You are on page 1of 12

დე გრუიტერი

თავის სათაური: გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის საისტორიო კონკურსი.


საზოგადოების ისტორიის შემთხვევა
თავის ავტორ(ებ)ი: მარკო ზერვასი
წიგნის სათაური: საზოგადოების ისტორია და სკოლა
წიგნის ქვესათაური: საერთაშორისო პერსპექტივები
წიგნის რედაქტორ(ებ)ი: მარკო დემანტოვსკი
გამომცემლობა: დე გრუიტერი
სტაბილური URL: https://www.jstor.org/stable/j.ctvbkk2pq.10

JSTOR არის არაკომერციული სერვისი, რომელიც ეხმარება მეცნიერებს, მკვლევრებსა და


სტუდენტებს ფართო მასშტაბით აღმოაჩინონ, გამოიყენონ და განავითარონ ისინი სანდო
ციფრულ არქივში შინაარსის ფართო დიაპაზონით. ჩვენ ინფორმაციულ ტექნოლოგიასა და
ინსტრუმენტებს ვიყენებთ პროდუქტულობის გასაზრდელად და სტიპენდიის ახალი
ფორმების ხელშესაწყობად. JSTOR–ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის
დაუკავშირდით support@jstor.org.
თქვენ მიერ JSTOR არქივის გამოყენება მიუთითებს, რომ თქვენ იღებთ გამოყენების
პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია აქ: https://about.jstor.org/terms
შინაარსი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivators-ის
მიერ.
4.0 საერთაშორისო ლიცენზია (CC BY-NC-ND 4.0). ამ ლიცენზიის ასლის სანახავად ეწვიეთ
https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0/.

დე გრუიტერი თანამშრომლობს JSTOR–თან, რათ ციფრული გახადოს, შიენარჩუნოს და


განავრცოს წვდომა საზოგადოების ისტორიასა და სკოლასთან.

შინაარსი გადმოწერილია: 185.70.53.208 ორშაბათს, 09 ნოემბერს 2020 15:48:15 UTC


ყოველგვარი გამოყენება ექვემდებარება: https://about.jstor.org/terms
მარკო ზერვასი
გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის საისტორიო კონკურსი.
საზოგადოების ისტორიის შემთხვევა

წარსულის შესწავლა: ახალი მსმენელები


და ექსპედიციები

გერმანიის საისტორიო კონკურსი

გერმანიაში არსებობს ჭეშმარიტად სტუდენტური კონკურსების ლანდშაფტი,


რომელიც საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა გამოავლინონ დამოუკიდებლად
მუშაობისა და აზროვნების უნარი, კონკურენცია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,
პირად ცხოვრებაში შინაარსობრივად დატვირთული პოზიციის მოსაპოვებლად. STEM
საგნებში ოლიმპიადების გარდა, მოქმედებს „მეტყველების კლუბები“ და დამატებითი
შეთავაზებები ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რაც ახალგაზრდებს უბიძგებს
მონაწილეობის მისაღებად.11 უმეტეს შემთხვევაში, ამ კონკურსებს მთავრობა ან
ფონდები აჯილდოებს; იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება კერძოა არაა, კონკურსები
რეგულარულად სუბსიდირდება სამთავრობო ფონდების მიერ, ან პოლიტიკური
მფარველობის ქვეშაა მოქცეული.2
გერმანიაში დამკვიდრებული სტუდენტური კონკურსის შესანიშნავი მაგალითია
„ფედერალური პრეზიდენტის საისტორიო კონკურსი“. კორბერის ფონდი (Körber-
Foundation) 1973 წლიდან კონკურსის ტენდერში მოსწავლეებისთვის გერმანიის
ისტორიის გაცნობის მოტივაციის აღძვრის მიზნით მონაწილეობს. მის დებულებაში
ნათქვამია: „ფედერალური პრეზიდენტის საისტორიო კონკურსი იმედოვნებს, რომ
აღძრავს ინტერესს საკუთარი ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობას
და გააძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას ბავშვებსა და მოზარდებში“.3
მეთოდურ წვდომას განსაზღვრავს „კვლევაზე დაფუძნებული სწავლა“ და
„ორიენტირება სიცოხლე-სამყაროზე“: ახალგაზრდები ეხებიან ისტორიას, რომელიც
უშუალოდ მათ თვალწინ მოხდა და, ხშირად, დღემდე გრძელდება.

1
გერმანიაში რეკლამირებული სტუდენტური კონკურსების მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ვებ –
გვერდზე "Arbeitsgemeinschaft bundesweiter Schülerwettbewerbe" (ქვეყნის სტუდენტთა კონკურსების
კონსორციუმი), რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მონაწილეობას პედაგოგიუ-
რად ღირსეულ და სწავლის დამხმარე კონკურსებში; 2016 წლის 18 მარტი.
http: // www. bundeswettbewerbe.de/wettbewerbe.html.
2 უმეტეს შემთხვევაში, ამ დავალებას ასრულებს განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო,

"Kultusministerkonferenz" (გერმანიის შტატების განათლების მინისტრთა ასამბლეა) და არა – გერმანიის


ფედერალური პრეზიდენტი.
3 კონკურსის უფლების მოთხოვნები: 2016 წლის 18 მარტი,

http: // www. koerber-stiftung.de/fileadmin/user_upload/bildung/geschichtswettbewerb/pdf/2016/


კონკურსი დაიწყეს ყოფილმა ფედერალურმა პრეზიდენტმა გუსტავ ჰაინემანმა და
ჰამბურგის მეწარმემ და ქველმოქმედმა კურტ კორბერმა.4
ექვსთვიანი პროექტის განმავლობაში მოსწავლეები თვალს ადევნებენ – ხშირად
მასწავლებელთა ხელმძღვანელობით – ისტორიის სვლას მათ გარემოში. დასკვნები და
შედეგები შემუშავებულია მაგ., წერილობითი, საგამოფენო ან ფილმის სახით.
საისტორიო კონკურსის პრინციპს ეწოდა „კვლევითი სწავლება“: მოსწავლეები
იკვლევენ არქივებში, კონსულტაციას გადიან ქსპერტებთან, გამოკითხვებს აწარმოებენ
ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, ქუჩის კვლევებს ატარებენ და ისტორიის შესახებ
ზეპირ ინტერვიუებს იღებენ თვითმხილველებისგან.5

კონკურენცია და საზოგადოების ისტორია – გაერთიანებული წამოწყება?

