You are on page 1of 15

ლექცია #1

თემა I

ეკოტურიზმის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია; ეკოტურიზმის არსი


და საბაზისო პრინციპები. ეკოტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენცია და
პერსპექტივები საქართველოში

ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს გლობალიზაციის პრინციპები.


შესაბამისად, მთელ რიგ დარგებში ხორციელდება რეფორმები, იცვლება
კანონმდებლობა, ხშირია ლოკალური თუ გლობალური ეკონომიკური კრიზისები,
მწვავედ დადგა ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების პრობლემა. ქვეყნების
ეკონომიკის განვითარების სტრატეგია ძირითადად დაფუძნებულია ბუნებრივი
რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე, რის გამოც, მდგრადი განვითარების
პრინციპების გათვალისწინება ხშირად არ ან ვერ ხორციელდება. აუცილებელია
შემოსავლის ახალი წყაროების დანერგვა, რაც გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით
ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პირობების
გაუმჯობესებას, ასევე ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნებას. ეკოტურიზმი
იძლევა სწორედ ასეთი ტიპის შემოსავლის წყაროების შექმნის შესაძლებლობას.

ეკოტურიზმის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობა არის მასიური


ტურიზმის შედეგად გაზრდილი ანთროპოგენული ზემოქმედება ბუნებრივ და
კულტურულ-ისტორიულ ტურისტულ რესურსებზე. ასეთი ზემოქმედება
(დატვირთვა) ტურისტული ტემპების ზრდის პირდაპირპროპორციულია. მტოს
(მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია) პროგნოზის მიხედვით ნათელი ხდება
წინააღმდეგობები ტურისტული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და
ტურისტული რესურსების რაციონალურად გამოყენებას შორის. მასიური ტურიზმის
გარემოზე და ტურისტულ რესურსებზე ნეგატიური გავლენის ასპექტები, ჯერ კიდევ
გასული საუკუნის 70-იან წლებში, აღინიშნებოდა საზღვარგარეთის ქვეყნების
სამეცნიერო კვლევებში. დღეისათვის, ანთოპოგენული პრესინგი პრაქტიკულად
ტურინდუსტრიის ყველა სექტორში აღინიშნება (მაგ. პოლონეთი, აშშ და სხვ.).

1
მე-20 საუკუნის მიწურულს დასავლეთის ქვეყნებში დაიწყო ბუნებაზე
ორიენტირებული ტურიზმის ტრანსფორმაცია ეკოტურიზმში. ეკოტურიზმი
ყოველწლიურად იძენს სულ უფრო დიდ რეზონანს თანამედროვე მსოფლიოში. იმის
გასარკვევად, თუ რამ განაპირობა ასეთი სიტუაციის შექმნა, უნდა განვიხილოთ
ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება, გავერკვეთ ეკოლოგიური
პრობლემების წარმომქმნელ მიზეზებში.

მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან გლობალიზაციისა და ინტეგრაციის


პროცესების გააქტიურების პარალელურად მნიშვნელოვნად დაჩქარდა მსოფლიო
ეკონომიკური განვითარება. საწარმოო პროცესების მასშტაბების გაფართოებით, რაც
ძირითადად ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის შეუზღუდავმა გამოყენებამ
განაპირობა, მრავალ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა ეკონომიკური ზრდის
ტემპები. სხვადასხვა კვლევის შედეგების მიხედვით ბოლო ასი წლის განმავლობაში
მსოფლიოში შრომის მწარმოებლურობა გაიზარდა საშუალოდ 5-ჯერ, მათ შორის
განვითარებად ქვეყნებში 6-ჯერ, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში 6,5-ჯერ.

ამავე პერიოდში მომპოვებელი მრეწველობის, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო


მეურნეობის ჯამურმა პროდუქციამ მსოფლიო მშპ-ის მიახლოებით 12-15% შეადგინა
და ამჟამადაც ხასიათდება ზრდის ტენდენციით. აღნიშნული ნათლად ადასტურებს
გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების გაძლიერებას, რისი შედეგიც გახდა
პლანეტაზე ეკოლოგიური წონასწორობის რღვევა და ეკოლოგიური მდგომარეობის
მკვეთრი გაუარესება. კიდევ უფრო გაღრმავდა ისტორიულად ჩამოყალიბებული
დისბალანსი ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მათი კვლავწარმოების
მასშტაბებს შორის. პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ტექნოგენური ანუ ბუნებატევადი,
ბუნებადამანგრეველი განვითარების ტიპი.

