You are on page 1of 131

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა

ცოდნის გზა

ნაწილი 1
1960 წლის ზაფხულს, ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტის სტუდენტობის ჟამს რამდენიმეჯერ
მომიწია მოგზაურიბა სამხრეთ-დასავლეთით, ზოგიერთი იმ სამკურნალო მცენარის შესახებ
ცნობების შეაგროვებლად, რომელთაც იქაური ინდიელები იყენებდნენ. აქ მოთხრობილი
ამბები ერთ-ერთი იმ მოგზაურობის დროს იღებენ სათავეს. გრეიხუნდისაკენ მიმავალ
ავრობუსს ველოდებოდი ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში და ამხანაგთან, ჩემს გიდსა და
დამხმარესთან ერთად ვსაუბრობლდი. უეცრად ის ჩემკენ დაიხარა და ჩამჩურჩულა, რომ
ფანჯარასთან მჯდომმა კაცმა - ჯაღარა ხნიერმა ინდიელმა - ბევრი რამ იცოდა მცენარეების , და
განსაკუთრებით, პეიოტის შესახებ. მე, რა თქმა უნდა, ვთხოვე წარედგინა ჩემი თავი ამ
კაცისათვის.

ამხანაგი შორიდან მიესალმა ინდიელს, მერე მივიდა და ხელი ჩამოართვა. ხანმოკლე საუბრის
შემდეგ ხელით მანიშნა მივსულიყავი, მაგრამ არ უზრუნვია ჩვენს გაცნობაზე ისე გაგვეცალა.
მოხუცი სულაც არ ჩანდა დაბნეული. მე თავი წარვუდგინე, მან კი მიპასუხა, რომ მას სახელად
ხუანი ერქვა და იგი მზად იყო ჩემი სამსახურისთვის. ამასთან მან მიმართვის ესპანური
თავაზიანი ფორმით ისარგებლა. ჩემი ინიციატივით ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და სიჩუმე
ჩამოვარდა. დუმილს არ ახლდა დაჭიმულობა, უბრალოდ ორივე ბუნებრივად და დაუძაბავად
ვიცავდით სიჩუმეს. მის მუქ სახეს და კისერს ნაოჭები ფარავდა, რაც აშკარად სიმხნევის ნიშანი
იყო, მაგრამ უმალ გამაოცა მისი სხეულის სიჭარმაგემ და დაკუნთულობამ.

მერე ვუთხარი, რომ სამკურნალო მცენარეები მაინტერესებდა. მართალი რომ ვთქვა, მე


თითქმის არაფერი ვიცოდი პეიოტის შესახებ, მაგრამ თავი დიდ მცოდნენ მომქონდა, და მეტიც ,
გადაკვრით ვანიშნე რომ ჩემთან საუბარი მისთვის ძალზე სასარგებლო იქნებოდა. სანამ
ამგვარად ვყბედობდი, მან ნელნელა გააქნია თავი და შემომხედა, ისე რომ არაფერი უთქვამს.
მის მზერას თვალი ვერ გავუსწორე და ჩვენ დავასრულეთ იმით, რომ ერთი მეორის პირდაპირ
სამარისებულ სიჩუმეში ვიდექით. ბოლოს, როგორც მომეჩვენა, უსასრულოდ გრძელი პაუზის
შემდეგ დონ ხუანი წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. გამოჩნდა მისი ავტობუსი; ის
გამომემშვიდობა და სადგურის შენობიდან გავიდა.

გული მომივიდა საკუთარ თავზე, ამდენი სისულელე რომ ვილაპარაკე. და ეს მაშინ, როცა მისი
არაჩვეულებრივი თვალები გამჭოლ მხედავდნენ. დაბრუნებულმა ამხანაგმა სცადა ჩემი
წარუმატებლობის გამართლება. მოხუცი, მიხსნიდა იგი, ხშირად იყო სიტყვაძუნწი და
გულჩათხრობილი, მაგრამ ამ პირველი შეხვედრით გამოწვეული შეშფოთება არც ისე
ადვილად დასაშოშმინებელი გამოდგა.

ცოტაოდენი გავისარჯე, გავიგე სად ცხოვრობდა დონ ხუანი და შემდგომ რამდენიმეჯერ


მასთან ჩავედი. ყოველი ვიზიტის დროს ვცდილობდი საუბარი პეიოტზე გადამეტანა, მაგრამ
უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით და ჩემი მეცნიერული
გამოკვლევები დავიწყებას ჩაბარდა, ან ყოველ შემთხვევაში მათ პირვანდელისგან საკმაოდ
განსხვავებული მიმართულება მიეცათ.

ამხანაგმა, რომელმაც დონ ხუანი გამაცნო, შემდგომ ამიხსნა, რომ მოხუცი არ იყო
წარმოშობით არიზონელი, სადაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, არამედ იყო მექსიკის სონორის
შტატის მკვიდრი - იაკის ტომის ინდოელი.

დასაწყისში დონ ხუანი ჩემთვის უბრალოდ საინტერესო პიროვნება იყო, რომელმაც ბევრი რამ
იცოდა პეიოტის შესახებ და ბრწყინვალედ ლაპარაკობდა ესპანურად. მაგრამ ხალხს,
ვისთანაც იგი ცხოვრობდა, სწამდა, რომ ის რაღაც „იდუმალ ცოდნას“ ფლობდა, რომ იგი
„ბრუხო“ იყო. ესპანურად სიტყვა „brujo“ ნიშნავს ერთდროულად ექიმს, ექიმბაშს, ჯადოქარს,
მაგს, ასე უწოდებენ აგრეთვე ადამიანს, რომელიც ფლობს არაჩვეულებრივსა და, როგორც
წესი, ბოროტ ძალებს.

ერთი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ დონ ხუანის ნდომა მომეპოვა. ერთხელ მან
განმიცხადა, რომ რაღაც ცოდნას ფლობდა, რომელიც თავის მოსწავლეობის დროს
მოძღვრისაგან მიიღო, - ის მას „ბენეფაქტორს“* უწოდებდა. დონ ხუანმა, თავის მხრივ , მე
ამირჩია მოწაფედ, მაგრამ გამაფრთხილა, რომ სერიოზული ვალდებულებების სღება
მომიწევდა და რომ სწავლება ხანგრძლივი და მომქანცევლი იქნებოდა

* Benefactor (ესპ) – (მწყალობელი) კეთილის მყოფელი, სასიკეთო ვითარება.

თავისი მასწავლებლის დახასიათებისას დონ ხუანი სიტყვა „დიაბლეროს“ ხმარობდა.


მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს ცნება მხოლოს სონორელ ინდიელებს შორის გამოიყენებოდა
და ბოროტ კაცს ნიშნავდა, შავი მაგიის მიმდევარს, რომელსაც შეეძლო ცხოველად -
ფრინველად, ძაღლად, კოიოტად ან ნებისმიერ არსებად გადაქცება. სონორში ერთ-ერთი ჩემი
მოგზაურობისას ერთი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა, რომელმაც თვალნათლივ
გამოავლინა ინდიელთა დამოკიდებულება დიაბლეროს მიმართ. ღამით ორ მეგობარ
ინდიელთან ერთად მანქაით მივემგზავრებოდი და უცებ დავინახე, როგორ გადაკვეტა გზა
რაღაც ძაღლის მაგვარმა ცხოველმა. ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, რომ ეს ძაღლი კი არა
კოიოტი იყო. მე დავამუხრუჭე და გზის ნაპირზე გადავედი, ცხოველი რომ უკეთ დამენახა. იგი
რამდენიმე წამით გაშეშდა ფარების შუქზე, შემდეგ ჩაპრალში (ბუჩქოვანი მუხის ბარდი)
გაუჩინარდა. ეს უეჭველად კოიოტი იყო, ოღონდ ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი. ცხარე კამათის
შემდეგ ჩემი მეგობრები შეთანხმდენენ რომ ჩვენ ძალზედ უჩვეულო ცხოველი ვნახეთ, ხოლო
ერთ-ერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს დიაბლერო ყოფილიყო. გადავწყვიტე
მესარგებლა ამ შემთხვევით და გამოვკითხე იმ ადგილებში მცხოვრებ ინდიელებს მათი აზრი
დიაბლეროს არსებობის შესახებ. ბევრს გამოველაპარაკე - ვუყვებოდი ამ შემთხვევას და
შეკითხვებს ვაძლევდი. შემდეგი სამი საუბარი აჩვენებს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ამის
თაობაზე.
- შენ ფიქრობ ეს კოიოტი იყო, ჩიო? - ვკითხე მე ახალგაზრდა კაცს მას შემდეგ როცა მან
მოისმინა ჩემი მონათხრობი.
- ვინ იცის? უთუოდ ძაღლი იქნებოდა. კოიოტისათვის ნამეტანი დიდია.
- ხომა არ ფიქრობ რომ ეს დიაბლერო იყო?
- სისულელეა, დიაბლერო არ არსებობს.
- რატომ გგონია, ჩიო?
- ხალხი რას არ მოიგონებს. ნიძლავსაც დავდებ, რომ დაგეჭირათ, ის უთუოთ ძაღლი
აღმოჩნდებოდა. ერთხელ სხვა ქალაქში საქმე მქონდა, გათენებამდე ავდექი და ცხენი
შევკაზმე. გზაზე რომ გამოვდიოდი მუქ ჩრდილს გადავეყარე, რომელიც ძალიან ჰგავდა დიდ
ცხოველს. ჩემმა ცხენმა უკან დაიხია და უნაგირიდან გადმომაგდო. მეც საკმაოდ შემეშინდა,
მაგრამ ჩრდილი საბოლოოდ ქალაქში მიმავალი ქალი გამოდგა.
- ესე იგი ჩიო, შენ გინდა თქვა , რომ დიაბლეროს არსებობის არ გწამს?
- დიაბლერო? რის დიაბლერო? აბა მითხარით, რა არის დიაბლერო?
- არ ვიცი, ჩიო. იმ ღამეს ჩემთან მყოფმა მანუელმა თქვა, რომ კოიოტი შესაძლოა დიაბლერო
იყო. შენ ხომ ვერ მეტყვი რა არის დიაბლერო?
- ამბობენ, რომ დიაბლერო - არის ბრუხო, რომელიც რათაც უნდა იმათ გადაიქცევა. მაგრამ
ყველამ იცის, რომ ეს მონჩმახია. აქაური მოხუცები უთვალავ ამბავს მოგიყვებიან ამ
დიაბლეროზე. ჩვენ ახალგაზრდები კი სულ სხვაგვარად ვფიქრობთ.
- როგორ ფიქრობ, რა ცხოველი იყო ეს, დონია ლუს? - ვკითხე მე საშუალო ასაკის ქალს.
- მხოლოდ ღმერთმა თუ იცის დანამდვილებით, მაგრამ მე მგონი, ის კოიოტი არ იქნებოდა.
რაღაც-რაღაცეები შეიძლება აგერიოს კოიოტშ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ იყო .
კოიოტი გარბოდა, თუ ჭამდა?
- დროის დიდ ნაწილს იგი იდგა, მაგრამ მე რომ დავინახე, მგონი, რაღაცას ჭამდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ მას არაფერი მიჰქონდა პირში?
- შეიძლება მიჰქონდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს მნიშვნელობა. თუ მას პირში რაღაც მიჰქონდა, მაშინ იგი არ იყო კოიოტი.
- აბა რა იყო?
- კაცი ან ქალი.
- თქვენ რას ეძახით ასეთ ადამიანს, დონა ლუს? - მან არ მიპასუხა. მე კიდევ რამდენიმე კითხვა
დავუსვი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მან განმიცხადა, რომ არ იცოდა. მე ვკითხე, ხომ არ
ეძახდნენ ასეთ ადამიანებს დიაბლეროს და მან მიპასუხა, რომ ერ ერტ-ერთი მათ სახელი იყო.
- თქვენ ხომ არ იცნობთ რომელიმე დიაბლეროს? - შევეკითხე მე.
- მე ვიცნობდი ერთ ქალს, - მიპასუხა მან. იგი მოკლეს. ეს ამნაბი მაშინ მოხდა, როცა მე გოგონა
ვიყავი. ქალს, როგორც ამბობდნენ, ძუკნა ძაღლად გადაქცევა შეეძლო. ერთხელ, რომელიღაც
ძაღლი შეიპარა თეთრი კაცის სახლში ყველის მოსაპარად. თეთრმა მოკლა ის პისტოლეტით
და იმავე წამს, როდესაც ძაღლი ჩაიღძო თეთრი კაცის სახლში, ქალი მოკვდა თავის ქოხში.
მისი ნათესავები შეუკრიბნენ, მივიდნენ თეთრთან და გამოსასყიდი მოსთხოვეს. მას დიდი
ფულის გადახდა მოუხდა მკვლელობაში.
- როგორ შეეძლოთ მათ გამოსასყიდი მოთხოვნა, როდესაც მან ხოლოდ და მხოლოდ ძაღლი
მოკლა?
- მათი თქმით, თეთრმა იცოდა რომ ის ძაღლი არ იყო. მასთან სხვებიც იყვნენ და ყველამ
დაინახა, როგორ დადგა ძაღლი უკანა თათებზე და ადამიანივით გაიწია ყველისკენ, რომელიც
სახურავზე გამოკიდებულ ლანგარზე იდო. ხალხი მაშნ ქურდს ელოდებოდა, იმიტომ რომ
ყოველ ღამეს ყველი სადღაც ქრებოდა. ასე რომ იმ კაცმა მოკლა ქურდი და იცოდა, რომ ის
ძაღლი არ იყო.
- ახლა თუ არიან დიაბლერო, დონია ლუის?
- ასეთი რამეები უღრმეს საიდუმლოებაში ინახება. ამბობენ, რომ დიაბლერო უკვე აღარ არიან,
მაგრამ მე ეჭვი მეპარება ამაში, იმიტომ რომ დიაბლეროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი
ვალდებურია შეისწავლოს ის, რაც იცია დიაბლერომ. დიაბლეროს აქვთ თავისი კანონები და
ერთ-ერთი კანონი ამბობს, რომ დიაბლერომ უნდა გადასცეს საიდუმლოებანი რომელიმე
თავისიანს.
- როგორ ფიქრობ, ხენარო, რა ცხოველი იქნებოდა ეს? - ვკითხე ერთ ღრმად მოხუცს.
- ძაღლი რომელიმე რანჩოდან, აბა სხვა რა?
- ვთქვათ, დიაბლერო!
- დიაბლერო? ხომ არ გაგიჟდი! არაა, არავითარი დიაბლერო.
- ამით ტა გინდათ რომ თქვათ, ახლა არ არიან, თუ არასდროს ყოფილან?
- არა, ერთ დროს იყვნენ. ეს ცნობილია და ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ ხალხს მათი
ძალიან ეშინოდა და სუყველანი დახოცეს.
- ვინ დახოცა ისინი, ხენარო?
- მთელმა ტომმა. უკანასკნელი დიაბლერო, როგორც მე ვიცი, იყო ჩ. მან მოკლა ათობით,
შესაძლოა ასობით ადამიანი თავისი ჯადოქრობით. აღარ შეიძლებოდა ამის მოთმენა, ხალხი
შეიკრიბა, ერთ ღამეს მოულოდნელად თავს დაესხა და ცოცხლად გადაწვა.
- როდის მოხდა ეს, ხენარო?
- 1942 წელს.
- თქვენ თვითონ ნახეთ ეს?
- არა, მაგრამ ხალხი ალაზე დღესაც ლაპარაკობს. ამბობენ, რომ მისგან ფერფლიც კი არ
დარჩენილა, თუმცა კოცონი სველი შეშისგან იყო იყო აგებული. ერთადერთი რაც დარჩა - ეს
იყო დამდნარი ქონის უზარმაზარი გუბე.

თუმცა დონ ხუანი თავის ბენეფაქტორს დიაბლეროთა რიცხვს მიაკუთვნებდა, მას არასოდეს
დაუსახელებია ადგილი, სადაც მისგან ცოდნა მიიღო და არც მასავლებლის სახელი
გაუხელია. უნდა ვთქვა, რომ დონ ხუანი თითქმის არ საუბრობდა თავისი პირადი ცოვრების
შეახებ. მან მხოლოდ მითხრა, რომ დაიბადა სამხრეთ-დასავლეთში 1891 წელს და ცხოვრების
დიდი ნაწილი მექსიკაში გაატარა. 1900 წელს მისი ოჯახი, ისევე როგორც ათასობით სხვა
სონორელი ინდიელი, მექსიკის მთავრობამ ცენტრალურ მექსიკაში განდევნა და რომ იგი 1940
წლამდე ცენტეალურსა და სამხრეთ მექსიკაში ცხოვრობდა. ვინაიდან დონ ხუანი ბევრს
მოგზაურობდა, მისი ცოდნა შეიძლება მრავალი გავლენის შედეგი ყოფილიყო. ასე რომ,
მიუხედავად იმისა რომ თვითონ იგი თავს სონორელ ინდიელად სცნობდა, მე არა ვარ
დარწმუნებული, შეიძლება თუ არა მისი ცოდნის კონტექსტი მთლიანად სონორულ ინდიელთა
კულტურას დავკავშიროთ. თუმცა, მე აქ არა მაქვს განზრახული მისი კულტურული
წარმომავლობის გარემოს ზუსტი განსაზღვრა.

დონ ხუანთან ჩემი მეცადინეობა 1961 წლის ივნისში დაიწყო. მანამდე მას სხვადასხვა
გარემოში ვხვდებოდი, მაგრამ ყოველთვისროგორც ანტროპოლოგი-დამკვირვებელი. ამ
პირველი საუბრებისას მე ფარულად ჩანაწერებს ვაკეთებდი. შემდეგ დამახსოვრებულით
მთელი საუბრის აღდგენას ვცდილობდი. ხოლო როდესაც მოსწავლეობას შევუდექი,
ასეთნაირად ჩანაწერების კეთება ძალზე ძნელი გახდა, ვინაიდან ჩვენი საიბრები მრავალ
სხვადასხვა თემას შეეხებოდა. მაშინ დონ ხუანმა ნება დამრთო - მართალია ხანგრძლივი
შეგონების შემდეგ - ჩვენი საუბრები დაუფარავად ჩამეწერა. მე ძალიან მინდოდა აგრეთვე
ფოტოსურათების გადაღება და მაგნიტოფონური ჩანაწერების გაკეთებაც, მაგრამ ამის
უფლება მან არ მომცა.

ჩემი მოსწავლეობა დაწყო არიზონაში, შემდეგ სონორში გაგრძელდა, ვინაიდან დონ ხუანი ამ
დროისთვის მექსიკაში გადაბარგდა. ჩემი განაწესის მიხედვით, მასთან მიყოლებით
რამდენიმე დღე და რაც შეიძლება ხშირდ უნდა გამეტარებინდა. 1961-1964 წლების ზაფხულის
თვეებში ჩემი ვიზიტები უფრო ხშირი და ხანგრძლივი გახდა. ახლა გასული დროის სიშორიდან
მე ვფიქრობ რომ ეს მეთოდი მაინც და მაინც არ უწყობდა ხელს წარმატებულ სწავლებას,
რადგამ ხელს უშლიდა ყოველივე დანარჩენისგან სრულ განყენებას, ხოლო სწორედ ასეთი
განდგომა მჭირდებოდა მე იმისთვის, რომ მაგი გავმხდარიყავი. პირველად ჩემთვის კი ეს
საკმაოდ მოსახერხებელი იყო, სახელდობრ იმით, რომ ბოლომდე არ მბოჭავდა, და ამგვარად
კრიტიკულობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა - რაც შეულებელი იქნებოდა მუდმივ ,
შეუსვენებლივ ჩართვისას. 1965 წლის სექტემბერში მე ჩემი ნებით უარი ვთვი მოსწავლეობაზე.

რამდენიმე თვის შემდეგ პირველა გავიფიქრე ჩემი საველე ჩანაწერების წესრიგშ მოყვანაზე.
ვინაიდან მოგროვილი მასალა საკმაოდ ვრცელი იყო და ბევრ სხვადასხვაგვაროვან
ინფორმაციას შეიცავდა, დავიწყე იმით, რომ ვეცადე მისი სისტემაში მოყვანა. დავახარისხე
ყველა მომაცემი ურთიერთდაკავშირებულ ცნებათა და პროცედურათა არეებადმ დავაწყვე
იერარქიულად მათი მნიშვნელობის ანუ ჩემზე მათი გავლენის მიხედვით. ასე მივედი ჩემს
კლასიფიკაციამდე: ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენება; ჯადოქრობის პროცედურები
და ფორმულები; ძალის საგნების მოპოვება და გამოყენება; სამკურნალო მცენარეების
გამოყენება; სიმღერები და ლეგენდები.

განცდილ ფენომენალურ მოვლენებზე ფიქრისას მე მივხვდი, რომ კლასიფიკაციის ამგვარი


ცდა არ იძლეოდა არაფერს, გარდა კატეგორიათა ნუსხისა; ასე რომ, ჩემი საქმის
გაუმჯობესების ნებისმიერი ცდა მხოლოს ნუსხის გართულებას გამოიწვევდა. ეს კი არ იყო ის,
რაც მე მინდოდა. მოსწავლეობაზე უარის თქმის შემდეგ მე უნდა გამეგო რა განვიცადე, - ხოლო
ის, რაცგანვიცადე იყო მოძღვრება რწმენის მწყობრი სისტემის შესახებ, რომელიც
პრაგმატული, ექსპერიმენტული მეთოდის საშუალების გადაიცემოდა. პირველი სესიიდან,
რომლის მონაწილეც მე გახლდით, უკვე ცხადი იყო, რომ დონ ხუანის მოძღვრებას
ახასიათებდა გარკვეული შინაგანი წყობა და როგორც კი მან მტკიცედ გადაწყვიტა თავისი
მოძღვრების ჩემთვის გადმოცემა, მისმა განმარტებებმა თანმიმდევრული ხასიათი მიიღეს . ამ
წყობის ამოხსნისა და გაგების ამოცანა ჩემთვის ყველაზე ძნელი გამოდგა.

ხოლო არ მესმოდა მე ალბათ იმიტომ, რომ ოთხი წლის მოწაფეობის შემდეგ მაინც
ახალბედად ვრჩებოდი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ თვით ცოდნა და მისი გადაცემის მეთოდი
დონ ხუანმა თავის ბენეფაქტორისგან მიიღო, ამიტომ სიძნელეები, რომლებსაც მე ვხვდებოდი
მოძღვრების გაგებისას, მის მიერ განცდილის ანალოგიური უნდა ყოფილიყო. დონ ხუანი ამაშ
ჩვენს მსგავსებას ხედავდა და იხსენებდა, თვითონ როგორ ვერ უგევდა თავის მასწავლებელს .
ასეთმა მოსაზრებებმა იმ აზრამდე მიიყვანეს, რომ ნებისმიერ დამწყებს, ინდიელო იქნებოდა
ეს თუ არაინდიელი, ჯადოქრული ცოდნა წარუდგებოდა სრულიან მოულოდნელად - მის მიერ
განცდილი მოვლენების უცნაურობის გამო. პირადად ჩემთვის, დასავლეთელი კაცისთვის, ეს
მოვლენები იმდენად საოცარი რჩება, რომ მ ვერ ვხედავ ჩეი ყოველდღიური ცხოვრების
ტერმინებში მათი ახსნის ვერავითარ შესაძლებლობას. ამიტომ იძულებული გავხდი დამესკვნა,
რომ შეგროვებული საველე მასალის ჩემი ენით კლასიფიკაციის ნებისმიერი მცდელობა
უშედეგო იქნებოდა.

ამგვარად ჩემთვის აშკარა შეიქნა, რომ დონ ხუანის ცოდნა ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ
ტერმინებში, რომელთა საშუალებითაც იგი თვითონ მას ესმოდა. მხოლოდ მაშინ გახდება
შესაძლებელი მისი მიღება სათანადო უეჭველობით და დამაჯერებლობით. ხოლო როცა
ვცადე ჩემი წარმოდგენების დონ ხუანის ხედვასთან შეჯერება, მივხვდი, რომ ყოველთვის
თავისი ცოდნის გადმოცემისას იგი ისეთ ცნებებს იყენებდა, რომლებიც ცოდნას პირადად
მისთვის ხდიდნენ ინტელიგიბელურს“ და ვინაიდან ყოველი ეს ცნობა ჩემთვის უცხო და
გაუგებარი რჩებოდა, მცდელობა იმისა, რომ გამეგო მისი ცოდნა ისე როგორც ეს თვით მას
ესმოდა, მარცხით დასრულდა. ამიტომ მე ჯერ მის კონცეპტუალიზაციის წესში უნდა
გავრკვეულიყავი. ამ მიმართლებით მუშაობის დროს, შევამჩნიე, რომ თვით დონ ხუანი თავის
მოძღვრების ერთ ნაწილს - ჰალუცინოგენური მცენარეების გაოყენებას განსაკუთრებულ
ყურადღებას უთმობდა. აქედან გამომდინარე, ცვლილებები შევიტანე კატეგორიების ჩემს
სქემაში.

დონ ხუანი ცალ-ცალკე და სხვადასხვა საჭიროებისათბის სამ ჰალოცინოგენს იყენებდა:


კაკტუს პეიოტს (Lophophora williamsii), ლემას (Datura inoxia) და სოკოებს (ალბათ, Psylocybe
Mexicana-ს). ამერიკელმა ინდიელებმა ევროპეებთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე გაიგეს ამ
მენარეთა ჰალუცინოგენური თვისებების შესახებ და იყენებდნენ მათ სიამოვნებისთვის,
სამკურნალოდ, ჯადოქრობისთვის და ექსტაზის მისაღწევად. განსაკუთრებულ კონტექსტში
დონ ხუანი Datura inoxia- სა და Psylocybe Mexicana-ს გამოყენებას ძალის მოპოვებასთან
აკავშირებდა, ძალის, რომელსაც იგი „მოკავშირეს“ უწოდებდა. ხოლო ცდებს Lophophora
williamsii-სთან სიბრძნის, ანუ ცხოვრების სწორი წესის ცოდნის ძებნას მიაკუთვნებდა.

მცენარეების მნიშვნელობა დონ ხუანისთვის მდგომარეობდა მათ თვისებაში ადამიანში


აღქმის თავისებური მდგომარების გამოწვევისა. ასე იგი მაზიარებდა ამ მდგომარეობათა
მიმდებვრობის განცდის გამოცდილებას თავისი ცოდნის სათანადო გაშლისა და მისი
უეჭველობის ჩვენების მიწნით. მე მათ „უჩვეულო რეალობის მდგომარეობები“ ვუწოდე,
მქონდა რა მხედველობაში უჩვეულო რეალობა, რომელიც ეწინააჭმდეგებოდა ჩვეულ
ყოველდღიურ სინამდვილეს. განსხვავება ემყარება უჩვეულო რეალობის მდგომარეობათა
შნაგან აზრს. დონ ხუანის ცოდნის კონტექსტში ისისი რეალურეაბდ ითვლებოდნენ. თუმცა მათი
რეალობა განსხვავდებოდა ჩვეულებრივი რეალობისგან.

დონ ხუანი სთვლიდა, რომ უჩვეულო რეალობის მდგომარეობები - წამოადგენდნენ


პრაგმატული სწავლების ერთადერთ მეთოდს და ძალი მოპოვების ერთადერთ საშუალებას.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მისი მოძღვრების ყველა დანარჩენი ნაწილი ძალის
მოპოვებასთან შედარებით მეორეხარისხოვან ხასიათს ატარებდა. ასეთი თვალსაზრისი
განსაზღვრავდა დონ ხუანის დამოკიდებულებას ყოველივე იმის მიმართ, რაც უშუალოდ
კავშირში არ იყო უჩვეული რეალობის მდგომარეობებთან. ჩემს საველე დღიურებში არის
ჩანაწერები იმისა, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ დონ ხუანი. ერთ-ერთ საუბარში,
მაგალითად, მან გადაკვრით აღნიშნა, რომ ზოგიერთი საგანი გარკვეული რაოდენობის ძალას
შეიცავდა. თუმცა თვითონ ის ძალის საგნების მიმართ არ იყო განსაკუთრებული პატივისცემით
განსჭვალული. მათ, მისი თქმით, მუდამ დაბალი დონის ჯადოქრები (ბრუხო) უყენებდნენ.
ხშირად ვეკითხებოდი მას ასეთი საგნების შესახებ, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, მათი ვრცლად
განხილვისთვის არ იყო განწყობილი. და ბოლოს როგორც იქნა, ის მართალია უხალისოდ,
მაგრამ მაინც დამთანხმდა საუბარზე.
- არის გარკვეული საგნები, რომელთაც ძალა გააჩნიათ, - თქვა მან, - ასეთი საგანი ნაბრია და
ძლიერი ადამიანები მათ კეთილგანწყობილი სულების მეშვეობით იყენებენ. ეს საგნები -
არაჩვეულებრივ იარაღს, სიკვდილის იარაღს წარმოადგენენ. და მაინც ეხ მხოლოდ
ინსტრუმენტია. მათ სწავლის უნარი არ შესწევთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ისინი ომის საგნებს
მიეკუთვნებიან და ბრძოლისთვის არიან განკუთვნილი. ისინი მოკვლისთვის არიან შექმნილი.
- რა საგნებია ეს, დონ ხუან?
- სინამდვილეში ეს საგნები კი არა, უფრო ძალის ნაირსახეობებია.
- როგორ შეიძლება ძალის ამ ნაირსახეობის მოპოვება?
- ეს დამოკიდებულია იმ საგნის ტიპზე, რომლის ფლობაც გსურს.
- კი მაგრამ, როგორები არიან ისინი?
- როგორც უკვე ვთქვის, ისინი უამრავია. ნებისმიერეი რამ შეიძლება იყოს ძალის საგანი.
- მაშინ, რომელნი ფლობენ ყველაზე დიდ ძალას?
- საგნის ძალა დამოკიდებულია მის მფლობელზე, იმაზე, თუ რა კაცია იგი. ძალის საგნები,
რომელთაც დაბალი კატეგორიის ბრუხო იყენებენ, თითქმის მასხრობაა. მეორეს მხრივ,
ძლიერი, ძლევამოსილი ბრუხო ძალას ანიჭებს თავის იარაღს.
- რას წარმოადგენენ ყველაზე ჩვეულებრივი ძალის საგნები? რომლებს ანიჭებს უპირატესობას
ბრუხოთა უმრავლესობა?
- აქ არ არის უპირატესობანი ყველა ისინი - ძალის საგნებია. ყველა - ერთია.
- შენ თვითონ თუ გაქვს რომელიმე, დონ ხუან? - მან არ მიპასუხა, მხოლოს შემომხედა და
გაიცინა. დიდხანს სდუმდა და მე გავიფიქრე, რომ ძალიან შევაწუხე ჩემი კითხევით.
- ამ სახის ძალებს გააჩნიათ შეზღუდულობანი, - გააგრძელა მან. - მაგრამ, დარწმუნებული ვარ,
სწორედ ესაა შენთვის გაუგებარი. მე თითქმის მთელი ცხოვრება დამჭირდა იმისთვის, რომ
გამეგო: მოკავშირეს თვითონ შეუძლია ამ დაბალ ძალთა ყველა საიდუმლოს ამოხსნა ისე,
რომ ისინი უბრალო სათამაშოებად იქცევიან. ერთ დროს მეც მქონდა ამგვარი იარაღი, სულ
ახალგაზრდა რომ ვიყავი.
- რა ძალის საგნები გქონდა მაშინ?
- სიმინდი-პინტო, კრისტალები, ბუმბული.
- რა არის სიმინდი-პინტო, დონ ხუან?
- პატარა მარცვლის ღივი, ღია ფერის ენით შუაში.
- ასეთი ღივი ერთია?
- არა ბრუხო 48 ღივს ფლობს.
- კი მაგრამ, რას აკეთებენ ეს ღივები, დონ ხუან?
- თითოეულ მათგანს შეუძლია კაცის მოკვლა, თუ კი მის სხეულში შეაღწევს.
- როგორ აღწევს ღივი სხეულში?
- ეს ძალია საგანია და მისი ძალა სხვასთან ერთად მდგომარეობს იმაშიც, რომ მას სხეულში
შეღწევა შეუძლია.
- კი მაგრამ, რას აკეთებს იგი, როდესაც სხეულში აღწევს?
- იგი შედის სხეულში, შემდეგ მკვიდრდება გულმკერდში ან წელებზე. კაცი ავად ხდება - და იმ
შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მისი მკურნალი ბრუხო მომჯადოვებელზე ძლიერის -
სხეულში ღივის შეღწევიდან სამი თვის თავზე კვდება.
- თუ არის მისი განკურნების რაიმე საშუალება?
- ერთად-ერთი საშუალება - ღივის სხეულიდან ამოწოვაა, მაგრამ იშვიათი ბრუხო თუ გაბედავს
ამის გაკეთებას. ბრუხომ შეიძლებაიაღწიოს წარმატებას და ღივი გამოსწოვოს, მაგრამ თუ იგი
არაა საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ ის უკან ამოანთხიოს, ეს უკანასკნელი მის სხეულში
მოხვდება და მოკლავს მას.
- კი მაგრამ, როგორ აღწევს იგი ვინმეს სხეულში?
- ეს რომ აგიხსნა უნდა მოგიყვე მარცვალზე, ჯადოქრობაზე, ერთ-ერთ უძლიერესზე ჩემთვის
ცნობილთა შორის. ჯადოქრობა ორი ღივით ხორციელდება. ერთს ყვითელი ყვავილის ნედლ
კვირტში ათავსებენ, შემდეგ ყვავილს ისეთ ადგილას დებენ, სადაც იგი აუცილებლად
მსხვერპლთან შეხებაში მივა. იქ, სადაც ის ყოველდღე დადის ან ნებისმიერ ადგილას სადაც ის
ჩვეულებრივ იმყოფება. როგორც კი მსხვერპლი ღივს ფეხს დაადგამს ან შეეხება მას -
ჯადოქრობა აღსრულებულია, მარცვალი სხეულში აღწევს.
- რა მოსდის ღივს იმის შემდეგ როცა მას კაცი შეეხება?
- მთელი მისი ძალა კაცში გადადის და ღივი თავისუფლდება. ეს უკვე სულ სხვა ღივია. იგი
შეიძლება ჯადოქრობის ადგილას დატოვო ან გადააგდო - ამას აღარა აქვს მნიშვნელობა.
ყველაფერს სჯობია, ბუჩქებში გადახვეტო, სადაც მას ფრინველი დაკენკავს.
- ხომ არ შეიძლება ფრინველმა ღივი მანამ შეჭამოს, სანამ მას კაცი შეეხება?
- არა, გარწმუნებ, ასეთი სულელი ფრინველი არ არსებობს. ფრინველები მას ახლოსაც არ
ეკარებიან.
შემდეგ დონ ხუანმა ასეთი ძალების მოპოვების ძალზე რთული პროცედურა აღწერა.
- შენ უნდა იქონიო მხედვეობაში, რომ სიმინდი-პინტო, უბრალოდ ინსტრუმენტია და არა
მოკავშირე, - თქვა მან. - როდესაც ამაში გაერკვევი, პრობლემები არ გექნება. მაგრამ თუ ასეთ
ინსტრუმენტებს სრულყოფილად მიიჩნევ, მაშინ შტერი ყოფილხარ.
- ძალის საგნები ისეთივე ძლიერები არიან როგორც მოკავშირე? - ვკითხე მე.
ვიდრე პასუხს გამცემდა, დონ ხუანმა საყვედურით ჩაიცინა. იგი თითქოს ძალიან ცდილობდა
მოთინება არ დაეკარგა.
- სიმინდი-პინტო, კრისტალები და ბუმბული - უბრალო სათამაშოებია მოკავშირესთან
შედარებით, - თქვა მან. - ეს ძალის საგნები ადამიანს მხოლოდ მაშინ სჭირდება, როდესაც მას
მოკავშირე არა ჰყავს. მათი დადევნება - ტყუილად დროის კარგვაა, განსაკუთრებით შენთვის.
შენ უნდა ეცადო მოიპოვო მოკავშირე და თუ ეს გამოგივა, მაშინ მიხვდები ყველაფერს, რასაც
ახლა გეუბნები. ძალის სგნები იგივეა, რაც ბავშვის სათამაშოები.
- ნუ გაიგებ არასწორად, დონ ხუან, - პროტესტით შევეპასუხე მე. - მე მინდა მყავდეს მოკავშრე,
მაგრამ მე აგრეთვე მინდა ვისწავლო ყველაფერი, რასაც კი შევძლებ. შენ თვითონ არ
მითხარი, რომ ცოდნა - ძალაა?
- არა, - თქვა მან გრძნობით. - ძალა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ცოდნასა ფლობ. რა
ხეირია უსარგებლო რამეების ცოდნაში?

დონ ხუანის რწმენის სისტემაში მოკავშირეს შეძენა მხოლოდ და მხოლოდ იმ უჩვეულო


რეალობის მდგომარეობათა ექსპლუატაციას ნიშნავდა, რომელთაც იგი ჩემში
ჰალუცინატორული მმცენარეების საშუალებით იწვევდა.

იგი თვლიდა, რომ თუ ყურადღებას ამ მდგომარეობაზე გავამახვილებდი და ცოდნის სხვა


ასპექტებს უგულებელვყოფდი, განცდილის მიმართ მწყობრ აზრს გამოვიმუშავებდი.

ამიტომ წიგნი მე ორ ნაწილად დავყავი: პირველში მოცემულია ამონაკრეფები ჩემი საველე


ჩანაწერებიდან, რომლებიც მიეჯუთვნება ჩემს მიერ მოსწავლეობის ხანას განცდილი უჩვეულო
რეალობის განცდებს. ვინაიდან ჩანაწერების წყობა თხრობის დაურღვევლობის პრონციპს
ემსახურება, მათი ქრონოლოგიურობა არ არის ყოველთვის დაცული. მე ყოველთვის
აღვწერდი უჩვეულო რეალობის მდგომარეობებს მხოლოდ მათი განცდიდან რამდენიმე დღის
შემდეგ, როდესაც მაი დაწყნარებული და ობიექტური განხილვა შემეძლო. ხოლო დონ
ხუანთან საუბრებს ვიწერდი ხელადვე მათი დასრულების თანავე. ამიტომ ამ საუბრების
ანგარიში ზოგჯერ წინ უსწრებს თვით ცდის დაწვრილებით აღწერას.
ჩემი საველე ჩანაწერები - წარმოადგენენ რა თქმა უნდა, ჩემს მიერ ცდის მსვლელობისას
განცდილის სუბიექტურ ვერსიას. იგი მოყვანილია აქ ზუსტად ისევე, როგორც მე მას დონ ხუანს
ვუამბობდი - ის ყველა დეტალის სრულდა და ზუსტ გახსენებას და განცდილის დაწვრილებით
გადმოცემას მოიხოვდა. ამ განცდების ჩაწრისას, მე ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალებიც
დავუმატე ცალკეული უჩვეულო რეალობის მდგომარეობის უფრო სრული აღწერის იმედით . მე
შევეცადე მაქსიმალური სიხარულით გამომეხატა განცდილი ემოციური შერყევები.

გარდა ამისა, ჩემი ჩანაწერები შუქს ჰფენენ დონ ხუანის რწმენის სისტემის შინაარსს. ჩვენი
დიალოგების მრავალი ფურცელი მე მხოლოდ განმეორებათა ასაცილებლად შევამცირე.
მაგრამ რადგან მსურდა ზუსტად გადმომეცა მათი საერთო განწობა, შევამცირე მხოლოდ ის
ნაწილები, რომლებმაც არაფერი შემატეს დონ ხუანის ცოდნის გზის ჩემებურ გაგებას.
ინფორმაცია, რომელსაც იგი თავისი ცოდნის გზის შესახებ მაძლევდა, ყოველთვის
განყენებული იყო და თითოეულ მის გამონათქვამს ჩემი საათობით გამოკითხვა მოსდევდა.
მიუხედავად ამისა, ხშირად ისეც მომხდარა, რომ მას თავისუფლად მოუხდია ფარდა თავისი
ცოდნისთვის.

წიგნის მეორე ნაწილში მე მომყავს სტრუქტურული ანალიზი აგებული მხოლოდ და მხოლოდ


პირველ ნაწილში გადმოცემულ მასალაზე.

ნაწილი 2
დონ ხუანთან ჩატარებული პირველი სესიის ჩანაწერები დათარიღებულია 1961 წლის 23
ივნისით. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი სწავლება. მანამდე მე უკვე რამდენკერმე შევხვდი მას,
მაგრამ მხოლოს დამკვირვებლის სახით. ყოველ ხელსაყრელ შემთხვევისას მე ვთხოვდი მას ,
ეამბა რამე პეიოტის შესახებ. იგი ყოველთვის უარს ამბობდა, მაგრამარასოდეს გადაჭრით და
ამ ყოყმანში მე საბოლოოდ მისი ცოდნის ზიარეის შესაძლებლობას ვდედავდი, თუნდაც,
ხანგრძლივი შეგონების შედეგად.

მაშინვე მან გამაგებინა, რომ იფიქრებდა ჩემი თხოვნის შესახებ და მხოლოდ ერთი
აუცილებელი პირობით: მე მკაფიოდ უნდა წარმომედგინა, რას ვთხოვდი და შედეგებს არ
ავრიდებოდი. ამ პირობის შესრულება არ შემეძლო. მე მხოლოდ მსურდა, სწავლოს შესახებ
თხოვნით დონ ხუანთან უფრო მჭიდრო კავშირი დამემყარებინა. მიმაჩნდა, რომ თვით თემას
შეეძლო განეწყო იგი უფრო გულახდილი და ვრცელი საუბრისადმი - მე კი ამით გამეხსნებოდა
კარი მისი მცენარეთა თვისებების შესახებ ცოდნისა. მაგრამ მან თხოვნა პირდაპირი
მნიშვნელობით გაიგო და დაინტერესდა მხოლოდ ჩემი სწრაფვით პეიოტის თვისებების
შესწავლისადმი.

1951 წლის 2 ივნისი, პარასკევი

- დონ ხუან, ხომ არ შეგილია მასწავლო პეიოტის შესახებ?


- რად გინდა ამის შესწავლა?
- მინდა ვიცოდე. ნუთუ უბრალოდ სურვილი საკმარისი არაა?
- არა შენ უნდა ჩაიხედო შენს გულში და გაერკვე, რად უნდა შენისთანა ახალგაზრდას
მოძღვრების სწორედ ამ ნაწილში ჩაღრმავება.
- შენ თვითონ რისთვი სწავლობდი ამას, დონ ხუან?
- რატომ მეკითხები?
- შესაძლოა, ჩვენ ორივეს ერთი და იგივე მიზეზი გვამოძრავებს.
- ეჭვი მეპარება. მე ინდიელი ვარ. ჩვენ სხვადასხვა გზები გვაქვს.
- ერტადერთი მიზეზის ეს - მე მინდა ვისწავლო უბრალოდ იმისთვის, რომ ვიცოდე. მაგრამ
მერწმუნე, დონ ხუან, ბოროტი ზრახვები მე არ მაქვს.
- მჯერა. მე მოვწიე შენს შესახებ.
- რა თქვი?
- ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. მე ვიცი შენი ზრახვები.
- შენ გინდა თქვა, რომ გამჭოლ მხედავ?
- შეგიძლია ამას ასეც უწოდო.
- კი მაგრამ, მასწავლი თუ არა?
- არა.
- იმიტომ, რომ ინდიელი არ ვარ?
- არა, იმიტომ რომ შენ საკუთარ გულს არ იცნობ. მთავარი ხომ ისაა, რომ ზუსტად იცოდე,
რისთვის გინდა ეს. მოძღვრება მესკალიტოზე - უაღრესად სერიოზული საქმეა. ინდიელი რომ
იყო, მარტო შენი სურვილი საკმარისი იქნებოდა. ძალზე ცოტა ინდიელს აქვს ამის სურვილი.

1961 წლის 25 ივნისი, კვირა

პარასკევს მთელი დღე დონ ხუანთან გავატარე. ჩვენ სახლის წინ ვერანდაზე ვისხედით.
საღამოს, საათისათვის წასვლას ვაპირებდი და გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ გამომეკითხა
მოძღვრების შესახებ. თხოვნა უკვე ტრადიციული გახლდათ და მე კვლავ უარს ველოდი.
მაგრამ მაინც ვკითხე, თუ არსებობს რაიმე პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ის
სწავლის ჩემს უბრალო სურვილს საკმარისად ჩათვლიდა, ისე თითქოს ინდიელი
ვყოფილიყავი. პასუხი დიდხანს არ გაუცია. თითქოს რაღაცის გადაწყვეტას ცდილობდა.
ამიტომ ლოდინი მომიწია.

ბოლოს დონ ხუანმა განაცხადა, რომ გამოსავალი არსებობდა და პირდაპირ ამოცანის


დასმაზე გადავიდა. მან შემახსენა, რომ მე იატაკზე ჯდომა ძალიან მღლიდა. და ამიტომ უნდა
მეპოვნა იატაკზე „ლაქა“, სადაც დაუღლელად ჯდომას შევძლებდი. იმ მომენტში ნიკაპი
მუხლებზე მქონდა ჩამოდებული და ფეხები ხელებით მეჭირა. როცა მან დაღლილობა ახსენა,
იმწამსვე მკაფიოდ ვიგრძენი, როგორ მტეხდა წელში და როგორ გამწყვეტოდა ქანცი.

მისგან განმარტებას ველოდი - რა „ლაქა“ ჰქონდა მხედეველობაში, მაგრამ ის, შემს


განათლებას არ აპირებდა. შესაძლოა, იგი ჩემი მდგომარეობის შეცვლას გულისხმობდა. მე
წამოვდექი და მასთან უფრო ახლოს გადავჯექი. მან ჟესტით უარყო ასეთი გადაწყვეტა და
მოძღვრული კილოთი ჩაილაპარაკა, რომ „ლაქა“ იყო ადგილი, სადაც ადამიანი სრულიად
ბუნებრივად თავს ბედნიერად და ძლიერად გრძნობდა. მან ხელი დაჰკრა თავის წინ იატაკს და
თქვა, რომ ეს პირადად მისი ადგილი იყო, ხოლო მერე დაუმატა, რომ მე ისეთი ამოცანა
მელოდებოდა, რომელიც დამოუკიდებალდ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა
გადამეწყვიტა.

ამოცანა, რომელიც მან შემომთავაზა, მართლაც რომ გამოცანას წარმოადგენდა. წარმოდგენა


არ მქონდა, რით დამეწყო, მეტიც, რა უნდოდა მას საბოლოოდ. რამდენიმეჯერ ვთხოვე,
ჩემთვის რაიმე გასაღები მოეცა, ან, ყოველ შემთხვევაში, გადაკვრით მაინც ენიშნა - როგორ
მივდგომოდი იმ ადგილის ძებნას, სადაც ადგილს ბედნიერად და ძლიერად ვიგრძნობდი. მე
ვეკამათებოდი და ჯიუტად ვარწმუნებდი, რომ წარმოდგენაც არა მქონდა, რაზე იყო საუბარი,
რადგან თვით ამოცანაც ვერ გამეგო. მან შემომთავაზეე, მეარა აივანზე, სანამ ლაქა არ
მოიპოვებოდა.

ავდექო და იატაკე ბოლთის ცემას მოვყევი. სისულელედ მომეჩვენა და კვლავ მას მივუჯექი .

ის ძალზე უკმაყოფილო ჩანდა, უყურადღებობა დამაბრალა და თქვა, რომ ალბათ, მე სწავლა


არ მსურდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის დაწყნარდა და ამიხსნა, რომ ყოველ ადგილზე კარგი
როდი იყო ჯდომა, თუნდაც საერთოდ ყოფნა და რომ ვერანდის ფარგლებში აუცილებლად
იყო ერთი უნიკალური ადგილი, ჩემთვის საუკეთესო „ლაქა“. მე უნდა გამერჩია იგი ყველა
დანარჩენ ადგილებს შორის. საერთო სქემის მიხედვით, უნდა შემეგრძნო ყველა შესაძლო
ადგილი, სანა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ას შევძლებდი განსაზღვრას, რომელი იყო მათში
სწორი.

შევეპასიუხე, რომ თუმცა ვერანდა არც ისე დიდი იყო (12*8 ფუტი), შესაძლო ადგილი მასზე
ძალიან ბევრი იყო. ყველა მათგანის შესამოწმებლად ძალზე ბევრი დრო დამჭირდებოდა,
ხოლო ვინდაიდან მას ლაქის ზომები არ განუსაზღვრავს, ვარიანტების რადენობა
უსასრულობამდე იზრდებოდა. ჩემი შეპასუხება ფუჭი გამოდგა. ის წამოდგა და ძალზე მკვახედ
გამაფრთხილა: თუნდაც მრავალი დღეც რომ დამეხარჯა ამ გამოთვლებზე, თუ ამ პრობლემას
არ გადავწყვეტდი, შემეძლო შეტრიალება და წყნარად სახლში დაბრუნება, ვინაიდან ამ
შემთხვევაში ჩემთან საუბარს არავითარი აზრი აღარ ექნებოდა. ტავად მან იცოდა, სად
იმყოფებოდა ჩემი ლაქა და ამიტომ მის მოტყუებას მე ვერ შევძლებდი. ეს იყო მისთვის
ერთადერთი საშუალება, მიეღო ჩემი სურვილი პეიოტის შესახებ სწავლისა საკმარის პირობად.
მან დაუმატა, რომ მის ქვეყანაში არაფერი მოიპოვებოდა მუქთად და ყველაფერი, რისი
სწავლაც კი შეიძლებოდა, ძნელი გზით უნდა შეგეძნა.

იგი სახლის უკან ბუჩქნარისენ გაემართა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ უკანა


კარით სახლში შევიდა.

გავიფიქრე, რომ ეგრედ წოდებული ბედნიერების ლაქის პოვნის დავალება უბალოდ ხრიკი
იყო, ჩემი თავიდან მოსაცილებლად, მაგრამ მაინც წამოვდექი და დავიწყე წინ და უკან აივანზე
სიარული. ცა გადაწმენდილი იყო და ყველაფერი კარგად მოჩანდა, როგორც თვით აივანზე,
ისე მის გარშემო. ალბათ, ერთ საათამდე ან კიდევ უფრო მეტი ვიარე, მაგრამ არაფერი
მომხდარა ისეთი, რაც ლაქის ადგილმდებარეობას მანიშნებდა. დავიღალე სიარულით და
დავჯექი. ყოველ რამდენიმე წუთში ადგილს ვიცვლიდი, შემდეგ ისევ და ისევ, სანამ ასეთი
ნახევრადსისტემატური საშუალებით მთელი იატაკი არ დავფარე. გულმოდგინედ ვცდილობდი
„შემეგრძნო“ ადგილებს შორის განსხვავება, მაგრამ მათი გამარჩეველი კრიტერიუმი არ
გამაჩნდა. ვიფიქრე, რომ მეყო, რომ უქმად ვკარგავდი დროს, მაგრამ მაინც დარჩენა
გადავწყვიტე. თავს ვიმართლებდი იმით, რომ იმ სიშორიდან მხოლოდ დონ ხუანთან
შესახვედრად ჩამოვედი და მართლაც, სხვა საქმე არ გამაჩნდა.

ზურგზე დავწექი, ხელი თავქვე ბალიშის მაგივრად ამოვიდე. შემდეგ მუცელზე გადმოვგორდი
და ცოტა ხანს ვიწექი, ასე ვგორავდი მთელს იატაკზე. პირველად მომეჩვენა რომ რაღაც
კრიტერიუმი მაინც ვიპოვე, ზურგზე წოლისას თავს უფრო თბილად ვგრძნობდი.

კვლავ გავაგრძელე გორიალი. ახლა უკუღმა, პირქვე დამხობილი მოვიარე ყველა ის ადგილი
სადაც გადაგორების პირველ ეტაპზე ზურგზე ვიწექი. იგივე სითბოს ან სიცივის გრძნობებს
განვიცდიდი ჩემი მდგომარეობის და მიხედვით, მაგრამ ადგილებს შორის განსხვავებას მაინც
ვერ ვამჩნევდი.

შემდეგ დამებადა, როგორც მომეჩვენა, ბრწყინვალე იდეა: დონ ხუანის ადგილი! იქ დავჯექი,
შემდეგ დავწექი, ჯერ პირქვე, შემდეგ ზურგზე, აგრამ ეს ადგილიც ზუსტად ისეთივე ჩანდა,
როგორც სხვები. ავდექი, კმარა, მეყოფა. დონ ხუანთან გამოსალმება დავაპირე, მაგრამ მისი
გაღვიძებს მეუერხულა საათს შევხედე, ღამის ორი საათი იყო! უკვე ექვსი საათი ვგორავდი.

ამ დროს ხუანი გამოვიდა და სახლის შემოვლით ჩაპრალის ბიჩქებისკენ გაემართა. დაბრუნდა


და კართან დადგა. არაფრის თავი არ მქონდა, მინდოდა რამე საწყენი მეთქვა და
წავსულიყავი, მაგრამ უცებ გავიფიქრე, რომ ამაში მას ბრალი არ მიუძღვოდა და რომ მე
თვითონ გადამეწყვიტა ყველა ამ სისულელეში ჩატოპვა. ვუთხარი, რომ დავმარცხდი:
იდიოტივით მთელი ღამე იატაკზე ვიგორავე და მაინც მის გამოცანაში ვერავითარ აზრს ვერ
ვხედავდი.

მას გაეცინა. შემდეგ მითხრა, რომ მას ეს არ აკვირვებდა. იმიტომ, რომ მე არასწორედ
ვმოქმედებდი - თვალებით არ მისარგებლია. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მე ხომ სრულიად
დარწმუნებული ვიყავი, რომ განსხვავება - მისივე სიტყვებით - მე უნდა შემეგრძნო. ეს
შევახსენე, მაგრამ მან მიპასუხა, რომ შეგრძნება თვალებითაც შეიძლებოდა - როდესაც
საგნებს პირდაპირ არ უცქერდი. ხოლო რაც შემეხებოდა მე, თქვა მან, ჩემთვის არ არსებობდა
ამ ამოცანის გადაწყვეტის სხვა საშუალება გარდა იმ ერთადერთი რამის გამოყენებისა, რაც კი
მე გამაჩნდა - ჩემი თვალების.

დონ ხუანი სახლში შევიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის მითვალთვალებდა. აბა, მაშ
როგორ მიხვდა რომ თველებით არ ვსარგებლობდი.

მე ისევ გორიალს მოვყევი, რადგან ეს პროცედურა უფრო მოსახერხებელი მომეჩვენა. მაგრამ


ამჯერად ნიკაპს ხელებზე ვასვენებდი და ყველა დეტალს ვუკვირდებოდი.

რამდენიმე ხანში სიბნელე ჩემს გარშემო შეიცვალა. როდესაც მზერას პირდაპირ ჩემს
თვალწინ განლაგებულ წერტილზე ვაფიქსირებდი, ჩემი ხედვითი არეს მთელი პერიფერია
ერთფეროვნად იღებებოდა ბრჭყვიალა მომწვანო-მოყვითალო ფერად. ეფექტი საოცარი იყო.
შევაჩერე რა თვალები ცერად პირდაპირ ჩემს წინ მდებარე წერტილზე, ნელ-ნელა დავიწყე
მუცელზე ხოხვით გვერდზე გადაადგილება, დაახლოებით ფუტით ყოველ გადასვლაზე.

უცებ ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ელფრი იმ წერილისა, რომელიც დაახლოებით იატაკის


შუაგულში მდებარეობდა. ჩემგამ მარჯვნივ აგრეთვე ხედვითი არეს პერიფერიაზე, მომწვანო -
მოყვითალო ელფერი მკვეთრ მეწამულად იქცა. იქით გადავრთე ყურადღება. მეწამული ფერი
გამქრქალდა, მაგრამ კვლავ ბრჭყვიალა დარჩა და ასეთივედ რჩებოდა მანამ, სანამ
ყურადღება მასზე მქონდა გამახვილებული.

ადჯილი პიჯაკით აღვნიშნე და დონ ხუანს დავუძახე. ის ვერანდაზე გამოვიდა. მე ძალიან


აღგზნებული ვიყავი, რადგან ელფერებში ცვლილებას დანამდვილებით ვდედავდი. მასზე კი,
როგორც ჩანს, ამას შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან იმ ადგილზე დაჯდომა და ჩემი
შეგრძნებების აღწერა მიბრძანა.

დავჯექი, შემდეგ ზურგზე დავწექი. დონ ხუანი გვერდით დამიდგა და ჩემი გრძნობების შესახებ
დამიწყო გამოკითხვა. მაგრამ მე ვერავითარ განსხვავებას ვერ ვგრძნობდი. დაახლოებით 15
წუთის განმავლობაში ვცდილობდი განსხვავების შეგრძნებას და დანახვას, ხოლო დონ ხუანი
მოთმინებით მელოდებოდა. რაღაცნაირი ზიზღის გრძნობა დამეუფლა. პირში ლითონის გემო
წამკრავდა. უეცრად შაკიკის შეტევა დამეწყო. მივხვდი რომ ავად ვხდებოდი. ამ წამოწყების
უაზრობა სიშმაგემდე მაღიზიანებდა. წამოვდექი.

დონ ხუანმა ალბათ შეამჩნია, რამდენად ღრმად ვიყავი შეწუხებული. მას სულაც არ ეცინებოდა,
პირიქით, ძალიან სერიოზულად მითხრა, რომ თ სწავლა მსურდა, შეი თავის მიმართ სიმტკიცე
უნდა გამომეჩნა. მე მხოლოდ ორი შესალებლობა გმააჩნდა, მითხრა მან. ან თავის დანებება
და სახლში დაბრუნება - ეს სწავლაზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავდა - ან გამოცანის
ამოხსნა.

ის ისევ სახლში შევიდა. მინდოდა დაუყოვნებლივ სახლში გამგზავრება, მაგრამ ნამეტანი


დაღლილი ვიყავი, საჭეს რომ მივჯდომოდი. გარდა ამისა, ელფერთა აღქმამ თავზარი დამცა
და მე ვიწამე, რომ ეს ნამდვილად კრიტერიუმი იყო. ასე რომ, მე დავჯექი, გავშალე ფეხები და
ყველაფერი თავიდან დავიწყე.

ამჯერად სწრაფად გადავინაცვლე ერთი ადგილიდან მეორეზე, დონ ხუანის წერტილის


გავლით იატაკის ნაპირამდე, მერე შემოვბრუნდი, მისი გარე ნაპირიც რომ მომეცვა. როდესაც
ცენტრს მივაღწიე, მოხდა კიდევ ერთი ცვლილება შეფერილობაში. კვლავ ჩემი ხედვითი არეს
პერიფერიაზე. ერთფეროვანი მომწვანო-მოყვითალო ფერი, რომელსაც ყველგან ვხედავდი
ართ ადგილას, ჩემგამ მარჯვნივ მკვეთრ ლეგა-მწვანედ გადაიქცა. ერთ წამს ეს ელფერი
სუფევდა, შემდეგ, უცბად იგი სხვა მუდმივი ელფერით შეიცვალა, განსხვავებულით ადრე
ნანახიდან. ერთი წაღი გავიხადე და ეს წერტილი აღვნიშნე. შემდეგ განვაგრძე გორიალი,
სანამ იატაკი ყველა შესაძლებელი მიმართულებით არ დავფარე. მეტი ცვლილება
შეფერილობაში არ მომხდარა.
დავუბრუნდი წაღით აღნიშნულ წერტილს და დავათვალიერე ის ადგილი. იგი იმყოფებოდა
ხუთი-ექვსი ფუტის მოშრებით სამხრეთ-აღმოსავლეთით იმისაგან, რომელზეც პიჯაკი იდო.
გვერდით დიდი ქვა იყო. სულ ცოტახნით წამოვწექი იმ ადგილზე. გამოცანის ამოცნობას
ვცდილობდი, და ყველა დეტალს ვუკვირდებოდი, მაგრამ ვერავითარ განსხვავებას ვერ
ვგრძნობდი.

გადავწყვიტე, სხვა წერტილი გამომეცადა. სწრაფად დავეშვი მუხლებზე და უკვე დავაპირე


ჩემს პიჯაკზე წამოწოლა, როცა უცვად რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ის უფრო
ფიზიკურ შეგრძნებას წააგავდა, თითქოს რაღაც მუცელზე დამწოლოდა. ერთბაშად წამოვდექი.
ვიგრძენი როგორ ამებურძგნა კისერზე თმა, ფეხები მომეკვეთა, ტანი წინ წამეხარა, ხელები
დაძაბულად ზებით ამეწია, თითები მარწუხბივით შემეკრა. შევამჩნიე ჩემი პოზის უცნაურობა და
კიდევ უფრო შევშინდი.

ძალაუნებურად უკან დავიხარე, დავჯექი მიტოვებული წაღის გვერდით აღმართულ ქვაზე,


შემდეგ ქვიდან იატაკზე დავეშვი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა იყო ასეთი შიშის მიზეზი
და დავასკვენი, რომ იგი შესაძლოა დაღლილობით იყო გამოწვეული. თითქმის დღე
დამდგარიყო უკვე. თავს სულელურად და უხერხულად ვგრძნობდი და მაინც ვერაფერი
გამეგო, რამ შემაშინა და რას ითხოვდა ჩემგან დონ ხუანი.

გადავწყვიტე, ერთიც უკანასკნელად მეცადა. წამოვდექი და ნელა მივუახლოვდი პიჯაკით


აღნიშნულ წერტილს, მაგრამ კვლავ იგივე განვიცადე. ამჯერად სერიოზული ძალდატანება
დამჭირდა, გონზე რომ მოვსულიყავი. დავჯექი, შემდეგ მუხლებზე დავდექი, მუცელზე
დაწოლას ვაპირებდი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე მთელი ჩემი ძალისხმევის
მიუხედავად. ხელები ჩემს წინ იატაკზე დავაწყვე. სუნთქვა გამიხშირდა. კუჭი ამიშფოთდა.
მკაფიოდ ვგრძნობდი ჩემს პანიჯურ მდგომარეობას და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ
გავქცეულიყავი. გავიფიქრე, რომ დონ ხუანი ალბათ მითვალთვალებდა, ნელა გადმოვჩოჩდი
მეორე ადგილზე და ზურგით ქვას მივეყრდენი. მინდოდა, ცოტა დამესვენა და აზრები წესრიგში
მომეყვამა, მაგრამ უცბად ჩამეძინა. ზემოდან დონ ხუანის ლაპარაკი და სიცილი მომესმა და
გამომეღვიძა.
- შენ იპოვე ადგილი, - მითხრა მან.
ჯერ ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდა, მაგრამ მან ერთხელ კიდევ დამიდასტურა, რომ
სწორედ ის ადგილი, სადაც მე ჩამეძინა, იყო საჭირო ლაქა. ისევე, როგორც წინათ, მან
გამომკითხა ჩემი გრძნობების შესახებ ამ ადგილზე წოლისას. ვუპასუხე, რომ სინამდვილეში
ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავდი.

მან მთხოვა, შემედარებინა ჩემი შეგრძნებები იმ წუთში იმათთან, რომლებიც მეორე ადგილზე
წოლისას განვიცადე. პირველად აზრმა გამიელვა, რომ ალბათ, ვერ შევძლებდი გასული
ღამის შთაბეჭდილებების ახსნას. თითქოს ჩემს გასაღიზიანებლად, მან მეორე ადგილზე ჯდომა
მიბრძანა. რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო მე, მართლაც, მეშინოდა მეორე ადგილის - ვერა და
ვერ დავჯექი იქ. მაშნ მან განაცხადა, რომ მხოლოდ სულელი ვერ შეამჩნევდა განსხვავებას.
მე ვკითხე, ჰქონდა თუ არა ამ ადგილებს რაიმე დასახელება. დონ ხუანმა მიპასუხა, რომ კარგ
ადგილს ერქვა „საჯდომი“, ხოლო ცუდს „მტერი“. მან თქვა, რომ ეს ორი ადგილი ადამიანის
გუნების გასაღებს წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი იმისთვის, ვინც ცოდნას ეძებდა.
უბრალოდ, საკუთარ ადგილზე ჯდომით უდიდეს ძალას იძენდი. მეორეს მხრივ, „მტერი“ ძალას
გართმევდა და მეტიც, შეიძლებოდა შენი სიკვდილიც კი გამოეწვია. მან თქვა, რომ წინა ღამით
დახარჯული ენერგიის შევსება მხოლოდ იმით შევძელი, რომ ჩემს ადგილზე ჩავთვლიმე.

მან აგრეთვე მითხრა, რომ შეფერილობებს, რომლებიც მე თითოეულ ადგილთან


დაკავშირებით აღვნიშნე, ისეთივე საერთო მოქმედების - ძალის მინიჭების ან წართმევის
უნარი ახასიათებდათ.

ჩემთვის გაურკვეველი რჩებოდა, ამოვხსენი მე ამოცანა, თუ არა. გულახდილად რომ ვთქვა,


იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, პრობლემა თუ საერთოდ არსებობდა. მომხდარის
ხელოვნურობის და თვითნებურობის შეგრძნება არ მტოვებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ
დონ ხუანი მთელი ღამე მითვალთვალებდა, ხოლო შემდეგ გამამასხარავა - თითქოს, სწორედ
ის ადგილი, სადაც ჩამეძინა, ყოფილიყო ადგილი, რომელსაც მე ვეძებდი. მაგრამ რაიმე
გონივრულ საფუძველს მისი ასეთი ქცევისთვის მე ვერ ვპოულობდი, ხოლო როდესაც მან
მეორე ადგილზე დაჯდომა შემომთავაზა, ამის გაკეთება ვერ შევძელი. არსებობდა უცნაური
შეუსაბამობა ჩემი მეორე ადგილის მიმართ შიშის გამოცდილებისა და შემთხვევის ირგვლივ
რაციონალურ მსჯელობებს შორის.

დონ ხუანი, მეორე მხრივ, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მე წარმატებას მივაღწიე, და
ამის შესაბამისად, აპირებდა ჩემთვის პეიოტის შესახებ სწავლებას.
- შენ მთხოვდი, მესკალიტოს შესახებ მესწავლა, - მითხრა მან. - მე მინდოდა გამეგო , საკმაოდ
ძლიერი ხერხემალი თუ გქონდა, მასთან პირისპირ შესახვედრად. მესკალიტო არ არის ისეთი
რამ, რასც შეიძლება დაცინვით მოვეპყრო. შენ უნდა ფლობდე საკუთარ თავს, ახლა ვიცი, რომ
შემიძლია მხოლოდ შენი სწავლის სურვილი - საკმარის მზეზად მივიჩნიო.
- შენ მართლა აპირებ მასწავლო პეიოტის შესახებ?
- მე მირჩევნია, მას მესკალიტო დავუძახო, შენც ასე მოიქეცი.
- როდის აპირებ დაწყებას?
- ეს არც ისე უბრალო რამაა. ჯერ შენ უნდა მოემზადო.
- მე ვფიქრობ, რომ მზად ვარ.
- ეს სახუმარო რამ არაა. შენ უნდა დაიცადო, სანამ ყველა ეჭვი არ გაიფანტება და მხოლოდ
მაშინ შეხვდები მას.
- უნდა მოვემზადო?
- არა, უბრალოდ უნდა დაელოდო. შეიძლება უარი თქვა ამ განძზრახვაზე. შენ ადვილად
იღლები. წუხელ ღამეს კინაღამ დანებდი, როგორც კი სიძნელე იგრძენი. მესკალიტო ძალიან
სერიოზულ განზრახვას მოითხოვს.
1961 წლის 7 აგვისტო, ორშაბათი

მანქანა დონ ხუანის სახლთან არიზონაში აპრასკევს საღამოს შვიდი საათისთვის გავაჩერე.
ვერანდაზე მასთან ერთად კიდევ ხუთი ინდიელი იჯდა. მივესალმე მათ და დავჯექი ამის
მოლოდინში, რომ საუბარს ისინი დაიწყებდნენ. ტრადიციული დუმილის შემდეგ ერთ-ერთი
მათგანი წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა: „Buenas noches”. მე ავდექი და ვუპასუხე: „Buenas
noches”. შემდეგ ყველა დანარჩენიც ადგა და ჩემთან მოვიდა; ჩვენ ვეუბნებოდით ერთმანეთს
„საღამო მშვიდობისა“-ს, ვართმევდით ხელს, ოდნავი თითების შეხებით ან წამით
შევაჩერებდით და შემდეგ მკვეთრად ვუშვებდით.

კვლავ ყველა დაჯდა. მათ, ალბათ, ჩემი საკმაოდერიდებოდათ - სიტყვების უკმარობის გამო,
თუმცა ყველა ლაპარაკობდა ესპანურად.

