You are on page 1of 3

წერილი ქართლის ერისმთავარს

ქართლის მთავარო, მე სამხედრო გწერთ წერილს, რათა გაცნობოთ მდგომარეობა სირია


პალესტინის ტერიტორიაზე, შემოიჭრნენ აქ არაბნი და დაარბიეს აქაურობა.

მოგეხსენებათ, საუკუნის განმავლობაში არსებობს გეო-პოლიტიკური სახელმწიფო


ინტერესები ბიზანტიის და ირანისგან, სირია პალესტინის მიმართ, რომელიც მდიდარია
ნაყოფიერი მიწებით და ხსენებულიც განვითარებულია მრავალმხრივ.

გეცოდინებათ 626 წლის ბრძოლა ირანს და ბიზანტიას შორის სადაც ხოსრო II-ის მიზანი იყო
დაეპყრო ავარების დახმარებით კონსტანტინოპოლი, მაგრამ ბიზანტიელების აქამდე არ
ნახული ტაქტიკური სვლის გამო, რომელიც გახლდათ „ბერძნული ცეცხლი“ ხალიფამ ვერ
მიაღწია საწადელს და ეს ბრძოლა დასრულდა ბიზანტიელების გამარჯვებით. ირანის
მარცხის შემდეგ ჰერეკლე კეისარი რევანშის აღებას გეგმავდა და ირანის მიმართ მტრულად
განწყობილ ხაზარებთან გაერთიანებას ცდილობდა, რომლებსაც კასპიის ზღვისპირეთზე
ჰქონდათ პრეტენზია მსგავსად ირანისა. ირანი დაუძლურებული ვერ ახერხებდა სამხედრო
კონკურენციის გაწევას ამიტომ მიმართავდა სხვა გზებს როგორიცაა ბიზანტიაში რელიგიური
არეულობის გამწვავება, 614 წლის კრებაზე სადაც ბიზანტიიდან დევნილ მონოფიზიტებს
ირანში ჩამოსვლისაკენ მოუწოდებდა და პრივილეგიებს ანიჭებდა - გამოაცხადა რომ შაჰის
მორჩილ ყველა ქრისტიანს მონოფიზიტობა უნდა მიეღო. ეს თვალსაჩინო ტაქტიკური სვლა
იყო ბიზანტიის წინააღმდეგ მეომრების შესაგროვებლად. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში
თბილისი ირანის ხელთა პყრობაშია.

627 წელს კი ნინევიის ბრძოლა გაიმართა, სადაც ხაზარები და ბიზანტია დაუპირისპირდნენ


ირანს და თავდაპირველად შეუტიეს თბილისს, რაც უშედეგოდ დასრულდა , ამიტომ
ჰერეკლემ გეზი არც თუ ისე შორს ნინევიისკენ აიღო. ბრძოლის ბედი ჰერეკლე კეისარმა
გადაწყვიტა მისი მოხერხებულობის დახმარებით სადაც ჯარს მოწინააღმდეგის დასაბნევად
და მწყობრიდან გარღვევის გამოსაწვევად უკან დახევა მოსთხოვა. შედეგიც გამოიღო ამ
ქმედებამ და მართლაც ირანთა ჯარი დაიბნა და ამ კრიტიკულ მომენტში ისევ შეტევაზე
გადავიდნენ ბიზანტიელები და ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა. ამ ბრძოლიდან 1
წელში ირანში შეთქმულება მოხდა და ხოსრო II თავისივე შვილმა კავადმა მოკლა.
საბოლოოდ ბიზანტია და ირანი ზავდებიან და შეთანხმების თანახმად ყველა
ბიზანტიისათვის წართმეული ტერიტორია ისევ მათ უბრუნდებათ. ამდენი არეულობის
შემდეგ ძალა და რესურს გამოცლილი ორივე ქვეყანა დარბეული იქნა არაბეთის მიერ, სირიის
მიდამოებში სამხრეთის საზღვრებიდან ბიზანტიას შეუტია არაბეთმა, ახალი რელიგიის
გარშემო გაერთიანებული მოსახლეობა სახიფათო ერთგულებით ალაჰის მიმართ და ძალით
გამოირჩეოდა, რის გამოც ვერც ერთმა დიდებულმა სახელმწიფომ ვერ გაუწია
წინააღმდეგობა მათ.

არაბთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება იწყება არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ერების


გაერთიანებით, რომლებიც ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას და ერქვათ ბედუინები. ისინი
ერთი რელიგიის გარშემო გაერთიანდნენ, რასაც ქადაგებდა წინასწარმეტყველი მუჰამადი
რომლის მოძღვრებაც აბუ-ბაქრმა პირველმა ხალიფამ გააგრძელა ჯიჰადის შემოღებით.
მოსახლეობის ნახევარი მესაქონლეობას მისდევდა, ზოგიც ვაჭრობას და ხელოსნობას, რის
შედეგადაც დიდი სავაჭრო ქალაქები მექა და იასრიბი შეიქმნა. იმის მიუხედავად, რომ
ვაჭრობა განვითარებული საქმიანობა იყო მათ ტომებში, ძნელი იყო ეკონომიკური
სტაბილურობა არა ნაყოფიერი მიწის გამო, ამიტომაც აბუ-ბაქრის შემდეგ ხალიფა უმარი
იწყებს ისლამის გასავრცელებლად დაპყრობით ლაშქრობებს, რომლის უკანაც ეკონომიკური
წინსვლის იდეა დგას.

