You are on page 1of 15

პამელა ტრევერსი

მერი პოპინსი
(ინსცენირების ავტორი ლაშა გოგნიაშვილი)
მოქმედი გმირები:
1.მერი პოპინსი
2.ჯეინი
3.მაიკლი
4.მისტერ ჯორჯ ბანკსი
5.მისის ბანკსი
6.კატა
7.პოლიციელი
8.ბავშვი
9.გადია ქეითი
10. გადია 1
11.გადია 2
12.გადია 3
13.გადია 4
14.გადია 5
15.გადია 6
16.გადია 7
17.გადია 8
18.ბავშვი 1
19.ბავშვი 2

1
20.ბავშვი 3
21.ბავშვი 4
22.ბავშვი 5
23.ბავშვი 6
24.ბავშვი 7
25.ბავშვი 8
26.ბავშვი 9

სურათი პირველი
(სცენაზე კულისიდან ისმის კატის გამწარებული კნავილი და
გადმოვარდება წიგნი, რომელსაც მოყვება და გადმოვარდება კატა.
სასწრაფოდ იღებს წიგნს. ასუფთავებს)
კატა - არაფერს დაგაცდიან რა. რადროს წიგნია, თაგვები დაიჭირე, ხომ
ხედავ შენს ცხვირწინ დარბიანო. მე განათლებული კატა ვარ! ისეთ კარგ
რამეს ვკითხულობდი. (მოძებნის გვერდს სადაც იყო და კითხულობს.)
თუ გინდა ალუბლის შესახვევს მიაგნო, ადექი და გზაჯვარედინზე რომ
პოლისმენი დგას, იმას ჰკითხე. ის ჩაჩქანს შეისწორებს, კეფას მოიქექავს,
ბოლოს კი თეთრ თათმანიან ხელს გაიშვერს და თითით მიგანიშნებს:-
ჯერ მარჯვნივ წადი, მერე მარცხნივ, მერე ალუბლის ქუჩის მარჯვნივ და
იქა ხარ. კეთილ მგზავრობას გისურვებ.
(ვხედავთ ქუჩაში მოსიარულე ბავშვებს, რომლებიც ორ გუნდად არიან
გაყოფილი, ერთს სათავეში ჯეინი უდგას, მეორეს მაიკლი და ერთმანეთს
ეჯიბრებიან ცეკვაში. ბოლოს წაკინკლავებას აპირებენ, შემორბის ერთი
ბავშვი.)
ბავშვი - პოლიციელი მოდის, პოლიციელი! (ყველანი იშლებიან
სხვადასხვა მიმართულებით. ამ დროს შემოდის მისტერ ბანკსი

2
სანოვაგით დატვირთული, ბავშვები მას ეჯახებიან, კინაღამ წაიქცა, მას
პოლიციელი გადაარჩენს.)
მისტერ ბანკსი - დიდი მადლობა ბატონო პოლიციელო.
პოლიციელი - უხ ეს ბავშვები, როგორი დაუდევრები არიან, კინაღამ
წაგაქციეს.
მისტერ ბანკსი - კინაღამ. მგონი ჯეინს მოვკარი თვალი...
პოლიციელი - რა ბრძანეთ?
მისტერ ბანკსი - არაფერი, არაფერი. დიდი მადლობა. ახლა გზას
განვაგრძობ. (შემოდის თმაგაწეწილი და გადარეული გადია ქეითი,
რომელიც ჩაუვლის მათ გიჟივით.)
პოლიციელი - ეს ვინ იყო?
მისტერ ბანკსი - მგონი ვიცანი.
პოლიციელი - რა ბრძანეთ?
მისტერ ბანკსი - არაფერი.
პოლიციელი - მე გავედევნები, შევაჩერებ. (გარბის.)
მისტერ ბანკსი - ნუთუ ისევ... საწყალი გადია ქეითი.
მისის ბანკსი - (შემოირბენს) ჯორჯ, გადია ქეითმა მიგვატოვა. გაგვექცა.
(მისტერ ბანკსი ყველაფერს მისის ბანკსს მიაჩეჩებს და ჩქარი ნაბიჯით
გადის, მიჰყვება მისის ბანკსიც. შემოდის ისევ გადია ქეითი,
გადარეული.)
გადია ქეითი - არა, ასეთი ბავშვების მნახველი არ ვარ. ისეთ დღეში
ჩამაგდეს, რომ ცოტა მაკლდა გაგიჟებას. აბა, გზა მომეცით, გაიწიეთ
გადია ქეთი მოფრინავს. მოფრინავს. (გავარდება. შორიახლოს მიჰყვება
პოლიციელი, თვალთვალით.)