დაახლოებით ასე, რვის ნახევრისთვის ყველა უეცრად ადგა და სადღაც უკანა ეზოსკენ
გაემართა. უკვე საკმაო ხანი გასულიყო რაც ხმა არავის ამოეღო. დონ ხუანმა მანიშნა, მათ
გავყოლოდი და იქვე მდგარ ძველი სატვირთო მანქანის ძარაზე ავძვერით. მე დონ ხუანთან და
კიდევ ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად უკან მოვთავსდი. არ იყო არც სავარძელი, არც სკამი,
რკინის იატაკი რაღაც ავადმყოფურად მყარი მომეჩვენა, განსაკუთრებით როდესაც
შარაგზიდან გრუნტის გზაზე გადავუხვიეთ. დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ ჩვენ ერთ-ერთ მის
მეგობართან მივდიოდით, რომელსაც ჩემთვის შვიდი მესკალიტო გადაენახა.
- როგორ, ნუთუ შენ თვითონ არცერთი არა გაქვს? - ვკითხე მე.
- მე კი მაქვს, მაგრამ მე არ შემიძლია შემოგთავაზო. მოგეხსენება, რომ ეს ვინმე სხვამ უნდა
გააკეთოს.
- რატომ?
- შესაძლოა, შენ ვერ შეეწყობი „მას“ და „ისიც“ აგიძულებს. მაშინ ვერ გაიცნობ „მას“ საკმარის
დონემდე და ჩვენი მეგობრობა ჩაიშლება.
- რატომ გგონია რომ მას არ მოვეწონები? მე ხომ მისთვის არაფერი დამიშავებია?
- შენ სრულების არ მოგეთხოვება არც დაშავება და არც დაუშავებლობა. ის ან გიღებს, ან
თავიდან გიცილებს.
- და თუ მან არ მიმიღო, მაშინ როგორღა დავიმსახური მისი სიყვარული?
ორმა მამაკაცმა ალბათ გაიგეს ჩემი შეკითხვა და გაიცინეს.
- ვერაფერს გეტყვი! არ ვიცი, რა შეიძლება მოიმოქმედო ამ შემთხვევაში, - მიპასუხა დონ
ხუანმა.
იგი ნახევრად შებრუნდა და მე აღარ შემელო მასთან საუბრის გაგრძელება.

ერთ საათზე მეტი ვიარეთ, სანამ პარატა სახლის წინ გავჩერდებოდით. უკვე სრულიად
ბნელოდა და როდესაც მძღოლმა ფარები ფამორთო მე მხოლოდ შენობის ბუნდოვანი
კონტურების გარჩევა შევძელი. ახალგაზრდა ქალი - აქცენტის მიხედვით მექსიკელი - რაღაცას
უყვიროდა აყეფებულ ძაღლს და მის დაშოშმინებას ცდოლობდა. ჩვენ მანქანიდან
გადმოვედით და სახლში შევედით. ქალს რომ გვერდი აუარეს, კაცებმა ჩაილაპარაკეს: „Buenas
noches”. მანაც უპასუხა და კვლავ ყვირილით მისდგა ძაღლს.
ოთახი დიდი იყო და მრავალი ნივთით გაჭედილი. პატარა ელექტრონათურის შუქი მას
მკრთლად ანათებდა. ფეხებმომტვრეული და საჯდომჩაზნექილი სკამები - საკმაოდ მრავლად
წარმოდგენილნი - კედლის მიყრდნობილი იდგნენ. სამი მამაკაცი დივანზე დაჯდა, რომელსაც
ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა ოთახში განლაგებული ავეჯიდან. იგი ძალზე ძველი იყო და
თითქმის იატაკამდე ჩაზნექილიყო. მკრთალ შუქზე ისი მოწითალო და ჭუჭყიანი მოჩანდა.
დანარჩენები სკამებზე ჩამოსხდნენ. საკმაოდ დიდხანს ხმის ამოუღებლად ვიჯექით.

ერთ-ერთი მამაკაცთაგანი - ორმოცდაათიოდე წლის მუქი სახის, მაღალი და ღონიერი კაცი -


მკვეთრად წამოდგა და მეზობელ ოთახში გავიდა. ერთი წუთის შემდეგ იგი ყავადანით ხელში
დაბრუნდა. მან ყავადანს სახურავი მოხადა და ხელში შემაჩეჩა. შიგ შვიდი უცნაური საგანი
ელაგა. ისინი განსხვავდებოდნენ სიდიდით და სიმკვრივით. ზოგი თითქმის მრგვალი იყო ,
ზოგიც მოგრძო. შეხებაზე მიწის თხილის ბრიკეტებს ან კორპს წააგავდნენ. ყავისფერი
შეფერილობა მათ მყარ, გამხმარ ნაჭუჭს ამსგავსებდა. საკმაოდ დიდხანს ვატრიალე ისინი
ხელში, ვზილე და ვსრისე.
- ეს უნდა დაღეჭო (estose mascal), ჩამჩურჩულა დონ ხუანმა.
სანამ მან ხმა არ ამოიღო ვერ შევამჩნიე, რომ ის ჩემს გვერდით იჯდა. სხვებს გადავხედე,
მაგრამ მე არავინ მიყურებდა. ისინი ძალიან ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში. დამიდგა
მკვეთრი ყოყმანის და შიშის წუთი. ბგრძნობდი, რომ თავს თითქმის ვერ ვფლობდი.
- ფეხსადგამში უნდა გავიდე, - ვუთხარი დონ ხუანს, - თან ჰაერსაც შევისუნთქავ.
მან ყავადანი გამომიწოდა და მე შიგ პეიოტის ნაჭრები ჩავდე. როდესაც ოთახიდან გავდიოდი
ის კაცი მომიახლოვდა, რომელმაც პეიოტი მომცა და მითხრა, რომ მეზობელ ოთახში
ტუალეტის ბაკანი იყო.

ფეხსადგამი კერის მოპირდაპირე მხარეს იყო განლაგებული. მასთან მჭიდრო სიახლოვეში


დიდი საწოლი იდგა, რომელსაც ოთახის თითქმის ნახევარი ეჭირა. მასზე ვიღაც ქალს ეძინა.
რამდენიმე ხანს ვიდექი კარებთან გაუნძრევლად, შემდეგ სხვებთან ოთახში დავბრუნდი.
სახლის პატრონმა ინგლისურად მომმართა:
- დონ ხუანმა თქვა რომ თქვენ სამხრეთ ამერიკიდან ბრძანდებით. იქ თუ არის მესკალინი?
ვუპასუხე რომ არც კი გამიგია ამის შესახებ.

მათ, როგორც ჩანს, სამხრეთ ამერიკა აინტერესებდათ, და ჩვენ რამდენიმე ხანი ინდიელებზე
ვისაუბრეთ. შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა, რატომ მსურდა პეიოტის ჭამა. ვუპასუხე,
რომ მინდიდა გამეგო, რა იყო ეს. მან და სხვა დანარჩენებმაც მორიდებით გაიცინეს.

დონ ხუანმა ოდნავ ხელი მიბიძგა: „დაღეჭე, დაღეჭე“ (Masca, masca).


ხელისგულები ოფლმა დამიფარა, მუცელი შემეკუმშა. პეიოტის ნაჭრებიანი ყავადანი იატაკზე
სკამთან იდგა. დავიხარე, ავიღე ერთი განურჩევლად და პირში ჩავიდე. მას შმორის გემო
დაჰკრავდა. ჩავკბიჩე, ერთი ნაჭერი დავღეჭე და პირის მომჭრელი ძლიერი სიმწარე ვიგრძენი.
ცოტა ხანში პირი გამიბრუშდა. სიმწრის შეგრძნება გამიძლიერდა და ამასთან ნერწყვის
წარმოუდგენელ ნაკადთან მიხდებოდა რბოლა. ღრძილებისა და პირის შიდა ნაწილის
შეგრძნებით თითქოს მშრალ ხორცს ან თევზს ვჭამდი და ეს, ალბათ მაიძულებდა უფრო
ინტენსიურად დამეღეჭა. ცოტა ხანში მეორე ნახევარიც დავღეჭე და პირი ისე გამიბუშდა, რომ
სიმწრის შეგრძნება გამიქრა. პეიოტის ნაჭერი ბოჭკოთა კონისგან შედგება, ფორთოხლის ან
შაქრის ლერწმის გულის მსგავსად და მე არ ვიცოდი, უნდა გადამეყლაპა ის თუ
გადმომეფურთხებინა. ამ დროს სახლის პატრონი წამოდგა და სუყველას ვერანდაზე გასვლა
შემოგვთავაზა.

ჩვენ გავედით და სიბნელეში დავსხედით. გარეთ თავი მოხდენილად ვიგრძენით, მასპინძელმა


ბოთლით ტეკილია (მექსიკური სიმინდის არაყი) მოიტანა.

კაცები ჩამწკრივებულნი კედლისკენ ზურგშექცევით ისხდნენ. მე მარჯვენა ნაპირზე აღმოვჩნდი .


გვერდით მჯდომმა დონ ხუანმა პეიოტიანი ყავადანი ფეხებშუა ჩამიდგა. შემდეგ ბოთლი
მომაწოდა, რომელიც წრეში გაეშვათ - და მიბრძანა, ცოტაოდენი ტეკილია მომესვა სიმწრის
ჩასაყოლებლად.

პირველი ნაჭრის ნარჩენები გადმოაფურთხე და ცოტა სასმელი ჩავიგუბე პირში. მან მითხრა,
არ გადამეყლაპა, მხოლოდ პირში გამომევლო, ნერწყვი რომ შემეჩერებინა. ამან ნერწყვს
ძალიან ცოტათი უშველა, სამაგიეროდ სიმწრის შეგრძნებამ მართლაც დამიცხრა.

დონ ხუანმამ გაგრგლის თუ ლეღვის ჩირის ნაჭერი მომცა - ვერ გავარჩიე სიბნელეში, გემოც
ვერ გავუგე - და მიბრძანა ნელა და საფუძვლიანად დამეღეჭა. ძალიან გამიჭირდა
გადაყლაპვა. მეშინოდა, ლუკმა ყელში არ გამჩხეროდა.

რამდენიმე ხანში ბოთლი კვლავ წრეში დატრიალდა. დონ ხუალმა მშრალი ბოჭკოვანი
ხორცის ნაჭერი მომაწოდა. ვუთხარი რომ ჭამა არ მინდოდა.
- ეს საჭმელი არ არის, მკვახედ მომიგო მან.
პროცედურა ექვსჯერ განმეორდა. მახსოვს, პეიოტის უკვე ექვსი ნაჭერი მქონდა დაღეჭილი ,
როცა საუბარი საგრძნობლად გამოცოცხლდა, თუმცა ვერ გამეგო, რა ენაზე ლაპარაკობდნენ.
თემა საუბრისა, რომელშიც ყველა მონაწილეობდა, ძალზე საინტერესო იყო და მე
ყურადღებით ვუსმენდი, მასში ჩართვის სურვილით შეპყრობილი. მაგრამ როდესაც ხმის
ამოღება დავაპირე, მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო. სიტყვები უმიზნოდ
მიტრიალებდნენ თავში.

კედელზე ზურგით მიყრდნობილი ვიჯექი და ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ ინდიალები .


საუბარი იტალიურად მიმდინარეობდა და კვლავ და კვლავ ერთი და იგივე ფრაზა
მეორდებოდა - ზვიგენთა სიბრიყვეზე. თემა სავსებით ლოგიკურად აგებული მეჩვენებოდა.
მანამდე დონ ხუანისთვის ნათქვამი მქონდა, რომ პირველმა ესპანელელბმა მდინარე
კოლორადოს - „El rio de los tizones“ (დატბორილი ტყის მდინარე) უწოდეს, მაგრამ ვიღაცამ
სიტყვა „Tizones“ არასწორად წაიკითხა თუ წარმოთქვა და მდინარეს „El rio de los tiburones“
(ზვიგენთა მდინარე) დაერქვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა სწორედ ამ ამბის ირგვლივ
ბჭობდა, და აზრადაც არ მომდიოდა, რომ არცერთმა მათგანმა იტალიური არ იცოდა.
ძალიან მომინდა წამოდგომა, მაგრამ არ მახსოვს, როგორ მოვახერხე ეს. ვიკითხე, წყალი ხომ
არავის ჰქონდა. აუტანელი წყურვილი მკლავდა.

დონ ხუანმა დიდი ქვაბი მოიტანა და კედელთან, მიწაზე დადგა. მან აგრეთვე პატარა ფინჯანი
თუ ქილა მოიძღვანა. ამ უკანასკნელით ქვაბიდან რაღაც სითხე ამოიღო; მითხრა იგი არ
დამელია, მხოლოდ პირში გამომევლო, გასაგრილებლად.

წყალი უცნაურად ბრჭყვიალებდა და მინისებრი, ან რაღაც სქელი ქარსის მაგვარი მოჩანდა.


მინდოდა იმის შესახებ დონ ხუანი გამომეკითხა და გულმოდგინედ შევუდექი ჩემი აზრების
ინგლისურად გამოხატვას, მაგრამ უცბად გამახსენდა, რომ მან ინგლისური არ იცოდა. ძალიან
დავიბენი, როცა მივხვდი, რომ ვერ ვლაპარაკობდი, თუმცაღა სრულიად საღად ვაზროვნებდი.
მინდოდა, წყლის უცნაურობის შესახებ ჩემი აზრი გამომეთქვა, მაგრამ ის, რაც ამას მოყვა
ლაპარაკს სულაც არ ჰგავდა. ვგრძნობდი, როგორ მოედინებოდნენ ჩემი პირიდან
გამოუთქმელი აზრები, რაღაც სითხის მაგვარად. დაუძაბავი გულისრების შეგრძნება
დამეუფლა, დიაფრაგმის შეკუმშვის გარეშე. ეს სასიამოვნო თხევადი სიტყვათა ნაკადი იყო .

ცოტათი მოვსვ სითხე და გულისრევის შეგრძნება გამიქრა. ამასობაში ტოველგვარი ხმაური


მიწყნარდა და აღმოჩნდა, რომ თვალების ფოკუსირება მიჭირდა. დონ ხუანს შევხედე და
თავის მობრუნებისას დავინახე,რომ ჩემი ხედვითი არე პირდაპირ ჩემს თვალწინ მდებარე
ერთგვარი წრის ზონამდე შემცირდა. ეს არ იყო შიშის მომგვრელი შეგრძნება, არც უსიამოვნო,
პირიქით - იგი სასიხარულო სიახლეს მოასწავლებდა. შემეძლო მზერით მიწის შეხება, ერთ
წერტილზე კონცენტრაციით და შემდეგ მზერის ნებისმიერი მიმართლებით ნელი
გადაადგილება. როდესაც პირველად მოვხვდი ვერანდაზე, შევამჩნიე, რომ ირგვლივ სრული
სიბნელე სუფევდა, შესაძლოა მხოლოდ შორეული ქალაქის შუქების გამოკლებით. ხოლო
ახლა ჩემს ხედვით წრეში ყველაფერი ცხადად მოჩანდა. მე დამავიწყდა დონ ხუანის და ყველა
სხვა ადამიანის არსებობა და მთლიანად ჩემი მზერის სხივით სამყაროს გამოკვლევას მივეცი.

ვერანდის იატაკის - კედელთან შეერთების ადგილი დავინახე. თავი ნელა მაჯვნივ კედლის
გაყოლებაზე მოვაბრუნე და დავინახე მასთან აყუდებული დონ ხუანი. შემდეგ თავი მარცხნივ
მოვაბრუნე, წყლისთვის რომ შემეხედა. მზერით ქვაბის ფსკერს წავაწყდი, ნელა ავწიე თავი და
საშუალო ზომის შავი ძაღლი დავინახე. ძაღლი წყალს მოიახლოვდა. სმას შეუდგა. ხელი აბწიე ,
ჩემი წყლისგან რომ გამეგდო. თან ჯიქურ შევხედე და უეცრად დავინახე, რომ იგი
გამჭვირვალე გამხდარიყო, წყალი კი, ბრჭყვიალა, ბლანტ სითხედ გადაიქცა. მე ვხედავდი,
როგორ მიედინებოდა იგი ძაღლის ყელის გავლით მის სხეულში; როგორ დაიღვარა მასში
თანაბრად და შემდეგ თითოეული ბეწვიდან გამოჟონა. მე ვხედავდი, როგორ მიედინებოდა
ბრჭყვიალა სითხე ცალკეულ ბეწვში და იქიდან გამოსული გრძელ, თეთრ, ხავერდოვან
შარავანდედს ჰქმნიდა.

იმავე წუთს ძლიერი კრუჩხვები ვიგრძენი და ორიოდე წამში ჩემ გარშემო ძალზე დაბალი და
ვიწრო გვირაბი ჩამოყალიბდა, მძიმე და უცნაურად ცივი. შესახებად იგი თითქოს მყარი
თუნუქისა იყო. მე გვირაბის იატაკზე ვიჯექი. ადგომა ვცადე, მაგრამ რკინის ჭერს მივარტყი
თავი, ხოლო გვირაბი ისე ძლიერად შეიკუმშა, რომ სული შემეხუთა. მახსოვს, როგორ
გავფოფხდი მრგვალი ხვრელისკენ. სადაც გვირაბი მთავრდებოდა. როდესაც მას მივაღწიე
(თუ კი მართლა მივაღწიე, თვით ეს მომენტი არ მახსოვს), სულ გადამავიწყდა ძაღლიც, დონ
ხუანიც და ჩემი თავიც. დავიტანჯე, ჩემი ტანისამოსი ცივი წებოვანი სითხით მთლიანად
გაჟღენთილიყო. წინ და უკან ვგორავდი - ისეთი მდგომარეობის პოვნას ვცდილობდი,
რომელშიც დასვენებსა შევძლებდი და ჩემი გული შეწყვეტდა ასეთ გამაყრუებელ ცემას. ერთ-
ერთი ასეთი გდაადგილების დროს კვლავ ძაღლი დავინახე.

მაშინათვე მეხსიერება დამიბრუნდა და გონებაც გამეწმინდა. მივიხედ-მოვიხედე, დონ ხუანის


ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი გავარჩიე. ერთადერთი, რასაც ვხედავდი - ეს
ძაღლი იყო, რომელიც ცისარტყელასავით იფერებოდა. მისი სხეული ძლიერ სინათლეს
გამოსცემდა. კვლავ დავინახე, მიედინებოდა მასში წყალი და მას კოცონივით აკაშკაშებდა.
წყალს მივაღწიე, სახე ქვაბში ჩავყავი და ძაღლთან ერთად სმას მოვყევი. ხელებით ჩემს წინ
მიწას ვებჯინებოდი და სმის დროს ვდედავდი, როგორ მიედინებოდა სითხე ვენებში და გზა და
გზა წითლად, ყვითლად და მწვანედ იღებებოდა. ვსვი და ვსვი. ვსვი სანამ სითხემ სხეულის
ყოველი ფორიდან არ დაიწყო დინება, აბრეშუმის ძაფებივით, და მეც გრძელი, ნათელი,
ფერადი შარავანდედი გამიჩნდა. ძაღლს შევხედე, მისი შარავანდედიც ისეთივე იყო,
როგორიც ჩემი. უდიდესმა ბედნიერებამ ამივსო სხეული და ერთად ჩვენ რაღაც ყვითელ
სითბოსკენ გავეშურეთ, გაურკვეველი მხრიდან რომ მოოედინებოდა. აქ თამაშს მოვყევით. ასე
ვთამაშობდით და ვჭიდაობდით, სანამ ყველა მისი სურვილის არ შევიცანი. მან კი შემი.
ერთმანეთს რიგრიგობით ვმართავდით, როგორც მარიონეტებს მობრუნებით, ხოლო თავის
ყოველ გაქნევაზე მე ხტომის დაუძლეველი სურვილი მეუფლებოდა. მაგრამ მის საუკეთესო
მიღწევად ჩაითვლებოდა ილეთი, როდესაც იგი მაიძულებდა ფეხით თავი მომეფხანა; ამას ის
ყურების აქეთ-იქით ფრიალით აღწევდა. მე ეს საშინლად მართობდა. რა აღფრთოვანებაა
მოხდენილობის, ირონიის, ვფიქრობდი მე, რა ოსტატობა! აღუწერელმა ეიფორიამ მომიცვა,
იმდენს ვიცინოდი, რომ სუნთქვა შემეკრა.

მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ თვალებს ვერ ვახელდი. წრლის სისქეს გამჭოლ ვუცქერდი.
შეგრძნება ხანგრძლივი და ძალზე ავადმყოფური იყო, იმ შეშფოთების მსგავსი, რომელიც
მაშინ გეუფლება, როცა თითქოს უკვე ღვიძარი, ჯერ საბოლოოდ ვერ გამორკვეულხარ. შემდეგ
ქვეყანა თანდათან ვლავ ნათელი და მკაფიო შეიქმნა, ჩემი ხედვითი არე ისევ მომრგვალდა
და გაფართოვდა, და ამასთან იიმ საოცარი არსების სურვილის პოვნის სურვილი გამიჩნდა. აქ
კი ძალზე რთულ ზღურბლს გადავეყარე. ნორმალური მდგომარეობის შეცვლამ ჩემთვის
თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა. გონს მოსული ვიყავი, გრძნობები ამას მიმოწმებდნენ, ასე რომ
გადასვლა შეუფერხებელი და ნათელი გამოდგა. მაგრამ უკან - სერიოზული, ფხიზელი
გონებისკენ დაბრუნება მართლაც, რომ შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. მე დამავიწყდა, რომ
ადამიანი ვიყავი! ამ ვითარების გამოუსწორებლობამ დამაღონა და მე ავტირდი.

1961 წლის 5 აგვისტო. შაბათი


მოგვიანებით, იმავე დილით, საუზმის შემდეგ ჩვენი მასპინძელი, დონ ხუანი და მე დონ ხუანის
სახლისკენ გავემგზავრეთ. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ საბარგო მანქანაში არ
დამძინებია. მხოლოდ იმ კაცის წასვლის შემდეგ დონ ხუანის ვერანდაზე ჩამეძინა.

როცა გამომეღვიძა, უკვე ბნელოდა. დონ ხუანს ჩემთვის საბანი მოეხურა. მისი მოძებნა ვცადე,
მაგრამ ვერსად ვერ აღმოვაჩინე. იგი მოგვიანებით მოვიდა, შემწვარი ლობიოს ქვაბი და
კვერები მოიტანა. საშინლად მშიოდა.

როგორც კი ჭამას და დასვენებას მოვრჩით, მან მთხოვა მისთვის ყველაფერი მომეყოლა, რაც
წინა ღამით შემემთხვა. და მეც ყველაფერი დეტალურად ვუამბე - როგორც კი შემეძლო
ვრცლად. როცა დავამთავრე, მან თავი დამიკრა და მითხრა:
- მე მგონი, ყველაფერი შესანიშნავადაა. ახლა მიჭირს ახსნა, როგორ და რატომ, მაგრამ
ვფიქრობ, შენთვის კარგად ჩაიარა. მოგეხსენება, იგი ხანდახან მხიარულია, ბავშვივით, ხან კი -
საზარელი, საშინელი. ის ან მასხრობს, ან უაღრესად სერიოზულია. წინასწარ ვერ იტყვი,
როგორი იქნება ამა თუ იმ კაცთან. თუმცა, როცა მას კარგად გაიცნობ, ეს მაინც შეიძლება -
ზოგჯერ. შენ ითამაშე მასთან ამ ღამით. ერთადერთი კაცი ხარ ჩემს მახსოვრობაში, ვისაც კი
ბედმა მსგავსი შეხვედრა არგუნა.
- რით განსხვავდება ჩემი გამოცდილება სხვებისაგან?
- შენ ინდიელი არა ხარ, და ამიტომ მიჭირს გარკვევა, რაშია საქმე. იგი სხვათა შორის, ან იღებს
ადამიანს, ან იშორებს მას, იმისდა მიუხედავად ინდიელია ის თუ არა. ეს ნამდვილად ვიცი,
ბევრი ასეთი შემთხვევა მინახავს. ისიც ვიცი, რომ იგი ემასხარავება ზოგს და ბევრს აცინებს.
მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ვინმესთან ეთამაშა.
- დონ ხუან, ახლა ხომ არ შეგიძლია მითხრა, როგორ იცავს პეიოტი...
მან არ დამასრულებინა. მხარზე სწრაფად შემეხო.
- ნურასოდეს ნუ უწოდებ ასე. შენ ჯერ იგი საკმარისად არ გინახავს, კარგად რომ გაგეცნო.
- მაინც როგორ იცავს ადამიანს მესკალიტო?
- რჩევას აძლევს. პასუხობს ყველა დასმულ შეკითხვაზე.
- ესე იგი, მესკალიტო რეალურია? მე იმას ვგულისხმობ, თუ არის ის რაღაც ისეთი, რისი
დანახვაც შეიძლება?
მას თითქოს თავზარი დასცა ჩემმა შეკითხვამ და გაცბუნებულმა შემომხედა.
- მე იმის თქმა მინდა, რომ მესკალიტო...
- გავიგონე, რაცა თქვი. კი მაგრამ, შენ თვითონ არ ნახე ის წუხელ ღამით?
მინდოდა მეთქვა, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ ძაღლი ვნახე, მაგრამ მისი გაცბუნებული
მზერა შევამჩნიე.
- მაშ შენ გგონია, რომ სწორედ ის ვნახე წუხელ ღამით?
მან ახლა უკვე აშკარად დაცინვით შემომხედა. გაეცინა, თავი გააქნია, თითქოს ამის არ
სჯეროდა და ძალიან თავაზიანი ტონით მითხრა:
- A poco crees que era tu… mama? (არ მითხრა ახლა, რომ... დედაშენი გეგონა). იგი შეჩერდა
სიტყვა „mama”-ს წინ, რადგან იგულისხმებოდა იდიომა “tu chingada madre” - ვისმეს დედის
მიმართ უპატიო ნართაული. სიტყვა „დედა“ აქ იმდენად უადგილო ჩანდა, რომ ორივემ კარგა
ხანს ვიცინეთ.
მას ისე ჩაეძინა, რომ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

1961 წლის 6 აგვისტო, კვირა

დონ ხუანი მანქანით იმ სახლში წავიყვანე, სადაც პეიოტი მივიღე, გზაში მან მითხრა, რომ კაცს
რომელმაც ჩემი თავი მესკალიტოს წარუდგინა, ჯონი ერქვა. სახლს რომ მივუახლოვდით ,
ვერანდაზე ჯონი და ორი ახალგაზრდა კაცი დავინაზეთ. სუყველა განსაკუთრებით კარგ
ხასიათზე იყო. ისინი იცინოდნენ და ძალდაუტანებლად საუბრობდნენ. სამივე სრულყოფილად
ფლობდა ინგლისურს. ჯონს ვუთხარი, რომ მადლობის სათქმელად მოვედი გაწეული
დახმარებისთვის.

მინდოდა გამეგო მათი აზრი ჩემი ქცევის შესახებ ჰალუცინოგენური ცდის დროს და ვუთხარი,
რომ თუმცა კი ვცდილობდი ამაზე ფიქრს, ვერაფერს ვიხსენებდი. ისინი იცინოდნენ და ამ
თმაზე საუბრის სურვილს არ ავლენდნენ. მათ ალბათ დონ ხუანის დასწრება აბრკოლებდათ.
ისინი დრო და დრო მას გაჰყურებდნენ, თითქოს თანხმობის ნიშნის მოლოდინში და დონ
ხუანმა, როგორცა სჩანს, მისცა მათ ასეთი ნიშანი - თუმცა არაფერი მსგავსი მე არ შემიმჩნევია -
იმიტომ რომ ჯონი მოულოდნელად ჩემი ქცევის განხილვას შეუდგა.

ის მაშინ მიმხვდარა, რომ მე „მიმიღეს“, როცა მე გული ამერია. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ
პირს ალბათ ოცდაათჯერ მაინც მაღებინა. დონ ხუანმა შეასწორა - ოცდაათჯერ კი არა,
მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ.
ჯონმა გააგრძელა:
- მაშინ ჩვენ სუყველა შენკენ გადმოვიწიეთ. შენ გაშეშდი და კრუნჩხვები დაგეწყო. დიდხანს
იწექი გულაღმა და პირს ისე ამოძრავებდი, თითქოს ვიღაცას ელაპარაკებოდი. შემდეგ იატაკს
თავი დაუშინე და მხოლოდ მაშინ შეწყვიტე, როცა დონ ხუანმა თავზე ძველი შლაპა დაგახურა.
რამდენიმე საათი კანკალებდი, კრთოდი იატაკზე გაშხლართული. ვფიქრობ, სწორედ მაშინ
ჩაგვეძინა სუყველას. მაგრამ შენი ხვნეშა და ოხვრა სიზმარშიც მესმოდა. შემდეგ შენი კივილი
გავიგონე. გამომეღვიძა და დავინახე, როგორ დახტოდა ადგილზი და ყვიროდი. წყალს
მიაშურე, ქვაბი გადააბრუნე და გუბეში მოჰყევი ფართხალს.
დონ ხუანმა კიდევ მოგიტანა წყალი. ქვაბთან წყნარად იჯექი. შემდეგ წამოხტი და ტანს
გაიხადე. მერე წყალთან მუხლებზე დაიჩოქე და დიდი ყლუპებით სმას მოსდექი. თითქმის
ყველას - დონ ხუანის ჩათვლით - უკვე ჩაგვეძინა, როცა შენ ღმუილით წამოხტი და ძაღლს
გაეკიდე. ძაღლი შეშინდა, თვითონაც აღმუვლდა და სახლის უკან გაიქცა. ამ დრისათვის
ყველას გამოგვეღვიძა და წამოვდექით. შენ სახლის მეორე მხრიდან დაბრუნდი, კვლავ
ძაღლს მისდევდი. ძაღლი ყეფით და ღმუილით შენს წინ მორბოდა. სახლს ალბათ ოცჯერ
მაინც შემოურბინე და შენც ძაღლივით ყეფდი. შემეშინდა, ხალხის ყურადღება არ მიგვექცია.
აქ ახლომახლო არავინ სახლობს, მაგრამ შენ ისეთი ხმით ყმუოდი, კაცი მრავალი მილის
სიშორეზე გაიგონებდა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ჩაურთო:
- ბოლოს, როგორც იქნა, ძაღლი დაიჭირე და ხელში აყვანილი ვერანდაზე მოიყვანე.
ჯონმა გააგრძელა:
- შემდეგ ძაღლს დაუწყე თამაში. ეჭიდავებოდი; ერთმანეთს კბენდით და კოტრიალობდით.
გეტყობოდათ, რომ ეს გსიამოვნებდათ. ჩვეულებრივ, ჩემს ძაღლს არ უყვარს თამაში. მაგრამ
ამკერად თქვენ ერთიმეორეზე გადადიოდით.
- შემდეგ წყლისკენ გაიქეცი და ძაღლთან ერთად სმას მოჰყევი. - თქვა ახალგაზრდა, - ხუთჯერ
თუ ექვსჯერ მიირბინეთ ასე წყალთან, ძაღლთან ერთად.
- რამდენ ხანს გაგრძელდა ეს? - ვკითხე მე.
- რამდენიმე საათი, - თქვა ჯონმა. - ერთხანს ორივე მხედველობიდან დაგვეკარგეთ. სახლის
უკან ყოფილიყავით. ჩვენ მხოლოდ შენი ყეფა და წკმუტუნი გვესმოდა. შენი ყეფა ისე ჰგავდა
ძაღლისას, ვეღარ ვარჩევდით.
- შეიძლება ეს მართლაც ძაღლი იყო, - ვთქვი მე.
- შენ ყეფდი იქ, ყმაწვილო.
- მერე რა მოხდა?
სამივენი ერთმანეთს გადაჰყურებდნენ; თითქოს უჭირდათ მერე მომხდარის გახსენება.
ბოლოს, ახალგაზრდა კაცმა, მანამდე რომ სდუმდა, ხმა ამოიღო.
- რაღაც გულზე დაადგა, - თქვა მან და დონ ხუანს შეხედა.
- ხო, რა თქმა უნდა, გულზე დაადგა. ძალიან უცნაურად ატირდი, ხოლო მერე იატაკზე დაეცი.
ჩვენ ვიფიქრეთ, ენა მოიკვნიტე. დონ ხუანმა ყბები გაგიხსნა და სახეში წყალი შეგასხა. შენ
აგაკანკალა და მთელს სხეულზე კვლავ კრუნჩხვებმა დაგიარა. შემდეგ დიდხანს იყავი
უძრავად. დონ ხუანმა თქვა, რომ ყველაფერი დასრულებულია. გათენებულიყო. საბანი
მოგახურეთ და ვერანდაზე ჩაძინებული დაგტოვეთ.
აქ ის შეჩრდა და დანარჩენებს გადახედა. ისინი თითქოს სიცილს იკავებდნენ. ის დონ ხუანს
მიუბრუნდა და რაღაც ჰკითხა. დონ ხუანმა გაიღიმა და რაღაც უპასუხა. მერე დონ ხუანი მე
მომიბრუნდა და მითხრა“
- ჩვენ ვერანდაზე დაგტოვეთ, რადგან გვეშინოდა, ოთახებში შარდვა არ დაგეწყო.
მათ ხმამაღლა გაეცინათ.
- რა მჭირდა ასეთი? - ვიკითხე, - ნუთუ მე...
- ნუთუ შენ> - გამცინა ჯონმა. - ჩვენ არ ვაპირებდით ამაზე ლაპარაკს, მაგრამ დონ ხუანმა თქვა,
რომ ყველაფერი წესრიგშია. შენ თავიდან კუდამდე გაწუწე ჩემი ძაღლი!
- რა ვქენი?
- ხომ არ გეგონა, ძაღლი იმიტომ გაგირბოდა, რომ შენი ეშინოდა? ძაღლი გარბოდა იმიტომ,
რომ შენ მას აფსამდი.
აქ საერთო ხარხარმა იქუხა. ვცადე, ერთი ახალგაზრდისთვის მიმემართა, მაგრამ ყველა
იცინოდა და მას ჩემი არ ესმოდა. ჯონმა გააგრძელა:
- ჩემი ძაღლიც არ დარჩენილა ვალში, ის შენ გაფსამდა.
ეს განცხადება, როგორც ჩანს, ძალზე სასაცილო იყო, იმიტომ რომ ყველას ლამის მუცლები
დააწყდათ სიცილით, მათ შორის დონ ხუანსაც: როცა ისინი დაწყნარდნენ მე მთელი
სერიოზულობით ვკითხე:
- ეს მართალია? ყველაფერი ნამდვილად ასე იყო?
ჯერ კიდევ სიცილს აყოლილმა ჯონმა მიპასუხა:
- გეფიცები, ძაღლმა მართლა დაგაფსა.
როცა დონ ხუანთან ერთად მის სახლში ვბრუნდებოდი, მე ვკითხე:
- ყველაფერი ეს მართლა მოხდა, დონ ხუან?
- კი, - თქვა მან, - მაგრამ მათ არ იციან ის, რაც შენ ნახე. მათ არ ესმით, რომ შენ მასთან
თამაშობდი. ამიტომაც მე არ შეგიშალე.
- კი მაგრამ, ნუთუ ყოველივე ეს - ჩემი და ძაღლის ერთმანეთის მიფსმა - მართალია?
- ეს არ იყო ძაღლი! რამდენჯერ უნდა გითხრა? ამის გაგების ერთადერთი გზა არსებობს.
ერთადერთი! ეს „ის“ იყო და „ის“ შენთან თამაშობდა.
- თუ იცოდი, როგორ მოხდა ყველაფერი მანამ, სანამ მე თვითონ მოგიყვებოდი?
ვიდრე პასუხს გამცემდა, იგი წამით შეყოვნდა:
- არა, როცა ყველაფერს მოყევი, მე შენი უჩვეულო ქცევა გამახსენდა. უბრალოდ მივხვდი, რომ
შენი საქმე შესანიშნავად მიდიოდა, ვინდაიდან შენ შიშს არ გრძნობდი.
- ძაღლი მართლა თამაშობდა ჩემთან, როგორც ისინი ამბობენ?
- დასწყევლოს ღმერთმა! ეს არ იყო ძაღლი!

1961 წლის 17 აგვისტო, ხუთშაბათი

დონ ხუანს მოვახსენე, რას ვფიქრობდი ჩემი ცდის შესახებ. ჩემს მიერ დაგეგმილი სამუშაოს
თვალსაზრისით, ეს შემთხვევა კატასტროფას ნიშნავდა. ვუთხარი, რომ ფიქრიც კი არ
მინდოდა მესკალიტოსთან კიდევ ერთ მსგავს შეხვედრაზე. მე დავეთანხმე, რომ ყველაფერი,
რაც შემემთხვა უაღრესად საინტერესო იყო, მაგრამ დავუმატე, რომ არავითარი ინტერესეი არ
მაიძულებდა ასეთი შეხვედრა კვლავაც მეძენა. მე სერიოზულად მიმაჩნდა, რომ არ
ვივარგებდი მსგავსი წამოწყებებისთვის. როგორც ერთ-ერთი შედეგი, პეიოტმა რაღაც
უჩვეულო ფიზიკური უხერხულობის შეგრძნება დამიტოვა. ეს რაღაც უმიზეზო შიში იყო , რაღაც
უიღბლობის შეგრძნება, მელანქოლია - ზუსტად განსაზღვრა არ შემეძლო. და ასეთი
მდგომარეობა ღირსეულად არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნდა.
დონ ხუანს გაეცინა და მითხრა:
- შენ სწავლას იწყებ.
- ასეთი სწავლა მე არ გამომადგება, დონ ხუან. მე არა ვარ ამისთვის გაჩენილი.
- შენ ყოველთვის აზვიადებ.
- ეს არაა გაზვიადება.
- არის. სამწუხსარო მხოლოდ ისაა, რომ შენ მარტო ცუდ მხარეებს აზვიადებ.
- რამდენადაც საქმე მე მეხება, მანდ არ არის კეთილი მხარეები. ეს მაშნებს, და მორჩა.
- ეს თუ შე გაშინებს, ანაში ცუდი არაფერია. როცა გეშინია, სხვაგვარად ჭვრეტ საგნებს.
- მაგრამ მე სულაც არ მადარდებს საგნების სხვაგვარად ჭვრეტა. ვფიქრობ, თავი მივანებო
მესკალიტოს შესახებ სწავლებას. მე მას ვერ დავძლევ. აქ მართლაც ცუდათა მაქვს საქმე.
- რაც მართალია - მართალია. მეც საკმაოდ გამიჭირდა, მარტო შენ კი არ აგებნა თავგზა.
- კი მაგრამ, დონ ხუან, შენ რაღამ დაგაბნია?
- წუხელ ღამით ნანახზე ვფიქრობდი. მესკალიტო, უეჭველად, შენთან თამაშობდა და მე ეს
მაოცებს. ეს მინიშნებაა (omen, ნიშანი).
- რისი მინიშნება, დონ ხუან?
- მესკალიტო შენზე მანიშნებდა.
- რისთვის?
- მაშინ ვერ მივხვდი, ახლა კი მესმის. იგი გულისხმობდა, რომ შენ „რჩეული“ ხარ, მესკალიტომ
შენზე მიმითითა და მანიშნა, რომ შენ „რჩეული“ (escogido) ხარ.
- შენ იმის თქმა გინდა, რომ მე ამირჩიეს სხვებთა შორის რომელიღაც მიზნისთვის, ან რაღაც
ამდაგვარი?
- არა, მხოლოდ იმისი, რომ მესკალიტოს თქმით, შენ შეიძლება ის კაცი გახდე, მე რომ დავეძებ.
- როდის გითხრა მან ეს, დონ ხუან?
- მან იმით მითხრა, რომ შენთან თამაშობდა. ამით შენ ჩემთვის რჩეულ ადამიანად გადაიქეცი.
- რას ნიშნავს - რჩეული ადამიანი?
- არსებობს გარკვეული საიდუმლოებანი (Tengo secretos). მე ვფლობ საიდუმლოებებს,
რომელთაც ვერ ვხსნი, სანა, რჩეულ ადამიანს არ ვიპოვი. როდესაც წუხელ ღამით დავინახე,
როგორ თამაშობდი მესკალიტოსთან, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ შენ სწორედ ეს კაცი ხარ.
მაგრამ შენ ინდიელი არა ხარ, სასწაულია!
- კი მაგრამ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის? რა უნდა ვაკეთო?
- მე მივიღე გადაწყვეტილება და გასწავლი იმ საიდუმლოებებს, რომლებიც ცოდნის კაცის
ბედს განსაზღვრავენ.
- შენ მესკალიტოს საიდუმლოებანი გაქვს მხედველობაში?
- ხო. მაგრამ ისინი ყველა ჩემს საიდუმლოს როდი მოიცავენ. სხვაც ვიცი, სხვა სახის,
რომლებიც მინდა ვისმეს გადავცე. მე თვითონაც მყავდა მასწავლებელი, ჩემი ბენეფაქტორი,
და შევასრულე რა გარკვეული პირობები, მეც მისი რჩეული ადამიანი გავხდი. ყველაფერი რაც
ვიცი - მან მასწავლა.

კვლავ ვკითხე, რას მოითხოვდა ჩემგან ეს ახალი როლი. მან მიპასუხა, რომ იგულისხმებოდა
მხოლოდ სწავლება იმ აზრით, რომელიც მასთან ორი სესიის განმავლობაში გამოვცადე.

საქმე ძალზე უცნაურად შეტრიალდა. გადავწყვიტე, მისთვის განმეცხადებინდა, რომ პეიოტის


შესახებ სწავლაზე უარს ვამბობდი, მაგრამ სანამ ამას მოვასწრებდი, მან თავისი „ცოდნის “
სწავლება შემომთავაზა. ვერ მივხვდი, რა ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს
მოულოდნელი შემობრუნება ძალზე სერიოზულ ხასიათს ატარებდა. შევეპასუხე, რომ ასეთი
ამოცანის გადაწყვეტისთვის საჭირო თვისებები არ გამაჩნდა, თუნდაც საქმისთვის ასე
აუცილებელი განსაკუთრებული ვაჟკაცობა. ვუთხარი, რომ სხვის ქმედებათა განსჯას
ვანიჭებდი უპირატესობას. ამის შესახებ მისი აზრის გაგება მსურდა. ვუთხარი, რომ ბედნიერი
ვიქნებოდი, იქ ჯდომა და მთელი დღეების განმავლობაში მის მიერ მოყოლილი ამბების
მოსმენა რომ შემძლებოდა და ეს იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო სწავლება.

ის მისმენდა. კიდევ დიდხანს ვილაპარაკე. შემდეგ მან მითხრა:


- ადვილია ყოველივე ამის გაგება. შიში - არის პირველი ბუნებრივი მტერი, რომელიც ცოდნის
გზაზე დამდგარმა ადამიანმა უნდა დასძლიოს. მაგრამ, შენ ცნობისმოყვარე ხარ . ეს წყვეტს
საქმეს. შენ ისწავლი, თუნდაც შენივე სურვილის საწინააღმდეგოდ: ასეთია წესი.
მისი გადარწმუნება ვცადე და წინააღმდეგობა გავაგძელე, მაგრამ ის, როგორც ჩანსმ
დარწმუნებული იყო, რომ მე სწავლის მეტი არაფერი დამრჩენოდა.
- შენ სწოედ არ ფიქრობ, - მითხრა მან, - მესკალიტო ნამდვილად გეთამაშებოდა. ამაზე უნდა
იფიქრო. რატომ იმას არ ჩაეჭიდები, შენს შიშზე ფიქრის ნაცვლად?
- რა მოხდა ასეთი არაჩვეულებრივი?
- შენს მეტი არავინ მინახავს, მესკალიტოსთან რომ ეთამაშა. ასეთ ცხოვრებას შეჩვეული არა
ხარ. ამიტომაც ვერ შეამჩნიე ნიშნები (omens). კი მართალია, შენ სერიოზული კაცი ხარ, მაგრამ
შენი სერიოზულობა, რასაც აკეთებ იმაზეა მიჯაჭვული და არა იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება.
შენ საკუთარ თავზე იჭედები. ამაშია უბედურება, და ეს საშინელ დაღლილობას შობს.
- კი მაგრამ, რა უნდა ვაკეთო, დონ ხუან?
- ეძიე სასწაულები შენს ირგვლივ და უცქირე მათ. შენ გღღლის მხოლოდ საკუთარი თავის
ცქერა, და ეს დაღლილობა ყველაფერ დანარჩენისთვის ყრუდ და ბრმად გაქცევს.
- მიზანში მოარტყი, დონ ხუან. მაგრამ როგორ შევიცვალო?
- იფიქრე შენთან მოთამაშე მესკალიტოს სასწაულზე. ნურაფერ სხვაზე ნუ ფიქრობ. დანარჩენი
თავის თავად მოგივა.

1961 წლის 20 აგვისტო, კვირა

წუხელ დონ ხუანმა მისი ცოდნისაკენ მიმვალი კარი შემომიღო. მის სახლის წინ სიბნელეში
ვისხედით და რაიმე მიზეზის გარეშე, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან უეცრად საუბარი
წამოიწყო. მან თქვა, რომ აპირებდა ჩემთვის იმის გადმოცემას, რაც სწავლების პირველ დღეს
მას მისმა ბენეფაქტორმა უთხრა. დონ ხუანს, როგორც ჩანს, მისი სიტყვები დაუზეპირებია,
რადგან რამდენიმეჯერ გამიმეორა, რათა მათ რაც შეიძლება ღრმად ჩავწვდომოდი.
- ადამიანი მიემართება ცოდნისკენ ისევე, როგორც მიდის ომში: სრულიად ფხიზელი, შიშით,
პატივისცემით და აბსოლიტური რწმენი. რომელიმე სხვა განწყობით ცოდნისთვის ან ომისთვის
მზადება - შეცდომაა; ვინც ამას დაუშვებს - ინანებს.
მე ვკითხე, რატომ იყო ასე, და მან მიპასუხა, რომ ამ ოთხი პირობის დაცვის შემთხვევაში
ადამიანს შეეძლო ნებისმიერი შეცდომის გათვალისწინება და ამით მის ქმედებებს სულის
მოქმედებასავით უაზრო ხასიათი აღარ ექნებოდა. თუ ასეთ კაცს ბედი უმუხთლებდა ან მარცხი
ეწვეოდა, ის მხოლოდ ბრძოლას წააგებდა - და სადარდებელიც არაფერი ექნებოდა.
შემდეგ მან მითხრა, რომ აპირებდა ჩემთვის „მოკავშირეს“ შესახებ იმავე ხერხით სავლებას,
რომლითაც ნას ბენეფაქტორმა ასწავლა. გაიმეორა, რა რამდენიმეჯერ ეს ფრაზა, მან
განსაკუთრებით სიტყვები „იმავე ხერხით“ გამოჰყო.
- მოკავშირე, თავქ მან - არის ძალა, რომლის შეყვანაც საკუთარ ცხოვრებაში ადამიანს
შეუძლია დახმარების, რჩევის და სამოქმედო საჭირო ძალების შესაძენად, სულერთია იქნება
ეს ქმედება დიდი თუ მცირე, სწორი თუ მცდარი. მოკავშირე საჭიროა იმისათვის, რომ
განამტკიცოს კაცის ცხოვრება, მიმართოს მისი ქმედება და გააღრმავოს ცოდნა. არსებითად
ცოდნის შეძენაში მოკავშირეს დახმარება ფასდაუდებელია.
დონ ხუანმა ეს ძლიერად, თავდაჯერებულად წარმოთქვა. ის თითქოს საგულდაგულოგ
არჩევდა სიტყვებს. შემდეგი ფრაზა მან ოთხჯერ გაიმეორა:
- მოკავშირე ისეთი რამეების დანახვასა და გაგებაში დაგეხმარება, რაშიც ალბათ, სხვა
ვერავინ გაგარკვევს.
- მოკავშირე - ეს რაღაც მფარველი-სულის მსგავსია?
- არა. იგი არც მფარველია და არც სული. ის - დახმარებაა.
- მესკალიტო - შენი მოკავშირეა?
- არა! მესკალიტო სხვა სახის ძალაა. უნიკალური ძალა! დამცველი, მასწავლებელი.
- რით განსხვავდება მესკალიტო მოკავშირესგან?
- შეუძლებელია მისი მოკავშირეს მსგავსად მოთვინიერება ან გამოყენება. მესკალიტო შენს
გარეთაა, იგი მრავალი სახით წარუდგება მის წინ მდგომს, ბრუხო იქნება ეს, თუ სოფლელი
ბიჭუნა.
დიდი პატივისცემით ახსენა დონ ხუანმა ისიც, რომ მესკალიტო - სწორი ცხოვრების
მასწავლებელი იყო. ვკითხე, როგორ ასწავლიდა მესკალიტო „სწორი ცხოვრების წესს“, და მან
მიპასუხა, რომ მესკალიტო გიჩვენებდა, როგორ გეცხოვრა.
- როგორ გიჩვენებს? - ვკითხე მე.
- მას ამის მრავალი საშუალება გააჩნია. ხანდახან იგი თავის ხელზე გიჩვენებს, ან ქვაზე, ანდა
პირდაპირ შენს წინ.
- ეს როგორ, სურათებივით?
- არა, შენს წინ გადაშლილი მოძღვრების სახით.
- ელაპარაკება მესკალიტო ადამიანს?
- ხო, მაგრამ არა სიტყვებით.
- მაშ როგორ?
- სუყველას სხვადასხვანაირად.
მე ვგრძნობდი, რომ მას მობეზრებული ჰქონდა ჩემი შეკითხვები და მეტს აღარ ვეკითხებოდი .
ის მიხსნიდა, რომ საიმედო გზა მესკალიტოსკენ, მის გასაცნობად არ არსებობდა. ამიტომ
ვერავინ გასწავლიდა ამის შესახებ თვით მესკალიტოს გარდა. ეს თვისება მას უნიკალურ
ძალად აქცევდა; იგი არ იყო ერთი და იგივე სხვადასხვა ადამიანისთვის.

მეორეს მხრივ, მოკავშირეს მოსაპოვებლად საჭირო იყო უზუსტესი მოძღვრება და საფეხურთა,


ნაბიჯთა მიმდევრობა, უმცირესი გადახვევის გამორიცხვა. ქვეყნად მრავალი არის ასეთი
მოკავშირე-ძალა, ამბობდა იგი, მაგრამ პირადად ის მხოლოდ ორს იცნობდა და მზად იყო,
ისინიც და მათი საიდუმლოებანი ჩემთვის გაეცნო, მაგრამ მე მათში უნდა ამერჩია, რადგან მე
მხოლოდ ერთი მოკავშირის ყოლა შემეძლო. მან თქვა, რომ მისი ბენეფაქტორის მოკავშირე
„la yerba del diablo”-ში (ეშმაკის ბალახში) იყო, მაგრამ პირველად მას იგი არ მოსწონდა, თუმცა
ბენეფაქტორმა მისი საიდუმლოებანი მას გააცნო. საკუთრივ მისი მოკავშირე, თქვა მან ,
„humito”-ში (კვამლში) იმყოფებოდა, მაგრამ ამ „კვამლის“ ბუნების დაწვრილებით ახსნისგან
თავი შეიკავა.

შევეკითხე ამის შესახებ, მან არ მიპასუხა. გრძელი პაუზის შემდეგ ვკითხე:


- კი მაგრამ, რა ძალას წარმოადგენს მოკავშირე?
- ეს დახმარებაა, ხომ გითხარი.
- როგორ გეხმარება იგი?
- მოკავშირე არის ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი საკუთარ ფარგლებს გარეთ
გაიყვანოს. სწორედ ამ გზით ახერხებს მოკავშირე მას ისეთი რამ გაუხსნას, რასაც ვერცერთი
ადამიანი ვერ გაუხსნის.
- კი მაგრამ, მესკალიტოსაც ხომ გაჰყავხარ საკუთარი გარგლებს ფარეთ. ნუთუ ეს არ ხდის მას
მოკავშირედ?
- არა. მესკალიტოს იმისთვის გამოჰყავხარ საკუთარი თავიდან, რომ გასწავლის, ხოლო
მოკავშირეს - ძალა რომ მოგცეს.

მე ვთხოვე, უფრო ზუსტად განემარტა ეს მომენტი, ან ერთისა და მეორეს მოქმედებებს შორის


განსხვავება აღეწერა. მან დიდხანს მიყურა, შემდეგ ახარხარდა. მითხრა, რომ სწავლება
საუბრის საშუალებით - არა მხოლოდ დროის უქმი ფლანგვა იყო, არამედ სისულელეც, რადგან
სწავლა - ყველაზე რთულ ამოცანას წარმოადგენდა მათ შორის, რაც კი ადამიანს შეეძლო
თავისი თავისთვის დაეკისრებინა. მან მთხოვა, გამეხსენებინა ის მომენტი, როდესაც ჩემი
ლაქის პოვნა ვცდილობდი - როგორ მინდოდა ამის გაკეთება რაიმე შრომის დაუხარჯველად
და როგორ ველოდი მისგან სუყველა ცნობის მოწოდებას. მას რომ ეს ჩემს მაგივრად
გაეკეთებინა, თქვა მან, მე ვერასოდეს ვერ ვისწავლიდი. მაგრამ რადგან გაცნობიერებული
მქონდა საკუთარი ლაქის ძებნის სიძნელე და რაც მთავარია ვიცოდი მისი არსებობის შესახებ,
მე ამით რწმენის უნიკალური შეგრძნება შევიძინე. მან თავქ, რომ სანამ მე ჩემს „კეთილ
ლაქაში“ მქონდა გადგმული ფესვი, ფიზიკურ ზიანს ვერაფერი მომაყენებდა, რადგან მე
რწმენა გამაჩნდა, რომ სწორეს ეს ადგილი იყო ჩემთვის საუკეთესო. მე მოპოვებული მქონდა
ძალა ყოველივე იმის უკუგდებისა, რასაც ჩემთვის ზიანის მოტანა შეეძლო. მას რომ, დავუშვათ,
მოეთხრო ჩემთვის, სად იმყოფებოდა იგი, მე ვერასდროს მოვიპოვებდი რწმენას, რომელიც
საჭირო იყო მის ჭეშმარიტ ცოდნად აღიარებისთვის. ამგვარად, ცოდნა, მართლაც, ძალად
იქცა.

შემდეგ დონ ხუანმა თქვა, რომ ყოველთვის, როცა ადამიანი სწავლას მიეცემა მას ისეთივე
ბეჯითი შრომა უხდება, როგორც მე ჩემი ლაქის ძებნისას, მისი ათვისების საზღვრები კი მისივე
ბუნებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ის ვერავიტარ აზრს ვერ ხედავს ცოდნის შესახებ
საუბარში. მან თქვა, რომ ცოდნის ზოგიერთი სახეობა მეტისმეტად მძიმე იყო იმ მცირე
ძალისთვის, რომელიც მე გამაჩნდა და მათ შესახებ ლაპარაკს მხოლოდ ზიანის მიყენება
შეეძლო. მისთვის ნათელი იყო, აქ მეტს ვერაფერს იტყოდა. ის ადგა და სახლისაკენ გაემართა.
მე ვუთხარი, რომ სიტუაციამ დამრთგუნა. ეს სრულიად არ შეესაბამებოდა ჩემს წარმოდგენებს
მასზე (სიტუაციაზე) და არც იმას, რისი დანახვაც მასში მსურდა.

მან მიპასუხა, რომ შიში სავსებით ბუნებრივი რამაა, მას ყველანი განვიცდით, და ამას
ვერაფერს მოვუხერხებ. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორი შიშის მომგვრელიც არ უნდა
მოგეჩვენოს მოძღვრება, მეტი საშინელებაა მოკავშირეს ან ცოდნას მოკლებული ადამიანის
წარმოდგენა.

ნაწილი 3
ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დაწყებული იმ დღიდან, როცა დონ ხუანმა
გადაწყვიტა, ჩემთვის მოკავშირე ძალების შესახებ ესწავლებინა, და იმ დრომდე, როცა მან
ჩათვალა, რომ მე მზად ვიყავი პრაგმატული ფორმით სწავლებისათვის, როგორც მონაწილე -
ე.ი. იმ ფორმით, რომელიც მას სწავლებად მიაჩნდა - მან თანდათანობით შემომიხაზა იმ ორი
მოკავშირეს საერთო ნიშნები, რომელთა შესახებაც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით. ამით მან
მომამზადა ყველა ჩვენი საუბრის იმ აუცილებელი შედეგისთვის, რომელიც მთელი მისი
მოძღვრების არსს განამტკიცებდა - სახელდობრ, უჩვეულო რეალობის მდგომარეობის
აღქმისათვს.

დასაწყისში ის ძალზე ცოტას, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ მიამბობდა მოკავშირეთა


ძალებზე. პირველი შენიშვნები მათ შესახებ ჩემი ჩანაწერების სხვა თემებს შორისაა გაბნეული.

1961 წლის 23 აგვისტო, პარასკევი

- ეშმაკის ბალახი (Jimson weed, ლემა) ჩემი ბენეფაქტორის მოკავშირე იყო, ჩემიც შეიძლებოდა
გამხდარიყო, მაგრამ მე ის არ შევიყვარე.
- რატომ არ მოგწონს „ეშმაკის ბალახი“, დონ ხუან?
- მას სერიოზული ნაკლი გააჩნია.
- რა, ის სხვა მოკავშირეზე სუსტია?
- არა, სწორად გამიგე. ის სხვებზე არანაკლებ ძლიერია, მაგრამ მასში არის რაღაც, რაც
პირადად მე ძალიან არ მომწონს.
- შეგიძლია მითხრა, რა არის ეს?
- ის აფუჭებს ადამიანს. ნამეტანი ადრე უმუშავებს ძალისადმი სიყვარულს, გულის
განუმტკიცებლად და მბრძანებლურსა და უმართავს ხდის მას. ის მას ასუსტებს სწორედ რომ
საკუთარი ძლიერების მწვერვალზე.
- ამის არიდების რაიმე საშუალება თუ არსებობს?
- არის დაძლევის საშუალება და არა არიდების. ყველამ, ვისი მოკავშირეც ხდება ლემა, ეს
საფასური უნდა გადაიხადოს.
- როგორ შეიძლება მისი მოქმედების დაძლევა, დონ ხუან?
- ეშმაკის ბალახს ოთხი თავი აქვს: ფესვი, ღერო თავის ფოთლებიანად, ყვავილები და თესლი.
ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველა, ვისაც კი ეშმაკის ბალახის მოკავშირეობა
სურს, უნდა ისწავლოს მის შესახებ სწორედ ამ მიმდევრობით. ყველაე მთავარი თავი
ფესვებშია. ეშმაკის ბალახის ძალის დამორჩილება ფესვით ხდება. ღერო და ბოთლები -
წარმოადგენს თავს, რომელიც დაავადებების მკურნალობს. თუ სწორად გამოიყენებენ, მას
დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია კაცობრიობისათვის. მესამე თავი - ყვავილებშია და მას
ადამიანის გასაგიჟებლად ხმარობენ, მის დასამორჩილებლად ან მოსაკლავად. ადამიანი,
ვისი მოკავშირეცაა ლემა, თვითონ არასდროს იღებს ყვავილებს - ისევე როგორც არ იღებს ის
ღეროს და ფოთლებს, თუ კი თვითონ არ არის ავად. ყოველთვის იხებენ ფესვსა და თესლს.
განსაკუთრებით თესლს - ეს არის ეშმაკის ბალახის მეოთხე და ყველაზე ძლიერე თავი.
- ჩემი ბენეფაქტორი ჩვეულებრივ ამბობდა, რომ თესლი - „ფხიზელი თავია“. ის ერთადერთი
ნაწილია, რომელსაც ადამიანის გულის განმტკიცება შეუძლია. „ეშმაკის ბალახი“ თავის
„თანამესაქმეებთან“ მკაცრია, ამბობდა ის, იმიტომ რომ მათი სწრაფი მოკვლა სურს, რასაც
ჩვეულებრივ ახერხებს კიდეც, სანამ ისინი „ფხიზელი თავის“ საიდუმლოებამდე მიაღწევენ.
თუმცა ყვებიან ასეთ ადამიანებზეც, ვინც „ფხიზელი თავის“ ყველა საიდუმლო ამოხსნა. აი
ცოდნის ადამიანის ნამდვილი მიზანი!
- შენმა ბენეფაქტორმა ამოხსნა ეს საიდუმლოებანი?
- ვერა, ვერ ამოხსნა.
- თუ შეგხვედრია ვინმე, ვინც ეს მოახერხა?
- არა, ისინი ხომ იმ ძველთაძველ დროს ცხოვრობდბებ, როდესაც ამ ცოდნას მნიშვნელობა
ჰქონდა.
- თუ იცნობ ვინმეს ვისაც ასეთი ადამიანი უნახავს?
- არა, არ ვიცნობ.
- შენი ბენეფაქტორი თუ იცნობდა ვინმე მათგანს?
- კი, იცნობდა.
- კი მაგრამ, თვითონ რატომ არ მიაღწია „ფხიზელი ტავის“ საიდუმლოებას?
- ეშმაკის ბალახის მოთვინიერება და მისი მოკავშირედ გახდომა - ერთ-ერთ ურთულეს
ამოცანას წარმოადგენს. მე, მაგალიტად, ვერ გდავიქეცი მასთან ერთიან მთლად, ალბათ
იმიტომ, რომ ის არასოდეს მომწონდა.
- თუ შეგიძლია, მისი როგორც მოკავშირის გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ ის არ
მოგწონს?
- შემიძლია, მაგრამ მირჩევნია, ამას თავი ავარიდო. შესაძ₾ოა, შენთვის ყველაფერი
სხვანაირად წარიმართოს.
- რატომ უწოდებენ მას ეშმაკის ბალახს?
დონ ხუანმა გულგრილად მხრები აიჩეჩა და რამდენიმე ხნით დადუმდა. ბოლოს თქვა, რომ
„ეშმაკის ბალახი“ - ეს დროებითი სახელი იყო (so number de lache). მან კიდევ თქვა, რომ
„ეშმაკის ბალახისთვის“ არსებობდა კიდევ სხვა სახელებიც, მაგრამ მათი გამოყენება არ
შეიძლებოდა, ვინაიდან სახელის წარმოთქმა - სერიოზულ საქმეს წარმოადგენდა,
განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მოკავშირის ძალის გამოყენებას სწავლობდი. მე ვკთხე,
რატომ წარმოადგენდა სახელის წარმოთქმა ასეთ სერიოზულ რამეს. მან მიპასუხა, რომ
სახელებს იტოვებენ უკიდურესი შემთხვევისთვის, მხოლოდ საშველად მოსახმობად, უდიდესი
დაძაბულობისა და გაჭირვების ჟამს და დამარწმუნა, რომ ასეთი წუთი ადრე თუ გვიან ყველა
ცოდნის მაძიებლის ცხოვრებაში დგებოდა.

1961 წლის 3 სექტემბერი, კვირა

დღეს, ნასადილევს დონ ხუანმა მინდორში ამოთხარა და სახლში მოიტანა ორი მცენარე
Datura.

ჯერ სრულად მოულოდნელად, მან ეშმაკის ბალახზე წამოიწყო საუბარი, შემდეგ შემომთავაზა
მის საძებნად ბორცვებზე წავყოლოდი.

მანქანით უახლოეს ბორცვებამდე მივედით. საბარგულიდან ბარი ამოვიღე და დონ ხუანს ერთ-
ერთ კანიონში გავყევი. რამდენიმე ხნის რბილ, ქვიშიან ნიადაგზე აღმოცენებულ ხშირ
ჩაპრალს მივარღვევდით. დონ ხუანი ერთ პატარა მცენარესთან შეჩერდა; მას მუქი მწვანე
ფოთლები და დიდი თეთრი მაჩიტას მსგავსი გვავილები ჰქონდა.
- აი ისიც, - თქვა მან.
და მაშინათვე თხრას შეუდგა. მიშველება დავაპირე, მაგრამ მან თავის ენერგიული
მოძრაობით ჩემი შემოთავაზება იუარა და მცენარის ორმოს ამოჭრა გააგრძელა. ორმო გარე
ნაპირთან ჩაღრმავებული იყო, ხოლო ცენტრისკენ კონუსისებრ მაღლდებოდა. დაასრულა რა
ეს სამუშაო, იგი მუხლებზე დაეშვა და თითებით რბილი მიწისგან დაახლოებით ოთხი დიუმის
სიგრძეზე დიდი ლულოვანი და გაორებული ფესვი გაასუფთავა, რომლის სისქე შესამჩნევლად
განსხვავდებოდა შედარებით სუსტ ღეროდაგან.
დონ ხუანმა შემომხედა და თქვა, რომ მცენარე - „მამანი“ იყო, რადგან ფესვი ზუსტად მის
ღეროსთან შეერთების ადგილთან ორდებოდა. შემდეგ წამოდგა, განზე გავიდა და რაღაცას
დაუწყო ძებნა.
- რას ეძებ, დონ ხუან?
- ჯოხი მინდა ვნახო.
მეც ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ მან შემაჩერა.
- შენ არა, შენ იქ დაჯექი., მან ოციოდე ფუტის მოშორებით განლაგებულ ქვების გროვაზე
მიმანიშნა. - მე თვითონ მოვნახავ.
რამდენიმე ხანში ის დაბრუნდა; ხელთ გრძელი ხმელი ტოტი ეჭირა. ტორი სათხრელი
იარაღივით გამოიყენა და ფესვის ორივე შტო მოწოსგან გაათავისუფლა. ფესვი დაახლოებით
ორი ფუტის სიღრმეზე გაშიშვლდა. როდესაც სიღრმეში გათხრას შეეცადა, ნიადაგი ისე
გამაგრდა, რომ ჯოხი უკვე აღარ შველოდა.
გაჩერდა და შესასვენებლად წამოჯდა. მივედი მასთან. დიდხანს ვიყავით გაჩუმენული.
- ბარით რატომ არ ამოთხრი? - ვკითხე მე.
- მას შეულია გაჭრას და დაკოდოს მცენარე. მე იმიტომ დამჭირდა ამ ადგილას ჯოხი, რომ
ფესვს თუ გავკრავ შემთხვევით, დაზიანება არ იქნება ისეთი სერიოზული, როგორც ბარით ან
უცხო საგნით მიყენებული.
- რა ჯოხი იპოვე?
- პალოვერდის ხის ნებისმიერი ჯოხი ივარგებს. თუ ხმელს ვერ მონახავ, ნედლის მოჭრა
მოგიწევს.
- რომელიმე სხვა ხის ტოტირ გამოყენება თუ შეიძლება?
- გითხარი - მხოლოდ პოლოვერდის და სხვა არაფერის.
- რატომ, დონ ხუან?
- ეშმაკის ბალახს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს და პოლოვერდი - ერთადერთი ხეა ამ
ადგილებში, რომელიც მასთან მეგობრობს. ერთადერთი, ვინც ხელს სჭიდებს და ებღაუჭება
მას (lo unico quo prende). თუ ფესვს ბარით დააზიანებ, გადარგული მცენარე შენთვის არ
გაიზრდება, მაგრამ თუ ჭრილობა ამ ჯოხით მიაყენე, შეგიძლია იმედოვნო, რომ მცენარე ამას
არც კი იგრძნობს.
- რას უპირებ ახლა ფესვს?
- მოჭრას ვუპირებ. შენ უნდა წახვიდე. წადი, სხვა მცენარე მოძებნე და დამელოდე, სანამ არ
დაგიძახებ.
- არ გინდა მოგეხმარო?
- მომეხმარები მხოლოდ მაშინ, როცა ამას გთხოვ.
გავეცალე და სხვა ასეთივე მცენარის ძებნას შევუდექი; თან დონ ხუანთან ჩუმად მიპარვის და
მისი თვალთვალის სურვილს ძლივს ვიკავებდი. ცოტა ხანში ის შემომიერტდა.
- ახლა დედალი მოვძებნოთ, - თქვა მან.
- როგორ არჩევ მათ?
- დედალი უფრო მაღალია და მიჭისაგან ზევით იზრდება, ამიტომ ის პატარა ხესავით
გამოიყურება. მამალი ფართეა, მიწასთან იშლება და ხშირ ბუჩქს უფრო წააგავს. როდესაც
დედალს ამოვთხრით, დაინახავ რომ მას მთლიანი ფესურა აქვს, რომელიც საკმაოდ ღრმად
ეშვება მიწაში, სანამ გაორებას დაიწყებდეს მამლის ფესურა კი პირდაპირ ღეროსთან ორდება.
ერთად დავათვალიერეთ ლემის ველი. შემდეგ მან ერთ-ერთ მცენარეზე მანიშნა და თქვა₾
- აი, დედალი.
დაიწყო მისი ამოთხრა ისევე, როგორც პირველის. როდესაც ფესვი გაწმინდა დავინახე, რომ
იგი აღწერილობას შეესაბამებოდა. როცა ის ფესვი მოსაჭრელად გაემზადა, მე კვლავ წასვლა
მომიხდა.

სახლში რომ დავბრუნდით, მან გახსნა ბოხჩა, სადაც ლემას მცენარეები ჩაედო. ჯერ უფრო
დიდი, მამალი აიღო და დიდ ლითონის ჯამში მობანა. ფესვი, ღერო და ფოთლები ძალიან
ფრთხილად მიწისგან გაწმინდა. მათი გულდასმით გაწმენდის შემდეგ მან ფესვი ღეროს
მოაჭრა - მოკლე დაკბილული დანით შეერთების ადგილს ზედაპირული ჭდე შემოავლო და
გადატეხა. შემდეგ აიღო ღერო და ცალკე გროვებად დაანაწილა: ფოთლების, ყვავილებისა
და ეკლიანი სათესლე კოლოფების. ის ყრიდა ყველა ხმელსა და ჭიან ნაწილს და მხოლოდ
მთელებსა ტოვებდა. ფესვის ორი შტო ორი ბაწრით შეკრა, შეერთების ადგილი ზედაპირულად
ჩაჭრა, შუაზე გადატეხა და ორი ერთნაირი ზომის ფესვი მიიღო.

შემდეგ უხეში ტილოს ნაჭერი აიღო და მასზე ჯერ ერთად შეკრული ფესვის ორი ნაწილი დადო.
ზევიდან აკურატულად დააწყო ფოთლები, შემდეგ ყვავილები, თესლი და ღერო. ქსოვილი
დაკეცა და ბოლოები გაკვანძა.

იგივე გაიმეორა მაორე მცენარის, დედლის მიმართ იმ განსხვავებით, რომ როდესაც ფესვს
შეუდგა, იგი არ გაჭრა და განშტოების ადგილი მთელი დატოვა, გადაბრუნებული ასო Y
მსგავსად. შემდეგ ყველა ნაწილი ტილოს მეორე ბოხჩაში გაახვია. როდესაც ყველაფერი
დაასრულა, უვე სრულიად ბნელოდა.

1961 წლის 6 სექტემბერი, ოთხშაბათი

დღეს, დღის მიწურულს ეშმაკის ბალახის შესახებ საუბარს დავუბრუნდით.


- მე მგონია, ჩვენ ისევ უნდა დავუბრუნდეთ ამ ბალახა, უეცრად თქვა დონ ხუანმა. თავაზიანი
დუმილის შემდეგ ვკითხე:
- რას უპირებ ამ მცენარეებს?
- მცენარეები, რომლებიც მე ამოვთხარე და მოვჭერი, ჩემია - თქვა მან. - ეს იგივეა, ისინი მე
თვითონ რომ ვიყო. მათი დახმარებით მინდა შეგასწავლო ეშმაკის ბალახის დამზადება.
- როგორ ამზადებენ მას?
- ეშმაკის ბალახს პორციებად (partes) ჰყოფენ. თითოეული პორცია განსხვავდება სხვებისგან;
თითოეულს საკუთარი უნიკალური ამოცანა და დანიშნულება გააჩნია.
მან მარცხენა ხელისგული გაშალა და იატაკზე მტკაველი გადაზომა.
- ეს ჩემი პორციაა. შენსას შენი ხელით გადაზომავ. ეხლა ბალახს რომ დაეუფლო, პორველი
პორციით - ფესვით უნდა დაიწყო. ხოლო რადგან მასთან მე მიგიყვანე, პირველი პორციის
მიღება ჩემი მცენარისგან მოგიწევს.
ის სახლში შევიდა და ტილოს ხვეული გამოიტანა. დაჯდა და გაშალა იგი. შევამჩნიე, რომ ეს
მამალი მცენარე იყო. იქ მხოლოდ ფესვის ერთი ნაჭერი იდო. მან აიღო ეს პირველი ორისაგან
დაჩენილი ნაჭერი და ჩემს სახესთან მიიტანა.
- ეს შენი პირველი პორციაა, - მითხრა მან, - მას მე შენ გაძლევ. მე თვითონ მოვჭერი შენთვის.
საკუთარივით გადავზომე; ახლა კი შენ გაძლევ.
წამში აზრმა გამიელვა, ალბათ სტაფილოსავით შეჭმა მომიხდებოდა, მაგრამ დონ ხუანმა იგი
პატარა ბამბის პარჭუკში ჩადო.

იგი უკანა ეზოში გავიდა, ფეხმორთხმით დაჯდა და მრგვალი ქვასანაყით პარჯუჭში


მოთავსებული ფესვის მოსრესას შეუდგა. ბრტყელ ქვას როდინის მაგიერ იყენებდა. დრო და
დრო რეცხავდა ორივე ქვას , ხოლო წყალს პატარა ხის ჭურჭელში ასხავდა.
მუშაობის დროს იგი ძალიან რბილად და ერთფეროვნად გაურკვეველ სიმღერას ღუღუნებდა .
როცა ფესვი პარჭუკში რბილ ფაფად იქცა, მან პარჭუკი ხის ჭურჭელში ჩადო. იქვე ჩადო
როდინიც და ქვასანაყიც, ჭურჭელი წყლით აავსო და ღობესთან მდგარ ნარეცხის გობის
მაგვარ ტაშტში ჩადგა.

როგორც მან განმიმარტა, ფესვი მთელი ღამით უნდა დაგველბო და გარეთ დაგვეტოვა; ასე ის
ღამის ჰაერს (es sereno) წატაცებდა.
- თუ ხვალ ცხელ მზიან დღე დაიჭერს - ეს შესანიშნავი ნიშანი იქნება, - თქვა მან.

1961 წლის 10 სექტემბერი, კვირა

ხუთშაბათი, 7 სექტემბერი ძალიან ნათელი და ცხელი დღე გამოდგა. დონ ხუანი გაახარა
კეთილმა ნიშანმა და მან რამდენიმეჯერ გაიმეორე, რომ ეშმაკის ბალახს მე ნამდვილად
მოვწონდი. ფესვი მთელი ღამე ლბებოდა და დილის ათი საათისთვის სახლის უკან
გავემართეთ. დონ ხუანმა ჭურჭელი გობიდან ამოიღო, მიწაზე დადგა და იქვე ჩამოჯდა.
პარჯუჭით ჭურჭლის ფსკერი გახეხა. ამოიღო ზედაპირზე, შიგნეულიანად გაწურა, შემდეგ
კვლავ წყალში ჩაუშვა. კიდევ სამჯერ გაიმეორა ეს პროცედურა. შემდეგ პარჯუჭა, გობში
ჩააგდო და ჭურჭელი მხურვალე მზეზე გაიტანა.

ორი საათის შემდეგ ისევ იქ დავბრუნდით. მან თან მდუღარე მოყვითალო წყლით სავსე
პატარა ჩაიდანი მოიტანა. ჭურჭელი ძლიან ფრთხილად დახარა და ზედა წყალი გადმოაქცია,
ხოლო ფსკერზე დაგროვებული სქელი ნალექი დატოვა. ჩაიდნიდან მდურარე ნალექს დაასხა
და ჭურჭელი კვლავ მზეზე დადგა.

ეს პროცედურა სამჯერ განმეორდა, საათზე მეტი ინტერვალებით. ბოლოს მან წყალი თითქმის
მთლიანად გადააქცია, დახარა ჭურჭელი ისეთი კუთხით, რომ შიგთავსი საღამოს მზეს
გაენათებინა და ასე დატოვა.

როცა რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდით, უკვე ბნელოდა. ჭურჭლის ფსკერზე რაღაც
კაუჩუკის მაგვარი სუბსტანცია წარმოიქმნა. იგი მოუხეშავ სახამებელს წააგავდა, კოტეთრო ან
რუხი ფერისა იყო. ალბათ, ერთ ჩაის კოვზს აავსებდა. დონ ხუანმა ჭურჭელი სახლში შეიტანა
და ცეცხლზე ცოტაოდენი წყალი დაადგა ასადუღებლად. მიწის ბორცვები ამოვიღე, ქარმა
ნალექს რომ მოაყარა. მას გაეცინა.
- მიწის ბორცვები არაფერს ავნებს.
როდესაც წყალი ადუღდა, მან თითქმის პირამდე გავსებული ჭიქა მდუღარე ჭურჭელში ჩაასხა.
ეს იგივე მოყვიტალო წყალი იყო, რომლითაც მან ადრეც ისარგებლა. მან ნალექი დაალბო და
რძის ხსნარი მიიღო.
- ეს რა წყალია, დონ ხუან?
- იმ კანიონის ხილის და ყვავილების ნახარშია.
მან გადაასხა ხის ჭურჭლის შიგთავსი ძველებურ თიხის თასში, ყვავილების ქოთანს რომ
წააგავდა. ხსნარი ჯერ კიდევ ცხელი იყო, ამიტომ გასაციებლად მან სული შეუბერა. თვითონ
გასინჯა და შემდეგ თასი მე მომაწოდა.
- ახლა დალიე, - თქვა მან.
მე მექანიკურად იმ წამსვე ოფლმა დამასხა. სხეული ძალიან გამიხურდა, და სისხლი ყურებში
მომასკდა. თვალწინ წითელი ლაქა გამიჩნდა, მუცლის კუნთებმა მტკივნეული სპაზმისებური
შეკუმშვა იწყეს. ცოტა ხანში ტკივილს უკვე აღარ ვგრძნობდი, მაგრამ შემცივდა და პირდაპირ
ოფლში ვიწურებოდი.

დონ ხუანმა მკითხა, ხომ არ ვამჩნევდი რაიმე სიშავეს ან შავი ლაქა ხომ არ მედგა თვალწინ . მე
ვუპასუხე, რომ ყველაფერს წითლად ვხედავდი.

კბილები მიცახცახებდა გაუკონტროლებელი ნერვიულობის გამო, სადღაც გულმკერდის


შუაგულში რომ იბადებოდა და ტალღისებურად მთელს სხეულს ეფინებოდა.

შემდეგ მან მკითხა, ხომ არ მეშინოდა. მის შეკითხვებს არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. კი,
რა თქმა უნდა, მეშინოდა. მაგრამ მან კვლავ მითხრა, იმის ხომ არ მეშინოდა. მე ვერ გავიგე
რაზე ლაპარაკობდა და ვუთხარი „ხო“. მას გაეცინა და ტქვა, რომ მე სინამდვილეში სულაც არ
მეშინოდა. მას ის აწუხებდა, ისევ წითელს თუ ვხედავდი. ხოლო ერთადერთი, რასაც მე მაშინ
ვხედავდი იყო - პირდაპირ თვალწინ მდგარი უზარმაზარი წითელი ლაქა.

ეამდენიმე ხანში თავი უკეთ ვიგრძენი. ნერვული სპაზმები თანდათან შემიწყდა, ისე რომ
მხოლოდ სასიამოვნო დაღლილობის გრძნობა და ძილის ძლიერი სურვილი დამიტოვა .
თვალებს გახელილს ვერ ვიკავებდი, თუმცა ჯერ კიდევ ჩამესმოდა დონ ხუანის ხმა. დავიძინე,
მაგრამ ღრმა წითელ ფერში ჩაძირულობის გრძნობა მთელ ღამეს გამყვა. სიზმრებიც კი
წითელი ფერისა მქონდა.

კვირას, დღის სამი საათისთვის გამოვიღვიძე, თითქმის დღეღამის ძილის შემდეგ. ცოტა თავი
მტკიოდა, კუჭის მოუწესრიგებლობას და წელებში მწვავე ადგილმონაცვლე ტკივილს
ვგრძნობდი. ამის გამოკლებით, ყველაფერი დანარჩენი ისევე იყო, როგორც ჩვეულებრივ
გამოღვიძებისას. დონ ხუანი სახლის წინ მთვლემარე ვიპოვე. მან გამიღიმა.
- ყველაფერმა კეთილად ჩაიარა ამისწინა საღამოს, - თქვა მან, - შენ წითელ ფერს ხედავდი, და
მხოლოდ ამასა აქვს მნიშვნელობა.
- რა მოხდებოდა წითელი რომ არ მენახა?
- შავს დაინახავდი, ხოლო ეს უკვე ცუდი ნიშანია.
- რით არის ცუდი?
- როდესაც ადამიანი შავს ხედავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის „ეშმაკის ბალახისთვის“ არ არის
გაჩენილი. მას შავითა და მწვანით აღებინებს პირს.
- ის მოკვდება?
- არა მგონია, მაგრამ დიდხანს იავადმყოფებს.
- რა მოსდით მათ, ვინც წითელს ნახულობს?
- არა აქვთ პირის ღებინება და ფესვი მათ სასიამოვნო შეგრძნებებს ანიჭებს, ხოლო ეს ნიშნავს,
რომ ისინი ძლიერნი და ძალმომრეობითი ბუნებისანი არიან - სწორედ ის, რაც ეშმაკის ბალახს
უყვარს. იგი ასე აცდუნებს. ერთადერთი უბედურება იმაშია: ეს ადამიანები იმით ამთავრებენ,
რომ ეშმაკის ბალახის მონებად იქცევიან იმ ძალის სანაცვლოდ, რომელსაც იგი მათ ანიჭებს.
მაგრამ ამ საქმეებში ჩვენ ვერავითარ კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ადამიანი ცხოვრობს
იმისათვის, რომ ისწავლოს. და თუ ის სწავლობს, ეს მისი ბედისწერაა, სულერთია
სასიკეთოდაა ეს თუ საზიანოდ.
- შემდეგ რა უნდა გავაკეთო, დონ ხუან?
- ახლა უნდა დარგო ნაყოფი (brote), რომელიც პირველი პორციის მეორე ნახევარს მოვაჭერი.
ნახევარი ამასწინა ღამით მიიღე, ხოლო ახლა მეორე ნახევარი მიწაში უნდა ჩარგო. ის უნდა
გაიზარდოს და თესლი გამოიღოს; მხოლოდ მაშინ შეგიძლია მცენარის ნამდვილ
მოშინაურებას შეუდგე.
- როგორ უნდა მოვიშინაურო იგი?
- ეშმაკის ბალახის მოშინაურება ფესვით ხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნფა შეისწავლო ფესვის ყველა
პორციის საიდუმლოება. ისე უნდა მიიღო ისინი, რომ საიდუმლოებანი შეისწავლო და ძალა
მოიპოვო.
- სხვა პორციებივ ისევე მზადდება, როგორც შენ პირველი მოამზადე?
- არა, თითოეული პორცია თავისებურად.
- რა განსაკუთრებული მოქმედება ახალიათებს თითოეულ პორციას?
- გითხარი უკვე, ყოველი მათგანი სხვა და სხვა სახის ძალას ასწავლის. ის რაც ამისწინა ღამით
მიიღე, ჯერ არაფერია. ყველას ძალუძლს ამის გაკეთება. მაგრამ მხოლოდ ბრუხოს შეუძლია
უფრო სერიოზული პორციების მიღება. მე ვერ ვიტყვი, რას აკეთებენ ისინი, რადგან ჯერ არ
ვიცი, მოერგები თუ არა. უნდა დავიცადოთ.
- მაშ როდის მეტყვი?
- როგორც კი გაიზრდება შენი მცენარე და თესლს გამოიღებს.
- თუ პირველი პორციის მიღება ყველას შეუძლია, რისთვის იყენებენ მას?
- გაზავებული სახით იგი კარგია ყოველივე მამაკაცურისთვის. მოხუცისთვის, თუ ას სიცოცხლის
ძალები მოაკლდა ან ჭაბუკისთვის, თუ ის თავგადასავალს ეძებს, ანდა თუნდაც ქალისთვის,
ვისაც ვნებების განცდა სურს.
- შენ თქვი, რომ ფესვი მხოლოდ ძალის მოსაპოვებლად გამოიყენება, მაგრამ მე ვხედავ, რომ
ძალის გარდა იგი სხვა მიზნებისთვისაც მოიხმარება, ხომ ასეა?
ის ძალიან დიდხანს დაკვირვებით მიცქერდა, რიტაც სერიოზულად შემაშფოთა. ვიგრძენი,
რომ შეკითხვამ გააჯავრა, მაგრამ ვერ მივმხვდარიყავი რატომ.
- ეშმაკის ბალახი მხოლოდ ძალისთვის გამოიყენება - ბოლოს მკაცრად მომიგო მან - ვისაც
დაკარგული ენერგიის დაბრუნება სურს, ყმაწვილო, ვინც შიმშილისა და დაღლილობის
საწინააღმდეგო საშუალებას ეძებს, პიროვნება, რომელსაც სხვა ადამიანის მოკვლა სურა,
ქალი, რომელსაც ვნებით უნდა ანთება - ყველა მათგანი ძალას ეძებს და ეშმაკის ბალახი მათ
მას აძლევს! ხომ გრძნობ, როგორ მოგწონს შენ იგი? - მითხრა მან პაუზის შემდეგ.
- ძალთა საუცხოო გამოღვიძებას ვგრძნობ, - ვთქვი მე, და ეს სრულ სმართლეს შეესაბამებოდა.
ჩემი ენერგიულობა ჯერ კიდევ გამოღვიძებისას შევნიშნე და იგი შემდგომაც შემრჩა. ეს იყო
მკაფიოდ გამოხატული მოუსვენრობის, ინტენსიური უკმაყოფილების შეგრძნება . მთელი ჩემი
სხეული არაჩვეულებრივად მსუბუქად და მძლავრად მოძრაობდა და იწელებოდა. ხელ ფეხი
მექავებოდა, მხრები გამშლოდა, ზურგისა და კისრის კუნთები თითქოს ხეების
გასახახუნებლად ან მატთან საჭიდაოდ მიწვევდნენ. ვგრძნობდი, კედელს გავანგრებდი, ერთი
რომ დამეკრა.

მეტი აღარ გვისაუბრია. რამდენიმე ხანს უბრალოდ ვერანდაზე ვიჯექით. შევამჩნიე, რომ დონ
ხუანს ეძნებოდა. მან რამოდენიმეჯერ „დაყვინთა“; შემდეგ ფეხები გაშალა, იატაკზე დაწვა,
ხელები თავქვე ამოიდო და დაიძინა. მე ავდექი და სახლის უკან გავედი, სადაც მოზღვავებული
ძალები ეზოს გასუფთავებას მოვახმარე. გამახსენდა დონ ხუანის სიტყვები, რომ მადლობელი
დარცებოდა, ნაგვის აღებაში თუ დავეხმარებოდი.

მოგვიანებით, როცა მაინ გაიღვიძა და ჩემთან მოვიდა, მე უკვე შედარებით მოვითენთე.

სუფრას მივუჯექით და ჭამის დროს მან სამჯერ გაიმეორა შეკითხვა, თავს როგორა ვგრძნობდი.
რადგან ასეთი რამ ჩვენ არ გვჩვევია, მე ბოლოს და ბოლოს ვკითხე:
- ასე რატომ ზრუნავ ჩემზე, დონ ხუან? ხომ არ მოელოდი, რომ ის წვენი კუჭს ამიშლიდა?
მას გაეცინა. ცელქი ბიჭუნასავით იქცეოდა, რაღაც ოინი რომ ჩაიფიქრა და მის შედეგს
ელოდება. სიცილითვე მითხრა:
- შენ ავადმყოფის არაფერი გაცხია. ხოლო ცოტა ხნის წინ უხეშადაც კი შემესიტყვე.
- არ მიქნია ეს, - გამოვტქვი პროტესტი, არც კი მახსოვს როდესმე თუ ჩამედინოს მსგავსი რამ ,-
მე ძალიან სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს ვინაიდან საერთოდ არ მახსოვდა ოდესმე თუ
გავბრაზებულვარ მასზე.
- შენ მის დაცვას შეეცადე თქვა მან.
- ვის დაცვას?
- ეშმაკის ბალახის. მასზე შეყვარებულივით ლაპარაკობდი. უფრო ენერგიული შეპასუხება
დავაპირე, მაგრამ თავი შევიკავე.
- მე მართლა არ მახსოვს, ის რომ დამეცვას.
- რა თქმა უნდა. შენ აღარც კი გახსოვს, რა თქვი, ხომ ასეა?
- არა, არ მახსოვს. ვაღიარებ ამას.
- ხომ ხედავ, როგორია „ეშმაკის ბალახი“. ქალივით გეპარება, ვერც კი ამჩნებ ამას.
ერთადერთი რასაც ყურადღებას აქცევ, - ეს იმას, რომ მას კარგ გუნებაზე და ძალაზე
მოჰყავხარ. კუნთები სიცოცხლის ძალებით გევსება, ხელები გექავება, ფეხებს რბოლის
სურვილი გიწვავს. როცა მას გაიცნობ, ის მართლაც, შმაგი შმაგი სურვილებით გავსებს. ჩემს
ბენეფაქტორს უყვარდა თქმა,რომ ეშმაკის ბალახი ხელიდან არ უშვებს იმათ, ვისაც ძალა
სწყურია და იცილებს მათ, ვინც მის ფლობას ვერ სწავლობს. მაგრამ ამ დროს ძალაზე მეტი
მოთხოვნილება იყო. მას უფრო ხარბად ეძებდნენ. ბენეფაქტორი ძლიერი კაცი იყოდა
როგორც ის ამბობდა, მისი საკუთარი ბენეფაქტორი კიდევ უფრო მეტად იყო ძალის ძიებით
გატაცებული, მაგრამ იმ დროში ყველა საფუძველი არსებობდა, ძლიერი რომ გამხდარიყავი.
- შენ სთვლი, რომ ჩვენ დროს ძალა აღარ არის საჭირო?
- შენ ახლა ძალა გიზიდავს. ახალგაზრდა ხარ. არა ხარ ინდიელი. შესაძლოა, ეშმაკის ბალახი
კარგი გამოდგეს შენთვის. იგი თითქოს მოგეწონა. ეს ყველაფერი მეც განვიცადე თავის
დროზე. თუმცა ის მაინც ვერ შევიყვარე.
- ვერ მეტყვი რატომ, დონ ხუან?
- მე არ მომეწონა მისი ძალა! მას ახლა ვეღარაფერში გამოიყენებ. სხვა დროს ისეთს, ჩემი
ბენეფაქტორი რომ ახსენებდა, ძალის ძიებას აზრი ჰქონდა. ადამიანები საოცრებებს
სჩადიოდნენ - მათ აფასებდნენ ძალისთვის, ეშინოდათ მათი და პატივს სცემდნენ
ცოდნისთვის. ბენეფაქტორი მიყვებოდა დიდი ხნის წინათ მომხდარ , მართლაც რომ
წარმოუდგენელ საქმეებზე. მაგრა, ახლა ჩვენ, ინდიელები, ამძალას უკვე აღარ ველტვით.
ახლა ინდიელები ბალახს დასაზელად იყენებენ. ფოთლებს და ყვავილებს კი სხვა
საქმეებისთვის ინახავენ. ისინი იმასაც კი ამტკიცებენ რომ ბალახი ჩირქოვან მუწუკებს კურნავს.
მაგრამ ისინი აღარ ეძებენ მის ძალას, მაგნიტივით რომ იზიდავს, - ძალას, რომელიც მით
უფრო მძლავრად და სახიფათოდ მოქმედებს, რაც უფრო ღრმად მიწაში ეშვება მცენარის
ფესვი. და თუ იგი ოთხი იარდის (3,7 მ) სიღრმეს მიაღწევს - ამბობენ, ზოგი ადამიანი ამას
ახერხებს - ის მუდმივი ძალის, უსასრულო ძალის წყაროს ეუფლება. ძალზე იშვიათად თუ
მიუღწევია ვინმეს ამისათვის წარსულში, ახლა კი არავის. გარწმუნებ, ეშმაკის ბალახის ძალა
ჩვენ, ინდიელებს უკვე აღარ გვჭირდება. ნელ-ნელა, ვფიქრობ, ჩვენ დავკარგეთ მისდამი
ინტერესი და ახლა მას მნიშვნელობა აღარა აქვს. მე ვითონაც არ ვეძებ მას. და მაინც ოდესღაც
შენს ასაკში მეც ვგრძნობდი ჩემში მის აზვირთებას და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც შენ
დღეს, ოღონდ ხუტასჯერ უფრო ძლიერად. კაცი მოვკალი მუშტის დარტყმით. ლოდი შემეძლო
მესროლა, უზარმაზარი, ოცი კაცი რომ ვერ მოერეოდა. ერთხელ ისე მაღლა ავხტი, რომ
ფოთლები მოვწყვიტე ყველაზე მაღალი ხეების მწვერვალებიდან. მაგრამ არაფერი ამას აზრი
არ ჰქონდა! ერთადერთი რასაც მივაღწიე - შევაშინე ინდიელები. და მხოლოდ ინდიელები.
დანარჩენებს, მათ ვინც არაფერი იცოდა, ამის არ სჯეროდათ. ისინი ან შეშლილ ინდიელს
ხედავდნენ ან ხეების მწვერვალებთან მოძრავ რაღაც გაურკვეველ ჩრდილს.
დიდხანს ვდუმდით. რამე უნდა მეთქვა, მნიშვნელობა აქ ჰქონდა რა.
- სულ სხვა იყო - განაგრძო მან, - როცა ისეთი ხალხი ცხოვრობდა, ვინც იცოდა, რომ ადამიანს
მთის ლომად ან ფრინველად ქცევა, ანდა თუნდაც ის, რომ ადამიანს უბრალოდ ფრენა
შეუძლია. ასე რომ, მე აღარ ვხმარობ ეშმაკის ბალახს. რისთვის? ინდიელები რომ არ
შევაშინო? (Para que? Para asustar a los Indios?).
ვხედავდი მის ხედვას და ღრმა თანაგრძნობით განვიმსჭვალე. რაიმეს თქმა მსურდა, თუნდაც
სრულიან ბანალურის.
- დონ ხუან, შესაძლოა ეს არის ყველა იმ ადამიანის ბედისწერა, ვისაც ცოდნა სწადია?
- შეიძლება, მიპასუხა მან წყნარად.

1961 წლის 23 ნოემბერი, ხუთაბათი.


როცა დონ ხუანის სახლთან მანქანა გავაჩერე, იგი ვერანდაზე ვერ დავინახე და ეს უცნაურად
მომეჩვენა. ხმამაღლა დავუძახე და გარეთ მისი რძალი გამოვიდა.
- იგი სახლშია, - თქვა მან.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირის წინ მას ფეხი უღრძვია კოჭში. მან ზოლებად დაჭრილი
ქსოვილი კაქტუსისა და დანაყული ძვლის ფაფაში დაასველა და თვითონ დაიდვა სალტე .
კოჭზე მჭიდროდ შემოხვეული ქსოვილი გაშრა და მჩატე და გლუვ ფავშნად გადაიქცა. სახვევს
თაბაშირის სიმაგრე მიეღო, მაგრამ ისეთი ძორძოხა არ იყო.
- ეს როგორ მოგივიდა? - ვკითხე მე.
მიპასუხა მისმა რძალმა, იაკუტანელმა მექსიკელმა, რომელიც მას უვლიდა.
- უბედურება შეემთხვა! დაეცა და კინაღამ ფეხი მოიტეხა!
დონ ხუანს გაეცინა, ხოლო როგორც კი ჩვენ მარტო დავრჩით, თქვა:
- უბედური შემთხვევა - როგორ არა! მტერი მყავს აქ ახლო მახლო. ქალი - ლა-კატალინა! მან
ხელი მკრა ჩემი სისუსტის ჯამს და დავეცი.
- რატომ ქნა ეს?
- ჩემი მოკვლა უნდოდა და იმიტომ.
- იგი აქ იყო, შენთან?
- ხო.
- რატომ შემოუშვი?
- მე არ შემომიშვია. იგი შემოფრინდა.
- მაპატიე, ვერ გავიგე.
- ის - შავი შაშვია (chanate) და თანაც ძალზე მარჯვე. არ ველოდი. დიდი ხანია, რაც ის ჩემს
მოშორებას ცდილობს. ამჯერად კინაღამ არ შეასრულა საწადელი.
- შენ თქვი რომ ის - შავი შაშვია? ანუ, რომ ის - ფრინველია?
- ისევ მოჰყევი შენს შეკიტხვებს! ის - შავი შაშვია! ზუსტად ისევე, როგორც მე - ყვავი. ვინ ვარ მე,
ადამიანი თუ ფრინველი? მე ვარ ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გადაიქცეს ფრინველად.
რაც შეეხება ლა-კატალინას, ის - კუდიანია. მას ისე ძლიერად სურს ჩემი მოკვლა, რომ ძლივს
გადავრჩი. შავი შაშვი პირდაპირ ჩემს სახლში შემოიჭრა და მე ხელი ვერ შევუშალე.
- შენ შეგიძლია ფრინველად იქცე, დონ ხუან?
- კი! მაგრამ ამას მოგვიანებით გავარგვევთ.
- რატომ უნდა იმას შენი მოკვლა?
- ოო, ეს ძველი ამბავის. მე დავკარგე კონტროლი სიტუაციაზე და ახლა საქმე ისე წარიმართა,
რომ უნდა მოვუარო მას, სანამ ის მე გამისწორდებოდეს.
- ჯადოქრობას გინდა მიმართო? - ვკითხე, იმედიანად.
- ნუ ხარ სულელი. არავითარი ჯადოქრობა მასზე არ იმოქმედებს. სხვა გეგმები მაქვს,
როგორმე მოგიყვები მათ შესახებ.
- შენი მოკავშირე ვერ დაგიცავს მისგან?
- ვერა, კვამლი მხოლოდ მირჩევს, რა გავაკეთო. თავი კი მე თვითონ უნდა დავიცვა.
- მესკალიტოზე რას იტყვი? მას თუ შეუძლია შენი დაცვა?
- არა! მესკალიტო - მასწავლებელია და არა ძალა, რომელიც შეიძლება გამოიყენო პირადი
მიზნებისთის.
- და ეშმაკის ბალახი?
- გითხარი უკვე, რომ თვითონ უნდა დავიცვა თავი, ჩემი მოკავშირე, კვამლის მინიშნების
მიხედვით. ხოლო რამდენადაც მე ვიცი, კვამლს ყველაფერი ძალუძს. თუ რომელიმე საქმის
შესახებ რაიმეს გაგება გსურს, კვამლი ამას გეტყვის და იგი მოგცემს არა მხოლოდ ცოდნას,
არამედ მისი გამოყენების საშუალებასაც. ეს საუკეტესო მოკავშირეა, რომელიც კი ადამიანს
შეუძლია ინატროს.
- როგორ, კვამლი ყველასთვისაა საუკეტესო მოკავშირე?
- ყველასთვის სხვადასხვანაირად. ბევრს მისი ეშინია და ისინი მას არ გაეკარებიან, მეტიც, არც
კი მიუახლოვდებიან. კვამლი, ისევე როგორც ყოველივე სხვაც - ყველასთვის არაა
განკუთვნილი.
- ეს რა კვამლზე ლაპარაობ, დონ ხუან?
- წინასწარმეტყველთა კვამლზე.
მის ხმაში აშკარად ქედმოხრილობა ჟღერდა - ის რაც დღემდე მასში არ შემიმჩნევია.
- დავიწყებ იმით, რაც ჩემმა ბენეფაქტორმა მითხრა მის შესახებ, ჩემს სწავლებას რომ შეუდგა.
თუმცა იმ დროს, მე ისებე როგორც შენ ახლა, ალბათ, ამის გაგება არ შემეძლო: „ეშმაკის
ბალახი განკუთვნილია იმათთვის, ვინც ძალას ეძებს, კვამლი კი - მათთვის, ვისაც დაკვირვებ
და ხედვა სურს“. ჩემი აზრით, კვამლს ბადალი არ მოეპოვება. როგორც კი ადამიანი მის
სამფლობელოში შედის, ნებისმიერი სხვა ძალა მის ხელთაა. ეს შესანიშნავია! რა თქმა უნდა,
ამაზე მთელი ცხოვრება დაგეხარჯება. წლები დაგჭირდება მხოლოდ მისი ორი
მნიშვნელოვანი ნაწილის - ჩიბუხის და მოსაწევი ნაწევის გასაცნობად. ჩიბუხი ჩემმა
ბენეფაქტორმა მომცა და უკვე მრავალი წლის განმალობაში მე ისე ალერსიანად ვეპყრობი,
რომ იგი ჩემად იქცა. ჩემს ხელებს შეეზარდა. მისი შენთვის გადაცემა, მაგალითად, მართლაც,
სერიოზული ამოცანა იქნება ჩემთვის და დიდი მიღწევა შენთვის - თუ კი, რა თქმა უნდა, ამაში
წარმატებას მივაღწევთ! ჩიბუხი დაძაბულობას განიცდის, მას თუ უცხო კიდებს ვინმე ხელს. და
თუ რომელიმე ჩვენში შეცდომას დაუშვებს, საქმეს ვეღარაფრით უშველი. ჩიბუხი უეცრად
თავისთავად გასკდება, ანდა თავისი ძალით ხელიდან გაგისხლტება და გატყდება, თუნდაც
თივის ზვინზეც რომ დაეცეს. თუ ასე მოხდა, ეს ჩვენთვის ორივესთვის დასასრულის ნიშანი
იქნება. განსაკუთრებით კი ჩემთვის. წარმოუდგენელი გზებით, კვამლი ჩემს წინააღმდეგ
აღიმართება.
- როგორ შეძლება ის შენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, როცა ის შენი მოკავშირეა?
ჩემმა შეკითხვამ, ალბათ, მისი აზრების დინება დაარღვია. დიდხანს არ მპასუხობდა.
- შემადგენელი ნაწილების სირთულე - ხმა ამოიღო მან უეცრად, - მოსაწევ ნარევს ერთ-ერთ
ყველაზე სახიფათო ნივთიერებად აქცევს მათ შორის, რომლებიც კი მე ვიცი. არავის ძალუძს
მისი დამზადება სერიოზული მომზადების გარეშე. იგი სასიკვდილო შხამს წარმოადგენს
ყველასთვის, გარდა იმ ერთისა, ვისზედავ თვითონ მეურვეობს! ჩიბუხი და ნარევი უაღრესად
ალერსიან ზრუნვას მოითხოვენ.
- ხოლო ადამიანი, რომელმსაც სწავლა განიზრახა, გულისხმიერ და მშვიდ ცხოვრებას უნდა
უნდა ეწეოდეს. კვამლის ამოქმედება იმდენად შემძვრელია, რომ მხოლოდ ძალიან ძლიერ
ადამიანს თუ შეუძლია გაუძლოს თუნდაც მცირე ნაფაზსაც კი. ყველაფერი გაშნებს და გაბნევს
დასაწყისში, მაგრამ ყოველი მომდევნო ნაფაზი საგნებს არკვევს. და უეცრად სამყარო
ხელახლა იხსნება შენს წინაშე! წარმოუდგენელია! ხოლო თუ ეს მოხდა, კვამლი ამ ადამიანის
მოკავშირედ იქცევა და ნებისმიერ საიდუმლოს აუხსნის, ჩაუწვდომელ სამყაროებში შეჰყავს .
ეს კვამლის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, ოსო უძვირფასესი ძღვენი. თავის საქმეს, იგი
უმცირესი ზიანის მიუყენებლად აკეთებს. მე კვამლს - ჭეშმარიტი მოკავშირის სახელს ვუწოდებ!
ჩვეულებისამებრ მისისახლის წინ ვიჯექით, სადაც მიწის იატაკი ყოველთვის სუფთა და კარგად
დატკეპნილი იყო; უეცრად ის ადგა და სახლში შევიდა. რამდენიმე წამში ხელში ვიწრო
ხვეულით დაბრუნდა და ისევ დაჯდა.
- ეს ჩემი ჩიბუხია, - თქვა მან.
ჩემკენ დაიხარა და ჩიბუხი მიჩვენა, რომელიც მწვანე ქერელის ტილოს შალითიდან ამოიღო .
იგი ცხრა-ათი დიუმის სიგრძის იქნებოდა. მოწითალო ხის, გლუვი და მოურთავი ტარი ჰქონდა.
ჩიბუხის თასიც ხის ჩანდა, მაგრამ ვიწყო ტართან შედარებით საკმაოდ ზორზოხარ
გამოიყურებოდა. იგი პრიალა მუქი-რუხი, თითქმის ქვანახშირის ფერისა იყო .

მას ჩიბუხი ჩემ სახესთან ეჭირა. ვიფიქრე, მე მაწვდიდა. გავუწოდე ხელი ასაღებად, მაგრამ მან
ჩიბუხიანი ხელი სწრაფად მომაშორა.
- ეს ჩიბუხი ჩემმა ბენეფაქტორმა მიბოძა, - თაქვა მან. - მე კი მას შენ გადმოგცემ. მაგრამ
მანამდე შენ ის უნდა გაიცნო. ყოველ ჩამოსვლაზე მოგცემ. დაიწყე ხელის შეხებით. დასაწყისში
ძალიან ცოტა ხანს გეჭიროს, სანამ ერთმანეთს არ შეეჩვევით. შემდეგ შიბეში, ან ვთქვათ, უბეში
ჩაიდებ, და ბოლოს, პირთან მიიტან. ყველაფერი ეს ნელ-ნელა, აუჩქარებლად და ფრთხილად
უნდა გააკეთო. როდესაც კავშირს დაამყარებ (la amistad esta hecha), მას მოწევ. თუ ჩემს რჩევას
შეისმენ და არ იჩქარებ, კვამლი შენთვისაც საყვარელ მოკავშირედ იქცევა.
მან ჩიბუხი მომაწოდა, მაგრამ ხელიდან არ გაუშვია. მარჯვენა ხელი გავუწოდე.
- ორივე ხელით, თქვა მან.
ორივე ხელით ჩიბუხს წამით შევეხე. იგი ჩემთვის მთლიანად არ გადმოუცია, ასე რომ მხოლოდ
შეხება შემეძლო და არა აღება. შემდეგ იგი ისევ შეინახა.
- პირველი ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ჩიბუხი შეიყვარო. ეს დროს მოითხოვს.
- ხომ არ შეიძლება ჩიბუხმა ამიძულოს?
- არა, ჩიბუხი არ აგიძულებს, მაგრამ შენ უნდა შეძლო მისი შეყვარება, ვინაიდან მის მოწევას
რომ შეუდგები, ის შიშის დაძლევაში უნდა დაგეხმარებოს.
- რას ეწევი, დონ ხუან?
- აი, რას.
მან საყელო გაიხსნა და პატარა ქისა დამანახა, რომელიც კისერზე მედალიონივით ეკიდა.
ამოიღო იგი, გახსნა და ძალიან ფრთხილად ცოტაოდენი შიგთავსი ხელისგულზე გადმოყარა.

ჩემი აზრით, ნარევი წვრილად დაფშვნილი ჩაის ფოთლებივით გამოიყურებოდა, რომლებიც


ფერით განსხვავდებოდნენ - მუქი ყავისფერიდან ღია მწვანემდე, რამდენიმე მკვეთრი-
ყვითელი წინწკალით.
მან ნარევი უკანვე ქისაში ჩააბრუნა, თავო ზონრით წაუჭირა და კვლავ პერანგქვეშ დამალა.
- ეს რა ნარევია?
- მასში უამრავი რამაა. ყველა შემადგენელი ნაწილის მოპოვება - ძალზე ძნელი საქმეა. შორს
მოგიწევს მოგზაურობა. ნარევის დასამზადებლად საჭირო სოკოები (los honguitos) წლის
მხოლოდ გარკვეულ დროს მხოლოდ გარკვეულ ადგილებში ხარობენ.
- სხვადასხვა სახის დახმარებისათვის - სხვადასხვა ნარევს ხმარობ?
- არა. მხოლოდ ერთი კვამლი არსებობს და სხვა მსგავსი არაფერი.
მან კისერზე ჩამოკიდებულ ქისაზე მანიშნა და ფეხებშუა გაჩხერილი ჩიბუხი ხელში აიღო.
- ეს და ეს ერთია! ერთის გარეშე მეორე არ არსებობს. ჩიბუხიც და ნარევის დამზადების
საიდუმლო ჩემს ბენეფაქტორს ეკუთვნოდა. მას ისინი ზუსტად ისევე გადასცეს, როგორც მან მე
გადმომცა. თუმც ამ ნარევის დამზადება ძნელია, მისი შევსება სავსებით შესაძლებელია. მისი
საიდუმლო - მის შემადგენელ ნაწილებშია, მათი დაკლრეფისა და დამუშავების ხერხში. ჩიბუხი
კი - მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. მას უსაზღვრო ზრუნვით უნდა მოეპყრო . იგი
მყარია და მაგარი, მაგრამ არ შეიძლება რამეს მიარტყა. იგი მშრალი ხელით უნდა გეჭიროს.
არასოდეს მოკიდო ოფლიანი ხელი და მხოლოდ სიმარტოვეში მოიხმარე. არასოდეს,
საერთოდ არავის და არასოდეს, ის არ აჩვენო, გარდა შესაძლოა იმ კაცისა, ვისთვისაც მის
გადაცემას აპირებ. აი რა მასწავლა ჩემმა ბენეფაქტორმა და სწორედ ასე ვეპყრობი ჩიბუხს
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.
- რა მოხდება, ჩიბუხს თუ დაკარგავ ან გატეხავ?
მან ძალიან ნელა გააქნია თავი და მე შემომხედა.
- მოკვდები.
- მაგის ყველა ჩიბუხი ისეთივეა, როგორიც შენი?
- ყველა მაგს არა აქვს ასეთი ჩიბუხი, მაგრამ ვიცნობ ზოგიერთს ვისაც აქვს.
- შენ თვითონ თუ შეგიძლია ასეთი ჩიბუხის დამზადება, დონ ხუან? არ ვიშლიდი მე. - ვთქვათ, არ
გქონოდა. როგორ გადმომცემდი ჩიბუხს, ეს რომ მოგნდომოდა?
- ჩემი ჩიბუხი რომ არ მქონოდა, ვერ შევძლებდი და არც ვისურვებდი მის შენთვის გადმოცემას .
სხვა რამეს მოგცემდი მის ნაცვლად.
ის თითქოს რაღაცით იყო ჩემზე უკმაყოფილო. ძალიან ფრთხილად ჩადო ჩიბუხი შალიტაში,
რომელსაც, ალბათ, რბილი ქსოვილის ჩანართი ჰქონდა, რადგა როგორც კი ჩიბუხს პირი შიგ
უქნა, იგი ძალიან ადვილად შეცურდა. დონ ხუანმა ჩიბუხი სახლში შეიტანა.
- გაჯავრებული ხომ არა ხარ ჩემზე, დონ ხუან? - ვკიტხე მას, როდესაც იგი დაბრუნდა. ჩემმა
შეკითხვამ, როგორც ჩანს გააკვირვა,
- არა, არასდროს არავისზე არ ვჯავრობ. ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენს ამისთანა საკმაოდ
მნიშვნელოვან რამეს. ადამიანზე ბრაზობ, როდესაც გკერა მისი საქციელის მნიშვნელობისა .
არაფერ მსგავსის მე აღარ მჯერა.

1961 წლის 26 დეკემბერი, სამშაბათი


„ნერგის“, როგორც დონ ხუანი ფესვს უწოდებდა, გადასარგავად რაღაც განსაკუთრებული
დრო არ შეგვირჩევია, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ეს ოპერაცია უნდა ქცეულიყო შემდეგ
ნაბიჯად მცენარის ძალის მოთვინიერებაში.

დონ ხუანთან შაბათს, 23 დეკემბერს, ნაშუადღევს ჩავედი. ჩვეულებისამებრ, გარკვეული


დროის განმავლობაში დუმილით ვისხედით. თბილი და ღრუბლიანი დღე ეჭირა. მრავალ თვეს
გაევლო მას შემდეგ, რაც მან პირველ პორციას მაზიარა.
- დროა, ბალახი მიწას დავუბრუნოთ, - თქვა მან უეცრად, - მაგრამ ჯერ შენთვის დაცვის
მოწყობას ვაპირებ. შენ შეინახავ და მოუვლი მას და შენს გარდა, ეს დაცვა არავინ უნდა ნახოს.
რახან დაცვას მე ვაყენებ, მას მეც ვნახავ. ეს არ არის კარგი, რადგან როგორც გახსოვს, მე არა
ვარ „ეშმაკის ბალახის“ მოტრფიალე - ამაში ჩვენ განვსხვავდებით - მაგრამ ჩემს მეხსიერებას
დიდი დრო არ უწერია, ძალიან მოხუცი ვარ. შენ უნდა დაიცვა იგი სხვათა თვალთაგან, იმიტომ
რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მათ ნანახი ემახსოვრებათ, დაცვის ძალა
ნაკოვანი იქნება.
იგი თავის ოთახში წავიდა, ძველი ჩალის ჭილობის ქვეშიდან სამი ნაკრაული კამოიღო .
დაბრუნდა ვერანდაზე და დაჯდა.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ერთი ნაკრაული გახსნა. ეს იყო ლემის დედალი მცენარე,
რომელიც მან ჩემთან ერთად დაამზადა. ყველა მის მიერ ადრე ჩაწყობილი ფოთოლო,
ტვავილი და სათესლე კოლოფი უკვე გამხმარიყო. მან აიღო ასო Y ფორმის გრძელი ფესვის
ნაჭერი და ისევ შეკრა ნაკლული.

ფესვი გამხმარიყო და დაიჭმუჭნა, ქერქის ნაოჭები ფართოდ აიქერცლა და აიბურძგნა. მან


ფესვი მუხლებზე დაიდო, თავისი ტყავის ჩანთა გახსნა და დანა ამოიღო. ხმელი ფესვი ჩემს წინ
ეჭირა.
- ეს ნაწილი თავისთვისაა, - თქვა მან და პირველი ჭდე დასვა „იგრეკის“ კუდზე, რომელიც
გადაბრუნებულ მდგომარეობაში ფეხებგაშლილ ადამიანს მოგაგონებდა.
- ეს - გულისთვის, - და მან განშტოებასთან ჩაჭრა. შემდეგ ფესვს ბოლოები ჩამოაჭრა, ისე რომ
ითოეული შტო დაახლოებით სამ-სამი დიუმის სიგრძის გამოვიდა. შემდეგ აუჩქარებლად და
მოთმინებით ადამიანის გამოსახულება გამოჭრა.

ფესვი ხმელი და ბოჭკოვანი იყო. დამუშავებისას, დონ ხუანმა მას ჯერ ორი ჭდე დაასვა, ბოჭკო
დაშალა და მათ შორის ზუსტად ჭდეს სიღრმეზე ჩააწყო. ხოლო როდესაც დეტალებზე
გადავიდა, ხელ მკლავებისა და ხელისგულების ფორმა მიანიჭა. შედეგად, ადამიანის
წაგრძელებული ფორმა გამოვიდა გულზე ხელებდაკრეფილი და მტევნებგადაჯვარედინებუი.

დონ ხუანი წამოდგა და ცისფერ აგავას მიუახლოვდა, სახლის წინ ვერანდის გვერდით რომ
აეყარა ტანი. მან ერთ-ერთი ცენტრალური ხორციანი ფოთლის ეკალს ჩასჭიდა ხელი, მოღუნა
და სამჯერ თუ ოთხჯერ მოატრიალა. ბრუნვითმა მოძრაობამ თითქმის მოაცილა ეკალი
ფოთოლს, იგი ჩამოეკიდა. დონ ხუანი ჩაწვდა მას კბილებით და ამოგლიჯა. ეკალი გამოვიდა
ფოთლის რბილიდან და თან გამოიყოლა ხესთან შეზრდილი, დაახლოებით ორი ფუტის
სიგრძის, ძაფირებრი ბოჭკოს გრძელი თეთრი კუდი. ჯერ ისევ ეკლით კბილებში, დონ ხუანმა
ბოჭკო ხელის გულებით დაგრიხა და ბაწარი გააკეთა, რომლითაც გამოსახულებას ფეხები
შეუკრა. მან ბაწარი გამოსახულების ქვედა ნაწილს იმდენი ახვია, სანამ ის არ გამოელია.
შემდეგ, ძალზე მარჯვედ, ეკალი მახათივით გამოსახულების წინა ნაწილში დაწყობილ ხელებს
ქვემოთ ჩაარჭო, ისე რომ, წვეტი გადაჯაჭვული ხელისგულებიდან ამოშვერილი აღმოჩნდა. მან
კვლავ კბილებით ისარგებლა, ეკალი ფრთხილად გამოწია და თითქმის მთლიანად ამოქაჩა.
ახლა ის გამოსახულების მკერდიდან გამოშვერილ გრძელ შუბს ჰგავდა. დონ ხუანმა
გამოსახულება ჩანთაში ისე ჩადო, რომ მისთვის აღარც კი შეუხედია. თითქოს, სამუშაომ
დაღალაო. იგი ვერანდაზე გაიჭიმა და დაიძინა.

როცა მან გაიღვიძა, უკვე ბნელოდა. ცოტა საჭმელი ვჭამეთ ჩემი ჩამოტანილი მარაგებიდან და
კიდევ ცოტა ხანს ვერანდაზე გავჩერდით. შემდეგ დონ ხუანი სახლის უკანა გაემართა და თან
სამი ნაკრული წაიძღვარია. მან ტოტები და ხმელი კორძები დაჩეხა და კოცონი დაანთო .
ცეცხლს მოხერხებულად მივუჯექით და მან სამივე ნაკრული გახსნა. გარდა იმისა, რომელშიც
დედალი მცენარის ხმელი ნაწილები ელაგა, მან გახსნა მეორეც, რომელიც შეიცავდა იმას, რაც
მამალი მცენარისგან დარჩა და მესამეც - სქელი ნაკრული, ლემის მწვანე ახლადმოჭრილი
ნაწილებით.

დონ ხუანი საღორე გობისაკენ გაემართა და ქვის ღრმა როდინით დაბრუნდა, რომელიც
მომრგვალო ფსკერიან ქოთანს უფრო წააგავდა მერე ოდნავ მიწა ჩაყარა, შემდეგ ორი
ნაკრული აიღო დედალი და მამალი მცენარეების ხმელი ნაწილებით და ყველაფერი ერთად
როდინში ჩაუშვა. გადმოფერთხა ქსოვილი და დარწმუნდა, რომ მასზე არაფერი დარჩენოდა .
მესამე ნაკრულიდან ლემის ფესვის ორი ნედლი ნაჭერი ამოიღო.
- მე მინდა, ისინი საგანგებოდ შენთვის დავამზადო.
- როგორ უნდა დაამზადო, დონ ხუან?
- ნაჭრებში ერთი - დედალი მცენარისაა, მეორე კი - მამლის. ერთადერთი შემთხვევაა, როცა
ორივე მცენარე უნდა შეაერთო. ფესვის ნაჭრები - ერთი იარდის სიღრმიდანაა.

მან ისინი როდინში დაფშვნა ქვესანაყის თანაბარზომიერი დარტყმებით. თან დაბალი ხმით
სიმღერას მღეროდა, რომელიც მონოტონური გუგუნივით ჟღერდა, ყოველგვარ რიტმს
მოკლებული. სიტყვები ვერ გავარჩიე. იგი მთლიანად მუშაობაში იყო ჩაძირული.

როდესაც ფესვები საბოლოოდ დაიჩეჩქა, მან ნაკრულიდან ცოტაოდენი ლემის ფოთოლი


ამოიღო, ახლადმოჭრილი და გადარჩეული, უზიანო. ისინი სათითაოდ ჩაყარა როდინში, ერთი
მუჭა ლემის ყვავილები აიღო და მათაც იგივე მედი აწია. მე 14 ფოთოლი და 14 ყვავილი
დავითვალე. შემდეგ მან ჯერ გაუხსნელი და ეკლიანისათესლე კოლოფების შეკვრა ამოიღო.
ისინი ვერ დავითვალე, რადგან ყველა ერთად როდინში ჩაყარა, მაგრამ ვფიქრობ რომ ისინიც
14 იქნებოდა. ამან მას ლემის სამი უფოთლო ღერო დაუმატა. მუქი წითელი და სუფთა, მათი
მრავალრიცვოვანი ყლორტებით თუ ვიმსჯელებდით, ისინი, ალბათ დიდ მცენარეებს
ეკუთვნოდნენ.
მოათავსა რა ყველა ეს ნაწილი როდინში, მან რიღმული დარტყმებით ისინი ფაფად აქცია.
რამდენიმე ხნის შემდეგ მან როდინი დახარა და მთელი ნარევი ხელით ძველ ქოთანში
გადაიტანა. ხელი გამომიწოდა და ვიფიქრე, რომ მის გაწმენდას მთხოვდა. ამის ნაცვლად იგი
მარცხენა ხელში მწვდა და მკვეთრი მოძრაობით შუა და არათითები მაქსიმალურ სიგანეზე
გამიშალა. შემდეგ თავისი დანის წვერით ზუსტად თითებს შუა მიჩხვლიტა და კანი ქვემოთ,
არათითის გასწვრივ გამიჭრა. ისე მარჯვედ და სწრაფად მოქმედებდა, რომ როდესაც ხელი
წავართვი, ის უკვე ღრმად ჩაჭრილი იყო და ჭრილობიდან სისხლი უხვად მოდიოდა. მან კვლავ
მომტაცა ხელი, ქოთნის თავზე აწია და მოუჭირა, რაც შეიძლება მეტი სისხლის
გამოსაშვებლად.

ხელი გამიბრუშდა. შოკში ჩავვარდი - უცნაურად შემაცივა და დავიძაბე, გულს მომიჭირა და


ყურები დამეგუბა. ვიგრძენი, როგორ ჩამოვცურდი საჯდომიდან. გრძნობას ვკარგავდი! მან
ხელი გამიშვა და ქოთნის შიგთავსს მოურია. შოკიდან გამოსულმა მასზე ნამდვილი სიბრაზე
ვიგრძენი, და საბოლოოდ, გამოსაფხიზლებლად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა.

მან კოცონის გარშემო სამი ქვა შემოაწყო და მათზე ქოთანი შედგა. ნარევს რაღაც დაუმატა,
რაც მე ხის წებოს დიდ ნაჭრად მივიჩნიე და წყლის დიდი ჩამჩა დაასხა, შემდეგ კი, ყველაფერი
ეს დუღილს მისცა. ლემის მცენარეს თავისთავად საკმაოდ სპეციფიკური სუნი ახასიათებს.
„წებოსთან“ ერთად, რომელმაც ადუღებისას ძლიერი სიმყრალე გამოუშვა,ის ისეთ ავსუნიან
ანაორთქლს ავრცელებდა, რომ გულისრევას ძლივს ვიკავებდი.

ნარევმა დიდხანს იდუღა და ჩვენც უძრავად ვისხედით ცეცხლთან. დრო და დრო , როცა ქარს
ანაორთქლი ჩემსკენ მოჰქონდა, სიმყრალე გარსმეხვეოდა და მე სუნთქვას ვიკრავდი ,
როგორმე მისთვის თავი რომ დამეღწია.

დონ ხუანმა თავის ტყავის ჩანთა გახსნა და გამოსახულება ამოიღო, ფრთხილად გადმომცა
იგი და ქოთანში ჩადება მიბრძანა, ისე, რომ თითები არ დამეწვა. იგი ნელა ადუღებულ ფაფაში
ჩავუშვი. მან დანა ამოიღო. წამით გავიფიქრე, რომ ის კვლავ ჩემს დაჭრად აპირებდა, მაგრამ
ამის ნაცვლად, მან დანის წვერით გამოსახულება ჩაძირა. კიდევ რამდენიმე ხანს ადუღებულ
ფაფას აკვირდებოდა, ხოლო შემდეგ როდინის წმენდას შეუდგა. მე ვეხმარებოდი. როდესაც
დავამთავრეთ, მან როდისნი და ქვასანაყო ღობეს მიაყუდა. სახლში შევედით, ქოთანი კი
მთელი ღამით ქვაბზე დავტოვეთ.

მეორე დღით, გამთენიისას, დონ ხუანმა მიბრძანა, გამოსახულება წებოდან ამომეღო და მზეზე
გასაშრობად სახურავზე დამეკიდა, პირით აღამოსავლეთისკენ. შუადღისთვის იგი
მავთულივით გამყარდა. სიცხემ წებო გააშრო და მან მწვანე, ფოთლის ფერი მიიღო.
გამოსახულება რაღაც შემზარავად, შუშასავით პრიალებდა.

დონ ხუანმა მისი ჩამოხსნა მთხოვა. შემდეგ, ტყავის ჩანთა მომაწოდა, რომელიც იმ ძველი
ტყავის ქურთუკისგან შეკერა, მე რომ ოდესღაც ჩამოვუყანე, ჩანთა ზუსტად ისეთივე ჩანდა,
როგორც მისი საკუთარი. ერთადერთ განსხვავებას ის წარმოადგენდა, რომ მისი ჩანთა რბილი
ყვითელი ტყავისა იყო.
- ჩადე შენი „გამოსახულება“ ჩანტაში და დახურე, - თქვა მან.
ის არ მიყურებდა და განგებ მიაბრუნა თავი. როცა გამოსახულება ჩანთაში ჩავდე, მან ბადურა
მომაწოდა და მასში თიხის ქოთნის ჩადება მიბრძანა.
შემდეგ, ჩემს მანქანასთან მივიდა, ბადურა გამომართვა და მანქანაში კიდურ მდგომარეობაში
დაამაგრა.
- წამომყები, - თქვა მან.
მე გავყევი. მან სახლს შემოუარა საათის ისრის მიმართულებით. ვერანდასთან გაჩერდა,
სახლს კიდევ ერთხელ შემოუარა, ამჯერად საწინააღმდეგო მომართულებით და კვლავ
ვერანდასთან დაბრუნდა. რამდენიმე ხანს უძრავად იდგა, შემდეგ დაჯდა. მე უკვე შეჩვეული
ვიყავი იმ აზრს, რომ ყველაფერს, რასაც კი ის აკეთებდა, რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა და
ახლა ვმარჩიელობდი, რა აზრი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლის გარშემო ტრიალში, როცა
მან თქვა:
- ეჰ! დამავიწყდა სად წავიღე!
ვკითხე, რა დაკარგა. მან მიპასუხა, რომ დაავიწყდა, სად წაიღო ის ნერგი, მე რომ უნდა
დამერგო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია სახლის შემოვლა, სანამ მან არ გაიხსენა.

მან პატარა შუშის ტოლჩა მაჩვენა, რომელიც სახურავის ქვეშ მიჭედებულ ფიცარზე იდგა.
ტოლჩაში ლემის ფესვის პირველი პორციის მეორე ნახევარი იდო. ნერგს ფოთლები ამოეყარა
ზედა ბოლოზე. ტოლჩაში ცოტაოდენი წყალი ესხა, მიწა კი სულ არ იყო.
- რატომ არ არის მანდ მიწა? - ვკითხე მე.
- ყველა ნიადაგი ერთნაირი როდია. ეშმაკის ბალახი კი მხოლოდ იმ მიწას უნდა იცნობდეს,
რომელზედაც მას გაზრდა მოუწევს. ახლა კი დროა, იგი მიწას დავუბრუნოთ, სანამ მას
მუხლუხოები გააფუჭებენ.
- აქ, სახლის წინ ხომ არ დაგვერგა? - ვკითხე მე.
- არა! არა! არავითარ შემთხვევაში. იგი შენს რჩეულ ადგილზე უნდა დააბრუნო.
- კი მაგრამ, სად ვნახო ჩემი რჩეული ადგილი?
- არ ვიცი. სადაც გინდა იქ შეგიძლია დარგო, მაგრამ უნდა მიხედო - იგი უნდა გადარჩეს, თუ
გინდა ძალა მოიპოვო, ასე რომ მიელტვი. ხოლო თუ დაიღუპა - ეს იმის მანიშნებელი იქნება,
რომ მას არ უნდიხარ - და მეტი აღარ უნდა შეაწუხო. ეს ნიშნავს, რომ შენ მასზე ძალაუფლებას
ვერ მოიპოვებ. ამიტომ უნდა მოუარო და მიხედო მას - რომ გაიზარდოს. მაგრამ თავიც არ უნდა
მოაბეზრო.
- რატომ?
- თუ იგი გაზრდას არ ისურვებს, რაიმე ზემოქმედების მცდელობას აზრი არ აქვს. მაგრამ
მეორეს მხრივ, უნდა დაუმტკიცო, მასზე რომ ზრუნავ. გააცალე მუხლუხოები და მორწყე, როცა
მოინახულებ. ეს რეგულარულად უნდა გააკეთო, სანამ თესლს არ გამოიღებს. როცა პირველი
თესლი გასცვივა, ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მას უნდიხარ.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ეს ხომ შეუძლებელია - ფესვს შენ რომ მასწავლი ისე მოვუარო.
- მისი ძალა თუ გსურს, ასე უნდა მოიქცე. სხვა გზა არაა.
- შენ ხომ ვერ მიხედავ, ჩემს არყოფნაში?
- არა! არა! ეგ არ შეიძლება! ყველამ თვითონ უნდა გაზარდოს თავისი ნერგი. მე ჩემი მაქვს. შენ
კი ის უნდა გქონდეს და სანამ ის თესლს არ გამოიღებს, სწავლისთვის თავს მზად ვერ ჩათვლი.
- როგორ გგონია, სად შემიძლია იმის გადარგვა?
- ეს შენ თითონ უნდა გადაწყვიტო და ის ადგილი არავინ არ უნდა იცოდეს, მათ შორის მეც.
მხოლოდ ასე შეიძლება გადარგვა. არავინ, აბსოლიტურად არავინ არ უნდა იცოდეს, სად
დარგავ მას. თუ ვინმე უცნობი გამოგყვა და დაგინახა, აიღე ნერგი და სხვაგან გაიქეცი. მას
შეუძლია წარმოუდგენელი ზიანი მოგაყენოს, ნერგის მანიპულაციით. შეუძლია დაგასახიჩროს
ან მოგკლას. აი რატომაა, რომ თვით მეც კი არ უნდა ვიცოდე, სად არის შენი მცენარა.
მან ნერგიანი ტოლჩა ხელში შემაჩეჩა.
- აგერ, აიღე.
ტოლჩა ავიღე და მან თითქმის ძალით წამიყვანა მანქანისკენ.
- ახლა უნდა წახვიდე. წადი და ის ადგილი შეარჩიე, სადაც ნერგს დარგავ. რბილ ნიადაგში,
წყალთან ახლოს ღრმა ორმო ამოთხარე. გახსოვდეს, რომ გაიზარდოს, იგი წყალთან ახლოს
უნდა იმყოფებოდეს. ორმო მხოლოდ ხელებით უნდა ამოთარო, თუდაც სისხლი ადინო მათ.
ნერგი შუაგულში მოათავსე და მის გარშემო პირამიდა ააგე. შემდეგ მორწყე. როცა წყალი
გაჯდება, ორმო რბილი მიწით ამოავსე. მერე ნერგისგან სამხრეთაღმოსავლეთის
მიმართულებით, ორი ნაბიჯის მოშრებით, აღნიშნე ადგილი.
იქ მეორე ღრმა ორმო ამოთხარე - ისიც ხელით - შიგ ქოთანი მთლიანად ჩაცალე. შემდეგ
ქოთანი გატეხე და სადმე სხვა ადგილას ღრად დამარხე, შორს შენი ნერგისაგან. როდესაც
ქოთანს დაასამარებ, ნერგთან დაბრუნდი და კვლავ ერთხელ მორწყე. შემდეგ შენი
გამოსახულება ამოიღე, თითებშუა დაიჭირე იქ, სადაც ახალი ჭრილობა გაქვს და წებოს
დასამარების ადგილზე მდგომი გამოსახულების წვერით ნერგს შეეხე. ოთხჯერ შემოუარე და
ყოველ შემოვლაზე იმ ადგილას შეჩერდი მცენარის შესახებად.
- რაიმე გარკვეული მიმართულება ხიმ არ უნდა ავირჩიო შემოვლისას?
- ნებისმიერი შეგიძლია აირჩიო, მაგრამ უნდა დაიმახსოვრო, რა მიმართულებით დამარხე
წებო და რა მიმართულებით შემოუარე ნერგს. შეეხე ნერგს გამოსახულების წვერით ყოველ
შემოვლაზე უკანასკნელის გარდა, როცა მას ღრმად უჩხვლეტ დანით. ეს ფთხილად უნდა
გააკეთო. მუხლებზე დაიოქე, ხელმა რომ არ გიმტყუნოს, დანის წვერი არ გაგიტყდეს და
ნერგში არ ჩარჩეს. თუ დანას წვერი მოუტყდა - შენი საქმე წასულია და მაშინ ფესვიც
ვერაფერში გამოგადგება.
- რამე სიტყვები ხომ არ უნდა წარმოვთქვა ნერგის შემოვლის დროს?
- არა. ამას შენს მაგივრად მე გავაკეთებ.

1962 წლის 27 იანვარი, შაბათი

იმ დილით, როგორც კი დონ ხუანის სახლში შევდგი ფეხი, მან განმიცხადა, რომ აპირებდა
ჩემთვის იმის ჩვენებას თუ როგორ მზადდებოდა მოსაწევი ნარევი.
ჩვენ ბორცვებისკენ გავწიეთ და ერთ-ერთ კანიონში ღრმად შევიჭერით. ის მაღალ, თხელ
ბუჩქთან გაჩერდა, რომლის ფერიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა გარემომცველი
მცენარეებისაგან. ჩაპრალი მის გარშემო მოყვითალო იყო, ბუჩქი კი - მკვეთრი მწვანე.
- ამ ხის ფოთლები და ყვავილები უნდა დაკრიფო, - თქვა მან. - საუკეთესო დრო ამისათვის -
ყველა წმინდანთა დღეა (el dia de las animas).
მან დანა ამოიღო და წვრილ ტოტს ბოლო მოაჭრა. მეორე ასეთივე ტოტი შეარჩია და მასაც
კენწერო ჩამოაჭრა. ეს ოპერაცია კიდევ მრავალჯერ გაიმეორა, სანამ ხელში წვეროების
მთელი კონა არ დაუგროვდა. შემდეგ მიწაზე დაჯდა.
- უყურე აქეთ, - თქვა მან. - ყველა ეს ტოტი იმ ადგილის თავზე მოვჭერი სადაც ერთ ან ორი
ფოთოლი ღეროსთან განშტოებას ქმნიდა. ხედავ? ყველა ერთნაირია. ტოტების მხოლოდ
კენწეროები შევარჩიე, სადაც ფოთლები ნედლი და ნაზია. ახლა ჩრდილოვანი ადგილი უნდა
მოვნახოთ.
ჩვენ ვიარეთ, სანამ მან, როგორც ჩანს, არ იპოვა ის, რასაც ეძებდა. მან ჯიბიდან გრძელი
ბაწარი ამოიღო და ორი ბუჩქის ღეროებსა და ქვედა ტოტებს შეაბა, სარეცხის თოკის
მაგივრად, რომელზეც მოჭრილი ტოტები ჩამოკიდა, გადანაჭრებით ზემოთ. ტოტები ბაწრის
გასწვრივ თანაბრად გაანაწილა; ფოთლებითა და ღეროებით შექმნილ განშტოებაზე
დაკიდებული, ისინი მწვანე სამოსში გამოწყობილ ცენოსანთა მწყობრს მოაგონებდა.
- ფოთლები ჩრდილში გაახმე, - თქვა მან. - ადგილი მყუდრო და ძნელად მისაწვდომი უნდა
იყოს. მაშინ ფოთლები დაცული იქნებიან. ისეთ ადგილას უნდა გაახმო ისინი,სადაც მათი
პოვნა თითქმის შეუძ₾ებელი იქნება. როცა ფოთლები გახმება, მათ კონაში შეკრავ.
მან ფოთლები ბაწრიდან ჩამოხსნა და უახლოეს ბუჩქებში გადაყარა. ალბათ, ამჯერად ჩემთვის
მხოლოდ პროცედურის ჩვენება სურდა.

გზა გავაგრძელეთ; მან სამი სხვადასხვა სახის ყვავილი მოწყვიტა და თქვა, რომ ისინიც
შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ და მათაც იმავე დროს უნდოდა დაკრეფა. მაგრამ
ყვავილები ცალკე თიხის ქოთნებში უნდა ჩაგეწყო, გაგეხმო კი - სიბნელეში. ყველა
ქოთანისათვს სახურავი უნდა დაგეხურა, ყვავილები რომ ნელა გამხმარიყო. კიდევ მან თქვა,
რომ ფოთლების და ყვავილების ფუნქცია მოსაწევი ნარევის დარბილებაში მდგომარეობდა.

გამოვედით კანიონიდან და გამშრალი მდინარის კალაპოტისკენ გავემართეთ. გრძელი


შემოვლითი გძით მასთან სახლში დავბრუნდით. უკვე გვიან საღამოს დავსხედით მის ოთახში,
დადაც ის იშვიათად მპატიჟებდა. აქ მან ნარევის უკანასკნელი შემადგენელი ნაწილის -
სოკოთა შესახებ მიამბო.
- ნარევის ნამდვილი საიდუმლოება - სოკოებშუა, - თქვა მან. ისინი - ყველაზე ძნელად
შესაგროვებელ ინგრედიენტს წარმოადგენენ. მოგზაურობაიმ ადგილებში, სადაც ისინი
ხარობენ, ძნელი და სახიფათო საქმეა. ხოლო თვით საჭირო სოკოების დაკრეფა კიდევ უფრო
ძნელია. მათ გვერდით ხომ სხვებიც ხარობე,, რომელთაგან არავითარი სარგებელი არაა.
ისინი კარგ სოკოებს გაგიფუჭებენ, მათ თ ერთად გაახმობ. დროა საჭირო, მათი სწორი
გარჩევა რომ ისწავლო და არ შეცდე. ხოლო სოკოების არასწორ გამოყენებას სერიოზული
ზიანი მოყვება - როგორც ადამიანისთვის, ასევე ჩიბუხისთვისაც. ვიცნობდი ისეთებს, ვინც
ცუდმა კვამლმა ადგილზე მოკლა.
როგორც კო სოკოს შეაგროვებენ, მას დოქში ათავსებენ, ამიტომ მისი გადამოწმება
შეუძლებელია. სოკო ხომ უნდა დაფშვნა, დოქის წვრილ ყელში რომ გააძვრინო.
- როგორ ავიცილო შეცდომა?
- ფრთხილი უნდა იყო და შერჩევა იცოდე. გითხარი უკვე, ეს ძნელი საქმეა. ყველას როდი
გააჩნია კვამლის მოთვინიერების უნარი; ადამიანთა უმრავლესობა ამას ვერც კი ბედავს.
- რამდენ ხანს ინახავ სოკოს დოქში?
- წელიწადს. ნარევის ყველა დანარჩენი ნაწილიც ერთი წლით ილუქება. შემდეგ მათ
თანაბრად გადაზომავენ და ცალ-ცალკე ძალიან ქვრილად ფშვნიან. სოკოს არ სჭირდება
დაფშვნა - იმ დროისათვის ის თავისთავად იქცევა უწმინდეს მტვრად. ერთადერთი, რაც შენ
დაგრჩება - ეს გუნდების დაშლაა. სოკოს ოთს ნაწილს ერთად არეულ ყველა დანარჩენი
ინგრედიენტის ერთ ნაწილს უმატებენ. ყველაფერ ამას კარგად აურევ და მე რომ მაქვს, ისეთ
პარჭუკში ჩააწყობ. - მან პერანგის ქვეშ ჩამოკიდებულ ქისაზე მიმანიშნა.
შემდეგ, ყველა შემადგენელი ნაწილი ხელახლა უნდა შეაგროვო და როდესაც მათ
გასახმობად გაამზადებ, შენ მზადა ხარ დამზადებული ნარევის მოსაწევად. შენს შემთხვევაში,
მოწევა გაისად მოგიწევს. კიდევ ერთი წლის შემდეგ, ნარები მთლიანად შენი გახდება,
ვინაიდან მას შენ თვითონ შეაგროვებ. პირველ მოწევაზე, ჩიბუხს მე აგინთებ. ბოლომდე მოწევ
ჩიბუხს და დაელოდები. კვამლი მოვა, შენ მას იგრძნობ. იგი გაგანთავისუფლებს და შენ ნახავ
ყველაფერს, რის ნახვასაც მოისურვებ. პირდაპირ გეტყვი: ეს შეუდარებელი მოკავშირეა.
მაგრამ იმას, ვინც მას ეძებს, უმწიკვლო განზრახვა და უმწიკვლო ნება უნდა გააჩნდეს. ჯერ
ერთი, იმიტომ, რომ უნდა გადაწყვიტო და მოინდომო დაბრუნება, თორემ კვამლი უკან არ
გაგიშვებს. მეორეც. უნდა განიზრახო და ინებო ყველაფრის დამახსოვრება, რისი დანახვის
შესაძლებლობასაც კვამლი მოგცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოგივა და
მხოლოდ ბურუსის ნაგლეჯებს თუ მიიღებ გონებაში.

1962 წლის 8 აპრილი, კვირა

ჩვენს საუბრებში დონ ხუანი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა გამოთქმას „ცოდნის ადამიანო “,
მაგრამ არასოდეს განუმარტავს, რას ნიშნავდა იგი. მე ვკითხე ამის შესახებ.
- ცოდნის ადამიანი - არის ის, ვინც პატიოსნად რაადგა სწავლის ძნელ გზას. ის, ვინც
აჩქარებისა და ყოყმანის გარეშე იმდენად წაიწია წინ ცოდნისა და ძალის საიდუმლოებათა
ამოხსნაში, რამდენადაც კი ეს შესაძლოა.
- ყველას შეუძლია გახდეს ცოდნის ადამიანი?
- არა, ყველას არა.
- და რა უნდა გააკეთო, ცოდნის ადამიანი რომ გახდე?
- ადამიანმა უნდა გამოიწვიოს ბრძოლაში და დაამარცხოს თავისი ოთხი ბუნებრივი მტერი.
- იქნება იგი ცოდნის ადამიანი, ამ ოთხი მტრის დამარცხების შემდეგ?
- კი, შეგიძლია თავს ცოდნის ადამიანი უწოდო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოთხივეს
დასძლევ.
- ესე იგი, ყველა, ვინც ამ მტრებს დასძლევს, ცოდნის ადამიანი ხდება?
- ყველა, ვინც კი მათ დასძლევს, ხდება ცოდნის ადამიანი.
- ხომ არ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელთა შესრულლებაც აუცილებელია,
სანამ მათ შეებრძოლები?
- არა, ნებისმიერს შეუძლია სცადოს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ცოტა ვინმემ თუ მიაღწია აქ
წარმატებას, მაგრამ ეს გასაგებიცაა. მტრები, რომელთაც ადამიანი ცოდნის გზაზე
დადგომისას ეყრება, მართლაც შიშის მომგვრელია. ადამიანთა უმრავლესობა მათ უთმობს.
- რა მტრებია ეს, დონ ხუან?
მან უარი თქვა მტრებზე საუბარზე. თქვა, რომ ბევრი დრო უნდა გასულიყო, სანამ ეს საგანი
ჩემთვის რაიმე აზრს შეიძენდა. მე შევეცადე საუბარში ამ თემის შენარჩუნება და ვკითხე,
შემეძლო თუ არა, მისი აზრით, ცოდნის ადამიანად გახდომა. მან მიპასუხა, რომ
დანამდვილებით ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იტყოდა. მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლიდი,
ვცდილობდი გამომეხატა, თუ არსებობდა რაიმე საშალება, რომლითაც მას შეეძლო,
განესაზღვრა - მქონდა მე შანსი გავმხდარიყავი ცოდნის ადამიანი თუ არა. მან მითხრა, რომ ეს
ჩემს ოთხ მტერთან ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული - ან მე გავიმარჯვებდი, ან ისინი,
შედეგის წინასწარ განჭვრეტა კი შეუძლებელი იყო.

მაშინ ვკითხე, შეეძლო თუ არა მას ბრძოლოს შედეგის განსაჭვრეტად ჯადოქრობის ან


წინასწარმეტყველების გამოყენება. მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ბრძოლის შედეგის
წინასწარმეტყველება არანაირად არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ცოდნის ადამიანად ქცევა
მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლებოდა. როდესაც ამის ახსნა ვთხოვე, მან თქვა:
- ცოდნის ადამიანად არ იქცევი სამუდამოდ. რეალურად არავინ ხდება ცოდნის ადამიანი.
ვითარება უფრო ისეთია, რომ დასძლევ თუ არა ოთხ ბუნებრივ მტერს რაღაც წამით ცოდნის
ადამიანად იქცევი.
- უნდა მითხრა დონ ხუან, ეს რა მტრებია.
ამან არ მიპასუხა. მე არ ვეშვებოდი, მაგრამ მან თავი მიანება ამ თემას და საუბარი რაღაც
სხვაზე გადაიტანა.

1962 წლის 15 აპრილი, კვირა

წაცვლის წინ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეკითხა ცოდნის ადამიანის მტრების შესახებ. მე
ვუმტკიცებდი, რომ ვერ დავბრუნდებოდი გარკვეული დროის განმავლობაში და ამიტომ ცუდი
არ იქნებოდა, თუ ჩავიწერდი ყველაფერს, რასაც ის მეტყოდა და ჩემს არყოფნაში ვიფიქრებდი
ამის შესახებ.

ის ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ შემდგ მაინც წამოიწყო საუბარი.


- როცა ადამიანი სწავლას იწყებს, მან გარკვევით არასოდეს იცის თავისი მიზნის შესახებ. მისი
ჩანაფიქრი - მცდარია, ხოლო განზრახვა - ბუნდოვანი. მას აქვს ჯილდოს იმედი, რომელსაც
ვერასოდეს მიიღებს, რომ არაფერი იცის სწავლების სიმძიმის შესახებ.
ის თანდათან სწავლაში ებმება - ჯერ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხოლო შემდგომ დიდი ნახტომით და
მალე გამოყეყეჩდება კიდეც. ის, რასაც იგი ისწავლის არასოდეს დაემთხვევა მის მიერ
დასახულს, ან წარმოდგენილს და ამდენად, მას შიში შეეპარება. სწავლა არასოდეს მოგცემს
იმას, რასაც მისგან მოელი. ყოველი ნაბიჯი - ახალი ამოცანაა და განცდილი შიში
შეუბრალებლად და განუდრეკლად გროვდება. ჩანაფიქრი ბრძოლის ველად იქცევა.
და ამგვარად, ის თავის პირველ ბუნებრივ მტერს ეჩეხება. შიშს! საშინელ მტერს - ვერაგს და
ძნელად დასაძლევს. იგი ყოველ მოსახვევში იმალება, ინიღბება, ხელსაყრელ შემთხვევას
უცდის. თუ ადამიანი შიშის უშუალო სიახლოვეს შეუშინდა და გაიქცა, მტერი მის ძიებებს
ბოლოს მოუღებს.
- რა მოუვა ადამიანს, ის თუ შიშმა გააქცია?
- მას არაფერი მოუვა, გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ იგი ვერასდროს ისწავლის.
ვერასოდეს ვერ გახდება ცოდნის ადამიანი. ის შეიძ₾ება ჯიუტად იქცეს, არაფრის დანახვა რომ
არ სურს, ან უწყინარ, შეშინებულ კაცად - ნებისმიერ შემთხვევაში ის დამარცხებული დარჩება.
მისი პირველი ბუნებრივი მტერი ყველა ის ზრახვას ბოლოს მოუღებს.
- კი მაგრამ, რა უნდა იღონო, შიში რომ დაძლიო?
- პასუხი ძალიან უბრალოა. არ უნდა გაიქცე. უნდა მოერიო შენს შიშს და მის საპირისპიროდ
შემდეგი ნაბიჯი გადადგა სწავლებაში, მერე კიდევ და კიდევ. არ უნდა გაჩერდე, თუნდაც
მთლიანად შიშით შეპყრობილი. ასეთია წესი! და დადგება წუთი, როცა შენი პირველი მტერი
უკან დაიხევს. საკუთარი თავის რწმენას იგრძნობ. შენი განზრახვა კიდევ უფრო განმტკიცდება.
სწავლება - შიშს აღარ მოგგვრის. ამ სასიხარულო წუთს ადამიანს უყუყმანოდ შეუძლია იმის
თქმა, რომ მან თავის პირველ ბუნებრივ მტერს სძლია. ეს ერთბაშად მოხდება, მაგრამ შიში
მოულოდნელად და სწრაფად გაქრება
- მერე ისევ ხომ არ შეეშინდება ადამიანს, რაღაც ახალი თუ შეემთხვა?
- არა, ერთხელ თუ მოსპე შიში, მისგან სიცოცხლის ბოლომდე განთავისუფლდები იმიტომ, რომ
შიშის ნაცვლად სიცხადეს - გონების სიცხადეს შეიძენ, შიშს რომ ფანტავს. ამ დროისთვის
ადამიანი უკვე იცნობს საკუთარ სურვილებს, იცის, როგორ დაიმაყოფილოს ისინი. მას
შეუძლია სწავლაში ახალი ნაბიჯების წინასწარგანჭვრეტა და ყველა მის საქმეს ცნობიერების
მკვეთრი სიცხადე ახლავს თან. ადამიანს ესმის, რომ აღარაფერია დაფარული.
და ამგვარად იგი თავის მეორე მტერს ხვდება: სიცხადეს! ეს გონების სიცხადე, რომლის
მოპოვებასაც ასე ძნელია, შიშს ფანტავს, მაგრამ ამასთან ერთად გაბრმავებს.
იგი გარწმუნებს, არასოდეს შეიტანო ეჭვი საკუთარ თავში და გინერგავს რწმენას იმისა, რომ
რაც კი გსურს, ყველაფერი შეგიძლია აკეთო, ვინაიდან ყველაფერს ცხადად, გამჭოლ ხედავ.
და შენ მამაცი ხარ - იმიტომ, რომ ცხადად ხედავ და არაფერს მოერიდები - იმიტომ, რომ
ცხადად ხედავ. მაგრამ ეს ყველაფერი შეცდომაალ მასში არის რაღაც დაუსრულებელი. თუ ამ
მოჩვენებით სიძლიერეს აჰყევი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენმა მეორე მტერმა დაგამარცხა და შენ
ერთ ადგილს ტკეპნი მაშინ, როდესაც წინ უნდა ისწრაფოდე. შენ სწავლაში ზოზინა ხდები, სანა
სრულიად არ გამოიფიტები, უძლური რაიმე ისწავლო.
- რა მოსდის, ამგვარად დამარცხებულ ადამიანს, დონ ხუან? ის რა, კვდება?
- არა, არ კვდება. უბრალოდ იგი მეორე ნაბიჯმა შეაჩერა და მის მცდელობას, გახდეს ცოდნის
ადამიანი, ჯვარი დაესვა. ამის ნაცვლად ის მხნე მეომრად ან ჯამბაზად იქცევა. ხოლო გონების
სიცხადე, რომელიც მას ასე ძვირად დაუჯდა, სიბნელითა და შიშით უკვე აღარასოდეს
შეიცვლება. მთელს ცხოვრებას, თავის აღსასრულამდე, იგი სიცხადეში გაატარებს, მაგრამ
არასოდეს არც რამეს ისწავლის და არც რამეს ინატრებს.
- კი მაგრამ, რა უნდა ქნას მან, მარცხი რომ აიცილოს?
- უნდა ქნას იგივე, რაც შიშთან ბრძოლოსას. მან უნდა აჯობოს საკუთარი გონების სიცხადეს და
გამოიყენოს იგი მხოლოს ხედვებისთვის. მოთმინებით ელოდოს, ყველაფერი ზედმიწევნით
გაზომოს და აწონოს, სანა ახალ ნაბიჯს არ გადადგამდეს. რაც მთავარია, მან უნდა იცოდეს,
რომ მისი გონების სიცხადე - თითქმის შეცდომაა. და მოვა წუთი, როდესაც ის მიხვდება, რომ
მისი სიცხადე იყო მხოლოდ თვალწინ გაჩერებული წერტილი. ასე დაძლევს იგი თავის მეორე
ბუნებრივ მტერს და დაიკავებს პოზიცია, სადაც მას უკვე ვერარაფერი ავნებს. ეს არ იქნება
შეცდომა. ეს არ იქნება თვალწინ გაჩერებული წერტილი. ეს ჭეშმარიტი ძალა იქნება.
და სწორედ მაშინ იგი შეიცნობს, რომ ძალა, რომლისკენაც ის ამდენხანს ისწრაფოდა, უკვე მას
ეკუთვნის, და როგორც ისურვებს, ისე შეუძლია მისი გამოყენება. მოკავშირე მას ემორჩილება,
მისი სურვილი - კანონია. იგი ყველაფერს ხედავს თავის გარშემო. მაგრამ ამასთან, ის თავის
მესამე მტერს ეჩეხება - ძალას!
ძალა მის მტრებს შორის - ყველაზე ძლევამოსილია და ბუნებრივია, ყველაზე ადვილი გზა -
მისი დათმობაა. სხვა თუ არაფერი, ახამიანი ხომ ახლა, მართლაც, მოუწყვლელია. ის
მბრძანებლობს; ის იწყებს იმით, რომ წინასწარგაანგარიშებულ რისკზე მიდის და ამთავრებს
კანონების დაწესებით იმიტომ, რომ ის ოსტატია.
ადამიანი ამ სტადიაზე იშვითად თუ ამჩნევს თავის მესამე მტრის განუხრელ მოახლოებას და
მოულოდნელად, მისთვის შეუმჩნევლად, ის აგებს ბრძოლას. მტერი მას სასტიკ და ჭირვეულ
მეომრად აქცევს.
- თუ კარგავს იგი თავის ძალას?
- არა. ის არასოდეს დაკარგავს არც გონების სიცხადეს და არც ძალას.
- მაშ რით განსხვავდება იგი ცოდნის ადამიანისგან?
- ძალით დამარცხებული ადამიანი, ისე მოკვდება, რომ ვერც კი შეიცნობს ჭეშმარიტად,
როგორ მოეპყროს ამ ძალას. ძალა მხოლოდ მძიმე ტვირთია ის ბედისწერაში. ასეთ ადამიანს
არ შესწევს საკუთარი თავის ფლობის უნარი და მან არ იცის, როდის და როგორ უნდა
გამოიყენოს ძალა.
- რომელიმე მტრისგან მიყენებული მარცხი თუ იქნება საბოლოო?
- რა თქმა უნდა, იგი საბოლოოა. თუ კი ერთ-ერთმა მტერმა სძლია ადამიანს, მას უკვე
ვერაფრით დაეხმარები.
- თუ შეიძლება, მაგალიტად, რომ ძალით დამარცხებულმა დაინახოს საკუთარი შეცდომა და
თავისი გზა გამოასწოროს?
- არა, თუ ადამიანი დანებდება, მისი საქმე წასულია.
- კი მაგრამ, თუ კი ძალამ ის მხოლოდ დროებით დააბრმავა და მერე მან მასზე უარი თქვა?
- ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ბრძოლა ჯერ წაგებული არ ყოფილა და ისევ გრძელდება; იმას,
რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი დამარცხებულია მხოლოდ
მაშინ, როდესაც მეტს აღარ ცდილობს და საკუთარ თავზე უარს ამბობს.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლება ადამიანი მიეცეს შიშს მაგრამ რარაც დროის შემდეგ
ისმაინც დაამარცხოს?
- არა, ასე არ ხდება. თუ კი მან შიშს დაუთმო, ის უკვე ვერასოდეს დაამარცხებს მას იმიტომ, რომ
თავს აარიდებს სწავლას და მას კვლავ არარასოდეს მოსინჯავს. მაგრამ, თუ შიგ თავის შიშის
შუაგულში, ის წლების მანძილზე კვლავ და კვლავ სეეცდება სწავლის გაგრძელებას, მაშინ ის
ბოლოს და ბოლოს მას დაამარცხებს იმიტომ, რომ მას არასოდეს დანებდება.
- როგორ უნდა დაამარცხო შენი მესამე მტერი, დონ ხუან?
- იგი უნდა დაამარცხო ყურადღებით. ადამიანი უნდა მივიდეს იმის შეგნებამდე, რომ ძალა,
რომელიც მან თითქოსდა დაიმორჩილა, სინამდვილეში არასოდეს მას არ ეკუთვნოდა. მან
არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს საკუთარ ხაზს და ყველაფერს, რასაც კი შეიცნობს,
ფრთხილად და კეთილსინდისიერად მოეპყროს. თუ კი ის მიხვდება, რომ სიცხადე და ძალა
საკუთარ თავზე კონტროლის გარეშე თვით შეცდომებზეც უარესია, მაშინ ის მიაღწევს
წერტილს, სადაც მისთვის ყველაფერი შეიკვრება. აქ მას ეცოდინება, როდის და როგორ
გამოიყენოს თავისი ძალა და ამგვარად, იგი თავის მესამე მტერს დაამარცხებს.
ამასობაში ადამიანი სწავლის გზის დასასრულს მიუახლოვდება და თითქმის
გაუფრთხილებლად, თავის უკანასკნელ მტერს შეეჩეხება. სიბერეს! ეს მტერი - ყველაზე
სასტიკია. მტერი, რომელსაც საბოლოოდ ვერასოდეს დაამარცხებ, მას შეიძლება მხოლოდ
უკან დაახევნინო.
ამ დროისთვის ადამიანს აღარ აწუხებს შიში, გონები მოუთმენელი სიცხადე. მთელი მისი ძალა
უკვე მასთანაა, მაგრამ სწორედ მაშინ იბადება დასვენების აკვიატებული სურვილი. თუ კი ის
დაწოლის და თავდავიწყების სურვილს სრულიად დაემორჩილა, თუ მთლიანად მიეცა
დაღლილობას - იგი თავის უკანასკნელ ბრძოლაში წააგებს და მტერი მას მოხუცსა და სუსტ
არსებად გადააქცევს. დათმობის სურვილი მთელ მის სიცხადეს, მთელ მის ძალას და მთელ
მის ცოდნას გადაძლევს. მაგრამ, თუ ადამიანი თავის დაღლილობას დაძლევს და თავის
ბედისწერად ბოლომდე გასტანს - მაშინ შეიძლება, მას ცოდნის ადამიანი უწოდო. თუ კი ერთი
უმოკლესი წამითაც იგი თავს დააღწევს თავის უკანასკნელ, უძლეველ მტერს! სიცხადის,
ძალისა და ცოდნის ეს ერთი წამიც საკმარისია.

ნაწილი 4
დონ ხუანი იშვიათად საუბრობდა მესკალიტოზე უშუალოდ. როველთვის, როცა მის შესახებ
ვეკითხებოდი, იგი საფუძვლიან საუბარზე უარს ამბობდა, მაგრამ თანდათან მესკალიტოს
შესახებ გარკვეული წარმოდგენა მექმნებოდა - რაღაც სახე, რომელიც მამრობითი სქესისა
იყო - არა მხოლოდ ესპანური სიტყვებისთვის მიღებული გრამატიკული ნორმების მიხედვით ,
არამედ მისთვის დამახასიათებელი მგარველური მოძღვრული თვისებების გამოც. ყველა
ჩვენს საუბარში დონ ხუანი კვლავ და კვლავ, თუმცა სხვადასხვანაირად, ამ თვისებებს
ადასტურებდა.
1961 წლის 24 დეკემბერი, კვირა

- ეშმაკის ბალახს არასოდეს არავინ დაუცვია. იგი მხოლოდ ძალის მოპოვებისთვისა არის
განკუთვნილი. ხოლო მესკალიტო ბავშვივით ალერსიანია.
- მაგრამ შენ თქვი, რომ ხანდახან იგი საზარელია.
- რა თქმა უნდა, ის საზარელია, მაგრამ თუ კი შენ ის გაიცანი, ის შენთვის კეთილი და
ალერსიანი იქნება.
- და რაში გამოიხატება მისი სიკეთე?
- იგი - მფარველი და დამრიგებელია.
- როგორ მფარველობს იგი?
- შენ შეგიძლია, ის მუდამ შენთან იმყოფინო, ის კი თვალყურს ადევნებს იმას, რომ შენ ცუდი
არაფერი შეგემთხვას.
- კი მაგრამ, მუდამ თან როგორ უნდა იმყოფინო?
- უნდა ატარო პატარა პარჯუჭით, იღლიის ქვეშ დამაგრებული, ან კისერზე ჩამოკიდებული.
- შენ თავა გაქვს?
- არა - მე ხომ მყავს მოკავშირე, მაგრამ სხვები თან ატარებენ.
- რას გასწავლის იგი?
- გასწავლის, როგორ იცხოვრო სწორად.
- და როგორ გასწავლის?
- იგი სხვადასხვა ნივთს გიჩვენებს და გეუბნება რა - რა არის (enzena las cosas y te dice lo que son).
- როგორ?
- შენ თვითონ უნდა ნახო.

1962 წლის 30 იანვარი, სამშაბათი

- რას ხედავ, როცა მესკალიტოს მიყვები, დონ ხუან?


- ასეთი რამ უბრალო საუბრის თემა არ რის. ამას ვერ მოგიყვები.
- რაიმე ხიფათი გელის, თუ მომიყვები?
- მესკალიტო - დამცველია. კეთილი, ალერსიანი დამცველი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,
რომ მას შეძლება დასცინო. სწორედ იმიტომ, რომ იგი კეთილი დამცველია, მას შეუძლია
ყველაზე მრისხანედ იქცეს მათთვის, ვინც არ უყვარს.
- მე არ ვაპირებ მისა დაცინვას. უბრალოდ მინდა ვიცოდე, სხვებს რას აჩვენებს და რას
აკეთებს. მე ხომ აგიღწერე ყველაფერი, რაც მესკალიტომ მაჩვენა.
- შენთან ყველაფერი ხვადვარადაა, - შეიძლება იმიტომ, რომ არ იცი მისი საქმეებს შესახებ.
ამიტომ მიხდება მის საქმიანობის შესახებ შენი განათლება., ისევე როგორც ბავშვს სიარულს
ასწავლიან.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა ვისწავლო?
- სანამ ის თვითონ არ გახდება შენთვის გასაგები.
- და მერე?
- მერე შენ თვითონ მიხვდები ყველაფერს და მეტი არაფრის მოყოლა არ დამჭირდება.
- მითხარი მხოლოდ, სად მიყავხარ მესკალიტოს?
- ამაზე ლაპარაკი კი არ შემიძლია.
- მინდა მხოლოდ გავიგო, თუ არის რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც მას ადამიანები მიყავს?
- კი არის.
- ეს ზეცაა? (ესპანურად „ზეცა“ – cielo იგივეს ნიშნავს, რაც უბრალოდ, „ცა“).
- იგი ცაში (cielo) გატარებს.
- მე იმ ცას ვგულისხმობ, სადაც ღმერთია.
- სისულელეს ლაპარაკობ. მე არ ვიცი სადაა ღმერთი.
- მესკალიტო - ღმერთია? ერთადერთი ღმერთი? თუ უბრალოდ ერთ-ერთია?
- უბრალოდ დამცველი მოძღვარია. ის - ძალაა.
- ის რა - თვითონ ჩვენშია ძალა?
- არა, მესკალიტოს ჩვენთან არაფერი აქვს საერთო. იგი ჩვენს გარეთაა, გესმის?
- მაშინ ყველა ვინც მესკალიტოს იღებს, მას ერთნაირად უნდა ხედავდეს.
- სულაც არა. იგი არასოდეს არაა ერთნაირი სხვადასხვა ადამიანისთვის.

1962 წლის 12 აპრილი, ხუთშაბთი

- რატომ არ მომითხრობ მესკალიტოზე მეტს, დონ ხუან?


- არაფერია მოსათხრობი და იმიტომ.
- მაგრამ, არის, ალბათ, ათასი რამ, რაც უნდა ვიცოდე, სანამ მას კვლავ შევხვდები.
- არა, შეიძლება არც კი იყოს ისეთი რამ, რისი ცოდნაც შენთვის აუცილებელი იქნებოდა.
გითხარი უკვე - ის ყველასთან ერთნაირი არ არის.
- გასაგებია, მაგრამ მე მაინც მინდა ვიცოდე, სხვები რას გრძნობენ მის მიმართ?
- იმათი აზრი, ვინც მასზე ბევრს ლაყბობს, დიდად არაფრად წაგადგება. თუმცა ამას თვითონ
მიხვდები. შენ შესაძლოა, ილაპარაკებ მასზე რაღაც წუთამდე, მაგრამ ამას აღარასოდეს
დაუბრუნდები.
- შეგიძლია მომიყვე, შენი პირველი მცდელობის შესახებ?
- რისთვის?
- მაშინ მეცოდინება, მესკალიტოს როგორ მოვეპყრო.
- შენ ისედაც ჩემზე მეტი იცი. შენ ხომ თამაშობდი მასთან. როდისმე მიხვდები, რა კეთილად
მოგეპყრო დამცველი. იმ პირველი შეხვედრისას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გითხრა,
მაგრამ შენ ყრუ და ბრმა აღმოჩნდი.

1962 წლის 14 აპრილი, შაბათი

- მესკალიტოს ნებისიერი ფორმის მიღება შეუძლია, როცა წარგიდგება?


- კი, ნებისმიერი.
- მაშნ, რომელი ფორმა მიგაჩნია სხვებზე ჩვეულებრივად?
- ჩვეულებრივი ფორმა არ არსებობს.
- შენ გულისხმობ, დონ ხუან, რომ იგი ნებისმიერი ფორმით ეცხადება იმათაც კი, ვინც მას
კარგად იცნობს?
- არა. ნებისმიერი ფორმით იგი მხოლოდ იმათ წარუდგება, ვინც მას ოდნავ იცნობს. ხოლო
მათთვის, ვინც მას კარგად იცნობს, იგი ყოველთვის ერთი და იგივე რჩება.
- როგორ, ერთი და იგივე?
- იგი მათ ხანდახან ადამიანის სახით წარუდგება, ჩვენს მსგავსად. ან როგორც სინათლე.
უბრალოდ სინათლე.
- მესკალიტო თუ იცვლის როდესმე თავის მუდმივ ფორმას მათთან, ვინც მას კარგად იცნობს?
- რამდენადაც მე ვიცი, არა.

1962 წლის 6 ივლისი, პარასკევი.

დონ ხუანთან ერთად სახლიდან შაბათს 23 ივნისს, დღის მიწურულს გამოვედით. მან თქვა,
რომ ჩვენ სოკოს (honguitos) საძებნელად ჩიუაუას შტატში მივემგზავრებოდით. თქვა, რომ
მოგზაურობა ხანგრძლივი და ძნელი იქნებოდა და მართალიც აღმოჩნდა. ჩიუაუას შტატის
ჩრდილოეთით მდებარე მეშახტეთა ერთ პატარა ქალაქში 27 ივნისს, ოთხშაბათს, საღამოს 10
საათზე ჩავედით. იმ ადგილიდან, სადაც მანქანა დავტოვე, ქალაქის გარეუბნისკენ
გავემართეთ მისი მეგობრების ტარახუმარას ტომის ინდიელთა სახლში. იქვე გავათიეთ ღამე.

მეორე დღეს ჩვენმა მასპინძელმა დილის ხუთ საათისთვის გაგვაღვიძა და ლობიო და პური
მოგვიტანა. სანამ ჩვენ საჭმელს მივირთმევდით, ის დონ ხუანს ესაუბრებოდა, მაგრამ ჩვენი
მოგზაურობის შესახებ არაფერი უთხვამს.

საუზმის შემდეგ მასპინძელმა ფლასკში წყალი ჩაასხა და ორი ტკბილი გუნთუშა ზურგჩანთაში
ჩამიდო.დონ ხუანმა ფლასკი მომაწოდა, ზურგჩანთა მოხერხებულად მომიწყო, მასპინძელს
ზრუნვისათვის მადლობა გადაუხადა, ჩემსკენ მობრუნდა და მითხრა:
- წასვლის დროა.
დაახლოებით ერთი მილი გრუნტის გზით ვიარეთ. შემდეგ ველზე გადავედით და ორ საათში
ქალაზის სამხრეთით მდებარე ბორცვების ძირს მივადექით. დაქანებულ ფერდობს ზევით
სამზრეთ-დასავლეთის მიმართულებით ავყევით. როდესაც გზა უფრო ციცაბო შეიქნა, დონ
ხუანმა მიმართულება შეიცვალა და ამაღლებული ვაკით აღმოსავლეთისკენ გავემართეთ.
ხანდაზმულობის მიუხედავად დონ ხუანი მთელი გზა ისე წარმოუდგენლად სწრაფად
მიდიოდა, რომ შუადღისთვის მე სრულიად გამოვიფიტე. დავჯექი და მან პურიანი ტომარა
გახსნა.
- სულ შეჭამე, თუ გინდა, - მითხრა მან.
- კი მაგრამ, შენ?
- მე მაძღარი ვარ, მოგვიანებით კი ეს საჭმელი აღარ დაგვჭირდება.
ძალიან დავიღალე, მშიოდა და ამიტომაც სიტყვაზე დავიჭირე. გავიფიქრე, ხელსაყრელი
დროა ჩვენი მოგზაურობის მიზეზის შესახებ გასაუბრებისა და ვითომ სხვათაშორის ვკითხე :
- შენ ფიქრობ, დიდხანს გავსტანთ აქ?
- აქ იმისთვის ვართ, რომ მესკალიტო შევაგროვოთ ხვალამდე დავრჩებით.
- მესკალიტო სადაა?
- ყველგან, ჩვენს გარშემო.
გარშემო სხვადასხვა სახის საჭიროზე მეტი კაკტუსი ხარობდა, მაგრამ მათ შორის პეიოტი ვერ
გავარჩიე.

ჩვენ კვლავ გზას შევუდექით და სამი საათისთვის ციცაბო ბორცვებს შუა ჩაყოლილ ვიწრო და
გრძელ ხეობას მივადექით. უჩვეულო მღელვარებას განვიცდიდი იმის წარმოდგენისას, რომ
პეიოტს ვიპოვიდი, რომელიც თავის ბუნებრივ გარემოში არასდროს მენახა. ხეობაში შევედით
და 400 ფუტამდე გვექნებოდა გავლილი, როცა უეცრად სამი უეჭველად პეიოტის მცენარე
შევნიშნე, პირდაპირ ჩემს წინ, ხელმარცხნივ ბილიკისაგან. ურთიერთშეზრდილები, ისინი
მიწიდან რამდენიმე დიუმით ამოშვერილიყვნენ. მრგვალი, ხორციანი მწვანე ვარდებივით
გამოიყურბოდნენ. დონ ხუანს ვანიშნე და მათკენ გავიქეცი.

ის ყურადღებას არ ნაქცევდა და განგებ ზურგშექცეული, სულ უფრო და უფრო მშორდებოდა.


მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ჩავიდინე და დღის მთელი მეორე ნახევარი ხმისამოუღებლად
ვიარეთ. ნელა მივდიოდით წვრილი წვეტიანი ქვებით მოფენილი ბრტყელი ვაკით, კაქტუსებით
გარემოცულნი. გზა და გზა ხვლიკების ურდოებს ვაფრთხობდით, ხოლო დროგამოშვებით
მარტოხელა ფრინველს. დუჟინამდე პეიოტის მცენარეს ჩავუარე, ისე რომ კრინტიც არ
დამიძრავს.

ექვს საათზე ხეობის გარემომცველი მთების ძირს მივადექით. შემდეგ ფერდობით ერთ0ერთ
კლდვან შავერზე ავცოცდით. დონ ხუანიმა ძირს დააგდო თავისი ტომარა და დაჯდა. მე ისევ
მშიოდა, მაგრამ საჭმელი აღარ დაგვრჩენოდა. მესკალიტოს შეგროვება და ქალაქში
დაბრუნება შევთავაზე. დონ ხუანი გაღიზიანებული ჩანდა და ენაც კი გააწკლაპუნა. მან თქვა,
რომ ღამეს კლდეზე გავათენებდით.

ჩუმად ვისხედით. მარცხნივ კლდე ამართულიყო, მარჯვნივ ხეობა იშლებოდა, ჩვენ რომ
გამოვიარეთ. იგი საკმაოდ შორს იჭიმებოდა და ადრინდელზე უფრო ფართო და
უსწორმასწორო ჩანდა. იმ ადგილიდან, დადაც მე ვიჯექი, ისე მოჩანდა, თითქოს ის მთლიანად
პატარა ბორცვებისა და გორაკებისგან შედგებოდა.
- უკან ხვალ დავიძრებით, - ჩემსკენ მოუხედავად თქვა დონ ხუანმა და ხეობისკენ მანიშნა. - ასე
დავბრუნდებით და ველს რომ გადავივლით, მას დავკრიფავთ. ანუ ჩვენ მოვწყვიტავთ მას ,
როცა პირდაპირ გზაზე შევეყრებით. ის გვიპოვნის ჩვენ და არა პირიქით. ის დაგვინახავს - თუ
კი თვითონ მოისურვებს.
დონ ხუანი ზურგით კლდეს მიეყრდნო, თავი დახარა და ისე გააგრძელა საუბარი, თითქოს ჩემს
გარდა იქ კიდევ ვინმე ყოფილიყოს.
- და აი კიდევ რა. მას მხოლოდ მე მოვწყვიტავ - შენ კი ტომარას წამოიღებ, ან წინ გამიძღვები -
ჯერ არ ვიცი. მაგრამ ხვალ მასზე ან მანიშნებ, ისე როგორც ეს დღეს გააკეთე.
- მაპატიე, დონ ხუან.
- კარგი, შენ არ იცოდი.
- შენმა ბენეფაქტორმა გასწავლა ყველაფერი ეს, მესკალიტოს შესახებ?
- არა. ამის შესახებ ჩემთვის არავის უსწავლებია. თვით დამცველი იყო ჩემი მასწავლებელი.
- მაშინ გამოდის, რომ მესკალიტო ადამიანს ჰგავს, რომელთანაც საუბარი შეიძლება.
- არა.
- მაშ როგორ ასწავლის?
ის რამდენიმე ხანს დუმდა.
- გახსოვს ის წუთები, მასთან რომ თამაშობდი? შენ მისი გესმოდა, ხომ ასეა?
- ხო!.
- იგი სწორედ ასე ასწავლის. მაშინ ეს არ იცოდი. მაგრამ მის მიმართ მეტი ყურადღება რომ
გამოგეჩინა, იგი გაგესაუბრებოდა.
- როდის?
- პირველად რომ ნახე, მაშინ.
ის ძალიან გაღიზიანებული ჩანდა ჩემი შეკითხვებით. ვუთხარი, რომ მათ იმიტომ ვუსვავდი,
რომ ყველაფრის სწავლა მსურდა, რასაც კი შევძლებდი.
- მე ნუ მეკითხები , - გაიღიმა მან. - მას ჰკითხე. შემდგომ როცა ნახავ ჰკითხე, რაც გინდა.
- ესე იგი, მაინც შესაძლებელი ყოფილა მესკალიტოსთან საუბარი...

მან არ დამამთავრებინდა. მიბრუნდა, ფლასკი აიღო, შვერიდან ჩამოვიდა და კლდის უკან


გაუჩინარდა. მარტო დარჩენა არ მინდოდა და - თუმცა არ მივუპატიჟებივარ - მას გავყევი.
დაახლოებით 500 ფუტამდე ვიარეთ და ერთ პატარა წყაროს მივადექით. მან წყაროზე სახე და
ხელები დაიბანა და ფლასკი წყლით აავსო. პირი წყლით გამოივლო, მაგრამ არ დაულევია. მე
ხელებშ წყალი დავიგუბე და მოვსვი, მაგრამ მან შემაჩერა და მირჩია, არ დამელია.

ფლასკი გადმომცა და უკან შვერისკენ გაემართა. დავბრუნდით და კვლავ ხეობისკენ პირით,


ხოლო კლდისკენ ზურგისთ დავსხედით. ვკითხე, ცეცხლის დანთება თუ შეიძლებოდა. პასუხად
მისი აღშფოთება შემრჩა - როგორ შეიძლება მსგავსი შეკითხვების დასმაო. მან თქვა, რომ იმ
ღამეს მესკალიტოს სტუმრები ვიყავით და ჩვენს გათბობაზე მასპინძელი იზრუნებდა.

უკვე დაღამებულიყო. დონ ხუანმა თავის ტომრიდან ორი თხელი ბამბის საბანი ამოიღო , ერთი
მე გადმომიგდო მუხლებზე, ხოლო მეორე მხრებზე მოიფარა და ფერხმორთხმით დაჯდა.
ხეობა ჩვენს წინ სიბნელეს მოეცვა და კლდეები საღამოს ბინდში ინთხებოდა.

დონ ხუანი უძრავად იჯდა, პეიოტის ველისკენ პირშექცეული. სახეში თანაბარი ქარი
მიბერავდა.
- ბინდი - ქვეყნებს შორის ბრაზია, რბილად თქვა მან ისე, რომ ჩემკენ არ მოუხედია.
მე არ მიკითხავს, რა ჰქონდა მხედველობაში. თვალები დამეღალა. უეცრად თავი
მიტივებულად ვიგრძენი, ტირილის ყოვლისშემძლე სურვილი დამეუფლა! მუცელზე დავწექი -
ქვის სარეცელი მყარი და მოუხერხებელი იყო. წამდაუწუმ მდგომარეობის შეცვლა მიხდებოდა,
ბოლოს ფეხმორთხმით დავჯექი და საბანი მოვიფარე. ჩემდა გსაკვირად, ეს პოზა უაღრესად
მოხერხებული აღმოჩნდა და ჩამეძინა.

გამოღვიძებისას გავიგონე, როგორ მეუბნებოდა რაღაცას დონ ხუანი. ძალიან ბნელოდა. მას
კარგად ვერ ვხედავდი. თუმცა ნათქვამი ვერ გავარჩიე, მაინც ავდექი და გავყევი. ფერდობს
ჩავყევით. ფრთხილად ვმოძრაობდით - ყოველ შემთხვევაში მე - სიბნელის გამო. კლდის
ძირას გავჩერდით. დონ ხუანი დაჯდა და მისგან მარცხნივ ადგილზე მანიშნა. პერანგი გაიხსნა
და ტყავის პარჭუკი ამოიღო. გახსნა იგი და თავის წინ მიწაზე დადო. შიგ გამხმარი პეიოტის
რამდენიმე ნაჭერი ელაგა.

გრძელი პაუზის შემდეგ მან ერთი ნაჭერი აიღო. მარჯვენა ხელში დაიჭირა; დიდითა და
საჩვენებელი თითები რამდენჯერმე დაიზილა და დაბალ ხმაზე ამღერდა. მერე უცბად
გამაყრუებლად დაიკივლა: „აიიი!“

ეს მოულოდნელად და ზესთაბუნებრივად გამოვიდა, რამაც შემაშინა: ბუნდოვნად დავინახე,


რომ მან ნაჭერი პირში ჩაიდო და ღეჭვას შეუდგა. ერთი წუთის შემდეგ მან ტომარა აიღო,
ჩემსკენ დაიხარა და ჩურჩლით მიბრძანა, მისთვის ტომარა გამომერთმია და ერთი ნაჭერი
ამომეღო, შემდეგ ტომარა კვლავ ჩვენს წინ დამედო და ყველაფერი ზუსტად ისევე
გამემეორებინა, როგორც ეს თვითონ გააკეთა.

პეიოტის ერთი ნაჭერი ავიღე და დავზილე ისე, როგორც ეს დონ ხუანმა გააკეთა. ის ამ დროს
მღეროდა და თან წინ უკან ირხეოდა.რამდენიმეჯერ ვცადე ნაჭრის პირში ჩადება, მაგრამ
დაყვირების ძალიან მრცხვენოდა. შემდეგ თითქოს ეს ძილში მომხდარიყოს, წარმოუდგენელი
კივილი აღმომხდა: „აიიიი!“ რაღაც წამით გავიფიქრე, რომ ეს ვიღაც სხვა ყვიროდა. კვლავ
ვიგრძენი ნერვული ძრწოლის ნიჭნები კუჭში. უკან გამაქანავა. გრძნობას ვკარგავდი. პეიოტის
ნაჭერი პირში ჩაავიდე და დავღეჭე. რამდენიმე ხანში დონ ხუანმა ტომრიდან მეორე ნაჭერი
ამოიღო. შვებით დავინახე, მოკლე სიმღერის შემდეგ, მან თვითონ როგორ შეჭამა ის ნაჭერი.
შემდეგ ტომარა მე მომაწოდა. მე ის მიწაზე დავუშვუ და ერთი ნაჭერი ავიღე. ეს ყველაფერი
ხუთჯერ განმეორდა, სანამ მე არ მომწყურდა. ფლასკი ავიღე, წყალი რომ დამელია, მაგრამ
დონ ხუანმა მირჩია, მხოლოდ პირი გამომევლო, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს მაღებინებდა.

რამდენჯერმე პირი გამოვივლე. წამით დალევის სურვილი ჩემთვის უდიდეს ცდუნებად


გადაიქცა და ცოტა წყალი გადავყლაპე. მაშინათვე კუჭის შეკუმშვა ვიგრძენი. ისე, როგორც
პეიოტის გაცნობისას, და ახლაც პირიდან სითხის უმტკივნეულო და შეუმჩნეველ დენას
ველოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, გული სრულიად ჩვეულებრივად ამერია. თუმცა,
ყოველივე ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.

დონ ხუანმა კიდევ ერთი ნაჭერი აიღო და ტომარა მე გადმომცა; მთელი ციკლი განახლდა და
შემდეგ კვლავ და კვლავ მეორდებოდა, სანამ 14 ნაჭერი არ დავღეჭე. ამ დროისათვის
წყურვილის, სიცივის და უხერხულობი ყველა უწინდელი შეგრძნება გამიქრა. მათ ნაცვლად
რაღაც უცნობ სითბოსა და აღგზნებას მოვეცვი. ფლასკი ავიღე პირის გამოსავლებად, მაგრამ
ის ცარიელი აღმოჩნდა.
- წყაროსთან ხომ არ ჩავსულიყავით, დონ ხუან?
ხმა პირიდან ჩვეულებრივად კი არ გამომივიდა, არამედ ცას ასხლეტილი, უკან ყელში
ჩამიბრუნდა და გამოძახილივით აქეთიქეთ აფართხალდა. გამოძახილი რბილი და
მუსიკალური იყო. მას თითქოს ფრთები შეესხას და შიგ ჩემს ყელში გაეშალოს. ფრთების
შეხება ალერსივით ნაზი იყო. მათ მოძრაობას ვაკვირდებოდი, სანამ იგი არ ჩაცხრა.

შეკითხვა გავინეორე. ჩემს ხმას ისეთი ჯღერადობა ჰქონდა, თითქოს კამარის ქვეშ
ვლაპარაკობდით. დონ ხუანმა არ მიპასუხა. ავდექი და წყაროსკენ გავეშურე. მივიხედე, რომ
მენახა, დონ ხუანი ხომ არ მომყვებოდა, მაგრამ ის თითქოს რაღაცას ყურადღებით უსმენდა.
ჟესტით ადგილზე გაშეშება მიბრძანა.
- აბუტოლი (?) უკვე აქ არის! - თქვა მან.
ეს სახელი ადრე არასოდეს გამეგონა. შევყოყმანდი, მეკითხა დონ ხუანისთვის მის შესახებ თუ
არა, და უცებ სუსტი ხმაური მომესმა, რომელიც ძალიან წააგავდა ყურის ჟრიალს. ხმა სულ
უფრო და უფრო მატულობდა, სანამ გიგანტური ხარის ბღავილს არ დაემსგავსა. იგი
რამდენიმე წამს გაგრძელდა და შემდეგ თანდათან მიწყნარდა. კვლავ სიჩუმემ დაისადგურა.
ხმის ძალამ და ინტენსივობამ შემაშინა. ისე ძლიერად ვკანკალებდი, რომ ფეხზე ძლივს
ვჩერდებოდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი გონება სრულიად ნორმალურად მუშაობდა. თუ
რამდენიმე წუთის წინ ძილი მერეოდა, ახლა ილის სურვილი სრულიად გამიქრა, მისი ადგილი
განსაკუთრებულმა სიცხადემ დაიკავა. ხმამ ერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური გილმი
მომაგონა, რომელშიც გიგანტური ფუტკარი ზუზუნით ატომური რადიაციი ზონიდან
გამოფრინდება. ამის გაფიქრებაზე გამეცინა. დავინახე, როგორ გადაწვა უკან დონ ხუანი და
ისევ თავის მოდუნებულ პოზას დაუბრუნდა. უეცრად კვლავ დამიბრუნდა უზარმაზარი ფუტკრის
ზმანება. იგი ჩვეულებრივ აზრებზე უფრო რეალური იყო. განცალკევებული იგი
განსაკუთრებული სიცხადით იყო გარემოცული. ყველაფერი დანარჩენი ჩემი ტვინიდან
ამოშლილიყო. მენტალური სიცხადის ამ მდგომარეობამ, ადრე რომ არასოდეს განმეცადა,
ჩემში შიშის კიდევ ერთი ამოზევება გამოიწვია.

ოფლმა დამასხა. დონ ხუანისკენ დავიხარე, ჩემი შიის შესახებ რომ მეამბო. მისი სახე სულ
რამდენიმე დიუმში იყო ჩემგან. იგი მე მიყურებდა და მას ფუტკრის თვალები ჰქონდა. ისინი
მრგვალ სათვალეს ჰგავდნენ, სიბნელეში საკუთარ სინათლეს რომ ასხივებდა: „პეტა-პეტა-პე-
ტა“. უკან გადავიწიე და კინაღამ კლდეს შევასკდი. როგორც მომეჩვენა, უსასრულო დროის
განმავლობაში აუტანელ შიშს განვიცდიდი. ვფშვინავდი და ვქოშინობდი. კანზე ოფლი
შემეყინა და მას სახამუშო სიუხეშეს ანიჭებდა. შემდეგ დონ ხუანის ხმა მომესმა:
- ადექი! იმოძრავე! ადექი!
ზმანება გაქრა, და კვლავ დონ ხუანის ჩვეულებრივი, ასე ნაცნობი სახე დავინახე.
- წყალს მოვიტან, - ვთქვი მე კიდევ ერთი ისასრულო წუთის შემდეგ.
ხმა ჩამიწყდა. სიტყვებს ძლივს გამოვთქვამდი. თანხმობის ნიშნად დონ ხუანმა თავი დამიკრა .
უკვე გზას დამდგარი მივხვდი, რომ ჩემი შიში ისე სწრაფად და იდუმალ გამქრალიყო , როგორც
გაჩნდა.
ნაკადულს რომ ვუახლოვდებოდი, შევამჩნიე, რომ გზაში შეყრილ ყველა საგანს ცხადად
ვხედავდი. გამახსენდა, რომ წეღან დონ ხუანიც ცხადად წარმომიდგა, თუმცა სულ ცოტა ხნით
ადრე მისი სხეულის მოხაზულობასაც კი ძლივს ვარჩევდი. შორეთს გავხედე და ხეობის
სანაპირო მხარის დანახვაც შევძელი. ცალკეულ ქვებსაც კი იქ სრულიად მკაფიოდ ვარჩევდი.
ვიფიქრე, რომ, ალბათ, უკვე თენდებოდა, მაგრამ შესაძლოა, დროის შეგრძნება
დამკარგვოდა. საათს შევხედე. თორმეტის ათი წუთი იყო! შევამოწმე, მუშაობდა თუ არა, -
საათი წესრიგში აღმოჩნდა. შეუძლებელია, შუადღე ყოფილიყო. ესე იგი იყო შუაღამე!
წყალთან ჩარბენა და მერე ისევ კლდეზე დაბრუნება დავაპირე, მაგრამ ჩემსკემ მომავალი
დონ ხუანი დავინახე და მას დაველოდე. ვუთხარი, რომ სიბნელეში ვხედავდი.

მან დიდხანს ხმის ამოუღებლად მიყურა; რომც ეთქვა რამე - არ მსმენია, ჩემი ყურადღება
სიბნელეში ხედვის ახალ უნიკალურ უნარზე იყო მიჯაჭვული. უწმინდესი ქვიშის მარცვლების
გარჩევა შემეძლო. დრო და დრო ჩემს ირგვლივ ისეთი სიცხადე ბატონობდა, რომ იფიქრებდი,
დილის ან საღამოს ბინდი ჩამოწოლილიყო. მერე ჩამობნელდა, მერე ისევ განათდა. მალე
მივხვდი, რომ სიცხადე ჩემი გულის დიასტოლას ემთხვეოდა, ხოლო სიბნელე - სისტოლას .
ქვეყანა ნათდებოდა, ბნელდებოდა და კვლავ ნათდებოდა, ჩემი გულის ცემას აყოლილი.

მთლიანად ამ აღმოჩენის შესწავლას მივეცი და უეცრად ისევ უცნაური ხმა მომესმა. კუმთები
დამეძაბა.
- ანტუკალი (ეს სიტყვა ამჯერად ასე გავიგონე) აქ არის, - თქვა დონ ხუანმა.
ხმა იმდენად მწექარე მომეჩვენა, იმდენად ყოვლისმშთანთქმელი, რომ სხვა ყველაფერმა
მნიშვნელობა დაკარგა. როდესაც ღრიალი შეწყდა, აღმოვაჩინე, რომ წყალმა იმატა.
ნაკადული, რომელიც სულ რაღაც წამების წინ ხელის გულის სიგანისა იყო, ისე გაფართოვდა,
რომ უზარმაზარ ტბად გადაიქცა. სინათლე, რომელიც, როგორც ჩანს, ზემოდან იფრქვეოდა,
ზედაპირს ასხლტებოდა და ხშირი ფოთლების გამჭოლ ბრწყინავდა. დრო და დრო წყალი
წამით ოქროსფრად და შავად გამოანათებდა, მერე კი კვლავ ბნელი და უსინათლო რჩებოდა,
თითქმის უჩინარი და მაინც უცნაურად იქ მყოფი.

არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი იქ, შავი ტბის ნაპირას; უბრალოდ ვუცქერდი გაოცებული. იმ
დროისათვის ღრიალი, როგორც ჩანს, შემწყდარა იმიტომ, რომ შიშის მომგვრელი გუგუნის
ახალმა აღმოსკდომამ უკან მომისროლა (რეალობაში?). მივიხედ-მოვიხედე, დონ ხუანს
ვეძებდი. დავინახე, როგორ აცოცდა იგი კლდეზე და მიეფარა მას. უცნაურია, მაგრამ
სიმარტოვის გრძნობა სრულიად არ მაწუხებდა. ჩავცუცქდი და საკუთარი თავის სრული
რწმენისა და განყენებულობის შეგრძნებით. ღრიალი ისევ მოისმა, იგი ძალზე ინტენსიური იყო ,
უძლიერესი ქარის ხმაურის მსგავსი. მთელი ძალით ვცდილობდი მიყურადებას და გარკვეული
მელოდია გავარჩიე. იგი ბანის დოლის თანხლებით ადამიანის ხმის მაგვარი მაღალი
ხმებისგან შედგებოდა. მთელი ყურადღება მელოდიაზე გავამახვილე და კვლავ შევამჩნიე,
რომ ჩემი გულის სისტოლა და დიასტოლა დოლის ხმასა და მელოდიას ემთხვეოდა.

ავდექი და მუსიკა შეწყდა. ვცადე გულის რიტმის გარჩევა, მაგრამ ვერაფერი გამომივიდა.
კვლავ ჩავცუცქდი იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა ხმოვანება სხეულის ასეთ მდგომარეობაში
წარმოიქმნებოდა. მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩამიჩუმი არ ისმოდა! ერთი გულის
გაბაკუნებაც კი! გადავწყვიტე, რომ მეყოფოდა, მაგრამ წასასვლელად რომ წამოვდექი, მიწის
რხევა ვიგრძენი. ჩემს ფეხქვეშ ნიადაგი იძროდა. წონასწორობას ვკარგავდი. ზურგზე დავეცი
და ამ მდგომარეობაში ვრჩებოდი მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ მიწა ძლიერად
ირხეოდა. შევეცადე, კლდისთვის ან ბუჩქისთვის ჩამეჭიდა ხელი, მაგრამ ჩემს ქვეშ რაღაც
დაცურდა. წამოვდექი, წამით თავი შევიკავე და ისევ დავეცი. მიწა, რომელზედაც მე ვიდექი,
მოძრაობდა, ტივივით წყალში ცურავდა. უძრავად დავრჩი; შიშმა შემიპყრო, რომელიც ისევე
როგორც ყველაფერი დანარჩენი უნიკალური, უწყვეტი და აბსოლიტური იყო .

შავი ტბის ზედაპირზე რაღაც მიწის მორის მაგვარ ერთ ბღუჯა ნიადაგზე მივცურავდი. დინება
თითქოს სამხრეთისკენ მიმაქანებდა. ვხედავდი როგორ ირხეოდა და ჩქეფდა ჩემს ირგვლივ
წყალი. იგი ცივი და შესახებად უცნაურად მძიმე ჩანდა. მე იგი ცოცხალი მეჩვენებოდა.

ვერც ნაპირს და ვერც სხვა რაიმე ორიენტირს ვერ ვარჩევდი და არც მოგზაურობის დროს
მოსული აზრები და განცდილი გრძნობები მახსოვს. ხანგრძლივი, როგორც მომეჩვენა,
საათობით ნავარდის შემდეგ ჩვენმა ტივმა სწორი კუთხით მარცხნივ, აღმოსავლეთისკენ
გაუხვია. მან კიდევ რამდენიმე ხანს ისრიალა წყლის ზედაპირზე და უცებ რაღაცას შეეჩეხა.
ინერციამ წინ გადამისროლა. თვალები დავხუჭე და მიწაზე დაცემისგან მუხლებში და წინ
გაწვდილ ხელებში მწვავე ტკივილი ვიგრძენი. იმ წამსვე თვალები გავახილე და დავინახე,
რომ მიწაზე ვიწექი. ჩემი იწის მორი ითქოს ნიადაგს შერწყმოდა. წამოვჯექი და მიმოვიხედე.
წყალი უკუიქცა! იგი უკან იხევდა, როგორც მიქცევის ტალღა, სანამ სრულიად არ გაქრა.

დიდხანს ვიჯექი; აზრების წესრიგში მოყვანას და გადამხდარი ერთ შეკავშირებულ მთლიანად


შეკვრას ვცდილობდი. მთელ სხეულს მტეხდა, ყელი ღია ჭრილობას ჰგავდა. ტუჩზე ვიკბინე ,
„მიწაზე რომ დავეშვი“. ავდექი. ქარმა მაგრძნობიდა, რომ მციოდა. ტანისამოსი
დამსველებოდა. ხელები, მუხლები და ყბები ისე მაგრამ მიკანკალებდა, რომ ისევ დაწოლა
მომიხდა. ოფლი თვალებში ჩამდიოდა და ისე მწვავდა, რომ ტკივილსგან ავღრიალდი.

რამდენიმე ხანში ცოტათი შევძელი შინაგანი წონასწორობის აღდგენა და წამოვდექი. ბნელ


ბნდში არემარე უაღრესად ცხადად მოჩანდა.ორიოდე ნაბიჯი გადავდგი. უეცრად მკაფიოდ
მომესმა ხალხის ხმა. თითქოს ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ხმაზე წავედი. ორმოცდაათ
იარდამდე გავიარე, როცა უცბად გაჩერება მომიხდა. ჩიხში აღმოვჩნდი. ადგილი - უზარმაზარი
რიყის ქვებით შემოვლებულ ბაკს წარმოადგენდა. უკან რიყის ქვის კიდევ ერთი წყება მოჩანდა,
შემდეგ კიდევ და კიდევ, სანამ უკანასკნელი ციცაბო კლდეში არ გადავიდოდა. საიდანღაც ამ
ქვებიდან საოცარი მუსიკა მოისმოდა. დენადი, უწყვეტი, ყურისთვის სასიამოვნო ხმათა ნაკადი .
ერთი ქვის ძირას მიწაზე დამჯდარი ადამიანი დავინახე, ჩემსკენ თითქმის პროფილით
მობრუნებული. მასთან წავედი და ასე დაახლოებით ათი ფუტის მოშორებით გავჩერდი; მან
თავი მოაბრუნა და შემომხედა. ადგილზე გავშეშდი, მისი თვალები სწორედ იმ წყალს
წარმოადგენდა, მე რომ ახლახანს ვნახე! მათ ისევ ის უსაზღვრო სიღრმე ახასიათებდა, იგივე
ოქროსფერი და შავი ბრწყინვალება. კაცს მარწყვივით თავი ჰქონდა, ხოლო კანი უთვალავ
მწვანე ნაყვავილევს გადაეჭრელებინა. წაწვეტებული ფორმის გამოკლებით თავი ზუსტად
პეიოტის ზედაპირს იმეორებდა. მის წინ ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი. ვგრძნობდი, რომ
განგებ მაწვებოდა გულმკერდძე თავისი თვალების სიმძიმით. სული შემეხუთა და
წონასწორობა დაკარგული მიწაზე დავენარცხე. მან თვალები შემგან მიაბრუნდა. იგი
მელაპარაკებოდა. დასაწყისში მისი ხმა ქარის სუსტ შრიალს ჰგავდა. შემდეგ მუსიკასავით
აჟღერდა - როგორც ხმოვანი მელოდია - და მე „ვიცოდი“, რომ მელოდიამ მკითხა: „რა
გინდა?“

მის წინ მუხლებზე დავეცი და ჩემი ცოვრების თხრბას მოვყევი, მერე ავტირდი. მან კვლავ
შემომხედა. მისი თვალების ზეწოლა ვიგრძენი და გავიფიქრე, რომ ეს ჩემი სიკვდილის წუთი
იქნებოდა. მან მანიშნა, უფრო ახლოს მივსულიყავი მასთან. ერთ წამს ვყოყმანობდი, სანამ წინ
ნაბიჯს გადავდგამდი. ხოლო როცა მივუახლოვდი, მან თვალი ამარიდა და მტევნის ზედაპირი
მაჩვენა. მელოდიამ მითხრა: „უყურე“. ხელისგულზე მრგვალი ნახვრეტი იყო. „უყურე“, - კვლავ
მომიხმო მელოადიამ. ნახვრეტში ჩავიხედე და ჩემი თავი დავინახე. ძალიან მოხუცი და სუსტი
ვიყავი, მოკუტული გავრბოდი; ჩემს ირგვლივ ყველგან კაშკაშა ნაპერწკლები იფრქვეოდა .
სამი ნაპერწკალი მომხვდა, ორი - თავში, ხოლო ერთი მარცხენა ბეჭში. ჩემი სხეული ნახვრეტში
წამით გაშეშდა, შემდეგ სრულიად ვერტიკალურად აღიმართა და ბოლოს ნახვრეტთან ერთად
გაქრა.

მესკალიტომ კვლავ მოაბრუნა ჩემსკენ თვალები. ისე ახლოს იდგა, რომ „გავიგონე“, როგორ
გრუხუნებდნენ რბილად თვალები იმ განსაკუთრებული ხმით, რომელიც იმ ღამით არაერთხელ
მსმენია. თვალები ნელ-ნელა წყნარდებოდნენ, სანამ ოქროსფერი და შავი ნაპერწკლებით
მოციმციმე წყნარ ტბებს არ დაემსგავსნენ.

მან ისევ ამარიდა თვალი და შემდეგ უეცრად, კალიასავით თითქმის ორმოცდაათ იარდზე
გადახტა. ის დახტოდა კვლავ და კვლავ. სანამ საბოლოოდ თვალს არ მიეფარა.

მერე მახსოვს, წავედი. სწორი გეზი რომ ამეღო, გულმოდგინედ ვცდიობდი ადგილის
დამახასიათებელი ისეთი ნიშნების ამოცნობას, როგორიცაა მაგალითად, შორეული მთები.
მთელი თავგადასავლის განმავლობაში საორიენტაციო წერტილები არ მქონია მაგრამ
მიმაჩნდა, რომ ჩრდილოეთი მარცხნივ უნდა ყოფილიყო. დიდხანს ვიარე ამ მიმართულებით,
სანამ არ მივხვდი, რომ უკვე დღე დამდგარიყო და „ღამის ხედვის“ უნარი დამკარგვოდა. ჩემი
საათი გამახსენდა და დროს დავხედე: დილიდ რვა საათი იყო.

სადღაც ათისთვის მივადექი კლდეს, რომელთანაც წინა ღამით ვიყავი. დონ ხუანი მიწაზე იწვა
და როგორცა სჩანს, ეძინა.
- სად იყავი? - მითხრა მან.
დავჯექი, სული რომ მომეთქვა.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, მან მკითხა:
- ის ნახე?
ჩემი თავგადასავლის თხრობას შევუდექი სულ თავიდან, მაგრამ მან შემაწყვეტინა და ტქვა,
რომ მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს ჰქონდა - ვნახე ის, თუ არა. მკითხა, რამდენად ახლოს
იდგა ჩემგან მესკალიტო. ვუპასუხე, რომ თითქმის შევეხე მას.

მონათხრობის ამ ნაწილმა დააინტერესა. ყურადღებით, შენიშვნების გარეშე მოისმინა ყველა


დეტალი და თხრობაში მხოლოდ ჩემს იერ ნანახი არსების ფორმის, პოზის, მოძრაობების და
სხვა ამგვარი დეტალების დასაზუსტებლად ერეოდა. უკვე შუადღე იქნებოდა, როცა დონ
ხუანმა, როგორც ჩანს, იკმარა ჩემი ნაამბობი. ის ადგა და გულზე ტილოს ტომარა შემაბა.
მიბრძანა, მას გავყოლოდი. თქვა რომ ის მესკალიტოს მოჭრიდა და მე გადმომცემდა, მე კი იგი
ფრთხილად ჩანთაში უნდა ჩამედო.

წყალი დავლიეთ და გზას გავუდექით. როდესაც ხეობის ნაპირს მივადექით, ის თითქოს


შეყოყმანდა წამით, რა მიმართულებით წასულიყო. მაგრამ როგორც კი მიიღო
გადაწყვეტილება, ჩვენ უკვე სულ პირდაპირ მივდიოდით.

ყოველთვის პეიოტთან მიახლოებისას ის იხრებოდა და კენწეროს ძალიან ფრთხილად,


მოკლე დაკბილული დანით მიწის პარალელურად აჭრიდა. შემდეგ „ჭრილობას“, როგორც იგი
მას უწოდებდა, ტყავის პარჯუჭიდან ამოღებული გოგირდის სუფთა ფხვნილს აყრიდა. კაკტუსის
ნაჭერს მარცხენა ხელით იღებდა, ხოლო გადნაჭრელს მარკვენათი ფხვნილს აყრიდა. შემდეგ
დგებოდა და ნაწერს მე მაწვდიდა, მე კი, როგორც მან მიბრძანა, მას ორივე ზელით ვიღებდი
და ტომარაში ვდებდი.
- გასწორდი და ტომარა მიწას, ბუჩქებს ან სხვა რაიმეს არ შეახო. - რამდენჯერმე გამიმეორა
მან, თითქოს შიშობდა, არ დამვიწყებოდა.
ნაჭერი შევაგროვეთ. როცა ტომარა აივსო, დონ ხუანმა იგი ზურგზე გადამატანინა, ხოლო
გულზე ახალი ტომარა დამკიდა. იმ დროისთვის, როცა ხეობა ჩავათავეთ, ორივე ტომარა უკვე
სავსე გვქონდა. მათში პეიოტის 110 ნაჭერი ჩავიდა. ტომრები ისეთი მძიმე და ძორძოხა გახდა,
რომ ძლივს ვეზიდებოდი და სიარული მიჭირდა.

დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ ტომრები იმიტომ იყო მძიმე, რომ მესკალიტოს მიწაზე
დაბრუნება უნდოდა. მან თქვა, რომ მესკალიტოს საკუთარი ადგილების დატოვების დარდი
ამძიმებდა. ჩემი მთავარი ამოცანა კი იყო - არ მიმეცა ტომრებისთვის მიწასთან შეხების
საშუალება, რადგან ამ შემთხვევაში მესკალიტო თავის ხელახლა აღების უფლებას აღარ
მომცემდა.

რომელიღაც მომენტში მხრებზე თასმების დაწოლა აუტანელი შეიქნა. რაღაცა საშინელი


ძალით ქვემოთ მეზიდებოდა. ძლიერი შეშფოთება ვიგრძენი. ჩემთვის აღვნიშნე, რომ ნაბიჯს
ავუჩქარე, თითქმის გავრბოდი და ბოლოს უკვე ძუნძულით მივსდევდი დონ ხუანს.

უეცრად სიმძიმის გრძნობა ზურგსა და გულზე გამიქრა, ტვირთი სამჩატდა. თითქოს ტომრებში
ღრუბელი ყოფილიყო. თავისუფლად მივრბოდი, წინ მიმავალ დონ ხუანს რომ არ
ჩამოვრჩენოდი. ვუთხარი, რომ სიმძიმეს აღარ ვგრძნობდი. მან ამიხსნა, რომ ჩვენ
მესკალიტოს სამფლობელოებს გავცდენოდით.
1962 წლის ივლისი, სამშაბათი

- უნდა ვიფიქროთ, რომ მესკალიტომ თითქმის მიგიღო, - თქვა დონ ხუანმა.


- რატომ ამბობ, თითქმის მიმიღო?
- მან არ მოგკლა დ არც რაიმე ზიანი მიგაყენა კეთილად შეგაშინა და არა საზიანოდ. თუ არა
და, გაცოფებული ურჩხულის სახით მოგევლინებოდა. ზოგმა საკუთხარ თავზე იგემა, რას
ნიშნავს ნამდვილი შიში, როცა მას შეხვდა და თვალში არ მოუვიდა.
- თუ ასე საშინელი იყო, რატომ მანამდე არ მითხარი, სანამ ველზე წამიყვანდი?
- შენ ის ვაჟკაცობა არ გაგაჩნია, მას რომ საკუთარი ნებით დაუწყო ძებნა. ვიფიქრე, ასე
აჯობებდა - წინასწარ რომ არ გამეფრთხილებინე.
- კი მაგრამ, დონ ხუან, ხომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი!
- კი შეიძლებოდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენთვის ყველაფერი კეთილად
ჩაივლიდა. ის გეთამაშა ერთხელ. არ გავნო და ჩავთვალე, რომ ამჯერადაც დაგინდობდა.
ვკითხე, მართლა თუ ფიქრობდა იმას, რომ მესკალიტო მითანაგრძნობდა. განცდილი ახლაც
მაშინებდა; კარგად მესმოდა, რომ შიშს კინაღამ გადავყევი.

