You are on page 1of 6

ფსიქოანალიზი კულტურულ ანთროპოლოგიაში:

თეორიული ძირები და ორიენტაციები

თამარ შაიშმელაშვილი.
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და ფსიქოანალიზი.
სამაგისტრო ნაშრომი ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში.

მოკლე ისტორიული ექსკურსი (ზ. ფროიდი, გ. როჰეიმი, მ. მიდი)

ზოგადად, ფსიქოანალიზმა, როგორც მიმდინარეობამ და მის ფარგლებში შემუშავებულმა


მიდგომებმა, რომლებიც კლინიკური ფსიქიატრიიდან იღებს სათავეს, გადამწყვეტი როლი
ითამაშა კულტურულ-ანთროპოლოგიური კვლევების განვითარებაში. ამასთან, პირველ
პერიოდში, ეს გავლენა უმეტესწილად კვლევის საგნის შერჩევის კუთხით იჩენდა თავს,
თუმცა დროთა განმავლობაში თეორიული საქმიანობის სხვა კომპონენტების გაყოლებითაც
დაფიქსირდა, ისე, რომ სოციალური მეცნიერებების „Speculum Mentis“ 1-ზე ფსიქოანალიზი
მკაფიოდ მოინიშნა, როგორც ფსიქოლოგიაზე ორიენტირებული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი
ცენტრალური ინტეგრაციული ელემენტი.

ფსიქოანალიზის ანთროპოლოგიაში ჩართვისა და გამოყენების პროგრამები სრულიადაც არ


გახლავთ ერთგვაროვანი. განსაკუთრებით განვითარების გვიანდელ ეტაპებზე ნათელი
გახდა, რომ ერთი მხრივ, ამოსავალი ხდებოდა ფსიქოანალიზის სხვადასხვა ვერსია, მეორე
მხრივ, ერთობ ურთიერთგანსხვავებული იყო მისი „ანთროპოლოგიური გამოყენების“
მასშტაბები, მიზნები და შედეგები.

ამჯერად დავიწყოთ იმის ხაზგასმით, რომ ფსიქოანალიზი, რომლის დამაარსებელიც


ზიგმუნდ ფროიდია, ჩამოყალიბებისთანავე მოგვევლინა, როგორც ფსიქოთერაპევტული
პრაქტიკა და, ამავდროულად, პიროვნების კონცეფცია. ფროიდის თანახმად,
გამარტივებულად რომ ვთქვათ, ადამიანის პიროვნების ფორმირება მიმდინარეობს ადრეულ
ბავშვობაში, ე.ი. პერიოდში, როდესაც სოციალური გარემო ახშობს არასასურველ,
საზოგადოებისათვის მიუღებელ სოციალურ ქცევებს (უპირველეს ყოვლისა არასასურველი
სექსუალური ქცევების სახით). ამის გამო ადამიანის ფსიქიკა გადაიტანს ტრავმებს,
რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში

1
გონების სარკე
(მაგალითად, ხასიათის ცვლილებით, ფსიქიკური დაავადებებით, უსიამოვნო სიზმრებით,
მხატვრული ნამუშევრების თავისებურებებითა და ა.შ.).

ფროიდის სწორედ ამ პოსტულატზე დაყრდნობით ეთნოლოგები ასკვნიდნენ, რომ


სხვადასხვა ეროვნებისათვის დამახასიათებელი ბავშვის აღზრდის მეთოდები ამ
ეროვნებებისათვის ნიშანდობლივი ხასიათების ფორმირებასა და თაობებში კვლავწარმოებას
იწვევს. სხვა სიტყვებით, ბავშვები, რომლებიც ერთსა და იმავე სოციალურ გარემოში
იზრდებიან, იღებენ მსგავს ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და ქცევის მოდელებს, რითაც ისინი
გამოირჩევიან სხვა სოციოკულტურულ გარემოში აღზრდილი ბავშვებისაგან, რომლებსაც
მათთვის ნიშანდობლივი ფსიქოლოგიური ტრავმები და ქცევის მოდელები ახასიათებთ
( Лурье С.В. 2005) .

ანთროპოლოგიისათვის მნიშვნელოვან მონაპოვრად იქცა ფროიდის მოძღვრება ადამიანის


ფსიქიკის სტრუქტურის შესახებ, რომელიც გერმანელი მოაზროვნის ნაშრომებში, საბოლოო
ჯამში, სქემა-დესკრიფციის სახეს ატარებს: - „ID“-ი („იგი“): ადამიანის გონებიდან
განდევნილი, საზოგადოებისათვის დაუშვებელი იმპულსებისა და სურვილების
ერთობლიობა, „Ego“ („მე“) და „Super-Ego“ („ზე-მე“): აკრძალვების სისტემა, რომელსაც
ადამიანი ადრეული ბავშვობიდან ითავისებს, თუმცა არა აქვს ბოლომდე გაცნობიერებული. 2

ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში ფსიქოანალიზის, როგორც ფუნდამენტური თეორიული


ელემენტის, ინტეგრირების პროცესის თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია
ფროიდის რამდენიმე ძირითადი იდეა, რომლებიც მის „სიზმრების ახსნასა“ და ზოგიერთ
სხვა, სამედიცინო პროფილის შრომებშია გადმოცემული.3 ეს იდეებია:

1. პიროვნების დინამიკური კონცეფცია, რომლის თანახმადაც ადამიანის


ფსიქიკას გააჩნია როგორც გაცნობიერებული, ისე გაუცნობიერებელი დონეები;
მათ შორის დგას დამცავი ბარიერი, რომელიც ასრულებს ცენზორის ფუნქციას
და აფერხებს იმ გაუცნობიერებელ იმპულსებს, რომლებსაც შეუძლიათ
სოციალურ გარემოსთან ადამიანების კონფლიქტში შეყვანა;

2
ანთროპოლოგიისათვის და საერთოდ სოციალური მეცნიერებებისათვის ერთობ საგულისხმო გამოდგა ამ
სტრუქტურებს შორის ურთიერთმიმართებების განმარტება, რომელსაც ფროიდის კონცეფცია გვაძლევს.
3
მკვლევრების სამართლიანი შენიშვნით, ფროიდის მემკვიდრეობის ამ ელემენტებმა, არც მეტი, არც ნაკლები,
ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიას ჩაუყარეს საფუძველი.
2. ე.წ. „ფსიქოსიმბოლური მექანიზმის კონცეფცია“, რომელიც გულისხმობს, რომ
შესაძლებელია არაცნობიერის შემადგენელი ელემენტების იმგვარად
ტრანსფორმაცია, რომ ისინი ადამიანის ცნობიერის შემადგენლად გარდაიქმნას
(ვითარების) კონფლიქტამდე მიყვანის გარეშე;
3. არაცნობიერის ფორმირების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ეს
ტრანსფორმაცია იმგვარად და ისეთი გზით ხდება, რომ არაცნობიერში თავს
იყრის მთელი გამოცდილება, რომელიც ადამიანის ფსიქიკას ტრავმას აყენებს
( Лурье С.В. 2005) .

ცნობილი ფსიქოანთროპოლოგის, ფილიპ ბოკის კომენტარით, „ფროიდის გადმოსახედიდან


კულტურასა და საზოგადოებას შორის დამოკიდებულება ნევროზსა და ინდივიდს შორის
დამოკიდებულების მსგავსია“. [Bock P.K . 1988: 56].

ბოკის მითითებით, უმეტესწილად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვგრძნობთ ყოველდღიურ


ცხოვრებაში, ისეთივე სიმბოლურ კავშირშია არაცნობიერთან, როგორც სიზმრების შინაარსი
და ნევროზის სიმპტომები, ანუ არსებობს ფსიქოსიმბოლური კავშირი. შესაბამისად, ამ
თეზისის მიღების შემთხვევაში აუცილებელი ხდება მივიღოთ მისგან გამომდინარე დასკვნაც
იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუციების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ
კომპენსაციურ მექანიზმებთან და ცხოვრების ადრეულ სტადიაზე მიღებულ ტრავმატულ
გამოცდილებასთან კავშირში.

საერთო ფსიქოანალიტიკური მნიშვნელი, რომელიც ფსიქოლოგიური ანთროპოლოგების


უდიდესი უმრავლესობის შრომებში მონაწილეობს, ესაა ის, რომ ფსიქოანალიტიკურ
მიდგომებში პიროვნება შედარებით სტაბილურ სისტემას წარმოადგენს, რომელიც
ორგანიზებულია „სიღრმისეულად“, პერიფერიიდან ცენტრისაკენ, ხოლო ინდივიდის
თითოეული მახასიათებლის ფუნქციონალური დატვირთვა განსაზღვრულია
(განპირობებულია) მისი ადგილით მთლიან სისტემაში. უფრო კონკრეტულად, პერიფერიაში
მდებარეობს შედარებით გაცნობიერებული სურვილები, რწმენები, ღირებულებები, ასევე
ადაპტირებადი ფუნქციის „შტრიხები“ და ადვილად გამოვლინებადი მოდუსები. სხვა, უფრო
ღრმა დონეებზე მდებარეობს ეგოს დამცავი და ეგოს მაინტეგრირებელი პროცესები,
ნაკლებად გაცნობიერებული სურვილები, კონფლიქტები, ასევე, ფსიქიკური
ფუნქციონირების ის არქაული ფორმები, რომლებიც არ იქნა დავიწყებული. 4

გეზა როჰეიმი. ფროიდის შემდეგ ანთროპოლოგიურ მონაცემებთან მიმართებაში,


ფსიქოლოგიური დეტერმინიზმის, კიდევ უფრო ზუსტად კი, ფსიქოანალიტიკური
კონცეპტების გამოყენების ერთ-ერთი პიონერი გეზა როჰეიმი იყო. მისთვის ფროიდის მიერ
აღწერილი პიროვნების განვითარების მოდელები უნივერსალური და, მაშასადამე,
ზოგადსაკაცობრიო გახლდათ. როჰეიმის მტკიცებით, გაუცნობიერებელი მნიშვნელობები,
რომლებიც კლინიკურ პირობებში დასავლურ პაციენტებში ვლინდება, ყველა კულტურული
კონტექსტისათვის იგივეობრივია (Лурье С.В. 2005). ამ ხედვაზე დაყრდნობით აანალიზებდა
იგი საველე ექსპედიციებში შეკრებილ სხვადასხვა ხალხის მითებს, ზღაპრებსა და რელიგიურ
გადმოცემებს (მისი მშობლიური უნგრეთიდან დაწყებული და ავსტრალიის აბორიგენებით
დამთავრებული). ხალხურ კულტურაში მოცემულ შეხედულებათა სისტემას როჰეიმი
განიხილავდა ინდივიდის განვითარების (ფროიდისეული) მოდელების საფუძველზე,
რომელიც, აქედან გამომდინარე, ინდივიდისათვის „ფსიქოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს
ანუ შიშები, მტრობა და ინდივიდის სხვა გაუცნობიერებელი მოტივები ასახვას რელიგიაში,
ფოლკლორში და შეხედულებათა სხვა სისტემებში ჰპოვებს.“5

გეზა როჰეიმის თანახმად, ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში ფსიქოანალიზის გამოყენების


მიზანს იმის ახსნა წარმოადგენს, თუ რატომ ახასიათებს გარკვეული ტიპის ქცევა ამა თუ იმ
საზოგადოების წევრებს. როგორც იგი განმარტავს, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს
ფსიქოლოგიური განვითარების კანონზომიერების ვარირების ხარისხს - ეს, ყოველ ცალკეულ
შემთხვევაში, გარკვეული მიზეზებითაა განპირობებული და ვითარებას არსებითად
ვერასოდეს ვერ ცვლის. ასე, მაგალითად, მიუხედავად „ოიდიპოსის კომპლექსის“
სპეციფიკური გამოვლინებებისა სხვადასხვა კულტურებში, იგი მაინც უნივერსალური
სტრუქტურაა, შეუცვლელი როლით კულტურაში, რომელიც, რჩება რა გაუცნობიერებელ

4
თითოეული ეს შრე პიროვნების დინამიკური სისტემის სპეციფიკურ სტრუქტურულ რაიონებად
გვევლინება, თავისი შემადგენლებით, ფუნქციონალური თავისებურებებითა და როლით, რომელიც
თითოეულს ენიჭება პიროვნების მთლიან სისტემაში.( Лурье С.В. 2005)
5
„კაცობრიობის კულტურის ძირითადი მასა მის ადაპტაციურ და ეგო-ასპექტებშიც კი
გამომდინარეობს თამაშებისა და რიტუალების აქტივობებიდან. ამ აქტივობების მიზეზები კი
ბავშვობიდან მომდინარეობს. ჩვენი იარაღები ჩვენივე სხეულის პროექციას წარმოადგენს.
კაცობრიობის კულტურა მთლიანობაში სწორედ ჩვენი გახანგრძლივებული ბავშვობის შედეგია“ -
ამბობს როჰეიმი.
პროცესად, ადრეული ფსიქოსექსუალური განვითარების პერიოდში მიყენებული
ტრავმებიდან მომდინარეობს. (Roheim G. 1950; 31-33)

