You are on page 1of 2

ამირსპასალარი და ათაბაგი

მოგესალმებით. ჩვენი პრეზენატიის თემაა სავაზიროს ორი უმნიშვნელოვანესი


წარმომადგენელი - ათაბაგი და ამირსპასალარი.

სანამ უშუალოდ ათაბაგზე და ამირსპასალარზე ვისაუბრებთ, ორი სიტყვით ავხსნით, თუ


რა არის სავაზირო, იმისათვის, რომ კარგად აღვწეროთ, თუ რა მნიშვნელობა ქონდა ამ
ორ თანამდებობას სამეფო კარზე.

სავაზირო საქართველოში წარმოადგენდა საბჭოს, რომელიც მეფეს უშუალოდ


ეხმარებოდა ქვეყნის მართვაში. ის სახელმწიფო მართველობის უმაღლესი ორგანო იყო.
სავაზირო ქართული წარმოშობის სიტყვა არაა და ის სპარსულიდან მომდინარეობს და
მხოლოდ ორ მემატინაეს აქვს ის გამოყენებული. ვაზირები ქვეყანაში საკმაოდ დიდ
როლს თამაშობდნენ და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, ხოლო სავაზიროს
ჩამოყალიბება ქვეყნის ცენტრალიზაციას უწყობდა ხელს. სავაზიროში ყველა ვაზირს
თავისი მოვალეობები და პასუხიმგებლობები გააჩნდა, რომელიც მნიშვნელოვნად
აისახებოდა ქვეყნის შიგნით ან გარეთ არსებულ მდგომარეობაზე. ყველა თანამდებობა
ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავალფეროვანია, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ
მხოლოდ ამირსპასალარსა და ათაბაგზე.

დავიწყებთ ამირსპასალარით და ვიტყვით იმას, რომ ქართული ჯარი და მეომრები


ყოველთვის ცნობილნი იყვნენ უშიშარ, ძლიერ და დაუმარცხებელ ვაჟკაცებად,
რომელებიც სამშობლოსთვის თავს არ ზოგავდნენ და იხოცებოდნენ ქვეყნის
სიყვარულისთვის. ქართველი მეომრების სიძლიერე, შემართულობა და კარგად
გაწვრთნილობა სწორედ ამირსპასალარზე იყო დამოკიდებული, რომელიც სამხედრო
მინისტრს წარმოადგენდა ქვეყანაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში
არაბული გავლენა დიდი იყო და არ გაგიკვირდებათ ის, რომ ეს სიტყვაც არაბულიდან
მომდინარეობს და ჯარის წინამძღოლს ნიშნავს. მაგრამ ამ სახელწოდებას 12-ე
საუკუნიდან ვხვდებით. ამირსპასალარი ფაქტობრივად წყვეტდა ქვეყნის ბედს, ვინაიდან
მის მოვალეობაში შედიოდა ჯარის წინ გაძღოლა მაშინ, როდესაც მეფეს არ შეეძლო ეს.
მეთაურზეა დამოკიდებული ჯარისა და ქვეყნის ბედი. მთავარსარდლის დაცემა, ჯარის
დაცემას ნიშნავს, ამიტომ ამირსპასალარი კარგად გაწვრთნილი, ძლიერი და
სტრატეგიულად კარგად მოაზროვნე ადამიანი უნდა ყოფილიყო. ამირსპასალარი
წყვეტდა ლაშქრობებისა და ჯარის მოქმედების საკითხს. მის წინ წასვლა კი არავის
შეეძლო. ომის დროს მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისას პირველი სიტყვა
ამირსპასალარს ეძლეოდა. ამირსპასალარი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მეფისთვისაც
მნიშველოვან ფიგურას წარმოდგენდა, რადგან მეფეს მის გარეშე მიწის გაცემა არ
შეეძლო. ასევე ამირსპასალარი ერთადერთი იყო, ვისაც მეფის თანდასწრებით იარაღის
ტარება შეეძლო. ამირსპასალარს ებარებოდა ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ბრძოლის
დროს სახელმწიფო დროშაა. ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა
ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად და მეფედ კურთხევის დროს მას ჰქონდა
მინიჭებული ხმლის შემორტყმის უფლება.