აშკარაა, რომ კონკურსი და საზოგადოების ისტორია შესაძლო თემების სპექტრს


ფარავს, ისევე როგორც, ნებისმიერი კვლევის მეთოდოლოგიურ მიდგომას, დაგეგმვასა
და წარდგენას – ფრაზებს, როგორიცაა კომუნიკაცია, ჩართულობა, თანამშრომლობა
და თანაქმნადობა.
შესაძლოა, ამგვარად მოიაზრებოდეს ორწლიანი კონკურსის აღწერილობის
ფრაზები. საზოგადოებრის ისტორია და საისტორიო კონკურსი შეიძლება აღიწეროს,
როგორც „ისტორიის კომუნიკაცია ფართო საზოგადოებასან“ ან „საზოგადოების
ჩართულობა პრაქტიკასა და ისტორიის შექმნაში“6, როგორც NCPH ვებგვერდზეა
გამოცხადებული. ამრიგად, ტერმინი – „საზოგადოების ისტორია“ – მეტად რთული და
გამომწვევია, რამდენადაც იგი ცდილობს შექმნას ისტორიული იდენტობა. 7
---
4
იოზეფ შმიდი და დირკ ვეგნერი, კურტ ა. კორბერი. Annäherungen einen Stifter (ჰამბურგი: გამოცემა
Körber Stiftung, 2002), 206–225. პირველი კონკურსი კურტ კორბერსა და გერმანიის ყოფილ პრეზიდენტ
გუსტავ ჰაინემანს შორის საუბრის შედეგად შედგა. მათ ისაუბრეს ჰაინემანის სურვილზე – საზოგადოე-
ბის ცნობიერებაში შეიტანოს გერმანიის დემოკრატიული ტრადიციები. ჰაინემანი ამტკიცებს, რომ „XIX
და XX საუკუნის დასაწყისის დემოკრატიული პიონერების მიერ მოტანილმა სარგებელმა შეიძლება
პოლიტიკური თავდაჯერებულობა შემატოს გერმანელ საზოგადოებას“. გერმანიის დემოკრატიის
ფესვების ანარეკლი უნდა გაგვიძღვეს გერმანიის წარსულის პოზიტიური იდენტიფიკაციისკენ და ხელი
შეუწყოს სოციალურ გაგებას, რომ დემოკრატიული ტრადიციების დამკვიდრებისთვის სავალდებულოა
ისტორიის ფართო შესწავლა.
5
ბოდო ფონ ბორი, გერმანიის ისტორია. მოსწავლეთა კონკურსი ფედერალური პრეზიდენტების
პრემიის მისაღებად (ბონი: Inter Nationes, 1989), 19–27.
6 საზოგადოების ისტორიის ეროვნული საბჭოს ვებგვერდი, 2016 წ. 18 მარტი,
http://ncph. org/what-is-public-history/about-the-field/ .
7 უმარტივესი მნიშვნელობით, საზოგადოების ისტორიის განმარტება გულისხმობს ისტორიული

მეთოდის გამოყენებას აკადემიის გარეთ. იხილეთ რობერტ კელი, „საზოგადოების ისტორია: მისი
წარმოშობა, ბუნება და პერსპექტივები“. სახალხო ისტორიკოსი 1, No. 1, (1978): 16–28. ამის მიუხედავად,
ერთი რამ ცხადია: საზოგადოების ისტორიის მიზანია, წარსულის გადმოცემა მოკლე, მკაფიო ხედვის
კომუნიკაციის გზით, რაც პერსპექტივაში მიმართულია საზოგადოებისკენ.
წარსულის ახლებური ხედვა
საზოგადოების ისტორია სამოცდაათიანი წლების შეერთებულ შტატებში

აშშ-ში ორმოცდაათიან-სამოციან წლებში სამოქალაქო უფლებებისთვის მოძრაობამ


ისტორიული კვლევის ახალი პერსპექტივა წარმოშვა, რამაც საზოგადოებისა და
ისტორიის ურთიერთობა იმგვარად შეცვალა, რომ საზოგადოების მიერ წარსულის
აღქმა-განმარტება აკადემიური პროფესიონალი ისტორიკოსების განმარტების
ტოლფასად განიხილებოდა.8 ფრაზა „საზოგადოების ისტორია“ აშშ-ში ოფიციალურად
პირველად ადრეულ სამოცდაათიანებში გამოჩნდა. საზოგადოების ისტორია
უკავშირდებოდა ფართო სოციალისტურ მოძრაობებს, შეესაბამებოდა პოლიტიკურ
ლიბერალურ იდეალებს და მაგ., სემინარებსა და მშრომელთა საგანმანათლებლო
პროგრამების მეშვეობით, ისტორიისადმი დემოკრატიულ მიდგომებს მისდევდა.9
აღნიშნული პერიოდი ტრადიციულ ხელისუფალთა მიღმა ხმის მისაღებად მებრძოლ
საზოგადოებას წარმოადგენდა. გარკვეული გაგებით, საზოგადოების ისტორია მიზნად
ისახავდა, წარსული უფრო კონსენსუალური გაეხადა იმ პერსონალიებითა და
ორგანიზაციებით, რომლებიც გრდასულ დღეთა ინტერპრეტირების ინტერესების
მასშტაბებს გამოხატავდნენ; ეს საკითხი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა რასობრივი
დებატები, ფემინიზმი და მუშათა კლასის ისტორიები.10 როგორც აკადემიური, ასევე
საზოგადო ისტორიკოსები, აცნობიერებდნენ იმ აქტიურ როლს, რომელიც
საზოგადოებას შეეძლო ეთამაშა ფარულისა და უთქმელი ამბების გამოვლენაში; რაც
თავის მხრივ, წარსულის უფრო მეტ, ყოვლისმომცველ ამბის აღმოჩენას
უზრუნველყოფდა. შესაბამისად, არაერთმა „საზოგადოებამ“ შეიძინა მნიშვნელოვანი
როლი ისტორიულ კვლევაში.

