You are on page 1of 2

2011 წელს გავიგე კომპანია „ჩირინას“ არსებობის შესახებ, რომ მიმდინარეობდა

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მეფრინველეობის მშენებლობა და გარდა ამისა,


იგეგმებოდა ვაშლისა და მსხლის ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენება.
ამ დროისათვის ჯერ კიდევ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი.

2012 წლის მაისიდან უკვე ოფიციალურად გავხდი იმ დიდი გუნდის წევრი,


რომელსაც კომპანია „ჩირინა“ წარმოადგენს. 23 წლის ვიყავი. ახალი დამთავრებული
მქონდა უნივერსიტეტი აგრონომიული განხრით და სრულიად გამოუცდელი კადრი
ამიყვანეს აგრონომად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ გავშალე ფრთები და
შევუდექი შრომას და კარიერულ წინსვლას. მომეცა საშუალება, წავსულიყავი
პრაქტიკებზე ჰოლანდიაში, გავცნობოდი სიახლეებს, შემდეგ კი გავმხდარიყავი
ჰოლანდიის აგრარული უნივერსიტეტის (ვახენინგენი) მაგისტრანტი.
ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო.

ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე შეგვხდა, რასაც ერთად დიდი


ძალისხმევით ვუმკლავდებოდით. განსაკუთრებით მტკივნეული იყო „ჰოლანდიურ
ბაღში“ არსებული მსხლის განადგურება. იმ მიზეზით, რომ საქართველოს ბაზარზე
არ არსებობდა მისი მოვლის საჭირო პრეპარატები.
ვფიქრობ, ნებისმიერი საქმის წარმატებით განხორციელებაში დიდ როლს ასრულებს
თანამშრომელთა ნდობა, ერთიანობა და გუნდურობა.

„ჩირინა“ დაფუძნებულია ერთიანობაზე, ნდობაზე, გუნდურობაზე და ვისურვებდი,


ასე გაგრძელდეს მომავალშიც.

გუნდურობაზე საუბრის დროს არ შემიძლია არ ვახსენო პროექტ „ჰოლანდიური


ბაღის“ მენეჯერი ბატონი დავით მეშველიანი , რომლის თანამშრომლობა კომპანიაში
10 წელზე მეტს ითვლის და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისა და
ნდობისთვის.
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბაღის თანამშრომელ ჯამბულ ნადირაძეს
ერთგულად გაწეული სამსახურისთვის.

პანდემიის პერიოდი ნამდვილად რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ, ვფიქრობ, კომპანიამ


თითოეული თანამშრომლის ძალისხმევით თავიდან აიცილა ის კრიზისი, რაც თან
ახლდა მსოფლიოში COVID 19-ის გამოჩენას.

რას ვუსურვებ კომპანიას ? ფრინველებს აქვთ გარკვეული მიზანი, გადაფრინდნენ


ერთი ადგილიდან მეორეზე. დასახული მიზნის მისაღწევად კი ერთ მთლიან გუნდად
იკრიბებიან. ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს: ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რამდენად
დიდი ძალა აქვს გუნდურობას. ნებისმიერი კომპანიის წარმატების განმსაზღვრელი
კარგად შეკრული გუნდია. ვუსურვებდი, რომ ეს გუნდურობა ჰქონდეს, რის
შედეგადაც წარმატება და მხოლოდ წარმატება ექნება მომავალშიც.
მადლობა „ჩირინას“ თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის!

1
გილოცავთ 10 წლის იუბილეს!

მთავარი აგრონომი : მაკა მაჭარაშვილი

You might also like