You are on page 1of 4

ოქმი 

#1

სხდომის  დაწყების  დრო: 10 :45 სთ.


სხდომის  დამთავრების დრო:  12:00 სთ.       
სხდომას ესწრებოდნენ კათედრის   წევრები: მზევინარ ძირკვაძე (ლიცეუმის
დირექტორის  მოადგილე);  ა.ჯაყელი, მზევინარ წულუკიძე, ია ვერულიძე, ხათუნა
ბერიძე.
სხდომას თავმჯდომარეობდა კათედრის ხელმძღვანელი ანჟელა ჯაყელი
სხდომის მდივანი: მ.წულუკიძე

სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ ,მზევინარ ძირკვაძემ,გააცნო დღის


წესრიგი, რომელიც კათედრის  წევრთა გადაწყვეტილებით ერთხმად მიიღეს

დღის წესრიგი:
1. კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კათედრის წევრთა საათობრივი
დატვირთვა/განაწილება;
3. შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების და დამატებითი
ლიტერატურის დამტკიცება კლასების/საგნების მიხედვით და საგნობრივი
სტანდარტების განხილვა;
4. ახალი   სასწავლო კალენდარის გაცნობისა და თემატურ-კალენდარული
გეგმების შედგენის შესახებ;
5. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად
აქტივობებათა  დაგეგმვა-განხორციელების  შესახებ.
6. კათედრის სამუშაო გეგმის განხილვა.

კენჭი   ეყარა   წინადადებას   დღის   წესრიგის   დამტკიცების შესახებ:

მომხრე:  5
წინააღმდეგი :0

დაადგინეს : დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი  1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;


მოისმინეს:
1. მ.ძირკვაძის მოხსენება კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევის შესახებ
და კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭოსყრისაკენ.
დაადგინეს:
 კათედრის თავმჯდომარედ აირჩიეს, ანჟელა ჯაყელი, ხოლო მდივნად- მზევინარ
წულუკიძე.
საკითხი 2 ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით კათედრის წევრთა საათობრივი
დატვირთვა/განაწილება

მოისმინეს:
ა.ჯაყელის მოხსენება კათედრის წევრთა საათობრივი დატვირთვის შესახებ.მან
აღნიშნა, რომ კათედრის წევრები აქტიურად მუშაობენ,რათა ახალი ეროვნული
გეგმით  გათვალისწინებული პრინციპე ბი გამოიყენონ,ყოველდღიური
საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას.
დაადგინეს:
2019-2020 სასწავლო წელს კათედრის წევრთა საათობრივი დატვირთვის
განაწილება.(დანართი.#1)

საკითხი 3. შერჩეული სახელმძღვანელოების და დამატებითი ლიტერატურის


დამტკიცება კლასების/საგნების მიხედვით და საგნობრივი სტანდარტების განხილვა

მოისმინეს:
ა.ჯაყელის მოხსენება სახელმძღვანელოთა შესახებ;მომხსენებელმა აღნიშნა,რომ
სახელმძღვანელოებით სარგებლობისას მასწავლებელს უნდა ახსოვდეს,რომ
სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ემსახურება ეროვნული
სასწავლო გეგმის  საგნობრივ პროგრამებში მოცემული შედეგების მიღწევას .მას
შეუძლია გამოიყენოს რომელიმე ტესტი ან აქტივობა,გადაანაცვლოს პარაგრაფების
თანმიმდევრობა და დაამატოს საკუთარი აქტივობები.მომხსენებელმა აღნიშნა, რომ
ყოველ წელს კათედრა მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმებისა  და შეფასების
ცენტრის მიერ  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით,რაც გამოადგება
მასწავლებელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასახული მიზნების მიღწევაში.
მასწავლებელს აქვს უფლება  ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა გამოიყენოს
სურვილის მიხედვით დამატებითი რესურსები(დამ.ლიტერატურა,ისტ)
ა.ჯაყელმა  განიხილა საგნობრივი სტანდარტები და მოუწოდა პედაგოგებს
სანობრივი სტანდარტის დაცვისა  და შესრულებისაკენ

დაადგინეს:
სასწავლო პროცესში გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელოები:
ქართული ენა და ლიტერატურა X კლასი:ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ
ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძე.
რუსული ენა Xკლასი:ავტორი:მ.ლორთქიფანიძე,ი.ჩხეიძე,თ.ჩიმაკაძე.
ინგლისური ენა X კლასი Gateway A2 .  Macmillan Education.David Spencer.
ქართული ენა და ლიტერატურა XI კლასი:ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ
ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძე.
რუსული ენა XI კლასი:ავტორი:მ.ლორთქიფანიძე,ი.ჩხეიძე,თ.ჩიმაკაძე.
ინგლისური ენა XI  კლასი Gateway B1.  Macmillan Education.David Spencer.
ქართული ენა და ლიტერატურა XII კლასი:ავტორი: ნუგზარ მუზაშვილი,ნიკოლოზ
ჩუბინიძე,ნინო შარაშენიძე.
რუსული ენა XII კლასი:ავტორი:მ.ლორთქიფანიძე,ი.ჩხეიძე,თ.ჩიმაკაძე.
ინგლისური ენა XII კლასი Gateway B1+   Macmillan Education.David Spencer

საკითხი 4   ახალი   სასწავლო კალენდარის გაცნობისა და თემატურ-კალენდარული


გეგმების შედგენის შესახებ;

მოისმინეს:
ა.ჯაყელის მოხსენება თემატურ-კალენდარული გეგმების შესახებ.მან აღნიშნა ,რომ
განათლებისა და მეცნიერების ვებგვერდზე,არის განთავსებული ყველა კლასის
საგნის მასწავლებლის წიგნის
 ელ.ვერსია. გეგმის შედგენის დროს ყველა მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს
ამ სახელმძღვანელოში მოცემული სტანდარტით/ინდიკატორით.მან აგრეთვე
კათედრის წევრებს გააცნო ახალი სასწავლო კალენდარი და მოუწოდა შესაბამისად
და ზუსტად გამოყენება კალენდარული გეგმების შედგენისას.

დაადგინეს:
კალენდარულ გეგმებში აისახოს მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოცემული
გაკვეთილის დაგეგმვის ყველა კრიტერიუმი და წარუდგინონ კათედრას დაგეგმილ
ვადებში.

საკითხი 5. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად


აქტივობებათა  დაგეგმვა-განხორციელების  შესახებ.

მოისმინეს:
მ.ძირკვაძის  მოხსენება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის
აქტივობების შესახებ. მომხსენებელმა კათედრის წევრებს მისცა რეკომენდაციები
პროფესიული განვითარების აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.

დაადგინეს:
1. წარმოადგინონ არჩეული აქტივობების შესაბამისი დოკუმენტაცია
განსაზღვრულ ვადებში.

საკითხი 6. კათედრის სამუშაო გეგმის განხილვა.


მოისმინეს: ა.ჯაყელის მოხსენება კათედრის სამუშაო გეგმის შესახებ.რომელმაც
განიხილა კათედრის წინაშე,ისაუბრა წლის განმავლობაში ჩასატარებელი
ღონისძიებების შესახებ და კათედრის წევრებსშეახსენა  გეგმით ნაკისრი
ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
დაადგინეს: ცვლილებები კათედრის სამუშაო  გეგმაში მოხდეს გეგმის
დამტკიცებამდე, 28 აგვისტომდე.
       სხდომის  თავმჯდომარე:                               /ა.ჯაყელი/                              
       საბჭოს მდივანი:                                                  / მ.წულუკიძე /

You might also like