You are on page 1of 59

პრეისტორიული ეპოქა

პალეოლითი
მეცნიერები წინაისტორიული ხანის პერიოდიზაციისთვის იყენებენ ტერმინოლოგიას,
რომელიც დაფუძნებულია ადამიანის მიერ იარაღის დასამზადებლად გამოყენებულ
ძირითად მასალაზე, მაგალითად - ქვის ხანა და ბრინჯაოს ხანა.

ქვის ხანა თავის მხრივ იყოფა სამ ნაწილად:

1. ძველი ქვის ხანა (პალეოლითი)+


2. შუა ქვის ხანა (მეზოლითი)
3. ახალი ქვის ხანა (ნეოლითი).

ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი ადამიანების არსებობის უდიდესი პერიოდია, იგი
კაცობრიობის ისტორიის 99% მოიცავს და დაახლოებით 20-12 ათასი წლის წინ
თანდათანობით იცვლება მეზოლითით (შუა ქვის ხანით), რომელიც მხოლოდ რამდენიმე
ათასწლეული გაგრძელდა. პალეოლითში ქვის დამუშავების ტექნიკა იმდენად
პრიმიტიულია, რომ მხოლოდ სპეციალისტის თვალი თუ გაარჩევს დამუშავებულს
დაუმუშავებლისგან. ქვის დამუშავების მიხედვით გამოყოფენ ქვედა, შუა და ზემო
პალეოლითს. ქვედა და შუა პალეოლითი ადამიანი ძველი სახეობების არსებობის
პერიოდია. ზედა პალეოლითში კი ჰომო საპიენსი (გონიერი ადამიანი) გამოდის
ასპარეზზე.

ნეოლითი
პალეოლითისა და მეზოლითის მომდევნო პერიოდს წარმოადგენს ნეოლითი (ახალი ქვის
ხანა) . ადამიანმა ისწავლა ქვის დამუშავების ახალი ტექნიკა - გაპრიალება და მარტივი
ფორმის მიცემა. თუმცა ნეოლითი უმნიშვნელოვანესია არა ქვის დამუშავების ახალი
ტექნიკით, არამედ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი დიდი გარდატეხით, რომელსაც
„ნეოლითური რევოლუცია“ ეწოდება. „ნეოლითური რევოლუცია“ არის ადამიანის
არსებობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, როდესაც ადამიანი ნადირობასა და
შემგროვებლობას საკუთარი საკვების წარმოებითა (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა) და
ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს.

ენეოლითი
ახალი ქვის ხანას დაახ. 6 ათასი წლის წინათ ანაცვლებს ენეოლითი (სპილენძ-ქვის ხანა).
ენეოლითი ერთგვარი გარდამავალი პერიოდია, როდესაც ადამიანი იარაღის
დასამზადებლად ქვასთან ერთად იყენებს ლითონს-სპილენძს. ამ პერიოდში ჩნდება
სახნავი იარაღიც, მატრიარქატი იცვლება პატრიარქატით.

ბრინჯაოს ხანა
ქვის ხანის პერიოდს რომელიც დასრულდა ძვ.წ IV ათასწლეულში , ანაცვლებს ბრინჯაოს
ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ ნაწილად და თითოეული მათგანი საქართველოს
ტერიტორიაზე გარკვეული სახელით ხასიათდება: ადრე ბრინჯაოს ხანა (მტკვარ-არაქსის
კულტურა), შუა ბრინჯაოს ხანა (ყორღანული/თრიალეთის კულტურა).გვიანი ბრინჯაოს
ხანა (კოლხური და აღმ.ქართული კულტურა).

ადრე ბრინჯაოს ხანაში/მტკვარ არაქსის კულტურა (ძვ.წ IV-III ათასწ.) ქართველთა


წინაპრებმა ისწავლეს ბრინჯაოს იარაღის დამზადება.ვრცელდება ლითონის იარაღი რაც
ზრდის შრომისუნარიანობასა და ბრძოლისუნარიანობას. არ ჩანს კლასობრივი
დაპირისპირებები.

შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანები


შუა ბრინჯაოს ხანა/ყორღანული (ძვ.წ III – II ათასწ.). ამ პერიოდის არქეოლოგიური
მასალა ძირითადად ყორღანებშია ნაპოვნი,რომლებიც სამარხებს წარმოადგენდნენ.

