You are on page 1of 29

განათლების

ფსიქოლოგია
მენტორი სოფო ბიბილაშვილი
მასწავლებლები, სწავლება და
სწავლების ფსიქოლოგია

• როგორ მოიქცეოდით?
• სწავლება „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ“
• მოქმედებენ თუ არა დიფერენცირებულად მასწავლებლები
• რას ნიშნავს კარგად სწავლება?
• განათლების ფსიქოლოგიის როლი
• მრავალფეროვნება და ერთგვაროვნება პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში
• შეჯამება
როგორ მოიქცეოდით?

თუ თქვენს სკოლაში სამი პედაგოგი უნდა დააჯილდოვონ „საუკეთესო პედაგოგიური მიღწევებისთვის“ და


თქვენ
შემოგთავაზეს იმ კომისიაში ყოფნა, რომელიც შეარჩევს სკოლაში ამ პედაგოგებს, რა კრიტერიუმების
მიხედვით
შეარჩევდით პედაგოგებს?

 რა უნდა იცოდეთ სწავლასთან დაკავშირებით, რათა დაკისრებული მოვალეობა შეასრულოთ?


 რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს „საუკეთესო სწავლებას“ (საუკეთესო პედაგოგიურ მიღწევებს)?
 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწავლების განსხვავებული ფილოსოფია და მიდგომები გვაძლევს
თუ არა სხვადასხვა პასუხს?
 რა რეკომენდაცია გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
სწავლება - „არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ “

2002 წლის 8 იანვარს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა აქტს No Child Left Behind (NCLB), რის
მიხედვითაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლოს III-VIII კლასების ყველა მოსწავლე ყოველწლიურად ჩააბარებდა
ტექსტის კითხვისა და მათემატიკის გამოცდას. ამ ქულების პასუხების საფუძველზე ხდება სკოლების შეფასება
ტესტირებულ საგნებში მათი აკადემიური პროგესის დაკვირვება. მიუხედავად ტესტირების შედეგისა 2013-2014
სასწავლო წლის ბოლოს ყველა მოსწავლემ განსაზღვრულ შედეგს უნდა მიაღწიოს.
ეთნიკური უმცირესობებისთვის და სსსმ მოსწავლეებისთვის ეს ტესტი განსხვავებულია და მორგებულია მათ
საჭიროებებს. ამ ტესტების შედეგები დიდ გავლენას მოახდენს როგორც მოსწავლეებზე, ასევე მასწავლებლებზე
და მშობლებზე. გარდა ამისა ეს კანონი მაღალკვალიფიციური მასწავლებლის სტანდარტს განსაზღვრავს - ანუ
მასწავლებლისა, რომელიც გინდათ გახდეთ!

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მაღალკვალიფიციური პედაგოგი?

NCLB აქტის მიხედვით მაღალკვალიფიციურია პედაგოგი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, ბაკალავრის ხარისხი
და გავლილი აქვს აკადემიური კურსი ან სახელმწიფო საგნობრივი ტესტირება. აღმოჩნდა, რომ ამ
კრიტერიუმების მიხედვით ბევრი პედაგოგია მაღალკვალიფიციური, თუმცა არიან პედაგოგები, რომლებიც ვერ
აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს და ისინი ასწავლიან ძალიან ბევრ მოსწავლეს.

გულისხმობს თუ არა მაღალკვალიფიციურობა კარგად სწავლებას?


დიფერენცირებულად მოქმედებენ თუ არა
მასწავლებლები?
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ წარმატებული სწავლის ძირითადი მიზეზი არის სიმდიდრე და სოციალური
მდგომარეობა და არა სწავლება.

თქვენი აზრით ითვალისწინებს თუ არა სწავლება განსხვავებას?


გყავთ თუ არა ისეთი მასწავლებელი, რომელმაც გავლენა იქონია თქვენზე?

მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა

2001 წელს ბრიჯიტ ჰარმემ და რობერტ პიანტმა ერთ-ერთი რაიონის ჩაატარეს ცდა, რომლის მიხედვითაც
დაადგინეს, რომ საბავშვო ბაღში ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობის ხარისხი განაპირობებს მე-8
კლასში მოსწავლის ქცევასა და აკადემიურ შედეგებს.
იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდათ,
გვიანდელ ასაკში გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ, თუ მასწავლებლები მათი საჭიროების მიმართ
სენსიტიურები იყვნენ.
ლინდა დარლინგ ჰამონდმა 2000 წელს გამოიკვლია მასწავლებელთა სერტიფიცირებასა და მოსწავლეთა
სწავლის ხარისხს შორის დამოკიდებულება. შედეგად გაირკვა, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირება
პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლეთა წარმატება-წარუმატებლობასთან.

რაც უფრო მაღალია მასწავლებლის ცოდნის ხარისხი და ძლიერია ამ


საგანში, მით უფრო დიდ წარმატებას აღწევენ მისი მოსწავლეები!

საუკეთესო პედაგოგები ყველა მოსწავლეს საუკეთესო მიღწევებისკენ


უბიძგებენ, დაბალი მიღწევების მოსწავლეებისთვის კარგად სწავლებას
გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს.

მაღალ კლასებში კარგად სწავლებას დაწყებით კლასებში არაეფექტიანი სწავლების კომპენსირება შეუძლია,
თუმცა ეს არ აღმოფხვრის ყველა პრობლემას.
რას ნიშნავს კარგად სწავლება?
კარგად სწავლება მხოლოდ საკლასო ოთახით არ შემოიფარგლება - ეს ხდება სახლში,
საავადმყოფოებსა და მუზეუმებში, საქმიან შეხვედრებზე, თერაპევდის კაბინეტსა და საზაფხულო
ბანაკებში.
განათლების ფსიქოლოგია კლასში სწავლებაზეა ორიენტირებული.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ რას ნიშნავს კარგი სწავლება ოთხი მასწავლებლის კლასში შევიდეთ.
ორენოვანი I კლასი: ვივიანას კლასში 25 სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეა(დომინიკის რესპუბლიკა,
პუერტო-რიკო, მექსიკა). ისინი ინგლისურ ენაზე ან საერთოდ ვერ მეტყველებდნენ ან ძალიან მწირი
მარაგი ჰქონდათ. ვივიანამ შეძლო I კლასის დასრულების შემდეგ ბაშვებს დააძლევნია პროგრამა. მან
სემესტრი დაიწყო ესპანურენოვანი გაკვეთილებით, რომ ბავშვებს პროგრამის ათვისება
გაადვილებოდათ. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ინგლისური ენის სწავლება. ის ბავშვებს ამხნევებდა და
სიამყის გრძნობას უღვივებდა მათი ესპანური წარმომავლობისადმი. ვივიანა ძალისხმევას არ
იშურებს, რომ მისმა მოსწავლეებმა ადილად დაძლიონ პროგრამა: ის უზრუნველყოფს ბავშვებს ყველა
საჭირო რესურსით( ფერადი ფანქრები, მაკრატელი...) და გაკვეთილის ახსნისას თეატრალურ ნიჭს
იყენებს, კერძოდ, გაკვეთილებს უხსნის მუსიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკებით. მოსწავლეთა
შესაცნობად მათთან სახლში მიდის. ვივიანასთვის სწავლება არა მარტო სამუშაო, არამედ ცხოვრების
სტილია.
იმსჯელეთ რამდენად კარგი აზრია „უფლებათა
კანონმდებლობის“ კლასში შემოღება?
ამ საკლასო ოთახებში მასწავლებლები ხედავენ მოსწავლეთა საჭიროებებს და ინსტრუქტირებასა და შეფასებას
მათ საჭიროებებს არგებენ. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლისთვის მაქსიმალურად ადვილად
გასაგები გახდეს ნებისმიერი ცნება. ეს აქტივობები მოსწავლეში თვითშეფასების ამაღლებას და პასუხისმგებლობის
გააზრებას უზრუნველყოფენ.

რა არის კარგი სწავლება?