ამირსპასალარს ემორჩილებოდა

1) სამეფო სპა, საქართველოს კუთხეებიდან მოწვეული ლაშქარი

2)მონა-სპა, მეფის პირადი გვარდია,

3)ყივჩაღთა ჯარი.
ამირსპასალარს სავაზიროში დაქვემდებარებული პირები ჰყავდა , რომლებიც
იყვნენ:ამირახორი, მეაბჯრედუხუცესი, ზადრახნის უხუცესი , აჩუხჩი, ამირჩქარი და
მერემეთუხუცესი.

ამირახორი - თანამდებობით ამირსპასალარის შემდეგ იყო და მისი მარჯვენა ხელი იყო ,


მაგრამ სავაზიროს წევრად ის არ ითვლებოდა, თუმცა სავაზიროში ხმის უფლება ჰქონდა.
ის ამირსპასალარს ჯარის დისციპლინის საკითხში ეხმარებოდა.

მეაბჯრედუხუცეი და ზარახნის უხუცესი - ემორჩილებოდნენ ამირხორს და მათი


ვალდებულება იარაღისა და აბჯრების მოვლა შენახვა იყო.

აჩუხჩი - მეფის დაცვის უფროსი იყო.

მერემეთუხუცესს კი სარემო ქონდა ჩაბარებული.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გამოჩენილი ამირსპასალარებს შორის არიან აღბუღა I


და ზვიად ამირსპასალარი.

ახლა კი ვისაუბროთ ათაბაგზე. ათაბაგი სავაზიროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და


პატივცემული წევრი იყო. ის „ხელმწიფის კარის გარიგებაში ’’ მოხსენიებულია
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შემდეგ და შედიოდა სამთა ვაზირთა ჯგუფში
ამირსპასალარსა და მანდატურთუხუცესთან ერთად. შესაბამისად პატივითაც მათ
უტოლდებოდა.

ათაბაგობა აღმოსავლური თანამდებობაა და მისი ფუნქცია აღმოსავლეთის ქვეყნებში


უფლისწულის აღზრდა იყო. ეს თანამდებობა საქართველოში დამკვიდრდა 1212 წელს.
მისი შემოტანა ივანე ჯავახიშვილის მითითებით დაკავშირებულია ივანე მხარგრძელის
პატივმოყვარეობასთან. კერძოდ, ზაქარია ამირსპასალარის გარდაცვალების შემდეგ ,
თამარ მეფემ მისი თანამდებობა მის ძმას, ივანე მხარგრძელ შესთავაზა , თუმცა
ამპარტავანმა ივანემ არ ისურვა თავისი ძმის ჩანაცვლება და თამარს ათაბაგობა სთხოვა ,
რაც მაშინ საქართველოსთვის უცხო იყო. ივანეს მიზანი ასევე გახლდათ ის, რომ
მწიგნობართუხუცესზე, თანამედროვე გაგებით პრემიერმინისტრზე მეტად
დაწინაურებულიყო, ვინაიდან აღმოსავლეთში ათაბაგი მეფესთან ყველაზე მეტად
დაახლოებული პირი იყო.

„ხელმწიფის კარის გარიგებიდან’’ ვხედავთ, რომ ათაბაგს მიზნისთვის ვერ მიუღწევია და


ვერ გამხდარა პირველი ვაზირი. ის მოხსენიებულია ჭყონდიდელის შემდეგ და შედის
სამთა ვაზირთა ჯგუფში. მიუხედავად იმისა რომ პირველობა ვერ მოიპოვა, ის მეტად
საპატიო ვაზირად გვევლინება გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში , ვინაიდან
ამირსპასალარსაც კი გადაუსწრო.

რაც შეეხება ათაბაგის ფუნქციებს, ეს საკითხი მეტად საორჭოფო და ბუნდოვანია . ამ


თანამდებობის პირის ფუნქცია გამოკვეთილი არ არის. ივანე ჯავახიშვილი გამოთქვამს
მოსაზრებას, რომ შესაძლოა ათაბაგს საქვეყნოდ გამრიგე მოხელეობასთან კავშირი
ჰქონოდა და ასევე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა ათაბაგობა რომელიმე სხვა
თანამდებობასთან, მაგალითად ამირსპასალართან ყოფილიყო შეერთებული .

You might also like