You are on page 1of 1

“The Little Black Boy” დაწრილია უილიამ ბლეიქის მიერ მე-18 საუკუნეში.

როგორც ვიცით, ამ
ეპოქაში აქტუალური იყო ადამიანების შევიწროვება ეროვნული და კანის ფერის სხვაობის
თვალსაზრისით. პრიორიტეტად ითვლებოდა, თუ ადამიანს ქონდა მკაცრად თეთრი ფერის კანი და
ევროპული გარეგნობის იყო. სწორედ ამ პრიორიტეტბთან ჭიდილით იწყება ლექსი. ახალგაზრდა ბიჭი,
რომელიც ფერადკანიანი იბადება უდაბნოში, რაც აფრიკაზე მიგვითითებს, ცდილობს გაარკვიოს
თავისი ადგილი სამყაროში. აქვე ვხვდებით ერთგვარ შედარებას ახალგაზრდა ინგლისელ თეთრკანიან
ბიჭთან, რაც მას უკვე ხდის პრიორიტეტულს.

თუმცა კანის ფერს ან წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ღმერთისთვის,


რომლისთვისაც ყველა ადამაიანი მსგავსი და უდაოდ თანასწორია. ასევე არ აქვს მნიშვნელობა
სიკვდილის მერე, რადგან ამ თვალსაზრისით ყველანი ერთი და იგივე მდგომარეობაში არიან. აქ
შეგვიძლია სიკვდილის რომანტიზაცია ვიხილოთ.

საუკუნეების მაძილზე არსებობდა იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც თეთრი ფერი


ასოცირდებოდა სიკეთესთან, ხოლო მუქი ფერი ბოროტებასთან. ეს იდეოლოგია ასევე მკვეთრად ჩანს
ლექსში. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ფერადკანიანია, იგი ბედნიერია, რომ თეთრი ანუ სიკეთით სავსე
სული აქვს, რომელშიც არ არის არანაირი სიშავე შეპარული.

ლექსში გარდა პატარა ბიჭის იდეოლოგიური აზროვნებისა, ჩანს დედამისის გასამხნევებელი


სიტყვები. მისი რწმენით იდენტობა არის მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების პრობლემა და ის არ
განსაზღვრავს თუ როგორი იქნება ადამიანი არც ცხოვრეაში და არც მის მერე. ერთობ ტრაგიკულია, რომ
პატარა ბიჭი უკვე ფიქრობს იმაზე თუ რაოდენ კარგი იქნება იმქვეყნიური ცხოვრება, რადგან
ღმერთისთვის კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მან წინასწარ იცის,
რომ მიწიერი ცხოვრება სირთულეებით იქნება აღსავსე.

ლექსი მკევთრად გადმოგვცემს „უკეთესს, თუმცა არარეალურ“ ხედვას იმ დროინდელი


სამყაროსი თუ საზოგადოების. ახალგაზრდა ბიჭს არ ესმის რაოდენ სასტიკი შეიძლება იყოს კაცობრიობა
იმ ფაქტის მიმართ, რომ იგი ფერადკანიანია, ამიტომაც სამყარო მისთვის გარკვეულწილად
შელამაზებულია.

ერთი შეხედვით ვიფიქრებთ, რომ ლექსი დაწერილია კეთილი მიზნებით, რათა რასიზმი იქნეს
აღმოფხვრილი. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ იგი მე-18 საუკუნეშია შექმნილი და თვითონ
ლექსშიც უამრავი მიმანიშნებელი ფაქტორია თავად ამ რასიზმზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია,
როდესაც უილიამ ბლეიქი ცდილობს აფრიკის ილუზია სიტყვა „wild ანუ ველურის“ მიღმა დამალოს.

გარდა სოციალური თუ ეთნიკური თანასწორობისა, ლექსში ვაწყდებით სხვა მრავალ და იმ


დროისთვის აქტუალურ თემას. ერთ-ერთი ასეთი თემაა ქრისტიანობის ხედვა, თუ როგორია ადამიანის
ცხოვრება სიკვდილის შემდეგ.

როგორც უკვე ვთქვი, ლექსში ნაჩვენებია, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი თანასწორია
მიუხედავად ეთნოსისა თუ წარმომავლობისა, რაც გარკვეულწილად სიკვდილის ანუ იმიერი სამყაროს
იდეალიზაციასაც ემსახურება. ლექსში ვაწყდებით იმის გადმოცემას, რომ დედამიწაზე არსებობა ანუ
თავად ცხოვრება ხანმოკლეა და წარმავალი, ხოლო მთავარი ცხოვრება იწყება იმ სამყაროში, სადაც
ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი.

ასევე უნდა აღვნიშნო ლექსში შუქის თამაშის იდეა, სადაც მზე გვევლინება, როგორც ღმერთის
სახე, რადგან მზე მსგავსად ღმერთისა სითბოთია აღსავსე.

You might also like