Professional Documents
Culture Documents
კარნავალი
კარნავალი
კარნავლისთვის
სცენა #1:
მონაწილეები: საბა, მარიამ ონიანი, ანა ბენდელიანი, ქვარაია მამუკა , შარიფოვა განირა ,
აფციაური ეთო, მჭედლიშვილი, ციციკაშვილი ლუკა, ისკანდარი ნაბიევი, ბენდელიანი
მარიამი.
მთავარი როლები: საბა, მარიამ ონიანი, ანა ბენდელიანი, ქვარაია მამუკა . (დანარჩენები
უბრალოდ ფონის პერსონაჟები)
საბა და მარი შემოდიან და სხდებიან ცარიელ მაგიდასთა, დანარჩენები
დანაწილებულები არიან მაგიდებზე და უბრალოდ საუბრობენ ხმადაბლა , მიმტანი
(განირა) შემოდის და აძლევს მათ მენიუს,
საბა: ძალიან მიხარია, რომ აქ წამოვედით. ვეცადოთ, რომ კარგი დრო გავატაროთ.
მარი: ხო, მეც მიხარია. ჩემზე მეტად ჩემს სადაქალოს გაუხარდა, რომ ბოლოს და ბოლოს
მეც მეშველა.
საბა: ჰოო.... ისე ჩემს საძმაკაცოში მგონი პირველი ვარ ვინც ასე გოგო წამოიყვანა
პაემანზე, დანარჩენები მარტოსულები არიან..
* საბა და მარი იცინიან*
მარი: ახლა გამახსენდა, მეც მყავს ერთი დაქალი, ისიც მარტოსულია, კარგი იქნებოდა თუ
გავარიგებდი *იცინის*
საბა: სერიოზულად?
მარი: ხო
საბა: შეგიძლია აღმიწერო როგორია, ჩემი საძმაკაცოდან რომელიმეს გავურიგებდი
მარი: ანი ჰქვია, ნუ დაბალია, ყავისფერი თვალები, ყავისფერი თმა... ისე ცოტა არ იყოს -
საბა: ვსო, მეტის თქმა არცაა საჭირო, უკვე ვიცი, ვისაც უნდა დავურეკო
მარი: აქ მოიყვან?
საბა: ხო , რატომაც არა, შენც დაურეკე შენს დაქალს
მარი: კარგი
*საბა და მარი ერთდროულად იღებენ ტელეფონებს და რეკავენ ანისთან და მამუკასთან ,
ეპატიჟებიან ორმაგ პაემანზე, შემდეგ თიშავენ*
მარი: ძაან საინტერესო იქნება ორმაგი პაემანი, ისე უნდა გაგაფრთხილო ანიზე -
საბა: აი, მამუკაც მოვიდა.
*მამუკა შემოდის, ხელს ჩაურტყამს საბას და ხელზე ჰკოცნის მარის, შემდეგ ჯდება*
მამუკა: გამარჯობააა, სასიამოვნოა შენი გაცნობაააა.
საბა: ახლა მაგარ გოგოს გაგაცნობთ, ბედი გაგეხსნა მგონი
*მარი ნერვიულობს*
*უცებ შემოდის ანი ბენდელიანი , ნელი და ბიჭური ნაბიჯებით, მამუკას თვალები შიშით
უფარდოვდება*
ანი: აბა რომელმა დარეკეთ ჩემთან? რომელმა გაბედეთ ჩემი შეწუხება?
მარი: ანი, მე მინდა , რომ მამუკა გაგაცნო, საბას ძმაკაცია.. და... შენი.. გაცნობა უნდა ...
მამუკა: და ვინ თქვა რომ მე ამის გაცნობა მინდა..
საბა: კაი ძმა ახლა, მოითმინე ცოტა ხანი და წავალთ.