636 წლის ბრძოლა ალ-ქადისიასთან იყო გადამწყვეტი ბრძოლა ირანს და არაბეთს შორის, რაც
ირანის მარცხით დასრულდა. 636 წელს კი ბიზანტიის წინააღმდეგ გადადიან იარმუკის
ხეობასთან სადაც არაბები კიდევ ერთ დიდ წარმატებას აღწევენ და ავრცელებენ კონტროლს
აღმოსავლურ პროვინციებზე და ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სივრცეზე, სადაც ნავთობის და ბუნებრივი გაზის
დიდი მარაგი იყო.

არაბთა ექსპანსია ისევ გრძელდებოდა, ამჯერად კი ეგვიპტის დაპყრობას ცდილობდნენ,


რათა ეს ტერიტორია იყო „ხორბლის ბეღელი“ და მასზე გადიოდა სახმელეთო და სავაჭრო
მარშრუტები. აგრეთვე არაბთათვის რელიგიური დატვირთვა ჰქონდა წმინდა ქალაქის
იერუსალიმის დაკავებას. უნდა აღინიშნოს რომ, არაბთა ექსპანსია არ მოიცავდა მხოლოდ
ახლო აღმოსავლეთის რეგიონს არამედ მოიცვა ჩრდ. აფრიკა, ესპანეთის ნაწილი,
ცენტრალური აზიის მიწები სადაც დაამარცხეს ჩინეთის აბასიანების დინასტია.

არაბთა ეს დაპყრობითი პოლიტიკა საქართველოსაც შეიძლება შეეხოს და ქართლშიც მალევე


გამოჩნდნენ ისინი. იქიდან გამომდინარე, რომ უძლიერესი სახელმწიფოები უკვე
დაპყრობილნი არიან და ისინი ჩვენ დახმარებას ვერ შემოგვთავაზებენ უმჯობესია კარგი
ურთიერთობის დაჭერა მათთან, გადასახადების დაწესება კი ქართლისთვის უცხო არ არის
ისტორიიდან გამომდინარე, ამ პრობლემას თან ამჟამად გვერდს ვერ ავუვლით, ამიტომ ჩვენი
კარგი დამოკიდებულებით, შემწყნარებლობა ვთხოვოთ, როგორც აქამდე დაპყრობილ
კავკასიურ ქვეყნებს შორის დადებულ დაცვის სიგელში მომხდარა. გადავიხადოთ
დაწესებული ჯიზია სანაცვლოდ კი ჩვენი რელიგიის უარყოფა არ მოგვიწევს, ეკონომიკური
კავშირებიც ძლიერი ჩამოგვიყალიბდება, იმის გათვალისწინებით რომ ასეთი
განვითარებული ქვეყნები არაბეთს უპყრია ხელთ მიანიშნებს არაბეთის მომავალში
მრავალგზის განვითარებისკენ, თუნდაც საგანმანათლებლო მხრივ, მათთან კავშირი კი
დაგვეხმარება ქართლისთვის მსგავსი პრივილეგიების მინიჭებაში, და მშვიდად ცხოვრებაში.

იმედია ჩემს აზრს შეურაწმყოფლად არ მიიღებთ და გაიგებთ ჩემს პოზიციასაც, და თუ


გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებით ძალიან დავალებული ვიქნები კიდეც.

მადლობა, პატივისცემით, ქართლელი მეომარი.

მომავალში მომხდარი ფაქტები

ამდენი ერის გაერთიანებამ მოსალოდნელი შიდა არეულობა გამოიწვია 656 წელს ხალიფა
ოსმანი მოკლეს და სამოქალაქო ომიც დაიწყო, რის შემდეგაც ხალიფას არჩევითი სისტემა
გაუქმდა და დინასტიური მმართველობა დაიწყო კონკრეტულად კი უმაიანთა დინასტია
მართავდა სახელმწიფოს.

ამხელა ტერიტორიისთვის დედაქალაქის მექაში არსებობა დიდი პრობლემა იყო რადგან


ტერიტორიულად ცენტრში არ მდებარეობდა, ამის მოსაგვარებლად დამასკოში მოხდა
დედაქალაქის გადატანა. 750 წელს კი აბასიანთა დინასტიის ტახტზე რელიგიურ-
პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ ასვლისთანავე დედაქალაქი კვლავ იცვლება და ბაღდადში
გადატანა დაუპირეს.

არაბეთის დედაქალაქი ბაღდადი კი კულტურის და განათლების კერად იქცა, რასაც ხელი


მუსლიმმა ლიდერებმა შეუწყვეს. IX საუკუნეში ხალიფა ალ მამუნი აშენებს ბაღდადში
მრავალ ფუნქციურ საგანმანათლებლო დაწესებულებას „სიბრძნის სახლს“, რომელიც
ბიბლიოთეკას, აკადემიას, საგანმანათლებლო და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებდა.

იმის გამო რომ არაბეთის ტერიტორიაზე ეგვიპტელი, სირიელი და ირანელი წარმოშობის და


კულტურის ხალხი ცხოვრობდა და ეს ერები განვითარების უმაღლეს საფეხურზე იყვნენ
არაბეთის მაღალ დონეზე განვითარება ბევრად გაადვილდა. არაბეთი მსოფლიო ასპარეზზე
წამოიწია.

მარიამ ზუმბულიძე

You might also like