You are on page 1of 7

ქარი ჰქრის

ლექსი ―ქარი ჰქრის ქართული პოეზიის შედევრია. ქმნილების ყველა ვარიანტში


ზმნა ―ჰქრის მესამე ობიექტური პირის ნიშნითაა წარმოდგენილი. ―პოეტი ბრმად
არ
მიჰყვება გრამატიკულ სქემას. ბგერა ―ჰ– ფილტვებიდან ჰაერის ნაკადის მძლავრი
ამოსროლით ქარის ქროლვის ზედმიწევნითი, ზუსტი ბგერითი გამოხატულებაა. იგი
აძლიერებს სიტყვა ―ქროლვის შინაარსს, ავტორისთვის სასურველ ემოციურ
მიმართულებას აძლევს მას. ლექსი 1924 წელსაა დაწერილი. ეს თარიღი
უმძიმესია ქართული ისტორიისათვის, ქართული საზოგადოებისათვის.
ნაწარმოებში
სწორედ ცხოვრების მოუწესრიგეობაა გადმოცემული. ხაზგასმულია ის უმძიმესი
ყოფა,
რომელშიც ჩვენი ქვეყანა 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ჩავარდა.
ბუნების ელემენტებისა თუ საგნების პოეტური ხედვა მრავალ თავისებურებას
შეიცავს. პოეტი გვიანი შემოდგომის საოცარ სურათებს ხატავს.

―ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის


ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ.
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?
ეს სტრიქონი ქმნის ქარის დაუსრულებლობის ქროლვის შთაბეჭდილებას, ხოლო
კითხვა სადა ხარ? მარტოობის, მიუსაფრობის გრძნობას აძლიერებს. ქარის
ქროლვასთან
ერთად პოეტის სასოწარკვეთილებაც მატულობს.
განმეორება გალაკტიონის პოეზიის მუდმივი თვისებაა. ეს განმეორება ხან ზუსტია ,
ხან სხვადასხვა ვარიაციებით.
ამ ლექსში ქარი საზოგადოებრივი ცხოვრების აშლილობის, უწესრიგობის, ქაოსის
მეტაფორული სახეა.
გალაკტიონი არა მხოლოდ ხედვის, სმენის და მოვლენების სიღრმეში წვდომის
უჩვეულო უნარით გამოირჩევა, არამედ ვარიანტთა დამუშავების ნიჭითაც.
ეს ლექსი ინგლისურად თარგმნეს კრისტოფერ მაიკლს, დონალდ რეიფილდსა და
ინესა მერაბიშვილს.
ამ ლექსში ერთმანეთს ერწყმის აზრი და ემოციურობა. აქ ორივე მხარე
გადამწყვეტია. მთარგმნელმაც უნდა შეძლოს ორივე მხარის გადატანა უცხო ენაზე .
აუცილებელია თარგმანს შეუნარჩუნდეს დედნის რიტმი, ინტონაცია
ამოტომ მთარგმნელმა უნდა შეისწავლოს ყველა პოეტური საშუალება, რომელიც
აზრის
გადმოცემას ემსახურება. თარგმანები სტრიქონთა რაოდენობის მხრივ
ჰარმონიაშია
ორიგინალთან.
―ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა როგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?
მთარგმნელი კრისტოფერ მაიკლი.
―Sweeping wind, Sweeping wind, Sweeping wind,
Brushing leaves, rushing up, gusting through…
Rows of trees, whole armies, bow and bend
Where are you, where are you, where are you?
მთარგმნელი დონალდ რეიფილდი.
―Oh the wind, how it blows, how it blows
The wind blows whirstle leaves off afar,
Arches trees, trees in rank, trees in hosts,
Tell me where, where you are, where you are.
მთარგმნელი ინესა მერაბიშვილი.
―Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind,
And the leaves whirl from wind still to wind…
Rows of trees, lines of trees bend in arch
Were art thou, where art thou, why so far ?..
სრულიად თვალსაჩინოა, რომ კრისტოფერ მაიკლის I სტროფში დაჩრდილულია
მხატვრული სახე, (―მიწევს მოწევს ფოთლებს, ააფრიალებს ძლიერი ქარის
დაბერვით,
„Brushing leaves, rushing up, gusting through―, ―ხეთა რიგს მთლიან ჯარს, „Rows of
trees,
whole armies―). მთარგმნელი კარგად რომ იცნობდეს გალაკტიონის ეპოქას ,
ლექსში
ამოიკითხავდა საქართველოს ისტორიის მხატვრულ გააზრებას.
დონალდ რეიფილდი ფრთხილად ეკიდება გალაკტიონს. მას კარგად ესმის, რომ
თარგმანი დედნის არა მარტო შინაარსის, არამედ მხატვრულ მხარესაც უნდა
გადმოსცემდეს. მისი თარგმანი სხარტი და პოეტურია, მაგრამ არადედნისეული
(―ოჰ
ქარი როგორ ქრის, „Oh the wind, how it blows―, ―ქარი ქრის ატრიალებს ფოთლებს
შორს, „The wind blows whirstle leaves off afar―, ―ხეთა რკალები, ხეთა მწკრივები,
ხეთა
ჯარი, „Arches trees, trees in rank, trees in hosts―). გულდასაწყვეტია, რომ
მთარგმნელმა
ნაკლები როლი მიანიჭა ქართული სინამდვილით შეძრული პოეტის სულის
წუხილის
გადმოცემას. როგორც ვხედავთ, თარგმანი მთლად ზუსტი არაა და დაკარგულია
ლექსის სიმძაფრე, ტრაგიკულობა, ბგერათა ევფონია. ნაკლებად ჩანს
გალაკტიონისა და
მისი მთარგმნელის სულიერი ერთობა.
როგორც ვხედავთ, ინესა მერაბიშვილი სწორად იაზრებს ორიგინალს. სწვდება
პოეტის სიმბოლოთა ფუნქციას. მთარგმნელი კარგად იცნობს გალაკტიონს და მის
ლექსებს საინტერესო კომენტარებსაც უკეთებს. თუმცა ხანდახან რითმის გამო
ცვლის
სიტყვათა რიგს და თავად სიტყვებსაც, თუმცა ეს ცვლილება ეტიმოლოგიურია და
არა
აზრობრივი მაგ. მაგ : ,,ხეთა ჯარს― - შეცვლილია,, ხეთა წყობით―.
ყურადღება შევაჩეროთ ლექსის შემდეგი სტროფის თარგმანზე:
―როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!
მთარგმნელი კრისტოფერ მაიკლი.
―First it rains, then it snows, then it snows.
Where are you, I’ll never know, never know!
Everywhere, hunting me, is your face.
Every day, all the time, every place…
An andless sky sifts its misty musings in
Sweeping wind, Sweeping wind, Sweeping wind.
მთარგმნელი დონალდ რეიფილდი.
―How it rains, how it snows, how it snows,
You are not to be found any more.
Your image pursuse me , it hunts
Everywhere, every day, every hour.
From the sky drizzle far misty thoughts,
Oh the wind, how it blows, how it blows .
