You are on page 1of 11

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი


ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
სასწავლო კურსი: ტელეტრაფიკის თეორია
ბაკალავრიატი, III კურსი

შუასემესტრული გამოცდა

საკითხები

შენიშვნა: შუასემესტრული გამოცდა დახურულკითხვებიანი ტესტით შეიცავს 60 შეკითხვას 7


თემის შესაბამისად. შემთხვევითობის პრინციპით, სტუდენტს შეხვდება 15 შეკითხვა, თითოეულ
შეკითხვას აქვს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად ამოხსნილი
თითოეული მათგანი ფასდება 2 ქულით.
თემა 1
1. სატელეფონო ქსელის მოწყობილობების (მომსახურებისათვის საჭირო
პროცესორები, შემაერთებელი ხაზები და სხვა მოწყობილობები) საერთო რაოდენობა
განისაზღვრება იმ პირობით, რომ: გვ.9

ქსელის ყველა მომხმარებელს ერთდროულად არ ესაჭიროება მომსახურება;

2. კავშირგაბმულობის ქსელებში ტრაფიკი ეწოდება: გვ.10

ყველა იმ მოთხოვნათა ერთობლიობას, რომლებიც ქსელში შემოსულია


მომსახურების მიზნით;

3. ტრაფიკის ანალიზის პირველი ეტაპი შეისწავლის: გვ.10

გამოძახებათა შემოსვლის პროცესისა და მომსახურების (დაკავების) ხანგრძლიობის


აღწერას ალბათური მახასიათებლების მეშვეობით;

4. ტრაფიკის ანალიზი შეისწავლის მოთხოვნათა შემოსვლის პროცესს და


მომსახურების ხანგრძლიობის აღწერას ალბათური მახასიათებლების საფუძველზე.
შესაბამისად, კავშირგაბმულობის ქსელის ეფექტურობა შეფასდება: გვ.10

იმ ტრაფიკის მოცულობით, რომელიც შეესაბამება ქსელის ნორმალურ ან


საშუალოდ დატვირთულ მდგომარეობას და შემთხვევების სიხშირით, როდესაც
ტრაფიკი აღემატება ქსელის გამტარუნარიანობას.

1
5. სისტემის შესაბამისად რომელ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს ტრაფიკის
ანალიზის მეთოდები: გვ.10
კარგვებიანი და მომლოდინე სისტემებისათვის.

6. კარგვებიან სისტემაში ჭარბ დატვირთვას: გვ.10

უარით ისტუმრებენ, ე.ი. ტოვებენ მომსახურების გარეშე;

7. მომლოდინე სისტემებში ჭარბი დატვირთვა: გვ.10

შენარჩუნებულია, მისი შესაბამისი გამოძახება დგება რიგში და მომსახურებას


ელოდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდება მომსახურებისათვის საჭირო რესურსები.

8. არხების კომუტაციის სისტემა მუშაობს როგორც: გვ.10

სისტემა კარგვებით;

9. კარგვებიანი სისტემის მუშაობის ხარისხის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია:


გვ.11

უარის ალბათობა (გამოძახების შებოჭვის ალბათობა)- „ბლოკირების ალბათობა“.

10. ტრაფიკის ალბათური ხასიათი, რომელი ძირითადი შემთხვევითი პროცესის


შედეგია?გვ.12

გამოძახების შემოსვლისა და დაკავებათა ხანგრძლიობის შედეგი.

11.ქსელში შემოსული (მიწოდებული) დატვირთვა მნიშვნელოვნად არის


დამოკიდებული:გვ.13

როგორც გამოძახების შემოსვლის ინტენსივობაზე, ასევე ყოველი გამოძახების


დაკავების ხანგრძლივობაზე;

2
თემა 2

12. ქსელის გამტარუნარიანობის შეფასების ერთ–ერთი საზომი, დროის გარკვეულ


(t1,t2) შუალედში მომსახურებული დატვირთვის მოცულობა არის: გვ14

დატვირთვის მოცულობა არის დროის გარკვეულ (t 1,t2) შუალედში არსებული


ყველა დაკავებათა ხანგრძლიობების ჯამი;