3
სურათი მეორე
(სახლი სადაც კარი იღება და შემოდის მისტერ ბანკსი)
მისტერ ბანკსი - ჯეინ, მაიკლ! სად ხართ ბავშვებო? ჯეინ, მაიკლ!
(შემოვარდება მისის ბანკსიც.) განა სახლში არ არიან?
მისის ბანკსი - რომ გავედი აქ იყვნენ.
მისტერ ბანკსი - ჯეინ, მაიკლ! (შემოდის კატა, იზმორება და იკლაკნება)
ესღა მაკლდა სახლში. (დაედევნება, ვერ იჭერს, შემოდიან ბავშვები და
კატა მაიკლს შეახტება.)
მაიკლი - მამა.
ჯეინი - დაგეხმარები დედა.
მისტერ ბანკსი - ადგილზე დაბრუნდი ჯეინ. მომაცილეთ ეს ბეწვიანი
ახლავე! (კატა ჩამოხტება და მაიკლს ზურგს უკან ამოეფარება) რა
დამართეთ იმ საწყალ გადია ქეითს?
ჯეინი - გაჩეჩილი დადიოდა.
მაიკლი - წამლის სუნი ასდიოდა.
ჯეინი - სეირნობა არ უყვარდა, სულ ეძინა.
მაიკლი - და ნაყინიც სძულდა.
ჯეინი - გამახსენდა, მეჭეჭებიც ჰქონდა.
მისტერ ბანკსი - ეს უკვე მეექვსე გადია გარბის ჩვენგან, ახალი გადიას
პოვნა ასე ადვილი გგონიათ?
მისის ბანკსი - სად არის ისეთი გადია, როგორიც ჭეშმარიტ ბრიტანულ
ოჯახს სწადია. რა ვქნათ? რა საშინელ დღეში ჩავვარდით.
მისტერ ბანკსი - ახლავე კალამი, ფურცელი და კონვერტი მომიტანეთ,
განცხადება უნდა დავწერო გაზეთისთვის. (გარბიან ბავშვები, ჯეინი
დედას ეხმარება, ნივთები გააქვს. მისის ბენკსი გადის და კონვერტი
შემოქვს, მაიკლს ფურცელი და საწერი კალამი. თან წერს და

4
კითხულობს.) ჩვენ ჭეშმარიტი გადია გვინდა, ის უნდა იყოს ვით
გენერალი, მას უნდა ვანდოთ ჩვენ მომავალი და ბრიტანეთის კერის
სიწმინდე. (აგრძელებს სიმღერით)
ჩვენ ჭეშმარიტი გადია გვინდა,
ის უნდა იყოს ვით გენერალი,
მას უნდა ვანდოთ ჩვენ მომავალი
და ბრიტანეთის კერის სიწმინდე.
ბრიტანეთის ბანკს მართავს წესრიგი,
თუ ბრიტანელი გადია გქვია,
იგივე გმართებს წესი და რიგი
და დისციპლინა და ტრადიცია.
ამ განცხადებას დილას წავიღებ რედაქციაში და ხვალინდელ გაზეთში
დაიბეჭდება.(გადის)

