნეტავ ვიცოდე ვინ იყიდა. დი-
დი სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას ჰონიგბერგერის ბიოგრა-
ფიაზე...
– კი მაგრამ, ბატონო, – თქვა ქალბატონმა ზერლენდიმ, – ბიბლიო-
თეკა მიიყიდ-მოიყიდა დაახლოებით ოცი წლის წინ...
– და მაინც ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვერ მცნობთ, – ვცადე,
გამეღიმა.
მომეჩვენა, რომ ქალბატონ ზერლენდის ხელი ოდნავ უკანკალებ-
და, მაგრამ მთლად დარწმუნებით ვერ ვიტყვი...
– ახლა ჩვენი გაოცებაც იკითხეთ, ბატონო, – საუბარში ჩაერია სმა-
რანდა. – უცნაურია, სხვა თუ არაფერია, რომ ვიღაცას ახსოვს ის დარ-
ბაზი, სადაც ბიბლიოთეკა იყო ორი ათეული წლის წინ და თანაც, რო-
გორც ვიცი, იქ უცხო ვერავინ შევიდოდა.
დამშვიდობების დროა. ვგრძნობ, რომ ჩემთვის რაღაც გაურკვევე-
ლი, უცნობი მიზეზით არც ერთსა და არც მეორე ქალს არ სურს მიცნოს.
იქნებ სხვა სამყაროდან წამოსული უჩინარი ძალის ზემოქმედების ბრა-
ლია, სხვა ძალა მართავთ მათ?
– საინტერესოა, თქვენი მოხუცი მოსამსახურე ქალი თუ მიცნობს.
ჩვენ ხომ ამ ბოლო ხანებში ბევრს ვსაუბრობდით, – გამომშვიდობები-
სას ამოვღერღე.
ქალბატონმა ზერლენდიმ შეშინებულმა გადახედა შვილს:
– არნიკაზე ლაპარაკობს…
– ბევრს? ბოლო დროს?! – შეჰყვირა სმარანდამ. – ის ხომ თხუთმეტი
წლის წინ გარდაიცვალა!
სადაცაა ჭკუიდან შევიშლები, თვალებზე ბინდი გადამეკრა, ცოტაც
და მათ ფეხებთან გავიშხლართები უგონოდ. თვალებდახრილმა რა-
ღაც ბოდიშის მაგვარი წავილუღლუღე და სახლიდან გავედი. ქუჩაში

100
დიდხანს ვხეტიალობდი, სანამ თავი არ დამიცხრა, ყველაფერი თავის
ადგილზე არ დალაგდა, სანამ ნათლად არ წარმოვიდგინე ეს ჭკუის-
შემშლელი შემთხვევა. გული ვერავის გადავუშალე, ვერ გავბედე. არც
ამ მოთხრობაში ჩავრთავ აღსარებას. ცხოვრებაში ისედაც ბევრი გან-
საცდელის გადატანა მომიხდა იმ საიდუმლოსთან მიახლოებისთვის,
რომლის კვლევაც მაიძულა ქალბატონმა ზერლენდიმ, თანაც დოქტო-
რის უნებართვოდ.
*
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ S-ის ქუჩაზე აღმოვ-
ჩნდი, ნომერ 17 სახლს ანგრევდნენ. ღობეც ნახევრად მოგლეჯილი
იყო. აუზი ქვებითა და რკინებით ამოევსოთ, კარგა ხანს ვიდექი. ხომ
შეიძლება რომელიმე ქალბატონი გამოვიდეს, გამოველაპარაკო,
ვკითხო, რას მივაწერო თქვენი ასეთი უცნაური საქციელი-მეთქი. მაგ-
რამ ეზოში მხოლოდ მუშები და ზედამხედველი ჩანდნენ. კვლავ ქუჩას
გავუყევი. თავს ცუდად ვგრძნობდი ამოუხსნელი საიდუმლოს გამო. ქუ-
ჩაში მოულოდნელად გადავაწყდი იმ პატარა ბიჭს, ქალბატონმა ზერ-
ლენდიმ რომ შემოიყვანა ოთახში. დავუძახე:
– ჰანს, რა კარგია რომ შეგხვდი, ჰანს!
ბავშვმა გაკვირვებულმა შემომხედა:
– მე ჰანსი არ მქვია, – მიპასუხა ზრდილობიანად, – შტეფანი მქვია.
და გზა განაგრძო იმ ბავშვივით განაწყენებულმა, ამხანაგი რომ
ვერ იპოვა სათამაშოდ.
1940

101
ღამეები სერამპორში
I
არასდროს დამავიწყდება ბოგდანოვთან და ვან მანენთან ერთად
გატარებული ღამეები კალკუტის მახლობლად, სერამპორსა და ტიტა-
გარჰში. ბოგდანოვი, რომელიც წარსულში მთელი ათი წელიწადი იყო
რუსეთის მეფის კონსული თეირანსა და ქაბულში, სპარსულ ენას მას-
წავლიდა. მიუხედავად ჩვენი ასაკობრივი და განათლების დონის გან-
სხვავებისა, ჩვენ დავმეგობრდით. ის უკვე იყო ცნობილი აღმოსავლეთ-
მცოდნე, ყველაზე ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობების თანამ-
შრომელი, ხოლო მე, სრულიად პირტიტველა ყმაწვილი – ჩვენი დამე-
გობრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ისიც, რომ ორივენი ვიყავით
მართლმადიდებელი ქრისტიანები. ბოგდანოვმა შეინარჩუნა თავისი
მართლმადიდებლური სარწმუნოება როგორც წინათ სპარსეთისა და
ავღანეთის მუსლიმებში ყოფნისას, რომლებიც ძალიან უყვარდა, ასევე
ახლაც ბენგალის ინდუსებშიც, რომელთა მიმართ უარყოფით დამოკი-
დებულებას ძნელად თუ ფარავდა. ვან მანენი, პირიქით, აღფრთოვა-
ნებული იყო ინდური სამყაროთი. მრავალი წელი ის მუშაობდა ბიბ-
ლიოთეკარად და მდივნად ბენგალის აზიურ საზოგადოებაში. მანამ-
დე, იყო თეოსოფიური საზოგადოების ბიბლიოთეკარი ადიარში. ეს შუ-
ახნის ჰოლანდიელი კაცი, სრულიად ახალგაზრდა ჩამოვიდა ინდოეთ-
ში და როგორც სხვა მრავალი, სამუდამოდ გაეხვა მის ბადეში. მთელი
ოცდახუთი წელიწადი სწავლობდა ტიბეტურ ენას და შეისწავლა
სრულყოფილად. მაგრამ, რადგან ზარმაცი იყო და თავისუფალი ცხოვ-
რება მოსწონდა, ძალიან ცოტა რამ ჰქონდა გამოქვეყნებული. კმაყო-
ფილი იყო ჩატარებული კვლევებით და სწავლით, ტიბეტური ენაც პი-
რადი ინტერესებისა და სიამოვნებისათვის შეისწავლა. აკადემიური
ტიტულების მიმართ გულგრილობას იჩენდა, დიდად არ აქცევდა ყუ-
რადღებას და გატაცებული იყო ოკულტური საგნებით, რაზეც თითქმის
არ ლაპარაკობდა.
როგორც კი მთავრდებოდა წვიმების სეზონი და სიცხე უკან იხევდა,
ჩვენ განუყრელად ერთად ვიყავით. სამივენი ვმუშაობდით აზიური სა-
102
ზოგადოების ბიბლიოთეკაში პარკ-სტრიტზე, მე და ბოგდანოვი ერთ
საწერ მაგიდასთან ვისხედით, ვან მანენი კი თავის ოფისში. ბოგდანო-
ვი ამოწმებდა მოჰამედ დჰარა შიკუჰას თარგმანს, ვან მანენი ატარებ-
და კატალოგში სიკჰიმში ნაყიდ ახალ ტიბეტურ ხელნაწერებს, ხოლო
მე ვცდილობდი გამეშიფრა Subbâshita Samgraha-ს ტექსტი, რომელიც
ცნობილია თავისი სირთულით. ჩვენ დიდ პატივს ვცემდით ერთმანე-
თის შრომას და მოკლე პაუზების დროს, სიგარეტის მოსაწევად, იშვია-
თად თუ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს, ვდუმდით. სამაგიეროდ
ბიბლიოთეკის დახურვამდე, ცოტა ხნით ადრე, სამივენი ვიკრიბებო-
დით ვან მანენის ოფისში და იქ იწყებოდა ჩვენი ხანგრძლივი საუბარი,
რომელიც ხშირად მთავრდებოდა ძალიან გვიან, ნაშუაღამევს.
არაფერი შეედრება კალკუტის ღამეების მშვენიერებას, განსაკუთ-
რებით შუა შემოდგომაზე. ჰაერში ერთმანეთს შერწყმიან ხმელთაშუაზ-
ღვისეული მოთენთილობა, ჩრდილოეთის სიკასკასე, მარადისობის
სუნთქვა შემოაქვს შენს სულში აღმოსავლეთის ზღვებს და მცენა-
რეთა სურნელი, რომელიც მაშინვე გიპყრობს, როგორც კი ფეხს დაად-
გამ ინდოეთის მიწაზე. ძალიან მიზიდავდა ასეთი ღამეები, რაღაც ზე-
ბუნებრივ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე, სრულად მიპყრობდა ჯერ კი-
დევ მანამდე, სანამ დავუმეგობრდებოდი ორ ცნობილ მეცნიერს... ერ-
თი სიტყვით, საღამოობით გავდიოდი ქუჩაში და ხშირად გამთენიისას
ვბრუნდებოდი შინ.
იმ ხანებში ვცხოვრობდი კალკუტის ჩრდილოეთ ნაწილში, რაიპონ-
სტრიტზე, რომელიც უერთდება ქალაქის მთავარ არტერიას უელსლი-
სტრიტს, სუფთა ინდურ კვარტალთან ახლოს. უკვე ვთქვი, რომ ძალიან
მიყვარდა ნავახშმევს სახლიდან გასვლა და ვიწრო ქუჩებში ხეტიალი.
ვიდრე ინდურ კვარტალში გავიდოდი, აქაური ინგლისელების ვილე-
ბის წინ უნდა ჩამევლო. სახლები თითქმის არ ჩანდა, კედლებზე ასული
აყვავებული მცენარეები ფარავდა მათ. ინგლისელების ვილებს რომ
გავცდებოდი, შევდიოდი ძირძველ ინდურ კვარტალში, პატარ-პატარა
სახლების ლაბირინთში, სადაც ცხოვრება არასოდეს წყდებოდა, ამ
კვარტალში მცხოვრებლებს არასოდეს ეძინათ. რა გვიანაც არ უნდა
ყოფილიყო მათი სახლების კარები მუდამ ღია იყო, ხალხმრავლობა

103
იგრძნობოდა შინ თუ გარეთ, წინკარებში თუ ქუჩებში; ზოგი მღეროდა,
ზოგი მუშაობდა, საუბრობდა ან თამაშობდა ბანქოს. ეს ღარიბი ხალხის
კვარტალი იყო, მათი ღამის ცხოვრება ისე სავსე იყო ტამტამის მუსი-
კით, რომ უცხოს ეგონებოდა აქ სულ ასეა, სულ ზეიმიაო. კარბიდის
ლამპები ანათებდა გარემოს. ჰუკისა და ოპიუმის კვამლის მოტკბო
სურნელი ირეოდა დარიჩინის, რძის, თაფლის, ნაირ-ნაირი ნუგბარის
სურნელით გაჟღენთილ ჰაერში, რომელთა ამოცნობაც თითქმის შეუძ-
ლებელი იყო. იგრძნობოდა ევკალიპტის ფოთლების, ატტარზე დამზა-
დებული სურნელოვანი ზეთებისა, თუ რომელიღაც ღამის ყვავილისგან
შექმნილი საკმევლების სურნელი. ქალაქის ევროპულ ცენტრში ან დიდ
პარკებში, სადაც ჯუნგლების ანაორთქლი ჭარბობდა ჰაერში, მაინც იგ-
რძნობოდა ინდოეთის სურნელი. თუმცა პატარ-პატარა ქუჩებს თავ-თა-
ვიანთი იერ-სახე ჰქონდა, ზოგჯერ კონტრასტული – მაგრამ საკვირვე-
ლი სიცხადით იგრძნობოდა, რომ სურნელი მაინც იგივე იყო.
შეიძლება ითქვას, მე ვემონებოდი კალკუტის ღამეების მაგიურ
მრავალფეროვნებას, ინდური კვარტლების ხალისიან ჟრიამულს, ტბე-
ბის უკაცრიელ სანაპიროებს, დაცარიელებულ უზარმაზარ პარკს, სა-
დაც შემეძლო განვმარტოებულიყავი, სადაც დავივიწყებდი, რომ ვიმ-
ყოფებოდი მილიონიანი მოსახლეობის ქალაქის გარეუბანში. ამიტო-
მაც ღამის შეხვედრები ბოგდანოვთან და ვან მანენთან დიდ სიხა-
რულს მანიჭებდა. ვახშმობის შემდეგ უსათუოდ უნდა გავსულიყავით
ელენბოროს უდიდეს გზატკეცილზე, რომელიც მთელ პარკს კვეთდა,
იქიდან მივდიოდით ტბების სანაპიროებზე... ძალიან გვიან, შუაღამე
უკვე გადასული იყო რომ ვბრუნდებოდი შინ.
ვან მანენი ჩვენ შორის ყველაზე მოლაპარაკე იყო, ერთი მხრივ ალ-
ბათ იმიტომ რომ ჩვენზე უფროსი იყო, ხოლო მეორე მხრივ, მას ძალიან
საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და ბევრ ევროპელზე
უკეთ იცნობდა ინდოეთს, განსაკუთრებით ბენგალს. ერთ საღამოს ბიბ-
ლიოთეკაში ყოფნისას სწორედ ვან მანენმა შემოგვთავაზა, ანუ დაგ-
ვპატიჟა სერამპორში, სადაც ერთ მის მეგობარს სახელად ბაჯას ჰქონ-
და ე.წ. ბუნგალო. ვან მანენმა კალკუტა-კლუბიდან მანქანა გამოიყვა-

104
ნა და როგორც კი მოსაღამოვდა, სულ რომ არ ველოდით, პირდაპირ
ბიბლიოთეკიდან დავადექით გზას, ყოველგვარი მომზადების გარეშე.
სერამპორი კალკუტიდან თხუთმეტი მილითაა დაშორებული. მდე-
ბარეობს მარჯვენა სანაპიროზე მდინარე ჰუგლისა, რომელიც აერთებს
განგს ბენგალის ყურესთან. ტიტაგარჰი მდებარეობს მეორე ნაპირზე.
ორი მშვენიერი გზატკეცილი – ერთი ჰოვრასა და მეორე ჩიტპურის მი-
მართულებით – კალკუტას აკავშირებდა ამ ორ ძველ დასახლებასთან.
დღეისთვის ცოტა რამ კიდევ იყო შემორჩენილი ძველიდან. ვან მანე-
ნის მეგობარმა ბაჯამ სახლი იყიდა სერამპორისგან დასავლეთით
რამდენიმე მილის დაშორებით, ტყესთან ახლოს.
სახლი ძველი იყო, ათასჯერ შეკეთებულ–გადაკეთებული. სხვანაი-
რად ვერც იქნებოდა ბენგალის კლიმატისა და ჯუნგლებთან სიახლო-
ვის პირობებში. ბუნგალომ – როგორც მას მორიდებით ეძახდა ბაჯა –
ჩვენი პირველი ვიზიტის დროს რომ დავინახე პალმებში ჩამალული,
გამახსენა კალკუტის ახლოს ძველი ცნობილი კოლონიის – ჩანდერნა-
გორის მიტოვებული ვილები, აშენებული გასული საუკუნის დასაწყისში
რკინის ღობეებითა და ხის ტალავერებით დამშვენებული. დიდი ხანია
გატყიურდა აქაურობა. არაფერია იმაზე მეტად სევდის მომგვრელი,
როგორც ხეტიალი მზის ჩასვლის შემდეგ ევკალიპტების ხეივანში, ხავ-
სითა და ბალახეულით დაფარულ შენობათა ნანგრევებში, ძნელად
რომ გამოირჩევა სიბნელეში. ასეთ წუთებში გეუფლება გულისშემძვრე-
ლი სევდა, წუხილი. არსად არის ისეთი სევდიანი ნანგრევები, როგორც
ინდოეთში... მაგრამ ეს სევდა ნათელია – არც ასეთი სევდაა სადმე –
რადგან აქ ფეთქავს ბალახის, ლიანების, გველებისა და ციცინათელე-
ბის მუსიკით გაჯერებული ახალი სიცოცხლე. მე ძალიან მიყვარდა სე-
ირნობა ჩანდერნაგორში, რადგან იქ ვპოულობდი ისტორიის ნარჩე-
ნებს, რომელიც სამუდამოდ ჩამოშორდა დანარჩენ ინდოეთს. ეს პირ-
ველი ევროპელი კოლონისტების – ფრანგი პიონერების კოლორიტუ-
ლი და დრამატული ისტორიაა. ფრანგებმა ზღვით შემოუარეს აფრიკას
და ინდოეთის ნახევარკუნძულის ნაწილს, რათა შებრძოლებოდნენ
ჯუნგლებს, მალარიასა და დიდ სიცხეებს. აქ, ჩანდერნაგორში ვნახე
ძველი პეიზაჟი, წარმოვიდგენდი ჯუნგლების დიდებულ პირველ კო-

105
ლონისტს, მისი თავგადასავლებით სავსე ლეგენდარულ ცხოვრებას,
მაგრამ ევკალიპტის ყვავილების სურნელით გაჟღენთილ ჰაერთან და
ვარსკვლავებითა და ციცინათელებით მკრთალად განათებულ ღამეს-
თან შედარებით ყველაფერი ამაოებად ჩანდა.
ბაჯამ ეს ბუნგალო აქაური ინგლისელი ფერმერისგან იყიდა, ომის
შემდეგაც იყენებდა თავშესაფრად, სადაც შეეძლო დასვენება, როდე-
საც კალკუტაში საქმეებით გადატვირთული ცხოვრება აუტანელი ხდე-
ბოდა. ბაჯა იყო საკმაოდ უცნაური ადამიანი, დასაოჯახებელი, ძალიან
მდიდარი და უიღბლო მონადირე; რადგან პირველი რაც გავიგე მის შე-
სახებ ვან მანენისაგან იყო ზუსტად ის რომ ეს ადამიანი ხელმოცარული
მონადირე იყო
სერამპორში ჩვენი ჩასვლისას ბაჯა სახლში დაგვხვდა, ჩვენამდე
რამდენიმე საათით ადრე ჩასულა ორი დღით დასარჩენად. ვერანდა-
ზე შეზლონგზე წამოწოლილი იყო და მსხვილ სიგარას ეწეოდა, მის
გარშემო კოღოები დაფრინავდნენ, რომელსაც არ აქცევდა ყურადღე-
ბას. ძალიან დაღლილი ჩანდა, ძლივს წამოდგა რომ მოგვსალმებოდა.
ვახშმის მომზადების მოლოდინში ვან მანენი ბაჯასთან სალაპარაკოდ
დარჩა ვერანდაზე, ხოლო მე და ბოგდანოვი წავედით გარშემო ადგი-
ლების დასათვალიერებლად.
– ფრთხილად იყავით, გველები არ დააფრთხოთ! – ხმამაღლა მოგ-
ვაძახა, როდესაც კიბეზე ჩავდიოდით. მაგრამ, ეჭვს გარეშეა, ბევრი
დავაფრთხეთ, რადგან საკმაოდ ვხმაურობდით. ჩვენ გავემართეთ
პალმებისკენ, სადაც ჩანდა პატარა მინდორი და წყალი ბრწყინავდა.
შორიდან ვერ ვხედავდით, რა გველოდებოდა წინ, რადგან მთვარე
ჯერ არ იყო ამოსული, ხოლო ვარსკვლავების შუქზე მხოლოდ წყლის
ზედაპირი ჩანდა. ადგილზე მისვლისას, აღმოვაჩინეთ საკმაოდ დიდი
ტბა, რომლის ზედაპირიც ლოტოსის ყვავილებით იყო მოფენილი, ჩვენ
გვერდით ჩრდილს ფენდა ქოქოსის მაღალი პალმა. ჩვენ მხოლოდ
რამდენიმე ასეული მეტრით დავშორდით ბუნგალოს, რომლის ლამპე-
ბი ძნელადღა მოჩანდა უამრავი ღამის პეპლის გამო, თითქოს მოჯა-
დოებული ტბის პირას აღმოვჩნდით, ისეთი სიჩუმე და იდუმალება იყო
გარშემო.

106
– ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი დღესაც დაგვიცავს,
– თქვა ბოგდანოვმა და ბალახზე წამოჯდა.
გამეღიმა სიბნელეში, რადგან ვიცოდი, ეს სრული სერიოზულობით
ნათქვამი სიტყვები იყო. ბოგდანოვი არასდროს ახსენებდა უფალი
ღმერთის სახელს. ხოლო მე, ალბათ იმიტომ, რომ არ ვიყავი დაღლი-
ლი, ან იმიტომ, რომ შემეშინდა (ერთხელ ნავით გასეირნების შემდეგ
დავაპირე ნაპირზე გადახტომა, მაგრამ მეგობარმა ხელით გამაჩერა
და ჯოხით მოკლა პატარა მწვანე გველი, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც
უნდა დამედგა ფეხი), ასეა თუ ისე, ვარჩიე არ მიმებაძა ბოგდანოვის-
თვის, და ქოქოსის პალმას მივეყრდენი.
– აქამდე მეგონა, არასდროს შემხვდებოდა დიდი გველი, – თქვა
ბოგდანოვმა, შეატყო ჩემი სიფრთხილე. – Sarparaja, თუ არ ვცდები,
თქვენ მას ასე ეძახით.
თქვენ-ში ბოგდანოვი გულისხმობდა იმათ, ვინც სანსკრიტს სწავ-
ლობდა, და იმათაც ვინც მთელ ინდოეთში ამ ენაზე ლაპარაკობდა.
– დიახ, Sarparaja, – დავადასტურე მე, – მაგრამ მას სხვანაირადაც
ეძახიან ხოლმე: sarpapati, sarpashiri, sarpeshvara და ა.შ. ასე ეძახიან აქ
დიდ გველს...
– ღმერთმა დაგვიფაროს ამ გველს სადმე გადავაწყდეთ, – თქვა
ბოგდანოვმა, – ნურც აქ, შხამიან აქაურ მიწაზე და ნურც საიქიოში – ჯო-
ჯოხეთში.
სიგარეტს მოვუკიდე, შემდეგ დიდხანს ვიდექით მდუმარედ. ჩვენ
უკან პალმების ტევრს სუსტი ნიავი ოდნავ არწევდა. როდესაც ეს უხეში
ფოთლები ეხებოდა ერთმანეთს ისეთ ხმას გამოსცემდა, პალმები
თითქოს სპილენძისა იყო. რამდენჯერმე მიმოვიხედე ირგვლივ. რად-
გან სპილენძის ხმა ვერანაირად ესადაგებოდა მცენარეებით სავსე გა-
რემოს. დროდადრო ნიავი და ყველაფერი სიჩუმეში იძირებოდა, ტყეც
გაყურსულიყო, წყალიც, და როგორც ხდება ხოლმე უძრავ წყალთან
დგომისას, მეც და ბოგდანოვიც უძრავად ვიდექით და ლოტოსების
გაშლას ველოდებოდით მდუმარედ.
– მართლაც რომ ძალიან ლამაზია, – მოგვიანებით თავისთვის ჩა-
იჩურჩულა ბოგდანოვმა, – სხვა დროსაც მოვიდეთ აქ...

107
II
... და მართლაც, ხშირად მოვდიოდით აქ. ბაჯა ზოგჯერ არ გვხვდე-
ბოდა ბუნგალოში, მაგრამ ვან მანენმა იცოდა ოჯახური წესები და ყო-
ველთვის გვახვედრებდა ჩინებულ ვახშამს, ყინულიან ვისკისაც და
სხვადასხვა სიგარეტსაც. ის კი არა, ზოგჯერ ისე ვიყავით დაღლილები
რომ კალკუტაში იმ დღესვე ვერ ვბრუნდებოდით და ჩვენი მასპინძე-
ლიც მწერებისგან დამცავ ბადეების ქვეშ გვიშლიდა ლოგინს. ხანდა-
ხან ვსხდებოდით ნავში და მდინარის მეორე ნაპირზე გადავდიოდით
ტიტაგარჰში, სადაც თევზებით და კიბოებით სავსე პატარა ტბები იყო.
ჰუგლის ამ ნაპირზე ტყეები არ იყო ხშირი, რადგან აქედან იწყებოდა
ბრინჯისა და შაქრის ლერწმის დიდი პლანტაციები, მაგრამ ჰაერი აქაც
სუფთა და სურნელოვანი იყო. ღამეები ამ ნაპირზე იდუმალებით სუნ-
თქავდა. დაღლამდე ვსეირნობდით მდინარეზე. ბაჯა არასდროს გვე-
პატიჟებოდა სანადიროდ. ერთ საღამოს, როდესაც მივედით გაუფ-
რთხილებლად, ახალი დაბრუნებული დაგვხვდა ჯუნგლებიდან. რა
თქმა უნდა, ხელცარიელი დაბრუნდა, ვერაფერი უნადირია, მაგრამ
მზეზე დამწვარი, მწყურვალე და მტვრიანი კი იყო.
– სულ ისეთი ფრინველები მხვდებოდა, საჭმელად რომ გამოუსა-
დეგარია, – გვითხრა მისალმების მაგივრად, თითქოს თავს იმარ-
თლებდა.
იმ დღეს ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. ვან მანენმა გვიამბო
თავის მეგობრობაზე ვინმე ლედბიტერთან იმ დროს, როდესაც ის იყო
თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი წამყვანი პირი, ხოლო ბაჯა
მოგვიყვა თავის ამბებს იავაზე, სადაც თავის დროზე იწყებდა მეწარ-
მის კარიერას. სუფრასთან გვიანობამდე ვისხედით და მხოლოდ ბოგ-
დანოვს, რომელსაც შუქი აწუხებდა, მიუწევდა გული გარეთ თავის საყ-
ვარელ ადგილისკენ – ტბაზე. უცბად ბაჯამ შეწყვიტა თავისი ამბავი,
რომელიც საკმაოდ გრძელი და მოსაწყენი იყო:
– არ დამიჯერებთ, სულ ახლახან თუ იცით, ვინ შემხვდა ტყიდან გა-
მოსვლისას?! სურენ ბოსე!
მართლა არ დავუჯერეთ. რა უნდოდა ბოსეს სერამპორის ტყეში თა-
ნაც ასე გვიან საღამოს? ის იყო პიროვნება, ვისი ნახვაც მხოლოდ უნი-

108
ვერსიტეტში შეიძლებოდა – რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე
ახალგაზრდა იყო თავის კოლეგებში, ის უკვე გახლდათ დამსახურებუ-
ლი პროფესორი – ან კალიგჰატის ტაძარში. სურენ ბოსე დიდი მონდო-
მებით იცავდა თავისი წინაპრების რელიგიას და სიამაყითაც აღნიშ-
ნავდა, რომ ის კალკუტელ პროფესორებს შორის მცირე ჯგუფიდან იყო
ერთ-ერთი, რომელსაც არ ერიდებოდა ინდუსების ტრადიციული სამო-
სის – დჰოტის ჩაცმა და შუბლზე შივას მიმდევრის ნიშნის დახატვა.
– ალბათ, ვინმე ნათესავის მოსანახულებლად იყო აქ სერამპორში,
აბა, თავგადასავლების საძებნელად ხომ არ ჩამოვიდოდა ასე შორს?
– ვან მანენს სიცილი აუტყდა, მაგრამ ჩვენ მას არ ავყევით. ისეთ მორ-
წმუნე ადამიანზე, როგორიც სურენი იყო, ხუმრობითაც არ შეიძლება
ითქვას, რომ აქ, სერამპორის ტყეში თავგადასავლების გამო აღმოჩ-
ნდაო, თანაც ღამით. ეს ხომ მკრეხელობაა. ბაჯაც ირწმუნებოდა, და-
ნამდვილებით ვიცი, სურენს სერამპორში ნათესავი არ ჰყავს, მისი ოჯა-
ხი წარმოშობით ორისელიაო.
– ისე ჩამიარა, ვითომ ვერ დამინახა, – დასძინა ბაჯამ.
უცებ გამახსენდა, რომ ერთხელ უნივერსიტეტში ყური მოვკარი ლა-
პარაკს სურენ ბოსეს შესახებ, თქვეს რომ ის მისდევს ტანტრულ პრაქ-
ტიკებს. როგორც ჩანს, ბოსე იყო ამ ოკულტური სკოლის წევრი, რომ-
ლის შესახებაც, განსაკუთრებით ინდოეთში, ათასნაირი ლეგენდა გავ-
რცელდა. ვაღიარებ, რომ თავის დროზე საკმაოდ საფუძვლიანად
ვსწავლობდი ტანტრას, ისე, როგორც ის იყო აღწერილი კლასიკურ
ტექსტებში, მაგრამ არასდროს მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან,
რომლებიც მას პრაქტიკულად მისდევდნენ. თანაც ტანტრული ინიცი-
აცია გულისხმობდა საიდუმლო რიტუალების სერიას, რომელთა გან-
დობას ვერავინ ბედავდა ან არ შეეძლო.
– იქნებ ტანტრული რიტუალების ჩასატარებლად შესაფერის ად-
გილს ეძებს? – ვთქვი მე, და რადგან ჩემი სიტყვები არავინ მიიღო სე-
რიოზულად, დაჟინებით დავიწყე ამ თემის განვითარება. წაკითხული-
დან ვიცოდი, რომ ტანტრიზმის ზოგიერთი მედიტაციისთვის და რიტუა-
ლისთვის აუცილებელია საშინელი გარემო, პეიზაჟი, მაგალითად, სა-
საფლაო ან ადგილი, სადაც მიცვალებულებს წვავენ. ვიცოდი, რომ ხან-

109
დახან პიროვნებას, რომელიც გადის ინიციაციას საიდუმლო რიტუა-
ლებში, უნდა დაემტკიცებინა თვითკონტროლი, კერძოდ, Shamasanam-
ის პოზაში, მაქსიმალური მენტალური კონცენტრაციით უნდა გაეტარე-
ბინა მთელი ღამე ადამიანის გვამზე მწოლარეს. ეს და სხვა ბევრი ასე-
თივე საშინელი დეტალი მოვუყევი ჩემს მეგობრებს, იმისთვის კი არა,
რომ გამემართლებინა სურენ ბოსეს ყოფნა ღამით ტყის პირას, არამედ
იმიტომ, რომ მე თავად ემოციურად შეპყრობილი ვიყავი ტანტრული
საშინელი და იდუმალი რიტუალებით. ბოლოს, საერთოდ დავივიწყე
ბოსე და პათეტიკურად განვაგრძე საუბარი ტანტრიზმის მიმდინარეო-
ბაზე, რომელიც თავისი სწავლებით და პრაქტიკებით დაუჯერებელი-
ცაა და მიუწვდომელიც, მაგრამ ამავდროულად სრულიად რეალურია.
გულში ვიმედოვნებდი, რომ ვან მანენი მისი ოკულტიზმის ცოდნით
მხარს დაუჭერდა ამ თემის განვითარებას და გააცოცხლებდა მას თა-
ვისი განუზომელი ერუდიციით, მაგრამ ვან მანენი ამჯერად მხოლოდ
უინტერესოდ იქნევდა თავს.
– არავინ არაფერი იცის დაზუსტებით ამ რიტუალების შესახებ, –
თქვა მან ენთუზიაზმის გარეშე ჩემ საპასუხოდ.
– ეს ყველაფერი სხვა არაფერია გარდა ეშმაკისეული ორგიებისა! –
ჩაერია საუბარში ბოგდანოვი, რომელიც მთელ ინდუიზმს ხედავდა,
როგორც ეშმაკის ნახელავს. – საბრალო შეშლილი ხალხი, სულის გა-
დასარჩენ გზას ხედავს მედიტაციებში გვამებზე მწოლიარე! ჯვრის ძა-
ლა და მადლი გვფარავდეს ჩვენ!
– ამ ყველაფერთან ერთად, არ მესმის რა შუაშია აქ საწყალი სურენ
ბოსე – გაახსენდა ბაჯას თავდაპირველი თემა, – ჯობია დავუბრუნდეთ
ისევ ჩვენს საქმეებს...
მივხვდი, სისულელე ჩავიდინე, შუაღამისას ტყესთან ახლოს რომ
დავიწყე საუბარი სასაფლაოებზე, მედიტაციებზე, მიცვალებულებზე.
ახალ სიგარეტს მოვუკიდე და უხერხულად გავიღიმე. თუმცა ვაღიარებ
მეწყინა, ჩემმა გულანთებულმა საუბარმა ტანტრული რიტუალების შე-
სახებ, რომ ასე უინტერესოდ ჩაიარა. იმ დროს ძალიან ახალგაზრდა
ვიყავი და უზომოდ ვამაყობდი მცირეოდენი ცოდნით ინდური სულიე-
რების შესახებ. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მეგობრებისთვის, რომ-

110
ლებმაც მთელი ცხოვრება ინდოეთში გაატარეს, დამემტკიცებინა, რომ
მეც რაღაცა მესმის ინდოეთის იდუმალი და მიუწვდომელი რელიგიე-
ბისა და მაგიის შესახებ.
მიუხედავად ბაჯას მცდელობისა, რომელმაც განაგრძო თავისი
შეწყვეტილი ამბავი, ამ საღამომ დაკარგა ჩვენი ჩვეული საუბრების სი-
ლამაზე. თითქოს რაღაც უთქმელი შეთანხმებით, არც ერთ ჩვენგანს არ
უნდოდა დასაძინებლად წასვლა და არც არავის სურდა გათენებამდე
კალკუტაში დაბრუნება. სამაგიეროდ, ყველამ შევავსეთ ჩვენი ჭიქები
ვისკით – ბოგდანოვმაც კი, რომელიც ცნობილია თავისი თავშეკავე-
ბით და განვაგრძეთ ჩვენი მოსაწყენი დიალოგი დილის სამ საათამდე.
მაშინვე ავდექით და წავედით დასაძინებლად ჩვენთვის გამზადებულ
საძინებელ ოთახებში.
III
ბუნებრივია, ეს შემთხვევა მალევე დავივიწყეთ. როდესაც რამდე-
ნიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ გავემგზავრეთ სერამპორისკენ, აღარავის
ახსოვდა სურენ ბოსე და არც ჩემი სულელური ლაპარაკი ტანტრიზმის
თაობაზე. არც მე გამახსენდებოდა ოდესმე, ნოემბრის ერთ-ერთ ნა-
თელ და განსაკუთრებულად მელოდიურ საღამოს რომ არ შემხვედრო-
და სურენ ბოსე უნივერსიტეტიდან გამოსვლისას. ის ყოველთვის გამო-
ხატავდა ჩემ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას, სიყვარულსაც კი,
შეიძლება იმიტომ, რომ ერთადერთი რუმინელი ვიყავი მთელ უნივერ-
სიტეტში, ან იმიტომ, რომ ასეთი ინტერესით და მონდომებით ვსწავ-
ლობდი მისი წინაპრების რელიგიებს. მან გამაჩერა და მკითხა, რო-
გორ მიდიოდა ჩემი სწავლის საქმე, ვუპასუხე, რომ ჩემი პროფესორები
კმაყოფილი არიან, მე კი ხშირად იმედს ვკარგავ, ასე მგონია კურსს
წარმატებით ვერ დავასრულებ-მეთქი. ჩემი გამხნევების მიზნით გამი-
ღიმა, რამდენჯერმე წამომარტყა მხარზე ხელი. მაშინ, უცბად შევეკით-
ხე, ხომ არ ჰყავდა სერამპორში მეგობრები, რადგან ბაჯა ამტკიცებდა,
რომ რამდენიმე დღის წინ ნახა ქალაქთან ახლოს. მომერიდა, რომ
მეთქვა სრული სიმართლე: ტყის პირას.
– ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ სერამპორში, – მიპასუხა ისევ
გაღიმებულმა. – მოხუც ბატონ ბაჯას უეჭველია შევეშალე ვიღაცაში.

111
შევხედე ოდნავ შეცბუნებულმა. ძნელი იყო შეგშლოდა ვინმეში: ძა-
ლიან მკვეთრი სახის ნაკვთები ჰქონდა, მაღალი შუბლი, ასეთი მეტ-
ყველი თვალები იშვიათად თუ შეგხვდებოდა ბენგალიში, სადაც მამა-
კაცების უმრავლესობა ჭარბწონიანი იყო და ყველას მრგვალი სახე და
მოდუნებული ლოყები ჰქონდა.
– თანაც აქაურებივით მაცვია, – სიცილით მიმანიშნა თავის დჰოტი-
ზე.
შემდეგ შემომხედა პირდაპირ თვალებში, გამჭოლად, – კი მაგრამ,
როდიდან მეგობრობ ამ მილიონერთან? – მკითხა მან.
უფრო მეტად შევცბი, თითქოს თავს ვიმართლებდი, მოვუყევი: მე,
ვან მანენმა და ბოგდანოვმა ვთქვით, ყოველი წლის ამ დროს, როდე-
საც სერამპორში მშვენიერი ღამეები იცის, აქ მოვიდეთო. სურენ ბოსე
ისეთი ყურადღებით მისმენდა, თითქოს თითოეულ ჩემს სიტყვას მის-
თვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
– ღამეები სერამპორში! – წამოვიძახე მე და შევეცადე მისი მომაჯა-
დოებელი მზერისთვის თვალი ამერიდებინა.
– ნამდვილად, ბენგალური ღამეები ულამაზესია, – თქვა მან ჩაფიქ-
რებულმა. – მაგრამ, თუ ვან მანენი ყოველთვის თქვენთან ერთად
არის, იცოდე, რომ სულ სხვა რამ იზიდავს მას სერამპორში: ბაჯას სპირ-
ტიანი სასმელები!
გაიცინა, თითქოს უნდოდა ჩემი დარწმუნება, კარგი ხუმრობა გამო-
მივიდაო. თუმცა, ამ შინაარსით ვან მანენზე ყველა ხუმრობდა, რადგან
მისი სიყვარული სასმელების მიმართ ცნობილი იყო ლამის მთელი
კალკუტის მეცნიერების, სნობებისა და მილიონერების წრეებში, სადაც
ის თავისუფლად გრძნობდა თავს.
ამ სიტყვების შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს და პირველი
რაც მოვუყევი ვან მანენს პარკ-სტრიტზე ბიბლიოთეკაში მისვლისას, ეს
იყო ჩემი საუბარი სურენ ბოსესთან. თითქოს მიხაროდა ის ფაქტი, რომ
ბაჯას შეეშალა, ვიღაც ბენგალელ გლეხს მიამსგავსა დიდი მეცნიერი
სურებ ბოსე, ვისთან მრავალწლიანი ნაცნობობითაც იწონებდა თავს
ბაჯა. ამ ამბავმა ძალიან გაამხიარულა ვან მანენი. მაშინვე დაურეკა
ბაჯას ოფისში. ყველაფერს თან ერთი-ორი თავისი ხუმრობაც წაამატა

112
„მოხუცი ბატონი ბაჯაო”, როგორც უწოდა მას სურენ ბოსემ. მაგრამ,
როგორც ჩანს, ბაჯა არ იყო ხუმრობის ხასიათზე, რადგან ამბის მოყო-
ლის შემდეგ ვან მანენმა გაღიმებულმა, მალევე დადო ყურმილი.
– მაინც ირწმუნება რომ ნახა, – მითხრა ვან მანენმა. – ჯიუტად ამ-
ბობს, რომ ისევე ნახა, როგორც ახლა მე გხედავ შენ. ისიც დაამატა,
რომ პრინციპში, საერთოდ არ აინტერესებს, იყო თუ არა ბოსე სერამ-
პორში. ისიც დაამატა, რომ ეს არ არის აზიური საზოგადოების ბიბლიო-
თეკარის საქმე.
– არც ძალიან სერიოზული სტუდენტის საქმე, – დავამატე მე და წა-
მოვდექი სამკითხველო დარბაზში წასასვლელად.
– მგონი, მართალია, – დაასრულა ვან მანენმა, – ამას პირადად
ვეტყვი, როდესაც შევხვდები.
ბაჯა იმავე საღამოს ნახეს ერთ-ერთ კლუბში ვახშამზე, სნობებთან
და დიდი ფულის პატრონ მეწარმეებთან ერთად. მაგრამ, მე აღარ
ვკითხე, რამე გაარკვიეს თუ არა სურენ ბოსესთან დაკავშირებით. რო-
დესაც რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ სამნი ისევ შევიკრიბეთ სერამ-
პორში, ბევრი სხვა თემა გვქონდა სასაუბროდ. მით უმეტეს, ვან მანენი
ცდილობდა დაერწმუნებინა ბოგდანოვი, რომ ბუდიზმი, თავისი დოქ-
ტრინით, არ არის იოლად დასამარცხებელი რელიგია და რომ ყოველ
შემთხვევაში, თვითონ, როგორც მეცნიერი, არ აძლევს თავს უფლებას
იმსჯელოს უცხო რელიგიაზე მისიონერის პოზიციიდან. უკვე ბოლო ხუ-
თი წელი იყო, რაც ეს თემა ამ ორი ადამიანისთვის განხილვის საგანს
წარმოადგენდა. ბოგდანოვი კი ყოველ ჯერზე ღიზიანდებოდა, როდე-
საც ესმოდა სიტყვა მისიონერი.
– ჩვენ, მართლმადიდებლებს, მისიონერები არ გვყავს, ჩვენთვის
უცხოა მისიონერული ტიპის აზროვნება. მისიონერობა თქვენი, პრო-
ტესტანტების საქმეა.
ბოგდანოვი ჩემკენ შემობრუნდა მხარდაჭერის იმედით, მაგრამ ვან
მანენი უკან არ იხევდა:
– ჯერ ერთი, პროტესტანტი ვარ მხოლოდ ნახევრად, მამის მხრი-
დან, – დააზუსტა მან, – ნახევრად კი კათოლიკე ვარ. რამდენადაც ვი-
ცი, კათოლიკეებსაც ჰყავთ მისიონრები, თანაც ასწლეულებია. რას იტ-

113
ყვის ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი? – ბოლო შეკითხვა ჩემკენ იყო მო-
მართული.
რა თქმა უნდა, თავისებურად ორივე მართალი იყო, მაგრამ, კამათი
ასე ადვილად არ დამთავრდებოდა. ვან მანენს გადაწყვეტილი ჰქონ-
და დაეწერა სახელმძღვანელო ბუდიზმის შესახებ მარტივ, ყველას-
თვის გასაგებ ენაზე და ბოგდანოვთან კამათისას ყოველთვის ცდი-
ლობდა მოეძებნა უბრალო და ზუსტი ფორმულები. უკვე მერამდენედ
განუმარტავდა, ეგრეთ წოდებულ, თორმეტი მიზეზის კანონის მისეულ
ინტერპრეტაციას, ხოლო ამ დროს უკვე საღამო იყო და ავტომობილი
მიგვაქროლებდა სერამპორში. ვან მანენმა უცბად შეწყვიტა საუბარი,
მძღოლს ანიშნა შეენელებინა სვლა. რამდენიმე ათეული მეტრით ჩვენ
წინ გზის ნაპირზე სწრაფად მიაბიჯებდა ვიღაც ბენგალელი მამაკაცი.
არ ვიცი, რა მოეჩვენა ასეთი უცნაური ვან მანენს. ჯერ არ დაღამებული-
ყო და ქალაქიც საკმაოდ ახლოს იყო. ალბათ რაკი ის კაცი ტყისკენ მი-
ემართებოდა, ვან მანენს სურენ ბოსე გაახსენა. და მართლაც, გავუს-
წორდით თუ არა იმ პიროვნებას, სამივემ მივაბრუნეთ თავი და ვიცა-
ნით სურენ ბოსე. იგი მიდიოდა სწრაფად, მაღლამომზირალი და კარ-
გად დავინახეთ შუბლზე ზაფრანით დახატული სპეციფიკური ნიშანი –
სამი ზოლი. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ წამიერად
თვითონაც შემოგვხედა, თუმცა, ვერ გვიცნო. ყოველ შემთხვევაში, არ
შეეტყო შეშფოთება სამ ნაცნობ ევროპელ მამაკაცთან შეხვედრის გა-
მო. ჩვენთვის ყურადღება არ მიუქცევია, ნაბიჯის შეუნელებლად მტკი-
ცედ განაგრძო გზა.
– ესე იგი, ბაჯა მართალი იყო, – თქვა ვან მანენმა, როდესაც მანქა-
ნამ ისევ აკრიფა სისწრაფე. – რაღაც ბინძურ საქმეში უნდა იყოს გარე-
ული...
ჩვენ კიდევ ერთხელ მივიხედეთ უკან და დავინახეთ, როგორ შევი-
და ის ტყეში. რამდენიმე ასეულ მეტრში ჩვენც გადავუხვიეთ მთავარი
გზიდან მარცხნივ ბაჯას ბუნგალოს მიმართულებით. იმ საღამოს ბევრი
ვისაუბრეთ მომხდარის თაობაზე მხოლოდ ჩვენ სამმა, რადგან ბაჯა
კალკუტაში დარჩენილიყო. როგორც ყოველთვის, ჩასვლისთანავე
ბუნგალოს თანამშრომლებს ვუთხარით რომ მოემზადებინათ ვახშამი,

114
ხოლო მანამდე ტბასთან წავედით. სავსე მთვარემდე ბოლოს წინა ღა-
მე იყო. მივდიოდით მდუმარედ, გაბრუებულები ტყის სურნელებით,
რომელიც რაც უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში, მით უფრო ძლიერდე-
ბოდა. სურენთან უცნაური შეხვედრის გამო იყო თუ მთვარისეული მო-
ჯადოებული ჰაერისა, სამივენი აღელვებული და შიშის ზღვართან მი-
სული ვჩანდით. მართლაც შიშისმომგვრელი სიჩუმე გამეფებულიყო
ჩვენ ირგვლივ. თითქოს მთელი სამყარო მთვარით მოჯადოებულიყო
და პატარა ტოტის შერხევაც კი ჩვენ ერთდროულად შეხტომას გვაიძუ-
ლებდა, იმდენად არაბუნებრივად ჩანდა ოდნავი მოძრაობაც კი ამ
სრულიად გაშეშებულ ბუნებაში.
– როგორ არ უნდა შეიშალო ჭკუაზე ასეთ ღამეში, – ჩაიჩურჩულა
ბოგდანოვმა. – მეტისმეტად კარგია, მასში ცოდვა რომ არ იმალებო-
დეს. ადამიანმა მხოლოდ სამოთხეში უნდა შეიცნოს ასეთი სილამაზე.
მიწაზე ეს არის ეშმაკისეული ცთუნება. – მერე თითქოს თავისთვის ჩა-
ილაპარაკა: განსაკუთრებით ინდოეთის მიწაზე.
არაფერი გვითქვამს. ნელა მივდიოდით, არც ლაპარაკი გვსურდა,
არც ფიქრი. ახლა ვერაფერი გაგვაკვირვებდა, ყველაფერი შესაძლე-
ბელი გვეჩვენებოდა და როდესაც ვან მანენმა უცბად გაგვაჩერა და გა-
იშვირა ხელი წყლისკენ, ჩვენ ნებისმიერი სასწაულისთვის ვიყავით
მზად. მაგრამ, მაინც, ფეხაკრეფით მივუახლოვდით ნაპირს, რათა გვე-
ნახა, წყლიდან როგორ გამოდიან კიბორჩხალები უსასრულო რიგე-
ბად, როგორ მძიმედ მიბობღავენ მიწაზე რამდენიმე დღის წინ წაქცეუ-
ლი პალმის ამობრუნებული ფესვებისკენ.
– ასე ხდება ყოველთვის სავსე მთვარეობის წინ, – განგვიმარტა
ბოგდანოვმა.
IV
რამდენიმე საათის შემდეგ – შუაღამე გადაცილებული იყო – გავემ-
ზადეთ კალკუტაში დასაბრუნებლად. ვახშმობისას, რომელიც მელან-
ქოლიური გამოვიდა – ბოგდანოვი მოწყენილი იყო: თორმეტი წელია
არ ვყოფილვარ რუსეთში და საერთოდ ოცდაორი წელია, რაც აზიაში
ვიმყოფებიო. ვან მანენს კი საერთოდ არ აწუხებდა ნოსტალგია, დიდი
ხანია შეეგუა იმ აზრს, რომ სიკვდილი მას მოაკითხავს აქ, ინდოეთში,

115
სადაც თავისი ცხოვრების ორი მესამედი გაატარა. მე არაფერი მქონ-
და სათქმელი ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან მათთან შედარე-
ბით ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სულ რაღაც ორი წელი იყო რაც
ინდოეთში
ვიმყოფებოდი.
– შენ ჯერ სად ხარ, – მითხრა ბოგდანოვმა.
შემდეგ ვისაუბრეთ სხვა საკითხებზე და როდესაც ჩავსხედით მან-
ქანაში, ბოგდანოვმა დაივიწყა ნოსტალგია. ძნელი იყო გაგეძლო ასე-
თი ღამის სილამაზისთვის, რომელიც გაიძულებდა დაგევიწყებინა ყვე-
ლაფერი მიწიერი, პირადი მწუხარება. მძღოლმაც კი შეამჩნია ეს სი-
ლამაზე. ვან მანენმა შეახსენა მანქანა ძალიან სწრაფად არ ატაროო
და ჩვენც დავიძარით.
როგორც ყოველთვის ფარები ანთებული გვქონდა, თუმცა მთვა-
რიანი ღამე იყო. მანქანაში ჩასხდომისას ბოგდანოვს სიგარეტი ვთხო-
ვე. ბოგდანოვი ეწეოდა მხოლოდ ეგვიპტურ თუთუნს, რომელსაც სპე-
ციალურად უკვეთავდა ადენში. ვეწეოდი ჩაფიქრებული. ვან მანენი –
უკვე აღარ ვიცი მერამდენედ – გვიყვებოდა, განათლებულ ქალებთან
მოქცევის წესებზე. ბუნებრივია, ხანდახან მოკლე ფრაზებით მიწევდა
საუბარში ჩართვა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან ვიყავი, ვგრძნობდი რომ
გზა შეგვეშალა, წესით, კარგა ხნის წინ უნდა გავსულიყავით მთავარ
გზაზე. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ვერ
ვცნობდი გარშემო პეიზაჟს. ეს აზრი, რომ ჩვენ დავიკარგეთ, უცბად არ
გამჩენია, თანდათან ჩამოყალიბდა. რაღაც მომენტში დავხუჭე თვა-
ლები უკეთესი კონცენტრაციისთვის, და მერე უცბად გავახილე. იმდე-
ნად უცნობი მეჩვენა გარემო, თითქოს ბენგალის სულ სხვა მხარეს ვიმ-
ყოფებოდით.
– კი მაგრამ, სად ვართ ახლა ჩვენ? – ვიკითხე აღელვებულმა.
ჩემმა მეგობრებმაც, გაკვირვებულებმა გახედეს გზის ორივე მხა-
რეს ჩარიგებულ ხეებს, რომლებიც თანდათან უფრო მსხვილდებოდა
და მაღლდებოდა.
– მგონი, გზა აგვებნა, – ბოგდანოვს ხმა აუკანკალდა.

116
მძღოლი საეჭვო სიმშვიდით განაგრძობდა გზას. ვან მანენმა ჰინ-
დურ ენაზე შესძახა მძღოლს, გზა აგვებნაო.
– შეუძლებელია, – არც შემობრუნებულა ჩვენკენ, ისე გვიპასუხა, –
საჰიბ[33] ბაჯას ბუნგალოდან სხვა გზა არ არსებობს...
მაგრამ, მისმა სიტყვებმა არ დაგვამშვიდა. თავადაც ვიცოდით,
რომ სხვა გზა არ არსებობდა, სულ მცირე ოცდაათჯერ მაინც გვქონდა
გავლილი ეს გზა, მაგრამ ვერცერთი ვცნობდით პეიზაჟს. დაბნეულები
ვიხედებოდით ფანჯრებში და შიშით გვეკუმშებოდა გული, როდესაც
ვუყურებდით ამ უცნობ ხეებს, უფრო და უფრო მჭიდროდ რომ გვეხვე-
ოდნენ თავიანთი უზარმაზარი ტოტებით და თითქოს ჩვენს შეპყრობას,
ჩვენს მახეში გაბმას ცდილობდნენ.
– უფრო სწრაფად იარე! – დაიძახა ისევ ვან მანენმა ნერვიულად.
ფარებმა უფრო ძლიერად გაანათა მიდამო. წინ გადავიხარეთ, რა-
თა გაგვერკვია სად ვიყავით, ფარების შუქი ღრმად იყო შეჭრილი ხე-
ებში, ვერაფერს ვხედავდით გარდა უცნობი გზისა, რომელსაც ბოლო
არ უჩანდა.
– სჯობს უკან დავბრუნდეთ! – გადაწყვიტა ბოგდანოვმა. – ნახევა-
რია საათია, რაც გზაში ვართ, არადა, ბუნგალოდან მთავარ გზაზე გა-
სასვლელად სულ რაღაცა ხუთი-ექვსი წუთია საჭირო.
– მოაბრუნე მანქანა! – უბრძანა ვან მანენმა მძღოლს.
მძღოლმა მოძებნა მანქანის მოსაბრუნებელი ადგილი და უსიტ-
ყვოდ განაგრძო გზა.
– მთვრალია, – ხმადაბლა თქვა ვან მანენმა.
თუმცა, ხმადაბლა და თანაც ინგლისურად იყო ნათქვამი, მძღოლმა
მაშინვე ზრდილობიანად უპასუხა ჰინდურ ენაზე:
– ცხოვრებაში ერთხელაც არ გამისინჯავს სპირტიანი სასმელი, სა-
ჰიბ დირექტორო!
ბოგდანოვი თითქოს ნემსებზე იჯდა, მოუსვენრად იყურებოდა სიბ-
ნელეში და წარამარა იწერდა პირჯვარს.
– არ მესმის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, – თქვა მან. – სახლთან
ახლოს რომ გადაგვეხვია სადმე, იქვე აღმოვჩნდებოდით ტყეში ან
ტბასთან.