გერმანიაში ისტორიის კონკურსის ფორმირება

გერმანიის კონკურსს მრავალი ეტაპი გააჩნია; კერძოდ, ისტორიით დაკავება


მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ კლიმატსა და გაბატონებულ ისტორიულ
კულტურას. თავხედობა იქნებოდა მისთვის წამყვანი როლის მიკუთვნება, მაგრამ
ასევე შეუსაბამოა მხოლოდ სოციალური რეალობის ანარეკლის დანახვა. ჩემი აზრით,
კონკურსმა ნამდვილად შეუწყო ხელი სტუდენტებისა და ინსტიტუციების
პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ცნობიერებას.
---
8
ლუდმილა ჯეინ ჯორდანოვა, ისტორია პრაქტიკაში (ლონდონი: Bloomsbury Academic, 2010).
9
პიტერ კლაუსი და ჯონ მარიოტი, ისტორია: თეორიის შესავალი, მეთოდი და პრაქტიკა (ჰარლოუ:
პირსონი, 2012), 217.
10
მაიკლ სკარდავილი, „უკანხედვა მომავლისკენ: საზოგადოების ისტორიის მოძრაობის შეფასება“,
საზოგადო ისტორიკოსი 9, No. 4 (1987).
სამოციანი წლების ბოლო ფედერალური რესპუბლიკის კულტურული
განვითარებისათვის კრიზისული პერიოდი იყო. 1968 წლის სტუდენტური ჯანყის
დროს, ინტელექტუალური ახალგაზრდობის ნაწილს აღარ შეეძლო მამათა თაობის
ისტორიის პოლიტიკური და ტრადიციული შეხედულებების გაზიარება.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ბლოკადებისა და დემონსტრაციების მოწყობის
საშუალებით საზოგადოებრივი აზრის გაღვივებით გაბედულად ეწინააღმდეგებოდა
მთავრობასა და ისტებლიშმენტს.11 პოლიტიკურად, ეს პერიოდი მნიშვნელოვანი
ცვლილებების ფონზე მიმდინარეობდა: მთავრობის ოპოზიციური სოციალ-
დემოკრატიული პარტიით შეცვლამ გამოიწვია გერმანიის საგარეო პოლიტიკის
ცვლილება – განსაკუთრებით აღმოსავლეთისკენ.
ამავე დროს, გერმანული ისტორიოგრაფია ღრმა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა:
ახალგაზრდა კურსდამთავრებულებისთვის ტრადიციები მილევადი იყო, ძველი
ისტორიკოსები ეყრდნობოდნენ სახელმწიფოების ტრადიციულ პოლიტიკურ
ისტორიასა და ნაციონალურ-კონსერვატულ მოსაზრებებს. ახლად ფეხადგმულ
სოციალურ ისტორიას შეუსაბამოდ მოიხსენიებდნენ. 1945 წლის შემდეგ ისტორიას
საჯაროდ მხოლოდ სკოლაში თუ მისდევდნენ: ომში დამარცხებამ, ტერიტორიების
დაკარგვამ და ჰოლოკოსტის განადგურებამ ბევრი გაურკვევლობა წარმოშვა;
წარსულის შესწავლა გვერდზე დარჩა.12
ფედერალური პრეზიდენტი ჰაინემანი, 1969 წელიდან, მისი არჩევის შემდეგ,
ისტორიის ხელახალ ანალიზს მოითხოვს. მან, ისტორიის ნაკლებობის ნაცვლად,
ალტერნატული ტრადიციების ხელშეწყობისენ მოუწოდა: „1848 წლის გერმანიის
თავისუფლებისთვის მოძრაობა“ და დღესაც არსებული 1918 წლის ვაიმარის
რესპუბლიკის „დემოკრატიული ტრადიციები“ ხელს უნდა უწყობდნენ ისტორიის
თანამედროვე და დემოკრატიულ სახეს.13 საკმაოდ გვიან, ამ მოთხოვნებს მოჰყვა
ისტორიის კონკურსი:
სამმა კონკურსმა „გერმანიის თავისუფლებისთვის მოძრაობის გააზრება“ (1974 –
1976 წ.), 1848–49 წლების რევოლუციის შესახებ კვლევა, ვაიმარის რესპუბლიკის 1918 –
-----
11 Edgar Wolfrum, Geschichtspolitik in der Bundesrepublik Deutschland. Der Weg zur bundesrepublikanischen
Erinnerung 1948–1990 (Darmstadt: Wissenschaftliche Buchgesellschaft, 1999). სამოცდაათიანი წლების შუა
პერიოდიდან 1974 წლამდე ვოლფრუმმა განაცხადა, რომ დაარსდა ისტორიული ცნობიერების მქონე
ცალკე სახელმწიფო და მემარცხენე „ზონდერვეგის“ (განსაკუთრებული გზა) თეზისები გერმანიის
ფედერალური რესპუბლიკისთვის: ისტორიული ცნობიერება ემყარება არა რიტუალიზაციას, არამედ
„პოლიტიკურ დისკურსებს“ (გვ. 353).
12Thomas Etzemüller, Sozialgeschichte als politische Geschichte: Werner Conze und die Neuorientierung der

westdeutschn Geschichtswissenschaft nach 1945 (München: Oldenbourg, 2011), 190; 262267. See also Norbert Frei,
Vergangenheitspolitik. Die Anfänge der Bundesrepublik und die NS-Vergangenheit. 2nd ed. (München: Beck, 1997).
13Gustav W .Heinemann, “Die Freiheitsbewegungen in der deutschen Geschichte, Ansprache aus Anlaß der