სურათი მესამე
(ოთახში შემოიპარებიან მაიკლი და ჯეინი)
მაიკლი - ჯეინ, გაიგე რა თქვა მამამ?
ჯეინი - გავიგე. მოვა ვიღაც, რომელიც კარბს ჩაგვიკეტავს და ცხვირს არ
გაგვაყოფინებს გარეთ.
მაიკლი - ალბათ წამლის სუნი ექნება.
ჯეინი - ალბათ ბრაზიანიც იქნება, თმაგაწეწილი.
მაიკლი - მე სახლიდან წავალ ჯეინ.
ჯეინი - რას სულელობ.
მაიკლი - რა მოხდება რომ გადია იყოს ლამაზი, უყვარდეს ბავშვები,
გვეთამაშებოდეს.
ჯეინი - არც წამლის სუნი ასდიოდეს და არც თმა ქონდეს გაწეწილი.
უყვარდეს სეირნობა, ბევრს იცინოდეს და უყვარდეს ხუმრობა.
5
მაიკლი - ნეტავ ასეთი გადია იქნები ჩაიში და ნაყინში წიწაკას არ
ჩაგიყრით.
ჯეინი - არც საწოლში ჩაგისვამთ ბაყაყებს. (შემოვარდება კატა და
ორივეს ანიშნებს გაიქეცითო. ჯეინი და მაიკლი სხვადასხვა მხარეს
გარბიან. კატა ისევ კარისკენ გარბის და შეეფეთება მისტერ და მისის
ბანკსს.)
მისტერ ბანკსი - (კატას) ესღა მაკლდა სახლში სრული ბედნიერებისთვის,
აბა მოუსვი აქედან. (კატა განზე გახტება) აბა მომეცი კონვერტი. (მისის
ბანქსი გაუწვდის) ესეც ასე. ხვალ დილას მე ამ განცხადებას რედაქციაში
მივიტან და იმედია გვეშველება.
მისის ბანქსი - გვეშველება ჯორჯ, აბა რა. მე წავალ ბავშვებს დავხედავ,
თუ სძინავთ უკვე.
მისტერ ბანქსი - კარგი საყვარელო, მე ჩემს ოთახში ვიქნები, ცოტა საქმე
მაქვს კიდევ. (ცოლ-ქმარი სხვადასხვა მხარეს გადიან.)

სურათი მეოთხე
(სცენაზე სხვადასხვა მხრიდან შემოდის უამრავი გადია, ზოგი გაზეთით
ხელში. ყველა ერთიდაიგივე მისამართს ეძებს. აქ არის მერი პოპინსიც.)
პოლიციელი - (შემოდის) გამარჯობა. თქვენ ალბათ გადიები
ბრძანდებით.
გადია 1 - დიახ ჩვენ ახალი გადიები გახლავართ.
პოლიციელი - ბენქსების ოჯახში აპირებთ მუშაობას?
გადია 2 - დიახ და რატომ იკითხეთ ასე საეჭვოდ?
გადია 3 - (იწყებს ცეკვას და თან სიმღერას. დანარჩენი გადიებიც
აჰყვებიან)
ჩვენ გახლავართ ახალი გადიები,
გამოცდილები, მშვენიერები,
6
ბავშვებს ჩვენთან ყოფნა სწადიათ.
გადია 4 - ვიცი რომ უნდა ვიყოთ კარგები და ლამაზები.
გადია 5 - ვართ კიდეც, ამაზე კამათი რა საჭიროა.
გადია 6 - არ გვძულს თამაში, ნაყინი, ნამცხვარი, ჩაი და კინო.
გადია 7 - სულ ვმღერი, ვიცინი, ვცეკვავ და დავსეირნობ.
გადია 8 - მინდა გამოვთქვა აზრი, მაგრამ არ გამომდის. (შემოდის მისტერ
ბანქსი, ჯეინი და მაიკლი. ისინი გადიებს ათვალიერებენ, ზოგი
მოსწონთ, ზოგი არა.)
ყველა - მე ამიყვანეთ, არა მე. მე საკმაოდ გამოცდილი ვარ. მე საოცარი
პრაქტიკა მაქვს. (ბავშვები ყველას იწუნებენ. ყველანი გადიან და ბოლოს
რჩება მერი პოპინსი.)
მისტერ ბანქსი - თქვენ იქნებით ჩვენი ახალი გადია? რას იტყვით
ბავშვებო?
მერი პოპინსი - მე მიყვარს ბავშვებთან თამაში,
ნაყინი, ნამცხვარი, ჩაი და კინო,
სულ უნდა ვიმღერო, სულ უნდა ვიცინო,
სულ უნდა ვიცეკვო და ვისეირნო.
მე თანახმა ვარ თქვენს პირობებზე. წავიდეთ ბავშვებო, გავისეირნოთ.
მისტერ ბანქს არ დავაგვიანებთ. გაკვეთილების მომზადებასაც
მოასწრებენ. ვინც ბოლო! (გარბის, მისდევენ ბავშვები)
პოლიციელი - გილოცავთ მისტერ ბანქს, მგონი კარგი ქალი უნდა იყოს.
მისტერ ბანქსი - იმედია, იმედია. აბა დროებით. კარგად ბრძანდებოდეთ.
პოლიციელი - კარგად ბრძანდებოდეთ. (მისტერ ბანქსი გადის. მუსიკის
თანხლებით გადის პოლიციელიც, ღიღინებს.)
ალუბლების ქუჩაზე, ქუჩაზე,
ჩვიდმეტ ნომერს თუ ეძებთ, თუ ეძებთ,
7
თქვენ ჯერ მარჯვნივ იარეთ, იარეთ,
მერე მარცხნივ იარეთ, იარეთ. (გადის)

სურათი ხუთი
(სცენაზე ბანქსების სახლი. მერი პოპინსი, ჯეინი, მაიკლი და კატა.
ბავშვები ოთხზე შემოდიან.)
მერი პოპინსი - აკი გაჯობებთო?! რადგან გაჯობეთ ორივე ჩემს
სურვილებს შეასრულებთ. (იქვე მიაგდებს ხელჩანთას. საიდანაც კატა
წამლის ფლაკონს ამოიღებს და იპარება. მერი ვერ ამჩნევს.) აბა, ახლა
ორივე გაიქცა აბაზანისკენ და მოწესრიგდა. აბა ჩქარა. (ბავშვები წუწუნით
გადიან, დაინახავს კატას.) ა, შენც გინდა დაგალევინო? მომეცი და დიდ
ჭიქაში დაგისხამ. (კატა დააგდებს ქილას და გავარდება. შემოდიან
ბავშვები.) იმისათვის რომ ორივე იყოთ ენერგიაზე და ჯანმრთელად
გავაღოთ პირი და დავლიოთ წამალი.
ჯეინი - წამალი?
მაიკლი - აუ არ გვინდა რა.
ჯეინი - გთხოვთ.
მერი პოპინსი - რომ მოგეგოთ არც წამალს დაგალევინებდით, არც
მეცადინეობას დაგაძალებდით და არც დაბანას. აბა, გააღო ორივემ პირი.
მაიკლი - მწარე იქნება და მე არ მიყვარს მწარე წამალი.
მერი პოპინსი - ამიტომ წუწუნებ? გამოსავალი ახლავე იქნება. (მიმართავს
კატას) ეი, ფისო, აბა ჩემი ჩანთა მომირბენინე. (კატა იღებს ჩანთას და
მერისთან მიაქვს. მერი ჩანთიდან შაქრის ნატეხს ამოიღებს. წამალს
ასმევს მაიკლს და შაქარს აყოლებინებს.) ახლაც მწარეა?
მაიკლი - საერთოდ არა. კიდევ დავლევ რა მერი?!

8
მერი პოპინსი - დღეს მეტი არ შეიძლება. ახლა შენ ჯეინ. (ჯეინი პირს
აღებს და მასაც წამალთან ერთად შაქრის ნატეხს აძლევს.) აბა როგორი
წამალი აქვს მერი პოპინსს?
ჯეინი - ტკბილი და საოცარი.
მერი პოპინსი - რა არეულ-დარეული და მინგრეულია აქაურობა?
ბავშვები - ეს ჩვენ არ მიგვიყრია. (გახედავენ კატას. რომელიც მიიმალება.)
მერი პოპინსი - კარგი, აბა ალეეე ჰოპ! (ხელი აიქნია და ნივთები თავისით
აიწევიან ჰაერში და იწყებენ მილაგებას, ყველა თავის ადგილს
უბრუნდება.)
მაიკლი - მერი პოპინს თქვენ ჯადოქარი ხართ?
მერი პოპინსი - შესაძლებელია.
ჯეინი - მერი პოპინს ხომ არასოდეს არ წახვალთ ჩვენგან? ხომ
ყოველთვის ჩვენთან იქნებით?
მერი პოპინსი - სახლი უკვე მივალაგეთ, ხვალ კი დასვენების დღეა. ახლა
უცბათ ჩაიცვით და სასეირნოდ გავალთ ყველა. აბა დროზე. შენც წამოდი
ფისუნია. (კატა დახტის სიხარულისგან. ჩანთიდან ვარდისფერ ბაფთას
ამოიღებს.) ოღონდ ეს ბაფთა გეკეთოს ყელზე. (უკეთებს, კატა
ბედნიერია. ბავშვებიც ბრუნდებიან და ყველანი ერთად გადიან
სახლიდან.)

