You are on page 1of 85

სიმონ ჩიქოვანი

სანაპირო სიმღერა ,,ხაბო“


მეკობრეების ხიფათს აბრუებს ხაბო

ხარბი აბრეშუმის ხორაგი ხაბო.

რაგუ ხრეში ხარდინგი ხაბო

ბობოლა ბეგო ოფოფი ხაბო

ღარია ღარია კლდეებს ციცაბოს

ობობა ღრუმე ღრუბლები ორმო

ბირთვი და ბურთი ბეგორი ზურგი

როყო ხუნაგი ხარიბა კუზი

ბუნაგი ბაბრის კოვზი საგუბე

ქოლგა ქოგგალე ბუნდღის ქუბა

ღრომი ურემი ღამურა ღობი

არხი ბოხი. ბურღი.

დუღს დაღი

მდორე დოღი

ავღირეე

გურაგელი ბამბა ბრანწი

გურაგელი მორგვი ბორგვი ვერაგული

გურაგელი ქუფრი მორბო კუპრი

გურაგელი შორი შური გვიმბრა იბრო

ზარიუ ზარიუ ზორომი ზორომი ორო

აქლებები იალქაგარებს მიბღავის


იალქაგარი აგარებს დახევს.

იალქაგარი დორდო შორეულ ხაბოს

იალქაგარი ღრევა და ჩაფი

შორს ნიჩაბები ტალღებს მიაპობს:

ზარიო ზარიო ზარიო რერო

ხიფათი ხაბოს

ორბები ხაბოს

ხარდინგი ხაბოს

ზორომი ზორომი

ღრუბლებს ანღრეულს

კლდეებს ციცაბოს.

ცირა
ბადე ბაიდებს
ბუდე ბაიდებს

ცირა მუხლებზე გულფილტვს დაიდებს


აიდა—ბაიდებს, აიდო ბაიდებს
ცირა ციბა ცირა წარბი ცირა წაბლი წარბენილი
ცაკუთხური, ცაკუთხედი, ხიდბოგირი.
ოდელიოდო ბუდე ოდელიოდო ცა
მდინარის პირას ცხენების მოცდა
ცირა შინდი — შორს ბაიდით გადაფრინდი.

უდე ბუდე
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია.

გადაფრინდენ, გადმოფრინდენ, ფრინველები უბინადრო


ოდელიოდო უმბო ბუდე ოდელიოდო უკიბედრო
ხიდბოგირზე ცირა ციბას ობობებით შეევედრე.
უბინადრო უძარიდრო ძარ ბაიდებს ცისადგამი
სცურავს ზღვაში ცამებული
გემებს მოაქვს იალქარზე ცაბოკონი
ტყეს დატვირთავს ცამეკირი
ოდელიოდო, ცა — უდე ბუდე
უდევს ბადე
ობობამდე.

ფუტი ბუხრის წარბებს მოხრის


ცირა გულით გამოცრილი
გამოიცირა გამოხიდი
ცისბოკონებს გამოხედე.
ოდელიოდო თუთა
თუთა, დო ცაფარი, ნეშოგამო და ცაბარი
ცირა გათხელდა როგორც ჩაფარი
ცირა ციბა ტორი ტანზე და ფაფარი.
შარა წარბი წარბენილი
გამოგული წაბოლილო გამოფიტა
გამოგული შორს ბაიდებს, რომ მიყევხარ გაბუტული
გამოგული მზით მდინარე დამშრალი და გამარგილი
გამოგული მოთუთო და უმბო ბბა.
ბადე ბუდე, მდინარე ბაიდებს.
ცირა მუხლებზე გულ ფილტვს დაიდებს
ცირა შინდი — ობობებზე გადაფრინდი

უდე ბუდე
უდევს ბადე
და ბაიდებს
ობადები აბადია

მეკამეჩეების ურმული
ორგი'დო ხერგ'დო მუხების რკო!
ხორბალი, კომბალი
კომბალი ონბალო
კომბალი ბალიგი
ბობო'და ლომები ბობო'და სპილოებს
ფუღუროს ნაკოდალს, ფილტვებს ნაგუდარს
ღერღილს მოროშილს, სიმინდს დაღერღილს
ორგი'დო ჩალა დო ორი'დო კამეჩებს
ზიზურე-რო--რო, დო ზირურე აბეჩებს
კომბალი და სახრე-ბორძიკი. თხმელა
აბედი ურმების. ხეები ხორ'ბო
მზის მუცელს ნაბიჭარს
მზის ხვრელებს ზღარბი ჭამს
ორგი'დო ხერგი'დო მუხების რკო!
ენგურის ირემი. ენგურის ორ'ბები
თხუნელა, თხომური-ზომური ზომური
ჰე ფიჭვებს, წიფლებს, შტოებს და ნეშოებს
მახრა, და კამეჩი, ქატო და მუხუდო.
ეი! დო ზორ, შარა მოტობა, დო მუმლი.
ნახშირის მუხაში
ბღაოდა მუხაში
კამეჩი უხეში
ტალახში ფუყეში.
დილამ'დე ძაღლები კამეჩებს უყეფენ
კოპიტის მამალი კამეჩებს მიყივის
ეი! დო ზორ შარა მოტობა დო მუხლი
ეი'დო ბორანი კომბალი და სახრე
ეი! დო ზორ შარა მოტობა, დო თხომური
ზომური ზომური.

ქარბორია
ფაფარი, ფუნჯირი ფარდული, ორველი ცხენების.

გაფრინდი, მერანო, მერგილი, შორიდან მინდორს და ნალიებს!

გქონდეს, ულაყო, ფეხბურთში სიმაგრე, დამჭედის ცხონება -

ადრინდე გაფრინდი, გაშორდი რიჟრაჟს და გზას მოინანიებ.

ნატორი — ნადირი ტიროზე მან მტვერი ტირიფი ადინა,

გაქცეულს ცაბორი, მოვარდნილს ცაბორიო, ცაბორიო და მორიო!

მოვარდნილს ქარბუქი ცხვრის ჯოგებს უკოჟროთ მოდენის,

გარიჟრაჟს სიმღერა ღარიბი შორს და ქარბორიას

დაბარულ ბელტებზე მინდორი ნაგზავი, წინ კოინდარია.

კაჟს და კლდეს გახეთქავს შეხედავს ქორებულ მადანებს.

ყვარუნის ჩხავილზე ისროლის მუგუზალს - ცა-მოიდარიე -

მან მტვერი თქარუნით და ოფლის სიბრაზით ფაფარზე ადინა.


ნაგზაურს ნაგრაგნი-ნამრუდი ქავქირი მუდე და ხაბორდა,

ყურთმოჯი ნასროლი — მან წყალი წურბელი ალიონს დალია

ეკლებზე დაგლეჯილს და მელოტს მოკალულს ცხვრის ჯოგი ჩაბარდა.

მერანო, აღვირი, უზანგი, მათრახი — სულ ნაქურდალია.

ჰე, გზაო ნაკლებო, გზას მისდევს გაკვალულ ებიონს!

უძახე: მარულე, იჩქარე, ტორებო, — ცა მოიდარე!

გამომზრდელს იგონებს, მუგუზლით გამომხმარ ბებიას.

ცაო და ცაბირო, უდროოთ დამტოვე გადუვლელ ველებში,

ცაო და ცაბირო, გაქცეულს უდროვოთ რით მითენდებიო.

მოზიდე აბზინდი, გადახნულ ბარებზე დააგდე აუგი

და ყვირის მგზარობა: — წყაროზე რიჟრაჟის სიმჟავე დალია;

არ უზამს, უზანგი, ორიზო და მდევრებს სიბრაზეს დაუგებს.

მერანი, აღვირი, მინდორი, უზანგი — სულ ნაქურდალია.

ფუტურო-რო ფოტრო, ცაშორი, ჩხრიალი, ჯანდაბას!

ცაბორიო მარულე, ავშო და სიმღერა ყეფა ხარს

დღეს ოფმა ფეხბურთში ტრიალი მინდორი დანამა

და მდევრებს კლდის კაჟი ესროლოს, თუ შემოგეყაროს

ფაფარი ფარდული, ფაფარი ფუნჯირი, მინდორს და ნალიებს!

გაფრინდი, მერანო, ალოკილ კბილებით ნაკვლევს გადუვლის მადენი.

ფუტურო-რო ფოტრო, — მოისმის თოხარიკ მდევრების, - გზა მოუნანიე.

მან მტვერი თქარუნით და ოფლი სიბრაზით ფაფარზე ადინა.


ფაფარი ფუნჯირი, ფაფარი ფარდული, ორველი ცხენების.

გაფრინდი, მერანო, მერგილი ნაგზაურს, ცაო და მორიო;

გქონოდეს, ულაყო, ფეხბურთში სიმაგრე, დამჭედის ცხონება!

ადრინდე ტორიან დავარდნა ჯირკებზე შორს და ქარბორიას!

რომანტიული პლაკატი
კრახმალის გრძნობას დაარქმევთ ამლექსს უგემურს

ბანალური რომანტიზმი ბარგათ გადამაქვს

შეძლება გექნეთ გამოსცვალოთ გრაფიკა სტრიქონის

აგებულ ასოების ქვეშ

დარჩება ჩრდილი რეზინის.

დეკადენტი ეტყვის ,,პოეტის სული“

და ინდუსტრიით შორს ამგზავრებს ავსტრალიელ გემს

ან აგარაკზე წაიღებს ტკივილს.

არის რომანტიული განცხადება


მიჯერებს უხმოთ ბორჯომის ბოთლი.

ჟესტს უხერხულს, ნახევარ ტკაველს.

იაპონურ ქოლგებით დგება ზაფხული

ვიტრინებიდან ასხმული ხარ ღორი სხეული

პროჟეკტორები გდევენ ძეგლებით.

გული ტროტუარ
გადაიფორთხეთ ფრჩხილებით ფრთხილათ
როგორც პროვინცია

ხან დი — არგი
ურდულებით დასტოვებთ პროსპექტს

ხმაურ ტრამვაებს დატვირთულებს პუდრის მატებით

ჭრელ შალვარების გწამდეთ სალამი

და როშარების სკანდალის სექტა.

გადაგზავნილი აგარაკზე როგორც ლოზუნგი.

ცენტრის გაზეთებს უთარგმნი ტცარას.

მე მოვინელე ირონია განიერ კუჭით


ყინვებით ღვრილი.

ღა -

წვები დასაღუპათ კარდონის კლდეზე.

მტირალ მისტიკას აღარ შერჩა ხაბოს ღამურაც

მაგონებს კოშმარს რომ გაწუხებს მაზოლის დეზი

და სამკურნალოთ კაპსულებით ვყლაპავ სიყვარულს.


ფსისიატრების ბარაკს

ვაბორძიკებ ბამბების ბრმა.

რო — ტონ — დო
მზისუმუმზირე — ლირიული არის ხშირათ შოფერიც.

ნახსენებ ჟესტით ნასკვი მიმიკა.

გულს აგარაკზე ვგზავნი ბაგაჟათ


და ტელეფონის სვეტების ქსელი

ბებერ რომანტიზმს კიდევ აკაჟებს


,,რეკორდ“ რეკლამა მკერდზე მიიკარ

კოფთებიც-კი პროსტიტუტებს მოაქვთ ბაკალით.

