You are on page 1of 4

States and Their Foreign Services

Christian Lequesne
The Origins of the Foreign Service

მუდმივი დიპლომატიური სერვისის შექმნას ავტორების უმეტესობა გვიანი შუა


საუკუნეების ევროპას მიაწერს. თანამედროვე დიპლომატიური ადმინისტრაცია
მიიჩნევა დასავლურ ქმნილებად, რომელიც ახლა უნივერსალურია მსოფლიოში.
ინდოეთში ნერუს განცხადებების მიუხედავად, რომ სწორედ აქ შეიქმნა პირველი
დიპლომატიური ინსტიტუები, თანაც იმის მსგავსი როგორიც დღეს გვაქვს, ინდური
დიპლომატიური კორპუსიც 1947 წლის შემდეგ იქნება, ბრიტანული მთავრობისგან
დანატოვარი პროტო-ორგანიზაციის საფუძველზე.
მიუხედავად ბევრი განსხვავებული მოსაზრებისა, ისტორიკოსთა უმრავლესობა
თანხმდება, რომ საკონსულო აპარატი პირველად ევროპაში შეიქმნა, კერძოდ ძველ
საბერძეთში პროქსენის სახით, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოში უცხოეთიდან
ჩამოსულ ვაჭრების თუ სხვა პირების ადგილობრივ მთავრობასთან წარდგენას და
დაკავშირებას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, ხმელთაშუაზღვის ქალაქები
თანხმდებიან სავაჭრო კონსულების აპარატის შექმნაზე, რათა მათ დაეცვათ
უცხოელი ვაჭრები საზღვაო თუ სავაჭრო დავის დროს.
მაგრამ მე-15 საუკუნიდან სიტუაცია იცვლება იტალიური ქალაქებში, რადგან ისინი
ერთმანეთში გზავნიდნენ ელჩებს და მათი ფუნქცია არა ვაჭრების ან მოქალაქეების
უფლებების დაცვა და დავაში მათი დახმარება, არამედ უშუალოდ ქალაქის
მმართველის წარმომადგენლად ყოფნა იყო სხვა სუვერენ მმართველებთან. ამგვარი
მიდგომა გავრცელდა მთელ ევროპაში, მაგალითად ფრანცის I-მა პირველი მუდმივი
ელჩი გაგზავნა სტამბულში 1536 წელს.
სწორედ მე-16-მე-17 საუკუნეებიდან იწყება მუდმივი საელჩოების და საგარეო
საქმეთა ადმინისტრაციების შექმნა ევროპულ სახელმწიფოებში. 1589 წელს, ანრი II-
ის მეფობის დროს, საფრანგეთმა შექმნა სახელმწიფო მდივნის პირველი პოსტი
საგარეო ურთიერთობებში. და ეს თანამდებობა გახდა მუდმივი, მონარქის
პრეფერენციების მიუხედავად. დიდი ბრიტანეთში მსგავსი ოფისი შეიქმნა 1782
წლისთვის, აშშ-შ9 1789-ში (იმედია თარიღები საჭირო არ არის თუმცა who knows?)
ნელ-ნელა მსგავსი ინსტიტუტები ყალიბდება ჩინეთში, იაპონიასა და ოსმალეთის
იმპერიაში. ევროპაში კი დიპლომატიური საქმიანობის დახვეწა და სქემატიზება
მიმდინარეობს.
მეორე მსოფლიო ომმა, დეკოლონიზაციამ, სსრკ-ს დაშლამ დიპლომატიური
საქმიანობის მნიშვნელობაც გაზარდა და თუ მაგალითად, საფრანგეთს 1945
წლისთვის 47 საელჩო ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, 2017 წლისთვის მათი რიცხვი
163მდე გაიზარდა.
თუმცა 1960-იანი წლებიდან დაწყებული, დიპლომატიური ინსტიტუტი ასევე გახდა
დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებრივი დებატების ახალი საგანი.
პარლამენტებმა და პრესამ დაიწყეს უფრო ხშირი კითხვების დასმა მათი
ეფექტურობის, ღირებულებისა და მეთოდების სიზუსტესთან დაკავშირებით,
კერძოდ, მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ. და
დასავლეთის ქვეყნების მხრიდან კადრების შემცირების ტენდენციაც კი შეინიშნება ამ
სფეროში, თუმცა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ბრაზილია, თურქეთი
მუდმივად ზრდიან თავიანთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას მსოფლიოს
მასშტაბით.