Eröffnung der Erinnerungsstätte in Rastatt, Rastatt 26. Juni 1974,” in Allen Bürgern verpflichtet. Reden des
Bundespräsidenten 1969–1974, Reden und Schriften 1, ed. Gustav W. Heinemann (Frankfurt a.M.: Suhrkamp, 1975),
36–44. ჰაინემანისთვის ეს არის გზა, რომლითაც საზოგადოება მისდევს განათლების ტრადიციას – უმ-
ნიშვნელოვანესს მომავლისთვის. იგი გამოსავალს ძირითადად წარმომადგენლობითობაზე ორიენტი-
რებულ ისტორიულ კულტურაში ხედავს: „ისტორიის ხელშეწყობა ... საკუთარი კარის ზღურბლზე“. [40]
19 წლებში დაარსება და 1945–46 წლებში ახალი დასაწყისი მოითხოვა. თავდაპირველ
დიდ წარმატებას მონაწილეთა რაოდენობის შემცირება მოჰყვა, რამაც კონკურსების
ახალი სერიის გახსნას დაუდო დასაბამი:
სამოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, პოლიტიკური ცნობიერების კრიზისი,
ძირითადად, გადაილახა; საზოგადოებრივ დებატებში დომინირებდა ახალი
საკითხები (ნავთობის ფასით გამოწვეული შოკი, გრძელვადიანი უმუშევრობა, ამასთან
ერთად, ეროვნული და საერთაშორისო ტერორიზმი). მიმდინარე პრობლემების
უგულებელყოფა, კონკურენციის ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა, თუმცა მისმა
განვითარებამ ასახა ისტორიული ცნობიერებისა და აკადემიური ისტორიოგრაფიის
ტრანსფორმაცია.
კონკურსი მზარდი ახალი მიკრო ისტორიის ნაწილი გახდა. მეტიც, სახე იცვალა
ყველა წყარომ. წინანდელი ცვალებადი საკონკურსო თემებით გამოწვეული
ლიტერატურული ამოცანების უფრო გულმოდგინე შესწავლამ მათში ოჯახების
ჩართვა რეალისტური გახადა: წერილები და დღიურები, ფოტოკოლექციები,
გაზეთები, და ა.შ.. აკადემიურ სოციალურ ისტორიას – „ზემოდან ქვემოთ“ –
დაუპირისპირდა კონკრეტული ხალხისადმი ინტერესი – საზოგადოების ისტორიის
გაგებით გამსჭვალული მოძრაობა. შესწავლისას მოსწავლეები ძველი თაობის მიერ
ჩატარებულ იმ კვლევის მეთოდს იყენებდნენ, რომელიც ისტორიის აკადემიურ
კვლევას თავისთვის გაკეთებულ რამდენიმე განსაკუთრებულ პროექტში იქამდეც
ჰქონდა აღმოჩენილი.
ბოდო ფონ ბორესი, გერმანელი ისტორიკოსი, უკვე მონაწილეობდა ადრეულ
კონკურსში (როგორც სამეცნიერო მრჩეველი ჟიურის შემადგენლობაში და
მოგვიანებით კი, კონკუსის მასალების ანალიტიკოსი). მან მალე გააცნობიერა, რომ
გაუაზრებელმა გამოყენებითმა ზეპირსიტყვიერმა ისტორიამ გზა გაუხსნა
„ნოსტალგიურ-რომანტიკულ ტრანსფიგურაციას“ ისევე, როგორც მითითებული
პირის სიყმაწვილის „ულმობელ გათიშვებს“.14 აკადემიკოს-ისტორიკოსების შიშები
ზეპირსიტყვიერი ისტორიის სირთულეებსა და შეზღუდვებზე, თითქოსდა, ახდა:
მეხსიერებისა და ამბების დამახსოვრების მენტალური ფუნქციის ოპერაცია
გულდასმით აწონ-დაწონას საჭიროებდა.
ამასთან, ახალმა თემებმა განამტკიცა კონკურსის ჩატარება. სექტორებმა „მომუშავე
მსოფლიომ“ (1977), „ცხოვრებამ“ (1978) და „ყოველდღიური დასრულების დრომ“(1979)
აირჩია ცხოვრების სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც მათ წარმატებით
ჩაწერეს. დღევანდელი გადასახედიდან გასაოცარია, რომ მიკრო ისტორია, რომელიც
ნორბერტ ელიასის თეორია – „ცივილიზაციის პროცესი“15 (დაწერილი 1939 წელს) –
----
14Bodo von Borries, “Ein Übungsfeld für Selbsterprobung und Geschichtserkundung. Grundgedanke und
Wandlungen des Schülerwettbewerbs,” in Geschichte, wie sie nicht im Schulbuch steht. Der Schülerwettbewerb
Deutsche Geschichte um den Preis des Bundespräsidenten,ed. Jörg Calließ (Rehburg-Loccum: Evangelische
Akademie Loccum, 1991).
15 ნორბერტ ელიასი, ცივილიზაციის პროცესი, ტ..I. ზნე-ჩვეულებათა ისტორია, I გამოცემის

გამეორება, 1939, შესავლის დამატებით (Oxford: Blackwell, 1969).


ემყარება, 70-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული, წარმატებით გავრცელდა;
ამავე დროს, ფრანგული ისტორიოგრაფიის „ანალების სკოლამ“16 და
ბერგერ/ლაკმანის17 „რეალობის სოციალურმა კონსტრუქციამ“ მნიშვნელოვანი
სტატუსი მოიპოვა.