კედლებთ შპალერზე პოულობენ კარტებს დაკარგულს

თქვენ ჩიქოვანი ფრჩხილით დაასჩვეთ


ჟანგეულ დანით სქესი დაკალით

ჩემი ოცნება მუცელ ძაღლი დახირწნის ხორცს

კამერებივით ამოავსებს კამელის კათხებს

მე რომანტიზმზე წავიკითხავ ბოლო ,,რეკვიემს“.

კრახმალის ლექსი ისტერიკით შუბლის ძარღვს გატკენს.

როგორც დეპეში შესაპყრობი, კვამლის ბულ გული

ღმერთებს გაუგზავნეთ, კომკავშირის რაკეტებით წვერ შეტრუ-

სულს,

ის ჩაეპარა მოგზაურის გახსნილ ჩემოდანს

და გამბურგივით ხომალდებში გახდა მატროსი.

იქ უმოწმობოთ ღებულობდენ წინეთ გიოტეს

ეხლა დიდებით გაუსწარით მაგგენს უნიტასს,

თქვენი ქვევრი გავს ფრანგულ დეკადანსს

აიღეთ ხმა! შეხამებაში ეკსპრესები უნდა კიოდეს

და სადგურებში აგროვებდენ მარგანეცით შემასკულ ნეგრებს

ველოდით მერცხლებს იპოდრომზე როგორც კანცლერებს

რომ უფლებისთვის კვლავ ებრძოლათ ჩვენში ფრინველებს

და ცილინდრივით რომ დავადგი ცირკულების წვერზე კვარტალი

შრიალი შორს

შარები რუშ.
როგორც ტრიბუნაზე რუპორი ტროცკის

გოგირდის გულით საპროტესტოთ დადგა ქალაქი

და გასაფრრენი ბურრთების ქერრქში

დაღვარა ბორრში — მზემ აგებულმა კოშკის შამფურზე.

მარსზე რადიო დაჰკრავს კამერტონს

ქუსლის ლურსმნებზე ვგრძნობ გადმოცემას.

აგიტირდება კუზო დედის რძე

ავეტრალიერ მუშების ბირჟით.

ეჟვანი ბორბლებს — რეზინის როჟა

და იუნკერსის კორბილი კერძოთ.

ავეტრალიერ ცირრკებში ბოსკი,

არრლეკინებში კოზირი რეკავს

მაიმუნები ღეჭავენ რკინებს — სურთ გამოგვიდგენ ძველი დროგებით

დრო გვაქვს პლაკატებით გავაწითლოთ ორრგი ჩიკაგო


ისვრის ფანჯრები შრაპნელებით და კირბებით სიმონ ჩიქოვანს

ღრუბლების ბატებს — სუფრაჟისტკებს ცის მოედნების

ბრძანება ქონდეთ ამ ბრძოლებში სისხლი დაღვარონ

ზურგიდან ვაგებ ლიანდაგებს დარტყმით ზგებელის.

მისდევს პროსპექტი როსკიპების გრადუსები, ცეცხლის ცეპელინს

და მოტორების ელექტრონის გამგებ მაკრატლებს,

მხტუნავ აივნებს კაბინეტთან გრაფის მტრედებით,

რეგისტრატორებს ნახშირების, კურორტების გამხდარ ლეგალებს,

ბიბაბოების კონტრაბანდებს, ბანდეროლით გამძღარ მაკლერებს

ბურთების ბურღი — რევოლუციის შტამპი დაერტყეს.


ალფავიტებთან შეტაკება შაროშარების

ბუზივით მოსჩანს კუნძულები — გრაფიკაში საგნების ბადე.

ცეპელინ გრბგრ — ჩიკაგოების ეკსკურსანტი ფერფლის მოტორი

დავასრულოთ რიტორიკა

კოოპერატივი როშარების ,,ბუФ“

ნიკოლოზ ჩაჩავა
შანდი და შროშანა
შარდალს შორდება ძილი

ძილდინა გაგულისდა.

დღისური ქანდაძილი

მთვარეზე გასულისდა.

გოგონა მოგონა ხანძარი

სოფელი მოფოლა. მოშარა.

თანსურდა სურდული - ხვანჯარი

თანშურდა შანდი და შროშანა.

ხისმანდური
ხვალი

უტირალუ

ინგი

მონალინგი

არჩა

ხაბალარჩა.

ჰაეროდრომზე
ქარს ქონდა

ფრთა

ფრინდალი

ქარი გაფრინდა

ქარს გაყვა

ცინდალი

ერთი ციდა.

მონადირეთა
ხერი

ხელზე.

ხეზე კოდარა

კოდიდარი

არაქონდარა.

მკერდი

ხერდი

ქონდარს წიბური

ეგდო

ხენდრო

ერდო წიდური.
შელოცვა მთვარისეულებს
ალთა

ბალთა.

ბარიბართუბართა.

ჯაჭვი ჯაჭვნადური

ქალდინადური.

დარი ნატყუბარი

ხრა ნაგუბარი.

სულადი უწმინდური

ხარდინადური.

კონტრასტები
ხელი

დღევდებოდა.

ხელი

ხევდებოდა.

გული
ნამკერდული.

გული

გაგულდული.

ხანი

ხანდებოდა.

შანი

შანდებოდა.

თვირისეული

თვირისიანი.

აბრეშუმი თირისტარზე
1.

აბრეშუმი შუმი

მაბრეშუმე.

შარა

მარდათ

დამიდაბრეშუმე.

თირისტარი აგებული

გუბე გობი

გუბე დამიდაგებულე.
2.

თვალი მრუდე

თვალი

ბრალი

განგებ აბეზარებული.

ფარჩა ნორჩი

ოქროთ

ოქრო

უხვად გამიდარებული.

ხელხვავი
ტარო უდარო.

ტარო უტარო.

ბღერი და სკიპიდარი

ტარო ნასიმიდარი

სინდიოფალა
ჩალა ნაჩალევი

ხმელი ნაძალევი.

გოდორი გორიცა.

გოდორი ოდიდან.

ნაგულა ნასიმიდარი.
მეხრე და სკიპიდარი

სინდიოფალა
ღამე ღამისა

ხმა საყდარისა.

სიმინდი სინდისელი.

შკერი და შვინდისელი

შვინდისოფელა
ტარო უდარო.

ტარო უტარო.

ბღერი და სკიპიდარი

ტარო ნასიმინდარი.

სინდიოფალა

მზეთუნახავი ხაო
ხერეხეილ ხელდეირა

იოდა შარაული.

ცხენები.

ცხრათვალა უნაგირი

გირები

გირიალ

გიალუ.

მზეთამზე სამზირალი
არჩენილი იაყარა

გარსივიდ არძილ

მანძილსკნელები.

ზაკვარმა რაიჩემა

მოვარჩენ რედოფალსო

ქალბანა

არდაშხანი

თანდუხათაია.

კლდე ღრე ნაღერღალი

ხრამი ნაღერდალი —

რა მთას დაეჯახა

ციხელიუვა.

ციცაბო არიწილ

გარსივიდ არძილ

მანძილსკნელები

სიპი ახერხილი

იშკირა იატახა

მზეთუნახავი ხაო.

ხელეხილ ხალდეირა

იოდა შარაული

ცხენები უთვალო. უუნაგრო

აღვირი. გირიალ. გიალუ.


ზღაპარი ცხრამთასიქით
ჯიხუ ხე რქა

ჯიხუ ფეხუ ფეხი.

ღრუ

ღრე

ხრე

ქორაბუდე.

ხავი ხევი ხმა

ხამი ხავი ხვავი

მოლაღური.

ღრუ ღარი

ღელე ღულე

თურმე ხავსი.

სური ნასურდალი

იქაო.

ცა ბინაშური

ცა მოშინადრე —

ხრიოკი ცინათია.

მთვარე გადმოისვრის

ცა აშენდება

ღრუ.

ღრე ხრე

ავისულები
ავნარები

ცხრამთას იქით.

ქაჯი თხაჟანგი

ქაჯი თხვერიმო

ნათხულარი ეშარადე.

შარდი ნათხულარი

ხულარი მაშარადი

შარხულა

დოფალა უჩინარი

ხეები უძინარი

ხიარულე

დურები დორბოში

ურემი ორმოში.

ორმო ქვესკნელში.

ქვესკნელი ადუღდება

ქვა მოაბინაურე

გინდარა

დარი ნაშურდალი

შურდული ნაქურდალი

დურღულო.

ღულარა გულღაური

აბლაბუდა.

ბუდეში მორბი

გიდელი დორბლი
მორბილე.

ტორუა
ტორუა. ტოროლა:

ტორუა და ტორი.

ტორუა ღრუბლებს აკიდებს ბარგს.

გოგო ტანსარო,

გოგო ტანმარდი

ფეხდაფეხ მისდევს მოგერილ აბრაგს.

აბრაგი უღრანს ფეხით გადივლის

ტორუა ტირის,

ტირილი ტრიალს.

მზე გარემოვა, მზე გიდელივით

გორზე გაელავს,

გორს გააგრილებს.

ტორუას ხეებს მეხი გადახევს —

მეხი მოხევე,

მეხი ხნიერი

ჰაერი ჰაერს ცხრა მთას გადახვევს

მზე გზად ნაფიცი —

გზა ნახიერი.
ძილგატეხილის
მორბოდენ თენდები

ბადრი და ბრალდება.

ძილო გათენდები

ძილი ძირიანდება.

ღამე ღამისებრი

გუგა დადგისული.

ძილო ძილს ნუ ებრძვი

ღამევ დადღისულო.

გაფრენენ ფრენდები

უფრო და ფლანდება.

ძილო ნუ გათენდები,

ძილო გაძილიანდი.

ნიკოლოზ შენგელაია

მონადირე
ბაი ბეთქილი...

თვეთნოლდიდან ნისლი ლილადა

ფეხდამცდარ კლდიდან

თითო-თითოდ მოდის მთა-ბარი

ზედ მონადირე...

გამოძახილს მოსდევდა ხმები:

ლილეო!!

დალი!!

რომ მწვერვალზე გადაენთები

თვალი მართალი,

ზედ ხანჯალი, იმედი კიდე.

შენ მონადირე,

უშბის წვერზე რომ დაეკიდე,

თვალებში გენთო თაფლის სანთელი.

მაგარი თეძო მეგობარია ვაჟკაცის მთაში

და ჩეგემიდან გადმოტანილი სტამბულს

ეჭირა კბილებში კაჟი.

გახარებული ბედი მოგინდა,

შუბლს გიელვარებს თოვლის ნათელი.

მოგენატრება ჯიხვის ჯოგიდან

დამსკდარ კლდეების კორიანტელი.

მოდიდებული სისხლი ძარღვებში

გაიჭედება რკინის კუნთები.

ათასში ერთი რომ აგიცილდეს,


ვიცი რომ სოფლად არ დაბრუნდები.

თავგამეტებულს გზა გეადვილა,

სუნთქვამ მაღლობზე უფრო იმატა.

ცა

დაბალია თავშესაფარი.

ბაი ბეთქილი!!!

თვენოლდიდან ნისლი ლილადა.

ფეხდამცდარ კლდიდან

ბურთებივით ცვივა მთა-ბარი.

მზის ჩასვლა
(ლატფარი)

უღრან ღრღნიდა ღრეს ღარება,

გორა გრგვინვა გრიგალს გავდა,

ხრამს ჩაჩეხილს ახარებდა,

მზეს ყინული თითებს სწვევდა.

კლდე მოხეთქილ სალტი კალა

დახუთული ფილტვით სკდება,

მკერდი ხე-ტყემ ამორკალა,

მზეს ფოთოლზე თმა უკვდება.

მიდორს წვიმა მოსდევს შავად,

ქორი წარბი დარბის ქარზე.


მზე გაცივდა მთაზე ავად

და ახველებს ჯიხვის რქაზე

მზე შინა და მზე გარეთა,

კლდე გარს შემოსული,

მთამ იმატა, მზე გარეტდა

და ამოხდა სული.

ნეგატივი
ფორთოხლის ჩრდილში

ოქრო პატარა

მზემ

ღამის ლანდზე

გადაატარა —

ავტომობილი

გზა იყო მოკლე

როდესაც!

წამი მზის სხივში მოკლეს—

გზა გასწრებული შოფერს — შოფერი

დაუდგრომელი

პილოტს-პილოტი,

მისდევს.
გემის ანძაზე

ქარი ტიროდა

ეს იყო ის დღე—

და...

სათაური
კლდეების ყბები გაჭედილი

ჩემი ყელი დარიალი

მიბჯენილი სვანეთის მადანს

გრიალებს.

1000

აწვება ბეჭით,

რკინის ბურთებათ

არგვალებს ბგერას

კბილების გრდემლზე

ფილტვებიდან ჩაქუჩის დარტყმით

ხურდება

ბარრიკადებით ახეთქილი რიტმის მაჯიდან.

თქვენ პოეტებო!

,,მგოსანი ბოსტანი“

რომ გაჩენდათ

წარწერა დაღებს
მწვანე ბაყაყებს

ლექსებს სწერდით საქართველოზე,

გაფრენდათ ვნება

სასადილოს სოველ შკაფიდან

გადმოცვენილი ხვლიკებივით დანაჩანგლების.

რომ ასუქებდით

კუჭ გაბერილი ლექსიკონებით

მჟავე ცრემლებით გამომბალი სონეტის გვერდებს.

გაგაცლით ღმერთებს

რუსთაველის თანდამატებით

ანდამატივით საფლავებში რომ გექაჩებათ

ვეფხის ტყავიდან

საკუთარის აღარ დაგრჩებათ.

თქვენ რომ

ოცნებას სწურავთ სოველ ცხვირსახოცივით

ქალბატონების უბეებში დამბალ ცხვირიდან

და ფერდ ჩაცვენილ როიალის დახველებიდან

წიწილებივით კენკავთ გამხდარ ნოტების წვერებს,

თქვენ ნიჭიერებს.

ჩითებივით რომ დაფართხალებთ

გაპუდრულები

გაპარსული

გატრუსულები

ვის ენაღვლებით?
ქეციანი ქუჩის ძაღლივით

ბაზრის თხრილებში რომ გაძღება კატის ფაშვებით.

შარვალებიდან გადაშვებულ

სქელი მუცლებით

პოეზიაში გაქანებას რომ

სამზარეულოს რაინდებო

თქვენ ხართ უძლევი

გასტრონომიის ვიტრინებში ღორისთავივით.

იუბილარებო!
დააცხინკვეთ: წმინდაო დავით!...

კბილებ გამოხრულ პოემებით დახუთულებო

ძირ გაცვეთილი მესტებივით დაიარებით

ჭკუის თაროზე გალაგებულ მემუარებით

მიიღეთ ჩემგან საჩუქარი

ღია ბარათი:

—საუკუნო ხსენება

საიქოის გალავანში ჭენება—

მოქალაქენო!

გამოიცვალა პარადი:

წვრილ ცოლშვილიანი პოეზია

კარრში.
Allez

(ორკესტრს)

სამგლოვიარო მარში.

არბიტრი:

ნიკოლოზ შენგელაია.

ჟანგო ღოღობერიძე

პირდაპირ შებრუნებულათ
უკანასკნელი ცნობით

ჩვენ ჩამოვიტანთ პარფიურმერიას ფერად ცხენებისთვის

იქნება მკერდზე ატლანტიურ თევზების კუდი

შუბლზე ექიმის დიაგნოზივით ჩერდება ლექსი

გამოიხედა დაიცავით სისუფთავე

გაიკეთეთ გული პომოდორის

დღეს გადირბინა ნერვებზე ბრჭყალმა

ჰაერს გავხადეთ ტყავი და ათამაშდა ავსტრალიელი

ასტრალური თუ გნებავთ დუნკანიც არის

აი მანდატი

ცხენების სირბილიდან ქუჩა დაიბადა

ნიკაპი მოიმტვრია როგორც ქანდაკებამ

გულზე დამადგით ტყავის უნაგირი


ტრანსპორტი მიდის ათფრუუუ გაიგონეთ ჩემი ბოდიში

მე პოეზია გალსტუკივით მკიდია ფეხზე

და გულმოსული ფაშასავით ფეხებს ვაფურთხებ

ეხლა მეორე მე ვზივარ კივის

ეხლა მეორე ქალი კივის

ეხლა მეორე კივის

ე ხ ლ ა მ ე ო რ ე ავტომოტიმობილიც კ ი ვ ი ს

ქალია მშვენიერი ტრიბუნა

მე კი მგონია ამ დროს საჭირო ლაპარაკია

ზეპირად ვიცი მთელი როლი თიხის ქოთანის

პ ო ე ზ ი ი ს თ ვ ი ს

ეს არის შურდული სადაც მე ვთავსდები თავისუფლად.

მე ქოთანს კონსულს წვერებიდან ჩამომდის ლაქი

ვობდები როგორც სულ პატარა ბავშის საღამო

რომელმაც მარტო შეჭამა სცენა

და ამოდის სუფთა როგორც სისულელე

ჩამაცვით ლექსი ბოთფორდები

ფიგურა ხიდის

მე მინდა ვიყო ყველაზე ლამაზი ხე მცირე აზიაში

რომ ფეხქვეშ არ გატეხოთ გული საინი

საერთო ბეჭდის დასმით ვამტკიცებ

ყველაზე დიდი გული აქვს შენობას

ვარ აღელვებული როგორც დილით ძროხის ნაჭერი

და თუ ხბო მაკლია
ტროტუარზე არ იზრდება კარგი ბალახი

ამერიკაში მიყვარს ტიპ-ტოპ

და ორი ბოძით მივემგზავრები ჩემი კბილის ამოსათხრელად

ჟანგო დადა და ფაბრიკანტების კოალიცია


პრაქტიკა1
როცა მაიმუნივით თავის მკლავებზე წვება პროსპექტი

ჟანგო მოდის და ათვალიერებს აფიშებს

ის ძალიან ცოცხალი ადამიანია

აინტერესებს თითოეული მუცლის ცხოვრება

მას ემუქრებიან ფაბრიკანტები

მის წინააღმდეგ გახსნილია თამბაქოს ტრესტი

ჟანგო არ იღებს არც ერთ პროცენტს

მის წინააღმდეგ მუსაიფობს დამფუძნებელი კრება

ჟანგო ფიქრობს თავისთვის

ამ მოკლე ხანში მან უნდა გახსნას საპნის ქარხანა

უდგება საქმეს

მისი მოხერხებით მდიდარი ხალხი აცოცდა ხეებზე


ჟანგომ მხოლოდ სანთელი აანთო

გამდიდრებულ ხეებს ჩამოდის ქონი

ჟანგოს მზადა აქვს კათხა

პროსპექტის მუწუკს მოხდის თავს და შეუშვერს სითხეს

არც ერთი წვეთი არ უნდა დაიღვაროს

ეკონომიური ფაკულტეტი მან დაასრულა

პრაქტიკის გაგებით

და ეხლა ლექსი

უცებ მოეხსნა ქუჩას მუცელი

ჟანგო თამაშობს

ძვლები აღარ აპირებენ ხიდან ჩამოსვლას

ეს მან წინდაწინ იცოდა

რადგან მას ძალიან უყვარს ჩუქურთმები

ამ მაიმუნს სადაც ფეხს დააჭერ

ყველგან კუზივით გაჩნდება სინათლე

ჟანგო არ იღებს არც ერთ ფეხის გადადგმას

ნაბიჯები მოძრაობით ამზადებს შეშას

არ უყვარს ბუხარი, რადგან მთელი სივრცე აქ დაწვა

მან აღმოაჩინა ორი ქანდაკება

მზე და ჩრდილი

ამიერიდან მისი მოვალეობაა

გახსნას ტრესტები

იცეკვოს ამერიკანული ფეხსაცმელი

ჟანგო აშკარა ეშმაკია


ერთ მაღაზიის მინას მან დააწერა არისტოკრატიული სათვალე

ჟანგოს უნდა მისი გადაქცევა

დახმარების მიმწოდებელ საზოგადოებათ

რომ მოახერხოს დაარსება ახალი ტრესტის

ყ ა ვ ა
ჟანგოს რომ ერთი ჭიქა ყავა მისცა

ის თვითონ გაიცინებს როგორც ოპერის მსახიობი

ყველაფერი ფირმის ბრალია


ჟანგომ გადაწყვიტა თივის დაბეჭდვა

იშოვა სტამბა

ამისათვის მან პირველმა მოიწვია

დასავლეთ ევროპის ცხენების


ყრილობა
ისხდნენ პარტერში

მოეწონა მათი ხვნეშა

და გამოაცხადა თავი რომანტიკოსათ

ჟანგო ჟანგო ჟანგო აგროვებს მტვერს

ჟანგო ჟანგო ჟანგო ელის მანანას

ჟანგო ჟანგო ჟანგო აკეთებს შაქარს

ჟანგო ჟანგო ჟანგო

შაქრის სურვილით კავკასიონს მოჭამა თავი

აშენებს აშენებს აშენებს ტროტუარებს

აშენებს აშენებს აშენებს თეატრებს


აშენებს აშენებს აშენებს ქანდაკებებს

აშენებს აშენებს აშენებს

ჟანგო ლაპარაკობს პიტერმა

და აგინებს ფაბრიკანტებს ინგლისურად.

თეორიები
ჟანგომ დაარღვია მთლიანობა ფაბრიკანტების

ოთახი მორთო მათი ფეხებით

დაშაშხულ ფეხებს სართულებათ უნდათ გაქცევა

ეს არის პოეზია

როცა ამერიკის ტრესტის Wilson

პაპიროსები მოწიეს ვირთხებმა

ჟანგო დაიბადა კვამლის წელი

აქედან გამოდის ჟანგო

ჟანგო მაწონიდან მატარებელს აშენებს

ჟანგო ტერფებზე ახტება კომფორტს

მისთვის ექსპრესიონიზმი არის ველოსიპედი

ვის აინტერესებს ვირთხა სპიცებით

ჟანგომ გაიყვანა თორმეტი ხაზი

სართულებათ ააშენა დბრჯგ საქანაო

ამბობს პოეზია ასულელებს ადამიანს

თქვენაც გადახტით
სინებს გადაღმა დარგრჩათ სული

ის უცდის შკოლას

ჟანგო დაეკიდა შუშაზე საზამთროდ

თავს გრძნობდა ჭიანურის მესამე სიამათ

უეცრად ამოძრავდა მოძრაობის წინააღმდეგ

და გაგორდა როგორც მაკრატელი შამპანიური

პირველად ჟანგო ფიქრობს პოეტებზე

პოეტები მღერიან რვა საათზე მეტს

ჟანგო არ ლაპარაკობს რომ საჭიროა მათი უარყოფა

საჭირო არ არის თქვენზე ლაპარაკი

რამდენი სახლი ააშენეთ თქვენ

ან იქნებ თქვენ ხართ რამდენიმე სახლის კომბინაცია

ჟანგო ასე არღვევს საერთო წარმოდგენას

ბურთს რომ ფეხი გაკრათ ისიც მთლიანობაა

ჟანგო მოგიწოდებთ დაარღვიეთ მთლიანობა

ბურთი პოეზიას გულზე ჩამოკიდეთ

ფეხი გაკარით პოეზიას გული გაუსკდება

ჟანგო ნივთებიდან შეკრული გულია

ფეხები გულში უწყვია ქალწულებივით

ნივთებში არის სისხლი თევზების მატარებლის

ჟანგო გარწმუნებთ

ჩადევით ბოთლი მიწაში - მატარებელი იმგზავრებს

ჟანგომ გამოიგონა სხვანაირი კინო ქანდაკება

ჟანგომ გამოარკვია ნივთები სახეზე


მოჭრილი ხელით უნდა მოიხოცონ ცხვირი

შეუშვირეთ სახეები წყალსადენს

ჟანგომ თქვენ სახეზე აღმოაჩინა სავარძელი

სავარძელში წვალებით ჩაჯდება ძროხა

კანტორა
აქ არის ფოტოგრაფიები

გადაღებული უკანასკნელ ფოლაქების ყრილობაზე

ჩატერტონ ლაპარაკობს სიტყვას

შარლო აჩვენებს როგორ მოძრაობს კლიტე ორატორის მუ-

ცელში

[გვერდზე: ნოყიერ პოეტს უკეთდება მხოლოდ ყაურმა]

კიდევ ბევრი რამ რაც შეეხება ინგლისურ ასოებს

აქ დადიან გაზეთები

ქანაობენ სათვალეები

სხედან ლამპები

მათ აქვთ გულები დარგები კოჭლები

ისინი ლაპარაკობენ უახლეს ცნობებს

ეხლა ევროპა ზის ფეხსაცმელზე

[დეპეშა]

ქუსლებით ეძებს ტროტუარის ფესვებს


რამდენიც არ უნდა გახსნას ჟანგომ ტრესტი

[კორესპონდენტის განცხადება ბრძანება ჟანგო კანტორა

პროპაგანდა მდგომარეობა ქალიშვილი ალლო!? ალლო!? ალლო!?]

ფეხსაცმელკრეისერს მაინც წაიყვანს

მელანხლობია

აკოცეთ სპილენძის კაპიკიანს

თქვენ გაიგებთ რა არის რომანტიზმი

ჩვენ ყველამ ვიცით რომ ევროპა არის ტანსაბანი ტაშტი

მაგრამ საღამო დარჩა ისევ გასტრონომიული

თქვენი თვალები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან

[ჟანგო პესიმიზმი შედეგია კუჭის და კბილის ტკივილის]

ჩემთვის მისაღები იყო ოთხ სკამზე ჯდომა

როცა გავიშხლართე

კაცი პაპიროსის - არამზადა ჩემი მოგონილი

ცხვირიდან გააკეთა პირამიდა და დაინგრა

საღამოს ტილოზე გვიჩვენებენ ჟანგოს

ჟანგო თავმოტეხილი ქოლგა

დასეირნობს პატარა კიბეზე

ჟანგო სასახლე

ერიო იცინის

ჟანგო ათვალიერებს ლიტერატურის საწყობს

ჟანგო მიხვდა რომ საწყობი არის ინგლისელი ქალი

მან იცის გერმანეთი

მაგრამ ამისთვის არაფერს აძლევენ


რადგან ის არაფრად ღირს.

ლიტერატურის საწყობს უყვარს ჟანგო

გამოიხედა

თეთრი ყველაფერი

გული აღარ გვქონდა

მუცელი გვეკიდა როგორც პატიოსნება

გამოჩნდა ფოთლების საკუთარი თვისება

[აკოცეთ სპილენძის კაპიკიანს თქვენ გაიგებთ რა არის რომანტიზმი]

ჩატერტონ ყლაპავს რბილ სიტყვებს

შარლო მოძრაობს

აღარ დადიან კედლებზე პოეტები

უცებ გამოჩნდება

ეს არის ჟანგო

კბილით შემოათრევს ალლა ნაზიმოვას

მეტი სინათლე რეგლამენტი დადასტურებულია

მას შეუძლია გაიკეთოს გულზე ეკრანი.

კომპოზიცია მე6-ე ბოძის


გვეძინა ბოთლებივით

სამი ეკრანი

შეგვატყობინეს რომ ჩვენა ვართ ჩექმის ყელები

და ქრისტიანებს შეუძლიათ ვირთხებით ამოგვავსონ


პირდაპირ მივაბჯინეთ ფეხები ტილოს

ფრანგულ ასოებს

რა კარგია
ნუ დაგავიწყდებათ ჟანგომ ზაფხულს თმა რომ დაუხვია

მას შემდეგ იგრძნო საჭიროება სახლების გაუთოების

გამოცხადდა

ერთ ფასად ვიღებთ რომანს ქალს და ჩემოდანს

ჩვენ გამოვედით

შენ წამწამებზე გეკიდა ვირთხები

თითქმის მთელი გასტრონომიული მაღაზია

დააკვირდი მაღაზიის შუშებს

რაზედ ლაპარაკობენ

#1 კვამლი ყოფილა კატა

#2 ჩაძვრება სულში

#3 წვრილი კუდი დაახველებს

ვირთხები უკვე მიქროდენ პროსპექტზე

მათ გაიტაცეს ჩვენი წამწამები და აშენებდენ ბარიკადებს

[პირველი კომპოზიცია]

ბოძები იკეთებენ თვალებიან საყელოს

ხმამ ყელში ნახევრად ჩაითრია ტროტუარი

შენ ამოაფარე ნაბიჯი ტყვიას

მე ამ დროს ჩავიცვი სიამოვნება

კატებმა ჩაიცვეს პესიმიზმის კოსტიუმები

ბოძებმა წამოიღეს ფეხები მედალიონების


შენ დაბეჭდე ახალ ამბებში

რომ ეს იყო ვარიაცია ჩვენი მხატვრების

პოეზიამ გამოიხედა

მოდიოდენ ყაზარმები

სხეული რომელიმე გადამდები სენი

თვალებიდან გამორბოდა სწორი ხაზით ხე-ტყის მასალა

ფეხები ხიდეები

ზარბაზნიდან გასროლილ მნათობებს იმაგრებდნენ ჩვენი წამწამები

შენ გაიმეორე მუდმივი гениально

შენზე გულწრფელად მე მოველოდი ხიდეების თვლებიან თათებს

ჩამოგვრეცხეს

სხვა თუ არა ვაჯობებ ფეხებს როგორც თეზისი

ჩავდგები თვალში და ჩავიცვამ ფანჯარას

მზემ მაღაზიასთან ცხვირი მოიჭრა

და ისვრის შლიაპებს

მოემზადეთ

უდღეოთ შობილი
ელიზიუმი, კიდევ ერთხელ ელიზიუმი, მოვიდენ მუზები

(და მთქნარებით ჭერს მოფარავენ)

ქვეყანა ყოფილა საძაგელი, ქვეყანა ყოფილა ღრუბლის მუცელი

კოკა ღამიანი, მზე, მთვარე, ერთი შეხეული ვარსკვლავი და კიდევ სხვა რამე.
ვაიმე, ვაიმე ნეტავი ჩემი გული არ იყოს სახე თამარის

ნეტავი აირეოდენ ფანჯრები, ფრხილები და გულებიც

მე ვარ მერანი. ვფლანგავ გაფრენას ფრთას და ფაფარს

მე არ ვგევარ ჩემ სიარულს და სხვების ლიტერატურულ მიმართულებებს.

მოსაზრებები ინტელიგენტურ დღის გამო


1) მე მეცოდება ვლადიმირ ვლ. მაიაკოვსკი. უნდოდა დამზგავსებოდა კუჭს,
რევოლუციის დროს მან მიიღო ვარჯიშთავობ ა.

4) გილდოი კონკლინ 9 წლის არის, მე მხოლოდ 21 — ჩემის აზრით 12 წლის


სასჯელი მივიღე ქართველობისათვის.

6) მე მაქვს ლირიული ქალის სურათი. სახე ლურსმანი ასვია. რომანტიკოსი


პოეტი, მყრალ, უმყრალეს, უუმყრალეს პაპიროსს ეწევა და მიმტკიცებს რომ
ლურსმანი არის თვითონ პოეზია. რა არის თვითონ პოეზია? რა არის თვითონ ჩემს
ირგვლივ? მე ეს არ მაწუხებს, რადგან ვიცი, რომ ოდესმე გავწითლდები.

9) ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რომ კიბეზე ასვლის უფლება მივიღოთ.

11) მე განსაკუთრებული სურვილი მაქვს და ამ წუთშივე სახელები უნდა


ჩამოვთვალო, ამისათვის საჭიროა თითოულ მათგანს ბინა მიუჩინო, ჩემი ოთახი
პატარაა.

14) პოეზიის სიყვარული არასოდეს არ უდრის კარგ რიცხვს, ჩემ წინ შეიძლება
მხატვარის სურათი იყოს, ამისათვის მე მხატვარს ვაგინებ.

16) საჭიროა თქვენ დაგარქვათ მართლმორწუნე, თქვენ ამისათვის თხას


დამიძახებთ. მე არ მეეჭვება ასეთი პოეზიის ღრმა შინაარსი.

20) მე ხშირად ვფიქრობ რომ ტარკინგტონის რომანებში მე არ მგულისხმობენ. მე


ეს არ მაკვირვებს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ რაინდობა ჩემი მე. 10.000.000
თვისებაა. ამაზედაც ლაპარაკობენ.
27) ჩემი მეგობარი კითხულობს ჟან ჟაკ რუსსოს. მე მინდა მას დაუმტკიცო რომ
ლაროშფუკო იყო კაცი, წარმოიდგინეთ ის გადის ოთახიდან, შემოათრევს
მხატვარს ყურით და უბრძანებს: დახატეთ ლაროშფუკო. ეს მისთვის რომ ჩვენ
სამივე კარგათ ვიმღერებთ.

31) საინტერესოა ქრისტეს წარმოედგინა თუ არა სტამბა, ჩვენ ხომ მას ქრისტეს
ვეძახით.

35) ბენც. შტრამმ, ორივე სახელია, ასეთ მხარეში რუსეთის ფუტურიზმი


გასტროლებს აწყობს, ამავე დროს გერმანეთის მუსიკაში გააშენეს ტყე და ახალი
სიოც ქრის.

40) ჯერ კარგათ არ ვიცით ვინ მოკლა. ო მისი თმა ჯობდა ღრუბლებს სასახლის
თავზე. მისი ხელი ყოველ ჯიბეშია, მე ვიცვლი ზედიზედ ტანისამოსს ის მაინც აქ
არის. ხომ შეიძლება გაიქცე და კიბეზე ჩაირბინო არა მეუბნება ის და იქცევა
ფარდებათ, შუშებათ, ჩარჩოებათ, ფრჩხილებათ, თვალებათ.

43) პოეზიას ბევრი აქვს საერთო თვალებით ავადმყოფობასთან, ამისათვის


ლიტერატურამ გადაწყვიტა ექიმობა შეისწავლოს.

45) არ არის წუთი, როდესაც მე არ მომაგონდეს მთელი უხერხულება ჩემი


სიყვარულის, ლაპარაკის, გამბედაობის, ჩემოდანის, ის ხომ სარკესავით
ლიტერატორობს.

48) მე ვერ გაგამჟღავნებ მეუბნება გზა, რომელსაც მე ექვსი წელიწადი


გავჩერებოდი და იხურება. ჩემო ძმებო! საით წავალთ ჩვენ, როდესაც უკანასკნელი
პათოსიც კი ძაღლებს დაუტოვეთ.