სურათი მეექვსე
(ქუჩა. შემორბიან ბავშვები.)
ბავშვი 1 - მერი პოპინსი მოდის, ბავშვებო, მერი პოპინსი!
(გამოცვივდებიან დანარჩენებიც.)
ბავშვი 2 - მოდი სანამ მოვა ჩვენ ახალი ცეკვა დავახვედროთ.
გაუხარდება.
ყველა - მოდი!
9
ბავშვი 3 - აბა გავემზადოთ. (იწყებენ ცეკვას და შემოდიან მერი, ჯეინი,
მაიკლი და კატა. ბავშვები გაოცებული უყურებენ სანახაობას. ცოტა ხანში
თვითონაც აყვებიან.)
ბავშვი 4 - ო, რა დღე გათენდა, რა სანატრელი,
ო, ჩვენთან მოსვლა ინება მერიმ,
ის მოდის როცა უბერავს ქარი,
ის გრძნეულია და ჯადოქარი.
ბავშვი 5 - თუ ძონძებში ხარ გახვეული,
თუ ნასვრეტებში გიჩანს სხეული,
შენ სთხოვე მერის და მისი ნებით,
წამსვე ლორდივით შეიმოსები.
ბავშვი 6 - თუ მაგრად ცივა, თუ იყინები,
მერის შეხედე უცებ გათბები,
თუ კუჭი ღმუის, შიმშილით კვდები,
თვალს ჩაგიკრავს და უცებ გაძღები.
ბავშვი 7 - ის მოდის როცა ძლიერ გჭირდება,
მასთან არასოდეს გაგიჭირდება,
უთხარი რაც გსურს, თხოვე რაც გნებავს,
მყის სინამდვილედ აქცევს ოცნებას.
ბავშვი 8 - ესმის ყვავების, კატების ენა,
ესაუბრება მგლებსა და ტურებს,
ზოგჯერ აქლემთან ის ცეკვავს ტანგოს
და მაიმუნებთან თამაშობს ბანქოს.
ბავშვი 9 - ის მოდის მაშინ როცა ქარია,
მერი პოპინსი ჯადოქარია.
ყველა - ის მოდის მაშინ როცა ქარია,
მერი პოპინსი ჯადოქარია.
მერი პოპინსი - იცით ახლა რა გვჭირდება ბავშვებო?
ყველა - რა?
10
მერი პოპინსი - ჩვენ ახლა გვჭირდება მაღალი ხომალდი და ცაზე ერთი
ვარსკვლავი მაინც. თეთრი აფრა გვჭირდება და ქარი რომელსაც ხარბად
დავეწაფებით. (ბავშვები აგებენ ხომალდს აფრებით და მიცურავენ
სივრცეში. კატა რამოდენიმე ბავშვთან ცეკვავს.) მაიკლ შენ შტურვალს
მიხედე. გეზი წინ!
მაიკლი - მერი, არ არსებობს ისეთი სიტყვა მე რომ...
მერი პოპინსი - ცდები მაიკლ, ასეთი სიტყვა არსებობს.
მაიკლი - რომელია?
მერი პოპინსი - სუპერკალიფრაჟილისტიკ ექსპულიდოშეს!
მაიკლი - რაა?
მერი პოპინსი - თუ ეს სიტყვა მოგეჩვენოთ უსაზარლეს სიტყვად,
იცოდეთ რომ აქ ეს სიტყვა დღეს პირველად ითქვა,
ეს სიტყვაა გძელზე გრძელი, სხვა ვერ შეედრება,
თუ მას ერთხელ მაინც იტყვი არ დაგავიწყდება.
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს,
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს,
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს,
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს. (მღერიან და ცეკვავენ
ერთად. უცებ გაისმის საათის გონგი, ყველანი შეშდებაინ. მაიკლი და
ჯეინი მერისთან მიირბენენ.)
ჯეინი - მერი, ჩვენი სახლში დაბრუნების დროა.
მაიკლი - ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ ჯეინ.
ჯეინი - არა მაიკლ, მერე გაგვიბრაზდებიან. უნდა დავბრუნდეთ.
მერი პოპინსი - კარგი ბავშვებო. (თითქოს საჰაერო ბუშტს პირი
გაუხსნესო, ყველანი იწყებენ სხვასადხვა მხარეს გადასვლებს და გადიან
სცენიდან. გარემოება იცვლება და ვხედავთ ბანქსების ოჯახს. სადაც
შემოდიან მაიკლი და ჯეინი.)
ჯეინი - დედა! დედა! მამა!
11
მაიკლი - მამა! დედა! (შემოდიან მშობლები) დედა რა დრო გავატარეთ
იცი?!
ჯეინი - მერი პოპინსმა ნახატი ნამდვილ ხომალდად გადააქცია და ცაში
გაგვასეირნა.
მაიკლი - მერე ზღვაზე ვიცურავეთ.
მისის ბანქსი - რაო, რაო!
მისტერ ბანქსი - არ ვიცი რა ვთქვა.
ჯეინი - იცი რა უნდა თქვა მამა?
მისტერ ბანქსი - არ არსებობს სიტყვა...
ჯეინი - არსებობს.
მისტერ ბანქსი - რომელი?
ჯეინი - (აჰყვება მაიკლიც) სუპერკალიფრაჟილისტიექსპიალიდოშეს!
მისტერ ბანქსი - რაა?!
მისის ბანქსი - რაა?!
ჯეინი - (მაიკლთან ერთად) თუ ეს სიტყვა მოგეჩვენოთ უსაზარლეს
სიტყვად, იცოდეთ რომ აქ ეს
სიტყვა დღეს პირველად ითქვა,
ეს სიტყვაა გძელზე გრძელი, სხვა ვერ შეედრება,
თუ მას ერთხელ მაინც იტყვი არ დაგავიწყდება.
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს,
სუპერ-კალი, ფრაჟი, ლისტიკ-ექსპი - ელდოშეს.
მისტერ ბანქსი - (ღრიალებს) გაჩუმდით! სად არის მერი პოპინსი?
(შემოდის მერი) მერი პოპინს ახლავე ამიხსენით, ამიხსენით...
მერი პოპინსი - ჯერ ერთი, მე არასოდეს არავის არაფერს არ ვუხსნი.
მისტერ ბანქსი - მეორე?

