You are on page 1of 6

სცენარი

კარნავლისთვის

ნომინაცია #1: მისალმება


დაგვჭირდება დიდი ზომის გრაგნილი, რომლის დამზადებასაც აიღებს თავის თავზე 1
მოსწავლე.
გამოდიან ნავროზაშვილი და კვიციანი.
კვიციანს უჭირავს ხელში გრაგნილი
ლუკა: მოგესალმებით *ხსნის გრაგნილს ოდნავ*, ჩვენ გახლავართ.. *შემთხვევით
გრაგნილზე ხელი ეშვება და გრძელი გრაგნილი იხსნება ბოლომდე* ჩვენ გახვალავართ ..
ამ... ვიკინგები, ადამიანის ფორმაში ჩასახლებული, ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველები ,
იმბეცილები, თავხედები, ნაგიჟრები, უნიკალური ჯიშის არსებები, არა... ამ..
*ნავროზაშვილი იღებს ძირს დავარდნილ გრაგნილს და ლუკას უშვებს*
მარი: მოკლედ, მოგესალმებით, ჩვენ გახვალავართ მეათე გ კლასი და დღეს ჩვენ
წარმოგიდგენთ კარნავალი 2023 ის ჩვენებურ დადგმებს, ჩვენი სახელია"ჰიპები",ჰიპი
ზოგადად სამოციანებიდან ოთხმოციან წლებთან ასოცირდება, რითაც შეიძლება ვთქვათ ,
რომ ჩვენი საკარნავალო სცენარი სამოციანებისა და ოთხმოციანები წლების ასე ვთქვათ ,
მიქსია.. ვფიქრობთ, რომ როგორც კარნავლის ღონისძიების გამხსნელებსა და პირველ
მონაწილეებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია..
ახლა კი თქვენის ნებართვით ღონისძიება გავხსნათ ესპანური ჰანგებითა და სიმღერით
სახელად, bella ciao.

სიმღერა: bella ciao

წამყვანი (ნავროზაშვილი): ახლა კი წარმოგიდგენთ სიტუაციას, რომელიც ვითარდება


რესტორანში და ეხება ვნებებითა და გრძნობებით აღსავსე პირველ, და ამავდროულად
ორმაგ პაემანს.

