You are on page 1of 5

ახლო აღმოსავლეთის მიმარტ გარკვეული რწმენა-წარმოდგენები აქვს თითოეულ

ჩვენგანს. უახლოეს წარსულამდე, ახლო არმოსავლეთში დიპლომატიური მუშაობა


ითველბოდა განსაკუთრებულ გამოწვევად და ვინც იქ მუშაობდა განსაკუთრებით
რთულ მდგომარეობაშ მყოფადაც მიიჩნეობა ხოლმე. ცოდნაც ნაკლები იყო რეგიონზე
და დამოკიდებულებებიც ორინეტალისტური, ან გნებავთ სტერეოტიპული.
თუმცა ეკონომიკური ინტერესები რეგიონის მიმართ მზარდი იყო ქ არსებული
რესურსების გამო და ამრიგად რეგიონზე მუშაობამაც უფრო ფართო სახე მიიღო. და
დასავლეთმაც რაღაც დოზით ისწავლა, რომ კულტურული ასე ვთქვათ „შეცდომა“
ახლო არმოსავლეთში მუშაობისას, არა ყოველთვის თუმცა შეიძლება პოლიტიკური
ფასის მქონე იყოს, ან სტერეოტიპული და ორიენტალისტური დამოკიდებულებებით
ჩასვლა რეგიონში საპასუხოდ უკამყოფილებას და აგრესიას თუ მიიღებს მხოლოდ და
ამაში ვინმეს გამტყუნება გაგვიჭირდება, რადგან მათი კულტურის შეურაცხყოფა არც
ერთი ერისთვის არ არის სასიამოვნო და ეს ბუნებრივია.
საიდან მოდის ჩვენში ეს სტერეოტიპები, მიუხედავად იმისა, რომ ტაობებიიცვლება,
ახლო აღმოსავლეთზე ცოდნაც გროვდება და ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ.
და ლექციის ოფიცილუარი ნაწილი მინდა დავიწყო ყველასთვის კარგად ნაცნობი
სიმღერით, შეიძლება ვინმესტის საყვარელი ანიმაციითაც კი. მე მაგალითად ძალიან
მიყვარს, თუმცა კონრეტული დეტალები სემაშფოთებელიც კია და ამას მხოლოდ
ცოტა ხნის წინ მივხვდი. ტექსტს თუ დააკვირდებით კარგი იქნება.
ალადინის ვიდეო.
ისედაც საკმაოდ გაუგებარ ანმაციაში, რომელიც წესით არაბული ღამეების სიმრერით
იწყება და შემდეგ პერსონაჟთა ჩაცმულობა და არქიტექტურაც კი უფრო შორეულ
აღმოსავლეთს, ინდოეთს ჰგავს, ვხვდებით ტიპურ სტერეტიპებს, რაც დავასალურ
საზოგადოებებს გააჩნიათ ახლო აღმოსავლეთის მიმართ.
დავიწყოთ გეოგრაფიით - შორს მყოფი მიწა, სადაც აქლემთა ქარავენები გვხვდება,
ქაოსურია, მუდმივად ქვიშიანია. მისტიურია, ტრანსშიც კი გაგდებს.
მოდით ავიწყოთ ამ სტერეოტიპის დანგრევით. ჩვენთვის მთელი აღმოსავლეტი ან
რუბ ელ-ჰალის უდაბნოს მსგავს ლანდშაფთ უდრის, ან საჰარასნაირს, მაშინ, როცა
რეგიონის შემადგენლობაში შედის ირანი და თურქეთიც მაგალითაც, და ესეც ახლო
აღმოსავლეთია და ესეც \(ფოტო ირანის და თურქეთის), ისევე როგორც ყველა სხვა
რეგიონი, ახლო აღმოსავლეთიც საკმაოდ მრავალფეროვანია და კონტრასტებს აქაც
ვხვდებით. თუმცა ჩვენი წარმოდგენები უსაფუძვლო სულაც არ არის და მართლაც,
არაბულ სახელმწიფოებში განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით მსგავს უდაბნოებს.
ეს მაგალითად რუბ ელ ჰალია.
მაგრამ გეოგრაფიული მახასიათებლების გარდა ბევრსთვის საყვარელი
მულტფილმის გახსნითი სიმღერა მოიცავს ტექსტს, რომ თუ ვინმეს სახეზე არ
მოეწონები ყურს მოგაჭრიანო...
მართლაც, უმეტესი სტერეოტიპი, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მიმართ არსებობს
საზოგადოებაში სწორედ ხალხს ეხება.
ეს ნამდვილად ცნობიერების ბრალია. რომ დასერჩოთ, აი ძალიან მარტივად გუგლში
ჩაწეროთ ახლო აღმოსავლეთის, ან არაბი მოსახლეობა, სულ სამი ვარიანტი არსებობს,
როგორი შინაარსის ფოტოსაც იხილავთ - ბედუინების ოჯახი (ანუ ე.წ. ბარბაროსები,
რმლებიც მომთაბარეობენ, საქონელს უვლიან და თურმე ჩარჩნენ საუკუნეების
წინანდელ წესწყობილებაში), მეორე ვარიანტია საოცრად მდიდარი არაბი, თავისი
ბოლოს შემდეგი გამოშვების მანქანითურთ, ან ნიკაბიანი თუ ბურკიანი ქალი.
საკმაოდ შორს წასვლა, უფრო სფეციფიკურად მოძებნა მოგიწევთ თუ რეალური
სურათის დანახვას შეეცდებით.
თუმცა დღეს მინდა რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და მგონია
ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე სტერეოტიპზე ვისაუბრო.
დავიწყოთ ისლამის მიმართ არსებული დამოკიდებულებით. პირველ რიგში
ვიტყოდი იმას, რომ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერი მცხოვრები აპრიორი
მუსლიმად მიიჩნევა ხოლმე, მაშინც, როდესაც ეს რეგიონი სამი მონოთეისტური
რელიგიის წარმოშობის ადგილია, და დღემდე იუდაიზმი და ქრისტიანობა
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რეგიონში. ადგილობრივი ქრისტიანები არიან
მაგალითად კოპტები, მარონიტები და ასე შემდეგ. ლიბანში მაგალითად
პრეზიდენტი აუცილებლად მარონიტი ქრისტიანი იუნდა იყოს რადგან
ხელისუფლების შტოები სწორედ რელიგიის მიხედვით არის გაყოფილი და ასე
შემდეგ. როგორც ჩემს მიერ ამ წამს თქმული წინადადებიდანაც ჩანს, რელიგიას
რეგიონში უდიდესი როლი უჭირავს. ამიტომ ისლამის მიმართ არსებული
სტერეოტიპებიც მრავლადაა. ხშირად შორიდან ისლამი ჰგავს ძალადობის რელიგია,
რადგან მუსლიმურ მოძრაოაბზე ან 11 სექტემბერი გვახსენდება, ან ალ-კაიდა, ან
რაიმე მსგავსი მოვლენა. თუმცა ისლამი ტერმინშივე მშვიდობას „სალამ“-ს
მოიაზრებს, ამიტომ ტერორისტსა და მუსლიმს შორის ტოლობის ნიშნის დასმა
არასწორია.
რეალურად, ყურანის მიხედვით მულიმს არ აქვს უფლება ადამიანის მოკვლის,
მეტიც, ერთი ადამანის მკვლელობა უტოლდება მთელი კაცობრიობის მკვლელობას.
ამიტომ, საკუთრივ რელიგია არაძალადობრივი, პირიქით, მშვიდობის რელიგიაა.
ისლამში იკრძალება ტერორი, მით უმეტეს ბრძოლა იმის წინააღმდეგ, ვინც შენც არ
გებრძვის. და ჯიჰადისტის ხსენებაზე ალ-ბაღდადის, ისლამური რესპუბლიკა კი არ
უნდა გვახსენდებოდეს და ამ ტერმინის ის ინტერპრეტაცია, რომელიც ტერორიზმს
უკავშირდება, არამედ ის რომ ჯიჰადი პირველ რიგში სულიერი ბრძოლაა. ჯიჰადი
საღვთო ომია, თუმცა ორი სახის არსებობს. სულიერი ანუ დიდი ჯიჰადი, და მცირე
ანუ ფიზიკური ჯიჰადი. რელიგიის მიხედვით, მცირე ჯიჰადში მონაწილეობა არ
შეუძლია იმას, ვისაც გავლილი არ აქვს სულიერი, დიდი ჯიჰადი. და ფიზიკური
ბრძოლაც მიმართული უნდა იყოს იმის წინააღმდეგ, ვინც გიტევს, ანუ არსებითად
ჯიჰადი თავდაცვითი ომია. რომლიდ მსხვერპლიც არ შეიძლება გახდეს ბავშვი,
ქალი, ავადმყოფი, შეუიარაღებელი. ანუ მაგალითად, ის რომ 79 წლიდან ავღანელები
ებრძონდნენ საბჭოთა კავშირს, რადგან სსრკ იყო თავდამსხმელი, ეს ჯიჰადია, მაგრამ
ნებისმიერი ტერორისტული აქტი, ტყუპების აფეტქება მაგალითად 11 სექტემბერს არ
წარმოადგენს ჯიჰადს, რადგან იმ შენობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ
ებრძვიან ისლამს. და საერთოდ ისლამის სახელით წარმოდგენა ბინ ლადენის
არასწორია, ვინაიდან იგი მოკვეთილი იყო ისლამიდან.
თუმცა სტერეოტიპი და შეხედულება, სულაც არ ჩნდება ხოლმე ჰაერიდან.
ტერორისტული ორგანიზაციები და მათ შორის თავად ბინლადენიც იმით
ამართლდებდა საკუთარ ქმედებებს, რომ თუნდაც იმ ტყუპებში იყო ხალხი, ვინც
ემხრობა ან მუშაობს იმისთვის, ვინც ავიწროვებს ისლამს, ისლამის დიდებას უშლის
ხელს და ასე შემდეგ. ასეთი ნარატივი უფრო ვრცელდება ხოლმე და ჯიჰადისტად იმ
ხალხს მივიჩნევთ, ვინც აკ-47-ით დარბის მაგალითად, და არა იმას, ვინც სულიერი
ჭეშმარიტების მიღწევას ცდილობს.
ასეთი განსხვავებები საკუთრივ მუსლიმ ხალხში კი ყურანის სხვადასხვა
წაკითხვითაა გამოწვეული. მე-20 საუკუნემდე ყურანის დადგენილი, გახმოვნებული
ტექსტი არ არსებობდა, არაბული არის ენა, სადაც ხმოვნები არ იწერება და ერთი
ხმოვნის შეცვლას მთელი შნაარსის შეცვლაც შეუძლია, ამიტომ ყურანის წაკითხვის
სხვადასხვა სკოლებიც არსბეობდა და დღემდე არსებობს, და მით უმეტეს სანამ ეს
წესები დადგინდებოდა და სისტემიზირდებოდა ხმოვანთა დაწერა, (დღეს ყურანი
სრულად გახმოვნებული ტექსტია), ბუნებრივია, რომ ეს სხვადასხვ აგაგება
არსებობდა და დღემდე შემორჩა.
ანუ შიგნითვე არის დაყოფა და აზრთა სხვადასხვაობა, უბრალოდ სტერეოტიპულად
მხოლოდ ერთი, ტერორისტული მხარე ჩანს, რომელიც ისლამის რეალური ნაწილი
სულაც არ არის.
მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მინდა ვისაუბრო არიან ქალები, ახლო
აღმოსავლეთში. პირველ რიგში დავიწყებ ჩაცმულობით, რაც მეც ასე მგონია და
კვლევებიც ადასტურებს, რომ ყველაზე ნაკლებ პრობლემად მიაჩნიათ თავად ირანელ
თუ მაგალითად არაბ ქალებს. ჩვენი მხრიდან ბურკა ნიკაბი, თუ ჰიჯაბი მაშინვე
ძალადობად გვეჩვენბა, როცა ეს უმეტესად არჩევანია, და მაგალიტად მოვიყვან
დეტროიდ ნიუსის კვლევას, რაც თვისებრივი კვლევაა, და სხვდასხვა შტატში
მცხოვრებ მუსლიმ ქალებს ეხებათ, ძირიტადად ახალგაზრდებს, აი დაახლოებიტ
ჩვენ ტოლებს. და ამის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, თავსაბურავი არის არჩევანი,
მიუხედვად იმისა, რომ ისინი ამერიკაში დაბადებულნი არიან და ზოგიერთის დედა,
ან უფროსი დაც კი არ არის შემოსილი. ისევერე როგორც ჰიჯაბის მოხსნა, მისი
გაკეთებაც შეიძლე აიყოს არჩევანი.
ბევრს ალბათ ირანი ან საუდი გაახსენდება, ,სადაც ნაკლებად არსბობს არჩევანი.
ირანზე გავაკეთებდი აქცენტს, სადაც მართალია გვაქვს ისეტი ე.წ გლოუაპი
როგორსაც ფოტოზე ხედავთ, მაგრამ ეს არ არის ერთიანი სურათი.ტანამედროვე
ირანში უფრო ფერად სამოსზეც გადადიან ქალები, და არიან აქტივისტები,
მაგალიტად, შირინ ედაბი- ძალიან ცნობილი ირანელი ფემინისტია, რომელიც
დაკავებასაც არ ერიდებოდა, თუმცა დადიოდა იმ სამოსით, რაც სურდა. ირანში
ქალებს მანქაის მართვის, განათლების და ასე შემდეგ უფება აქვთ და 82 % ქალებისა
ირებს უმაღლეს განათლებას. ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ვქყნების 2/3 -ში
ქალები უფრო მეტნი სწავლობენ უნივერსიტეტში ვიდრე მამაკაცები. მგრმ ეს მიანც
არ ცვლის იმას, რომ საუდიში ქალებს მანქანის მარტო მარტვის უფლება სულ
რამდენიმე წლის წინ მისცეს. მაგრამ ის რაღაც კანონები, რომლებიც ქალების მიმართ
არსებობს ან ძალადობრივია, ისლამის სედეგი გვგონია ხოლმე და აი სწორედ აქ არის
პრობლემა. არსებული წესები, მოდის ისლამამდელი საზოგადოებიდან, იმ თემების
თუ ტომების ცვეულებბეიდან რაც კონკრეუტლ ტერიტორიებზე სახლობდნენ და არა
ისლამისგან. რადგან სწორედ ისლამი იყო რელიგია, რომელმაც მოახერხა ქალების
ემანსიპირება და საზოგადო ცხოვრებაშ ჩართვა, ისლამური ფემინიზმი ჯერ კიდევ
მე-7 საუკუნეში იწყება, როცა ქალებს ეძლევათ განქორწინების, ან მემკვიდრეობის
მიღების უფლება. ეს იმ პერიოდის ევროპისთვისაც წამორუდგენელი იყო. დღეს,
რასაც დიდი პრობლემად მივიჩნევთ, თითქოს არის ბურკა, ან წესები, რომლებიც
ისლამიდან მომდინარეობს, ორივე სტერეოტიპია, ორივე არასწორი. ირანში ოჯახის
მმართველი ისტორიულადაც ქალია, ოჯახს ის უძღვება დღესაც და სახლის შიგნით
მიმდინარე ცხოვრება ნაკლებადაა შეცვლილი. ვერ ვიტყვი რომ აიათოლა ხომეინის
მოსვლამ საზოგადოების ცვლილება არ გამოიწვია და იგივე პერსეპოლისი, რომლიც
ალბათ ყველას გაქვთ ნანახი არ არის სწორი, ან რეალური, მაგრამ არ არსბეობს არც
ისეთი სიშავე, როგორიც წარმოგვდგება და მეორეს მხრივ არც ყველაფერი ნათელ
ფერებშია და ახლო არმოსავლეთში მცხოვრები ქალები იბრძვიან თავისი
უფლებებისთვის. ზოგი ასე, ზოგიც კი ასე.

ზუსტად იმიტომ, რომ სპეციფიკური რეგიონია, საინტერესოა დიპლომატიურ


კონტექსტში როგორ ვლინდება ეს სხვაობები თუ დამოკიდებულება. რადგან
საბოლოოდ სწორედ განათლების ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ შეიძლება
გაუაზრებლად, მაგრამ მაინც, მომავალ პარტნიორ ქვეყანას, ისლამურ ქვეყანას, ღვინო
გაუგზავნო საჩუქრად, ან ღორის ხორცი, ან ხანჯალი.
ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ სტერეოტიპების შემდეგ მესაუბრა აღმოსავლურ
ეტიკეტზე.

საქმე იმაშია, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა და განსაკუთრებით არაბები


იშვიათად წარმოდგვიდგება ხოლმე ჩვეულებრივ ხალხად, ვიღაცად ვინც ავტობუსის
მძღოლია, ან ძილის წინ ბავშვს იავნასას უმღერის, ჩვეულებრივ სახლში (რომელიც
არც ბედუინის კარავია და არც შეიხის სასახლე) ზის და საჭმელს აკეთებს, რავიცი
მოკლედ ისევე ცხოვრობს როორც ჩვენ ყველანი. და თქვენთვისაც კითხვის დასმის
მთავარი მიზანი ეს იყო. არავის ან ყოველ შემთხვევაში უფრო მცირე რაოდენობას
თქვენგან წარმოუდგება თვალწინ მდიდარი არაბი ჯილბაბით ან გალაბეათი, ან
წვერიანი რადიკალი ak-47-ით ხელში, რომელიც ბავშვებს თავებს დააჭრის.
სტერეოტიპებს ხშირად აქვთ არსებობის საფუძველი, ყველაფერი არც ისე შავადაა
როგორც წარმოგვიდგენია, თუმცა კონკრეტული არც სტერეოტიპები გაჩენილი
უმიზეზოდ. ამაზე გზა და გზა გავამახვილებ ყურადღებას.

You might also like