12
მერი პოპინსი - მეორე ის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყარო. აი
თქვენ გაქვთ კარგი სამსახური, გაფასებენ. ხოლო ბავშვებისთვის სულ არ
გცალიათ. ახლა თქვენ იტყვით - დრო ხომ ფულია. გასაგებია! მაგრამ
ბავშვობა მალე გაიპარება, ისინი ცხოვრების გზაზე გავლენ და
მიხვდებით, რომ დრო აღარ დაგრჩათ ბავშვებს კოვზი შაქარი მიაწოდოთ.
მაიკლი - (ჯეინთან ერთად რეპავენ) ერთი კოვზი შაქარი და
მეტად კარგი რამ არის,
და თვით მწარე წამალი,
წამალი კარგი რამ არის,
ზედ თუ მიაყოლე შაქარი!
მისტერ ბანქსი - გაჩუმდით! დაიქცეს ის დღე, როცა მერი პოპინსი
მოვიდა ჩვენთან. ხვალიდან ახალი გადია უნდა ვეძებოთ. უფრო სწორედ,
ხვალიდან ბავშვების აღზრდას მე უნდა მოვკიდო ხელი. მერი თქვენ
თავისუფალი ბრძანდებით! (მერი პოპინსი თავს დაუკრავს და გადის.)
მაიკლი - მამა, რა ქენი?
ჯეინი - ეს რა ჩაიდინე მამა?
მისტერ ბანქსი - დაწყნარდით, დაწყნარდით. მე მოგიყვებით საოცარ
ზღაპარს.
ჯეინი - არ გვინდა.
მაიკლი - არ გვინდა შენი ზღაპრები ფულებზე და ბანკზე.
მისტერ ბანქსი - (მეუღლეს) დამეხმარე საყვარელო. გამახსენე რომელიმე
ზღაპარი.
მისის ბანქსი - ამდენი დრო არ მაქვს, დილას ადრე უნდა ვიყო
სამსახურში. ხომ გადაწყვიტე, რომ მე ვიზრუნებო თქვენს აღზრდაზე. ხო
და მიხედე, მე ვიძინებ. (გადის. ბავშვები მამას ახლოს არ იკარებენ.)
მისტერ ბენქსი - კარგი, კარგი! გაიქეცით და დაუძახეთ იმ თქვენს მერი
პოპინსს, დაბრუნდეს. (ბავშვები წამოხტებიან და გარბიან