ინსტიტუციური მოწყობა

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დღემდე არის ერთ-ერთი


ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე (მისი საქმიანობის
პრესტიჟულობიდან გამომდინარე), პრაქტიკულად სწორედ ეს სამინისტროებია
ყველაზე შეზღუდული მასში მომუშავე პირთა რაოდენობით. დროისა და ქვეყნის
მიხედვით კი განსხვავდება მინისტრის საქმიანობის სფეროები და ის შეიძლება
მოიცავდეს მხოლოდ საგარეო ურთიერთობებს, მაგალითად როგორც გერმანიაში, ან
იყოს საერთასორისო ვაჭრობის, განვითარების ფონდის ან სხვა სტრუქტურების
მუშაობის ხელმძღვანელიც.
საგარეო საქმეთა მინისტრები იშვიათად არიან დიპლომატიური ადმინისტრაციიდან.
ისინი უმეტესად წარმოადგენენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩართულები არიან
დიპლომატიური სისტემის მუშაობაში. მათ ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც
სხვადასხვა ქვეყანაში ვიცე-მინისტრები ან სახელმწიფო მდივნები ჰქვიათ.
ევროკავშირის წევრებ სახელმწიფოებში კი თითო მოადგილე გამოყოფილია
უშუალოდ ბრიუსელთან ურთიერთობისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - ეს არის
ცენტრალური ადმინისტრაცია საკურივ ქვეყანაში(სამინისტრო) და დიპლომატიური
წარმომადგენლობითი ორგანოები სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.
უშუალოდ სამინისტროში ძირითადად არის გეოგრაფიული და თემატური
დეპარტამენტები.
კულტურული კავშირებისთვის ხშირად იქმნება დამატებითი სააგენტოები,
მაგალითად გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც გერმანიის კულტურული
წარმომაგდენლობაა და იგი ენის კურსებით ფინანსდება. თუმცა ეკონომიკური
მიზეზის გარდა (ანუ ქვეყანა აღარ იხდის ამაში ფულს), ასეთი სააგენტოები
მნიშვნელოვანია პოლიტიკურადაც. მიჩნეულია, რომ ასეთი ინსტიტუტების გავლენა
საზოგადოებაზე იმაზე მეტიც შეიძლება იყოს ვიდრე უშუალოდ ელჩის ან
სამინისტროსი.
დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები საზღვარგარეთ
სამინისტროების ადმინისტრაციული გაშტოებებია. ეს არის აკრედიტირებული
ფორმა ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლობის ყოფნისა მეორე სახელმწიფოში.
შესაძლოა ეს იყოს ორმხირივი სამინისტრო (ეს გავიგე როგორც ორივე ქვეყანას რომ
ყავს ერთმანეთთან ელჩები), ან მუდმივი წარმომადგენლობის ყოლა (უფრო
საერთაშორისო ორგანიზაციებში) და მუდმივი მისია ან დელეგაცია (როცა წევრი არ
ხარ რომელიმე ორგანიზაციის მაგრაამ წარმომადგენლობა გყავს, eu nato
საქართველოში რა ფორმითაცაა)
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელია ელჩი, რომელიც სარგებლობს
მთელი რიგი პრივილეგიებით და იმუნიტეტით, რომელიც დგინდება 1961 წლის
ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. საელჩოს
ტერიტორიაც ხელშეუხებელია და მასში შეჭრა მიმღები სახელმწიფოს მხრიდან
ელჩის თანხმობის გარეშე, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
საკონსულო წარმომადგენლობას სამი ძირითადი მიზანი აქვს : თავისი მოქალაქეების
ინტერესების დაცვა; სავაჭრო, კულტურული, სამეცნიერო და ეკონომიკური
ურთიერთობების განვითარება; და ადმინისტრაციული და სამგზავრო
დოკუმენტების მიწოდება. ელჩისგან განსხვავებით კონსული არ ერევა პოლიტიკურ
ურთიერთობებში. საკონსულო იერარქია ასე გამოიყურება : გენერალური კონსული,
კონსული, ვიცეკონსული, საკონსულო აგენტი(ან საპატიო კონსული)
საკონსულოს თანამშრომლები სარგებლობენ 1963 წლის ვენის კონვენციით
საკონსულო ურთიერთობების შესახებ, გათვალისწინებული იმუნიტეტით.
დიპლომატიური წარმომადგენლობების სიმრავლე დამოკიდებულია სახელმწიფოს
მხრიდან არსებულ ინტერესზე. დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს ძირითადად
ბევრი წარმომადგენლობა ჰყავთ - ყველაზე ბევრი საელჩოებ ჰყავთ აშშ-ს, ჩინეთს,
საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს და რუსეთს. ამასთან შედარებით მაგალიატდ
მალტას, რომელსაც სულ ნახევარი მილიონი მოსახლე ჰყავს, 23 საელჩო აქვს
მსოფლიოს მასშტაბით. მცირე ქვეყნებიდან ხშირია რამდენიმე ქვეყანას ერთი და
იგივე წარმომადგენლობა ფარავდეს (სამხრეთ ამერიკაში საქართველოს ჰყავს ეგრე, აი
ლაცო რომ ამბობდა ხოლმე ოთხ ქვეყანაში ვიყავი ელჩი ერთადო )
საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი იშვიათად შეიძლებაიყოს მძიმე ტვირთი
სახელმწიფოსთვის, მაგრამ დემოკრატიულ სახელწმიფოებში დიპლომატიური
წარმომადგენლობის ბიუჯეტის შემცირების ტენდენცია მაინც შეინიშნება, ალბათ
იმიტომ, რომ ამ საქმინობის რაიმე გარკვეული კრიტერიუმით გაზომვა და შეფასება
რთულია და პარლამენტარები და პრესა მუდმივად აკონტროლებენ იმას, რომ
შეზღუდული იყოს ზედმეტი ხარჯები (წვეულებები და ვახშმები).
ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლებს იშვიათად ყავთ ხოლმე დამფინანსებლები
კერძო სექტორიდან.

