You are on page 1of 42

წლიური ანგარიში

2019
შინაარსი

შესავალი 3
საერთო კრება 5
მესამე პრინციპის ცვლილება 6

ორგანიზაციული განვითარება 6
ქარტიის პრიზი 2018 7

საბჭოს საქმიანობა 8
მედიის პროფესიონალიზმის გაუმჯობესება 10
ტრენინგები 10
სახელმძღვანელოები 11
ვიდეო მასალები 13
კონსულტაციები 13

მედიაკრიტიკა 14
მედიაწიგნიერება 16
ქარტიის მიერ გაწეული სერვისები 17
ადვოკატირება 18
ქარტიის ორგანიზებული კონფერენციები 20
დანართი - გადაწყვეტილებები 25
3

შესავალი

2009 წელს 137 ჟურნალისტის მიერ დაფუძნებული 2019 წელს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა
ორგანიზაცია, უკვე 360 წევრზე მეტს წევრს რამდენიმე კერძო ტელევიზიის დამფუძნებელსა
ითვლის. დღეს ქარტია ავტორიტეტული, სან­დო და დირექტორს.
ორგანიზაციაა და მისი ყოველდღიური საქმი­ა­
ნობა საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობე­ 2019 წლის ივნისში, საპროტესტო აქციების
სებისკენაა მიმართული. გაშუქებისას, ქართული მედიის ისტორიაში ერ­
თდრო­ულად მედიის ყველაზე მეტი წარმომა­
ქარტიის საბჭო, რომელიც ჟურნალისტური ნამუ­ დგენელი დაშავდა, ორმოცამდე ჟურნალისტმა,
შევრების ეთიკურობას აფასებს, წლიდან წლამდე ოპერატორმა და ფოტოგრაფმა 20 ივნისის ღა­
უფრო და უფრო მეტი ნდობით სარგებლობს. მის აქციის ძალისმიერი დაშლის დროს რე­ზინის
ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, ჯანმრთე­
მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სუბიექტთა ლობის მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო.
წრე, ვინც ქარტიას მომართავს. პოლიტიკოსები,
საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანი­ სამართალდამცავების მხრიდან მედიის მიმართ
ზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სა­ ძალის აშკარა გადამეტების მიუხედავად, 6 თვის
მარ­­თალ­დამცავები, სასულიერო პირები, რი­გითი შემდეგაც არავინ დასჯილა, მედიის არც ერთ წარ­
მოქალაქეები, - ეს არ არის ამომწურავი ჩამონა­ მომადგენელს დღემდე არ აქვს დაზარა­ლებულის
თვალი მათი ვინც ბოლო წლებში ქარტიის საბჭოს სტატუსი.
მომართავს და ამა თუ იმ მედია პროდუქტის
ეთიკურობის შეფასებას სთხოვს. უფრო მეტიც, ბოლო კვირების განმავლობაში
მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, მედიას
თუკი 10 წლის წინ ქარტია წლიურად მხოლოდ სამართალდამცავები უკანონოდ უშლიან ხელს
რამდენიმე საქმეს განიხილავდა, წელს შემოსული პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში
განცხადებების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. და ქარტიის არაერთი მოწოდების მიუხედავად,
ქარტია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მსგავს ფაქტებზე ხელისუფლება არ ახდენს ადე­
კონსულტირებას მედიის წარმომადგენლებს, ქარ­ კვატურ რეაგირებას. განსაკუთრებულად შემაშ­
ტიის შექმნილი ეთიკური გაშუქების სახელმძღვა­ ფო­თებელია 12 დეკემბერს საპარ­ლამენტო კო­
ნელოებით უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი მიტეტიდან ჟურნალისტების ფიზიკური ძალის
სარგებლობს. გამოყენებით გამოძევება.

ამ დადებითი ტენდეციების ფონზე, ქარტია თი­ სულ უფრო ხშირად უშლიან ხელს რეგიონებში
თქმის ყოველკვირეულად საჯარო განცხა­დე­ მომუშავე ჟურნალისტებს. მაღალი პოლიტიკური
ბებით ეხმაურება მედიის წინაშე წარმოქმნილ თანამდებობის პირები პირდაპირ ეთერებში ახ­
პრობლემებს. ხელისუფლების სხვა და სხვა დენენ ჟურნალისტებზე თავდასხმას კრიტიკული
შტოს წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად შეკითხვების პასუხად. ხელისუფლების სხვა­
ახდენენ ჟურნალისტების უფლებების შელახვას, დასხვა წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად
ჟურნალისტების ლანძღვას, მათთვის კანონით საუბრობენ მედიის რეგულირების საჭიროებაზე,
გარანტირებული საქმიანობის განხორციელებაში ხელისუფლებასთან დაკავშირებული სუბიექტები
ხელშეშლას. ახმოვანებენ გზავნილებს, რომ ჟურნალისტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

პროფესიული შეცდომის გამო კანონით უნ­ სუფლების ფარული მონაწილეობის კვალი აშ­
და ისჯებოდნენ, პერიოდულად ისმის საუ­ბარი კარაა.
ცილისწამების სისხლის სამართლის წესით დას­
ჯაზე, პარლამენტი მსჯელობს მაუწყებ­ლო­ბის ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჟურნა­
შესახებ კანონში შესატან ცვლი­ლებე­ბზე, რო­ ლისტური ეთიკის ქარტია კვლავ მნიშვნელოვანი
მელმაც შესაძლოა შეზღუდოს თვითრეგუ­ლი­რება გამოწვევების წინაშეა, თვითრეგულირების
და გაამკაცროს რეგულირება. უალტე­რ­ნატივობა კვლავ ბრძოლითაა შესა­
ნარჩუნებელი. ქართული სახელმწიფოს უახ­
2019 წელს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა აჭარის ლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო საარ­ჩევნო წელს სულ უფრო მეტი პრობლემა
დამოუკიდებლობის შენარჩუნება. აჭარის ტელე­ აქვთ ჟურნალისტებს და მრავალ ფრონტზე
ვიზიის ახალ დირექტორსა და ჟურნალისტებს მოგვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა. ამი­
შორის ერთგვარი შუამავლის როლი სწორედ ტომაც, მნიშვნელოვანია ქარტიის კიდევ უფრო
ქარტიამ იკისრა, რის შედეგადაც პროცესები გაძლიერება, წევრთა აქტიურობა, პრობლემების
დროებით განიმუხტა. თუმცა, არ არსებობს მათი წინაშე გაერთიანებული ძალებით ბრძოლა, მხო­
სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების ლოდ ასე თუ შევძლებთ უკეთესი მედია გარემოს
მყარი გარანტიები, რადგან პროცესებში ხელი­ მიღებასა და პროფესიულ განვითარებას.
5

საერთო კრება
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის­ ლებსაც ვადა ამოეწურათ. მათ შორისაა ნინო
თვის საიუბილეო, მეათე საერთო კრება 2018 ჯაფიაშვილი თბილისიდან და მაია მამულაშვილი
წლის 22 დეკემბერს, სასტუმრო ფაბრიკის სა­ და გიორგი სულაძე რეგიონებიდან. თუმცა, საბ­
კონფერენციო სივრცეში გაიმართა. კრებას 97 ჭოში კვლავ დარჩა გიორგი სულაძე, მან ჩა­
წევრი ჟურნალისტი დაესწრო. კრებაზე აღმასრუ­ ანაცვლა საბჭოს მოქმედი წევრი თეა ზიბზიბაძე,
ლებელმა დირექტორმა, საბჭოს თავმჯდომარემ რომელმაც დროებით ქვეყანა დატოვა და საბჭოს
და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ წლიური საქმიანობაში ვეღარ ახერხებდა ჩართვას.
ანგარიში წარადგინეს.
რაც შეეხება ქარტიის სარევიზიო კომისიას, კო­
საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერმა ჟურნა­ მისიის წევრებად აირჩიეს: ნათია კუპრაშვილი,
ლისტებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი და ნინო ხელაძე და ალეკო ცქიტიშვილი. კომისიის
ქარტიის სარევიზიო კომისიის განახლებული შე­ თავმჯდომარედ ახალარჩეულმა შემადგენლობამ
მადგენლობა აირჩიეს. ალეკო ცქიტიშვილი დაასახელა. სარევიზიო
კომისია აკონტროლებს ქარტიის თავმჯდომარის,
საბჭოს ახალი წევრები გახდნენ: საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ
თბილისის კვოტით - ნანა ბიგანიშვილი, სტუდია მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ
მონიტორი; რეგიონების კვოტით - კამილა მამე­ ქარტიის წესდების შესრულებასა და ფინანსური
დოვა, რადიო მარნეული და ირმა ზოიძე, სტუდია სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების
REC. შესაბამისად გამოყენებას.

საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ერთი წლის ვა­ იმის გამო, რომ ნათია კუპრაშვილი ჩართული
დით ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს. ქარტიის საბჭო იყო ქარტიის მედიაწიგნიერების პროექტში,
9 წევრისაგან შედგება, მათგან სამი თბილისის, ქმნიდა ინტერესთა კონფლიქტს სარევიზიო
6 კი რეგიონულ მედიას წარმოადგენს. საბჭოს კომისიის წევრობასთან. ამიტომაც მან 2019
წე­ვრებს სამი წლის ვადით ირჩევენ. ახალმა წლის ბოლოს დატოვა სარევიზიო კომისია. მისი
წევრებმა ჩაანაცვლეს საბჭოს ის წევრები, რომ­ ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სულხან
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

მესხიძემ, რომელიც 2018 წელს მონაწილეობდა “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია


კენჭისყრაში, უარი თქვა სარევიზიო კომისიაში მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა
მუშაობაზე. შესაბამისად, 2019 წელი სარევიზიო წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ
კომისიამ მხოლოდ ორი წევრის შემადგენლობით უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები,
დაასრულა. არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორ­
მაცია”.
მესამე პრინციპის ცვლილება
ქარტიის პრაქტიკით გამოიკვეთა, რომ ქარტიის
მე-3 პრინციპის მეორე ნაწილს: “ჟურნალისტმა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები”
წევრთა გადაწყვეტილებით, ქარტიის მესამე
ფარავს პირველი პრინციპი (სიზუსტე), ვინაიდან
პრინციპი შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა:
ფაქტების მიჩქმალვა სწორედ არასწორი ინფორ­
მაციის გავრცელებას იწვევს. წინადადება “არ
“ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია
უნდა გააყალბოს დოკუმენტები” კი რეალურად
მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელ­
მოიცავს მე-11 პრინციპს “ჟურნალისტმა უმძიმეს
თა წყარო დადასტურებულია.”
პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი
ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. აქედან
ძველი ვერსია ასე იყო ფორმულირებული:
გამომდინარე ქარტიის წევრთა უმრავლესობა,
243 წევრი დაეთანხმა მესამე პრინციპის ცვლი­
ლებას, 24 წევრმა კი მხარი არ დაუჭირა ახალ
ვერსიას.

ორგანიზაციული განვითარება

2019 წელს ქარტიამ დაამტკიცა მომდევნო ებებს ფარავს. არც ერთ მათგანს ხარვე­ზები
3 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმა, არ გამოუვლენია. თუმცა შემდგომი განვი­თა­
აგრეთვე შეიმუშავა 2019 წლის სამოქმედო გეგმა რებისთვის USAID-ის რეკომენდაციის საფუძ­
და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი. ველზე და IREX-ის დახმარებით ქარტიამ დაამტკი­
ცა რამდენიმე დოკუმენტი:
ქარტიამ პირველად მოახერხა და დაიქირავა
გარე აუდიტი, რომელმაც UNDP-ს ფარგლებ­ ► სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა
ში დაფინანსებული მედიამონიტორინგის 2 ► ქარტიაში დასაქმებულთა სამივლინებო ხარ­
პროექტი შეამოწმა, აგრეთვე თავად დონორი ჯების ანაზღაურების წესი
ორ­განი­ზაციების აუდიტი გაიარა NED-ის მიერ ► ქარტიის მიერ თბილისში ორგანიზებულ ღო­
დაფინანსებულმა „მედიაჩეკერის“ პროექტმა ნისძიებებში მონაწილეთა მგზავრობის და
და USAID/IREX-ის მიერ მხარდაჭერილმა პრო­­ ცხოვ­რების ხარჯების ანაზღაურების წესი
ექტმა, რომელიც ქარტიის ძირითად სა­ჭირო­
7

► სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედი­


ქარტიის პრიზი 2018
აში - თათია ხალიანი და სოფო აფციაური,
“ქა­ლაქი, რომელიც გლოვით დაიღალა”,
ქარტიის საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნა­
ლი­ბერალი;
ლისტური ეთიკის ქარტიამ “ქარტიის პრიზი
► ჟურნალისტური გამოძიება - მაია მეცხვა­
2018-ის” გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიუ­რის
რიშვილი, “ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო
შემადგენლობაში შედიოდნენ ქარტიის საბ­ჭოს
რეფორმის კრახი” , სტუდია “მონიტორი”;
წევრები: გელა მთივლიშვილი, ლიკა ზა­კა­შვილი,
► ბავშვთა საკითხები - მარიამ აბესაძე, “ანა,
მაია მერკვილაძე, ასევე ქარტიის აღმასრუ­ლე­
ირინა, ელენე და სხვები“, ინდიგო;
ბელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, საქარ­
► “საქართველო და ევროპა” - ნინო ზურია­შვი­
თველოში IREX-ის ფილიალის დირექტორი ლიკა
ლი და ნატალია ვახტანგაშვილი - “მეგო­ბრო­
ჩახუნაშვილი და AP-ს ჟურნალისტი სოფიკო
ბა რუსულად”, სტუდია მონიტორი.
მეგრელიძე. შემოსული 70 განაცხადიდან ჟიურიმ
საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხა­
დებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა
► ვიდეორეპორტაჟი - გიორგი ბოლქვაძე, გზაზე
საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის პრიზი და­
ერთი ბიჭი მიდიოდა”, მთის ამბები;
აწესა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს
► მულტიმედია პროექტი - ნინო ლომაძე, პრო­
წარმომადგენლობამ; ხოლო კამპანია „ძალა
ექტი 08.08.08, ინდიგო;
ევროპაშიას“ ფარგლებში სპეციალური ფულადი
პრიზი გაიცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“ მიერ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

საბჭოს საქმიანობა
2019 წელს ქარტიის საბჭომ ქარტიის არსებობის 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი განცხადება
განიხილა.

ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმეები

75
2019 88
7

55
2018 53
6

56
2017 63
6

28
2016 41
9

35
2015 34
0
0 10 20 30 40 50 60 70 80 90 100

* 2019 წლის ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით


0 10 20 30 40 50 60 70 80 90 100

ქარტიის საბჭომ განსახილველ მასალებში ტრა­ 11 პრინციპის, ფაქტის განზრახ დამახინჯების


დიცულად ყველაზე მეტჯერ ქარტიის პირველი მაჩვენებელი, საბჭომ ამ პრინციპის დარღვევა
პრინციპის (სიზუსტის) დარღვევა დაადგინა. წელს 11-ჯერ დაადგინა.
ასე­ვე სამწუხაროდ გაზრდილია ქარტიის მე-

ქარტიის საბჭოს მიერ განხილული საქმეები

60
49
50
40
30 27
19
20
11
10 3 4 5
0
)
)

)
)
)

)
(
1

(
3

(
7

(
8

(
10

(
11

* ინფორმაცია მოცემულია 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით

ქარტიაში საქმეების განხილვა როგორც წე­


სი საჯაროდ ხდება, ხშირად განხილვაში ორი­
ვე მხარე მონაწილეობს, წელს საბჭო შემო­სულ
განცხა­დებებს იხილავდა შემდეგი შემადგენ­
ლობით:

1. ნანა ბიგანიშვილი (საბჭოს თავმჯდომარე)


2. ლიკა ზაკაშვილი
3. ირმა ზიოძე
4. კამილა მამედოვა
5. ლაურა გოგოლაძე
6. მაია მერკვილაძე
7. გელა მთივლიშვილი
8. გიორგი სულაძე
9. გიორგი მგელაძე (22 ოქტომბერს
დატოვა საბჭო)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

10

მედიის პროფესიონალიზმის გაუმჯობესება


ტრენინგები ძალადობის გაშუქებისას და როგორ შეიძლება
მათი გადაჭრა.
არასრულწლოვანთა ტრენინგს უძღვებოდნენ ნინო ჩიხლაძე - ახალ­
მართლმსაჯულების გაშუქება გაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ექსპერ­
ტრენინგი მიზნად ისახავდა არასრულწლოვანთა ტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის
მართლმსაჯულების შესახებ ინფორმაციის მიწო­ სა­კითხებში და ნინო თარხნიშვილი - რადიო თა­
დებას. მონაწილეებმა იმსჯელეს თუ როგორ ვი­სუფლების რეპორტიორი.
უნდა გაშუქდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი
ტრენინგში 16 ჟურნალისტი მონაწილეობდა.
არასრულწლოვნები. ტრენინგს პირველ დღეს
უძღვებოდნენ „პარტნიორობა ადამიანის უფლე­ სუიციდის გაშუქება
ბებისთვის“ ხელმძღვანელები ანა არგანაშვილი
პირველ დღეს ტრენინგს უძღვებოდა სოფო
და ანა აბაშიძე. მეორე დღეს კი ჟურნალისტებს
ტაბაღუა, ექიმი ფსიქოთერაპევტი. მასთან ერთად
პრაქტიკული მაგალითების განხილვის საფუძ­
მონაწილეებმა განიხილეს ის ემოციურ-ფიზიკური
ველზე ამ თემაზე ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალი­
მდგომარეობა, რომელიც აქვს ადამიანს თვით­
სტმა ზვიად ქორიძემ.
მკვლე­ლობამდე. ისაუბრეს სუიციდის ნიშნებზე
ტრენინგს 18 მონაწილე დაესწრო, მათი უმრავ­ და პრევენციულ ღონისძიებებზე. მეორე დღეს
ლე­სო­ბა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ჟურნალისტური ნამუშევრები განიხილეს და პრო­
იყვნენ. ფესიული დისკუსია გამართეს „ნეტგაზეთის“
რედაქტორ ნესტან ცეცხლაძესთან. იმსჯელეს იმ
ოჯახში მომხდარი ძალადობის
დილემებზე, რაც ჟურნალისტების წინაშე დგება
გაშუქება
ამ თემის გაშუქებისას. საკუთარი გამოცდილება
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიი­ გაუზიარა კოლეგებს ჟურნალ „ინდიგოს“ რე­
ღეს ინფორმაცია თუ როგორ უნდა გაშუქდეს დაქტორმა ნინო ლომაძემ, რომელმაც სუიციდს
ოჯახში მომხდარი ძალადობის, ფემიციდის გადარჩენილ ადამიანებზე და ზოგადად სუიციდზე
შემთხვევები. როგორია სამართლებრივი ჩარჩო, მომზადებული სტატიისთვის ქარტიის პრიზიც
რა რეგულაციები არსებობს, რას უნდა მიაქციოს
დაიმსახურა 2017 წელს.
ყურადღება ჟურნალისტმა, რომ არ გააღრმავოს
სტერეოტიპები. მონაწილეებმა იმსჯელეს თუ ტრენინგს 15 მონაწილე დაესწრო, მათი უმრავლე­
რა დილემები წარმოიშვება ოჯახში მომხდარი სობა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები იყვნენ.
11

სახელმძღვანელოები მასალები, რომლებიც ფორმის თვალსაზრისით


არ განსხვავდება ჟურნალისტური პროდუქტისგან.
მაგალითად, აქვს სტატიის ფორმა, მომზადებულია
სიუჟეტი და ა.შ. ასეთ დროს ძალიან ადვილია
დაიჯეროს აუდიტორიამ, რომ შესაბამისი აღნი­
შვნის გარეშე მიწოდებული ინფორმაცია არის
რე­დაქ­ციის მიერ გადამოწმებული, მაგალითად,
პროდუქტი მართლაც საუკეთესოა.

სიძულვილის ენასთან ბრძოლა


სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ
ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შე­უ­
რა­ცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრე­
დიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულ­
ვილის ენად აღიქმება. რეალურად, მათ შორის
დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვე­
ყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს,
რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, ამიტომაც მნიშვნელოვანია ნაცვლად დამაბნე­
რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები ველი სიმბოლოებისა, ცხადად იყოს მითითებული,
გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რო­ რომ მასალა არის რეკლამა.
მე­ლიმე პირის მიმართ.
ქარტიის მიერ შექმნილ დოკუმენტში თავმოყრი­
სიძულვილის ენის წამახალისებელი, სტერეო­ ლია წესები, რომელიც მედიასაშუალებებმა უნ­
ტიპების გაღრმავების ხელის შემწყობი შესაძლოა და დაიცვან იმისათვის, რომ შეცდომაში არ
მარტივად გახდეს მედია, თუკი სიფრთხილით არ შეი­ყვანონ აუდიტორია და დაფინანსებული
მოეკიდება თითოეულ შემთხვევას და არ იფიქ­ მასა­ლა არ წარმოაჩინონ როგორც რედაქციის
რებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე, პასუხისმგებლობით მომზადებული მასალა. სა­
რომელსაც იყენებს სენსიტიურ საკითხებზე მუშა­ ხელმძღვანელოში ცალკ-ცალკეა მოცემული
ობისას. რე­კო­მენდაციები სპონსორობისთვის, product
placement-სთვის და საფასურის სანაცვლოდ
სწორედ ამიტომ ქარტიის მიერ შექმნილი სა­ მასა­ლის გამოქვეყნებისთვის.
ხელმძღვანელო წესების ძირითადი მიზანია და­
ეხმაროს ჟურნალისტებს, თავიდან აირიდონ სი­
ძულვილის ენის ტირაჟირება და სტერეოტიპების ძალადობრივ ექსტრემიზმთან
გამყარება. დაკავშირებული საკითხების გაშუქება
ქარტიამ გაიმარჯვა საქართველოს უსაფთხოებისა
და განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ
სარეკლამო და სარედაქციო
კონკურსში და მოამზადა ძალადობრივ ექსტრე­
მასალების გამიჯვნა
მიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების
სარეკლამო დრო და ადგილი ყველა ტიპის სახელმძღვანელო. დოკუმენტზე ჟურნალისტმა
მედიასაშუალებას გამოყოფილი აქვს - ბანერები, და ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ იმუშავა.
სარეკლამო რგოლები ფორმით და შინაარსით
მკვეთრად განსხვავდება ჟურნალისტური პრო­ სახელმძღვანელო სამ ნაწილადაა გაყოფილი.
დუქტისგან, შესაბამისად, ნაკლებია იმის ალბა­ პირველ ნაწილში, ყურადღება გამახვილებულია
თობა, რომ ვინმე მას სარედაქციო მასალად ცნებების თეორიულ თავისებურებებზე, მათ შო­­
აღიქვამს. მათგან განსხვავებით პრობლემურია -რის ისეთ ტერმინებზე როგორიცაა ტერორიზმი,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

12

ხშირად გამოიყენებოდეს ტერორიზმთან თუ


ნეონაცისტური ჯგუფების გაშუქებასთან კავშირში
და რომლებსაც შესაძლოა, შინაარსობრივი ბუნ­
დო­ვანება ახასიათებდეთ.

მედიაწიგნირების სახელმძღვანელო
XXI საუკუნეში 14-18 წლის ახალგაზრდები ინფორ­
მაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რაც
წლების წინ წარმოუდგენელიც კი იყო. სწორედ
ეს ინფორმაცია აყალიბებს მათ რწმენებს, მო­
საზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს ქცევას
საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, მოზარდებს
შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის შეფასება და
კრიტიკული გააზრება.

რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ა.შ. ეს ცნებები


არ არის ნეიტრალური მნიშვნელობის მქონე
სიტყვები, მათი გამოყენებისას, როგორც წესი,
გარკვეული შინაარსით ვტვირთავთ კონკრეტულ
მოვლენებსა თუ ინდივიდებს. ამიტომაც ყოველთვის
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღნიშნულ
ტერმინები სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, სახელმძღვანელოს პირველი ნა­
წილი ყურადღებას ამახვილებს მედიისა და
ტერო­რიზმის, ისევე როგორც მედიისა და ნეო­
ნაცისტური ჯგუფების ურთიერთმიმართებაზე
თე­ო­რიულ დონეზე, მიმოიხილავს ამ თემებზე
არსებულ ლიტერატურას და მოკლედ მოგაწვდით
ინფორმაციას ქართულ კონტექსტზე როგორც
ტერორიზმთან, ისე რადიკალიზებული მემარჯვენე საზოგადოება ახალი გამოწვევის წინაშე დგას -
ჯგუფებთან დაკავშირებით. მოახერხოს ორიენტირება და სანდო ინფორმაციის
ამორჩევა. განსაკუთრებით საქართველოში,
სახელმძღვანელოს მეორე ნაწილს პრაქტიკული სა­დაც როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანში,
დანიშნულება აქვს და მასში შემავალი თითოეული წლების მანძილზე აუდიტორია მხოლოდ ერთი
ქვეთავი სამი ნაწილისაგან შედგება: ძალადობრივ ან რამდენიმე არხიდან იღებდა ინფორმაციას.
რადიკალიზაციასთან დაკავშირებული თემების ინტერნეტის განვითარებასთან ერთად კი ინ­
გაშუქებისას, არსებული საერთაშორისო რეკო­ ფორმაცია მრავალი წყაროდან თავად მიდის
მენდაციების მიმოხილვა, თემის გაშუქების კონ­ მომხმარებლამდე, რაც ახალი გამოწვევების წი­
კრე­ტული მაგალითი მედიიდან და შეკითხვები ნაშე აყენებს მას - განივითაროს ინფორმაციის
მსჯელობისათვის. სელექციის უნარჩვევა. ქვეყანაში სულ უფრო
აქტუალური ხდება მედიაწიგნიერების საკითხი,
სახელმძღვანელოს ბოლოს, მოცემულია მოკ­ რადგან სწორედ მედიაწიგნიერი და კრიტიკულად
ლე განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც თავს მოაზროვნე საზოგადოება ვერ გახდება დეზინ­
უყრის იმ სიტყვებს, რაც შესაძლოა, ყველაზე ფორმაციის მსხვერპლი.
13

ქარტიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ► კრიმინალის გაშუქება


­დახ­მარებით შექმნილი მედიაწიგნიერების სახე­ ► ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქება
ლმძღვა­ნელოს მიზანია არაფორმალური გა­­ ► შესწორების სტანდარტი
ნათ­­ლების გზით დაეხმაროს ახალგაზრდებს აი­ ► ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქება
მაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის ► სარეკლამო და სარედაქციო მასალების
და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიეროს გამიჯვნა
მათი უნარი კრიტიკულად გაანალიზონ, თუ რა ► პირადი ცხოვრების გაშუქება
კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ► როგორ მივმართოთ ქარტიას
ინფორმაციას შორის. სახელმძღვანელო გა­ ► როგორ მუშაობს ქარტია
ეროს ბავშვთა ფონდის კოსოვოს ოფისის მიერ
განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადა­ კონსულტაციები
პ­ტირებული ვერსიაა. საანგარიშო პერიოდში ქარტიამ კონსულტაცია
გაუწია 55 ჟურნალისტს 22 მედიასაშუალებიდან.
ვიდეო მასალები მათ დახმარება სჭირდებოდათ თუ როგორ ჩა­
ქარტიამ საანგარიშო პერიოდში მოამზადა 8 ესწორებინათ არასწორი ინფორმაცია, რო­გორ
მცირე ქრონომეტრაჟიანი ვიდეო. 6 მათგანი გაეშუქებინათ ეთნიკური უმცირესობის წარ­მო­
ქარ­ტიის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოზე მადგენელი, ჯანმრთელობის პრობლემების მქო­ნე
დაყრდნობით, 2 ვიდეო კი ორგანიზაციის მუშა­ ბავშვი, სუიციდი, მოეხდინათ თუ არა არასრულ­
ობას აღწერს. ამ ფორმატით ქარტია ცდილობს წლოვნის იდენტიფიცირება, პირადი ცხოვრების
მარტივად და ადვილად აღსაქმელი გზით მია­ დეტალების გასაჯაროვება და აშ.
წოდოს აუდიტორიას ინფორმაცია. მომზადდა
ვიდეოები შემდეგ თემებზე: ამასთან არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც
ქარ­ტიის რეკომენდაციით მყისიერად შესწორდა
ეთიკური სტანდარტების უხეშად დამრღვევი
მასალები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