მისი აზრით, მესკალიტო ძალზე კეთილად მომეპყრო - მაჩვენა სურათი, რომლითაც ჩემს
კითხვას პასუხი გასცა. დონ ხუანმა თქვა, რომ ესკალიტომ გაკვეთილი მომცა. მაშინ ვკითხე, რა
გაკვეთილი იყო ეს და რას ნიშნავდა. ასეთ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდი, თქვა მან, ვინაიდან
მე ძალზე შეშინებული ვიყავი იმისათვის, რომ ზუსტად მცოდნოდა, რას ვეკითხებოდი
მესკალიტოს.
დონ ხუანი, როგორც ჩანს, არ დაინტერესდა ა თემის გაგრძელებით. მაშინ ვკითხე:
- შეგიძლია იმ სიმღერის სიტყვები მაწავლო, შენ რომ მღეროდი?
- არა, არ შემიძლია. ეს ჩემი საკუთარი სიტყვებია, სიტყვები, რომლებიც მე თვით დამცველმა
შემასწავლა. ეს სიმღერები - ჩემი სიმღერებია. ვერაფერს გეტყვი ამის შესახებ.
- რატომ ვერ მეტყვი დონ ხუან?
- იმიტომ, რომ ეს სიმღერები - შემაერტებელი რგოლია ჩემსა და დამცველს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ როდესმე ის შენს საკუთარ სიმღერებს შეგასწავლის.მანამდე კი
მოიცადე. არასოდეს, საერთოდ არასოდეს არ გაიმეორო სიმღერა, რომელიც სხვა ადამიანს
ეკუთვნის და ნურც იკითხავ მათ შესახებ.
- და ის რა სახელი ახსენე, შეგიძლია მითხრა?
- არა. მისი სახელი ხმამაღლა არასოდეს არ უნდა წარმოთქვა. მხოლოდ მის დასაძახებლად.
- და მე რომ მომინდეს მისი მოხმობა?
- თუ მან როდესმე მიგიღო, თვითონ გეტყვის თავის სახელს, ეხ სახელი მხოლოდ შენი იქნება.
ხმამაღლა დასაძახებლად ან გულში წარმოსათქმელად. მან შეიძლება გითხრას, რომ მისი
სახელი - ხოსეა. ვინ იცის?
- რატომ არ შეიძლება მასზე საუბრისას მისი სახელის წარმოთქმა?
- ხომ ნახე მისი თვალები? დამცველთან არ ღირს კეკლუცი ან თავის მოსულელება. აი,
რატომაც არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ის გარემოება, რომ ის შენ გეთამაშა.
- სადაური დამცველია ის, თუ ზოგიერთ ადამიანს ზიანს აყენებს?
- ძალიანაც ჩვეულებრივი. მესკალიტო დამცველია იმიტომ, რომ ის მისაწვდომია ყველასთვის ,
ვინც კი მას ეძებს.
- კი მაგრამ, მართალი არაა, რომ ყველაფერი რაც კი არსებობს ქვეყანაზე, ყველა
მაძიებლისთვისაა მისაწვდომი?
- არა, ეს ასე არ არის; მოკავშირეს ძალა მხოლოდ ბრუხოსთვის არის მისაწვდომი, ხოლო
მესკალიტო ნებისმიერს შეუძლია მოსინჯოს.
- კი მაგრამ, რატომ ავნებს ზოგიერთებს?
- ტველას როდი უყვარს მესკალიტო და მიუხედავად ამისა, ისინი მას ეძებენ, რაიმე
გამორჩენის იმედით, შრომის დაუხარჯავად. ბუნებრივია, მათი შეხვედრა მასთან ყოველთვის
საზარელია.
- რა ხდება როდესაც ის ვინმეს სავსები მიიღებს?
- ის მას ადამიანის ან სინათლის სახით ეცხადება. თუ ვინმემ ამას მიაღწია, მესკალიტო მისთვის
მუდმივ სახეს იძენს და ამის შემდეგ აღარასოდეს იცვლება. შემდეგ შეხვედრისას ის შეიძნება
სინათლედ გეახლოს, საფრენადაც გაგიწვიოს და ყველა თავისი საიდუმლო გაგიხსნას.
- რა უნდა გავაკეთო, ამას რომ მივაღწიო, დონ ხუან?
- უნდა იყო ძლიერი ადამიანი და მართალ ცხოვებას ეწეოდე.
- რას ჰქვია მართალი ადამიანი?
- როცა მას მოფიქრებით ეპყრობი, კარგი, ძლიერი ცხოვრება.

ნაწილი 5
დრო და დრო დონ ხუანი, ისე სხვათა შორის მეკითხებოდა ჩემი ლემის მცენარის
მდგომარეობის შესახებ. ერთ წელიწადში, რომელიც ფესვის გადარგვის დღიდან გასულიყო,
მცენარე დიდ ბუჩქად გადაიქცა, თესლიც გამოიღო და სათესლე კოლოფიც გაუხმა. დონ
ხუანმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, მეტი გამეგო ეშმაკის ბალახის შესახებ.

1963 წლის 27 იანვარი, კვირა

დღეს დონ ხუანმა წინასწარი ინფორმაცია გამიზიარა ლემის ფესვის „მეორე პორციის“ -
ტრადიციული მოძღვრების მეორე ნაბიჯის - შესახებ. მან თავქ, რომ ფესვის მეორე პორცია
მოძღვრების ნამდვილი დასაწყისი იყო; მასთან შესარებით, პირველი პორცია ბავშვთა თამაშს
უფრო წააგავდა. მეორე პორცია სრულყოფილად უნდა აგეთვისა. იგი ორჯერ მაინც უნდა
მიგეღო, სანამ მესამე ნაწილზე გადახვიდოდი.
- რას იძლევა მეორე პორცია? - ვკითხე მე.
- ეშმაკის ბალახის მეორე პორცია ხედვისათვის გამოიყენება. მისი საშუალების ადამიანს
შეუძლია ჰაერში იფრინოს და დაინახოს, რა ხდება ნებისმიერ ადგილას, სადაც კი
მოისურვებს.
- ნუთუ ადამიანს მართლაც შეუძლია ჰაერში ფრენა, დონ ხუან?
- რატომაც არა? როგორც ადრე უკვე გითხარი, ეშმაკის ბალახი განკუთვნილია მათთვის, ვინც
ძალას ეძებს. ადამიანს, რომელმაც მეორე პორცია აითვისა, შეუძლია ეშმაკის ბალახის
მეშვეობით წარმოუდგენელი რამ აკეთოს მეტი ძალის მოსაპოვებლად.
- რა რამეზეა ლაპარაკი, დონ ხუან?
- ვერ გეტყვი - ყოველი ადამიანი განსხვავდება სხვისგან.

1963 წლის 18 იანვარი, ორშაბათი.

დონ ხუანმა მითხრა:


- თუ მეორე ეტაპს წარმატებით დაასრუებ, შენთვის კიდევ მხოლოდ ერთის ჩვენებას შევძლებ.
ეშმაკის ბალახს რომ ვსწავლობდი მივხვდი, რომ ის საჩემო არ იყო და მის გზას უფრო შორს
აღარ გავყევი.
- რამ გაიძულა უკან დახევა, დონ ხუან?
- ყოველთვის, როცა ეშმაკის ბალახის გამოყენებას ვცდილობდი, მას თითქმის სიკვდილის
პირას მივყავდი. ერთხელ ისე ცუდად გავხდი, რომ ვიფიქრე, გათავებულია ჩემი საქმე. მაინც
შევძელი ყველა ამ უბედურებისგან თავის დაღწევა.
- როგორ? უბედურების აცილების საშუალებაც არსებობს?
- ხო, ასეთი საშუალება არსებობს.
- ეს რა, რაიმე შესალოცი, რიტუალი ან სხვა რამაა?
- ეს საქმის წამოწყების საშუალებაა. მაგალითად, როცა ეშმაკის ბალახს ვსწავლობდი, ძალიან
ფიცხი ვიყავი. ცოდნას ვეტანებოდი, როგორც ბავშვი კანფეტს. ეშმაკის ბალახი კი - მხოლოდ
ერთი გზაა, მილიონიდან. ამ ქვეყნად ხომ სხვა დანარჩენი გზაც - მხოლოდ ერთს
წარმოადგენს, შესაძლებელი მილიონიდან (un camino entre cantidades de caminos). ამიტომ
ყოველთვის გახსოვდეს, რომ გზა - მხოლოდ გზაა. თუ იგრძნობ რომ ამ გზაზე არ უნდა
დამდგარიყავი, მასზე არავითარ შემთხვევაში არ დარჩე. ასეთ სიცხადეს რომ მიაღწიო,
დისციპლინირებულ ცხოვრებას უნდა ეწეოდე. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდები, რომ
ნებისმიერი გზა მხოლოდ და მხოლოდ გზაა და არც შენთვის და არც სხვისთვის არაფერია
საძრახი იმაში, რომ შენ ის დატოვო - თუ კი ამას გული გკარნახობს, მაგრამ გზაზე დარჩენის ან
მისი დატოვების გადაწყვეტილება შიშისა და ამბიციის გარეშე უნდა მიიღო. გაფრთხლებ ამის
შესახებ. ნებისმიერ გზას ყურადღებითა და მოფიქრებით მიუდექი. იმდენჯერ გამოცადე იგი,
რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლი. საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ მას მხოლოდ ღრმა
მოხუცები უსვამენ საკუთარ თავს. ერთხელ - მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი - ჩემმა
ბენეფაქტორმა მითხრა ამის შესახებ, მაგრამ ნამეტანი ცხელი სისხლი მქონდა, ამაში რომ
გავრკვეულიყავი. ახლა კი მესმის და გეტყვი, რაშიცაა საქმე - სუყველას არსაით მიჰყავხარ.
ისინი ან გამჭოლ არსში აღწევენ, ან მას გვერდს უვლიან. შემიძლია ვთქვა, რომ სიცოცხლის
მანძილზე გრძელ-გრძელი გზები გავიარე, მაგრამ არსად შევჩერებულვარ. ბენეფაქტორის
შეკითხვამ ჩემთვის ახალი აზრი შეიძინა. გააჩნია თუ არა ამ გზას გული? თუ გააჩნია - მაშინ ეს
გზა კარგია. თუ არა და - მისგან ნურაფერ ხეირს ნუ ელი. ორივე გზას არსაით მიყავხარ, მაგრამ
ერთს გული გააჩნია, მეორეს კი - არა. ერთი გზა მოგზაურობას სიხარულს ანიჭებს - მთელი იმ
დროის მანძილზე, სანამ მასზე დგახარ, მასთან ერთ მთლიანს წარმოადგენ. მეორე გზა კი
საკუთარ სიცოცხლეს დაგაწყევლინებს. ერთი ძალას განიჭებს, მეორე კი - გართმევს.

1963 წლის 21 აპრილი, კვირა

სამშაბათს, 16 აპრილს, დღისით დონ ხუანთან ერთად ორცვებისაკენ გავემართე, იმ


ადგილისკენ, სადაც მისი ლემის მცენარეები ხარობდა. მან მითხრა, იქ მარტო დამეტოვა და
მანქანაში დავლოდებოდი. იგი თითქმის სამი საათის შემდეგ დაბრუნდა წითელი ტილოთი
გადაფარებული ხვეულით ხელში. როდესაც უკან სახლისკენ გავწიეთ, მან ხვეულზე მანიშნა და
მითხრა, რომ ეს მისი უკანასკნელი ძღვენი იყო ჩემთვის.
ვკითხე, ხომ არ აპირებდა ჩემი სკავლების შეწყვეტას. მან განმიმარტა, რომ ეხლა უკვე მე
თვითონ მქონდა საკმაოდ მომწიფებული მცენარე და მისი მცენარეები აღარ მჭირდებოდა.
დღის ბოლოს მის ოთახში დავსხედით, დონ ხუანმა კარგად გამოთლილი ქვის როდინი და
ქვასანაყი მოიტანა. როდინის სათავსოს დიამეტრი დაახლოებით ხუთი დიუმი იქნებოდა. მან
გახსნა პატარა ხვეულებით ავსებული დიდი შეკვრა. მათში ორი შეარჩია და ჩემს გვერდით
ჩალის ჭილობზე დადო; შემდეგ მათ მისივე მოტანილი სხვა შეკვრიდან იმავე ზომის კიდევ
ოთხი ხვეული მიუმატა. მან თქვა, რომ ეს თესლი იყო, და მე ის წმინდა ფხვნილად უნდა მექცია.
გახსნა პირველი ხვეული და შიგთავსის ნაწილი როდინში ჩაყარა. თესლი ხმელი იყო,
მომრგვალო და ყვითელი კარამელის ფერისა.

ქვასანაყი ავიღე და საქმეს შევუდექი; ცოტა ხნის შემდეგ მან შემისწორა: მითხრა, რომ
ქვასანაყი ჯერ როდინის ერთ მხარეს უნდა მიმებჯინა და შემდეგ, ფსკერის გავლით, მეორე
მხარეს გადამეტანა. ვკითხე, როგორ აპირებდა ფხვნილის გამოყენებას. მაგრამ მან ამის
შესახებ საუბარი არ ისურვა.

თესლის პირველი წყება ძალზე მყარი გამოდგა. მის დასაფქვავად ოთხი საათი დამჭირდა.
წელში მტეხდა იმ მოუხერხებელი მდგომარეობის გამო, რომელშიც მიწევდა ჯდომა. დავწექი
და დაძინებაც დავაპირე, მაგრამ დონ ხუანმა შემდეგი ტომარა გახსნა და მისი შიგთავსის
ნაწილი როდინში ჩაყარა. ეს თესლი წინასთან შედარებით, უფრო მუქი და შეწებებული იყო.
ტომრის შიგთავსის დარჩენილი ნაწილი ძალიან წვრილ მრგვალ და მუქ გრანულებისაგან
შემდგარ ფხვნილს წააგავდა.

მომშივდა, მაგრამ დონ ხუანმა თქვა, რომ სწავლას თუ ვაპირებდი, წესებიც უნდა დამეცვა,
ხოლო წესით მეორე პორციის საიდუმლოებათა შესწავლისას მე მხოლოდ ცოტაოდენი წყლის
დალევა შემეძლო.
მესამე პარჭუკში ერთი მუჭა ცოცხალი თესლის ხაჟო იყო. ხოლო ბოლოში ნედლი თეთრი
თესლი, ძალიან რბილი და ბოჭკოვნი, რომლის თხელ პასტად დასრესა - როგორც ამას დონ
ხუანი მოითხოვდა - ძალზე გამიჭირდა. როდესაც ოთხი ტომრის შიგთავსის დაფშვნას მოვრჩი,
დონ ხუანმა ორი ფინჯანი მომწვანო წყალი გადაზომა, თიხის ქოთანში ჩაასხა და ცეცხლზე
შედგა. როცა წყალი ადუღდა, მან შიგ დაფშვნილი თესლის პირველი გროვა ჩაყარა და თავისი
ჩანთიდან ამოღებული ხის თუ ძვლის გრძელი, წვეტიანი ჯოხით მორევას შეუდგა. როგორც კი
წყალმა კვლავ დაიწყო დუღილი, მან, იმავე თადარიგის დაცვით, ერთი მეორეს მიყოლებით
დანარჩენი ნივთიერებებიც შიგ ჩაუშვა. შემდეგ მომწვანო წყლის კიდევ ერთი ფინჯანი დაუმატა
და ნარევი პატარა ცეცხლზე ორთქვლას მისცა.

ამის შემდეგ მან მითხრა, რომ ფესვის დანაწევრების დრო დადგა. თან წამოძღვანილი
ტომრიდან მან ფრთხილად ლემის ფესვის გრძელი ნაჭერი ამოიღო. ფესვის სიგრძე
დაახლოებით თექვსმეტი სიუმი იქნებოდა. იგი მსხვილი იყო - ერთ დიუმამდე დიამეტრში. დონ
ხუანმა თქვა, რომ სწორედ ეს იყო მეორე პორცია, რომ იგი კვლავ მან თვითონ გადაზომა,
რადგან ის ჯერ კვლავაც მისი ფევი იყო და დაუმატა, რომ შემდეგი ეშმაკის ბალახის
გამოცდისას მე თითონ მომიხდებოდა უკვე ჩემი საკუთარი ფესვის გადაზომვა.

მან ჩემკენ დიდი როდინი მოწია და მე ფესვის ნაყვას შევუდექი. იმავე მიმდევრობით ,
რომელსაც იგი პირველი პორციის დამზადებისას იცავდა. ის კვლავ ხელმძღვანელობდა ჩემს
მოქმედებას. დანაყული და წყალში დასალბობად ჩადებული ფესვი კვლავ ღამის ჰაერზე
გავდგით. ამასობაში ადუღებული ნარევი თიხის ქოთანში შესქელდა. დონ ხუანმა ქოთანი
ცეცხლიდან გადმოდგა, ბადურაში ჩადგა და შუაგულ ოთახში ჭერზე ჩამოკიდა.

17 აპრილს, დაახლოებით დილის რვა საათზე, დავიწყეთ ფესვის ექსტრაქტის წყლით


გამორეცხვა. ნათელი, მზიანი დღე იდგა. კარგი ამინდი დონ ხუანმა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ
ეშმაკის ბალახს მოვწონდი. მან თქვა, რომ ჩემთან მას სადარდებელი მხოლოდ ისღა
დარჩენოდა, რომ მის მიმართ ლემამ ასეთი სისასტიკე გამოიჩინა.

ფესვის ექსტრაქტის გამორეცხვის პროცედურა ისეთივე აღმოჩნდა, როგორც პირველი


პორციის დამზადებისას ვიხილე. დღის ბოლოსათვის, მას შემდეგ რაც ზედა წყალი მერვედ
გადავასხით, ფინჯანის ფსკერზე მივიღეთ ერთი კოვზი რაღაც მოყვითალო სუბსტანცია.

დონ ხუანის ოთახში დავბრუნდით, სადაც კიდევ ორი პარჭუკა რჩებოდა, რომელთაც ის ჯერ არ
გაჰკარებია. მან გახსნა ერთ-ერთი, შიგ ხელი ჩაყო და მეორე ხელით პარჭუკას თავი მაჯაზე
შემოიხვია. ხელის მოძრაობის მიხედვით, იგი პარჭუკაში თითქოს რაღაცის დაჭერას
ცდილობდა. უცებ, სწრაფი მოძრაობით, მან ტომარა ხელიდან ჩამოიხსნა, ხელთათმანივით
ამოატრიალა და ხელი პირდაპირ ჩემს სახესთან მიიტანა. ხელში ხვლიკი ეჭირა. მანძილი
ხვლიკის თავსა და ჩემს თვალებს შორის სულ რამდენიმე დიუმი იქნებოდა. რაღაც უცნაური
რამ სჭირდა მის პირს. წამით დავაკვირდი და როცა მივხვდი, რაშიც იყო საქმე, უნებლივ უკან
დავიხიე. ხვლიკს უხეშად გაკერილი პირი ჰქონდა. დონ ხუანმა მიბრძანა, ხვლიკი მარცხენა
ხელით დამეჭირა. ხელი ჩავავლე. იკლაკნებოდა. ზიზღმა შემიპყრო, გულის ჭიდილი ვიგრძენი.
ხელები უცბად ოფლით დამეფარა.

მან უკანასკნელი პარჭუკა აიღო, იგივე მოძრაობები გაიმეორე და კიდევ ერთი ხვლიკი
ამოიყვანა. ისევ ჩემს სახესთან მიიტანა. დავინახე, რომ მას ქუთუთოები ჰქონდა გაკერილი. ეს
ხვლიკი მარჯვენა ხელში დამაჭერინა.

როცა ორივე ხვლიკი ჩემს ხელში აღმოჩნდა, ლამის გული წამივიდა. ხვლიკების გადაგდების
და იმ ადგილიდან გაქცევის თითქმის დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა.

არ გაჭყლიყო. - თქვა დონ ხუანმა და მისმა ხმამ რეალურ ვითარებას დამაბრუნა, რაც ძალზე
დროული მომეჩვენა. მან მკითხა, რაში იყო საქმე. სერიოზულობის შენარჩუნება სცადა, მაგრამ
ვერ გაუძლო და სიცილი აუტყდა. ხელის მოდუნება დავაპირე, მაგრამ ხელის გულები ისე
ძლიერ გამიოფლიანდა, რომ ხვლიკებმა გასხლტომა დაიწყეს. მათი პაწაწინა წვეტიანი,
კლანჭები ხელებს მიკაწრავდნენ და ეს ჩემში წარმოუდგენელ ზიზღსა და გულისჭიდილის
გრძნობას იწვევდა. თვალები დავხუჭე და კბილი კბილს დავაჭირე. ერთ-ერთი ხვლიკი უკვე
მაჯაზე მიძვრებოდა. მას მხოლოდ ჩემს თითებს შუა გაჭედილი თავის გამოთავისუფლებაღა
დარჩა - და იგი მთლიანად გათავისუფლდებოდა.

აღუწერეს ფიზიოლოგიურ სასოწარკვეთილებას და უკიდურეს მოუხერხებლობას განვიცდიდი .


დონ ხუანს კბილებში გავუცარი, ეს წყეული არსებანი მოეცილებინა. უნებლივ თავი
ამიკანკალდა. მან ცნობისმოყვარეობით შემომხედა. ახლა უკვე დათვივით ვღრიალებდი და
მთელი ტანი მიცახცახებდა. მან ხვლიკები ისევ თავთავიანთ პარჭუკებში ჩაყარა და
ახარხარდა. მეც მომაწვა სიცილი. მაგრამ მას მუცლის მოუწესრიგებლობამ შეუშალა ხელი.
დავწექი.

დონ ხუანს ავუხსენი რომ ჩემზე ასე მათმა კლანჭების კაწვრამ იმოქმედა. მან თქვა, რომ
უამრავი რამ არსებობდა, რასაც ადამიანის გადარევა შეეძლო, განსაკუთრებით კი, როცა მას
სწავლებაში სიმტკიცე და მოუდრეკელი განზრახვა ამოძრავებდა, მაშინ საკუთარი გრძნობები
მისთვის დაბრკოლებად არასოდეს იქცეოდა, ვინაიდან მათი გაკონტროლების უნარი
გააჩნდა.

დონ ხუანმა რამდენიმე ხანს დაიცადა, შემდეგ გაიმეორა რა ყველა წინა მოძრაობა, კვლავ
ხვლიკები შემაჩეჩა. მიბრძანა, ისინი თავებით მაღლა დამეჭირა, საფეთქლებთან
მოვფერებოდი და რაიმე მეკითხა, რისი გაგებაც მე მსურდა.

ჯერ ვერ მივხვდი, რა უნდოდა ჩემგან. მან კვლავ შემომთავაზა ხვლიკებისთვის ნებისმიერი
შეკითხვა დამესვა, რომელზეც პასუხის გაცემა მე თვითონ არ შემეძლო. რამდენიმე
მაგალითიც მომიყვანა: შეიძლებოდა იმ ადამიანთა შესახებ მეკითხა, ვინც დიდი ხანია არ
მინახავს, ანდა დაკარგული ნივთების შესახებ, ან ადგილების, სადაც არ ვყოფილვარ. მაშინ
მივხვდი, რომ იგი მკითხაობის შესახებ ლაპარაკობდა და ძალიან აღვეგზნე. გული ამიძგერდა,
ვიგრძენი, როგორ მეკვროდა სული.
მან გამაფრთხილა, რომ პირველად პირადი შეკითხვები არ მიმეცა; თქვა, რომ ჯობდა ისეთი
რამ მომეფიქრა, რაც მე არ მეხებოდა. სწრაფად და გარკვევით უნდა მეფიქრა იმიტომ, რომ
მერე ჩემი აზრების შეცვლის შესაძლებლობა არ მექნებოდა.

გაცხარებული შევუდექი ფიქრს იმაზე, რისი გაგება მსურდა. დონ ხუანი დაუნდობლად
მაჩქარებდა, მე კი იმან გამაოცა, რომ ვერაფრით მომეფიქრებინა, რა „მეკითხა“
ხვლიკებისთვის.

გაუსაძლისად გრძელი მოლოდინის შემდეგ თავში ერთი იდეა მომივიდა. არც ისე დიდი ხნის
წინ სამკითხველო დარბაზიდან წიგნების დიდი დასტა მოიპარეს. ქურდი ვერ იპოვეს. შეკითხვა
პირადული არ იყო, მაგრამ მე მაინტერესებდა. იმ პირის ან პირთა თაობაზე, ვისაც წიგნების
აღება შეეძლო, არანაირი წინასწარი მოსაზრებები არ მქონდა. ხვლიკებს საფეთქლები
დავუზილე და ვკითხე, ვინ იყო ქურდი.

ცოტა ხნის შემდეგ, დონ ხუანმა ხვლიკები თავიანთ პარჭუკაში ჩასვა და თქვა, რომ ფესვსა და
პასტაში დიდი არაფერი საიდუმლო არ იყო. პასტას ამზადებდნენ მიმართულების მისაღებად,
ხოლო ფესვი ნივთებს სიცხადეს ანიჭებდა. ნამდვილი საიდუმლო კი ხვლიკებში იმალებოდა.
სხვა სიტყვებით, ამაში იყო მეორე პორციით ჯადოქრობის მთელი საიდუმლო. ვკითხე, ხომ არ
მიეკუთვნებოდნენ ხვლიკები რაღაც განსაკუთრებულ სახეობას. მან თავი დააქნია. ისინი იმ
ადგილებში უნდა დაგეჭირა, სადაც ჯადოქრობის ბალახი ხარობდა და ხვლიკები მისი
მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. მათთან დამეგობრებას წინ არშიყის ხანგრძლივი პერიოდი
უძღოდა. მეგობრობა მტკიცე უნდა ყოფილიყო - და ამისთვის საჭირო იყო მათთვის საჭმლის
მირთმევა და მეგობრული საუბრების გამართავა.

ვკითხე, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მათთან მეგობობა. მან მიპასუხა, რომ ხვლიკები თავს
მხოლოდ იმას დააჭერინებენ, ვისაც იცნობდნენდა ყველა ვინც ეშმაკის ბალახს სერიოზულად
მისდევდა,ხვლიკებსაც სერიოზულად უნდა მოპყრობოდა. მან თქვა, რომ ხვლიკები, როორც
წესი, იმის მერე უნდა დაგეჭირ, როცა პასტას და ფესვს დაამზადებდი.

ეს დღის ბოლოს უნდა გაგეკეთებინა, თუ ხვლიკებს არ დაუახლოვდებოდი, შესაძლოა მათ


ჭერაში დღეებიც კი გაგეტარებინა და მაინც ვერ დაგეჭირა. ხოლო პასტა მხოლოდ ერთი დღე
ინახებოდა. შემდეგ მან დაწვრილებით განმიმარტა, როგორ უნდა მოქცეულიყავი ხვლიკების
დაჭერის შემდეგ.
- როგორც კი ხვლიკებს დაიჭერ, ცალკე პრჭუკებში ჩასვი. შემდეგ აიყვანე პირველი და
გაესაუბრე მას. ბოდიში მოუხადე ტკივილის მიყენებისთვის და დახმარება სთხოვე. ხის ნემსით
პირი აუკერე. ამისათვის ჩოიას მცენარის ეკალი და აგავის ბოჭკო გამოიყენე. ნაკერი
მჭიდროდ მოჭიმე. შემდეგ იგივე უთხარი მეორე ხვლიკსაც და მას ქუთუთოები გაუკერე.
ყველაფერი დაღამებამდე უნდა მოასწრო. აიყვანე ხელში პირგაკერილი ხვლიკი და აუხსენი,
რისი გაგებაც გსურს. სთხოვე, შენს მაგივრად წავიდეს და ნახოს; უთხარი, რატომ აუკერე პირი:
რომ იჩქაროს და გზაში არავის არაფერი გაუმხილოს. თავზე პასტა წააცხე და თვითნაც პასტაში
ამოისვაროს, ხოლო შემდეგ მიწაზე დასვი. თუ შენთცის იღბლიან მხარეს გაიქცა, მაგია
წარმატებული და ადვილი იქნება. თუ საწინააღმდეგო მხარეს, ჯადოქრობა ჩაგეშლება. თუ
ხვლიკი შენსკენ (სამხრეთისკენ) გამოიქცა, შეგიძლია კიდევ უფრო დიდ წარმატებას ელოდო,
მაგრამ თუ კი ის შენგან (ჩრდილოეთისაკენ) გაიქცა - ჯადოქრობა უკიდურესად ძნელი იქნება.
შესაძლოა, დაიღუპო კიდევაც. ამიტომ, თუ ხვლიკი პირდაპირ შენგან გარბის - სწორედ რომ
უარის თქმის დროა. ამ დროს შეგიძლია, უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. თუ ასე
გადაწყვეტ, ხვლიკებზე მბრძანებლობის შესაძლებლობას დაკარგავ, მაგრამ ეს სიცოცხლის
დაკარგვას აინც ჯობია. მეორეს მხრივ, შეგიძლია ჯადოქრობის გაგრძელება გადაწყვიტო ,
მიუხედავად გაფრთხილებისა. მაშინ, შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგა: აიყვანო მეორე ხვლიკი
და სთხოვო მას, დიდ ნაამბობს მოუსმინოს და შენ გადმოგცეს.
- კი მაგრამ, როგორ შეუძლია პირაკერილ ხვლიკს ნანახის მოყოლა? პირი ხომ იიტომა აქვს
აკერილი, ლაპარაკი რომ ვერ შეძლოს?
- აკერილი პირი მას არ მისცემს საშუალებს ამბავი ვინმე უცხოს უამბოს. ხალხი ამბობს, რომ
ხვლიკებს ყბედობა უყვართ. ყველგან ჩერდებიან საჭორაოდ. როგორც არ უნდა იყოს,
შემდგომ საქმედ, მას თავის უკანა მხარეს წაუსვი პასტა. შემდეგ მისი თავით მარჯვენა
საფეთქელი დაზილე ისე, რომ პასტა შუბლზე არ მოგხვდეს. სწავლების დასაწყისში ცუდი არ
იქნებოდა, ხვლიკი შუაწელით შენს მარჯვენა მხარეზე მიგება. მაშინ ის არც დაგეკარგება და
არც დაასახიჩრებ მას. მაგრამ სწავლებაში წინსვლასთან ერთად, როცა ეშმაკის ბალახის
ძალას უკეთ გაიცნობ, ხვლიკები მორჩლებას ისწავლიან და თვითონ დაგისხდებიან მხარზე.
იმის შემდეგ, როგორც კი ხვლიკით პასტას მარჯვენა საფეთქელზე წაისმევ, იგი ორივე ხელის
თითებზე მოიცხე. პასტა ჯერ საფეთქლებში ჩაიზილე, შემდეგ თავის ორივე ხელის თითებზე
მოიცხე. პასტა ჯერ საფეთქელში ჩაიზილე, შემდეგ თავის ორივე მხარეს წაისვი. პასტა ძალიან
სწრაფად შრება, და მისი წასმა იმდენჯერ შეიძლება, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება. წასმა
ყობელთვის ხვლიკის თავით დაიწყე და მხოლოდ შემდეგ გადადი თითებზე. ადრე თუ გვიან
სანახავად გაქცეული ხვლიკი დაბრუნდება და მოგზაურობის შესახებ თავის ბრმა დას უამბობს ,
ის კი ყველაფერს შენ მოგითხრობს, როგორც თავისიანს. ჯადოქრობას რომ დაასრილებ,
ხვლიკი გაუშვი, მაგრამ ნუ შეხედავ საით გაიქცევა. შიშველი ხელით ღრმა ორმო ამოთხარე და
მასში ყველაფერი ჩამარხე, რითაც ისარგებლე.

საღამოს ექვსი საათისთვის დონ ხუანმა ფესვის ექსტრაქი ქოთნიდან ფიქალის ბრტყელ
ნაჭერზე გადმოიღო, ჩაის კოვზზე ნაკლები მოყვითალო სახამებელი გამოვიდა. ნახევარი
ფინჯანში გადაიტანა და ცოტაოდენი მოყვითალო წყალი დაუმატა. ფინჯანი ნივთიერების
გასაზავებლად ხელში დაატრიალა. შემდეგ მომაწოდა და დალევა მიბრძანა. ნარევი უგემური
ფამოდგა, მაგრამ პირში სიმწრი გემოს ტოვებდა. წყალი ნამეტანი ცხელი იყო და ამან
გამაღიზიანა. გულმა ძლიერად დამიწყო ცემა, მაგრამ მაე ისევ დავწყნარდი.

დონ ხუანმა მეორე, პასტიანი ფაინჯანი აიღო. პასტის ზედაპირი გამაგრებული და მინისებრი
ჩანდა. თითით ქერქის ჩამტვრევა ვცადე, მაგრამ დონ ხუანი მომვარდა და ხელის კვრით
ფინჯანს მომაცილა. ძალიან გაბრაზებული იყო და თქვა, რომ ასეთი თამაში სუფთა სიგიჟე იყო
ჩემი მხრიდან და, თუ მართლა სწავლა მსურდა, ასეთი უდარდელობა არ უნდა დამეშვა. ეს -
ძალაა, -თქვა მან და პასტაზემიმანიშნა. - მაგრამ არავის არ შეუძლია თქვას, რა ძალაა ეს
სინამდვილეში. უკვე ისაა საკმაოდ ცუდი, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის ვიყენებთ, - რასაც
ვერ ავცდებით, რადგან ადამიანები ვართ - მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ -
მას საკადრისი პატივისცემით მოვეპყროთ. ნარევი შვრიის ფაფას წააგავდა. მასში, როგორც
ჩანს, საკმაოდ იყო სახამებელი, ასეთი კონსისტენცია რომ მიეღო. დონ ხუანმა მიბრძანა,
ხვლიკებიანი პარჭუკები მომეტანა. პირაკერილი ხვლიკი ამოიყვანა და ფრთხილად
გადმომცა. იგი, როგორც დონ ხუანმა მასწავლა, მარცხენა ხელით დავიჭირე, თითზე სულ ცოტა
პასტა მოვიცხე და ხვლიკს თავზე წავუსვი, შემდეგ ხვლიკი ქოთანში ჩავუშვი და შიგ იმდენ ხანს
გავაჩერე, სანამ პასტამ მთელი მისი სხეული არ დაფარა.

ამის შემდეგ მან მიბრძანა, ხვლიკი ქოთნიდან ამომეყვანა. ქოთანი აიღო და მისი სახლის
მახლობლად მდებარე ერთ ქვიან ადგილზე წამიყვანა. იქ ერთ დიდ კლდეზე მანიშნა, და
მიბრძანა, პირდაპირ მის წინ დავმჯდარიყავი ისე, თითქოს ის ჩემი ლემის მცენარე ყოფილიყო ;
ხვლიკი სახესთან ახლოს მიმეტანა და ხელახლა ამეხსნა მისთვის, რისი გაგებაც მსურდა,
ხოლო შემდეგ მეთხოვნა წასულიყო და ჩემს შეკითხვებზე პასუხი მოეძებნა. მან მირჩია,
ხვლიკისთვის ბოდიში მომეხადა შეწუხებისთვის და სიტყვა მიმეცა, რომ სამაგიეროდ ყველა
ხვლიკის მიმართ კეთილი ვიქნებოდი. შემდეგ მიბრძანა, ხვლიკი მარცხენა ხელის შუა და
არათითებით დამეჭირა იმ ადგილთან, მან რომ ოდესღაც გამიჭრა და კლდის გარშემო
ზუსტად ისე მეცეკვა, როგორც ამას ეშმაკის ბალახის გადარგვის დროს ვაკეთებდი. მან მკითხა,
მახსოვდა თუ არა ყველაფერი, რაც მაშინ გავაკეთე. ვუთხარი, რომ მახსოვდა. მან ხაზი გაუსვა
იმას, რომ ყველაფერი ზუსტად ისევე უნდა გამემეორებინა და თუ რამე დამავიწყდებოდა, უნდა
დამეცადა, სანამ თავში ყველაფერს არ გამოვარკვევდი. მამ ხაზგასმით გამაფრთხილა, რომ
აჩქარების და დაუფიქრებლობის შემთხვევაში ჩემ თავს დიდ ზიანს მივაყენებდი. და ბოლოს,
პირაკერილი ხვლიკი მიწაზე უნდა დამესვა და თვალი მედევნებინა, საით გაიქცეოდა, -
ჯადოქრობის შედეგის ამოსაცნობად. მან თქვა, რომ წამითაც კი არ უნდა მომეცილებინა
მისთვის თვალი იმიტომ, რომ ხვლიკები ძალზე ოსტატურად აბნევდნენ დამკვირვებლის
ყურაღებას და წამსვე მიიმალებოდნენ.
ჯერ სრულად არ დაბნელებულა. დონ ხუანმა ცას ახედა.
- ახლა მარტო დაგტოვებ, - თქვა მან და წავიდა.
შევასრულე ყველა მისი დარიგება და ხვლიკი მიწაზე დავსვი. ის ადგილზე გაშეშდა. შემდეგ
უცებ შემომხედა, აღმოსავლეთით ქვებისკენ გაიქცა და შიგ მიიმალა.

კლდის წინ მიწაზე დავჯექი ისე, თითქოს ის ჩემი ლემის მცენარე ყოფილიყოს. ჭრმა
მწუხარებამ მომიცვა. პირაკრულ ხვლიკზე ვფიქრობდი. მის უცნაურ მოგზაურობაზე და იმაზე ,
როგორ შემომხედა ან, სანამ გაიქცეოდა. ფიქრი ჩემთვის ფატალური აღმოჩნდა, აკვიატებული
პროექცია. თავისებურად, მეც უცნაურად ვმოგზაურობდი. ჩემი ბედისწერა მხოლოდ იმით თუ
სკობდა ხვლიკისას, რომ მე ვხედავდი, - თუმცა ვგრძნობდი, რომ, ალბათ ვერასოდეს და
ვერავის ნანახს ვერ მოვუყვებოდი. იმ დროისათვის უკვე სრულიად დაბნელებულიყო . ჩემს წინ
კლდეებს ძლივს ვარჩევდი. დონ ხუანის სიტყვები მომაგონდა: „ბინდი - ბზარია ქვეყნებს
შორის“.
ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ შევუდექი დაწესებულ ქმედებათა შესრულებას. თუმცა პასტა
შვრიის ფაფასავით გამოიყურებოდა, იგი სულაც არ ჰგავდა მას შეხებაზე. ძალზე ლიპი და ცივი
იყო და მას სპეციფიკური სუნი ახლდა. იგი კანს მიცივებდა და სწრაფად შრებოდა.
საფეთქლები თერთმეტჯერ დავიზილე, მისი მოქმედებისა კი ვერაფერი შევამჩნიე.
ვცდილობდი, აღქმაში ან განწყობაში უმცირესი ცვლილებაც კი არ გამომპარვოდა, რადგან
მიახლოებითაც კი არ ვიცოდი, რა მელოდა. რაკი სიტყვამ მოიტანა, მე ვერა და ვერ გამეგო
ჩემი მეცადინეობის აზრი და მისთვის რაიმე გასაღების მონახვას ვლამობდი.

პასტა გაშრა და საფეთქლები შემიკრა. კიდევ ვაპირებდი პასტის წასმას როცა შევამჩნიე, რომ
იაპონურად ქუსლებზე ვიჯექი. მანამდე ფეხმორთხმით ვიჯექი და ახლა არ მაგონდებოდა,
როდის შევიცვალე მდგომარეობა. გარკვეული დრო დამჭირდა იმის გააზრებისთვის, რომ
თავისებურ მაღალქონქოვანი სენაკის იატაკზე ვიჯექი. ქონქი თითქოს აგურით იყო ნაშენები.
მაგრამ როდესაც დავუკვირდი დავინახე, რომ იგი ქვის ყოფილა.

გადასვლა გამიძნელდა. იგი ისე სწრაფად მოხდა, რომ დაკვირვებისთვის ვერ მოვემზადე.
ზმანების ელემენტებს გაბნეულად აღვიქვამდი, როგორც სიზმარში. მაგრამ ისინი არ
იცვლებოდნენ. შემეძლო, ნებისმიერი მათგანი გამომეყო და საფუძვლიანად გამომეკვლია.
ზმანება არ იყო ცხადი ან რეალური, როგორც ეს პეიოტს ახასიათბდა. მისი ბუნდოვანი ხასიათი
უდიდეს სიმოვნებას მგვრიდა თავის პასტელურობით.

გავიფიქრე, ადგომას თუ შევძლებდი და უცბადვე ამის შემდეგ მივხვდი, რომ ვმძრაობდი.


რომელიღაც კიბეზე, ზემოთ აღვმოვჩნდი, ხოლო მის ძირში ჩემი მეგობარი ქალი - X დავინახე.
მისი თვალები აგნებულად ბრწყინავდნენ, მათში სიგიჟის ათინათი შევამჩნიე. იგი ხმამაღლა
იცინოდა - და ისე თავშეუკავებლად, რომ შიშსა მგვრიდა. იგი კიბეს ამოყვა. გაქცევა ან სადმე
დამალვა დავაპირე, რადგან ის აშკარად „შეშლილი“ ჩანდა. სწორედ ასე ვფიქრობდი. სვეტს
მივეფარე და მან ისე ამიარა გვერდი, რომ ჩემთვის არხ კი შეუხედია. „ახლა მას გრძელი
მოგზაურობა ელის“, - გავიფიქრე მე. და ბოლოს, უკანასკნელი აზრი, რომელიც მე
დამამახსოვრდა, იყო: „ის ყოველთვის მაშინ იცინის, როცა მზადაა დათმოს“.

უეცრად სცენამ უაღრესი სიცხადე შეიძინა. ის ულვე აღარ ჰგავდა სიზმარს. თითქოს რეალურ
სცენად ქცეულიყო და მე მას ფანკრიდან ვუთვალთვალებდი. სვეტისათვის ხელის შეხება
დავაპირე, მაგრამ ვიგრძენი, რომ ვერ გავინძრეოდი. მაინც ვიცოდი, რომ შემელო იქ
რამდენიც მინდოდა, იმდენ ხანს დავრჩენილიყავი და სცეისთის თვალი მედევნა. მე მასში
ვიმყოფებოდი, მაგრამ მის ნაწილს არ წარმოვადგენდი.

რაციონალური აზრებისა და მოსაზრებების ზვავი მომაწყდა. რამდენადაც ამას ჩემი განსჯის


უნარი სწვდებოდა, ფხიზელი გონების სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი .
აღქმის ყოველი ელემენტი ჩემი ნორმალური გონებრივი პროცესების არეს მიეკუთვნებოდა და
მაინც, რატომღაც ვიცოდი, რომ ეს უჩვეულო მდგომარეობა იყო.

სცენა მკვეთრად შეიცვალა. ღამე იყო. რომელიღაც შენობის ჰოლში ვიმყოფებოდი. სიბნელემ
შენობაში იმახვედრა რომ წინა სცენა შესანიშნავი მზის სინათლით ყოფილა აღვსილი. მაგრამ
ეს მას იმდენად შეეფერებოდა, რომ ამისათვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია. თვალი
შევაჩვიე ახალ ზმანებას და გავარჩიე, როგორ გამოვიდა ოთახიდან დიდ
ზურგჩანთამოკიდებული ახალგაზრდა კაცი. არ ვიცოდი, ვინ იყო, თუმცა ადრე ერთი-ორჯერ კი
მენახა. მან გვერდით ჩამიარა და კიბეზე დაეშვა. ჩემი წარმოდგენები და რაციონალური
დილემები ამ დროისათვის უკვე სულ დამავიწყდა. „ვინ არის ეს ახალგაზრდა? - გავიფიქრე. -
რატომ ვნახე?“

სცენა კვლავ შეიცვალა და დავინახე, როგორ ამოალაგა ყმაწვილმა ზურგჩანთიდან წიგნები.


გვერდებს აწებებდა, წარწერებს შლიდა და ასე და ამგვარად. მერე დავინახე, როგორ
აწყობდა წიგნებს აკურატულად საფუთავ კალათში. აქ ასეთი კალათების მთელი გროვა ეწყო.
ისინი მის ოთახში კი არა - რომელიღაც საცავში ელაგნენ.
თავში სხვა სურათებიც მომდიოდა, მაგრამ ისინი ასეთი სიცხადით არ გამოირჩეოდნენ . სცენა
გაბუნდოვანდა. ბრუნვა ვიგრძენი.

დონ ხუანი მხრებით მანჯღრევდა და გავიღვიძე. ადგმაში დამეხმარა და სახლისაკენ


გავემართეთ. იმ წუთიდან, როცა პასტის საფეთქლებზე წასმას შევუდექი, სამნახევარი საათი
გავიდა, მაგრამ ჩემი ვიზიონერული მდგომარეობა ათ წუთზე მეტი არ უნდა გაგრძელებულიყო .
რაიმე ავადმყოფური შეგრძნებები არ მქონია. უბრალოდ მშიოდა და მეძინებოდა.

1963 წლის 18 აპრილი, ხუთშაბათი

გუშინ დონ ხუანმა მთხოვა, ჩემი განცდები ამეღწერა, მაგრამ ძალიან მეძინებოდა, მათ შესახებ
საუბარი რომ გამება. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი. დღეს, როგორც კი გავიღვიძე, მან
თხოვნა გამიმეორა.
- ვინ გითხრა, რომ ის გოგონა X კარგად ვერ არაა? - ,მკითხა მან, როდესაც თხრობას მოვრჩი.
- არავინ. ეს უბრალოდ ერთ-ერთი აზრი იყო, სხვებთან ერტად რომ თავში მომდიოდა.
- შენ გგონია, ეს შენი აზრები იყო?
ვუპასუხე, რომ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრები იყო - თუმცა საბაბი იმისათვის, რომ X
ავადმყოფად წარმომედგინა, არ მქონია. უცნაური აზრები იყო. ისინი თითქოს არსაიდან
იჭრებოდნენ გონებაში. დონ ხუანმა დაკვირვებით შემომხედა. ვკითხე, ჩემი თუ სჯეროდა. მას
გაეცინა და თქვა, რომ გაუფრთხილებლობა ქცევაში - ჩემს ჩვეულებად ქცეულ თვისებას
წარმოადგენდა.
- რ გავაკეთე არასწორად, დონ ხუან?
- შენ უნდა მოგესმინა ხვიკებისთვის.
- როგორ მომესმინა?
- პატარა ხვლიკმა შენს მხარზე აგიწერა ყველაფერი, რაც მისმა დამ ნახა. ის გესაუბრებოდა.
გიყვებოდა ყველაფერს, მაგრამ შენ ყურადღება არ მიაქციე. ამის ნაცვლად ჩათვალე, რომ
ხვლიკის ნათქვამი - შენს საკუთარ აზრებს წარმოადგენდა.
- კი მაგრამ, ეს, მართლაც, ჩემი საკუთარი აზრები იყო, დონ ხუან.
- არა, ასე არ არის. სწორედ ამაშია ჯადოქრობის დედაარსი. ზმანება, სინამდვილეში კი არ
უნდა ნახო, მას უნდა მოუსმინო. მსგავსი რამ ოდესღაც მეც მომივიდა. მინდოდა ამის შესახებ
შენი გაფრთხილება, მაგრამ გამახსენდა, რომ ბენეფაქტორს მე არ გავუფრთხილებივარ.
- შენი გამოცდილება თუ ჰგავდა ჩემსას, დონ ხუან?
- არა. მე ჯოჯოხეთური მოგზაურობა გამომივიდა. კინაღამ მოვკვდი.
- რატომ გამოვიდა ის ჯოჯოხეთური?
- შეიძლება იმიტომ, რომ ეშმაკის ბალახს არ ვუყვარდი, ან იმიტომ, შენ ალბათ იმ გოგოზე
ფიქრობდი, წიგნების შესახებ რომ ეკითხებოდი.
- ვერ ვიხსენებ.
- ხვლიკები არასოდეს არ ცდებიან. ყოველ აზრს ისინი აღიქვამენ როგორც შეკითხვას. ხვლიკი
დაბრუნდა და X-ის შესახებ მოგიყვა ის, რასაც ვერავინ ვეღარასოდეს ვერ გაიგებს იმიტომ,
რომ შენ თვითონაც არ იცი, რა ჰკითხე.
- ჩემს მეორე ზმანებაზე რაღას იტყვი?
- შენი აზრები, ალბათ, მდგრადი იყო, როცა ამ შეკითხვას აძლევდი. სწორედ რომ, ასე უნდა
განახორციელო ეს ჯადოქრობა - სიცხადეში.
- შენ იმის თქმა გინდა, რომ ზმანება ქალიშვილზე სერიოზულად არ უნდა ჩავთვალო?
- როგორ შეიძლება მისი სერიოზულად მიჩნევა, როდესაც შენ არ იცი, რა შეკითხვაზე
პასუხობდნენ პატარა ვლიკები?
- უფრო გასაგები იქნება ხვლიკისათვის, მას მხოლოდ ერთ შეკითხვას თუ მისცემ?
- კი, ასე მეტ სიცხადეს მიაღწევ. თუ შეძლებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი აზრის შეკავებას.
- და რა მოხდება, თუ ეს ერთი შეკითხვა უბრალო კი არა - რთული იქნება?
- მანამ, სანამ შენი აზრი მდგრადია და სადმე გვერდზე არ გადაუხვია, იგი ნათელია
ხვლიკებისთვის, ხოლო მათი პასუხი შენთვის.
- თუ შეიძლება ზმანების მსვლელობისას ხვლიკებს სხვა შეკითხვა დაუსვა?
- არა, ზმანება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იმას უყურო, რასაც ხვლიკები გიამბობენ. აი
რატომ ვთქვი, რომ ეს უფრო სმენისთვისაა ზმანება, ვიდრე მხედველობისთვის . აი, რატომ
გთხოვე მათთვის პირადი შეკითხვები არ დაგესვა. ჩვეულებრივ, როდესაც შეკითხვა
ახლობელს ეხება, ხსლის შეხების ან მათთან საუბრის სურვილი შენში მეტისმეტად ძლიერია -
და ხვლიკები წყვეტენ თხრობას და ჯადოქრობაც იფანტება. გაცილებით მეტი უნდა იცოდე,
ვიდრე ახლა, სანამ ისეთი რამის დანახვას შეეცდები, შენ რომ უშუალოდ გეხება. შემდგომში
ყურადღებით დაუგდე ყური. დარწმუნებული ვარ, ხვლიკებმა ბევრი რამ გიამბეს, მაგრამ შენ
მათ არ მოუსმინე.

1963 წლის 19 აპრილი, პარასკევი


- ის რა დავნაყე პასტისათვის, დონ ხუან?

- ემაკის ბალახის თესლი და მცერები, სათესლე სოლოფებში რომ ბუდობენ. საწყაული - თითო

მუშა ერთიცა და მეორეც. - მან ხელით მუჭა გააკეთა და მაჩვენა რამდენი.

ვკითხე, რა მოხდებოდა, ერთი ელემენტი მეორეს გარეშე რომ გამომეყენებინა მიპასუხა, რომ

ასეთი თვითნებობა მხოლოდ ეშმაკის ბალახდა და ხვლიკებს შორის პტრობას გამოიწვევდა.

- არ უნდა განარიდო ხვლიკები, - თქვა მან, - ამიტომ მეორე დღეს, მოსაღამოვდებისას უნდა

დაბრუნდე შენი მცენარის ადგილზე: ყველა ხვლიკს გაესაუბრე და სთხოვე იმ ორს. შენ რომ

ჯადოქრობაში დაგეხმარნენ, ისევ გამოვიდნენ შენთან. ყველგან დაძებნე, სანამ სრულიად არ

დაღამდება. იმ დღეს თუ ვერ იპოვი, მეორე დღეს უნდა სცადო. თუ ძლიერი ხარ, ორივეს ნახავ

და მაშინ ისინი იქვე ადგილზე უნდა შეჭამო. სამუდამოდ ამოუცნობის განჭვრეტის უნარით

დაჯილდოვდები. ამ ჯადოქრობის შესასრულებლად ხვლიკების დაჭერა აღარ დაგჭირდება.

ამის შემდეგ ისინი შიგნით იცხოვრებენ.

- და რა ვქნა, მხოლოდ ერთი რომ ვიპოვნო?

- თუ მარტო ერთს იპოვნი, ძებნას რომ დაასრულებ, უნდა გაუშვა. თუ ხვლიკს პირველ დღეს

იპოვნი, ნუ დაიტოვებ იმის იმედით, რომ მეორე დღეს სვასაც დაიჭერ. ეს მხოლოდ ავნებს შენს

მეგობრობას მათთან.

- რა მოხდება, საერთოდ რომ ვერ შევძლო მათ პოვნა?


- ვფიქრობ, ეს შენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. იმის მაუწყებელი, რომ ყოველთვის,

როცა ხვლიკების დახმარება გადჭირდება, ხელახლა მოგიწევს მათი დაჭერა, და კიდევ იმის,

რომ - თავისუფალი ხარ.

- რას გულისხმობ?

- თავისუფალი ხარ ეშმაკის ბალახის მონობისგან. თუ ხვლიკები შენში იცხოვრებენ, ეშმაკის

ბალახი არასოდეს გაგიშვებს,

- ეს ცუდია?

- რა თქმა უნდა, ცუდია. ის ყოველივე სხვას ჩამოგაშორებს. იძლებული გახდები მთელი შენი

ცხოვრება მას მოუარო, როგორც შენს მოკავშირეს. იგი - მესაკუთრეა. როგორც კი ის

შეგიპყრობს, შენ მხოლოდ ერთი გზა დაგრჩება - მისი გზა.

- ხვლიკები მკვდარი რომ ვიპოვო, მაშინ რა?

- თუ კი ერთს ან ორივე ხვლიკს მკვდარს ნახავ,რამდენიმეხანს უნდა შეეშვა ჯადოქრობის

აღსრულებას.გადადე დროებით.

ვფიქრობ, ესაა სულ, რაც უნდა მეთქვა შენთვის; და რაც გითხარი, ეს - წესია. ყოველთვის ამ

ჯადოქრობის შესრულებისას ყველა ის საფეხური უნდა გაიარო, მე რომ შენს მცენარესთან

აღგიწერე. კიდევ ერთი რამ, არ ჭამო და არ დალიო,სანამ ჯადოქრობას არ დაასრულებ.


ნაწილი 6
დონ ხუანის მოძღვრების შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა - კიდევ ერთი ნაბიჯი ლემის ფესვის
პორციის ათვისებაში. იმ დროის განმავლობაში, რომელმაც ორ სასწავლო სტადიას შორის
განვლო არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, დონ ხუანი მხოლოდ ჩემი მცენარის
განვითარების შესახებ მთხოვდა ცნობებს.

1963 წლის 27 ივნისი, ხუთშაბათი

- არ იქნებოდა ცუდი, ეშმაკის ბალახი რომ გამოგვეცადა, სანამ საბოლოოდ მის გზას
დაადგებოდე, - თქვა დონ ხუანმა.
- როგორ აპირებ მის გამოცდას, დონ ხუან?
- ხელახლა უნდა მოსინჯო ხვლიკებიანი ჯადოქრობა. ყველაფერი გაქვს, რაცაა საჭირო
იმისათვის, რომ ხვლიკებს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა, ამჯერად ჩემი დახმარების გარეშე.
- და მე აუცილებლად უნდა მივმართო ჯადოქრობას?
- ეს საუკეთესო საშუალებაა შენდამი ეშმაკის ბალახის გრძნობების გამოცდისა. იგი მუდამ
გამოწმებს, ამიტომ თვით მისი შემოწმებაც სავსებით სამართლიანი იქნება. ხოლო თუ მის
გზაზე დამდგარი იგრძნობ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო უფრო შორს წასვლა არ გმართებს -
უბრალოდ უნდა გაჩერდე.

1963 წლის 29 ივნისი, შაბათი

მე თვითონ წამოვიწყე ეშმაკის ბალახზე საუბარი. მინდოდა, რომ დონ ხუანს მეტი მოეთხრო მის
შესახებ, - და ამასთან არ მსურდა, მისი შემოწმების ცდაში ჩავეთრიე.
- მეორე პორციას მხოლოდ სამკითხაოდ იყენებენ, ასე არ არის, დონ ხუან? - ვკითხე მე,
როგორმე რომ დამეწყო.
- არა მხოლოდ ამისთვის. მისი დახმარებით ხვლიკებიან ჯადოქრობას სწავლობენ და ამავე
დროს ეშმაკის ბალახსაც ცდიან. მაგრამ სინამდვილეში მეორე პორცია სხვა მიზნებისთვის
გამოიყენება. ხვლიკებიანი ჯადოქრობა მხოლოდ დასაწყისია.
- მაშ რისთისაა იგი, დონ ხუან?
მან ან მიპასუხა. მკვეთრად შეცვალა საუბრის თემა და მკითხა, რამდენად გაიზარდნენ ლემის
ბუჩქები ჩემი მცენარის გარშემო. ხელით ზომები ვაჩვენე.
დონ ხუანმა თქვა:
- მე გასწავლე, როგორ გაარჩიო მამალი მცენარე დედლისაგან. ახლა წაბრძანდი შენ
მცენარესთან და ერთიცა და მეორეც მომიტანე. ჯერ შენს ძველ მცენარესთან მიდი და
გულდასმით დაძებნე წვიმის ჩანარეცხი კვალები. გასული დროის განმავლობაში წვიმამ,
ალბათ, შორს გაფანტა თესლი. დააკვირდი წვიმის ნაკადით წარმოქმნილ ნაღვარევებს
(zanjitas) და მათი მეშვეობით ჩანადენის მიმართულება განსაზღვრე. შემდეგ შენი მცენარისაგან
ყველაზე შორეულ წერტილში მდებარე მცენარე მონახე. მათ შორის მოხვედრილი ლემის
ყველა მცენარე შენია. მოგვიანებით, როცა თსლი ამოცვივდება, შენ შესძლებ შენი
ტერიტორიის გაფართოებას, ყოველ მცენარესთან წარმოქმნილი წვიმის ნაკვალევს თუ
მიყვები.
მან დაწვრილებითი ინსტრუქცია მომცა იმის შესახებ, თუ სად და როგორ მეშოვნა საჭირო
იარაღი. ფესვი შემდეგნაირად უნდა გადამეჭრა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემერჩია
მცენარე და იმ ადგილის გარშემო, სადაც ფესვი ღეროს უერთდებოდა, შემომეცალა მიწა.
შემდეგ - ზუსტად გამემეორებინა ცეკვა, რომელიც ფესვის ნაყარის გადარგვისას შევასრულე.
მესამე, ღეორე უნდა მომეჭრა, ფესვი კი მიწაში ჩამეტოვა. და ბოლოს - ფესვი თექვსმეტ
დიუმამდე (38,5 სმ) ამომეთხარა. დონ ხუანმა გამაფრთხილა, რომ მუშაობის დროს თავი უნდა
შემეკავა ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმისა და გრძნობის ყოველგვარი გამოვლენისგან .
- ორი ტილოს ნაჭერი უნდა წაიმძღვარიო, - თქვა მან. - მიწაზე გაშალე ისინი და მათზე
მცენარეები დადე. შემდეგ მცენარეები დაანაწევრე და დააწყვე. წყობის წესი შენ თვითონ
შეარჩიე. მაგრამ ეს წესი უნდა დაიმახსოვრო, რადგან მომავალში მისი დაცვა ყოველთვის
მოგიწევს. მცენარეები მაშინათვე მომიტანე.

1963 წლის 6 ივლისი, შაბათი

ორშაბათს, 1ივლისს, ლემის მცენარეები მოვჭერი, როგორც ეს დონ ხუანმა დამარიგა.


დაღამებას დაველოდე, მათ გარშემო ცეკვის შესასრულებლად, რადგან არ მინდოდა ვინმეს
დავენახე. ძალიან ვღელავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაც მაინც უთვალთვალებდა
ჩემს უცნაურ ქმედებას. წინასწარ შევარჩიე მცენარეები, რომლებიც მამლად და დედლად
მიმაჩნდა. ახლა თითოეული მათგანის ფესვის თექვსმეტ-თექვსმეტი დიუმი უნდა მომეჭირა,
ხოლო ასეთ სიღრმეზე ჯოხით გათხრა არც ისე იოლი საქმეა. სამუშაომ რამდენიმე საათს
გასტანა. სრულსიბნელეში მომიწია მისი დასრულება და როდესაც ფესვის მოჭრის დრო
დადგა, ფარანი დამჭირდა. პირვანდელი შიში იმისა, რომ ვინმე თვალს მადევნებდა არაფერი
იყო იმასთან შედარებით, რომ ვინმე ბუჩქებში ფარნის შუქს შეამჩნევდა.

მცენარეები დონ ხუანს სამშაბათს, 2 ივლისს მივუტანე. მა გახსნა ნაკრაულები, მოტანილი


ნაჭრები დაათვალიერა და თქვა, რომ მაინც იძულებული იყო თავისი მცენარეების თესლი
მოეცა ჩემთვის. წინ როდინი დამიდგა, შუშის ტოლჩა აიღო და შიგთავსი - შეწებებული მშრალი
თესლი - როდინში ჩაყარა.

ვკითხე, რა იყო ეს და მან მიპასუხა, რომ ეს ხოჭოს მიერ დაცმაცული თესლი იყო. სხვათა
შორის, თესლში ბევრი იყო წვრილი შავი მლესავი-ხოჭო. მან თქვა, რომ ეს სხვანაირი ხოჭო
იყო, - უნდა ამოგვერჩია ის და ცალკე ტოლჩაში ჩაგვეყარა. ამ ხოჭოებით უკვე ერთ მესამედზე
შევსილ ტოლჩას მან დაჭმუჭნული ქაღალდი დააცო. იქიდან ხოჭოები რომ არ გაპარულიყვნენ.
- შემდეგი ხოჭოების შეგროვება შენს საკუთარ მცენარეებზე მოგიწევს, - თქვა დონ ხუანმა. -
პატარა ნახვრეტიანი სათესლე კოლოფები უნდა მოჭრა - ისინი სავსეა ხოჭოებით. გახსენი
კოლოფი და შიგთავსი ტოლჩაში ჩავფხიკე. ერთი მუჭა ხოჭო შეაგროვე და სხვა ჭურჭელში
ჩაყარე. უხეშად მოეპყარი, ხათრი და რიდი დაივიწყე. ერთი მუჭა ხოჭოს მიერ შეჭმული თესლი
და ერთი მუჭა ხოჭოს ფხვნილი გადაზომე, ხოლო დანარჩენი ნებისმიერ ადგილას დამარხე
შენი მცენარისგან აი, ამ მიმართულებით (მან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მანიშნა). შემდეგ
კარგი თესლი შეაგროვე და ცალკე შეინახე. იგი რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია შეაგროვო
და როცა გინდა მაშინ გამოიყენე. ცუდი არ იქნება, თუ თესლს კოლოფებიდან იქვე ადგილზე
ამოარჩევ და ყველაფერს ერთიანად დაასამარებ.
ამის შემდეგ დონ ხუანმა მიბრძანა, ჯერ შეწებებული თესლი დამენაყა, მერე ხოჭოს კვერცხები,
შემდეგ ხოჭო და ბოლოს, ხმელი, დაუზიანებელი თესლი.

როცა ყველაფერი ეს წვრილ ფხვნილად გადაიქცა, დონ ხუანმა აიღო ის ლემის ნაჭრები, მე
რომ ადრე დავჭერი და ერთად დავაწყვე. მან მამალი გამოაცალკევა და ფრთხილად ტილოს
ნაჭერში გაახვია. დანარჩენი მე მომცა და მიბრძანა, წვრილად დამეჭრა, კარგად დამეჩეჩქვა
და მთელი გამოყოფილი წვენი, უკანასკნელ წვეთამდე ქოთანში ჩამეცალა. მან თქვა, რომ
იმავე მიმდევრობით უნდა დამენაყა, რომელშიც ეს ყველაფერი დავაწყვე.

როცა დავამთავრე, მან მიბრაძანა, ერთი ფინჯანი მდუღარე წყალი გადამეზომა და ქოთნის
შიგთავსთან ამერია. შემდეგ კიდევ ორი ტოლჩა წყალი დამემატებინა და გლუვად
დამუშავებული ძვლის პატარა ჯოხი მომაწოდა. ჯოხით ქოთანს მოვურიე და ცეცხლზე შევდგი.
შემდეგ მან თქვა, რომ ფესვის დამზადების დრო დადგა და ამისთვის უფრო დიდი ზომის
როდინი იყო საჭირო, ვინაიდან მამალი ფესვის გაჭრა საერთოდ არ შეიძლებოდა. სახლის
უკან წავედით. როდინი მზად ჰქონდა და მე ფესვის დაჟეჟას შევუდექი ზუსტად ისევე, როგორც
ამას ადრე ვაკეთებდი. ფესვი წყალში დასალბობად ღამის ჰაერზე დავტოვეთ და სახლში
შევედით.

მან მიბრძანა, ქოთანში ნარევისთვის თვალი მედევნებინა. შესქელებამდე უნდა ედუღა - სანამ
მორევა არ გაჭირდებოდა. მერე ნოხზე წამოწვა და დაიძინა. ნარევმა უკვე ერთი საათი მაინც
იდუღა, როცა შევამჩნიე, რომ იგი მზად იყო და ცეცხლიდან ჩამოვდგი. ბადურაში ჩავდგი და
დასაძინებლად წავედი.

როცა გავიღციძე, დონ ხუანი უკვე ამდგარი დამხვდა. სუფთა ცაზე მზე კაშკაშებდა. მშრალი და
ცხელი დღე იდგა. დონ ხუანმა კვლავ აღნიშნა, რომ ეშმაკის ბალახს ნამდვილად მოვწონდი.

ფესვის დამუშავებას შევუდექით და დღის მიწურულს ფინჯანის ფსკერზე მოყვითალო


სუბსტანციის კრგად მოზრდილი მწიკვი მივიღეთ. დონ ხუანმა ზედა წყალი გადააქცია.
ვიფიქრე ეს პროცედურის დასასრული იქნებოდა, მაგრამ მან ჭურჭელი კვლავ მდუღარე
წყლით აავსო.
ქოთანი სახურავის ქვეშიდან ჩამოხსნა, სადაც იგი წინა დღით ჩამოვკიდე. ნარევი, თითქოს
სრულიად გამშრალიყო. ქოთანი სახლში შემოიტანა, ფრთხილად დადგა იატაკზე და დაჯდა.
შემდეგ საუბარი წამოიწყო.
- ჩემმა ბენეფაქტორმა მითხრა, რომ დაშვებულია მცენარეების ნაწილების შიგანურ ქონთან
არევა და ახლა, სწორედ ამას გააკეთებ. ჩემმა ბენეფაქტორმა ეს ჩემს მაგივრად გააკეთა,
მაგრამ როგორც გითხარი, მე ლემა არასოდეს მიტაცებდა და მართალი რომ ვთქვა,
არასოდეს მიცდია მასთან ერთ მთლიანად შერწყმა. ბენეფაქტორი ამბობდა, რომ საუკეთესო
შედეგისათვის მათთვის, ვისაც მართლა სურდა ლემის ძალას დაუფლებოდა, უფრო სწორი
იქნებოდა მცენარის გარეული ღორის შიგანურ ქორთან არევა. ყველაფერს ლი - წელების
ქონი სჯობიაო. მაგრამ ამას შენ თვითონ აარჩევ. შეიძლება ცხოვრების ბორბალი ისე
დატრიალდეს, რომ ეშმაკის ბალახთან კავშირის დადებას გადაწყვეტ, - ამ შემთხვევაში
გირჩევ ისევე, როგორც ამას ჩემი ბენეფაქტორი მირჩევდა, გარეულ ღორზე ინადირო და მისი
წელების ქონი (sebo de tripa) იშოვნო. ოდესღაც, როცა ეშმაკის ბალახი უზენაეს სანატრელ
საგნად მიიჩნეოდა, ბრუხოები დრო და დრო სპეციალურ სანადირო ექსპედიციებს აწყობდნენ
გარეული ღორის ქონის მოსაპოვებლად. ისინი ყველაზე დიდსა და ძლიერ ტახებს ეძებდნენ.
ათ სპეციალური ჯადოქრობაც გააჩნდათ გარეულ ღორზე: ის მათ განსაკუთრებულ ძალას
ანიჭებდა - ისეთ ძალას, რომ მაშინაც კი ძნელი იყო ამის დაჯერება. ახლა ეს ძალა
დაკარგულია. არაფერი ვიცი მის შესახებ და არავის ვიცნობ, ვისაც ეცოდინება. შეიძლება ეს
თვითონ ბალახმა გასწავლოს.
დონ ხუანმა ერთი მუშა ქონი გადაზომა და მშრალ ნარევს ქოთანში ჩაუმატა, ხოლო
ხელისგულზე დარჩენილი ქონი ქოთნის ნაპირზე ჩამოფხიკა. შიგთავსი უნდა დამენაყა
სრულსა და თანაბარ არევამდე.