*ირთვება მუსიკა*
მარი: მოდი, ვიცეკვოთ. *მარი და საბა დგებიან და იწყებენ ვალსს. იწყება მელოდია : "Yeddi
Gozal"*
მამუკა ცდილობს რომ ანი გამოიწვიოს, თუმცა ანი უარზეა და არ ეთანხმება
*მამუკა მიდის ანისთან და ეუბნება*
მამუკა: კარგი რა, ცოტა გოგოს დაემსგავსე
ანი: რა თქვი?!
*ანი მოიგდებს მამუკას და საბა და მარი კედელთან მივლენ შიშით*
ანი: აი შენი გოგო და გოგოსავით მოქცევა. - ანი იღებს ტელეფონს მაგიდიდან და
რესტორანს ტოვებს.
*მაგიდასთან სხედან ბარბარე, მარი ბენდელიანი და ეთო აფციაური, ისინი ჩურჩულს
იწყებენ, ძირს დაგდებული მამუკა ნელ-ნელა ადგება, გოგონებთან მივა და ეტყვის *
მამუკა: არა გოგონებო, ასეთი დამცირებული ვერ დავრჩები..
*მამუკა ხელს აჭერს დინამიკს და ირთვება ლეზგინკა, გამოიცეკვებს ახლოს მდგომ
მაგიდაზე მჯდარ მარიამ ბენდელიანსა და ლაშას. ისინი დგებიან და სამივე იწყებენ
ლეზგინკას*
*ლეზგინკის დამთავრების შემდეგ იხურება ფარდა*
სკეტჩი:
*მოქმედება ხდება საკლასო ოთახში, რისთვისაც დაგვჭირდება მერხები, სკამები , კლასი
ხმაურობს, მანქანით შემოდის ნავროზაშვილი და ცდილობს დააპარკინგოს , მაგრამ
უშედეგო მცდელობების შემდეგ მანქანას იხსნის და ისვრის, შემოდის კლასში *
*ონიანი გადახედავს კლასს და ამბობს*
ონიანი(მარი): საღეჭი რეზინები ურნაშიი..
*რეკავს კვიციანის ტელეფონი: კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს აღარ გავს..*
ონიანი(მარი): ვერ გასწავლეთ ტელეფონების გამორთვა და საღეჭი რეზინების მოშორება
გაკვეთილების დაწყებამდე.. თუმცა სხვა რა გასწავლეთ..
კვიციანი: ანდაზები მას! ელაპარაკე რეგვენსო, ცერცვი აყარე კედელსო..
ონიანი (მარი): *უყურებს კვიციანს* ხო მთავარია მაგ ანდაზის გათავისება თორემ ..*იღებს
ტელეფონს* აბა, ვისწავლეთ გაკვეთილი? რა გაიგეთ და რა ვერ გაიგეთ? *მუხსარა ხელს
იწევს და ამბობს მას მომაყოლეთო* კაცო, ვიცი, რომ იცი და დამაყენე.. აბა, სხვები ?
მამუკა: მას მე ვერაფერი ვერ გავიგე
ონიანი (მარი): შენ ის ვერ გაიგე სკოლაში რისთვის დადიხარ და ბიოლოგიას გაიგებ?:
მამუკა: იასნია
ონიანი (მარი): ხო ნეტა ეგ რუსული იქ გამოგეყენებინა სადაც საჭირო იყო.. აბა , კვიციანი,
იცი გაკვეთილი?
კვიციანი: არა მას, ვარჯიშზე ვიყავი *თავს ხრის*
ონიანი (მარი): ჰო შენ ტვინის ვარჯიშიც არ გაწყენდა..
*ალხანი წამოიძახებს*
ალხანი: აი კვიცო, ავარჯიშე ტვინი
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე, მე თქვენი გაძლება არ შემიძლია და მშობლებს
მივწერ თქვენს უმსგავსო საქციელის შესახებ ახლა კლასის ჩატში...
*იღებს ტელეფონს და იწყებს წერას* ჩემო ძვირფასებო, ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო ...