გვიან ბრინჯაოს ხანა/კოლხური (ძვ.წ II-I ათასწ). ხდება ბრინჯაოს იარაღის გაუმჯობესება
და სრულყოფა.მოიშინაურეს ცხენი.აგრეთვე თანდათანობით ჩნდება რკინის
ნამუშევრები.უკვე ფართოდ გამოიყენებოდა მონის შრომა. ჩანს კერძო საკუთრება და
მემკვიდრეობითობა.ლითონის იარაღის სრულყოფამ გამოიწვია ზოგიერთი ტომის
დაწინაურება და სამხედრო ექსპანსიები. ტერიტორიების დაპყრობა და ძლიერების
გამდიდრება-დაწინაურება. ყალიბდებოდა ადრეკლასობრივი საზოგადოება,
წარმოიქმნებოდა სახელმწიფოები.

ძველი აღმოსავლეთი და საქართველო


ეგვიპტე
გარე სამყაროსგან იზოლირებულმა ეგვიპტემ IV ათასწლეული იარსება, ამ პერიოდის
განმავლობაში მათ შეძლეს განევითარებინათ კულტურის მრავალი სფერო, მედიცინა და
სხვადასხვა მეცნიერება. ყოველივე ამის შესახებ არქეოლოგებს ზუსტი ინფორმაცია
ფარაონებისთვის აგებულმა ეგვიპტურმა სამარხებმა - პირამიდებმა მიაწოდა.

ძვ.წ XVII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს აზიიდან მოსულმა ჰიქსოსებმა, მათ


ეგვიპტელებთან შედარებით კარგი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ ( დიდი
მშვილდი,ჯაჭვის პერანგი,საბრძოლო ეტლი) , რამაც განაპირობა ეგვიპტელთა მარცხი მათ
წინააღმდეგ ბრძოლაში . დროთა განმავლობაში ეგვიპტელები ასიმილირდნენ (შეერწყნენ)
ჰიქსოსებთან, აითვისეს მათი საბრძოლო ტექნიკა და გადააგდეს დამპყრობლის უღელი.
ჰიქსოსთა სამხედრო ტექნიკამ საგრძნობლად გააძლიერა ეგვიპტელები და მათ
არამხოლოდ საკუთარი თავის დაცვა, არამედ შორეული სამხედრო ლაშქრობებიც კი
შეეძლოთ.

ძვ.წ XV-XIII საუკუნეებში ეგვიპტელები ფეხს იკიდებენ აზიაში, იმორჩილებენ სირია-


პალესტინის დიდ ნაწილს და უპირისპირდებიან მათ კონკურენტ ძალას, ხეთებსა და
ხურიტებს, აღნიშნულ ლოკაციაზე ჰეგემონობისთვის (პირველობისთვის). სწორედ
პირველობისთვის დაპირისპირების შედეგია ქადეშის ბრძოლა ძვ.წ 1274 წელს. სადაც
რამზეს II დაუპირისპირდა ხეთების მეფე მუვათალს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად
ეგვიპტელების დიდი რიცხობრივი დანაკარგისა, ბრძოლა არც ერთი მხარის გამარჯვებით
არ დასრულებულა, რადგან ხეთებს შეტაკებებში მეფე მუვათალი გარდაეცვალათ.
ყოველივე ამის შედეგად ეგვიპტელებსა და ხეთებს შორის დაიდო კაცობრიობის
ისტორიაში პირველი თანასწორუფლებიანი საზავო ხელშეკრულება - ქადეშის ზავი,
რომლის ასლი ამჟამად გაეროს შტაბბინაშია განთავსებული.

ძვ.წ XIV საუკუნეში მეფობდა ფარაონ-რეფორმატორი ამენხოტეპ IV, რომელსაც


მეცნიერები მსოფლიოს პირველ პიროვნებად მიიჩნევენ,რადგან მან სცადა რელიგიური
რეფორმის გატარება და მრავალღმერთიანობის ერთღმერთიანობით ჩანაცვლება. მისი
სიცოცხლის პერიოდში რეფორმა წარმატებულად მუშაობდა, მან შემოიღო მზის ღმერთის
„ატონის“ კულტი. მის საპატივცემულოდ კი სახელი გადაირქვა და დაირქვა ეხნატონი.
ამგვარად, ეხნატონი და ამენხოტეპ IV ერთი და იმავე პიროვნებანი არიან. მის
საპატივცემულოდვე ააგო ქალაქი ახეტატონი.როდესაც ეხნატონი გარდაიცვალა, ტახტზე
მისი შვილი, ტუტანხამონი ავიდა. მისი მცირეწლოვნობიდან გამომდინარე, ქურუმებმა
მარტივად გააუქმებინეს რეფორმა,რომელიც მათ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიდა და
ეკონომიკურ კრიზისს უქადდა.

ასურეთი
ძვ.წ II ათასწლეულის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი
მილიტარისტული სახელმწიფო - ასურეთი. იგი ჩრდ. მესოპოტამიაში, მდინარე
ტიგროსის შუა წელზე მდებარეობდა. „ახალასურული სამეფოს“ ხანაში, ძვ.წ 883-614/12 წწ,
იგი დაუსრულებელ სამხედრო ექსპანსიებს აწარმოებდა,მათ დაიპყრეს არამ-
დამასკო,ისრაელი,ეგვიპტე,ურარტუ,ფინიკიის ქალაქები. გამუდმებული ომიანობიდან
გამომდინარე, ქვეყანა ვერ ავითარებდა სოფლის მეურნეობას და ძირითადად სამხედრო
ნაალაფარით საზრდოობდა. სწორედ ამგვარი პარაზიტული ეკონომიკა და მათი მეფეების
ფუფუნებისადმი დაუშრეტელი სურვილი გახდა ასურეთის დაკნინებისა და
გადანადგურების მიზეზი.

ძვ.წ 614 -612 წლებში დაეცა ასურეთის ორი სატახტო ქალაქი - აშური და
ნინევეა,ახალბაბილონური სამეფოს, მიდიელებისა და სკვითების შეტევის შედეგად,
რითაც ასურეთის იმპერია წყვეტს არსებობას. ასურეთს, როგორც პირველ
მილიტარისტულ სახელმწიფოს, მრავალი სამხედრო გამოგონება ეკუთვნის, მაგალითად:
საალყო მანქანები,სამხედრო გზები და ხიდები, მრავალფეროვანი რკინის იარაღები.
ასურელებმა ჩამოაყალიბეს იმპერიის მართვის ძლიერი მეთოდები, ისეთი როგორიცაა,
დაპყრობილი ხალხების მასობრივი დეპორტაცია, იძულებითი ასიმილაციის მიზნით
(ძვ.წ 722 წელს ისრაელის ხალხის დეპორტაცია), აგრეთვე ცენტრისა და პერიფერიების
მკაცრი ბიუროკრატიული გამგებლობა.

ურარტუ
მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ვანის ტბის
მიდამოებში, ჩამოყალიბდა ურარტუს სამეფო, რომელიც IX-VII საუკუნეებში რეგიონის
ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა. იგი მეტოქეობდა ასურეთს,დიაოხსა და კოლხას.
ძვ.წ მე-9 საუკუნეში ასურეთის მეფე სალმანსარ III-მ დალაშქრა ურარტუ და დაამარცხა
მათი მეფე არამუ.ამავე საუკუნის მიწურულს, ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს დიაოხში,
მომდევნო მეფეები არგიშთი I და სარდურ II კი ძვ.წ VIII საუკუნის პირველ ნახევარში
იპყრობენ ქართველურ ტომებს (სამხრეთ კავკასიის ნაწილს)

განადგურება

ძვ.წ VIIIს-ის შუა ხანებიდან რეგიონში ვითარება იცვლება, ჯერ ჩრდილოეთიდან


შემოჭრილმა კიმირიელებმა, ხოლო შემდეგ ძვ.წ 714 წელს ასურეთის მეფე სარგონ მეორემ
დაარბიეს ურარტუ. მიუხედავად ამისა ურარტუმ,როგორც სახელმწიფომ განაგრძო
არსებობა და მხოლოდ და მხოლოდ ძვ.წ 590 წელს განადგურდა მიდიელთა შეტევის
შედეგად.