ნარევს თითქმის საი საათის განმავლობაში ვთქვეფავდი. დონ ხუანი დრო და დრო
აკვირდებოდა მას და ასკვნიდა, რომ იგი ჯერ მზად არ იყო. ბოლოს ის, როგორც ჩანს,
დაკმაყოფილდა. პასტაში ჩათქვეფილმა ჰაერმა მას ღია რუზი შეფერილობა და ჟელეს
კონსისტენცია მიანიჭა. მან ქოთანი, სახურავის ქვეშ, მეორე ქოთნის გვერდით ჩამოკიდა და
თქვა, რომ ხვალამდე აპირებდა მის აქ დატოვებას, ვინაიდან ამ მეორე პორციის დამზადებას
ორი დღე სჭირდებოდა. მიბრძანა, მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი მეჭამა.
შემეძლო წყალი დამელია, მაგრამ საჭმელს საერთოდ არ უნდა გავკარებოდი.

მეორე დღეს, ხუთშაბათს, ოთხ ივლისს, დონ ხუანის მეთვალყურეობით ფესვი ოთხჯერ
დავდუღრე ცხელი წყლით, როდესაც ზედა წყალი უკანასკნელად გადავაქციე, უკვე საკმაოდ
ბნელოდა. ვერანდაზე დავსხედით. მან წინ ორი ფინჯანი დაიდგა. ფესვის ექსტრაქტი ერთ ჩაის
კოვზს მოთეთრო სახამებელს წარმოადგენდა. მან იგი ფინჯანში ჩაუშვა და წყალი დაუმატა.
ფინჯანი ხელში დაატრიალა, ნივთიერების უკეთ გასახსნელად და მე გადმომცა. ფინჯანი უნდა
გამომეცალა. ერთბაშად გადავკარი, ფინჯანი იატაკზე დავდგი და უკან გადავწექი. გული
ამიძგერდა. ვიგრძენი, რომ ვერ ვსუნთქავდი. მოულოდნელად, ისე თითქოს, ეს თავის თავად
იგულისხმებოდა, დონ ხუანმა მიბრძანა, ტანისამოსისგან განვთავისუფლებულიყავი. ვკითხე,
რატომ, და მან ამიხსნა, რომ სხეული პასტით უნდა დამეზილა. ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა
გახდა. დონ ხუანი მაჩქარებდა. მან ტქვა, რომ ძალზე ცოტა დრო მქონდა, თავი რომ
მომესულელებინა და ტანსაცმელი მთლიანად გავიძვრე.

მან თავის ძვლის ჯოხი აიღო და პასტის ზედაპირზე ორი ჰორიზონტალური ხაზი გახაზა, რითაც
ფინჯანის შიგთავსი სამ თანაბარ ნაწილად დაყო. შემდეგ ზედა ხაზის ცენტრიდან ქვევით
ვერტიკალური ხაზი დაუშვა და ამგვარად ფინჯანის შიგთავსი უკვე ხუთ ნაწილად დაიყო . მან
ქვედა მარჯვენა ნაწილზე მანიშნა და თქვა, რომ ის ჩემი მარცხენა ტერფისათვის იყო . ნაწილი
მის ზემოთ - მარცხენა ფეხისათვის. ზედა, ყველაზე დიდი ნაწილი - სასქესო ორგანოსი.
შემდეგი, ქვემო მარცხენა ნაწილი - მარჯვენა ფეხის, ხოლო ნაწილი მის ზემოთ - მარჯვენა
ტერფისათვის. მან მიბრძანა, მარცხენა ტერფისთვის დანიშნული პასტის ნაწილი ფეხის გულზე
წამესვა და კარგად დამეზილა. შემდეგ მაჩვენა, როგორ წამესვა პასტის დანარჩენი ნაწილები
მარცხენა ფეხის მთელ შიდა მხარეზე, სასქესო ორგანოზე, ქვემოთ, მარჯვენა ფეხის მთელ
შიდა მხარის გასწვრივ და ბოლოს, მარკვენა ფეხის გულზე.

მისი დარიგების შესრულებას შევუდექი. პასტა ცივი იყო და განსაკუთრებით ძლიერი სუნი
ჰქონდა. წასმას რომ მოვრჩი, გავიმართე და სუნი ცხვირში მეცა. სული შემეხუთა. მისი სიმწვავე,
მართლაც, საოცარი იყო. რაღაც გაზს მაგონებდა. პირდაპირ მახრჩობდა. პირით სუთქვა და
დონ ხუანთან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.

დონ ხუანი კვლავ დაკვირვებით მიცქერდა. მისკენ ნაბიჯი გადავდგო. ჩემი ფეხები თითქოს
რეზინისა გამხდარიყო, უზომოდ დამგრძელებოდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გდავდგი. მუხლები
მიზამბარებდნენ სახტომი ფიცრის მსგავსად, კრტოდნენ, ვიბრირებდნენ და ელასტიურად
იკუმშებოდნენ. წინ წავსიე. მიძრაობა ნელი და მერყევი გამომივიდა. იგი უფრო წინ და
ზევითკენ კრთომას წააგავდა, ვიდრე სიარულს. ქვევით გავიხედე და შორს, ჩემს ქვემოთ,
დამჯდარი დონ ხუანი დავინახე. ინერციამ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადამიტანა; ნაბიჯი წინაზე
უფრო ელასტიური და გრძელი გამოდგა და უცებ ავფრინდი. მახსოვს, რომ ერთხელ დავეშვი,
შემდეგ ორივე ფეხი მიწას დავკარი, უკან გადავიხარე და ზურგზე გავცურე. ჩემს ზემოთ შავი ცა
და მასზე მონავარდე ღრუბლებლი დავინახე. გადავიხარე ისე, რომ ქვემოთ ცქეტა
შემძლებოდა. იქ მთების მუქი მასა დავინახე. ზესთაბუნებრივი სიჩქარით ვმოძრაობდი. ხელები
ტანზე ამეკრა. თავი მიმმართველ მოწყობილობად იქცა, უკან გადახრილი ვერტიკალურ
წრეებს ვარტყამდი. თავის რომელიმე მხარისკენ მიბრუნებით მიმართულებას ვიცვლიდი.
ისეთი თავისუფლებითა და სიჩქარით ვტკბებოდი, ადრე რომ არასოდეს განმეცადა, ხოლო
საუცხოო სიბნელემ სევდით დამაჯილდოვა და ოდნავ მომთენთა. თითქოს საბოლოოდ , ჩემი
წარმოშობის ადგილი მეპოვნოს - ღამოს სიმშვიდეს აღვიქვავდი და მაინც ვიცოდი, ის რა დიდ
ძალას შეიცავდა.

უეცრად ვიგრძენი, რომ დაბლა დაშვების დო მოვიდა. თითქოს ბრძანება მიმეღოს და მყისვე
უნდა დამორჩილებოდი. დაშვება დავიწყე ბუმბულივით, ქანქარისებრი მოძრაობით. ასეთი
გადაადგილებისაგან ძალზე ცუდად შევიქენი. ვმოძრაობდი ნელა და მთრთოლვარედ ისე,
თითქოს ვიღაცა ქვემოდან თოკით მეწეოდა. კიდევ უფრო უარესად შევიქენი. თავი
ტკივილისაგან მისკდეოდა. რაღაც სიშავეში გავეხვიე. ძალიან კარგად მახსოვს ამ სიშავეში
ჩაძირული ჩემი თავი.

შემდეგი რაც დამამახსოვრდა - ეს იყო გამოღვიძების შეგრძნება. საკუთარ ლოგინში ჩემს


ოთახში ვიწექი. დავჯექი. და ოთახის სურათი გაქრა. ავდექი. შიშველი ვიყავი! მოძრაობამ ისევ
ცუდად გამხადა.

თანდათან ვარჩევდი ჩემს ირგვლივ მიდამოს. დონ ხუანის სახლისგან დაახლოებით ნახევარი
მილის მანძილზე ვიქნებოდი - იმ ადგილთან, სადაც მისი ლემის მცენარეები ხარობდა. უეცრად
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და გავაცნობიერე, რომ მთელი გზა დონ ხუანის სახლამდე
შიშველს უნდა მევლო. ტანისამოსის უქონლობამ ჩემში უღრმესი ფსიქოლოგიური
უხერხულობის გრძნობა გამოიწვია, მაგრამ ეს პრობლემა ვერაფრით გადამეწყვიტა.
გავიფიქრე, ტოტებისაგანხომ არ გამეკეთებინა კავა, მაგრამ აზრი სულელურად მომეჩვენა.
ამასთან მზის ამოსვლაც არც ისე შორს იყო, რადგან ბინდმა უკვე გაფანტვა იწყო. ერთი
სიტყვით, დავივიწყე ჩემი უხერხულობაც და გულისჭიდილის გრძნობაც და სახლისაკენ გავწიე.
აკვიატებულმა შიშმმა შემიპყრო - არავის დავენახე. ვზვერავდი, წინ ხომ ა მოდიოდა ვინმე ,
კაცი, ძალი; სირბილი ვცადე, მაგრამ წვეტიანმა ქვებმა ფეხები მატკინა. ნელა წავედი. უკვე
სრულიად გათენებულიყო. უცებ გზაზე ჩემკენ მომავალი კაცი დავინახე და სწრაფად ბუჩქებში
გადავხტი. მდგომარეობა სრულიად გამოუვალი მეჩვენებოდა. სულ ახლახანს ფრენის
წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდიდი - და შემდეგ, რაღაც წუთში, უკვე ვიმალებოდი,
სიშიშვლის სირცხვილით შეპყრობილი. თითქმის გადავწყვიტე, ისევ გზაზე ამერბინა და აქეთ
მომავალი კაცისათვის სირბილით გვერდი ამევლო. ვიფიქრე, მას ეს გააოცებდა, მაგრამ სანამ
მოიაზრებდა, რომ ეს შიშველი კაცი იყო, - შორს უკან მოვიტოვებდი. თუმცა ყველა ამ
მოსაზრების მიუხედავად, განძრევას ვერ ვბედავდი.

გზაზე მიმავალი კაცი მე გამისწორდა. გავიგონე, როგორ დაიძახა ჩემი სახელი. ეს დონ ხუანი
იყო და მას ხელში ჩემი ტანისამოსი ეჭირა. სანამ ვიცვამდი, ის მე მიყურებდა და ხარხარებდა.
ეს ისე გადამდებად ჟღერდა, რომ უნებლივ მეც გამეცინა.

იმავე დღეს, პარასკევს, 5 ივლისს, საღამოს, დონ ხუანმა მთხოვა, მისთვის ჩემი ცდის
დეტალები მომეყოლა. მთელი ეპიზოდი ვუამბე ისე დაწვრილებით, როგორც კი ეს შევძელი.
- ეშმაკის ბალახის მეორე პარტია ფრენისათვის გამოიყენება, - თქვა მან, როდესაც თხრობა
დავასრულე. - ამასთან მალამო თავისთავად საკმარისი არ არის. ჩემი ბენეფაქტორი ამბობდა,
რომ სწორედ ფესვი იძლევა მიმართულებას და სიბრძნეს და სწორედის იწვევს გაფრენას. რაც
უფრო მეტს შეიცნობ მის შესახებ და რაც უფრო ხშირად იფრენ მისი საშუალებით, მით უფრო
ცხადად წარმოიდგენ ყველაფერს. ასობით კილომეტრზე შეძლებ ფრენას - და ნახავ, რა ხდება
ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ისურვებ, ან შენგან შორს მყოფ მტერს საბედისწერო დარტყმას
მიაყენებ; ყოველივე ამას ეშმაკის ბალახი გასწავლის, როცა მას უკეთ გაიცნობ. მან უკვე
გასწავლა, მაგალითად, ფრენის მიმართულების შეცვლა. ზუსტად ასევე იგი ბევრ სხვა
არაჩვეულებრივ რამეს გასწავლის.
- მაინც რას გასწავლის ასეთს, დონ ხუან?
- ამას ვერ გეტყვი. ყოველი ადამიანი განსხვავებულია. ბენეფაქტორს არასოდეს უთხვამს
ჩემთვის, თვითონ რა ისწავლა. იგი მეუბნენოდა, როგორ უნდა მემოძრავა და არასოდეს - რას
ხედავდა თვითონ. ეს მხოლოდ და მხოლოდ შენთვისაა.
- მაგრამ მე ხომ ყველაფერს გიყვები, რასაც ვხედავ, დონ ხუან?
- ახლა მიყვები. მოგვიანებით ამას აღარ იზამ. შემდგომ ეშმაკის ბალახს სრულიად მარტო
მიიღებ შენ საკუთარ მცენარეებთან იმიტომ, რომ სწორედ იქ დაეშვები მიწაზე - შენ
მცენარეებთან. დაიმახსოვრე ეს. სი, რატომაც წამოვედი შენს საძებნელად ჩემს მცენარეებთან.

მას მეტი არაფერი უთხვამს და მე დავიძინე. როდესაც გვიან საღამოს გამოვიღვიძე,


სიცოცხლის ძალების მოზღვავება ვიგრძენი. ფიზიკური სიჭარმაგე რატომღაც თავს ზევით
გადმომდიოდა, ბედნიერი, კმაყოფილი ვიყავი.
დონ ხუანმა მითხრა:
- მოგეწონა ეს ღამე? თუ საშინელი იყო?
- ღამე, მართლაც, რომ შესანიშნავი აღმოჩნდა - ვუპასუხე მე.
- შენს თაის ტკივილზე რას იტყვი? ძალიან გაგიჭირდა?
- თავის ტკივილიც ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ეს ყველაზე
ძლიერი ტკივილი იყო, რომელიც კი ოდესმე განმიცდია.
- ის თუ გადასძლევს ეშმაკის ბალახის ძალის კვლავ მოსინჯვის სურვილს?
- არ ვიცი. ამჟამად სურვილი არ მაქვს, მაგრამ მოგვიანებით - შეიძლება გამიჩნდეს. მე,
მართლაც, არ ვიცი, დონ ხუან.
სერიოზული შეკითხვა მქონდა. ვიცოდი, რომ იგი პასუხს გაექცეოდა და ამიტომ ველოდებოდი ,
თვითონ როდის წამოჭრიდა ამ თემას და მთელი დღე ლოდინი მომიწია. ბოლოს უკვე
წასვლის წინ, მაინც ვკითხე:
- მაშ მე ვფრინავდი, დონ ხუან?
- შენ თვითონ არ მითხარი ეს. ასე არაა?
- ვიცი, დონ ხუან. მე ვგულისხმობ - ჩემი სხეული თუ ფრინავდა? მე რა ფრინველივით
ავფრინდი?
- შენ ყოველთვის ისეთ შეკითხვებს მაძლევ, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია. შენ
ფრინავდი. სწორედ ამისათვის არსებობს ეშმაკის ბალახის მეორე პორცია. თანდათან მის
მიღებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო დახვეწავ ფრენას. ეს არც ისე იოლი საქმეა.
ადამიანი დაფრინავს ეშმაკის ბალახის მეორე პორციის საშუალებით. სულ ესაა და ეს, რისი
თქმაც შემიძლია. ხოლო იმას, რისი გაგებაც შენ გსურს, აზრი არა აქვს. ფრინველივით
დაფრინავს, ხოლო ადამიანი, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო, დაფრინავს ისე, როგორც
ადამიანი, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო (el enyerbado vuela asi).
- ფრინველივით? (Asi como los pajaros?)
- არა - ადამიანივით, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო.
- ესე იგი, სინამდვილეში მე არ მიფრენია, ხომ, დონ ხუან? ჩემს წარმოდგენაში ვფრინავდი.
მხოლოდ ჩემს ჭკუაში და ჩემი სხეული სადჭა იყო?
- ბუჩქებში, - მომიჭრა მან და აქ უკვე სულ გადაფიჩინდა. - შენი უბედურება სწორედ იმაშიან,
რომ ყველაფერი მხოლოდ ერტადერთ ყაიდაზე გესმის. შენ არ გჯერა, რომ ადამიანი
დაფრინავს, - მაგრამ ბრუხოს შეუძლია ათასი მილით გადაადგილდეს წამში იმის სანახავად,
თუ იქ რა ხდება. მას შეუძლია, ძალიან შორს მყოფ მტერს მიაყენოს დარტყმა. მაშ, დაფრინავს
იგი თუ არა?
- იცი რა, დონ ხუან, ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ. ვთქვათ ასე, ერთ-ერთი ჩემი
მეგობარი სტუდენტი რომ ყოფილიყო აქ, როცა ეშმაკის ბალახს ვიღებდი, დამინახავდა ის
გაფრენილს?
- და აი, ისევ შენი შეკითხვები, რა იქნებოდა თუ... ასეთ ლაპარაკს აზრი არა აქვს. თუ შენი
მეგობარი ან ვინმე სხვა ბალახის მეორე პორციას მიიღებს, ერთადერთი, რის გაკეთებასაც ის
შეძლებს - ეს ფრენაა. ხოლო თ კი ის უბრალოდ შენ გიცქერის, მას შეუძლია გაფრენილი
დაგინახოს, ან ვერ დაგინახოს. ეს ადამიანზეა დამოკიდებული.
- მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, დონ ხუან, რომ ჩვენ ფრინველს ვუყურებთ და მას გაფრენილს
ვხედავთ, ხომ ვეთანხმებით იმას, რომ იგი დაფრინავს. ხოლო ჩემს ორ მეგობარს რომ
დავენახე გაფრენილი, - ისე, როგორც ეს წუხელ ღამით მოხდა - აღიარებდნენ ისინი იმას, რომ
მე დავფრინავ?
- ალბათ კი. შენ იმიტომ აღიარებ ფრინველის ფრენას, რომ იგი გაფრენილი გინახავს. ფრენა
ფრინველისთვის ჩვეულებრივი საქმეა. მაგრამ შენ არ აღიარებ სხვა რამეს, რასაც ფრინველი
აკეთებს იმიტომ, რომ არასოდეს გინახავს როგორ აკეტებს იგი ამას. შენმა მეგობრებმა რომ
იცოდნენ იმ ადამიანთა შესახებ, ვინ ეშმაკის ბალახის დახმარებით დაფრინავს - ისინიც
აღიარებდნენ ამას.
- მოდი, სხვანაირად ვიტყვი, დონ ხუან. აი რა მაქვს მხედველობაში: მძიმე ჯაჭვივით რომ
მივაკრა სხეული კლდეზე, მაინც ისევე ვიფრენ იმიტომ, რომ ას ჩემს ფრენასთან არავითარი
კავშირი არა აქვს, ხომ ასეა?
დონ ხუანმა უნდობლად შემომხედა.
- თუ თავს კლდეზე მიიბამ, - თქვა მან, - ვშიშობ, კლდესთან და ჯაჭვთან ერთად მოგიწევს
ფრენა.

ნაწილი 7
მოსაწევი ნარევის შემადგენელი ნაწილების შეგროვებამ და მომზადებამ წლიური ციკლი
შეადგინა.

პირველსავე წელს დონ ხუანმა პროცედურა შემასწავლა. 1962 წლის დეკემბერში, შემდგომ
წელს, როდესაც ციკლი განახლდა, დონ ხუანი უკვე მხოლოდ ზოგადად მხელმძღვანელობდა;
მე თვითონ შევაგროვე შემადგენელი ნაწილები, დავამზადე ისინი დ მომდევნო წლისათვის
გადავდე.

1963 წლის დეკემბერში მესამე ციკლი დაიწყო. დონ ხუანმა მაშინ მაჩვენა, როგორ უნდა
შემერია ნარევის ხმელი ინგრედიანტები, წინა წელს რომ მოვაგროვე და დავამზადე. მოსაწევი
ნარევი მან პატარა ტყავის ქისაში ჩაყარა და ჩვენ კვლავ შევუდექით შემადგენელი ნაწილების
შეგროვებას მომდევნო წლისათვის.

შეგროვების პერიოდებს შორის დონ ხუანი კვამლს იშვიათად ახსენებდა. მაგრამ ყოველ ჩემს
ჩამოსვლაზე თავის ჩიბუხს მაჭერინებდა ხელში. ჩემი ჩიბუხთან „მეგობრობა“ ვითარდებოდა
ისე, როგორც ეს მან აღწერა. ჩიბუხს თანდათანობით გადმომცემდა. იგი ჩემგან აბსოლიტურ
და ზედმიწევნით კონცენტრაციას მოითხოვდა ამ პროცედურაზე და ამომწურავ მითითებებს
მაძლევდა. ნებისმიერი დაუდევრობა ჩიბუხთან, თქვა მან, აუცილებლად მის ან ჩემს სიკვდილს
გამოიწვევდა.

როგორც კი შეგროვების და დამზადების მესამე ციკლი დავასრულეთ, დონ ხუანმა დაიწყო -


პირველად წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში - კვამლზე როგორხ მოკავშირეზე, ისე
ლაპარაკი.

1963 წლის 23 დეკემბერი, ორშაბათი

ნარევის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილის - ყვითელი ყვავილის შეგროვების


შემდეგ, მანქანით დონ ხუანის სახლში ვბრუნდებოდით. მე შევნიშნე, რომ ამ წელს
ინგრედიენტების შეგროვებისას წინა წელს მიღებული თადარიგი არ დაგვიცვიალ მას გაეცინა
და თქვა, რომ კვამლი, ეშმაკის ბალახივით, განწყობას არ ჰყვებოდა და შურისმგებელიც არ
იყო. კვამლისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ინგრედიანტების შეგროვების მიმდევრობას ;
ერთადერთი, რასაც იგი მოითხოვდა, ეს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ნარევს მოიხმარდა,
გულმოდგინე და ზუსტი ყოფილიყო. დონ ხუანს ვკითხე, რას ვუზამდით ნარევს, რომელიც მან
დაამზადა და მომცა შესანახად. მან მიპასუხა, რომ ეს ნარევი - ჩემი იყო და დაუმატა, რომ მით,
რაც შეიძლება, მალე უნდა მესარგებლა. ვკითხე, რამდენი იყო საჭირო თითო მიღებაზე. მის
მიერ მოცემული პატარა ქისა დაახლოებით სამჯერ მეტი მოცულობისა იყო თამბაქოს პატარა
დასტაზე. მა თქვა, რომ ქეისის შიგთავსი ერთ წელიწადში უნდა გამომეყენებინა, ხოლო
რამდენი ამეღო თითო მოწევაზე - ჩემი პირადი საქმე იყო.

მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა, მთელი მარაგი რომ არ დამეხარჯა. დონ ხუანმა თქვა, რომ
არაფერი არ მოხდებოდა, - კვამლი არაფერს მოითხოვდა. თვითონ მას მოწევა აღარ
სჭირდებოდა და მაინც იგი ყოველ წელს ახალ ნარევს ამზადებდა. შემდეგ თავისი თავი
შეასწორა და თქვა, რომ ხანდახან მას მაინც უხდებოდა მოწევა. ვკითხე, რას უშვებოდა
გამოუყენებელ ნარევს, მაგრამ პასუხი არ მივიღე. მან მხოლოდ თქვა, რომ ნარევი კარგი აღარ
იქნებოდა, მას თუ ერთი წლის განმავლობაში არ გამოიყენებდი.

აქ ჩვენ გრძელი კამათი გავმართეთ. მე არასწორად ჩამოვაყალიბე შკითხვები და მისი პასუები


გაურკვეველი ჩანდა. მინდოდა გამეგო, ჰკარგადვდა თუ არა ნარევი თავის ჰალუცინოგენურ
თვისებებს, ან თავის ძალას ერთი წლის შემდეგ (და მაშინ ერთწლიანი ციკლი აუცილებელი
იყო), ის კი დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ ნარევი არ დაკარგავდა თავის ძალას ნებისმიერი
დროის განმავლობაში. ერთადერთი ისაა, თქვა მან, რომ ერთი წლის შემდეგ იგი აღარ იყო
საჭირო, ვინაიდან უკვე მზად იქნებოდა ახალი მარაგი. გამოუყენებელი ძველი ნარევის
მოცილება განსაუთრებული გზით ხდებოდა, რომლის გახსნაც დონ ხუანმა იმ დღეს არ ისურვა.

1963 წლის 24 დეკემბერი, სამშაბათი

- შენ ხომ მითხარიმ, დონ ხუან, რომ მოწევა აღარ გჭირდებოდა.


- ხო, რადგან კვამლი - ჩემი მოკავშირეა, მოწევა ჩემთვის აღარრაა საჭირო. მე ნებისმიერ
ადგილას შემიძლია მისი გამოძახება.
- შენ გინდა თქვა, რომ ის შენთან მოდის, მაშინაც კი როცა არ ეწევი?
- მე ვგულისხმობ, რომ მე თვითონ თავისუფლად მივდივარ მასთან.
- მე თუ შევძლებ ამას?
- კი, თუ გახდი მას შენს მოკავშირედ.

1963 წლის 31 დეკემბერი, სამშაბათი

ხუთშაბათს, 26 დეკემბერს, პირველად გამოვცადე დონ ხუანის მოკავშირე - კვამლი. მთელი


დღე მას მანქანით მიდამოებში ვატარებდი და მის დავალებებს ვასრულებდი. სახლში დღის
ბოლოს დავბრუნდით. ამის ნაცვლად მან წამოიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ მე
აუცილებლად კვამლი უნდა გამეცნო. მისი თქმით, მე თვითონ უნდა გამომეცადა, რამდენად
მნიშვნელოვანი იყო ის, როგორც მოკავშირე.

ისე, რომ ჩემთვის შეპასუხების უფლებაც კი არ მიუცია, დონ ხუანმა განაცხადა, რომ ახლავე
აპირებდა ჩიბუხის გაწყობას. მისი ადაწმუნება ვცადე, ვუმკიცებდი, რომ თავი მზად არ
მიმაჩნდა. თქვი, რომ ჩემი აზროთ, ჩიბუხი ხელში ძალიან ცოტა ხანს მეჭირა და ჯერ არ
შევეჩვიე. მაგრამ მან მიპასუხა, რომ მე არც ისე ბევრი დრო დამრჩენოდა სასწავლებლად და
ძალიან მალე ჩიბუხის მოწევა მომიხდებოდა. მან იგი ბუდიდან ამოიღო და ხელი გადაუსვა. მის
გვერდით იატაკზე დავჯექი და სასოწარკვეთილებით ავად გახდომას ან უკან დახევის რაიმე
სხვა საშუალების გამოჩენას ვნატრობდი - ყველაფერი უნდა მეღონა, ოღონდ ამ გარდაუვალი
ნაბიჯისთვის თავი ამერიდებინა.

ოთახში თითქმის სრულიად ბნელოდა. დონ ხუანმა ნავთის ლამპა აანთო და კუთხეში დადგა.
ჩვეულებრივ, ლამპა ოთახში თავისებურ ბინდს ქმნიდა და მისი მოყვითალო შუქი ყოველთვის
მაწყნარებდა. ამჯერად შუქი რაღაც მქრქალი და უჩვეულოდ წითელი მეჩვენებოდა; იგი
მაღიზიანებდა. დონ ხუანმა თავისი ნარევიანი ქისა გახსნა, ისე რომ კისერზე გამობმულ
ქორტიდან არ მოუხსნია. ჩიბუხი მიიჯიდა, პერანგის ქვეშ მოათავსა და მასში ცოტა ნარევი
ჩაყარა. მიბრძანა, თვალი მედევნებინა პროცედურისთვის და მაჩვენა, რომ თუ ნარევის რაღაც
ნაწილი დაიბნეოდა, იგი მისი პერანგის შიგნით ხვდებოდა.
დონ ხუანმა ჩიბუხის თასი სამი მეოთხედით აავსო, შემდეგ ცალი ხელით ქისა შეკრა; მეორეში
ჩიბუხი ეჭირა. პატარა თიხის ლარნაკი აიღო, მე გადმომცა და მთხოვა, გარედან ცოტა
ნაკვერჩხალი მომეტანა. სახლის უკან წავედი და ლანკარით რამდენიმე ნაკვერჩხალი
მოვიტანე. ღრმა შეშფოთებამ მომიცვა. თითქოს რაღაცის წინათგრძნობამ.

დონ ხუანს გვერდით მივუჯექი და ლანკანი გავუწოდე. მან შეხედა და წყნარად შენიშნა, რომ
ნაკვერჩხლები ძალიან დიდები იყო. მას უფრო წვრილი სჭირდებოდა, ჩიბუხის თასში რომ
ჩატეულიყო. ღუმელთან დავბრუნდი და მოვიტანე რაც უნდოდა. მან ნაკვერჩხლიანი ლანკანი
აიღო და წინ დაიდგა. ფეხმორთხმით დაჯდა. ალმაცერად გადმომხედა და წინ გადაიხარა ისე,
რომ ნიკაპით ლამის ნაკვერჩხლებს შეეხო. მარცხენა ხელში ჩიბუხი მოიმარჯვა და მარჯვენა
ხელის საოცრად სწრაფი მოძრაობით გავარვარებული ნაკვერჩხალი აიტაცა და ჩიბუხის თასში
ჩადო; შემდეგ გაიმართა, ჩიბუხი ორივე ხელით დაიჭირა, ტუჩებთან მიიტანა და სამჯერ მოქაჩა.
ხელები ჩემკენ გამოსწია და მბრძანებლურად ჩამჩურჩულა, ჩიბუხი ხელში ამეღო და მომეწია.

წამით აზრმა გამიელვა, უარი მეთხვა და გავქცეულიყავი, მაგრამ დონ ხუანმა კვლავ
მოითხოვა, და ისევ ჩურჩულით, რომ ჩიბუხი ამეღო და მომეწია. შევხედე. ჯიქურ მიცქერდა,
მაგრამ მეგობრულად, თანაგრძნობით, ცხადი იყო, რომ არჩევანი დიდი ხნის წინ გამეკეთებინა
და სხვა გზა აღარა მქონდა - მას ნდა დავმორჩილებოდი.

ჩიბუხი ავიღე და კინაღამ ხელიდან გამივარდა. ცხელი იყო! განსაკუთრებული სიფრთხილით


მივიტანე პირთან, მეშინოდა, ჩემი ტუჩები მის სიმხურვალეს ვერ გაუძლებდნენ. მაგრამ
სიმხურვალე სრულიად არ მიგრძვნია.

დონ ხუანმა მიბრძანა, ნაფაზი დამერტყა. კვამლი პირში ჩამივიდა და შიგ დატრიალდა. მძიმე
იყო! პირი თითქოს საფანტით ამევსო. აზრადრატომღაც ეს შედარება მომივიდა, თუმცა
საფანტი პირში არასოდეს მჭერია. კვამლი კიდევ მენთოლს წააგავდა და პირში უეცრად
სიცივე ვიგრძენი. შეგრძნება ხალისის მომგვრელი იყო.
- კიდევ! კიდევ! - გაისმოდა დონ ხუანის ჩურჩული. ვიგრძენი, როგორ თავისუფლად აღწევდა
კვამლი სხეულში, თითქმის ჩემი კონტროლის გარეშე. დონ ხუანის ჩიჩინი აღარ მჭირდებოდა.
მექანიკურად ვაგრძელებდი წევას.
უეცრად, დონ ხუანი დაიხარა და ჩიბუხი გამომართვა. ფერფლი ფრთხილად ნაკვერჩხლებიან
ლანკანზე გადმოფერთხა, შემდეგ თითი ნერწყვით დაისველა და ჩიბუხის თასში დაატრიალა,
კედლების გასაწმენდად. რამდენიმეჯერ ტარში ჩაბერა. დავინახე, უკან შალითაში როგორ
ჩადო ჩიბუხი. მისი ქმედება ჩემს ყურადღებას იზიდავდა.

გაწმინდა და შეინახა რა ჩიბუხი, დონ ხუანი მე მომაშტერდა, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ
მთელი სხეული დამბუჟებოდა, თითქოს მენთოლით გაჟღენთილი. სახე დამიმძიმდა და ყბები
მტკიოდა. პირს, დამუწულს ვერ ვაჩერებდი, მაგრამ ნარწყვი არ მდიოდა. პირი გამიშრა და
მეწვოდა, თუმცა წყურვილს მაინც არ ვგრძნობდი. მთელი თავი უჩვეულო სიმხურვალეს
მოეცვა. ცივ სიმხურვალეს! სინთქვა ნესტოებს და ზედა ტუჩს თითქმის მიგლეჯდა, ყოველ
ამოსუნთქვაზე, მაგრამ არ მწვავდა. ეს სიცივის წვა იყო, ყინულის!
დონ ხუანი უძრავად იჯდა ჩემს გვერდით, მარჯვენა მხარეს და ჩიბუხიანი შალითა თითქპს
ძალდატანებით იატაკზე მიეჭირა. ხელისგულები დამიმძიმდა. ხელებს მტეხდა, ისინი მხრებს
ქვემოთ ეწეოდნენ. ცხვირიდან რაღაც სითხე მოდიოდა. ხელის ზურგით მოვიწმინდე და - ზედა
ტუჩი მოვიცალე! სახე მოვიწმინდე - და მთელი ხორცი ჩამოვითალე! ვდნებოდი! ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს სხეული, მართლაც, მიდნებოდა. ფეხზე წამოვხტი და
რაიმესთვის ხელის ჩაჭირდება ვცადე - ნებისმიერი საგნისთვის, ოღონდ არ წავქცეულიყავი.
შიში დამეუფლა, შიში, რომელიც ადრე არასოდეს განმიცდია. ბოძს წავავლე ხელი, ოთახის
შუაგულში ჭერს რომ იჭერდა. წამით ასე გავჩერდი, შემდეგ შემოვბრუნდი და დონ ხუანს
შევხედე. ის კვლავ ჩიბუხით ხელში უძრავად იჯდა და მე მიყურებდა.

ავადმყოფურად ცხელი (თუ ცივი?) სუნთქვა მქონდა და ყელში მიჭერდა, თავი წინ დავხარე,
ბოძისთვის რომ მიმეყრდნო, მაგრამ, როგორც ჩანს, ავაცილე; თავმა წინსვლა განაგრძო და
ბოძს გვერდი აუარა. პირდაპირ იატაკთან შევაჩერე თავი. გავიმართე. ბოძი აქ იყო, ჩემს
თვალწინ! კვლავ დავაპირე მისთვის თავის მიყრდნობა. საკუთარი თავის ხელში აყვანა და
ყურადღების მოკრეფა ვცადე, თვალები გახელილი მეჭირა. წინ დავიხარე, შუბლით ბოძს რომ
შევხებოდი. იგი სულ რამდენიმე დიუმში იყო ჩემი თვალებისგან, მაგრამ შეხების მოლოდინში
სასწაულებრივ ვიგრძენი, როგორ გავიდა თავი ბოძში.

გონივრული ახსნის სასოწარკვეთილ ძიებისას გადავწყვიტე, რომ ჩემი მხედველობა მანძილს


ამახინჯებდა და ბოძი, ალბათ, ჩემგამ ათამდე ფუტის მოშორებით იქნებოდა, თუმცა მე მას
პირდაპირ ჩემს წინ ვხედავსი. მაშინ შევუდექი ლოგიკურად და გონივრულად ბოძის
ადგილმდებარეობის დადგენას. გვერდულად ნაბიჯ-ნაბიჯ ვცადე მისი შემოვლა. ამ ქმედების
აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ბოძის ასეთი შემოვლის დროს შემოხაზული წრე ხუთ ფუტზე
მეტი დიამეტრის არ გამოვიდოდა; თუ ბოძი ჩემგან, მართლაც, ათ ფუტში იმფოფებოდა, ანუ
ჩემი ხელით მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ, ადრე თუ გვიან დადგებოდა მომენტი, როცა
მის მიმართ ზურგით მოვექცეოდი. მჯეროდა, რომ ამ მომენტში ბოძი გაქრებოდა, რადგან
სინამდვილეში ის ჩემს უკან აღმოჩნდებოდა.

ბოძის გარშემო მოვყევი ტრიალს, მაგრამ იგი კვლავ ჩემს წინ რჩებოდა. სასოწარკვეთილმა,
ბოძს ორივე ხელი ჩავჭიდე, მგრამ ხელებმა გამჭოლ გაიარეს და ჰაერს ჩაებღაუჭნენ.
ზედმიწევნით გავთვალე მანძინი ჩემსა და ბოძს შორის, და მიახლოებით სამი ფუტი მივიღე . ესე
იგი, ჩემი თვალები სამი ფუტის მანძილს აღიქვამდნენ. რამდენიმე ხანს მხედველობითი
სიღრმის აღქმით წავითამაშე. თავს აქეთ-იქით ვაბრუნებდი და თვალებს რიგრიგობით ხან
ბოძზე და ხან კედლებზე ვაფიქსირებდი. სიღრმის ჩემებური შეფასებით, ბოძი უთუოდ ჩემს წინ ,
დაახლოებით სამ ფუტში აღმართულიყო. ხელები წინ გავშალე თავის დასაცავად და მთელი
ძალით ვეძგერე. შეგრძნება იგივე იყო - ბოძს გამჭოლ გავუარე. და ამჯერადაც იატაკზე
დავენარცხე. ისევ წამოვდექი და ეს, ალბათ, ჩემი ტველაზე უჩვეულო ქმედება იყო იმ ღამით.
თავი აზრით ავაყენე! ადგომისათვის ჩვეულებისამებრ კუნთებითა და ზვალოვანი
სტრუქტურით არ მისარგებლია იმიტომ, რომ მათ ვერარ ვმართავდი. ეს ჩემთვის იმ წუთს
გახდა ცხადი, როცა იატაკზე დავეცი. მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობის გრძნობა ბოძის
მიმართ იმდენად ძლიერი იყო, რომ აზრით „თავი წამოვაყენე“ რეფლექტორული ქმედების
მსგავსად. სანამ ბოლომდე გავაცნობიერებდი იმ გარემოებას, რომ ვერ ვმოძრაობდი, უკვე
ამდგარი ვიყავი.

დახმარებისთვის დონ ხუანს ვუხმობდი. ერთიც, მთელი ხმით, დავიღრიალე კიდევაც, მაგრამ
დონ ხუანი არ განძრეულა. ის კვლავ ალმაცერად მიცქერდა ისე, თითქოს თავის მობრუნება
ეზარებოდა, პირდაპირ რომ შემომხედა. მისკენ ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, მაგრამ იმის
ნაცვლად, რომ წინ წავსულიყავი, უკან გამაქანავა და კედელს შევასკდი. ვიცოდი, რომ მას
ზურგით დავეჯახე, მაგრამ მისი სიმყარე არ მიგრძვნია; რბილ, ღრუბლისებრ ნივთიერებაში
ვიფლობოდი - და ეს ნივთიერება კედელი იყო. ხელები გაშლილი დამრჩა, მთელი სხეული კი
ნელ-ნელა კედელში იძირებოდა. მხოლოდ წინ, ოთახში შემეძლო ცქერა. დონ ხუანი
კვლავინდებურად მაკვირდებოდა, მაგრამ არაფერი უღონია ჩემს დასახმარებლად. თავზე
ზეძალის დატანებით შევეცადე სხეულის კედლიდან გამონთავისუფლება, მაგრამ იგი სულ
უფრო და უფრო ღრმად იძირებოდა. აღუწერელი შიშით შეპყრობილი ვგრძნობდი, როგორ
იკვრებოდა ღრუბლისებრი კედელი ჩემს სახეზე. თვალების დახუჭვა ვცადე, მაგრამ ვერ
შევძელი.

არ მახსოვს, მერე რა მოხდა. უეცრად დონ ხუანი, ჩემს წინ, ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ჩვენ
სხვა ოთახში ვიყავით. მაგიდას ვხედავდი და ცეცხლს თიხის ღუმელში, ხოლო თვალის კიდით
სახლის უკან ღობე გავარჩიე. ყველაფერი ძალიან ცხადად მოჩანდა. დონ ხუანმა ნავთის
ლამპა მოიტანა და ოთახის შუაგულში ჩამოკიდა. ვცადე, სხვა მხარეს გამეხედა, მაგრამ ჩემს
თვალებს მხოლოდ წინ ხედვის უნარი გააჩნდათ. ჩემი სხეულის ვერცერთ ნწილს ვერ
ვანსხვავებდი და ვერცა ვგრძნობდი. სუნთქვაც შეუგრძნობლადი მქონდა. მაგრამ ჩემს აზრებს
განსაკუთრებული სიცხადე ახასიათებდა. გარკვევით ვაცნობიერებდი ყველაფერს, რაც ჩემს
წინ ხდებოდა. დონ ხუანი მომიახლოვდა და აზრებმა სიცხადე დაკარგეს. თითქოს ჩემში რაღაც
გაჩერებულიყო. აზრები საერთოდ აღარა მქონდა. ჩემსკენ მომავალი დონ ხუანი დავინახე და
მისდამი ერთბაშად სიძულვილი ვიგრძენი. მინდოდა ნაკუწებად მექცია. მზად ვიყავი მომეკლა,
მაგრამ ვერ ვინძრეოდი. მანამდე ბუნდოვნად თავზე რაღაც დაზონას ვგრძნობდი, მაგრამ ეს
შეგრძნებაც გამიქრა. დარჩა მხოლოდ ერთი - ყოვლისმშთანთქმელი რისხვა დონ ხუანის
მიმართ. ჩემგან რამდენიმე დიუმში ვხედავდი. მის დაბრდღვნას ვლამობდი. ალბათ
ვიღრინებოდი და ჩემში რაღაც შედრკა. გავიგონე, როგორ მელაპარაკებოდა დონ ხუანი. მისი
ხმა ალერსიანი და მშვიდობის მომგვრელი მომეჩვენა და უსასრულო სიამოვნებამ ამავსო . იგი
კიდევ უფრო მომიახლოვდა და ესპანური იავნანა წამიკითხა.

„ქალბატონო წმინდა ანავ, რატომ ტირის ბავშვი? დაკარგული ვაშლის გამო. მე მოგცემ ვაშლს.
ორს მოგცემ. ერთს ბიჭუნასთვის, მეორეს კი შენთვის ( Seniora Santa Ana, porque llora el nino? Por
una manzana que se le ha perdito. Yo le dare una. Yo le dare dos. Una para el nino y otra para vos)”. ტანში
სითბომ დამიარა. ეს გულისა და გრძნობების სითბო იყო. დონ ხუანის სიტყვები შორეულ
გამოძახილს ჰგავდა. ბავშვობის შორეულ მოგონებებს მიღვიძებდა.
სიძულვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ განვიცდიდი, გამიქრა. რისხვა სიყვარულმა
შეცვალა - დონ ხუანის მიმართ სიხარულის მომგვრელმა მიმზიდველობამ. მან თქვა, რომ უნდა
მეცადა, არ დამეძინა, რომ სხეული აღარა მქონდა და რადაც მინდოდა, იმად შემეძლო
გადაქცევა. მან უკან დაიხია. თვალები ნორმალურ დონეზე მქონდა ისე, თითქოს მის გვერდით
ვმდგარიყავი. ორივე ხელი გამომიწოდა და მათში შესვლა მიბრძანა.

არ ვიცი, მე წავიწიე წინ, თუ ის მომიახლოვდა. მისი ხელები თითქმის ჩემს სახეზე ეწყო -
თვალებზე, თუმცა მათ არა ვგრძნობდი.
- ჩემს გულმკერდში შემოდი, - მომესმა მისი ხმა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ის
საკუთარ თავში მიწოვდა. ისეთივე, როგორც ღრუბლისებრ კედელთან.
მერე მხოლოდ მოსო ხმა მესმოდა, ხედვას და დანახვას რომ მიბრძანებდა. თვითონ მას უკვე
ვერარ ვარჩევდი. თვალები, ალბათ, გახელილი მქონდა, რადგან სინათლის გაბრწყინებას
ვხედავდი წითელ ფონზე - თითქოს სინათლეს თვალდახუჭული ვუცქერდი. ამის შემდეგ კვლავ
ჩამერთო აზრები. სცენები რაიმე წესრიგის დაუცველად ჩნდებოდნენ და ეს სწრაფ სიზმარსა
ჰგავდა, როცა სურათები ერთმანეთში იჭრებიან და ერთი მეორეს ცვლიან. შემდეგ აზრებმა
კლება იწყეს, როგორც რაოდენობრივ, ისე ინტენსიობით და მალე საერთოდ გაქრნენ.
მხოლოდ მღელვარებისა და ბედნიერების შეგრძნება დამრჩა. რაიმე ფორმებს ან სინათლეს
ვერ ვარჩევდი და უეცრად ზედაპირზე ამომაგდო. გარკვევით ვგრძნობდი, რომ სადღაც
ზევითკენ მივიწევდი. თავისუფალი ვიყავი და უზარმაზარი სიჩქარით ვმოძრაობდი, თითქოს
წყალში ან ჰაერში ვყოფილიყავი. გველთევზასავით ვცურავდი. ვიკლაკნებოდი და
ვიგრიხებოდი, ზემოთ ვიჭრებოდი, და ძირს ვეშვებოდი სრულიად თვითნებურად. ყოველი
მხრიდან ჩემს გარშემო ცივი ქარი უბერავდა და მე ბუმბულივით გავფრინდი, წინ, უკან და
ქვემოთ, და ქვემოთ, და ქვემოთ.

1963 წლის 28 დეკემბერი, შაბათი

გუშინ, დღის მეორე ნახევარში გავიღვიძე, როგორც დონ ხუანმა მითხრა, თითქმის ორდღიანი
მშვიდი ძილის შემდეგ. თავი მისკდებოდა. წყალი დავლიე და ცუდად შევიქენი. დაღლილობას
ვგრძნობდი, უკიდურეს დაღლილობას და ჭამის შემდეგ ისევ დავწექი.
დღეს უკვე სრულიად დასვენებულად ბგრძნობდი თავს. დონ ხუანთან ერთად ჩემი კვამლთან
მიღებული გამოცდილება განვსაჯეთ. ვიფიქრე, ჩემგან, როგორც ყოველთვის, ამბის სრულ
აღწერას მოელოდა. შთაბეჭდილებების გადმოცემას შევუდექი, მაგრამ მან შემაჩერა და
მითხრა, რომ ეს არ იყო საჭირო, რადგან სინამდვილეში არაფერი მოვიმოქმედე და მაშინათვე
დავიძინე, ამგვარად სალაპარაკოც არაფერი იყო.
- კი მაგრამ, ჩემს გრძნობებს რა ვუყო? ნუთუ ამას სულ არა აქვს მნიშვნელობა? - არ ვიშლიდი
მე.
- არა. კვამლთან - არა აქვს. მოგვიანებით, ვისაუბრებთ, როცა მოგზაურობას ისწავლი. საგნებში
შეღწევას შეძლებ.
- და საგნებში „შეღწევა“ რეალურად შეიძლება?
- შენ რა, აღარ გახსოვს? ამ კედელში შეაღწიე და მეორე მხარეს გააღწიე.
- მგონი სინამდვილეში წკუიდან გავაღწიე.
- არა, ჭკუიდან არ გადასულხარ.
- დონ ხუან, შენც ასე იქცეოდი, პირველად რომ მოწიე?
- არა, ეს სხვანაირად მოხდა. ჩვენ განვსხვავდებით ხასიათით.
- შენ როგორ იქცეოდი?
დონ ხუანმა არ მიპახუხა. შეკითხვა შევაბრუნე და კვლავ გავუმეორე. მან თქვა, რომ არ
ახსოვდა თავისი შთაბეჭდილებები და რომ ასეთი შეკითხვის დასმა - იგივე იყო, რაც მეკითხა
ძველი მეთევზისათვის, რას განიცდიდა იგი პირველი თევზაობისას.

მან თქვა, რომ ისევე როგორც მოკავშირე, კვამლიც უნიკალური იყო, ხოლო მე შევახსენე, რომ
ის მესკალიტოზეც იგივეს ამბობდა. მან ნათქვამი დაადასტურა და დაუმატა, რომ თუმცა
ერთიცა და მეორეც უნიკალურები იყვნენ, თვისობრივად ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ.
- მესკალიტო - დამცველია იმიტომ, რომ იგი გესაუბრება და შენი ქმედებების მიმართვა
შეუძლია, - თქვა მან. - მესკალიტო სწორი ცხოვრების წესს გასწავლის და შენ მისი დანახვა
შეგიძლია, ვინაიდან იგი შენს გარეთ იმყოფება. კვამლი კი - მოკავშირეა. იგი გარდაგქმნის შენ
და გაძლევს ძალას ისე, რომ თავის თანდასწრებასაც კი არ ამჟღავნებს. მას ვერ გაესაუბრები,
მაგრამ შენ იცი, რომ იგი არსებობს იმიტომ, რომ ის სხეულისგან განთავისუფლებს და მსუბუქს
გხდის ჰაერივით; და მაინც შენ მას ვერასოდეს დაინახავ; მიუხედავად ამისა, იგი აქ არის და
წარმოუდგენელი საქმეებისთვის განიჭებს ძალას, ისეთებისთვის, როგორიცაა მაგალითად,
სხეულისგან განთავისუფლება.
- მე, მართლაც, ვიგრძენი სხეულის დაკარგვა.
- ხო, შენ იგი დაკარგე.
- შენ ამბობ რომ მე მართლა არ მქონდა სხეული?
- და შენ თვითონ როგორ ფიქრობ?
- არ ვიცი. ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვილაპარაკო - ესაა, მე რასაც ვგრძნობდი.
- აი, სწორედ ეს არის ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა - ის, რასაც შენ გრძნობდი.
- კი მაგრამ, შენ როგორ მხედავდი, დონ ხუან? როგორი გეჩვენებოდი?
- მე როგორს გხედავდი - ამას არა აქვს მნიშვნელობა. გახსოვს, ბოძის დაჭერა რომ გინდოდა?
შენ გრძნობდი, რომ იგი იქ არ იყო, და გარშემო უვლიდი, მის იქ ყოფნაში რომ
დაწწმუნებულიყავი. ხოლო, როცა მას გაექანე - კვლავ იგრძენი, რომ სინამდვილეში იგი იქ არ
იყო.
- კი მაგრამ, შენ ისეთს მხედავდი, როგორიც ახლა ვარ, ასე არაა?
- არა! შენ არ იყავი ისეთი, ახლა რომ ხარ!
- მართალია. თანახმა ვარ. მაგრამ მე მქონდა ჩემი სხეული, - თუმცა მას ვერა ვგრძნობდი?
- არა, დასწყევლოს ღმერთმა! შენ არ გქონდა ისეთი სხეული, როგორიც გაქვს ახლა!
- მაშ, ჩემს სხეულს რაღა დაემართა?
- მეგონა, გესმოდა. კვამლმა წაიღო შენი სხეული.
- კი მაგრამ, სად წავიდა იგი?
- რა ეშმაკსა ფიქობ, რატომ უნდა ვიცოდე?
გაჯიუტებას, „რაციონალური“ ახსნის მიღების იმედით, აზრი არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ კამათი
არ მსურდა, არც სულელური შეკითხვების მიცემა - მაგრამ იმ აზრს თუ გავიზიარებდი, რომ
საკუთარი სხეულის დაკარგვა შეიძლებოდა, მაშინ მთელს ჩემს რაციონალურობას
დავკარგავდი.

მან მიპასუხა, რომ აქ მე, როგორც ყოველთვის, ვაჭარბებდი, რომ არაფერი დამიკარგავს და
არც არაფერს დავკარგავდი პატარა კვამლის გამო.

1964 წლის 28 იანვარი, სამშაბათი

დონ ხუანს ვკითხე, როგორ აფასებდა იდეას კვამლის ისეთი ვინმესათვის გადაცემისა, ვისაც
ასეთი გამოცდილების სურვილი ჰქონდა.

აღშფოთებულმა მიპასუხა, რომ ვინმესთვის კვამლის მიცემა სრულიად იგივე იყო, რაც მისი
დაუყოვნებლივ მოკვლა იმიტომ, რომ მას გამყოლი არ ეყოლებოდა. ვთხოვე, დონ ხუანს
აეხსნა, რა ჰქონდა მხედველობაში. მან თქვა, რომ მე აქ ცოცხალი და უვნებელი ვიყავი იმიტომ,
რომ მან უკან დამაბრუნა. მან სხეული შემინახა. მის გარეშე მე ვერასდროს გავიღვიძებდი.
- როგორ შემინახე სხეული, დონ ხუან?
- ამას მოგვიანებით გაიგე, მაგრამ ყოველივე ამის დამოუკიდებლად კეთება უნდა ისწავლო.
აი, რატომ მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლო, სანამ ჯერ კიდევ შენთანა ვარ. ძალიან
ბევრი დრო დავკარგე სულელურ უშნაარში შეკითხვებზე. თუმცა, შეიძლება, ეს არც იყოს შენი
მოწოდება 0 კვამლის შესახებ ყველაფრის სწავლა.
- კარგი, მაგრამ მაშინ რაღა გავაკეთო?
- ნება მიეცი კვამლს, გასწავლოს ყველაფერი, რის სწავლასაც შესძლებ.
- როგორ, კვამლიც ასწავლის?
- რა თქმა უნდა, ასწავლის!
- ისევე როგორც მესკალიტო?
- არა, ის მესკალიტოსავით მოძღვარი არ არის. ისეთივე რამეებს არ გაჩვენებს.
- მაშ, რაღას ასწავლის კვამლი?
- გაჩვენებს მის ძალას, როგორ მოეპყრო და როგორ ისწავლო მისი, რაც შეიძლება, ხშირი
მიღება.
- შენი მოკავშირე ძალიან მაშინებს, დონ ხუან. ეს არ ჰგავდა არაფერს, ჩემს მიერ ოდესმე
განცდილს. მეგონა, შევიშალე.
ეს იყო ყველაზე მწვავე შედარება, რომელიც რატომღაც თავში მომივიდა. ყველაფერს იმ
ადამიანის უცნაური პოზიციიდა აღვიქვამდი, სხვა ჰალუცინოგენური განცდებიც რომ
გამოუცდია, რომლებთანაც შედარება შეეძლო და ერთად-ერთი, რაც კვლავ და კვლავ თავში
მომდიოდა, იყო ის, რომ კვამლთან ჭკუას ვკარგავდი.
დონ ხუანმა უარყო ჩემი შედარება და თქვა, რომ ის, რასაც მე ვგრძნობდი, იყო კვამლის
წარმოუდგენელი ძალა. იმისათვის, რომ ამ ძალის მართვა გესწავლა, ძლიერად უნდა
გეცხოვრა. ძლიერი ცხოვრების იდეა არა მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდს ეხებოდა,
არამედ ცდის მერე ადამიანის ყველაფრისადმი დამოკიდებულებასაც განსაზღვრავდა. მან
თქვა, რომ კვამლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანს საჭირო სიმაღლეზე დგომა მხოლოდ
თავის უდრეკობის მეშვეობით შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცხოვრება
ნამსხვრევებად იქცეოდა.

ვკითხე, კვამლი სუყველაზე ერთნაირად თუ მოქმედებდა. მიპასუხა, რომ მართალია კვამლი


ცვლილებებს იწვევდა, მაგრამ არა ყველაში განურჩევლად.
- და მე რატომ გარდავიქნემი კვამლის ზემოქმედებით?
- მე მგონია, ეს ძალზე სულელური კითხვაა. შენ მორჩილად გაიარე ყველა საჭირო საფეხური.
არაფერი სასწაული არაა იმაში, რომ კვამლმა შენ გარდაგქმნა.
კიდევ ერთხელ ვთხოვე, მოეყოლა, როგორ გამოვიყურებოდი. მინდოდა გამეგო ამის შესახებ
იმიტომ, რომ უსხეულო არსების ხატება, რომელიც მან ჩამინერგა, ჩემთვის, რაღა თქმა უნდა,
აუტანელი იყო. მან თქვა, რომ სიმართე თუ ითქვა, მას ჩემი ცქერა აშინებდა. იგი, ალბათ, ისევე
გრძნობდა თავს, როგორც მისი ბენეფაქტორი, როცა თავად დონ ხუანმა პირველად მოსწია.
- რატომ გეშინოდა? ასე საშინლად გამოვიყურებოდი? - ვკითხე მე.
- აქამდე არავინ მენახა მოწევისას.
- არ გინახავს, შენი ბენეფაქტორი როგორ ეწეოდა?
- არა.
- და შენი თავიც არასოდეს გინახავს?
- როგორ უნდა მენახა?
- სარკის წინ შეგეძლო მოგეწია.
მან არ მიპასუხა, მხოლოდ მომაშტერდა და თავი გააქნია. მე ისევ ვკითხე, სარკეში ყურება თუ
შეიძლებოდა. მან თქვა, რომ თუმც კი ეს შესაძლებელი იყო, ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა -
რადგან, ალბათ, შიში მომკლავდა, სხვა თუ არაფერი.
- ესე იგი, საშინლად გამოიყურები? - ვკითხე მე.
- მთელი ცხოვრება ამის გაგება მინდოდა, - თქვა მან. - და მაინც არავისთვის მიკითხავს და არც
სარკეში ჩამიხედია. არც კი მიფიქრია ამაზე.
- მაშ, როგორ უნდა გაიგო?
- უნდა დაელოდო, როგორც მე ველოდე, სანამ კვამლს ვინმე სხვას არ გადასცემ - თუ, რა თამქ
უნდა, მას როდესმე აითვისებ. მაშინ ნახავ, როგორ გამოიყურება ამ დროს ადამიანი. ასეთია
წესი.
- რა მოხდება, ფოტოაპარატის წინ რომ მოვწიო და ჩემს თავს სურათი გადავუღო?
- არ ვიცი. მაშინ ალბათ კვამლი შენს წინააჭმდეგ შემობრუნდება. როგორც სჩანს, შენ ის
იმდენად უწყინარი გგონია, რომ მასთან თამაში შესაძლებლად მიგაჩნია.
მე ვუთხარი, რომ სულაც არ ვაპირებდი თამაშს, მაგრამ მან ხომ თვითონა თქვა, რომ კვამლი
რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს არ მოითხოვდა და ვიფიქრე, ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ
გაგეგო როგორ გამოიყურებოდი მოწევისას. მან შემისწორა და თქვა, რომ მხედველობაში
ჰქონდა ეშმაკის ბალახის განსხვავებით კვამლთან ქმედებათა გარკვეული მიმდევრობის
არასავალდებულობა - არტადერთი, რაც კვამლისთვის იყო საჭირო - ეს სწორი
თანაფარდობა. სწორედ ამ თვალსაზრისიდან გმართებდა სიზუსტე წესების დაცვისას.
მაგალითის სახით მან ამიხსნა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მოსაწევი ნარევის რომელ
შემადგენელ ნაწილს აიღებდი პირველს, თუ რაოდენობრივი თანაფარდობა დაცული გქონდა.

ვკითხე, რამე საზიანო თუ იყო იმაში, ჩემს მიერ განცდილი სხვისთვის რომ მომეყოლა.
მიპასუხა, რომ სამი საიდუმლო არსებობდა, რომელთა გამხელაც არ შეიძლებოდა: როგორ
დაამზადო მოსაწევი ნარევი, როგორ გადაადგილზე და როგორ დაბრუნდე; ყველაფერს
დანარჩენს, რაც კი ამ საგანს ეხებოდა, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ნაწილი 8
ჩემი უკანასკნელი შეხვედრა მესკალიტოსთან ოთხი სესიისაგან შედგებოდა, რომლებიც ერთი
მეორის მიყოლებით ოთხი დღე გაგრძელდა. დონ ხუანი ასეთ გრძელ სესიას „მიტოტ“-ს
უწოდებდა. ეს ნამდვილი ცერემონიაა „პეიოტეროს“-სა და მოწაფეებისათვის. მასში ორი დონ
ხუანის ხნის მოხუცი მონაწილეობდა, რომელთაგან ერთი მიტოტს ხელმძღვანელობდა და
ხუთი ახალგაზრდა კაცი, ჩემის ჩათვლით. ცერემონია შედგა მექსიკის შტა ჩიუაუაში, თითქმის
ტეხასთან საზღვარზე. ის მდგომარეობდა სიმღერების მღერასა და ღამღამობით პეიოტის
მიღებაში. დღისით ქალები, რომლებიც თვით ცერემონიაზე არ დაიშვებოდნენ, ყველა
მონაწილეს წყლითა და რიტუალური საჭმლით ამარაგებდნენ - ერთითა და მეორით თითქმის
სიმბოლურად მცირე რაოდენობით.

1964 წლის 12 სექტემბერი, შაბათი

3 სექტემბერს, ცერემონიის პირველი ღამის განმავლობაში რვა ნაჭერი პეიოტი მივიღე. თუ კი


მათ იმოქმედეს ჩემზე, ძალიან სუსტად. თითქმის მთელი ღამე თვალდახუჭული ვიჯექი - ასე
უფრო ადვილი იყო ჩემთვის. არ დამიძინია და არც დავღლილვარ. სესიის დულ ბოლოსათვის
სიმღერა არაჩვეულებრივი შეიქნა. მოკლე დროით სულიერი აღმაფრენა ვიგრძენი და
ტირილი მომინდა, მაგრამ სიმღერის დასრულებასთან ერთად ეს გრძნობა გამიქრა.

ყველა ადგა და გარეთ გავიდა. ქალებმა წყალი მოგვცეს; ზოგმა ყელი გამოივლო, სხვებმა
დალიეს. კაცებს ხმა არ ამოუღიათ, ქალები კი გაუთავებლად ყბედობდნენ და იცინოდნენ.
რიტუალური საჭმელი - მოხალული მარცვალი - ნაშუადღევს ჩამოარიგეს.

ოთხ სექტემბერს, მზის ჩასვლისას, მეორე სესია დაიწყო. წამყვანმა თავისი პეიოტის სიმღერა
იმღერა და სიმღერის და პეიოტის მიღების მთელი ციკლი ხელახლა გამეორდა. იგი დილით
დასრულდა, როცა თითოეულმა სხვებთან უნისონში, თავისი პეიოტის სიმრერა იმღერა.
როდესაც გარეთ გავედი, შევნიშნე, რომ იმდენი ქალი აღარ იყო, როგორც წინა დღით. ვიღაცა
წყალი შემომთავაზა, მაგრამ გარემოცულობა აღარ მაინტერესებდა. ისევ იგივე რვა ნაჭერი
გადავყლაპე, მაგრამ მათი მოქმედება უკვე სხვანაირი იყო.

ალბათ, სესიის დასასრულისთვის, როცა სიმღერა შესამჩნევად გაძლიერდა და ყველა


ერთდროულად ამღერდა, ვიგრძენი, რომ ვიღაც, არ რაღაც სახლში შეღწევას ცდილობდა
გარედან. გაუგებარი იყო, სიმღერა „მისთვის“ ხელის შეშლას გულისხმობდა, თუ პირიქით -
„მის“ შიგნით შეტყუებას.

მარტო მე არ მქონდა ჩემი სიმღერა. ყველა, თითქოს ცნობისმოყვარეობით მიყურებდა,


განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა. ეს მაღიზიანებდა და თვალები დავხუჭე. უცებ ვიგრძენი,
რომ ასე გაცილებით უკეთ აღვიქვამდი ყოველივეს, რაც ხდებოდა. ამ აზრმა მთლიანად
დაიპყრო ჩემი ყურადღება. თვალებს ვხუჭავდი და ჩემს წინ ადამიანებს ვხედავდი - სურათი არ
იცვლებოდა. გარემოცვა ჩემთვის სრულიად იგივე რჩებოდა, გინდ თვალდახუჭული
ვყოფილიყავი და გინდ თვალგახელილი.

უეცრად ყველაფერი გაქრა, თუ წაიშალა და მის ნაცვლად გაჩნდა მესკალიტოს მსგავსი


ადამიანის ფიგურა, რომელიც ორი წლის წინ მენახა. იგი მოშორებით, ჩემსკენ პროფილით
იჯდა. თვალს არ ვაშორებდი მას, მან კი ერთხელაც არ შემომხედა და არც მობრუნებულა.

ალბათ, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მას რაღაც აკავებდა. ავდექი და მისკენ გავემართე,
ამის შესახებ რომ მეკითხა. მაგრამ მოძრაობამ სურათი გაფანტა. მან დნობა დაიწყო და მის
გამჭოლ კაცების ნაცნობი ფიგურები გამოიკვეთა. კვლავ მომესმა ხმამაღალი გახელებული
სიმღერა.

ცოტა გავისეირნე, სახლთან ახლოს ბუჩქებში. ყველა საგანი ძალიან ცხადად მოჩანდა.
აღვნიშნე, რომ სიბნელეში შემეძლო ხედვა, მაგრამ ამჯერად ამას დიდი მნიშვნელობა არ
ჰქონდა. მნიშვნელვანი კი იყო ის, თუ რატომ მარიდებდა თვალს მესკალიტო.

დანარჩენებთან დაბრუნება დავაპირე, მაგრამ სახლში შესვლისას რაღაც გრუხუნი მომესმა და


შემაქანავა. მიწა ზანზარებდა. ხოლო ხმა იგივე იყო, ორი წლის წინ, პეიოტის ხეობაში რომ
გავიგონე.

ისევ ბუჩქებისკენ გავიქეცი. ვიცოდი, რომ მესკალიტო იქ იქნებოდა და მისი პოვნა


გადავწყვიტე. მაგრამ იგი იქ არ არმოჩნდა. დილამდე ვუცადე და დანარჩენებს მხოლოდ
სესიის თითქმის დასასრულს შევუერთდი.

ჩვეული პროედურა მესამე დრესაც გამეორდა. დაღლილობას არ ბგრძნობდი, მაგრამ


სადილის შემდეგ წავიძინე.

ხუთ სექტემბერს, შაბათს, მოხუცმა ციკლის განახლების სიმღერა წამოიწყო. ამ სესიის


განამვლობაში პეიოტის მხოლოდ ერთი ნაჭერი დავღეჭე, არცერთი სიმღერისთვის ყური არ
დამიგდია და არაფერი მომხდარისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. სულ პირველი
წუთიდანვე მთელ ჩემს არსებას ერთი საზრუნავი სტანჯავდა. ვიცოდი, რომ ჩემი
კეთილდღეობისთვის რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანი გამომრჩენოდა.

სანამ კაცები მღეროდნენ, ხმამაღლა ვთხოვე მესკალიტოს, ჩემთვის სიმღერა ესწავლებინა .


ჩემი თხოვნა სხვების ხმამაღალ სიმღერაში აირია. და მაშინათვე ჩემს ყურებში სიმღერა
აჟღერდა. მივბრუნდი, ჯგუფს ზურგი შევაქციე და ვუსმენდი. სიტყვებსა და მოტივს კვლავ და
კვლავ ვარჩევდი, ვიმეორებდი, სანამ მთელი სიმღერა არ დავისწავლე. გრძელი სიმღერა იყო
ესპანურ ენაზე. შემდეგ რამდენიმეჯერ ვიმღერე იგი მთელი ჯგუფისათვის და მალე ამის მერე
ყურში ახალი სიმღერა მომესმა, გათენებამდე ორივე სიმღერა უთვალავჯერ ვიმღერე.
განახლებას, ძალების მომატებას ვგრძნობდი.

იმის შემდეგ, წყალი რომ მოგვცეს, დონ ხუანმა ხელში ტომარა შემაჩეჩა და სუყველამ ერთად
ბორცვებისკენ გავწიეთ. გრძელი გზა ზეგანით მომქანცველი იყო. იქ პეიოტის რამდენიმე
მცენარე შევნიშნე, მაგრამ, რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო, მათი ცქერა არ ვისურვე. როგორც
კი ზეგანი გადავკვეთეთ, ჯგუფი გაიყო. მე და დონ ხუანი უკან გამოვბრუნდით; გზა და გზა
პეიოტს ვაგროვებდით ზუსტად ისევე, როგორც ადრე, მას რომ ვეხმარებოდი.

კვირას, ექვს სექტემბერს, დღის მიწურულს დავბრუნდით. საღამოს წამყვანმა ახალი ციკლი
გასნა. არცერთი სიტყვა არ წარმოთქმულა, მაგრამ სრულიად მტკიცედ ვიცოდი, რომ ეს
უკანასკნელი შეხვედრა იყო. ამჯერად მოხუცმა ახალი სიმღერა იმღერა. პეიორის ნედლი
ნაჭრებიანი ბადურა წრეში დატრიალდა. პირველად გავსინჯე ნედლი ნაჭერი. იგი წვნიანი,
მაგრამ ძნელი დასაღეჭი იყო. გემოთი რომელიღაც მკვახე ხილს მაგონებდა და უფრო ცხარე
და მწარე იყო, ვიდრე ხმელი. პირადად მე, ნედლი პეიოტი უსასრულოდ უფრი ცოცხალი
მომეჩვენა.

თოთხმეტი ნაჭერი დავღეჭე, საგულდაგულოდ ვითვლიდი. უკანასკნელი ბოლომდე არ


დამიღეჭია იმიტომ, რომ ნაცნობი გრუხუნი გავიგონე, მესკალიტოს სიახლოვეს მაუწყებელი.
ყველა თავდავიწყებით ამღერდა და მე ვიცოდი, რომ დონ ხუანმაც და სხვებმაც, ნამდვილად
გაიგონეს ეს ხმაური. ის შესაძლებლობა, რომ ეს სიმღერა იყო პასუხი ერთ-ერთის მიერ ჩემს
მოსატყუებლად მიცემული ნიშნისა, მე ერთიანად უარვყავი.