13. რას უდრის (t1 t2) დროის შუალედში მასობრივი მომსახურების სისტემის მიერ
ინფორმაციის გადაცემისათვის შესრულებული მუშაობა: გვ.14
t2 V

∫ j ( t ) dt =∑ τ i (t 1 ,t 2) .
t1 i=1

14. დატვირთვის ინტენსივობის მნიშვნელობა ტოლია: გვ.14

დატვირთვის მოცულობის შეფარდებისა დროის იმ ინტერვალთან, რომლის


განმავლობაშიც იზომებოდა დატვირთვა;

15. როგორ გამოისახება ფორმულით მომსახურების სისტემის მიერ დატვირთვის


ინტენსივობის მნიშვნელობა? გვ.14
V

∑ τ i (t 1 , t2 )
A= i=1
t 2−t 1

16. რას უდრის მომსახურეობის სისტემაზე მიწოდებული დატვირთვის


ინტენსივობა? გვ.15

დატვირთვის ინტენსივობა უდრის დროის გარკვეულ შუალედში მომსახურების


სისტემის აქტიურობის საშუალო მნიშვნელობას − საშუალო აქტიურობას.

17. ერთი ხელსაწყოს (ერთი არხის) მაქსიმალური გამტარუნარიანობა შეიძლება იყოს


1 ერლ, რაც ნიშნავს, რომ:გვ.15

ეს ხელსაწყო ერთი საათის განმავლობაში უწყვეტად არის დაკავებული;

3
18. დატვირთვა ხასიათდება ორი მნიშვნელოვანი პარამეტრით: გამოძახებების
შემოსვლის საშუალო ინტენსივობით  და დაკავებების საშუალო ხანგრძლიობით h.
თუ დატვირთვის ინტენსიობას გამოვხატავთ ერლანგებში, გვექნება: გვ.15

A=h

19. რას გამოხატავს დატვირთვის ინტენსივობა A=h? გვ.16

დატვირთვის ინტენსივობა გამოხატავს დროის გარკვეულ პერიოდში რესურსის


გამოყენების საშუალო მნიშვნელობას.

20. გამოძახების დიდი რაოდენობა, მაგრამ დაკავებათა მცირე ხანგრძლიობით, ქმნის


იმავე დატვირთვას, რასაც: გვ.16

მცირე რაოდენობის გამოძახება დაკავების დიდი ხანგრძლიობით.

21. თუ ყოველი ტელეფონის აპარატი ქმნის 0,05 – 0,10 ერლ დატვირთვას, ხოლო
დაკავების საშუალო ხანგრძლივობაა 3–4 წუთი, ბინის ინდივიდუალური
ტელეფონის აპარატიდან უდიდესი დატვირთვის საათის განმავლობაში საშუალოდ
შემოდის:გვ.16

1–2 სატელეფონო გამოძახება;

22. თუ კავშირი დამთავრდა ლაპარაკით, სატელეფონო ქსელში დაკავების საშუალო


ხანგრძლივობა განისაზღვრება: გვ.17

სადგურის მზადყოფნის სიგნალის მოსმენის დროის - t v ∙c ; კავშირის დამყარების


დროის-t r; გამოძახების გაგზავნის - t u ∙u; ლაპარაკის -T და დამყარებული კავშირის
დაშლის დროის - t l ხანგრძლიობის საშუალო მნიშვნელობათა ჯამით:
t=t v ∙c +t r +t u ∙u +T + t l ;

23. რას უდრის კავშირის დამყარების დრო - tკ, თუ ქსელში ნუმერაციის ციფრების
რაოდენობაა m=7; გვ.17

tკ=1,5m+2,5=1,5*7+2,5=13 წმ;

4
24. რას უდრის კავშირის დამყარების დრო - tკ, თუ ქსელში ნუმერაციის ციფრების
რაოდენობაა m= 6; გვ.17

tკ=1,5m+2,5=1,5*6+2,5=11,5 წმ;

თემა 3

25. საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელში აბონენტები რამდენ კატეგორიად იყო