საზოგადოების ისტორიისა და კონკურსის კონსოლიდაცია ოთხმოციან


წლებში

1980-იან წლებში, კერძოდ, აშშ-ში, ავსტრალიასა და კანადაში საზოგადოების


ისტორიის პრაქტიკა გაფართოვდა. სულ უფრო მეტი საუნივერსიტეტო პროგრამა
ხორციელდებოდა. აღნიშნულ ათწლეულში აშშ-ს 50-ზე მეტმა უნივერსიტეტმა
ჩაატარა კურსები, რითაც საზოგადოების ის პროპაგანდისტული ღონისძიებები
გაერთიანდა, რომლებიც განსაკუთრებით იყო დაკავშირებული წარსულში
საზოგადოების კომუნიკაციასა და ჩართულობასთან.18 სამთავრობო სააგენტოები და
უნივერსიტეტები გაერთიანდნენ ოფიციალური მიდგომების მისაღებად, რათა
გამოეკვლიათ და კავშირი დაემყარებინათ ადგილობრივ ისტორიასთან, რაც
მარგინალურ შემთხვევათა შესწავლას ითვალისწინებდა. ყურადღება გამახვილდა არა
მხოლოდ ახალი კვლევის მეთოდებზე, არამედ, ისტორიის ამ ახალი ხედვის
გაზიარებაზეც.19 ამ პერიოდში აშშ-ში საზოგადოების ისტორიის ქვე-სფერო
აკადემიურად ჩამოყალიბდა როგორც ისტორიის მოქმედი ნაწილი, თუმცა ეს უფრო
პრაგმატული ჩართულობა და არა თეორიულად დაფუძნებული იყო.20 გერმანიაში
საზოგადოების ისტორიისადმი ეროვნული მხარდაჭერა სულ უფრო იზრდებოდა,
---
16 ანალების სკოლის მთავარი სამეცნიერო-გამოცემა იყო ჟურნალი Annales d'Histoire Economique et
Sociale („ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები“). იგი 1929 წელს დააარსეს ლუსიენ ფებრმა
და მარკ ბლოხმა. მათ რადიკალურად შეცვალეს ჟურნალი ტრადიციულ ისტორიოგრაფიის ჩართვით,
როდესაც დაჟინებით მოითხოვეს გაეთვალისწინებინათ ყველა დონის საზოგადოების მნიშვნელობა და
გამოეკვეთათ მენტალობა როგორც ისტორიული ინტერესის ნაწილი. 1968 წლის პოლიტიკურ
მოვლენებამდე გერმანიაში ანალების სკოლა ნაკლებ ყურადღებას იქცევდა; მისდამი ინტერესი
მხოლოდ 1970-იან წლებში გაიზარდა.
17 იხილეთ Peter L. Berger and Thomas Luckmann, The Social Construction of Reality (რეალობის

სოციალური კონსტრუქცია): ტრაქტატი ცოდნის სოციოლოგიაში (Garden City, NY: Anchor Books, 1966).
ბერგერისა და ლუკმანის სოციალურ-კონსტრუქციონისტური მიდგომა მიანიშნებს, რომ ის სოციალური
წესრიგი, რომელშიც ხალხი ცხოვრობს, არ შეიძლება ეხებოდეს ობიექტურად აგებულ წარსულს, თუმცა,
როგორც საკომუნიკაციო პროცესი, თვით ხალხის მიერაა შექმნილი. ამით აშკარა ხდება, რომ ისტორია
ხელს უწყობს კულტურული ცოდნის რესურსების ორმხრივ გავლენას. „სიმბოლური სამყარო ასევე
აწესრიგებს ისტორიას. იგი ყველა კოლექტიურ ხდომილებას, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს
მოიცავს, ერთიან კავშირში განალაგებს“ [92–104].
18 პოლ ეშტონი და ჰილდა კინი, ადამიანები და მათი წარსული. საზოგადოების ისტორია დღეს

(Houndmills, Basingstoke: Palgrave Macmillan, 2009), 1–15.


19 ფეი სეიერი, საზოგადოების ისტორია. პრაქტიკული გზამკვლევი (ლონდონი: Bloomsbury, 2015), 12.

20 ფილისი ლეფლერი და ჯოზეფ ბრენტი, საზოგადოების და აკადემიური ისტორია: ფილოსოფია და

პარადიგმა (Malabar, FL: Krieger, 1990), 82-97.


მაგრამ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე აშშ-ში, მაშინ როცა, თეორიული საფუძვლები და
ძირეული საკითხები აკადემიურ დებატებში ენერგიულად განიხილებოდა.21
ამასთანავე, პროფესიონალმა ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ საზოგადოება მათი
მსმენელია და სულ უფრო მეტს წერდნენ დაინტერესებულ არაპროფესიონალთათვის.
ამ ახალმა, არაერთგვაროვანმა საზოგადოებრივმა ზეწოლამ ისტორიისგან თავისი
როლის გაფართოების გამართლება საზოგადოებაშივე მოითხოვა. ამის მიუხედავად,
გერმანიაში საზოგადოების ისტორიის ცნება კვლავ უმთავრესად ადგილობრივი
საისტორიო ჯგუფების, აკადემიური საფუძვლების ცოდნის არმქონე კერძო
ისტორიკოსებისა და მუშათა კლასის წარმომადგენელთა მიერ შესრულებულ
ქმედებად რჩებოდა ("Geschichtswerkstätten"). არაპროფესიონალებს, რომლებსაც
ზოგჯერ პროფესიონალი ისტორიკოსები ასწავლიდნენ, შესაძლებლობა მიეცათ,
ადგილობრივი ისტორიის პროექტზე ემუშავათ. აკადემიური ისტორიული
მეცნიერება უყურადღებოდ არ ტოვებდა არაპროფესიონალების ვიწრო ხედვასა და
გამოსაკვლევი ობიექტების კრიტიკის გარეშე იდენტიფიკაციას.23
დავუბრუნდეთ ისტორიის კონკურსს: 1979 წლის იანვარში, სატელევიზიო
ღონისძიება „ჰოლოკოსტმა“ ეროვნული ინტერესი აღძრა როგორც ისტორიის, ასევე,
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის პასუხისმგებლობის მიმართ.24 გერმანელი მოსწავ-
ლეებიც კი დაუპირისპირდნენ ბებია-ბაბუის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუმცა პა-
სუხისგებაში არ მიუციათ ისინი თავიანთი მშობლების მსავსად, რაც ამ უკანასკნელთ
სულ რამდენიმე წლის წინ ჩაიდინეს. ახალგაზრდები ბებია-ბაბუებს თავდაჭერილად
ეკითხებოდნენ ნაციონალ-სოციალიზმისა და ომის დროს პირადი შეცდომების
შესახებ. ამან თაობებს შორის საუბარი გულახდილი გახადა, თუმცა ისტორიულ
კვლევაში ჰპოვა შემდგომი განვითარება. ადოლფ ჰიტლერის პერსონალიზაცია და
--
21 Simone Rauthe, Public Historyin den USA und der Bundesrepublik Deutschl and (Freiburg: Klartext, 2001), 154–
160.
22 EttaGrotrian, Geschichtswerkstätten und alternative Geschichtspraxis. In HistorySells! Angewandte Geschichte als

Wissenschaft und Markt. eds.Wolfgang Hardtwig and Alexander Schug (Stuttgart: Franz-Steiner-Verlag, 2009), 243–
253.
23 Alfred Frei and Michael Wildt, “Hirsebrei und Seifenblasen. Die Geschichtswerkstätten und ihre Kritiker,” in L’80.

Zeitschrift für Literatur und Politik 39 (1986). See also Lutz Niethammer, “Fragen – Antworten – Fragen,” in “Wir
kriegen jetzt andere Zeiten”.Auf der Suchenach der Erfahrung des Volkes in nachfaschistischen Ländern, eds. Lutz
Niethammer and Alexander von Plato (Berlin: Dietz, 1985), 426. Niethammer, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე
პოპულარული ზეპირსიტყვიერების ისტორიკოსი, მიჯნავს, რომ გააზვიადოს ზეპირსიტყვიერების
ისტორიის შედეგები, განსაკუთრებით, რომ განზოგადოს უკუფენის გარეშე.
24 სერია ოთხ ნაწილად მოგვითხრობს ჰოლოკოსტის (გამოგონილ) ისტორიას გერმანელი ებრაელების,

ვაისების ოჯახის თვალთახედვით. 1978 წლის იანვარში აშშ-ში წარმოებული მინი-სერიალი 1979 წლის
იანვარში დასავლეთ გერმანიის ეკრანებზე გამოვიდა, რამაც უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესი
გამოიწვია ნაცისტურ ეპოქაში ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულთა მიმართ. 20 მილიონი
ადამიანის მიერ ნავის შემდეგ (დასავლეთ გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 50%) ფართო
საზოგადოების წინაშე პირველად წამოიჭრა საკითხი მეორე მსოფლიო ომში გენოციდის შესახებ.
დემონიზაცია რეჟიმის სტრუქტურისა და ფუნქციისადმი კითხვებით შეიცვალა.25 ვინ
იყო ამ კითხვების პროპაგანდისტი და ვინ ისარგებლა ამ სისტემით? კონკურსმა
სწრაფად მოახდინა რეაგირება. მომდევნო საკითხები ნაციონალ-სოციალიზმის
დროინდელ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა:
აშკარაა, რომ 1979 წელს ჩატარებულ ბოლო კონკურსთან, – „ყოველდღიური
დასრულების დრო“ – შედარებით, მონაწილეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამ
უზარმაზარი წვლილის შედეგია ის ცვლილებები, რომელმაც ამიერიდან
ყოველწლიური კონკურსი ბიენალეთი შეცვალა. ნაცისტები ისტორიის წინა პერიოდის
წიგნებში მოიხსენიებოდნენ როგორც „სხვები“, განსხვავებული ხალხი. ახლა კი
ზედაპირზე ამოტივტივდა, რომ მეზობლები და საკუთარი ოჯახის წევრებიც კი,
ნაცისტური გერმანიის „მექანიზმში“ იყვნენ გაერთიანებულნი.
წლების შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა კვლავ იკლებს. ოთხმოციან წლებში
საზოგადოება ღრმა პესიმიზმმა მოიცვა: ეკოლოგიური კატასტროფები, მზარდი
შეიარაღება და „მესამე სამყაროს“ გაღარიბება ის პრობლემებია, რომლებიც საჯარო
განსჯის უმთავრეს საკითხად იქცა. კონკურსების ახალ სერიაში ლეგიტიმური
კითხვები გაჩნდა, რაც საფუძვლის მითითებით რეაგირებისკენ უბიძგებდა.
გარკვეულწილად, „ყოველდღიური ცხოვრების სოციალური ისტორიის“ სერია (1977–
1979) დასრულდა. წლიდან წლამდე კონკურსი ყველაზე თვალშისაცემ საჯარო თემას
უკავშირდებოდა: 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფამ შოკში ჩააგდო ევროპული
საზოგადოება და, ამდენად, დასავლეთ გერმანიაში მწვანეთა პარტიის ზრდას
სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭა. დაბინძურება და ანტიბირთვული მოძრაობა ამ
დროის მდუმარე თემებს განეკუთვნებოდა.26 სხვა მაგალითი: ოთხმოციანი წლების
ბოლოს, ქვეყანაში დამკვიდრებულ გვიან რეპატრიანტთა და ემიგრანტ მუშაკთა
დიდმა რაოდენობამ მემარჯვენეებზე ხანმოკლე ძალადობა გამოიწვია. კონკურსმა
მოვლენათა ამგვარ უსიამოვნო განვითარებაზეც კი მოახდინა რეაგირება: 1988-1889 წწ.
-----

25 ოთხმოციანი წლების დასაწყისში მარტინ ბროსზატი და ჰანს მომსენი იყვნენ ძირითადად ის


ისტორიკოსები, რომელთაც ისტორიული კვლევის ხედვა ადოლფ ჰიტლერის ყოვლიმომცველი
პერსონიდან ნაცისტური რეჟიმის სტრუქტურისა და აპარატისკენ გადაიტანეს. მომსენი თავგამოდებით
ამტკიცებდა, რომ ჰოლოკოსტის მხოლოდ ჰიტლერამდე დაყვანა არ შეიძლება, რომ სწორედ ეს იყო
ნაცისტურ გერმანიაში „კუმულაციური რადიკალიზაციის“ პროცესის შედეგი, რამაც გამოიწვია კიდეც
ჰოლოკოსტი. ეს „ფუნქციონალისტური“ კვლევა ნაციზმზე ასევე ითხოვდა ინდივიდების
პასუხისმგებლობას ნაცისტურ დიქტატურაში, ხოლო ბევრმა კონსერვატორმა ისტორიკოსმა გამოკვეთა
ჰიტლერისა და ერთი მუჭა ვასალების როლი, როგორც ყველა პოლიტიკური და სოციალური მოვლენის
წაქეზება, და ამდენად, ნაცისტური გერმანიის რამდენიმე პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ
ხელმძღვანელს დასდეს ბრალი. იხილეთ Martin Broszat, "Soziale Motivation und FührerBindung des
Nationalsozialismus”, Vierteljahreshefte für Zeitgeschichte 18, No. 4, (1970) and referring to the “cumulative
radicalization” see Hans Mommsen, “Die Realisierungdes Utopischen. Die ‘Endlösung der Judenfrage’ im Dritten
Reich,”in Geschichteund Gesellschaft 9, no. 3, (1983)..
26 Melanie Arndt, “Verunsicherung vor und nach der Katastrophe. Von der Anti-AKW-Bewegung zum Engagement

für die ‘Tschernobyl-Kinder’,” in Zeithistorische Forschungen/Studies in Contemporary History 7, no. 2, (2010).


27 Wilfried Heller,Hans-Joachim Bürkner and Hans-Jürgen Hofmann,“ Migration, Segregation und Integration von

Aussiedlern – Ursachen, Zusammenhänge und Probleme,” in Aspekte der Zuwanderung, Akkulturation und
emotionalen Bindung, ed. HartmutHeller(Erlangen:VerlagderFriedrich-Alexander-Universität, 2002).
ანიმაციური ნამუშევრების კონკურსი სამშობლოსა და უცხოელებზე. კორბერის
ფონდისთვის მნიშვნელოვანი იყო ინტეგრაციისთვის ქსენოფობიის საწინააღმდეგო
მაგალითის ჩვენება. ისევ ამ თემამ მიიყვანა შეჯიბრზე 5000-ზე მეტი მონაწილე. ყველა
კონკურსის ამ კუთხით ხსენება ძალიან შორს წაგვიყვანდა. და მაინც, ნება მიბოძეთ,
მიმოვიხილო 1992 წლის თემები:
საგულისხმოა, რომ კონკურსის თემები ანთროპოლოგიურ ყაიდაზე შეიცვალა:
ამიერიდან საკითხები კოლექტიური მეხსიერებისა და მეხსიერების მართვის
ისტორიული კულტურის განვითარების კუთხით შუქდება. სწრაფი ცვლილებების
დროს ტრადიციათა საკითხის გადაწყვეტა და ცალსახად წარსულით დაკავება,
როგორც ჩანს, ადამიანის თითქმის ანთროპოლოგიური მოთხოვნილებაა.

დასკვნა

ისტორიის კონკურსმა გერმანიის საზოგადოების წარსულსა და ისტორიასთან


ურთიერთობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა:
1. ყურადღება გამახვილდა თემებზე, რომლებიც მედიის, სასკოლო და
საისტორიო კვლევებში არ განიხილებოდა.
2. კონკურსმა ხელი შეუწყო კვლევის მეთოდებს (მაგ., ზეპირსიტყვიერი ისტორია,
ქუჩის გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც „კვლევაზე დაფუძნებული სწავლითა“ და
„ცხოვრების სამყაროზე ორიენტირებით“ განისაზღვრება.
3. როგორც საზოგადოების ისტორიის მოძრაობის ნაწილმა, კონკურსმა მხარი
დაუჭირა ადგილობრივი წარსულის პერსპექტივებს, რაც აკადემიურ საისტორიო
კვლევაში არ იყო გათვალისწინებული.
4. სოციალურ და მიკრო ისტორიას ახალი მნიშვნელობა მიენიჭა.
მან ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე მოსწავლეებზე, არამედ,
სასწავლო პროგრამებში შემავალ ამოცანათა ფორმულირებასა და განვითარებაზე.

კონკურსს საზოგადოების ისტორიის მოძრაობის ნაწილად არ ვაცხადებ, თუმცა იგი


დიდწილად დაემთხვა საზოგადოების ისტორიის შექმნის ისტორიას. ყოველ
შემთხვევაში, კონკურენცია, ისევე როგორც საზოგადოების ისტორიის მოძრაობა,
საზოგადოების ინტერესის ნაწილს წარმოადგენდა და პოლიტიკურ ტენდენციებსა და
პროგრესზე იყო დამოკიდებული. საზოგადოებას ორივე მათგანმა ისტორიის
კონფიდენციალობა მოუტანა და საერთო მიზანს მისდია: ადგილობრივი თუ კერძო,
მაინც საინტერესოა. ამ გაგებით, შემთხვევითი არ ყოფილა, მათი პროგრესის
მიმართულებით თანხვედრა. ეს ყოველივე საზოგადოების კითხვებსა და ახალ
ანთროპოლოგიურ ორიენტაციას მოჰყვა.
ვასრულებ აღმოჩენით, რომ გერმანიის სკოლებში უკვე არსებობს საზოგადოების
ისტორიის სწავლების გზა. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებაში
საზოგადოების ისტორიის ფართოდ მიღებისთვის. ისტორიის კონკურსი მხარს უჭერს
ისტორიული აზროვნებისა და პერსპექტივის გაგების ძირითად პრინციპებს და
საზოგადოების ისტორიის მიერ ნებისმიერი სახის თხრობის შემოთავაზების
პერსპექტივას.

გამოყენებული ლიტერატურა

Arndt, Melanie.Verunsicherung vor und nach derKatastrophe. Von der Anti-AKW-Bewegung zum
Engagement für die ‘Tschernobyl-Kinder’.Zeithistorische Forschungen/Studies in Contemporary
History 7, no. 2 (2010): 240–258.
Ashton, Paul and Hilda Kean. People and their Pasts. Public History Today. Houndmills,
Basingstoke: Palgrave Macmillan 2009.
Berger, Peter L. and Thomas Luckmann. The Social Construction of Reality: A Treatise in the
Sociology of Knowledge. Garden City, NY: Anchor Books, 1966.
Borries, Bodo von. German History. A Pupil’s Competition fort he Federal Presidents’s Prize.
Bonn: Inter Nationes, 1989.
Borries, Bodo von. Ein Übungsfeld für Selbsterprobung und Geschichtserkundung. Grundgedanke
und Wandlungen des Schülerwettbewerbs.In Geschichte,wie sie nicht im Schulbuch steht. Der
Schülerwettbewerb Deutsche Geschichte um den Preis des Bundespräsidenten, edited by Jörg
Calließ, 45–72. Rehburg-Loccum: Evange lische Akademie Loccum, 1991.
This content downloaded from 185.70.53.208 on Mon, 09 Nov 2020 15:48:15 UTC All use subject
to https://about.jstor.org/terms 120 Marco Zerwas Broszat, Martin. Soziale Motivation und
FührerBindung des Nationalsozialismus. Vierteljahrshefte für Zeitgeschichte 18, no. 4 (1970):
392–409.
Claus, Peter and John Marriot. History: An Introduction to Theory, Method and Practice. Harlow:
Pearson, 2012.
Elias, Norbert. The Civilizing Process, Vol.I. The History of Manners, reprint 1st ed. of 1939,
supplemented by a preface. Oxford: Blackwell, 1969.
Etzemüller, Thomas. Sozialgeschichte als politische Geschichte: Werner Conze und die
Neuorientierung der westdeutschen Geschichtswissenschaft nach 1945.München: Oldenbourg,
2011.
Frei, Alfred and Michael Wildt. Hirsebrei und Seifenblasen. Die Geschichtswerkstätten und ihre
Kritiker. L’80. Zeitschrif für Literatur und Politik 39 (1986): 64–72.
Frei, Norbert. Vergangenheitspolitik. Die Anfänge der Bundesrepublik und die NS-Vergangenheit.
2nd ed. München: Beck, 1997.
Grotrian, Etta. Geschichtswerkstätten und alternative Geschichtspraxis. In History Sells!
Angewandte Geschichte als Wissenschaft und Markt, edited by Wolfgang Hardtwig andAlexander
Schug, 243–253. Stuttgart: Franz-Steiner-Verlag, 2009.
Heinemann, GustavW. Die Freiheitsbewegungen in der deutschen Geschichte, Ansprache aus
Anlaß der Eröffnung der Erinnerungsstätte in Rastatt, Rastatt 26. Juni1974. In Allen Bürgern
verpflichtet. Reden des Bundespräsidenten 1969-1974, Reden und Schriften 1, edited by Gustav
W. Heinemann, 36–44. Frankfurt a.M.: Suhrkamp, 1975.
Heller, Wilfried, Hans Joachim Bürkner, and Hans Jürgen Hofmann. Migration, Segregation und
Integration von Aussiedlern – Ursachen, Zusammenhänge und Probleme. In Aspekte der
Zuwanderung, Akkulturation und emotionalen Bindung, edited by Hartmut Heller,79–108.
Erlangen: Verlag der Friedrich-Alexander-Universität, 2002.
Jordanova, Ludmilla Jane. History in Practise. London: Bloomsbury Academic, 2010.
Kelley, Robert. Public History: Its Origins, Nature, and Prospects. The Public Historian 1, no. 1
(1978): 16–28.
Körber-Stiftung. The eligibility requirements of the competition. Accessed March 18, 2016.
www.koerber-stiftung.de/fileadmin/user_upload/bildung/geschichtswettbewerb/
pdf/2016/Teilnahmebedingungen.pdf.
Leffler, Phyllis K. and Joseph Brent Public and A cademic History: APhilosophy and Paradigm.
Malabar, FL: Krieger.
Mommsen, Hans. Die Realisierung des Utopischen. Die ‘Endlösung der Judenfrage’ im Dritten
Reich. Geschichte und Gesellschaft 9, no. 3 (1983): 381–420.
NCPH website. Accessed March 18, 2016. ncph.org/what-is-public-history/ about-the-field/.
Niethammer, Lutz. Fragen – Antworten – Fragen. In “Wir kriegen jetzt andere Zeiten”. Auf der
Suche nach der Erfahrung des Volkes in nachfaschistischen Ländern, edited by Lutz Niethammer
and Alexander von Plato, 392–445. Berlin: Dietz, 1985.
Rauthe, Simone. Public History in den USA und der Bundesrepublik Deutschland. Freiburg:
Klartext, 2001.
Sayer, Faye. Public History. A practical guide. London: Bloomsbury, 2015.
Scardaville, Michael. Looking backward toward the future: an assessment of the public history
movement. The Public Historian 9, no. 4 (1987): 35–43.
Schmid, Josef and Dirk Wegner. Kurt A. Körber. Annäherungen an einen Stifter. Hamburg: Edition
Körber Stiftung, 2002.
Wolfrum,Edgar.GeschichtspolitikinderBundesrepublikDeutschland.DerWegzurbundesrepublikan
ischen Erinnerung1948–1990.Darmstadt:WissenschaftlicheBuchgesellschaft,1999.

You might also like