იმ წუთში ვიგრძენი, როგორ მშთანთქა სიბრძნის უზარმაზარმა ტალღამ. ვარაუდი,


რომელთანაც სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდი, რწმენად იქცა. სამი წელი დამჭირდა
იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, უფრო სწორედ გამომეცნო: რაც არ უნდა ყოფილიყო
კაკტუსში Lophophoza Williamsli, მას არაფერ ჰქონდა საერთო პირადად ჩემთან და თავისთავად,
სრულიად დამოუკიდებლად არსებობდა. ახლა ეს ვიცოდი.

აღგზნებულად ვმღეროდი, სანამ სიტყვების წარმოთქმა ჯერ კიდევ შემეძლო. ჩემი სიმღერები
თითქოს შიგ სხეულში იყვნენ მოთავსებული და მის უმართავ კრთომას იწვევდნენ. საჭირო იყო
გასვლა და მესკალიტოს პოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავფეთქდებოდი. პეიოტის ველისკენ
წავედი და გზადაგზა სიმღერას ვაგრძელებდი. ვიცოდი, რომ სიმღერები პირადად მე
მეკუთვნოდა - უცილობელი მტკიცება ჩემი ერტადერთობის. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას
ვგრძნობდი, როგორ ირეკლავდა მას მიწა, გამოძახილივით. ჩემი ნაბიჯების გამოძახილი,
საკუტარი თავის ადამიანად გაცნობიერების აღუწერელ ეიფორიას ბადებდა.

ყველა პეიოტის მცენარე ველზე ცისფრად მოციმციმე შუქით ბრწყინავდა. ერთი მათგანი
განსაკუთრებით კაშკაშებდა. მის წინ დავჯექი და ჩემი სიმღერები ვუმღერე. სანამ ვმღეროდი,
მცენარიდან მესკალიტო გამოვიდა - იგივე ადრე ნანახი ადამიანის მსგავსი ფიგურა. მან
შემომხედა და მე ძალზე (ჩემი ტემპერამენტის კაცისთვის) მეტყველურად ვუმღერე ჩემი
სიმღერები ამას თან ახლდა ფლეიტის თუ ქარის ნაცნობი მუსიკალური ვიბრაცია. ალბათ,
ისევე როგორც ორი წლის წინათ, მან თქვა: „რა გინდა?“

ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ვუთხარი, რომ ვიცოდი, ჩემს ცხოვრებას და ჩემს ქცევას
რაღაც აკლდა, მაგრამ ვერ გამეგო რა. ვემუდარებოდი ეთქვა, რა მჭირდა ისეთი, ვთხოვდი
თავისი სახელი მოენდო, გასაჭირში რომ მომეხმო. მან შემომხედა, პირი ტრომბონის მსგავსად
ნელა გამოწელა, სანამ იგი ჩემს ყურს არ მისწვდა და თავისი სახელი მითხრა.

უცბად, მამაჩემი დავინახე, პეიოტის ველის შუაგულში იდგა, - მაგრამ თვით ველი გამქრალიყო
და მოქმედებამ ჩემს ძველ სახლში, ბავშვობის სახლში გადაინაცვლა. მე და მამა ლეჭვის
ხესთან ვიდექით. ჩავეხუტე მას და ჩქარა-ჩქარა იმის შესახებ დავუწყე საუბარი, რაც ადრე
მისთვის ვერა და ვერ მითქვამს. ყოველი ჩემი აზრი მკაფიო და მოწესრიგებული იყო, თითქოს
ჩვენ დრო არ გვქონდა და ამიტომ ყველაფერი ერთბაშად უნდა თქმულიყო. საოცარი რამ
ვუამბე ჩემს გრძნობებზე მის მიმართ, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში ვერასდროს ვუბედავსი.

მამა არ ლაპარაკობდა, უბრალოდ მისმენდა, შემდეგ კი იგი რაღაცამ შეისრუტა ან შეიწოვა.


ისევ მარტო დავრჩი და ავტირდი, სინათლისა და სევდის მოზღვავების გამო.

პეიოტის ველით მივდიოდი და იმ სახელს ვიმეორებდი, მესკალიტომ რომ მასწავლა. უცბად


რაღაც წარმოიქმნა პეიოტის მცენარეზე უცნაური ვარსკვლავთა მსგავსი შუქიდან . გრძელი,
კაშკაშა - ადამიანის სიმაღლის სინათლის სვეტი. წამით მან მთელი ველი გაანათა ინტენსიური
მოყვითალო ან ამბრის ფერი შუქით; შემდეგ, ზემოთ მთელს ცას მოეფინა და გრანდიოზული,
მშვენიერი სანახაობა შექმნა. გავიფიქრე, რომ დავბრმავდებოდი, ცქერას თუ გავაგრძელებდი.
თვალები დავხუჭე და სახე ხელებში ჩავმალე.

გარკვევით გავიგე, რომ მესკალიტო პეიოტის კიდევ ერთი ნაჭრის შეჭმას მავალებდა.
გავიფიქრე: „ეს როგორ გავაკეთო? მე ხომ დანა არა მაქვს მოსაჭრელად“.
- „პირდაპირ მიწიდან ჭამე“, მითხრა მან ისეთივე უხნაურ ყაიდაზე.
მუცელზე დავწექი და მცენარის გენწერო მოვღეჭე. მან აღმანთო. სხეულის ყველა ნაწილაკი
სითბოთი და სისწორით ამივსო. ყველაფერი გაცოცხლდა. ყველაფერი ნატიფი და რთული
დეტალურობით გამოირჩეოდა - და იმავდროულად ისეთი უბრალო იყო! ყველგან ვიყავი;
ყველაფერს ჩემს ზევით, ქვევით და გარშემო ერთბაშად და ერთდროულად ვხედავდი.

ეს განსაკუთრებული შეგრძნებს საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა იმისათვის, რომ მისი


გათვითცნობიერება შემძლებოდა. შემდეგ იგი შულისშემხუთველი შიშიშ, შეძრწუნებით
შეიცვალა, რომელიც არა მკვეთრად, არამედ რაღაცნაირად მდორედ და იმავდროულად
სწრაფად დამაწვა. ჯერ სიჩუმის მშვენიერი სამყარო მკვახე ხმებმა დაამსხვრია. მაგრამ
ამასთან რა მესაქმებოდა. ხმები უფრო ხმამაღალი და უწყვეტი შეიქმნა, თითწოს მე
მიახლოვდებოდნენ. თანდათან დავკარგე განუყოფელ, განყენებულ და შეუდარებელ
სამყაროში ნავარდის შეგრძნება. ხმები გიგანტურ ნაბიჯებად იქცნენ. რაღაც უზარმაზარი
ხმამაღლა სუნთქავდა და გარშემო მივლიდა. დავასკვენი, რომ იგი ჩემზე ნადირობდა.

გავიქეცი, რიყის ქვის ქვეშ დავიმალე და იქიდან ვცადე განმესაზღვრა, ვინ დამდევდა.
რამდენიმე წამში გამოვძვერი ჩემს თავშესაფრიდან, საბოლოოდ მტრისთვის სახეში რომ
შემეხედა და მევარი - მე იგი მაინც ვერ დავინახე - მეძგერა. რაღაც ზღვის წყალმცენარის
მსგავსი ზემოდან დამემხო. გიგანტური ლოფორთქინა უკვე მზად იყო, თავის სიმძიმით
გავეჭყლიტე, რომ მე უცებ რაღაც ღრინტეში ან ღრმულში აღმოვჩნდი. შევამჩნიე, რომ
ლოფორთქინა, ჩემს გარშემო, მთელს ზედაპირს არ ფარავდა. რიყის ქვის ქვეშ კიდევ
რჩებოდა თავისუფალი მიწის ნაჭერი. იმ წუთს „ვიცოდი“, რომ ის საჭმლის მომნელებელ
მჟავას გამოყოფდა ჩემს გასახსნელად. წვეთი ხელზე მომხვდა; ვცდილობდი, მჟავის მიწით
მოშლას, ხელს ნერწყვით ვისველებდი და კვლავ თავის დამარხვას განვაგრძობდი. მაგრამ
რამდენიმე წამში, მე უკვე თითქმის თვითონვე დავიწყე აორთქლება. რაღაც ძალა ზევით
სინათლისკენ მაგდებდა. ეტყობა, ლოფორთქინამ მე გამხსნა. ბუნდივნად შევნიშნე სინათლე.
იგი სულ უფრო და უფრო კაშკაშებდა. სინათლე მიწისქვეშეთიდან იჭრებოდა, ძლიერდებოდა -
და საბოლოოდ ბორცვებიან ჰორიზონტზე ამომავალ მზედ იქცა.

თანდათან ჩემმა ჩვეულებრივმა აღქმის უნარმა იწყო ღდგენა. მუცელზე დავწექი, ხელით თავი
გავიმაგრე. პეიოტის მცენარე ჩემს წინ ისევ განათდა და სანამ თვალის გავლებას
მოვასწრებდი, კვლავ გრძელი სინათლის სვეტი აღიმართა. იგი თავზე გადმომეფინა. ავდექი.
სინათლე მთელს ჩემს სხეულს წყნარი ძალით შეეხპ. შემდეგ ადგილიდან მოწყდა და თვალს
მიეფარა.

მთელი გზა ვირბინე იმ ადგილამდე, სადაც კაცეი დარჩნენ. სუყველა ერტად ქალაქში
დავბრუნდით. მე და დონ ხუანმა კიდევ ერთი დღე რობერტოსთან - პეიოტის წამყვანთან -
დავრჩით. მთელი ის დრო, რაც იქ ვიმყოფებოდით, ძილში გავატარე. როდესაც გამგზავრებას
ვაპირებდით, ჩემთან პეიოტის სესიის მონაწილე ახალგაზრდები მოვიდნენ. ერთიმეორის
მიყოლებით მეხვეოდნენ და მორცხვად იცინოდნენ. ყველამ საკუთარი ტავი წარმიდგინა.
რამდენიმე საათი ვილაპარაკე ყველაფერზე ამქვეყნად, გარდა პეიოტური შეხვედრებისა.

დონ ხუანმა თქვა, რომ წასვლის დრო იყო. ახალგაზრდები კვლავ გადამეხვივნენ. „ჩამოდი“, -
მითხრა ერთ-ერთმა. „უკვე გელოდებით“, - დაუმატა მეორემ. ნელა ვემზადებოდით. მოხუცების
ნახვის იმედით, მაგრამ არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.

1964 წლის 10 სექტემბერი, ხუთშაბათი


როდესაც დონ ხუანს რომელიმე თავგადასავალს ვუყვებოდი, ყოველთვის იძულებული ვიყავი,
იგი რაც შეიძლება, თანმიმდევრულად, ნაბიჯ ნაბიჯ მომეგონებინა. ეს ამბის სრულად აღდგენის
ერთადერთ საშუალებად მიმაჩნდა.

დღეს მესკალიტოსთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრის დეტალები ვუამბე. ის ყურადღებით


უსენდა მონათხრობს იმ ადგილამდე, რომცა მესკალიტომ თავისი სახელი გამიმხილა. აქ დონ
ხუანმა შემაწყვეტინა.
- ეხლა შენ თავის-თავადა ხარ, - დამცველმა მიგიღო. აწი ჩემგან ბევრ ვერაფერ ხეირს ნახავ.
მეტს ნუღარაფერს მომიყვები შენი დამოკიდებულებების შესახებ მასთან. ახლა უკვე იცი მისი
სახელი - და ამიერიდან არცერთ ცოცხალ არსებასთან არ უნდა ახსენო იგი და არც თქვენი
საქმიანობის შესახებ უთხრა რამე.

მე დაჟინებით მოვითხოვდი მისთვის განცდილის ყველა დეტალის მოყოლის უფლებას ,


რადგან ჩემთვის მას აზრი არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ მისი დახმარება მჭირდებოდა, ნანახის
გასააზრებლად. მან კი მიპასუხა, რომ ამის გაკეთება მე თვითონაც კარგად შემეძლო და რომ
ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თავად დამეწყო ფიქრი. მაგრამ, შევეპასუხე მე, მე მისი აზრი
მაინტერესებდა, რადგან ძანზე ბევრი დრო დამჭირდებოდა, თვითონ რომ გავრკვეულიყავი
და ამასთან ისიც არ ვიცოდი, რით დამეწყო.
- ავიღოთ, მაგალითად, სიმღერები. რას ნიშნავენ ისისნი?
- ეს მთლიანად შენი გადასაწყვეტია, - თქვა მან. - აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, რას ნიშნავენ?
მხოლოდ დამცველს შეუძლია გითხრას ამის შესახებ, ისევე როგორც მხოლოდ მას შეეძლო
ესწავლა შენთვის თავისი სიმღერები. მე რომ იმის ახსნა მეცადა, თუ რას ნიშნავენ ისინი, ეს
იგივე იქნებოდა, შონ რომ ვიღაც სხვისი სიმღერები გესწავლა.
- ამით რისი თქმა გინდა, დონ ხუან?
- ხელად შეიძლეა მიხდე, ინმე თუ ალის - ურალოდ სხვების სიტყვებს იმეორებს, იმათ სიტყვებს,
ვინც დამცველის სიმღერებს მღერიან. დამცელის სიმეეს - ყოელვის სული ახლავს, იგი
მხოლოდ ასეთ სიმღერებს ასწავლის. ყველა დანარჩენი - სხვა ადამიანთა სიმღერების
ასლებია. ასე ცრუობენ ხანდახან ადამიანები. სხვის სიმღერებს მღერიან და ისიც კი არ იციან,
რაზეა მათში საუბარი.
ვუთხარი, რომ ვაპირებდი მისთვის მეკითხა, თუ რისთვის მღეროდნენ სიმღერებს . მან
მიპასუხა, რომ სიმღერები, რომლებიც მე ვისწავლე - დამცველის გამოსაძახებლად იყო
ნანიშნული და რომ მის მოსახმობად, სახელთან ერთად, ყოველთვის მათთვის უნდა
მიმემართა. მოგვიანებით მესკალიტო, ალბათ სხვა მიზნებისთვის განკუთვნილ სიმღერებსაც
მასწავლიდა, თქვა დონ ხუანმა.

ამის მერე ვკითხე, როგორ მიაჩნდა მას, დამცველმა სრულიად მიმიღო თუ არა. თქვა, რომ
დამცველმა მე მიმიღო და ეს უკეთ რომ შემეგნო, ორჯერ დამიდასტურა კიდეც, როცა
სინათლის სახით მომევლინა. როგორც ჩანს, დონ ხუანზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა იმ გარემოებამ, რომ სინათლე ორჯერ ვნახე და ჩემს მესკალიტოსთან შეხვედრის
სწორედ ამ მხარეს გაუსვა ხაზი.
შევჩივლე, რომ არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ მესკალიტო თითქოს გიღებდა და
ამავე დროს ასე სასიკვდილოდ გაშინედა.

ძალიან დიდხანს დააყოვნა პასუხი და რაღაც დაბნეული ჩანდა. ბოლოს თქვა:


- ეგ ხომ გასაგებია. ის, რაც მას უნდოდა ეთქვა, იმდენად ცხადია, რომ არ ვიცი, შენ როგორ არ
გესმის ეს.
- ჩემთვის საერთოდ ყველაფერ მიუწვდომელია, დონ ხუან.
- დროა საჭირო იმისათვის, რომ გარკვევით დაინახო და გაიგო, რა აქვს მხედველობაში
მესკალიტოს: მის გაკვეთილებზე იფიქრე მანამ, სანამ ისინი შენთვის გასაგები არ გახდებიან.

1964 წლის 11 სექტემბერი, პარასკევი

კვლავ დაჟინებით ვთხოვდი დონ ხუანს, ჩემი ვიზიონერული ცდა განემარტა. რამდენიმე ხანს
უარზე იყო. შემდეგ ალაპარაკდა, და ისე, თითქოს მესკალიტოზე საუბარს აგრძელებდა.
- ხომ ხედავ, რომ სისულელეა მას შეკითხვები მისცე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს,
რომელთანაც საუბრის გაბმა შეიძლება? ის არა ჰგავს არაფერს, რაც შენ აქამდე გინახავს; იგი
ადამიანივითაა და ამავე დროს, სულ არა ჰგავს მას. ძნელია ამის ახსნა ისეთი ადამიანისთვის,
ვინც არაფერი იცის მის შესახებ და ერთბაშად ყველაფერში გარკვევა სურს. მისი
გაკვეთილებიც ხომ არანაკლები იდუმალებით არის მოცული, ვიდრე თვით იგი. რამდენადაც
მე ვიცი, არცერთ ადამიანს არ ძალუძს მისი ქცევის წინასწარმეტყველება. შენ აძლევ მას
შეკითხვას და ის გზას გიჩვენებს, მაგრამ ისე როდი გესაუბრება მის შესახებ, როგორც ახლა მე
და შენ ვსაუბრობთ. გესმის ახლა რას აკეთებს იგი?
- მე მგონია, ამის გაგება არ გამიჭირდება. მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა აზრია ამაში?
- შენ სთხოვე, მას აეხსნა შენი გასაჭირი და მანაც სურათი დაგიხატა. აქ შეცდომა
გამორიცულია! უფლება არა გაქვს განაცხადო, რომ ვერ გაიგე. ეს საუბარი არ ყოფილა - და
ამავე დროს იყო. მერე შენ სხვა შეკითხვა მიეცი და მანაც იმავე საშალებით გიპასუხა. არა ვარ
დარწმუნებული, რომ მესმის მისი ნათქვამი, რადგან შენ არ მითხარი, რა შეკითხვა მიეცი.
გულდასმით მოვყევი მისთვის მიცემული ყველა ჩემი შეკითხვის გახსენებას და იგივე
თანაფარდობით გავიმეორე: „ვაკეთებ თუ არა იმას, რაც საჭიროა? სწორ გზას თუ ვადგივარ?
ჩემს ცხოვრებას როგორ მოვექცე?“ დონ ხუანმა თქვა, რომ ჩემს მიერ დასმული შეკითვები -
მხოლოდ სიტყვები იყო. ისინი ჯობდა კი არ წარმომეტქვა, არამედ შიგნიდან დამესვა. მან
დაუმატა, რომ დამცველს მხედველობაში ჰქონდა ჩემთვის გაკვეთილის მიცემა და არა
დაშინება და ამიტომაც ორჯერ გამომეცხადა სინათლის სახით.

მე მაინც ვერ გამეგო, რატომ დასჭირდა მესკალიტოს ჩემი შეშინება, თუ კი მან მიმიღო. დონ
ხუანს შევახსენე რომ მისივე მტკიცებით, როცა მესკალიტო გიღებდა, იგი თავის ფორმას
ინარჩუნებდა და ნეტარებიდან კოშმარზე არ დახტოდა. დონ ხუანს კვლავ სიცილი აუტყდა და
თქვა, რომ თუ იმ შეკითხვას ჩავუფიქრდებოდი, გულში რომ მედო, როდესაც მესკალიტოს
ველაპარაკებოდი, გაკვეთილს თვითონ მივუხვდებოდი.
იმ შეკითხვაზე ფიქრი, მე რომ „გულში“ მედო, ნელი საქმე გამოდგა. დონ ხუანს ვუთხარი, რომ
მაშინ თავში ბევრი ამ მიიალებდა. როდესაც ვეკითხებოდი, სწორ გზას თუ ვადექი,
მხედველობაში ეს მქონდა: მარალი იყო თუ არა, რომ მე ერთდროულად ორ სამყაროში
ვიმყოფებოდი. რომელი იყო სწორი, საითკენ უნდა წარმემართა ჩემი ცხოვრება.

ხონ ხუანმა განმარტებები მოისმინა და დაასკვნა, რომ მე არ მქონდა სამყაროზე ცხადი


წარმოდგენა და რომ დამცველმა საოცრად ცხადი გაკვეთილი მომცა. მან განაგრძო:
- შენ ფიქრობ, რომ ორ ამყაროში ხარ და წინ ორი გზა გადაგეშალა. მაგრამ იგი მხოლოდ
ერთია. დამცველმა ეს არაჩეულებრივი სიცხადით გიჩვენა. შენთვის ერთადერთი მისაწვდომი
სამყარო - ადამიანთა სამყაროა; ამ სამყაროს შენი ნებით ვერ დატოვებ. შენ ადამიანი ხარ!
დამცველმა გიჩვენა ბედნიერების სამყარო, სადაც საგნებს შორის განსხვავება არ არის
იმიტომ, რომ არავინაა განსხვავების მაძიებელი. მაგრამ ეს არ არის ადამიანთა სამყარო.
დამცველმა გადმოგბერტყა იქიდან და გიჩვენა, როგორ ფიქრობს და იბრძვის ადამიანი. ეს -
ადამიანთა სამყაროა. იყო ადამიანი ნიშნავს, ეს სამყარო გქონდეს მისჯილი. შენ სულელურად
თვლი, რომ ორ სამყაროში ცხოვრობ, მაგრამ ეს მხოლოდ შენი სიბრიყვეა. მხოლოდ ერთი
სამყარო არსებობს ჩვენთვის და არავითარი სხვა. ჩვენ, ადამიანები ვართ და ადამიანთა
სამყარო კმაყოფილებით უნდა მივიღოთ.
მე მიმაჩნია, რომ სწორედ ამაში იყო შენი გაკვეთილი.

ნაწილი 9
დონ ხუანს, როგორც ჩანს, სურდა რომ ეშმაკის ბალახთანაც რაც შეიძლება მეტი მემუშავა.
ასეთი განწყობა არაფრით არ შეესაბამებოდა მის მიერ ადრე გამოხატულ მტრობას ამ
ძალისადმი. მან განმიმარტა, რომ ახლოვდებოდა დრო, როცა კვლავ მიწევდა მოწევა და ამ
დროისათვის, რაც შეიძლება, უკეთ უნდა გამეცნო ეშმაკის ბალაის ძალა.

მან რამდენიმეჯერ შემომთავაზა, კიდევ ერთხელ გამომეცადა ეშმაკის ბალახი ხვლიკებიანი


ჯადოქრობით. დიდხანს ვიფიქრე ამაზე. დონ ხუანის დაწოლა დრამატულად მატულობდა,
სანამ თავი მოვალედ არ ვიგრძენი, მისი მოთხოვნა შემესრულებინა. გადავწყვიტე, მემკითხავა
ზოგიერთი მოპარული ნივთის შესახებ.

1964 წლის 28 დეკემბეი, ოშაბათი

ცხრამე დეკემბერს, შაბათს, ლემის ფესვი მოვჭერი. დაღამებას დაველოდე, მცენარის


გარშემო ჩემი ცეკვების შესასრულებლად. ღამით ფესვის ექსტრაქტი დავამზადე და კვირას ,
დაახლოებით დილის 6 საათისთვის, ჩემი მცენარის ადგილზე მივედი. მის წინ დავჯექი. დონ
ხუანის ყველა დარიგება, პროცედურებთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ მქონდა
ჩაწერილი. კვლავ გადავიკითხე ჩანაწერები და მოვიაზრე, რომ თესლი სხვა ადგილას უნდა
დამენაყა. რაღაცნაირად, უბრალოდ იმან, რომ მცენარესთან ვიმყოფებოდი, ჩემში იშვიათი
ემოციური მდგომარეობა, აზროვნების სიცხადე და საკუთარ მოქმედებაზე კონცენტრაციის
უნარი გამოიწვია, რაც ჩვეულებრივ სულაც არ მახასიათებდა.

ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციებს და დრო ისე გავთვალე, რომ პასტაც და ფესვიც დღის
ბოლოსათვის მზად მქონოდა. საღამოს, ხუთ საათზე, უკვე ხვლიკების დაჭერას შევუდექი.
საათნახევრის განმავლობაში ყველა ხერხი ვცადე, რაც კი თავში მომივიდა, მაგრამ
უშედეგოდ.

ვიჯექი ლემის ბუჩქის წინ და თავს ვიმტვრევდი, როგორ მიმეღწია საწადელისთვის და უცებ
დონ ხუანის სიტყვები ომაგონდა, რომ ხლიკებთან გასაუბრება იყო საჭირო. ჯერ ეს აზრი
მეხამუშა - თავს უხერხულად ვგრძნობდი, თითქოს აუდიტორიის წინაშე მიხდებოდა გამოსვლა.
მაგრამ მალე ეს შეგრძნება გამიქრა და ლაპარაკი გავაგრძელე. თითქმის სრულიად
დაბნელებულიყო. ქვა ავწიე. მის ქვეშ ხვლიკი იჯდა. გაქვავებული. ხელში ავიყვანე და მაშინვე
დავინახე, რომ იქვე, მეორე ქვის ქვეშ, კიდევ ერთი ხვლიკი გაშეშებულიყო. არცერთს გაქცევა
არც კი უცდია.

ყველაზე ძნელი მათთვის პირის და ქუთუთოების ამოკერვა გამოდგა. შევამჩნიე, რომ დონ
ხუანი ჩემს ქმედებებს რაღაც შეუქცევადობის აზრს ანიჭებდა. თვითონ იგი ამტკიცებდა, რომ თუ
მოქმედებას დავიწყებდი, გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაჩერება
რომ მომნდომოდა, ხელს ვერაფერი შემიშლიდა. შესაძლოა, უბრალოდ გაჩერების სურვილი
არ გამჩენია.

ერთი ვლიკი გავუშვი და იგი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაიქცა - კარგი, მარამ


ძნელი ჯადოქრობის მანიშნებელი. მეორე ხვლიკი მხარზე მივიბი და პასტით საფეთქლები
დავიზილე, როგორც ამას წესი მოითხოვდა. ხვლიკი არ ინძრეოდა: წამით გავიფიქრე, რომ
მომვდარიყო - დონ ხუანს კი არაფერი უთქვამს, როგორ მოვქცეულიყავი ამ შემთხვევაში.
მაგრამ იგი მხოლოდ გაშეშებულიყო.

წამალი დავლიე და ცოტა დავიცადე. არაფერი არაჩვეულებრივი არ მომხდარა. პასტის


საფეთქლებში ჩაზელას შევუდექი. ოცდახუთჯერ დავიდე. შემდეგ სრულიად მექანიკურად,
თითქოს სიზმარში ყოფილიყოს, რამდენიმეჯერ შუბლზე წავისვი. წამსვე მივხვდი ჩემს
შეცდომას და პასტა სასწრაფოდ მოვიცილე. შუბლზე ოფლმა გამომასხა. ციებცხელება
ამიტყდა. უსასრულო სასოწარკვეთილებამ მომიცვა, რადგან დონ ხუანმა სასტიკად
გამაფრთხილა, რომ პასტა შუბლზე არ წამესვა. შიში აბსოლიტური სიმარტოვის,
განწირულობის გრძნობით შეიცვალა. ეს ჩემს თავს მე თვითონ მოვუწყვე. რაიმე უბედურებას
რომ გადავყროდი, არავინ იყო ჩემი მშველელი. გაქცევა მომინდა. მშფოთვარე სიმხდალე
დამეულა. წარმოდენა არ მქონდა, რა მექნა. აზრების ნიაღვარმა გონება დამიტბორა; ისინი
წარმოუდგენელი სისწრაფით ცვლიდნე ერთმანეთს. შევნიშნე, რომ ეს საკმაოდ უცნაური
აზრები იყო, უფრო სწორად, ისინი უცნაური და უცხო მეჩვენებოდნენ, რადგან სულ სხვანაირად
იბადებოდნენ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. მე ვიცი, როგორცა ვფიქრობ. ჩემს აზრებს
გარკვეული წყობა გააჩნიათ, რომელიც მხოლოდ მე მახასიათებს და ნებისმიერი გადახვევის
შემჩნევა ძალზე ადვილია.

ერთ-ერთი უცხო აზრი, რომელიღაც მწერლის გამონათქვამი იყო და, როგორც ბუნდოვნად
მახსოვს, ის რაღაც ხმის ან ბგერების სახით უკანა პლანზე აჟღერდა. ეს ისე სწრაფად მოხდა,
რომ ცოტა არ იყოს შემაკრთო. გავინაბე, იგი რომ მომეაზრებინა, მაგრამ ის რომელიღაც
ჩვეულებრივმა აზრმა განდევნა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამონათქვამი სადღაც
წაკითხული მქონდა, მაგრამ ვერაფრით გამეხსენებინა ავტორი. უცბად მივხვდი, რომ ეს
ალფრედ კრებერი იყო. მაშინ კიდევ ერთმა უცხო აზრმა იფეთქა და თქვა, რომ ეს კრებერი კი
არა, გეორგ ზიმელი იყო. მე ჩემსაზე ვიდექი და ვამტკიცებდი, რომ გამონათქვამის ავტორი
კრებერია. უცებ, ამის შემდეგ, თავი იმაზე დავიჭირე, რომ გაცხარებული საკუთარ თავს
ვეკამათებოდი. ჩემი განწირულობის გრძნობა ერთბაშად გადამავიწყდა.

ქუთუთოები დამიმძიმდა, თითქოს ძილის წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი. თუმცა


არასოდეს არავითარი ძილის წამალი არ მიმიღია, თავში სწორედ ასეთი შედარება მომივიდა.
მეძინებოდა. მანქანაში ჩაჯდომა მომინდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი.

მერე, სრულიად მოულოდნელად, გამომეღვიძა. ან უფრო სწორედ, გარკვევით ვიგრძენი, რომ


გამოვიღვიძე. მაშინათვე დროს გაგება მომინდა. მივიხედ-მოვიხედე. ლემის მცენარე ვერ
დავინახე - სულ სხვა ადგილას აღმოვჩნდი. თვით ფაქტს კიდევ ერთი მკითხაობისა,
გულგრილად აღვიქვამდი. საათი ჩემს თავს ზემოთ 12.35-ს აჩვენებდა. ვიცოდი, რომ შუაღამე
იყო.

პირდაპირ ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა კაცს ქაღალდის დასტა მოჰქონდა. მას თითქმის
ვეხებოდი. ვხედავდი მფეთქავ ძარღვს მის კისერზე და მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა .
ჩავუღრმავდი იმას, რასაც ვხედავდი, ჩემი აზრების ხასიათს კი ყურადღებას აღარ ვაქცევდი.
შემდეგ გავიგონე „ხმა“, რომელიც მთელ სცენას ამიწერდა და პირდაპირ ყურში ჩამძახოდა -
მივხვდი, რომ ეს „ხმა“ უცხო იყო ჩემს გონებაში.

ვუსმენდი და მან ისე გამიტაცა, რომ ხილული სცენისადმი ინტერესი დავკარგე. „ხმა“ ჩემს
მარჯვენა ყურთან, პირდაპირ მხრის ზემოდან მოისმოდა. სწორეს ის ქმნიდა სცენას, მისი
აღწერით. მაგრამ იგი ჩემს ნებას ემორჩილებოდა - ნებისმიერ დროს შემეძლო მისი შეჩერება
და იმის დეტალებში ჩაღრმავება, რაზედაც საუბარი მიდიოდა, როცა უბრალოდ ვუსმენდი. მე
„მესმოდავხედავდი“ ახალგაზრდა კაცის ქმედების მთელს თანმიმდევრობას. ხმა
განაგრძნობდა მის აღწერას, უწვრილეს დეტალებში, მაგრამ თავის თავად, მას რატომღაც,
მნიშვნელობა არ ჰქონდა. ხმა ზებუნებრივი მოვლენა იყო. სამჯერ ვცადე შემობრუნება,
მინდოდა მენახა, ვინ ლაპარაკობდა. ვცადე თავის მარჯვნივ შებრუნება და მოულოდნელად ,
უკან შეტრიალება, რომ გამერკვია, იქ ხომ არ იყო ვინმე. მაგრამ ჩემი ხედველობა ყოველთვის
ინისლებოდა. გავიფიქრე: „იმიტომ არ შემიძლია შემობრუნება, რომ ეს სცენა ყოველდღიური
რეალობიდანარ არ არის“. ეს აზრი, ჩემი საკუთარი აზრი იყო.
მაშინ ყურადღება მარტო ხმაზე გავამახვილე. ის, თითქოს, ჩემი მხრიდან მოდიოდა. სრულიად
ცხადი, თუმცა მდნავ წვრილი. ეს არც ბავშვის ხმა იყო და არც ფანცეტი, არამედ მინიატურული
კაცის ხმა იყო. ჩემი ხმაც არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, იგი ინგლისურად ლაპარაობდა.
როგორ არ ვეცადე მის გარჩევას. იგი მაშინათვე ჩუმდებოდა და ბუნდოვანი ხდებოდა, სცენა კი
იმღვრეოდა. ერთი შედარება დამებადა. ხმა იმ სურათს წააგავდა, რომელსაც წამწამეზე
მტვერი ან თვალის გარსზე სისხლძარღვები წარმოქმნიან, იმ ჭიისებრ ფორმებს , რომლის
დანახვაც მხოლოდ იმ შმთხვევაში შეიძლება, თუ არ ცდილობ მათ პირდაპირ შეხედო. ხოლო
როგორც კი შეხედვას დააპირებ, ისინი გისხლტებიან ხედვის არედან, თვალის კაკლის
მოძრაობასთან ერთად.

მოქმედებისადმი ინტერესი სრულიად დავკარგე. რაც მეტს ვუსმენდი, ხმა მით უფრო
რთულდებოდა. ის, რაც ხმად მიმაჩნდა, სულ უფრო ემსგავსებოდა ისეთ რაღაცას, რაც აზრებს
ყურში ჩამჩურჩულებდა. მაგრამ ეს მთლად ზუსტი არ იქნებოდა. რაღაცა ფიქრობდა ჩემს
მაგივრად. აზრები ჩემს გარეთ იმყოფებოდნენ. ვიცოდი, რომ ეს ასე იყო, იმიტომ, რომ
შემეძლო, როგორც ჩემი საკუთარი, ისე იმ „უცხოს“ აზრების ერთდროულად დაჭერა.

რაღაც დროის შემდეგ ხმით შექმნილ სცენებს იმ ბიჭის მონაწილეობით, უკვე აღარაფერი
ჰქონდა საერთო ჩემს პირვანდელ შეკითხვასთან, დაკარგული ნივთების შესახებ. იგი ძალზე
რთულ რაღაცას აკეთებდა. მოქმედებამ ჩემთვის კვლავ მნიშვნელობა მოიპოვა და ხმას უკვე
ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მოთმინებას ვკარგავდი; დასრულება მინდოდა. გავიფიქრე: „ეს
როგორ დავამთავრო?“ ხმამ ყურთან მითხრა, რომ ამისათვის საჭირო იყო კანიონში
დაბრუნება. ვკითხე, ეს როგორ გამეკეთებინა და ხმამ მიპასუხა, რომ ჩემს მცენარეზე უნდა
მეფიქრა.

ჩემს მცენარეზე დავიწყე ფიქრი. ჩვეულებრივ, პირდაპირ მის წინ ვიჯექი, ეს ისე ხშირად
გამიკეთებია, რომ მის ვიზუალიზაციას არავითარი სიძნელე არ წარმოუშვია. მე ჩავთვალე,
რომ ის, როგორც მას ახლა ვხედავდი - კიდევ ერთი ჰალუცინაცია იყო, მაგრამ ხმამ მითხრა,
რომ მე „დავბრუნდი“! დაძაბულად ყურს ვუგდებდი. მხოლოდ სიჩუმე მესმოდა. ლემის მცენარე
ჩემს წინ ისეთივე რეალური მეჩვენებოდა, როგორც ყველაფერი, რაც ახლახანს მენახა,
მაგრამ მისთვის ხელის შეხება, მისი გარშემო შემოვლა შემეძლო.

წამოვდექი და მანქანისკენ წავედი. ძალის დატანებამ გამომფიტა. დავჯექი და თვალები


დავხუჭე, გული მერეოდა, თავი მიბრუოდა. ყურები მიწუოდა.

უცებ გულზე რაღაც ჩამომისრალდა. ეს ხვლიკი იყო. მაშინათვე დონ ხუანის დარიგება
მომაგონდა, მისი გაშვების შესახებ. ჩემს მცენარესთან დავრუნდი და ხვლიკს ბაწარი
შემოვხსენი. იმის დანახვაც კი არ მინდოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. თიხის ქოთანი პასტით
- გავტეხე და ფეხით მიწა მოვაყარე. მერე მანქანაში დავჯექი და დავიძინე.

1964 წლის 24 დეკემბერი, ხუთშაბათი


დღეს დონ ხუანს ყველა ჩემი თავგადასავალი ვუამბე. ჩვეულებისამებრ სიტყვის გაუწყვეტლად
მომისმინა. რის შემდეგაც ჩვენს შორის ასეთი საუბარი გაიმართა.
- ზოგი რამ არ უნდა გაგეკეთებინა.
- ვიცი, სულელური შეცდომა დავუშვი, სრულიად შემთხვევით.
- არ არსებობს შემთხვევითი, როცა ეშმაკის ბალახთან გაქვს საქმე. გითხარი უკვე, რომ ის
მუდამ გცდის. როგორც ჩანს, შენ ან ნამეტანი ძლიერი ხარ, ან კიდებ, ეშმაკის ბალახს მართლა
მოსწონხარ. შუბლის შუაგული მხოლოდ დიდი ბრუხოებისთვისაა , იმათთვის, ვინც იცის მის
ძალას როგორ მოეპყროს.
- რა მოხდებოდა, თუ ადამიანი შუბლზე პასტას წაიცხებს?
- თუ ეს ადამიანი ბრუხო არ არის, ის უბრალოდ აღარასოდეს დაბრუნდება მოგზაურობიდან.
- შენ თვითონ როდესმე თუ წაგისვია პასტა შუბლზე, დონ ხუან?
- არასოდეს. ჩემი ბენეფაქტორი მეუბნებოდა, რომ ძალზე ცოტა ვინმე თუ ბრუნდება ასეთი
მოგზაურობიდან. ადამიანმა შეიძლება თვეობით იმოგზაუროს და ამ დროის განმავლობაში
სხვებმა უნდა იზრუნონ მასზე. ბენეფაქტორი ამბობდა, რომ ხვლიკებს შეუძლიათ ადამიანი მისი
სურვილისამებრ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში წაიყვანონ და სვადასხვა საოცრებანი აჩვენონ.
- ვისმეს თუ იცნობ, ასეთი მოგზაურობა რომ შეესრულებინოს?
- ხო. ჩემს ბენეფაქტორს. მაგრამ მას არასოდეს უთქვამს, როგორ დაბრუნდა იქიდან.
- ნუთუ ასე ძნელია დაბრუნება, დონ ხუან?
- კი, ძნელია. აი, რატომაც მაოცებს შენი საქციელი. შენ არავითარ თანმიმდევრობას არ იცავ,
ჩვენ კი ვალდებული ვართ, გარკვეული საფეხურები გავიაროთ იმიტომ, რომ სწორედ მათი
გავლით იძენს ადამიანი ძალას. მათ გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ.
რამდენიმე საათი ვდუმდით. იგი, თითქოს ღრმად ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე.

1964 წლის 26 დეკემბერი, შაბათი

დონ ხუანმა მკითხა, ხვლიკების ძებნა თუ მომიხდა. ვუპასუხე, რომ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.
ჩემს შეკითხვაზე, რა მოხდებოდა ერთ-ერთი ხვლიკი ხელში რომ შემომკვდომოდა, მან
მიპასუხა, რომ ხვლიკის დაღუპვა საერთოდ ავბედითი მოვლენა იყო. თუ პირგაკერილი
ხვლიკი მოკვდებოდა, თანაც ნებისმიერ დროს, მაშინ ჯადოსნობის გაგრძელებას არავითარი
აზრი აღარ ჰქონდა, თქვა მან. ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ ხვლიკებს ჩემთან მეგობრობა
გაეწყვიტათ და ეშმაკის ბალახის შესახებ სწავლების დიდი ხნით გადადება მომიწევდა.
- მაინც რა ხნით, დონ ხუან? - ვკითხე მე.
- ორი წლით ან მეტით.
- და რა მოხდებოდა, მეორე ხვლიკიც რომ მომკვდარიყო?
- მეორე ხვლიკიც თუ მოკვდა, შენ, მართლაც, საფრთხის წინაშე აღმოჩნდები. მარტო, გიდის
გარეშე დარჩები. ის თუ ჯადოქრობის დაწყებამდე მოკვდა, შეგიძლია ჯადოქრობა შეწყვიტო
და უარი უნდა თქვა ეშმაკის ბალახზე. ხვლიკი მხარზე რომ მოგკვდომოდა, ჯადოქრობის
დაწყების შემდეგ, შენ მისი გაგრძელება მოგიხდებოდა. ეგ კი, მართლაც, სიგიჟე იქნებოდა.
- რატომ იქნებოდა სიგიჟე?
- იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ყველაფერი აზრს კარგავს. შენ მარტო რჩები, გიდის გარეშე და
საშინელებას და უაზრობას ხედავ.
- რას გულისხმობ „უაზრობაში“?
- იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვხედავთ. რასაც ვედავთ, როცა მიმართულება არა გვაქვს
მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ეშმაკის ბალახი შენს მოშორებას ცდილობს, თავიდან გიცილებს.
- ვინმეს თუ იცნობ, ეს რომ გამოეცადოს?
- კი, მე თვითონ. ხვლიკების სიბრძნის გარეშე გავგიჟდი.
- რა ნახე, დონ ხუან?
- უამრავი სისულელე. აბა კიდევ რას ვნახავდი მიმართულების გარეშე?

1964 წლის 28 დეკემბერი, ორშაბათი

- შენ თქვი, დონ ხუან, რომ ეშმაკის ბალახი ცდის ადამიანს. ამით რისი თქმა გინდოდა?
- ეშმაკის ბალახი ქალსა ჰგავს და კაცსაც ქალივით აცდუნებს. ყოველ მოსახვევში უგებს მახეს.
შენც გამოგიჭირა, როცა შუბლზე პასტა წაგასმევინა. კვლავ შეეცდება ამას და, ალბათ,
გაებმები კიდევაც მის მახეში. გაფრთხილებ, ნუ აჰყვები მის ცდუნებას. ეშმაკის ბალახი -
მხოლოდ ერთ-ერთი გზაა ადამიანის ცოდნის საიდუმლოებისაკენ. სხვა გზებიც არსებობს.
ხოლო მისი მახე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაგარწმუნოს, თითქოს მისი გზა
ერთადერთი ყოფილიყოს. მე ვთვლი, რომ უაზრობაა, შენი ცხოვრება მხოლოდ ერთ გზაზე
დახარჯო, მით უმეტეს, თუ ამ გზას გული არა აქვს.
- მაგრამ, დონ ხუან, რა იცი, რომ გზას გული არა აქვს?
- სანამ გადაჭრით გზას დაადგებოდე, შენ თავს ჰკითხე: აქვს თუ არა მას გული? თუ არა აქვს,
შენ ეს გეცოდინება და მაშინ სხვა გზის არჩევას შეძლებ.
- კი მაგრამ, როგორ მივხვდები, აქვს ამ გზას გული თუ არა?
- ამას ყოველი ადამიანი მიხვდება. უბედურება ისაა, რომ არავინ ისვამს ამ კითხვას; ხოლო
როცა კაცი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ უგულო გზა აურჩევია, გზა უკვე მზადაა მის
მოსაკლავად. აქ კი ძალზე ცოტა ვისმეს თუ შეუძლია ეჭვების უკუგდება და მისი მიტოვება.
- რით უნდა დავიწყო, დონ ხუან, ეს შეკითხვა სათანადოდ რომ დავუსვა საკუთარ თავს?
- უბრალოდ დაუსვი.
- რაიმე უტყუარი ხერხი თუ არსებობს, თავი რომ არ მოიტყუო და „არა“ – „ხო“-თ არ მიიღო?
- შენ თავს რატომ უნდა მოატყუო?
- თუნდაც იმიტომ, რომ იმ წუთას გეჩვენება, რომ გზა სიამოვნებას და სიხარულს გგვრის.
- სისულელეა. უგულო გზას არასოდეს არ მოაქვს სიხარული. მძიმე შრომაა საჭირო მასზე
უბრალოდ შესადგომადაც კი. ხოლო გულიანი გზა ადვილი სავალია. მის შესაყვარებლად
შრომა არ გჭირდება.

დონ ხუანმა უეცრად თემა შეცვალა და იმ აზრით გამაოგნა, თითქოს მე ეშმაკის ბალახი
მომწონდა. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ, მართლაც, მას გარკვეულ უპირატესობას
ვანიჭებდი. მან მკითხა, მის მოკავშირე კვამლისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ და აქაც
ვაღიარე, რომ უბრალო გაფიქრებაც კი მასზე უკიდურეს შიშს მგვრიდა.
- გითხარი უკვე, რომ გზის არჩევის დროს შიშისა და ამბიციებისაგან უნდა ანთავისუფლდე. შენ
კი კვამლი შიშით გაბრმავებს, ხოლო ეშმაკის ბალახი - ამბიციებით.
- მე შევეპასუხე და ვუთხარი, რომ ამბიციები თუნდაც იმისათვისაა საჭირო, რომ საერთოდ
რომელიმე გზას დაადგე და მის მტკიცებას, თითქოს ამბიციებისგან სრულიად უნდა
განთავისუფლდე, არავითარი აზრი არა ჰქონდა. ადამიანს სჭირდება ამბიციები იმისათვის,
რომ ისწავლოს.
- - სწავლის სურვილში არ არის ამბიციები, - თქვა მან. - ეს ჩვენი, ადამიანთა ხვედრია -
ცოდნისადმი ლტოლვა; მაგრამ ეშმაკის ბალახთან შენ ძალისაკენ ისწრაფვი, ხოლო ეს კი
ამბიციაა იმიტომ, რომ შენი მიზანი ცოდნა არაა. ნუ მისცემ ეშმაკის ბალახს შენი დაბრმავების
ნებას. შენ უკვე გამოედევი ანკესს. იგი ბადეში ახვევს მამაკაცების მათთვის ძალის შეგრძნების
მინიჭებით; ვითომც და მათ ისეთი რამეების კეთება შეეძლოთ, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არც
კი დაესიზმრება. მაგრამ სწორედ ამაშია მისი მახე. და კიდევ: უგულო გზა ადამიანის
წინააღმდეგ შემობრუნდება და გაანადგურებს მას. სიკვდილს დიდი არაფერი უნდა, მისი ძებნა
- არაფრის ძებნას ნიშნავს.

ნაწილი 10
1964 წლის დეკემბერში ჩვენ, დონ ხუანთან ერთად, გავემგზავრეთ მოსაწევი ნარევისათვის
მცენარეების შესაგროვებლად. ეს მეოთხე ციკლი გახლდათ. დონ ხუანი, უბრალოდ,
კონტროლს უწევდა ჩემს მოქმედებას. მან შემახსენა, რომ სანამ რომელიმე მცენარეს
მოვწყვიტავდი, საჭირო იყო დროის შერჩევა, დაკვირვება და აზრების მოკრეფა. როგორც კი
ყველა საჭირო მცენარე მოვაგროვე და შესაბამისად დავამზადე, მან დამიწყო დარწმუნება,
მოკავშირესთან ჩემი კიდევ ერთი შეხვედრის აუცილებლობაში.

1964 წლი 31 დეკემბერი, ხუთშაბათი

- ახლა, როცა ცოტა უკეთ გაიცანი ეშმაკის ბალახი და კვამლი, უფრო გარკვეულად შეგიძლია
თქვა, რომელი უფრო მოგწონს ამ ორში, - მითხრა დონ ხუანმა.
- კვამლი ნამდვილად მაშინებს, დონ ხუან. არ ვიცი რატომ, მაგრამ მის მიმართ კეთილ
გრძნობებს არ განვიცდი.
- შენ პირფერობა გიყვარს და ეშმაკის ბალახიც შენთვის ქათინეურებს არ იშურებს. ქალივით
სიამოვნებას განიჭებს. კვამლი კი - ყველაზე კეთილშობილ ძალას წარმოადგენს. მას
უსპეტაკესი გული აქვს. იგი მამაკაცებს არ აცდუნებს და მათ არ ატყვევევს. იგი თავისუფალია,
როგორც სიყვარულისგან, ისე სიძულვილისგანაც. ერთადერთი, რასაც ის მოითხოვს, ეს
ძალაა. ეშმაკის ბალახიც ძალას მოითხოვს, მაგრამ სულ სხვა სახის ძალას - ეს გულის ძალაა.
შენ ის არა გაქვს! ის ძალზე ცოტა მამაკაცს გააჩნია. სწორედ ამიტომ გირჩევ, კვამლის უკეთ
გაცნობას. იგი გულს გიმაგრებს და სულ არ ჰგავს ეშმაკის ბალახს, თავისი ვნებებით,
ეჭვიანობითა და ძალადობით. კვამლი საიმედოა. მათან არ უნდა გეშინოდეს, რომ საქმის
მსვლელობაში რამეს დაივიწყებ.

1965 წლის 27 იანვარი, ხუთშაბათი


სამშაბათს, ცხრამეტ იანვარს, ისევ მოვწიე ჰალუცინოგენური ნარევი. დონ ხუანს ვუთხარი, რომ
სრულიად არ ვიყავი კეთილად განწყობილი კვამლის მიმართ და მეშინოდა კიდევაც მისი. მან
თქვა, რომ კვამლის სათანადოდ შეფასებისთვის, იგი კიდევ ერთხელ უნდა მომესინჯა.

მის ოთახში გავედით. დღის ორი საათი იქნებოდა. მან ჩიბუხი გამოიღო. მე ნაკვერჩხლები
მოვიტანე, შემდეგ ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. მან თქვა, რომ ჩიბუხის გათბობასა და
გაღვივებას აპირებდა. თუ ყურადღებით ვიქნებოდი, დავინახავდი, როგორ დაიწყებდა იგი
ნათებას. მან სამჯერ თუ ოთხჯერ მიიტანა ჩიბუხი პირთან და მით ჰაერი შეისუნთქა. ნაზად
გადაუსვა ხელი, უეცრად, მან ოდნავ შესამჩნევად დამიკრა თავი ნიშნად იმისა, რომ ჩიბუხის
გაღვივების საყურებლად მიწვევდა. მე ვუცქერდი, მაგრამ ვერაფერი დავინახე.

მან ჩიბუხი გადმომცა. ყალიონი ჩემი საკუთარი ნარევით ავავსე. მერე გავარვარებული
ნაკვერჩხალი ავიღე საკეცურით, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის ხის
საკიდრისგან გავაკეთე. დონ ხუანმა საკეცურს შეხედა და სიცილი აუტყდა. ოდნავ დავაყოვნე
და ნაკვერჩხალი საკეცურს მიეწვა. შემეშინდა, საკეცური ჩიბუხისთვის არ მიმერტყა და
ნაკვერჩხლის მოსაცილებლად იძულებული გავხდი მასზე დამეფურთხებინა.

დონ ხუანი მიბრუნდა და სახეზე ხელები აიფარა. სხეული უკრთოდა. წამით გავიფიქრე, რომ
ტიროდა, მაგრამ იგი უხმოდ იცინოდა.

პროცედურა კარგა ხნით შეწყდა; შემდეგ მან თვითონ სწრაფად აიღო ნაკვერჩხალი, ჩიბუხში
ჩადო და მოწევა მიბრძანა. მნიშვნელოვანი ძალდატანება დამჭირდა, ჰაერი რომ შემესრუტა,
რადგან ნარევი, როგორც ჩანს, ძალზე მჭიდრო იყო. პირველი ნაფაზის შემდეგ ვიგრძენი, რომ
ჰაერთან ერთად წმინდა ფხვნილიც შევიწოვე, მაშინათვე პირი გამიბუჟდა. ჩიბუხში
ნაღვერდალს ვხედავდი, მაგრამ კვამლს სრულებით არ ვგრძნობდი, ისე, როგორც კაცი
სიგარეტის კვამლს გრძნობს. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაცას ვისრუტავდი, რაც ჯერ
ფილტვებს მივსებდა, ხოლო შემდეგ ძირს ეშვებოდა და მთელს სხეულში იღვრებოდა.

20 ნაფაზი დავითვალე შემდეგ ანგარიშმა მნიშვნელობა დაკარგა. ოფლი წამომივიდა; დონ


ხუანმა დაკვირვებით შემომხედა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა და ყველაფერი ზუსტად ისე
გამეკეთებინა, როგორც ის იტყოდა. ვცადე სიტყვა „კარგი“-ს წარმოთქმა, მაგრამ ამის
ნაცვლად რაღაც მუცლისმიერი ყმუილი აღმომხდა, რომელიც მას შემდეგაც გაისმოდა, პირი
რომ დავმუჭე. ხმამ თავზარი დასცა დონ ხუანს და სიცილის კიდევ ერთი შეტევა გამოიწვია.
თავის დაქნევა დავაპირე „ხო“-ს ნიშნად, მაგრამ ესეს ვერ შევძელი.

დონ ხუანმა რბილად გამიხსნა ხელები და ჩიბუხი გამომართვა. იატაკზე დაწოლა მიბრძანა ,
მაგრამ ძილი ამიკრძალა. ველოდი, რომ დაწოლაში დამეხმარებოდა, მაგრამ მან ეს არ
გააკეთა. იგი უბრალოდ თვალმოუცილებლად მიმზერდა. უცბად დავინახე, რომ ოთახი
შეტრიალდა და ახლა დონ ხუანს გვერდზე წამოწოლილი მდგომარეობიდან ვხედავდი. ამ
წუთიდან ზმანებებ უცნაურად შეინისლა სიზმარივით. ბუნდოვნად მაგონდება, რომ დონ ხუანი
ბევრს ლაპარაკობდა, მე კი უძრავად ვიყავი.

არც შიში და არც სხვა რამ უსიამოვნო შეგრძნება ამ მდგომარეობას არ მოუტანია და მეორე
დღეს, გამოღვიძებისას, თავს ავად არ ვგრძნობდი. ერთადერთი უჩვეულო ის იყო, რომ რაღაც
პერიოდი გაღვიძების შემდგომ, ნათლად ვერ ვაზროვნებდი. შემდეგ თანდათან 4-5 საათის
განმავლობაში კვლავ დავუბრუნდი ჩვეულ მდგომარეობას.

1965 წლის 20 იანვარი, ოთხშაბათი

დონ ხუანს აღარ წამოუწყია საუბარი ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და მათი გადმოცემაც
ჩემთვის არ უთხოვია. მან შენიშნა მხოლოს, რომ მე ნამეტანი სწრაფად ჩამეძინა.
- ერთადერთი საშუალებაა არ დაიძინო ეს - ფრინველად, კურდღლად ან კიდევ სხვა მსგავს
რამედ გადაიქცე, - თქვა მან.
- ამას როგორ აკეთებ, დონ ხუან?
- სწორედ ეგ უნდა გასწავლო. გახსოვს გუშინ რა გითხარი, როცა ხეული არ გქონდა?
- კარგად ვერ ვიხსენებ.
- მე - ყვავი ვარ და გასწავლი, ყვავი როგორ გახსე. ამას რომ ისწავლი, სიფხიზლის
შენარჩუნებასა და თავისუფლად მოძრაობას შეძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუდამ
მიწაზე დარჩები მიკრული - იქ, სადაც დაეცემი.

1965 წლის 7 თებერვალი, კვირა

კვამლის ჩემი მეორე მოსინჯვა შედგა კვირას, 31 იანვარს ნაშუადღევს. მეორე დღეს ,
მოსაღამოვებულს გამოვიღვიძე და რაღაც არაჩვეულებრივი უნარი შევიგრძენი ყველაფერი
იმის გახსენებისა, რაც კი დონ ხუანმა ცდის დროს მითხრა. კვლავ ჩამესმოდა ისინი, საოცარი
სიცხადითა და დამაჯერებლობით. კიდევ ერთი რამ გახდა ჩემთვის ცხადი: მთელი სხეული
ერთბაშად გამიბუჟდა მას შემდეგ, რაც წვრილი ფხვნილის ყლაპვა დავიწყე, ყოველ ნაფასზე
პირში რომ მხვდებოდა. ესე იგი, მარტო კვამლს კი არ ვისუნთქავდი, ნარევსაც ვჭამდი.

ვეცადე დონ ხუანისთვის ჩემი შეგრძნებების გაზიარება; მან თქვა რომ არაფერი სერიოზული
არ მომხდარა. მაშინ დავუმატე, რომ ყველაფრის გახსენება შემეძლო, რაც მოხდა, მაგრამ მან
მოსმენა არ ისურვა. ყოველი მოგონება ზუსტი და შეუცდომელი იყო. მოწევის პროცედურა
იგივე იყო, რაც წინათ. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ორივე ცდა მთლიანად ემთხვეოდა
ერთმანეთს და ჩემი თხრობის გაგრძელება იმ ადგილიდან შემეძლო, სადაც პირველი
ექსპერიმენტი დასრულებულიყო. ცხადად მახსოვდა, რომ გვერდზე დაცემის შემდეგ
გრძნობებმა და აზრებმა სრულიად დამტოვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გონების სიცხადე
არაფერში არ დარღვეულა. მახსოვს, რომ ჩემი უკანასკნელი აზრი, როცა ოთახი ვერტიკალურ
სიბრტყეში გადაბრუნდა, იყო: „ალბათ, იატაკს დავასკდი თავით და მაინც არავითან ტკივილს
არა ვგრძნობ“.

ამ წუთიდან მე მხოლოდ მოსმენისა და ხედვის უნარი დამრჩენოდა. დონ ხუანის მიერ


წარმოთქმული ყოველი სიტყვის გამეორება შემეძლო. ყველა მის მითითებას ვასრულებდი.
ისინი ცხადი, ლოგიკური და უბრალო მეჩვენებოდნენ, ხოლო ასეთ პირობებში სიფხიზლისა და
მოძრაობის უნარის შნარჩუნების ერთადერთი საშუალება - ყვავად გადაქცევა იყო. მან
მიბრძანა, თვალების დახამხამება მეცადა და დაუმატა, ამას თუ შევძლებდი, ეს იმის ნიშანი
იქნებოდა, რომ გაგრძელება შემეძლო. შემდეგ მან მითხრა, რომ ჩემი სხეული სრულიად
გამქრალიყო და მე თავის გარდა არაფერი დამრჩენოდა; თავი არასოდეს არ ქრებოდა,
რადგან სწორედ თავი გადაიქცეოდა ყვავად.

მან მიბრძანა, თვალები დამეხამხამებინა. ალბათ, ეს ბრძანება - ისევე როგორც ყველა


დანარჩენი - მრავალჯერ გაიმეორა იმიტომ, რომ მათი გახსენება უაღრესი სიცხადით შმეძლო.
როგორც ჩანს, მე თვალები დავახამხამე, რადგან მან გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე მზად
ვიყავი, და თავის გასწორება და ნიკაპზე დაყრდნობა მიბრძანა. ნიკაპი თურმე - ყვავის თითები
ყოფილა. მან მიბრძანა, თითები შემეგრძნო და მეზრუნა იმაზე, რომ ისინი ნელ-ნელა
გამოსულიყვნენ. შემდეგ მან თქვა, რომ მე ჯერ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი, რომ კუდი უნდა
გამეზარდა და რომ იგი ჩემი კისრიდან გამოვიდოდა. მიბრძანა, კუდი მარაოსავით გამეშალა
და შემეგრძნო, როგორ ხვეტავდა იგი იატაკს.

შემდეგ ის ყვავის ფრთებზე გადავიდა და თქვა, რომ ისინი ჩემი ღაწვებიდან უნდა
გამოსულიყვნენ. ეს ძნელი და მტკივნეული საქმე იქნებოდა. მათი გამოვება მიბრძანა. ისინი
განსაგუთრები გრძელი უნდა ყოფილიყვნენ, იმ სიგრძე, რომლის მიღწევასაც კი შევძლებდი,
წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავფრინდებოდი. მან მითხრა, რომ ფრთები უკვე გამომდიოდა,
გრძელი და ლამაზი, უნდა მექნია ისინი, სანამ ნამდვილ ფრთებად არ გადაიქცეოდნენ.

შემდეგ ის ჩემი თავის კენწეროზე გადავიდა და თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან დიდი და
მძიმე იყო და რომ მისი სიმძიმე ფრენას შემიშლიდა. მისი შემცირებისთვის თვალების
დახამხამება იყო საჭირო საჭირო; ყოველ დახამხამებაზე თავი თანდათან შემცირდებოდა. მან
მიბრძანა, თვალები დამეხამხამებინა, სანამ კენწერო არ გამსუბუქდებოდა და მე თავისუფლად
არ შევძლებდ ახტომას. შემდეგ მან მითხრა, რომ მე უკვე შევამცირე თავი ყვავის თავის
ზომამდე, ახლა უნდა მევლო იქით-აქეთ და მეხტუნა, სანამ შებოჭილობა არ გამივლიდა.

კიდევ ერთი რამ დარჩა შესაცვლელი, მითხრა მან და მაშინ ფრენას შევძლებდი. ეს იყო
ყველაზე ძნელი ცვლილება - მისთვის რომ მიმეღწია, ყველაფერში დონ ხუანისთვის უნდა
დამეკერებინა და ყოველი მიინ ნათქვამი ზედმიწევნით შემესრულებინა. მე უნდა მესწავლა
ყვავივით ხედვა. დონ ხუანმა თქვა, რომ ახლა თვაებს შუა ცხვირი და პირი გამომივიდოდა და
მყარი ნისკარტო ჩამოყალიბდებოდა. მან დაუმატა, რომ ყვავები პირდაპირ ორივე მხარეს
იხედებიან და მიბრძანა, თავი მომებრუნებინა და მისთვის ცალი თვალით შემეხედა. მეორე
თვალით რომ მესურვა ისთვის შეხედვა, ნისკარტი ქვემოთ უნდა დამეწია - ეს მოძრაობა მეორე
თვალით დანახვის საშალებას მომცემდა. მანმიბრძანა, მხედველობა ერთი თვალიდან
მეორეზე გადამეტანა. შემდეგ დაასკვნა, რომ გაფრენისთვის მზად ვიყავი და მას მხოლოდ
ჩემი ჰაერში აგდება დარჩენოდა.

მისი ბრძანებების შესაბამისად აღძრულ არცერთ შეგრძნებასთან არავითარი სირთულე არ


გამჩენია. ვგრძნობდი, როგორ მეზრდებოდა ფრინველის ფეხები, ჯერ სუსტი და
მთრთოლვარე. ვგრძნობდი, როგორ ამოდიოდა ჩემი კისრის უკანა მხარიდან კუდი, ხოლო
ღაწვებიდან - ფრთები. ფრთები მჭირდოდ მქონდა აკეცილი. ბგრძობდი როგორ
გამოდიოდნენ ისინი თანდათანობით. პროცესი ძნელი, მაგრამ უმტკივნეულო იყო . შემდეგ
თვალების დახამხამებას მოვყევი დანამ ჩემი თავი ყვავის თავის ზომამდე არ შემცირდა.
მაგრამ ყველაზე საოცარი ჩემს თვალებს გადახდა. მე ფრინველივით ვხედავდი!

როდესაც დონ ხუაის ხელმძღვანელობით ნისკარტს ვიზრდიდი, გამიჩნდა ჰაერის


უკმარისობის გამაღიზიანებელი შეგრძნება. შემდეგ, რაღაც წინ გამოშვერილმა საგანმა ჩემს
თვალებს დაბრკოლება შეუქმნა და სანამ დონ ხუანმა გვერდით გახედვა არ მიბრძანა, მათ
სრული ხედვითი არე არ გააჩნდათ. მე შემეძლო თვალის დახამხამებით მეხედველობის
ფოკუსის ერთი თვალიდან მეორეზე გადატანა. ამასთან, ოთახი და მასში განლაგებული
არცერთი საგანი ისე არ გამოიყურებოდა, როგორც ჩვეულებრი. თუმცა ვერ ვიტყვი, რაში
მდგომარეობდა განსხვავება. როგორც ჩანს, მე მათ ალმაცერად ვუცქერდი, ანდა შესაძლოა,
საგნებს ფოკუსში ვერ ვიჭერდი.

დონ ხუანი ძალიან დიდი გახდა და კაშკაშად ანათებდა. მის მიმართ თავისებური კოფორტისა
და უსაფრთხოების გრნობებს განვიცდიდი. შემდეგ ხილული სახეები გაბუნდოვანდნენ ,
დაჰკარგეს მოხაზულობა და მკვეთრ, სქემატურ ნაყშებად გადაიქცნენ, რომელნიც
დროდადრო ინთებოდნენ და ციმციმებდნენ.

1965 წლის 28 მარტი, კვირა

სამშაბათს, 18 მარტს, კვლავ მოვწიე ჰალუცინოგენური ნარევი. პირვანდელი პროცედურა


შეიცვალა წვრილმან დეტალებში. ორჯერ მომიხდა ჩიბუხის შევსება. პირველი ჩიბუხის მოწევის
შემდეგ დონ ხუანმა მისი გაწმენდა დამავალა, ნარევი კი ხელახლა თვითონ ჩაყარა, რადგან მე
კუნთების კოორდინაცია მღალატობდა. ძალზე სერიოზული დაძაბვა მიხდებოდა, უბრალოდ
ხელების რომ გამენძრია. ჩემს ქისაში საკმარისი ნარევი აღმოჩნდა, ჩიბუხის კიდევ ერთხელ
შესავსებად. დონ ხუანმა შეხედა მას და თქვა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი ცდა იქნებოდა
მომავალ წლამდე - მთელი ჩემი მარაგი ამომეწურა.

მან ქისაამოაბრუნა და მტვერი ნავერცხლიან თეფშზე გადმობერტყა. ნარინჯისფერი ალი


ავარდა, თითქოს მას ნაკვერჩხლებზე რომელიღაც გამჭვირვალე მასალის ფურცელი დაედოს.
ფურცელს ალი მოედო და შემდეგ დაიშალა ძარღვთა რთული მოხაზულობით. რაღაცამ
გაიელვა ამ ხაზების გასწვრივ. დონ ხუანმა მიბრძანა, თვალი მედევნებინა ხაზების
მოძრაობისთვის. დავინახე პატარა ბურთის მაგვარი ფორმა, რომელიც განათებულ ლაქაზე
დაგორავდა. დონ ხუანი დაიხარა, ხელი ჩაყო ამ სინათლეში, ბუთულა ამოიღო და ჩადო
ჩიბუხში. ნაფაზის დარტყმა მიბრძანა. სრული შთაეჭდილება შემექმნა, რომ მან ბურთულა
ჩიბუხში იმიტომ ჩადო, რომ მე იგი შემესუნთქა. წამში ოთახმა დაკარგა ჰორიზონტალური
განლაგება. ძლიერი შებოჭილობა და სიმძიმე ვიგრძენი.

როცა გამოვიღვიძე, პატარა საირიგაციო არხის ფსკაეზე გულაღმა ვიწექი, წყალში ნიკაპამდე
ჩაძრული. ვიღაცას ჩემი თავი ეჭირა ხელებით. ეს დონ ხუანი აღმოჩნდა. უცებ მომივიდა ჭკუაში,
რომ წყალს არხში უჩვეულო თვისებები ჰქონდა. იგი ცივი და მძიმე იყო. იგი ადვილად
გადმომდიოდა და ჩემი აზრები ყოველ ტალღასთან სულ უფრო მკაფიო ხდებოდა. დასაწყისში
წყალს მკვეთრი მწვანე შარავანდედი თუ ფლოურესცენცია ახასიათებდა, მაგრამ მალე ნათება
გამქრქალდა და მხოლოდ ჩვეულებრივი წყლის ნაკადიღა დარჩა.

დონ ხუანს დროის შეახებ ვკითხე. ადრიანი დილა ყოფილიყო. ცოტა ხანში სრულიად
გამოვიღვიძე და წყლიდან ამოვედი.

მომიყევი ყველაფერი, რაც ნახე, - მითხრა დონ ხუანმა, სახლში რომ შევედით. თვითონ მან კი
მიამბო, რომ სამი დღის განმავლობაში „ჩემს გამოყვანას“ ცდილობდა და ძალიან გაუჭირდა.
რამდენჯერმე შევუდექი ნანახის აღწერას, მაგრამ ყურადღება ვერაფრით ვერ მოვიკრიფე.
მოგვიანებით, მოსაღამოვებისას, ვიგრძენი, რომ მასთან საუბრისთვის მზად ვიყავი და
ყველაფრის თხრობას მოვყევი, რაც კი დამამახსოვრდა იმ წუთიდან, როდესაც გვერდზე
დავეცი. მაგრამ ამის შესახებმან მოსმენა არ ისურვა. მან თქვა, რომ მას მხოლოდ ის ნაწილი
აინტერესებდა, როცა მან ჰაერში ამაგდო და მე გავფრინდი. რა ვნახე მაშინ და რა მოვისმინე?