დაჯგუფებული:გვ.19

ხუთ კატეგორიად: n1 – ბინის ინდივიდუალური ნომრის მქონე აბონენტი; n2 – ბინის


შეწყვილებული („ბლოკის“) ნომრის მქონე აბონენტი; n3 – საქმიანი
(დაწესებულებების) სექტორის აბონენტი; n4 – ტაქსოფონები; n5 – შემაერთებელი
ხაზები სადაწესებულებო (კორპორატიული) ქსელებიდან;

26. მომსახურების სისტემაზე მიწოდებული (საპროექტო მნიშვნელობა) დატვირთვის


ინტენსივობა განისაზღვრება შემდეგნაირად:გვ.19

A=n ∙ c ∙ t ;

27. უდიდესი დატვირთვის საათის განმავლობაში, კატეგორიებად დაყოფილი


აბონენტთა ერთი წყაროდან შემოსული გამოძახების რიცხვი ტოლია:გვ.19-20

ბინის ინდივიდუალური ნომრიდან - c 1=0.7−1.0 ; შეწყვილებულიდან - c 2=1.0−1.5 ;


დაწესებულებებიდან - c 3=1.9−3.4 ; ტაქსოფონებიდან - c 4 =6−10; შემაერთებელი
ხაზებიდან - c 5=6−10 ;

28. ქსელში შემოსული გამოძახება შეიძლება არ დასრულდეს საუბრით, ასეთ


შემთხვევაში უნდა განისაზღვროს შემდეგი დაკავებათა წილობრივი
მნიშვნელობა: გვ.20

გამოძახებული აბონენტის ხაზი დაკავებულია; ან არ პასუხობს; ან შეცდომით


აიკრიფა ნომერი; ან არსებობს ისეთი ტექნიკური პირობები, რომ კავშირი არ
მყარდება.

29. განსაზღვრეთ დატვირთვის ინტენსივობის მნიშვნელობა A, თუ აბონენტთა


რიცხვია n=3000, უდიდესი დატვირთვის საათში აბონენტისაგან შემოსული

5
გამოძახების საშუალო რიცხვია c=0.6, აბონენტისათვის დაკავებების საშუალო
ხანგრძლივობა t=0.055 წმ:გვ.21

A=n ∙ c ∙ t=3000∙ 0.6 ∙ 0.055=99 ერლ ;

30. თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურა არის: გვ.22

მაგისტრალური ქსელის, საინფორმაციო ნაკადის კომუტაციის სისტემების,


მიერთების ქსელის და მომხმარებლის დამაბოლოებელი მოწყობილობის
ერთობლიობა;

31. მაგისტრალური ქსელის აუცილებელი ტევადობა გამოითვლება შემდეგი ტიპური


სიდიდეების შესაბამისად:გვ.22-23

ტელეფონის აპარატების სიმკვრივე; 56 კბიტ/წმ სიჩქარით მომუშავე ინტერნეტის


მომხმარებლები; ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც იყენებს საშუალოდ 128
კბიტ/წმ სიჩქარეს; სატელეფონო ტრაფიკის დატვირთვით; ინტერნეტის ტრაფიკით;
ტრაფიკით დაწესებულებებიდან.

თემა 4
32. კავშირგაბმულობის ქსელებში თუ დაბლოკილ გამოძახებას ქსელი აღარ
ემსახურება, მაშინ მომსახურების (მუშაობის) ასეთ რეჟიმს ეწოდება: გვ.23

რეჟიმი ცხადი კარგვებით;

33. კარგვების რეჟიმში მომუშავე ქსელში მომსახურებული დატვირთვა:გვ.23

ყოველთვის ნაკლებია მიწოდებულ დატვირთვაზე.

34. ლოდინის რეჟიმში მომუშავე ქსელი (სისტემა) დაბლოკილ გამოძახებას: გვ.24

არ კარგავს, არამედ ინარჩუნებს მანამ, სანამ არ გათავისუფლდება კავშირის


დამყარებისათვის საჭირო რესურსები;

35. ლოდინის რეჟიმის სისტემაში, სადაც გამოძახების რიცხვი, რომლებიც ელოდება


მომსახურების დაწყებას, რიგის გადავსების შემდეგ დაიკარგება, ასეთი სისტემა
მიიღებს: გვ.24

6
ცხადი კარგვების რეჟიმის სისტემის თვისებებს;

36. მოთხოვნების როგორ ნაკადს ეწოდება ორდინალური?გვ.25

ორდინარული ნაკადი - როცა ნებისმიერ, მცირე ხანგრძლივობის ინტერვალში


შეიძლება შემოვიდეს მხოლოდ ერთი გამოძახება.

