You are on page 1of 3

ფინალურის პროექტი

ნიშნავს თუ არა ქართველობა აუცილებლად ქრისტიანობას?

საჯარო გამოსვლის ტექნიკა

ლექტორი: გიორგი თარგამაძე

ავტორი: ანი კოხოძე

ქრისტიანობა არის რელიგია, რომელიც საქართველოს ისტორიის განუყოფელი


ნაწილია და მჭიდრო კავშირშია ქართულ კულტურასთან, ტრადიციებთან და, შესაბამისად,
დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ მოვლენებზე. დომინანტურ რელიგიას
ქრისტიანობა წარმოადგენს და მოიცავს მოსახლეობის 88%-ს, თუმცა, საქართველო
სეკულარული სახელმწიფოა, ამიტომ, ქრისტიანობა ვერ იქნება სახელმწიფო რელიგიად
გამოცხადებული. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ მოსახლეობა
შედგება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფისგან და მათგან 9% ისლამს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი ითვლება ქართველად, რადგან ჩვენს ქვეყანაში
თავისუფალი რელიგიური აღმსარებლობაა.

დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში, გამთლიანებული საქართველოს


ტერიტორიაზე მცხოვრები მუსულმანები სარგებლობდნენ საკმაოდ პრივილიგირებული
უფლებებით, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას სოციალური და ეკონომიკური
უსაფრთხოებით უზრუნველყოფდა. თუმცა მათი უმრავლესობა არა საცხოვრებლად
ჩამოსული გაქართველებულები, არამედ ვაჭრები იყვნენ. ეს ჩვენს ტოლერანტულ ბუნებაზე
მეტყველებს. დღეს კი სიტუაცია სხვაგვარადაა, მოსახლეობის 9%, ანუ 430 ათასამდე
ქართველი ისლამის მიმდევარია. ისინი, თუ არ ჩავთვლით განსხვავებულ ტრადიციებს,
ეთნიკურსა და რელიგიურ ჯგუფს, სწორედ ისეთივე საქართველოს მოქალაქეები არიან
ყოველგვარი უფლებებითა და პასუხისმგებლობებით, როგორც მოსახლეობის დანარჩენი
ნაწილი. ჩნდება კითხვა, საკმარისია თუ არა ამგვარი სტატისტიკა მოსახლეობაში
არაქრისტიანის ნამდვილ ქართველად აღქმისათვის?

ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა მოსახლეობის აზრს აქვს, შეგვიძლია


დავეყრდნოთ პიუს კვლევითი ცენტრის(Pew Research Center) 2017 წლის მონაცემებს
საქართველოს შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ რელიგიური
ინსტიტუტები აძლიერებენ მორალურობას და ეკლესია უნდა იღებდეს ფინანსურ
მხარდაჭერას მთავრობისაგან. უმრავლესობა კი ძირითადად მართლმადიდებელ
ქრისტიანებს მოიცავს. ეს კი მეტყველებს, რომ საზოგადოების მართლმადიდებელი
უმრავლესობა, 3 600 000_ზე მეტი ადამიანი, კონსერვატიული და რელიგიური ხასიათისაა.
მოსახლეობის სწორედ ამ ნაწილის უმეტესობას აქვს გაიგივებული ქართველობა
ქრისტიანობასთან. ამ გადმოსახედით, სწორედ ქრისტიანობაა ქართული კულტურის
უმთავრესი ბერკეტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეხმარებოდა ქართველ ერს
იდენტობის შენარჩუნებასა და მრავალი დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბოლო დროს ხშირად გვესმის სიახლეები ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ ხალხთან


დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული კონფლიქტების მიზეზად სწორედ ეთნიკურ
სხვაობეებს მიიჩნევენ და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ გამოდიან აქციებზე და ხაზს
უსვამენ რომ ისინიც სწორედ ისეთი ქართველები არიან, როგორც სხვა დანარჩენები.
გავიხსენოთ ესკერხან მადიევი, რომელიც სულ ახლახანს, ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე
სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა საასპარეზოდ, რადგან მისი ეთნიკური ჯგუფის
მიუხედავად, ის ეროვნებით ქართველია. ამგვარად, უნდა გავიაზროთ, რომ ქართველობა
აუცილებლად ქრისტიანობას არ გულისხმობს, რადგან, პირველ რიგში, აღმსარებლობის
თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითაა დამოწმებული და ქრისტიანობა -
დომინანტური რელიგია - სახელმწიფო რელიგიად არ არის გამოცხადებული.

You might also like