სცენა #1:
მონაწილეები: საბა, მარიამ ონიანი, ანა ბენდელიანი, ქვარაია მამუკა , შარიფოვა განირა ,
აფციაური ეთო, მჭედლიშვილი, ციციკაშვილი ლუკა, ისკანდარი ნაბიევი.
მთავარი როლები: საბა, მარიამ ონიანი, ანა ბენდელიანი, ქვარაია მამუკა . (დანარჩენები
უბრალოდ ფონის პერსონაჟები)
საბა და მარი შემოდიან და სხდებიან ცარიელ მაგიდასთა, დანარჩენები
დანაწილებულები არიან მაგიდებზე და უბრალოდ საუბრობენ ხმადაბლა , მიმტანი
(განირა) შემოდის და აძლევს მათ მენიუს,
საბა: ძალიან მიხარია, რომ აქ წამოვედით. ვეცადოთ, რომ კარგი დრო გავატაროთ.
მარი: ხო, მეც მიხარია. ჩემზე მეტად ჩემს სადაქალოს გაუხარდა, რომ ბოლოს და ბოლოს
მეც მეშველა.
საბა: ჰოო.... ისე ჩემს საძმაკაცოში მგონი პირველი ვარ ვინც ასე გოგო წამოიყვანა
პაემანზე, დანარჩენები მარტოსულები არიან..
* საბა და მარი იცინიან*
მარი: ახლა გამახსენდა, მეც მყავს ერთი დაქალი, ისიც მარტოსულია, კარგი იქნებოდა თუ
გავარიგებდი *იცინის*
საბა: სერიოზულად?
მარი: ხო
საბა: შეგიძლია აღმიწერო როგორია, ჩემი საძმაკაცოდან რომელიმეს გავურიგებდი
მარი: ანი ჰქვია, ნუ დაბალია, ყავისფერი თვალები, ყავისფერი თმა... ისე ცოტა არ იყოს -
საბა: ვსო, მეტის თქმა არცაა საჭირო, უკვე ვიცი, ვისაც უნდა დავურეკო
მარი: აქ მოიყვან?
საბა: ხო , რატომაც არა, შენც დაურეკე შენს დაქალს
მარი: კარგი
*საბა და მარი ერთდროულად იღებენ ტელეფონებს და რეკავენ ანისთან და მამუკასთან ,
ეპატიჟებიან ორმაგ პაემანზე, შემდეგ თიშავენ*
მარი: ძაან საინტერესო იქნება ორმაგი პაემანი, ისე უნდა გაგაფრთხილო ანიზე -
საბა: აი, მამუკაც მოვიდა.
*მამუკა შემოდის, ხელს ჩაურტყამს საბას და ხელზე ჰკოცნის მარის, შემდეგ ჯდება*
მამუკა: გამარჯობააა, სასიამოვნოა შენი გაცნობაააა.
საბა: ახლა მაგარ გოგოს გაგაცნობთ, ბედი გაგეხსნა მგონი
*მარი ნერვიულობს*
*უცებ შემოდის ანი ბენდელიანი , ნელი და ბიჭური ნაბიჯებით, მამუკას თვალები შიშით
უფარდოვდება*
ანი: აბა რომელმა დარეკეთ ჩემთან? რომელმა გაბედეთ ჩემი შეწუხება?
მარი: ანი, მე მინდა , რომ მამუკა გაგაცნო, საბას ძმაკაცია.. და... შენი.. გაცნობა უნდა ...
მამუკა: და ვინ თქვა რომ მე ამის გაცნობა მინდა..
საბა: კაი ძმა ახლა, მოითმინე ცოტა ხანი და წავალთ.
*ირთვება მუსიკა*
მარი: მოდი, ვიცეკვოთ. *მარი და საბა დგებიან და იწყებენ ვალსს. იწყება მელოდია : "Yeddi
Gozal"*
მამუკა ცდილობს რომ ანი გამოიწვიოს, თუმცა ანი უარზეა და არ ეთანხმება
*მამუკა მიდის ანისთან და ეუბნება*
მამუკა: კარგი რა, ცოტა გოგოს დაემსგავსე
ანი: რა თქვი?!
*ანი მოიგდებს მამუკას და საბა და მარი კედელთან მივლენ შიშით*
ანი: აი შენი გოგო და გოგოსავით მოქცევა. - ანი იღებს ტელეფონს მაგიდიდან და
რესტორანს ტოვებს.
*მაგიდასთან სხედან ბარბარე, მარი ბენდელიანი და ეთო აფციაური, ისინი ჩურჩულს
იწყებენ, ძირს დაგდებული მამუკა ნელ-ნელა ადგება, გოგონებთან მივა და ეტყვის *
მამუკა: არა გოგონებო, ასეთი დამცირებული ვერ დავრჩები..
*მამუკა ხელს აჭერს დინამიკს და ირთვება ლეზგინკა, გამოიცეკვებს ახლოს მდგომ
მაგიდაზე მჯდარ ლაშას. ისინი დგებიან და სამივე იწყებენ ლეზგინკას*
*ლეზგინკის დამთავრების შემდეგ იხურება ფარდა*

ბარბარე: დასრულდა ჩვენი პაემნის ნომერი და ახლა დროა წარმოგიდგინოთ სიტუაცია ,


სახელად: ნინო მასწავლებლის ბიოლოგიის გაკვეთილი..