მე კი მხოლოდ სიზმარივით სურათებისა და სცენების სერია მაგონდებოდა, რაიმე წესრიგს


მოკლებული.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თითოეული მათგანი რაღაც
განცალკევებულ ბუშტსა ჰგავდა, უცბად ფოკუსში რომ ამოტივტივდებოდა და შემდეგ
თვალთახედვას ეფარებოდა. თუმცა ეს არ იყო სცენები, რომელთათვის მხოლოდ უნდა
გეცქირა. მე მათ შიგნით ვიყავი. მათი შემადგენელი ნაწილი. როდესაც მათი მეხსიერებაში
აღდგენა ვცადე, პირველად ისინი ბუდოვან, წაშლილ გაელვარებასავით წარმომიდგნენ.
მაგრამ ცოტაოდენი მოფიქრების შემდეგ მივხვდი, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებული
სიცხადით გამოირჩეოდა, თუმცა არავითარი კავშირი არ ქონდა ჩვეულებრივ
გამოსახულებასთან, - სწორედ ეს იყო ბუნდოვანების შთაბეჭდილების მიზეზი. სურათი ბევრი
არ ყოფილა, და მათ უბრალოება ახასიათებდა.

როდესაც დონ ხუანმა ჩემი „ჰაერში აგდება“ ახსენა, სუსტი მოგონება დამებადა აბსოლიტურად
ცხადი სცენისა, რომელშიც მე პირდაპირ მას ვუცქერდი გარკვეული მანძილიდან. მხოლოდ მის
სახეს ვუყურებდი. იგი მონუმენტალური ზომებისა იყო, ბრტყელი და ინტენსიურად ანათებდა.
მას მოყვითალო თმა ჰქონდა და იგი მოძრაობდა. სახის ყოველი ნაწილი თავის თავად
მოძრაობდა და იგი რააცნაირ მოყვითალი-თაფლისფერ სინათლეს ასხივებდა.
შემდეგ სურათში დონ ხუანი, მართლაც, მაგდებს, თუ მისვრის წინ და ზემოთ. მახსოვს, რომ
„გავშალე ფრთები და გავფრინდი“. სიმარტოვეს ვგრძნობდი, ჰაერს რომ ვაპობდი და
ავადმყოფურად, მთელი სისწრაფით წინ მივქროდი. ეს სიარულს უფრო ჰგავდა, ვიდრე
ფრენას და ჩემს სხეულსა ღლიდა. თავისუფალი ფრენისა და აღმავლობის შეგრძნება არ
მქონია.

შემდეგ გავიხსენე ის მომენტი, როდესაც უძრავი, რომელიღაც ბუნდოვნად და პირქუშად


განათებულ მოედანზე ამოშვერილი, ბასრი ნაპირების მუქ მასას ვუცქერდი. შემდეგ დავინახე
ველი, უსასრულოდ მრავალფეროვანი შუქებით განათებული. შუქები მოძრაობდნე,
ელვარებდნენ და ნათებას იცვლიდნენ. ისინი თითქმის ფერებივით იყვნენ. მათმა
ინტენსივობამ თვალი მომჭრა.

ხელადვე ამის მერე, პირდაპირ ჩემს თვალწინ, რაღაც საგანი გაჩნდა. იგი სქელი და წვეტიანი
იყო და აშკარად ვარდისფრად ანათებდა. უეცრად, ჩემში რაღაც შეირხა და მრავალი ასეთი
ვარდისფერი ფორმა დავინახე, რომლებიც მე მიახლოვდებოდნენ. სწრაფად მოჰქროდნენ.
გვერდზე გადავხტი.

უკანასკნელ სცენაში, რომელიც მე დამამახსოვრდა, სამი ვერცხლისფერი ფრინველი


მონაწილეობდა. ისინი ლითონისებრ ნათებას გამოსცემდნენ - თითქმის უჟანგავი
ფოლადივით, მაგრამ ინტენსიურს, მოძრავსა და ცოცხალს. ისინი მომწონდნენ და ჩვენ ერთად
გავფრინდით.

მონათხრობის თაობაზე დონ ხუანს არავითარი შენიშვნა არ მოუცია.

1965 წლის 23 მარტი, სამშაბათი

ეს საუბარი შედგა იმის მეორე დღეს, როცა დონ ხუანს განცდილის შესახებ ვუამბე. დონ ხუანმა
თქვა:
- როგორც ხედავ, ბევრი არაფერია საჭირო, ყვავი რომ გახდე. შენ ეს შესძელი და აწი მუდამ
ყვავი იქნები.
- რა მოხდა იმის მერე, მე რომ ყვავად გადავიქეცი, დონ ხუან? სამი დღე დავფრინავდი?
- არა, მზის ჩასვლისთვის დაბრუნდი, როგორც მე გთხოვე.
- როგორ დავბრუნდი?
- ძალიან დაღლილი იყავი და უცებ ჩაგეძნა. ეს არის და ეს.
- მე ვგულისხმობ - უკან თუ მოვფრინდი?
- ხომ გითხარი - შენ დამიჯერე და უკან დაბრუნდი, სახლში. მაგრამ ამაზე ნუ დარდობ. ამას არა
აქვს მნიშვნელობა.
- აბა რასა აქვს მნიშვნელობა?
- მთელ შენს მოგზაურობაში მხოლოდ ერთ რამეს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა -
ვერცხლისფერ ფრინველებს!
- რა რის მათში ასეთი მნიშვნელოვანი? ეს ჩვეულებრივი ფრინველები იყვნენ.
- ჩვეილებრივი ფრინველები კი არა, ეს ყვავები იყვნენ.
- როგორ - თეთრი ყვავები, დონ ხუან?
- ყვავების შავი ბუმბული სინამდვილეში ვერცხლისფერია. ისინი ისე ინტენსიურად ბრწყინავენ ,
რომ მათ სხვა ფრინველები არ აწუხებენ.
- კი მაგრამ, რატომ გამოიყურება მათი ბუმბული ვერცხლისფრად?
- იმიტომ, რომ შენ ხედავდი, როგორც ხედავს ყვავი. ფრინველი, რომელიც ჩვენთვის მუქად
გამოიყურება, ყვავისთვის - თეთრია. თეთრ მტრედებს, მაგალითადნ ყვავები ვარდისფრად ან
ცისფრად აღიქვამენ. ზღვის თოლიებს - ყვითლად. ახლა ეცადე, გაიხსენო, როგორ შეუერთდი
მათ.
დავფიქრდი ამაზე, მაგრამ ფრინველები ბუნდოვან, უსისტემო სახეებად რჩებოდნენ,
რომელთაც გაგრძელება არ ეწერათ. დონ ხუანს ვუთხარი, რომ მხოლოდ ჩემი გრძნობების
გახსენება შემეძლო, როგორ მივფრინავდი მათთან ერთად. მან მკითხა, ჰაერში შევუერთდი
მათ, თუ მიწაზე, მაგრამ მე ვერაფერი ვუპასუხე. აქ კი მას თითქოს ბრაზი მოერია. მომთხოვა
მეფიქრა ამის შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს გროშის ფასიც არ ექნებოდა და უაზრი
სიზმრად დარჩებოდა, ამას ზუსტად თუ არ გავიხსენებდი. ყველანაირად ვეცადე გახსენებას,
მაგრამ არაფერი გამომივიდა.

1965 წლის 3 აპრილი, შაბათი

დღეს ჩემი „სიზმრის“ სხვა სურათზე ვფიქრობდი, ვერცხლისფერ ფრინველებზე. გამახსენდა,


რომ ვნახე მუქი მასა მილიარდობით ნახვრეტით, თითქოს ქინძისთავით დახვრეტილი. ეს მასა
ფაქტიურად პატარა ნახვრეტების შავ ფროვას წარმოადგენდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ
იგი რბილი უნდა ყოფილიყო. სანამ მას ვუცქერდი, სამი ფრინველი პირდაპირ ჩემკენ
მოფრინავდა. ერთ-ერთმა მათგანმა ხმა გამოსცა და შემდეგ სამივე, უკვე ჩემთან ერთად
მიწაზე აღმოჩნდა.

ეს სურათი დონ ხუანს აღვუწერე. მან მკითხა, საიდან მოფრინავდნენ ფრინველები. ვუპასუხე,
რომ ალბათ ვერ განვსაზღვრავდი. მან მოთმინება დაკარგა და აზროვნების სიტლანქეშ
დამდო ბრალი. თქვა, რომ თუ შევეცდებოდი, ძალიან კარგადაც გავიხსენებდი და რომ მე
ოდნავი მოდუნებისაც კი მეშინოდა. მისი თქმით, მე ადამიანისა და ყვავის თვალსაზრისით
ვფიქრობდი, - ხოლო იმ დროს, რომლის გახსენებაც მსურდა, მე არც ადამიანი ვიყავი და არც
ყვავი.

მან მთხოვა, მომეგონა, რა მითხრეს ყვავებმა. ვცადე ამაზე ფიქრი, მაგრამ ჩემი ტვინი მრავალ
სხვა საგანს დაეკავა. ყურადღება ვერ მოვიკრიფე.

1965 წლის 4 აპრილი, კვირა


დღეს დიდი მანძილის დაფარვა მომიწია. სანამ დონ ხუანამდე მივაღრევდი, უკვე სრულიად
ჩამობნელებულიყო. ყვავებზე ვფიქრობდი და უეცრად თავში ძალზე უცნაური „აზრი“
მომივიდა. იგი უფრო გრძნობას ან შთაბეჭდილებას ჰგავდა ვიდრე აზრს. ფრინველმა,
რომლის ხმაც მე პირველად გავიგონე, მაცნობა, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოფრინავდნენ
და სამხრეთისკენ მიემართებოდნენ და როდესაც ჩვენ კვლავ შევხვდებოდით, ისინი იმავე
გზით მოფრინდებოდნენ.

დონ ხუანს ვუთხარი, რაც ჭკუაში ჩამიჯდა ან შესაძლოა, მომაგონდა და პასუხად მივიღე:
- ნუ ფირქობ იმაზე, გაიხსენე ეს თუ მოიგონე. ასეთი აზროვნება მხოლოდ ადამიანისთვის თუ
ივარგებს. ყვავებისთვის ეს არ გამოდგება, და განსაკუთრებით, შენ რომ ნახე იმათთვის; ისინი
ხომ შენი ბედისწერის მაუწყებლები იყვნენ. შენ უკვე ყვავი ხარ. ამას ვერასოდეს ვერ შეცვლი.
დღეიდან და სამუდამოდ ყვავები შეგატყობინებენ თავისი ფრენით შენი ბედიღბლის ყოველი
გადახვევის შესახებ. რა მიმართულებით გაჰყევი მათ?
- აბა მე რა ვიცი, დონ ხუან?
- თუ კარგად დაფიქრდები, გაიხსენებ. დაჯექი იატაკზე და მაჩვენე ის მდგომარეობა,
რომელშიც იმყოფებოდი, როცა შენთან ფრინველები მოფრინდნენ. დახუჭე თვალები და
იატაკზე ხაზი გაავლე.
რჩევას მოვყევი და იატაკზე წერტილი განვსაზღვრე.
- ჯერ ნუ გაახელ თვალებს, - განაგრძო მან. - ამ წერტილის მიმართ რა მიმართულებით
გაფრინდით?
კიდევ ერთი ნიშანი დავსვი იატაკზე. აიღო რა ამოსავალ წერტილად ეს ნიშნები, დონ ხუანმა
განმიმარტა ფრენის სხვადასხვა სქემები, რომელთა საშუალებით ყვავებს შეეძლოთ ჩემი
მომავლის ან ბედისწერის წინასწარმეტყველება. მან დაადგინა მათი ფრენის ღერძები,
ქვეყნის ოთხი მხარის მიხედვით.

ვკითხე, ყოველთვის თუ იცავდნენ მათ ყვავები, ადამიანის ბედისწერის


წინასწარმეტყველებისას. მან მითხრა, რომ ორიენტაცია მხოლოს ჩემთვის იყო განკუთვნილი.
აბსოლიტურად ყველაფერს, რასაც კი ყვავები ჩემთან შეხვედრისას აკეთებდნენ, უაღრესად
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი მოითხოვდა ჩემგან ყველა დეტალის გახსენებას, ვინაიდან
უსტარიც და „დესპანთა“ შესახედაობაც - ინდივიდუალურ, პირად საქმეს წარმოადგენდა.

კიდევ ერთი რამის გახსენებას მოითხოვდა იგი დაჟინებით - დღეღამის დროის, როცა
დესპანებმა მე დამტოვეს. მან მირჩია, მეფიქრა განსხვავებაზე ჩემს ირგვლივ განათებაში -
„აფრენის“ მომენტისა და იმ დროს შორის, როცა ვერცხლის ფრინველებთან ერთად
„გავფრინდი“. როდესაც პირველად მტანჯველი სინათლე შევიგრძენი - ბნელოდა, ხოლო
როცა რინველები დავინახე, ყველაფერი უკვე მოწითალოდ შეფერილიყო - ღია წითლად,
შესაძლოა, ნარინჯისფრად.
მან თქვა:
- ესეიგი, ეს დღის მეორე ნახევარში მომხდარა. მზე ჯერ ჩასული არ ყოფილა. როცა სრულიად
ბნელდება, ყვავს სითეთრე აბრმავებს - ისევე როგორც ჩვენ გვაბრმავებს სიბნელე. დროის ამ
მინიშნებით, შენი უკანასკნელი უსტარი დღის მიწურულს უნდა მიიღო. დესპანები დაგიძახებენ ,
და თავზე რომ გადაგიფრენენ, ვერცხლისფერნი იქნებიან. დაინახავ მათ ცაში განათებულს. ეს
იმის ნიშანი იქნება, რომ შენი დრო მოვიდა. ნიშანი იმისა, რომ შენ მოკვდები და თვითონაც
ყვავად იქცები.
- და რა მოხდება, ისინი დილით რომ ვნახო?
- შენ მათ დილით არ ნახავ.
- მაგრამ ყვავები ხომ მთელ დღეს დაფრინავენ...
- არა შენი დესპანები, შტერო.
- და შენს დესპანებზე რას იტყვი, დონ ხუან?
- ჩემები დილით მოფრინდებია. ისინიც სამნი იქნებიან. ჩემი ბენეფაქტორი მეუბნებოდა, რომ
შეიძლება ისნი ყვირილით დააფრთხო, შავებად აქციო, თუ სიკვდილი არ გინდა. მაგრამ ახლა
ვიცი, რომ ეს შეუძ₾ებელია. ბენეფაქტორს ჰქონდა ყვირილის, ყოველგვარი ხმაურის და
ეშმაკის ბალახთან დაკავშირებული ძალადობის ნიჭი. როვა ვერცხლის დესპანები შენს
წასაყვანად მოგევლინებიან, ნუ უყვირებ მათ - უბრალოდ გაფრინდი მათთან ერთად, როგორც
ეს ერთხელ უკვე გააკეთე. შენ რომ შემოგიერთებენ, ისინი შეცვლიან მიმართლებას - და ოთხი
ყვავი შორეთს გაემგზავრება.

1965 წლის 10 აპრილი, შაბათი

შეუკავშირებლობის მოკლე გაელვარებებსა და უშვეულო რეალობის ზედაპირულ


მდგომარეობებს განვიცდიდი.

ზოგიერთი რამ, სოკოსთან ჰალუცინოგენური ცდების დროს გადამხდარი, კვლავ და კვლავ


ტვინში მიტრიალებდა - ქინძისთავის ნახვრეტების რბილი და მუქი მასა. მის ვიხუალიზაციას მე
ისევ ცხიმის ან ზეთოვანი ბუშტულად სახით ვახდენდი და იგი თავის ცენტრისკენ მსანსლავდა.
უმოკლესი დროის განმავლობაში რაღაც უჩვეულო რეალობის მსგავსი განცდა მეუფლებოდა .
შედეგად ღრმა აგზნების, შეშფოთებისა და უხერხულობის პერიოდული მოზღვავება მტანჯავდა
და განზრახ განცდების დასრულებისაკენ ვესწრაფვოდი, უმალ მათი დაწყებისთანავე.

დღეს ამ მდგომარეობის შესახებ დონ ხუანს ვესაუბრე და რჩევა ვთხოვე. როგორც ჩანს , მას ეს
სულაც არ ადარდებდა და მეც მირჩია, ყველა ამგვარი შეგრძნებისთვის ყურადღება არ
მიმექცია - მათ აზრი არ ჰქონდათ და არავითარი ფასი არ გააჩნდათ. მან თქვა, რომ მხოლოდ
იმ შთაბეჭდილებებისთვის ღირდა ჩემი ძალისხმევისა და ყურადღების დათმობა, რომლებშიც
ყვავს ვნახავდი. ნებისმიერი სხვა „ზმანება“ უბრალოდ ჩემი შიშის წარმონაქმნი იქნებოდა. მან
კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ თუ მინდოდა კვამლს ვზიარებოდი, ძლიერი და წყნარი
ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. პირადად მე კი, როგორცა ჩანს, სახიფათო ზღვარს
მივუახლოვდი. ვუთხარი, რომ გაგრძელება არ შემეძლო, - მართლაც, რაღაც შიშის
მომგვრელი იყო ამ სოკოებში.
ჰალუცინოგენური განცდებით გამოწვეული სურათების გარჩევისას ერთ გარდაუვალ
დასკვნამდე მივედი - მე ვნახე სამყარო, რომელიც სტრუქტურულად განსხვავდებოდა
ჩვეულებრივ ზმანებისაგან. ჩემს მიერ განცდილი უჩვეულო რეალობის სხვა მდგომარეობებში
ნანახი ფორმები და სახეთა სისტემები, ყოველთვის რჩებოდნენ სამყაროს ჩემი ჩვეულებრივი
ვიხუალური აღქმის ფარგლებში. ხოლო ჰალუცინოგენური კვამლის ზემოქმედების ქვეშ მე
სრულიად სხვაგვარად ვხედავდი ყველაფერი ჩემს წინ ხედვის სწორ ხაზზე იყო განლაგაბული
- და არაფერი ხაზს ზემოთ ან ქვემოთ.

ყოველი სურათი იყო გამაღიზიანებლად ბრტყელი და ამასთან, რა უცნაურადაც ეს არ უნდა


ჟღერდეს, უაღრესად ღრმა. ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა მეთქვა, რომ სურათები
წარმოადგენდნენ დეტალების კონგლომერატს. სინათლე ამ არეში მოძრაობდა და ბრუნვის
ეფექტს ქმნიდა.

დავიძაბე და მეხსიერების მოკრეფა ვცადე. იძულებული ვიყავი, ანალოგიის სერია


გამომეყენებინა, „ნანახი“ როგორმე „გამეგო“. დონ ხუანის სახე, მაგალითად, გამოიყურებოდა
ისე, თითქოს იგი წყალში ყოფილიყოს ჩაძირული. წყალი კი მის სახესა და თმებზე უწყვეტი
ნაკადით მიედინებოდა. ამასთან ყველაფერი იზრდებოდა ზომებში, ასე რომ, მე კანის ყოველი
ფერის, თმის ყოველი ღეროს დანახვა შემეძლო, როცა მათზე ყურადღებას ვამახვილებდი.
მეორეს მხრივ, ვხედავდი მატერიის მასებს, ბრტყელსა და კუთხეებითა და ნაპირებით სავსეს.
ისინი არ ინძრეოდნენ, რადგან მათ მიერ გამოსხივებული სინათლე არ ციმციმებდა.

როდესაც დონ ხუანს ვკითხე, ეს რა იყო, მან თქვა, რომ რადგანაც მე პირველად ვჭვრეტდი
ყვავივით, გამოსახულებები ბუნდოვანი და უინტერესო მომეჩვენა, მაგრამ მომავალში,
საკმარისი პრაქტიკის გავლის შემდეგ, თვითონ შევძლებდი ყველაფრის გარჩევას.

ისევ იმ განსხვავებებზე წამოვიწყე საუბარი, რომლებიც სინათლის მოძრაობაში შევნიშნე.


- ყოველი ცოცხალი, - თქვა მან, - საკუთარ თავში მოძრაობას შეიცავს და ყვავი ადვილად
ამჩნევს, როცა რაიმე მკვდარია ან სიკვდილის პირას მიმდგარი, რადგან ამ შემთხვევაში
მოძრაობა მასში წყდება ან ნელდება სრულ გაჩერებამდე. გარდა ამისა, ყვავს იმის გარჩევაც
შეუძლია, თუ რაიმე მეტისმეტად სწრაფად მოძრაობს და იმავე ნიშნის მიხედვით - თუ რაიმე
მოძრაობს ისე, როგორც საჭიროა.
- რას ნიშნავს, როცა რაღაცა მეტისმეტად სწრაფად ან როგორც საჭიროა ისე მოძრაობს ?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ყვავს დანამდვილებით შეუძლია თქვას, რას უნდა ერიდო და რისკენ
ისწრაფოდე. როდესაც რაიმე სწრაფად მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა, შმაგად
აფეთქდეს ან სხვას თავს დაესხას, ყვავი ამას მოერიდება. როცა ის შიგნით, ტოგორც საჭიროა
ისე მოძრაობს, ეს სასიამოვნო სანახაობაა და ყვავი მისკენ მიილტვის.
- ქვები თუ მოძრაობენ შიგნით?
- არა. არც ქვები, არც მკვდარი ცხოველები, არც მკვდარი ხეები. მაგრამ მათი ცქერა
სასიამოვნოა. აი, რატომ ჩერდებიან ყვავები მკვდარ სხეულებთან. მათ მოსწონთ იმათი ცქერა.
არავითარი სინათლე მათ შიგნით არ მოძრაობს.
- კი მაგრამ, როცა სხეული იხრწნება, ნუთუ ის მაშინ არ იცვლება, არ მოძრაობს?
- რა თქმა უნდა, იცვლება. მაგრამ ეს სულ სხვა მოძრაობაა. ის, რასაც ყვავი ხედავს, - არის
მილიონი პატარა განცალკევებული სინათლე, რომელიც სხეულის შიგნით მოძრაობს.
თითოეულ მოძრავ წერტილს თავისი საკუთარი სინათლე გააჩნია, აი, რატომ მოსწონთ ასე
ყვავებს ამის ყურება. ეს, მართლაც, დაუვუწყარი სანახაობაა.
- შენ თვითონ თუ გინახავს ეს, დონ ხუან?
- ყველას, ვინც ყვავად გადაქცევას სწავლობს, ამის ნახვა შეუძლია. შენც ნახავ.
და აქ დონ ხუანს დავუსვი შეკითხვა, რომელსაც თავს ვერაფრით ავარიდებდი.
- მე მართლა გადავიეცი ყვავად? ესე იგი - ნებისმიერი ჩემი დამნახველი ჩვეულებრივ ყვავა
მიმიჩნევდა?
- არა, არ შეიძლება ასე ფიქრი, როცა მოკავშირეს ძალებთანა გაქვს საქმე. ასეთ შეკითხვებს
აზრი არა აქვს და ამასთან, ყვავად გადაქცევა - ყველაზე უბრალო საქმეა. თითქმის ცელქობა -
მასში ცოტა რამაა სასარგებლო. როგორც უკვე გითხარი, კვამლი განკუთვნილია მათთვის ,
ვინც ძალას ეძებს. იგი მხოლოდ იმათთვისაა, ვინც ხედვას ლამობს. მე იმიტომ ვისწავლე
ყვავად გადაქცევა, რომ ეს ფრინველი ყველაზე ეფექტურია. არცერთი სხვა ფრინველი მას არ
აწუხებს, გარდა შესაძლოა, უფრო დიდი და მშიერი არწივისა. მაგრამ ყვავები გუნდებად
დაფრინავენ და თავის დაცვაც შეულიათ. ყვავებს არც ადამიანები აწუხებენ - და ეს ძალზე
მნიშვნელოვანი მომენტია. ყველა შეამჩნევს დიდ არწივს, მით უმეტეს უჩვეულო არწივს ან სხვა
რომელიმე დიდსა და გამორჩეულ ფრინველს, მაგრამ ვისა სცხელა ყვავისათვის ? ყვავუ
უსაფრთხოდაა. მისი ზომები და ბუნება იდეალურია. მას შეუძლია უსაფრთხოდ, ყურადღების
მიუქცევლად, ნებისმიერ ადგილას შეაღწიოს. მეორეს მხრივ, შეგიძლია ლომად ან დათვად
გადაიქცე, მაგრამ ეს საკმაოდ სახიფათოა. ეს არსებანი ნამეტანი დიდები არიან - ამისთანებად
რომ გადაიქცე, ძალზე ბევრი ენარგიაა საჭირო. შეიძლება კიდევ ხვლიკად გადაიქცე, ან
ხოჭოდ, ანდაც ჭიანჭველად, მაგრამ ეს კიდევ უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ დიდი
ცხოველები პატარებზე ნადირობენ.
შევეპასუხე - რასაც ის ამბობდა, ეს ხომ ყვავად, ხოჭოდ ან სხვა რამედ გადაქცევის რეალურ
შესაძლებლობას წარმოადგენდა. ის კი თავისას გაიძახოდა, რომ მე ვერაფერი გამეგო.
- ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისათვის, რომ მართლა ყვავად ყოფნა ისწავლო, - თქვა მან, -
შენ კი არ შეცვლილხარ და კვლავ ადამიანად რჩები. ხოლო ეს ცოტა სხვა რამაა.
- შეგიძლი, მითხრა, დონ ხუან, რას ნიშნავს ეს - ცოტა სხვა რამ?
- შეიძლება ახლა უკვე ეს შენ თვითონაც იცი. ასე რომ არ გეშინოდეს ჭკუის ან საკუთარი
სხეულის დაკარგვის, ალბათ, ჩაწვდებოდი ამ არაჩვეულებრივ საიდუმლოს. მაგრამ
შესაძლოა, შენ მოცდა გჭირდება, სანამ შენი შიშისაგან არ განთავისუფლდები - და მაშინ
მიხვდები, რა მაქვს მხედველობაში.

ნაწილი 11
ჩემს საველე ბლოკნოტში აღნიშნული უკანასკნელი ამბავი მოხდა 1965 წლის სექტემბერში. ეს
დონ ხუანის უკანასკნელი გაკვეთილი ამოჩნდა. მე მას „უჩვეულო რეალობის განსაკუთრებული
მდგომარეობა“ ვუწოდე, ვინაიდან ის არ იყო გამოწვეული მანამდე გამოყენებული არცერთი
მცენარის მიერ. როგორც ჩანს, დონ ხუანმა იგი შექმნა ჩემთვის, საკუთარი თავის მიმართ
გადაკვრითი შენიშვნების ოსტატური მანიპულაციით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ის ისე
ოსტატურად იქცეოდა, რომ იმის ცხადი და მდგრადი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იგი, -
მართლაც, იყო არა დონ ხუანი, არამედ ვიღაც სხვა, მას რომ ბაძავდა. შედეგად მე ღრმა
შინაგანი კონფლიქტი განვიცადე. მინდოდა მერწმუნა, რომ ჩემს წინ დონ ხუანი იყო და
საკუთარი თავის დარწმუნებას ვერ ვახერხებდი. კონფლიქტს შედეგად მოჰყვა
გათვითცნობიერებული შიში, იმდენად მწვავე, რომ ჩემი ჯანმრთელობა რამდენიმე კვირით
დაირღვა. გაავწყვიტე, რომ კეთილგონივრული იქნებოდა ჩემი სწავლების ამაზე დასრულება.
ამის მერე აღარაფერში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა დონ ხუანი მე კვლავ თავის მოწაფეთ
მთვლიდა. ჩემს წასვლაში იგი მხოლოდ გააზრების აუცილებელ პერიოდს ხედავდა,
სწავლების კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება უსასრულოდ დიდხანს გაგრძელებულიყო.
თუმცა, იმ დროიდან მოყოლებული, მას უკვე აღარასოდეს გადმოუცია ჩემთვის თავისი ცოდნა .

ერთი თვის თავზე დეტალური ანგარიში შევადგინე ჩემი უკანასკნელი ცდის შესახებ, თუმცა
მისი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტების ამსახველ ვრცელ ჩანაწერებს მომხდარის მეორე
დღესვე ვაკეთებდი, უდიდესი ემოციური აღგზნების წუთებში, აღგზნების, რომელიც ჩემი შიშის
უმაღლეს წერტილს უძღოდა წინ.

1965 წლის 29 ოქტომბერი, პარასკევი

1965 წლის 30 სექტემბერს, ხუთშაბათს, დონ ხუანის სანახავად ჩავედი. კვლავინდებურად


განვიცდიდი მოკლე ზედაპირული გადასვლებს უჩვეულო რეალობის მდგომარეობაში,
მიუხედავად ჩემი მცდელობისა, მათი შეწყვეტის ან თავიდან მოცილებისა, როგორც ამას დონ
ხუანი მთავაზობდა. ბგრძნობდი, რომ ჩემი საქმე თანდათან უარესდებოდა, რადგან ასეთი
გადასვლების ხანგრძლივობა დღითიდღე იზრდებოდა. დავიწყე თვითმფრინავების ხმაურის
მწვავედ აღქმა. როგორც კი თვითმფრინავი ჩემს თავზე გადაიფრენდა, მაშნათვე ყურადღება
გარდაუვალი აუცილებლობით ძრავის ხმაურში ინთქებოდა და მასში იჭედებოდა. მე
ვგრძნობდი, როგორ მივყვებოდი თვითმფრინავს - თითქოს შიგ ან მის გვერდით
ვყოფილიყავი. თვით შეგრძნება ძალიან მაღიზიანებდა, ხოლო ის გარემოება, რომ მისგან
განთავისუფლება არ შემეძლო, ჩემში ღრმა შეშფოთებას იწვევდა.

დონ ხუანმა ყურადღებით მოუსმინა ყველა დეტალს და დაასკვნა, რომ მე სულის დაკარგვის
მეშინოდა. ვუთხარი, რომ ეს ჰალუცინაციები უკვე მაშნ დამეწყო, როცა სოკოს მოწევას
შევუდექი. მაგრამ იგი ამტკიცებდა, რომ ისინი მოლოდ ახლახან უნდა დაწყებულიყო, რომ
ადრე მე უბრალოდ შეშინებული ვიყავი და „უაზრობაზე ვოცნებობდი“. ახლა კი - მართლა
მოჯადოვებული ვიყავი. ამას ამტკიცებდა თვითმფრინავის ხმაურიც, მეც რომ თან
მიყოლიებდა. ჩვეულებრივ, თქვა მან, ნაკადულის ამ მდინარის ხმაურს შეუძლია დაიჭიროს
მოჯადოვებული პიროვნება, თავისი სული რომ დაუკარგავს და იგი სიკვდილისაკენ
წაიყოლოს. შემდეგ მან მთხოვა, მომეთხრო ყველა ჩემი საქმიანობის შესახებ იმ დრომდე,
სანამ ასეთი ჰალუცინაციები დამეწყებოდა. ჩამოვუთვალე ყველაფერი, რისი გახსენებაც
შევძელი. ჩემი მონათხრობის მიხედვით მან ის ადგილი განსაზღვრა, სადაც ჩემი სული
დავკარგე.

დონ ხუანი უაღრესად დაინტერესებული ჩანდა - ასეთი განწყობა კი მას, როგორც წესი, არ
ახასიათებდა. ბუნებრივია, ჩემი აღქმის უნარი ერთიანად გაიზარდა. მან თქვა, რომ მას
არავითარი აზრი არ გააჩნდა იმის თაობაზე, თუ ვის დაეპყრო ჩემი სული, - მაგრამ ვინც არ
უნდა ყოფილიყო იგი, მას უეჭველად ჩემი დაღუპვა ან ჩემთვის სერიოზული ზიანის მიყენება
ჰქონდა განზრახული. შემდეგ დონ ხუანმა მომცა ზუსტი ინსტრუქციები, „საბრძოლო ფორმის “ -
განსაკუთრებული პოზის თაობაზე, რომელიც უნდა მიგეღო შენთვის სასიკეთო ადგილის
(ლაქის) დაკავებისას. უნდა შემენარჩუნებინა ეს მდგომარეობა, რომელსაც მან ფორმა უწოდა
(una forma para pelear).

ვკითხე, რისთვის იყო ყოველივე ეს საჭირო და ვისთან უნდა მებრძოლა. მან მიპასუხა, რომ
აპირებდა იმის გარკვევას, ვინ წამართვა სული და თუ შეიძლებოდა მისი დაბრუნება. მე
ამასობაში ჩემს ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი, მის დაბრუნებამდე. საბრძოლო ფორმა,
თქვა მან,საჭირო იყო სიფრთხილის დასაცავად, იმ ემთხვევისათვის, მის არყოფნაში რაიმე
რომ გადამყროდა და უნდა გამომეყენებიმა შეტევის მოსაგერიებლად. იგი შემდეგში
მდგომარეობდა: ხელი უნდა დამეკრა მარკვენა ფეხის წვისისა და ბარძაყზე, მარცხენა ფეხი
დამებაკუნებინა თავისუფალი ცეკვის მსგავსად და ეს ცეკვა, მოიერიშეს პირისპირ დამდგარს
უნდა შემესრულებინა.

მან გამაფრთხილა, რომ ფორმა მხოლოდ უკიდურესი დაძაბულობის ჟამს უნდა მიმეღო ,
ხოლო სანამ უშუალო საფრთხე არ მემუქრებოდა, უნდა დავმჯდარიყავი უბრალოდ,
ფეხთმორთხმით, ჩემს ადგილზე. განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში კი, თქვა მან, უნდა
მიმემართა დაცვის ერთ-ერთი უაკანასკნელი საშუალებისთვის: მტრისთვის რაიმე მესროლა
და განმარტა, რომ, ჩვეულებრივ, ამისათვის ძალის საგნებს ხმარობდნენ, - მაგრამ რადგანაც
მე ასეთი რამ არ გამაჩნდა, ნებისმიერი პატარა ქვა უნდა მეხმარა, ჩემი მარჯვენა ხელის გულზე
რომ მოთავსებოდა და იგი მარჯვენა ცერის მიჭერით უნდა დამეჭირა. მან თქვა, რომ ეს ხერხი
მხოლოდ მაშინ უნდა გამომეყენებინა, თუ ჩემს სიცოცხლეს უეჭველი საფრთხე დაემუქრებოდა.
მიზანში ტყორცნას საბრძოლო ყიჟინა, ყვირილი უნდა მოჰყოლოდა, რაც საგნის ზუსტად
მიმართვას უზრუნველყოფდა. მან დიდი თანაგრძნობით მირჩია, ფრთხილად ვყოფილიყავი
და მიმემართა - მხოლოდ „განსაკუთრებით სერიოზულ ვითარებაშ“.

ვკითხე, რას გულისხმობდა „ განსაკუთრებით სეროზულ ვითარებაში“. მან თქვა, რომ


საბრძოლო ყიჟინა - იყო ისეთი რამ, რაც ადამიანთან მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში
რჩებოდა. ამიტომ იგი თავიდანვე კარგი უნდა ყოფილიყო. დაწყების ერთადერთ საშუაებას კი
წარმოადგენდა - ბუნებრივი შიშის და ორჭოფობის მანამ შეკავება, სანამ ძალით უაკანასკნელ
ზღვრამდე არ აივსებოდი, მაშინ ყიჟინა სასურველი მიმართულებითა და სიძლიერით
ამოგხდებოდა.
მე განმარტება მოვითხოვე იმ ძალის ბუნების თაობაზე, რომლითაც, როგორც
იგულისხმებოდა, შეძახილისთვის უნდა აღვსილიყავი. მან თქვა, რომ რაღაც გამოვიდოდა
მიწიდან, რომელზედაც ვიდგებოდი და ტანში გამირბენდა. უფრო სწორედ კი, ეს - ძალის
სახეობა იყო, რომელსაც თვით სასიკეთო ადგილი გამოასხივებდა. სწორედ ეს ძალა
გამოსცემდა შეძახილს. თუ მას სწორად მიმართავდი, საბოლოო ყიჟინა სრულყოფილი
გამოვიდოდა.

მაშინ გავიმეორე შეკითხვა, მისი აზრით, მაინც რა შეიძლებოდა მომსვლოდა. მან თქვა, რომ
ამის შესახებ არაფერი იცოდა და საკმაოდ თეატრალურად დამიწყო ხვეწნა მთელი საჭირო
დროის განმავლობაში ფეხი არ მომეცვალა ჩემი ადგილიდან, ვინაიდან ეს იქნებოდა
ერთადერთი დაცვა იმისაგან, რაც მე მემუქრებოდა.

შიში მომერია; ვთხოვე, უფრო კონკრეტული ყოფილიყო. მან კი მიპასუხა, რომ მხოლოდ ერთი
რამ იცოდა - რომ მე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავნძრეულიყავი. სახლში ან ბუჩქებში
შესვლა არ შეიძლებოდა. ყველაზე მთავარი კი, მისი თქმით, ის იყო, რომ მე კრინტი არ უნდა
დამცდენოდა. არც ერთი სიტყვა - მათ შორის მისთვისაც. დაუმატა, რომ თუ ნამეტანი
შევშინდებოდი, შემეძლო ჩემი მესკალიტოს სიმღერები მემღერა და საერთოდ, მე თითქოს
ისედაც საკმარისად ბევრი ვიცოდი ყოველივე ამის შესახებ, ამიტომ საჭირო არ იყო ჩემი
ბავშბივით გაფრთხილება ყველაფრის სწორი შესრულების მნიშვნელობაზე.

მისმა შეგონებამ ჩემში ღრმა შეშფოთება გამოიწვია. ცხადი იყო, რომ ის რაღაცას ელოდა.
ვკითხე, რატომ მირჩევდა, მემღერა მესკალიტოს სიმღერები და მისი აზრით, რისი უნდა
შემშინებოდა, პასუხად მან გაიცინა და თქვა, რომ მე შესაძლოა, მარტოობა მაშნებდა. თქვა ეს,
სახლში შევიდა და კარი გაიხურა.

საათს დავხედე. საღამოს შვიდი საათი იყო. წყნარად ვიჯექი საკმაოდ დიდხანს. ჩამი-ჩუმი არ
ისმოდა დონ ხუანის ოთახიდან. გარშემოც სრული სიჩუმე სუფევდა. ქარი უბერავდა. ვიფიქრე,
მაქანასთან ხომ არ ჩამერბინა, ქარისგან დასაცავი ფარის მოსატანად, მაგრამ დონ ხუანის
ბრძანების დარღვევა ვერ გავბედე. არ მეძნებოდა, მაგრამ დაღლილი ვიყავი. ცივი ქარი
დასვენების საშუალებას არ მაძლევდა.

ოთხი საათი იქნებოდა გასული, როცა დონ ხუანის ნაბიჯის ხმა მომესმა. ეტყობა, ის უკანა
კარიდან გასულიყო, ბუჩქებში მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შემდეგ მან ხმამაღლა
დამიძახა: „ჰეი, ბიჭო! ჰეი, ბიჭო, მოდი აქ მჭირდები“.

კინაღამ წამოვხტი და მისკენ გავექანე. თუმცა ხმა მისი იყო, ტონი არა და სიტყვების მის
ჩვეულებრივ სიტყვებს არ ჰგავდა. დონ ხუანს არასოდეს მოუმართავს ჩემთვის „ჰეი, ბიჭო!“.
ამიტომაც დავრჩი იქ, სადაც ვიყავი. სიცივემ გამიარა ზურგში. მან კვლავ დამიძახა და იგივე ან
მსგავსი სიტყვები იხმარა.

მესმოდა, როგორ მოუარა მან სახლს. როგორ წამოკრა ფეხი შეშის გროვას, თითქოს მისი
არსებობისა არა იცოდა რა. შემდეგ ვერანდასთან მივიდა და კარებთან დაჯდა ზურგით
კედლისკენ. იგი ჩვეულებრივზე მძიმე მეჩვენებოდა. მისი მოძრაობა არ იყო უფრო ნელი ამ
მოუხერხებელი, უბრალოდ უფრო მძიმე. იგი იატაკზე დაენარცხა, იმის ნაცვლად, რომ
მსუბუქად დაშვებულიყო, როგორც ეს სჩვევოდა. გარდა ამისა, ეს მისი ადგილი არ იყო - ხოლო
დონ ხუანი არასოდეს, არავითარ შემთხვევაში სზვა ადგილზე არ დაჯდებოდა.

შემდეგ მან კვლავ გამიბა საუბარი. მკითხა, რატომ ვიუკადრისე მისვლა, როცა ვჭირდებოდი.
ხმამაღლა ლაპარაკობდა. არ მინდოდა, მისთვის მეცქირა და მაინც, რაღაცა დაჟინებით ,
მაიძულებდა მისთვის თვალი მედევნებინა. ნელ-ნელა მან ოდნავი რხევა იწყო ერთი მხარიდან
მეორისაკენ. მდგომარეობა შევიცვალე, საბრძოლო ფორმა მივიღე, მან რომ მასწავლა და
მისკენ პირი ვიბრუნე. კუნთები დამეძაბა და უჩვეულოდ გამიშეშდა. არ ვიცი, რამ მიბიძგა
საბრძოლო ფორმის მისაღებად - შესაძლოა, რწმენამ, რომ დონ ხუანი განძრახ ცდილობდა
ჩემს შეშინებას და იმის ჩაგონებას, თითქოს ის, ვისაც მე ვხედავდი, დონ ხუანი სულაც არ იყო.
გეგონებოდა, იგი გულმოდგინედ ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მას არ ახასიათებდა, ჩემს
ცნობიერებაში ეჭვის ჭიის დასაბუდებლად. მე მეშინოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ზემოდან
გადავყურებდი ყოველივეს - მე ხომ სავსებით კრიტიკულად ვაფასებდი და ფხიზელ ანალიზს
ვუწევდი მოვლენათა მთელ თანმიმდევრობას.

დონ ხუანი წამოდგა. მისი მოძრაობა ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. მან ხელები წინ გაიშვირა
და ახტა, ისე რომ პირველი უკანალი ასწია. შემდეგ კარს ჩაავლო ხელები და ტანის ზედა
ნაწილი გაშალა. გაოცებული დავრჩი იმით, რა ღრმად მცოდნია მისი მოძრაობა და კიდევ
იმით, რა შიშს იწვევდა ის ჩემში უბრალოდ ასეთი დონ ხუანის წარმოდგენით, რომელიც დონ
ხუანივით არ მოძრაობდა.

მან რამდენიმე ნაიჯი გადადგა ჩემკენ. ხელები წელზე შემოიწყო, თითქოს გამართვას
ცდილობდა, ან წელი სტკიოდა. იგი ოხრავდა და ქოშნებდა. ცხვირი ეტყობა, გაგუდული
ჰქონდა. მან თქვა, რომ ჩემს წაყვანას აპირებდა, დგომა და მასთან წასვლა მიბრძანა.
სახლისაგან დასავლეთის მიმართუებით წავიდა. მე მდგომარეობა შევიცვალე, მისკენ პირით
რომ მოვქცეულიყავი. ის შემომიბრუნდა. მე კი ადგილიდან არ დავძრულვარ; მიკრულივით
ვიჯექი.
მან მიყვირა:
- ჰეი, ბიჭო, ხომ გითხარი, წამომყევი მეთქი. არ წამოხვალ და ძალით წაგათრევ!
ჩემკენ გაემართა. მიხლსა და ბარძაყზე შემოვიკარი ხელი და სწრაფ შემოცეკვას მოვყევი. იგი
ვერანდის ნაპირს მიუახლოვდა, ზუსტად ჩემს პირდაპირ და ჩემგან მჭირდო სიახლოვეში
აღმოჩნდა. შმაგი სასოწარკვეთილებით მოცული, შემტევი პოზიციის მისაღებად მოვემზადე.
მაგრამ მან მიმართულება შეიცვალა და ჩემგან მარცხნივ ბუჩქებისკენ გაემართა. წამით, უკვე
წასასვლელად გამზადებული, იგი უეცრად შემობრუნდა, მაგრამ მე მზად დავხვდი, მისკენ
პირით მოქცეული.

იგი წავიდა. მე კიდევ რამდენიმე ხანს ვინარჩუნებდი საბრძოლო პოიციას, მაგრამ რაკი იგი
აღარა ჩანდა, ფეხმორთხმით დავჯექი და ზურგით კედელს მივეყრდენი. ახლა კი, მართლა
შემეშინდა. გაქცევა მინდოდა, მაგრამ თვით ამ აზრმა კიდევ უფრო გააღვივა ჩემში შიშის
გრძნობა. კარგად მესმოდა, რომ მის სრულ განკარგულებში აღმოვჩნდებოდი, მანქანისკენ
მიმავალი რომ დავეჭირე. პეიოტის სიმღერების მღერას მოვყევი, სუყველასი, რომელიც კი
ვიცოდი. მაგრამ რატომღაც ვგრძნობდი, რომ მათ აქ ძალა არ ჰქონდათ. ისინი მხოლოდ
ერთგვარი დამაწყნარებელივით მოქმედებდნენ, და მაინც მშველიდნენ. მათ ისევ და ისევ
ვმღეროდი.

დაახლოებით სამს რომ თხუთმეტი აკლდა, სახლიდან ხმაური მოისმა. წამსვე პოზა შევცვალე .
კარი გაიღო და იქიდან ბარბაცით დონ ხუანი გამოვიდა. ხელი ყელზე მიეჭირა და პირით ჰაერს
ყლაპავდა. ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და დაიკვნესა. წვრილი, საცოდავი ხმით მასთან მისვლა
მიბრძანა. ყელში ლაპარაკობდა. მემუდარებოდა, მივსულიყავი და დავხმარებოდი - რაღაც
ახრჩობდა. ოთხით გამოფორთხდა, სანამ ჩემგან დაახლოებით მეტრანახებარში არ
აღმოჩნდა. მისი ხელები ჩემკენ მოიწევდნენ. იგი თითქმის მზად იყო, მე მწვდომოდა. მიწას
ფეხი დავარტყი და წვივსა და ბარძაყს ხელი შემოვკარი. შიშმა თავზარი დამხა.

უეცრად იგი გაჩერდა და სახლის კუთხიდაკენ გაემართა. გასცდა მას და ბუჩქებში გაუჩინარდა.
შევიცვალე მდგომარეობდა, მისკენ ირი ვიბრუნე. შემდეგ კვლავ დავჯექი. სიმღერა აღარ
მინდოდა. თითქოს მთელი ჩემი ენერგია დაშრეტილიყო. სხეულში ტკივილს ვგრძნობდი.
ყველა კუნთი დამეძაბა და ავადმყოფურად დამეჭიმა. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. ვერ
გადამეწყვიტა, გავბრაზებულიყავი დონ ხუანზე თუ არა. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი მასზე
იერიშის მიტანას, მაგრამ რაღაცნაირად ვიცოდი, რომ ის ჭიანჭველასავით გადმომბერტყავდა.
მინდოდა მეყვირა. ჩემმა სასოწარკვეთილებამ ზღვარს მიაღწია - იმის გაფიქრება, რომ დონ
ხუანი დაჭინებით ცდილობდა ჩემს შეშინებას, ცრემლებს მგვრიდა. ასეთი მსახიობური
თვალთმაქცობისათვის ვერავითან მიზეზს ვერ ვხედავდი. საქმე ისე კი არ გამოიყურებოდა,
თითქოს ის ცდილობდა, ქალივით ემოძრავა, პირიქით - იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს
ქალი ბაძავდა დონ ხუანის მიხვრა მოხვრას. თითქოს ის ცდილობდა, დონ ხუანის
ცნობიერებით სიარულსა და მოძრაობას, მაგრამ ამისათვის იგი მეტისმეტად მძიმე იყო და
სიმარჯვეც აკლდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს წინ, ისე მოჩანდა, თითქოს ახალგაზრდა და
ღონიერი ქალი ცდილობდა მსუბუქი და სწრაფი მოხუცის რბილი მოძრაობის მიბაძვას .

ამ ფიქრმა პანიკურ მდგომარეობამდე მიმიყვანა. ჩემგან ძალიან ახლოს, მაღალი ხმით,


ჭრიჭინა აჭრიჭინდა. მისი ტონის სიმდიდრე აღვნიშნე: ბარიტონი უნდა ყოფილიყო . ხმა
შესუსტდა, უეცრად მთელი სხეული კანკალმა შემიძრა. საბრძოლო მდგომარეობა მივიღე და
პირით იქით მივბრუნდი, საიდანაც ახლახან ჭრიჭინას ხმა მოისმოდა. ხმა თავისკენ მიზიდავდა ;
მან ჯერ კიდევ მანამ დაიწყო ჩემი ჩათრევა, სანამ მივხვდებოდი, რომ იგი მხოლოდ ჭრიჭინას
კაკანის მიბაძვას წამოადგენდა. ხმა ისევ მომიახლოვდა და საშინლად გაძლიერდა. ჩემი
პეიოტის სიმღერა წამოვიწყე - სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ვმღეროდი. უეცრად ჭრიჭინა
დადუმდა. მე მაშინათვე დაბჯექი, მაგრამ სიმღერა გავაგრძელე. ერთი წამის შემდეგ
ადამიანის ფიგურა დავინახე. იგი ჩემკენ ორბოდა იმ მხარის საპირისპირო მიმართულებით,
საიდანაც ჭრიჭინას მხმა მოისმოდა. ფეხს დავკარი ხელი და ქუსლი შმაგად დავაბაკუნე.
ფიგურამ სწრაფად ჩამიქროლა. თითქმის შემეხო. რაღაც ძაღლის მაგვარი იყო. შიშმა მომიცვა
- და თანაც ისეთმა ძლიერმა, რომ სრულიად გავშეშდი. არ მახსოვს, კიდევ რას ვგრძნობდი, ან
ვფიქქობდი იმ წუთში.

დილის სიგრილესთან ერთად თავი უკეთესად ვიგრძენი. ის, რაც მე გადამხდა, რაც არ უნდა
ყოფილიყო იგი, როგორცა ჩანს, უკვე დასრულებულიყო. დილის 5.48-ზე კარი გაიღო და დონ
ხუანი წყნარად გამოვიდა ვერანდაზე. მან გაიზმორა, დაამთქნარა და მე შემომხედა. შემდეგ,
ისევ მთქნარებით ჩემკენ ორიოდე ნაბიჯი გადადგა. მისი თვალები დავინახე, ნახევრად
მოჭუტული ქუთუთოებიდან რომ მიცქერდნენ. წამოვხტი, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ვინც , ან
რაც არ უნდა ყოფილიყო ის, იგი დონ ხუანი არ იყო.

ხელი წავავლე პატარა კუთხოვან ქვას, რომელიც მიწაზე ჩემს მარჯვენა ხელთან აღმოჩნდა, და
დიდ თითსა და გაშლილ დანარჩენ თითებს შორის მოვათავსე ისე, რომ მისთვის არც კი
შემიზედია. ის ფორმა გამოვიდა, დონ ხუანმა რომ მასწავლა. რაღაც წამებში უჩვეულო ძალამ
ამავსო. ხოლო შემდეგ დავიყვირე და მას ქვა ვესროლე. ვფიქრობ, რომ ეს იყო შესანიშნავი
შეკივლება. იმ წუთას სულ არ მადარდებდა, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი, - მესმოდა
მხოლოდ, რომ ყვირილი საზარელი იყოთავისი სიძლიერით. იგი ხანგრძლივი და გამჭოლი
იყო, და ჩემი ხელი, მართლაც მიმართა. ფიგურა ჩემს წინ შექანავდა, დაიჭყივლა, სახლს
კოჭლობით გაეცალა და კვლავ ბუჩწებს მიეფარა.

რამდენიმე საათი დამჭირდა დასაწყნარებლად. ჯდომა აღარ შემეძლო და ერთსა და იმავე


ადგილს ვტკეპნიდი. პირით მომიხდა სუნთქვა, საკმარისი ჰაერი რომ ჩამეყლაპა.

დილის 11 საათზე დონ ხუანი კვლავ გამოვიდა. წამოხტომა დავაპირე, მაგრამ მას მისი
მოძრაობა ჰქონდა. იგი პირდაპირ საკუთარ ადგილისაკენ გაემართა და თავის ჩვეულებრივ,
ჩემთვის ესოდენ ნაცნობ პოზაში დაჯდა.

შემომხედა და გაიღიმა. ეს დონ ხუანი იყო! მივედი მასთან და იმის ნაცვლად, რომ
გავბრაზებულიყავი, ხელზე ვაკოცე. მე მართლა მჯეროდა, რომ წეღანდელი დრამატული
ეფექტი მას არ შეუქმნია, - რომ ვიღაცას მისთვის მიბაძვით, ჩემთვის ვნება ანდა სულაც ჩემი
მოკვლა უნდოდა.

საუბარი იმაზე მსჯელობით დავიწყეთ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ის ქალი, რომელიც ჩვენი
ვარაუდიდთ, ჩემს სულს დაუფლებოდა. დონ ხუანმა მთხოვა, განცდილის ყველა დეტალი
მისთვის მომეთხრო.

მოკლედ და თანმიმდევრობის დაცვით ვუამბე გადამხდარის შესახებ. მთელი ჩემი გონება


ჩავაქსოვე ნაამბობში. იგი გამუდმებით იცინოდა, თითქოს ეს ხუმრობა ყოფილიყოს. როცა
დავამთავრე, მან თქვა:
- შენ შესანიშნავად მოქმედებდი. საკუთარი სულისათვის ბრძოლა მოიგე. მაგრამ ეს საქმე
გაცილებით სერიოზული ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. შენი სიცოცხლე კაპიკად არ ღირდა
წუხელ ღამით. საბედნიეროდ, ზოგიერთი რამ გისწავლია წარსულში. ეს მცირეოდენი
მომზადება რომ არ გქონოდა, ახლა მკვდარი იქნებოდი იმიტომ, რომ იმა, ვისაც წუხელ
გადაეყარე, მიზნად შენი მოკვლა ჰქონდა დასახული.
- კი მაგრამ, როგორ არის ეს შესაძლებელი, დონ ხუან, რომ მას შენი ფორმის მიღება შუძლია?
- ძალიან უბრალოდ. ის - დიაბლეროა და მას კარგი დამხმარე ჰყავს იმ მხარეს. მაგრამ ის არც
ისე მარჯვე გამოდგა ჩემი გარეგნობის მითვისებაში და შენ გამოიცანი მისი ოინი.
- დამხმარე იმ მხარეს - ეს იგივეა, რაც მოკავშირე?
- არა, დამხმარე ეხმარება დიაბლეროს. დამხმარე - არის სული, რომელიც ქვეყნის იქითა
მხარეს ცხოვრობს და ეხმარება დიაბლეროს სხვის დასნეულებაში ან მისთვის ტკივილის
მიყენებაში. ეხმარება მოკვლაში.
- თუ შეიძლება, რომ დიაბლეროს მოკავშირეც ჰყავდეს, დონ ხუან?
- სწორედაც რომ დიაბლეროს ჰყავს, თუ ვისმეს ჰყავს იგი, მაგრამ სანამ დიაბლერო
მოკავშირეს მოათვინიერებდეს, ის ჩვეულებრივ დამხმარეს იყენებს, რომელიც მას ხელს
უწყობს სხვადასხვა საქმეებში.
- და იმ ქალზე რას იტყვი, შენი ფორმა რომ მიიღო, დონ ხუან? მას მხოლოდ დამხმარე ჰყავს?
მოკავშირე თუ ჰყავს?
- არ ვიცი, ჰყავს მას მოკავშირე, თუ არა. ზოგიერთს არ მოსწონს ძალა და უპირატესობას
დამხმარეს ანიჭებს. მოკავშირეს მოთვინიერება - მძიმე შრომას მოითხოვს. გაცილებით უფრო
ადვილია იმ მხარიდან დამხმარეს შეძენა.
- როგორ გგონია, მე შემიძლია დამხმარე შეძენა?
- ეს რომ გაიგო, კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლო. ჩვენ კვლავ დასაწყისში ვართ, თითქმის
ისევე, როგორც სულ პირველ დღეს, როცა ჩემთან მოხვდი და მთხოვე, შენთვის მესკალიტოს
შესახებ მეამბო. მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო, რადგან ვერაფერს გაიგებდი. ის მეორე
მხარე - დიაბლეროს სამყაროა. ვფიქრობ ყველაზე უკეთესი იქნება, მოგიყვე საკუთარი
გრძნობების შესახებ - როგორც ჩემმა ბენეფაქტორმა მიამბო თავისაზე. იგი დიაბლერო იყო და
მეომარი. თავისი ცხოვრებით ის ძალისა და ქვეყნის მიმართ ძალადობის გამოყენებისადმი
იყო განწყობილი. მე კი, არც ამ და არც იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი - ასეთი ვარ ბუნებით.
დასაწყისშივე შეგეძლო ჩემი სამყაროს გაცნობა. ხოლო რაც შეეხება ჩემი ბენეფაქტორის
სამყაროს წარმოჩენას, - მე მხოლოდ მის შესასვლელთან შემიძლია მიგიყვანო,
გადაწყვეტილება კი შენ თვითონ უნდა მიიღო. დამოუკიდებლად მოგიწევს სწავლა. ახლა უნდა
ვაღიარო, რომ ერთი შეცდომა დავუშვი. ბევრად უკეთესია - და ახლა ეს ჩემთვის ცხადია - გზას
ისე შეუდგე, როგორც ეს მე თავის დროზე მე გავაკეთე. ასე უფრო ადვილია გაგება, რა მარტივი
და ამავე დროს, დიდია განსხვავება. დიაბლერო - დიაბლეროა, მეომარი კი - მეომარი. ხოლო
ადამიანი, რომელიც მხოლოდ მიყვება ცხოვრების გზას - ყველაფერია. დღეს მე არც მეომარი
ვარ და არც დიაბლერო. ჩემთვის მხოლოდ იმ გზებზე მოგზაურობა არსებობს, რომელთაც
გული გააჩნიათ. ნებისმიერ გზაზე, რომელსაც შეიძლება გული ჰქონდეს. იქ ვმოგზაურობ და
ერთადერთ საკადრის საქმედ - მათი ბოლომდე გავლა მიმაჩნია. მეც ვმოგზაურობ და გარშემო
ვიხედები, ვუყურებ სულგანაბული.

იგი დადუმდა, სახეზე თავისებური განწყობა გამოეხატა - არაჩვეულებრივად სერიოზული


ჩანდა. არ ვიცოდი, რა მეკითხა, ან რა მეთქვა. მან განაგრძო:
- ერთი განსაკუთრებული რამ უნდა ისწავლო - როგორ მოხვდე სამყაროებს შორის არსებულ
ბზარებთან და სხვა სამყაროში როგორ შეაღწიო. სამყაროებს შორის ბზარი არსებობს:
დიაბლეროს სამყაროსა და ცოცხალ ადამიანთა სამყაროს შორის. არსებობს ადგილი, სადაც
ორი სამყარო ერთმანეთს კვეთს. სწორედ იქაა ბზარი. იგი იხსნება და იხურება კარივით ქარის
დროს. იქ რომ მოხვდეს, კაცმა ნებისყოფა უნდა გაიწრთოს. ანუ ამის დაუძლეველი სურვილი,
უდრეკი ნება განავითაროს. მაგრამ ეს რომელიმე ძალის ან სხვა ვისიმე დახმარების გარეშე
უნდა გააკეთოს. ყველაფერი თვითონ უნდა აწონოს და გადაწყვიტოს იმ მომენტისათვის , როცა
სხეული მზად იქნება ამ მოგზაურობისთვის. ამ მომენტს წინ უძღვის ხანგრძლივი ხელ-ფეხის
კრთომა და საშინელი პირის ღებინება. ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერ იძინებს ან ვერ ჭამს და
სრულიად იფიტება. როცა კონვულსიები უწყვეტი ხდება, იგი მზად არის და სამყაროებს შორის
ბზარი, პირდაპირ მის წინ იხსნება, მონუმენტური კარების მსგავსად - ზემოდან ქცევით
მომავალი ბზარი. როცა ბზარი გახსნილია, უნდა გაძვრე მასში. მეორე მხარეს მხედველობა
ჭირს. ქარი ქრის როგორც ქვიშიან გრიგალში. ყოველ მხარეს ქარბოლბლები ტრიალებს.
ადამიანმა ახლა უნდა იაროს - ნებისმიერი მიმართულებით. მოგზაურობა ხანმოკლე ან
ხანგრძლივი იქნება, რაც მის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ძლიერი ნებისყოფის ადამიანს
შორს სიარული არ უწევს. ხოლო გაუბედავ და სუსტ ადამიანს შორი და სახიფათო გზა მოელის.
ამ მოგზაურობის დასასრულს ადამიანი რაღაც პლატოს მაგვარზე აღმოჩნდება. ზოგიერთი
მისი ნიშანი საკმაოდ გარკვევით იკვეთება. ეს ბრტყელი, მიწიდან ამოზნექილი მაღლობია.
მისი ცნობა ქარით შეიძლება , რომელიც ამ ადგილას კიდევ უფრო ძლიერია. იგი
გამათრახებს, მისი ღრიალი გაყრუებს. ამ პლატოს მწვერვალზე არის სხვა ქვეყანაში
შესასვლელი, და კიდევ ფარდა, რომელიც ერთ ქვეყანას მეორისგან ჰყოფს. მკვდრები მასში
უხმოდ გადიან, მაგრამ ჩვენ უნდა გავარღვიოთ იგი ყვირილით. ქარი ძალას იკრეფს - ისებ ის
უმართავი ქარი, პლატოზე რომ ჰქრის. როცა ქარი საკმარის ძალას მოიკრეფს, ადამიანს
სიმტკიცის შენარჩუნება მართებს მასთან გასამკლავებლად. ახლა ოდნავი ბიძგიღა არის
საჭირო, აბა, ხომ არ გინდა, რომ იმ ქვეყნის ბოლოში წაგიღოს. როგორც კი ადამიანი გაღმა
აღმოჩნდება, საჭიროა აქეთ-იქით გავლა. დიდ იღბალს ეზიარება ის, თუ დამხმარეს
შემოსასვლელთან ახლოს მოიძიებს. კაცმა მას დახმარება უნდა სთხოვოს. თავისი საკუთარი
სიტყვებით უნდა სთხოვოს დამხმარეს, ასწავლოს მას და გახადოს დიაბლერო. თუ დამხმარე
დათანხმდა, იგი ადგილზევე კლავს ადამიანს და სანამ ის მკვდარია, ასწავლის მას. თუ ასეთ
მოგზაურობაში შენ თვითონ მიემგზავრები და თან ბედმაც თუ გაგიღიმა, შეიძლება, დამხმარედ
დიდი დიაბლეროც კი შეიძინო, რომელიც მოგკლავს და ყველაფერში გაგანათლებს. მაგრამ
გაცილებით ხშირად, უფრო წვრილმანი ბრუხოები გხვდება, რომლებიც დიდ ვერაფერს
გასწავლიან. თუმცა არც შენ და არც მათ უარის თქმის ძალა არ შეგწევთ. ყველას ჯობია -
მამაკაცი დიაბლეროს პოვნა, თუ არა და დედაკაცის ხელში მოხვდები და იგი
წარმოუდგენლად გაგაწვალებს. ქალები ყოველთვის ასეთნი არიან. მაგრამ ეს ყველაფერი
მხოლოდ ადამიანის იღბალზეა დამოკიდებული. თუ კი, რა თქმა უნდა, თვით მისი
ბენეფაქტორი არ არის დიდი დიაბლერო და ბევრი დამხმარე არა ჰყავს იმ ქვეყანაში; ამ
შემთხვევაში მას შეუძლია მოწაფე სრულიად გარკვეულ დამხმარეს შეახვედროს. სწორედ
ასეთი იყო ჩემი ბენეფაქტორი. მან თავის დამხმარე-სულთან გამგზავნა. როცა დაბრუნდები.
შენ უკვე ის აღარ იქნები რაც იყავი. იძულებული იქნები, იქ ხშირად დაბრუნდე, შენს
დამხმარესთან შესახვედრად და სულ უფრო შორს შემოსასვლელისაგან მოგიწევს ხეტიალი,
სანამ ერთ მშვენიერ დღეს ისე შორს არ შეაღწევ, რომ უკან ვეღარ დაბრუნდები.
ხანდახან დიაბლერომ შეიძლება ხელი ჩაავლოს სულს, შეაძვრინოს შესასვლელში და თავის
დამხმარეს სამეთვალყურეოდ ჩააბაროს მანამ, სანამ ის სრულიად არ წაართმევს ადამიანს
ნებისყოფას. სხვა შემთხვევაში, ისეთში როგორიც ვთქვათ შენია, სული ძლიერი ნებისყოფის
ადამიანს ეკუთვნის და დიაბლერო მას თავის ტომარაში მოათავსებს, ვინაიდან ის მეტისმეტად
მძიმეა სადმე წასაღებად. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია ბრძოლას,
რომელშიც დიაბლერო ან ყველაფერს იგებს ან ყველაფერს კარგავს. ამჯერად მან ეს
ბრძოლა წააგო და იძულებული გახდა შენი სული გაეთავისუფლებინა. მას რომ გაემარჯვა,
შენს სულს თავის დამხმარეს წაუღებდა შესანახად.
- კი მაგრამ, როგორ გავიმარჯვე?
- ადგილიდან არ დაიძარი. ერთი დიუმიც რომ დაგეთმო, განადგურდებოდი. მან დარტყმის
მისაყენებლად ის დრო შეარჩია, როცა აქ არ ვიყავი და სწორედაც მოიქცა. ხოლო დამარცხდა
იმიტომ, რომ შენ ადგილიდან არ დაიძარი - ადგილიდან, რომელზეც შენ უძლეველი ხარ.
- და როგორ მომკლავდა, რომ დავძრულიყავი?
- მეხივით დაგეცემოდა. მაგრამ პირველ რიგში შენს სულს შეინარჩუნებდა და შენ დაჭკნებოდი.
- და ახლა რა მოხდება, დონ ხუან?
- არაფერი. შენ დაიბრუნე საკუთარი სული. ეს კარგი ბრძოლა იყო. ძალიან ბევრი ისწავლე
წუხელ ღამით.

ამის მერე ჩვენ შევუდექით ჩემს მიერ ნასროლი ქვის ძებნას. დონ ხუანმა თქვა, რომ თუ მას
ვიპოვიდი, საქმეც დასრულდებოდა. თითქმის სამი საათი ვეძებეთ. ისეთი გრძნობა მქონდა,
რომ ადვილად ვიცნობდი. მაგრამ ვერაფრით გავახერხეთ.

იმავე დღეს, შესაღამოვებისას, დონ ხუანმა მის სახლის გვერდზე განლაგებულ ბორცვებზე
წამიყვანა. იქ საბრძოლო პროცედურებთან დაკავშირებით გრძელი და დეტალური
ინსტრუქციები მომცა. ერთ-ერთ მომენტში, გარკვეული სავალდებულო ნაბიჯების
გამეორებისას, აღმოვაჩინე, რომ მარტო დავრჩი. ბორცვზე ავირბინე და ქოშინი ამიტყდა.
ოფლი მდიოდა და მაინც შემცივდა. რამდენიმეჯერ დავუძახე დონ ხუანს, მაგრამ მან არ
მიპასუხა. უჩვეულო უხერხულობის გრძნობა დამეუფლა. უცებ უახლოეს ბუჩქებიდან შრიალი
მომესმა, თითქოს ვიღაც მიახლოვდებოდა. ყურადღება მოვიკრიფე, მაგრამ ხმაური შეწყდა .
შემდეგ ის რაღაც კვლავ აშრიალდა - უფრო ახლოს და ხმამაღლა. იმ წუთში გავიფიქრე, რომ
წინა ჭამის მოვლენები კვლავ მეორდებოდა. წამდენიმე წამში ჩემი შიში უსაზღვროდ
გაიზარდა. ხმაური ბუჩქებში კიდევ უფრო მომიახლოვდა, ძალა სრულიად მიმელია.
აღმუვლება მინდოდა, ან ატირება, ან გრძნობის დაკარგვა. მუხლები მომეკვეთა და კივილით
მიწაზე დავენარცხე. თვალებიც კი ვერ დავხუჭე. ამის შემდეგ მახსოვს მხოლოდ, როგორ
ანთებდა დონ ხუანი ცეცხლს და დაკრუნჩხულ ხელ-ფეხს მიხილავდა.
რამდენიმე საათის განმავლობაში ღრმა აშლილობის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი.
შემდგომ დონ ხუანმა ეს ჩემი ესოდენ არაადექვატური რეაქცია სავსებით ჩვეულებრივ
მოვლენად მონათლა. ვუთხარი, რომ ლოგიკურად ვერ გამეგო, კონკრეტულად რამ გამოიწვია
ჩემში პანიკა. მან ამიხსნა, რომ მე იმდენად სიკვდილის შიში კი არა, არამედ უფრო სულის
დაკარგვის შიში მამოძრავებდა - შიში ჩვეულებრივი იმ ადამიანებში, ვისაც უდრეკი განზრახვა
არ ახასიათებთ.

ეს განცდა უკანასკნელი აღმოჩნდა დონ ხუანის მოძღვრებიდან. მას მერე მე თავს ვიკავებდი
მისი გაკვეთილებისაგან. თუმცა დონ ხუანს არ შეუცვლია ჩემდამი თავისი დამოკიდებულება -
ბენეფაქტორის დამოკიდებულება მოწაფის მიმართ, მე თვითონ მიმაჩნია, რომ წავაგე
ბრძოლა ცოდნის ადამიანის პირველ მტერთან.

You might also like