13
გახარებულები.) შვილები თუ ასე ძნელი აღსაზრდელი იყო რას
წარმოვიდგენდი.
კატა - აბა რა გეგონა. განა შენ არ იყავი პატარა? განა თამაში და გართობა
ყველაფერს არ გერჩივნა? გაიზრდებით და მერე დაიწყებთ ხოლმე
დიდობანას თამაშს. შენც ხარ რა. ასეთი ძიძის გაგდება იქნებოდა?
მისტერ ბენქსი - მგონი ნამდვილად ცუდად ვარ, კატა მელაპარაკება.
წავედი, წავედი. (გადის)
კატა - წახვედი აბა რა. კატამ თუ ლაპარაკი დაიწყო ეს კი არ გახარებთ,
საკუთარი თავი გგონიად ცუდად. თქვენ ადამიანები ცოტა უცნაურები
ხართ დედას გეფიცებით. (გადის)

სურათი მეშვიდე
(მერი პოპინსი მიდის. მას დაეწევიან მაიკლი და ჯეინი.)
ჯეინი - მერი პოპინს!
მაიკლი - მერი პოპინს!
მერი პოპინსი - (ჩერდება) რა იყო ბავშვებო?
ჯეინი - არ წახვიდეთ რა. ჩვენ ძალიან მოგვწონს თქვენთან.
მაიკლი - მამამ გვითხრა დააბრუნეთო. დაბრუნდებით?
ჯეინი - მერი პოპინს არ წახვიდეთ რა? (ჩაეხუტება)
მერი პოპინსი - კარგი ხომ, დავრჩები.
ჯეინი - მე მიყვარხარ მერი.
მაიკლი - მეც.
მერი პოპინსი - რა იყო ჯეინ ტირილს ხომ არ აპირებ? აბა გაიცინე ახლავე,
შენც მაიკლ. (ორივეს უღიტინებს და მღერის)

14
მიყვარს სიცილი - ხა, ხა, ხა, ხა! ლაღი სიცილი!
მიყვარს სიცილი ხო, ხო, ხო, ხო და ხშირად ვიცინი.
რაც მეტს ვიცინი ხა ხა ხა ხა, უფრო მეღიმება,
რაც მეტს ვიცინი ხო ხო ხო ხო უფრო მეცინება!
მაიკლი - (მღერის) ზოგი იცინის ცხვირში.
ეს აი ასე ჟღერს: (იმპროვიზაცია)
და კბილებს შორის ზოგი ცრის,
და თან სისინებს სი სი სი...
ზოგი აი ასე მოკლედ - ჰოპ, ჰოპ!
ზოგი ჩიტივით - ტიპიტიპი, ტიპიტიპი.
და ზოგიც არის ისეთი ტიპი,
რომ ვერ ახერხებს ვერასდროს სიცილს.
ჯეინი - (მღერის) თუ მეცინება ხა ხა ხა,
არ შემიძლია ხო ხო ხო,
რომ ეს დავმალო ხა ხა ხა,
უნდა ვიცინო ხო ხო ხო.
სამივე ერთად - (მღერიან) სიცილი გვიყვარს ხა ხა ხა, ლაღი სიცილი,
სიცილი გვიყვარს ხო ხო ხო და ხშირად ვიცინით.
რაც მეტს ვიცინით ხა ხა ხა, უფრო გვიხარია,
და როცა ვხარობთ ხო ხო ხო, ვიცინით ძალიან. (იცინიან. მათ სიცილზე
შემოდიან ბავშვები, ისინიც მათ სიცილს უერთდებიან. ამას მოჰყვება
ქორეოგრაფიული ნომერი და საერთო დასასრული.)

ფარდა

15

You might also like