Professional Documents
Culture Documents
ენეიდა
ენეიდა
პირველი სიმღერა
ამასობაში ნეპტუნუსმა იგრძნო, რომ დიდი ხმაურით იყო აღძრული ზღვა, ავდარი
იყო მოვლენილი და სიღრმიდან ფეთქავდა ძლიერ აღძრული წყალი; ამოიხედა,
ტალღებს ზემოთ ამოყო მშვიდობიანი თავი. დაინახა, რომ ენეასის ფლოტი მთელ
ოკეანეში იყო მიმოფანტული, ტალღებისგან შევიწროებული და ზეცისგან
დამსხვრეული; [130] არ დაემალა ძმას იუნოს ცბიერება და მრისხანება. ევრუსსა
და ზეფირუსს მოუხმო და შემდეგ ასეთი რამ უთხრა:
ამასობაში ენეასი მწვერვალზე ავიდა და, რაც შეიძლება შორს, მოავლო ზღვას
თვალი, რომ დაენახა ქარისგან დევნილი ანთევსი და ფრიგიული
ბირემისები[36] ან კაპისი ან კაიკუსის იარაღი შემაღლებულ კიჩოზე[37]. გემები
ვერ დაინახა, მაგრამ თვალი მოჰკრა სამ ირემს, რომლებიც სანაპიროზე
მიდიოდნენ, მათ უკან მიჰყვებოდა მთელი ჯოგი; გრძელი რიგი ხეობის გავლით
საძოვარზე მიემართებოდა. გაირინდა იქ, ხელი ჩაავლო მშვილდსა და სწრაფ
ისრებს, – იარაღი მას ერთგულმა აქატესმა მოუტანა; ჯერ თავად მეთაურები
დახოცა, მაღლა რომ ეჭირათ დატოტვილი რქებით შებურული თავები [190],
შემდეგ დაერია მთელ ირმების ჯოგს, რომელიც შეფოთლილ ტყეში დაიფანტა.
მანამდე არ მოეშვა, სანამ გამარჯვებულმა შვიდი უზარმაზარი სხეული არ დასცა
მიწაზე და ირმების რიცხვი ხომალდების რიცხვს არ გაუთანაბრა.
ეს იკითხა ვენუსმა; მას კი უპასუხა ვენუსის ძემ და ასე დაიწყო: „არც გამიგონია და
არც მინახავს შენი და, როგორ უნდა დაგიძახო, ქალწულო? რადგან არ გაქვს
მოკვდავის სახე არც შენი ხმა ჟღერს ადამიანის ხმასავით: აშკარად ქალღმერთი
ხარ, ფებუსის და ხომ არა? ნიმფების სისხლისა ხომ არ ხარ? [330] ბედნიერი იყავ,
ვინც უნდა იყო, ჩვენ კი შეგვიმსუბუქე საქმე, სად ვართ, რომელი ცის ქვეშ, რა
მიწასა და ნაპირზე ვართ, გაგვაგებინე. არ ვიცნობთ არც ხალხს, არც ადგილს,
დავხეტიალობთ, სადაც მოგვიყვანა ქარმა და დინებამ; გაგვაგებინე და შენს
საკურთხეველს უამრავ მსხვერპლს შევწირავთ საკუთარი ხელით.“
მთელი გულით მძიმედ ამოიოხრა და კითხვის დამსმელს ასე უპასუხა ენეასმა: „ო,
ქალღმერთო, რომ დამეწყო დასაწყისიდან ჩემი ამბის თხრობა და გადმომეცა
ყველაფერი, რაც თავს შეგვემთხვა, ვესპერი[59] დაასრულებდა დღეს და
ოლიმპოსის კარიბჭე დაიხურებოდა. ჩვენ ვართ ძველი ტროიდან, თუკი
შემთხვევით სმენია თქვენს ყურებს ტროის სახელი; ქარიშხალმა ინება, სხვადასხვა
ზღვაზე გვატარა და ლიბიის ნაპირებთან მოგვრეკა. მე ვარ ღვთისმოსავი ენეასი,
ზეცამდე ცნობილი, მტერს გამოვექეცი და ჩემი ხომალდებით მომაქვს საკუთარი
პენატები. [380] იტალიაში სამშობლოს ვეძებ, ჩემი მოდგმა მაღალი იუპიტერისგან
მოდის. ოცი ხომალდი გავიყვანე ფრიგიის ზღვაში, დედა ქალღმერთი გზას
მაჩვენებდა, ჩემთვის მოცემულ ბედისწერას მივყვებოდი. შვიდი ძლივს გადაურჩა
ტალღებსა და ევრუსს. მე, ყველასთვის უცნობი და უქონელი, ლიბიის უდაბნოში
დავდივარ, ევროპიდან და აზიიდან გაძევებული.“
ამდენი საჩივრის ტკივილს ვერ გაუძლო ვენუსმა და შეაწყვეტინა: „ვინც უნდა იყო,
მჯერა, რომ ღმერთებს არ სძულხარ და ისე სუნთქავ სასიცოცხლო ჰაერს, რაკი
ტიროსელთა ქალაქში მოსულხარ. ახლა დაიძარი და წარდექი დედოფლის