დიაოხი
დაიაენი იგივე დიაოხი, იგივე ტაო, ქართველურ ტომთა ძველაღმოსავლური
სახელმწიფოებრივი გაერთიანება იყო (ძვ.წ XII-VIIსს) , რომელიც შავი ზღვის სამხრეთ-
აღმოსავლეთით მდებარეობდა. პირველად დაიაენს ასურულ წარწერებში მოიხსენიებენ,
როდესაც ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ I-მა ძვ.წ 1112 წელს ილაშქრა ჩრდილოეთით
„ნაირის ქვეყნების“ წინააღმდეგ, რომელთა გაერთიანებასაც დიაოხის (დაიაენის) მეფე
სიენი ხელმძღვანელობდა. სიენი დამარცხდა და მას დროებით აშურში მოუწია წასვლა.

ასურეთის დაკნინების შემდგომ, დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლაში ურარტუც ებმევა, მეფე


მენუამ, რომელიც დაიაენის მეფე უტურფუსს დაუპირისპირდა, ლაშქრობებით
საგრძნობლად დაასუსტა იგი. საბოლოოდ კი ძვ.წ VIII ს- ში, ურარტუმ და მეორე
ქართველურმა გაერთიანებამ - კოლხამ, საბოლოოდ დაამარცხეს დიაოხი. რის შემდეგაც
მან არსებობა შეწყვიტა. დამარცხებული დაიაენის ტერიტორიები ურარტუმ და კოლხამ
გადაინაწილეს და უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს.

კოლხა
ძვ.წ XI საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე ჩამოყალიბდა დასავლეთ-
ქართული ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო- კოლხეთის სამეფო. ძვ.წ IX-VIII
საუკუნეებში კოლხეთის სამეფომ თავისი გავლენა გაავრცელა დასავლეთ საქართველოს
დიდ ნაწილზე, ურარტუსთან ერთად გაანადგურა დიაოხი და შეიერთა მისი
ტერიტორიის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ძლიერება აისახა ძველ ბერძნულ
მითში არგონავტების შესახებ. ძვ.წ VIII საუკუნეში კოლხას თვით ურარტუ
დაუპირისპირდა, მისმა მეფემ, სარდურ მე-2-მ ორჯერ დალაშქრა კოლხეთი. ამ
ლაშქრობებმა დაასუსტა კოლხეთის სამეფო, რომელსაც თან დაერთო სკვითებისა და
კიმირიელების შემოსევები, რომელთაც უკანასკნელი დარტყმა მიაყენეს დასუსტებულ
კოლხას და გაანადგურეს იგი.

აქემენიანთა ირანი (I ნაწილი)


ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში სპარსული ტომების
დომინირების ეპოქა იწყება. აქემენმა შეძლო გაეერთიანებინა მრავალი სპარსული ტომი,
დაეფუძნებინა დინასტია (აქემენიანთა). გამოარჩევენ რამდენიმე აქემენიან შაჰს,
რომელთაც მრავალ მნიშვნელოვან მოვლენაში მიუძღვით წვლილი. ესენი არიან:
კიროს II დიდი (ძვ.წ 558-530) - დაიწყო აქემენიანთა იმპერიის შექმნა. ძვ.წ 550 წელს მან
შემოიერთა მიდია, ძვ.წ 539 წელს დაიპყრო ბაბილონი. მანვე დააბრუნა ებრაელები თავის
სამშობლოში (რის გამოც ის ბიბლიაშია მოხსენიებული) და დაამკვიდრა რელიგიური
ავტონომია.

კამბისეს II (ძვ.წ 530- 522) - კიროს დიდი მემკვიდრე, დაიპყრო ეგვიპტე, გახდა პირველი
არაეგვიპტელი ფარაონი.

დარიოს I (ძვ.წ 522-486) - მისი მეფობისას ირანი უკვე მოიცავდა უამრავ ქვეყანას, რამაც
ირანში მოსახლეობის მკვეთრი სიჭრელე გამოიწვია. ამასთანავე ქვეყნები
განსხვავდებოდნენ კულტურითა და განვითარების დონით, ყოველივე ამან დარიოსი
აიძულა გაეტარებინა ადმინისტრაციულ-ფინანსური რეფორმები: მოჭრა საერთო მონეტა
(დარიკი), გაზარდა სამხედრო კონტიგენტი, იმპერია დაყო ადმინისტრაციულ
საგადამხდელო (სატრაპია) და სამხედრო (ტოპარქიულ) ერთეულებად. ჩამოაყალიბა
მეფის პირად მცველთა არმია - „10 000 უკვდავი მეომარი“.

