You are on page 1of 3

რელიგიური ექსისტენციალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლავთ

მარტინ ბუბერი. შეიძლება ითქვას, რომ მან სრულიად ახალი მიმართულება მისცა
რელიგიურ აზროვნებას. კერძოდ, მან დიალოგური ანთროპოლოგიის ყველაზე
სრულყოფილი ფორმა შემოგვთავაზა. ამის საფუძველზე საგულისხმოა ის რეცეფცია და
დიდი გავლენები, რომლებიც ბუბერის შემოქმედებამ გამოიწვია. გაბრიელ მარსელის,
ნიკოლაი ბერდიაევის და სხვების შემოქმედება ამის ნათელი მაგალითია.

დიალოგურ ანთროპოლოგიას დიდი ისტორია გააჩნია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში
შეგვიძლია ვიპოვოთ მაგალითები, რომელბიც ამ ფილოსოფიური კონცეფციის
პრეფიგურაციად შეიძლება ჩაითვალოს. საინტერესო გაშლა მან ასევე მოგვიანებით, ნეტარი
ავგუსტინეს ქრისტიანულ ფილოსოფიაშიც იპოვა. მოგვიანებით, ახალ დროში კი ის
სრულიად სხვა მუხტით განვითარდა პასკალთან, იაკობისთან და სხვებთან.

მარტინ ბუბერი ადამიანის არსის დახასიათებისას სწორედ

ბუბერი, თავისი დიალოგური ანთროპოლოგიის ფონზე სახავს თავის მოძღვრებას


რელიგიური გრძნობების ნამდვილი გამოვლენის შესახებ. საინტერესოა, რომ ის, ზოგ
ადგილზე, ეყრდნობა ბლეზ პასკალის ნააზრევს და მოიხმობს მის თხზულებას „ცეცხლი“,
რომელიც, ბუბერის სიტყვისამებრ, ავტორმა ექსტაზის მდგომარეობის განცდის შემდგომ
დაწერა. ბუბერის მსჯელობებში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ადამიანის მიერ ღმერთის
აღქმის დიფერენცირება, კერძოდ, განსხვავება „აბრაამის ღმერთსა“ და „ფილოსოფოსების
ღმერთს“ შორის. ბიბლიური ტრადიცია, როგორც აღინიშნა, ბუბერთან განსაკუთრებულ
როლს თამაშობს. სწორედ ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით ავითარებს ბუბერიც პასკალის
დებულებას: „აბრაამის ღმერთი“, უპირველესად, სიყვარულის ობიექტია! ამისგან
განსხვავებით, „ფილოსოფოსთა ღმერთი“ წარმოადგენს იდეას, რომელიც შემეცნების საგანია.
ამგვარი დამოკიდებულების გადალახვისთვის ის რადიკალურ განდგომას მოითხოვს
ღმერთის „სისტემატიზებისგან“, თვით იმ დონეზეც კი, რომ იდეისგან თავისუფალი
ყოფიერების, რომელიც ფილოსოფოსობის საგანია, ათავისუფლებას მოითხოვს. ამის
საპირწონედ ის ასკვნის, რომ აბსოლუტის იდეა უნდა მოიხსნას იქ, სადაც აბსოლუტი
მყოფობს, იქ, სადაც ის უყვართ, იქ, სადაც ის აბსოლუტია და ფილოსოფოსობის საგანია, და
არა ღმერთი1.

შემდეგ საინტერესო მომენტს კანტის გვიანდელი ფილოსოფია წარმოადგენს (კანტის ბოლო,


დაუსრულებელი ნაშრომის ჩანაწერებში, რომელშიც ის თავისი ცხოვრების ბოლო შვიდ წელს
ასახავს). კანტის ტრანსცენდენტალური ფილოსოფია აქ ღმერთის საკითხით იქცევს
ყურადღებას. ბუბერის აზრით, კანტი ახლოს მივიდა რწმენის სინამდვილის გაცხადებასთან.
„ღმერთზე ფიქრის“ რწმენასთან გაიგივების შემდგომ, რომელიც ღმერთს მარტოოდენ შინაგან
პრაქტიკულ რეალობას ანიჭებს, რწმენის, როგორც პიროვნების რწმენის წარმოსაცენად ამ
ჩანაწერებში, მასთან ვხვდებით განსხვავებას „ღმერთზე ფიქრსა“ და „ღმერთის რწმენას“

1
ბუბერი სიყვარული 368-369.
შორის, რომელთაგან მეორე უკვე გვევლინება ცოცხალ ღმერთთან პიროვნული
ურთიერთობის გამოხატულების მონახაზად. რწმენა, რომელიც მორალური არჩევანის
გამოხატულებაცაა, არის შეხვედრა პიროვნებასთან, რამდენადაც რწმენა სცდება ღმერთზე
ფიქრს და გვევლინება ცოცხალი, ნამდვილი პიროვნებისადმი რწმენად; თუმცა კი, აქ,
ბუბერის აზრით, მიუხედავად კანტის შეხედულებების გარკვეულწილად საიმედო
ხასიათისა, იქმნება დაპირისპირება, რამდენადაც თავად პიროვნების „ნამდვილობა“ ეჭვქვეშ
დგება. ცხადია, აქ არ არის არც პასკალისეული ღმერთის სიყვარულის გაგება.

ბუბერისთვის ასევე საინტერესოა კანტიანელი მოაზროვნის, ჰერმან კოჰენის შეხედულებები.


