You are on page 1of 1

ნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ სტაინბეკი ქართველებზე წერდა:

- ქართველები უძველესი ხალხია, რომელთა წინაპარი ეფრატის ნაპირებზე ცხოვრობდა


ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაბილონი ქალაქი არ იყო. ვიცით, რომ ისინი შუმერების
შთამომავლები არიან და ამჟამად მსოფლიოში არსებულ ტომთა შორის ერთ-ერთი
უძველესი ხალხია…
ისინი არიან მგზნებარენი, ამაყნი, გულმხურვალენი და მხიარულნი და რუსეთის სხვა
ხალხების დიდ აღტაცებას იწვევენ… ქართველი მამაკაცები დიდი წარმატების
სარგებლობენ რუს ქალებში…
თბილისელები უკეთესად არიან ჩაცმულნი და უფრო ლაღად გამოიყურებიან იმ
ხალხთან შედარებით, ვისაც რუსეთში შევხვდით. ქუჩები ხალისიან და ცოცხალ
შთაბეჭდილებას ტოვებს.
თბილისში უამრავი ეკლესიაა. თბილისი იყო და არის ქალაქი, სადაც
რჯულშემწყნარებლობა იგრძნობა: აქ წააწყდებით ძველ სინაგოგებს და მუსლიმანურ
მეჩეთს. ეს შენობები აქ არასდროს დაუნგრევიათ.
ყველგან, სადაც კი მოვხვდებოდით – რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში –
გამუდმებით გვესმოდა მაგიურ სიტყვა “საქართველო”… კავკასიის ამ ქვეყანას, შავი
ზღვის პირას რომ მდებარეობს, ისინი მოიხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს.ჩვენ
უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა იმედოვნებს – თუკი მთელი ცხოვრება
პატიოსნად და ზნეობრივად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არ
ამოვყოფთ თავს, არამედ საქართველოშიო.

All reactions:
127Nugzar Sxanareli და 126 სხვა პიროვნება

You might also like