მსოფლიო დონეზე ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის გამომწვევ ძირითად


ფაქტორთა რიცხვს მიეკუთვნება:

-ბუნებრივი რესურსების მოხმარების ზრდა, რასაც თან სდევს მისი მარაგების


შემცირება;

2
-მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც
განაპირობებს ადამიანთა საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიების შემცირებას;

- ბიოსფეროს ძირითადი კომპონენტების დეგრადაცია, რომელსაც თან სდევს


ბიომრავალფეროვნების შემცირება და მასთან დაკავშირებული ბუნების
თვითრეგულაციის დაქვეითება, რაც საფრთხეს უქმნის ცივილიზაციის არსებობას;

-კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაზიანება;

-სტიქიური უბედურებებით და ტექნოლოგიური კატაკლიზმებით


განპირობებული ეკოლოგიური ზარალის ზრდა;

-ადამიანთა ცივილიზაციის მდგრადი განვითარებისათვის საჭირო მსოფლიო


თანასაზოგადოების საქმიანობის კოორდინაციის არასაკმარისი დონე ეკოლოგიური
პრობლემების გადაწყვეტის და გლობალიზაციის პროცესების რეგულირების
სფეროში და სხვა.

შეიძლება ითქვს, რომ მე-3 ათასწლეულის დასაწყისში პლანეტაზე შექმნილი


სიტუაცია ატარებს სისტემურ მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისის ხასიათს და
შეიძლება დახასიათდეს, როგორც კონფლიქტი მოსახლეობის სულ უფრო მზარდ
მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და პლანეტის შეზღუდული რესურსების
განუხრელ შემცირებას შორის.

ზემოთ აღნიშნული პრობლემათა გლობალური ხასიათის გათვალისწინებით,


მათი მხოლოდ რეგიონულ ან ნაციონალურ დონეზე გადაწყვეტა შეუძლებელია.
ამიტომ, გერმანელ კონსულტანტთა საბჭომ, გამოყო პრობლემათა რამდენიმე
ტიპიური მოდელი, რომელთაც სინდრომები ეწოდა:

1) უტილიზაციის სინდრომი;

2) განვითარების სინდრომი;

3) ნარჩენების სინდრომი.

3
პრობლემების აქტუალობის შესაბამისად გაიზარდა შესაბამისი პუბლიკაციების,
თათბირების, კონფერენციების რაოდენობა. 1992 წ. 14 ივნისს გეო (გაერთიანებული
ერების ორგანიზაცია)ში ჩატარებულ კონფერენციაზე 182 სხვადასხვა ქვეყნის
მთავრობის მიერ მიღებულ და ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი ტურიზმის
ინდუსტრიაში გარემოს დაცვისა და განვითარებისათვის (UNCED), ეს დოკუმენტი
ცნობილია “დღის წესრიგი 21”ის სახელწოდებით, მასში შემდეგი პრინციპებია
ასახული:

 მოგზაურობა და ტურიზმი უნდა ეხმარებოდეს ადამიანს ბუნებასთან


ჰარმონიული დამოკიდებულების მიღწევაში;
 მოგზაურობამ და ტურიზმმა უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ეკოსისტემის
დაცვის, შენახვის და აღდგენის საქმეში;
 მოგზაურობა და ტურიზმი უნდა ეფუძნებოდეს წარმოებისა და მოხმარების
სიცოცხლისუნარიან მოდელებს;
 პროტექციონიზმის პოლიტიკა მოგზაურობასა და ტურისტული მომსახურების
ვაჭრობაში ნაწილობრივ ან სრულად უნდა შეიცვალოს;
 გარემოს დაცვა ტურიზმის განვითარების პროცესის უცილობელ ნაწილს უნდა
შეადგენდეს;
 ტურიზმის განვითარების პრობლემები უნდა წყდებოდეს ადგილობრივი
დაინტერესებული მოსახლეობის მონაწილეობით.
 სახელმწიფოები მოვალენი არიან გააფრთხილონ ერთმანეთი ბუნებრივი
სტიქიური უბედურების შესახებ, რომლებიც შესაძლოა უშუალოდ ტურისტებს
შეეხოს;
 მოგზაურობამ და ტურიზმმა ხელი უნდა შეუწყონ ქალებისა და ადგილობრივი
მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნას;
 ტურიზმის განვითარებამ უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს
ადგილობრივი მოსახლეობის კულტურისა და ინტერესების შენარჩუნებას;
 უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო ნორმას გარემოს დაცვის, ტურიზმისა და
მოზგაურობის ინდუსტრიაში.

4
ხაზგასმული იყო ტურიზმის საკითხებში ნაციონალური ადმინისტრაციებისათვის
პრიორიტეტულ მიმართულებათა 9 სფერო:

1. სიცოცხლისუნარიანი ტურიზმის უზრუნველყოფის მიზნით არსებული


ტურისტული ინფრასტრუქტურის ტევადობის შეფასება.

2. ტურორგანიზაციების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და


ბუნებრივი შემადგენლობის განვითარების შეფასება.

3. სწავლება, განათლება და საზოგადოებრივი გაგება მდგრადი განვითარების


პროცესების.

4. ტურიზმის სიცოცხლისუნარიანი დაგეგმვა.

5. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის სიცოცხლისუნარიანი


ტურიზმის გამოცდილების და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

6. განვითარების პროცესში საზოგადოების ყველა სექტორის მონაწილეობის


უზრუნველყოფა.

7. მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით ტურპროდუქტების


დამუშავება.

8. სიცოცხლისუნარიანი განვითარების მიღწევის პროგრესის გაზომვა


ადგილობრივ დონეზე.

9. პარტნიორობა სიცოცხლისუნარიანი განვითარებისათვის.

ხოლო ტურისტული კომპანიებისათვის შემდეგი 10 ამოცანა დაისახა:

1. ბუნებრივი ტურისტული რესურსების გამოყენების პროცესში გარემოზე


უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაცია, განმეორებითი გამოყენება და
რეცირკულაცია.

2. განახლებადი ენერგიის შენარჩუნება და მართვა.

3. მტკნარი წყლის რესურსების მართვა.

5
4. ჩამდინარე წყლების მართვა.

5. საშიში ნივთიერებების მართვა.

6. ტრანსპორტის და ტრანსპორტირების მართვა.

7. მიწის გამოყენების დაგეგმვა და მართვა.

8. მოსამსახურეების, კლიენტების და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართვა


გარემოს პრობლემების გადაწყვეტაში.

9. მდგრადი განვითარების პროექტების დამუშავება.

10. პარტნიორობა სიცოცხლისუნარიანი განვითარებისათვის.

შემდგომში ჩატარებული კონფერენციების (ლონდონი, თებერვალი, 1997 წ.


ჯაკარტა, ნოემბერი, 1997 წ.) და სხვ. შედეგად ჩამოყალიბდა დასკვნები:

 ტურიზმის ინდუსტრიას გააჩნია რეალური პოტენციალი;


 აუცილებელია ახლო თანამშრომლობა მომხარებლებს, საზოგადოებას, კერძო
სექტორსა და დარგის ტურისტულ ორგანიზაციებს შორის;
 აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნით ვიქონიოთ პროგრესის
გაზომვის სისტემების დიდი რაოდენობა;
 საჭიროა მდგრადი ტურიზმის მიზნებთან მიმართებით, ტურისტული
ინფრასტრუქტურის გაფართოების პროცესის მართვა;
 ეკოლოგიური გადასახადები სამართლიანი უნდა იყოს და არა
დისკრიმინაციული, ხოლო მიღებული სახსრები ასიგნებულ უნდა იქნას
ტურიზმის ინდუსტრიის გარემოს დაცვითი პროგრამებისათვის;
 მდგრადი განვითარების თანამედროვე კვლევები მყისიერად უნდა
ინერგებოდეს ტუროპერატიულ საქმიანობაში;
 უნდა გაძლიერდეს განათლება გარემოს დაცვის სფეროში, განსაკუთრებით იმ
სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ამზადებენ პერსონალს სასტუმროებისა და
ტურისტული ფირმებისათვის;