ზღრუბლზე[60]. [390] იმასაც გეტყვი, რომ დაგიბრუნდებიან თანამგზავრები
ხომალდებიანად, ჩრდილოეთის ქარი საიმედო ნავსაყუდელში შემოიყვანს, თუ
მშობლებმა ფუჭად არ მომანიჭეს წინასწარმეტყველების უნარი. შეხედე, თორმეტი
გედი მიფრინავს მწკრივად, სუფთა ზეციდან თავს დაეცა იუპიტერის
ფრინველი[61] და გაფანტა ცაში; ახლა ისინი მწყობრად ან მიწისკენ მიფრინავენ
ან მიწაზე არიან უკვე. თავი მოიყარეს ერთად და ფრთებს აფარფატებენ ხმაურით;
ისევ აფრინდა მთელი გუნდი და ზეცაში აიჭრა სიმღერით, სწორედ ასევე შენი
გემები და შენი ვაჟკაცები [400] ან უკვე ნავსადგურში არიან ან გაშლილი
იალქნებით მას უახლოვდებიან. პირდაპირ იარე, რომელ გზასაც მიუყვები, იმას
მიენდე.“
ასე თქვა და უსხეულო ნახატით სული გამოკვება, ბევრი იკვნესა, სახე დაასველა
ცრემლების მდინარით. ნახატზე ხედავს, რომ პერგამუმის[66] ირგვლივ
ბრძოლებია; აგერ გარბიან ბერძნები, ტროელი ახალგაზრდებისგან
შევიწროებული, აქ კი ფრიგიელებს ეტლით ეცემა თავს ჯიღიან-მუზარადიანი
აქილევსი. შორს არ არის რესოსის[67] თოვლივით თეთრი აფრის კარვები; [470]
შეიცნო თვალცრემლიანმა პირველ მოღალატე ძილს მიცემულები, ტიდევსის
სისხლიანმა ძემ რომ ერთიანად ამოხოცა, ხოლო ცხენები ბანაკში გააქანა, სანამ
ტროის მიწაზე ბალახს მოძოვდნენ და ქსანთოსის წყალს დაეწაფებოდნენ. მეორე
მხარესაა გაქცეული, იარაღდაყრილი ტროილოსი[68], უბედური ბავშვი,
რომელსაც ბევრად ძლიერი აქილევსი ეცემა თავს, ცხენები მიაქანებენ გულაღმა
დაცემულს, ცარიელ ეტლს მიბმულს და ამასობაში სადავეებს ხელჩაჭიდებულს.
კისერსა და თმებს მიწაზე მიათრევს და შუბისპირი მტვერში კვალს ტოვებს.
ამასობაში ულმობელი ათენა პალასის ტაძარში [480] მიდიან გაშლილი თმებით
ილიონელი ქალები და მიაქვთ პეპლოსი, გლოვით ევედრებიან და გულში ხელს
იცემენ; ქალღმერთს კი თავი მოუბრუნებია და თვალებით მიწას მისჩერებია.
სამგზის შემოუტარებია ილიონის გალავნისთვის ჰექტორი და უსულო ცხედარი
ოქროზე გაუყიდია აქილევსს. მაშინ მართლაც უზარმაზარი ოხვრა აღმოხდა გულის
სიღრმიდან, როდესაც აბჯარი, ეტლი და თავად მეგობრის ცხედარი დაინახა,
რომლისკენაც უიარაღო ხელი გაეწვდინა პრიამოსს. საკუთარი თავიც იცნო
აქაველ მეთაურებთან ბრძოლაში, მეომართა აღმოსავლური წყობაც და შავი
მემნონის[69] იარაღიც. [490] მოუძღვის ამორძალების მთვარისებურფარიან
რაზმებს მძვინვარე პენთესილეა[70], ათას მეომარს შორის ცეცხლი გამოარჩევს,
ოქროს ღვედით დაუფარავს ცალი ძუძუ მეომარ ქალს, რომელიც ბედავს კაცებთან
შებმას.
[8] სტრ. 19-20. …
ტროული სისხლისგან მომდინარე მოდგმა ოდესმე ტიროსელების სიმაგრეებს დ
ააქცევსო… – იგულისხმებიან რომაელები, რომელთაც კართაგენი სამ პუნიკურ
ომში დაამარცხეს და საბოლოოდ გაანადგურეს ქალაქი ძვ.წ. 146 წელს; თუმცა,
კომენტატორთა ნაწილი (მათ შორის სერვიუსიც) თვლის, რომ ვერგილიუსი აქ
პირდაპირ მიუთითებს სკიპიონ ემილიანუს აფრიკელ უმცროსზე, კართაგენის
გამანადგურებელზე, რადგან ითვლებოდა, რომ ემილიანუსები ასკანიუსის ვაჟის,
ემილიუსის, შთამომავლები იყვნენ.
[25] სტრ. 96. ტიდევსის ძე – დიომედესი, ტიდევსის ძე, არგოსის მეფე. ენეასი მისი
ხელისგან სიკვდილს დედამ, ვენუსმა გადაარჩინა.