55) რა კარგი იყო როცა ბენო გორდეზიანი ფიცრებზე იწვა და წერილს წერდა, ეს
იყო სრულიად ჩვეულებრივი სურათი.

60) ვინ გამოიგონა ახალი პოეტური ტეხნიკა. ეს არ არის თემა. თუმცა შეიძლება
გვარები ჩამოითვალოს.

67) რისთვის ზრუნავს ეგგელინგი. ეს მე სრულიად მაცინებს. ეგგელინგი იღუპება.


ჩვენი მოვალეობაა უქციროთ. სანამდე? უცქიროთ. რისთვის? უცქიროთ.

70) ევოლუცია მისაღებია გასუქების, გასივების, გასკდომის დროს.

72) როგორ შეიძლება ილაპარაკო თუკალამი არ გავს აღვირს, კარგია მერანი,


მაგრამ დამისახელეთ მსახიობი, რომელიც შეავსებს ამ დანაკლისს .
78) ვიბრძოლებ ვყვიროდი მე, მატროსობის შემდეგ დაწერილ რომანში, მისთვის
რომ ევროპიელს უფლებამოსილი გინებით უპასუხო. ევროპიელს აღარ უყვარს
შოკოლადი, ამისათვის კბილი მისთვის მხოლოდ თვისებაა.

პავლო ნოზაძე

დაჩვეული სიყვარული
სულ დღეს სულ ხვალ სულ ზეგ სულ შარშანწინ

უფრო გაისათ უფრო წელს უფრო ზეგ უფრო ხვალ

უფრო შარშანწინ

სულ გუშინწინ სულ შარშან სულ ხვალ

უფრო ზეგისზეგ უფრო წინათ უფრო წრეულს

სულ შარშან სულ შარშანწინ სულ შარშანწინისწინ

რაზედ დღეს რაზედ ამ წუთს რაზედ ამ საათში

რასაკვირველია ხვალ სულ შარშან სულ გაისათ

სულ შარშანწინისწინ

უთხარი რომ მე მეოცნებე ვარ.

დადა და ქინძისთავი
მადლობა ღმერთს

ნება მომეცით დავწერო ლექსი

ნაცრისფერ ძმობას ქინძისთავი ლეკურათ ერტყათ


ჩარლ ჩაპლინ სუპო კრუჩონიხი და სხვა

ო! თეთრო მკბენარო ქინძისთავო

უხვათ მოგეპყრო სიძისთავი

გარჭობილი დაქონდა იალბუზი

კაცობრიობა განიცდიდა დავიწყებას

ქინძისთავი ყოფილა მამულიშვილი

მუდმივი წევრი ცირკი ,,ოდეონის“

გადაჩეხილი კარპატებში

შეყვარებული ცოლზე

მე მყავს ბავშვები

შუშასავით აერთებდა იერუსალიმს და თბილისს

დადიოდენ ვირები და ადამიანები

ვირზე მჯდომს ასე უთხრა

ჩვენ ავიღეთ

გზაში დაკარგა ყოველივე თვისება

მე განვაცხადე რომ ის იყო წამგები გურიის რესპუბლიკის

ვინ მოიგონა ტრაგედიის ორი საწყისი ბოროტება და კეთილი

თუ არა სკამის ქვეშ ქინძისთავმა.

სპეკულაცია ვერ უძლებდა მხოლოდ ფხაჭნიდა

გადააგდეს ქუჩაში შემდეგი მდგომარეობის გაუთვალისწინებლათ

კიტრივით გახდა პროვოკატორი

გამოიცვალეს მიმართულება

რადგან რომელიც აღარ ენდობოდენ

უვლიდენ გვერდს ბჭეების ახლოს არ ჩერდებოდენ


პირდაპირ ქუჩის გასწვრივ თოხივით ჩნდაბეჭების დღესასწაული

ეს იყო ზეიმი

ენას უსვამდენ ერთი მეორეს ფეხებზე

ვინ არის ის

უბრალო ჭეშმარიტება ქუჩის სიწმინდის ვერ შეიგნო

დაბრუნებული ბეჭები და რასაც ეტყვიან თვალები

იწმენდნენ

რომ დაენახათ

13 ქართველი რაინდის და ქინძისთავის

ესპანიური ფარიკაობა.

მე შემოვხაზე ბრწყინვალე გეგმა ქუჩის

ორჭოფობა საკაზმავათ არ გამოდგება

იმედი დაიკარგებოდა შიკრიკის კვალში

შემოვიტანეთ სასახლეში სადაც ყველა ნაცნობები იყო

მხეცი აყანყალდა

ოთხი ფეხით

ფაშვით ბუზივით

და მოგვახსენა დეკლარაცია

მის კის და ქინძისთავი

რომ ის არის ქრისტეს შარვალი

რომ მას მარტში მოსდის სიყვარული

რომ ჩვენი დამხმარე საზოგადოების დამდგარი თავმჯდომარეა

მე პირადად დავეთანხმე

ზამბახის ფოთლებით კაზმეს ყვითელი ძირი


ეს ნიშნავდა მოგონებას გუშინდლისას და გაისი

რომელიც თბილისს დაავიწყდა

წყალი მოდიოდა

ბანაობდნენ ტბაში

ცხოვრება მოწყობილიყო ორი ერთ კაპეიკათ

და ანგრევდენ გაქცეულ მატარებელს

თეთრი მკბენარი ქინძისთავი

ქინძისთავი საწამლავი

ქინძისთავი მოწყალეობის და

მოფრინდა

მწუხარების კორპორაციის სამემკვიდრეო თავმჯდომარე

რასაც ვეძახით ხელების ფეხების გარდა

კუჭს გულს და სხვას

საპატივცემო აქციებით შემძენი

ჩიხტა-კოპი რა იქნებოდა ქინძისთავი არ ყოფილიყო?

მსახურმა ტალხუნა შესჭამა მაზუთზე

და დაეკიდა პატრიოტიზმის ეშაფოტზე.

მელანხოლია მეცამეტეჯერ
არ მშორდება მელანხოლია მე

ამერიკულ პრეისკურანტზე.

ნეტავი ღრუბლები მაინც გავდეს ფოსტის ყუთებს


ნეტავ უკანასკნელათ გამოვხადო (შედარებით) პოეზიის დიდი ღირსება

ფაუსტის ცხენი - რომანტილ მოტოციკლეტთან

მე კარგათ ვიცი ვინ გააკეთა ვაჟა-ფშაველა

ის არის სოველი პური მადამ დე-კარენის თმებში გამოხვეული

არ მშორდება მელანხოლია მე

ტკბილ ლიტერატურაზე 33

როდესაც ხელებით დავიჭერ მუცელს

ვეფხვივით შევარდები ტე-ტე-ბუას ბოთლში.

მაშინ შევეჩვევი ნიუორკის ბალს

მაშინ ვიმღერებ

ტ ო რ ო ლ ა ს.

ახ მეგობრებო მომინახულეთ ჩემი გულის გამოფენაზე

დამსწყვევლოს ჭინკამ

თუ არ მქონდეს ეროვნული მოყვანილობა

და არ ვგავდე ინვალიდ ანგელოს

არ მშორდება მელანხოლია მე

ელექტრონის ლამპის შუშაზე

მელანხოლია

მორწმუნესთვის ჩავალ ყანწში ყელის გამოსაჭმელათ

ღრუბლები დამადგება თავზე ათასი ფუთი

ეს იყო დიდი დღე

როდესაც შემივარდა
ოსური ყველი

შალვა ახაზიშვილი

ბანზაი შანხაი
21 მარტს კანტონის ჯარებმა

აიღეს შანხაი.

[გაზეთებიდან.]

მძიმედ გადმოეფარა შეადღე ქალაქს.

შესწყდა ხმაურობა. ,,ალლო! სეტლმენტ!“

გაწყდა არტერია მსოფლიო ქუჩის.

ქარხანა-ფაბრიკის საყვირი სდუმს.

ბანზაი შანხაი! ყვირიან მასსები.


გვახსოვს ვან-სიანი: დახვრეტა. ცემა.

კანტონით მოზღვავდა რევოლუცია.

დაინგრა კედელი ათასწლოვანი.

ყოველ ჩინელის გულში მარხია

სახე ლენინის.

პენჯაბის ინდოელს პატარა რიკშა

მტვერში გახვეული ესაუბრება:

დღეს ყველა ერთია,

აღმოსავლეთის ყველა ერებო,


შეერთდით!
ჩინელებს გვახსოვს სუნის აღთქმა:

მილიტარისტებო, აიღეთ ნავაჭრი და ნაქურდალი.

გადაიბარგეთ დრედნოუტებზე.

შანხაის ზეცა გალურჯისფერდა.

მრუდე თვალებით. ყვითელ სახეებით

იძვრის აზია მილიონებით.

,,არცერთი იმპერიალისტი ჩინეთის მიწაზე!“


ჯერ კიდევ ბრწყინავენ სეტლმენტის ფანრები.

ყველა სახლებში: ,,მილედი, ჩარლსტონ!“

გავარდა თოფი. შანდუნის ჯარები

რუს გვარდიელებით გარბიან ჩრდილოეთს.

წითელ-ცისფერი ასწიეს დროშები:

ბანზაი შანხაი! ბანზაი შანხაი!


ლენინის საყვირი ჩინეთის მინდვრებზე

აღვიძებს ბუდდას. მთვლემარე კონფუცის.

მძიმე აკლდამებს ბრინჯაოს ღმერთებს.

დღეიდან გასწორდა ჩინელის ზურგი.

ვეღარ იტყვიან ვოიაჟორები:

,,განა ჩინელი ადამიანია!

ჩინელი მურდალი შავი ცხოველია!“

ზანტი ნირვანა - ოპიოფაგები.

მომაკვდინებელი ჰაშიშით თრობა.


იბრძვის ჩინელის მშრომელი მკლავი.

ჩაქუჩი. ნამგალი. მაგარი მუშტი.

გასწორდი წელში. ასწიე ხელი.

ათასწლოვანი თვლემა მოიხსენ.

დაიღრიალე: თავისუფლება!

შანხაი აიღეს! ბანზაი შანხაი!

ამერიკანული დუელი
რა საჭიროა ყველამ იცოდეს ჩემი სახელი.

ხუთმეტ იანვარს ათასცხრაას ცხრამეტ წელს

ბერლინში მოკლეს კარლ ლიბკნეხტ


ნოსტრადამუსებით ქვეყანა გაივსო.

ამბობენ ასისხლიანდება უნტერ-დენ-ლინდენი.

მსოფლიო პროვოკატორი.
ნიჰილისტი ხულიო ხურენიტო ახალი Фორვარდი

კონოტოპებს გადისვრის მარდი ფეხბურთით.

ნუ გაგიკვირდებათ რომ

საქართველოში ყველა პოეტობს

(მე მირჩევნია შავი ჭირის ეპიდემია!)

არა. მთელ საბჭოეთში არ მოიძებნება


წითელი ლოყა გაუპუდრული რომ ავამღერო.

მე მინდა ეიფელის კოშკზე

ფრიალებდეს წითელი დროშა

სულ ერთია Фილიპო სუპო

ვერ გადაახტება თავის თავს.

იქნება ხარაკირი. პარიზი ყირაზე


ბულვარ დეზიტალიენ. კაФე შა ნუარ.