117
– ახლავე გავიგებთ, რა მოხდა, – ჩაილაპარაკა ვან მანენმა.
ვცდილობდი გამომეცნო ის ადგილი, სადაც პირველად მივხვდი,
რომ გზა აგვებნა, მიმანიშნებელიც ვერაფერი დავიმახსოვრე. ის იყო,
ვაპირებდი ეს ყველაფერი ჩემი მეგობრებისთვის მეთქვა, რომ სადღაც
ძალიან ახლოდან გავიგონეთ სასოწარკვეთილი კივილი. მძღოლმა
უცბად დაამუხრუჭა. დამუნჯებულებმა ერთმანეთისკენ მივიწიეთ.
– ეს რა იყო?! – ვიკითხე მე.
– მგონი, ქალი მოკლეს, – თქვა ფერწასულმა ვან მანენმა.
ვერ ვბედავდით, მანქანიდან გადმოსვლას. არ ვიცი, რამდენი ხანი
ვიყავით ასე შიშისაგან დაზაფრულები. არაფერი გვესმოდა ძრავის
ხმის გარდა, თითქოს მხოლოდ ის გვარწმუნებდა რომ ყველაფერი სიც-
ხადეში ხდებოდა. უცბად, რამდენიმე ათეულ მეტრში ჩვენ წინ, ხელ-
მეორედ გაისმა იმავე ქალის კივილი, რომელიც იხევეწებოდა შველას:
– Ma’lum gelum! Banchao! Rokkhe koro![34]
ბენგალურ ენაზე ყვიროდა, მე საკმაოდ კარგად ვიცოდი ბენგალუ-
რი, რომ გამეგო სიტყვების მნიშვნელობა. ყველანი გადმოვხტით მან-
ქანიდან, გარდა მძღოლისა, თუმცა ვერაფერს ვხედავდით, იქით გავი-
ქეცით, საიდანაც ყვირილი ისმოდა. სირბილის დროს, ყვირილი კვლავ
გაისმა, შედარებით უფრო დაბალ ხმაზე, გავარჩიე რამდენიმე სიტყვა:
Babago! Babago! [35]
მაგრამ ტყუილუბრალოდ მივრბოდით, ვერავის და ვერც რაიმე
ბრძოლის კვალს ვხედავდით. ვან მანენი, რომელიც ჩვენთან შედარე-
ბით უფრო წონიანი იყო, სუნთქვადამძიმებული უკან მოგვდევდა, ბოგ-
დანოვი კი სახედაძაბული და პირმოკუმული იყურებოდა სიბნელეში.
ის იყო დავიწყეთ ადგილის დათვალიერება, რომ უცბად ხეებმა ტოტე-
ბი მჭიდროდ შეკრეს ჩვენს თავზე, ისე მჭიდროდ, რომ ვეღარაფერს
ვხედავდით. მთვარის შუქი ოდნავ აღწევდა კენწეროებზე აცოცებულ
ლიანებში. უცბად მოგვეჩვენა, რომ ჩვენ წინ რაღაცა მოძრაობდა, ვან
მანენი გაჩერდა და ყვირილი მორთო:
– Bepar ki[36] ?!

118
ყველამ დავძაბეთ სმენა, მაგრამ არსაიდან ისმოდა პასუხი. ტყე
თითქოს გაქვავებულიყო. ჩამოცვენილი ფოთლებიც კი აღარ შარიშუ-
რობდა ჩვენ ფეხქვეშ, ის კი არადა, თითქოს თექაზე დავდიოდით.
– Bepar ki ?! – კიდევ ერთხელ დაიძახა ვან მანენმა.
მაგრამ ამაოდ. ისევ განვაგრძეთ ძებნა, თუმცა გვეშინოდა, გზას არ
დავშორებოდით ძალიან. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ჩვენი
ძებნა ხეებში, შინაგანად მომზადებულები ვიყავით ნებისმიერი საშინე-
ლების ასატანად. ძალიან დავიღალე, ფიქრები მერეოდა; ისეთი შთა-
ბეჭდილება მქონდა, თითქოს სიზმარში ვიყავი, ეს ყველაფერი სიზმარ-
ში ხდებოდა, მე კი ვერ ვიღვიძებდი.
– დავბრუნდეთ უკან, – ბოგდანოვმა ხელი შუბლზე მიიდო. – მეჩვე-
ნება, თითქოს ყველას ჰალუცინაციები დაგვეწყო...
შემეძლო მეპასუხა, რომ ჰალუცინაციის შემთხვევაში შეუძლებე-
ლია ოთხმა კაცმა ერთად გაიგონოს იგივე ყვირილი და ზუსტად იგივე
სიტყვები, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობდი, რომ მართალი იყო და ჩვენ
დავბრუნდით გზაზე.
– მე მგონი მეტისმეტად შორს ვიარეთ ტყეში! – ვთქვი მე, როდესაც
ვერ დავინახე მანქანა. – ახლა რა ვქნათ?!
მეგობრებმა გაკვირვებულებმა შემომხედეს.
– რა შორსაც არ უნდა გვევლო, – თქვა აღელვებულმა ვან მანენმა,
– მანქანა მაინც სადღაც ახლოს უნდა იყოს. მიდი, დაუძახე იმ შტერს!...
მოვრთე ყვირილი მთელ ხმაზე ისე, რომ საკუთარმა ხმამ თავად შე-
მაკრთო, ღამის სიჩუმე კი შეაზანზარა. რამდენიმე წამი დაველოდეთ,
ვიდექით შუა გზაზე და გაოგნებულები ვიყურებოდით აქეთ-იქით..
– იქნებ ის ჩვენ გვეძებს? – ვთქვი მე, რაკი ყვირილზე არავინ გამო-
მეპასუხა.
– კი მაგრამ, მანქანა სადღაა? – კბილებში გამოსცრა ბოგდანოვმა.
– ხომ არ მიგვატოვებდა აქ, შუა ჯუნგლებში?!...
– რა თქმა უნდა, არ მიგვატოვებდა, – დაგვამშვიდა ვან მანენმა, –
გავიგებდით ძრავის ხმას, რადგან არ გადავსულვართ გზიდან შორს...
ჩაეძინებოდა, ალბათ, ჩვენს ლოდინში...

119
ჩვენ დავიძარით იმ მიმართულებით, სადაც ვიცოდით, რომ მანქანა
დავტოვეთ. მთვარე ახლა მთელი ძალით გვანათებდა, რადგან გზა
თანდათან ფართოვდებოდა.
– უეჭველია, წავიდა! – ჩურჩულით თქვა ბოგდანოვმა, – დახვრეტის
ღირსია!
ვან მანენი ვერ იჯერებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდა-
რიყო, წარამარა იმშრალებდა ცხვირსახოცით სახეს.
– ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, – თქვა მან
ხმადაბლა.
– ფეხით დავბრუნდეთ ბაჯასთან, – გადაწყვიტა ბოგდანოვმა, – დი-
ლამდე მაინც მივალთ...
უცებ ჩვენ წინ, გზის მარჯვენა მხარეს ტყეში გაკრთა ფარნის შუქი,
რომელიც ნელ-ნელა იკარგებოდა ტყის სიღრმეში. სუნთქვაშეკრულებ-
მა გადავხედეთ ერთმანეთს. საკმაოდ უცნაური გვეჩვენა ვიღაც ფარ-
ნიანის გამოჩენა ტყეში ამ დროს და ასეთ ადგილას! მით უმეტეს, იმ
ყველაფრის მერე, რაც მოხდა. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რა ბნელმა
ძალამ გვიბიძგა სამივეს მივყოლოდით იმ შუქს, რომელიც ძალიან
სწრაფად მიიწევდა ჯუნგლებში, როდესაც ბოგდანოვმა გვანიშნა, გავ-
ყოლოდით, მე და ვან მანენს უარი არ
გვითქვამს. დაგვავიწყდა, ცოტა ხნის წინ სისხლი რომ გვეყინებო-
და ძარღვებში, იმ ქალის ყვირილისა და დახმარების თხოვნის გაგო-
ნებაზე. ახლა, სინათლე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის სიცოც-
ხლის ნიშანი იყო. ფარნიანი ადამიანი, უეჭველად მიდიოდა სახლის-
კენ ან გზისკენ, რომელსაც ჩვენც ვეძებდით. მაშინვე მოვწყდით ადგი-
ლიდან, რათა დავწეოდით მას.
V
ტყეში ღრმად რომ შევედით, რამდენიმე წუთში დავკარგეთ მხედ-
ველობიდან ის ფარანი. სამივენი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მივ-
დიოდით, მე – წინ, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, ჩემ შემდეგ ვან მა-
ნენი და ბოლოს ბოგდანოვი. არ ვიცი, საიდან გაგვიჩნდა ეს შინაგანი
თვითდაჯერებულობა, რომლითაც ნებისმიერი თეთრკანიანი ადამია-
ნისთვის შიშის მომგვრელ ჯუნგლებში მივიწევდით და მით უმეტეს, შუ-

120
აღამისას. ახლა კი, ჩვენ ვერ ვგრძნობდით ვერანაირ საფრთხეს; არ
ვფიქრობდით არც გველებზე, არც მტაცებელ ცხოველებზე და საერ-
თოდ არ განვიცდიდით იმ პანიკურ შიშს, რომელიც ეუფლება მარტო
მყოფ ადამიანს ინდურ ჯუნგლებში.
– სად გაქრა? – ტრაგიკულად იკითხა ვან მანენმა.
მე და ბოგდანოვმა უპასუხოდ დავტოვეთ მისი შეკითხვა. მივდი-
ოდით, ფიქრის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ ვგრძნობდით რომ არ შე-
იძლება აქ, შუა ჯუნგლებში გაჩერება, უნდა ვიაროთ და ვიაროთ, რა აბ-
სურდულიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება.
– ალბათ, ბილიკზე გადაუხვია, ჩვენ კი ვერ ვპოულობთ ამ ბილიკს,
– თქვა ბოგდანოვმა.
– როგორც ჩანს, კარგად იცის გზა, – ვთქვი მე, – რადგან ძალიან
სწრაფად გაქრა...
ამ დროს, უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში; მსხვილი ტო-
ტები უკვე თავზე გვეხებოდა, ფეხები უფრო და უფრო გვეფლობოდა ჩა-
მოცვენილ გამხმარ ფოთლებში, გვიმრებში, ხავსში. მაგრამ, რაღაც
ბრმა ძალას მივყავდით და მივყავდით იმავე მიმართულებით. არ-
ცერთს არ გაგვჩენია სურვილი დავბრუნებულიყავით ან წავსულიყა-
ვით სხვა გზით. მიუხედავად დამაბრკოლებელი, ხშირი და უსასრულო
ბუჩქებისა მაინც ჯიუტად მივიწევდით წინ.
– გამოჩნდა, ისევ გამოჩნდა! – შეჰყვირა ბოგდანოვმა.
სუნთქვაშეკრულები შევჩერდით, რათა კარგად დაგვენახა. ამჯე-
რად, შუქი იყო სუსტი, მკრთალი, საერთოდ არ ჰგავდა იმ ფარნის სი-
ნათლეს, რომელსაც გავეკიდეთ. ძალაგამოცლილები წავედით ამ
შუქისკენ. რამდენიმე წუთში მივხვდით, რომ ვუახლოვდებოდით
ტყის პირს და შუქი, რომელიც დავინახეთ, მოდიოდა ნახშირით სავსე
რამდენიმე მაყლისგან. თუმცა, სანამ მივუახლოვდებოდით, შევამჩნი-
ეთ, რომ სინათლეების რაოდენობა მრავლდებოდა, და რომ ჩვენგან
მარცხნივ იყო უცნაური ფორმის შენობა, რომელსაც გარს ერტყა ქვით
ნაშენები ნაცრისფერი გალავანი.
– მგონი, სერამპორის მეორე მხარეს მოვხვდით, – თქვა ვან მანენმა.
მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორ მოვხვდით აქ?!...

121
უცნაური გვეჩვენებოდა, რომ გახურებული ნახშირით სავსე რამდე-
ნიმე მაყალთან არავინ იმყოფებოდა; მართალია, ბევრ მაყალში ნახ-
შირი უკვე მინავლებულიყო, მაგრამ, კაციშვილი არ ჩანდა. ძალიან
დაღლილები ვიყავით, იმისთვის რომ გარემო დაგვეთვალიერებინა
და ამიტომ პირდაპირ შენობისკენ გავემართეთ.
– ვინც არ უნდა ცხოვრობდეს აქ, ინდუსი თუ მუსულმანი, უნდა შეგ-
ვიფაროს, – თქვა ვან მანენმა.
ის წავიდა წინ, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენ შორის ყველაზე კარ-
გად ლაპარაკობდა ბენგალურ ენაზე და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მი-
სი სახელი საკმაოდ კარგად იყო ცნობილი მთელ ბენგალში, სხვა თუ
არაფერი, აზიური საზოგადოების ბიბლიოთეკარიც იყო. ჭიშკართან
მოხუცი კაცი შეგვეგება. არ გაკვირვებია, ჯუნგლებში დამალული სახ-
ლის წინ ღამით რომ გვნახა.
– ვინ არის შენი ბატონი? – ჰკითხა ვან მანენმა.
მოხუცი რამდენიმე წამი არ განძრეულა, თითქოს არ გაუგია ნათ-
ქვამი. ვან მანენმა თითქმის ყვირილით გაიმეორა კითხვა. თითქოს
ღრმა სიზმრიდან გაღვიძებულმა მოხუცმა ჩურჩულით თქვა:
– ნილამვარა დასა...
– ნაცნობი სახელი მეჩვენება, – თქვა ბოგდანოვმა.
– ძალიან არქაული მეჩვენება, – აღნიშნა ვან მანენმა. – არასდროს
გამიგია ასეთი სახელი კალკუტაში... – შემდეგ, შეტრიალდა მოხუცის-
კენ და უთხრა: მიდი, გააღვიძე შენი ბატონი და აცნობე, რომ საჰიბ ვან
მანენი და კიდე ორი სხვა საჰიბი დაიკარგნენ და ღამის გათენებას
სთხოვენ...
საჭირო გახდა სამჯერ გაემეორებინა ეს სიტყვები, სანამ მოხუცი
დაიძრა ადგილიდან.
– მგონი ყრუა, – თქვა ბოგდანოვმა.
ყველაფერთან ერთად, უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი
სიზმარი გრძელდებოდა და ვერ ვახერხებდი გაღვიძებას. ის მიტოვე-
ბული კოცონები, ეს სახლი სამი მხრიდან უცნაურად გარშემორტყმული
ტყით, მოხუცი, რომელსაც თითქოს არ ესმოდა რას ელაპარაკებოდა
ვან მანენი ბენგალურის ნებისმიერ დიალექტზე, – ეს ყველაფერი მა-

122
ღელვებდა. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, სანამ მოხუცი ლამპით
ხელში დაბრუნდა. დრო თითქოს გაჩერებულიყო და ჩვენ ვცხოვრობ-
დით ფრაგმენტულად, ეპიზოდიდან ეპიზოდამდე.
– ბატონი გეპატიჟებათ, – თქვა მოხუცმა.
შეიძლება ხმადაბლა თქვა, ან მე ვიყავი ძალიან დაღლილი და არ
მესმოდა ჯერ კარგად ბენგალური, მაგრამ, ფაქტია, რომ უფრო მივუხ-
ვდი სიტყვების შინაარსს, ვიდრე გავიგე ისინი.
– რა უცნაურად ლაპარაკობს, – ვუთხარი ვან მანენს.
– სოფლური კილო აქვს, – მიპასუხა მან. – დროა საჭირო, სანამ შე-
ეჩვევი.
სახლი საკმაოდ ძველი იყო, ასეთები ძალიან იშვიათად თუ შეგ-
ხვდება ბენგალის ამ მხარეს, სადაც მუსლიმთა შემოსევები განსაკუთ-
რებით გამანადგურებელი იყო მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში.
შევედით ქვაფენილით ნახევრად დაფარულ შიდა ეზოში, რომლის
კუთხეებშიც იზრდებოდა ინდუსებისთვის საკრალური და თაყვანსაცე-
მი მცენარე – ficus religioasa. აქედან კარგად ჩანდა პირველი ოთახები,
ძალიან ფართო, გისოსებიანი ფანჯრებით; უეჭველია, ეს მამაკაცების-
თვის განკუთვნილი ოთახები იყო. შემექმნა შთაბეჭდილება, თითქოს
გველოდებოდნენ. ლამპებისა და ზეთოვანი კანდელების გარდა ენთო
რამდენიმე ჩირაღდანი, რომელიც სუსტად ანათებდა ქალებისთვის
განკუთვნილ სახლის ნაწილში მიმავალ კიბეს. ჩვენ შეგვიყვანეს წითე-
ლი მეტლახის ფილებით მოფენილ ოთახში, სადაც დაგვხდა საშუალო
ასაკის მამაკაცი, რომელსაც ძალიან ფერმკრთალი სახე და გაშეშებუ-
ლი მზერა ჰქონდა. თავიდანვე ბენგალურ ენაზე გამოგველაპარაკა:
– გთხოვთ, დაიცადეთ აქ მცირე ხანს, სანამ არ მოგიმზადებენ და-
სასვენებელ ოთახებს.
მასაც ძნელად გავუგე, რადგან ისიც საუბრობდა ბენგალური ენის
უცნაურ დიალექტზე, რომელიც მხოლოდ ძველ წიგნებში შემხვედრია.
როგორც წესი, განათლებული ან მაღალი სოციალური სტატუსის მქონე
ბენგალელი, ევროპელ სტუმრებს ყოველთვის ელაპარაკება ინგლი-
სურ ენაზე. გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა,
ისინი არასდროს მიმართავენ ევროპელ სტუმარს ბენგალურად, რაც

123
სტუმრისთვის შეურაცხყოფად მიიჩნევა. ეს იმის ნიშნად მიიჩნევა, რომ
სტუმარი ჩათვალეს ღარიბ გლეხად ან მოსამსახურედ. ამიტომაც ძა-
ლიან მეუცნაურა მასპინძლისგან ჩვენი მიღების წესი. ხოლო ვან მანენ-
მა, რომელიც ძალიან კარგად ფლობდა ამ ენას, და რომლის დაბნე-
ვაც, არცერთ სიტუაციაში, იოლი არ იყო, ითხოვა დაჯდომის ნებართვა,
რაც მაშინვე გააკეთა კიდევაც და ამავე დროს
იხდიდა ბოდიშებს ჩვენი მოულოდნელი გვიანდელი სტუმრობის
გამო. ნილამვარა თითქოს უსმენდა და თავის ფიქრებში იყო ჩაძირუ-
ლი, და როდესაც ვან მანენმა დაასრულა ბოდიშების მოხდა, ის კვლავ
იდგა და რიგრიგობით გვათვალიერებდა, თითქოს ვერ ხვდებოდა რო-
გორ აღმოვჩნდით აქ. გადიოდა დრო, ის ხმას არ იღებდა, და ეს სიჩუმე
ისე მძიმედ გვაწვებოდა, ლამის პანიკამდე მივყავდით.
– ძალიან უცნაური შემთხვევა დაგვემართა, – თქვა ბოგდანოვმა ინ-
გლისურად, რომელსაც აღარ შეეძლო ყინულოვანი მზერის ატანა.
მაგრამ მასპინძელს თითქოს არაფერი გაუგია. განაგრძობდა ჩვენს
თვალიერებას და ამ დროს ხანდახან შეკანკალდებოდა ხოლმე მთე-
ლი სხეულით. ბოგდანოვი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მას და თავისი
სიტყვები ცოტა უფრო ხმამაღლა გაიმეორა. ჩვენმა მასპინძელმა გაღი-
მება სცადა და ასევე ჩურჩულით უპასუხა:
– Ami imreji bujhte parchi na[37].
ძალიან უცნაური ჩანდა ეს აღიარება იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისუ-
რი ბავშვებმაც იცოდნენ! შეიძლება ნილამვარა, თავის დროზე, არც
დადიოდა რომელიმე თანამედროვე სკოლაში და განათლება მიიღო
მხოლოდ რომელიღაცა ტრადიციულ მონასტერში? ასევე, მისი დი-
ალექტიც ძალიან უცნაურად მომეჩვენა, თანაც, სიტყვებს ძნელად წარ-
მოთქვამდა, რომლის მიზეზსაც ვერ ვხვდებოდი. ისე ჩანდა, თითქოს,
თითოეული სიტყვის გამოთქმისთვის მას სჭირდებოდა დიდი ძალის-
ხმევა.
– მალე თქვენი მოსასვენებელი ოთახები მზად იქნება, თქვენო აღ-
მატებულებავ, – გაიმეორა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნილამვარამ
და თან ცდილობდა, ძალით გაეღიმა.

124
ამ დროს მე შევხედე ვან მანენს; ისიც იწყებდა ნერვიულობას ნი-
ლამვარას არქაული მეტყველების და, ალბათ, მისი გაყინული მზერის
გამოც. ნამდვილად, რაც უფრო ყურადღებით აკვირდებოდი მას, მით
უფრო უცნაური ჩანდა. ძნელად მოძრაობდა, კონვულსიურად, დრო-
დადრო მთელი სხეულით კანკალებდა, შუშისებური თვალები ჰქონდა,
ხელები მუდამ მუშტად შეკრული. ამ ყველაფერს უკვე ჩვენც ვაქცევ-
დით ყურადღებას. უცნაურად გვათვალიერებდა. ხანდახან გვეგონა,
რომ მას ამოძრავებდა რაღაც უხილავი ძალა, ურომლისოდაც ჩვენ წინ
ღიმილჩამქრალი გაშეშდებოდა.
არ ვიცოდი ეს რა სახლი იყო – ძალიან იყო განათებული, მაგრამ
რატომღაც ცარიელი და უკაცრიელი მეჩვენებოდა, რადგან ჩამი-ჩუმი
არ ისმოდა. ასეთი მოვლენა – სამი უცხოელი სტუმრის გამოჩენა შუაღა-
მისას – ინდურ სახლში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ლოგიკური იქნე-
ბოდა: ყველანი გამოცვივდებოდნენ, გარს შემოგვეხვეოდნენ, ქალები
მოფარებული კუთხეებიდან ცნობისმოყვარეობით აგვათვალ-ჩაგვათ-
ვალიერებდნენ, ახალგამოღვიძებული მოსამსახურეები აჩურჩულდე-
ბოდნენ...
– ახლავე იქნება მზად თქვენი მოსასვენებელი ოთახები, – მესამედ
გაიმეორა ნილამვარამ.
მაგრამ არავინ მოდიოდა ჩვენს ოთახებში წასაყვანად. გვინდოდა
ასე მომხდარიყო, მაგრამ არა იმდენად დაღლილობის გამო – რადგან
ასეთ მშფოთვარე ღამეს საერთოდ დაკარგული გვქონდა ძილის სურ-
ვილი – არამედ, უფრო იმიტომ, რომ მოვცილებოდით მასპინძელს,
რომლის გვერდით ყოფნაც გვთრგუნავდა. უცბად, ვან მანენმა შემოგ-
ვხედა და ინგლისურად გვითხრა:
– კი მაგრამ, რატომ არაფერი ვკითხეთ ქალის ყვირილზე გზასთან
ახლოს?!...
მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოგვრჩა. მასპინძელს
მოვუყევით ჩვენი შემთხვევის შესახებ, მოვატყუეთ, თითქოს მანქანა
გაგვიფუჭდა, და მძღოლი დარჩა მის სადარაჯოდ, მაგრამ არაფერი
გვითქვამს იმის თაობაზე, რომ ერთი საათის წინ ვიღაცა ქალი ყვირო-
და, შველას ითხოვდა. მიკვირს როგორ მოხდა, რომ ეს კაცი ამდენი ხა-

125
ნი არ გვშორდებოდა და ჩვენ ერთხელაც არ ვკითხეთ იმ ქალის შესა-
ხებ, ტყეში რომ განწირული კივილით ითხოვდა შველას. ამ ამბის გახ-
სენებამ ხელახლა აგვაღელვა და გამოგვაცოცხლა. რაც მთავარია, მე
ვიგრძენი, თითქოს უცბად გამეღვიძა იმ ძილიდან, რომელიც დამეუფ-
ლა ტყეში სინათლის დევნისას, და ხელახლა დამეუფლა შიშის გან-
ცდა. მინდოდა, ახლა მაინც გაგვეკეთებინა რაღაც იმ ქალისთვის, მას
მერე, რაც დავკარგეთ ამდენი ღირებული დრო. თუმცა ის ქალი ალბათ
უკვე მკვდარიცაა, ხოლო ჩვენ გავიარეთ ჯუნგლების დიდი მონაკვეთი
მხოლოდ იმისთვის, რომ ნილამვარა დასასთვის გვეთხოვა ღამის გა-
სათევი ადგილი. რა ბნელმა ჯადომ დაგვაკარგვინა გონება და ამდენი
ხნით დაგვთრგუნა ამ უცნაური ადამიანის წინაშე, რომელიც ყოველ ათ
წუთში იმეორებდა ერთი და იმავე სიტყვებს?!...
– ჰკითხე, იქნებ რამე იცოდეს, – უთხრა ბოგდანოვმა ვან მანენს.
ვან მანენი, ისე, რომ სავარძლიდან არც ამდგარა, ცდილობდა
მღელვარება დაეფარა, დაიწყო ტყეში მომხდარი ამბის მოყოლა. მაგ-
რამ, პირველივე სიტყვებზე, მასპინძელმა სახეზე ხელები აიფარა და
აკვნესდა. ჩვენ წამოვხტით, მივუახლოვდით მას.
– ლილა, ლილა! – იძახდა, კვნესოდა და რაღაცა გაუგებარს ბუტბუ-
ტებდა.
– რას ამბობს, რას ამბობს?! – ვეკითხებოდით ვან მანენს.
– არც მე მესმის, – გვიპასუხა მან.
შემდეგ ისევ ჰკითხა ბენგალურად:
– რა მოხდა?! ვინ იყო?!
მაგრამ პასუხად მხოლოდ კვნესა და გაუგებარი სიტყვები ისმოდა,
მხოლოდ ლილას სახელს ვარჩევდით. დანარჩენი კი მხოლოდ დიდი
ტკივილის გამომხატველი სიტყვები იყო.
– მგონი, მისი ქალიშვილი იყო, – თქვა ვან მანენმა, – მაგრამ არ მეს-
მის, რისი თქმა უნდა; ძალიან სწრაფად ლაპარაკობს...
– უეჭველია, ის მოკლეს... – ჩაიჩურჩულა ბოგდანოვმა – მაგრამ რო-
გორ გაიგო ამის შესახებ ასე სწრაფად?!... და თუ იცოდა, რატომ არ
გვითხრა ამის შესახებ აქამდე?!...

126
ვან მანენი კითხვის დასმას ვეღარ ბედავდა. ვიდექით მდუმარედ
და არ ვიცოდით, რა გვექნა, წავსულიყავით ისე, რომ არაფერი გვეთ-
ქვა მასპინძლისთვის, თუ დავლოდებოდით იმ მოხუცს, რომელიც ამ-
დენი ხანი ოთახებს გვიმზადებდა.
უცებ, ვან მანენმა ხმამაღლა თქვა, – როგორ თუ არავინ მივიდა ქა-
ლის საშველად?! მარტო ხომ არ იქნებოდა! აქაური ქალები ხომ არ გა-
დიან სახლიდან მარტო, და მით უმეტეს შუაღამისას!...
ამ დროს მოხუცი მსახური კაცი ნელი და დაღლილი ნაბიჯით შემო-
ვიდა ოთახში.
– აი ისიც! ის მოჰყავთ! იქ არის! – ხელით მიგვანიშნა.
კარისკენ გავიქეცით. მომეჩვენა ეზო სავსე იყო ხალხით. რამდენი-
მე უცნაურად ჩაცმული და თავზე დოლბანდწაკრული ადამიანი დავი-
ნახე. ტოტებისგან შეკრული საკაცე მოჰქონდათ. მაგრამ ზუსტად ვერა-
ფერს ვარჩევდი: აჩრდილებივით მიტაატებდნენ. ჩემ უკან ვიგრძენი
რაღაც მოძრაობა, და შიშით შევტრიალდი: დავინახე ნილამვარა, რო-
მელიც მიდიოდა ძალიან მძიმედ, თითქოს თითოეული ნაბიჯის გადა-
სადგმელად უდიდესი ძალისხმევა სჭირდებაო.
– ჩვენ აქ ვერ დავრჩებით, – ჩაიჩურჩულა ბოგდანოვმა, – რა მასპინ-
ძლობა უნდა მოსთხოვო კაცს, რომელსაც ქალიშვილი თუ ცოლი ახლა-
ხან მოუკლეს...
– დიახ, უკეთესია წავიდეთ, – თქვა ვან მანენმა.
გვინდოდა გვეთქვა ვინმესთვის ჩვენი წასვლის შესახებ და კიდევ
ერთხელ მოგვეხადა ბოდიში შეწუხებისთვის, მაგრამ ეზოში აღარავინ
იყო. ის მოხუციც გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ბოგდანოვი პირვე-
ლი წავიდა ჭიშკრისკენ, უკან არც მოუხედავს. თითქოს ტვირთი მოვიხ-
სენით, მსუბუქად გავცდით იმ კოცონებს, სადაც ნახევრად ჩამქრალი
ნახშირი ჯერ კიდევ იწვოდა.
VI
გავცდით თუ არა სახლს და გავყევით ტყის ნაპირს მხოლოდ მაშინ
ვიგრძენი დაღლილობა. ძალაგამოცლილს თავბრუ მეხვეოდა, რომ არ
წავქცეულიყავი, გავჩერდი და ხეს მივეყრდენი.

127
ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. არც ის ვიცოდი, მარტო დავ-
რჩი, თუ ჩემი მეგობრებიც შეჩერდნენ და მელოდებოდნენ, სანამ ძა-
ლას მოვიკრებდი და გონს მოვიდოდი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი
ხეს მიყუდებული, მაგრამ, როდესაც აზრზე მოვედი, უკვე თენდებოდა.
ჯერ კიდე ძალიან სუსტად ვიყავი, ფიქრები სრულად გამქრალიყო და
არც რამე მახსენდებოდა მომხდარის შესახებ.
ჩემდა გასაკვირვად, ჩემი მეგობრები ბალახზე ისხდნენ რამდენიმე
მეტრში იმ ადგილიდან, სადაც ვიყავი გაჩერებული. ვან მანენს თავი
ხელებზე დაეყრდნო; ბოგდანოვი კი ნახევრად წამოწოლილიყო. ორი-
ვენი თვლემდნენ. ფეხები ძლივს მივათრიე იქამდე.
– რა მოხდა? – ვიკითხე მე და შევეცადე გამეღიმა. – აქ რატომ გავ-
ჩერდით?!
შევკრთი, როდესაც ბოგდანოვმა თავი ასწია და მე დავინახე მისი
ფერმკრთალი სახე: ჩაშავებული უპეები და თვალები, რომლებიც უძ-
რავად და უაზროდ პირდაპირ მომშტერებოდნენ.
– დავიღალეთ... ვისვენებთ..., – როგორც იქნა თქვა ბოგდანოვმა. –
ფეხები ისე მტკიოდა ძლივს ჩავჯექი მათთან ახლოს. სისუსტეს
ვგრძნობდი, თითქოს მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობიდან ახალი გა-
მოსული ვიყავი. პატარა მოძრაობაზეც კი თვალები მიბნელდებოდა...
თენდებოდა, ბალახი ნამით იფარებოდა. ცოტა ხანს მდუმარედ ვისხე-
დით. მაგრამ, ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ვან მანენი, რომელიც
ისევ ხელებზე თავჩამოდებული იჯდა, იმდენად გადაღლილები ჩან-
დნენ, რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, რაღაც გამეკეთებინა მათ-
თვის. ძლივს წამოვდექი ფეხზე და მაქსიმალური ყურადღებით, რაც
ჯერ კიდევ შემეძლო, დავიწყე გარშემო ადგილის დათვალიერება. ად-
გილი არ მომეჩვენა უცნობი. ტყე აქ იშვიათი იყო; ბებერი პალმები, მა-
ღალი აკაციები და სურნელოვანი ბუჩქები. დიდი სიფრთხილით და-
ვიწყე მოძრაობა და დაახლოებით ათი ნაბიჯის შემდეგ დავინახე ის
გზა, რომელიც აკავშირებს ბაჯას სახლს მთავარ გზასთან. ამ აღმოჩე-
ნამ შემმატა ძალა. მივბრუნდი და შევძახე ჩემს მეგობრებს:
– ბუნგალოსთან ახლოს ვართ!

128
ამ ამბავმა ძალიან გააკვირვა ისინი, რადგან ჩვენ დარწმუნებულე-
ბი ვიყავით, რომ ვიმყოფებოდით სადღაც სერამპორის ჩრდილოეთ
მხარეს. ბოგდანოვი ძლივს წამოდგა, ხელი გაუწოდა ვან მანენს. მინ-
დოდა გავქცეულიყავი მათკენ და დავხმარებოდი, მაგრამ გადავდგი
თუ არა ნაბიჯი, მაშინვე მთელი დედამიწა დატრიალდა ჩემ გარშემო.
იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი, რომ უკეთ გავმხდარიყავი. მა-
ლევე
ჩემი მეგობრები მომიახლოვდნენ. ვან მანენს ლოყები ჰქონდა ჩა-
ვარდნილი, თვალები გაშავებული და მზერა იმ ადამიანის, რომელსაც
ვერ გაუგია რა ემართება, თან პირდაღებული მძიმედ სუნთქავდა. ბოგ-
დანოვს კი ხელები უკანკალებდა და გაკვირვებულს არ სჯეროდა, რომ
მართლაც ბაჯას ბუნგალოსთან ახლოს ვყოფილვართ.
– მთელი ღამე გვიბოდიალია, – ვუთხარი მე, რომ გამემხნევებინა
ისინი. – მძღოლი ალბათ სადღაც ტყის მეორე მხარესაა და გვეძებს...
მძღოლის ხსენებაზე ვან მანენს სიბრაზისგან სისხლი მოაწვა სახე-
ზე, თავი ვერ შეიკავა და ერთი მაგრად შეიგინა, რასაც მისგან საერ-
თოდ არ მოველოდი. ყოველ შემთხვევაში, მისმა გინებამ ცოტა გაგვამ-
ხნევა. გავედით გზაზე და ბუნგალოსკენ გავემართეთ.
– ახლაც ვერ ვხვდები, რა დაგვემართა, – თქვა ვან მანენმა. – რა
უცნაური დაღლილობაა...
მალე გათენდა. დღის სინათლემ გამოგვაფხიზლა და ჩვენც ავუჩ-
ქარეთ ნაბიჯს. სულ რაღაც ნახევარ საათში მივედით კიდევაც ბუნგა-
ლოსთან. და ჰოი, საოცრებავ! დავინახეთ ჩვენი მანქანა, რომელიც ვე-
რანდასთან გველოდებოდა. მძღოლს საჭესთან ეძინა. ეზოში რამდე-
ნიმე მოსამსახურე მუშაობდა, ადგილზევე გაშეშდნენ ჩვენს დანახვაზე.
გადაღლილებს, დახეული ტანსაცმელი და დასვრილი ფეხსაცმელები
გვეცვა. ვან მანენი მაშინვე მივარდა მძღოლს, ცემა და გინება დაუწყო.
საწყალ დაბნეულ კაცს არც უცდია თავი დაეცვა, მან მხოლოდ სახეზე
აიფარა ხელები.
– რატომ გაიქეცი, შე გაიძვერავ?! – ყვიროდა ვან მანენი. – რომ დავ-
კარგულიყავით ჯუნგლებში და დავღუპულიყავით იქ?!

129
ყველანი მანქანასთან მიცვივდნენ, გაკვირვებული შემოგვცქე-
როდნენ, ვერაფერი გაეგოთ. ვერ იჯერებდნენ, რომ ვან მანენი, რომე-
ლიც ცნობილი იყო თავისი სიკეთითა და სიმშვიდით, ახლა სცემდა და
აგინებდა ადამიანს.
– მართლაც, სასწაულად გადავრჩით, – თქვა ბოგდანოვმა ჰინდურ
ენაზე, რათა მოსამსახურეებს გაეგოთ ვან მანენის სიბრაზის მიზეზი. –
ამ ვირმა გზაში მიგვატოვა, გაიქცა და დაბრუნდა სახლში...
– მთელი ღამე ვიბოდიალეთ, – დავამატე მეც.
ხალხი გაკვირვებული გვიყურებდა. ხან ჩვენ, ხან მძღოლს.
– კი მაგრამ, მთელი ღამე აქ გელოდათ, – ბოლოს გაბედა თქმა ბუნ-
გალოს დარაჯმა.
სხვებსაც მიეცათ სითამამე: სულ აქ იყო! არსად წასულა!
თავიდან ჩვენ ვერც მივხვდით, რისი თქმა უნდოდათ. ჩემი აზრით,
მძღოლმა რომ ნახა ჩვენ არ დავბრუნდით ტყიდან, ღამე ბუნგალოში
დარჩა და დილამდე გველოდა. ვან მანენი კი, პირიქით, აბრალებდა,
რომ მძღოლს მოთმინება არ ეყო დაგვლოდებოდა, მიგვატოვა შუა გზა-
ში და დაბრუნდა ბუნგალოშიო.
– რა იფიქრა, როგორ უნდა დავბრუნებულიყავით ფეხით ამოდენა
გზაზე, თანაც ღამით ჯუნგლებიდან?!
– კი მაგრამ, არ წასულა აქედან! – ამტკიცებდა დარაჯი. – გვიანო-
ბამდე ვისაუბრეთ და არსად წასულა აქედან, ფეხი არ მოუცვლია.
– მეც არ გამიკვირდა, ნუთუ საჰიბი დირექტორი არ ბრუნდება-მეთ-
ქი ქალაქში? – ამოიღო ხმა მძღოლმაც.
უცებ ვიგრძენი, როგორ ამივარდა თავში სისხლი. ამათ ალბათ ჰგო-
ნიათ, წუხელ მაგრად გამოვთვერით და იმიტომაც აღარაფერი გვახ-
სოვს.
– ამით რისი თქმა გინდა?! – ჩაერთო საუბარში ბოგდანოვიც. – რო-
გორ თუ არ მოგიცვლია ფეხი აქედან?! განა, აქედან არ წავედით ყვე-
ლანი ერთად ღამის პირველ საათზე, გზა აგვებნა და ქალის ყვირილი
გავიგეთ ტყეში?!
მძღოლი დაბნეული იხედებოდა აქეთ-იქით, იქნებ ვინმემ მხარი
დამიჭიროსო. თვითონ ვერ ბედავდა რამის თქმას თავის დასაცავად.

130
მაგრამ, როდესაც ვან მანენმა უყვირა და შეახსენა ყველაფერი – რო-
გორ შეშფოთდნენ, როცა მიხვდნენ, რომ გზა აებნათ – მძღოლმა გაბე-
და ლაპარაკი.
– საჰიბ დირექტორო, აქედან საერთოდ არ წავსულვართ! მანქანა
არ დაძრულა ეზოდან...
– ნამდვილად, ასე იყო, – ამტკიცებდნენ მის სიტყვებს დანარჩენე-
ბი.
ვან მანენმა ისევ დაკარგა მოთმინება.
– იმის თქმა გინდა, რომ მატყუარები ვართ?!
– შეიძლება სხვა მანქანით წახვედით, – თავის მართლებას ეცადა.
– შეხედეთ, როგორც გავრეცხე მანქანა გუშინ საღამოს, ისეთივე სუფ-
თაა.
ვან მანენი შემოტრიალდა ჩვენკენ.
– გიჟია! ყველანი გაგიჟდნენ აქ!... წავედით, შევიდეთ სახლში...
კარი ღია აღმოჩნდა, რაც უჩვეულო იყო, რადგან ჩვენი წასვლის
შემდეგ დარაჯი ვალდებული იყო დაეკეტა ყველა ოთახი.
– მასხრად გვიგდებს, დარაჯმა და მოსამსახურეებმაც მხარი აუბეს,
– თქვა ბოგდანოვმა, როდესაც მარტონი დავრჩით. – ალბათ, სამივენი
მთვრალები ვეგონეთ...
– ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრად ვაგებინებ პასუხს! – თქვა
ვან მანენმა, გაიხადა ზედა ტანსაცმელი და დაჯდა დაწნულ სავარ-
ძელში.
თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეც დამემატებინა რამე, რადგან
რამდენიმე მოსამსახურის თვალებში სარკაზმი შევამჩნიე, როდესაც
ვთქვი, რომ მთელი ღამე გზააბნეულებმა ჯუნგლებში ვიბოდიალეთ-
თქო. მაბრაზებდა იმაზე ფიქრი, რომ ისე მთვრალები ვეგონეთ, თავს
უფლება მისცეს მასხრად ავეგდეთ.
– ყოველ შემთხვევაში, ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა ეს ვითომ ალი-
ბი, რომ მანქანა ისევე სუფთაა, როგორც წინა საღამოს დატოვა, –
ვთქვი მე, – უფრო შეთქმულებას ჰგავს...

131
სახლის სიგრილემ და დაღლილობამ, რომელსაც ვებრძოდით ბო-
ლო საათების განმავლობაში, გვაიძულეს შეგვეწყვიტა საუბარი. ბა-
ნაობის მერე დავწექით და მალევე ჩაგვეძინა.
VII
ბაჯამ გაგვაღვიძა, მზის ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე ჩამოსული-
ყო სანადიროდ. დიდად არ გაუხარდა ჩვენთან შეხვედრა. როდესაც
ნადირობისთვის ჩამოდიოდა ხოლმე, არ უყვარდა მეგობრების ნახვა.
გაუკვირდა, ასე გადაღლილები რომ ვიყავით.
– წუხელ მაგრად აგირევიათ, – თქვა მან განსაკუთრებით ვან მანე-
ნის მისამართით.
ისევ ვიგრძენი, რომ სისხლმა ამასხა თავში. იგივე უხერხულობის
გრძნობა შევატყვე ბოგდანოვსაც.
– შენი მძღოლი ნამდვილი კრიმინალია! – დაიწყო გაბრაზებულმა
ვან მანენმა. და მოემზადა მოეყოლა ჩვენს თავს მომხდარი ამბავი,
მაგრამ პირველივე სიტყვებიდან ბაჯა ძლივს იკავებდა ღიმილს.
– მძღოლი ამბობს, რომ აქედან არც წასულა, – შეაწყვეტინა მან, –
ამასვე ამტკიცებენ დანარჩენებიც, სხვათა შორის...
– ალბათ, შეთქმულები არიან, – თქვა მკაცრად ბოგდანოვმა, – მო-
უსმინე ბოლომდე და გაიგებ ყველაფერს რაც მოხდა...
განერვიულებულმა ვან მანენმა განაგრძო მოყოლა. ხანდახან
ჩვენც ვავსებდით გარკვეული დეტალებით, რომელთა მოსმენისას
აღელვება დაეწყო ბაჯას.
– კი მაგრამ, არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, აგბნეოდათ გზა, – შე-
აწყვეტინა ისევ ვან მანენს ბაჯამ, – სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს,
ამაში თვითონაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.
– ძვირფასო მეგობარო, – დაჟინებით განაგრძო ვან მანენმა, – ჩვენ
გიყვებით რა და როგორ მოხდა, განმარტებები მერე ვეძებოთ... მოკ-
ლედ, როდესაც დავინახეთ, რომ ვერა და ვერ გავდიოდით მთავარ
გზაზე, ვუთხარით მძღოლს, რომ დაბრუნებულიყო.
– არ გახსოვთ, რას ხედავდით გზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს?
– იკითხა ბაჯამ.

132
მე მოვუყევი, რა სიმაღლის და რა ჯიშის ხეებს ვხედავდით. ბაჯა წა-
მოდგა სკამიდან.
– ძვირფასებო, შემინდეთ, მაგრამ, მთელ ამ ზონაში არ არსებობს
მსგავსი ხეები გარდა პალმებისა, რომელსაც ხედავთ, – და გაიშვირა
ხელი ტბისკენ – მთელ რეგიონში არ იზრდება სხვა ჯიშის ხეები გარდა
ევკალიპტის, ქოქოსის პალმისა და ცაცხვისა, და ეს Urwald-ი,[38]რო-
მელზეც მელაპარაკებით, საერთოდ არ არსებობს...
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ არ დაგვსიზმრებია ეს ყველაფერი! – თქვა
ბოგდანოვმა.
– კეთილი, მაგრამ, რატომ არ გინდა მოგვისმინო ბოლომდე?! –
იკითხა ვან მანენმა.
ბაჯამ მხრები აიჩეჩა და ისევ ჩაჯდა სავარძელში. ვან მანენმა
კვლავ განაგრძო მოყოლა. როცა ვუყვებოდით, როგორ შეგვაშინა ქა-
ლის ყვირილის გაგონებამ, ბაჯამ გაიღიმა, ამბის გაგრძელებისას კი
ცნობისმოყვარეობისგან ცმუკავდა. რამდენჯერაც დააპირა ვან მანე-
ნის შეჩერება, ყოველ ჯერზე ჩვენ ხელს ვუშლიდით, რომ მოესმინა ბო-
ლომდე, თუმცა, ძალიან უჭირდა თავის შეკავება და ყოველ წვრილმან-
ზე სკამიდან ხტებოდა.
– თქვენ დამცინით! – ვერ მოითმინა ბოლოს ბაჯამ, როდესაც ვან
მანენმა დაიწყო ნილამვარა დასას სახლის აღწერა. ამ მხარეში არ არ-
სებობს ჯუნგლებში დამალული სახლი, არც მსგავსი სახელი გამიგია
აქამდე. თქვენ ხალისობთ ჩემზე!...
ოთახში ბოლთის ცემასა და ხელოვნურ სიცილს მოყვა იმის საჩვე-
ნებლად, რომ მისი წამოგება ანკესზე იოლი არ იყო. მაგრამ, ჩვენ სულ
არ გვეცინებოდა. ერთი მხრივ, ვშფოთავდით იმის გამო, რომ ბაჯა გვი-
მეორებდა ფაქტებს, რომლებიც ჩვენც ვიცოდით: რომ ამ მხარეში არ
არსებობდა მსგავსი სახლი და ა.შ. მეორე მხრივ, გვაღიზიანებდა მისი
უნდობლობა, სულელური ფიქრი, რომ ჩვენ მას დავცინოდით.
– პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ ცხოვრებაში აღარ დაგელაპარა-
კები, თუ კიდევ ერთხელ იტყვი, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა, – ერ-
თობ სერიოზულად უთხრა ვან მანენმა, – თუ გინდა, გაგვიყვანე სამივე-
ნი ცალ-ცალკე და იგივე კითხვები დაგვისვი. დარწმუნდები, რომ ერთი

133
და იგივე ვნახეთ. არ არსებობს ტყუილი, რომლის გამოჭერაც შეუძლე-
ბელია, როდესაც დეტალებზე ლაპარაკობ და არც ჰალუცინაციებზე შე-
იძლება იყოს ლაპარაკი, რადგან მე ვიჯექი სკამზე ნილამვარას სახ-
ლში და ამ ადამიანებმა მნახეს, როგორ ვიჯექი იმ სკამზე და თავისი
ყურით მოისმინეს, როგორ მოვუყევი ნილამვარას ყველაფერი, რაც
შენც მოგიყევი წეღან...
– რა თქმა უნდა, არც იმან დაგიჯერა, – სცადა კიდევ ერთხელ ხუმ-
რობა ბაჯამ.
– პირიქით, – უპასუხა ვან მანენმა, – მანაც იცოდა იმ ქალის მკვლე-
ლობის შესახებ, აიფარა სახეზე ხელები და მოჰყვა ოხვრას...
მე და ბოგდანოვმა მაშინვე გავამყარეთ მეგობრის სიტყვები და
დავძინეთ, რომ იმ კაცის საუბარში მხოლოდ სახელი ლილა გავარჩი-
ეთ. ბაჯამ წარბშეკრულმა შემოგვხედა და ამ ჯერზე არაფერი თქვა,
მხოლოდ ანიშნა ვან მანენს, გაეგრძელებინა თხრობა. ბოლოს და ბო-
ლოს ვან მანენმა შეუფერხებლად განაგრძო მოყოლა ჩემი და ბოგდა-
ნოვის დაზუსტებებით. როდესაც დაამთავრა და დაიწყო იმის აღწერა,
ნახევრად ცოცხლები როგორ გამოვფხიზლდით ტყის პირას და მივ-
ხვდით, რომ თურმე ბუნგალოსთან ახლოს ვიმყოფებოდით, ბაჯა მთე-
ლი სერიოზულობით წამოდგა სავარძლიდან და ხანმოკლე პაუზის შემ-
დეგ, რომლის დროსაც თითქოს წინასწარ წონიდა თითოეულ სიტყვას,
პათოსით დაიწყო ლაპარაკი:
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რაც ინდოეთში ვცხოვრობ, არ გამი-
გია მსგავსი ამბავი. ბევრი მისტერიული და უცნაური ამბავი ვიცი, მაგ-
რამ, ეს ყველაზე მაგარია. კარგად ვიცნობ სერამპორსა და კალკუტას,
მინადირია მათ გარშემო ორმოცდაათი მილის მანძილზე და არ მინა-
ხავს არც ერთი ისეთი სახლი, როგორზეც თქვენ ყვებით. რომ დარწმუნ-
დეთ ჩემს სიმართლეში, ჩაიცვით და წამომყევით, მოვიაროთ აქაურო-
ბა მანქანით... დაღამებამდე კიდევ სამი-ოთხი საათი გვაქვს...
მე, ვან მანენმა და ბოგდანოვმა გაოგნებულებმა გადავხედეთ ერ-
თმანეთს. იქნებ მართლა ილუზიის მსხვერპლნი ვართ?! მაგრამ ძალი-
ან კარგად გვახსოვდა ყველაფერი, რა მშვიდად გავატარეთ წინა სა-
ღამო. არც ერთს დაგვილევია ზომაზე მეტი ვისკი და საეჭვოც აქ არა-

134
ფერია, ნამდვილად ვესაუბრეთ ნილამვარა დასას. ვან მანენი პირვე-
ლი წამოხტა საწოლიდან დიდი მონდომებით.
– აბა, წავიდეთ! – მაგრამ, შენი მანქანით წავიდეთ, – უთხრა ბაჯას,
– რადგან იმ ვირს დავახრჩობ, თუ კიდევ ერთხელ ვნახავ. ამბობს, ფეხი
არ მომიცვლია აქედანო...
– ეს არის, რაც მაინტრიგებს ყველაზე მეტად, – თქვა ბაჯამ, –
ვთქვათ და მაგარი ნასვამები იყავით, რასაც გარწმუნებთ არ ვამტკი-
ცებ, არ მესმის, როგორ მოხვდით ჯუნგლებში ისე, რომ ვერც მძღოლმა
გნახათ და ვერც რომელიმე მოსამსახურემ. ისინი ხომ ირწმუნებიან, არ
გვძინებია, თქვენს ბრძანებებს ველოდებოდითო.
– მაშინ, როგორ ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენი ოთახები ცარიელი იყო?!
– იკითხა ვან მანენმა. – ვინ ჩააქრო ლამპები?! ნუთუ დილამდე არავინ
შესულა, ჩაის ან რამეს ხომ არ ინებებთო?!
ბაჯა ვან მანენის შეკითხვებმა ჩააფიქრა, ააფორიაქა. უეჭველია,
მძღოლმა და მოსამსახურეებმა იციან რაღაც და საკმაოდ უცნაურია,
რომ ასე ეშმაკურად ცდილობენ ამის დამალვას.
– ამათ მე თვითონ დავკითხავ მოგვიანებით, – თქვა მან, – ახლა კი
დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს არც გზა, არც სახლი და არც ადამია-
ნები, რომლებზეც ყვებით.
სასწრაფოდ დავიწყეთ ჩაცმა. როდესაც ჩავიხედე სარკეში, შემე-
შინდა – ისეთი წაშლილი და დაღლილი სახე მქონდა. მთელი ჩემი გა-
რეგნობა დანგრეული იყო, თითქოს უმძიმესი ავადმყოფობა გადამეტა-
ნოს. მანქანისკენ რომ ჩავდიოდით, დავინახე ხალხით სავსე ეზო. ყვე-
ლა მოსამსახურე და კიდევ რამდენიმე სერამპორისკენ მიმავალი
გლეხი ჩვენ სანახავად შეკრებილიყვნენ. სანამ სალაპარაკოდ ყველა-
ნი ბაჯას მანქანაში ჩავსხდებოდით, ვან მანენს ვუთხარი:
– ერთი რამ დაგვავიწყდა გვეთქვა, გუშინ საღამოს ისევ სურენ ბო-
სეს რომ შევხვდით ტყის პირას.
ამ დეტალმა ბაჯაზე განსაცვიფრებელი ეფექტი მოახდინა. თვალე-
ბით გაგვბურღა, აქამდე რატომ არაფერი თქვით ამის შესახებო.
– ჰოო, ახლა კი შესაძლოა, არც ისე მარტივად იყოს საქმე, – ჩაიჩურ-
ჩულა მან.

