You are on page 1of 2

2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება

ხელოვნების მკვლევართა XV საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოველწლიური კონფერენცია წელს მეთხუთმეტედ ტარდება


პრიორიტეტული თემით „კულტურა და გლობალური გამოწვევები“. წლევანდელი კონფერენციის
თემატიკა ისეთმა დიდმა გამოწვევამ განსაზღვრა, როგორიც პანდემიაა. ის ყველას შეეხო
მსოფლიოში. როგორ აირეკლა პანდემია სახელოვნებო პროცესებზე, მთლიანად კულტურაზე - ეს
ჩვენი კონფერენციის ერთ-ერთი თემაა. თუმცა არა ერთადერთი: მივესალმებით გლობალური
გამოწვევების ფართო გაგებას - კაცობრიბის ისტორიაში ან თანამედროვეობაში არსებულ
გამოწვევებს (ომები, პანდემიები, ეკოლოგიური პრობლემები, კატასტროფები და სხვა მოვლენები,
რომელთაც შეძრეს საზოგადოება) და მათზე მხატვრულ რეაქციას, მისასალმებელია თემის
თავისუფალი ინტერპრეტაცია.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევარებს, დოქტორანტებს, რომელთა
სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა ჩვენი კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.
მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებლი ან წაკითხული
სხვა კონფერენციაზე.
კონფერენციაზე იმუშავებს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის,
მუსიკათმცოდნეობის, ქოროეოლოგიის, მედიის სექციები. ასევე თავისუფელი თემატიკის სექციები
სახელოვნებო მიმართულებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის
სექციები.
კონფერენციის თემატური მასალები გამოიცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების
საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე - ქართულ-ინგლისურად. ხოლო თავისუფალი სექციის
მასალები ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.

ბოლო ვადები:
5 მაისი - ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა
30 მაისი - მოხსენების სრული ტექსტის (ქართულად) წარმოდგენის ბოლო ვადა.
20 ივლისს - დასაბეჭდად შერჩეული სტატიების სრული ტექსტის ინგლისური თარგმანის
გადმოგზავნა.

მთხოვნები:
მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და
შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის
სარედაცქიო საბჭოს მიერ.
პარამეტრები:

თეზისები და მოხსენებები უნდა გადმოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:


conference@tafu.edu.ge

თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.

თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.

ქართული შრიფტი სილფაინი, ინგლისურისთვის Times New Roman

ზომა 12, დაშორება 1, 15.


მოხსენება არ უნდა აჭარბებდეს 6 გვ-ს.
კონფერენციის ორგანიზატორი
სახელოვნებო მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი,
პროფესორი ნატო გენგიური t. 577 94 70 03; 593 24 42 78. conference@tafu.edu.ge

You might also like