სკეტჩი:
*მოქმედება ხდება საკლასო ოთახში, რისთვისაც დაგვჭირდება მერხები, სკამები , კლასი
ხმაურობს, მანქანით შემოდის ნავროზაშვილი და ცდილობს დააპარკინგოს , მაგრამ
უშედეგო მცდელობების შემდეგ მანქანას იხსნის და ისვრის, შემოდის კლასში *
*ონიანი გადახედავს კლასს და ამბობს*
ონიანი(მარი): საღეჭი რეზინები ურნაშიი..
*რეკავს კვიციანის ტელეფონი: კაცი კაცს აღარ გავს და ქალი ქალს აღარ გავს..*
ონიანი(მარი): ვერ გასწავლეთ ტელეფონების გამორთვა და საღეჭი რეზინების მოშორება
გაკვეთილების დაწყებამდე.. თუმცა სხვა რა გასწავლეთ..
კვიციანი: ანდაზები მას! ელაპარაკე რეგვენსო, ცერცვი აყარე კედელსო..
ონიანი (მარი): *უყურებს კვიციანს* ხო მთავარია მაგ ანდაზის გათავისება თორემ ..*იღებს
ტელეფონს* აბა, ვისწავლეთ გაკვეთილი? რა გაიგეთ და რა ვერ გაიგეთ? *მუხსარა ხელს
იწევს და ამბობს მას მომაყოლეთო* კაცო, ვიცი, რომ იცი და დამაყენე.. აბა, სხვები ?
მამუკა: მას მე ვერაფერი ვერ გავიგე
ონიანი (მარი): შენ ის ვერ გაიგე სკოლაში რისთვის დადიხარ და ბიოლოგიას გაიგებ?:
მამუკა: იასნია
ონიანი (მარი): ხო ნეტა ეგ რუსული იქ გამოგეყენებინა სადაც საჭირო იყო.. აბა , კვიციანი,
იცი გაკვეთილი?
კვიციანი: არა მას, ვარჯიშზე ვიყავი *თავს ხრის*
ონიანი (მარი): ჰო შენ ტვინის ვარჯიშიც არ გაწყენდა..
*ალხანი წამოიძახებს*
ალხანი: აი კვიცო, ავარჯიშე ტვინი
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე, მე თქვენი გაძლება არ შემიძლია და მშობლებს
მივწერ თქვენს უმსგავსო საქციელის შესახებ ახლა კლასის ჩატში...
*იღებს ტელეფონს და იწყებს წერას* ჩემო ძვირფასებო, ჩემო უსაყვარლესო ბავშვებო ...
*რამდენიმე წამის შემდეგ, ონიანი დებს ტელეფონს და ფეხზე დგება*
ონიანი(მარი): ვინაიდან, კლასის 99%მა არ იცის გაკვეთილი და განვლილი მასალა, მე
გეტყვით მთავარ სათქმელს.. თიმინს წყალბადური ბმით უკავშირდება ადენინი .
ნინი: *გახედავ სხვებს გაოცებიით და ფეხზე დგება*
ონიანი (მარი): რას აკეთებ
ნინი: მას ხო მითხარით ადექიო
ონიანი (მარი): რა გითხარი კაცო
ნინი: ადე ნინიო მას
კვიციანი: აუ ჩემი *თავში წაირტყამს ხელს*
ონიანი (მარი): ადენინი, გუანინი და თიმინი არის დნმ-ის შემადგენელი ნაწილები ,
ადამიანის სახელები კი არა! აი, ამ დონემდე იცით თქვენ ბიოლოგია.. ათოსნები
*დგება ფეხზე და იწყებს ახალი გაკვეთილის ახსნას* დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძილის
ჰორმონზე, ძილის ჰორმონი არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ძილის დროს ხელს
უწყობს სიმაღლეში ზრდას.. ამიტომ უნდა დაიძინოთ ხოლმე ადრე..
მუხსარა: აბა მას მე სულ ადრე ვიძინებ ხოლმე და..
ონიანი (მარი): *აათვალიერ-ჩაათვალიერებს* ნუ, არსებობენ გამონაკლისებიც.. აბა,
მეხუთე კლასში ვისწავლეთ, რა ეწოდება ძილის ჰორმონს?
ალხანი: *წამოიძახებს* პანკრეასი მას!!
ციციკაშვილი: რა პანკრეასი ბიჭო, ამილაზა ჰქვია..
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე და უშველე ამათ უცოდინრობას! ნინი, შენ მაინც
მითხარი შენი ჭირიმე
ნინი: *დგება ფეხზე* ამმ.. მასსსს.. როგორ გითხრათ..
ონიანი (მარი): ღმერთო შენ მიშველე! მე თქვენმა უცოდინრობამ და ზარმაცობამ მომიღო
ბოლო, გამიჩინა ნევროზი და გულის ტკივილი! *სკამზე ჯდება და სახეს ხელებში ჩარგავს *
კვიციანი: *დგება ფეხზე და აწვდის დამამშვიდებელს* აიღეთ მას, ნუ ნერვიულობთ ამდენს
რადგან.. ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება...
*ლუკა გახედავს აუდიტორიას ღიმილით და ფარდა დაიხურება*

ონიანი მარიამი: ახლა კი თქვენის ნებართვით, წარმოგიდგენთ ქართულ ულამაზეს ცეკვას ,


ლაზურს.

ცეკვა: ლაზური - მანველიშვილი, კვიციანი, ნარმინი, დავითაშვილი, ელიზბარაშვილი ,


მუხსარა.

ნავროზაშვილი: მადლობა ჩვენს საყვარელ მოცეკვავეებს, ახლა კი წარმოგიდგენთ


სხარტულებს, რომელსაც გაუძღვება კვიციანი ლუკა.