135
ვკითხე, ამით რისი თქმა გსურთ-მეთქი, მაგრამ მან მხოლოდ რა-
ღაც ჩაიბუტბუტა. მანქანის ძრავის ხმაურში მაინც ვერ გავიგონებდი,
ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ეტყობა რაღაცაზე ფიქრობდა, რის შესახე-
ბაც ლაპარაკი არ უნდოდა...
VIII
მანქანაში ბოგდანოვს ადენში საგანგებოდ შეკვეთილი თავისი სი-
გარეტი ვთხოვე. მანქანის დაძვრისას, პირველივე ნაფაზზე – სასწაუ-
ლებრივად ზუსტად გამახსენდა წინა საღამოს მოწეული სიგარეტი... იმ
წამს გამიელვა ფიქრმა, რომ იმის მიხედვით, რამდენი დრო მოვანდო-
მე სიგარეტის მოწევას, შემიძლია დავადგინო, როდის მივხვდით, რომ
აგვებნა გზა. ამ დეტალის თაობაზე ბაჯას ვუთხარი, მაგრამ მან მხო-
ლოდ თავი დამიქნია. ვან მანენი ხშირად იყურებოდა უკან, აინტერე-
სებდა ბუნგალოდან სხვა გზით ხომ არ წავედით. მაგრამ უნდა ეღიარე-
ბინა ის, რაც მისთვის ბევრჯერ უთქვამთ: ბუნგალოსთან მთავრდება
სამანქანო გზა, რომელიც მხოლოდ ტბამდე გრძელდებოდა საურმე
გზით.
ამჯერად, მანქანა საკმაოდ ნელა მოძრაობდა. ვათვალიერებდით
ჩვენთვის ნაცნობ პეიზაჟს, რომელიც ბევრჯერ დაგვითვალიერებია და
რომელიც საერთოდ არ ჰგავდა იმას, რომელიც წუხელ ვნახეთ. ტყე
მხოლოდ შორს კალკუტის გზის გასწვრივ ჩანდა, იქ, სადაც ერთ-ერთ
კარგად ამოსაცნობ ადგილას გუშინ შეგვხვდა სურენ ბოსე. ხოლო, ბუნ-
გალოსკენ მიმავალ გზაზე ძალიან მეჩხერი და შერეული ტყე იყო.
მანქანის სარკმლიდან იმდენხანს ვათვალიერეთ გარემო, სანამ
არ გავედით გზატკეცილზე, სიგარეტი ჯერაც არ მქონდა ბოლომდე მო-
წეული. როდესაც ეს ყველაფერი მოვყევი, ბაჯამ მძღოლს მიმართა,
მანქანა მოებრუნებინა და უფრო დაბალი სიჩქარით ევლო.
– გახსოვს ის ადგილი, სადაც დღეს დილით გაგეღვიძა? – მკითხა
ვან მანენმა.
მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მალე ვიპოვე ის ადგი-
ლი. ის იყო დაახლოებით ხუთასი მეტრით დაშორებული ბუნგალოსკენ
მიმავალი გზიდან ტყის მიმართულებით. ყველანი გადმოვედით მანქა-

136
ნიდან და გავემართეთ იქითკენ. ადგილზე მისვლისას ის ხეც ვიცანი,
რომელზეც ძალაგამოცლილი ვიყავი მიყრდნობილი.
– ამ ადგილზე გიპოვეთ ორივენი, – ვუთხარი ვან მანენს და ბოგდა-
ნოვს, – მგონი იქიდან მოვედით. – ტყისკენ გავიშვირე ხელი.
– მაშინ ყველაფერი ადვილი გასაგებია, – თქვა ბაჯამ, – საკმარისია
მხოლოდ ვიპოვოთ თქვენი ნაკვალევები.
მართლაც რომ ასეა. გამოცდილ ადამიანს არ გაუჭირდებოდა გამ-
ხმარ ფოთლებზე ევროპული მძიმე ფეხსაცმლის კვალი ეპოვა. ბაჯას
მძღოლი, რომელსაც, როგორც ჩანდა, ეს კვლევა განსაკუთრებით აინ-
ტერესებდა, გაჰყვა ჩვენს ნაფეხურებს. ასე იარა დაახლოებით ორმოც-
დაათი მეტრი, მერე ნაფეხურები ტყიდან გაშლილ ადგილას გავიდა
და გაქრა. აღარ ვიცოდით რა გვეფიქრა, რაღაც არ გვახსოვდა მინდო-
რი გაგვევლო, გარდა ნილამვარას სახლის წინ მცირე გაშლილი ადგი-
ლისა, რომელიც სამივე მხრიდან ტყით იყო გარშემორტყმული.
– სხვა აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ უნდა შევიდეთ
ტყეში, – თქვა ბაჯამ. – ძალიან კარგად ვიცნობ ტყეს, ბევრჯერ ვყო-
ფილვარ იქ. გარწმუნებთ, ერთ სახლსაც ვერ ნახავთ იქ. ყურადღებით
იყავით, გველებს უფრთხილდით...
– კი მაგრამ, წუხელ მთელი ღამე შუაგულ ჯუნგლებში ვიარეთ და
არაფერი მოგვსვლია, – თქვა ვან მანენმა.
– იმ ტყეში, სადაც თქვენ იარეთ, გველები დიდი ხანია აღარ იკბი-
ნებიან, – იდუმალად ჟღერდა ბაჯას პასუხები.
დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ და პატარა ქოხიც ვერ ვიპო-
ვეთ. ვან მანენს დაღლა დაეტყო.
– თუ გნებავთ, შეგვიძლია გავაგრძელოთ, – თქვა ბაჯამ, – მაგრამ
ეს ტყე გადაჭიმულია რამდენიმე მილზე.
– არ ღირს დაღლად, – თქვა ბოგდანოვმა, – ვგრძნობ, ეს არ არის ის
ტყე, სადაც წუხელ ვიარეთ.
– აბა, სხვა ტყე არ არსებობს, – შეაწყვეტინა ბაჯამ.
იმედგაცრუებულები წამოვედით უკან. ვან მანენი გაკვირვებული
იხედებოდა აქეთ-იქით, ჩანდა, არ სჯეროდა საკუთარი თვალების.

137
– იქნებ წუხელ გაუცნობიერებლად, შემოვუარეთ სერამპორს და აღ-
მოვჩნდით მის ჩრდილოეთ მხარეს? – იკითხა მან.
ბაჯამ აუჩქარა ნაბიჯს და მოუბრუნებლად უპასუხა:
– წავედით სერამპორში!...
მანქანით სულ რაღაცა ათ წუთში მივედით. მაგრამ მალევე მივ-
ხვდით, რომ როგორც არ უნდა აგვბნეოდა გზა, სერამპორს ვერ შემო-
ვუვლიდით ისე, რომ არ გავსულიყავით კალკუტის ასფალტიან გზატ-
კეცილზე.
– შევუაროთ ჩატერჯის, – თქვა ბაჯამ, – იქნებ მან გაგვარკვიოს...
ბაჯას, რომელიც ამქვეყნად ლამის ყველას იცნობდა, სერამპორ-
შიც ჰყავდა მეგობარი, ქალაქის განაპირას მცხოვრები, ჯუთით მოვაჭ-
რე ვინმე ჩატერჯი. ის შინ დაგვხდა.
– იმ სახლსა და ადამიანებზე ისე ჰკითხეთ, სასხვათაშორისოდ, რა-
ღაც-რაღაცები გვსმენიაო, –
გაგვაფრთხილა ბაჯამ. – არ იფიქროს ჩატერჯიმ, ეს რა სისულელე
დაგსიზმრებიათ, ან მასხრად იგდებთ მას...
ჩატერჯიმ ბევრი რამ იცოდა, თუმცა ჯუნგლების შუაგულში მსგავსი
სახლის შესახებ არც მას გაუგონია. მაგრამ, როდესაც ვან მანენმა მო-
უყვა ნილამვარა დასას და მისი ქალიშვილის თუ ცოლის, ლილას შესა-
ხებ, რომელიც ერთ ღამეს ძალზე საიდუმლო ვითარებაში მოკლეს, ის
ფართოდ გახელილი თვალებით მოგვაშტერდა.
– ვინ მოგიყვათ ამის შესახებ? – გვკითხა აღელვებულმა.
– ერთი მეგობარი გვიმტკიცებს, რომ პირადად ესაუბრა ნილამვა-
რას ზუსტად იმ ღამეს, როდესაც მოკლეს გოგო, – იცრუა ვან მანენმა.
– კი მაგრამ, რასაც ყვებით, ეს მოხდა, დაახლოებით, ას ორმოცდაა-
თი წლის წინ! – გაიკვირვა ჩატერჯიმ. – ნილამვარა დასა ეკუთვნოდა
ბენგალში ვიშნუს მიმდევართა ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ
ოჯახს და მისი ახალგაზრდა ცოლი, ლილა მოკლა მუსლიმთა ბანდის
მეთაურმა. მას შეუყვარდა ლილა და უნდოდა მისი მოტაცება. ეს ამბა-
ვი დიდი ხანია ლეგენდად არის ქცეული.
– შემთხვევით, ხომ არ იცი, სად ცხოვრობდა ეს დასა? – იკითხა ბა-
ჯამ.

138
– მისი სახლი დიდი ხანია ინდუსების სხვა მდიდრულ სახლებთან
ერთად გაანადგურეს, დაახლოებით 1810 წელს, – უპასუხა ჩატერჯიმ, –
მაგრამ სადღაც სერამპორთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ის იყო ძალი-
ან მდიდარი ადამიანი და ბევრი სახლი ჰქონდა. მისი ცოლი მოიტაცეს,
როდესაც იგი საზაფხულო რეზიდენციაში ბრუნდებოდა მხოლოდ რამ-
დენიმე თანმხლებთან ერთად. ამბობენ, რომ ერთ-ერთმა თანმხლებმა
მოახერხა გაქცევა და აცნობა დასას. ის დაედევნა, მაგრამ მიახლოე-
ბისას ყაჩაღმა მოკლა მისი ცოლი.
გაოცებული ვუყურებდით ერთმანეთს. ბაჯამ ჰკითხა, თუ არსებობს
ჩვენს დროში ვინმე სხვა ნილამვარა დასა ამ შემოგარენშიო.
– არა მგონია, არსებობდეს ვინმე ამ გვარისა, – გვიპასუხა ჩატერ-
ჯიმ, – ეს იყო ძალიან კეთილშობილი საგვარეულო, რომელიც გაქრა
წინა საუკუნის დასაწყისში. თანაც, ახლა აღარავის არქმევენ დასას;
თანამედროვე სახელი არის – დას.
ჩატერჯი დადუმდა და გაკვირვებულმა შემოგვხედა, ეს ამბავი ასე
რატომ გაღელვებთო.
– თქვენმა მეგობარმა, ალბათ გაიგო ნილამვარას ამბავი, რომე-
ლიც ძალიან ცნობილია ამ მხარეში, – დაარღვია დუმილი ჩატერჯიმ, –
რადგან, დღემდე ცოცხალია ეს ამბავი, თუმცა უფრო მეტად ლეგენდის
სახით. არსებობს ბევრი ბალადა, სადაც მოთხრობილია ახალგაზრდა
ლამაზი ლილას გატაცებასა და მკვლელობაზე.
ვან მანენი წამოდგა სკამიდან და მიუახლოვდა ბაჯას.
– წავიდეთ! ვკვდები, ისე დავიღალე.
დავემშვიდობეთ ჩატერჯის და გავემგზავრეთ პირდაპირ კალკუტა-
ში. ნამდვილად ძალიან დაღლილები ვიყავით. რამდენიმე ხანი ხმას
არ ვიღებდით. ბოლოს, ვან მანენი მიუბრუნდა ბაჯას და უთხრა:
– იმედია გესმის, რატომ არ უნდა უამბო ეს ამბავი ვინმეს...
ფიქრებში წასულმა ბაჯამ თავი დაიქნია.
– როგორც ამბობენ, დემონური ჰალუცინაციის მსხვერპლნი ვიყა-
ვით, – ჩაიჩურჩულა ბოგდანოვმა.
– მხოლოდ ჰალუცინაცია რომ ყოფილიყო... – შეაწყვეტინა მას ბა-
ჯამ.

139
ისევ გავჩუმდით. ერთმანეთს არ ვუყურებდით
– არ მესმის, რაში დაჭირდა სურენ ბოსეს, რომ ჩავეგდეთ ასეთ გან-
საცდელში, – თქვა ვან მანენმა. – ამიერიდან გამიჭირდება მისთვის ხე-
ლის ჩამორთმევა...
– იქნებ, ჩვენდა უნებლიეთ მოვხვდით იქ, სადაც არ იყო საჭირო, –
მეც აზრი გამოვთქვი.
– ნებისმიერ შემთხვევაში, – მითხრა ვან მანენმა, – რაც მოხდა, ჩვენ
შორის უნდა დარჩეს. თუ შეხვდებით ბოსეს მოიქეცით ისე, თითქოს
არაფერი მომხდარა...
IX
არცერთი აღარ დავბრუნებულვართ სერამპორში. ბოგდანოვი კარ-
გა ხნით ჩაწვა ლოგინში ციებ-ცხელებიანი, ვან მანენი დადიოდა დაღ-
ვრემილი, ხოლო ბაჯამ უარი თქვა თავისუფალი დღეების თავის ბუნ-
გალოში გატარებაზე. მალე გავიგეთ, რომ მან ბუნგალო ძალიან ია-
ფად გაყიდა.
გარკვეული გარემოებების გამო, რომელიც არ უკავშირდება ამ ის-
ტორიას, მოულოდნელად იძულებული გავხდი დამეტოვებინა კალკუ-
ტა და მეძებნა სიმშვიდე დასავლეთ ჰიმალაის ერთ-ერთ მონასტერში,
ჰარდვარის რეგიონში. სერამპორში მომხდარი ამბის შემდეგ სურენ
ბოსე ერთადერთხელ შემხვდა. იმ მომენტში ფერი წამივიდა, მაგრამ
მასთან ლაპარაკს ვერ მოვერიდე. საკმაოდ მონოტონური საუბარი
შედგა, როგორც ყოველთვის, შემეკითხა სწავლის საქმე როგორ მიდი-
სო, მეც ზერელედ ვპასუხობდი. მან მაინც ვერ შეიკავა თავი, მწარე სიტ-
ყვა რომ არ ეთქვა ვან მანენზე.
– ჩვენი მოხუცი მეგობარი ბენგალის კლიმატისთვის მეტისმეტად
ბევრს სვამს, – თქვა მან მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეს ცილისწამე-
ბა იყო.
არ ვიცოდი რა მეპასუხა, რადგან პირობა მქონდა დადებული, არა-
ვისთან, განსაკუთრებით სურენ ბოსესთან არ მელაპარაკა სერამპორ-
ში მომხდარი ამბის შესახებ.
მაგრამ, ჰიმალაიში ჩემი ყოფნის მრავალი თვის შემდეგ, რიშიკეშ-
ში, მე მაინც დავარღვიე ჩემი სიტყვა და ამ უცნაური ამბის შესახებ მო-

140
ვუყევი სვამი შივანანდას, ადამიანს, ვისთანაც ყველაზე ახლო ურთი-
ერთობა მქონდა მთელ მონასტერში. ძნელი იყო არ მომეყოლა, რად-
გან ეს ადამიანი მრავალი წლის წინ თვითონაც მისდევდა ტანტრას და
ვიმედოვნებდი მისგან გამეგო ბევრი საიდუმლოს ახსნა, რომელთა
შეცნობაც ჩემს მოუმწიფებელ გონებას თავად არ შეეძლო. სვამი შივა-
ნანდა, საერთოდ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. წარსულში ექიმი
ყოფილა სინგაპურში, იყო დაოჯახებული და ჰყავდა ორი შვილი და
ერთხელაც – როგორც თვითონ ამბობდა – მიატოვა ყველაფერი და წა-
ვიდა ჰიმალაის მონასტერში ცხონების საძებნელად. ოდესმე შეიძლე-
ბა აღვწერო კიდევაც ნამდვილად საოცარი ცხოვრება ამ ასკეტი ექიმი-
სა, რომელმაც ფეხით გაიარა მთელი ინდოეთი, მონაწილეობდა ყვე-
ლა სექტის რელიგიურ დღესასწაულში და საკუთარი სულის სიმშვიდის
ძიებაში შეისწავლა ყველა ფილოსოფია. მან ეს სიმშვიდე ჰპოვა გან-
გის პირას ერთ ქოხში, რიშიკეშში, სადაც დაფუძნებულიყო უკვე შვიდი
წლის წინ ჩემს იქ მისვლამდე. თუმცა, მის შემთხვევაში დაფუძნებას
ვერ ვიტყვით ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან წელი-
წადში ექვს თვეს გზაში ატარებდა: ხან ბჰადრინატის თოვლიან მთებში
ადიოდა, ხან კი პონდიჩერისა ან რამეშვარამისკენ ჩადიოდა.
ერთ საღამოს, როდესაც ერთად ვსეირნობდით მდინარის პირას და
გვერდს ვუვლიდით ჩრდილოეთ რიშიკეშის მთებიდან ჩამოგორებულ
ლოდებს, მოვუყევი იმ ამბის შესახებ, რომლის მონაწილე, უნებურად
მეც ვიყავი. როგორც ყოველთვის, ნავახშმევს ვესტუმრე მას ქოხში და
წავედით ლაკშმანჯულას მიმართულებით, ისე რომ წყალთან რაც შე-
იძლება ახლოს ვყოფილიყავით. მას მერე, რაც მოისმინა ჩემი ამბავი,
გაღიმებული მომიბრუნდა და მკითხა:
– რაიმე ხელჩასაჭიდი თუ გაქვს ამ საოცრების ასახსნელად?
მე ვუპასუხე: ბევრჯერ შევეცადე ამეხსნა რა მოხდა, მაგრამ ამაოდ.
ერთ რამეში კი ვიყავი დარწმუნებული:
ის, რაც შეგვემთხვა, მოხდა იმის გამო, რომ უნებლიეთ ძალიან ახ-
ლოს აღმოვჩნდით იმ ადგილთან, სადაც სურენ ბოსე იმ ღამეს რომე-
ლიღაც საიდუმლო რიტუალს ატარებდა-მეთქი.

141
– თუმცა, არ მესმის, – განვაგრძობდი მე, – ჩვენ იქ ვიყავით ბაჯას
ბუნგალოში, ის კი შორს ატარებდა იმ საშინელ რიტუალს. როგორ უნდა
შეგვეშალა ხელი. შეიძლება ამ რიტუალისთვის საჭიროა ვრცელი საკ-
რალური სივრცე, შეიძლება ამ დროს თავისუფლდება განსაკუთრებუ-
ლი მაგიური ძალები, რომლებიც მოიცავენ რაღაც უაღრესად საშინელ-
სა და უზნეოსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანით მოძრაობისას, ან
შევედით რიტუალის ჩატარების ზონაში, ან მას ძალიან მივუახლოვ-
დით; ან საერთოდ არ გვიმგზავრია, როგორც ამტკიცებდნენ მძღოლი
და ბუნგალოს დანარჩენი მოსამსახურეები. ფაქტია, რომ ამა თუ იმ
ფორმით, ჩვენ შევიჭერით სურენ ბოსეს მედიტაციის პროცესში. და ამი-
ტომ, რომ არ შეგვეშალა მისთვის ხელი, ბოსემ თავისი ოკულტური ძა-
ლებით გადაგვისროლა სხვა სივრცესა და დროში, სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, მოახდინა ჩვენი პროექცია ას ორმოცდაათი წლის წინ სე-
რამპორის მახლობლად მომხდარ ამბავში და პრაქტიკულად დასას
ახალგაზრდა ცოლის მკვლელობის მოწმეები გავხდით...
მომეჩვენა, რომ სვამი შივანანდა ოდნავ იღიმებოდა.
– მგონი, მსგავსი რამ შესაძლებელია, – განვაგრძე მე, – ვფიქრობ,
რომ პიროვნებას, რომელიც ფლობს გარკვეულ ოკულტურ ძალებს, შე-
უძლია მოგწყვიტოს აწმყოს, გააუქმოს შენი ამჟამინდელი მდგომარეო-
ბა და გადაგიყვანოს სამყაროს ნებისმიერ წერტილში. მაგრამ, ის რაც
მაკვირვებს, არის ერთი სულ სხვა დეტალი...
სვამი შივანანდას გაეცინა:
– ნუთუ მხოლოდ ერთი დეტალი გაკვირვებს მთელ ამ ისტორიაში,
რომელიც მომიყევი?!
– გულწრფელი რომ ვიყო, – ვაღიარე მე, – არის ბევრი მეორეხარის-
ხოვანი დეტალი, რომელიც არ მესმის. მაგალითად, არ ვიცი, ნამდვი-
ლად გავემგზავრეთ მანქანით, თუ თავიდანვე ილუზიაში ვიმყოფებო-
დით ბუნგალოს დატოვებამდე. თუ მართლა გავემგზავრეთ, მაშინ, ვერ
ვხვდები, რა მომენტში შეგვიპყრო ჯადომ; ალბათ გამგზავრებიდან
რამდენიმე წუთშივე, როცა მივუახლოვდით ბოსეს მედიტაციის საკრა-
ლურ ზონას. ამ შემთხვევაში, რა დაემართა მძღოლს? ისიც მოჯადოე-
ბული იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მერე მოვიდა გონს,

142
დაინახა, რომ აღარ ვართ მანქანაში, დაბრუნდა ბუნგალოში და პირი
შეკრა სხვა მოსამსახურეებთან, რომ ვითომ არც გავმგზავრებულვართ
ან, ასეთ მოჯადოებულ მდგომარეობაშივე გაუცნობიერებლად დაბ-
რუნდა ბუნგალოში და გამოვიდა ამ მდგომარეობიდან ისე, რომ არც
არაფერი ახსოვდა?! ეს პირველი ჰიპოთეზის ვარიანტებია, თუ რეალუ-
რად გავემგზავრეთ ბაჯას ბუნგალოდან. მაგრამ, მე ვიფიქრე მეორე ჰი-
პოთეზაზეც: თუ საერთოდ არ წავსულვართ და თავიდანვე გვქონდა
ილუზია, ვითომ გავემგზავრეთ მანქანით, რომ ჯადომ შეგვიპყრო ჯერ
კიდევ ბუნგალოში ყოფნისას. მე ასე ვიფიქრე: ან, ბოსემ იგრძნო ჩვენი
მიახლოება და იმისათვის რომ მოვეცილებინეთ მის
საშინელ რიტუალის ადგილს, მოგვაჯადოვა; ან, ამ საიდუმლო რი-
ტუალის ჩატარებისას თავისით გამოთავისუფლდა ისეთი ძალები,
რომლებმაც, ბოსეს უნებურად, გადაგვისროლეს სხვა დროსა და სივ-
რცეში. ანუ, არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ აღმოვჩნდით მაგიუ-
რი ძალების ზემოქმედების ქვეშ ჯერ კიდე მანქანაში ჩასხდომამდე.
მაგრამ, ამ შემთხვევაში, როგორ გავიგო, ამ ძალამ რატომ არ იმოქმე-
და სხვებზე – მოსამსახურეებზე? როგორ განვმარტო ის ფაქტი, მანქა-
ნაში ჩაჯდომიდან დიდი ხნის შემდეგ სიგარეტის მოკიდებისას ვეღარ
ვიცანი პეიზაჟი და რაღაც უცნაური ვიგრძენი?! როგორ გავედით ბუნ-
გალოდან?! რადგან ეჭვს გარეშეა, რომ ჯუნგლებში სიარულისას გზა
აგვებნა და გზიდან დავბრუნდით მტვრიანები, დასვრილები და დახე-
ულტანსაცმლიანები. ყველაზე კარგი მტკიცებულება არის ჩვენი ნაკვა-
ლევები, რომლებიც მეორე დღეს იპოვა ბაჯას მძღოლმა. მაგრამ, ეს
ნაკვალევებიც ძალიან მაბნევს; ისინი ტყეში კი არ შედის, როგორც წე-
სით უნდა ყოფილიყო, არამედ იკარგება მინდორში მაშინ, როდესაც
ჩვენ არ გვახსოვს გაგვევლო რომელიმე გაშლილი ადგილი გარდა
იმისა, რაც იყო ნილამვარა დასას სახლის წინ...
სვამი შივანანდა დიდი ყურადღებით მისმენდა ისე, რომ მის სახეს
არ სცილდებოდა ნათელი და მომთმენი ღიმილი.
– ასეა თუ ისე, აზროვნებ როგორც ნამდვილი დეტექტივი, – ისევ სი-
ცილით მითხრა მან.

143
– ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ სასწაულის ჩემეული საგანგებო, სპე-
ციალური თეორია გამაჩნია, – ვუპასუხე მე, – ხოლო, სერამპორში მომ-
ხდარი ამბავი იყო არა სასწაული, არამედ დაბალი და დემონური ბუ-
ნების მაგიური ძალების თამაში.
– ტანტრა არ სცნობს ზნეობრივ საზომებს მაგიურ ძალებში, რომ-
ლებზეც ლაპარაკობ, – შემაწყვეტინა მან. – ამ შინაარსით ის ემსგავსე-
ბა თქვენს ფიზიკას, ევროპულ წარმოდგენებს ძალის ობიექტური ხა-
სიათის შესახებ.
ჩემი სურვილი იყო გამეგო მისგან მომხდარი ამბის ახსნა და სულ
არ ვიყავი განწყობილი მესმინა ტანტრასა და ევროპულ მეცნიერებას
შორის მსგავსებებზე და განსხვავებებზე. ასე რომ, შევაწყვეტინე მას
სიტყვა:
– ნებისმიერ შემთხვევაში – გავემგზავრეთ თუ არა ბუნგალოდან –
ეს არ არის ის, რაც ყველაზე მეტად მაკვირვებს, ეს ის დეტალია, რო-
მელზეც წეღან მინდოდა მეთქვა შენთვის და რომელსაც ახლა გეტყვი.
ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ სხვა დროსა და სივრცეში აღმოვ-
ჩნდით და ასორმოცდაათი წლის წინ იმ ადგილებში მომხდარი მკვლე-
ლობის მოწმეები გავხდით. ტყე, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო იმდროინ-
დელი, დიდ და ბებერხეებიანი, რომლებიც, უეჭველია გასულ საუკუნე-
ში გაჩეხეს. როგორც გავიგე, ნილამვარას სახლიც XVIII საუკუნეში აშენ-
და, ეს იყო სერამპორთან ახლოს მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერ-
თი ვილა, რომელიც ასევე დროთა განმავლობაში განადგურდა. ადა-
მიანები, რომლებიც ტოტებისგან შეკრულ
საკაცეთი მოასვენებდნენ ახალგაზრდა ლილას ცხედარს, ჩაცმუ-
ლები იყვნენ XVIII საუკუნის ყაიდაზე: დოლბანდებით თავწაკრულებს
ფართო შარვლები ეცვათ. დღეს ბენგალში ასე აღარ აცვიათ. ეს ყვე-
ლაფერი ძალიან კარგად მესმის. და არ გამიკვირდებოდა ჩვენ სამნი
აღმოვჩენილიყავით მოწმენი ლილას მკვლელობის და დასას ოჯახის
გლოვისა. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ გავიგონეთ ახალგაზრდა ქალის ყვი-
რილი და მიუხედავად იმისა, რომ ვირბინეთ ყველა მხარეს, ვერავინ
ვნახეთ, ვერც ქალი და ვერც მისი გამტაცებლები. შემდეგ, იქ სადაც უკ-
ვე არაფერი მესმის, ეს არის ჩვენი ყოფნა დასას სახლში. როგორც წე-

144
ღან ვამბობდი, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ მხოლოდ ას ორმოც-
დაათი წლის წინანდელ გლოვას დავსწრებოდით და მეტს არაფერს.
მაგრამ, იქ მხოლოდ ას ორმოცდაათი წლის წინანდელი ამბავი კი არ
გამეორდა, არამედ, მოხდა ახალი მოვლენები, რომლის მიზეზიც გახ-
და ჩვენი იქ ყოფნა. კერძოდ, ჩვენ ვესაუბრეთ დასას და მან გაგვცა პა-
სუხი. ბოგდანოვსაც უპასუხა, რომ არ ესმოდა ინგლისური. ეს ფაქტები
არ მომხდარა ას ორმოცდაათი წლის წინ. მაშასადამე, ჩვენ მხოლოდ
კი არ დავესწარით დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს, არამედ შევიჭე-
რით მასში და შევცვალეთ ის ჩვენი იქ ყოფნით, რაც აღქმული იყო იქ
მონაწილე პირების მიერ, და ჩვენი კითხვებით, რომლებზეც ისინი
სცემდნენ პასუხებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ორივე პერსო-
ნაჟი – მოხუცი მოსამსახურე და ნილამვარა – მოგვეჩვენა, რომ არაბუ-
ნებრივად შებოჭილები მოძრაობდნენ. ჩატერჯისგან რომ გამეგო ეს
ორი ადამიანი გარდაიცვალა იმავე ღამეს, როდესაც ლილა მოკლეს,
დავასკვნიდი, რომ ჩვენ დავინახეთ მათი სპექტრალური სხეულები
გარდაცვალების მომენტში. მაგრამ, დასამ კიდევ გარკვეული ხანი
იცოცხლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და იგივე შეიძლება ვივა-
რაუდოთ მის მოსამსახურეზეც. მაშასადამე, სხეულები, რომელიც ჩვენ
ვნახეთ იმ ღამეს, არ იყო ის სხეულები, რომლებიც მათ ჰქონდათ გარ-
დაცვალების მომენტში, მრავალი წლის შემდეგ. მაშინ, როგორ გან-
ვმარტო მათი მოძრაობების შებოჭილობა? ეპიზოდი, რომელსაც ჩვენ
შევესწარით – ლილას მკვლელობა – არ გულისხმობდა, რომ მათაც შე-
ეხებოდა ცხედრისეული გაშეშება. მაშასადამე, ეს არ იყო ას ორმოც-
დაათი წლის წინანდელი ამბის ზუსტი გამეორება ჩვენი თანდასწრე-
ბით, არამედ მოვლენის გამეორება, რომელიც ჩვენ შევცვალეთ, – აი ეს
უკვე სცდება ყველანაირი ადამიანური გაგების საზღვარს; რადგან, თუ
ჩემი გონება ეთანხმება იმ ჰიპოთეზას, რომ რაღაც უცნობი ძალების შე-
დეგად შემიძლია გავცდე დროს და გავხდე მოწმე წარსულში მომხდა-
რი მოვლენისა, იგივე გონება არ ეთანხმება, რომ შესაძლებელია შევ-
ცვალო იმ მოვლენის სტრუქტურა და გარეგნული სახე. ვეთანხმები ჰი-
პოთეზას, რომ შეიძლება გავხდე მოწმე ვატერლოოს ბრძოლისა, მაგ-

145
რამ ვერ ვეთანხმები იმას, რომ შეიძლება დავესწრო ვატერლოოს
ბრძოლას, სადაც ნაპოლეონი იმარჯვებს...
სვამი შივანანდამ გაიცინა და მკლავზე მომკიდა ხელი.
– მთელი ეს შენი აზრის რაციონალური წყობა არის მშვენიერი, მაგ-
რამ სრულიად მცდარი, – მითხრა მან. – წამოდი, არ გინდა ცოტა გავი-
სეირნოთ? – მკითხა უცბად.
გავყევი, ჩვენ დავშორდით განგს და გავყევით ტყეში შემავალ ბი-
ლიკს.
– მცდარია იმიტომ, – განაგრძო მან, – რომ შენ რეალობის შეფასე-
ბას აძლევ მოვლენებს; არ აქვს
მნიშვნელობა, ეს მოვლენები წარსულისაა, აწმყოსი თუ მომავლის.
იცოდე, ჩვენს სამყაროში ერთი მოვლენაც კი არ არის რეალური, ჩემო
ძვირფასო. ყველაფერი, რაც ამ კოსმოსში ხდება, ილუზიაა. ლილას
სიკვდილიც, მისი ქმრის გლოვაც, თქვენი მასთან შეხვედრაც, ცოცხა-
ლი ადამიანები და მათი ჩრდილებიც, ეს ყველაფერი ილუზიაა. მოჩვე-
ნებების სამყაროში, სადაც ერთ საგანსაც კი არ გააჩნია სიმყარე და
მდგრადობა, არ გააჩნია საკუთარი რეალობა, ნებისმიერ პიროვნებას,
რომელიც ფლობს გარკვეულ ძალებს, რომლებსაც თქვენ ოკულტურს
ეძახით, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ცხადია,
არც ასეთი პიროვნება ქმნის რაიმე რეალურს, არამედ მხოლოდ მოჩ-
ვენებებით თამაშობს.
– არ მესმის, – ვაღიარე მე დაბნეულმა. – ყველა საგანი ამ სამყარო-
ში ილუზორულია, ამას ვეთანხმები, მაგრამ ამ ილუზიებსაც გააჩნია
თავისი კანონები, რომლებიც მათ ფაქტის სახეს აძლევენ.
– ილუზიები და მოჩვენებები ექვემდებარებიან კანონებს მხოლოდ
მისთვის, ვისაც სწამს ამ კანონების, – განაგრძო სვამი შივანანდამ. –
როგორც ჩანს, სურენ ბოსეს, და ალბათ არა მხოლოდ მას, არ სწამს კა-
ნონებისა, რომლებიც მართავენ ილუზიებისა და მოჩვენებების სამყა-
როს...
როცა დაინახა, რომ თვალები დავხარე და შემეტყო, რომ არ ვიყავი
დარწმუნებული მისი არგუმენტების სისწორეში, უფრო ძლიერად მომი-
ჭირა ხელი მკლავზე და მითხრა:

146
– წამოდი, აგიხსნი...
იმავე წამს ვიგრძენი, როგორ გამიხურდა სახე და სუნთქვა თით-
ქმის გამიჩერდა მკერდში. შევქანდი და უეჭველად დავეცემოდი, ძლი-
ერად რომ არ დავეჭირე სვამი შივანანდას. მეჩვენებოდა, თითქოს გა-
დავდიოდი სხვა სამყაროში. ჰიმალაის ღამის სიგრილე უცბად გაქრა
და ადგილი დაუთმო სამხრეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელ
ცხელ და ნესტიან ღამეს. ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა და შეშინე-
ბულმა ავიხედე მაღლა – აქამდე რომ მიწას ვიყავი ჩაშტერებული და
ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც ჩემ გარშემო დავინახე უზარმაზარი
ჯუნგლი. სვამი შივანანდა მაიძულებდა სწრაფად მევლო და არაფერს
მეუბნებოდა. უცბად, ვიცანი ადგილი: დავინახე მიტოვებული მაყლები,
რომლებშიც იწვოდა ნახშირი, და ჩვენ წინ შორიახლოს ნილამვარას
სახლი. სისხლი გამეყინა ძარღვებში, და მიუხედავად ჩემი მეგობრის
წინააღმდეგობისა, გამოვტაცე ჩემი მკლავი და დავეცი მის ფერხთით.
– ამას ვეღარ გადავიტან, სვამი! – დავიყვირე მე. – გამაღვიძე! ამას
მეორედ ვეღარ გადავიტან!...
აღარ ვიცი, მერე რა მოხდა. მეორე დღეს, როდესაც გავიღვიძე ჩემს
ქოხში, მზე დიდი ხნის ამოსული იყო და განგის მწვანე წყლები მომეჩ-
ვენა უზომოდ კეთილი, შეუდარებლად გამჭვირვალე და დამამშვიდე-
ბელი.
1940

147
პელერინა
I
შორიდანვე იცნო ის კაცი. ისევ ის პელერინა ჰქონდა მოსხმული,
ორი ერთნაირად გამოჭრილი ნაჭერი გამომწვევად იყო დაკერებული
მხრებზე ეპოლეტებივით. მაგრამ, პანტელიმონმა უკვე იცოდა, რომ
ეპოლეტებიანი პელერინები აღარავის ჰქონდა რუმინულ ჯარში.
– ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში, – დაარწმუნა იგი ულიერუმ. –
თუმცა, შეიძლება ეცვათ რაღაც ამდაგვარი შორეულ წარსულში, ფე-
ოდალურ ეპოქაში... – და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, განაგრძო: კარგი
იქნებოდა დაგვემტკიცებინა რომ ეს ნაჭრები ნამდვილად ეპოლეტე-
ბის ადგილებზეა დაკერებული, დააზუსტონ, როგორც წესია, თანამედ-
როვე სამეცნიერო მეთოდებით, მაშინ რა თქმა უნდა... პანტელიმონს
ინტერესით შეაცქერდა.
– დიდი ხანია იცნობ? – მე? საერთოდ არ ვიცნობ! წარმოდგენა არ
მაქვს ვინ არის, რა ჰქვია. თქვენ იმიტომ გითხარით, რომ თვალში მომ-
ხვდა მხრებზე დაკერებული ნაჭრები. ხომ გითხარით, დაკერებულია
ზუსტად იქ, სადაც შეიძლება ეპოლეტები იყო... – საეჭვოა, – შეაწყვეტი-
ნა მას ულიერუმ. – ეს რომ მეცნიერულად დამტკიცდეს, ძალიან მაგარი
იქნება. იმედია, გესმის რატომ?... პანტელიმონმა გაკვირვებულმა აი-
ჩეჩა მხრები. – არა, – თქვა მან, – არ მესმის. რატომ და ე.ი. პელერინა
უეჭველად მოპარულია. მოპარული სამხედრო ძალების მუზეუმიდან...
– ე.ი. ამბობ რომ არ იცნობ? – გაწელა შეკითხვა ჩაფიქრებულმა. – ნა-
ნახი მყავს ორჯერ ან სამჯერ მატასარის გასტრონომიულ მაღაზიაში, ბ
შესასვლელში, ის გამოდიოდა, მე შევდიოდი. ძეხვის ყიდვა მინდოდა.
ამ ჯერზე პანტელიმონმა ნაბიჯი შეანელა, რომ უკეთ დაეთვალიე-
რებინა პელერინა. არ შემცდარა, ნაჭრები ზუსტად ეპოლეტების ადგი-
ლებსა და ზომაზე იყო დაკერებული. ალბათ მისმა ყურადღებიანმა
მზერამ, ან მისმა უნებლიე ღიმილმა გაათამამა პელერინიანი ბერიკა-
ცი, უცბად გაჩერდა და იკითხა:
– უკაცრავად, ხომ ვერ შემახსენებთ, რომელი წელია ახლა?
– ცხრამეტი მაისი, – ანგარიშმიუცემლად უპასუხა პანტელიმონმა.
148
– არა, თქვენ ვერ გამიგეთ. ცხრამეტი მაისი რომ არის, ვიცი. მე წე-
ლი გკითხეთ, რომელი წელია ახლა?
პანტელიმონმა ოდნავ უკან კედლისკენ დაიხია, რათა ბავშვიანი
ქალი გაეტარებინა.
– სამოცდაცხრა, – ჩაიდუდუნა პანტელიმონმა, – ათას ცხრაას სა-
მოცდაცხრა წლის ცხრამეტი მაისი.
– ასეც ვფიქრობდი! – შესძახა მოხუცმა. – შემიძლია ვთქვა, რომ
დარწმუნებულიც ვიყავი, ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელი. არადა, ზო-
გიერთები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. წარმოიდგინეთ არიან ადა-
მიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ახლა ათას ცხრაას სამოცდაექ-
ვსი წელია! არა მარტო ადამიანები, არამედ გაზეთებიც მაჩვენეს. დი-
დი ყურადღებით წავიკითხე. უნდა ვაღიარო, რომ ათას ცხრაას სამოც-
დაექვსი წლის მარტის, აპრილის და მაისის ნომრები იყო.
– ვერ გავიგე, – თქვა პანტელიმონმა დაბნეული ღიმილით.
– გთხოვთ, მერწმუნეთ, – განაგრძო მოხუცმა და გასაკვირი ახალ-
გაზრდული ჟესტით დაიბერტყა პელერინა, – მე სერიოზული და საღად
მოაზროვნე ადამიანი ვარ. მაგრამ, უნდა გითხრათ, ფაქტების, ანუ გა-
ზეთების წინაშე, თავი უნდა დავხარო...
– რა გაზეთები? – ვერაფერი გაიგო პანტელიმონმა.
– ჩვენი ყველაზე პოპულარული გაზეთი სკინტეია.[39] ყოველდღე
ვკითხულობ, დღესაც წავიკითხე დილის სკინტეია თავიდან ბოლომ-
დე.
– მერე, რა? – შეაწყვეტინა მას პანტელიმონმა ცოტა გაღიზიანე-
ბულმა, რადგან გამვლელები ჩერდებოდნენ და უსმენდნენ მათ. – მეც
წავიკითხე თავიდან ბოლომდე...
– კი, ბატონო, მაგრამ, ის გაზეთი, რომელზეც გელაპარაკებით, ამ-
ტკიცებს, რომ ახლა ათას ცხრაას სამოცდაექვსი წლის მაისია.
– ალბათ, ძველი ნომერი შეგხვდათ, – საუბარში ჩაერთო ერთი წარ-
ბებამდე ბერეტჩამოფხატული ახალგაზრდა კაცი.
– იცით რა... – პასუხის გაცემა დააპირა მოხუცმა, და პელერინა ისე
გადაიგდო უკან, თითქოს ყველა ნაოჭის თავმოყრა სურდა ზურგზე.

149
– რაზეა საუბარი? – ვიღაც სიგარეტიანი მამაკაცი პანტელიმონის-
კენ წავიდა.
– აი, აქ, ამხანაგი ამტკიცებს, რომ ახლა ათას ცხრაას სამოცდაექ-
ვსი წელია...
– უკაცრავად, ამხანაგო, მე ამას არ ვამტკიცებდი. მე მხოლოდ თავს
უფლება მივეცი მეკითხა, ახლა რომელი წელია-მეთქი. უფრო ზუსტად,
მინდოდა დავრწმუნებულვიყავი, რომ არ ვცდები და ახლა ათას ცხრა-
ას სამოცდაცხრა წელია, თუმცა...
– თუმცა რა? – კაცმა სიგარეტი გამოიღო პირიდან და ხმა რკინისე-
ბური გაუხდა. – თუმცა, ვიმეორებ, გაზეთი, რომელიც დღეს დილით წა-
ვიკითხე, ზუსტად ათას ცხრაას სამოცდაექვსი წლის ცხრამეტი მაისისა
იყო. ეს პირველი შემთხვევა არ არის. სამი დღის წინ, გასულ კვირას
ორჯერ და უფრო ადრეც, მთელი აპრილი ვღებულობდი ათას ცხრაას
სამოცდაექვსი წლის სკინტეიას.
– ხდება ხოლმე, – თქვა ვიღაცამ ხალხში. – ერთი მეგობარი მყავს
სლატინაში, იმანაც მაჩვენა რამდენიმე ძველი გაზეთი და მათ შორის
სკინტეიას ნომრები ყველა სამოცდაექვსი წლის იყო...
– პროვინციაა! – შეაწყვეტინა ვიღაცამ, – სლატინა ლამაზი ქალაქი
კი არის, მაგრამ, მაინც პროვინციაა...
ვიღაცებმა ჩაიქირქილეს. პანტელიმონმა ვიღაცის ხელი იგრძნო
მხარზე და მიბრუნდა. მოხუცი კაცი ისე უღიმოდა, თითქოს რაღაცის
თქმა უნდოდა.
– კარგი იქნებოდა, სასწრაფოდ გამგზავრებულიყავით სლატინაში,
– უთხრა მან. – შეიძლება კვლავ აღმოჩნდეთ 1966 წელში. და, მაშინ...
მაგრამ, რომ დაინახა პანტელიმონი როგორ შესცქეროდა და სიგა-
რეტს რა გაშმაგებით ქაჩავდა, მაშინვე დადუმდა.
– რა არ გასვენებთ?! – კბილებში გამოსცრა უცნობმა. – სისულელეს
თავი დაანებეთ და საქმეს მოკიდეთ ხელი...
II
ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც გასტრონომიდან გამოდიოდა,
ვიღაც კაცი კედელს გამოეყო და გაემართა პანტელიმონისკენ:
– პანტელიმონ, როდიდან იცნობ ზევედეის?

150
პანტელიმონმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და პარკი ერთი ხელი-
დან მეორეში გადაიტანა.
– არ ვიცნობ და არც ვიცოდი, რომ ზევედეი ჰქვია. სულ რაღაცა ორ-
ჯერ ან სამჯერ მყავს შემთხვევით ნანახი და ჩემი ყურადღება მიიქცია
ეპოლეტების ადგილზე დაკერებულმა ნაჭრებმა. ხოლო, ჩვენმა დი-
რექტორმა, ამხანაგმა ულიერუმ, თქვა, რომ რუმინულ ჯარში არ არსე-
ბობდა ეპოლეტებიანი მოსასხამები. ამიტომაა საეჭვოო... შეიძლება
ფეოდალური ხანის დროინდელიაო...
– შეეშვი ფეოდალურ ხანას, – შეაწყვეტინა უცნობმა. – შენ ის თქვი,
რატომაა საეჭვო?
– იმიტომ რომ, ასე თქვა ამხანაგმა ულიერუმ. თუ მეცნიერული სა-
შუალებებით დამტკიცდება, რომ ის საკერებლები დადებულია ეპოლე-
ტების ადგილზე, მაშინ პელერინა, უეჭველად, მოპარული იქნება სამ-
ხედრო ძალების მუზეუმიდან.
– შეეშვი ტყუილებს, – უცნობმა კაცმა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი
ამოიღო. – სამხედრო ძალების მუზეუმით ნუ მაბრუებ... შენ ის მითხარი,
როდიდან იცნობ ზევედეის?
პანტელიმონმა პარკი ჯერ მარცხენა ხელში გადაიტანა, მაგრამ მა-
ლევე დაძლია დაბნეულობა, მერე ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა და
კედელს მიეყრდნო.
– მე უკვე გითხარით. სულ რაღაცა ნახევარი საათის წინ გავიცანი.
მივდიოდი გასტრონომში ძეხვეულის საყიდლად, მან გამაჩერა და
მკითხა, უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, ახლა რომელი წელიაო, და მეც
ვუპასუხე...
პანტელიმონმა უცბად ასწია თავი და გაიღიმა.
– უცბად ვერც კი გავიგე, ვიფიქრე, თარიღზე მეკითხებოდა, ვუპასუ-
ხე, 19 მაისი-მეთქი. მაგრამ, შემაწყვეტინა: არაო, მითხრა, ვიცი, რომ 19
მაისია, მაგრამ, მე წელი მაინტერესებს, რომელი წელიაო ახლა...
– რომელი წელიაო... და არაფერი მოგეჩვენა საეჭვო? – გაიღიმა უც-
ნობმა.
პანტელიმონმა უფრო დაიხია კედლისკენ.
– ვიფიქრე, მთლად დალაგებული ჭკუის არ არის-მეთქი.

151
– ანუ, რისი თქმა გინდა? რომ რაღაც შეემთხვა? რაღაცა საეჭვო ამ-
ბავშია გახვეული და ამის გამოა ასეთი უცნაური?
– დაახლოებით მსგავსი რამ, მაგრამ... თქვენ ხომ გესმით რისი
თქმაც მინდა.
უცნობმა ჩაიღიმა და აუჩქარებლად მოუკიდა სიგარეტს.
– კი მაგრამ, რატომ ათას ცხრაას სამოცდაექვსი? – იკითხა უცბად
მკაცრად, წარბებშეკრულმა და თვალებდაწვრილებულმა. – არ მოგეჩ-
ვენა საეჭვოდ, რომ ზევედეიმ დააზუსტა ათას ცხრაას სამოცდაექვსიო,
და არა სხვა წელი, მაგალითად, ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი, ან
ათას ცხრაას სამოცი?
– არა, – აღიარა შეშინებულმა პანტელიმონმა. – აი, ახლა, თქვენ
რომ მითხარით, მეც მეჩვენება საეჭვოდ. პრინციპში, მართლაც, რატომ
ათას ცხრაას სამოცდაექვსი წელი?...
უცნობმა გაიცინა.
– ამხანაგო, სულელი ხომ არ გგონივარ?
პანტელიმონს სახე გაუფითრდა, გაღიმებას შეეცადა:
– მე? მე როგორ შემიძლია მეგონოთ ის... რასაც თქვენ ამბობთ?...
მე... – მაგრამ სწრაფად შეწყვიტა ლაპარაკი, რადგან დაინახა წარბე-
ბამდე ბერეტჩამოფხატული ახალგაზრდა კაცი მათკენ მორბოდა.
– სახლიდან გამოვიდა, – მძიმედ სუნთქავდა ბერეტიანი, – ხუთი წუ-
თის წინ გამოვიდა.
– მეცამეტე ნომრიდან?
– არა, მეცამეტე-ბის ნომრიდან.
– მაშასადამე, ისევ მოგატყუა, ხომ გეუბნებოდი, ცამეტი-ბის-მეთ-
ქი... მაგრამ, არა უშავს, ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელობა.
უცბად, მიუტრიალდა პანტელიმონს:
– საიდან იცოდი სამხედრო ძალების მუზეუმის შესახებ?
– მე?... არაფერი ვიცი...
– ამხანაგო პანტელიმონ, – კბილებში გამოსცრა უცნობმა კაცმა, –
მე ბუნებით კეთილი ადამიანი ვარ, მაგრამ...
პანტელიმონს შიშისგან მხრები ჩამოუვარდა და რომ არ წაქცეული-
ყო, კედელს მიეყრდნო.

152
– ჩვენმა უფროსმა, ადმინისტრაციის დირექტორმა, ამხანაგმა
ულიერუმ, ყურადღება მიმაქცევინა ფაქტზე და მითხრა: თუ შესაძლე-
ბელი იქნებოდა... თანამედროვე მეცნიერული მეთოდებით... რომ სა-
კერებლების ადგილზე...
– კარგი, კარგი... უკვე მერამდენედ მეუბნები. მაგრამ, რა შუაშია
სამხედრო ძალების მუზეუმი?!
– ეს ხომ ამხანაგმა დირექტორმა, ამხანაგმა ულიერუმ თქვა, ეს სე-
რიოზული საქმეაო, მუზეუმის ექსპონატიაო, რომელიც მოიპარეს სამ-
ხედრო ძალების მუზეუმიდანო.
უცნობმა სიგარეტი გამოიღო პირიდან, ზედ პანტელიმონის ცხვირ-
თან დააფერფლა...
– კი მაგრამ, მაგდენს თუ მიხვდი, როგორ ვერ მიხვდი 1966-ზე? რად-
გან ზევედეის არ ულაპარაკია არც 1960-ზე და არც 1956-ზე!
უნდობლობის ნიშნად, ისევ დაიწვრილა თვალები და კბილებში გა-
მოსცრა:
– სულელები გგონივართ, ამხანაგო?!
– მე, ამხანაგო?! – შესძახა პანტელიმონმა და თავისუფალი ხელი
მკერდზე მიიდო.
– სწორედ შენ, ამხანაგო! – მერე ბერეტიან ახალგაზრდას მიუბრუნ-
და:
– რა ხდება სლატინასთან დაკავშირებით? იცნობს მანდ ვინმეს?
– ეს ფაინარუს განყოფილებას ეკუთვნის. სექტემბრის ამბავს ეხება.
– ასე... ასე...
– ფაინარუც ამბობდა...
– კეთილი, გავიგე! – უცნობი მკაცრად ჩააცქერდა ბერეტიანს თვა-
ლებში...
III
როგორც ყოველთვის, შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პან-
ტელიმონი ლაბორატორიიდან გამოვიდა და ულიერუს კაბინეტისკენ
გაემართა. მაგრამ, ლიფტთან მდივანმა გოგონამ შეაჩერა:
– არ ახვიდეთ, ამაოდ დაშვრებით, უფროსი დღეს არ იქნება, – და
ღიმილით დასძინა, – არც ოცში, არც ოცდაერთში, და ასე შემდეგ...

153
პანტელიმონს მოეჩვენა, რომ მდივან გოგონას უნდოდა მისთვის
მარცხენა თვალი ჩაეკრა, პანტელიმონი გაწითლდა და დაიბნა:
– მესმის, – თქვა მან, და გაემართა კარისკენ. მაგრამ, რამდენიმე
ნაბიჯის შემდეგ, კვლავ დაბრუნდა და ხმადაბლა ჰკითხა:
– რამე განსაკუთრებული ხდება? მინდა ვიკითხო, ოც ან ოცდაერთ
მაისს აქვს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა?
მდივანმა გოგონამ შეშინებულმა შეხედა და ამჯერად პანტელი-
მონს ეჭვიც არ შეჰპარვია. გოგონამ, მართლაც, მრავალმნიშვნელოვ-
ნად ჩაუკრა მარცხენა თვალი.
– გააჩნია ქალაქს, – უპასუხა გოგონამ, – ზოგიერთი პროვინციული
ქალაქისთვის 20 მაისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 21...
– პროვინციული ქალაქები! – გაიმეორა დაბნეულმა პანტელიმონ-
მა. – რა უცნაურია! გუშინ საღამოს, თვითონაც არ ვიცი რატომ, ვფიქ-
რობდი პროვინციულ ქალაქებზე. სხვათა შორის, სლატინაზეც...
– კაცმა რომ გკითხოთ, ვითომ არ იცნობთ ამ ქალაქს, – მიუგდო გო-
გონამ და ზურგი შეაქცია.
მეორე დღეს პანტელიმონმა გადაწყვიტა შესვენებაზე ლაბორატო-
რიაში ესადილა. ამოიღო ძეხვიანი ბუტერბროდი და ის იყო ლუდის
ბოთლის გახსნა დააპირა, რომ ოთახში ულიერუ შევიდა.
– უკვე დაბრუნდით? – გაეხარდა პანტელიმონს. – მაშინ წავიდეთ
სასადილოში...
მაგრამ, რაკი ულიერუ მდუმარედ იდგა და თვალს არ აშორებდა
მას, ბოთლი გახსნა, ჭიქა შეავსო და მიაწოდა.
– საიდან იცოდი, რომ სლატინაში ვიყავი? – ჰკითხა ულიერუმ და
მოსვა რამდენიმე ყლუპი.
პანტელიმონმა გაიკვირვა:
– სლატინაში იყავით? ღმერთმა დამსაჯოს, თუ მცოდნოდა!
– მაშინ რატომ უთხარი მდივან გოგონას, რომ შენი საყვარელი ქა-
ლაქი სლატინაა? რატომ მაინცდამაინც სლატინა, სადაც მე ვიმყოფე-
ბოდი? რადგან მეგობრები ვართ და გენდობი, გეტყვი, რომ მივლინე-
ბაში ვიყავი შემოწმებაზე...
პანტელიმონმა ჭიქა დაცალა და სკამზე დაჯდა.

154
– უპირველეს ყოვლისა, მე არ მითქვამს, სლატინა ჩემი საყვარელი
ქალაქია-მეთქი. როგორ ვიტყოდი ამას, როცა არასდროს ვყოფილვარ
იქ. უბრალოდ, ვუთხარი, რომ წინა საღამოს, არც ვიცი რატომ, ვფიქ-
რობდი პროვინციის ქალაქებზე, მათ შორის სლატინაზეც-მეთქი.
– აჰა, მაინც სლატინაზე? – ულიერუ დაჟინებით შესცქეროდა თვა-
ლებში.
პანტელიმონმა მხრები აიჩეჩა.
– შეიძლება იმ კაცის გამოა... ვერ მოვასწარი მეთქვა შენთვის, რომ
გუშინწინ გასტრონომში შესვლისას, ისევ შევეჩეხე იმ პელერინიან
კაცს, იცი შენ, ვისზეც... ის ტიპი, ვისზეც ამბობდი, მეცნიერულად თუ და-
საბუთდებაო...
ულიერუ ფეხაკრეფით მიიპარა კართან, გააღო, მიიხედ-მოიხედა,
შემდეგ დაბრუნდა და დაჯდა სკამზე.
– მგონი, არ არის მთლად საღ გონებაზე, – განაგრძო პანტელიმონ-
მა.
– ესაუბრე?
– მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი. მეტი ვერ მოვასწარი, რად-
გან... თუმცა, ეს გრძელი ამბავია.
– გითხრა რამე სლატინას შესახებ?
– მან არა. იქ გარშემო ხალხი შეიკრიბა და ვიღაცას, უკვე აღარ მახ-
სოვს ვის, უთქვამს, რომ სლატინაშიც გამოდის სკინტეია, მაგალითად,
1966 წლის 19 მაისის თარიღით, 1969 წლის 19 მაისის სანაცვლოდ. აი
ასე...
ამ დროს ულიერუ ცხვირსახოცით შუბლზე ოფლს იმშრალებდა.
დაბნეულმა ჯიბეში ჩაიდო და ახლა ხელების სრესას მოჰყვა.
– ჰოო, არ არის კარგად საქმე, ცუდია ცუდი, – ჩაიბურდღუნა ბოლოს.
– დიდ შარში გამხვიე. მჯერა, რომ ცუდი განზრახვა არ გქონია... ორი-
ვენი ჩავცვივდით და ღმერთმა იცის როგორ გამოვძვრებით აქედან.
– რატომ არის ცუდად საქმე? – იკითხა აღელვებულმა პანტელიმონ-
მა.
– რატომ და, იმ პელერინიანმა საეჭვო ტიპმა წამოიწყო ლაპარაკი
ათას ცხრაას სამოცდაექვსი წლის გაზეთებზე.

155
– მერე რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული 1966 წელს?
ულიერუ წამოხტა და ისევ გაიხედა დერეფანში
– სალამი, სალამი! – მისალმების ნიშნად ვიღაცას ხელი დაუქნია,
მერე სკამი პანტელიმონთან ახლოს მიაჩოჩა და ჩურჩულით უთხრა:
– ხმადაბლა ვილაპარაკოთ, რადგან პეტრესკუ-ორი დაბრუნდა
აპარატების შესამოწმებლად...
ცოტა ხანს სული მოითქვა.
– რა მოხდა განსაკუთრებული 1966 წელს? განსაკუთრებული იყო
თუ არა, ფაქტი ერთია, 66-ში უკეთესობა იყო, ვიდრე ახლაა 69-ში. თუ
ხალხი 66 წლის მაისის გაზეთებს ახლა 69 წლის მაისში კითხულობს,
ხომ გესმის ეს რას ნიშნავს? ეს სახელმწიფოს ძირგამომთხრელი აქ-
ტია.
ერთი წამით გაჩუმდა, მერე თავი კარისკენ მიაბრუნა, გაფრთხილე-
ბის ნიშნად თითი ასწია და განაგრძო ხმამაღლა:
– ეს მიმართულია ჩვენი სოციალისტური წყობის წინააღმდეგ! საბო-
ტაჟის მომწყობნი შეიძლება ნებისმიერ დაწესებულებაში შეგხვდეს! არ
არის გასაკვირი! კლასობრივი მტერი ვერ შეეგუება დათმობას პრივი-
ლეგიებისა, რომელიც ახლა კანონით პარტიას და ხალხს ეკუთვნის!
კარი გაიღო და ოთახში იოანიკე პეტრესკუ შემოვიდა პორტსიგა-
რით ხელში.
– ვიცი, ვიცი, რომ არ ეწევით, მაგრამ, გამოგცადეთ... ულიერუს მი-
უბრუნდა:
– როგორ წარიმართა გამოძიება, ამხანაგო ულიერუ?
– ეს არ იყო გამოძიება, – ულიერუ შეეცადა აღელვება არ შეემჩნია,
და თითქმის მოწყენილი იერიც კი მიიღო. – უბრალო შემოწმებაზე ვი-
ყავი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის...
იოანიკე პეტრესკუმ ირონიულად გაიღიმა.
– და ამის მიუხედავად, 20 %-ც არ მოგვაწოდეს ჩვენი შეკვეთიდან.
– მოგვაწვდიან, მოგვაწვდიან გეგმის შესაბამისად... ისე, ძალიან
მომშივდა, – ულიერუ წამოდგა, – რადგან დიდად არ მიყვარს ძეხვეუ-
ლობა, წავალ სასადილოში.

156
– დღეს ლობიოს წვნიანი აქვთ, – პეტრესკუ კვლავ ირონიულად
იღიმებოდა.
ხანმოკლე პაუზის დროს პორტსიგარს დაბნეული ათამაშებდა ხელ-
ში, მერე, არც შეხედა, ისე თქვა:
– არც ვიცოდი, ნასტასეს თუ იცნობდი...
პანტელიმონმა იმ წუთას გახსნა ბუტერბროდიანი პაკეტი.
– ნასტასე ვინ არის? რაღაც არ მახსენდება...
– რა ვიცი, გუშინ დიდხანს კი საუბრობდით მატასარის გასტრონო-
მის წინ. იცოდე, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი კადრია. შეგიძლია სრუ-
ლად ენდო. – შემდეგ შეხედა თვალებში და დასძინა, – რაკი ახლა ჩვენ
მარტონი ვართ, მოწმე არ გვყავს, შემიძლია გითხრა, რომ შენ ძალიან
გაუცრუე იმედი.
– მე?! – შესძახა პანტელიმონმა.
– დიახ, შენ. ძალიან თავშეკავებული იყავი, თითქოს გეშინოდა მი-
სი. არაფერი გითქვამს შენს ურთიერთობაზე ზევედეისთან, როდიდან
იცნობ, და სხვა...
პანტელიმონმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, აიღო ულიერუს ჭიქა
და დაცალა დარჩენილი ლუდი.
– თუ გწყურია, – განაგრძო პეტრესკუმ, – წამოდი ჩემთან ლაბორა-
ტორიაში. ყოველთვის მაქვს ჩაცივებული ლუდი.
– არა, გმადლობ, არ მწყურია. მაგრამ, თუ მაინც ჩამოვარდა ლაპა-
რაკი ამხანაგ ნასტასეზე და იმ პელერინიან ტიპზე...
– ეს ზევედეის მანიაა, – შეაწყვეტინა პეტრესკუმ, – უყვარს თავისი
ბიძის, პოლკოვნიკის პელერინის მოსხმა მხრებზე...
– ამხანაგმა ულიერუმ იფიქრა, შეიძლება სამხედრო ძალების მუ-
ზეუმიდან არის მოპარულიო.
– არა, არ მოუპარავს. ბიძამისი, პოლკოვნიკი მსახურობდა ავსტრო-
უნგრეთის ჯარში. ძალიან მოხუცი გარდაიცვალა, ომის ბოლოს, ასი
წლის ასაკს იყო მიახლოებული. მაგრამ, ზევედეი ძალიან უცნაური
ადამიანია, ხალხისგან გამორჩევა უყვარს და ყველაფერს აკეთებს
ამისთვის...

157
პანტელიმონს სითამამე შეემატა და ბუტერბროდი პლასტმასის
თეფშზე დაიდო.
– ისე გამოდის, თავს კლასობრივ მტრად აცხადებს...
– დაახლოებით ასეა, – თქვა პეტრესკუმ და გახსნა პორტსიგარი. –
მისი უფლებაა.
– მისი უფლებაა?! – გაუკვირდა პანტელიმონს. – ისეთ სოციალის-
ტურ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია?!
– ასე ფიქრობდა ის. და შედეგიც სახეზეა. შენც იცოდე, რომ მან 15
წელი გაატარა ციხეში; 15 წელი, სანამ არ შეიწყალეს.
პანტელიმონმა ბუტერბროდს დიდი ლუკმა მოაკბიჩა, ცდილობდა
მალე შეეჭამა. იოანიკე პეტრესკუ გაღიმებული შესცქეროდა.
– და რაკი შეიწყალეს, – განაგრძო მან ხანმოკლე დუმილის შემდეგ,
– ვერ დააპატიმრებ მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი ბაბუის პელერი-
ნას არ იშორებს მხრებიდან... მაგრამ, როგორც ხედავ, არ წყნარდება.
ნასტასე მართალია, არიან ადამიანები, რომლებსაც რაც არ უნდა და-
ემართოთ ცხოვრებაში, არ წყნარდებიან.
პანტელიმონს თანდათან გაუნათდა სახე.
– აი თურმე რატომ კითხულობდა, ახლა რომელი წელიაო...
– ჰოდა, ამიტომაც გაუცრუე იმედი ნასტასეს შენი გულჩათხრობი-
ლობით.
– მე?! – ძლივს გამოთქვა პანტელიმონმა, რადგან პირი სავსე ჰქონ-
და ლუკმით.
პეტრესკუმ გულიანად გაიცინა, შემდეგ სიგარეტი ამოიღო პორტსი-
გარიდან.
– რაც არის, არის. უცხოურია, ფილტრიანი, ერთ ცალს ვინახავდი
განსაკუთრებული შემთხვევისთვის... – შემდეგ მშვიდად განაგრძო. –
შენ კი, გულუბრყვილო ბიჭის როლი არ გიხდება. თითქოს არაფერი
გესმის და ისე იქცევი იმ დროს, როდესაც ყველანი კარგად გიცნობთ
და გაფასებთ, როგორც ნიჭიერ, სანდო და ბრწყინვალე მომავლის
ახალგაზრდას.
– არ მესმის, – უპასუხა პანტელიმონმა. – ღმერთმა დამსაჯოს თუ
ვხვდებოდე რაზე მიმანიშნებთ, რისი თქმა გსურთ.

158
– ისე პასუხობდი, თითქოს და არ იცნობდი ზევედეის...
– ასეც არის... არ ვიცნობ...
– მოიცა, მოიცა, – შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა პეტრესკუმ. – ვი-
თომ, ჯერ ერთი არ იცნობდი ზევედეის, მეორეც, არ იცოდი, რატომ ახ-
სენებდნენ 1966 წელს.
– ახლა ვხვდები, – სიხარული ვერ დამალა პანტელიმონმა. – ალ-
ბათ 1966-ში შეიწყალეს.
იოანიკე პეტრესკუ გაჩუმდა, თვალებით გაბურღა პანტელიმონი:
– ვაღიარებ, კარგი მსახიობი ხარ... შენი უფლებაა, – ისევ გაიღიმა
პეტრესკუმ. – თუ დაგავიწყდა, მე გაგახსენებ: ზევედეი, ისევე, როგორც
ყველა, სხვა შეიწყალეს 1964 წელს. ეს ბავშვმაც კი იცის...
IV
როგორც ყოველთვის, როდესაც საღამოს ცხრა საათზე მეზობლებ-
მა ჩართეს ტელევიზორი, პანტელიმონი იდაყვებით დაეყრდნო საწერ
მაგიდას, ყურები თითებით დაიცო და სახელმძღვანელოს ჩაუჯდა. უც-
ხოურ გვარ-სახელს რომ წააწყდებოდა, ხმამაღლა დამარცვლით
იმეორებდა: ცნობილი ინგლისელი ფიზიოლოგი, ჯონ ა. დავენპორტი...
და-ვენ-პორტი... და-ვენ...
კარზე დათქმულად დააკაკუნეს ხუთჯერ, მესამე კაკუნის შემდეგ
მცირე პაუზით. პანტელიმონი სწრაფად წამოხტა კარის გასაღებად.
– დროა დაოჯახდე, შენ ხომ პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავ-
ხარ, – უთხრა ულიერუმ კარის ზღურბლიდანვე. – შეიძენდით ტელევი-
ზორს, დასხდებოდით და უყურებდით ცხრა საათის გადაცემას სხვები-
ვით, – მერე ხმას დაუწია და ჩურჩულით უთხრა: წამოდი, ლუდი დავლი-
ოთ.
გამზირი რომ გადაკვეთეს, ულიერუმ ჰკითხა:
– რა გელაპარაკა პეტრესკუ-ორმა ჩემი წასვლის მერე? – ყურადღე-
ბით მოისმინა პასუხი და თან, ხშირად იხედებოდა უკან, ხომ არავინ
მოგვდევსო, რამდენჯერმე შეისვენა და ღრმად ამოისუნთქა. – ესე იგი,
მანაც იცის რაღაცა. სულ ცოტა, ორი რამ იცის: პირველი ის, რომ სლა-
ტინაში დიდი არეულობაა მას მერე, რაც აფეთქება მოხდა საღებავე-
ბის ფაბრიკაში. და მეორე – გამოძიების შედეგიც იცის... – შემდეგ უც-

159
ბად გაჩუმდა და თითქოს შემთხვევით აიხედა მესამე სართულზე ღია
ფანჯრისკენ. პანტელიმონმა გააყოლა თვალი და შემდეგ აჩქარებული
ნაბიჯით განაგრძეს გზა.
– ანუ? – მოგვიანებით გაბედა კითხვა პანტელიმონმა.
– ანუ ის რომ გამოძიების შედეგად გაირკვა, სად შეიძინეს საღება-
ვი, რომელსაც ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ხმარობდნენ სკინტეი-
ას ყალბი ნომრების ბეჭდვისას 1966 წლის თებერვლისა და მარტის თა-
რიღებით.
– გამოდის, რომ ზევედეი არ იტყუებოდა! – შესძახა პანტელიმონმა.
– ჩუმად ილაპარაკე, – შეაწყვეტინა ულიერუმ. – ის შენი ზევედეი არ
იტყუებოდა, რადგან ყალბი ნომრები მართლაც არსებობს, მე თვითონ
ვნახე სლატინაში.
– მერე?... – ემოციას ვერ მალავდა პანტელიმონი.
ძალიან ბნელი საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ არც მე ვიცი ბევრი რამ.
ვიცი მხოლოდ ის, რაც მითხრეს. კარგად და ეშმაკურად ორგანიზებულ
შეთქმულებასთან გვაქვს საქმე... რა შარში გავეხვიეთ! – თქვა ულიე-
რუმ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. მერე ტროტუარის კიდესთან დადგა,
გაბრაზებულმა რამდენჯერმე გადააფურთხა.
– მაგარ შარში გავეხვიეთ! მე იმიტომ, რომ სლატინაში გამაგზავ-
ნეს, შენ კი იმიტომ, რომ ეპოლეტების ადგილებზე საკერებლიანმა იმ
სულელურმა პელერინამ დაგაინტერესა და ამიტომაც პირდაპირ ნას-
ტასეს ჩაუვარდი ხელში. ამიერიდან სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც
არ უნდა ვაკეთებდეთ, თვალს არ მოგვაშორებენ. პეტრესკუ-ორი თუ
ნახე სადმე? შენთან შესვენებაზე არასოდეს შემოუვლია ისე, უბრა-
ლოდ?
– როგორც მახსოვს, არასდროს.
– და ეს იმიტომ, რომ დამინახა, როგორ ვზვერავდი დერეფანს... –
პანტელიმონი დაძაბული დასცქეროდა მიწას.
– არ მესმის, რა შეთქმულებაზეა ლაპარაკი...
– მეც არ მესმის. ვინც 1966 წლის ნამდვილი ნომრები შეადარა
ყალბს, ამბობენ, ტექსტი თითქმის ერთნაირია, განსხვავება უმნიშვნე-
ლო ყოფილა. ჩვეულებრივზე მეტი ბეჭდვითი შეცდომააო.

160
– მერე რა?
– მერე ის რომ, ამბობენ, შეთქმულებააო. ჯერჯერობით ცდილობენ
იპოვონ ისინი, ვინც ყალბ გაზეთებს ღებულობს. ყალბი ნომრები კი
ფოსტაში დილაობით მოაქვთ ნამდვილ ნომრებთან ერთად. რა თქმა
უნდა, ხალხმა გაიგო გამოძიების შესახებ და ზოგი მალავს გაზეთებს,
ზოგი ანადგურებს კიდევაც... თუმცა, მეორე
მხრივ, – დაამატა მან ახალი პაუზის შემდეგ, – ზოგიერთ პატარა ქა-
ლაქში ის ყალბი ნომრები შავ ბაზარზე იყიდება...
ორივემ საგულდაგულოდ გადაუსვა ხელი გრძელ სკამს და როცა
დარწმუნდნენ, სველი არ არისო, უხმოდ ჩამოსხდნენ.
– უცნაურია, ძალიან უცნაურია, – ჩაიდუდუნა პანტელიმონმა. ცოტა
ხნის მერე სიტყვები თანდათან გამოკვეთა. იმის თქმა მინდა, რომ უც-
ნაური შეთქმულებაა... ხელახლა ბეჭდავენ სამი წლის წინანდელ გა-
ზეთს, თან არ ავიწყდებათ თარიღის დასმა, რათა მკითხველი მაშინვე
მიხვდეს, რომ ყალბია, ანუ თვითონვე აცხადებენ ამას.
– მეც ამასვე ვამბობდი. თუ შეთქმულების ორგანიზატორებს სურ-
დათ ხალხისთვის ტვინი აერიათ, რაღა კომუნისტური პარტიის ძირი-
თად ბეჭდვით ორგანოს მიადგნენ, სხვა ვერაფერი მოიგონეს უფრო
კარგი საშუალება?
პანტელიმონმა თავი დააქნია.
– კეთილი, მაგრამ ახლა, როდესაც შეთქმულება გაცხადდა, შანსი
აღარ აქვთ. ამიერიდან თითოეული ეგზემპლარი გაკონტროლდება.
– ვერ გააკონტროლებ ყოველ ღამე ათასობით ეგზემპლარს. ამით
მაგხელა გაზეთის გავრცელებას შეაფერხებ... თანაც, ყალბი გაზეთები
არარეგულარულად ჩნდება, ხან ორი-სამი ნომერი ზედიზედ გამოდის,
ხან შეიძლება მთელი ერთი კვირა არ გამოვიდეს...
გაჩუმდა, ნერვიულად დაისრისა ხელები, ტროტუარის ბორდიურს
დააშტერდა და ხმადაბლა თქვა:
– ცოლი უნდა მოიყვანო, დაოჯახდე... იყიდი ტელევიზორს. ვიდრე
ახალგაზრდა ხარ... ჩემსავით არ დარჩე. – დაღლილმა ღრმად ამოი-
სუნთქა, პანტელიმონისკენ მიაბრუნა თავი:

161
– ყველაფერი, რაც წეღან გითხარი, სლატინაში კი არ გამიგია, ნას-
ტასემ მიამბო სულ ახლახან. ჩემთან მოვიდა და ყველაფერი გადმოა-
ლაგა, ალბათ ჩემი ნდობის მოსაპოვებლად და ცხადია, ამალაპარაკა.
ჯერ შორიდან დაიწყო, ლამის მზეც და მთვარეც არ გამოტოვა, მაგრამ
მერე შენზე გამომკითხა, როდის გაიცანით ერთმანეთიო და სხვა ბევრი
რამ... გამომშვიდობებისას მითხრა, გადაეცი, ხვალ ველოდები ჩემს
ოფისში შესვენებამდეო. ისიც მითხრა, არ ინერვიულოს, თუ ცოტა ზედ-
მეტად შევაყოვნებ, თვითონვე დავრეკავ იქ, სადაც საჭიროაო...
V
ისევ მთელი დღე ცრიდა. პანტელიმონი ქუჩაში გავიდა, უსიამოვ-
ნოდ ახედა ცას, საყელო აიწია, ბერეტი წარბებამდე ჩამოიფხატა და
სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. რამდენიმე წუთში წვიმამ იმძლავრა და
მასაც მოუწია დახეულ-გატეხილი ქოლგის გაშლა. თითქმის მოხრილი
მირბოდა თავის გაუბედურებული ქოლგის ქვეშ. ცდილობდა გამვლე-
ლების ყურადღება არ მიექცია, თუმცა ისინი მაინც აყოლებდნენ დამ-
ცინავ ღიმილს. სირცხვილით ლოყები აჭარხლებოდა. სამსახურს რამ-
დენიმე სახლიღა აშორებდა, რომ ვეღარ მოითმინა და დაკეცა ქოლგა.
– ამხანაგო, სულ მთლად დასველებულხარ, – ამ სიტყვებით შეეგე-
ბა ნასტასე. – ასე შეიძლება გაცივდე კიდეც. დალიე ასპირინი, თუ არ
გაქვს, მე მოგცემ.
– რას ბრძანებთ, არ არის საჭირო, გმადლობთ. ასე იოლად არ ვცივ-
დები.
ნასტასე სავარძლის ზურგს მიეყრდნო და ირონიულად, მაგრამ
ამავდროულად თითქოს გულღიად და ნაზად შესცქეროდა პანტელი-
მონს.
– მხოლოდ კარგი მსმენია შენზე, – დაიწყო მან, – განსაკუთრებით
გაქებს შენი უფროსი, ამხანაგი ულიერუ. საერთოდ ამბობენ, რომ დიდ
აღმოჩენასთან ახლოს ხარ. რაღაც ნივთიერებას ქმნი, რომელიც თუ
გაჭირდა...
– მაპატიეთ, – პანტელიმონმა უხერხულად გაიღიმა, – ამ რაღაცაზე
კვლევები მიმდინარეობს პირველად ნედლეულთან დაკავშირებით,

162
მაგრამ, როგორ გითხრათ, დელიკატური საკითხია... ერთი სიტყვით,
სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.
– მესმის, მესმის და აღარ გკითხავ... ეწევი?
ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
– არა, გმადლობთ. არასდროს მომიწევია.
– ყოჩაღ! – პანტელიმონს პირდაპირ თვალებში შეხედა. – იცი, რა-
ტომ დაგიბარე?
– გუშინ საღამოს მითხრა ამხანაგმა ულიერუმ.
– რა გითხრა?
– მითხრა, რომ შესვენებამდე თქვენთან მოვსულიყავი კანტორაში.
თუ თქვენ დამაყოვნებთ აქ დროზე მეტ ხანს...
– მას ყველაფერი არ უთქვამს შენთვის. თუმცა, არც ველოდი, რომ
ყველაფერს გეტყოდა. ასე რომ, ჩვენ დავილაპარაკოთ არსებითზე.
ნაფაზი დაარტყა და განაგრძო ლაპარაკი ისე, რომ სიგარეტი არ
გამოუღია პირიდან:
– ჩვენთვის არსებითი ის კი არ არის, რაზე გელაყბა ზევედეი. ჩვენ
გვაინტერესებს ჯაჭვი, რომელიც შენც ახსენე სამი დღის წინ: აფეთქება
სლატინას საღებავების ქარხანაში, იატაკქვეშა სტამბა, სადაც იბეჭდე-
ბა სკინტეიას ყალბი ნომრები და მთავარი – ხაზს ვუსვამ, მთავარი –
სამხედრო ძალების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი, რომელიც მოხდა
1966 წელს და რის გამოც გაასამართლეს დირექტორის მოადგილე.
დეტალები, რა თქმა უნდა, შენ იცი, ახლა აღარ შეგახსენებ, მაგრამ –
მან სიგარეტი გამოიღო პირიდან, ოდნავ გადაიხარა მაგიდაზე, და
პირდაპირ თვალებით ჩააფრინდა პანტელიმონს, – შენ სხვა რამეც
იცი... – ცოტა ხანს გაჩუმდა... – მაგალითად, საღებავის ფორმულა,
რომლითაც გადაღებეს მეცხრამეტე საუკუნის რამდენიმე სამხედრო
ფორმა. მუზეუმის დირექტორის მოადგილე ამბობდა, ოდნავ გავასწო-
რეთ ფერიო, მაგრამ სინამდვილეში ფერი ორიგინალთან შედარებით
რადიკალურად იყო შეცვლილი, ვერც იცნობდი. ხოლო გამოძიებამ გა-
მოავლინა, რომ 1966 წელს იმ საღებავის შოვნა შეიძლებოდა მხოლოდ
ორ ადგილას: სლატინას საღებავების ქარხანაში და იმ ლაბორატორი-
აში, სადაც სამოცდაექვსში შენ მუშაობდი. თითქოს საგანგებოდ, სა-

163
გულდაგულოდ ჩააჭყლიტა სიგარეტი საფერფლეში. – აი, რატომ გამო-
გიძახე. ჩვენი წინა შეხვედრიდან სამი დღის მერე მივხვდი, რომ შენც
ერთი რგოლი ხარ ამ ჯაჭვისა, რომელიც ჩვენ გამოვააშკარავეთ. აბა
გისმენ, დაიწყე საიდანაც გინდა.
პანტელიმონმა უცბად იგრძნო, რომ იღიმოდა და აღელვებული აწ-
რიალდა სკამზე.
– თუ სრულ სიმართლეს გეტყვი, – უცბად მტკიცედ დაიწყო მან, – მე
ვრისკავ სამსახურს, ან დავკარგავ, ან როგორც მინიმუმ დამაქვეითე-
ბენ, რადგან თქვენ იფიქრებთ, რომ მე ან კრეტინი ვარ, ან შეშლილი.
მაგრამ, მე მაინც ვიტყვი: სიმართლე ის არის, რომ სამი წლის წინ, სა-
მოცდაექვსში, მე ვმუშაობდი იმავე პროექტზე, რომელიც ახლა გრძელ-
დება – პირველად ნედლეულზე. რაც შეეხება საღებავების წარმოებას,
ამ საქმისა არაფერი გამეგება. ხოლო სამხედრო ძალების მუზეუმის გა-
დაღებილ ექსპონატების შესახებ საერთოდ პირველად მესმის. სლა-
ტინაში აფეთქების შესახებ კი მხოლოდ გუშინ გავიგე ამხანაგ ულიე-
რუსგან...
– შენ მე არასწორად გამიგე, – ცოტა მკაცრად შეაწყვეტინა მას ნას-
ტასემ სიტყვა. – მე არ მითქვამს, რომ შენ უშუალოდ მონაწილეობდი
საღებავის მომზადებაში. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ისეთი საღებავი
შეეძლოთ გაეკეთებინათ ლაბორატორიაში, სადაც შენ მუშაობდი. ამის
გარდა, ერთ-ერთი შენი კოლეგა, ახალგაზრდა სიმპათიური ქალიშვი-
ლი...
– ეს ჩემი შეცდომა იყო, – პანტელიმონი სახეზე წამოწითლდა. –
ჩვენ ვერ შევეწყვეთ ხასიათებით.
– არა, მე მაგაზე არ გელაპარაკები. უბრალოდ, შეგახსენებ, რომ შე-
ნი ქიმიკოსი გოგონა ცხოვრობდა ლუჩაფერის ქუჩის ცამეტ ნომერში,
ზევედეი კი ცხოვრობს იმავე ქუჩის ცამეტ-ბის ნომერში...
პანტელიმონმა წამოახველა, თითქოს ყელის ჩაწმენდა უნდოდა.
– ძნელი დასაჯერებელია, რომ არასდროს შეხვედრიხარ ზევედეის.
– ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, – ხმა დაუბრუნდა პანტე-
ლიმონს. – არასოდეს შევხვედრივარ მას!

164
– ესეც დავუშვათ, – მშვიდად დაეთანხმა ნასტასე. – მაგრამ შეუძ-
ლებელია, საერთოდ არ გცოდნოდა, რას აკეთებდნენ... რაზე საუბრობ-
დნენ სხვა ლაბორატორიებში, მაგალითად, საღებავების...
– ხომ გითხარით, საღებავებისა არაფერი გამეგება-მეთქი. ნული
ვარ ამ საქმეში.
– მაგრამ შენი კოლეგა სანდა ირინეუ ხომ სწორედ საღებავების
ლაბორატორიაში მუშაობდა.
პანტელიმონმა მხრები აიჩეჩა.
– როდესაც მარტონი ვიყავით ჩვენ არასდროს ვსაუბრობდით ქიმი-
ის საკითხებზე.
– მაგრამ, სხვების თანდასწრებით? სასადილოში, მაგალითად, ან
ლაშქრობისას? თქვენ ხომ სამოცდაექვსი წლის ზაფხულში ლაშქრობა
მოაწყვეთ მთებში? – თქვენთან ერთად კიდევ თორმეტი თანამშრომე-
ლი იყო.
– სწორედ მაშინ ვიყავით ბოლოს ერთად, – გამოკვეთილად თქვა
პანტელიმონმა. – ბუქარესტში დაბრუნებისას ჩვენ ერთმანეთს დავ-
შორდით.
– ნუთუ საეჭვო არაფერი მოგეჩვენა მათ საუბრებში, დისკუსიებში?
არაფერი დაგიმახსოვრებია? მაგალითად, რას ლაპარაკობდა ხოლმე
დოქტორი მაგერუ, რომელიც შემდგომში სლატინაში გადაიყვანეს? შე-
ნი ამხანაგებისგან გამიგონია, რომ თქვენ კარგი მეგობრები იყავით...
– რაო? მეგობრებიო? ყველა, ყველა და, მეგობრები არასოდეს ვყო-
ფილვართ. თუ გინდათ იცოდეთ, სწორედ მის გამო დავშორდით მე და
ალექსანდრა.[40]
ნასტასე უსმენდა, თან თავს აქნევდა.
– მაგრამ, შენ ბოლომდე მაინც არ შეგიწყვეტია ურთიერთობა ამხა-
ნაგ სანდა ირინეუსთან, წერილებს სწერდი.
– მხოლოდ ღია ბარათებს, – გაიღიმა პანტელიმონმა. – ის აგრო-
ვებს მათ.
– შარშან კი მთელი ბანდეროლი გაუგზავნე...
– სპეციალური ბროშურა გერმანულ ენაზე... მინდოდა მესიამოვნე-
ბინა მისთვის.

165
– არ მისვლია შენი ბროშურა, – უცბად შეაწყვეტინა ნასტასემ. – ამ-
ხანაგმა ირინეუმ შეიცვალა მისამართი. მივლინებით გაიგზავნა შვე-
დეთში და იქ დარჩა...
პანტელიმონს სახეზე ფერი გაუკრთა, თმაზე ხელი გადაისვა და ხე-
ლის გულზე შერჩენილ წვიმის წვეთებს დააშტერდა.
– არ იცოდი, შვედეთში რომ დარჩა?
– არა, – პანტელიმონს ხელი მუხლზე დაუვარდა...
– თუ თმა დაგისველდა გაცივების დიდი შანსი გაქვს, – ნასტასე წა-
მოდგა. – მოგცემ მაინც ასპირინს.
პანტელიმონმა მორჩილად გადაყლაპა აბი და ხარბად მიაყოლა
მთელი ჭიქა წყალი.
– გმადლობ, – სული მოითქვა ვაჟმა.
– მაგრამ, შენ წარმოიდგინე, შვედური კლიმატი არ მოუხდა და ის
გადავიდა უფრო სამხრეთით. ბევრად უფრო სამხრეთით... თუ არ
ვცდები, უგანდაში...
VI
გიბერჩამ მაგნიტოფონზე ჩანაწერი მოისმინა, თავი ასწია და იკით-
ხა:
– რამ წამოგაროშვინა უგანდა?
– ისე, წამომცდა. მაინტერესებდა მისი რეაქცია.
– ბრწყინვალე რეაქცია ჰქონდა. ან მართლა არაფერი იცის და მა-
შინ სამართლიანად მიაჩნია საკუთარი თავი სრულ კრეტინად. ან ძა-
ლიან კარგად ეხერხება დამალვა. მაგრამ ჩვენთან თამაში იმას ნიშ-
ნავს, რომ მართლა არ უნდა იყო სრულ ჭკუაზე, ანუ ესეც სამართლია-
ნად მიაჩნია...
გიბერჩა დადუმდა და ჭერს მიაშტერა თვალი.
– დრო მიდის, იატაკქვეშა სტამბა მართალია, ვაი-ვაგლახით და შე-
ფერხებებით, მაგრამ მაინც მუშაობს. ჩვენ კი სულ ერთ ადგილს ვტკეპ-
ნით. სამი თვე! სამი თვე გავიდა, რაც ყალბი ნომერი აღმოვაჩინეთ...
ნასტასე სკამზე აწრიალდა და კარგა ხნით ჩამოწოლილი დუმილი
დაარღვია:

166
– თუ ნებას მომცემთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, მოგახსენებთ რომ
ჩვენ რაღაცა მაინც დავადგინეთ.
– მაგალითად?
– კავშირი სლატინასა და სამხედრო ძალების მუზეუმს შორის.
– ნეტავ მართლა არსებობდეს ასეთი კავშირი!
– ან, მაგალითად, ტექსტში შეტანილი ცვლილებები და უპირველეს
ყოვლისა ბეჭდვითი შეცდომები, რომლებიც წარმოადგენს კოდს და ამ
კოდის საშუალებით გადაიცემა საჭირო ცნობები. – გიბერჩამ ფანჯრის-
კენ ნელა შეატრიალა თავისი ბორბლებიანი სავარძელი ისე, რომ ჭე-
რისთვის თვალი არ მოუცილებია.
– ტექსტში შეტანილი ცვლილებები, – ნელა გამოთქვა მან. – ყველა-
ზე მთავარი და ყველაზე იდუმალებით მოცულიც არის: მეოცნებენო
ყველა ქვეყნისა, შეერთდით! მაგრამ, როგორც შენ ამბობ, ყველაზე მი-
საღებია შეცდომები: „პროვიდენციალურის” მაგივრად – „პროვინცი-
ული”, „კონფუზიის” მაგივრად – „დიფუზია”. ერთი სიტყვით დაახლოე-
ბით ასე, ხან ასო-ბგერა დააკლდება, ხან ორი-სამი დაემატება...
– კოდის მიხედვით, – მორცხვად უკარნახა ნასტასემ.
– მაგრამ, სამი თვის განმავლობაში სპეცსამსახურებმა ვერ ამოიც-
ნეს ეს კოდი.
ნასტასე სკამის კიდისკენ მიიწია.
– ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ გადაიცემა რაღაც შეტყო-
ბინებები რომელიღაც
ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებებისთვის; შესაძლებელია,
მომზადდეს საბოტაჟი, და უფრო სავარაუდოა – იგეგმებოდეს ამბოხი!
გიბერჩამ სკამი ისევ მოაბრუნა, აღმოჩნდა ნასტასესთან პირისპირ
და გამჭოლად ჩახედა თვალებში:
– შენ, ამხანაგო, ძალიან კარგად იცი, რომ თუ კლასობრივი მტერი
ახლა, ამ დღეებში საბოტაჟს აწყობს, ეს შეუმჩნეველია. ბოლო სამი
თვეა ყველაფერი ისე მიმდინარეობს, თითქოს არანაირი ყალბი ნომ-
რები არ არსებობს, თითქოს ისინი საერთოდ არც მოძრაობენ. განა ვინ-
მეს ეპარება ეჭვი, რომ აქ იატაკქვეშა ანტისახელმწიფოებრივი ორგა-

167
ნიზაცია მოქმედებს? მაგრამ, სად არის მისი მოქმედების შედეგები?
სად?
– იქნება ჯერ არ გადასულან მოქმედებაზე? – ივარაუდა ნასტასემ
– შეიძლება, შეიძლება. შეთქმულების ვერსიისთვის ერთადერთი
არგუმენტია – ზევედეი.
– ხომ ვამბობდი...
– იმ აზრით არა, როგორც შენ ამბობდი, – შეაჩერა ის გიბერჩამ. –
შეცდომა თავიდანვე იყო დაშვებული. იმდენი გააკეთეთ, რომ ზევედეი
მიხვდა მის წინააღმდეგ კომპრომატი რომ გქონდათ, მის ყოველ ნა-
ბიჯს რომ უთვალთვალებდით. კიდევ კარგი, რომ არ დააპატიმრეთ! აი
ეს კი ყველა საზღვარს გადასცდებოდა!... დიახ, ზევედეის ქმედებები
შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ერთი რამით: არსებობს საიდუმ-
ლო ორგანიზაცია, რომელთანაც ის პირდაპირ ან ირიბ კავშირშია.
სხვა შემთხვევაში ჩვენ ის უნდა ჩავთვალოთ ჭკუაშეშლილად, მაგრამ
ასეთი ის ნამდვილად არ არის.
– და მაინც... – გაუბედავად წამოიწყო ნასტასემ.
– არა, რა თქმა უნდა, ვინც მას არ იცნობს, იტყოდა, რომ შენ მართა-
ლი ხარ, – შეაწყვეტინა სიტყვა გიბერჩამ. – წარმოგიდგენია, მოიფიქ-
რო მსგავსი რამ: გამოკითხვას ატარებს პირდაპირ ქალაქის ცენტრში
მაღაზიასთან, ახლა რომელი წელიაო. ანუ პირდაპირ მიანიშნა ყალბ
გაზეთებზე, თანაც იცის, რომ მას, ე.ი. ობიექტს უთვალთვალებენ. ეპო-
ლეტების ნაცვლად ნაჭრებდაკერებული ეს ძონძი!... რა აზრი აქვს ამ
ყველაფერს? სწორედ ის აზრი აქვს რომ ვინც ერთხელ მაინც ნახავს, ან
მოუსმენს მას, აღარასოდეს დაივიწყოს. ზევედეი შეგნებულად იპ-
ყრობს ყურადღებას, თანაც ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი დავიწყე-
ბა. აქ კიდე ზოგიერთები – საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, რა
თქმა უნდა, – აგზავნიან თავიანთ კურიერებს ლუჩაფერის ქუჩის ცამეტ
ნომერში და მისამართს მთელ ხმაზე გაჰყვირიან.
ნასტასე ისევ აწრიალდა სკამზე, თავის მართლება დააპირა.
– ვიცი, ვიცი, შენ მოვალეობა შეასრულე, მაგრამ, შეცდომა მაინც
შეცდომაა... საკმარისია, ახლა სჯობს დავუბრუნდეთ მიზანს, რომელიც
დასახული აქვს ზევედეის. ჩემი აზრით დასკვნა ერთია: მან დაკარგა

168
კავშირი თავის აგენტთან, ან სულაც თავის უფროსთან, რომელიც სად-
ღაც აქ, დედაქალაქში იმყოფება. ზევედეიმ ეს იცის და ყველგან, სა-
დაც ხელი მიუწვდება, აგზავნის შეტყობინებებს. იმედი აქვს, რომ მის
უცნაურობებზე მალევე გავრცელდება ხმა მთელ ბუქარესტში და ერ-
თხელაც ღამით კარზე მიუკაკუნებს ის, ვისაც ელოდება...
– ორივე საცხოვრებელ ადგილს, – ნომერ ცამეტსა და ცამეტ-ბის, –
უთვალთვალებენ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, – თქვა ნასტა-
სემ. ათ, თორმეტ და თოთხმეტ ნომრებს ასევე უთვალთვალებს ჩვენი
ხალხი. ყველა, ვინც სტუმრობს ზევედეის და მის მეზობელს იოანე რო-
ატეს, მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში დაკითხვა უტარდება.
ღამე მასთან არავინ დადის, თვითონაც, ათი საათის შემდეგ სახლი-
დან არც ერთხელ გამოსულა...
– ვიცი, ეს ყველაფერი ვიცი, – ხელით ანიშნა გიბერჩამ. – მიუხედა-
ვად ამისა, როდესმე, ან დღე ან ღამე, ის უნდა დაუკავშირდეს იმ ადა-
მიანს, რომელსაც ელოდება. უკიდურეს შემთხვევაში...
– ესე იგი, მაინც შეთქმულებაა... – ნასტასე ამაოდ დაელოდა ფრა-
ზის დასრულებას.
– დიახ, ყველა ნიშნის მიხედვით ასეა. მაგრამ, თუ ეს შეთქმულებაა
და ზევედეიმ დაკარგა კავშირი, როგორ მოხდა, რომ დღეს, ოცდაექვს
მაისს, ყალბი ნომრები აღმოაჩინეს თოთხმეტ ქალაქში, რომ აღარაფე-
რი ვთქვათ ბუქარესტზე? როგორ მოხდა, რომ...
ბოლომდე არ თქვა სათქმელი, თითებით დააკაკუნა მაგიდაზე, შემ-
დეგ ტელეფონის გვერდით ღილაკს დააჭირა თითი. კარი რომ გაიღო,
არც მიუხედავს ისე თქვა:
– მომიტანეთ სპეცსამსახურებიდან ბოლო დოსიე.
ხმაამოუღებლად დაელოდა, მხოლოდ თითებს აკაკუნებდა მაგი-
დაზე – ხან, თითქოს დოლზე უკრავსო, ხანაც პიანინოზე.
– შედეგი ნულია, ისევე როგორც გასულ კვირას, – ბუტბუტებდა ის
და თან ფურცლავდა დოსიეს. – ბეჭდვითი შეცდომების აღრიცხვა, გრა-
ფიკები და სტატისტიკური ცხრილები, კონსულტაციები ორ უდიდეს მა-
თემატიკოსსა და კომპიუტერების ერთ ექსპერტთანაც კი... და შედეგი
არავითარი. დღემდე რეალურად არაფერი ვიცით! – დოსიეს კითხვას

169
თავი გაანება და ცალყბად გაღიმებულმა შეხედა ნასტასეს. – თუმცა,
რატომ უნდა ვიტყუებდეთ თავს, ამხანაგო ნასტასე?! ხვდები, რას ვგუ-
ლისხმობ? – ხმას დაუწია. – ყველასთვის ხომ ყველაფერი ცნობილია:
ჩვენთვისაც, ზემოთაც, იმათთვისაც, ვინც სულ ზემოთაა... დიდი
ხანია, ყველამ ყველაფერი იცის. საიდუმლო სტამბა – ასეთი რამ შე-
იძლება არსებობდეს ჩვენს სახელმწიფოში? რად უნდა ამას ამდენი
ფიქრი, ყალბი ნომრები იბეჭდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არა-
მედ რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს საელჩოს ტერიტორიაზე?...
მეტ-ნაკლებად მეგობარი ქვეყნის, – შეასწორა მან. – ნეტავ ეს მხო-
ლოდ ჰიპოთეზა იყოს...
– ეს კი ასეა, – გაბედა სიტყვის ჩართვა ნასტასემ, – მაგრამ საღება-
ვი ხომ სლატინურია...
– დავუშვათ, რომ ეს ასეა! – შეეწინააღმდეგა გიბერჩა. – დავუშვათ,
რომ საღებავი მართლა იქაურია. მაგრამ სად არის სტამბა, როგორ
ხერხდება გავრცელება? და მთავარი – მიზანი. რისთვის? Cui
prodest?[41]– თუ შემთხვევით გისწავლია ლათინური ლიცეუმში და ჯერ
კიდევ არ დაგვიწყებია. Cui prodest? მეოცნებენო ყველა ქვეყნისა, შე-
ერთდით! რაზე ოცნებობენ? ვინ არიან ისინი?
VII
ყოველდღე შესვენებამდე პანტელიმონი ულიერუს ხვდებოდა. ის
ენერგიულად გამოდიოდა ლაბორატორიიდან, მაგრამ თანდათან უკ-
ლებდა ნაბიჯს, ლიფტთან ახლოს ჩერდებოდა, კედელს მიყრდნობი-
ლი გაზეთს შლიდა და იწყებდა კითხვას. დროდადრო უყურებდა კედ-
ლის საათს, მერე კეცავდა გაზეთს და მიდიოდა სასადილოში. როგორც
წესი, სასადილოში შედიოდა თითქმის ბოლო, სადილობდა ნაჩქარე-
ვად ისე, რომ გემოს არ ატანდა, თეფშის იქით არსად იყურებოდა. თუ
ვინმე მიმართავდა, შეშინებული შეხტებოდა, თვალებს ხშირად ახამ-
ხამებდა და ცდილობდა გაეღიმა. ბოლოს ყველას ეკითხებოდა, ხომ
ვერ მეტყვით, კარგი ქოლგები სად იყიდებაო.
– როგორც ჩანს, მართალს ამბობენ, – მოესმა უკან ულიერუს ხმა, –
ქოლგის ყიდვა უნდაო..
ულიერუმ მაგრად ჩამოართვა ხელი და ყურადღებით შეხედა.

170
– რა გჭირს? სახე გაქვს წაშლილი.
– ისევ უძილობა მჭირს, – წაიბუტბუტა პანტელიმონმა. – ამხანაგი
ნასტასე მართალი იყო. თუ თმა დაგისველდა, განსაკუთრებით კინ-
კრიხოზე, უეჭველი გაციება გელისო. გასულ კვირას ძალიან დავსველ-
დი, და მიუხედავად იმისა, რომ მან ასპირინი დამალევინა, მაინც ავად
გავხდი. მას მერე სულ მინდა ცოტა ხარისხიანი ქოლგის ყიდვა, აქედან
რომელიმესი.
პანტელიმონმა მაღაზიის ვიტრინისკენ გაიქნია თავი.
მაღაზიიდან გამოსვლისას, ულიერუმ შესთავაზა:
– ახლა თუ სხვა საქმე არ გაქვს, წამო გავისეირნოთ. ერთი კვირაა
ერთმანეთი არ გვინახავს... არადა, ამ კვირის განმავლობაში, – მან
ხმას დაუწია, – შენზე გავიგე უფრო მეტი, ვიდრე ორი წლის განმავლო-
ბაში...
პანტელიმონმა შიშით შეხედა.
– დარწმუნებული ვარ, შენც ბევრს გაიგებდი ჩემზე, – განაგრძო
ულიერუმ ღიმილით. – მთელი ეს ხანი ჩვენ ვურთიერთობდით, ოღონდ
შუამავლის მეშვეობით. ნასტასე მიყვებოდა ყველა თქვენს საუბარზე,
ხანდახან მაგნიტოფონსაც ჩართავდა და მთხოვდა კომენტარი გამე-
კეთებინა ამა თუ იმ ნათქვამზე... ეჭვი არ მეპარება, რომ იმავე პროცე-
დურას შენთანაც ჩაატარებდა...
– დიახ, ზუსტად ასეა, – თქვა პანტელიმონმა, თვალები დახარა.
ზუსტად ასე...
– ნუ გქენჯნის სინდისი, – თქვა ულიერუმ. – დროა ასეთი... – გაჩერ-
და, ამოისუნთქა. – ამის სათქმელად კი არ დამიძახიხარ... უბრალოდ,
ისეთ ინტერპრეტაციებს აძლევ ზოგიერთ ფაქტს...
– რა ინტერპრეტაციები? – გაიკვირვა პანტელიმონმა.
– ყველაფერს, რაც ეხება ზევედეის, ძალიან საინტერესოა. გამო-
დის, რომ – ულიერუმ ხმას დაუწია, – შენ მას ძალიან კარგად იცნობ.
როდის გაიცანით ერთმანეთი?
– სულაც არ ვიცნობ ამ კაცს. ერთადერთხელ გამაჩერა და მკითხა,
ახლა რომელი წელიაო. უბრალოდ, ამხანაგ ნასტასეს მისი ჩანაწერე-

171
ბის მთელი კოლექცია აქვს და ხანდახან ორჯერ-სამჯერ მასმენინებ-
და.
პანტელიმონმა უცბად გაიღიმა:
– ეს ზევედეი, – წამოიწყო ლაპარაკი სულმოუთქმელად, – ძალიან
საინტერესო პიროვნებაა. შეიძლება ითქვას, უნიკალური! ალბათ ამი-
ტომაც დამეკარგა ძილი. ღამე არ გავა, მასზე არ ვიფიქრო. განსაკუთ-
რებით ერთ-ერთ მის გამოთქმაზე: პოლიტიკაზე მე დავხარჯე თხუთმე-
ტი წელი...
– ციხეზე კიდევ თხუთმეტი, – ღიმილით აყვა ულიერუ, – და მინდა
გავიგო...
– მინდა გავიგო ამ ოცდაათი წლის არსი, – დაასწრო მას პანტელი-
მონმა, – იმიტომ, რომ ორივე ფაზა, ერთად აღებული, ერთ მთლიანო-
ბას წარმოადგენს.
– როგორც მახსოვს, მან თქვა, ორივე ვადაო – შეუსწორა ულიერუმ.
– მაგრამ არსი ერთია.
– ამიტომაც მაინტერესებს დრო, როგორც პრობლემა, – განაგრძო
ციტირება პანტელიმონმა. – დროის პრობლემა, – გაიმეორა ჩაფიქრე-
ბულმა, მერე ულიერუს თვალები მოძებნა. – მაგრამ ამ პრობლემას
არანაირი კავშირი არ აქვს სამოცდაექვსი წლის ყალბ გაზეთებთან.
– მაგრამ, ნასტასეს სწორედ ზევედეიზე აქვს ეჭვი, – შეეწინაღმდეგა
ულიერუ. – წავიდეთ, ჯობია ვიაროთ.
– არა, გაზეთებისთვის თარიღის შეცვლას აქვს მაინც რაღაც შო-
რეული კავშირი დროის პრობლემასთან. მაგრამ ზევედეი მანამდე ლა-
პარაკობდა სხვა საკითხებზეც, თუ ის მართლა ლაპარაკობდა გულახ-
დილად, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება. ასჯერ გიჟი რომ იყოს, ვიცი გუ-
ლით არ ცრუობს. ჰოდა, აი ის სხვა საკითხები ჩვენთვის უფრო მნიშვნე-
ლოვანია. არ ვიცი მოუსმინეთ თუ არა თქვენ მთლიან ჩანაწერს...
– მთლიანს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ძირითადად მოვისმინე. შენ
ალბათ გულისხმობ იმ მონაკვეთს, სადაც ლაპარაკია ფონ ბრაუნ-
ზე.[42]
– დიახ, ზუსტად! – დაადასტურა პანტელიმონმა. – მე მოვუსმინე ამ
მონაკვეთს სამჯერ და თითქმის ზეპირადაც მახსოვს ის. უპირველეს

172
ყოვლისა, მე გამაკვირვა ზევედეის პირდაპირობამ, როდესაც მან გა-
ნაცხადა, რომ დაკარგა ყველანაირი ინტერესი პოლიტიკის მიმართ...
– მანამდე გახსოვს? – სიტყვა შეაწყვეტინა ულიერუმ. – რა თქვა მან
მანამდე? ყალბთარიღებიანი გაზეთების საიდუმლო – ეს ცრუ საიდუმ-
ლოაო. ეს ტექნიკური პროგრესის მიღწევაა, სხვა არაფერიო.
– როგორც მახსოვს, ეს მას შემდეგ თქვა, რაც პოლიტიკის მიმართ
ინტერესის დაკარგვის შესახებ განაცხადა. მაგრამ ეს არ არის მთავა-
რი, არამედ ის რომ... ჯერ საუბრობდა დროის პრობლემაზე, შემდეგ კი
აი, რა თქვა: წესით უნდა მელოლიავებოდეთ და მხარს მიჭერდეთ,
რადგან ჩემსავით დროის პრობლემით გატაცებულები პოლიტიკურად
სრულიად უვნებლები არიანო.
– გაიხსენეთ ფონ ბრაუნის პასუხი, – განაგრძო ულიერუმ, – გაიხსე-
ნეთ მისი პასუხი, როდესაც ჰიტლერმა სთხოვა დაეჩქარებინა მუშაობა
რაკეტებზე, რათა სწრაფად მოეპოვებინათ გამარჯვება...
პანტელიმონი გაჩუმდა, მკლავში ჩააფრინდა ულიერუს.
– მან უპასუხა: მე არ მაინტერესებს რამდენად სწრაფად მოვიგებთ
ომს, მე მაინტერესებს, რამდენად სწრაფად დავსხდებით მთვარეზე.
ასეც გამოვიდა: გერმანელებმა ომი წააგეს, სამაგიეროდ ფონ ბრაუნის
წყალობით ადამიანები დასხდნენ მთვარეზე!
– წავიდეთ, წავიდეთ!
ულიერუმ ხელჩაჭიდებული გაიყოლა პანტელიმონი, თან ყურადღე-
ბით ათვალიერებდა ქუჩას.
– ფონ ბრაუნის შემთხვევა შეიძლება გავიგოთ ორნაირად, – ცოტა
ხნის შემდეგ განაახლა თემა პანტელიმონმა. – დავუშვათ, ზევედეის
სურდა ეთქვა, მე მაინტერესებს დროის პრობლემა, და ფონ ბრაუნი –
მშვენიერი მაგალითი ადამიანის შორსმჭვრეტელობისა, რომელიც არ
ფიქრობდა ამწუთიერზე, საერთოდ დროზე, მაგრამ ჩვენ ვუპასუხებთ,
ფონ ბრაუნის ტრიუმფი სუფთა ტექნოლოგიური ხასიათისაა და მას თა-
ვისთავად მოსდევს პოლიტიკური ძალაუფლება.
– ესე იგი... – შესძახა ულიერუმ.
– ესე იგი, როდესაც ფონ ბრაუნის მაგალითი მოჰყავდა, ზევედეი
სულ სხვა რამეზე ფიქრობდა... მაგრამ რაზე?... ამიტომაც ვერ ვახერხებ

173
დაძინებას, – დასძინა მან მცირე პაუზის შემდეგ. – ვკოტრიალობ გვერ-
დიდან გვერდზე და სულ ვფიქრობ. ნეტავ, რას გულისხმობდა?
– და თუ არაფერს გულისხმობდა? – იკითხა ულიერუმ.
– მით უკეთესი, ესე იგი, მან გასცა საკუთარი თავი ისე, რომ ვერც
მიხვდა! – ისევ ჩაეჭიდა ულიერუს მკლავში და ჩასჩურჩულა: ვინ წავა,
თქვენ ან მე? ეს ხომ პირველი რგოლია კოდის ამოხსნაში...
– შენ წადი, შენ ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ სამხრეულები უნდა
დაიმსახურო. მხოლოდ მე მითხარი. მე შენ შემდეგ მათ ყველაფერს გა-
ვუმეორებ – დარწმუნდნენ ბოლო-ბოლო, რომ მე მათ არაფერს ვუმა-
ლავ.
ორივემ ერთდროულად მიატრიალა თავი უკან. მიიხედ-მოიხედეს.
– ფონ ბრაუნი, მთვარე, მთვარეზე დაჯდომა, – ჩაიჩურჩულა პანტე-
ლიმონმა. – შიფრის კოდი შეიძლება იყოს დაფუძნებული მთვარის ფა-
ზებზე. ყველა ბეჭდვით შეცდომას და ორიგინალური ტექსტიდან გა-
დახრას მიეცემა აზრი, თუ მათ შევადარებთ მთვარის კალენდართან.
– ვერ გავიგე, – ამოისუნთქა ულიერუმ.
– დამიჯერეთ, არც ისეთი რთულია. გადაშლით გაზეთს და პოუ-
ლობთ სინოპტიკოსების ინფორმაციას – მთვარე სავსეა, ზრდაშია,
კლებაშია, – შემდეგ ამოკრეფთ შეცდომებს. დავუშვათ, დღეს სავსე
მთვარეა. გადმოითვლით თორმეტ სიტყვას ან თორმეტ ასო-ბგერას
პირველი ბეჭდვითი შეცდომიდან. შემდეგ მეორედან, მესამედან და
ასე შემდეგ. გადმოიწერთ სიტყვებს ან ასოებს, რომლებზეც გადათ-
ვლისას მოხვდით, და აი, თქვენ შიფრიც!
– ნუთუ მართალია? – ძლივს ამოთქვა გაოგნებულმა ულიერუმ.
– არ ვიცი, არცერთი ფალსიფიცირებული ეგზემპლარი ხელში არ
მჭერია. მაგრამ ამის შემოწმება შესაძლებელია.
– წამოდი ახლავე! – შესძახა ულიერუმ
მიდიოდნენ ხმის ამოუღებლად, ულიერუ ხანდახან გვერდულად
გახედავდა პანტელიმონს აღფრთოვანებით და თითქოს შიშითაც.
– გილოცავ, – ვეღარ მოითმინა მან. – დიდი პატივია ჩემთვის, რომ
მენდობი... ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე შენი არშემდგარი რომა-

174
ნის ამბავი იმ გოგონასთან. მე ხომ არაფერი ვიცოდი. თითქმის ორი წე-
ლია ვიცნობთ ერთმანეთს, შენ კი არაფერი მოგიყოლია ჩემთვის.
VIII
– დღეს დილიდანვე ვფიქრობდი თვითმფრინავში, – წამოიწყო სა-
უბარი პანტაზიმ და ყველას ჩამოართვა ხელი, – სულ ვფიქრობდი, რას
მაგონებს ეს? და მხოლოდ ახლა, როცა შემოვედი, გამახსენდა. ეს რო-
გორც იმ ლეგენდაშია, სადაც გადაწყვიტეს, რომ მოეცილებინათ ყვე-
ლა მოხუცი. და მოიცილეს, გადარჩა მხოლოდ ერთი. ხოლო როდესაც
ქალაქს ეწია უბედურება... გაგრძელება ყველამ კარგად იცით.
– გარკვეული შეცდომები მოხდა, – გიბერჩამ ცალყბად გაიღიმა.
პანტაზიმ გახედა გიბერჩას, თავი გააქნია და სავარძელში ჩაეშვა.
– პარტია არასდროს ცდება, – შეახსენა მას, პირიდან კბილის სა-
ჩიჩქნი ჩხირი გამოიღო და დადო პატარა ლამბაქზე ყავის ფინჯნის
გვერდით. – კონიუნქტურა იცვლება, დიახ ეს ასეა. და რა სასიამოვნოა,
– დასძინა მან, თან მაგიდას გადახედა, – რა სასიამოვნოა, რომ არ
დაგვიწყებიათ ჩემი ჩვევა – უნაღებო თურქული ყავა.
მოკრძალებულმა ღიმილმა წამით გადაურბინა დამსწრეთა სახე-
ებს. შემდეგ ექვსივემ გიბერჩასკენ მიაბრუნა თავი, პანტაზიმ კი ფინჯა-
ნი აიღო ოდნავ აკანკალებულ ხელში და სვენებ-სვენებ მოჰყვა ყავის
დაგემოვნებას.
– ზუსტად ისეა, როგორც ძველ დაუვიწყარ დროს... თუმცა მოხუცე-
ბის გარეშე დარჩენილი ქალაქის ამბავმა ბევრ რამეზე ჩამაფიქრა... –
მიმართა მან გიბერჩას, – რაკი ჩემ ჩამოსაყვანად სპეციალური თვით-
მფრინავი გამოგზავნეთ, ესე იგი, საქმე ძალიან ცუდადაა. მაგრამ, წარ-
სულ დაუვიწყარ დროს ჩემზე ამბობდნენ, რომ შორვალას[43] ვფლობ-
დი...
ექვსივემ თითქოს უბრძანესო, ჩუმად ჩაიცინა და მლიქვნელურად
შეხედა გიბერჩას.
– თქვენი აზრით, საკმარისია ამოვიღო ჯიბიდან ჩემი შორვალა და
ყველა კლიტე და ბოქლომი თავისით გაიღება? – მან ერთი ყლუპით
დაცალა ყავა. – კეთილი, რა მოხდა ბოლოს და ბოლოს?
გიბერჩამ დოსიე დაუდო წინ.