14

მედიაკრიტიკა
მედიაჩეკერი რჩება ქარტიის მნიშვნელოვან საკითხი გააშუქა უთითებდა, რომ პირველად ამ
პრო­ექტად და ერთადერთ მედიაკრიტიკის თემის შესახებ მედიაჩეკერმა დაწერა. საბოლოოდ
პლატ­ფორმად საქართველოში. 2019 წელსაც ამ ამბის გამო რამდენიმე ადამიანმა დატოვა
ჟურ­ნალისტები ატარებდნენ ყოველდღიურ მე­ ტელეკომპანია, საინფორმაციო სამსახურის ჟურ­
დია­მონიტორინგს ქართულ ცენტრალურ არ­ ნალისტები კი საჯაროდ გაემიჯნენ ფილმს.
ხებსა და ონლაინ მედიაზე. აკვირდებოდნენ მათ
მიერ მომზადებული კონტენტი რამდენად იყო ამასთან მედიაჩეკერის მიერ მომზადებული მა­
შესაბამისობაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სალები ციტირებული იყო სხვადასხვა ანგარი­
პრინციპებთან, მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან შებში, მაგალითად IREX-ის მედია მდგრადობის
და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან. ინდექსში იმის საილუსტრაციოდ თუ როგორი
პოლარიზებულია მედიაგარემო, როგორ აჩვენებს
არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მედიაჩეკერი ორი მთავარი სატელევიზიო არხი პარალელურ
გახდა სხვა მედიასაშუალებებისთვის მასალების რეალობებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა
მომზადების წყარო. ამის კარგი მაგალითია საქართველომ კი საკუთარ ანგარიშში „ვის ეკუ­
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ აგვისტოს ომზე თვნის ქართული მედია“ მედიაჩეკერის მა­სა­
შექმნილი დოკუმენტური ფილმის შესახებ მასალა. ლა მოიხმო ტელეკომპანია იბერიაში განვი­
მას შემდეგ, რაც მედიაჩეკერმა გააკრიტიკა და თარებული მოვლენების საილუსტრაციოდ.
დაწერა ამ ფილმის ანალიზი, საზოგადოების ამა­­­ვე ორგანიზაციამ მედიაჩეკერის სტატია ცი­
ფართო ფენებმა გაიგეს მის შესახებ, მოჰყვა ლის­წამების გამკაცრების შესახებ ინიციატივაზე
დიდი კრიტიკა მათგანაც, ფილმს გამოეხმაურა წყა­როდ მიუთითა სტატიაშიც, რომელიც ქვეყანაში
ოპოზიციაც. მედიის ნაწილი, რომელმაც ეს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს ეხება.
15

გამოცემა ნეტგაზეთს კი მედიაჩეკერის მასა­ მედიაჩეკერის ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძის


ლა დასჭირდა იმის საჩვენებლად რომ ექსპერ­ მიერ მომზადებულმა სტატიამ გაიმარჯვა ახალ­
ტი, რომელიც საკუთარი კვლევით არასამ­ გაზრდა იურისტთა ასოციაციის და Democ­
თავ­რობოების დისკრედიტაციას ცდილობს, racy Reporting International (DRI)-ს მიერ
ცენ­­­ტრა­ლური საარჩევნო კომისიის მიერ დაფინა­ გამოცხადებულ კონკურსში პოლარიზაციის შე­
ნსებულ სტატიებში მონაწილეობდა ცესკოს პო­ სახებ და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა ბერ­
ზიციის დადებითად წარმოსაჩენად, რაც მედია­ ლინში. ის ასევე შერჩეული იყო Digital Commu­
ჩეკერმა გამოარკვია. nication Network-ის სასწავლო ტურისთვის და
2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკის
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქარტიას დაუ­ შეერთებულ შტატებში, სადაც მედიაჩეკერისთვის
კავშირდა BBC Monitoring და ოფიციალურად რამდენიმე ექსკლუზიური მასალა მოამზადა.
შესთავაზა მედიაჩეკერის მასალების გამოყენება
და ციტირება საკუთარ მასალებში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

16

მედიაწიგნიერება
2019 წელს, საქართველოს ჟურნალისტური ეთი­ ► ქუთაისი;
კის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNI­ ► მარნეული;
CEF) თანამშრომლობის ფარგლებში, ქარ­ტია ► წნორი.
აქ­ტიურად მუშაობდა ახალგაზრდებთან მედია­
წიგნიერების თემაზე. ხუთივე ქალაქის მასშტაბით, სემინარებში ჯამ­
ში 94 ახალგაზრდა მონაწილეობდა. აღსანი­
წელს დასრულდა და ქართული მაგალითებით შნავია, რომ ეს ახალგაზრდები არიან ამ ქა­
შეივსო მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, ლაქებში მცხოვრები აქტიური, თემის ლიდერი
რომელიც მომზადებულია UNICEF-ის კოსოვოს ახალგაზრდები, რომელთაც ერთგვარი თანა­
ოფისის მიერ შედგენილი პროგრამის, PONDER- ტოლ-განმანათლებლების როლი აქვთ.
ის ადაპტირების შედეგად. ეს სახელმძღვანელო
ეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის სწავლება მთლიანად დაფუძნებული იყო რო­
დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი ლურ თამაშებზე, დავალებებსა და კონკრეტული
ტექნოლოგიების შესახებ, აძლიერებს მათ უნარს მასალების ანალიზზე. ტრენინგის მონაწილეები
კრიტიკულად გააანალიზონ რა კავშირი არსებობს აქტიურად იყვნენ ჩართული დავალებების შეს­
მედიას, აუდიტორიას და ინფორმაციას შორის. რულების პროცესში, ინტერაქციაში სპიკერებთან
და მონაწილეობდნენ დისკუსიებში.
ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერ­თო­
ბლივი პროექტის ფარგლებში, ამ სახელმძღვა­ სწავლების შემდეგ ახალგაზრდებმა განი­ვი­თა­
ნელოს გამოყენებით, 2019 წელს გაიმართა რეს შემდეგი უნარები:
სემინარი უფროსკლასელებისთვის საქართველოს
ხუთ ქალაქში: ► მედიის როლის და მის მიერ გავრცელებული
ინფორმაციის ანალიზი;
► თბილისი; ► ტექსტის, ვიდეო და ფოტო მასალის აღქმა,
► ბათუმი; ინტერპრეტაცია და ანალიზი.
17

ქარტიის მიერ გაწეული სერვისები


ქარტიამ მიმდინარე წელს მოახერხა სხვადასხვა მსხვერპლები. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა
ტენდერებსა და კონკურსებში მონაწილეობა და შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება და
გამარჯვება, რაც კარგი საშუალება იყო ორ­გა­ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და
ნიზაციისთვის მიეღო დამატებითი შემოსავალი. სტიგმების შემცირების ხელშეწყობა.
ამის მაგალითი იყო ზემოთ აღნიშნული ძალა­
დობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული სა­ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კიდევ
კითხების გაშუქების სახელმძღვანელო, რომლის ერთ კონკურსში გაიმარჯვა ქარტიამ და შექმნა
მომზადებაც საქართველოს უსაფრთხოებისა და ბლოგინგის შესახებ კიდევ ერთი სასწავლო
განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონ­ კურსი. სოციალური მედია მნიშვნელოვანი ინ­
კურსში გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. სტრუ­მენტია მომხმარებლისთვის იმისათვის, რომ
ყოველგვარი ფინანსური დანახარჯის გარეშე შე­
ქარტიამ ასევე გაიმარჯვა სამოქალაქო საზო­
ძლოს დიდ აუდიტორიაზე გასვლა, კამპანიების
გა­დოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ
წარმოება, საზოგადოების ჩართვა და საკუთარი
კონკურსში და შექმნა ონლაინ კურსი „ჟურნა­
საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
ლისტიკა სოციალური ცვლილებებისთვის“, რო­
არაერთი შემთხვევაა რომ მოქალაქეებმა სწორედ
მე­ლიც ერთმა ჯგუფმა, 80-მა მონაწილემ უკვე
სოციალური მედიის მეშვეობით შეძლეს თანხების
გაიარა, მეორე ჯგუფი კი ახლა ისმენს ლექციებს.
აკუმულირება, პროექტების განვითარება და ამით
კურსის მიზანია ჟურნალისტებმა და სამოქალაქო
საკუთარი მიზნის მიღწევა.
აქტივისტებმა განივითარონ ინფორმაციის მო­
ძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები. შეძლონ
სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ინფორ­ დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება სოციალური
მაციის გავრცელება, ამასთან მოახერხონ ინ­ ქსელის სხვდასხვა პლატფორმები, როგორიცაა
ფორმაციის გადამოწმება, განივითარონ კრი­ტი­ ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, რომლებიც
კული ანალიზის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას თა­ვისი არსით არიან მიკრობლოგები. კურსის
მისცემს მათ შეამჩნიონ პრობლემები, ახალი მიზანი იყო აუდიტორიისთვის აეხსნა თითოეულ
ამ­ბები. შეძლონ მათ შესახებ ინფორმაციის მათგანის სპეციფიკა - თუ როგორ უნდა მოამზადონ
გავრცელება. ამასთან ჰქონდეთ ის უნარები, მასალები და გამოიყენონ სამოქალაქო აქტივი­
რაც მათ დაიცავს არ გახდნენ დეზინფორმაციის ზმისთვის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

18

ადვოკატირება
ქარტია აქტიურად იყო ჩართული ადვოკატირების ასევე მყისიერად ნეგატიურად შეაფასა პრე­
პროცესში და იყენებდა ყველა პლატფორმას, რა­ ზიდენტის ინიციატივა სიძულვილის ენის რეგუ­
თა საკუთარი პოზიცია წარმოეჩინა. ორგანიზაციის ლირების გაძლიერებასთან დაკავშირებით,
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ როგორც ორ­­განიზაციის პოზიცია წარმოჩენილი იყო პრე­
ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამართულ ზიდენტთან შეხვედრის დროსაც და სხვა დროს
კონფერენციებში, ღია და დახურულ შეხვედრებში, გამართულ შეხვედრებზეც.
სადაც განიხილებოდა ის საკითხები, რაც გავ­
ლენას ახდენს ქართულ მედიაგარემოზე. ფაქ­ ასევე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ჰქონდა
ტობრივად ქარტია წარმოდგენილი იყო ყველა ქარტიას მმართველის პარტიის ინიციატივაზე -
იმ ღონისძიებაზე, რომელიც მედიას ეხებოდა. მაუწყებლებს დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა
ამასთან აქტიურად იყენებდა მედიასაშუალებების საარჩევნო რეკლამის შინაარსსა და მის კანონ­
ტრიბუნას მოსაზრებების წარმოსაჩენად და სა­ მდებლობასთან შესაბამისობაში.
ზოგადოების ყურადღების მისაქცევად.
საბედნიეროდ მოხერხდა, რომ კანონმდებლებს
ქარტია მუშაობდა და ჩართული იყო საკანონ­ ეს რეგულაციები არ დაუმტკიცებიათ, შესაბამისად
მდებლო საქმიანობაში. მოამზადა ანალიზი სა­ ადვოკატირებამ შედეგი გამოიღო.
კანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც კომუ­
ნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არის ქარტიამ წლის განმავლობაში 40-მდე სა­ჯარო
ინი­ცირებული და რომელიც ქარტიის შეფასებით, განცხადება გაავრცელა, მედიის წარმომა­დგენ­
აზიანებს და ასუსტებს მედიის თვითრეგულირებას. ლე­ბისთვის პროფესიულ სსაქმიანობაში ხელშე­
ამ თემაზე შეხვდა როგორც დეპუტატებს, ასევე შლის ფაქტებზე.
მაუწყებლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო
ორგანიზაციებს, საელჩოებს.
19

ქარტია პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ქარტია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად
2019 წლის 20 ივნისის აქციების ძალისმიერად აკვირდებოდა და სწავლობდა აჭარის საზო­
დაშლის შედეგად დაზარალებული, დაშავებული გადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე
მედიის წარმომადგენლების იდენტიფიცირება, მოვლენებს, საბჭომ ამ პროცესის შეფასების და
აღწერა და მათი სიის საჯაროდ გავრცელება რისკების შესახებ არაერთი მწვავე განცხადება
მოახდინა. ქარტიამ უზრუნველყო თბილისსა გააკეთა.
და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ხე­
ლისუფლების მიმართ საპროტესტო აქციების ახალი დირექტორის არჩევისა და სიტუაციის
ორგანიზება. აქციებში, სახელწოდებით “ნუ გამწვავების დროს, ქარტიის წარმომადგენლები
გვესვრი” მთელი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით უშუალოდ მონაწილეობდნენ ტელევიზიის თა­
ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქარტიის ეს ნამშრომლებსა და მის ხელმძღვანელ რგოლებს
ქტივობა ფართოდ გაშუქდა. ქარტიამ უზრუნველყო შორის მოლაპარაკებებში. ვინაიდან ტელევიზიის
მედიის წარმომადგენლების სახელით შინაგან დაახლოებით 50 თანამშრომელი ქარტიის წევრია,
საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალური წე­ ქარტიის ხელმძღვანელები შეხვდნენ როგორც
რილით მიმართვა სადაც სამართალდამცავების ტელევიზიის თანამშრომლებს, ასევე მრჩეველთა
მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ გა­ საბჭოს წევრებსა და ახალ დირექტორს. ვინაიდან
დამეტებული ძალის ფაქტების შესწავლა იყო სამივე მხარე ნდობას უცხადებს ჟურნალისტური
მოთხოვნილი. ეთიკის ქარტიას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ
შინაარსობრივ ნაწილში არ მოხდება მმართველი
რგოლების ჩარევა ქარტიის პროფესიული მო­
საზრებების და შეფასებების გათვალისწინების
გარეშე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

20

ქარტიის ორგანიზებული კონფერენციები


AIPCE 2019
3-4 ოქტომბერს, თბილისში ევროპის დამოუ­ პირველ სესიაზე, რომლის ძირითადი სპიკერი
კი­დებელი თვითრეგულირების ორგანოების იყო ნადია ბელარდი, ტრანსკულტურული
წლიუ­რი კონფერენცია (AIPCE 2019) გაიმართა, ექსპერ­ტი, განიხილეს თუ როგორ შეიცვალა
რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის მედია ციფრული პლატფორმების, მათ შორის
ქარტიამ უმასპინძლა. ღონისძიებას 22 ქვეყნის სოციალური ქსელების ეპოქაში. მეორე სესია
პრესის საბჭოები სტუმრობდნენ, მათთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს დაეთმო. სტენფორდის
კონფერენციას საქართველოში მედიასფეროში უნივერსიტეტის მკვლევარმა, Deepfake-ის
მომუშავე 120 მონაწილე ესწრებოდა. ექსპერტმა ტომ ვან დე ვეგმა იმ გამოწვევებზე
გაამახვილა ყურადღება, რასაც თანამედროვე
კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო მე­ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი
დია ცვლილებების ეპოქაში, ევროპის საბჭოს მედიას უქმნის. ამავე პანელის მონაწილეებმა -
დახმარებით გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ბელგიის და ფინეთის პრესის საბჭოების წარ­­მო­
ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა მადგენლებმა იმსჯელეს თუ რა არის ხელოვნური
ძველიშვილმა, ევროპის საბჭოს საქართველოს ინტელექტით მხარდაჭერილი ჟურნალისტიკა (Ar­
ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და tificial Intelligence (AI)-supported journalism)
AIPCE-ს მმართველი კომიტეტის წევრებმა ელინა და რატომ უნდა მიმართავდნენ პრესის საბჭოები
გრუნდსტრომმა (ფინეთი) და კატერინა ნიკოლაუმ ალგორითმების გამოყენებას, როგორ მოახერხეს
(კვიპროსი) ადაპტირება და იყენებენ თუ არა ისინი საინ­
21

ფორმაციო-საკომუნიკაციო (ICT) ტექნო­ლოგიებს 4 ოქტომბერს მუშაობა სამუშაო ჯგუფებში გა­


მედიამომხმარებლებთან წვდომის გასა­უმჯობე­ გრძელდა. სულ 3 თემა გამოიყო - ულტრანა­
სებლად. ციონლისტური ჯგუფების გაშუქება, ტროლებისა და
ბოტების კომენტარები მედიის კონტენტის ქვემოთ
კონფერენციის დღის ბოლო მედიის შემოსავლებზე და პლაგიატი და ციტირება. ამ საკითხების ჯგუფებში
საუბარს დაეთმო, კერძოდ რა არის მედიის მთა­ განხილვის, პრობლემების იდენტიფიცირების
ვარი დაფინანსების წყარო ციფრულ ეპოქაში. შემდეგ მედიის თვითრეგულირების წარმო­
არის რაიმე განსხვავებაა ამ მხრივ დემოკრატიულ მადგენლებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები აღ­
და ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნებს შორის? ნიშნული გამოწვევების დასაძლევად.
რა გამოწვევები და ტენდენციები აქვს მედიას
მედიის შემოსავლების მოძიების თვალსაზრისით? კონფერენციის დასასრულს AIPCE-ს წევრებმა
ამაზე ავსტრიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას პრე­ მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რომ 2021
სის საბჭოების წარმომადგენლებმა და საერთა­ წელს კრება ავსტრიაში გაიმართება. შესაბამისად
შორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედია­პ­ ავტრიის პრესის საბჭო მმართველი კომიტეტის
როგრამების ხელმძღვანელა იმსჯელეს. წევრი გახდა, მან ფინეთი ჩაანაცვლა. მმართველი
კომიტეტში სწორედ ავსტრია იმუშავებს საქარ­
თველოსთან და კვიპროსთან ერთად, რადგან
მომდევნო, 2020 წელს კონფერენციის მასპინ­
ძელი კვიპროსი იქნება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

22
23

„მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა


და პასუხისმგებლობა“
ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური და­ ყვანაზე. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ხ­მარებით კონფერენციის ორგანიზატორი იყო მიერ მომზადებულ კანონპროექტში სამოქალაქო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. საზოგადოება თვითრეგულირების შესუსტების
რისკებს ხედავდა. ამიტომაც სპიკერად მოწვეული
კონფერენციას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი იყო იაკობ გამელტოფტი, News Media Europe-ის
საქართველოში კარლ ჰარცელი, ასევე საქარ­ პოლიტიკის მრჩეველი, რომელმაც ევროპული
თველოში აკრედიტებული დიპლომატიური ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა ქართველ
კორ­პუსის წარმომადგენლები, ქართველი და კოლეგებს.
ევროპელი მედიის სპეციალისტები, აღმასრუ­
ლებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი მეორე სესიის მიზანი იყო სიძულვილის ენის,
და თვითრეგულირების ორგანოების წარმო­ ცილისწამებისა თუ დეზინფორმაციის წინააღმდეგ
მადგენლები. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ბრძო­
ლის ხერხების განხილვა და მსჯელობა იმაზე
პირველი სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა როლი აქვს პასუხისმგებლობის მქო­
იმ პრობლემებზე, რომლებიც მედიის წინაშე ნე, ეთიკურ და პროფესიონალურ მედიას ამ
დგას საქართველოში მიმდინარე მწვავე პო­ პროცესში. მესამე სესიაზე კი ადგილობრივი მე­
ლიტიკური დაპირისპირების გამო. მათ შორის დიის ისეთი პრობლემები იყო განხილული, რო­
ძი­რითადი აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის გორიცაა დაფინანსების სიმწირე, არასტა­ბილური
აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების შესა­ შემოსავლები, ადამიანური და ტექნიკური რე­
ხებ დირექტივასთან (AVMS 2010/13/EU) საქარ­ სურსების ნაკლებობა, საკანონმდებლო თვალ­
თველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მო­ საზრისით არსებული ხარვეზები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

24
25

დანართი I
საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები
“ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ”

ამ საქმეში ქარტიის საბჭომ პლაგიატის შესახებ იმსჯელა. საბჭომ წინამდებარე გადაწყვეტილებით,


პლაგიატის შეფასებისას მანამდე არსებული პრაქტიკა უფრო ფართე და მრავალფეროვანი გახადა.
საბჭოს ეს გადაწყვეტილება წესით პრევენციულ როლს ითამაშებს სამომავლოდ პლაგიატის მსგავსი
შემთხვევების ასაცილებლად.

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა
მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

განმცხადებელი: ჩაიხანა

მოპასუხე: ნინუცა კახნიაური

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საერთაშორისო მედია


პლატფორმა „ჩაიხანამ“. განცხადების თანახმად, 2019 წლის 27 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველი არხის ეთერში გადაცემა “ახალ კვირაში” გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “გოგონა მზის
ჩასვლის სოფლიდან”, სიუჟეტი სოფელ გუმბათის მასწავლებელ ირა ძირკვაძეს ეხებოდა. მანამდე,
დაახლოებით სამი კვირით ადრე, 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანას“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასევე
ირა ძირკვაძეზე მომზადებული ვიდეომასალა, სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან” .
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევას, კერძოდ -
პლაგიატს. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ნინუცა კახნიაური.

საქმის განხილვის თავისებურება - საქმის ზეპირი განხილვა გაიმართა 2019 წლის 28 მარტს, სადაც
თავისი პოზიცია დააფიქსირა განმცხადებლის წარმომადგენელმა, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ
დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. საქმის სირთულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭომ
გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო 2019 წლის 24 აპრილს.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს
შემდეგი ქმედებები - პლაგიატი“.

ქარტიის საბჭო გაეცნო განცხადებას, მოუსმინა განმცხადებელს, ასევე საქმის მომზადებისას გამოკითხა
სიუჟეტების გმირი - ირა ძირკვაძე.

ორივე სიუჟეტი [როგორც ჩაიხანას, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ
მომზადებული] ეხებოდა ირა ძირკვაძეს, რომლის ოჯახი ეკომიგრანტია და აჭარიდან გადმოსახლდნენ
წალკის რაიონის სოფელ გუმბათში. ირა ძირკვაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

26

თავის სოფელში და სკოლაში ბავშვებს ქართულს და ინგლისურს ასწავლის. ორივე სიუჟეტში ნაჩვენებია
მისი დამოკიდებულება ბავშვებისადმი, სიყვარული მშობლიური სოფლის მიმართ და ის ძალისხმევა,
რომელსაც პედაგოგიურ საქმიანობაში და ზოგადად სოფელში სოციუმის განვითარებაში დებს.
მსგავსი თემები უდავოდ იწვევს საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. მეორეს მხრივ, მასალა არ
ასახავდა მიმდინარე ახალ ამბავს, რომელმაც აქტუალურობა მხოლოდ 2019 წლის იანვარში შეიძინა.
არამედ ცალსახა იყო, რომ ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ შეიტყო ჟურნალისტმა, თემა მიიჩნია
საინტერესოდ და მოამზადა სიუჟეტი.

ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ წალკიდან 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმბათში, ირა
ძირკვაძე ჩაიხანას ჟურნალისტმა აღმოაჩინა და მასზე სიუჟეტიც მოამზადა, მეტიც, საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანას“
მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყო. აღნიშნულის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველი არხის, გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს
გმირიც და თემაც. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტის,
სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან” წამყვანმა ამ ტექსტით წარადგინა:

„ვის წარმოგვიდგენს დღეს ნინუცა კახნიაური, ტაქსისტი მერიკო გვახსოვს, 15 წლის გიდი უშგულიდან
გვახსოვს, გიგის ფორთოხლის წვენები, ეს რეპორტაჟები ყველაფერი გვახსოვს, თიკა დუღაშვილის
ბიზნესად ქცეული სოფელი ესეც გვახსოვს, რეპორტაჟები მარტოხელა მამაზე და 90 წლის ელიკო
მასწავლებელზე ხომ გვახსოვს და გვახსოვს, კიდევ ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანით
ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟებიდან „ახალ კვირაში“ და ყოველ კვირას ძალიან მაინტერესებს ვინ
იქნება მისი შემდეგი რეპორტაჟის გმირი, რომელსაც მთელი საქართველო გაიცნობს „ახალი კვირის“
ეთერით, ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ქვეყანაში ბევრია, ამჯერად ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა
კახნიაური და ვახტანგ ლეკიაშვილი გასულ კვირაში წალკაში გაემგზავრნენ იმისთვის, რომ დღეს თქვენ
გაიცნოთ, გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან. 23 წლის ქართულის მასწავლებელი ირა, საოცრად ლაღი
და ძალიან ახალგაზრდა პედაგოგია, რომელიც მშვენივრად თამაშობს ფეხბურთს მოსწავლეებთან
ერთად და ბურთის ჩაწოდების პარალელურად, ინგლისურსაც ასწავლის ბავშვებს, მაშ ასე, ამჯერად
ახალ კვირაში, თქვენ გაიცნობთ გოგონას მზის ჩასვლის სოფლიდან“.

წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, “ახალი კვირის”
ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ
რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.

გადაცემის წამყვანის და ასევე ჟურნალისტის მიერ სრულიად უგულვებელყოფილი იქნა “ჩაიხანას”


ჟურნალისტის მიერ გაწეული შრომა. მათ არ ახსენეს, არ მიუთითეს პირვანდელი სიუჟეტის ავტორი
ან/და ონლაინგამოცემა, რომელსაც, როგორც ქარტიის საბჭომ მოიკვლია, დაეყრდნო მასალის
მომზადებისას. ამით სრულად იქნა უგულვებელყოფილი, „ჩაიხანას“ მიერ გაწეული ძალისხმევა.

თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/


წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი
აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ
შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში
ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას”
სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის
ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით
მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია - „ჩაიხანას“ მიერ მომზადებულ
ვიდეოს ჰქვია „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“, სადავო სიუჟეტის სახელწოდებაა „გოგონა მზის
ჩასვლის სოფლიდან“.

ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ შესაძლოა განსახილველი შემთხვევა პირდაპირ არ შეესაბამება
27

პლაგიატის გავრცელებულ და მიღებულ განმარტებებს, მაგრამ ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის


პლაგიატი შეიძლება დადგინდეს თუ სახეზეა სხვა ჟურნალისტის შრომის/ძალისხმევის უგულვებელყოფა,
განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი უგულვებელყოფა ხდება ისეთი მედიასაშუალების მიერ, რომელსაც
როგორც აუდიტორია, ისე ტექნიკურ - მატერიალური შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ადვილი ხდება ერთი


პლატფორმიდან მეორეზე მასალის გავრცელება, პირველწყაროს მითითების გარეშე ჟურნალისტური
პროდუქტის ტირაჟირება. შესაბამისად, მომხმარებლების ამ პლატფორმაზე გადასვლა. ავტორის
აღნიშვნის გარეშე კი მედიასაშუალება, რომელმაც გასწია ძალისხმევა, მის მოსამზადებლად
დახარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსი, კარგავს აუდიტორიას. ამიტომაც მედიასაშუალებამ
სათანადოდ უნდა მიუთითოს მასალის პირველწყარო და პატივი სცეს მის მიერ გაწეულ შრომას. ამ
პირობებში პლაგიატი განიმარტება უფრო ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ კოპირებას,
არამედ არასათანადო ციტირებას, მითითებას და პირველწყაროს აღნიშვნას.

წინამდებარე შემთხვევაში ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ
შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“,
საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების
მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია
სხვა გარემოებების ერთობლიობამ, რომელიც აღწერილია წინამდებარე გადაწყვეტილებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ნინუცა კახნიაურმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი - პლაგიატი.

საქმის მასალები:
ჩაიხანას ვიდეო
პირველი არხის ვიდეო

“გიგი თევზაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ”

საქმეში “გიგი თევზაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ” ქარტიის საბჭომ პირველი პრინციპის, (სიზუსტის)
დარღვევა დაადგინა, ამ გადაწყვეტილებაში საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღწერს, რომ
ე.წ. საავტორო გადაცემებზეც (ამ შემთხვევაში “კვირის აქცენტები”) ისევე ვრცელდება ეთიკური
სტანდარტები, როგორც სტანდარტულ საინფორმაციო ან საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებზე.

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი
სულაძე.

განმცხადებელი: გიგი თევზაძე

მოპასუხე: ნიკა გვარამია

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიგი თევზაძემ, რომელიც
მიიჩნევდა რომ 2019 წლის 03 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში, გადაცემა „კვირის
აქცენტებში“, ამავე გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც
შეპასუხება არ წარმოუდგენია.
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

28

სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების
უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

გადაცემა „კვირის აქცენტების“ სადავო ნაწილი ეხებოდა განათლების სისტემაში განხორციელებულ


ცვლილებებს, კერძოდ, გამოცდების წესში და სავალდებულო საგამოცდო საგნების ჩამონათვალში
შეტანილ/დაგეგმილ ცვლილებებს. აღნიშნული საკითხზე ძირითადად ისაუბრა წამყვანმა ნიკა
გვარამიამ, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი ცვლილებების მიმართ და აღნიშნავდა, რომ
„არის სოფო გორგაძე, ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი კომუნიკაციაზე რატომ არ გამოდის,
ვიცნობ არაჩვეულებრივად, ჩემს დროსაც მუშაობდა, ვიცი ზუსტად ეხლა რა ჯგუფია ეს ხომ, მოდი
არც ვილაპარაკოთ, ეს არის სიკო ჯანაშია, ეს არის გიგი თევზაძე მათ შორის. ეს გავლენის ცენტრია
მარტივად რომ ვთქვათ, სოფო გორგაძე მათი გავლენის ცენტრია, მე განათლების მინისტრი ვიყავი და
ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში და მათ შორის დღევანდელი
მინისტრი არი ამ ადამიანების გავლენის ცენტრი“, „ვამბობ, რომ ცუდია [იგულისხმება გავლენის ცენტრის
არსებობა] ?, არ ვამბობ რომ ცუდია, ფაქტს [იგულისხმება სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძე,
განათლების მინისტრი როგორც გავლენის ცენტრი] ვამბობ, ერთი გავლენის ცენტრია“. “ძალიან
უცნაური ფენომენია ბატონი ბატიაშვილი [განათლების მინისტრი], გავლენის ცენტრი, რომელსაც
ეკუთვნის გითხარით“.

აღნიშნული ეპიზოდიდან ცალსახაა, რომ ნიკა გვარამია ერთიანი ინტერესების მქონე ჯგუფად მოიხსენიებს
სიკო ჯანაშიას, გიგი თევზაძეს, სოფო გორგაძეს და განათლების მინისტრს. მთლიანად ნიკა გვარამიას
მსჯელობიდან კი იკვეთება რომ განათლების სისტემაში განხორციელებულ/დაგეგმილ ცვლილებებს იგი
სწორედ ამ ჯგუფს უკავშირებს. განმცხადებელი აპელირებდა, რომ იგი თავს არ უკავშირებს არავითარ
გავლენის ცენტრს და ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.
განმცხადებლის თქმით, არ სურს რომ მას აკავშირებდნენ განათლების სფეროში განხორციელებულ/
დაგეგმილ ცვლილებებთან.

საბჭომ ასევე იმსჯელა, ნიკა გვარამია განცხადება, რომ სიკო ჯანაშია, გიგი თევზაძე, სოფო გორგაძეს
და განათლების მინისტრი ერთი გავლენის ცენტრია იყო მისი სუბიექტური შეფასება თუ ეს ინფორმაცია
ფაქტად გაავრცელა. ამ შემთხვევაში საბჭო დაეყრდნო თავად ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც
აღნიშნავს რომ ეს არის „ფაქტი“, ხოლო იმის გასამყარებლად, რომ ნიკა გვარამია სწორედ ის
პერსონაა, რომელმაც შეიძლება ეს ფაქტი იცოდეს, ხაზი გაუსვა რომ „მე განათლების მინისტრი ვიყავი
და ვიცი გავლენის ცენტრები როგორ არის გადანაწილებული განათლებაში“.

გადაცემაში საშუალება არ მისცემია არც ერთ დასახელებულ პირს, რომ კომენტარი გაეკეთებინა
ნიკა გვარამიას პოზიციაზე, თავად ნიკა გვარამიას არ აღუნიშნავს რამე მტკიცებულება ან გარემოება,
რომელიც „ფაქტს“ გაამყარებდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ნიკა
გვარამიამ პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად დაარღვია
ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო ქარტიის პირველ პრინციპთან ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ
“საქართველოში, საუნივერსიტეტო კორუფცია არა თუ არ შეიძლება რომ დაბრუნდეს, ის ჯერჯერობით
არსებობს კიდევაც“ არც ამ შემთხვევაში მიუთითებია თუ რის საფუძველზე თვლიდა, რომ კორუფცია
არსებობს, ახდენდა რომელიმე კონკრეტული ფაქტის განზოგადებას თუ გულისხმობდა კორუფციას,
როგორც საუნივერსიტეტო სფეროსათვის დამახასიათებელ მოვლენას. ასეთი ზოგადი, ფაქტებზე
მითითების გარეშე განცხადების გაკეთება კორუფციაში ეჭვმიტანილად მოიაზრებს ყველა იმ პირს
რომელიც დასაქმებული ან/და დაკავშირებულია საუნივერსიტეტო სფეროსთან.

საბჭომ ერთხელ უკვე განიხილა განცხადება გადაცემა „კვირის აქცენტებთან“ დაკავშირებით [საქმე
დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ] სადაც მონაწილეობდა ნიკა გვარამია, რომელი საქმის
29

განხილვის დროსაც მან აღნიშნა, რომ “კვირის აქცენტები” საავტორო გადაცემაა, რომლის ფორმატი
განსხვავდება საინფორმაციო გამოშვების ფორმატისაგან და საავტორო გადაცემას არ შეიძლება
ისეთივე სტანდარტები შეეფარდოს, როგორც საინფორმაციო გამოშვებას. საბჭო მიზანშეწონილად
მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაშიც გაიმეოროს ის არგუმენტაცია, რის საფუძველზეც არ
დაეთანხმა ნიკა გვარამიას პოზიციას: „საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო
გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/
წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს
ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო
გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება
ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან,
ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების
უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის მასალები:
სადავო გადაცემა
განცხადება

“მამია ფხაკაძე ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინაამდეგ”

საქმეში “მამია ფხაკაძე ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის” საბჭომ მნიშვნელოვანი განმარტებები
გააკეთა. საბჭომ ამ შემთხვევაში ერთობლიობაში განიხილა სადავო სიუჟეტი და ამ სიუჟეტის ვიდეო
ანონსი, რომელიც ეთერში სიუჟეტის გასვლამდე ერთი დღით ადრე ტრიალებდა. საბჭომ აღნიშნა, რომ
ამ ანონსიდან შექმნილ “ლეგენდაში” არ ჯდებოდა განმცხადებლის, მოსამართლე მამია ფხაკაძის
ქონების შესახებ სიუჟეტში ჩასმული ეპიზოდი. საბჭომ ამ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ მკვეთრად
აღწერა რა განსხვავებაა ჟურნალისტის რიგით შეცდომას და სიზუსტის უპატივცემულობასა და ფაქტის
მიჩქმალვაში.

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი
მგელაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: მამია ფხაკაძე

მოპასუხე: ნოდარ მელაძე და ქეთი ნადიბაიძე

აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მამია
ფხაკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 16 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის”
ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა მოსამართლეთა ქონებებს,
დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის
წამყვანი და რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და უშუალოდ
სიუჟეტის ავტორი ქეთი ნადიბაიძე.
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

30

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე,
ხოლო ქეთი ნადიბაიძემ შეპასუხება წერილობითი ფორმით წარმოადგინა.

მამია ფხაკაძე მოპასუხე ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას შემდეგ
მონაკვეთებში მიიჩნევდა:

„დიღომში, ქართველი მილიონერების უბანში ცხოვრობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს


თავმჯდო­მარე“. არ დასახელდა მამია ფხაკაძის საკუთრებაში არსებული და სოფელ დიღომში მდებარე
საცხოვრებელი სახლის ზუსტი ფართის/კვადრატულის ოდენობა.

„მათ [იგულისხმება მამია ფხაკაძე და მისი მეუღლე] 400 კვადრატული 12000 დოლარად 2011 წელს
იყიდეს, სახლი კი ერთი წლის შემდეგ ააშენეს, რომელიც 87000 ლარი დაუჯდათ“.

„გისოსები მოსამართლემ მშენებლობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ მეტი უსაფრთხოებისთვის


დაამონტაჟა და ამისთვის მერიიდან სპეც. ნებართვა აიღო“.

“მისი ოჯახის [იგულსხმება მამია ფხაკაძე] საკუთრებაა - 3 წლის წინ ბაკურიანში 30 000 დოლარად
ნაყიდი საცხოვრებელი“.

მამია ფხაკაძის აზრით, მესამე პრინციპი დარღვეული იყო ვინაიდან როცა ჟურნალისტებმა სიუჟეტში
მაყურებელს უთხრეს, რომ მამია ფხაკაძის ოჯახს ჰქონდა საბურთალოზე მდებარე 2 ბინა და იქვე არ
აღნიშნეს რომ ეს ბინები მამია ფხაკაძის მოსამართლეობამდე, მისი და მისი მეუღლის მშობლების მიერ
იყო შეძენილი და მათ მემკვიდრეობით მიიღეს.

სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების
უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ქარტიის საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში აფასებს და
მსჯელობს სადავო სიუჟეტის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა უშუალოდ განმცხადებელ მამია
ფხაკაძეს, რომელიც ამავდროულად არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

განცხადებაზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა და განმცხადებლის პოზიცია შეფასდა


ზოგადად სიუჟეტის მიზნის და აქცენტების გათვალისწინებით.

საბჭო თავდაპირველად განმარტავს სიუჟეტის იმ ფრაგმენტების შესახებ საკუთარ პოზიციას, რომლებიც


მამია ფხაკაძის მიერ სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა, საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად არ
მიიჩნია, კერძოდ:

საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია, რომ მის მიერ ბაკურიანში შეძენილი სახლის
ღირებულება სიუჟეტში არაზუსტი იყო და ნაცვლად 29 260 დოლარისა, დასახელდა 30 000 დოლარი.
საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტიკა ყოველთვის არ მოითხოვს მათემატიკურ სიზუსტეს და სახლის
ღირებულების ასე დამრგვალება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა სიზუსტის არსებით
დარღვევას.

მამია ფხაკაძე აცხადებდა, რომ სიზუსტე დაირღვა მისი კერძო სახლის ზუსტი ფართის/კვადრატულობის
სიუჟეტში არ დასახელებით. საბჭომ არც ეს პრეტენზია გაიზიარა. სიუჟეტში ითქვა, რომ ფხაკაძის სახლი
იყო მცირე ზომის, 1 სართულიანი. სიუჟეტში დასახელებულია აშენების ღირებულება 87 ათასი ლარი,
სიუჟეტში ნაჩვენები იყო სახლის არაერთი ვიდეო კადრი, რითიც მაყურებელი სახლის მოცულობის
შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებდა და ზუსტი ფართის არ დასახელება არ შეიძლება ამ
შემთხვევაში სიზუსტის არსებით დარღვევად მივიჩნიოთ.
31

მამია ფხაკაძე სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის მიერ მის სახლზე გისოსების მონტაჟისთვის მერიიდან
მიღებული ნებართვის “სპეცნებართვად” მოხსენიებას. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამით
ჟურნალისტი ცდილობდა ხაზგასმას, თითქოს მოსამართლემ პრივილეგიით ისარგებლა და სპეც
ნებართვა მიიღო. საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის ამ მსჯელობას და განმარტავს, რომ უკვე
დასრულებულ სახლზე, მართლაც მოგვიანებით მოხდა მერიისთვის, სპეციალური განცხადებით
მიმართვა და გისოსების მოწყობაზე თანხმობის მიღება, ეს ფაქტი კი შესაძლებელია ჟურნალისტმა
მოიხსენიოს სპეც ნებართვად [მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად აღნიშნული ნებართვის
დასახელებაში “სპეც” თავსართი არ არის] და ეს არ შეიძლება გაგებული იქნას სიზუსტის პრინციპის
არსებით დარღვევად.

განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სიუჟეტის შემდეგ ფრაზას: “მათ 400 კვადრატული 12000
დოლარად 2011 წელს იყიდეს, სახლი კი ერთი წლის შემდეგ ააშენეს, რომელიც 87000 ლარი დაუჯდათ“
- ამ შემთხვევაში განმცხადებელი ამბობდა, რომ მან სახლი 2012 წელს დაასრულა, სიუჟეტიდან კი
შთაბეჭდილება რჩება, რომ სახლი უფრო გვიან 2013 წელს დასრულდა. საბჭომ არც ეს არგუმენტაცია
გაიზიარა, აღნიშნულ ფრაზაში სიზუსტის არსებითი დარღვევა, რაც მაყურებელს მნიშვნელოვან
ინფორმაციას აკლებდა, საბჭომ ვერ დაინახა.

რაც შეეხება სიუჟეტში დაფიქსირებულ ეთიკურ პრობლემებს. საბჭო კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ
სიუჟეტში სიზუსტის პრინციპის დარღვევა მხოლოდ მამია ფხაკაძის ეპიზოდში მოყვანილი ფაქტების
ნაწილში შეფასდა და არსებითად არ უმსჯელია ამავე სიუჟეტში ნახსენები სხვა მოსამართლეების
საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე.

ქარტიის საბჭო, დამკვიდრებული პრაქტიკით, თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის


სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საბჭომ იმსჯელა და
გაითვალისწინა სადავო სიუჟეტის ანონსი და ამ სიუჟეტის შემდგომ, კურიერის მომდევნო დღეების
გამოშვებებში ამავე თემის გაშუქების აქცენტები.

ფრაგმენტები “შაბათის კურიერის” ანონსიდან:


• “ეს უცხოელი ოლიგარქების სასახლეები არ გეგონოთ, ეს ქართველი მოსამართლეების ფეშენე­
ბელური სახლებია. დღეს 9-ზე გაიცანით მოსამართლეები მილიონერების დასახლებიდან”.
• “ნახეთ მოსამართლეების ბინები თბილისის შუაგულში სასამართლოს კლანის ბოსებს ხიბლავთ
ვერა და ვაკე, დუპლექსები, პენტჰაუზები ყველაზე ძვირიან კორპუსებში.”
• “კურიერის” აერო გადაღების კამერამ მოსამართლეების სახლებს გადაუფრინა ერთ საათში ნა­
ხეთ რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით ათასობით
ადამიანისათვის განაჩენი გამოაქვთ.”
• “როდესაც ამ კადრებს ნახავთ დარწმუნდებით, რომ მოსამართლეებს კონკურსი აქვთ გამოცხა­
დებული ვის უფრო მდიდრული და ფეშენებელური სახლი ექნება”
• “ჩვენ დავსვამთ კითხვას, შეუძლია თუ არა მოსამართლეს, რომლის თვიური შემოსავალი დაახლო­
ებით 4 ათასი ლარია, ჰქონდეს ასობით ათასი ლარის ქონება თუ ის პატიოსანი ცხოვრებით
ცხოვრობს”.

სადავო სიუჟეტის ანონსი მაყურებელს წინასწარ უყალიბებს მოსაზრებას, რომ სიუჟეტში ნახავს მო­
სამართლეების მდიდრული და ფეშენებელური უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას და იქვე
გაუჩნდებათ ეჭვი ამ ქონებების ლეგალური და დეკლარირებული გზით შეძენის შეუძლებლობის შესახებ.
ამ განწყობას ამძაფრებს ჟურნალისტის ფრაზები, მაგალითად წარდგენის ტექსტში ხაზგასმულია,
რომ “დღეს შემოგთავაზებთ დაახლოებით 10 მდე ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლს და ბინას”.
ჟურნალისტი ანონსში უსვამს ხაზს რომ ასეთი ფეშენებელური სახლების მფლობელი მოსამართლეების
ხელფასები დაახლოებით 4 ათასი ლარია.
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

32

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლით, საბჭო მიიჩნევს, რომ მაყურებელს მამია ფხაკაძის
შემთხვევაშიც გაუჩნდებოდა მოსაზრება მისი ქონების “მდიდრულობის” და ქონების საეჭვო შემოსავლებით
დაგროვების შესახებ. ამას ამძაფრებდა სიუჟეტში მამია ფხაკაძის ეპიზოდის დასაწყისიც: „დიღომში,
ქართველი მილიონერების უბანში ცხოვრობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე“.

საბჭომ მოისმინა რა მხარეთა პოზიციები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მოიძია საჯარო


წყაროებში დაცული ინფორმაცია, მივიდა დასკვნამდე, რომ სიუჟეტში მამია ფხაკაძის ეპიზოდში
დარღვეულია სიზუსტის პატივისცემის პრინციპი.

სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დიდი ნაწილი მართლაც აჩენდა ეჭვებს ზოგიერთი მოსამართლის
შესაძლო კორუმპირებულობაზე, მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ფლობაზე, მოულოდნელ
გამდიდრებაზე. თუმცა, ჩამოთვლილ კრიტერიუმებში ვერ ჯდებოდა მოსამართლე მამია ფხაკაძის
ქონება. ამ აზრს ამყარებს ნოდარ მელაძის პასუხი საბჭოს წევრების არაერთგზის დასმულ კითხვაზე, თუ
რომელი კრიტერიუმით შეარჩია ფხაკაძის ქონება სიუჟეტში მოსახვედრად. მელაძემ საბჭოს უპასუხა, რომ
სიუჟეტის წარდგენა და ანონსი, სადაც მოსამართლეთა ქონების საეჭვო წარმომავლობაზე იყო საუბარი,
დიდწილად არ ეხებოდა მამია ფხაკაძეს და ის მხოლოდ რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარეობის
გამო მოხვდა აღნიშნულ სიუჟეტში. საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას, ვინაიდან სიუჟეტის
ანონსიდან დაწყებული თემის მომდევნო დღეებში გაშლით გაგრძელებული, სიუჟეტში მოხსენიებული
ყველა მოსამართლის, მათ შორის მამია ფხაკაძის მიმართ შეიქმნა უარყოფითი კონოტაცია და ისიც
საზოგადოების წინაშე, როგორც “ეჭვმიტანილი” გახდა ფეშენებელური სახლების და დიდძალი ქონების
საეჭვოდ [არალეგალური შემოსავლებით] დაგროვებაში.

საბჭო მიიჩნევს, რომ ნოდარ მელაძის განმარტებას მამია ფხაკაძესთან მიმართებაში მისაღებს გახდიდა
ის ფაქტი, თუ გადაცემის წამყვანი ან ჟურნალისტი სიუჟეტში ცალსახად იტყოდა, რომ მოსამართლე
ფხაკაძის ქონება მდიდრული არ არის, მისი სახლიც არ აკმაყოფილებს ფეშენებელური სახლის
კრიტერიუმებს, რომ მას ქონება არ დაუგროვებია ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის
შემდეგ გაძლიერებული “მოსამართლეთა კლანის” პირობებში.

ნაცვლად ამისა, ამ თემის მრავალმხრივი გაშუქებისას ფხაკაძის ქონებაც სიუჟეტში მოყვანილი მოსა­
მართლეების დიდი ნაწილის მართლაც მდიდრული უძრავი ქონების მსგავსად, გახდა მაყურებლისთვის
საეჭვო და განხილვის საგანი.

განხილვისას მოპასუხე ნოდარ მელაძემ საბჭოს განუმარტა, რომ გაშუქებისას გამოყენებული ფრაზები:
“მილიონერების უბანი” “მთა ჩამოიტანა ბარში” - მოსამართლე ფხაკაძის სახლს ეხებოდა. თუმცა,
ნოდარ მელაძემ საბჭო ვერ დაარწმუნა თუ რატომ მოიხსენია სოფელ დიღომში (ზურგოვანი) არსებული
ადგილი, სადაც ერთი კვ.მ. მიწა მოსამართლეს 30$-ად ჰქონდა შეძენილი, ქართველი მილიონერების
უბნად. ნოდარ მელაძემ საბჭოს ვერ მიუთითა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, რაც
დაადასტურებდა, რომ ფხაკაძის სახლი მართლაც მილიონერების უბანში მდებარეობდა. ამ ფაქტს
საეჭვოს ხდიდა სახლის ზუსტი მდებარეობა, სოფელი დიღომი, ზურგოვანი, რაც ფხაკაძეს ქონებრივ
დეკლარაციებში ჰქონდა მითითებული და მისი განთავსების ადგილი ჟურნალისტებისთვისაც ცნობილი
იყო.

საბჭოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ფხაკაძის საცხოვრებელი ადგილი არსად არაა მოხსენიებული
ქართველი მილიონერების უბნად და ვერც ჟურნალისტებმა წარმოგვიდგინეს ამის დამადასტურებელი
წყაროები. საბჭო მიიჩნევს, რომ მართლაც რომ “მილიონერების” უბანში ყოფილიყო ფხაკაძის სახლი,
ეს მის სიმდიდრეზე არ მიუთითებდა, რადგანაც დოკუმენტაციით დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის
ნაკვეთი 1 კვ.მ. 30 დოლარად ჰქონდა შეძენილი და სახლის ასაშენებლად 87 ათასი ლარი ჰქონდა
დახარჯული, ეს იმ ფონზე, როცა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფხაკაძის და მისი მეუღლის
შემოსავალი ყოველწლიურად ოფიციალურად 100 ათას ლარს აჭარბებს [ეს მონაცემები მოპასუხე
ჟურნალისტებისთვისაც იყო ცნობილი და საბჭოს წინაშეც დააფიქსირეს, რომ დოკუმენტებს, სადაც ეს
ინფორმაციაა ასახული, საეჭვოდ არ მიიჩნევენ].
33

ყოველივე ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში, მამია
ფხაკაძესთან მიმართებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტებმა
არ სცეს პატივი საზოგადოებას მიეღო ზუსტი ინფორმაცია. ამისთვის არ მიმართეს ყველა გზას, მათ შორის
არც სადავო სიუჟეტის მომზადებისას და არც შემდგომი გაშუქებისას არ დაუკავშირდნენ თავად მამია
ფხაკაძეს, რომლის პოზიციის სიუჟეტში ასახვაც გაცილებით ინფორმირებულს გახდიდა მაყურებელს და
მთლიანად საზოგადოებას.

მამია ფხაკაძემ “შაბათის კურიერის” სიუჟეტში სადავოდ გახადა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევაც.
ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე
დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი
ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”.

ფხაკაძე მიიჩნევდა, რომ მისი და მისი მეუღლის მიერ მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ბინების
შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიჩქმალული იყო სიუჟეტში, რის გამოც მაყურებელს არასწორი
წარმოდგენა შეექმნა მისი ოჯახის ქონების შესახებ.

სიუჟეტში მითითებული იყო ინფორმაცია მამია ფხაკაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული სხვა ბინების
შესახებ, რომლებიც მას აქვს თბილისში, საბურთალოზე. დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული
ბინებიდან ერთი 2000 წელს არის შეძენილი, ხოლო მეორე 2002 წელს, იმ დროს, როცა მამია ფხაკაძე
მოსამართლე არ იყო.

როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, ეს ბინები შეიძინეს მისმა და მისი მეუღლის ოჯახებმა, როცა თავად
ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. ეს ინფორმაცია [შეძენის წლები] ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში,
რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს სიუჟეტში, მაგრამ იმ ფორმით, რომ მაყურებლისთვის
არ არის აღქმადი მათი შეძენის წლები, მით უფრო რომ ქონებრივი დეკლარაცია არ არის იმ ტიპის
დოკუმენტი, რომელსაც ადვილად წაიკითხავს და აღიქვამს მაყურებელთა უმრავლესობა.

ამ ბინების შეძენის დროის და წარმომავლობის ცხადად მითითება სიუჟეტში აუცილებელი იყო იმ ფონზე,
რომ სიუჟეტის ანონსში მაყურებელს ჟურნალისტმა ხაზგასმით უთხრა, “ნახეთ მოსამართლეების ბინები
თბილისის შუაგულში სასამართლოს კლანის ბოსებს ხიბლავთ ვერა და ვაკე, დუპლექსები, პენტჰაუზები
ყველაზე ძვირიან კორპუსებში”. მართალია, ნოდარ მელაძემ საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ
ანონსში არ იგულისხმებოდა მამია ფხაკაძის ქონება, თუმცა საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი განმარტება
აუცილებელი იყო სიუჟეტში, რათა აუდიტორიას ზუსტი ინფორმაცია მიეღო.

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სიუჟეტი ეხებოდა ქონებრივ მდგომარეობას და შესაძლო საეჭვო
“გამდიდრებას”, საბურთალოზე არსებული ბინების შეძენის წლები არსებითი იყო მაყურებლისთვის,
თანაც მაშინ, როდესაც ჟურნალისტს არ უხსენებია, რომ ბინები მემკვიდრეობით იყო მიღებული. ამის
შესახებ ხაზგასმით უნდა მიენიშნებინა ჟურნალისტს, რადგან ასე არ მოხდა - ამით დაირღვა ქარტიის
მე-3 პრინციპი შემდეგ ნაწილში - ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.

საქმის მასალები:
• განცხადება
• სადავო მასალა
• ანონსი 1
• ანონსი
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

34

“ღია საზოგადოების ფონდი ნოდარ ჩაჩუას წინააღმდეგ”

საქმეში “ღია საზოგადოების ფონდი ნოდარ ჩაჩუას წინააღმდეგ” ქარტიის საბჭო მე-11 პრინციპის
(ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევის დასაბუთებაზე საინტერესოდ მსჯელობს, ეს საქმე ნათელი
მაგალითია როცა ჟურნალისტი განგრძობითად აშუქებს მოვლენას, შეიტყო რომ მის მიერ გადაცემული
ინფორმაცია არაზუსტია, თუმცა კვლავ განაგრძობს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ლაურა
გოგოლაძე.

განმცხადებელი: ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

მოპასუხე: ნოდარ ჩაჩუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ა[ა]იპ საქართველოს


ღია საზოგადოების ფონდმა. განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის
გადაცემა „მოამბის“ 2019 წლის 03 აპრილის 12:00 და 15:00 საათიან გამოშვებებში გასულ სიუჟეტებში
დაირღვა ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. სადავო სიუჟეტები ეხებოდა კავკასიის კვლევითი
რესურსების ცენტრის [ჩღღჩ], ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია
Iნტერნატიონალ IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადებული სოციოლოგიური კვლევის
შედეგების პრეზენტაციას. სიუჟეტების ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნოდარ ჩაჩუა.

საქმის განხილვის დროს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლის წარმომადგენლებმა,


მოპასუხე ჟურნალისტმა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და არც საპასუხო პოზიცია
არ წამოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და


საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა სადავო სიუჟეტები ეხებოდა სოციოლოგიური კვლევის


პრეზენტაციას.

მოამბე 12:00 საათზე

პირდაპირი ჩართვის დროს ნოდარ ჩაჩუამ აღნიშნა:

• ტექსტი 1: „ჩვენ სრულიად შემთხვევით რამდენიმე წუთის წინ სანამ ჩართვაზე დავდგებოდით,
აღმოვაჩინეთ, რომ კვლევაში საუბარია მედიაზე და მედიის ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელთან
დაკავშირებითაც. თუმცა, კვლევის ეს შედეგები ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ დამალა და იგი არც
ჩვენ, მედიის წარმომადგენლებს მოგვაწოდა ისე, როგორც კვლევის სხვა შედეგები, მაგალითად
როგორც ჯანდაცვაზე, განათლებაზე, კორუფციაზე და ასე შემდეგ და არც თავად ტელევიზიის
წარმომადგენლებს ტელევიზიებში ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადააგზავნა“.
35

• ტექსტი 2: „თუმცა, ჯერჯერობით პასუხი კითხვაზე ვერ მივიღეთ თუ რატომ გადაწყვიტა ფონდმა
„ღია საზოგადოებამ“ დაემალა აღნიშნული კვლევა. “

• ტექსტი 3: „მაშინ, როცა ეს კომენტარი ჩავწერეთ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს


ხელმძღვანელთან, ჩვენ არ ვიცოდით, რომ მედიის მიმართულებითაც ჰქონდა გაკეთებული
აღნიშნულ ფონდს კვლევა და მედიის მიმართულებით საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ
საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ეჭირა, თუმცა, ბუნებრივია დავუსვამდით შეკითხვას თავად კვლევის
მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ასევე თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო დასმულ
შეკითხვებთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერჯერობით ასევე ვერ მივიღეთ ფონდის იმ თანამშრომლისგან
პასუხი კითხვაზე თუ რატომ დამალა ფონდმა აღნიშნული კვლევა და რატომ არ გახადა იგი საჯარო
როგორც მედიის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე თავად საზოგადოებისთვის.“

15:00 საათიანი გამოშვება:

• ტექსტი 4: წამყვანი: „პირველი არხის ჟურნალისტს პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან
ერთად ეს მონაცემებიც იყო წარმოდგენილი არ მიეცა საშუალება გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი
ინფორმაცია მიეღო“

• ტექსტი 5: ნოდარ ჩაჩუა: „აღნიშნული პრეზენტაციის გასაშუქებლად მივედით, სადაც დაგვხვდა


მედიარელიზები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კვლევაში იყო გამოკითხული
საზოგადოების განწყობები ქვეყანაში არსებულ ამა თუ იმ მოვლენებთან დაკავშირებით,
მაგალითისთვის კორუფციასთან დაკავშირებით, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით,
სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა, იქ არ ყოფილა აღნიშნულ
რელიზში საუბარი და შემდგომ უკვე ჩაშლილ ვარიანტშიც მედიისათვის არ მიუწოდებიათ
ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის
შესახებაც იყო და აღნიშნული კვლევის შედეგები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით
საზოგადოების განწყობებსაც ასახავდა“

• ტექსტი 6: ნოდარ ჩაჩუა: „სწორედ ამ მოთხოვნის შემდეგ გაჩნდა უკვე აღნიშნულ კვლევაში მედიის
ნაწილი და კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ნაწილი და გახდა საჯარო
სწორედ ის შედეგები რომელიც გამოაქვეყნეს“

ზემოაღნიშნული ტექსტების თანახმად ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აცხადებდა რომ:

1. შემთხვევით გაიგო, რომ კვლევა რომ მედიას და მედიის ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელს
[ტექსტი 1].
2. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, კვლევის წარმდგენმა დამალა
[ტექსტი 1, 2,3].
3. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიას, კვლევის წარმდგენმა მედიის წარმომადგენლებს არ
მიაწოდა [ტექსტი 1, 5].
4. კვლევის ნაწილი, რომელიც ეხებოდა მედიას, მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ნოდარ
ჩაჩუამ მოითხოვა [ტექსტი 6].

ტექსტების შეჯერების, განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და საბჭოს მიერ


დამატებით მოკვლეული [მაგალითად ინფორმაცია იქნება მოპოვებული კვლევის პრეზენტაციაზე
მყოფი სხვა ჟურნალისტებისგან] დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები:

1. როცა 12:00 საათიან გამოშვებაში, პირდაპირი ჩართვის დროს ნოდარ ჩაჩუა აცხადებს რომ
კვლევის მედიის ნაწილი „დამალულია“, კვლევის პრეზენტაცია ჯერ დასრულებული არ არის.
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

36

მტკიცებულება: თავად ნოდარ ჩაჩუას განცხადება პირდაპირი ჩართვის დროს 12:00 საათიან
გამოშვებაში - „კვლევის პრეზენტაცია ჯერაც არ დასრულებულა სასტუმრო რუმსში“.

2. მედიასთან დაკავშირებული კვლევის „გასაჯაროების მოთხოვნა“ ნოდარ ჩაჩუამ დააყენა კვლევის


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

მტკიცებულება: ტექსტი 6.

3. კვლევის პრეზენტაციის თარიღამდე ერთი დღით ადრე, 02 აპრილს, მედიასაშუალებებს [მათ შორის
საზოგადოებრივ მაუწყებელს] გაეგზავნათ ანონსი, იმის შესახებ, რომ 03 აპრილს გამოქვეყნდებოდა
კვლევა, რომელიც სწავლობს „მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას
პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური
გაერთიანებების და სხვა საკითხების შესახებ“ .
მტკიცებულება: ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა
ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის შეტყობინება 2019 წლის 02 აპრილი, 13:52 საათი.

4. პრესრელიზში, რომელიც ადგილზე დახვდათ მისულ ჟურნალისტებს, აღნიშნული იყო, რომ:


„სოციოლოგიური კვლევა ეხება საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობას, სწავლობს
მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო უწყებების მიმართ და განწყობას პოლიტიკური პარტიების,
კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა
საკითხების შესახებ“

მტკიცებულება: პრესრელიზი

5. კვლევის პრეზენტაცია შეიცავდა მედიის ნაწილსაც.

მტკიცებულება: პრეზენტაცია, სხვა გამოკითხული ჟურნალისტები, ტექსტი 4, ა[ა]იპ საქართველოს


ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის
შეტყობინება 2019 წლის 03 აპრილი, 13:38 საათი.

6. კვლევის პრეზენტაციის ფაილი [სადაც მითითებული იყო მედიის ნაწილი] უშუალოდ ნოდარ ჩაჩუას
გაეგზავნა 03 აპრლს, 11:57 საათზე.

მტკიცებულება: ა[ა]იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლის, ანა


ტოკლიკიშვილის მიერ გაგზავნილ ელ. ფოსტის შეტყობინება 2019 წლის 03 აპრილი, 11:57 საათი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ დაირღვა
ქარტიის პირველი პრინციპი, კერძოდ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია:

1. მედიასთან [საზოგადოებრივ მაუწყებელთან] დაკავშირებული კვლევის ნაწილი არ იყო დამალული.


კვლევა რომ მედიას შეეხებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ცნობილი იყო წინა დღეს და
დაინტერესების შემთხვევაში ადვილად ხელმისაწვდონი იყო ინფორმაცია, რომ მედიის ნაწილში
კვლევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩატარდა. ამავე ინფორმაციას მოიცავდა ღონისძიების
მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის დარიგებული პრესრელიზი. მედიის შესახებ ინფორმაცია
უჩვენეს პრეზენტაციისას და გაეგზავნა უშუალოდ ნოდარ ჩაჩუას პრეზენტაციის დასრულებამდე.

2. მაშინ, როცა კვლევის პრეზენტაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, შეუსაბამო იყო ნოდარ
ჩაჩუას განცხადება, რომ მედიასთან დაკავშირებული კვლევის ნაწილი დამალულია.
37

არაზუსტია ნოდარ ჩაჩუას განცხადება, თითქოს „შემთხვევით გაიგო“ რომ კვლევა მედიის ნაწილს
ეხებოდა.

3. ურთიერთგამომრიცხავია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის და ჟურნალისტ ნოდარ


ჩაჩუას ტექსტებიც, კერძოდ: ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ მედიის შესახებ კვლევის ნაწილი მისი
მოთხოვნის შემდეგ გასაჯაროვდა. სიუჟეტის წარმდგენისას წამყვანი აცხადებს, რომ: „პირველი
არხის ჟურნალისტს პრეზენტაციაზე, სადაც კვლევის სხვა შედეგებთან ერთად ეს მონაცემებიც იყო
წარმოდგენილი არ მიეცა საშუალება გამოკითხვის ამ ნაწილზე მეტი ინფორმაცია მიეღო“

4. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, მოპასუხე ნოდარ ჩაჩუამ არ ითანამშრომლა საბჭოსთან.


მისი პოზიცია საბჭოსათვის ნაწილობრივ ცნობილი გახდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის დასკვნიდან, რომელსაც ა[ა]იპ საქართველოს ღია
საზოგადოების ფონდმა, სადავო სიუჟეტებზე განცხადებით ასევე მიმართა. ამ დასკვნაში არ არის
უარყოფილი რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო წინასწარი ანონსი კვლევის შესახებ.
გადაწყვეტილებაში ჟურნალისტის გამამართლებელ არგუმენტად მითითებულია, რომ ანონსში
საუბარი იყო „მედიაზე“ და არა იმაზე, რომ კონკრეტულად საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნებოდა
კვლევა. „მედია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კი არ არის იდენტური.

ქარტიის საბჭოს კომპეტენცია არ არის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თვითრეგულირების


ორგანოს დასკვნის შეფასება, მაგრამ იმისათვის რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად
ითვალისწინებდეს ორივე მხარის პოზიციას, ზემოაღნიშნული მიდგომა საბჭოს მიერ ჩაითვალა როგორც
მოპასუხის მხარის პოზიცია და იმსჯელა მასზე. რა თქმა უნდა „მედია“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
არ არის იდენტური, მაგრამ მედია მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებელს, კვლევის წარმდგენი არ იყო
ვალდებული, რომ წინასწარ გაგზავნილ პრეს-რელიზში კონკრეტულად მიეთითებინა რას მოიცავდა
მედიის ნაწილი. მით უფრო, რომ წინასწარ არ მითითება არ ნიშნავს დამალვას როგორც ეს მაუწყებლის
ჟურნალისტმა მიიჩნია. ანონსიდან გამოდინარე კი ჟურნალისტს უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ
კვლევაში იქნებოდა მედიის ნაწილიც. თუ დავუშვებთ, რომ ჟურნალისტმა ვერ ივარაუდა რომ „მედიის“
ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებელიც შესაძლოა ნახსენები ყოფილიყო, ეს მაინც არ ამართლებს მის მიერ
სიტყვა „დამალვის“ გამოყენებას. „დამალვა“ ნიშნავს, რომ კვლევის ეს ნაწილი არ გამოუქვეყნებიათ.
რეალურად კი კვლევიდან მედიის [საზოგადოებრივი მაუწყებლის] ნაწილი გასაჯაროვდა პრეზენტაციის
დროს, გაეგზავნა უშუალოდ ჟურნალისტს და საზოგადოებრივ მაუწყებელს. პრეზენტაცია კი პირდაპირ
და ცალსახად შეიცავდა ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.

ქარტიის მე-5 პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი


ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია.
ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ამის შესახებ განმცხადებელმა მიმართა მედიასაშუალებას -
საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძოდ, შეიტანა განაცხადება თვითრეგულირების ორგანოში, სადაც
უთითებდა არასწორი ინფორმაციის შესახებ. მიუხედავად ამისა, საბჭოს მიერ განცხადების განხილვის
მომენტისათვის არასწორი ინფორმაცია არ იყო უარყოფილი, შესაბამისად დარღვეული იქნა ქარტიის
მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს


შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“, ქარტიის საბჭოს მიერ პირველი პრინციპის
ჭრილში მსჯელობისას აღნიშნული იყო რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა როგორც 12:00
საათიან, ისე 15:00 საათიან გამოშვებებში და იმსჯელა, სახეზე იყო თუ არა არასწორი ინფორმაციის
განზრახ გავრცელება. ქარტიის საბჭომ დაუშვა რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ 12:00 საათიან გამოშვებაში
არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობა შესაძლოა ყოფილიყო სხვადასხვა გარემობა,
მაგალითად არ ენახა ელ. შეტყობინება, არ წაეკითხა მედიარელიზი, უშუალოდ პრეზენტაციისას არ
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

38

იმყოფებოდა ადგილზე, იჩქარა და მანამ გააკეთა დასკვნა, სანამ პრეზენტაცია დასრულდებოდა,


ტერმინ „მედიის“ ქვეშ ვერ მოიაზრა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ა.შ. მაგრამ მსგავსი დაშვება
უკვე გამოირიცხება 15:00 საათიანი გამოშვების დროს, როცა უკვე პრეზენტაციის დაწყებიდან 3 საათია
გასული, როცა თავად სიუჟეტის წარმდგენიც კი აცხადებს, რომ პრეზენტაციაში საზოგადოებრივი
მაუწყებელთან დაკავშირებითაც იყო საუბარი [ტექსტი 4], დამატებით კიდევ არის გაგზავნილი
პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის და თავად ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთვის [სადაც
ასახულია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული სლაიდები] და ამის ფონზე 15:00 საათიან
გამოშვებაში ნოდარ ჩაჩუა კვლავ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ინფორმაცია
არ იყო საჯარო. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს ქარტიის საბჭოს საფუძველს მიიჩნიოს რომ 15:00
საათიან გამოშვებაში ნოდარ ჩაჩუას მიერ ინფორმაცია გავრცელდა განზრახ არასწორად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ნოდარ ჩაჩუამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები

განცხადება
საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს/კომისიის დასკვნა
მედიარელიზი
პრეზენტაცია

“ასოციაცია ჰერა XXI -ე მაესტროს ჟურნალისტების წინააღმდეგ”

საქმეში “ასოციაცია ჰერა XXI -ე მაესტროს ჟურნალისტების წინააღმდეგ” ქარტიის საბჭოს ვრცლად
აქვს ნამსჯელი მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისების საფრთხესა და კონკრეტულ ფაქტებზე.
გადაცემაში, რომელსაც რამდენიმე წამყვანი და სტუმარი ყავდა, ასევე წინასწარი კონსულტაცია
ჰქონდათ სპეციალისტებთან მაინც დაფიქსირდა კონკრეტული ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული
მოპყრობა.

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი
სულაძე.

განმცხადებელი: ასოციაცია „ჰერა-XXI”

მოპასუხე: მაგდა ანიკაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ირაკლი მაისურაძე, თეო მჭედლიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ასოციაცია „ჰერა-XXI”-


მა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „მაესტროელების” 2019 წლის
3 აპრილის გადაცემაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 პრინციპი. გადაცემის თემა იყო
აბორტი, სათაურით „აბორტი როგორც განაჩენი“. მოპასუხეებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები
მაგდა ანიკაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ირაკლი მაისურაძე და სიუჟეტის ავტორი თეო მჭედლიძე.
განცხადების განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტებს
39

შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაში მიუღიათ მონაწილეობა. განმცხადებელმა სხდომის


მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების


უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რა თქმა უნდა შესაძლებელია
გადაცემა მიეძღვნას აბორტის საკითხს, გაშუქდეს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციები, მედიცინის
სპეციალისტების შეფასებები, მაგრამ სიუჟეტი თავად ჟურნალისტების მხრიდან არ უნდა ატარებდეს
მანიპულაციურ ხასიათს და გამოყენებული ტერმინებით, კადრებით, შეფასებებით არ უნდა ხდებოდეს
მაყურებელზე ზემოქმედება, თავად ჟურნალისტის პოზიციის გამოკვეთა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ
განსახილველ შემთხვევაში აბორტის თემატიკა გაშუქდა ცალსახად ნეგატიურად, იმ აქცენტით, რომ
აბორტი ანტისოციალური მოვლენაა. მაგალითად:

სიუჟეტის სათაური „აბორტი, როგორც განაჩენი“, მიანიშნებს ჟურნალისტის განწყობაზე და შეფასებაზე,


რომ აბორტი უფრო მეტად გაიგივებულია დანაშაულთან, ვიდრე სტანდარტულ სამედიცინო
ოპერაციასთან.

გადაცემის ქუდში გამოყენებულია კადრები რომელიც ასახავს ემბრიონის გულის ფეთქვას, ახალ
დაბადებულ ბავშვებს, მათ ტირილს, რითაც მძაფრდება განწყობა, რომ აბორტი ამას „კლავს“.

გადაცემაში ჟურნალისტი ასევე უთითებს, რომ აბორტზე გადაწყვეტილებას იღებენ „მშობლები“. ამ


ტერმინის გამოყენებით ჟურნალისტი ემხრობა იმ აზრს, რომ 12 კვირამდე ემბრიონი უკვე „შვილია“
და ლოგიკურად გამოდის, რომ აბორტით ხდება „შვილის“ მკვლელობა მაშინ, როცა აბორტთან
დაკავშირებული დისკუსიის ძირითადი ხაზი გადის სწორდ იმაზე, რომ 12 კვირამდე ემბრიონი არ უნდა
ჩაითვალოს ცოცხალ არსებად, ბავშვად, შვილად. ტერმინ „მშობლის“ გამოყენება ჟურნალისტის მიერ
უკვე ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას აბორტის მიმართ.

გადაცემა ასევე შეიცავს რეპორტაჟს აბორტის თემაზე, სადაც გამოყენებულია კადრები, რომელიც
ასახავს პათოლოგიის გამო დედის სხეულიდან გამოდევნილ ემბრიონებს, რომლებიც ცალსახად
12 კვირაზე მეტის არიან, ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის კიდურები და ა.შ. ეს კადრები არავითარ
კავშირში არ არის აბორტთან, არის მხოლოდ სასწავლო მასალა, და აქვს მხოლოდ ემოციური
დატვირთვა და აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ. არასწორი აქცენტი
გრძელდება როცა ჟურნალისტი რესპონდენტის, ექიმ გივი მაყაშვილის, პერიფრაზს გვთავაზობს „ამ
ნიმუშმა [იგულისხმება პათოლოგიის გამო, დედის სხეულიდან გამოდევნილი 12 კვირაზე მეტი ხნის
ემბრიონი] ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა“, ფრაზა რამდენიმე კუთხით არის პრობლემური, თუ საუბარი
პათოლოგიის გამო გამოდევნილ ემბრიონზეა, რა კავშირი აქვს მას სიცოცხლის გადარჩენასთან და
მეორე, - კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟურნალისტის უნებლიე თუ გაზრახ მცდელობას, რომ მსგავსი
კადრებით იმოქმედოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მიიღეს ან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება აბორტის
შესახებ.

შეუსაბამოა ქუჩის გამოკითხვაც, როცა გამვლელებს ეკითხებიან, საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლე.
მაშინ როცა საუბარია სამედიცინო/ქირურგიულ ჩარევაზე - აბორტზე, ამ დროს ქუჩაში გამვლელების
შეფასება იმის შესახებ თუ რა არის სიცოცხლე და როდის იწყება ის, არარელევანტურია და მხოლოდ
დამატებითი საზოგადოებრივი წნეხის შექმნას ემსახურება.

სიუჟეტში ნაჩვენებია ანიმაცია, როგორც აბორტის მოდელირება. კერძოდ, კადრებში ჩანს საშვილოსნოში
სრულად ჩამოყალიბებული ემბრიონი, ამ დროს საშვილოსნოში ხდება სამედიცინო იარაღით შეღწევა
და ემბრიონისათვის ჯერ ფეხის, შემდეგ კი „სხეულის სხვა ნაწილების მოგლეჯვა“. როცა საუბარია
დანართი 1 / გადაწყვეტილებები

40

აბორტზე, ანუ 12 თვემდე ემბრიონის საშვილოსნოდან გამოდევნაზე, აღნიშნული ანიმაცია პირდაპირ


არასწორი ფაქტების ამსახველია, ვინაიდან კანონით დაშვებულ პერიოდამდე აბორტის დროს ემბრიონი
ასეთი სახით განვითარებული არ არის, შესაბამისად ანიმაციას შეცდომაში შეყავს საზოგადოება და
უჩენს არასწორ წარმოდგენას აბორტის დროს ემბრიონის მდგომარეობის და აბორტის შესახებ.

აბორტი, რესპონდენტ გივი მაყაშვილის მიერ შეფასებულია როგორც ქალისათვის ცალსახად


საზიანო და ამის დასადასტურებლად ჩამოთვლის იმ შესაძლო გართულებებს, რაც შეიძლება თან
სდევდეს არა მხოლოდ აბორტს, არამედ ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას. თუ ქირურგიული ჩარევა
არაპროფესიონალის ან არასათანადო გარემოში კეთდება. შესაბამისად, არასწორია მტკიცება, რომ
აბორტი ყველა შემთხვევაში და ცალსახად აზიანებს ქალის ორგანიზმს, მით უფრო რომ მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, შესაბამისი გაიდლაინებით მომზადებული აბორტი ითვლება ერთ
- ერთ ყველაზე უსაფრთხო სამედიცინო პროცედურად. რესპონდენტი უფრო მძიმე სურათებსაც ხატავს
და უთითებს, რომ ქალი შეიძლება უშვილოდ დარჩეს. ცალსახაა, რომ რესპონდენტი განეკუთვნება
აბორტის მოწინააღმდეგეთა რიგებს, ამის საპირისპიროდ არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ
აბორტის სამედიცინო რაობის და შედეგების შესახებ განმარტება მიეღო სხვა პროფესიონალისგან,
რომელიც აპრიორი არ არის აბორტის საწინააღმდეგოდ განწყობილი.

გადაცემაში ასევე შესაძლებლობა მიეცა რესპონდენტ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, გაეჟღერებინა


არასწორი ინფორმაცია რომ ზიგოტა [განაყოფიერებული კვერცხუჯრედი], არის სიცოცხლე და
ლორთქიფანიძის აზრით, მისი ხელყოფა არის უმწეოს ხელყოფა, ზიგოტის „მკვლელობა“ არის
მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანუ „უმწეოს“ მკვლელობა.

ქარტიის საბჭოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აქვს ერთ - ერთი ყველაზე
პროგრესული კანონმდებლობა აბორტის კუთხით, როგორც არასამთავრობო, ისე სახელმწიფო
სექტორი ზრუნავს აბორტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მსგავსი არასწორი და მანიპულაციური
ინფორმაციის გავრცელებით ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი


ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა
წარმოუდგინა მტკიცებულება, რომ სიუჟეტის მიმართ მისი პრეტენზიების შესახებ აცნობა სახალხო
დამცველს, თავის მხრივ სახალხო დამცველმა აღნიშნულის შესახებ აცნობა მაესტროს და ასევე
დადასტურებულია რომ ტელეკომპანიამ მიიღო ეს შეტყობინება. მიუხედავად ამისა ტელეკომპანიის
მიერ არ მომხდარა რეაგირება გადაცემაში არსებულ უზუსტობებზე სიუჟეტი უცვლელი სახით დღესაც
იძებნება, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი და არ მომხდარა შესწორება.

მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე;
ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული
ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში გამოყენებული ტერმინებით და შეფასებებით მოხდა იმ


ქალების დისკრიმინაცია და სტიგმატიზება, რომლებმაც ჩაიტარეს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა
- აბორტი. მაგალითად, სიუჟეტის სათაური „აბორტი როგორ განაჩენი“ ატარებს აბსოლუტურად
ნეგატიურ კონტექსტს და ქმნის ნეგატიურ განწყობებს ქალების მიმართ, რომლებმაც გაიკეთეს აბორტი,
რომ მათ თითქოს „[სასიკვდილო] განაჩენი გამოუტანეს“ სხვა პირს. როგორც პირველ პრინციპზე
მსჯელობისას აღინიშნა, შესაძლებელია გადაცემა მიეძღვნას აბორტის საკითხს, გაშუქდეს მომხრეთა
და მოწინააღმდეგეთა პოზიციები, მედიცინის სპეციალისტების შეფასებები, მაგრამ როცა სათაური
ძირითად ხაზს უსვამს გადაცემის აქცენტს და მიგნებებს და სათაურად მითითებულია „განაჩენი“, ეს
ცალსახად დისკრიმინაციულია იმ ქალების მიმართ, რომლებმა ჩაიტარეს აბორტი.
41

თემის ამგვარად გაშუქება და დასათაურება აძლიერებს სტიგმას, რომ ასეთი ქმედება „მკვლელობაა“
და ემსახურება მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. საქართველოში მართლაც აბორტის მაღალი
მაჩვენებელია, განსაკუთრებით სელექციური აბორტის. ამ დროს მნიშვნელოვანია ქალების გაკიცხვის
ნაცვლად მიაწოდონ ინფორმაცია თუ როგორ არ მივიდნენ აბორტამდე.

სტიგმის გაძლიერებას ასევე ემსახურება ჟურნალისტის ფრაზა, რომ აბორტზე გადაწყვეტილებას


იღებენ „მშობლები“. ამის საპირისპიროდ აბორტი არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის ჩატარებაზეც
გადაწყვეტილება ლოგიკურად ბუნებრივად უნდა მიიღოს მხოლოდ პაციენტმა - ქალმა. იმაზე ხაზგასმა,
რომ ეს არის „მშობლების“ გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მხოლოდ ქალის მიერ არ მიიღება,
აძლიერებს ქალის დისკრიმინაციულ მდგომარეობას საზოგადოებაში, რომ მას თავად, პარტნიორის
თანხმობის გარეშე არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხეულზე სამედიცინო ჩარევის შესახებ
მაშინ, როცა ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელის თანახმად 12 კვირამდე აბორტი არის სამედიცინო
პროცედურა და ქალს აძლევს არჩევანის უფლებას როგორ მართოს თავისი შვილოსნობა

სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მაგდა ანიკაშვილმა, თორნიკე კვერენჩხილაძემ, ირაკლი მაისურაძემ და თეო მჭედლიძემ


დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია / წლიური ანგარიში 2019

42

შიო მღვიმელის ქ. 6ბ თბილისი, საქართველო, 0179


ტელეფონი: 0322 912 870 ელ-ფოსტა: ethicscharter@gmail.com
www.qartia.ge

You might also like