სხარტულები: -კვიციანი ლუკა


1. ჩემს ძმაკაცს იმნაირი დიდი ცხვირი აქ, ერთ შესუნთქვაზე ნახევარი მსოფლიოს
ჟანგბადი მიაქ.
2. ბებიაჩემი წელში ისეა მოხრილი, მეცხრედან რომ გადმოვარდა, პირველზე
დატრიალდა და უკან ამობრუნდა.
3. ქართველებს ისეთი ცუდი გემოვნება აქვთ, მეშინია არ მომიტაცონ.
4. მამაჩემს იმნაირი მელოტი თავი აქ, მზეს იქეთ ანათებს.
5. ბაბუაჩემი იმნაირი კოჭლია, სიარულის დროს ძაღლებს ჰგონიათ ქვას იღებს და
გარბიან.
6. პროფილში იმდენი ცრემლი დაიღვარა, მაია ასათიანი რეკლამაზე ნავით გავიდა .
7. დღეს თბილისში იმდენი თურქი ცხოვრობს, დავით აღმაშენებელმა დიღომში ხმლის
ქნევა დაიწყო.
8. ავტობუსის მძღოლის სული გარდაცვალების შემდეგ 40 დღე იგივე სამარშრუტო გზით
დადის.
9. ვეტერანი ფეხბურთელი დავით კვირკველია მატჩის წინ საქართველოს ჰიმნს
ასრულებდა, დაიღალა და პირველი კუპლეტის ბოლოს გამოცვალეს.
10. თუ აფრიკაში ადამიანის ორგანიზმის 80% წყლისგან შედგება, ითვლება, რომ
შეძლებული ოჯახიდანაა.
11. ჟუჟუნა, რომელმაც მთელი ცხოვრება ფოსტაში მუშაობაში გაატარა, სახლში შპალერს
ენით აკრავს.
12. ჩემს ძმაკაცს იმნაირი კარიესი აქ, .... რო გააკეთა მარხვა დაარღვია.
13. გია სურამელაშვილის დედამ ბანკის ვალის პროცენტში გია გადაიხადა .
14. გურული ქალი დასასვენებლად იყო ზღვაზე და რომ დაბრუნდა ენაზეც ზაგარი
ჰქონდაო.
15. გოგო ისეთი მახინჯი იყო, ფიქრებიც არ იტაცებდნენ.
16. ჩემმა ძმაკაცმა მაგთის თანამშრომელი მოიყვანა ცოლად და ყოველ საღამოს უჭედავს .
17. - რომელ სპორტს ვერ ითამაშებს აფრიკელი ბავშვი ვერასდროს?
- წყალბურთს.
18. ბავშვი ისეთი მსუქანი იყო წერომ ევაკუატორით მოიყვანა.
19. ჩემს მეგობარ გოგოს იმხელა ცხვირი აქ ქართლის დედა ხმალში უცვლიდა.
20. ჩემი მეზობელი იმხელა სიღარიბეში გაიზარდა ოქრო მარტო დაბადების დღე ქონდა .
21. ნათია მასწავლებელმა გლობუსი ისე სწრაფად დაატრიალა იტალიას ჩექმა გასძვრა .
22. ქუთაისში კენგურო ჩავიდა და ჩანთა მოპარეს.
სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის *ლუკა თავს უკრავს მაყურებელს და სცენიდან
გადის, ფარდა იხურება*

ნავროზაშვილი: ვფიქრობთ, ერთი ლაზური არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ მოდით ასე


ვთქვათ, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი საცეკვაო ნომერი!

ცეკვა - americano - მუსაევი ნაილ, ნასიბოვი ზახიდ, ეთო, სამირა ხიალოვა, ლეილა
ხიალოვა, ფარიდ ფეზალოვი, ისკანდარ ნაბიევი, განირა შარიფოვა

შემდეგი ცეკვა - Rasputin - ნავროზაშვილი, კვიციანი, ფანგანი, ელიზბარაშვილი, ონიანი,


ბარბარე, მანველიშვილი, მუხსარა, ანა ბენდელიანი, ციციკაშვილი.

ლეილა: ასე მთავრდება ჩვენი საცეკვაო ნომინაცია, ახლა კი ჩვენი უსაყვარლესი


დამრიგებელი, წარმოგიდგენთ ულამაზეს ლექსს.

*ნინო მასწავლებლის ლექსი*

ნავროზაშვილი: ჩვენი ღონისძიება დასასრულს მიუახლოვდა და ვფიქრობ , ეს ულამაზესი


საახალწლო ღონისძიება ახალი წლის ჰანგებითა და ნოტებით უნდა დავამშვენოთ .

სიმღერა: rockin' around the christmas tree - ნავროზაშვილი, მჭედლიშვილი, ელიზბარაშვილი,


ონიანი, სამირა, მუხსარა, ლეილა, ფარიდი.

დამშვიდობება: პირველ რიგში ჩვენი კლასი დიდ მადლობას გიხდით, რომ მოგვეცით
შესაძლებლობა წარმოგვედგინა სიტუაცია ჩვენს კლასში, ჩვენი ხუმრობები და ჩვენი
ერთიანობა. პირველად ვიღებთ მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც არის
იუმორისტული ხასიათის და ეს ძალიან დიდი სიახლეა ჩვენთვის .
მიიწურა 2023წლის პირველი სემესტრი, მალე გვეწვევა ახალი წელი, გვინდა გისურვოთ
ხვავი და ბარაქა, ბედნიერი 2024 წელი, დაე, ამ წელს თქვენთვის ყველაზე კარგი დღეები
მოეტანოს.
კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის!

You might also like