სწავლება თეორიაზე დაფუძვნებული მეცნიერებაა. მეცნიერები იკველევენ რა გავლენა აქვს დასწავლას


სწავლებაზე, რა როლს თამაშობს სწავლაზე მოტივაცია.
მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ საუკეთესო მასწავლებელი ისაა, რომელიც სწავლებისას
მხოლოდ თეორიის იმედად კი არ არის, არამედ ღრმად სწვდება სწავლების არსს და შემოქმედებითად
უყურებს მას.
სწავლება იმდენად კომპლექსურია, რომ ყოველი ახალი საგნის შესწავლისას და ყოველ ახალ კლასში
ყოველთვის ახლის მოფიქრებაა საჭირო.

მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ როგორც ზოგადი


თეორიული ცოდნა, ისე სიტუაციის სპეციფიკურად
განჭვრეტის უნარი.
როდესაც დამწყები მასწავლებელი მოსწავლეთათის ტესტს ეცნობა,
მისთვის ტესტი არსებობს ერთი სწორი პასუხი და ყველა დანარჩენი
არასწორი პასუხი მისთვის ერთნაირი შეცდომაა, ხოლო ექსპერტი
მასწავლებლისთვის პასუხების გამოცნობაა შესაძლებელი, კერძოდ
დაშვებული შეცდომა გაუგებრობის ბრალია თუ უცოდინრობის.

ექსპერტმა მასწავლებლებმა იციან:

უმთავრესი ფაქტორი საკუთარი თავის


შეცნობაა, მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარი
მოსწავლეების გაგებასა და პატივისცემას
იმისათვის, რომ გახდე პედაგოგი,
საჭიროა:

საკუთარი მოსწავლეების შეცნობა


სწავლა და მოტივაცია
სწავლება და შეფასება
განათლების ფსიქოლოგია არის დისციპლინა,
რომელიც შეისწავლის სწავლა-სწავლების პროცესებს,
იყენებს ფსიქოლოგიის მეთოდებსა და თეორიებს,
აქვს საკუთარი თეორიები, პრობლემები, კვლევის
ტექნიკა და მეთოდები.
აღწერითი კვლევის ანალიზი მოიცავს კვლევის შედეგებს, გამოკითხვის შედეგებს,
საკლასო ოთახში დიალოგების მაგალითებს ან საკლასო ოთახის აუდიო და ვიდეო
ჩანაწერებს - მისი მიზანია ერთ ან რამდენიმე საკლასო ოთახში მომხდარის აღწერა.

ეთნოგრაფიული კვლევის მეთოდის საშუალებით შეისწავლიან ერთი


ჯგუფის ცხოვრებაში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებს და ცდილობენ
ჩასწვდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ ამ ჯგუფისთვის.
მაგ, ზემოთ მოცემული კლასების დაკვირვება არის ეთნოგრაფიული
კვლევის მეთოდი.
მსგავსი დაკვირვების დროს, იმისთვის რომ ქმედებები მასწავლის და
მოსწავლის ჭრილში დაინახონ, მკვლევარები სასკოლი ცხროვრების
მონაწილენი ხდებიან.
აგრეთვე კონკრეტულ შემთხვევასაც შეისწავლიან - ერთი ადამიანის ან
ერთი სიტუაციის საფუძვლიანი შესწავლა.
მაგ, კორელაცია სიამღლესა და წონას შორის არის 7.0, ხოლო
კორელაცია ადამიანის სიმაღლესა და სასაუბრო ენების რიცხვს
შორის არის 0. რადგან სიმაღლესა და ენებს ერთმანეთთან
არანაირი კავშირი არ აქვთ.

როდესაც ორი ფაქტორი ერთდროულად იმატებს ან კლებულობს. მაგ,


სიმაღლესა და წონას შორის დადებითი კორელაციაა. როდესაც იზრდება
სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა, მოსწავლეებიც მეტ
წარმატებას აღწევენ.

მაგ, არასერტიფიცირებული მასწავლებლების ზრდა ამცირებს მიღწევების


რაოდენობას მოსწავლეებში.
ექსპერიმენტი კვლევის მეორე მეთოდია, რომელიც მხოლოდ დაკვირვებით კი
არ შემოიფარგლება, არამედ საშუალებას გვაძლევს ცვლილებები შევიტანოთ
მოვლენაში და აღვწეროთ.
მოვლენაში მონაწილე თითოეული ცდის პირი შემთხვევითობის პრინციპით
არის შერჩეული, რათა ყველას თანაბარი პირობები ჰქონდეს.