175
– თქვენ ალბათ უკვე იცით ყველაფერი.
პანტაზიმ გახსნა საქაღალდე, აიღო სკინტეიას ნომერი, გადახედა
პირველ გვერდს, ფრთხილად დაკეცა და დადო ადგილზე.
– ეს ათას ცხრაას სამოცდაექვსი წლის ექვსი ივნისისაა, – თქვა მან.
– დაბეჭდილი და გავრცელებულია სამი დღის წინ, – განმარტა გი-
ბერჩამ. – ნუთუ არაფერი გაგიგიათ სკინტეიას ყალბი ნომრების შესა-
ხებ?
პანტაზიმ კბილის ჩხირი დააქუცმაცა, პირში ჩაიყარა, პატარა ნატე-
ხებად დატეხა და ჩაფიქრებულმა დაიწყო ღეჭვა.
– ბოლო ორი წელიწადია ძალზე მოუცლელი ვარ. თქვენთვის ცნო-
ბილი ქარხნების კადრებს ვამოწმებ. დიდი დრო მიაქვს თითოეული პი-
როვნების შემოწმებას, თითოეული ანკეტის წაკითხვას. რაღაცისთვის
ყური კი მომიკრავს, მაგრამ დასაბუთებულად არაფერი ვიცი...
მან ნელა, მეთოდურად დაიწყო საჩიჩქნის ნატეხების დალაგება
ლამბაქზე.
გიბერჩამ ანიშნა მუქსათვალიან ნახევრად მელოტ ახალგაზრდა
კაცს, რომელიც მაგიდის ბოლოში იჯდა.
– მოგვახსენე, დუმიტრესკუ.
პანტაზი უსმენდა და თან დოსიეს ათვალიერებდა. რამდენიმე წუ-
თის შემდეგ ხელით ანიშნა მომხსენებელს, გაჩერდიო.
– ეს აპოკრიფული გაზეთები, როგორც თქვენ მათ აქ ახსენებთ,
იბეჭდება ან უშუალოდ სკინტეიას სტამბაში, ან ვრცელდება რომელი-
მე საელჩოს მიერ.
– ჩვენც ასე ვფიქრობთ, – მრავალმნიშვნელოვნად გაღიმებულმა
გიბერჩამ თავი დაიქნია, – მაგრამ, რადგან სრული დარწმუნებით შეგ-
ვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენს სტამბაში ეს არ კეთდება. ჩნდება კით-
ხვა, რაში სჭირდება უცხოურ საელჩოს მათი შემოტანა და ჩვენთან გავ-
რცელება?... მოუსმინეთ ბოლომდე, გთხოვთ.
პანტაზიმ ამოიღო ახალი კბილის საჩიჩქნი ჩხირი, გვერდზე გადა-
ხარა თავი, თვალებდახუჭულმა მიუგდო ყური სპეცსამსახურების ანგა-
რიშებს: ქაღალდისა და საღებავის ქიმიური ანალიზი, ბეჭდვითი შეც-

176
დომების სტატისტიკური აღრიცხვა, კოდის გახსნის მცდელობები,
რომლის მეშვეობითაც გადაიცემა შეტყობინებები.
– კი მაგრამ, საიდან მოიგონეთ, რომ ისინი რაღაცას გადასცემენ? –
იკითხა პანტაზიმ.
– აბა, ისე რა აზრი ჰქონდა მათ ძალისხმევას? ეს ხომ ძალიან დიდი
შრომაა – დაბეჭდო და გაავრცელო მთელ ქვეყანაში ათასობით ფალ-
სიფიცირებული გაზეთი? – უპასუხა გიბერჩამ. – თანაც, ნახავთ, კიდევ
არის რაღაც დეტალები...
პანტაზი მიეყრდნო მაგიდას, პირში ჩხირს ატრიალებდა, კიდევ ერ-
თი-ორი წუთი უსმინა.
– კი მაგრამ, ზევედეისთან პელერინა რა შუაშია? – შეაწყვეტინა
სიტყვა მომხსენებელს. – ოდესღაც ვიცნობდი მას.
გიბერჩას ნიშანზე ნასტასემ გადაშალა დოსიე და შეუდგა კითხვას.
ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა თავად ზევედეი: გაღიმებული გამოდიო-
და მატასარის გასტრონომიდან, მხრებზე პელერინას ისწორებდა.
– როგორც წესი, არ არის ხოლმე ასეთი მხიარული, – აღნიშნა ნას-
ტასემ, – მაგრამ ეტყობა, იმ დღეს გაუმართლა და ლორის კარგი ნაჭე-
რი შეხვდა[44]...
გამოსახულება გაჩერდა: ზევედეი იღიმებოდა, ხელში პატარა შეკ-
ვრა ეჭირა და ემზადებოდა პელერინის გასასწორებლად.
– პელერინა ეკუთვნოდა ბიძამისს, ავსტრო-უნგრეთის არმიის პოლ-
კოვნიკს ბრუნო ფლონდრუს, – დაამატა ნასტასემ. – ახლა კი მგონი უპ-
რიანი იქნება ჩავრთოთ ერთ-ერთი ჩვენი პირველი საუბარი.
თითი დააჭირა მაგნიტოფონის კლავიშს.
– პოლიტიკაში თხუთმეტი წელი ვიყავი, – გაისმა ზევედეის ხმა, –
ციხეში კიდევ თხუთმეტი წელი... ამიტომაც მაინტერესებს დრო, რო-
გორც პრობლემა...
პანტაზიმ მოითხოვა ფონ ბრაუნთან დაკავშირებული ჩანაწერის
გამეორება. შემდეგ მას კვლავ მიართვეს ფინჯანი ყავა, პატარ-პატარა
ყლუპებით სვამდა და თან უსმენდა ნასტასეს, რომელიც პანტელიმო-
ნის პირად საქმეს კითხულობდა: სოციალური წარმომავლობა ჯანსა-
ღია, მაღაროელების ოჯახიდანაა (ჟიუს ხეობიდან). წარჩინებული სტუ-

177
დენტი, თუმცა პოლიტიკური ფხის გარეშე. ჯერ კიდევ დისერტაციის
დაცვამდე საკმაოდ თამამ პროექტს წარადგენს „ბ” სექციაში. ატარებს
ექვსთვიან ცდებს, აქვს უბრწყინვალესი შედეგები და პროექტი გეგმის
გარეშე გადააქვთ „ა” სექციაში, ნიშნავენ ლაბორატორიის ხელმძღვა-
ნელად, ანიჭებენ უფროსი სამეცნიერო მუშაკის წოდებას. გაურკვევე-
ლი მიზეზებით ჩაშალა ნიშნობა თავის კოლეგა სანდა ირინეუსთან. სა-
ეჭვო ხდება 1967 წლის ნოემბრიდან. მას შემდეგ თვალს ვადევნებთ.
მეგობრები არ ჰყავს. ურთიერთობს მხოლოდ ამხანაგ ულიერუსთან,
ადმინისტრაციის განყოფილების თანამშრომელთან. (ერთად სადი-
ლობენ ხოლმე, ხანდახან სამსახურის გარეთაც ხვდებიან ერთმანეთს).
– მაჩვენეთ, – თქვა პანტაზიმ.
ეკრანზე აჩვენეს პანტელიმონი. აი ის მატასარის გასტრონომთან,
აი ლაბორატორიაში, ყურადღებით ათვალიერებს რომელიღაცა კოლ-
ბის შიგთავსს, აი მიდის ქუჩაში ულიერუსთან ერთად და ბოლოს, მხარ-
ზე ადებს ერთ გოგონას ხელს და აპირებს მის ჩახუტებას.
– ამხანაგი სანდა ირინეუ, – განმარტა ნასტასემ. – ოთხი წელი სწავ-
ლობდა ქიმიის ფაკულტეტზე მოსკოვში. სპეციალობა – ანილინები და
საღებავები. სამოცდაშვიდი წლის ნოემბერში გაუშვეს დელეგაციის
წევრად სტოკჰოლმში. არ დაბრუნებულა. ამჟამად ცხოვრობს უგანდა-
ში. აგროვებს საფოსტო ბარათებს მთელი მსოფლიოდან.
შემდეგ ნასტასემ მოკლედ მიმოიხილა თავისი საუბრები ულიერუს-
თან და პანტელიმონთან, თან ფურცლავდა დოსიეს, ზოგან კითხუ-
ლობდა, პანტაზის თხოვნით ხანდახან მაგნიტოფონსაც ასმენინებდა...
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, როდესაც მეორედ მოისმინა პანტელი-
მონის განმარტება მთვარის ფაზებზე დამყარებულ კოდზე, პანტაზიმ
ჰკითხა გიბერჩას:
– მერე? სცადეთ?
გიბერჩამ გაიღიმა, არ დამალა თავისი კმაყოფილება და ხელები
გაშალა.
– ცარიელი ნომერია. სპეცსამსახურები იმავე ღამეს შეუდგნენ საქ-
მეს, სამი ივნისის დილის აპოკრიფული გამოცემის საფუძველზე. შევა-
მოწმეთ ყველა წინა ნომერი. მივიღეთ იგივე შედეგი... პანტელიმონმა

178
ეშმაკურად მოიგონა, მაგრამ კოდი – თუ დავუშვებთ, რომ კოდი არსე-
ბობს, მისი ჰიპოთეზის მეშვეობით არ იშიფრება.
პანტაზი ფიქრებში ჩაიძირა და ვეღარავინ გაბედა სიჩუმის დარ-
ღვევა.
– პირდაპირ გეტყვით, – ალაპარაკდა იგი. – ტყუილად ჩამომიყვა-
ნეთ აქ. ვერაფრით დაგეხმარებით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს
საქმე სცდება ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს, მე კი ნამდვილად არ
ვარ საერთაშორისო კლასის სპეციალისტი. თქვენ საკონსულტაციოდ
უნდა მიმართოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს...
– ჩვენ დიდი ხანია მათთან ვთანამშრომლობთ, – უპასუხა გიბერ-
ჩამ. – სხვანაირად როგორ იქნებოდა? ისინი ხომ ისედაც ყველაფერს
გაიგებდნენ რამდენიმე საათის დაგვიანებით. ისინი თან გვახლდნენ
ყველგან, წამითაც არ გვშორდებოდნენ. აფეთქება საღებავების ფაბ-
რიკაში, სამხედრო ძალების მუზეუმის დირექტორის მოადგილის სასა-
მართლო პროცესი, თვალყურის დევნა სტამბასა და ფალსიფიცირებუ-
ლი გაზეთების გავრცელებაზე. მათ ყველაფერი იცოდნენ და ყველგან
მათი ხალხი მხვდებოდა... მათი ელექტრონიკაც ალბათ მაგრად მუშა-
ობდა, ყველაფერს ანგარიშობდა და ისიც ამაოდ.
– დავუშვათ ასეა, – დაეთანხმა პანტაზი და მშვიდად დაამთავრა
ჩხირის ღეჭვა. – სულერთია, ეს მაინც საერთაშორისო დონის საქმეა
სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი
შინაური მტრები უკვე დიდი ხანია რაც ლიკვიდირებულნი ან განეიტ-
რალებულნი არიან. აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ აქ ჩვენ
ცხვირწინ ვიღაცამ სამ-ოთხ თვეში მოახერხოს ამოდენა მასშტაბის ან-
ტისახელმწიფოებრივი დივერსიული საქმიანობის ორგანიზება, თანაც
ისეთ ტექნიკურ ბაზაზე, ბევრ ქვეყანას რომ შეშურდებოდა.
გიბერჩა ისმენდა ამ სიტყვებს და ყველას გამარჯვებული კაცივით
შესცქეროდა.
– ჩვენც ასეთ დასკვნამდე მივედით, – თქვა მან, – მაგრამ, თავის-
თავად იბადება კითხვა: რისთვის, რა მიზნით ხდება ეს ყოველივე? თუ
აპოკრიფული გამოცემებით გადაიცემა დივერსიული დაჯგუფებების
შეტყობინებები, რატომ არაფერი ხდება – არაფერი ახალი გასულ ზამ-

179
თართან შედარებით? და თუნდაც ეს იყოს ათასჯერ მეტი სიძლიერის
დივერსია, მაინც არ ამართლებს ასეთ ზერთულ და ძვირადღირებულ
საშუალებებს.
გიბერჩას მარცხნივ მჯდომმა კაცმა ასწია ხელი:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, თუ ნებას მომცემთ, შეკითხვა მაქვს ამხა-
ნაგ პანტაზისთან... – თქვენ ამბობთ, რომ ეს საერთაშორისო კლასის
საქმეაო, მაშინ რა უნდათ მათ ჩვენგან?
ვიდრე პასუხს გასცემდა, პანტაზიმ შეათვალიერა შემკითხველი.
– რა უნდათ და ხომ შეიძლება თავად ამ ოპერაციის ორგანიზატო-
რებმა შემოგვიგდეს ძირგამომთხრელი შეტყობინებისა და შეთქმულე-
ბის იდეა?
– ვერ გავიგე, – უპასუხა გიბერჩას მარცხნივ მჯდომმა კაცმა.
– ვერც მე, – მხარი აუბა გიბერჩამაც. – რაში ჭირდებათ მათ მაგხე-
ლა ძალისხმევა?
პანტაზიმ ახლოს მიიწია თეფში ყავასთან ერთად.
– გმადლობთ, – თქვა მან. – მხოლოდ აქ თუ დალევ ნამდვილ უნა-
ლექო ყავას. კარგ ყავას როგორ ამზადებთ? – ფინჯანი ტუჩებთან მი-
იტანა და ნელა მოსვა. – თან ცხელიცაა, როგორც საჭიროა. შესანიშნა-
ვია!... მაგრამ დავუბრუნდეთ საქმეს. ვფიქრობ, შეტყობინებები მარ-
თლაც გადაიცემა. მაგრამ არა მაინცდამაინც ჩვენი სახელმწიფოს წყო-
ბის დასამხობად. სრულიად შესაძლებელია, რომ მათი ადრესატები
ანუ დაჯგუფებები, არიან სხვა სახელმწიფოებში და რომ მივიდნენ და-
ნიშნულებამდე, ამისთვის იყენებენ ჩვენი გაზეთის ფალსიფიცირებულ
ეგზემპლარებს.
– ეს უკვე მეტისმეტია, – ღიმილით ჩაერია გიბერჩა. – ეს იგივეა, მარ-
ჯვენა ხელით მარცხენა ყური რომ მოიფხანო.
– მე ვთქვი: სრულიად შესაძლებელია-მეთქი, როგორც ერთ-ერთი
ჰიპოთეზა. არაა გამორიცხული სხვებიც.
– მაგალითად? – გამოცოცხლდა გიბერჩა.
– მე მოგვიანებით მოგახსენებთ მათ, როდესაც გავეცნობი დეტა-
ლებს. მანამდე კი მინდა ვიცოდე, ვრცელდებოდა თუ არა ფალსიფიცი-
რებული ეგზემპლარები უცხოეთშიც, უფრო სწორად, არის თუ არა ევ-

180
როპის ცენტრალურ ბიბლიოთეკებში, ევროპული კომპანიების საგაზე-
თო რედაქციებში და სხვა კონტინენტებზეც, სადაც აგზავნიან სკინტეი-
ას. როგორ ფიქრობ, უახლოეს დროში შეგვიძლია მივიღოთ ეს ინფორ-
მაცია?
– რა თქმა უნდა შეგვიძლია, – უპასუხა გიბერჩამ. – მაგრამ ყალბი
გაზეთები რომც იგზავნებოდეს, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმეს შეენა-
ხა. დაინახავდნენ თუ არა თარიღს, ეგრევე გადააგდებდნენ. ათას
ცხრაას სამოცდაექვსის მიმღებნი აშკარად იფიქრებდნენ, შეცდომის
ან დაუდევრობის ბრალი იქნებაო.
– მაინც უნდა ვცადოთ. ვინმემ თუ შეამჩნია, რომ ეს შეცდომა თუ და-
უდევრობა მეორდება, შეიძლება რედაქციისთვის საჩივრებით მიემარ-
თათ. არსებობს ინფორმაცია საჩივრების თაობაზე?
გიბერჩამ მაგიდის წევრებს გადახედა.
– არის, – ხმა ამოიღო პანტაზის გვერდზე მჯდომმა პიროვნებამ, რო-
მელმაც ყავა მიართვა მას. – როგორც მინიმუმ არსებობს ორი საჩივა-
რი: ერთი მეხიკოს ცენტრალური ბიბლიოთეკიდან, მეორე კი იტალიუ-
რი გაზეთიდან უნიტა.
– რა ტიპის საჩივრები იყო?
– ორივე ერთნაირი შინაარსისაა: იწერებიან, დროდადრო ვიღებთ
ძველ ნომრებს და გაზეთების შეკვრა არ გამოგვდისო... მაგრამ აზრა-
დაც არ მომსვლია, რომ ეს აპოკრიფულ ეგზემპლარებთან იქნებოდა
დაკავშირებული, – დაამატა მან და სახეზე მთლად წამოჭარხლდა.
– როდის მიიღეთ საჩივრები?
– მეხიკოდან მარტში, იტალიიდან კი ოდნავ მოგვიანებით. უნიტამ
ყალბი ნომრების სიაც გამოგვიგზავნა. ალბათ საუბარია...
– ეს ამარტივებს საქმეს, – შეაწყვეტინა მას გიბერჩამ და თითი და-
აჭირა წითელ ღილაკს.
IX
სხდომამ მუშაობა განაახლა ორ საათსა და თხუთმეტ წუთზე. თი-
თოეული წევრის წინ იდო ლიმონათით სავსე თერმოსი და ჭიქა ესპრე-
სო ყინულით. ხოლო თურქული ყავა და ცივი წყალი გრაფინით საგან-
გებოდ პანტაზისთვის მოიტანეს. ის დაბნეული უსმენდა მორიგი ინ-

181
სპექტორის ანგარიშს. ჩამოთვალა ის ქალაქები, სადაც გაიგზავნა
ყალბი ნომრები, ილაპარაკა ადრესატების კლასობრივ მდგომარეო-
ბაზე, ჩვენებებზე დაკითხვების დროს. უმრავლესობა – მუშათა კლასი-
დან ან სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელი, ინტელიგენციის წარმო-
მადგენელი კი ძალიან ცოტა იყო. თითქმის ყველანი კომუნისტური
პარტიის წევრები იყვნენ. თავიდან არავინ ინახავდა ყალბ ნომრებს,
მით უმეტეს, რომ ნამდვილ ეგზემპლარებთან ერთად იღებდნენ ადრე-
სატები, მაგრამ როგორც კი ჭორები გავრცელდა ყალბ ნომრებზე, ხალ-
ხმა დაიწყო მათი შენახვა და გაყიდვა კოლექციონერებზე...
– რომელ კოლექციონერებზე? – იკითხა პანტაზიმ.
– რომლებიც ყოველგვარ უცნაურ ნივთებს აგროვებენ. ისინიც და-
იკითხნენ. საეჭვო არაფერია. სრულიად სანდო ხალხია. თუმცა, მარ-
თალია, ბევრს ლაპარაკობენ ყველგან და გინდა არ გინდა, ინფორმა-
ცია ვრცელდება. ახლა უკვე მთელმა პროვინციამ იცის ყველაფერი.
– დიახ, მეც ასე გავიგე, – თქვა პანტაზიმ და გადატეხა ჩხირი. – ბევ-
რი დაგვცინის, ზოგიერთი ნიშანს გვიგებს, აი, ბატონო, თურმე შესაძ-
ლებელია საბოტაჟის მოწყობა სეკურიტატეს[45]ცხვირწინ და დამნაშა-
ვეებსაც არ იჭერენო.
– აქ ყველაზე ცუდი, რა თქმა უნდა, გახმაურებაა, – აღიარა გიბერ-
ჩამ. – რამდენმა კაცმა შეამჩნია ის შეცდომები, ძნელი დასადგენია. უმ-
რავლესობამ არც მიაქცია ყურადღება მთავარს: მეოცნებენო ყველა
ქვეყნისა, შეერთდით! მაგრამ, თავისთავად შეთქმულთა წარმატება
არის ის, რაც ყველას ყურადღებას იპყრობს.
– შეიძლება სწორედ ეს არის მიზანი. ნეტავი მართლა მხოლოდ ეს
იყოს!... გისმენთ, – ანიშნა ინსპექტორს.
– მე მგონი, რაც მნიშვნელოვანი იყო უკვე წავიკითხე, – ინსპექტორ-
მა კიდევ ერთხელ გადაფურცლა დოსიე.
პანტაზიმ ანგარიშმიუცემლად ჩაიყო თითები პიჯაკის ზედა ჯიბეში
და შეჩერდა. იმავე წამს გიბერჩამ მიაწოდა კბილის ჩხირების გამჭვირ-
ვალე კოლოფი და გახარებულმა გაიღიმა თავისი ოპერატიულობის
გამო; მისი ხელი პირველი აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენების გამოკი-
დებული დარჩა ჰაერში.

182
– გმადლობთ, – თქვა პანტაზიმ. – სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ
თქვენ არ დაგვიწყებიათ ჩემი პატარა სისუსტეები... მაგრამ დავუბრუნ-
დეთ ეჭვმიტანილ პირებს. მაშასადამე, ჩვენ გვყავს პანტელიმონი, ზე-
ვედეი და სანდა ირინეუ. თუ საუბარია რაიმე საქმიანობაზე და შესაბა-
მისად, ორგანიზაციაზე, არ გამიძნელდება ამხანაგ ირინეუს როლის
გაგება, რასაც ვერ ვიტყვი იმ ორზე, უფრო სწორად, სამზე.
– რაც შეეხება ზევედეის, – ჩაერთო საუბარში გიბერჩა, – რამდენიმე
მოსაზრება გამაჩნია მასზე.
და მან გამოთქვა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც სუბიექტმა და-
კარგა კონტაქტი თავის აგენტურასთან და ამით აიხსნება მისი შესაბა-
მისი უცნაური საქციელი. პანტაზი უსმენდა ყურადღებით და თან პირში
ატრიალებდა ჩხირს.
– საინტერესო ჰიპოთეზაა. მაგრამ, მე აი რას ვფიქრობ: მახეს ხომ
არ გვიგებენ, ცრუ სატყუარებს ხომ არ გვიდებენ: ზევედეის პელერინა,
აფეთქება საღებავების ფაბრიკაში, უწესრიგობა სამხედრო ძალების
მუზეუმში და სხვა. შეიძლება მე ყველაფერი არც ვიცი...
– რაც გინდათ თქვით, მაგრამ კავშირი იკვეთება, – ჩაერთო საუბარ-
ში ნასტასე. – თავად განსაჯეთ, სანდა ირინეუ, რომელიც დანიშნული
იყო პანტელიმონზე, იყო ზევედეის მეზობელი, ხოლო ამხანაგი მაგერუ,
ვის გამოც ჩაიშალა პანტელიმონისა და სანდას ნიშნობა, გადაიყვანეს
არა სადმე სხვაგან, არამედ სლატინაში, საღებავების ფაბრიკაში.
– ეს ყველაფერი ასეა, – დაეთანხმა პანტაზი, – მაგრამ, შესაძლოა,
ეს ერთი შეხედვით საეჭვო ურთიერთობა არის გამოყენებული სწორედ
გზის ასაბნევად. რათა მთელი ჩვენი ენერგიის მობილიზაცია მოახდი-
ნონ ფიქტიური შიდა შეთქმულების გახსნაზე და ამ დროს დამალონ
ოპერაციის საერთაშორისო წყარო და ხასიათი. თუ ეს ასეა, მაშინ მათ
მიაღწიეს თავიანთ მიზანს, რადგან ჩვენ დავკარგეთ სამი თვე.
ოდნავ ფერწასულმა გიბერჩამ იკითხა უღონო ხმით:
– სხვა კიდევ რისი გაკეთება შეგვეძლო?
– ეს საყვედური არ არის, – განაგრძო პანტაზიმ. – თქვენ, ყოველ
შემთხვევაში, ეფექტურად იმუშავეთ ზევედეისთან, გააცანით პანტე-
ლიმონს მისი ჩვენებები (განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ მან არ გა-

183
მოტოვა ინფორმაცია ფონ ბრაუნზე) და ამგვარად მიაკვლია კოდის ხა-
სიათს...
გიბერჩამ დაბნეულმა გადახედა იქ მყოფთ:
– თქვენ ხუმრობთ, ამხანაგო, – თქვა მან. – მე ხომ მაშინვე მოგახსე-
ნეთ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები თავს არ ზოგავდნენ, როდესაც სა-
ფუძვლად იღებდნენ სამოცდაექვსი წლისა და მიმდინარე წლის მთვა-
რის ფაზებს. და ყველაფერი უშედეგოდ. არ შედგა არათუ რომელიმე
შეტყობინება – არამედ არც ერთი სიტყვა.
პანტაზიმ ჩაფიქრებულმა მოკიდა ხელი ყავის ჭიქას, რომელიც მას
დროულად მიაწოდეს.
– რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. მაგრამ, რაკი ჩვენ ახლა
ვიცით, რომ ყალბი ნომრები იგზავნებოდა უცხოეთშიც – მექსიკაში,
იტალიაში, და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იქ, მაშასადამე, საუბარია
საერთაშორისო აქციაზე, – არ უნდა ვამყარებდეთ გამოთვლებს აქაუ-
რი მთვარის კალენდრის ფაზებზე. უნდა შევამოწმოთ სხვა მერიდიანე-
ბის მთვარის კალენდრები, უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია ბევრ, ძა-
ლიან ბევრ ქვეყანაზე. ჩემი აზრით სპეცსამსახურებს დღესვე შეუძლი-
ათ დაიწყონ მუშაობა უკვე დღეს საღამოს ელექტრონული კალკულა-
ტორების დახმარებით. ობსერვატორიამ მიაწოდოს ყველა გეოგრა-
ფიული განედის მთვარის გრაფიკები, დანარჩენს უკვე კომპიუტერები
შეასრულებენ. პლანეტის შემოწმება უნდა დავიწყოთ ჩვენი მეზობლე-
ბით, შემდეგ გადავიდეთ საფრანგეთზე, იტალიაზე, შვედეთზე, მექსი-
კაზე... ჰო, უგანდა არ გამოგრჩეთ, – დასძინა მან წამიერი პაუზის შემ-
დეგ.
X
პანტაზის დანახვაზე თეთრხალათიანმა კაცმა გაზეთი დაკეცა,
პორტფელში ხელი მოაფათურა, ეტყობა, რაღაცას ეძებდა. მერე ზან-
ტად წამოდგა სკამიდან, თითქოს არ ეთმობოდა ცაცხვის ჩრდილი და
ზლაზვნით
წავიდა, თან წარამარა უკან იხედებოდა. როდესაც დარწმუნდა,
რომ პანტაზი მის ადგილზე დაჯდა, მაშინვე მოუმატა ნაბიჯს და მალე-
ვე გაქრა.

184
– ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლოს და ბოლოს მომეცა საშუალება
პირადად გამეცანი, – საუბარი წამოიწყო პანტაზიმ, – თანაც ასეთ ად-
გილას, ცაცხვების ძირში. აქ არ ვყოფილვარ სამი წელიწადია. – ჯიბი-
დან კბილის საჩიჩქნი ჩხირი ამოიღო და დაატრიალა თითებში. – მინ-
დოდა მომელოცა შენთვის და თან მეკითხა, ზუსტად როდის გაშიფრე
კოდი. რამდენი დღით ადრე, ვიდრე ნასტასეს ეტყოდი?
პანტელიმონი გაკვირვებული მიბრუნდა მისკენ მთელი ტანით.
– გავშიფრე, კი? იმათმა ხომ ყველაფერი გამოთვალეს, ყველაფე-
რი, რაც შესაძლებელი იყო. ამხანაგმა ნასტასემ მითხრა არაფერი გა-
მოვიდა, შედეგი არ მოგვცაო.
პანტაზი მდუმარედ აკვირდებოდა მას და თან ნელ-ნელა ტეხდა
კბილის ჩხირს.
– შენ ნუ მაქცევ ყურადღებას, ჩხირებს რომ ვტეხ და ვღეჭავ. ერ-
თგვარი ნერვიული ტიკი მაქვს. მესმის, არ არის მაინცდამაინც სასია-
მოვნო საყურებელი, მაგრამ ეს არის ის ფასი, რომელსაც უკვე ხუთი წე-
ლია ვიხდი სიგარეტის მოწევის დანებებისთვის... მაშასადამე, რაზე
ვლაპარაკობდი? – განაგრძო უფრო სერიოზულად. – მაინტერესებს,
რამდენი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შეამჩნიე კავშირი – ფონ ბრაუნი
– მთვარეზე დაჯდომა – მთვარის ფაზები – იმ დრომდე, როცა შეატყო-
ბინე ამ აღმოჩენის შესახებ ნასტასეს.
პანტელიმონმა თვალები მოჭუტა, თავს ისე აქნევდა, თითქოს რა-
ღაცას ითვლიდა გონებაში.
– ოთხი დღე, არა უმეტეს. ხოლო ერთი დღით ადრე ვესაუბრე ამ თე-
მაზე ამხანაგ ულიერუს, როდესაც შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს
მაღაზიაში ქოლგების განყოფილებაში...
– მაშასადამე, სამი დღე, – კმაყოფილების გრძნობით თქვა პანტა-
ზიმ. – შენ საიდუმლოს ინახავდი სამი დღე... რატომ?
– ვერ ვბედავდი... პრინციპი მეჩვენებოდა აბსოლუტურად ცხადი
და ამავდროულად აბსურდულიც, რაც, სხვათა შორის, ბოლოს დამ-
ტკიცდა კიდეც.
– რატომ მოუყევი ულიერუს?

185
– იმიტომ, რომ... ჩვენ... ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ
ის, უბრალოდ, ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვენდობი.
– ესე იგი, – დაასკვნა პანტაზიმ, – თუ შენი მეგობარი ულიერუ იმავე
დღეს მოუყვებოდა ვინმეს შენს საიდუმლოს, იმ ვინმეს ჩვენთან შედა-
რებით ექნებოდა ოცდაოთხ საათიანი უპირატესობა...
პანტელიმონმა გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.
– მაგრამ, დავანებოთ ამას თავი, – განაგრძო პანტაზიმ. – სენსაციუ-
რი მომენტი აქ შემდეგშია: კოდის ახსნა შენ მიგანიშნა ზევედეის პელე-
რინამ! შენ ხომ აღიარე, ხომ ასეა?! – პირველივე დაკითხვაზე, შენ
თქვი, რომ გაგაკვირვა ნაკერებმა ეპოლეტების ადგილზე.
დაბნეული პანტელიმონი აწრიალდა.
– რომ არა ის ნაკერები, ზევედეი არ გაგაჩერებდა მატასარის მაღა-
ზიასთან, რომ ეკითხა ახლა რომელი წელიაო, და დღემდე წყნარად
იქნებოდი შენს საქმეებთან ლაბორატორიაში. შენ არ გახდებოდი ზო-
გიერთი სპეცსამსახურისთვის ობიექტი ნომერი ერთი და ჩვენ არ მოგ-
ვიწევდა შენი დაცვა დღე და ღამე... იმედია, – დასძინა მან ღიმილით,
– მიხვდი, რომ როცა სასწრაფოდ გადაგიყვანეს პროვინციაში, შემდეგ
იმ საბაბით, ვითომ გეწყებოდა ფილტვების ანთება, მოგათავსეს სანა-
ტორიუმში, დღეს კი ვითომ კონსულტაციისთვის სამინისტროს სასწრა-
ფო დახმარების მანქანით ჩამოგიყვანეს ბუქარესტში, შემდეგ კი სა-
ნიტრის თანხლებით შემოგთავაზეს გასეირნება აქ პარკში, და ბოლოს,
დასვენება ამ სკამზე... ალბათ, მიხვდი, რომ ამ ყველაფერს შენივე სი-
კეთისთვის ვაკეთებთ.
– არა, მე ვერაფერს მივხვდი... მე მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ
ეჭვმიტანილი ვარ მას მერე, რაც...
– შენ მანამდეც იყავი ეჭვმიტანილი, – შეაწყვეტინა სიტყვა პანტა-
ზიმ. – მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარად შემოტრიალდა. ჩვენ გვი-
წევს შენი დაცვა. ხალხი ქრება ბევრად უფრო იოლად, ვიდრე შენ ეს
წარმოგიდგენია. კარგად გაცნობას ვერ ასწრებ რომ ის უკვე ოკეანეს
გაღმაა, სხვა კონტინენტზე... ასეთი დროა. ვიღაცამ გაიგო შენი აღმო-
ჩენის შესახებ, და გაიგო ოცდაოთხი საათით ადრე, ვიდრე ჩვენ გავი-
გებდით...

186
– იმათმა ხომ ყველაფერი გამოთვალეს... – ისევ შეეცადა შეწინა-
აღმდეგებას პანტელიმონი.
– ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. მე ზევედეის
პელერინაზე გესაუბრებოდი... ეს პელერინა რომ არა... ვიცნობ ზევედე-
ის, მისი პელერინაც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, ჩემთვის სიახლე
იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირდაპირ ასე, ნაკერებიანი რომ აქვს
მოსხმული მხრებზე, ზამთარშიც და ზაფხულშიც. ზევედეი ჩემთვის ნაც-
ნობი პიროვნებაა, – დასძინა მან მცირე დუმილის შემდეგ. – მე ჩავსვი
ის თავის დროზე ციხეში. ამბავი მომიტანეს, მთებში აპირებს წასვლას
კბილებამდე შეიარაღებულ მავნებლებთან შესაერთებლადო. ჩემი ინ-
ფორმაციით ის რაზმი უკვე ალყაში იყო მოქცეული, მე
სიბრალულის გამო – ზევედეის ხომ ლამის აკვნიდანვე ვიცნობდი,
მის ბიძასაც ვიცნობდი პოლკოვნიკ ბრუნო ფლონდორს, – ჰოდა, სიბ-
რალულის გამო დავაპატიმრე იმ საბაბით, თითქოს რაღაც ფიქტიურ
შეთქმულებაში მონაწილეობდა. მეგონა მაქსიმუმ ხუთ წელს მიუსჯიდ-
ნენ, მაგრამ სასამართლოზე ისეთი სისულელეები წამოროშა, რომ მო-
სამართლეს ოცდახუთი წელი გამოტყუა. ძალიან მეწყინა, მაგრამ, რაც
მთავარია – ის მაინც გადარჩა. შეიარაღებული რაზმი მთებში ეგრევე
აიყვანეს, რამდენიმე დღეში კი კედელთან მიაყენეს და დახვრი-
ტეს.[46] – პანტაზი ცოტა ხნით გაჩუმდა და შეხედა პანტელიმონს. – თუ
შეხვდები მას, ნურაფერს ეტყვი. ეს ძველი ამბავია და ზევედეიმ არა-
ფერი იცის... ჰო, პელერინა! – გაახსენდა უცბად და ხელი გაუწოდა პან-
ტელიმონს თითქოს უნდოდა ეჩვენებინა კბილის ჩხირები, რომელიც
იმ წუთას ამოიღო ჯიბიდან. – მე ასჯერ წავიკითხე ყველა სტენოგრამა
– სულ მინდოდა გამეგო, რატომ არ იშორებდა პელერინას!
– თანაც ეპოლეტების ადგილზე ნაჭრებდაკერებულს, – ხაზი გაუსვა
პანტელიმონმა.
ეპოლეტები მოაგლიჯეს დაპატიმრების ღამეს ჩხრეკისას. მე გავე-
ცი ბრძანება, რომ ეძებნათ ვალუტა. თუ იპოვიდნენ – მიიღებდა მაქსი-
მუმ სამ წელს, რადგან იმ პერიოდში მიმდინარეობდა ზუსტად შესაფე-
რისი პროცესი. მაგრამ ზევედეი იდეური პიროვნებაა, გადაწყვეტილი
ჰქონდა მთებში პარტიზანობა. სახლში ერთი ცენტი, ერთი პენსი, ერთი

187
გახვრეტილი შვეიცარიული ფრანკიც კი არ ჰქონდა!... ამის მიუხედა-
ვად, – თქვა მან ღიმილით, – როგორც ჩანს, ქალაქში ხმა იყო გავარ-
დნილი ასეთი ეპოლეტების შესახებ, სწორედ მაშინ ჩხრეკისას აღარ
ეძებდნენ ძვირფასეულობას და ვალუტას შალითებში. სწორედ აქედან
დაიწყო შავი ფურცელი ჩვენი სამსახურის ისტორიაში. ჩვენ არ გვიფიქ-
რია მუზეუმებში არსებული ტანსაცმლის კოლექციებზე, კონკრეტულად
სამხედრო ფორმების კოლექციებზე. ამგვარად, ორგანიზაციამ შეძლო
ემუშავა სულ მცირე ათი წელი. სამხედრო ძალების მუზეუმში მათ თა-
ვიანთი ხალხი და გამოცდილი აგენტურა ჰყავდათ. სხვადასხვა საბა-
ბით: ეს ჩრჩილიო, მტვერიო, აღწერაო და სხვა – ხან ერთ, ხან მეორე
ექსპონატს იღებდნენ ვიტრინიდან და მიჰქონდათ სპეციალურად ამ
საქმისთვის განკუთვნილ ოთახში.
დანარჩენს თვითონაც მიხვდები... მათ იქ გადამალეს საკმაოდ
ბევრი ძვირფასეულობა, ვალუტა და ცოტა ოქროც კი. ოპერაცია, რა
თქმა უნდა, ძვირი უჯდებოდათ, გადამალული ძვირფასეულობის ღი-
რებულების თითქმის ნახევარი. მაგრამ, წლების განმავლობაში ექსპო-
ნატები ძველდებოდა, არღვევდნენ და ისევ კერავდნენ. მაშინ მუზეუ-
მის დირექტორის მოადგილეს მოუვიდა სულელური აზრი: სარესტავ-
რაციოდ გაემზადებინათ ექსპონატები. ჩვენი საღებავების ამბავი ხომ
იცი! უარესი შედეგი მიიღეს, შეღებვამ არ უშველა. დირექტორის მოად-
გილის გადაწყვეტილებამ არ გაამართლა. ამას კი დიდი სკანდალი
მოჰყვა...
– ნამდვილ სათავგადასავლო რომანს ჰგავს, – თქვა პანტელიმონ-
მა
პანტაზიმ გამომცდელად და ცოტა იმედგაცრუებულმა შეხედა მას.
– და მაინც, არ მესმის, ზევედეი ამ პელერინას რატომ არ იშორებს
ზამთარ-ზაფხულს. რამდენადაც მე მას
ვიცნობ, უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. მაგრამ რა მიზეზია? არა,
ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მადლიერები. პელერინას გამო შენ გაიცანი ზე-
ვედეი, გაიგე ყალბი გაზეთების თაობაზე, ფონ ბრაუნზე, მთვარეზე
დაჯდომაზე და ერთადერთი სწორი ჰიპოთეზა გამოთქვი. ოღონდ ბო-
ლომდე არ გითქვამს. ბოლო შენთვის გაქვს შენახული.

188
– არ მესმის, რას გულისხმობთ, – წაიბუტბუტა პანტელიმონმა.
პანტაზიმ ისევ შეხედა მას ჯიქურ, გამჭოლად, მერე გაიღიმა.
– ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ შენ ნახევარ გზაზე გაჩერ-
დი. მეგონა, ნასტასეს ეტყოდი, შეტყობინებების გაშიფვრისას გაეთვა-
ლისწინებინა მთვარის კალენდარი არა მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიუ-
ლი განედის, არამედ, მაგალითად საფრანგეთის, რუსეთის ან მექსი-
კის, ან უგანდის.
ფერწასულმა პანტელიმონმა უცბად ასწია თავი:
– მაგრამ, ეს ხომ უაზრობაა! – ხმამაღლა თქვა მან. – თუ ეს იატაკ-
ქვეშა გამომცემლობებია, სავარაუდოდ შიფრებით, რომლებიც ჩნდება
რუმინეთში, ისინი არ შეიძლება იყოს მიმართული სხვა არავისთვის,
გარდა რუმინელებისა და მხოლოდ რუმინულ ენაზე.
– ერთი შეხედვით უაზრობაა, – დაეთანხმა პანტაზი და თან ჯიბეში
დაუწყო ძებნა ახალ ჩხირს. – მაგრამ ფაქტია. კომპიუტერში შეიყვანეს
ყველა გეოგრაფიული განედის მთვარის კალენდარი, და უკვე გაშიფ-
რულია ასზე მეტი შეტყობინება თხუთმეტ სხვადასხვა ენაზე, მათ შო-
რის რუმინულზეც.
– წარმოუდგენელია! – დაიბნა პანტელიმონი. – სისულელეა! რა
შეტყობინებებია?
– ყოვლად უწყინარი და მოსაწყენიც. ციტატებია განდის, სახარე-
ბის, გაეროს ქარტიის, მარკუს ავრელიუსის, კონფუცის და სხვა მსგავსი
წყაროებიდან. უფრო მეტად სახარებიდან. ჯერჯერობით, თხუთმეტ
ენაზე, მაგრამ ჯერ არაა ამოწურული სრული კოლექცია.
პანტელიმონი უსმენდა განცვიფრებული, ფართოდ თვალებგახე-
ლილი, თითქოს სურდა უკეთ დაენახა თანამოსაუბრე.
– მაგრამ, რისთვის? – ჩაიჩურჩულა მან ბოლოს. – რა აზრი აქვს
ჩვენთან მრავალენოვან გამოცემებს, თანაც ისე დაშიფრულებს, რომ
რუმინეთში ვერავინ ვერაფერი გაიგოს?
– ერთი მხრივ, – განაგრძო ღიმილით პანტაზიმ, – ეს პაციფისტური
პროპაგანდაა მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული.

189
– მაგრამ, ეს აბსურდია, აბსურდი! პროპაგანდა, რომელიც იყენებს
იმდენად რთულ სისტემას, რომლის წაკითხვაც მხოლოდ კომპიუტე-
რებს თუ შეუძლიათ!...
– არც მე მესმის ძალიან კარგად, – განაგრძო პანტაზიმ, – მაგრამ,
არ უნდა დავივიწყოთ, რომ მხოლოდ ჩვენ, რუმინელებს დაგვჭირდა
კომპიუტერების გამოყენება. მკითხველი საფრანგეთიდან, შვედეთი-
დან ან მექსიკიდან ამ შეტყობინებებს კომპიუტერების გარეშე კითხუ-
ლობს. უყურებს გაზეთის გამოსვლის თარიღს, ნახულობს, რომელ ფა-
ზაშია იმ დღეს მთვარე მის ქვეყანაში, შემდეგ, იმ სისტემის მიხედვით,
რომელიც შენ გამოიცანი, იწყებს სიტყვების და წინადადებების შედგე-
ნას. ცხადია, თუ ხედავს, რომ პირველი ასო-ბგერები არ ქმნის არანაირ
შინაარსს, აღარ განაგრძობს, რადგან ინფორმირებულია და იცის, რომ
იმ დღის გაზეთი არ მოიცავს მისი ქვეყნისთვის განკუთვნილ შეტყობი-
ნებებს...
– მეტისმეტად რთულია! – გაიმეორა პანტელიმონმა. – და საერ-
თოდ, აბსურდს ჰგავს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გაზეთი
იბეჭდება რუმინულ ენაზე.
– რაღაც განმარტება მაინც არსებობს, – უპასუხა პანტაზიმ ხანმოკ-
ლე პაუზის შემდეგ, – და რადგან დაამტკიცე, რომ შეგიძლია საიდუმ-
ლოებების შენახვა, მთელი სამი დღე, მე გაგიმხელ ამ განმარტებას.
თუმცა, უნდა ვაღიარო, შენი საიდუმლო ძალიან ძვირფასი იყო. რასაც
გეტყვი ახლა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და არ ეხება უშუალოდ ჩვენს
ქვეყანას. თუმცა, რასაც გეტყვი, უკეთესია, შენთვის შეინახო...
– პატიოსან სიტყვას გაძლევთ, – ხმადაბლა თქვა პანტელიმონმა
და გულზე დაიდო ხელი..
– ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, – პანტაზის წუხილი შეერია ხმაში, –
და მივეკუთვნებით მეტ-ნაკლებად ჩაკეტილ საზოგადოებას. ასეთია
ჩვენი ისტორიული კონიუნქტურა და უნდა ვითვალისწინებდეთ მას...
ჩვენი მეზობლების მხრიდან ყოფილა მცდელობები, რომ ჩვენს სისტე-
მაში შემოეტანათ გარკვეული ცვლილებები, რასაც დასავლეთელები
ეძახიან ლიბერალიზაციას. იცი რა შედეგიც მოჰყვა ამას, მაგრამ, შეც-
დომა იქნებოდა გვეფიქრა რომ ეს ტენდენცია ლიბერალიზაციისკენ

190
შეიძლება ერთი ხელის მოსმით გაანადგურო. სხვა მხრივ, ასევე შეც-
დომა იქნებოდა იმის გაფიქრებაც, რომ დიდი და ძლიერი სახელმწი-
ფოები არ შეეცდებიან ხელები მოითბონ ასეთ ტენდენციაზე.
ის გაჩუმდა, პირიდან გამოიღო ჩხირის ნატეხები და ერთი მეორის
გვერდით აკურატულად დაალაგა სკამის ნაპირზე.
– რასაც ახლა ვამბობ, ვიმეორებ, არის მხოლოდ ჰიპოთეზა. და გე-
უბნები მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად გაქვს გაგებული ფონ ბრაუნის
გაკვეთილი – იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც შორს იხედება. შენ ჯერ
ახალგაზრდა ხარ, უნდა უყურო და უყურო... განვმარტავ: როგორც შენ
ამბობდი, რა აზრი აქვს, სკინტეიას აპოკრიფულ გამოცემას, რომლის
კოდირებული შეტყობინებების წაკითხვას ვერავინ შეძლებს რუმინეთ-
შიო? განმარტება შეიძლება იყოს ერთადერთი: რომელიღაც ზესახელ-
მწიფოს სპეცსამსახურები
ატარებენ ექსპერიმენტს, და ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, რა-
ტომღაც ეს ექსპერიმენტი ჩვენთან მიმდინარეობს. იმისათვის რომ მო-
ერიდონ მცდარ ინტერპრეტაციებსა და განსაკუთრებით დიპლომატი-
ურ სირთულეებს, შეტყობინებები დაშიფრულია იმ ფორმით, რომ მათი
წაკითხვა შეუძლებელი იყოს ჩვენს ქვეყანაში; უფრო მეტიც, პოლიტი-
კური კუთხით, ამ შეტყობინებებს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რო-
გორც მინიმუმ ჯერჯერობით, არის უბრალო პაციფისტური პროპაგან-
და.
– ძნელი დასაჯერებელია! – შესძახა პანტელიმონმა. – ფინანსები-
სა და ენერგიის ხარჯვა მხოლოდ იმისთვის, რომ დაშიფრულად გა-
დასცენ ციტატები სახარებიდან და განდის თხზულებებიდან?!...
– თუ ჩემი ჰიპოთეზა მართალია, ამ ექსპერიმენტს აქვს დიდი მნიშ-
ვნელობა. მომავალში ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები
მოჰყვეს. მე კიდევ დავუბრუნდები ამ თემას. ჯერ-ჯერობით გავაანა-
ლიზოთ ამ ექსპერიმენტის მიზანი. ორგანიზატორები ცდილობენ შე-
ამოწმონ, როგორ შეიძლება გადასცენ მთელ მსოფლიოში გარკვეული
ლოზუნგები, ინფორმაციები და მოგვიანებით, შესაძლოა, პოლიტიკუ-
რი და სამხედრო შინაარსის კონკრეტული ინსტრუქციებიც კი. ანუ მიმ-
დინარეობს შემოწმება: რა დონეზეა შესაძლებელი ამ მეთოდის გამო-

191
ყენება, რომელიც, ერთი მხრივ, არის ძალიან მარტივი – შეიძლება ზე-
პირადაც დაიმახსოვრო – და მეორე მხრივ მტრის მიერ მისი გაშიფ-
ვრის შემთხვევაში, იოლია მისი ხელახალი დაშიფვრა ანუ შენ ჩემზე
უკეთ იცი: უცვლელ საფუძველზე – მთვარის ფაზებზე დაყრდნობით –
შესაძლებელია შიფრის შეცვლა დაუსრულებლად. ჩვენს შემთხვევაში
სიტყვების, ან ასოების ათვლა იწყება ბეჭდვითი შეცდომიდან მარ-
ჯვნივ ან მარცხნივ, მაგრამ შესაძლებელია შეიცვალოს ათვლის წესი
გარკვეული ასოების ან ასოების ჯგუფების საფუძველზე და შეიქმნება
ახალი კოდი, და ასე დაუსრულებლად. აქ ერთი რამ არის მნიშვნელო-
ვანი, უნდა არსებობდეს ერთი შეუცვლელი და ადვილად ხელმისაწ-
ვდომი, ანუ ყველა გეოგრაფიული განედისთვის მისასადაგებელი სა-
ფუძველი. და შენ ზუსტად გამოიცანი. ერთადერთ ასეთ საფუძვლად
იყო და რჩება მთვარის კალენდარი.
– კი მაგრამ... – შეპასუხება სცადა პანტელიმონმა.
– ვიცი, – შეაწყვეტინა მას პანტაზიმ. – როგორც შენ ამბობ, ძალიან
რთულია ყალბი გაზეთების ბეჭდვა და შემდეგ კანონიერი თუ უკანონო
გზებით მათი გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებში, მკითხველებისთვის
ინფორმაციის მიწოდება ახალ-ახალი შიფრების შესახებ და ბევრი
სხვა რამ. ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ, სამა-
გიეროდ, შეიქმნა სისტემა, რომლის გაუქმებაც შეუძლებელია. სანამ
არსებობს მთვარის კალენდარი და სანამ არსებობენ ზესახელმწიფო-
ები, მარტივი ტექნიკური საშუალებებითაც შესაძლებელია დაუბრკო-
ლებლად ნებისმიერი ხასიათის შეტყობინებების გავრცელება მთელ
მსოფლიოში. ჯერ-ჯერობით, – დასძინა მან ღიმილით, – ძალით ათრე-
ვენ პაციფისტურ პროპაგანდას. ზევედეის, მაგალითად, წარმოდგენა
არ აქვს შიფრებისა, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ საუბარია რელი-
გიური შინაარსის შეტყობინებებზე, რომლებიც მსოფლიოში მშვიდო-
ბის დამყარებას შეუწყობს ხელს. რადგან, როგორც თვითონ ამბობდა,
როცა ცდილობდა გაეერთიანებინა თავისი ცხოვრების ორი ანტაგო-
ნისტური პერიოდი – თხუთმეტი წელი პოლიტიკაში და მედიტაციების
თხუთმეტი წელი ციხეში – მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ სა-
ყოველთაო შერიგებას, ანუ მშვიდობას მთელ მსოფლიოში, შეუძლია

192
გადაარჩინოს კაცობრიობა კატასტროფისაგან. იმ მომენტიდან, რაც
პირველად ჩაუვარდა ხელში გაზეთი სამი წლის წინანდელი თარიღით,
ის დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში უკვე დაიწ-
ყო ძლიერი სულიერი აღორძინება. მაგრამ, რადგან თვითონ არ შეუძ-
ლია შეტყობინებების წაკითხვა, ამიტომაც ეკითხება ყველა შემ-
ხვედრს, – როგორც შენც შეგეკითხა – რომელი წელია ახლაო, იმის იმე-
დით, რომ ერთხელ შეხვდება ვინმე, ვინც იცის კოდი და წაუკითხავს
შეტყობინებებს... თუ შეგხვდება, – პანტაზის ღიმილს სევდა შეეპარა –
უთხარი, რომ ის მართალი იყო. შეტყობინებების უმრავლესობა – ეს ცი-
ტატებია სახარებიდან, ძირითადად ნეტარებები.
– ნეტარებები? – იკითხა პანტელიმონმა. – ანუ...?
– არ გაგიგია არასდროს იესო ქრისტეს მიერ განცხადებული ნეტა-
რებების შესახებ? ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სი-
მართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი
გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. ნეტარ იყვნენ მშვი-
დობის მყოფელნი...
– ა, დიახ! – წამოიძახა პანტელიმონმა და სახეზე წამოწითლდა. –
გამიგია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ასე ერქვა – ნეტარე-
ბები.
– სულ რვა ნეტარებაა,[47] – დაამატა პანტაზიმ და ოდნავ აკანკა-
ლებული თითებით სკამის ნაპირზე ჩხირის ბოლო ნატეხი დადო. – რომ
შევეცადო, შეიძლება გავიხსენო კიდეც რვავე...
მან დახუჭა თვალები და გაჩუმდა, თითქოს და მართლა ცდილობ-
და მათ გახსენებას და დათვლას.
– თქვენ ამბობდით, შეტყობინებები რუმინულ ენაზე იყოო, – გაბედა
პანტელიმონმა სიჩუმის დარღვევა.
– მხოლოდ ერთადერთი, მაგრამ ბევრჯერ გამეორებული: ნეტარ
იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა!
პანტელიმონს სახეზე ფერი გაუკრთა, ხელიც რამდენჯერმე გადა-
ისვა შუბლზე...
– მაშ, ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, – დაიჩურჩულა მან. – თუ
უტაქტობა არ იქნება ჩემი მხრიდან...