განიცადა რა მარცხი აქემენიანთა ირანმა ბერძენ-სპარსელთა ომში ძვ.წ 500-449წწ.


(იხილეთ შესაბამისი თემა) დაიწყო მისი რეგრესი და მსოფლიო ასპარეზზე მისი როლის
ეტაპობრივი დაკნინება. სამეფოს კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,
დაპყრობილი ხალხის აჯანყებებმა და განვითარებისთვის ფეხის ვერ აწყობამ გამოიწვია
ის, რომ ძვ.წ 334 წელს ბერძნულ-მაკედონურმა არმიამ,ალექსანდრე დიდის მეთაურობით
(მაკედონელი) გაარღვია აქემენიანთა სახელმწიფოს საზღვრები ხოლო ძვ.წ 330 წელს
კიდეც გაანადგურა.აღსანიშნავია, რომ იმპერიის არსებობის მანძილზე დამყარდა
მშვიდობა აღმ.ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ინდოეთის მისადგომებამდე, განვითარდა
ვაჭრობა და კულტურული კონტაქტები.

აქემენიანთა ირანის დედაქალაქი იყო პერსეპოლისი, ქალაქის ცენტრალური ქუჩა კი


აპადანისკენ- მსოფლიოს ყველაზე დიდი სასახლისკენ მიემართებოდა, გადმოცემის
თანახმად აპადანი 10 000 კაცს იტევდა. იმპერიაში იყენებდნენ არამეულ ენას და ანბანურ
დამწერლობას. ქსერქსეს მმართველობის პერიოდში კი გავრცელდა და შემდგომში
სახელმწიფო რელიგიად იქცა ზოროასტრიზმი( იგივე
მაზდეანობა,ცეცხლთაყვანისმცემლობა) , ზარათუშტრას მიერ შექმნილი მოძღვრება.

ძველი საბერძნეთი, ძველი რომი და საქართველო


სპარტა
სპარტა შეიქმნა დორიელების მიერ პელოპონესის (სამხ.საბერძნეთი) დაპყრობის
შედეგად.ძვ.წ IX საუკუნიდან სპარტა უკვე სახელმწიფოა. დორიელები სამხედრო
ელიტად იქცნენ და დაპყრობილი ხალხის - ჰელოტების შრომის ხარჯზე
ცხოვრობდნენ,სპარტაში გამოიყოფოდა რამდენიმე სოციალური ფენა:

ჰელოტები - მიწაზე მომუშავენი (სრულიად უუფლებონი)

პერიეკები - ვაჭარ-ხელოსნები,(პიროვნულად თავისუფლები/პოლიტიკურ უფლებებს


მოკლებულნი
სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა,რომლებიც ინაწილებდნენ სარდლის,მოსამართლისა
და ქურუმის ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ სპარტა მმართველობის
ფორმით ოლიგარქიული იყო,რაც გულისხმობდა რომ პოლისს მართავდა საზოგადოების
ელიტარული,მცირე ნაწილი. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა
უხუცესთა საბჭო ანუ გერუსია და სახალხო კრება. მაგრამ რეალური ხელისუფლება ხუთი
ეფორისგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა,ისინი მეთვალყურეობდნენ სპარტის
კანონმდებლის,ლიკურგოსის მიერ შემოღებულ კანონთა შესრულებას.

ათენი
საბერძნეთის ოლქის, ატიკის დედაქალაქი ათენი, ჯერ კიდევ მიკენურ ხანაში (ძვ.წ XIV-
XIIIსს) არსებობდა. ათენის სახელს უკავშირდება ბერძნული კულტურის ძირითადი
მიღწევები. ათენში გაჩნდა და დაიხვეწა „ხალხთა მმართველობის“ ფორმა ანუ
დემოკრატია.ათენელებისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იყო:

დრაკონის კანონები - ძვ.წ 624 წელს შეიქმნა ათენის პირველი წერილობითი


კანონები,შეიზღუდა წარჩინებულ მოსამართლეთა თვითნებობა.

