You are on page 1of 1

სტიქია ტყეში

ეს ამბავი როცა მოხდა

ზღარბი მარტო ცხოვრობდა,

სახლი ჰქონდა თბილი, კოხტა,

სამეზობლოც მოსწონდა:

მარჯვნივ ნაძვზე ციყვის ბინა,

მარცხნივ - მაჩვის ბუნაგი,

ნაკადული სახლის წინ და

უკან - მწიფე უნაბი...

მაგრამ ერთ დღეს

ყველაფერი სულ არია ამინდმა

ზღარბი ამბობს, მე ამ ამბის

გახსენებაც არ მინდა!

ქარიშხალმა მოგლიჯა და

დაამტვრია ხეები,

იწვიმა და რა იწვიმა

გადაება დღეები...

ციყვის ნაძვი ზღარბის ბინას

დაეცა და დალეწა,

ნაკადული ადიდდა და

მაჩვის სორო წალეკა.

ახლა ზღარბიც, მაჩვიც, ციყვიც

ერთ ბინაში ცხოვრობენ,

საღამო ჟამს ჩაის სვამენ

და დანაკარგს გლოვობენ.

მაგრამ იქნებ კარგიც

დავინახოთ ამაში

ახლა უფრო ადვილია

ერთად ლოტოს თამაში.

You might also like