193
– სულაც არა. ეს შეტყობინება, ერთადერთია რუმინულ ენაზე, იშიფ-
რება მხოლოდ უგანდის მთვარის კალენდრის მეშვეობით...
– ეს იყო მისი საყვარელი გამოთქმა, – თითქოს სიზმარშიაო ისე ლა-
პარაკობდა პანტელიმონი. ძალიან
ხშირად მიმეორებდა; მაშინ ეს გამოთქმა მესმოდა, როგორც და-
მამცირებელი და ვერ ვხვდებოდი რატომ მიმეორებდა ასე ხშირად. და
რატომ მაინცდამაინც მე?...
პანტაზიმ სკამიდან გადაყარა ჩხირის ნატეხები და ფეხით ჩამალა
ხრეშში.
– როდესმე მიხვდებით ალბათ, – თქვა პანტაზიმ. – ამქვეყნად ბევ-
რია გლახაკნი სულითა, მაგრამ ყველაზე ცნობილი მაინც პარციფა-
ლი[48] რჩება. ის ერთადერთი იყო, ვინც იკითხა სად არის წმინდა გრა-
ალის ბარძიმიო... დიდება ჩვენს გრაალს! – განაგრძო პანტაზიმ დაღ-
ლილ და ჩაკარგულ ხმაზე. – დიდება ჩვენს გრაალს, რომლის ძებნაც
გვერგო ჩვენ. ძებნაც და პოვნაც! – და წამოდგა ფეხზე.
პანტელიმონს ხელი ჩამოართვა და ნელი ნაბიჯით წავიდა ოდნავ
უკან თავგადაწეული, თითქოს მხოლოდ ახლაღა იგრძნო აყვავებული
ცაცხვების სურნელი.
პორტო დე ანდრა,
აგვისტო 1975.

194
ივან
პირველმა ზამფირმა დაინახა ის. კარაბინი მარცხენა ხელში გა-
დაიდო და მიუახლოვდა. მსუბუქად შეეხო ფეხსაცმლის წვერით.
– არ გადარჩება, – ისე თქვა, თავი არც მოუბრუნებია.
დაჭრილი ფართოდ გახელილი თვალებით შემოსცქეროდა. ახალ-
გაზრდა იყო, ქერა, ჭორფლიანი, ტუჩები უკანკალებდა, თითქოს გაღი-
მებას ცდილობდა. ზამფირმა ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ ჩაიმუხლა
მის წინ.
– ივან! – დაუძახა მან, – ივან!
გახსნა მათარა და ფრთხილად მიუტანა დაჭრილს ტუჩებთან. და-
რიე მიუახლოვდა მათ. ჩაფხუტი მოიხადა და პერანგის სახელოთი მო-
იწმინდა შუბლი.
– კვდება, – თქვა მან, – წყალს ტყუილად ხარჯავ.
დაჭრილმა უცბად შეშინებული მოძრაობით ხელი სუსტად აიქნია,
თითქოს რაღაცის დაჭერა უნდოდა, შემდეგ კი უძლურად დაუვარდა
ძირს და თითებით ჩაეჭიდა მიწის ბელტს. ზამფირმა დაჭრილის ჯიბი-
დან რევოლვერი ამოიღო და ღიმილით გაუწოდა დარიეს:
– აიღეთ, ბატონო სტუდენტო, – ნადავლი სამახსოვროდ შეინახეთ.
დარიემ ისევ დაიხურა ჩაფხუტი, გამოართვა რევოლვერი და ხელ-
ში შეათამაშა.
– ტყვიები აღარ დევს, – თქვა მან. – ვის რად უნდა.
სიმინდებში დააპირა მისი გადაგდება, მაგრამ გადაიფიქრა. ვერ
გადაეწყვიტა, ხელში ისე ათამაშებდა, თითქოს წონისო.
ილიესკუ მიუახლოვდა მათ:
– კვდება, – ნელა წარმოთქვა, თავი გადააქნია. – კვდება უსანთლე-
ბოდ,[49] ძაღლივით. ყველას ეს გველოდება, – დასძინა ხმადაბლა და
გვერდზე გადააფურთხა...
დარიემ კიდევ ერთხელ დახედა რევოლვერს და ძირს დააგდო. იგი
ყრუდ დავარდა დაჭრილის ხელთან.
– თუ გეცოდებათ, – თქვა დარიემ, – უკეთესია ესროლოთ და მოკ-
ლათ, რომ აღარ იტანჯოს... სიმინდის ყანისკენ წავიდა და დაღლილი
195
თვალები ისე მიავლ-მოავლო გარშემო, თითქოს ჩრდილს ეძებდა და-
სასვენებლად. მალევე დაბრუნდა მოწყენილი, მოუკიდებელი სიგარე-
ტი ედო პირში.
– დროა წავიდეთ, – ხმადაბლა თქვა მან.
ზამფირი წამოდგა, მაგრამ დაჭრილს თვალებში შესცქეროდა.
– რუსული არ ვიცი, თორემ ვთხოვდი, დაველოცეთ, – ჩაილაპარაკა
თითქოს თავისთვის. – ჩვენთან ასე ამბობენ, თუ მომაკვდავი ადამიანი
გლოცავს, ეს კარგის ნიშანიაო.
– ეს მეც გამიგია, – შეაწყვეტინა ილიესკუმ. – მაგრამ კარგის ნიშა-
ნია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კეთილი გულით გლოცავს... მაგრამ
ეს ხომ ბოლშევიკია...
დარიეს მოუბრუნდა.
– იქნება თქვენ, ბატონო სტუდენტო, ამდენი უცხო ენა რომ იცით...
დარიემ სიგარეტს მოუკიდა, დაბნეულად აიჩეჩა მხრები, შეეცადა
გაღიმებას, მაგრამ არ გამოუვიდა.
– არ ვიცი. ახლა მართლა ვნანობ, რუსული ენა რომ არ ვისწავლე...
– გაჩუმდა, დაჭრილს შეხედა და ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამ-
ლი. – მაგრამ ვცდი, იქნებ გაიგოს, ან იქნებ სხვა ენა იცის...
ორჭოფობაში კიდევ რამდენიმე წამი გავიდა. დარიემ ისევ დაბნეუ-
ლად აიჩეჩა მხრები.
– სცადეთ, ბატონო სტუდენტო, – ჩურჩულით უთხრა ზამფირმა, –
სცადეთ, იქნებ გაიგოს...
დარიემ გადააგდო სიგარეტი, მიუახლოვდა დაჭრილს, მის მზერას
შეეფეთა და უცბად ემოციურად და ძალიან სწრაფად დაიწყო ლაპარა-
კი:
– Nous sommes Foutus, Ivan! Nous sommes des pauvres types! Save our
souls! Bless our hearts, Ivan ! Car nous sommes foutus!...[50]
დაჭრილმა სუსტად დაიკვნესა, იმ წამს მისი სახის ნაკვთები შეიც-
ვალა, თითქოს გაიღიმაო, ეჭვიანად გადახედა თითოეულს.
– Blagoslovenie! – ხმამაღლა თქვა ზამფირმა და დაიჩოქა მის გვერ-
დით. – Boje Cristu! დაგვლოცე, ივან!...

196
ნელა გადაიწერა პირჯვარი, ზევით აიხედა, ხელები შეაერთა და
ოდნავ მილულა თვალები, თითქოს ლოცულობდა. შემდეგ ისევ ყურად-
ღებით შეხედა დაჭრილს.
– შენც ასე გააკეთე, როგორც მე, ივან ! – ხმამაღლა თქვა მან. – Boje,
Cristu!...
შემდეგ გაჩუმდა და სამივემ მოლოდინით შეხედა დაჭრილს.
– არ ესმის ჩემი, – ამოიხვნეშა ზამფირმა. – ნეტავ შეგვეძლოს მას-
თან საუბარი მის ენაზე.
– აფერისტი ბოლშევიკია, – ვერ მოითმინა ილიესკუმ. – თავს იკატუ-
ნებს, ვითომ არ ესმის…
დარიეს დაბნეული ღიმილი გაუკრთა სახეზე:
– თუ ლანძღავ, როგორღა გინდა, რომ დაგლოცოს.
– დიდი ამბავი! ადამიანი როდესაც კვდება, უკვე აღარაფრის თავი
აქვს და ყველაფერს პატიობს. – დაჭრილთან ახლოს დაეშვა მუხლებზე
და ყურში უჩურჩულა: შეგვინდე, ივან, შეგვინდე!
და უცებ შეამჩნია, რომ დაჭრილი მას აღარ უყურებდა, თვალი გა-
აყოლა მის მზერას, მიბრუნდა და შორიახლოს სიმინდის ყანის პირას
ძაღლი დაინახა.
– შინაურია, – ილიესკუ წამოდგა და დაუსტვინა, – ესე იგი, აქვე ახ-
ლოს სადღაც სოფელი უნდა იყოს.
ძაღლი სუსტი და ძალზე მშიერი ჩანდა, სპილენძის ფერი ბეწვი
ჰქონდა, ზედ სქლად ეყარა მტვერი. ისეთი შეშინებული და დამფრთხა-
ლი იყო, რომ კუდის ქიცინსაც კი ვერ ბედავდა. დაჭრილმა თავი მიაბ-
რუნა ძაღლისკენ, ელოდებოდა. ტუჩის კანკალი შეუჩერდა, სახე მო-
ექუფრა და გაეყინა.
– თუ ბოლშევიკია და არავის უსწავლებია, საიდან უნდა იცოდეს
დალოცვა, – თქვა ზამფირმა და ფეხზე წამოდგა. – მაგრამ ღმერთისა
და იესო ქრისტეს შესახებ უნდა ჰქონდეს გაგონილი და არ არსებობს,
არ იცოდეს პირჯვრის გადაწერა.
ზამფირმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხმამაღლა შესძახა: ივან!
შემდეგ ხელები გაშალა, რაც შეეძლო ფართოდ და ასე გაშეშდა, თან
დაჭრილს შესცქეროდა.

197
– Cristu! –- შესძახა ისევ, – ჯვარზე გაკრული ქრისტე. შენც გადაიწე-
რე პირჯვარი. ასწიე მაღლა სამი თითი და დაგვლოცე...
დაჭრილს სახე ისევ გაუნათა ღიმილმა. ძაღლი მიუახლოვდა და
ლოკვა დაუწყო მიწის ბელტს ჩაჭიდებულ ხელზე.
– თავს იკატუნებს, – გაბრაზებულმა ილიესკუმ აქეთ-იქით გადაა-
ფურთხა.
ზამფირი ყანაში შევიდა და სიმინდის ორი ტარო გამოიტანა.
– ივან! – ზამფირი ცდილობდა დაჭრილის მზერა დაეჭირა, – აქეთ
მოიხედე, ივან! – ზამფირმა ტაროებით ჯვარი გამოსახა. – კარგად შე-
ხედე და გაიხსენე. ეს არის სამყაროს მხსნელის, იესო ქრისტეს ჯვარი.
ქრისტე ჯვარს აცვეს. გესმის? – მიუახლოვდა დაჭრილს და აჩვენა გა-
დაჯვარედინებული ტაროები. – გახსენდება?
დაჭრილი მოულოდნელი ინტერესით, მაგრამ შიშითაც აყოლებდა
თვალს მის მოძრაობებს. თავის წამოწევა სცადა, მაგრამ ტკივილის გა-
მო დაიკვნესა და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამის შემდეგ თვალე-
ბი გაახილა და რომ დაინახა, როგორ ელოდებოდა ზამფირი ფეხმოუც-
ვლელად ორი გადაჯვარედინებული ტაროთი ხელში, გაეღიმა.
– Cristu! – ამოთქვა დაჭრილმა. – Cristu!
– ღვთის სასწაულია! – ჩაიჩურჩულა ზამფირმა, ისევ დაიჩოქა და
შუბლზე დაადო ხელი. – ანუ, მიხვდი, რასაც გთხოვდი? დაგვლოცე!...
– Bénis-nous, Ivan! – აღენთო დარიეც. – Bénis-nous, bless our hearts! Tu
t’envoles au Ciel. Au Paradis, Ivan, auprès du Dieu Père. Auprès de la
Vierge,[51] – უეცარი, რაღაც აუხსნელი დაღლილობა გამოჩნდა მის ხმა-
ში. – შენ ყოვლადწმინდა, მარადის ქალწულ მარიამის გვერდით იქნე-
ბი...
დაჭრილი ოდნავ აკანკალებული უსმენდა, შემდეგ გადახედა სამი-
ვეს, აღარ უცდია თავის აწევა, მაგრამ თითები აამოძრავა, თითქოს რა-
ღაცის ჩვენება უნდოდა.
– მარიამი! – ბოლოს და ბოლოს ამოთქვა მან. – მარიამი...
– გაიგო, – ჩაიჩურჩულა ილიესკუმ.
მან თვალი გააყოლა დაჭრილის მზერას, და დაინახა ძაღლი, რო-
მელიც ნელი ნაბიჯითა და თავდახრილი შორდებოდა მათ.

198
– შეიძლება იცნობს ამ ძაღლს, – დაამატა მან, – იქნებ სულაც თვი-
თონაც აქაურია.
დაჭრილი ჩურჩულს მოჰყვა, უფრო ნერვიულად აამოძრავა თითე-
ბი, დროდადრო ხუჭავდა და უცბად ახელდა თვალებს თითქოს ეშინო-
და ხალხს რომ კვლავ ხედავდა თავის გარშემო.
– მოდი ვცადოთ და სოფლამდე მივიყვანოთ, – თქვა ზამფირმა.
დარიე დიდხანს უყურებდა ზამფირს უნდობლად.
– ძნელი იქნება, – თქვა მან. – სადაცაა მოკვდება.
– ცოდოა, – არ დაეთანხმა ილიესკუ. – ძლივს გაიგო, რასაც ვთხოვ-
დით, თუ გაძლო კიდევ ერთი-ორი საათი სოფლამდე, ვინ იცის, იქნებ
დაგვლოცოს კიდეც...
ძაღლი ყანის პირთან დაახლოებით ათ მეტრში შეჩერდა, მათ და-
ელოდა.
*
დაჭრილი ორ კარაბინზე დააწვინეს და ისე წაიყვანეს. დარიემ თა-
ვისი კარაბინი მხარზე გაიდო და ზედ წამოაცვა თუ რამ ტვირთი ჰქონ-
დათ. დაჭრილი კანკალებდა, ყრუდ კვნესოდა და ხშირად ახამხამებ-
და თვალებს. ზამფირი დროდადრო უყვიროდა:
– დაგვლოცე, ივან, სახლში მიგვყავხარ!... ნუ გეშინია, არ დაგტო-
ვებთ გზაზე მომაკვდავს...
– ის მაინც თქვი, – ცდილობდა ილიესკუ გაეგებინებინა მისთვის, –
ქრისტე! ქრისტე! მარიამი!
დაახლოებით ასი მეტრის შემდეგ გაჩერდნენ დასასვენებლად,
მაგრამ საკაცე ძირს არ დაუდგამთ. დაჭრილი აკვნესებული შეეცადა
გვერდის შეცვლას, მავედრებელი მზერა ზამფირზე შეაჩერა.
– დაელაპარაკეთ მას, ბატონო სტუდენტო. უთხარით რამე, მიხ-
ვდეს, რომ სიკეთე გვინდა მისთვის.
დარიემ სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ჟესტით გაისწორა კა-
რაბინზე წამოცმული ტვირთი.
– რა ველაპარაკო? რომელ ენაზე ველაპარაკო? რუსული მე არ ვიცი
და როგორ გავაგებინო რამე?!

199
– ელაპარაკეთ ნებისმიერ რამეზე, – უპასუხა ზამფირმა. – მთავარია
დაინახოს, როგორ ვწვალობთ, რომ არ მოკვდეს უპატრონო ძაღლი-
ვით. ელაპარაკეთ ნებისმიერ ენაზე, თქვენ ხომ ფილოსოფოსი ხართ...
დარიემ უნებლიეთ ამოიოხრა და შუბლზე ჩამოიწია ჩაფხუტი.
– ნამდვილად ფილოსოფოსი ვარ! – გაიღიმა. – ივან! – შებრუნდა
დაჭრილისაკენ და სცადა დაეჭირა მისი მზერა. – გახსოვს ფაუსტი?!
Habe nun, ach! Philosophic,
Juristerei und Medicin,
Und, leider! Auch Theologie
Durchaus studiert…[52]
– აი, ვინ გელაპარაკება ახლა შენ, ივან, ფილოსოფოსი. გესმის ჩე-
მი?
– ელაპარაკეთ, ელაპარაკეთ, – გაამხნევა ილიესკუმ და გზა განაგ-
რძეს. – ელაპარაკეთ, ის თქვენ გისმენთ, და ესეც საკმარისია.
– სანამ გისმენთ, არ მოკვდება, – დასძინა ზამფირმა.
– შემიძლია ბევრი რამ მოგიყვე, ივან, რადგან უთვალავი რამის მო-
ყოლა შეუძლია იმას, ვისაც ახალი აღებული აქვს ბაკალავრის დიპ-
ლომი ფილოსოფიაში! რომ იცოდე რამდენ რამეს გაუვლია მის გონე-
ბაში, ორი-სამი ტომიც დაიწერება, შეიძლება ოცდაორიც – განა პრუსტს
ოცდაორი ტომი არ აქვს დაწერილი? შეიძლება ვცდები, შეიძლება
არასწორად დავთვალე, ახალგაზრდობაში შექმნილი ნაწარმოებებიც
მივუთვალე.. იცი შენ რასაც ვგულისხმობ – Pastiches et mélanges[53] და
სხვა...
– განაგრძეთ, ბატონო სტუდენტო, კარგად გამოგდით, – შეაქო ისევ
ილიესკუმ. შემდეგ სიმინდის ყანისკენ შებრუნდა და ერთი მაგრად გა-
დააფურთხა..
– ივან! – ემოციურად განაგრძო დარიემ, – შემიძლია მთელი ღამე
გიმტკიცო ღმერთის არარსებობის შესახებ. მაგრამ რაც შეეხება იესო
ქრისტეს – შენ ალბათ არც აღარაფერი გსმენია მის შესახებ მას შემ-
დეგ, რაც დაწყებით სკოლაში დაიწყე სიარული, – ანუ თქვენსა და
ჩვენს მხსნელს, მის იდუმალ ისტორიულ არსებობას ან მის არშემდგარ
პოლიტიკოსობას, ამ ყველაფერზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, ღამეე-

200
ბი გავათენო. მხოლოდ ჩვენ ორმა, კომისრებისა და თეოლოგების გა-
რეშე, რადგან შენც იმას გრძნობ, ივან, რომ nous sommes foutus, nous
sommes tous foutus![54]ჩვენც და თქვენც. მაგრამ, განსაკუთრებთ ჩვენ,
ბიძია ტრაიანეს შთამომავლები...[55] და თუ დამენანება სიკვდილი ახ-
ლავე შენ შემდეგ ან თუნდაც შენზე ადრეც ოცდაორი წლის ასაკში, და-
მენანება მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვნახავ, როგორ აღუმართავთ
ძეგლს ბიძია ტრაიანეს. რამეთუ მას მოუვიდა აზრად, ამ სამოთხესა-
ვით კუთხეში დასაბამი მოეცა ჩვენთვის, თითქოს იცოდა, რომ ერთ
დღესაც თქვენ აქ სტეპებში გამოჩნდებოდით ხანგრძლივი ხეტიალით
დაღლილები,
წამოგვადგებოდით თავზე ლამაზებს, ჭკვიანებს, მდიდრებს თქვენ,
მშიერ-მწყურვალნი, ისე როგორც ჩვენ ვართ ახლა...
– ილაპარაკეთ, ბატონო სტუდენტო, ის გისმენთ, – გაამხნევა ზამ-
ფირმა, რადგან დაინახა რომ დარიე გაჩერდა და ანგარიშმიუცემლად
მოჰყვა ქურთუკის სახელოთი სახის წმენდას..
– ბევრი, ბევრი რამის მოყოლა შემიძლია. მაგრამ საინტერესოა,
გავბედავდი როდესმე მომეყოლა შენთვის 13 მარტისა და 8 ნოემბრის
მოვლენები და ყველაფერი, რაც შემდგომში მოხდა? ძალიან პირადუ-
ლი ამბებია, ივან, რომლებმაც ამშალეს, დამშალეს და ისევ ამაწყეს
ისეთი, როგორსაც ახლა მხედავ – მოხეტიალე ფილოსოფოსი, რომე-
ლიც თავს გიბრუებს თავისი ლაპარაკით, სანამ ჯერ კიდევ გვწყალობს
ღმერთი და თქვენი ქვემეხები ისვრიან სხვა მხარეს, car nous sommes
foutus, Ivan, il n’y a plus d’espoir. Nous sommes tous foutus![56] ისევე, რო-
გორც იმ ცნობილ ნოველაში, რომელიც ჯერ არავის დაუწერია, მაგრამ
ოდესმე აუცილებლად დაიწერება, რადგან ჭეშმარიტებაზე მოგვით-
ხრობს. – ხომ ხვდები რას ვგულისხმობ? – მისი შინაარსი ძალიან ემ-
თხვევა ბევრ რამეს, რაც ხდება ზოგადად ამჟამად ჩვენ გარშემო და
ჩვენს თავს. და აი, რა არის საინტერესო: როგორ შეხედავს იმ ნოველის
ავტორი თვალებში, ვთქვათ, თავის ცოლ-შვილს, თუნდაც მეზობლებს,
როგორ გაბედავს გარეთ გამოჩენას, რადგან – შენ მიმიხვდი რას ვგუ-
ლისხმობ – ნოველის მთავარ გმირში თითოეული თავის თავს ამოიც-
ნობს. და ამის შემდეგ როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა გიხარო-

201
დეს ცხოვრება, როდესაც გაიგებ, რომ განწირული ხარ, რომ გამოსავა-
ლი არ არსებობს და ვერც მოიძებნება, რადგან თითოეული ჩვენგანის-
თვის ჩვენამდე არსებობდა ვინმე იმპერატორი ტრაიანე – როგორც
გინდა ისე დაარქვი – აფრიკაში თავისი ტრაიანე ჰყავთ, ჩინეთში თა-
ვისი ტრაიანე თუ ტრაიანები – ყველგან, სადაც კი გაიხედავ, ყველგან
მხოლოდ განწირულები არიან, რადგან ვინმე იმპერატორმა ტრაიანემ,
მათ დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ათასი და ათასი წლის წინათ, გა-
დაწყვიტა მათი წინაპრების ჩასახვა უბედურ ადგილზე...
უცებ გაჩუმდა და აკანკალებული ხელი სახეზე გადაისვა.
– განაგრძეთ, განაგრძეთ ბატონო სტუდენტო, – ჩაუჩურჩულა ზამ-
ფირმა, – ოღონდ ნუ ჩქარობთ, რომ მან მოახერხოს სიტყვების გარჩე-
ვა...
დარიემ ისე შეხედა ზამფირს თითქოს ახლა იცნოო, და სასოწარ-
კვეთილმა მხრები ძლიერად შეაქნია ზურგჩანთების შესასწორებ-
ლად..
– მაშასადამე, დავიწყოთ თავიდან, ივან, დავიწყოთ 13 მარტიდან,
რამეთუ იქ არის ყველა დასაწყისის საწყისი. 12 მარტს რომ მოვმკვდა-
რიყავი, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი, რადგან მოვხვდებოდი ზეცაში,
au Ciel, ივან auprès de la Sainte Trinité,[57] იქ სადაც მღვდლის მიერ აღ-
ვლენილი ლოცვით – თუკი ასეთები კიდევ შემორჩნენ – შენც მალე მოხ-
ვდები, მაგრამ თუ სიკვდილი მიწერია დღეს, ხვალ ან ზეგ, მაშინ სად
მოვხვდები? ზეცაში არცერთ შემთხვევაში, რადგან 13 მარტს მე გავიგე,
რომ ზეცა, უბრალოდ, არ არსებობს.
არ არსებობს, ივან! იმ წამიდან, როგორც კი მიხვდები – ისევე რო-
გორც მე მივხვდი 13 მარტს – რომ ზეცა არაფერია გარდა ილუზიისა,
მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია. არ არსებობს არც ზეცა არც ქვეს-
კნელი, რადგან სამყარო უსასრულოა, მას არ გააჩნია არც დასაწყისი
და არც დასასრული. მაშინ, ნება მომეცი გკითხო, თუ სად მოვხვდები?...
ვიცი, ტყუილად გეკითხები, რადგან შენ უკვე გადაწყვეტილი გაქვს არ
მიპასუხო. რას ვიზამ, ისევ მე გიპასუხებ. და გიპასუხებ 8 ნოემბრის, ანუ
მეორე დასაწყისის მიხედვით. ჰო, ჰო 8 ნოემბერს – იმედია მიხვდი ამას
– მე გავიგე რაღაც უფრო მნიშვნელოვანი. გავიგე, რომ არ არის საჭი-

202
რო სადმე წასვლა, მოხვედრა, რადგან შენ უკვე იქ ხარ. უსასრულობას,
ივან, სხვა უსასრულობით ვებრძვი. რადგან, კარგად მომისმინე, მე,
ისევე როგორც შენ და ისევე როგორც სხვა დანარჩენი ანუ ადამიანთა
მოდგმა განადგურებას არ ვექვემდებარებით. ვერც თქვენი ქვემეხები,
ვერც გერმანელების თვითმფრინავები ვერ გაგვანადგურებენ. ჩვენ აქ
სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ვარსებობთ და ვიქნებით მუდამ
მაშინაც კი, როდესაც ჩაქრება უკანასკნელი გალაქტიკის ბოლო ვარ-
სკვლავი. და მაშინ, წარმოგიდგენია, ივან, nous sommes foutus, et
sommes foutus pour ľéternité.[58] თუ ვერავინ გამანადგურებს, სად წა-
ვალ – დღეს, ხვალ ან ზეგ – როდესაც ჩემი ჯერიც დადგება? ვერსად
წავალ, რადგან უკვე ვარ იქ, და ამავდროულად ვარ ყველგან. მაგრამ
საშინელებაა, იყო ყველგან, და მაინც გარკვეულწილად არ არსებობ-
დე, რადგან აღარ ვარ ცოცხალი. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ
სიმშვიდეს ვერასოდეს მოიპოვებ, ისე როგორც პოულობდნენ მას ჩვენი
წინაპრები, რადგან ისინი მიდიოდნენ იქ, სადაც მათთვის იყო განსაზ-
ღვრული, ვინ ზეცაში, ვინ ქვესკნელში, ვინ კიდევ ქვეყნიერების კიდე-
ზე. შენ როგორც იცი, მათ შეეძლოთ დასვენება. ჩვენ, ივან, ჩვენ რა გვე-
ლის?...
მხარზე კვლავ გაისწორა ზურგჩანთები და ნაბიჯს აუჩქარა.
– ახლა, თუ გადაწყვეტდი დუმილის აღთქმის დარღვევას, უსათუ-
ოდ მკითხავდი: 8 ნოემბრის შემდეგ, რა მოხდაო? და რადგან ომის კა-
ნონები ითხოვს ჩვენგან რომ ერთმანეთის მიმართ გულახდილები ვი-
ყოთ, მე ვალდებული ვიქნებოდი მეპასუხა. მაგრამ შენ გამიგებდი კი?
საქმე ის არის, რომ ჩვენ შევეჯახებით მთელ რიგ აშკარა, მაგრამ ურ-
თიერთგამომრიცხავ მოვლენებს, თუ შეიძლება ასე ითქვას...
ამ დროს მას დაუძახეს და უკან რომ მოიხედა, მაშინღა მიხვდა,
რომ თავისიანებს გაუსწრო, მარტო მიდიოდა მხოლოდ ძაღლის თან-
ხლებით. მისმა ამხანაგებმა დაჭრილი გამხმარი აკაციის ხის ძირში
დააწვინეს, ჩაფხუტები მოიხადეს, გაოფლილი შუბლი მოიწმინდეს.
დარიე უხერხულად იღიმებოდა.
– ის რაღაცას ბუტბუტებდა თავის რუსულ ენაზე, – თქვა ილიესკუმ.

203
– წყალს ითხოვდა ალბათ, – თქვა ზამფირმა, – წყალი კი აღარ
გვაქვს. შაქარი დავანახვე, მან კი თვალები დახუჭა. არ უნდოდა.
ზამფირმა ხელის გულზე დადებული შაქარი პირში ჩაიდო და წუწ-
ნას მოჰყვა.
– შესახედავად თითქოს გამხდარია, მაგრამ საკმაოდ მძიმეა, – და-
იწუწუნა ილიესკუმ, – დავიღალეთ, ჩრდილში დასვენება გადავწყვი-
ტეთ, სოფელი რაღაც არ ჩანს.
– ხომ შეიძლება გონზე მოვიდეს, – თქვა ზამფირმა.
დარიემ მხრიდან ზურგჩანთები ჩამოყარა გადამწვარ ბალახზე, მე-
რე ჩაიმუხლა დაჭრილის წინ, რომელიც მძიმედ და ხშირად სუნთქავ-
და.
– საკვირველია, სული როგორ უდგას, – თქვა მან მოგვიანებით, –
ძლივს სუნთქავს.
თავის ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო. დაჭრილი თვალს ადევნებ-
და მის მოძრაობას, დროდადრო მთელი სხეულით თრთოდა, თითქოს
ციებ-ცხელება სჭირდა.
დარიემ ზამფირს ხმადაბლა ჰკითხა:
– რას ვუპირებთ? მეტს ვეღარ ვატარებთ, დრო ძვირფასია. აქ და-
ვაგდებთ თუ შევწყვეტთ მის ტანჯვას?
ზამფირმა თვალი აარიდა. შეყოყმანდა.
– რადგან ვიწვალეთ და აქამდე ვატარეთ... შეიძლება, ღვთის წყა-
ლობით, ძალა მიეცეს ჩვენს დასალოცად. რადგან, ასე მგონია, მას ახ-
ლა უნდა ჩვენი დალოცვა...
– კი, მეც გავიგონე, – თქვა ილიესკუმ, – მეც გავიგონე მან როგორ
წარმოთქვა Cristu. თუ ისევ გავართობთ ლაპარაკით, შეიძლება ერთი
საათი კიდევ გაძლოს სოფლამდე.
დარიემ სიგარეტს მოუკიდა და ღიმილით გადახედა სამივეს.
– რა სოფელი, რას ამბობთ? საითაც არ უნდა გაიხედო აქ მხოლოდ
სიმინდის ყანებია...
ძაღლი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა, მორიდებულად
წკმუტუნებდა და თვალს არ აშორებდა შაქრის ნატეხებს. ზამფირმა
ამოიოხრა.

204
– ჩვენებურად დაველაპარაკოთ, იქნებ ასე უკეთესად გაგვიგოს. სა-
ნამ აქ ვსხედვართ და ვისვენებთ, გავართოთ ლაპარაკით, ვუთხრათ
სოფელში კარგად იქნები-თქო.
ილიესკუ მთელი სხეულით შებრუნდა დაჭრილისკენ და უცებ დაუწ-
ყო ლაპარაკი სულ სხვა ხმაზე, თითქოს პატარა ავადმყოფ ბავშვს ელა-
პარაკებაო:
– ივან, ცოტაც და, შენს სოფელში მივალთ. იქ ნამდვილი სამოთხეა
როგორც ჩვენთან...
– უთხარი რასაც მივცემთ, – უკარნახა ზამფირმა, – ცივ წყალს, რამ-
დენსაც მოინდომებს...
– ივან, – ილიესკუ დაჭრილისკენ დაიხარა, – შენი სოფელი ბაღებ-
შია ჩაფლული, დაგიკრეფთ ქლიავს, მსხალს და ყველაფერს რასაც
მოისურვებ...
– ქალები პირს დაგბანენ, – არ ეშვებეოდა ზამფირი, – სუფთა ლო-
გინში ჩაგაწვენენ...
დაჭრილმა თვალები დახუჭა, და ტუჩები ააცმაცუნა, ეტყობა, უჭირ-
და, მაგრამ მაინც მოუჩქარა ცმაცუნს.
– ოღონდ, იცოდე, ჩვენ არ დაგავიწყდეთ, – თავისას არ იშლიდა
ზამფირი, – გაიხსენე რაც გთხოვეთ...
– არ დაავიწყდება, – ჩაერთო საუბარში ილიესკუ, – არ არსებობს,
დაგვივიწყოს, ჩვენ ხომ ბევრი ვიშრომეთ მისთვის და მეგობრულად
მოვექეცით. Priatin! ივან, Priatin! – ხმამაღლა შესძახა გაღიმებულმა, –
ხომ გაგვიხსენებ, ხელს აწევ ჩვენსკენ და დაგვლოცავ!
უცებ ძაღლი ნელა აყმუვლდა, ბეწვი ყალყზე დაუდგა, აკანკალდა,
შეშინებული დაბზრიალდა და სირბილით გავარდა გზაზე. დაჭრილმა
თვალები გაახილა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა, რომ ძაღლისკენ მი-
ეტრიალებინა თავი. ახლა პირდაპირ ცას უყურებდა ისე ჯიუტად, თით-
ქოს სულაც არ უშლიდა ხელს აგვისტოს შუადღის თაკარა მზე და ჰაერ-
ში აბლაბუდასავით მოდებული მტვერი. ყველა დუმდა. დარიე მიუახ-
ლოვდა დაჭრილს, შუბლზე ხელი დაადო, თვალებში ჩახედა.
– მგონი, მოკვდა, – მძიმედ წამოდგა ფეხზე. – ღმერთმა აცხონოს!

205
ზამფირმაც დაადო ხელი შუბლზე, შემდეგ ლოყაზე მსუბუქად წამო-
არტყა და მხარზე შეარყია.
– ღმერთმა აცხონოს! – თქვა მან და გადაიწერა პირჯვარი. – ღმერ-
თი აცხონებს, რადგან მან დაგვლოცა, ეს კი ჩვენ იღბალს მოგვიტანს.
– წეღან ტუჩებს რომ აცმაცუნებდა, გვლოცავდა, – დაადასტურა
ილიესკუმ.
დარიემ მხარზე ზურგჩანთა გადაიკიდა და დაღლილი თვალები
მოავლო გზას, სადაც ძაღლი მიიმალა...
– დროა გავაგრძელოთ გზა, – თქვა მან, – დროს ვკარგავთ.
– ცოტაც მოითმინეთ, ბატონო სტუდენტო, – მორიდებულად ჩაიჩურ-
ჩულა ზამფირმა, ზურგჩანთიდან მოკლეტარიანი ნიჩაბი ამოიღო. – ასე
ყვავების საჯიჯგნად ხომ არ დავტოვებთ. სანამ ერთი ღერის მოწევას
დაასრულებთ, საფლავიც ამოთხრილი იქნება...
დარიემ გაკვირვებულმა შეხედა მას, თითქოს ნათქვამი ვერ გაიგო.
– მოითმინეთ ცოტაც, ბატონო სტუდენტო, – ჩაერთო საუბარში ილი-
ესკუ. – მიწა აქ ისეთი ფხვიერია, ტაშის შემოკვრასაც ვერ მოასწრებთ,
რომ საფლავი მზად იქნება.
– ბიჭებო, ხომ არ გაგიჟდით? – თქვა დარიემ, – ნამდვილად გაგიჟ-
დით... მაგრამ ეს ჩემი ბრალიცაა, – დაამატა მან უფრო თავისთვის,
შემდეგ გაემართა სიმინდის ყანისკენ. – ჩემი ბრალიც არის...
როდესაც მოგვიანებით მიბრუნდა, დაინახა, რომ მისი მეგობრები
სწრაფად, მდუმარედ, მძიმედ აქოშინებულები თხრიდნენ მიწას. მოეჩ-
ვენა, თითქოს სიზმარს ხედავდა, რადგან ისინი ერთმანეთისგან ორ-
ორი მეტრის დაშორებით თხრიდნენ. კაცი იფიქრებდა, საძმო საფლა-
ვის გათხრას აპირებენო. და იმავე წამს მოესმა გერმანელების გამა-
ნადგურებლების ყრუ გუგუნი. ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ დაბალ სი-
მაღლეზე. ხოლო, ზურგს უკან, სიმინდის ყანების სიღრმიდან, ან სულაც
შესაძლოა, იმ გზატკეცილიდან, წინა ღამით მათი ასეული რომ იხევდა
უკან, რუსების ქვემეხების ხმა ისმოდა...
*
– ჰოდა, – განაგრძო მან და გახსნა სიგარეტის ახალი კოლოფი, –
მაშინ მივხვდი, რომ მეძინა და გამეღვიძა. შეიძლება არც დამიჯეროთ.

206
ის, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა და გამაღვიძა არც გერმანელე-
ბის თვითმფრინავები იყო და არც რუსების ქვემეხები. ეს იყო რაღაც
წარმოუდგენლად დიდი საფლავი, რომლის გათხრაც დაიწყეს ილიეს-
კუმ და ზამფირმა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, ნეტავ სად ჰქონდათ თავი,
მიწის თხრა რომ დაიწყეს-მეთქი, რადგან, როგორც გითხარით, ყველას
გვწყუროდა, გვშიოდა, ძილი გვინდოდა. არა, ეტყობა, არ ეყოთ რაც
ვიწვალეთ.
– ასეა თუ ისე... – ლეიტენანტმა თბილად და მეგობრულად შეხედა
მას, – თავიდანვე თქვენი შეცდომა იყო. დაჭრილის წამოყვანის უფლე-
ბა არ უნდა მიგეცათ. უკან იხევდით და ერთი დაკარგული წამიც შეიძ-
ლება ფატალური გამხდარიყო თქვენთვის. თუ შეგეცოდათ ის ივანი,
უბრალოდ, ადგილზევე უნდა მოგეკლათ...
– იქნებ შეიძლებოდა მისი გადარჩენა? – თქვა ლაურამ.
– არა, არ შეიძლებოდა. მე ხომ გითხარით, თავიდანვე, როგორც კი
შევხედე, მივხვდი, რომ მოკვდებოდა. გასაკვირია ამდენ ხანს როგორ
იცოცხლა, თუმცა, სიზმარში ყველაფერს თავისი ზომები აქვს...
– მთელი ექვსი დღე გაგრძელდა ბრძოლა, – კვლავ შეაწყვეტინა
მას ლეიტენანტმა. – ეს კი უკვე საკმაოდ დიდ გამოცდილებას გაძლევს.
თავის მართლება, რომ გერიდება უბრძანო ჯარისკაცებს, რომლებიც
თითქმის ორი წელია წინა ხაზზე იბრძვიან, აქ არ გამოგადგება..
– დიახ, მართალი ხართ, – დაეთანხმა დარიე უგერგილო ღიმილით,
– მაგრამ, მეორე მხრივ, იმ ექვსი დღის განმავლობაში, როცა კი ვბე-
დავდი ბრძანების გაცემას, უარესი სიტუაცია იქმნებოდა. რაზმი ჩავი-
ბარე და ბრძანებიდან ბრძანებამდე, ბოლოს მხოლოდ სამნიღა დავ-
რჩით...
– მესმის, რისი თქმაც გინდათ, – უპასუხა ლეიტენანტმა, – მაგრამ აქ
თქვენ არ მიგიძღვით ბრალი. იმ დროს მთელი უკრაინა პარტიზანებით
იყო სავსე, თანაც ყოველ ბუჩქთან უმაღლეს დონეზე შენიღბული რუსი
ჯარისკაცებიც იყვნენ ჩასაფრებულები. ასე რომ, როცა დივიზიას ჩა-
მორჩება რომელიმე მცირე რაზმი, ის უსათუოდ განწირულია. მადლო-
ბა თქვით, რომ გაგიმართლათ და იმ თექვსმეტიდან თქვენ სამნი მაინც
გადარჩით.

207
– ერთი სიტყვით, – დარიე დაუბრუნდა თავის ამბავს, – აღარ მინ-
დოდა პასუხისმგებლობის აღება ჩემს თავზე. აქ ყველა ჩვენიანია და
შემიძლია გულახდილად ვილაპარაკო... რადგანაც თან გვდევდა უბე-
დურება და უიღბლობა, მეშინოდა, ის ორი ჯარისკაციც არ დამკარგვო-
და, გადავწყვიტე მათთვის ბოლო ბრძანება მიმეცა, ერთმანეთს დავ-
შორებოდით და ჩვენ-ჩვენი გზით წავსულიყავით. ალბათ, ამიტომაც
ჩავუსახე მათ მიამიტური იმედი – თუ ივანი სიკვდილის წინ დაგვლო-
ცავდა, მომაკვდავის ლოცვა გზაზე წაგვადგებოდა და დაგვიფარავდა.
ამ დროს კარი გაიღო სამზარეულოს მხრიდან და ქალბატონმა მა-
კედონმა ცხელ-ცხელი კერძი შემოიტანა. უკან ადელა მოჰყვებოდა სი-
ნით ხელში, რომელზეც ცუიკის[59] ბოთლი და პატარა ჭიქები ელაგა.
– მიირთვით, სანამ ცხელია, – ხმადაბლა თქვა ქალბატონმა მაკე-
დონმა და სტუმრების შუაგულში მოექცა.
– ხშირად ვფიქრობ, – ჩაერთო საუბარში მოსამართლე, – ვინ იყო ის
ივანი? როგორი ადამიანი იყო? და რაც მთავარია, გაიგო თუ არა თქვენ
რაც გინდოდათ მისგან? ბოლოს და ბოლოს დაგლოცათ თუ არა?
– რა თქმა უნდა გაიგო და დალოცა კიდეც, – უპასუხა ლაურამ, – ხომ
ხედავ გადარჩნენ. დალოცვამ თავისი საქმე გააკეთა..
– უფრო გასაოცარი შემთხვევებიც ყოფილა, – შენიშნა ვიღაცამ
ოთახის კუთხიდან. დარიე მას პირველად ხედავდა. – მაგალითად,
სტალინგრადის მისადგომებთან სასწაულებრივად გადარჩენილი ჯა-
რისკაცები ფეხით დაბრუნდნენ სამშობლოში. კაცმა არ იცის, რამდენი
თვე იყვნენ გზაში. ნეტავ ისინიც ხომ არ დალოცა ვინმე მომაკვდავმა
ივანმა?
დარიე დაძაბული უცქერდა კაცს, თითქოს თვალებს არ უჯერებსო
– ალბათ ადრე არ შევხვედრივართ ერთმანეთს, – განაგრძო უცნობ-
მა უხერხულ კილოზე, თითქოს ბოდიშობდა. – მე პროკოპი მქვია, ექიმი
ვარ, მაგრამ სტუდენტობის დროს მეც მქონდა შეხება ფილოსოფიას-
თან. ფილოსოფია მიზიდავდა...
ლეიტენანტმა ორივეს მკაცრად გადახედა, უფრო სწორად, გაოგნე-
ბულმა:

208
– რას ქვია ადრე არ შევხვედრივართ? თქვენ ხომ ერთ პოლკში იყა-
ვით?!...
დარიე გაღიმებული მოუბრუნდა ლაურას, თითქოს მის ნიშანს ელო-
დებოდა გაეგრძელებინა თუ არა ლაპარაკი.
– დიახ, – თავად გადაწყვიტა გაგრძელება. – თავიდანვე ისეთი შეგ-
რძნება მქონდა, რომ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს შეგრძნე-
ბა გამიჩნდა სწორედ იმ ამბის დროს, რაზეც წეღან გიყვებოდით. მაგ-
რამ ვერ ვბედავდი აღიარებას... ბატონო ექიმო, რაც უფრო მეტს გაკ-
ვირდებით, მით უფრო მეტ მსგავსებას ვხედავ თქვენსა და ივანს შო-
რის...
ყველას გაეცინა. გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს. დარიე კი
კვლავ იღიმოდა.
– ყოველ შემთხვევაში, ეს საინტერესოა, – შენიშნა ლაურამ, – იმი-
ტომ, რომ ივანი სულ სხვანაირი მეგონა. მე ის წარმომედგინა ახალგაზ-
რდა ბიჭი, დაახლოებით თვრამეტი-ცხრამეტი წლისა, ძალიან ქერა და
ჭორფლიანი. ხოლო ექიმი როგორც ხედავთ, არც ქერაა და არც ჭორ-
ფლიანი, თანაც ორი ვაჟიშვილი ჰყავს, რომლებიც უკვე სკოლაში და-
დიან.
დარიემ შუბლი მოიწმინდა
– თუმცა ამას რა აზრი აქვს, – განაგრძო ლაურამ. – შენ მოგეჩვენა,
რომ ბატონი ექიმი ივანს ჰგავს, – ესაა მთავარი. და რადგან ასეა, ბა-
ტონ ექიმს შეგვიძლია კითხვა დავუსვათ, რა ხდებოდა ივანის თავში,
კარაბინებით როცა დაჰყავდათ. რას ფიქრობთ, ექიმო, მან ისინი და-
ლოცა?
ოდნავ შეწუხებულმა პროკოპიმ თავი გააქნია.
– როგორ გითხრათ? ჩემი აზრით, ჰოც და არაც. ძნელი დასაჯერე-
ბელია, ივანი ვერ მიმხვდარიყო, მისგან რას ითხოვდნენ. მან ხომ რამ-
დენჯერმე გაიმეორა Christu და როდესაც რაღაცას ბუტბუტებდა, დიდი
ალბათობით მადლობას უხდიდა მათ, ან სულაც ადამიანურ სიყვა-
რულზეც კი ელაპარაკებოდა. მაგრამ, ზამფირს და ილიესკუს მისგან
ამის მიღება არ უნდოდათ – რეალურად მათთვის ეს დალოცვა არ იყო.
დარიემ თავი ასწია და გადახედა ყველას.

209
– გამახსენდა! – წარმოთქვა აღელვებულმა. – გამახსენდა, რა გავი-
ფიქრე იმ წუთს, როდესაც გადმომედო მათი რწმენა და ივანს ვაფიცებ-
დი Bless our hearts, Ivan! Save our souls! მე გავიფიქრე: თუ ივანი მართლა
ისეთია, როგორიც არის, პარალიზებული, ენაწართმეული და გზის პი-
რას მომაკვდავი, თუ ივანს მართლა შეუძლია ჩვენი გადარჩენა, მაშინ
აქ რაღაც საიდუმლო და საბედისწერო იმალება. ესე იგი, ივანი რო-
გორღაც ჩემი გონებისთვის მიუწვდომელია და წარმოადგენს უცნობ
ღმერთს – agnostos theos – რომელზედაც საუბრობდა პავლე მოციქული,
მაგრამ ასეა თუ არა, ვერასოდეს გავიგებ. ვინ იცის, შეასრულა თუ არა
რაღაც როლი ჩვენს ცხოვრებაში მისმა დალოცვამ თუ სიყვარულმა...
ქალბატონმა მაკედონმა ღუმელის კარი გამოაღო და ჩაილაპარა-
კა რაღაც აცივდა ოთახშიო და დარჩენილი შეშა ცეცხლს შეუკეთა.
– აბაზანაში ფანჯარაა ღია, – აუხსნა ადელამ, – სიგარეტის კვამლი
იდგა და გადავწყვიტე გამენიავებინა.
– ნუ გვიშლით ხელს! – ხმამაღლა თქვა ლაურამ. – ვნახოთ, რას იტ-
ყვის ექიმი. ეს იდეა უცნობი ღმერთის შესახებ ახალ ელფერს სძენს ამ
ამბავს, ჩემთვის საერთოდ მოულოდნელს, რას იტყვით, ბატონო ექი-
მო?
პროკოპიმ კვლავ თავი გაიქნია და წამით პირზე აიფარა ხელი,
თითქოს ღიმილს მალავდაო.
– დიახ, საინტერესოა, მეც სულ ვფიქრობდი, რას მაგონებდა ეს შემ-
თხვევა. რაღაცას დანამდვილებით მაგონებს... მაგრამ რას? მაგრამ
თუნდაც ეს ყოფილიყო უცნობი ღმერთის გამოცხადება, მაგრამ დანამ-
დვილებით არა ათენის agnostos theos, რომელზედაც პავლე მოციქული
საუბრობდა. არა მგონია, რომ ბერძნებს მოეფიქრებინათ ასეთი ღმერ-
თი...
დარიემ მოუთმენლად დაუქნია თავი.
– ცხადია, ცხადია, არსებობენ უცნობი ღმერთები და ქალღმერთე-
ბი.
– ამას შევეშვათ, – ჩაერია ლაურა, – ერთია სამწუხარო, ვერ მოას-
წარი ივანისთვის აგეხსნა, რას გულისხმობდი ამ ბუნდოვან ფრაზაში:
ცხადი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი მოვლენები.

