You are on page 1of 2

ულისე

II

ნესტორი

ირლანდიელი მწერლის ჯეიმზ ჯოისის რომანი „ულისე“ განიხილება როგორც ერთ-ერთ


ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მოდერნისტულ ლიტერატურაში. ის თავდაპირველად
ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალ „The Little Review-ში“ 1918-ის მარტიდან
1920-ის დეკემბრამდე, ხოლო ბოლომდე გამოიცა „Sylvia Beach-ში“ 1922 წლის თებერვალში,
პარიზში. ულისე 3 ნაწილისგან და 18 ეპიზოდისგან შემდგარი თავისებური თანამედროვე
ოდისიაა. რომანი თითქმის მთლიანად პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადის შინაგანი
მონოლოგებისგან შედგება. მთელი დღის განმავლობაში ბლუმისა და სტივენ
დედალოსის ლტოლვა ერთმანეთისკენ ორივე გმირის სულიერი ობლობის , ადამიანური
თანადგომისა და სითბოს წყურვილის ტრაგიკული განცდის გამოხატულებაა. რომანი
მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის, ებრაელი ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის
თავგადასავალს. ეს დღე ბლუმმა გაატარა გამომცემლობაში, ქუჩაში და დუბლინის
კაფეში, იყო თავისი მეგობრის დაკრძალვაზე, ყურის სანაპიროზე, მოხუცთა პანსიონატში ,
სადაც ის შეხვდა სტივენ დედალოსს, ახალგაზრდა მასწავლებელს ადგილობრივ
სკოლაში და ბოლოს კი საკუთარ სახლში.

ჩემს მიერ არჩეულ ნაწილს „ულისედან“ ჰქვია „ტელემაქე“, რომელიც შედგება სამი
ეპიზოდისგან, ისინია: ტელემაქე, ნესტორი და პროთეუსი. ჩვენ უკვე გვაქვს ნესტორის
შესახებ გარკვეული ინფორმაცია. ის გვხვდება ოდისეაში და წარმოადგენს ილიადას
უხუცეს გმირს, რომელიც გამოიკვეთება ეპიზოდში, სადაც მას ტელემაქე მიაკითხავს მამის
ამბის გასაგებად. ილიადაში ნესტორი მოსაწყენი პერსონაჟია, რომელიც ყოველთვის
ძველი დროის გმირებს ხოტბას ასხამს. ზევსის მიზანია, რომ ამოწყვიტოს გმირთა თაობა ,
ამიტომაცაა რომ ნესტორი ტელემაქეს ილიადას ამბებს უყვება , რადგან ის ერთადერთია
ვინც გადარჩა.

ამ ეპიზოდის მოქმედება დილის 11 საათზე მიმდინარეობს. ულისეში ნესტორის როლს


ასრულებს იმ სკოლის დირექტორი სახელად მისტერ დიზი, სადაც სტივენი მუშაობს. ის
არის ანტისემიტი და მოღალატე ადამიანი, რომელიც ინგლისის მხარდამჭერია და
მიაჩნია რომ ყველაფერში ებრაელები არიან დამნაშავე. ტექსტს კიდევ უფრო
საინტერესოს ის ფაქტი ხდის, რომ მთავარი პერსონაჟი სწორედ რომ ებრაელია .

მოცემული ეპიზოდი იწყება გაკვეთილის სცენით. სტივენი მოსწავლეებს ისტორიის


გაკვეთილს უტარებს. ტექსტი კომიკურია, რადგან სტივენი თითქოს საკუთარი სიძლიერის
დემონსტრირებას ცდილობს. ბავშვებს ისეთ გამოცანებს ეკითხება , რომლებზეც მათ
პასუხი არ იციან და გულში ეცინება, თითქოს მათ ეჯიბრება. ამ გამოცანების დროს ერთ -
ერთს შემთხვევით შეეკითხება ისეთ კითხვას, რომლის პასუხია- მელა, რომელიც თავის
დიდედას მარხავს. ვფიქრობ ეს გამოცანა მისი ქვეცნობიერიდანაა წამოსული და იმიტომ
აფიქრდება, რომ მუდმივად დაჰყვება დედის მიმართ დანაშაულის გრძნობა , რა
მოხდებოდა რომ დედისთვის თხოვნა შეესრულებინა. საინტერესოა დამარხვის
განზოგადოებული განმარტება. დამარხვა ერთი მხრივ ასოცირდება სიკვდილთან და
მეორე მხრივ დამალვასთან, ეს ნიშნავს რომ მელა ანუ სტივენი ფარავს საკუთარ
დანაშაულს.

მისტერ დიზი და სტივენი ხვდებიან ერთმანეთს დირექტორის კაბინეტში. მისტერ დიზი


მას აძლევს ფულს და ეუბნება, რომ კარგი იქნება თუ დაიწყებს მის შენახვას და
შეგროვებას. მაგრამ სტივენის პასუხი შემდეგია მას არ აქვს ფული იმისთვის რომ
შეინახოს. ეს ახალგაზრდების ფულთან ქცევას მიუთითებს , განსხვავებით
ინგლისელებისა, რომლებმაც კარგად იციან ფულის მოვლა. და ბოლოს მას აძლევს
წერილს, რომელიც რედაქციაში უნდა წაიღოს. ამ ეპიზოდში ჯოისი საკმაოდ
კონკრეტულად წარმოაჩენს მისტერ დიზის, რომელიც ჭკუის დამრიგებელი და
მორალისტი ადამიანია.

ჯოისი სამ ძირითად თემას განიხილავს ულისეში, ამ კონკრეტულ ეპიზოდში კი ჩანს


უმთავრესი საკითხი- დანაშაულის გრძნობა. დედის თხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც
მთელი ცხოვრება სტივენის სინდისს აწუხებს.

You might also like