შემთხვევითობა გულისხმობს, რომ თითოეულ მონაწილეს თანაბარი


შანსი აქვს, მოხვდეს თითოეულ ჯგუფში.

ხშირად მეცნიერები ექსპერიმენტის გარკვეულ ასპექტებს ცვლიან, რომ დააკვირდნენ რა მოხდება.


ხშირ შემთხვევაში სტატისტიკური ტესტები ტარდება. თუ მიღებული განსხვავება მიიჩნევა, რომ არის
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, მიიჩნევა რომ ის მხოლოდ შემთხვევით არ მიიღება.
ოგდენმა, ბროფმა და ევერსტონმა ჩაატარეს დაკვირვება დაწყებით კლასებში მოსწავლეებსა და
მასწავლებლებზე. მათ დაადგინეს, რომ მოსწავლეთა გარკვეული წესით გამოძახება კორელაციაში
იყო კითხვაში მაღალი ქულების დაგროვებასთან. კვლევის მეორე ნაწილში მათ მასწავლებლებს სთხოვეს
მოსწავლეები თანმიმდევრულად გამოეძახათ. კვლევის მეორე ნაწილი ექსპერიმენტრული სწავლება იყო,
ვინაიდან ის ნამდვილ საკლასო ოთახებში ჩატარდა.

ერთი სუბიექტის ექსპერიმენტული შესწავლის ფართოდ გავრცელებულ


მიდგომას წარმოადგენს საბაზისო პერიოდი განმავლობაში დაკვირვება
და მერე ქცევის შეფასება  ჩარევა და შედეგის აღნიშვნა  შემდეგ ჩარევის
შეწყვეტა და საბაზისო პირობებში დაბრუნება  ბოლოს ხელახლა ჩარევა.

მიკროკოგნიტურ კვლევას სამი ძირითადი მახასიათებელი აქვს:


• მკვლევარები აკვირდებიან ცვლილებების მთელ პერიოდს - მისი დაწყებიდან
სტაბილურ მდგომარეობაში გადასვლამდე.
• დაკვირვება უმეტესად ხორციელდება ვიდეოჩანაწერებით, გასაუბრებებით და
დაკვირვების ობიექტის ზუსტი სიტყვების ჩაწერით.
• სწავლობენ თითოეულ მომენტს ან მცელობას მიკროსკოპული სიზუსტით.
დროის ფაქტორი კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. საუკეთესო პერიოდია,
როდესაც მკვლევარები შესასწავლ ობიექტს რამდენიმე წლის განმავლობაში
აკვირდებიან - ლოგიტუდური კვლევა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი კლვევა
მოუხერხებელია.
კვლევები შეიძლება ჩატარდეს სკოლებში ან კლასებში, რომ მაგალითად ვუპასუხოთ
შემდეგ კითხვებს:
• რა სახის მეთოდი უწყობს ხელს ჩემს კლასში მართლწერის საკითხების უკეთ
შესწავლას?
• განაპირობებს თუ არა სამეცნიერო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ამოცანები
გოგონებისა და ვიჭბის უფრო სამსართლიან ჩართულობას?

ასეთი სახის კვლევას აქტივობის კვლევა ეწოდება.

სახელმწიფო კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ მეცნიერებაზე დაფუძვნებული კვლევა იძლევა სანდო


და დასაბუთებულ ცოდნას.
NCLB „მეცნიერებაზე დაფუძვნებულ კვლევას“ განსაზღვრავს შემდეგნაირად:
პრინციპი - კავშირი კვლევასა და განათლებაში მიღწეულ შედეგს შორის. ეს მნიშვნელოვანია განათლების
ფსიქოლოგიაში. ამას მივყავართ თეორიამდე.

არსებობს თეორიები: როგორ ვითარდება ენა, როგორ სწავლობს


ადამიანი და ა.შ.
არგუმენტი/კონტრარგუმენტი

დაფიქრდით და დაწერეთ:
წარმოიდგინეთ, რომ პირველად შედიხართ საკლასო ოთახში. გადმოეცით თქვენი შიში, საზრუნავი,
ნერვიულობა, რა დადებით მუხტს შეიტანდით სამუშაოში?

You might also like