210
დარიე შეკრთა, ქალს აღელვებულმა გაუღიმა.
– რას ვგულისხმობდი? – უსაზღვრო სიღრმისეულ თვითანალიზს,
ასევე უსაზღვრო ულმობლობას. ეს ჩემი გონების განათების წამი იყო,
როდესაც მანამდე მიუწვდომელი საგნები გავაცნობიერე, – ინტუიციით
მივაგენი თითქოს ჩემი არსებობის პრინციპს... და შეიძლება არა
მხოლოდ ჩემი არსებობისა, – დასძინა მან ხმადაბლა. – ვიგრძენი, რომ
საერთოდ განვჭვრიტე ადამიანის არსებობის საიდუმლო. და ეს ბუნ-
დოვანი გამონათქვამი – ცხადი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი მოვ-
ლენები – იყო მხოლოდ მისადგომი საიდუმლოს სიტყვებში გასაცხა-
დებლად. ის უკვე ჩემს თავში ჩამოყალიბდა, მეგონა, აი, ახლა დავი-
ჭერ მას... – მაგრამ სიზმარი ასეთია, ახლა აღარაფერი მახსოვს...
მან ახლა შეამჩნია, რომ ლაურას და პროკოპის გარდა, ყველა თით-
ქოს მხოლოდ ზრდილობის გამო უსმენდა. როდესაც ლაურამ კითხვა
დაუსვა, სტუმრები უკვე ფეხზე იდგნენ და ჩუმად, ნელ-ნელა გადიოდ-
ნენ სასადილოდან. ისიც უნდა ამდგარიყო, რათა ცხადად დაენახვები-
ნა ყველასათვის, რომ საუბარს მორჩა, მაგრამ რაღაც უცნაური, სასია-
მოვნო დაღლილობა აკავებდა სავარძელში, დაბნეული იღიმებოდა,
და ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა მის თავს. ლაურა მხარზე შეეხო:
– ადექი, მარტო ჩვენ დავრჩით, – ჩაუჩურჩულა, – წავიდეთ, დროა.
*
მაგრამ ის მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა იგრძნო რომ ექაჩებოდ-
ნენ ხელზე.
– დროა, ბატონო სტუდენტო, – ზამფირი უღიმოდა, – მალე დაღამ-
დება.
დარიემ დაბნეულად გადახედა, თვალები მოისრისა, მიიხედ მო-
იხედა, თვალებს ხშირად ახამხამებდა, ცდილობდა მალე გამოფხიზ-
ლებულიყო. სიმინდის ყანაში იყვნენ. არასოდეს გაუგონია ამდენი
ჭრიჭინის ხმა ერთად, ჩამობნელდა, მაგრამ ვარსკვლავები ჯერ არ
ჩანდა.
– ივანი სად არის? – იკითხა დარიემ.
– მშვიდად სძინავს მიწაში, – უპასუხა ზამფირმა, – მხოლოდ ჯვარი
ვერ დავუდგით საფლავზე.

211
– მაინც ივანმა გვიშველა, – დასძინა ილიესკუმ, – აქ რა ხდებოდა!
უარესი, ვიდრე გუშინწინ ხიდზე, თქვენ გათიშულებს გეძინათ, ჩვენ კი
ჩვენს საქმეს ვაკეთებდით...
ზამფირმა ხელი გაიშვირა სიმინდის ყანისკენ.
– გერმანელები ისე დაბლა დაფრინავდნენ, ფრთებით ეხებოდნენ
სიმინდს. სულ გადაცხრილეს ყანა. ალბათ ფიქრობდნენ, შეიძლება
რუსები იმალებიანო. ჩვენკენ არც იხედებოდნენ, ალბათ ეგონათ, საფ-
ლავს ჩვენიანისთვის ვთხრიდით.
იქითა მხრიდან კი – ილიესკუმ ხელი გაიშვირა სადღაც შორეთის-
კენ – რუსებმა დაიწყეს ქვემეხებიდან სროლა, კიდევ კარგი რომ აქამ-
დე ვერ მოაღწიეს, აგრუხუნდნენ, აგრუხუნდნენ და გაჩუმდნენ. ან გერ-
მანელებმა დაბომბეს ან ქვემეხები სხვა მხარეს მიმართეს თავად რუ-
სებმა. რადგან გერმანელებმა გამოგზავნეს ამდენი თვითმფრინავი,
ოცამდე მაინც, ჩავთვალეთ, რომ ამ გზით დივიზიიდან გადარჩენილე-
ბი უკან იხევენ. თუ გამოგზავნა უნდოდათ, სამი დღის წინ უნდა გამო-
ეგზავნათ იქ ხიდზე… – გაბრაზებულმა გადააფურთხა განზე. – ამდენი
ხალხიც არ დაიღუპებოდა...
დარიე სწრაფად დაიხარა და ხელი დაავლო ზურგჩანთას.
– დღეიდან, – ზამფირი დაეხმარა ზურგჩანთის აკიდებაში, – ღმერ-
თის ხელში ვართ, რადგან რუსებმა მიმართულება შეცვალეს, ესე იგი,
გზა გადაგვიჭრეს, და ახლა მოგვიწევს ზურგიდან მოვუაროთ და
ფრთხილად, ჩუმად ვიაროთ, ვიდრე ჩვენებს არ დავეწევით.
– ნუ გეშინია, – გაამხნევა ილიესკუმ, – აუცილებლად დავეწევით,
ამჯერადაც გადავრჩებით.
გავიდნენ ფართო ოღროჩოღრო ბილიკზე, რომელიც პირდაპირ სი-
მინდის ყანებში იჭრებოდა..
– სიზმარი ვნახე, – თქვა დარიემ თითქოს თავისთვის, არავისთვის
შეუხედავს. – ვითომ იასში ვარ, ზამთარია, და ნაცნობებს ვუყვები ივა-
ნის შესახებ...
– მშვენიერია, – თქვა ილიესკუმ, რადგან იგრძნო, რომ სიჩუმე დიდ-
ხანს ჩამოწვა.

212
– თუ ივანი დაგესიზმრათ, – თქვა ზამფირმა, – ესე იგი კეთილად ახ-
დება.
– მხოლოდ ერთმა, ბატონმა ლეიტენანტმა თქვა, ცუდად მოიქეცით,
დრო არ უნდა დაგეკარგათო. თუ შეგეცოდათ, მაშინ ადგილზე უნდა
მოგეკლათ, რათა არ ეტანჯაო. თქვენ კი თან დაატარებდით დაჭრილ-
სო.
– ასეთია ინსტრუქციები, – თქვა ილიესკუმ, – მაგრამ თქვენც ხომ ნა-
ხეთ, მან გადაგვარჩინა.
– მართალია, ჩვენც ვიწვალეთ, – შეაწყვეტინა ზამფირმა, – ველაპა-
რაკებოდით, ვუამბობდით ამბებს.
დარიე უცებ გაჩერდა, ჯერ ერთს გადახედა, მერე მეორეს:.
– ბიჭებო მე მეჩვენება, თუ აქ მილიონობით ჭრიჭინამ წაიღო ყურ-
თასმენა?!
– ჭრიჭინებია, ბატონო სტუდენტო, – უთხრა ზამფირმა. – ძალიან
ბევრია, მაგრამ წელიწადის ამ დროს ყოველთვის ასეა... თქვენ ალბათ
დიდი ხანია არ ყოფილხართ ზაფხულობით სოფელში, – დასძინა ღი-
მილით.
დარიემ ჩაფხუტი მოიხადა და უსიტყვოდ შეხედა მას, შემდეგ უც-
ბად შებრუნდა და გზა განაგრძო.
– ძალიან უცნაური სიზმარი იყო, – დაუბრუნდა თავის ამბავს ხან-
გრძლივი დუმილის შემდეგ, – ვერ ვხვდები აზრს. რატომღაც, ის, რის
თქმასაც ვაპირებდი ივანისთვის იქ რამდენიმე საათის წინ, თქვენ რომ
დამიძახეთ მაშინ, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი სიზმარში? საინტე-
რესოა, არა? – მოუბრუნდა იგი ზამფირს.
– სიზმრებს რას გაუგებ?, – თქვა ზამფირმა.
– სიზმარსაც გააჩნია თავისი ახსნა თუ, რა თქმა უნდა, იცი მისი
ამოცნობა! – თქვა ილიესკუმ.
დარიემ ჩაფიქრებულმა გააქნია თავი და აუჩქარა ნაბიჯს.
– არა, მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი, როდესაც ვთქვი საინტერე-
სო-მეთქი. საინტერესოა იმიტომ, რომ სიზმარში დარწმუნებული ვიყა-
ვი, რომ ივანს ძალზე მნიშვნელოვან და ღრმა რაღაცებს ვეტყოდი და
რომ მხოლოდ თქვენმა დაძახებამ შემიშალა ხელი. ხოლო, მეორე

213
მხრივ, სიზმარშივე, ვეღარ გავიხსენე ის მნიშვნელოვანი რამ, რისი
თქმაც ასე ძალიან მინდოდა, მხოლოდ დასაწყისი მიტრიალებდა თავ-
ში: ცხადი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. ახლა ეს
ფორმულა საკმაოდ ბანალური და სტილისტურად გაუმართავი მეჩვე-
ნება, მაგრამ მე ხომ მაინც ვიცი, რაზეა აქ საუბარი – აღმოჩენაზე. და
თქვენ რომ ხელი არ შეგეშალათ, ივანს რაღაც-რაღაცებს გავაგებინებ-
დი ჩემი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებიდან. თუმცა, მაგალი-
თისთვის მოვიყვან ლაურას, გოგონას ქალაქ იასიდან. მან იცოდა და
იცის თავისი მეთოდი, იყოს თვალსაჩინო. მაგრამ მე მხოლოდ მასზე
არ ვსაუბრობ. მაგალითად კიდევ... კიდევ მაგალითისთვის ავიღოთ
ჩემი სწრაფვა ფილოსოფიისადმი....
უეცრად შეცბა, თმაზე ხელი გადაისვა და დაბნეულმა მოისრისა
შუბლი.
– რთული საქმეა ფილოსოფია, – თქვა ზემფირმა.
– მეტი რომ აღარ შეიძლება ისეთი რთულია, – დაეთანხმა ილიესკუ
– მერე რატომ არის ასე? იმიტომ რომ არ იცი, რომელი მხრიდან მი-
უდგე. – დარიემ ანგარიშმიუცემლად დაიხურა ჩაფხუტი.
– რაც ყველაზე საინტერესოა, – განაგრძო მან სერიოზულ, უფრო
მკაცრ კილოზე, – სიზმარში მართლაც დამავიწყდა ის რის თქმასაც ვა-
პირებდი ივანისთვის. მაშინ ალბათ, შთაგონებას მმატებდა მისი ჩვენ-
თან ყოფნა, მისი დაუსრულებელი აგონია, ნელ-ნელა ქრებოდა იგი ჩა-
კირული თავის სრულ მარტოობაში. ეს იყო, ასე ვთქვათ, აღმოჩენა –
აღმოჩენა ჩემი საკუთარი უძლურებისა, თუმცა ამის აღიარება არასო-
დეს მიცდია… ვაკეთებდი, რასაც თქვენ ითხოვდით ჩემგან, მელაპარა-
კა მასთან ყველაფერზე, რაც მომადგებოდა ენაზე, ნებისმიერ თემაზე,
ოღონდ ის არ მომკვდარიყო...
უცბად სიარული გაუჭირდა, ეტყობა, ბილიკიდან გადაუხვიეს. ზამ-
ფირი რამდენიმე ნაბიჯზე ჩამორჩენოდათ უკან.
– ძმებო, იცით კი საით მივდივართ? რა გვინდა აქ, სიმინდებში?...
– ასეა საჭირო, ბატონო სტუდენტო, – უპასუხა ზამფირმა, რომელიც
უკვე დაწეოდა მათ. – ბილიკს რომ გავყვეთ, შეიძლება რუსების პატ-
რულს გადავაწყდეთ. ჯობია ისევ სიმინდებში ვიაროთ შუაღამემდე და

214
მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, გავალთ სავალ გზაზე, რუ-
სების ზურგში მოვექცევით, გავყვებით მათ გათენებამდე. შემდეგ ისევ
შევალთ სიმინდებში და დავისვენებთ.
ილიესკუ რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა მარცხნივ და დანარჩენების
ყურადღება რომ მიეპყრო, ხელი მაღლა ასწია.
– დიდი სიფრთხილე გვმართებს, – ჩურჩულით თქვა მან, – ცალ-
ცალკე ვიაროთ სიმინდებს რომ არ დაეტყოს, სანამ კარგად არ ჩამო-
ღამდება. შემდეგ კი გაგვიადვილდება სიარული... თქვენ, ბატონო სტუ-
დენტო, შუაში იარეთ, ჩვენ შორის, აქეთ-იქით იყურეთ. სადაც შეამ-
ჩნევთ რომ სიმინდი მოძრაობს, ესე იგი, იქ ჩვენ ვართ. თუ დასვენების
სურვილი გაგიჩნდებათ, ნელა დაუსტვინეთ და ჩვენც შევისვენებთ.
აქ დარიემ შეამჩნია, რომ ჭრიჭინების რაოდენობა შემცირდა, ხან-
დახან სულ ჩუმდებოდნენ, ალბათ ადამიანების სიახლოვეს გრძნობ-
დნენ. დაღამდა, მაგრამ არ აგრილებულა. ნიავი არ იძვროდა. ადამია-
ნის შეხებისას სიმინდის გამხმარ ფოთლებს სულისშემხუთველი მწარე
მტვერი ასდიოდა. დარიე ცდილობდა ნელა ევლო, რათა არ შეხებოდა
სიმინდებს, მაგრამ ზურგჩანთა და კარაბინი უშლიდა ხელს სიარულში.
ისედაც, ხან გამხმარ ბელტს წამოკრავდა ფეხს, ხან რომელიმე ბალა-
ხოვანი მცენარე შემოეხვეოდა ფეხსაცმელზე, ფესვიანად გლეჯდა და
კარგა ხანს მიათრევდა, რის გამოც ძლიერ ირხეოდა მტვრიანი სიმინ-
დი და დამფრთხალი ღამის პეპლებიც თავზე ეხვეოდნენ.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ სტვენა მოესმა. პირობისა-
მებრ მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა, ღრმად ამოისუნ-
თქა, თავი უკან გადახარა და ცა აღმოაჩინა. მოკრიალებულ ცაზე ვარ-
სკვლავები ჩნდებოდა და მიდამოს შუქს ჰფენდა. დარიე ღრმად სუნ-
თქავდა, ელოდებოდა. სტვენა მოესმა, მარცხნივ, ძალიან ახლოდან
ილიესკუს ხმაც გაიგონა:
– წავედით, ბატონო სტუდენტო!
*
– ვიარეთ ასე, სანამ არ გადასცდა შუაღამეს. ის რომ დაღლილები
და მშიერ-მწყურვალენი ვიყავით, არაფერია იმ კითხვასთან შედარე-
ბით, რომელიც პირადად მე მუდმივად მიტრიალებდა თავში: რა გვე-

215
ლოდება გამთენიისას, რა გველოდება ხვალ დღისით, გაგვითენდება
თუ არა ზეგინდელი დღე? სიმინდის ყანაში რომ შევედით, ისეთი შთა-
ბეჭდილება შემექმნა რომ ვბრუნდებოდით უკან, ხიდისკენ, საიდანაც
წინა დღეს სასწაულებრივად დავაღწიეთ თავი. ვიცოდი, სოფელში ვერ
გამოვჩნდებოდით. ზამფირის ჰიპოთეზა გამართლდა, გერმანული
ავიაციის შეტევის შემდეგ რუსებმა შეცვალეს სროლის მიმართულება,
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მათმა ტანკებმა დატოვეს მთავარი გზა და
გაიფანტნენ ახლომდებარე სოფლებში. მაგრამ, მე სხვა რამ არ მესმო-
და, რატომ უნდა დავბრუნებულიყავით ისევ ხიდთან. მართალია, მე
ვენდობოდი მათ. ორივე დარწმუნებული იყო, რომ მივდიოდით სწორი
მიმართულებით. მაგრამ ზამფირი გვაფრთხილებდა, ჩვენ უნდა დავ-
რჩეთ რუსების ზურგშიო, მაგრამ, ამის ნაცვლად უკან ვბრუნდებოდით
– ასე მეჩვენებოდა... – დანარჩენებს დაველოდოთ თუ გავაგრძელოთ
გზა? – იკითხა მან და გახედა კლდეებზე აქა-იქ ამოწვერილ ნაძვებს. –
სად არიან აქამდე, ეტყობა, ძალიან ჩამორჩნენ.
– ვფიქრობ, სჯობს დაველოდოთ, – არჰიპმა თავი უკან გადასწია
ზურგჩანთისკენ. – სიმართლე გითხრა, ბოლო აღმართმა მაგრად დამ-
ღალა. ეს გზა აღარ მახსოვს. ბოლო წლებში პიატრა-კრაიულუის მთაზე
სხვა მარშრუტით ავდიოდით – ომულის გავლით. აქ თუ ასეთი ციცაბოე-
ბი იყო, აღარ მახსოვდა. თანაც მინდა ბოლომდე მოვისმინო ამბავი.
ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრე.
დარიემ ჯიბეებში სიგარეტი მოიძია.
– ცხადია, ლაურა დარწმუნებული იყო, რომ ასე თუ ისე, ივანმა დაგ-
ვლოცა და რომ მისმა დალოცვამ გადაგვარჩინა.
– ჯერ არ მოუკიდო სიგარეტს, – შეაწყვეტინა არჰიპმა – მოითმინე,
ძალიან დაღლილი ხარ. შენც მაგრად მოგთენთა წეღანდელმა აღმარ-
თმა.
– რა მიკვირს, იცით? – დარიემ სიგარეტის კოლოფი მორჩილად ჩა-
იდო ჯიბეში. – ერთხელ მაინც რატომ არ დავფიქრდი, არ ვიკითხე, რო-
გორ აღმოჩნდა მძიმედ დაჭრილი ივანი სიმინდის ყანაში, სადაც
ბრძოლები არ ყოფილა? ვინ დაჭრა, სად დაიჭრა, თანაც გერმანელე-
ბის ბომბდამშენების გამოჩენამდე? ისე მძიმედ იყო დაჭრილი, რომ

216
განძრევა კი არა, ტუჩებს ძლივს აცმაცუნებდა, სისხლი თითქმის არ და-
უკარგავს, მიწა
ოდნავ იყო სველი. სად დაკარგა თოფი, ზურგჩანთა? ერთი რევოლ-
ვერის გარდა სხვა არაფერი ჰქონდა. ზამფირმა კარგად გაჩხრიკა, იქ-
ნებ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, წერილი ან სურათი ვუპო-
ვოო, მაგრამ, ამაოდ. ზამფირი დარწმუნებული იყო, რომ ივანმა დაგ-
ვლოცა და სურდა გვარ-სახელი გაეგო, რათა შემდგომ მისი ოჯახის-
თვის ეცნობებინა სად იყო დამარხული. არც ერთს არ მოგვსვლია აზ-
რად გვეკითხა – თქვა დარიემ, – საიდან აღმოჩნდა აქ ივანი?
– ყოველ სამყაროს თავისი სტრუქტურა, თავისი ლოგიკა გააჩნია, –
თქვა არჰიპმა. – რა თქმა უნდა, როგორც შენთვის კარგადაა ცნობილი,
ურთიერთწინააღმდეგობა და არათანამიმდევრობა შეიძლება იყოს
ორგვარი: ცხადი – თავად სისტემის შიგნიდან და ის, რომელიც ხდება
ცხადი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გარედან შეხედავ.
დარიე სიგარეტს ეწეოდა და დაბნეული უსმენდა მას.
– საინტერესოა, – უცებ თქვა მან, – რაც მეტ ხანს გიყურებ, მით უფრო
მეტად გამსგავსებ ივანს. თუმცა გარეგნულად სულ არ ჰგავხარ, ვიმეო-
რებ და ხაზს ვუსვამ – მარტო გარეგნულად...
არჰიპმა თავი ასწია და ინტერესით შეხედა მას თითქოს პირველად
დაინახაო, შემდეგ გაიღიმა.
– რა გითხრა აბა, ამ სიტყვებს ველოდი, შენ ისე გაგიტაცა ივანის
საიდუმლომ, რომ მხოლოდ ერთი რამ გიტრიალებს თავში – როგორ გა-
შიფრო მისი შეტყობინება. და რადგან ივანი შენთვის მიუწვდომელია,
არა იმიტომ, რომ ის გარდაიცვალა, არამედ იმიტომ, რომ ცოცხალიც
ძლივს ლაპარაკობდა და თუ რამეს იტყოდა, ვერ იგებდი რუსულის არ-
ცოდნის გამო. მაშ ასე, რადგანაც ივანი შენთვის მიუწვდომელია, ცდი-
ლობ ის იპოვო შენთვის ყოველ ახალ ადამიანში. ახალი ადამიანი კი
ახლა – მე ვარ, ერთმანეთს რამდენი ხანია ვიცნობთ? ხუთი-ექვსი სა-
ათი? მაშასადამე, კარგად მესმის, როგორ წამოგცდა ეს და არ მწყინს.
რისი კითხვა გინდოდა? რაზე ფიქრობდა ივანი? მკითხე, ვეცდები გი-
პასუხო.
დარიემ მორიდებით დაიწყო სიგარეტის ჩასაქრობად ქვის ძებნა.

217
– თქვენ – ტექნოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, – ძალიან
უცნაური ხალხი ხართ. ყოველთვის ყველაფერი ასე მარტივი როდია,
როგორც თქვენ გგონიათ. თუ გულახდილობა გინდა, დიახ, შენი მსგავ-
სება ივანთან ჩემთვის მოულოდნელი გამაოგნებელი აღმოჩენა იყო.
მაგრამ სულაც არ მქონდა იმის იმედი, რომ შენი დახმარებით გავიგებ-
დი, რა ხდებოდა ივანის თავში. არა, ამ სიმბოლურ მსგავსებას შეეძლო
გაეხსენებინა ჩემთვის, თუ რა კონტექსტში წარმოვთქვი ის მისტიკური
ფორმულა: ცხადი, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები. ეს
ფრაზა ივანისთვის ჩამოვაყალიბე, რათა ამეხსნა მისთვის, რა გადამ-
ხდა რვა ნოემბრის შემდეგ და სწორედ მაშინ, როგორც პირველი ხა-
რისხის ჩვეულებრივ განტოლებაში, აღმოვაჩინე ადამიანის არსებო-
ბის საიდუმლო...
– კვლავ ივანზე საუბრობთ? – იკითხა მათ ზურგსუკან მდგომმა ლა-
ურამ. – გაარკვიეთ რამე?
– აქ საიდან აღმოჩნდი? – გაუკვირდა დარიეს. – ადრე რატომ არ
მინახავხარ?
– საყიდლებზე დავდიოდი, – ლაურა ჩამოჯდა, შვებით ამოისუნთქა.
– ძალიან დავიღალე...
– დანარჩენები სად არიან? – დარიემ მიიხედ-მოიხედა..
– მალე გამოჩნდებიან, ადელა ჯიხურთან გაჩერდა გაზეთის საყიდ-
ლად, ექიმმა, დედამისმა ერთად და სხვებმა მეზობლებს ჩამოუარეს
შეშის სათხოვნელად. აცივდა, მოთოვს ალბათ...
დარიე უცებ მიხვდა, რომ ხელისგულებს ალერსიანად უსვამდა სა-
ვარძლის სახელურებს და უცნაურად იღიმოდა.
– როგორმე უნდა მომიყვეთ ამ სავარძლის ამბავი, – თქვა მან. – საკ-
მარისია ივანი გავიხსენო ამ სავარძელში ჩამჯდარმა, რომ ან სიზმარ-
ში ვარ, ან ვიღვიძებ...
– ამჯერად არც ერთია და არც მეორე, – შეაწყვეტინა სიტყვა არჰიპ-
მა.
– რისი თქმა გინდა? – აღელვებულმა დარიემ ჯიქურ შეხედა მოსა-
უბრეს.
არჰიპმა მხრები აიჩეჩა.

218
– რა არის აქ გაუგებარი? თქვენ ჩამოაყალიბეთ ფორმულა: ცხადი
მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები, მაგრამ მე მგონი უკმა-
ყოფილო დარჩით... – არჰიპი მიდიოდა და თან ლაპარაკობდა. – ეს კი
იმას ნიშნავს, რომ ძებნა უნდა განვაგრძოთ, ესე იგი, ვიპოვით კიდევაც.
დარიემ თვალი გააყოლა მიმავალ არჰიპს. გამწარებული და გაბ-
რაზებული იყო, შეპასუხება რომ ვერ შეძლო..
– Alors, nous sommes foutus! – ჩაილაპარა მან ჩურჩულით. – Il n’y a
plus d’espoir. Foutus pour l’éternité!...
*
– Nous sommes foutus! – კბილებში გამოსცრა დარიემ, როდესაც ზამ-
ფირმა ანიშნა წასვლის დროაო. –Foutus pour l’éternité!
გავიდნენ ოღროჩოღრო, ორმოებიან სოფლის შარაგზაზე, რომე-
ლიც მიემართებოდა სიმინდის ყანებისკენ. ისევ ისმოდა, ყველა მხრი-
დან ჭრიჭინების ყურისწამღები ჭრიჭინი. ყანიდან გასვლისთანავე მო-
იხადეს ჩაფხუტები; დარიეს ხელში ეჭირა, დანარჩენებმა კი ზურგჩან-
თებზე ჩამოკიდეს. ვარსკვლავები გამოჩნდა, მაგრამ ღამით ისევ არ
აგრილებულა.
– ჯობს არ ილაპარაკოთ, ბატონო სტუდენტო, გეტყობათ, ძალიან
დაიღალეთ, – უთხრა ზამფირმა.
– ახლა შუაღამე უკვე გადასულია და შეგვიძლია თავისუფლად ლა-
პარაკი სანამ არ გავალთ დიდ გზაზე, – თქვა ილიესკუმ, – იქ ისევ დიდი
სიფრთხილე გვმართებს.
დარიემ, პერანგის ზედა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სახე
მოიწმინდა.
– მომისმინეთ, მეგობრებო, – თქვა მან მოგვიანებით, – დარწმუნე-
ბული ხართ, რომ სწორად მივდივართ?
– ეს ჩვენი გზაა, ბატონო სტუდენტო, – დაამშვიდა ის ზამფირმა. –
შეხედეთ ვარსკვლავებს, მხოლოდ პატარა წრე დავარტყით, რომ არ
შევსულიყავით სოფელში, მაგრამ ახლა სწორად მივდივართ... რუსებს
მივყვებით კვალში.
დარიემ ცალი თვალით გადახედა ფოსფორის ციფერბლატს.

219
– ახლა პირველს ოცდახუთი უკლია, – თქვა მან, – თუ მალე გავალთ
მთავარ გზაზე და ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება დაახლოებით
ოთხ საათამდე ვიაროთ სწრაფად. ამის შემდეგ, როგორც ამბობდით,
კვლავ სიმინდებში დამალულებმა ჩუმად უნდა ვიაროთ, მაგრამ თუ 10-
12 კილომეტრში დაიწყება ხორბლის, შვრიის ან სხვა რომელიმე მარ-
ცვლეულის ყანები, სადღა უნდა დავიმალოთ?
– არ ინერვიულოთ, ბატონო სტუდენტო, – თქვა ილიესკუმ, – მე აქ
ნამყოფი ვარ წელს გაზაფხულზე, როდესაც ნათესი ახალი ამოწვერი-
ლი იყო. მთელ უკრაინაში ასეა: სიმინდს კარგად დიდი მანძილის შემ-
დეგ ხორბალი მოსდევს, მერე ჭვავი ან შვრია, და მერე ისევ სიმინდი.
– აი, წყალი კი გაგვიჭირდება, – დაამატა ზამფირმა. – შეიძლება ერ-
თი-ორი დღე ისე გავიდეს წყალი არ შეგვხვდეს, არც მინდორში მიტო-
ვებული ჭა ან თუნდაც გუბე. გაგვიჭირდება პირველად. მერე და მერე
ღვთის წყალობით, გვეშველება. ვცნობ ზოგიერთ ბალახს, შეიძლება
რაღაც ფესვებიც შეგვხვდეს, ან რძიანი სიმინდიც ვიპოვოთ. დამშვიდ-
დით, გვეშველება, –გაიმეორა მან.
– რაც შეეხება საჭმელს, შევჭამთ იმას, რასაც ამაღამ, – განაგრძო
ილიესკუმ. – მართალია სიმინდი უკვე თითქმის მოწეულია, გამაგრებუ-
ლია და ვეღარ შევწვავთ, მაგრამ, ასეც წავა. რაც მთავარია, შიმშილით
არ მოვკვდებით.
დარიე ცხვირსახოცს უკანა ჯიბეში იკუჭავდა, როდესაც ფეხი ჩა-
უვარდა ორმოში, ზურგჩანთა კეფისკენ წამოუვიდა, მაგრამ სანამ წაიქ-
ცეოდა ზამფირმა ძლიერად ჩაავლო ხელი.
– ღმერთმა დაგიფაროთ, ფეხის მოტეხვა გვაკლია ახლა!
– როდესაც ორმოში ჩავარდები და არ წაიქცევი, ამბობენ, კარგის
ნიშანიაო, – გაიხსენა ილიესკუმ.
დარიემ ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო.
– რაკი ორმოზე ჩამოვარდა საუბარი, – დაიწყო მან ღიმილით, – დი-
დი ხანია მინდოდა მეკითხა, რატომ იწვალეთ ივანისთვის ასეთი სამე-
ფო საფლავის ამოსათხრელად, რა საჭირო იყო ამოდენა საფლავი?

220
– რა დიდი საფლავი ეგ არის, ბატონო სტუდენტო, – უპასუხა ზამ-
ფირმა. – ჩვეულებრივი საფლავია, როგორიც ქრისტიან კაცს შეჰფე-
რის.
– როდესაც დაიწყეთ მისი გათხრა, – შეაწყვეტინა დარიემ, – ორ
მეტრზე მეტ მანძილზე იყავით დაშორებული ერთი მეორისგან. თით-
ქოს მთელი პატრულის დასაფლავებას აპირებდით...
და უცბად სიცილი აუვარდა, ისეთი მხიარული განწყობა დაეუფლა,
თითქოს რაღაც ჯადომ გაუქრო მთელი დაღლილობა და წყურვილის
სურვილი. ზამფირმა და ილიესკუმაც გაიცინეს, მაგრამ დარიე მიხვდა,
ისინი უფრო ზრდილობის გულისთვის რომ იცინოდნენ.
– ღმერთმა დაგვიფაროს პატრულისგან! – თქვა ოდნავ მოგვიანე-
ბით ზამფირმა. – მაგრამ, რომ იცოდეთ, იმ საფლავს არ ჰქონდა ორი
მეტრი სიგრძე...
– ბატონო სტუდენტო, – დაიწყო ილიესკუმ, – თქვენ ვერ დაინახავ-
დით იმ საფლავს, რადგან სიმინდებში იყავით შესული.
– ეს მოგვიანებით იყო, ჯერ დავინახე გერმანელების თვითმფრინა-
ვებმა რომ გადაგვიფრინეს და რუსულმა ქვემეხებმა დაიქუხეს. აი, სწო-
რედ იმ წამს დავინახე, როგორ თხრიდით. ძალიან კარგად მახსოვს.
– მაშინ, ზამფირმა თქვას, – ცოტაოდენი დაყოვნების შემდეგ წამო-
იწყო ილიესკუმ, – როგორც იყო. მიწა ოდნავ მოსინჯული გვქონდა, რო-
დესაც გამოჩნდნენ გერმანელების პირველი თვითმფრინავები და და-
იწყეს ყანების განაპირა ადგილების დაცხრილვა, ჩვენ ვანიშნეთ,
თქვენიანები ვართ და აქეთ არ ისროლოთ-თქო, მაშინვე თქვენ საძებ-
ნელად წამოვედით, ხომ არ დაიჭრნენ ან დაიხოცნენ-თქო. გიპოვეთ იქ,
სადაც გაგაღვიძეთ კიდეც მოგვიანებით. მანდ დასასვენებლად დაგ-
ტოვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ
დავბრუნდით და დავიწყეთ საფლავის თხრა. დაახლოებით თხუთ-
მეტი წუთის შემდეგ, როდესაც გერმანელების თვითმფრინავები მეორე
წრეზე წამოვიდნენ, საფლავი უკვე თითქმის მზად იყო, ჩვენ მათ ნიჩბე-
ბი დავუქნიეთ, მაგრამ მათ ისედაც დაგვინახეს და აღარ დაცხრილეს
იქაურობა... ასე არ იყო, ზამფირ?

221
– ზუსტად ასე იყო, როგორც ილიესკუმ თქვა, – დაადასტურა ზამ-
ფირმა.
დარიეს ისევ აუვარდა სიცილი.
– მით უკეთესი. ესე იგი, დაძინებამდე დამსიზმრებია. ადრეც დამ-
მართნია ასეთი რამ, – დასძინა მან.
შემდეგ გაჩუმდა და ფიქრებში წავიდა. დაახლოებით თხუთმეტი წუ-
თის შემდეგ ილიესკუმ ნაბიჯს მოუმატა ოდნავ მოხრილმა, რადგან სი-
მინდი დაბალი და იშვიათი გახდა. მათაც ანიშნა, ფრთხილად წამო-
დითო.
– ღია ადგილზე გავედით, – ჩურჩულით თქვა ზამფირმა. – მთავარ
გზაზე უნდა გავიდეთ. ნება მომეცით, ბატონო სტუდენტო, წინ მე წავი-
დე...
*
ორი საათი ცალ-ცალკე იარეს, ტრიალ ადგილას მივიდნენ მთავარ
გზასთან, მაგრამ რაკი ზურგის მხრიდან რუსების ფარებჩამქრალი სატ-
ვირთო მანქანების უსასრულო კოლონა მოდიოდა, სირბილით გადაჭ-
რეს. ღამე იყო ისეთი ნათელი და ცივი, ვარსკვლავებით მოჭედილმა
ცამ თითქოს დაბლა დაიწიაო. ერთადერთი პატარა გამჭვირვალე
ღრუბელი მიცურავდა პირდაპირ დასავლეთისკენ. დროდადრო სუსტ
ქარს მოჰქონდა გამხმარი ბალახისა და ბენზინის სუნი.
დარიემ შუა ველზე ერთადერთი ხე დაინახა, ამხანაგებს სტვენით
ანიშნა ხის ძირში დაესვენათ, მაგრამ ზამფირმა ხელით ანიშნა, გზი-
დან არ გადაეხვია და ისევ მას გაჰყოლოდა უკან.
– Nous sommes foutus! – კბილებში გამოსცრა დარიემ.
უნდოდა გადაეფურთხებინა, როგორც ილიესკუმ იცოდა, მაგრამ პი-
რი გამომშრალი ჰქონდა და იმავე წამს გაკვირვებულმა და თითქმის
შეშინებულმა იგრძნო, რომ უცებ შესცივდა. შეეცადა აეჩქარებინა ნაბი-
ჯი, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, გამოუვიდოდა თუ არა, რადგან უკ-
ვე ისედაც გარბოდა. ერთ ხელში კარაბინი ეჭირა, მეორეში ჩანთა, რო-
მელიც იმიტომ მოიხსნა, რომ სირბილისას ზურგზე ეხეთქებოდა. გა-
ჩერდა, დიდხანს ითქვამდა სულს.

222
– რამ შეგაშინათ, ბატონო ფილოსოფოსო? – მოესმა ხმადაბალი შე-
კითხვა. მიბრუნდა და პირდაპირ პროკოპის თვალებს შეეფეთა. ის ხის
ძირში ელოდებოდა, იღიმოდა, გვერდით ძაღლი ეჯდა
– რამ შეგაშინათ? – გაუმეორა შეკითხვა გაოგნებულ დარიეს.
– აქ რას აკეთებთ, ბატონო ექიმო? აქ საიდან გაჩნდით?
დარიეს დაღლილობა უცებ გაუქრა, და ცოცხლად მიუახლოვდა
ნაცნობს.
– სად არის თქვენი ნაწილი? – ჰკითხა დარიემ და მაშინვე უხერხუ-
ლობა იგრძნო, მიხვდა რომ შეეშალა. – აქ ცოტა ბნელა და ვერ გიცანი,
არჰიპ. მაგრამ მაინც, არ მესმის, აქ საიდან გაჩნდი. ისევ ფორმულას
ეძებ?
ის დარიეს ნათელი და ირონიული ღიმილით შესცქეროდა.
– მე კითხვა დაგისვით, ბატონო ფილოსოფოსო, მაგრამ ვხედავ, არ
გინდათ მიპასუხოთ. მახსოვს, თქვენ ამბობდით, ვერავინ გაგვანადგუ-
რებსო, თუ ასეა, მაშინ რამ შეგაშინათ?
– ივან!.. – ხმა ჩაუწყდა დარიეს..
– როგორც გენებოთ… მე ივანი არ მქვია, მაგრამ როგორც გენებოთ,
დამიძახეთ ივანი არ მეწყინება.
დარიემ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
– ესე იგი, გცოდნია რუმინული ენა... გვატყუებდი, გვაწვალებდი...
– ახლა ყველა ენა ვიცით, – სიტყვა შეაწყვეტინა დარიეს, მაგრამ
ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან აღარ გვჭირდება... ამბობდით,
ჩვენი განადგურება არ მოხდებაო, ამიტომ არც უნდა გეშინოდეთ...
დაბნეულმა დარიემ შუბლზე ხელი გადაისვა.
– არ შემშინებია უბრალოდ, უცბად შემცივდა, ვერ ვხვდებოდი, რა
მემართებოდა და ამიტომ დავიწყე სირბილი, სულ ეს იყო....
ივანმა შეხედა მეგობრულად და ისევ გაიღიმა.
– თქვენ ლამაზად მესაუბრებოდით გუშინ, გუშინწინ, თუ როცა იყო,
მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ
ახალგაზრდა ხართ, თავად მიხვედით იმ აზრამდე, რომ ჩვენი გა-
ნადგურება შეუძლებელია, და ამან მომხიბლა.
– მაშასადამე, შენ ყველაფერი გაიგე, – ჩაიჩურჩულა დარიემ.

223
– ერთადერთი, რაც ვერ გავიგე, – განაგრძო ივანმა, ეს თქვენი სა-
სოწარკვეთილებაა, ბატონო ფილოსოფოსო, შიში იმისა, რომ ვერას-
დროს დაისვენებთ. მაგრამ, რისგან გინდა რომ დაისვენო? ჩვენ ხომ
მხოლოდ ახლა დავიწყეთ! რა გვაქვს წარსულში? ერთი მილიონი წე-
ლიც კი არა! თუ დავიწყებთ ათვლას ჰომო საპიენსიდან, მხოლოდ რამ-
დენიმე ათეული ათასი წელია. წინ გაიხედე: მილიარდი და მილიარდი
წელია!...
დარიე ყურადღებით და დაძაბული უსმენდა.
– მილიარდი წელი, – გაიმეორა მან ჩურჩულით, – ვიცი, მაგრამ რა
უნდა ვუყოთ ამ მილიარდ წელს? დედამიწას სულს შთავბერავთ, შემ-
დეგ მზის სისტემას, შემდეგ გალაქტიკებს, და ყველაფერს რაც ჯერ კი-
დევ არ ვიცით. გავასულიერებთ ანუ სიცოცხლისკენ ვუბიძგებთ, სულს
გამოვაღვიძებთ რომელიც ყველა არსებაში თვლემს. დავლოცავთ
მთელ ქმნილებას, როგორც ზოგ-ზოგიერთებს უყვართ თქვენთან თქმა.
– მაშასადამე, ზამფირი მართალი იყო, როდესაც შენზე ამბობდა,
დაგვლოცაო.
– კიც და არაც, როგორც სამართლიანად შენიშნა დოქტორმა პრო-
კოპიმ...
– შენ საიდან იცი დოქტორ პროკოპის შესახებ? – გაუკვირდა დარი-
ეს.
ივანმა დარიეს მხიარული ცნობისმოყვარეობით შეხედა და მხრები
აიჩეჩა.
– ახლა ჩვენ ყველაფერი ვიცით, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც
გვაინტერესებს. შენ მე დამაინტერესე, რადგან შეგეცოდე და მელაპა-
რაკებოდი. ზამფირიც და ილიესკუც მაინტერესებს, რადგან იწვალეს
და უნდოდათ სოფლამდე მივეყვანე, შემდეგ კი დამმარხეს; ის კი არ
იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ დამმარხეს, არამედ მათმა სურ-
ვილმა ამიჩუყა გული.
დარიემ კვლავ შუბლზე გადაისვა ხელი.
– ბიჭები! – დაიჩურჩულა მან, – ბიჭები სად არიან?
– წინ არიან, შენ გელოდებიან. ნუ შფოთავ, ისინიც ისვენებენ, თუმცა
აღარ შეგაყოვნებ, რადგან მეც

224
წასასვლელი ვარ, მაგრამ შენთან გასაუბრება მინდოდა, ბოლო
დროს ისე იშვიათად ვხვდებოდით სიმინდის ყანის განაპირას, მაგრამ
მაშინ ერთმანეთი ვერ ვიცანით, ვერ შევძელით საუბარი... აი, ქალბა-
ტონ მაკედონთან, მერე მთებში, პიატრა-კრაიულიში, იყო დრო როდე-
საც ერთმანეთს უფრო ხშირად ვხვდებოდით ხოლმე.
დარიეს უცებ აუტყდა სიცილი:
– ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს უარყოფა, – მორიდებით თქვა მან, –
შენ ცდები, პროკოპი და არჰიპი ახლახან გავიცანი, ხოლო შენ მხო-
ლოდ ახლა შეგხვდი, გუშინ თუ გუშინწინ, შენ ხომ თავად თქვი.
– ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, – არ დაეთანხმა ივანი, –
მეშინია კიდეც იმის თქმა, თუ რამდენად დიდი ხანია, მაგრამ, სამწუხა-
როდ, ჩვენ ერთმანეთს ვცნობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ძალიან
გვიანია.
დარიე თვალს არ აშორებდა და ყურადღებით უსმენდა მას. რო-
გორც სჩვეოდა დისკუსიის დროს, ახლაც ანგარიშმიუცემლად ჩაიყო
ხელი ჯიბეში სიგარეტის კოლოფის ამოსაღებად, მაგრამ ამჯერად
მხოლოდ ამ ჟესტს დასჯერდა.
– მგონი მესმის, რისი თქმაც გინდა, – ხმადაბლა თქვა დარიემ. –
პრაქტიკულად ადამიანის მთელი ცხოვრება, მთელი მისი არსებობა
შეიძლება განვითარდეს, შედგეს, და დასრულდეს რამდენიმე თვეში,
ხანდახან უფრო მოკლე დროშიც კი.
– და რაც საინტერესოა, ეს საკითხები მუდმივად მეორდებოდა
ჩვენს საუბრებში – განაგრძო ივანმა. – მაგალითად ცხადი, მაგრამ ურ-
თიერთგამომრიცხავი გარემოებები, რამდენჯერ და რამდენ ენაზე მეს-
მოდა ეს ფრაზა შენგან...
– მაგრამ უბედურება ის არის, რომ, – დასძინა დარიემ, – აღარ მახ-
სოვს, რისი თქმა მინდოდა ამ წინადადებით, უფრო სწორად, აღარ მახ-
სოვს გაგრძელება. დავიწყე ეს ფრაზა და ვაპირებდი შენთვის მთელი
სისტემა ჩამომეყალიბებინა, როდესაც ბიჭებმა დამიძახეს და აზრი
დავკარგე.
– შენ უკვე თქვი ყველაფერი, რისი თქმაც იყო საჭირო იმ დროის-
თვის, დანარჩენს შემდეგ გააგრძელებ. შენ მე უკვე ყველაფერი მითხა-

225
რი, დამიჯერე, მომავალში ძალიან გაგიხარდება თავიდან ამის აღმო-
ჩენა...
მისი მზერა იყო თბილი, მაგრამ მაინც გამაღიზიანებლად ირონი-
ული.
– როდესაც გისმენ, ივან, შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს არჰიპს
ვუსმენ. ბოლო დროს როდესაც ვესაუბრე....
– ეს როდის იყო? – შეაწყვეტინა სიტყვა ივანმა. – საუკუნისა თუ თვე-
ების წინ? რომელ ცხოვრებაში?... შეცდომით არ გამიგო, – დასძინა მან,
როდესაც დაინახა დარიეს გაკვირვებული და დაბნეული მზერა. – აქ
არ არის საუბარი დროზე, საუბარია აცდენაზე ცხად, მაგრამ ურთიერ-
თგამომრიცხავ გარემოებებს შორის, როგორც შენ გიყვარს თქმა. ბო-
დიში, სიტყვა რომ შეგაწყვეტინე, – თქვა მან, – რადგან დარიე ისევ
დუმდა. – ერთხელ უკვე შეგაწყვეტინე, მაგრამ შენ ახლა აღარ გახსოვს,
რადგან ძალიან დიდი აცდენაა გარემოებებს შორის. ეს მოხდა ზუსტად
მაშინ, როდესაც აპირებდი ჩვენთვის განგემარტა რა შინაარსით გა-
მოიყენე გამოთქმა agnostos theos. შენ თვალწინ, როგორც შიდა ეკრან-
ზე ხედავდი ივანს, შეიძლება ითქვას დამარხულს საკუთარ სხეულში.
და შენ გინდოდა იმის თქმა, რომ ხანდახან ასე გამოიყურება ღმერთი,
უზენაესი სული, რომელიც დატყვევებულია, შეპყრობილია მატერიაში,
დაბრმავებულია, დაბნეულია, და არ იცნობს საკუთარ თავს. მაგრამ ეს
რომელი ღმერთი იყო? ყოველ შემთხვევაში ეს არ იყო პავლეს ღმერ-
თი, არც ერთი ბერძენი ღმერთი. მაშინ შენ ფიქრობდი გნოსტიკურ მი-
თებზე და ინდურ კონცეფციებზე სულისა და მატერიის შესახებ...
– როგორც ჩანს, ასეა, – პროკოპიმაც შენიშნა.
– და ამასთანავე შენს გამოთქმულ შედარებაში არის ჭეშმარიტების
მარცვალი, იმ შემთხვევაში თუ საგნებს სხვა კუთხით შევხედავთ. სული
ყოველთვის შენიღბულია მატერიით, მაგრამ მატერიაში მისი ყოფნის
აზრს – ტყვეა, თავისი ნებითაა იქ, დროებითაა ჩაკეტილი თუ კიდევ რა-
მე ამდაგვარი – მხოლოდ შემდეგ გაიგებ. ერთი სიტყვით, სწორედ ამა-
შია ამოცანა, ნამდვილი ამოცანა, რომელიც ყველა ადამიანს ხვდება
წინ ცხოვრების გზაზე. როგორ უნდა ამოიცნო სული, როდესაც ის მატე-
რიაშია შენიღბული, ანუ რეალურად როდესაც ის ამოუცნობია. და ასე

226
ვართ ჩვენც ყველა, ბატონო ფილოსოფოსო... არა მხოლოდ გაუნადგუ-
რებლები, როგორც ამბობდი, არამედ ამოუცნობებიც ვართ... მაგრამ
ვხედავ, რომ გელოდებიან, – დასძინა მან და თავი მიაბრუნა.
განთიადისწინა ბინდბუნდში დაახლოებით ოც მეტრში ტრიალ
ველზე დარიემ ნაცნობი სილუეტი დაინახა, მაგრამ ვერ გაიხსენა, ვინ
უნდა ყოფილიყო. ცოტა უფრო შორს, იმ გზის მხარეს – ღამით რომ გა-
დაკვეთეს – რაღაც უცნაური მოძრაობა იგრძნობოდა. ნელა, თითქოს
ხელის ცეცებით მიირწეოდა ადამიანთა ჯაჭვი..
– მეც უნდა წავიდე, – თქვა ივანმა, – იქ მელოდებიან.
მან აღმოსავლეთისკენ გაიშვირა ხელი, დარიემაც გაიხედა იმ მხა-
რეს, მაგრამ ვერავინ დაინახა. ძაღლი პირველი მიბრუნდა წასასვლე-
ლად. მიწამდე დრუნჩჩამოშვებული აუჩქარებლად მიდიოდა. უცბად
გაახსენდა დარიეს, გახარებულმა გაიღიმა და თითით ანიშნა ძაღლზე.
– აი, ვინ გიცნო პირველმა, – ხმადაბლა უთხრა. – მხოლოდ მან გიც-
ნო.
– შენც სცადე, ბატონო ფილოსოფოსო, – ივანმა პირდაპირ თვალებ-
ში ჩახედა. ამით მას რაღაცის თქმა უნდოდა. – შემდეგში სცადე. ეს რო-
დის იქნება? სად? ქალაქ იასში, მაღალი საზოგადოების რომელიმე სა-
ლონში, თუ ტოკიოში? მთაში, რომელიმე საავადმყოფოში, ან სხვა
პლანეტაზე? თუ მე პირველმა გიცანი, ნიშანს მოგცემ, მაგრამ ალბათ
მეც კი ვერ გიცნობ. მაგრამ რომც გიცნო, მაინც ვერ მიხვდები ჩემს ნი-
შანს. ასეა საქმე, ბატონო ფილოსოფოსო, ჩვენ შეუცნობლები ვართ სა-
კუთარი თავისთვისაც და ერთმანეთისთვისაც...
თავის ფიქრებში ჩაძირულმა ის იყო დააპირა წასვლა, რომ დაინა-
ხა, დარიეც მიყვებოდა, და შეჩერდა:
– არა, შენ არა, – გაუღიმა, – ეს ჩემი გზაა, შენი გზა სხვა მიმართუ-
ლებითაა და ხელი საპირისპირო მხარისკენ, დასავლეთისკენ გაიშვი-
რა. – იჩქარე, შენ იქ გელოდებიან.
დამშვიდობების ნიშნად თავი დაუქნია, ტრიალ ველზე მიბრუნდა
და ძაღლს გაჰყვა უკან.
*

227
დარიემ ისევ მოისაკლისა ილიესკუ და ზამფირი, და ნაბიჯს აუჩქა-
რა, რათა დასწეოდა მათ. განთიადი ახლოვდებოდა. ველი თანდათან
საჩინო ხდებოდა ერთიდან მეორე კიდემდე. ვარსკვლავები მიიმალა.
ცის მაგივრად ღრუბელი დაეკიდა უკიდეგანო ველზე, როგორც მთაში
იცის… ხის ძირში მდგომი კაცი ლეიტენანტი აღმოჩნდა..
– შორიდან ვერ გიცანით, ბატონო ლეიტენანტო, – ჩაილუღლუღა
დარიემ დაბნეულად, – ჯერ კიდევ ბნელოდა.
– არა უშავს, ინტერესით ვუსმენდი თქვენს საუბარს. როგორც ჩანს,
ბევრი რამ გისწავლია ივანისგან, ალბათ ისიც ფილოსოფოსი იყო
ოდესღაც, – დასძინა მან ღიმილით. – მაგრამ ახლა უნდა ვიჩქაროთ,
რადგან სხვები გველოდებიან.
ორივენი შოსესკენ გაემართნენ.
– მართლაც, ნეტავ რამ შემაშინა?! –- უცბად შესძახა დარიემ, – მე
ხომ დიდი ხანია ვიცი, რომ ვერავინ გაგვანადგურებს... – და მაინც... და
მაინც...
თავისი ოცეული დაინახა და გაჩერდა, შეეშინდა აღელვებისგან არ
დავიხრჩოო.
– აი, თქვენც აქ ხართ, ბატონო სტუდენტო, – შეეგება მანოლე ღიმი-
ლით, – როგორც ხედავთ, ყველანი ერთად ვართ ისევ… თითქმის ყვე-
ლანი...
– ნეტავ ზამფირი და ილიესკუ სად არიან?
– ბიჭები?! – აღელვებულმა იკითხა.
– წინ წავიდნენ, გაგვასწრეს, – დაამშვიდა ლეიტენანტმა, და არცთუ
მხიარულად დასძინა, – ვის როგორც შეუძლია, ისე ბრუნდება შინ. ამ-
ჯერად მდინარისკენ მივდივართ, იქ ვიკრიბებით...
დარიემ აღმოაჩინა რომ გარკვეული დროის განმავლობაში მწყობ-
რში ჩამდგარნი მიაბიჯებდნენ, მაგრამ არ ახსოვს, როდის დაიწყეს ასე
სვლა. თავს კარგად გრძნობდა, მხრები შეარხია და ნაბიჯს ისე აუჩქა-
რა, რომ რაზმის თავში აღმოჩნდა. ჯარისკაცები ერთმანეთში საუბ-
რობდნენ, თუმცა მათი ხმა თითქოს დახშული იყო, მას მაინც ესმოდა
რაზე ლაპარაკობდნენ. ცა ისევ მოღრუბლული იყო, მაგრამ საკმაოდ
ანათებდა. საითაც არ უნდა გაგეხედა, ყოველი მხრიდან მოემართე-

228
ბოდნენ ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად. ფეხაწყობილები, მაგრამ მაინც
წარმოუდგენელი სისწრაფით. დარიე რამდენჯერმე ჩამორჩა თავის
რაზმს, რათა უკან მიეხედა. უკიდეგანოდ გაწოლილ სივრცეს თავზე
ეხურა ბურუსიანი ცა. აქა-იქ ობლად ტანამოყრილი ხეები ჩანდა. უცებ
დარიეს ეხამუშა უცნაური სიჩუმე: არც ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, არც
თვითმფრინავებისა და რუსების სატვირთო მანქანების ყრუ გუგუნი.
– ასეთია უკრაინა, – მოესმა გვერდიდან ლეიტენანტის ხმა. – ის
კარგი იქნება მათთვის, რადგან ეს მათი ქვეყანაა, მაგრამ როდესაც
დავბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალზე, აი ნახავ...
– კიდევ დიდხანს მოგვიწევს სვლა? – იკითხა დარიემ და იმწამსვე
მიხვდა, რომ უაზრო კითხვა დასვა, რადგან თითქმის ადგილზე იყვნენ
მისული.
ჩაეცინა, ის იყო ბოდიში უნდა მოეხადა, რომ ლეიტენანტის პასუხი
გაიგონა:
– დიდხანს, თუმცა არც ისე დიდხანს. როგორც ამბობენ, მდინარემ-
დე გაგვიჭირდება, მაგრამ შენ ხომ იცი, ჩვენს დივიზიაში უმეტესობა
ოლტენიელია, სახლებისკენ, თავიანთ სოფლებისკენ ილტვიან… დას-
ვენება უნდა, – დასძინა გაღიმებულმა.
– მერე, ბატონო ლეიტენანტო, – არ მოეშვა დარიე, – ჩვენი საქმე
როგორ იქნება, სახლებში რომ დავბრუნდებით? – ზოგიერთი იასში,
ზოგი ბუქარესტში, ზოგიც ოლტენიაში, რადგან ხომ გითხარით – ჩვენ
ვერ გაგვანადგურებენ... ივანსაც იგივე ვუთხარი და დამეთანხმა. ზამ-
ფირსაც და ილიესკუსაც...
უცებ შეწყვიტა ლაპარაკი, დაახლოებით ოცი მეტრის მანძილზე და-
ინახა ისინი, ძალიან ნელა, გაჭირვებით მოძრაობდნენ, რადგან კარა-
ბინებით ისევ ვიღაც დაჭრილი კაცი მიჰყავდათ, თანაც, სიმინდის ყა-
ნისპირა გზა სავსე იყო ჭურვებისგან დატოვებული ორმოებით და
ყველგან ზაფხულის შუადღის მხურვალე მტვერი იყო. დარიე გაეკიდა
მათ და დაუძახა:
– ბიჭებო! თქვენ რა, გაგიჟდით, არა, ვფიცავ, ნამდვილად გაგიჟ-
დით. თავიდან დაიწყეთ? ერთი ივანი არ გეყოთ, ახლა სხვა იპოვეთ?

