Professional Documents
Culture Documents
საოჯახო სამართალი
საოჯახო სამართალი
განქორწინება
ზოგადად რომ ვთქვათ სახელმწიფოც და ეკლესიაც ამას ებრძოდა, ეკლესიისთვის
ეს ანომალია იყო, მაგრამ ,რა თქმა უნდა, ზოგჯერ ოჯახის შენარჩუნება
შეუძლებელი ხდებოდა. ქრისტიანული რელიგიის თანახმად მეუღლის სიკვდილის
შემთხვევაშიც კი არ წყდება ქორწინება. თუმცა ძველ ქართულ საოჯახო
სამართალში განქორწინებას მაინც ვხვდებით და ამის სხვადასხვა მიზეზი
არსებობდა. შორეულ წარსულში კაცს ქალის უბრალოდ მოშორება (გამოგდება)
შეეძლო, მაგრამ მსგავსი რამ შემდეგ აღარ გვხვდება. 1. მიზეზად შეგვიძლია
ქრისტიანობის შეცვლა დავასახელოთ,რომელიმე მეუღლის მხრიდან,რის
შედეგადაც განქორწინების საკითხი დგებოდა ამის მაგალითს ვიღებთ ,,შუშანიკის
წამებიდან“ 2. მეორე მიზეზად შეგვიძლია მრუშუბა დავასახელოთ(ეს სხვადასხვა
ნაირად ვრცელდებოდა ქალზე და კაცზე) მაგ თუ კაცი უქმრო ქალთან მრუშობდა ეს
არ ხდებოდა განქორწინების საბაბი და ეს დაიშებოდა. რაც შეეხება ქალს, კაცს
მისი გამოჭერისას მისი მოკვლის სრული უფლებაც კი ჰქონდა ან ვირზე შესმის და
მშბლებთან გაგზავნის. 3. ცოლის ავადმყოფობა: თუ ცოლი ქორწინებამდე
დასნეულდა მასთან განქორწინება უმარტივესი იყო,მაგრამ თუ ქორწინების
პერიოდში მოხდა ეს, კაცს უნდა დაემტკიცებინდა,რომ ეს თავიდან მოშორების და
სიძულვილის გამო არ ხდებოდა და ასევე ნახევარ სისხლის ფასს უხდიდა ქალის
ოჯახს. 4. ასევე იყო ქორწინებამდე ქორწინება, მაგრამ თუ ქმარმა ქორწინებამდე
იცოდა ამის შესახებ ან თუ თავად არის ბავშვის მამა განქორწინება არ
მოხდებოდა. 5. შეიძლებოდა ყოფილიყო სოდომური ცოდვები (მამათმავლობა,
ცხოველთამვლობა) 6. მონაზვნად აღკვეცა. 7. მოკვლის მცდელობა.
8.სახელმწიფო ღალატი და ასევე 9. უშვილობა ქალის შემთხვევაში და იმპოტენცია
კაცის შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს,რომ ვახტანს მე_6 ის სამართალში განქორწინების
მიზეზები ბევრად უფრო შემცირებული იყო. ცოლის ტანჯვა და მისი შეურაწყოფაც
კი არ ხდებოდა განქორწინების მიზეზი ან უშვილობა. ძირითადი მიზეზი იყო
მრუშობა. ასევე შეიძლება განქორწინება მომხდარიყო თუ მოხდებოდა ქალის
გატაცება.