მთარგმნელი ინესა მერაბიშვილი.
―How it trains, how it snows, how it snows,
Where to find, where to find… Never know !
But pursued, but pursued by your eyes
All the time, everywhere, everytime !..
Distant skies drizzle thoughts mixed with mist…
Whirls the wind, whirls the wind, whirls the wind.
კრისტოფერ მაიკლის თარგმანში იკარგება უამინდობისა და არეულობის
საოცარი შეგრძნება. სემანტიკური შესატყვისობის მიუხედავად, დაკარგულია
პოეტური
სახე, ხოლო გამეორება ―სადა ხარ?- არ იწვევს ორიგინალის სასოწარკვეთას
(―ჯერ წვიმს
შემდეგ თოვს, „First it rains, then it snows―, ―სადა ხარ არასოდეს მეცოდინება,
„Where
are you, I’ll never know―, ―უსასრულო ცა, „An andless sky―). მაიკლის თარგმანი
თითქოს
მისდევს ლექსის სტრიქონებს, მაგრამ ანემიურია, განძარცვულია, სქემატურია,
ღარიბია,
დაკარგულია ლექსის მუსიკა, რომელიც ხშირად ფხიზელ სიზუსტესაც ემყარება. ამ
თარგმნიდან ეჭვი გვრჩება, რომ კრისტოფერ მაიკლი პწკარედიდან თარგმნის.
მეტაფორა, შედარება, ეპითეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედანში, რაც
მთარგმნელის მიერ თითქმის უგულვებელყოფილია.
მთარგმნელს სმენითი ინტონაციით დაუძებნია ინგლისურში შესატყვისები და
შეუფასებია ინგლისურის აზრობრივი ინტონაციისთვის, წარმოუდგენია ტექსტში
გამოხატული სურათი და გაუმეორებია ეს ინგლისურ ენაზე. შექმნილია დედნის
მსგავსი ინტონაციური იმიტაცია, მაგრამ დაკარგულია ხიბლი ლექსისა.
როგორც ვხედავთ, ლექსს აკლია პოეტურობა, ამაღლებულობა, რომელიც ასე
დამახასიათებელია გალაკტიონისთვის. დედნისგან განსახვავებულად არის
გააზრებული ლექსის დასასრული თარგმანში.
რეიფილდი აშკარაა, რომ პროფესიონალია, თუმცა მის თარგმანში დაკარგულია
ლექსის მუსიკალობა (―შენი სახება დამდევს მოსვენებას არ მაძლევს, „Your image
pursuse me, it hunts―). მთარგმნელი ნაკლებ ანგარიშს უწევს მხატვრულ
გამომხატველობით მხარეს. ეს მით უფრო აუცილებელია, რომ შინაარსობრივი
მხარე
დამოკიდებულია მხატვრული გამოსახვის ძალაზე. მხატვრული ფრაზა თუ სიტყვა
არა
მარტო აზრის ნათელ მიმდინარებას უწყობს ხელს, არამედ ემსახურება
ინტონაციასაც.
თუ ამ ინტონაციის გასაღები ნაპოვნი იქნება, მაშინ მიგნებული იქნება ნაწარმოების
სტილი, რიტმი. სამწუხაროდ, მთარგმნელმა ეს ბოლომდე ვერ შეძლო. მისთვის
გალაკტიონის პოეზია საინტერესო, მაგრამ ძნელად შესაცნობად დარჩა .
გალაკტიონის ფრაზას ახასიათებს ექსპრესიულობა, მელოდიურობა, ღრმა
შინაარსი. პროფესორი კი ამას ვერ ჩასწვდა. შეიძლება ზედმეტს ვთხოვთ ამ კაცს ,
რომელმაც მაშინ მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო საქართველოში.
მიუხედავად ქალბატონი ინესას მიერ შეტანილი ცვლილებებისა თარგმანში აზრი
არ იცვლება (―დამდევს შენი თვალები, „but pursued by your eyes―, ―შორი ცა ცრის
ფიქრებს შერეულს ნისლში, „Distant skies drizzle thoughts mixed with mist―).
მთარგმნელს აზრთან ერთად გადააქვს გალაკტიონის რითმის სტრუქტურა, მათი
განლაგება, ევფონიური მხარე და ამიტომ თარგმანშიც აკუსტიკაც დედნისეულია .
ლექსში მთარგმნელმა შეძლო რითმის ხასიათისა და მისი ფუნქციის გახსნა,
ათვისება.
მთარგმნელი აღწევს სიზუსტეს, ინარჩუნებს პოეტის ფიქრსა და განწყობილებას.
მიჰყვება დედნის აზრობრივ სისტემას.
ი. მერაბიშვილის თარგმანი დედანთან სიახლოვით გამოირჩევა. დედანსა და
თარგმანს შორის დგას თითქმის დაუძლეველი ბარიერი. ეს გახლავთ დედნის
ემოციური დატვირთვა, მხატვრული სიტყვის ირაციონალური მხარე. აქაც კი ქ-ნი
პროფესორის თარგმანი განსაკუთრებულია. მთარგმნელს გათვალისწინებული
აქვს
დედნის კონტექსტი და მუსიკალობაც.
სიტყვის ლექსიკურ – სემანტიკური ღირებულების დადგენა ფაქტიურად არის
მეორე ენაში აზრობრივი შესატყვისების დაძებნა. ეს მთარგმნელს არ უჭირს,
რადგან მან
ორივე ენა ბრწყინვალედ იცის. ამას ემატება დიდი სიყვარული გალაკტიონის
პოეზიისადმი და მისით თავმოწონება. მთარგმნელი ამიტომაც აღწევს თავის
მიზანს.
ამავე დროს ქალბატონი ინესას მიერ ნათარგმნ ლექსში არის განმეორებები ,
რომელიც განსაკუთრებულ ჟღერადობას ქმნის. თარგმანშიც ყველაფერი ეს
მშვენივრადაა მთარგმნელის მიერ გათავისებული და გადატანილი.
ინგლისური ენა ფლობს საკმაოდ მდიდარ რესურსებს, რომლებიც იძლევა
საშუალებას გადაითარგმნოს გალაკტიონის თავისებურებები. თუმცა დედანსა და
თარგმანს შორის უნდა შეიქმნას არა ფორმალური, არამედ დინამიკური
ეკვივალენტობა, რომელიც ეკვივალენტური ეფექტის პრინციპს ეფუძნება.

You might also like