You are on page 1of 3

თბილისში ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს თავისი ისტორია აქვს.

ზოგიერ-
თი მათგანი ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათის ფუნქციას ასრუ-
ლებს. "ქართლის დედის" მონუმენტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთ
სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკე-
ლია. თბილისის 1500 წლისთავისთვის, 1958 წელს თბილისის გასაფორ-
მებლად კომუნისტების ერთ-ერთი პროექტი სწორედ "ქართლის დედა“ აღ-
მოჩნდა.
სოლოლაკის გორაზე, მაშინდელი "კომკავშირის ხეივანში" გიგანტური ქა-
ლის ფიგურა, მონუმენტი უნდა დაედგათ. ის ხის იქნებოდა - ცალ ხელში
ღვინის თასი ეჭირებოდა (მოყვრისთვის) და ცალ ხელში - ხმალი (მტრის-
თვის). თავიდან ასე იყო ცნობილი, რომ მონუმენტი დროებითი უნდა ყო-
ფილიყო.

მოგვიანებით (1963 წელი) გადაწყვეტილება შეიცვალა,


თქვეს, "ქართლის დედა" თბილისელებს შეუყვარდათ და
მისი აღება გადაიფიქრეს. ხის მონუმენტი სხვადასხვა კლი-
მატური ბირობებისგან რომ არ დაზიანებულიყო, ალუმი-
ნით დაფარეს... 90-იან წელებში (1997 წელს) კი ძველი
"ქართლის დედა" ახლით შეიცვალა.
20-მეტრიანი, ალუმინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალის ქანდაკე-
ბის ავტორი ისევ ელგუჯა ამაშუკელი გახლდათ. ავტორს უთქვამს, გავალა-
მაზებო და ქანდაკება მთლიანად ახლით შეიცვალა. საქართველოს დედის
გრძელმკლავიანი კაბა უფრო თანამედროვე ვერსიით შეიცვალა, მეტად თა-
ნამედროვე თავსაბურავი მოირგო, რომელიც დაფნის ფოთლებითაა დამ-
შვენებული. ამ თანამედროვე ჩაცმულობამ მაშინ გარკვეული პოლემიკა გა-
მოიწვია – ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ავთენტურობა დაკარგაო.

08:27 / 22-02-2024

"ზოგს უცხოპლანეტელების ამბავიც ეგონა..." - ორი "ქართლის დედით" დაბნეული


თბილისელები, გადაკეთებული სახელი და კრიტიკა თავსაბურავის გამო : ბევრისთვის
უცნობი ამბები ქალაქის მთავარ სიმბოლოზე

თბილისში ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს თავისი ისტორია აქვს. ზოგიერთი მათგანი


ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათის ფუნქციას ასრულებს. "ქართლის დედის" მონუმენ-
ტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის ავტორი მოქანდაკე
ელგუჯა ამაშუკელია. თბილისის 1500 წლისთავისთვის, 1958 წელს თბილისის გასაფორმებ-
ლად კომუნისტების ერთ-ერთი პროექტი სწორედ "ქართლის დედა“ აღმოჩნდა.
სოლოლაკის გორაზე, მაშინდელი "კომკავშირის ხეივანში" გიგანტური ქალის ფიგურა,
მონუმენტი უნდა დაედგათ. ის ხის იქნებოდა - ცალ ხელში ღვინის თასი ეჭირებოდა
(მოყვრისთვის) და ცალ ხელში - ხმალი (მტრისთვის). თავიდან ასე იყო ცნობილი, რომ მო-
ნუმენტი დროებითი უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით (1963 წელი) გადაწყვეტილება შეიცვალა, თქვეს, "ქართლის დედა" თბილი-


სელებს შეუყვარდათ და მისი აღება გადაიფიქრეს. ხის მონუმენტი სხვადასხვა კლიმატური
ბირობებისგან რომ არ დაზიანებულიყო, ალუმინით დაფარეს... 90-იან წელებში (1997
წელს) კი ძველი "ქართლის დედა" ახლით შეიცვალა.

20-მეტრიანი, ალუმინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალის ქანდაკების ავტორი ისევ


ელგუჯა ამაშუკელი გახლდათ. ავტორს უთქვამს, გავალამაზებო და ქანდაკება მთლიანად
ახლით შეიცვალა. საქართველოს დედის გრძელმკლავიანი კაბა უფრო თანამედროვე
ვერსიით შეიცვალა, მეტად თანამედროვე თავსაბურავი მოირგო, რომელიც დაფნის ფოთ-
ლებითაა დამშვენებული. ამ თანამედროვე ჩაცმულობამ მაშინ გარკვეული პოლემიკა გა-
მოიწვია – ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ავთენტურობა დაკარგაო.

თავდაპირველი ვერსია

ელგუჯა ამაშუკელი კი აი, რას ამბობდა:

"შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, სიხარულთან ერთად, ბევრი ტკივილიც განმიცდია.


ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი, არა ერთი და ორი წინა-
აღმდეგობა გადამილახავს... საერთოდ, ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს. ბო-
როტს, ცუდს, უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს, თუმცა, არის მოვლენები, რომლებიც ჩვენს
მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული, რომ არ ამოიშლება“. ერთი ასეთი გამორჩეული
მოვლენა იყო „ქართლის დედის“ მონუმენტის დადგმა.

1963 წლის იანვარში თაბორის მთაზე "ქართლის დედის" ქანდაკება დადგეს მანამდე იმავე
ადგილას, 1958 წელს დაიდგა ხის "ქართლის დედის" ქანდაკება, რომელიც ალუმინის
ფურცლებით 1963 წელს შეიმოსა. ეს ქანდაკება თბილისის 1500 წლის საზეიმო დღეებში,
1958 წელს შევქმენი და მას "დედაქალაქი" ვუწოდე, "ქართლის დედა" მას ხალხმა მოგვია-
ნებით შეარქვა. ქანდაკებაში ხმლისა და თასის აქსესუარი გამოხატულებაა არა მრავალ-
შვილიანი ქართველი დედის ბუნებისა, არამედ, ჩვენი დედაქალაქის – თბილისის ისტორი-
ული ხვედრისა – ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნო-
ბით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა. მისი რეპროდუქცია მსოფლიოს არაერთმა ჟურ-
ნალმა და გაზეთმა დაბეჭდა. რაც უფრო იზრდებოდა ქანდაკების პოპულარობა, მით
უფრო კრიტიკული ხდებოდა მისადმი დამოკიდებულება".
იყო ასეთი ეპიზოდიც - ყველასთვის გასაოცრად, მოქანდაკე თბილისის საქალაქო კომიტე-
ტის მდივანმა დაიბარა და უთხრა, რომ ძეგლი უნდა მოეხსნათ და სხვა ადგილას უნდა და-
ედგათ, მაგალითად, მახათაზე, რადგან იგი რუსთაველის პროსპექტიდან ხელს უშლიდა
ლენინის ძეგლის აღქმას. საილუსტრაციოდ ავტორს წინ დაუდეს ლენინის ძეგლის ფონზე
გადაღებული "ქართლის დედის" ფოტო.

"...უეცრად ვერ გავაცნობიერე ვერც ნათქვამი და ვერც - ფოტო. როცა სურათს ყურადღე-
ბით დავაცქერდი, უმალ მივხვდი, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ვიღაცას სპეციალურად ჩემი
ნამუშევარი "ქართლის დედა" ისეთი წერტილიდან გადაუღია, რომ ქანდაკება ბელადს კი-
სერზე ხმალს აბჯენდა. ყველაფერს მივხვდი", - აღნიშნავდა მოგვიანებით ელგუჯა ამაშუკე-
ლი.

თუმცა "ქართლის დედის" ძველი მონუმენტის ახლით შეცვლას მცირე დაბნეულობაც გამო-
იწვია. ერთ დილას თბილისის მოსახლეობამ გაიღვიძა და სოლოლაკის მთაზე ორი ქარ-
თლის დედა დაინახა. ნისლიანი დილა ყოფილა და ფიქრობდნენ, ალბათ გვეჩვენებაო.
ზოგმა უცხოპლანეტელების თემასაც დაუკავშირეს და ილუზიონისტების ტრუკსაც... არადა,
რეალურად არაფერი ეჩვენებოდათ, იქ რაღაც დროით მართლაც ორი "ქართლის დედა"
იდგა.

ამაზე მაშინდელი ქალაქის მერი ნიკო ლეკიშვილი იმ პერიოდს და დღეს ასე იხსენებდა:

"თბილისის მერი რომ ვიყავი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო და ათასი რამ ხდებოდა.
ერთხელაც შევიტყვე, რომ ქართლის დედის ძეგლი გაეძარცვათ. მივედი და რას ვხედავ,
ძეგლს მთელი „აბშივკა“ შემოცლილი აქვს. ხე კი შიგნით ხე კი დამპალია და სადაცაა, წა-
იქცევა... მოკლედ, ელგუჯა ამაშუკელს დაველაპარაკე. მან ძეგლის ჩამოსასხმელი ვარიან-
ტი მიჩვენა და ახალი ქართლის დედა ჩამოვასხით. პოსტამენტი აშენდა და ინჟინერს ვუ-
თხარი: ახალი ძეგლი ღამით დადგით და ძველი, მერე მოხსენით, რომ თბილისი ქარ-
თლის დედის გარეშე არ დარჩეს-მეთქი. ამათ ახალი ძეგლი კი დადგეს, მაგრამ ძველი
ძეგლის მოხსნა ვერ მოასწრეს და მთელი დღის განმავლობაში ორი ძეგლი იდგა. თურმე,
იმ ადგილის სიახლოვეს გოგი დოლიძე და მისი ძმაკაცები ქეიფობდნენ. დილით სახლი-
დან რომ გამოსულან და ორი ძეგლი დაუნახავთ, „პახმელიაზე“ ერთ-ერთ მათგანს ეგონა,
„ბელაია გარიაჩკა“ დამემართაო და ცუდად გამხდარა".

You might also like