ადრეულ ეტაპზე კოჰენმა კიდევ ერთი სახლი ააგო „ფილოსოფოსთა ღმერთისთვის“,
რამდენადაც მოახდინა კანტიანური დებულებების გაშლა. მისთვის ღმერთი არ არის
პიროვნება, არამედ „იდეათა იდეა“, რომელიც, კანტის გავლენით, მორალურობის საფუძველს
წარმოადგენს. თუმცა კი, ბუბერი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით კოჰენთან გარკვეულ
ცვლილებებს ვხვდებით რწმენის ფილოსოფიური გააზრების საქმეში. კერძოდ, მასთან წინ
მოდის ღმერთის სიყვარულის იდეა, რომელიც მორალურ წანამძღვრებს ეფუძნება.
კოჰენისთვის ღმერთი სიყვარულის ობიექტია იმდენად, რამდენადაც ის „ადამიანთა მამად“
მოიაზრება. აქ იკითხება სწორედ ღმერთისადმი (ან რელიგიისადმი) სიყვარულის
დამოკიდებულება, რომელიც განპირობებულია ადამიანებისადმი დამოკიდებულებით.
ადამიანის სიყვარული აქ ღმერთის სიყვარულის საფუძვლად გვევლინება. ამასთანავე, უნდა
აღინიშნოს, რომ ღმერთისადმი სიყვარულის ამგვარი ფორმა გამორიცხავს მის შემეცნების
ობიექტად ქცევას. კოჰენის ამ პერიოდის შრომებში, ბუბერის აზრით, სიყვარული
გადაფარავს შემეცნების აქტს. ღმერთის, როგორც მამის სახე აღძრავს სიყვარულს, რომელიც
ყოველ წინა კატეგორიას შთანთქავს2. ამასთანავე, ბუბერის აზრით, მცდარია კოჰენს
მივაწეროთ ღმერთის, როგორც მხოლოდ იდეის სიყვარული. ზოგადად, იდეის სიყვარული
შესაძლებელია (ამას მრავალმხრივი მაგალითი შეიძლება მოეძებნოს). თუმცა, ბუბერი ხაზს
უსვამს, რომ, მაგალითად, მშვენიერების, სიკეთის იდეის სიყვარული და ღმერთის
სიყვარული სხვაობს ერთმანეთისგან. შეუძლებელია ღმერთის სიყვარული, როგორც
მხოლოდ იდეისა3. ამგვარი გაგების ძიებას ბუბერი კოჰენთანაც განაგრძობს.

თავის მსჯელობებს ბუბერი ღმერთის პიროვნულობაზე აფუძნებს. ცხადია, იდეის


სიყვარული შესაძლებელია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამგვარი სიყვარული იდეალურობას
გულისხმობს იმისა, რისი იდეაცაა მოაზრებული. ამასთანავე, ეს გვიბიძგებს იქითკენ, რომ
სიყვარულის ობიექტი არ შემოვსაზღვროთ იდეით - იდეა მხოლოდ შემადგენელია
სიყვარულის ობიექტისა. ამასთანავე, ღმერთის სიყვარული ორმხრივობასაც გულისხმობს
საკუთარ თავში, რაც მის პიროვნულობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ორმხრივობა
თავად იდეის შინაარსშია ჩაფესვილი: ღმერთი არის ადამიანთა მფარველი მამა, რომელიც
მათდამი სიყვარულითაა განმსჭვალული. იდეა გულისხმობს ობიექტს, შესაბამისად,
2
სიყ. 372-373

3
სიყ. 374
ადამიანები უყვარს არა ღმერთის იდეას, არამედ თავად ღმერთს, რომელიც პიროვნებაა და
როგორც პიროვნება, სიყვარულითაა დაკავშირებული სხვა პიროვნებასთან - ადამიანთან.
ბუბერის ამოსავალი დებულება აქ ღმერთის პიროვნულობის აბსოლუტური ხასიათია და,
მიუხედავად კოჰენის მიერ ღმერთის იდეის სიყვარულის ხაზგასმისა, აქ, ბუბერის აზრით,
ფილოსოფია თავის სისტემებში ღმერთის ფილოსოფიური დაფუძნებისას sein-ის მეშვეობით
და dasein-ზე უარის თქმით ვერსად წაუვა იმ ხიდს ყოფიერებათა შორის, რომელიც
უმაღლესს, ზეციურს მიწიერთან აკავშირებს4.

ბუბერი ბიბლიურ პასაჟს ეყრდნობა - ღმერთი ეუბნება მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ (გამ.
3.14). ებრაელი მოაზროვნის აზრით, აქ აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთის ამ
ფორმულირებაში არა მხოლოდ უმაღლესი ყოფნა, არამედ, მიმართვის ობიექტის წინაშე
წარდგომა იგულისხმება. ეს აწმყოში ურთიერთობას გულისხმობს. ბუბერის აზრით,
სიყვარული, თუნდაც იდეისა, აუცილებლად გულისხმობს თავად სიყვარულის ობიექტს.
ამგვარად, სიყვარული გვევლინება პიროვნებათა შორის მიმართებად, რომელიც არ თავსდება
რაციონალურ სისტემებში. ის აწმყოში მიმდინარე პროცესია და მისი მთავარი ნიშანი dasein-
ია, როგორც პიროვნებათა ურთიერთდასწრების კატეგორია. ბუბერისთვის თავად ღმერთის
იდეის სიყვარული თავისთავად, შესაძლოა შეფარულად გულისხმობს პიროვნება ღმერთს.

მარტინ ბუბერისთვის ადამიანის რელიგიური მიმართება, თავისი სწორი ფორმით,


პიროვნულობაში ხორციელდება. ეს პიროვნულობა ადამიანის ყოფიერების მთლიანობაა და
რწმენაც, ბუბერის აზრით, ხორციელდება სწორედ ამ მთლიანობის მეშვეობით.

4
სიყ. 376

You might also like