საცოდავია ემიგრაცია

შატობრიანი. ნოე ჟორდანია

სალამი დალაილამას. მონღოლიას.

და ერიხ მიუზამს.

ვგრძნობ.

ყველაფერი აყირავდება
წითელი პამიდორი დაენატრება ბერლინერ ბიურგერს.

ჟან კოკტო პირველი პერსონა პარიზის.


(ვინ არის რაიმონდ პუანკარე?)

ჟონგლიორობა. სენსაცია.

ამერიკანული დუელი.

თბილისში ხმები გავრცელდა.

მე მინდა დაივიწყოთ ჩემი პოეტობა

ყეფა მთვარეზე. სომნამბულიზმი.

ბალეტომანები. ველოსიპედისტები.

დიდუბის დოღი
ამბობენ მიწისძვრა თბილისს ასცდება.

კააბას კანატზე ქანაობენ აკრობატები.

ისტორიას ახსოვს არაბების ჩასახლება კახეთში

(საჭიროა ამაზედაც დისერტაციის დაწერა)

არის ჟესტიკულიაცია Фლეგმატიურ კახეთის

და დადაიზმი ფანტასტიური
საკვირველება აეროპლანების.

მე-ალი-ჰაზი.

არაბი ამპარტავანი.

მოჩანს ბურნუსი. სახარის ქვიშა.

ქარავანი. გიბრ-ალ-ტარიკი.

,,მოსელპრომ“. სართულები.

და იაკულოვის ძეგლის პროექტი

ოცდა ექვს კომუნარების


პირველი სალამი ჩიკაგოს ტრესტებს.

ხორცის კონსერვებს. არხებს. გვირაბებს.

ლინკოლ-პარკის ელექტროს შადრევანს.

თვითმკვლელობა მიჩიგანში.

მე დავასრულე ჩემი Фუტურისტობა


ახალ კონსტრუქციების. ახალ კომბინაციების

მოდის ტურისტი. რკინის. ბეტონის.

იცოდეთ ზოგჯერ კინოში გვიჩვენებენ

ყალბ ტარზანებს
არ მოსტყუვდეთ.

100.
1. გასაღამოვდა
2. თემა Фანტასტიური
3. ხელი -
4. პროპელერი.
5. საპარიკმახერო.
6. არიან თვალები
7. შავი.
8. ყვითელი
9. ცისფერი
10. თეთრი.
11. ამპლიტუდა ძლიერი
12. ნეგრების ემანსიპაცია.
13. მე მახარებს
14. ბრძოლა პოეზიასთან.
15. მაზურკა.
16. გონგი.
17. ბოთლები.
18. კატალეპსია.
19. რეაბილიტაცია Фუტურიზმის.
20. მასსაჩუზეტ.
21. Фრანც შრეკკერი
22. რომელიც
23. სათვალეებს ატარებს.
24. ავტობუსი.
25. გრანდ’ოტელ
26. მშობიარეთა თავშესაფარი.
27. ლოს-ანჟელეს.
28. მოქალაქენო
29. იჩქარეთ
30. პირველი სერია
31. უკვე დაიწყო.
32. ჰოდავენდიკიარ.
33. დარეს- სალამეს.
34. კონრად Фეიდტ
35. ჰიპნოზი ეკრანის.
36. ქვესკნელის ცეცხლი.
37. ტროკადერო.
38. მძიმეა სიცილი.
39. ბედისწერა - სისულელე.
40. ანდრე ჟიდი
41. იეზუიტს რო გავს.
42. თეატრ-გინიოლ.
43. შავი მამალი.
44. ოლიმპიადა.
45. მე ლექსებს
46. ლოგინში ვქმნი.
47. სატურნალია.
48. Фალუსი მუდამ
49. ერექტიული.
50. ფეხები გამეყინა.
51. უცნაური ზამთარია.
52. როდესაც ქუჩაში გამოვალ
53. მთვარე ანათებს
54. მზესავით.
55. მთვარე ნიკოლოზი
56. შავ სახრჩობელაზე.
57. არ ვიცი
58. პენსნე მაქვს მრუდე
59. თუ ცხვირი.
60. მიყვარს თბილისი
61. მხოლოდ იმიტომ
62. რომ დავიბადე
63. ქალაქ თბილისში
64. ქანაობს პროსპექტი.
65. დამშეული თვალები
66. ღამის
67. რესტორანების.
68. დღეს სერიებად
69. იზმორება
70. ჩვენი ცხოვრება.
71. მანიფესტებად
72. დაიფანტება
73. მზე ცეცხლიანი.
74. ხელი დაკიდულა
75. აინშტაინის სივრცეში.
76. ბარათაშვილი ნიკოლოზ
77. Фინიკულორში
78. ზის შავი Фრაკით.
79. და სარდაფებში
80. სულს ღაფავენ
81. ფიროსმანები.
82. წმინდაო მარიამ
83. გრიალ ზარბაზნებს
84. სად დაემალეთ?
85. ქვესკნელი გაიხსნა.
86. ხეთქავს ვულკანი
87. რევოლუციის.
88. თქვენ ხომ იცით
89. ყასაბის მისტიკა.
90. ოთახში სამოვარი
91. და კანარეიკა.
92. როგორც უფალი
93. ვურიგებდი
94. ყველას სიყვარულს.
95. ეხლა კი ვგრძნობ
96. გავიზარდე
97. მე ყველაფერზე.
98. და საქართველო
99. გაწოლილა
100. ჩემ ხელის გულზე...
სახე დათუთქული მდუღარე აზრებით.

სკეტინგ რინგები გამართული

თავის ქალაზე.

ბილიარდის პირამიდები.

ტვინის ლოდები

გაციებულ ვულკანის ლავა

თვალის ნერვებზე

მოელვარე შუშაბანდები.

გამოხრულ გულში

ფილტვების ლიანდაგებით

მოისმის ქშენა

გიჟ ექსპრესების

შუბლის დიაგონალები.

კონუსის აყირავება.

მშრალი როგორც

ნოტა ლორდ კერზონის.

გარყვნილ ტუჩებით

ვარ საშინელი

როგორც მუმია ძველ Фარაონის

ცირკის პლაკატი

დაკიდული ქუჩის კედლებზე.

ტვინის სასახლეს ეკიდება

ალი რევოლუციის

ძველ გზებს გადაჭრის


Фორდი გაქანებით

ვნების სახნისით დაიბელტება

თვალის ქვეშეთი

და პოეზია დამაჭრული

რესტორანებში

ახალ ციტალებს ამართავს

ძარღვიან კუნთით

მანქანა, ფული და სიФილისი

მოდის სამება ღვთავებრივი

მსოფლიო ქრონიკიორი.

ტელეგრაФი. სემაФორი.

და ზღვის კანდელი.

რა ძნელია მუშაობა

ფულის დახარჯვა!

ორსულ ტვინში იბადება

რადიო აზრი

ჯერ კიდევ ბევრჯერ

დაიჭრები რომანტიულ ხანჯლებით

დამრჩება ფეხები

ცივი ვით ყაზბეგი

ტანში გაჟრჟოლება

ელექტრონის ნერვებით.

რა სისულელეა.

როდის მოვრჩები ლექსების წერას


იხსნება გალერეია

ახალ სახეების

ჩიკაგო-რომი.

ორია პოლიუსი.

და საქართველო - წრე ჯადოქარი

რადგან

პოეზიას ვგრძნობ ისე

როგორც ჩემ ცხვირზე პენსნეს.

პოემიდან: ლენინიადა
ავანტაჟი.

ესტეტიკა არის

კოსმეტიკა.

ხდება დიФერენციაცია

გემოვნების.

როგორც სამხედრო მარში

დავდივარ ქუჩაში

და ვიკარგები

კონსპერატიულად.

მაღელვებენ

ჩინეთის ამბები.
პაციფიზმი არის

სომნამბულიზმი.

მოწოდება —

განთავისუფლდით ხელოვნებისაგან

ტვინი აქაფებული.

ქუჩა ღამის ორ საათის.

შიმშილი დისციპლინარული.

კურФურსტენდამზე

სდგება აჩრდილი

სისხლიანი

კარლ ლიბკნეხტის.

სიტყვა პლაკატური.

იქ საპყრობილეებში

შიმშილობენ

კომურნარები.

იქნება ზარი.

მსოფლიო რევოლუციის

დაჰკრავს საათი.

არიან კვარტალები

ბოჰემური

პროლეტარული.

ლაროშ. მონმარტრ.

ნიედერჰოФ.

ციურიხში ამზადებდა
ლენინი რეცოლუციას.

გეძლევათ ვადა

ოცდა-ოთხ საათში

სააგიტაციო

წამოისროლოთ

ათი ლოზუნგი.

მძულს ოპორტუნიზმი.

მით უმეტეს პოეზიაში.

საქართველოში ძლიერდება

კოოპერაცია.

პუნქტუალურად

მუშკოოპის რძის

მაღვიძებენ მე საყვირები

ყოველდღიურად.

ახალი ხანა —

ლენინიადა

პლანეტა ხდება ლენინის.

კოსმიურ სივრცეს

გაანათებს ალი

კომინტერნის.

რადიო ყველას —

არის პოეზია

პლაკატი აგიტაციის.

იცოდეთ ყველამ
პოეზიაში

მე არავისთან

არაფერი

საერთო არ მაქვს.

ჩემი პოეზია

არის

პოეზია par excellence

პაროლი მომავლისთვის -

ლენინიადა.

ბიძინა აბულაძე

მელანხოლია

ხოხო. ხო.
დავდგით დამბები
ცას ყირამალით მივაბჯინეთ მაღლა ფეხები

დააკვირდით უზარმაზარ ეკრანს

კაბელზე გარბის ავტომობილი

პროჟეკტორებით

შენ დაეკიდე სვეტზე მავთულებს

უეცრათ დაარტყით კედელზე შუბლი

გაიბზარა უზარმაზარი

როგორც მშიერმა მათხოვარმა დააღო ხახა

და ერთბაშად გადაყლაპა პროსპექტი

სპექტრის შუშები ეკიდენ ქუდებათ

გარბოდენ სახლები

სახლები

სახლები

სახლები აგებდენ კარდონის კაცებს როგორც კოლოფებს

გულმოსულმა შეყლაპეთ თოლხო გაზაფხული

მტკვარი მიდიოდა პირ-აღმართული

და ისროდა ქაღალდის ბუშტებს.

ქუჩას მიქონდა შაქრების ბოთლი ცხვირ წატეხილი

ცხენებს გაეწყოთ ზურგზე ფეხები

კუს ემსგავსებოდა ტრამვაები

ყველაფერი მოძრაობდა

მე ჩავიკეტე როგორც ოსტატი

შემოვაბრუნე კისრის მიმართულება

სახიდან ჩამოვიძვრე პორტრეტი


რომ ბოსტნებში სიცხიან დღეს ქათმები დააშინოთ.

უზრუნველყოფილი დარჩა ბოსტანი

ჩამოვაცალე ლორდებს ცილინდრები

მისგან ავაშენე მეორე ვატიკანი

უეცრად დაინგრა სულის შებერვით

და სამუდამოთ გული ვიტკინე

ავტირდიროგორც ბანკირისბავშვი

მელანხოლია ხოხოლია ხოხო ხო.

მოგზაურობა
გულზე ჟეტონით პროვინციიდან მოდის მამალი

ფეხებზე არის შტანგების დოღი.