*რამდენიმე წამის შემდეგ, ონიანი დებს ტელეფონს და ფეხზე დგება*
ონიანი(მარი): ვინაიდან, კლასის 99%მა არ იცის გაკვეთილი და განვლილი მასალა, მე
გეტყვით მთავარ სათქმელს.. თიმინს წყალბადური ბმით უკავშირდება ადენინი .
ნინი: *გახედავ სხვებს გაოცებიით და ფეხზე დგება*
ონიანი (მარი): რას აკეთებ
ნინი: მას ხო მითხარით ადექიო
ონიანი (მარი): რა გითხარი კაცო
ნინი: ადე ნინიო მას
კვიციანი: აუ ჩემი *თავში წაირტყამს ხელს*
ონიანი (მარი): ადენინი, გუანინი და თიმინი არის დნმ-ის შემადგენელი ნაწილები ,
ადამიანის სახელები კი არა! აი, ამ დონემდე იცით თქვენ ბიოლოგია.. ათოსნები
*დგება ფეხზე და იწყებს ახალი გაკვეთილის ახსნას* დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძილის
ჰორმონზე, ძილის ჰორმონი არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ძილის დროს ხელს
უწყობს სიმაღლეში ზრდას.. ამიტომ უნდა დაიძინოთ ხოლმე ადრე..
მუხსარა: აბა მას მე სულ ადრე ვიძინებ ხოლმე და..
ონიანი (მარი): *აათვალიერ-ჩაათვალიერებს* ნუ, არსებობენ გამონაკლისებიც.. აბა,
მეხუთე კლასში ვისწავლეთ, რა ეწოდება ძილის ჰორმონს?
ალხანი: *წამოიძახებს* პანკრეასი მას!!
ციციკაშვილი: რა პანკრეასი ბიჭო, ამილაზა ჰქვია..
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე და უშველე ამათ უცოდინრობას! ნინი, შენ მაინც
მითხარი შენი ჭირიმე
ნინი: *დგება ფეხზე* ამმ.. მასსსს.. როგორ გითხრათ..
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე! მე თქვენმა უცოდინრობამ და ზარმაცობამ მომიღო
ბოლო, გამიჩინა ნევროზი და გულის ტკივილი! *სკამზე ჯდება და სახეს ხელებში ჩარგავს *
კვიციანი: *დგება ფეხზე და აწვდის დამამშვიდებელს* აიღეთ მას, ნუ ნერვიულობთ ამდენს
რადგან.. ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება...
*ლუკა გახედავს აუდიტორიას ღიმილით და ფარდა დაიხურება*
ცეკვა - americano - მუსაევი ნაილ, ნასიბოვი ზახიდ, ეთო, სამირა ხიალოვა, ლეილა
ხიალოვა, ფარიდ ფეზალოვი,განირა შარიფოვა, ისკანდარი ნაბიევი.
შემდეგი ცეკვა - Rasputin - ნავროზაშვილი, კვიციანი, ფანგანი, ელიზბარაშვილი, ონიანი,
ბარბარე, მანველიშვილი, მუხსარა, ანა ბენდელიანი, ციციკაშვილი.
დამშვიდობება: პირველ რიგში ჩვენი კლასი დიდ მადლობას გიხდით, რომ მოგვეცით
შესაძლებლობა წარმოგვედგინა სიტუაცია ჩვენს კლასში, ჩვენი ხუმრობები და ჩვენი
ერთიანობა. პირველად ვიღებთ მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც არის
იუმორისტული ხასიათის და ეს ძალიან დიდი სიახლეა ჩვენთვის .
მიიწურა 2023წლის პირველი სემესტრი, მალე გვეწვევა ახალი წელი, გვინდა გისურვოთ
ხვავი და ბარაქა, ბედნიერი 2024 წელი, დაე, ამ წელს თქვენთვის ყველაზე კარგი დღეები
მოეტანოს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის!