You are on page 1of 1

ოდესღაც , 2 პარალელურ სამყაროში, სადაც დრო სრულიად სხვადასხვა რითმში ცეკვავდა, 2

ადამიანს გზების გადაკვეთა ჰქონდათ დაჰბედებული. მათ ანანტა და ლევი ერქვათ, და ბედის
კოსმოსურმა ახირებამ გააცნო და გააერთიანა ისინი.
ანანტა მხატვარი იყო, ისეთივე ფერადი გულით, როგორც ფერები რომლებსაც ის თავის
ტილოებზე ასხივებდა. მისი შემოქმედებითობა და კრეატიულობა მდინარესავიტ მუდამ
მიედინებოდა, ფუნჯის ყოველი მოსმით იპყრობდა მის გარშემო არსებულ სამყაროს სილამაზეს.
მაგრამ ის რაღაც დანაკლისს გრძნობდა, ლტოლვას და დიდ სურვილს რაღაცის მიმართ.
ლევი კი პოეტი იყო, სიტყვებით რომელიც სიმფონიასავით ჟღერდა. მისი ლექსები მისი სულის
ფანჯარა იყო, მისი ღრმა ემოციებისა და ოცნებების ანარეკლი. მიუხედავად ამისა, მან იგრძნო
სიცარიელე, რომლის ახსნა არ შეეძლო.
ერთ საბედისწერო დღეს როცა ორივენი საკუტარ ფიქრებში იყვნენ დაკარგულნი, ანანტა და ლევი
წააწყდნენ პორტალს, რომელმაც ისინი სულ სხვა სამყაროში გადაიყვანა. ამ ახალ სამყაროში დრო
სხვა ტემპით მიდიოდა. დღეები წლებს გავდა და წუთები მარადისობაში გადაჭიმულიყო.
როდესაც ისინი ამ უცნაურ სამყაროს იკვლევდნენ, ანანტამ და ლევიმ იპოვეს ერთმანეთი. მათი
თვალები ერთმანეთს შეხვდა და აი მათი გულები კი ემოციების კორიანტელში გაეხვია. ისე ჩანდა
ყველაფერი თითქოს დაგეგმილი იყო მათი შეხვედრა, თითქოს მათი სულები სწორედ ამ წამს
ეძებდნენ.
ისინი გაუთავებელ საათებს და დღეებს ატარებდნენ ერთად, ერთმანეთის გარემოცვაში
დაკარგულნი. იცინოდნენ, ტიროდნენ, იმედებს და ოცნებებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მათ
ღრმად შეუყვარდათ ერთმანეთი, მათი სულები ჩახლართულ კავშირსი გაებნენ, რომელიც
ცდებოდა დროსა და სივრცეს...
მაგრამ სამყაროს სხვა გეგმები ჰქონდა მათთვის...

You might also like