ლექსების დოღი

ან სახელები ყველა პოეტების

არავინ იცოდა ჩემს მეტმა ეს ზღაპარი

ჩინეთის მკერდზე ჩინდარივით ჩამოსობილი

ან თეირანში სპარსული ლოცვა

— ოდა გაფრენილ საინზე


ფანჯრებზე ვხედავთ ყველა ბაცილებს

სულს გასივებულს ცხელ კარტოფილით,

ფიქრობს შემთხვევით პატიოსანი ქართველი.


საჭირო არის მამადავითს დავაჯდე

შუბლზე და მტკვრიდან ვუშვა საპნის

ბუშტები
ალო:

ბაზარზე დაეცა ლექსების ფასი

გული ურბილდება ტირილით გოგოს

ასეთი არის ლირიული მოგზაურობა

გზა და გზა

დაიზნიქება ჩემი ტანი ჰაერში საბრალურათ

ჩექმების ცხვირზე დამაწვება მსოფლიო ბურთი

ხო-ხო-ლია-ხო
ავსტრალიაში მიდის პროპაგანდა
ჩემი ფეხების საჯარო ვაჭრობის
მე მინდა ვიყო ბორდოს თავად
ან ინდოეთის ბოგიხანი
ხხხა-ხა.

თავის გაბეზრება სიტყვების ბანდალით

მადა გახსნილი დეზერტირი დგება დეზებზე.

ვალეტების კავალერია ბანდა


მიწა — ცომი და ინვალიდის ცალი ფეხი გადგება მზეზე

უცდის დიაგნოზს და მანიკიორს დაიკრავს შუბლზე


შურდულათ მხრებზე აბრა დარაბებს

რგო: — დასასრული მოგზაურობის

ექსპლოატაცია დაიწყო პირველად ჩემი ქუდის

როცა ტფილისი გადაიქცა ლირიკის ბაზათ

და ეიფელს დაემუქრა კომინტერნი


როგორც ყვირილით დაბერილი ბულვარის ყბები

იდგნენ სახლები სოველ პრობკებივით

როცა ცირკებზე ქანაობდა ტანი აკრობატის.

კულუარებში.

ავსტრალიურ სიზმრების ბომბებს

რკინის ფანჯრებზე ჩამოშრება ლაქის ნარეცხი

პეროქსიდი ცნობები:

1.ზამთრის ბაკენბარდები უფრო ბერდება


ვინემ ქუსლებზე დამდგარი მზერა

ან კონგოს პირზე კონსერვებში ბაყაყის


ხორცი
ბეტონ-ბეტონზე გაირბენს თვალი

მოფრენილ ტანით ვუბრუნდები ისევ პოეზიას

2. ლოზუნგით დაზგებზე ხალხი დავაპურო


და შორი-ახლო გავიარო ავტომობილთან

ინგლისში ყველაზე მეტად იზრდება


ინდუსტრია
ტრედების კრედო-ბღავილს მისდევს ტრიუმფი რკინის

და აშენებენ ახალ კრეისერებს.

რომ სპორტსმენების ტრანსპირტები დაგ-


ზავნონ ყველგან
არის პროექტი - ომი ბუზებთან

3. ცხვირიდან მცვივა ცემა რგოლების


და გაგორების ეპილეპტიკა უცდის კარნავალს

გამხმარი ზურგის ორნამენტებით.

4. ჩემთვის სოფელი არის გადამღერება


და გამასხრება ყველა სახელების

დღეს ოხრახუშის სახელია მაკედონელი


და პერგამენტზე გადინახეთ როგორც საბუთი

როცა ფორთოხლით მზე დაიწყებს ფეხებზე ბანდალს.

გამომიგზავნით ორსულ ყბიან მემორან-


დუმებს
როგორც ლორენცო დავუბრუნდი მეფის ტრიუმფალს

მთელმა აზიამ იბორკილოს გამწვარ თითებზე

მზის წინააღმდეგ რომ ჩამოდის ქერწლი თავიდან

ფუნიკულორ!
ფორმულებით წერა გათავდა...
რკინის ფეხებით შემოვურბენთ ოთხჯერ
პოლიუსს
ყველაზე ლამაზ ცხვირს მოჭრა მოელის

შრრშრა — — ,,ზაკროსტა“

აკაკი ბელიაშვილი

ლექსი რაღაცას შესახებ


,,ეს ლექსი მშრალია, როგორც თივა

და უგემური როგორც ინგლისური მარილი“.

ა. ბელიაშვილი

ქვეყანა ძველი ძლიერ დინჯად ატირებული,

გაეკიდება საუკუნეს ცაცხცახით და გამომეტებით.

თუ გადაუდგა გზაზედ დიდი უბედურება

დატრიალდება სოფელი გატრუსულ კეტებით.

მერე აიტუზება ხმელი და ავი წელიწადი

ჯარის კაცებივით მიათრევენ დღეებს


თუკი სისოვლემ მიწაზე ბევრი იცადა

ლოცულობენ რომ დადგეს ყვითელი სიცხე.

მუდამ მოძრაობას მისდევენ მარტო და ძლიერ მარდათ

გადიხლართება ერთმანეთში მარტივი ნივთები.

საუკუნის გამხმარი ხელები თუ გაიმართა

მოიღუნება რკალივით ავადმყოფი მოდგმა ადამიანების.

1.

გადავწყვიტე რომ

დროებით ცოტაოდნათ

გავრომანტიკოსდე

რამდენათაც დასაშვებია

რევოლუციის ხანაში.

ასე რომ ყველა

ქალს
ვისაც აქვს პრეტენზია

სიყვარულის

შეუძლია შემიყვაროს,

ისე როგორც
ლაურამ პეტრარკა
ყველასათვის ცხადია

ჩემი ღირსებები

ვარ ნაღდი

როგორც იაგორას სასწორზე აწონილი

გირვანქა ხურმა
და ცხვირი მაქვს

გენერალ ბაგრატიონის

რომელმაც იგრძნო

ნაპოლეონის სიშორე

თავისი ცხვირით.

მე არ ვიცი ირონიადა

გულის დამშიდება ყველას შეუძლია

და არ მინდა დავრჩე

როგორც ყვითელი მთვარე

რომელზედაც ლაპარაკობს

პოეტი
ავადმყოფი დიზინტერიით

მუდამ ვოცნებობ

ამერიკაში გამგზავრებაზე

სადაც შემეძლება

ბევრი ისეთი რამ

რასაც ქვია სენსაცია

და აკრობატიკა.
დირექტივა:

ვისაც სურს განმიცხადოს

თავხედისათვის არა გვცალია.


მე იმისთვის შევუკვეთ

კერძ საჭმელს

და ერთ ჭიქა კაგორს.

2.

შაბათი რომ დაღამდება

კვირა გათენდება

და კვირას ყოველთვის ვიქნები მომლოდინე

სიყვარულის.

იცოდეთ რომ არა მაქვს ფული

კინოში წასასვლელათ.
მე მარტო ვარ

პოეტი თანამედროვე

რაზედაც შეიძლება

დაიხარჯოს ორი ფუთი ირონია,

როგორც საწებელი

ბოლოს:

ვისაც არ შეუძლია თქვას

რომ ეს ლექსია

უფლება აქვს მიმირთვას მე

როგორც რესტორანში
მაშარაბი,
რისთვისაც მე ჩავიდებ ჯიბეში

გირვანქა შაქარს

მხოლოდ არ გავიცინებ

ვიქნები სერიოზული და ვიტყვი:

თქვენ მიირთვით დღეს

ორი გირვანქა

სისულელე.

გამოსაქვეყნებელი
ეხლა ყველა პოეტი თავის თავზე კაკანებს

როგორც გაცვეთილი პირადობის მოწმობა

მრავალ მათგანს პირი უყარს ბინძური ლექსებით

მე ეხლა მსურს სიყვარულის გაუმჯობესება

აღარ კმარა გულის აღელვება პალიასტომის ტბასავით

ან გაფიქრება: სააკაძის და სტოლიპინის ულვაშები ერთმანეთს გავდენ

და ასეთი რამ ანალოგიები

ეხლა ყველაფერი ისე მშვიდათააა,

სახლები წყნარათ სხედან გრძელ ქუჩებზე,

ზოგან მხართეძოზე წამოწოლილან.

და სათვალეებივით ფანჯრებიდან იცქირებიან.


მოისმინეთ ჩემი გაუმჯობესება.

მოქალაქენო თვალები დაითხარეთ

მოქალაქენო შეიძინეთ სიმწუხარე

ეს ისე იაფი და ადვილია

გაეკარით ჯვარზე, დასწერეთ ტრილოგიები,

შემოიღეთ რეფორმები მუსტაფა ქემალივით.

ყველაფერი ადვილია. ყველაფერი ნებადართულია.

იმღერეთ რომანსები, იოცნებეთ პამპასებზე

იცხოვრეთ რთულათ

ჩამოიკიდეთ ხმლები და ბიბლია

გაათენეთ მთვარიანი რომანტიული ღამეები

და ლირიკით პირი ჩაიტკბარუნეთ

არავის მოუსწროს სიბერემ, თავი არავინ დაიკოდოს

არავინ გასუქდეს ოთხგანზომილებიან მიკიტანივით.

სიკვდილი ყველას ეწევა

ნუ შეშინდებით, კუბო უბრალო შენობაა

სადაც მარტო ერთი კვდარი თავსდება

და მსოფლიოს არ ახსოვს ისეთი ამბავი

რომ კუბო ორი მიცვალებულისთვის გაეკეთებიოთ.

***********

ინდოეთიდან მოაქვთ უამრავი სიმდიდრე

ის, მე ვიცი, ჩემთვის როდი მოაქვთ

რა მეშველება მელანქოლიურ პოეტს

ასეთ გაუმჯობესებისათვის პრივილეგიას არ იძლევიან.


ბესარიონ ჟღენტი

პლასტო პოემა
პირველი.

ვბრუნდები.

ეს გზა:

გატკეპნილი ტავტოლოგია.

თქვენი პოზაა —

მოქნეული კარტონის ხმალი.

თქვენ ეხლა გცივათ და

გამძაფრებსთ დეკემბრის

სუსხი

გინდათ გაფრენა ავტო-ლექსით.

ელოდეთ ავტორს.

ჯერ კი —

მიირთმევთ ამ სუროგატს

გამხმარი ტემბრით,

უსხივო,

როგორც ბენგალიის

Фეიერვერკი.
მეორე.

ყველა ტრიბუნის და ესტრადის

გასტროლიორი

ვირგებ ქუსლებზე

კაФე —კაФედრას

ტფილისი — ვედრო

ჯორჯიაშვილის ბომბებისთვის პორტატიული

სცლის ელევატორს მუზების და ლექსის კონსერვით.

დღეს ჩემი გული გამოცხადდა პორტი- Фრანკოთ

საექსპორტო ხომალდები

და ცისტერნები

საФესტივალო Фესტონებათ

გადაზოლილი ბომბეიდან — პორტარტურამდე.

მესამე.

გვეჭირა ძვლებზე

საქართველო, როგორც ბრაუნინგი

და ვუმიზნებდით.

ბერინგზე მკვრივათ გაყინული

ჩვენი შუბლები

უშენდენ ღრუბლებს

უბლაგვესი
მზის დუბლიორებს

ვიდექი, როგორც

გეკატომბა გიგანტიური

ავანტიურის ფეხადგმული

დაბიუტანტები

იყო კიოსკი — ბალერინა.

გაბრწყინებული ტრაპეზივით.

ის ეხლაც ბრუნავს.

დარკინული და მოარული.

მის სისწრაფეზე

თქვენ ეხლაც თბებით.