ცალკე აღნიშვნის ღირსია როჰეიმის ის კვლევები, რომელთა საგანი სხვადასხვა კულტურაში


ჩამოყალიბებულ პიროვნებათა სხვადასხვა ტიპის „სუპერ-ეგო“ იყო. მისი დახასიათებით, ამ
ტიპის ვარიაციებზე აქცენტის დასმა ანთროპოლოგიასა და ფსიქოანალიზს შორის
გაუგებრობის მთავარი მიზეზია, ვინაიდან ანთროპოლოგებს შორის ფართოდ არის
გავრცელებული რწმენა, რომ თუმცა ჩვენ, იუდეველ-ქრისტიანული ცივილიზაციის
წარმომადგენლებს, გვაქვს „სუპერ-ეგო“, სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს ამგვარი რამ,
ფაქტობრივად, არ ახასიათებთ ანუ მათ ჩვენი მსგავსი ეთიკური კოდი არა აქვთ. 6( Лурье С.В.
2005)

როგორც ზემოთ აღინიშნა, კლასიკური ფსიქოანალიზის უფრო ლოგიკური და „ერთგული"


მომხრე კულტურულ ანთროპოლოგიასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კონკრეტული
ეთნოგრაფიული კვლევების ინტერპრეტაციებში გ. როჰეიმი იყო, რომლის შემოქმედება
ერთნაირად მოიცავდა როგორც ემპირიული ეთნოგრაფიის სფეროს, ისე კულტურის
ფსიქოანალიტიკური თეორიის დამუშავებას. ამის ნათელი დასტურია მისი მთავარი
ნაშრომი ,,ავსტრალიური ტოტემიზმი", რომელიც ტრადიციების, რიტუალებისა და წეს-
ჩვეულებების ფსიქოანალიტიკურ ინტერპრეტირებას ეძღვნება. მასში როჰეიმი
წარმოგვიდგება, ერთის მხრივ, როგორც ავსტრალიის აბორიგენების კულტურის უბადლო
მცოდნე და მეორეს მხრივ, როგორც ზ. ფროიდის დოგმატური მიმდევარი. ამ უკანასკნელი
გარემოებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ, ანთროპოლოგების უმეტესობა ემიჯნება
კულტურის კონკრეტული გამოვლინებების იმ ძალიან გამარტივებულ ახსნას, რომელიც გ.
როჰეიმის მიერაა შემოთავაზებული. და თუმცა ნაწილობრივ მაინც, მართლაც შეგვიძლია
გავიზიაროთ კრიტიკოსების თვალსაზრისი, რომ იგი ხშირად უტრირებს ავსტრალიელთა
კულტურის ამა თუ იმ ელემენტის ინტერპრეტაციის პროცესში, მაგრამ ისიც უეჭველია, რომ
მრავალი ხალხის თქმულებებსა და მითებში უამრავი მოვლენის წარმოშობისა და
დანიშნულების ახსნის „ეროტიკულ“ მეთოდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სრული

6
როჰეიმს მაგალითისათვის მოჰყავს რ. ბენედიქტის მიერ იაპონური კულტურის კვლევა და მისი ის
დაკვირვება, რომ იაპონურ საზოგადოებაში სუპერ-ეგო ევროპულისაგან სრულიად განსხვავებული
კომპონენტებისაგან შედგება. სწორედ ამის შედეგია ის, რომ იაპონელებისათვის პრაქტიკულად უცხოა
ცოდვის ცნება, თუმცა დაცინვა და სირცხვილი მათთვის ცნობილია ( Лурье С.В. 2005) .
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კულტურის ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციის
თვალსაზრისით როჰეიმი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ისეთ შრომებშია, როგორც გახლავთ:
„კულტურის წარმოშობა და ფუნქცია“ და „ფსიქოანალიზი და ანთროპოლოგია. კულტურა,
პიროვნება და არაცნობიერი“.

აქვე უპრიანია ფ. ლ. კ. ჰსუსა და გ. სტაინის გახსენებაც. ჰსუ დიდ ყურადღებას უთმობდა


ანთროპოლოგიისა და ფსიქოანალიზის დაახლოებას, ტაბუსა და სხვა ეთნოგრაფიული
საკითხების ფსიქოანალიზურ განმარტებას, თეორიული და მეთოდოლოგიური
თვალსაზრისით ფსიქიატრიისა და ანთროპოლოგიის მიმართების გაანალიზებას. მისი ბევრი
შრომა გამსჭვალულია იდეით, რომ „ნათესაობის სისტემები“ თავის თავში მდიდარ
ევრისტიკულ პოტენციალს შეიცავს, მათ შორის ფსიქოანალიტიკური მიდგომისთვისაც.
(Hsu, 1983)

You might also like