6
 რეკლამა დიდ როლს თამაშობს მომხმარებელთა მიზიდვისათვის და ამგვარად
აიძულებს ინდუსტრიას იმუშაოს ახალი პრინციპებით. რეალიზებულ იქნას
თვითმფრინავებსა და აეროპორტებში ვიდეოფილმების ჩვენებით, მგზავრობის
დროს საკითხავი ჟურნალების პუბლიკაციებით, განცხადებებით, სამგზავრო
ბილეთზე სასარგებლო რჩევების განთავსებით, საგზაო აქსესუარებით და
ბროშურებით, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას დამსვენებლებისათვის.

ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპებმა ასახვა ჰპოვა ტურიზმის


გლობალურ ეთიკურ კოდექსებშიც. შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობაც. ამასთან
უნდა აღინიშნოს ეკოტურიზმის ამერიკელი ექსპერტის რონ მადერის გამონათქვამი:
“განვითარება _ ეს არ არის დასავლეთისადმი მიბაძვა. ეს არა მხოლოდ ფინანსურ-
საწარმოო კომპლექსები, ქიმიური სასუქები, გიგანტური წყალენერგეტიკული
რესურსებია. არ უნდა გავყიდოთ სული სამომხმარებლო საქონელზე და სწრაფი
გამდიდრების სქემებზე. განვითარება -ეს გაღვიძებაა, საკუთარი შიდა სიმდიდრისა,
პიროვნებისა და საზოგადოების ჭეშმარიტი პოტენციალის განცობიერებაა”.

ეკოტურიზმის წარმოქმნის ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა.

ეკოტურიზმი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ტურიზმი ბუნებაში,


კულტურული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, სპეციფიკური ინტერესების
მქონე ტურიზმი, განცდითი ტურიზმი, ან უბრალოდ “ახალი ტურიზმი”, ტურიზმის
შედარებით ახალი ფორმაა, რომელიც ჩვეულებრივი ტურიზმისაგან განსხვავებული
მახასიათებლებით გამოირჩევა და ფორმირებული იქნა მე-20 საუკუნის ბოლოს
როგორც ლოკალური იდეა ბუნებაზე რეკრეაციით მიღებულ ეკონომიკურ
სარგებლიანობასა და რეკრეაციული ტერიტორიების ეკოლოგიურ უსაფრთხოებას
შორის ბალანსის შექმნა. ამ დროისათვის ტურისტების მიერ რეკრეაციული
ტერიტორიების ჭარბი მონახულების თანმდევი ნეგატიური შედეგები დაგროვდა
უზარმაზარი რაოდენობით. ყველაზე შთამბეჭდავ და ფართოდ ცნობილ მაგალითად

7
შეიძლება მოვიყვანოთ აშშ-ის რიგი უმსხვილესი პარკები, გეიზერების ველი
კამჩატკაზე, ევერესტზე ნაგვის მთების დაგროვება და ა.შ.

ეკოტურიზმის წარმოქმნა და განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული


ესთეტიკური და რეკრეაციული თვალსაზრისით განსაკუთრებით მიმზიდველი
ბუნებრივი ტერიტორიების გამოყოფასთან, მათი გამოყენების და დაცვის
ნორმატივების დამუშავებასთან.

პირველი ეროვნული პარკი დაფუძნდა ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე


1872 წელს. მე-20 საუკუნის ბოლოს “ველური დასავლეთის” უნიკალურ ბუნებრივ
კუთხეებში შეიქმნა ეროვნული პარკების მთელი სერია. ეს პროცესი კიდევ უფრო
გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მაგალითად, 1982 წელს მათმა რიცხვმა
1000-ს გადააჭარბა. ძირითადი ამოცანები, რომელთაც აყენებდნენ აშშ-ის, კანადის,
მექსიკის და სხვა ქვეყნების ეროვნული პარკების ორგანიზატორები, იყო “ბუნების
ნაწარმოებთა” დაცვა დასვენების პროცესში ხალხის მოთხოვნილებათა
დასაკმაყოფილებლად. ამჟამად, აშშ-ის მსხვილი ეროვნული პარკები გრანდტიტონი,
იოსემიტე, გრანდკანიონი ყოველწლიურად იღებენ ათეულობით მილიონ მნახველს.

1990 წელს ეკოლოგიურ ტურიზმს მიენიჭა ოფიციალური სტატუსი, რის


შედეგადაც მან შეიძინა უფლება ყოველწლიური საკუთარი საერთაშორისო
სიმპოზიუმის მოწვევაზე და საკუთარი არაკომერციული ორგანიზაციების შექმნაზე.
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (მტო) შეფასებით ეკოტურიზმის წილი
ტურისტული ინდუსტრიის მსოფლიო მოცულობაში განუხრელად იზრდება.

ეკოტურიზმის მდგომარეობის და განვითარების დონის თანამედროვე


შეფასება სხვადასხვა პუბლიკაციებში არსებითად განსხვავდება, რაც
დაკავშირებულია ეკოტურიზმის განმარტებასთან.

ეკოტურიზმის განსაზღვრა და საბაზისო პრინციპები

8
ზოგადად, ეკოტურიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ტურიზმის
ნაწილი, რომელიც მოიცავს მოგზაურობას შედარებით ხელუხლებელ ბუნებრივ
გარემოში სპეციფიკური მიზნებით: ველური ფლორისა და ფაუნის (კულტურულ
გარემოსთან ერთად) შესწავლა, განცდა და მისგან სიამოვნების მიღება.

ეკოტურიზმის პირველი განსაზღვრა შემოთავაზებული იყო მექსიკელი


ეკოლოგ-ეკონომისტის ჰექტორ ცებალოს ლასკურეინის მიერ 1980 წელს. მისი
განმარტებით ეკოლოგიური ტურიზმი არის მოგზაურობის ბუნებასთან
გულისხმიერი დამოკიდებულების შეთანაწყობა, რომელიც ფლორის და ფაუნის
გაცნობის სიამოვნების მათი დაცვის შესაძლებლობის სიამოვნებასთან გაერთიანების
საშუალებას იძლევა.

მოგვიანებით სხვადასხვა ავტორების მიერ შემოთავაზებული იყო


ეკოტურიზმის მრავალი განმარტება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის
განმარტებით “ეკოტურიზმი მოიცავს ბუნებრივი ტურიზმის ყველა ფორმას, რომლის
დროსაც ტურისტების ძირითადი მოტივაცია არის ბუნებაზე დაკვირვება და მასთან
ზიარება.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის განმარტებით ეკოტურიზმი არის


ბუნებრივი ტურიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბუნების დაცვას.

დასავლეთის ლიტერატურაში ეკოტურიზმი განიხილება როგორც ტურიზმის


ახალი დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალურ გავლენას იმ
ლანდშაფტებზე, რომელთაც სტუმრობენ.

ეკოტურიზმის ცნება მოიცავს შემდეგ ელემენტებს (Lee-ს მიხედვით):

 ბუნებრივი გარემო;
 ეკოლოგიური და კულტურული მდგრადობა;
 განათლება;
 ადგილობრივი და ეროვნული შემოსავლის უზრუნველყოფა.

9
არსებობს ეკოტურიზმის სხვა განმარტებებიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის
სრულყოფილი. თვითეული მათგანის განმარტებაში არის გარკვეული
ნაკლოვანებები: მაგ. ზოგს არ აქვს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის
ინტერესები, ზოგს ეკოსისტემის შენარჩუნების მნიშვნელობა, ზოგს გამორიცხული
აქვს ტურისტების მიერ ბუნების შემეცნების მნიშვნელობა და ა.შ. საინტერესოა
სათავგადასავლო ტურიზმის საზოგადოების თავმჯდომარის ჯეიმს პირსონის
ფიგურალური გამოთქმა: “...უდავოა, ეკონომიკა ეკოტურიზმის მომზიდველი
აღვირია”-ო. გარემოს დაცვის კანადის საკონსულტაციო საბჭომ, გაითვალისწინა რა
სხვა განმარტებების ნაკლოვანი მხარეები, წარმოგვიდგინა “ეკოტურიზმის” შემდეგი
განმარტება. “ეკოტურიზმი ეს არის ტურიზმის სახე, რომელიც დაკავშირებულია
ბუნების შეცნობასთან და რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების
პატივისცემის პირობებში, შეაქვს წვლილი ეკოსისტემების შენარჩუნებაში. ამრიგად,
შეიძლება გამოვყოთ ეკოტურიზმის სამი ძირითადი კომპონენტი:

 “ბუნების შემეცნება”- ანუ ტურისტების მიერ ბუნების შესწავლა, ახალი ცოდნის


და ჩვევების მიღება.
 “ეკოსისტემების შენარჩუნება” -გულისხმობს ტურისტული ჯგუფის არა მარტო
შესაბამის ქცევას მარშრუტის დროს, არამედ ტურისტების და
ტუროპერატორების მონაწილეობას გარემოს დაცვით პროგრამებსა და
ღონისძიებებში.
 “ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების პატივისცემა” გულისხმობს არა
მარტო ადგილობრივი კანონებისა და ადათ-წესების დაცვას, არამედ
ტურიზმის წვლილის შეტანას ტურისტული დანიშნულების ადგილების
სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ტურიზმსა და ეკოტურიზმს შორის?

ჩვეულებრივი ტურიზმი ეკოტურიზმი


დიდი კაპიტალის მოთხოვნა ბაზარზე შედარებით მცირე კაპიტალის მოთხოვნა
შესასვლელად
დაფუძნებული ხელოვნურ გარემოსა და დაფუძნებული კულტურულ და ბუნებრივ

10
განსაკუთრებით სპეციფიკური მიზნით გარემოზე
შექმნილ სიმძლავრეებზე
გამოცდილების მქონე და გართულებული მარტივი
ერთსახოვანი/უცვლელი მრავალფეროვანი
განსაზღვრული სპონტანური
წარმოებს შუამავლების საშუალებით წარმოებს მომხარებელთან პირდაპირი
კონტაქტით
დიდი ჯგუფები მცირე ჯგუფები
ძირითადად ინდუსტრიაზე ძირითადად კლიენტზე ორიენტირებული
ორიენტირებული
შეთავაზება მომხმარებელთა დიდი შეთავაზება მომხარებელთა მცირე
რაოდენობისათვის რაოდენობისათვის
შედარებით იაფად ღირებული ძვირად ღირებული
საშუალო/დიდი კომპანიები მცირე კომპანიები
დიდი მოცულობა/მცირე მოგება მცირე მოცულობა/დიდი მოგება

ეკოტურიზმის საბაზისო პრინციპებია:

-რეკრეაციული ბუნებრივი ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების


შენარჩუნება;

-ეკოტურიზმის სფეროში ჩართული რეგიონების ეკონომიკური მდგრადობის


დონის ამაღლება;

-ეკოტურისტულ საქმიანობაში მონაწილეთა ეკოკულტურის ამაღლება;

-რეკრეაციული ტერიტორიების ეთნოგრაფიული სტატუსის შენარჩუნება.

ბუნებრივ ტერიტორიებზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება არის


უმთავრესი პირობა, რომელიც ეკოტურიზმსს განასხვავებს ბუნებაში დასვენების სხვა
ფორმებისაგან. ეკოტურიზმის ამ პრინციპის განხორცილება შეუძლებელია
ეკოლოგიური მენეჯმენტის გარეშე, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, ორგანიზებას,
მოტივაციას, ეკოლოგიურ-ტურისტული საქმიანობის ანალიზს და კონტროლს.

ტურისტულ პროცესში ჩართული რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის


დონის ამაღლება ეკოტურიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც

11
ეკოტურიზმი ვითარდება თანამედროვე სამეურნეო საქმიანობით ჯერ კიდევ
ხელშეუხებელ, ეკონომიკურად ჩამორჩენილ რაიონებში. ასეთი ტერიტორიები ძალზე
ცუდათ არის უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილებით. ახალი სამუშაო ადგილების
ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული ეკონომიკური და სოციალური
შედეგები. ამიტომ ეკოტურიზმის ორგანიზატორები ადგილობრივი მოსახლეობის
ჩართვას ტურისტულ პროცესში მიიჩნევენ მისი დაგეგმვის და განხორციელების
მნიშვნელოვან ელემენტად. ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას
ითვალისწინებენ ტურიზმის ისეთ სფეროებში , როგორიცაა: სტუმართმოყვარეობა,
სუვენირების წარმოება და გაყიდვა, კვების პროდუქტების წარმოება და მიწოდება,
ტურისტული მარშრუტების მომსახურება, ანიმაციურ ღონისძიებებში მონაწილეობა
და სხვა.

ეკოტურისტული საქმიანობის მონაწილეთა ეკოლოგიური კულტურის


ამაღლება რამდენიმე მიმართულებით ხდება: ტურისტულ პროცესში ჩართული
რეკრეაციული ტერიტორიების მოსახლეობამ, რომელიც ტურიზმისაგან იღებს
ეკონომიკურ სარგებლიანობას, უნდა გააცნობიეროს, რომ ტურისტებისათვის
მიმზიდველი ბუნების შენარჩუნება აუცილებელია, რადგანაც სწორედ ის არის
ტერიტორიის ძირითადი ფასეულობა, მათი შემოსავლების ძირითადი წყარო.

რეკრეაციული ტერიტორიის ეთნოგრაფიული სტატუსის შენარჩუნება


მდგომარეობს გულისხმიერ დამოკიდებულებაში იმ რეგიონის კულტურისა და
ტრადიციებისადმი, სადაც ტარდება ტურები. პლანეტის ეთნოგრაფიული
მრავალფეროვნების შენარჩუნებაში თანადგომა არის ეკოტურიზმის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პრინციპი.

ეკოტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენცია და საქართველო

12
მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის პროგნოზით ეკოტურიზმი შედის 2020
წლამდე განვითარების 5 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებაში. ექსპერტთა
შეფასებით მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი, რომელიც შეშფოთებულია ბუნების
ამჟამინდელი მდგომარეობით, იზრდება.

ამ საუკუნისთვის დამახასიათებელია ეკოტურებზე, კრუიზებზე, შემეცნებით


და საექსკურსიო პროგრამებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდა, რაც აიხსნება საშუალო
კლასის რიცხოვნობის და გადახდისუნარიანობის გადიდებით.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელნიც დიდი ხანია განიცდიან ბუნებრივი


ლანდშაფტების დეფიციტს, წლიდან წლამდე იზრდება ეროვნული პარკების
მონახულების სურვილი.

მსოფლიოში ეკოტურისტების ძირითად ნაკადს შეადგენს განვითარებული


სამრეწველო ქვეყნების მოსახლეობა, რომელთაც აინტრესებთ ხელშეუხებელი ბუნება
და ხალხის ყოფა პლანეტის ცალკეულ კუთხეებში. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს
აფრიკის, აზიის, ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ეგზოტიკური ბუნება და
კულტურა.

ეკოლოგიური ტურიზმის მოტივაცია. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც


ეკოტურიზმის განვითარების მოტივაციას შეადგენენ არის ადამიანთა სწრაფვა
დასვენების დროს ეზიარონ ბუნებას, ისუნთქონ სუფთა ჰაერით, მოიხმარონ
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება ბუნებრივი
ლანდშაფტებით.

ეკოტურისტულ მოგზაურობათა არჩევანის განმსაზღვრელ მოტივებს


ეკუთვნის აგრეთვე ტურისტების სურვილი მოგზაურობის დროს გაეცნოს ახალი
ტერიტორიების მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს.

ეკოტურსიტულ მოგზაურობათა ზრდას მომავალში ხელს შეუწყობს:

-ეკოლოგიური ხასიათის ყოველდღიური პრობლემების მზარდი მნიშვნელობა;

13
-მიზნობრივი ეკოტურისტული ჯგუფების ზრდა ბავშვების ხარჯზე,
რომელთაც უნერგავენ გარემოს დაცვისადმი მზრუნველ დამოკიდებულებას;

-ტურისტების მიმღებ ქვეყნებში ტურისტების უზრუნველყოფის ძალისხმევის


ზრდა.

ეკოტურიზმის განვითარების წინააღმდეგ მოსაზრებებს ეკუთვნის:

 ეეკოტურიზმი მოდაა;
 ეკოლოგიურად უსაფრთხო ტურიზმის დამატებითი ღირებულება ამცირებს
ტურისტების ნაკადების სიდიდეს;
 გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების არასაკმარისი
სურვილი.

ტურიზმის სფეროში საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას გარკვეული


გამოცდილება, კარგი წინაპირობები და ხანგრძლივი პერსპექტივა გააჩნია. ამას
განაპირობებს ქვეყნის მრავალფეროვანი და განუმეორებელი ბუნებრივი
ლანდშაფტები, ჯერ კიდევ ხელუხლებელი ბუნება, ენდემებით მდიდარი ფლორა და
ფაუნა, ისტორიის, არქიტექტურის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მრავალი
უნიკალური ძეგლი, მრავალფეროვანი კულტურა (ფოლკლორი, ტრადიციები). ამ
მიზნით, საქართველოში უკვე დაწყებულია სამეცნიერო კვლევები ფლორისა და
ფაუნის ინვენტარიზაციის სფეროში, იქმნება მონაცემთა ბაზა ბუნებრივი რესურსების
შესახებ, რაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებას.
ეკოტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ტუროპერატორი კომპანიების
რაოდენობა და გამოცდილება. იქმნება კანონები ბუნებრივი რესურსების მოხმარებისა
და დაცვის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანონი
დაცული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს
მონაცემებით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლირად
იზრდება. ტურისტთა უმრავლესობა იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიზე და
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაფიქსირდა. ბოლო წლებში მოხდა ახალი
ინფრასტრუქტურის დანერგვა და გაფართოება ყაზბეგისა და ჯავახეთის ეროვნულ

14
პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე. 2013 წელს დაიწყო ახალი ტურისტული
სერვისები, როგორიცაა კანიონ ტურიზმი, ცხოველებზე დაკვირვება და ა.შ.

საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივების განხილვის დროს


აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეკოტურიზმის როგორც დადებითი,
ასევე უარყოფითი მხარეები. ეკოტურიზმის განვითარება, ეკონომიკის სხვა დარგების
მსგავსად დამოკიდებულია ისეთ გაუთვალისწინებელ ფაქტორებზე, როგორიცაა:
პოლიტიკური სტაბილურობა, ამინდი და საერთაშორისო ვალუტის ფლუქტუაცია.
ეკოტურიზმის ნაკლს წარმოადგენს აგრეთვე მისი სეზონური ხასიათი, ვიზიტორთა
გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტული თვალსაზრისით აქტიურ სეზონებში
იწვევს ბუნებრივი ლანდშაფტების დეგრადირებას, ხოლო დაუსაქმებელი მუშახელი
და აღჭურვილობა წლის დანარჩენ დროს ძვირად ღირებული და არაეფექტურია. ზოგ
შემთხვევაში ეკოტურიზმის ზეგავლენა ლოკალურ ეკონომიკაზე იმდენად მცირეა,
რომ შემოსული მოგება არ არის საკმარისი თვით დაცული ტერიტორიების
კონსერვაციისა და მართვისათვის და საჭირო ხდება დამატებითი ფინანსური
სახსრების მოძიება. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირად ეკოტურიზმისაგან
შემოსული მოგება გვერდს უვლის ლოკალურ მოსახლეობას. ეკოტურიზმის
განვითარების დროს სოფლის ტრადიციული აქტივობა, როგორიცაა: სოფლის
მეურნეობა, ნადირობა, მეთევზეობა, შეიძლება საგრძნობლად შეიზღუდოს ამ
ადგილებში ნაკრძალებისა და პარკების დაარსებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ
ტერიტორიების დაფუძნება გამართლებულია ეკოლოგიური და ეკონომიკური
თვალსაზრისით, გარდაუვალია კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან

15

You might also like