მცივა მარტო მე —

როგორც სციოდა ჟანადარკს, ან სავონარულას

კოცონზე მიკრულს ფრჩხილით და თმებით.

მეოთხე

აგდია მტკვარი

მეტეხიდან მოტეხილ ბელტათ,

და მტკვარზე უფრო ამღვრეული

ტფილისის ღამე

მე დავედრები

რვაკუთხედათ მოვარდნილ ციკლონს.

ვაფრთხობ გუმბათებს -

(გახსენება ჯელალედინის)
ჩემი ყოველი ამხედრება

რჩება პროლოგათ

და ეს პოემაც

ნეკროლოგია.

ქერძაფი
წამიღოს ისევ სეტყვების დოღმა —

იმ მღელვარების კიდევ ერთხელ ელვა დამეცეს

და, როგორც ყელზე დაღერილ ბოღმას

მღრღნიდეს ეს ღამეც.

მკერდები გვედგა ჩვენ ვერდენივით;

ტყვიის ბარტყებათ შემოვერტყით გულებს, რომლებიც

ბაირაღებათ დაგებული მოედნების შუბებზე-სძგერდენ

სტიქიონებათ დაუცხრომლები.

ეხლა თვლემა სდგას დახრილ აფრებზე

და მღვრიე, როგორც ხსოვნა ბალღობის, —

ქალაქს გალღობილს და გადაფრენილს

მისდევს ლექსების განწირული ხმა და სიმძაფრე

დაეცა ცა

დაკუმშული და ღრმა ჭებივით

ისუთქავს ფიქრებს, ნაფილტვარს და ჟანგით გაბურულს

და ჩემს ლირიკით გახრილ ბეჭებზე

ბრუნავს ტფილისი და ტფილისის უდაბურობა.


ხმა ჩაწყვეტილი, დაკორტნილი და საოცარი

ღამე — ღუმელი ტკივილების, კბენის, ნიაღვრის

როცა პროსპექტი ყელს იმტვრევს, როცა

ღრუბლების ზღურბლი დაღვრემას დაღვრის.

— გაიძვრე ყელი და შეაფარე

ქუხილს გადასულს, — ანგრეულ სანგრებს.

მე ვსვამ ამ ღამეს — ნაფარეულზე

მკაცრს და უმაგრესს

და ვღეჭავ ტოსტებს თავდადების, ძმობის, სიახლის

გულს გამოფიტულს თუ გაანედლებს —

მე ასე დაცლილს ბოთლებსაც კი ბრაზით ვახლიდი

ასევე ცივ და მაღალ კედლებზე.

მშვიდობა მუზებს, შთაგონებებს და თუ გვჭირდება

ხოტბების ტბები შეუტბოროთ მზეს და ციფერბლატს,

ან ღამეები გადვიყარო თმებზე ფერფლივით,

მე არასოდეს გამიჭირდება

კედლების დაძვრით ვაშენებდე გულს და ნახტომებს,

მყოფადურ თვალში გადმოვდეა ქალდუ,

ან კიდევ ერთხელ, განართხული ღამეების ბოლით სატახტო

ლირიკის ბეწვზე შემოტრიალდეს.


ბენო გორდეზიანი

ასე ფიქრობს ლიტერატურაზე


მწერლობა მრავალ ნაირია: უმცირესობა წერტილსა

და წერტილს შუა ხარჯავს ფუთ კალამს; უმრავლესობისათვის

ეს ღირს ერთი კალამის ერთხელ ამოწება.

ჩემთვის უცნაურია ასეთი მოვლენა: ქოთანი ყვავილით

ქალს, მაგრამ თამარ დედოფალის სახესა

და მისი პორტრეტის შუა არის მრავალი საუკუნე.

საქართველოში ბრძენი მრავალია: ი. ვართაგავამ

აღმოაჩინა ფუტურისტები: ბოდლერი, ვერლენი და რემბო.

გრიგოლ რობაქიძეს ბუასილიანი დადაისტი ჰგონია.

ამიტომ არის საჭირო N2SO4.

ბევრი კითხულობს: რა არის N2SO4 უპასუხებ:

თუ გსურთ გაიგოთ, გააშიშვლეთ

ტემპერამენტიანი კულტუროსნები. N2SO4 ყალბი სქესის მტერია.

საქართველოში ორი რამ მაწუხებს: ლექსი და ჩემი თავი.

ლექსზე ფიქრობს — ვისაც აკლია ნივთი და მეოთხე

განზომილებას გრძნობს; ადამიანი მაშინ არის


მიმზიდველი თუ მბრუნავი მოძრაობა ახასიათებს.

მე რომ თავაზიანი კაცი ვარ — ბევრსა ვგონივარ კეთილშობილი,

ეს უფულობის ბრალია.

გრიგოლ ცეცხლაძე

დადა მანიფესტი
პირველად მსოფლიო იყო მელოტი

შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,

როგორც კვახი.

კვახი გადაგორდა და გასკდა. დაიბადა

დადა

დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ

კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.

ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ

შეიძლება გაიზომოს დადა.

დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც

ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.

დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.

როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების

მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს

და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული


თავი უკვე შეჰყო ქუდში.

დადა იძახის:

“გათავდა აგონია

მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!

დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას…

მოაყენეთ ვაგონები!

დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს

მიზანშეწონილად ზევიდან

ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.

ნაძალადევი ლექსი
ეს არის ნაძალადევი ლექსი,

უღელტეხილი.

მე ამას ვწერ უზეშთაგონებოთ, როგორც ვექსილს,

თქვენ შეგიძლიათ სჭამოთ, როგორც ღერღილი.

მე ვამბობ გახუნდა სახე აღერღილი

,,ოლოლი“ — ლივლივი ლასების.

და რომ ჰაერს აკივლებს ფოლადის ღარღილი

ველურ აღტაცებას ვგრძნობ როგორც მასსები;

და მუდამ ვღელავარ ამ ლექსის ავტორი —


მე მაღელვებენ ოკეანეს გემები,

პროპელლერი მოდის, როგორც ორატორი

და ეინშტეინი გეგმებით.

სიმპატიური ლექსი
პოეტის ყეფის შემდეგ ჩემი დადაისტობა

დავადასტურე

სიმპატიურად.

წინად მე მიყვარდა ხელოვნება ანტიური.

ეხლა მსოფლიოში გამეფებულია სპეკულიაცია და ავანტიურა.

შეიძლება მეც ავანტიურისტი ვიყო სურვილებით,

მაგრამ პოეტი ფაქტიურად.

მე ვამტკიცებ: კალოშები საჭირო არაა სრულებით,

საჭიროა დილ-დილობით გოგლი-მოგლი

და მოკლე-მოკლე

ლექსების წერა მდაბიური ენით და სიმპატიურად.

მე მიყვარს: პაროდია, შილა-ფლავი და

დიასახლისთან საუბარი სიძვირეზე.

ვცხოვრობ ხალვათად.

როცა შინა ვარ მაცვია ჭრელი ხალათი.


რას მეუბნება გული

მე გრიგოლ ცეცხლაძეს
მე გრიგოლ ცეცხლაძეს გული მეუბნება

დავტოვო

ტფილისის უბნები

წავიდე შორს აქედან

და უცხოეთის დიდ ქალაქებში ვიგლოვო

ქედანზე.

სანამ ხალხი წიგნების კითხვისთვის მოიცლის,

სანამ დამთავრდება ომები,

სანამ შევიქნები ოცდაცამეტი წლის

და დაეწყობიან ერთმანეთზე ჩემი ლექსების ტომები.

გული მეუბნება

თუ დავტოვე ტფილისის უბნები

და აღარ ვიფიქრე საქართველოს გამსჭვირვალე საღამოებზე და

ბურუსებზე,

მე მომიხდება გამოსვლა ნიუ-იორკის სცენაზე,

სადაც პარტერი მიაგავს სპეკულიანტების ბირჟას

და გადაბმულია იარუსები იარუსებზე

ჩვიდმეტ სართულად.

ლოჟებში ლორნეტებს აამოძრავებს სახე ქართული

და მე ვიგრძნობ გულში ჩარჭობილი მაქვს,


როგორც წვერი მონუსხული დანის,

სიყვარული შორეულ ფერეიდანის.

გული მეუბნება

მეტად ბედნიერი ვიქნებოდი რომ არ მესწავლა ანბანი,

წიგნების კითხვამ დამღალა,

თორემ გავიზრდებოდი უფრო ძვალმსხვილი და მაღალი.

მერჩია ისტორიისათვის სრულიად არ გადამეხედნა

მოვკიდებოდი ცოლშვილს, მეთესა ყანები და ხარები მეხედნა.

გული მეუბნება

წვალობდა ბუნება

ჩემი გაჩენის მოლოდინში,

რომ მოვედი

იოგებმა გადაშალეს რიგ-ვედა

ჩაძირულებმა ღვთაებაში

გული მეუბნება

ბუნებით

ცეცხლაძე უფროა ნიცშეანელი

ვინემ იყო ნიცშე, რომელმაც გენიოსთა სტიქია შეანელა!

ცეცხლაძე შთამომავლობით აჭარელი,

ცეცხლაძე ალიდან,

თავისუფლად რომ იცქირება დიდი პოეტის პიედესტალიდან


და იცინის, როგორც ყველის ვაჭარი.

გული მეუბნება

ჩემს ლექსებს საუკუნეები

მკერდზე დაიბნევენ ორდენებათ.

პოეტები იტყვიან:

მან პირველმა აშალა ლიბრედი ლანდები,

მან პირველმა შემოჰკრა მონუმენტებს დეზები,

მან პირველმა იყეფა პოეზიის გზებზე.

პოეტის ყეფა
საერთო სიგიჟემ მე დამადინჯა

დავსევდიანდი

ჩემი ლექსები — ლური ნარინჯი,

რითმები — ნაგვიანევი ფრანტი

გაღატაკებულ საუკუნის შვილი მტკივნეული

საქართველოში მე დავდივარ სულით გადატეხილით,

ვარ გაბრაზებული და მოდიან ფიქრები მძიმეები, როგორც

რკინეული,

მე მინდა ვიყო მდიდარი და მქონდეს ბაღები მოშენებული

ხეხილით.
ტფილისში მე ისე მომწყინდა, გადავსწყვიტე ყველაფერს

თავი დავანებო

ლექსების წერაც მინდა მივატოვო,

რადგან სისულელეა მიმართვა — ,,თქვენ ცის თავანებო,

მთაწმინდავ, მადათოვო!...

მე ვარ თავდახსნილი ასეთ ალერსიდან.

ყველა პოეტი დღეს აფურთხებს განთიადს თვალში

და მზის ჩასვლასთან დაიღუპენ ბევრი ნიჭები;

მე მიხარია რომ არ არის მთვარე ჩემს ვალში

და როგორც ქუჩის პროსტიტუტკა არ მეკირიჭება

ძველი ლექსიდან.

მაგრამ არ მიღირს ბედი თვალის დახმხამებათ,

მე შეუკურთხებ უღონობას მოშლილ სიტყვების,

რომ არ აჩნდება ამ სტრიქონებს გარტყმულ შრამებათ

პოეტის ყეფა.

თავდება ლექსი და მე ვრჩები უკმაყოფილო.

სახე ხმოვანის მოღუნული, არ გაიმართა;

გრიგოლ ცეცხლაძე! შენი ნიჭი მოგონილი რამე ყოფილა!

გრიგოლ ცეცხლაძე! რა დაგემართა!?.

You might also like