დიპლომატიური კორპუსი
მე-17 საუკუნიდან მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობების შექმნამ
გამოიწვია ამ პროფესიის განვითარება ევროპაში, თუმცა თავდაპირველად
ძირითადად თავადაზნაურობიდან იკავებდნენ ამ თანამდებობებს. მხოლოდ მე-19
საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოდის სპეციალური გამოცდები
დიპლომატებისთვის. მაგალითდ საფრანგეთში პირველად ასეთი გამოცდა 1880 წელს
ჩატარდა.
დღეს დიპლომატთა აყვანა/დასაქმება სხვადასხვა პრაქტიკით ხდება. საფრანგეთში ამ
ადგილს იკავებს ეროვნული ადმინისტრაციული სკოლის (l’ENA) დამთავრების
შედეგად და Quai d’Orsay (იმათი საგარეო საქმეთა სამინისტრო-სსს) მხოლოდ ასე
მიგიღებს, ან უშუალოდ მინისტრის გამოცდებია, მაგრამ l’ena-ს ხალხის გარდა მაინც
ვერავინ აბარებს. იაპონიის გაიმუშოში (ესეც სსს) ბარდება ორი გამოცდა :
დიპლომატებისთვის და სხვა კონრეტული საქმიანობებისთვის. აშშ-ში 5
დეპარტამენტიდან ერთ ირჩევ და იქ აბარებ.
გამოცდის შემდეგ პრაქტიკა განსხვავებულია. ზოგ სახელმწიფოში გადიან 1.5-2
წლიან კურსს სანამ მისიაში წავლენ სხვა სახელმწიფოში, ზოგჯერ პირდაპირ მიდიან.
მაგალითდ ბრაზილიას აქვს რიო ბრანკოს აკადემია, სადაც დიპლომატები გადიან
ტრენინგებს.
ზოგგან პრაქტიკის ნაწილია დიპლომატების დანიშვნა დროებით მთავრობის მიერ,
რაშიც კარიერული დიპლომატტები პრობლემას ხედავენ. აი მაგალითად ა.შ.შ-ს ელჩი
სფრანგეთსა და მონაკოში იყო ჯეინ დ.ჰარტლი, რომლისვისაც ეს პოსტი იყო
ერთგვარი პატივისცემა ობამას მხრიდან, რადგან ადმინისტრაციას 600000 დოლარი
შეწირა. საფრანგეთი ამ მხირვ უფრო კონსერვატულია და უფრო მეტად გადაყოლილი
ამ დიპლოამტიურ ეტიკეტებს და ამბებს და ამიტომ ძალიან დიდი იშვიათობაა
არადიპლოამტი იყოს დიპოამტიური საქმინობის შემსრულებელი.

You might also like