229
მაგრამ როგორც კი მიირბინა მათთან, გაშეშდა, საკუთარი თავი
დაინახა კარაბინების საკაცეზე მწოლიარე, სახეზე სისხლიანი ცხვირ-
სახოცი ჰქონდა დაფარებული, გულგაღეღილს სისხლიანი და დახეუ-
ლი პერანგი მოუჩანდა.
– რა მოხდა? – იკითხა თითქმის ხმაწასულმა. – რა დამემართა?
მაშინვე გაჩერდნენ და ფრთხილად დაუშვეს მიწაზე. ზამფირმა
პირჯვარი გადაიწერა.
– ღვთის წყალობით გონზე მოხვედით, ბატონო სტუდენტო, – ძლივს
ამოთქვა აქოშინებულმა ზამფირმა.
– მოხდა ისე, როგორც ვამბობდი, – განაგრძო ილიესკუმ, – ივანის
არაყი!
– ჩვენ გაგვიმართლა, – განაგრძო ზამფირმა, – ამათ გათიშულ
მთვრალებს გადავაწყდით, ეძინათ. ყველაფერი წამოვიღეთ წყალი,
არაყი, თამბაქო.
– კი მაგრამ, მე რა დამემართა, – იკითხა შეშინებულმა დარიემ ჩურ-
ჩულით. – დამჭრეს?
– უბედური შემთხვევა იყო, – თქვა ზამფირმა, – ფეხი აგიცდათ, კა-
რაბინზე დაეცით. ტყვიამ იღლიაში გაიარა, დიდი არაფერია, მაგრამ
სანამ თქვენამდე მოვედით, გრძნობადაკარგულმა ბევრი სისხლი და-
კარგეთ, მაგრამ შეგიხვიეთ თუ არა მკლავი, სისხლდენა შეწყდა.
დარიემ მიიხედ-მოიხედა, გზა სიმინდის ყანაში მიიკლაკნებოდა,
ჰაერში დაფრინავდა მისთვის ნაცნობი, წვრილი, მჩხვლეტავი და მგუ-
დავი, მაგრამ ამჯერად უფრო მეტად გავარვარებული მტვერი. საღი
ხელით ჯიბეში სიგარეტი მოძებნა, კოლოფი დახეული და დაჭმუჭნული
აღმოჩნდა, მაგრამ ილიესკუმ მაშინვე რუსული სიგარეტი მიაწოდა, და-
ელოდა როდის ამოიღებდა ერთ ღერს და მოუკიდა კიდეც.
– აი რა, ძმებო, – დარიემ რამდენიმე ნაფაზი დაარტყა. – ძალიან
კეთილი და ერთგული ადამიანები ხართ, ძალიან ბევრი გიწვალიათ
ჩემ გამო. ახლა უნდა შეასრულოთ ჩემი ბრძანება, უნდა შეასრულოთ,
რადგან ეს ჩემი ბოლო ბრძანება იქნება...
კიდევ ერთხელ დაარტყა ნაფაზი, რათა ემოციებისგან არ აკანკა-
ლებოდა ხმა.

230
– ჩვენ ჯარისკაცები ვართ, – დაიწყო მან. – ყველას გვინახავს სიკ-
ვდილი, ყოველ შემთხვევაში მე თავად მინახავს საკუთარი თვალით.
გულახდილად გეტყვით, სიკვდილის არ მეშინია, და თუ გულახდილო-
ბაზეა საუბარი, ერთსაც დავამატებ: მე უიღბლო ვარ. რაც თავი მახ-
სოვს, ყოველთვის რაღაც ცუდი თან მსდევს.
– კი, აბა, – ლაურა ჩაერია საუბარში. – ბიჭი მხოლოდ უიღბლობაზე
ელაპარაკება, მათ კი ხელების ქნევა დაუწყეს, ღმერთს ნუ სცოდავო.
და მართლებიც იყვნენ, – ლაურამ გახედა დარიეს. – ჩვენ ხომ სამი წე-
ლი ერთმანეთს ვხვდებოდით, ასე ვთქვათ, დანიშნულებად ვითვლე-
ბოდით, თუკი ამას ბატონი ფილოსოფოსი უიღბლობას უწოდებს.
– ფაქტია, – განაგრძო დარიემ, – მათ არ უნდოდათ ჩემი მოსმენა,
როდესაც ვთხოვდი, ჩემთვის ესროლათ, ან დატენილი კარაბინი მო-
ეწოდებინათ. რას არ ვთავაზობდი მათ, რომ ამოეთხარათ ჩემთვის
საფლავი, როგორც ივანისთვის, რომ საღამომდე დამსხდარიყვნენ
ჩემთან და დაემახსოვრებინათ, პირველად რა და ვისთვის უნდა გა-
დაეცათ ჩემ შესახებ... აზრი არ ჰქონდა. უკვე კონტროლი დავკარგე სა-
კუთარ თავზე და დავიწყე მუქარა.
კიდევ ერთი ღერი სიგარეტი აიღო და აცრემლებულმა ილიესკუმ
მოუკიდა.
– თქვენ გაგასამართლებენ, – უეცრად მკაცრად თქვა დარიემ. –
სამხედრო ნაწილს თუ მივაღწევთ, მაშინვე მოვითხოვ თქვენს გასა-
მართლებას ბრძანების შეუსრულებლობისა და მეთაურის შეურაცხყო-
ფისთვის.
– იყოს ნება ღვთისა, – თქვა ზამფირმა ისე, რომ ვერ ბედავდა მის-
თვის შეეხედა, – იქაც არსებობს კეთილი ხალხი, ვეტყვით რომ მოვა-
ლეობას ვასრულებდით
– ვეტყვით, რომ ბევრი სისხლი დაკარგეთ, რომ ამის გამო ციებ-ცხე-
ლებისას გვთხოვეთ დაგვეტენა თქვენი კარაბინი, იყავით დასუსტებუ-
ლი, მშიერი, დაღლილი და ვერ აცნობიერებდით რას ლაპარაკობდით.
დარიემ კიდევ ერთხელ შეხედა მათ სასოწარკვეთილებით, გადა-
აგდო სიგარეტი, წამოხტა და გაემართა ლეიტენანტისკენ.

231
– ახლა რა ვუყოთ მათ, ბატონო ლეიტენანტო, ბრძანებებს აღარ ას-
რულებენ!
ლეიტენანტი ისე დააშტერდა, თითქოს სურდა გაეხსენებინა ვინ
არისო, მერე მხრები აიჩეჩა და წავიდა. დარიემ ნაბიჯს აუჩქარა, და-
ედევნა და დაეწია.
– მე ხომ დარიე ვარ, ბატონო ლეიტენანტო, დარიე კონსტანტინი,
თქვენი სამხედრო ნაწილიდან, თქვენ მე კარგად მიცნობთ, წუხელ რა-
ღაცაზე ვისაუბრეთ მინდორში მას შემდეგ, რაც ივანს დავშორდი.
ლეიტენანტი გაჩერდა, თბილად, მაგრამ მაინც მკაცრად შეხედა.
– დარიე, – თქვა მან ნელა, – ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ შენ უნ-
და იცოდე, რას ნიშნავს ბრძანება.
– ზუსტად ეს ფრაზა მეჩვენება ყველაზე ძნელი გასაგები, – ისევ ჩა-
ერთო საუბარში ლაურა. – რისი თქმა უნდოდა, როდესაც თქვა, შენ უნ-
და იცოდე, რას ნიშნავს ბრძანება?
*
– შემოდგომის ქუჩა ნომერი თერთმეტი, ქალაქი იასი, შემოდგომის
ქუჩა თერთმეტი!
– უთვალავჯერ გავუმეორე მათ ეს მისამართი, მეშინოდა ვაითუ და-
ავიწყდეთ ან სხვა მისამართებში აერიოთ-მეთქი. მისამართი კი იმდე-
ნი იყო, რამდენიც მომაკვდავი ჯარისკაცის ჩურჩული. ისინი ხომ მეორე
წელია ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ, მათი ასეულები ერთი მეორე-
ზე მიყოლებით გაანადგურეს. ივლისის თვეში ოცეული შევაკოწიწეთ,
რომლის მეთაურობა მე მომანდეს და რომელსაც სულ რაღაც ექვს
დღეში ბედად ეწერა განადგურება, როგორც ლეიტენანტმა თქვა... ქა-
ლაქი იასი, შემოდგომის ქუჩა ნომერი თერთმეტი, ნომერი თერთმეტი...
– ქალიშვილს ლაურა ჰქვია, – ღიმილით იმეორებდა ზამფირი. – არ
ინერვიულოთ, ბატონო სტუდენტო, თუ თქვენზე ადრე მოვხვდებით იას-
ში, პირველად მასთან მივალთ და ვეტყვით, რომ თქვენც მალე მობ-
რძანდებით, თანაც უმცროსი ლეიტენანტის წოდებით.
– ეგ არ უთხრათ, – შეაწყვეტინა დარიემ, – წოდებაზე არაფერი
თქვათ, გადაეცით მხოლოდ ის, რაც გთხოვეთ.

232
მან უცბად იგრძნო, რომ ძალა გამოელია, ხელში იყო დაჭრილი, ეჩ-
ვენებოდა, რომ სისხლი განუწყვეტლივ სდიოდა და სდიოდა, პერანგის
ქვეშ გროვდებოდა და სადაცაა თბილ ნაკადად გადმოიღვრებოდა მი-
წაზე.
– თუ ყველაფერს ვერ დაიმახსოვრებთ, – თქვა მან სვენებ-სვენე-
ბით, თითქმის ჩურჩულით, – მთავარი მაინც გადაეცით: მიუხედავად
იმისა, რომ მხოლოდ სამი წელი ვხვდებოდით, ერთმანეთს სამყაროს
შექმნის დღიდან ვიცნობდით. ბედნიერები ვიყავით და ვიქნებით მა-
ნამ, სანამ უკანასკნელი გალაქტიკის ბოლო ვარსკვლავი არ ჩაქრება.
კარგად დაიმახსოვრეთ, ახლა რასაც გეტყვით, რადგან ეს ყველაზე
მნიშვნელოვანია: უთხარით, რომ ის ცაცხვი, ჩვენი ცაცხვი იასში
ჩვენთვის საკმარისი იყო. ის ღამე, როდესაც ცაცხვის ძირში ვიდექით,
იყო და დარჩება ჩვენს ღამედ უკუნითი უკუნისამდე. რომ იმ ცაცხვს ყვა-
ვილები არასოდეს დაცვივა, უბრალოდ, ვერ დაცვივა. ის ჩვენია, და
ყველაფერი, რაც ჩვენია, დროის მიღმაა, ყველაფერი უხრწნელია....
– გადავცემთ, ბატონო სტუდენტო, – ამშვიდებდა ზამფირი და
ფრთხილად ადებდა სველ ცხვირსახოცს შუბლსა და გამშრალ ტუჩებ-
ზე, – ოღონდ ახლა დაისვენეთ, აგერ ვარსკვლავებიც გამოჩნდა, მალე,
შუაღამე რომ გადავა ისევ უნდა დავადგეთ გზას...
როგორც ყოველთვის სიმინდებში იყვნენ დამალული, ჰაერში მწა-
რე კვამლის სუნი იდგა და მტვერი დასტრიალებდათ თავს. ჩურჩულით
ლაპარაკობდნენ, ხმის აწევას კი მხოლოდ მაშინ ბედავდნენ, როდესაც
ჭრიჭინები აყრუებდნენ მიდამოს.
– მიკვირს, ამდენ ხანს როგორ გაძლეს, – კვლავ ჩაერთო საუბარში
ლაურა. – წარმოუდგენელია, როგორ მოახერხეს რუსების სამხედრო
ნაწილებს შორის გავლა, როგორ ნახეს წყალი, არაყიც კი, რომ დაემუ-
შავებინათ მისი ჭრილობა, და ყოველთვის ჰქონოდათ საჭმელი....
– გამხმარი სიმინდი, ხანდახან ორცხობილა, – ჩამოთვალა ღიმი-
ლით დარიემ. – მეხუთე დღეს შოკოლადის ნატეხი, რომელიც ილიეს-
კუმ იპოვა ერთი მოკლული გერმანელის ჯიბეში. ბადრაგს გზაზე მოჰ-
ყავდა ტყვეთა დიდი ჯგუფები, მათ შორის ბევრი იყო დაჭრილი. თუ
რომელიმე დავარდებოდა, ეგრევე ტოვებდნენ ღვთის ანაბარა, ან

233
მომდევნო ტყვეთა ჯგუფის ბადრაგი შეიბრალებდა და უსწრაფებდა
სიცოცხლეს. ილიესკუმ კარგად შეითვისა სად უნდა ეძებნა და ეპოვა
წყალი, ორცხობილა, ასანთი, თამბაქო, მხოლოდ პური არ ჰქონდათ.
– მიკვირს როგორ არ აებნათ გზა? – თქვა ლაურამ. – როგორ მო-
ახერხეს, რომ ამდენი დღის განმავლობაში არ გადაწყდომიან სოფ-
ლის მაცხოვრებლებს. სიმინდის აღება ხომ უკვე დაწყებული იყო.
– ეს რაღა თქმა უნდა, ბედ-იღბლის ამბავია, – უპასუხა დარიემ. –
ზამფირს ნადირის ყნოსვა ჰქონდა, შორიდანვე გრძნობდა, თუ ვინმე
გვიახლოვდებოდა და ჩვენც ვიმალებოდით. ერთხელ მთელი დღე თი-
ვის ზვინში ვიყავით დამალულები. გვესმოდა ჩვენგან ორას-სამას მეტ-
რში როგორ მუშაობდნენ ქალები. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად მტან-
ჯავდა, ეს იყო საკუთარი უღონობა, სისუსტე. არ ვიცი, როგორ შეძლეს
ამდენი ღამის განმავლობაში ჩემი თრევა, ხან კარაბინებით და ხან ერ-
თი რუსული სამხედრო მოსასხამით. არ მახსოვს. ალბათ გონებას
ვკარგავდი, ან იმდენად ვიყავი ძალაგამოცლილი, რომ ვერაფერს
ვხვდებოდი. მაგრამ ერთი კი იყო, გამუდმებით ვფიქრობდი ივანზე და
ჩვენს საუბარზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
თავად ის, ეტყობა, არავის დაულოცავს. რადგან ივანი ერთი საათიც კი
არ უტარებიათ, მე კი, მისი დალოცვის წყალობით ღამიდან ღამემდე,
ღამიდან ღამემდე მატარეს. მახსოვს, ერთხელ საკუთარ თავს ვკითხე,
ივანმა ხომ არ ისურვა, რომ დამმართნოდა ის უბედური შემთხვევა
მხოლოდ იმიტომ, რომ შევხვედრილიყავით, რათა ჩემთვის თავისი
სათქმელი ეთქვა? მაგრამ ილიესკუმ და ზამფირმა რა დააშავეს, ჩვენი
ფილოსოფიური აზრების გამო რომ იძულებული შეიქმნენ დაჭრილები
ვეტარებინეთ ჯერ ის და მერე მე?
– ეს არ იყო ფილოსოფია, ბატონო სტუდენტო, – ხმას დაუწია ზამ-
ფირმა, – ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო...
*
– ისევ მოფრინდნენ ყვავები, – წაიბურდღუნა ილიესკუმ. – ნეტავ
რას უნდა ნიშნავდეს? დარიემ ხელისგული შუბლთან მიიდო, რადგან
გავარვარებული ცა თვალებს ჭრიდა.
– ეს თვითმფრინავებია, – თქვა მან.

234
– თვითმფრინავებიცაა, მაგრამ ისინი საკმაოდ მაღლა არიან, ძა-
ლიან მაღლა დაფრინავენ, – დაეთანხმა ზამფირი. – აი ყვავები კი აქ,
უფრო ახლოს არიან…
დარიემ გაიღიმა.
– ფაქტობრივად ჩვენ იმავეს ვაკეთებთ, რასაც ისინი, ვუახლოვდე-
ბით ადამიანებს, მაგრამ დისტანციას ვინარჩუნებთ. ჩვენებს მივყვე-
ბით ფეხდაფეხ, მაგრამ ჩამოვრჩით... რამდენ კილომეტრშია აქედან
ფრონტი, როგორ ფიქრობთ? რამდენი დღეა რაც არ ისმის არც მათი და
არც ჩვენი ქვემეხების ხმა…
– თუკი გერმანელები კონტრშეტევაზე გადავლენ, – დაასკვნა ილი-
ესკუმ, – ერთი-ორი დღე და, ჩვენ წინა ხაზზე აღმოვჩნდებით.
– Nous sommes foutus! – პირმოკუმულმა ჩაილაპარაკა დარიემ. –
Foutus pour l’éternité!
კვლავ სცადა დაძინება, მაგრამ უჰაერობა იმ დღეს განსაკუთრებუ-
ლად აწუხებდა. სიმინდების ჩრდილში როგორც არ უნდა ეცვალა მხა-
რი, სისხლი დაჭრილი ხელისკენ მიექანებოდა და მის პულსაციას ყუ-
რისწამღებად და ძლიერად გრძნობდა საფეთქლებში. მის ამხანაგებს
ეძინათ სახეზე ცხვირსახოცდაფარებულებს და კარაბინებზე ჩაბღაუ-
ჭებულებს, თუ ამას ძილი ჰქვია. დროდადრო, მორიგეობით თავს წამო-
წევდნენ და დაჭრილს დახედავდნენ ხოლმე. მხოლოდ მზის ჩასვლის
შემდეგ მიხვდა დარიე რატომ არ ეკარებოდა ძილი. ისინი იმავე ადგი-
ლას მოეწყვნენ სამალავში, სადაც კარგა ხნის წინ იმალებოდნენ (რამ-
დენი ხნის წინ – აღარ ახსოვდა). აქედან ას მეტრში ივანის საფლავი
იყო. ეს ადგილი
გამთენიისას იცნო, როდესაც ჩუმად, ფეხაკრეფით მიიწევდნენ სი-
მინდებში სუნთქვადამძიმებულები. იცნო, მაგრამ ისე იყო დაღლილი,
ენას ვერ აბრუნებდა. იმ ღამეს პირველად სცადა წამოდგომა და გავ-
ლა ჯოხის დახმარებით. ჯოხი ილიესკუმ იპოვა. კარვის კარკასის მა-
სიური და მყარი ნატეხი იყო. დაჭრილს ფეხები არ ემორჩილებოდა. ყო-
ველ ხუთ-ათ წუთში ჩერდებოდა დასასვენებლად, ხან ერთს ეყრდნო-
ბოდა მხარზე, ხან მეორეს. ხუთ საათში ათი კილომეტრიც ვერ გაიარეს,

235
მაგრამ მაინც ბევრი იყო წინა დღეებთან შედარებით, როცა ხელით
მიჰყავდათ.
– იქ დავბრუნდით საიდანაც წამოვედით, – წაიჩურჩულა თავისთვის
ამხანაგები რომ არ გაეღვიძებინა. – ისევ ივანთან.
სიცილი აუტყდა, ისეთი აბსურდული მოეჩვენა მთელი ეს მათი ავან-
ტიურა. რომ იცოდეს, ამხანაგებს ძილს არ დაუფრთხობს, ნელ-ნელა
გაივლიდა ყანას, ივანის საფლავს მიადგებოდა, ჩამოჯდებოდა და იქ
დაელოდებოდა ამხანაგებს.
– ისე, რა აზრი აქვს, – განაგრძობდა ის ჩურჩულს, – სულ ერთია, ასეა
თუ ისე, მაინც Nous sommes foutus. როგორც არ უნდა ატრიალო. თავი-
დანვე ვიცოდი. ყველაფერი რაც მოხდა რვა ნოემბრის შემდეგ…
ოდესღაც იყო საღამო და სიმინდის ყანაც, – მაგრამ როდის, რო-
დის? და უცბად შეაკრთო ზამფირის ხმამ:
– რა მოხდა რვა ნოემბრის შემდეგ, ბატონო სტუდენტო?
– რა აღარ მოხდა, – აგდებულად დაიწყო მან. – ნაწილებად დამშა-
ლეს და შემდეგ თავიდან ამაწყვეს.
– გამოტყდი, შენ ვერ გაბედე მოგეყოლა მათთვის ჩემ შესახებ. შენ
მხოლოდ ლაურა პეტრარკაზე ლაპარაკობდი. საინტერესოა, ნეტავ
მათ რამე თუ გაიგეს მუზის ამ გრძელი და რთული ფენომენოლოგიისა,
მით უმეტეს, რომ შენ ციებ-ცხელება გქონდა. მე იმის თქმა კი არ მინდა
ბნელი ხალხია-მეთქი, მაგრამ რა საქმე აქვთ ადრეული იტალიური რე-
ნესანსის რომანტიულ ამბავთან? აი, შენ რომ ჩემზე, იასზე, შემოდგო-
მის ქუჩის თერთმეტ ნომერზე მოგეყოლა, მათთვის, ეს უფრო ახლობე-
ლი და საინტერესო იქნებოდა. შესაძლებელია ეს მათი ისტორიაც ყო-
ფილიყო.
– დროა, ბატონო სტუდენტო, – ჩუმად თქვა ზამფირმა.
ის მძიმედ წამოდგა ილიესკუს დახმარებით, და ჩვეულებრივზე მე-
ტად დაქანცულად გრძნობდა თავს, მაინც მიაბიჯებდა მტკიცედ, მკაც-
რადაც კი. ზამფირი წინ მიდიოდა, გზას უკვალავდა სიმინდის ჯუნ-
გლებში. ცა პირველად უვარსკვლავო იყო, თითქოს ღრუბლებიც არ
ჩანდა, მხოლოდ ერთი დიდი ნისლი მიცურავდა ძალიან მაღლა და
არც ჭრიჭინების ხმა ისმოდა. თითქოს ნიავმა დაუბერაო, მხოლოდ სი-

236
მინდის ფოთლები თრთოდა და ყრუ მეტალისებურ ხმაზე ტყლაშუნობ-
და...
– იქით არა, ბატონო სტუდენტო, – უთხრა ზამფირმა, როდესაც და-
რიე სწრაფად წავიდა ტრიალი ველისკენ, სადაც ორად ორი ხე იდგა, –
ასე იმ სოფლის გზაზე გავალთ, საიდანაც დღეს დილით მოვედით.
– მეც ეგა ვთქვი, – დარიე არც გაჩერებულა, – ჩვენ დავბრუნდით
ისევ იქ, საიდანაც დავადექით გზას ათი, თორმეტი თუ რა ვიცი რამდე-
ნი დღის წინ. აი, იქ, მარცხნივ, ხესთან ჩვენ საფლავი ამოვთხარეთ!
საფლავი ივანისთვის! – შეჰყვირა მან, როდესაც ზამფირმა საღ მკლავ-
ში ჩაავლო ხელი და დაუწყო ქაჩვა.
– საფლავი აქ არ არის, ბატონო სტუდენტო, – ხმადაბლა ამშვიდებ-
და მას ზამფირი. – ივანი მრავალი კილომეტრის მოშორებით წევს აქე-
დან აღმოსავლეთით.
– კი მაგრამ, მე ხომ მახსოვს, საკუთარი თვალით ვნახე, საფლავს
რომ თხრიდით აქ, – დაჟინებით ამტკიცებდა დარიე. – წამოდით, განა-
ხებთ, შორს არ არის.
წავიდნენ. ორმო არ იყო ღრმა, მთხრელებმა რომ დაინახეს საფლა-
ვის სიგრძე, თავი დაანებეს თხრას, ან, უბრალოდ, ვერ მოასწრეს.
– ეს საფლავი არ არის, ბატონო სტუდენტო, – ჩუმად თქვა ზამფირ-
მა, – ამას სხვა რაღაცისთვის თხრიდნენ და რისთვის, ვერ ვხვდები. ხე-
დავთ, სამ მეტრზე გრძელია, და კიდევ ერთია მის ახლოს, ისიც უცნა-
ურია. გარდიგარდმო კი კიდევ არის სხვა, ჯვრის მაგვარი. შეიძლება
მოშორებით კიდევ სხვაც იყოს, მაგრამ აქედან არ ჩანს.
– უნდა გავაგრძელოთ გზა, – წაიბურდღუნა ილიესკუმ და კიდევ ერ-
თხელ ახედა ცას, – ალბათ გაწვიმდება.
*
გზასთან რომ მივიდნენ, გაწვიმდა კიდეც. რუსულ სატვირთო მანქა-
ნებს რომ არ შეფეთებოდნენ, შოსე უსწრაფესად გადაკვეთეს და ორას
მეტრში იპოვეს პარალელური ვიწრო გზა.
– თუ ასე იწვიმებს, – თქვა ილიესკუმ წუთით შესვენების დროს, –
გაგვიმართლებს, რბილ გზაზე სიარული უფრო ადვილია. მაგრამ თუ

237
წვიმამ იმატა, მდინარე ადიდდება და გაღმა ნაპირზე გადასვლა გაგ-
ვიჭირდება.
ცრიდა ჩუმად, აუჩქარებლად, დარიეს უფრო და უფრო მეტად უჭირ-
და სიარული და რომ არ ეკვნესა, კბილს კბილზე აჭერდა. ამჯერად
ზამფირი მიყვებოდა გვერდით. ილიესკუ კი ოცი მეტრით წინ მიდიოდა.
უცებ ხელი დაიქნია რომ გაჩერებულიყვნენ და თითქმის სირბილით
დაბრუნდა. დაახლოებით ღამის სამი საათი იყო.
– აქ სოფელია, – ჩაიჩურჩულა მან, – ისევ უნდა გადავკვეთოთ შოსე
და მეორე მხრიდან ვცადოთ...
დარიემ თავს უფლება მისცა ხმამაღლა ამოესუნთქა, მაგრამ კვნე-
სა რისხვით ჩაიხშო.
– შოსეს ფრთხილად მივუახლოვდეთ, – ბრძანებებს იძლეოდა ილი-
ესკუ, – დავუდარაჯდეთ, აქ სწორედ რომ მოსახვევია. როგორც კი შეწ-
ყდება სატვირთო მანქანების კოლონა, მაშინვე გავიქცეთ, მე პირველი
წავალ, – დასძინა მან.
მხრებში მოხრილები ბუჩქებში შეიმალნენ და დასხდნენ. ფარებ-
ჩამქრალი სატვირთო მანქანები თითქოს უფრო და უფრო იშვიათად
დადიოდა.
ათი წუთის შემდეგ ილიესკუ წამოხტა და მოხრილი გაიქცა, დამა-
ლულებმა თვალი გააყოლეს და დაინახეს როგორ გაქრა სიბნელეში
– მზად იყავით, ბატონო სტუდენტო, – ჩაუჩურჩულა ზამფირმა, –
თქვენი ჯერია. ვაცალოთ ჯერ ამ მანქანას გაიაროს… დროა! დროა!
სირბილით, ბატონო სტუდენტო!
ტკივილისგან ოხვრა აღმოხდა, ძალა მოიკრიბა და გზისკენ გა-
ემართა. რაკი ნახა, რომ სირბილი შეეძლო, ჯოხი გადააგდო და მინ-
დვრის პირს გაუყვა. შორიდან მდინარე დაინახა და ასე გააგრძელებ-
და სირბილს მისთვის ვიღაცას რომ არ დაეძახა. მობრუნდა, ლეიტე-
ნანტს შეეფეთა.
– ჩვენ მოვაღწიეთ, ბატონო ლეიტენანტო! – შესძახა მან, – დრო-
ულად მოვაღწიეთ... მაგრამ ხიდი აქ სად არის?
ლეიტენანტმა ხელი საჩვენებლად გაიწოდა და გაიღიმა. მდინარე
იყო წყნარი და დიდებული. სხვა ნაპირი არ ჩანდა, წვრილი წვიმის

238
მტვერი ეკიდა საბურველივით, რომელშიც ვერ ატანდა ალიონის მოკ-
რძალებული შუქი. ზურგს უკან ადამიანები უახლოვდებოდნენ, წამით
ჩერდებოდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ნაპირზე და იქ დგებოდნენ კოლო-
ნებად, თითქოს გასვლის ნიშანს ელოდებოდნენ.
–კი მაგრამ, ხიდი? – კვლავ იკითხა დარიემ. – ხიდს ვერ ვხედავ...
ლეიტენანტმა თავი გააქნია.
– კარგად შეხედე, დარიე. ქვეყანაზე ბევრი ხიდი არსებობს. აი ეს,
რომელიც აქ არის, შინ მიგვიყვანს, – უთხრა ლეიტენანტმა.
– შინ... – გაიმეორა დარიემ. – შინ მიგვიყვანს. და მას შემდეგ, რაც
შინ დავბრუნდებით, რა გველის ჩვენ, ბატონო ლეიტენანტო? ადრეც
გკითხეთ ამის შესახებ და არ მიპასუხეთ. რა იქნება მაშინ როდესაც
დავბრუნდებით? საშინელება იქნება თუ სიმშვიდეს ვერასოდეს ვიპო-
ვით...
ლეიტენანტთან ერთად ნაპირისკენ დაეშვა. როდესაც მიუახლოვ-
და, მიხვდა, რომ ეს უტყვი ხალხი, რომელთა საუბარიც მას როგორღაც
ესმოდა, ეს კოლონები, რომელიც ეგონა, წასვლის ნიშანს ელოდებოდ-
ნენ, უკვე მოძრაობდნენ, და საკმაოდ ჩქარა, მიაბიჯებდნენ მდინარეზე
თითქოს მათ ფეხთა ქვეშ მყარ ნიადაგი იყო. ის ლეიტენანტთან ერთად
უკვე წყლის პირთან მივიდა.
– აბა, დარიე, მოდიხარ? – თქვა ლეიტენანტმა და გაემართა ჯგუ-
ფისკენ, რომელიც მათ ელოდა და არ მალავდა მოუთმენლობას, სიხა-
რულს და აღელვებას.
პირველებმა გადასვლა უკვე დაიწყეს, და უცებ თითქოს ყველა
მხრიდან მზემ სხივი სტყორცნა – დარიემ დაინახა ხიდი, რომელზედაც
ხალხი უფრო სწრაფად და სწრაფად მიდიოდა. ხიდი ოქროთი ბრჭყვი-
ალებდა და იმავე წუთს, როგორც აფეთქება, მას ერთდროულად მოეს-
მა უზარმაზარი კრისტალის ზარების, სპილენძის თეფშების, ფლეიტე-
ბისა და ჭრიჭინების ხმა.
მან შუბლზე ლაურას ხელი იგრძნო, ძახილი მოესმა, მაგრამ თვა-
ლებს არ ახელდა.
– ნუ მაღვიძებ ლაურა, – წაიჩურჩულა მან, – მინდა ვნახო ხიდზე რო-
გორ გადადიან.

239
– ეს ლაურა არ არის, ბატონო სტუდენტო. ეს ჩვენ ვართ, ილიესკუ
და ზამფირი თქვენი რაზმელები.
– მაშ არ მძინავს? – იკითხა დარიემ ისე, რომ თვალი არ გაუხელია.
– ამჯერად ყველაფერი სიმართლეა?
– მართლაც ასეა, ბატონო სტუდენტო, – წაიჩურჩულა აღელვებულ-
მა ზამფირმა. – რა გადავცეთ თქვენს სატრფოს?
– უთხარით არ შეგეშინდეს-თქო, რომ ყველაფერი ისეა, როგორც
უნდა იყოს. და ლამაზია. უთხარით რომ ეს ძალიან ლამაზია. ეს რო-
გორც დიდი სინათლე. ეს როგორც შემოდგომის ქუჩაზე, იასში…
უცებ წამოდგა ისე, რომ არც შეუხედავს მათთვის, წინ გაიქცა. ხიდზე
აღარ იყო ოქროს ნათება და მდინარეც შორს გადგა. ის იმდენად ვერ
ხედავდა, რამდენადაც ხვდებოდა, რომ მდინარე იქ, დასავლეთისკენ
იყო. მაგრამ ის მირბოდა დავიწყებული ბავშვური სიხარულით, თხემით
ტერფამდე ნეტარებით აღვსილი, უსახელო, აუხსნელი. და უცებ გაახ-
სენდა: მე არ დამილოცნია ისინი...
დამწუხრებული უცებ გაჩერდა, გული სწრაფად უცემდა, უფრო და
უფრო მკაფიოდ ესმოდა მისი ხმა. კიდევ ერთხელ გაიხედა მდინარის
მხარეს და მოეჩვენა, რომ ნისლი მას ნელ-ნელა იტაცებდა. რამდენიმე
ხანი ჩაფიქრებული გაჩერდა, შემდეგ უკან მტკიცედ მოტრიალდა და
ჩქარი ნაბიჯით გაემართა სიმინდის ყანისკენ, რომელმაც ის სამუდა-
მოდ დაფარა. – მაგრამ როდის, როდის? რომელ ცხოვრებაში?...
1977

240
სქოლიო
[1] ყველა თარიღი გადმოტანილია მირჩა ელიადეს წიგნიდან „მო-
გონებები”, 1907-1960, რომელიც ბუქარესტში რუმინულად გამოიცა გა-
მომცემლობა „ჰუმანიტასის” მიერ, 1991, 1997, თარგმანი ფრანგული-
დან. თარგმნილია ინგლისურად, იტალიურად და ა.შ.
[2] რომანები „ახალგაზრდა ქალბატონი ქრისტინა” და „გველი”
ფრანგულ ენაზე პარიზში, სამოცდაათიანი წლების მიწურულს გამოჩ-
ნდა, „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო” და „ღამეები სერამპორ-
ში” სათაურით „ორი უცნაური მოთხრობა” ბოსტონსა და ლონდონში
გამოიცა 1986 წელს გამომცემლობა „შამბაჰალას” მიერ; ხოლო თარ-
გმანი უილიამ ეიმს ქოუთსს ეკუთვნოდა. „პელერინა” 1988 წელს, მარკ
ლინსკოტ რიკეტსის თარგმანით გამოიცა, „ახალგაზრდობა ახალგაზ-
რდობის გარეშე”, კოლუმბუსი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
პრესა, 1988 წელი, ხოლო „ივან” კიდევ უფრო გვიან გამოიცა.
[3] ვახი ჩიკაგოს უნივერსიტეტში რამდენიმე წლით წინ უსწრებდა
ელიადეს, ხოლო ახალგაზრდობაში ელიადე ოტოს თავის მასწავლებ-
ლად მიიჩნევდა.
[4] ამ შემთხვევაში ვიყენებ მირჩა ელიადეს „ფანტასტიური პრო-
ზის” I-II ტომებს, კურტეა დე არჯეში, გამომცმემლობა „ტანა”, 2007 წ.
მოთხრობა ჰონიგბერგერის შესახებ პირველ ტომშია გამოქვეყნებული,
230-270-ე გვერდებზე, სერამპორის შესახებ ნოველა იმავე ტომის 278-
317-ე გვერდებზე. „ივანი” II ტომის 49-85-ე გვერდებზე შეგიძლიათ იხი-
ლოთ, ხოლო „პელერინა” 158-194-ე გვერდებზე. იქიდან გამომდინარე,
რომ თითოეული გამოცემა და შესაბამისი გვერდები განსხვავებულია
განსაკუთრებით, აშშ-ს ჯორჯიის შტატის გამოცემასთან შედარებით,
ვისაუბრებ მხოლოდ ამ გამოცემების ვერსიების შესახებ.
[5] იხ. იოჰან მარტინ ჰონიგბერგერის „ოცდათხუთმეტი წელი აღმო-
სავლეთში”, თარგმანი, კვლევა და შენიშვნები ეუჯენ ჩიურტინი და
სხვები, იაში, გამომცემლობა „პოლირომი”, 2004 წ. ლივიუ ბორდაში
„მოგზაურობა ინდოეთში”, იაში, გამომცემლობა „პოლირომი”, 2006,
23-ე გვერდზე აკონკრეტებს, რომ ზერლენდი ქრება და ჩვენთვის უხი-
241
ლავი ხდება, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ უგულებელვყოფთ გან-
ზომილებას, რომელშიც ნებისმიერი ზერლენდი შეიძლება ცოცხლობ-
დეს; თუნდაც ჩვენი თანამედროვე, მაგრამ მაინც „სხვა დროში არსებუ-
ლი”.
[6] ი. მ. ჰონიგბერგერი, ზემოთ ხსენებული ამბავი ჰარიდასის შესა-
ხებ გვხვდება ელიადეს „იოგა. თავისუფლება და უკვდავებაშიც”, თარ-
გმანი, ბუქარესტი, გამომცემლობა „ჰუმანიტასი, 1993 წ, გვ. 363
[7] წიგნი 1991 წელს გამომცემლობა „ჰუმანიტასმა” ბუქარესტში გა-
მოსცა: ჰარიდასის შესახებ 39-40 გვერდებზეა აღწერილი. წიგნში „პა-
ტანჯალი და იოგა”, Seuil, 1962, 2004, გვ. 63, ელიადე ასევე საუბრობს
ცოცხლად დამარხვაზე.
[8] ი.მ. ჰონიგბერგერი, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 388-389.
[9] მირჩა ელიადე, „იოგა. უკვდავება, თავისუფლება”, პარიზი, გა-
მომცემლობა „პეიო”, 1954.
[10] მირჩა ელიადე, „ფანტასტიკური პროზა”, I ტომი, 232-ე გვ. (იხი-
ლეთ მე-4 შენიშვნა).
[11] თუმცა, მოგვიანებით ვნახავთ, რომ ეს ორაზროვანი საკითხავი
ნოველის დასასრულს წინააღმდეგობაში მოდის.
[12] ელიადე მოგვითხრობს, რომ ხელოვანის თავისუფალ გამომ-
გონებლობასთან ერთად, „დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლოში”
ზოგიერთი გამოცდილების გამოხატვასაც შეეცადა. „სხვა ვარჯიშებისა
და გამოცდილებების შესახებ დუმილი ვამჯობინე, რადგან გადავწყვი-
ტე ერთგული ვყოფილიყავი ინდური ტრადიციის მიმართ, რომელიც
მხოლოდ გურუსა და მოწაფეს შორის პირდაპირ კომუნიკაციას
აღიარებს” („მოგონებები”, გვ. 194).
[13] Reliable narrator – ტერმინი შემოიღო უეინ ს. ბუთმა 1961 წელს
„The Rhetoric of Fiction”-ში, რომელიც შემდგომ გადმოიღო და გააძლიე-
რა ჟერარ ჟენეტმა თხრობის სისტემატიურ ანალიზში „Discours du récit”
გამოცემიდან Figures III, პარიზი, გამომცემლობა „Seuil”, 1972 წელი; ჟე-
ნეტმა ნარატოლოგია კვლევის სფეროდ ჩამოაყალიბა და რამდენ-
ჯერმე დაუბრუნდა ამ საკითხს.

242
[14] Soi-même comme un autre, Paris, Seuil, 1990, პოლ რიკერის წიგნი,
რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. რიკერი სვამს
კითხვას ელიადეს თუ ჰქონდა წაკითხული მისი შედარებით ძველი
წიგნები, როგორიცაა, Temp et récit, სამი ტომი, პარიზი, Seuil, 1983-1985.
თუმცა, რიკერის ზოგად იდეებს ის ნამდვილად იცნობდა.
[15] „მოგონებები”, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 367.
[16] „მოგონებები”, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, 192-197-ე გვ.
[17] გასტრონომიული მაღაზია პაკე პორტოპოპესკუს პროსპექტისა
და აგრიკულტორის ქუჩის კუთხეში მდებარეობს, მაგრამ ხშირად მოიხ-
სენიებენ როგორც მატასარის მაღაზიას მის წინ მდებარე ეკლესიის გა-
მო. ძალიან ახლოს, მატასარის შესასვლელთან, რომელსაც ომის შემ-
დეგ სტანილოუ დაერქვა, ელიადეს მშობლები ცხოვრობდნენ. ელიადე
მას ხშირად სტუმრობდა, როდესაც საკმაოდ ახლომდებარე პლანტე-
ლორის ქუჩიდან მოდიოდა, სადაც მეუღლესთან, ნინა მარეშთან ერ-
თად ცხოვრობდა. ეს ორივე პუნქტი წარმოადგენს ძველი ბუქარესტის
იმ ზონას, სადაც ელიადეს თითქმის ყველა მოთხრობა ვითარდება,
მათ შორის ისეთი ადგილები, როგორიცაა მანტულეასას ქუჩა და სომ-
ხური ეკლესია. მე თავად ახლა აქ ვცხოვრობ და მეც იმავე გასტრონო-
მიულ მაღაზიაში დავდივარ საყიდლებზე. მას ახლა „Shop and Go”
ჰქვია 1989 წლის რევოლუციის ახალი ცივილიზაციის შესაბამისად!
[18] სეკურიტატეს წევრი, პოლიტიკური პოლიცია კომუნისტური რე-
ჟიმის დროს.
[19] როგორც ჩანს ის რუმინული კომუნისტური პარტიის მაღალი
რანგის წარმომადგენელია. სახელმწიფოს უმაღლესი ინსტიტუციისა,
რომელიც სეკურიტატეს აკონტროლებდა ან ასე აცხადებდა ოფიცია-
ლურად 1965 წლიდან რუმინეთის ცენტრალური კომიტეტის გენერალუ-
რი მდივნის, ნ. ჩაუშესკუს, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ.
[20] ჰანა არენდტი, ”ტოტალიტარიზმის წარმოშობა”, თარგმანი, ბუ-
ქარესტი, ჰუმანიტასი, 1994, 2014, გვ 403 „ტოტალიტარული მოძრაობე-
ბი ატომიზირებული, იზოლირებული ინდივიდების მასობრივ ორგანი-
ზებას წარმოადგენს”.

243
[21] საუბარია ნაციონალ და ლიბერალ გლეხთა პარტიებზე, რომ-
ლებიც კომუნისტებმა მასიურ დაპატიმრებათა შედეგად 1946-1947
წლებში მოაშთეს. იულიუ მანიუ, ნაციონალ გლეხთა პარტიის პრეზი-
დენტი 1947 წელს დაიჭირეს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად კომუ-
ნისტური „დადგმის” შედეგად. ის 1953 წელს სიგეტში გარდაიცვალა.
დინუ ბრატიანუ, ლიბერალთა პრეზიდენტი ასევე სიგეტში 1950 წელს
გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში. რუმინულ გულაგში დახოცილთა რიც-
ხვი დაახლოებით ორ მილიონს უახლოვდება (პრეზიდენტის კომისია
რუმინეთში კომუნისტური დიქტატურის ანალიზის დარგში, საბოლოო
ანგარიში. რედაქტირებული ვლ. ტისმანეანუს მიერ. დორინ დობრინკუ
და კრისტიან ვასილე, ბუქარესტი, გამომცემლობა „ჰუმანიტასი”, 2007
წ. გვ. 541-544).
[22] 1964 წლიდან რუმინულმა კომუნისტურმა პარტიამ საბჭოთა
კავშირისგან თავი უფრო და უფრო შორს დაიჭირა, მაგრამ, რასაკვირ-
ველია, არა კომუნიზმისგან. ახალმა ლიდერმა, ნაციონალ-კომუნის-
ტმა ჩაუშესკუმ პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილება გადაწყვიტა და
მისი სტრატეგიის ნაწილი გახლდათ წინა ათწლეულების პოლიტიკური
პატიმრების გათავისუფლებაც.
[23] თავდაპირვეად, ზევედეის 25 წელი ჰქონდა მისჯილი, გვიმ-
ხელს პანტაზი IX თავში, რადგან სასამართლო პროცესზე „ზედმეტი”
ილაპარაკა; არადა, პანტაზის მხოლოდ ხუთი წლის მისჯა უნდოდა ზე-
ვედეის ბიძის, ავსტრო-უნგრულ ჯარში პოლკოვნიკის ხათრით, რო-
მელმაც ზევედეის ის პელერინა გადასცა, სულ რომ ამაყად ეცვა; სა-
ბედნიეროდ, „გადარჩა მაინც” და ციხეში ამოყო თავი, აღნიშნავს ისევ
პანტაზი მისი პროფესიისათვის დამახასიათებელი იუმორით.
[24] ეს ფრაზა, როგორც ჩანს, აპოკრიფულია, მიუხედავად იმისა,
რომ ციტატიდანაა მოყვანილი. ვერნერ ფონ ბრაუნმა V-2-ს და სხვა ტი-
პის რაკეტები დაამზადა გერმანიისთვის ომის პერიოდში, მაგრამ მრა-
ვალი თავგადასავლის შემდეგ მოახერხა, რუსების მაგივრად 1945
წლის ივნისში ამერიკელებს ჩაბარებოდა. შედეგად, ჩავიდა აშშ-ში და
იქ კოსმოსური რაკეტების აგების პროცესში გამოიყენეს.

244
[25] სამეფო დარბაზში პირველი სტუმრობისას პარციფალი არანა-
ირ კითხვას არ სვამს, არც მზერით მიანიშნებს რაიმეს თეთრ სისხლია-
ნი შუბისკენ და არც გრაალად წოდებულ ბარძიმისკენ, რომლებიც მის
სახესთან ახლოს ავადმყოფ მეთევზე-მეფეს, ამფორტასს უჭირავს. რო-
დესაც მეორე მისვლისას პარციფალი სვამს კითხვას თუ რისთვისაა იქ
გრაალი (სხვა ვერსიებში კითხვა შუბს ეხება) მეფე გამოჯანმრთელდე-
ბა და მთელი სამეფო ახლიდან იბადება. მირჩა ელიადე „სამეფო ფონ-
დის ჟურნალის” მე-5, 1938 წლის გამოცემის 422-426-ე გვერდებზე ამ-
ხელს ამ ეპიზოდის სიმბოლურ მნიშვნელობას კრეტიენ დე ტრუას ტექ-
სტიდან, რომელიც მუდმივად ახლიდან იწერებოდა შუა საუკუნეების
საფრანგეთსა და გერმანიაში და შემცირებული სახით მიაღწია ვაგნე-
რამდე იმ აზრით, რომ გულუბრყვილო, უწყინარი ადამიანის კითხვას
შეუძლია გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც მეცნიერს ან ადამიანურ
ძალას არ ძალუძს.
[26] ელიადემ უარი თქვა ბუქარესტში დაბრუნებაზე მიუხედავად
იმისა, რომ სულიერად ეს ძვირი დაუჯდა, სწორედ იმიტომ, რომ არ უნ-
დოდა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჩაუშესკუს კომუნიზმს შეურიგ-
და.
[27] „მოგონებებიდან” მთელი თავი ეძღვნება იმ ციებ-ცხელებით
სავსე წლებს: საქმიანობა „კრიტერიონში”, პოლიტიკისგან დაშორება,
პირადი პრობლემები, წერა: „ჩემი ბედისწერა... მთხოვდა, რომ მეცხოვ-
რა „პარადოქსულად” საკუთარ თავთან და ეპოქასთან წინააღმდეგო-
ბაში, მიბიძგებდა მეარსება „ისტორიასთან” ჭიდილში და მის მიღმა,...
ქმედებით აწმყოში, მაგრამ მაინც უადგილოდ... coincidentia
oppositorum”. როდესაც ნაე იონესკუს გაუმხილა ახლახან დამთავრე-
ბული რომანის სახელი „სამოთხიდან დაბრუნება” მან „ხანგრძლივი
მზერა მომაპყრო, თითქოს არ სჯეროდა... ასე სწრაფად?” წამოიძახა
ბოლოს”. „მოგონებები”, ზემოთ ხსნებული ნაშრომი, გვ. 259; გვ 365.
[28] დახრილი შრიფტი დაცულია ისე, როგორც ორიგინალშია, სო-
რინ ალექსანდრესკუ.
[29] დახრილი შრიფტი დაცულია ისე, როგორც ორიგინალშია, სო-
რინ ალექსანდრესკუ.

245
[30] ერთს ეს გამოუვიდა – მან საისის ქალღმერთს მანდილი მოხა-
და.
ნოვალისი
[31] მარტივი და რთული ცოცხალი წყლის შესახებ (ლათ).
[32] ქიმიური უცნაურობების ბიბლიოთეკა (ლათ.)
[33] კოლონიალურ ინდოეთში ევროპელისადმი ზრდილობიანი მი-
მართვა.
[34] მკლავენ! ვიღუპები! მიშველეთ! მიშველეთ!
[35] მამა! მამა!
[36] რა მოხდა?!
[37] მე არ მესმის ინგლისური ენა.
[38] დაბურული ტყე (გერმ.)
[39] ნაპერწკალი (რუმ.) – 1989 წლის ჩათვლით, რუმინეთის კომუ-
ნისტური პარტიის ოფიციალური გაზეთი.
[40] რუმინულ ენაში სანდა შემოკლებული ფორმაა ალექსანდრასი.
[41] ვის არგებს? (ლათ.)
[42] ფონ ბრაუნი – ჰიტლერის ნაცისტური პარტიის წევრი და სამ-
ხედრო ოფიცერი. ამავდროულად ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი, რო-
მელიც მუშაობდა რეაქტიული თვითმფრინავებისა და რაკეტების შექ-
მნაზე. ომის დასრულების შემდეგ სხვა ბევრ გამოჩენილ გერმანელ ინ-
ჟინერთან ერთად ჩაბარდა ამერიკულ ჯარს, გადავიდა აშშ-ში, სადაც
განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა. ფონ ბრაუნის დამსახურებით ამე-
რიკამ გამოუშვა პირველი სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავი და
კოსმოსური ხომალდი. ფონ ბრაუნი გახდა ნასას ერთ-ერთი პირველი
დირექტორი და მისი უშუალო დამსახურებაა ადამიანის მთვარეზე
გაფრენის პროექტის განხორციელება.
[43] Cynanchum scandes – რუმინულად ე.წ. „მხეცების ბალახი”, რო-
მელსაც რუმინულ მითოლოგიაში ჰქონდა ჯადოსნური კლიტეების გამ-
ღები მცენარის დატვირთვა.
[44] კომუნისტურ პერიოდში, რუმინეთში საკვები პროდუქტი სახელ-
მწიფო მაღაზიებში საკმაოდ ძნელად იშოვებოდა.

246
[45] Securitate – უშიშროება (რუმ.) რუმინეთის უშიშროების სამსახუ-
რი, საბჭოთა კავშირის სუკ-ის მაგვარი. სეკურიტატე დღემდე ითვლება
მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და კარგად ორგანიზებულ უშიშროების
სამსახურად.
[46] მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუმი-
ნეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, კარპატის მთებში კიდევ მრა-
ვალი წელი მიმდინარეობდა ანტიკომუნისტური პარტიზანული ომი კა-
ნონიერი მონარქიისა და დემოკრატიული წყობის აღდგენის მიზნით.
წლების განმავლობაში ათასობით რუმინელი პატრიოტი პარტიზანი
იყო ლიკვიდირებული კომუნისტური რეჟიმის მიერ. როგორც ჩანს, ზე-
ვედეი ზუსტად ერთ-ერთ ასეთ მებრძოლ ჯგუფთან აპირებდა გაერთია-
ნებას.
[47] სინამდვილეში, სულ ცხრა ნეტარებაა.
[48] პარციფალი – რიჰარდ ვაგნერის ამავე სახელწოდების ოპერის
მთავარი გმირი, რომელიც თავისი სუფთა და „გულუბრყვილო” გულით
ახერხებს ბოროტ ძალებზე გამარჯვებას.
[49] რუმინელი და ზოგადად ბალკანელი მართლმადიდებელი
ქრისტიანების ტრადიციის მიხედვით, მომაკვდავთან აუცილებლად
უნდა ენთოს სანთელი, რაც მის სულს დიდ ნუგეშსა და დახმარებას
გაუწევს ღმერთთან სამსჯავროზე წარდგენისას.
[50] ჩვენ დავიღუპეთ, ივან! ჩვენ უბედური ხალხი ვართ! (ფრ.) გადა-
არჩინე ჩვენი სულები! დალოცე ჩვენი გულები, ივან! (ინგ.) რადგან
ჩვენ დავიღუპეთ!... (ფრ.)
[51] დაგვლოცე, ივან!... დაგვლოცე, დალოცე ჩვენი გულები! შენ
ამაღლდები ზეცაში, სასუფეველში, ივან, მამა ღმერთთან და ყოვლად-
წმინდა ღვთისმშობელთან! (ინგლ. და ფრ.)
[52] მე დავეუფლე ფილოსოფიას, სამართალმცოდნეობასა და მე-
დიცინას... სამწუხაროდ! თეოლოგიაც შევისწავლე სრულად... (გერ.)
[53] მიბაძვები და ნარევები.
[54] ჩვენ დავიღუპეთ, ჩვენ ყველანი დავიღუპეთ. (ფრ.)
[55] რომის იმპერატორმა ტრაიანემ 106 წელს დაიპყრო დაკია –
დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია. კოლონისტი რომაელებისა და

247
ადგილობრივი დაკების გენეტიკური სიმბიოზის შედეგად ჩამოყალიბ-
და თანამედროვე რუმინელი ერი.
[56] რადგან ჩვენ დავიღუპეთ, ივან, აღარ არსებობს იმედი. ჩვენ
ყველანი დავიღუპეთ! (ფრ.)
[57] ზეცაში, ივან, წმინდა სამებასთან (ფრ.)
[58] ჩვენ დავიღუპეთ, და ჩვენ დავიღუპეთ მარადიულობისათვის
(ფრ.)
[59] ცუიკა – ქლიავისგან გამოხდილი დაბალ გრადუსიანი რუმინუ-
ლი სოფლის არაყი.

248

You might also like