37. მოთხოვნების როგორ ნაკადს ეწოდება სტაციონალური?გვ.25

სტაციონარული ნაკადი - როცა გამოძახების შემოსვლის ალბათობა ნებისმიერ,


მცირე ხანგრძლივობის ინტერვალში პირდაპირპროპორციულია ამ ინტერვალის
ხანგრძლივობისა, ე.ი. გამოძახების შემოსვლის ალბათობაა t, სადაც t არის
ინტერვალის ხანგრძლივობა.

38. მოთხოვნების როგორ ნაკადს ეწოდება უუკუქმედებო ნაკადი?გვ.25

უუკუქმედებო ნაკადი, ანუ ნაკადი უკუქმედების გარეშე - როცა ნებისმიერი დროის


ინტერვალში გამოძახების შემოსვლის ალბათობა არ არის დამოკიდებული იმ
მოვლენებზე, რაც მოხდა დროის წინა ინტერვალებში.

39. როგორ განვსაზღვროთ დროის შუალედების განაწილება თანამიმდევრულ


გამოძახებებს შორის:გვ.25
− λt
P0 ( λt )=e

− λt
40. P0 ( λt )=e - განტოლება განსაზღვრავს იმის ალბათობას, რომ:გვ.25

ნებისმიერ, შემთხვევით შერჩეულ t დროის ინტერვალში არ შემოვა არც ერთი


გამოძახება ან ერთი გამოძახების შემოსვლის მომენტიდან შემდეგი
გამოძახების შემოსვლის მომენტამდე გადის t წამი;

41. განსაზღვრეთ გამოძახების შემოსვლის საშუალო ინტენსივობა λ , თუ 10 000


აბონენტის ყოველი ხაზიდან შემოდის 2 გამოძახება საათში:გვ.26
λ=10000∗¿2/3600=5.56 გამოძახება წამში.

თემა 5

7
42. თუ დამაბოლოებელი სატელეფონო სადგური ემსახურება 10 000 მომხმარებელს და
ყოველი მომხმარებელი ქმნის 0,1 ერლანგ დატვირთვას, მაშინ:გვ.27

უდიდესი დატვირთვის პერიოდის ნებისმიერ მომენტში 1000 მომხმარებელია


დაკავებული;

43. როდესაც გამოძახებათა ნაკადი არის ორდინარული, სტაციონარული და


უუკუქმედებო, როგორ შეიძლება t ინტერვალში i გამოძახების შემოსვლის
ალბათობის განსაზღვრა?გვ.28
i
(λt ) − λt
Pi ( t ) = e .
i!

44. პუასონის განაწილების კანონი გამოისახება განტოლებით:გვ.28


i
(λt ) − λt
Pi ( t ) = e
i!

45. როგორი ტიპის ნაკადისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ალბათობათა


განაწილების
პუასონის კანონი?გვ.28

მხოლოდ უსასრულო რაოდენობის დამოუკიდებელი წყაროებიდან შექმნილი


გამოძახების ნაკადისათვის;

46. რომელი განტოლება განსაზღვრავს ზუსტად i მოთხოვნების შემოსვლის


ალბათობას?გვ.28

i
(λt ) − λt
Pi ( t ) = e
i!

47. არანაკლებ i რაოდენობის გამოძახებების შემოსვლის ალბათობა


განისაზღვრება:გვ.28

Pk ≥i ( t )=1−P k≤ i−1(t)

48. t ინტერვალში არა უმეტეს i გამოძახების შემოსვლის ალბათობა


განისაზღვრება:გვ.28
Pk ≤i ( t )=1−P k≥ i+1 ( t ) .

8
49. თუ წუთში შემოდის ოთხი გამოძახება, რას უდრის გამოძახების საშუალო რიცხვი,
რომლებიც შემოდის 30 წამის განმავლობაში:გვ.28

λt =4 ( 3060 )=2

თემა 6
50. ალბათობათა განაწილების ბინომური კანონი - ბერნულის განაწილება
განისაზღვრება ფორმულით:გვ.29
k k N −k
Pk =C N P (1−P)

k k N −k
51. ბერნულის განაწილება - Pk =C N P (1−P) განსაზღვრავს იმის ალბათობას, რომ:
გვ.29
Pk არის იმის ალბათობა, რომ N დამოუკიდებელი წყაროდან k იქნება დაკავებული,
როდესაც P არის დაკავებულობის ალბათობა;

52. ბინომური კოეფიციენტი განისაზღვრება ფორმულით:გვ.29


k N!
CN= .
k ! ( N −k ) !

53. რისი ტოლია იმის ალბათობა, როდესაც 10-5 შეცდომათა ალბათობის მქონე ხაზით
1000 ბიტის გადაცემის დროს გაჩნდება 4 შეცდომა (გამოიყენეთ ბერნულის
განაწილება):გვ.29
4 4 996
P4 =C1000 P (1−P) ;

54. თუ აქტიური არხების საშუალო რიცხვი დროის მთელი პერიოდის განმავლობაში


ტოლია დატვირთვის ინტენსივობისა A=h, იმის ალბათობა, რომ i
არხები იქნება დაკავებული განისაზღვრება:გვ.30

9
i
A −A
Pi ( λh )=Pi ( A )= e
i!

55. როგორ განისაზღვრება დაკავებათა ხანგრძლივობების ექსპონენციალური


განაწილება, როდესაც დაკავების საშუალო ხანგრძლივობაა h:გვ.31
−t
h
P ( ¿ t ) =e

თემა 7
i
A −A
56. Pi ( A )= e ფორმულა განსაზღვრავს ალბათობას იმისას, რომ :გვ.32
i!
დროის ნებისმიერ მომენტში დაკავებული იქნება i რაოდენობის არხები, იმის
დაშვებით, რომ გამოძახების შემოსვლის პროცესი პუასონის კანონს შეესაბამება და
ყველა მოთხოვნა (გამოძახება) დაუყოვნებლივ იქნება მომსახურებული;

57. თუ სისტემაში შემოდის ორი გამოძახება წუთში, დაკავების საშუალო


ხანგრძლივობა შეადგენს 3 წუთს, მაშინ სისტემაში მიწოდებული დატვირთვის
ინტენსივობა ტოლი იქნება:გვ.32-33

A=h=23=6 ერლ.

58. თუ დატვირთვის მომსახურებისათვის გვაქვს მხოლოდ 13 არხი, სამი გამოძახება


შემოსული t=2,2; 2,3; 2,4 წუთებზე ბლოკირდება და ტოვებს სისტემას (რჩება
მომსახურების გარეშე), გამოძახება რომელიც შემოდის t=2,8 წუთზე, არ
იბლოკება, მაშინაც კი, როდესაც ძირითადი ტრაფიკის მიხედვით გამოძახებათა
შემოსვლის მომენტისათვის დაკავებულია ცამეტივე არხი - ამის მიზეზი იმაში
მდგომარეობს, რომ:გვ.34

წინა პერიოდში დაბლოკილი გამოძახება ტოვებს სისტემას და ამით მცირდება


დატვირთვა მომდევნო გამოძახებისათვის;

59. რა ნიშნავს სისტემის სტატისტიკური წონასწორობა:გვ.35

10
სისტემის გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნის ალბათობა (რომ დაკავებული იქნება
გარკვეული რაოდენობის არხები) არ არის დამოკიდებული დროის იმ მომენტზე,
როდესაც სისტემა განიხილება;

60. როდესაც ცნობილია კარგვების ალბათობა B და მომსახურე ხაზების რაოდენობაა


V, რას უდრის ხაზის გამტარუნარიანობა (გამოყენება):გვ.36
A
¿(1−B)
V

11

You might also like