სოლონის რეფორმები - ძვ.წ 594 წელს სოციალური აფეთქების ზღვარზე მისული ათენი
სოლონმა იხსნა თავისი რეფორმებით,რომლითაც მან: გააუქმა ვალები, აიკრძალა
თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა ვალების გამო, შეიქმნა არჩევითი ორგანო
„ბულე“, იგივე ოთხასის საბჭო, ქონებრივი ცენზის მიხედვით მოქალაქეები დაჰყო 4
ჯგუფად. ყოველივე ზემოთქმული კი მან მხოლოდ 1 წელში მოახერხა და რაც მთავარია
მისმა რეფორმებმა ათენი სახელმწიფოდ აქცია.

კლისთენეს რეფორმები - განხორციელდა ძვ.წ 509 წელს,გაათანაბრა მოქალაქეთა


პოლიტიკური უფლებები (ისონომია), საბოლოოდ დაამკვიდრა ათენში დემოკრატია.

ბერძნული კოლონიზაცია
ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების მოსახლეობას ნაწილი ხშირად ტოვებდა სამშობლოს
და ახალ მიწებზე კოლონიებს,ახალშენებს აარსებდა, ამის მიზეზები კი იყო:

დემოგრაფიული აფეთქება (სტენოხორია) - მოსახლეობა გადაჭარბებული ტემპით


მატულობდა, შესაბამისად, პოლისი ვეღარ უზრუნველყოფდა მოსახლეობას საკვებით,
ვეღარ ასაქმებდა მათ.

საშინაო კონფლიქტები - კოლონიზაცია სამოქალაქო ომისგან თავის არიდების ერთ-ერთი


მთავარი გზა იყო, უმცირესობაში აღმოჩენილი ჯგუფი ტოვებდა პოლისს და ახალ ქალაქს
აარსებდა.

აღსანიშნავია,რომ მას შემდეგ რაც ახალი საცხოვრებელი მიწების მაძიებელი ბერძნები,


ანუ კოლონიზატორები დატოვებდნენ ქალაქს, ისინი უკან დაბრუნების უფლებასაც
კარგავდნენ და მეტროპოლია (ქალაქი რომელსაც ტოვებდნენ) მათ არავითარ დახმარებას
არ უწევდა. აღსანიშნავია რომ, კოლონიზატორები რჩევის საკითხავად ორაკულებს
(მისანი) აკითხავდნენ,რომლებიც თავის მხრივ აძლევდნენ სასარგებლო რჩევა-
დარიგებებს.

ძვ.წ VI საუკუნიდან კოლონიზაციის პროცესი თანდათანობით სუსტდება,


გაძლიერებულმა ეტრუსკებმა, კართაგენმა და სპარსეთის იმპერიამ წერტილი დაუსვეს
ბერძნული კოლონიზაციის ექსპანსიას. საკუთრებრივ კოლონიზაციას მოჰყვა
ახალშენების ინტენსიური დაარსება, მაგალითად: შავი ზღვის აღმ.სანაპიროზე დაარსდა:

• ფაზისი (ფოთის მახლობლად),


• გიენოსი (ოჩამჩირესთან)
• დიოსკურია (სოხუმთან)
• პიტიუნტი (ბიჭვნითა).

ბერძენ - სპარსელთა ომები


კიროსის დიდის მიერ ლიდიის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, სპარსელებმა თავიათნი
ხელისუფლება იონურ პოლისებზეც- თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე
ქალაქებზეც, გაავრცელეს. ძვ.წ 500 წელს იონიაში აჯანყება დაიწყო, რომელსაც ათენი და
სხვა ბერძნული პოლისიც მიეხმარა. დარიოსმა I აჯანყება სასტიკად ჩაახშო და მისი
მოკავშირებიის დასჯა განიზრახა,უპირველესად კი ათენის. სწორედ იონიის აჯანყება
გახდა საბაბი ომისა, რომელსაც ბერძენ- სპარსელთა ომებად მოვიხსენიებთ.იგი ძვ.წ 500-
449 წწ. ში მიმდინარეობდა.გამოიყოფა ბრძოლები:

ძვ.წ 490 წ. მარათონის ბრძოლა - გაიმარჯვეს ბერძნებმა მილტიადესის სარდლობით,ამ


ბრძოლაში გაირბინა აბჯარასხმულმა ფიდიპიდესმა 42 კილომეტრი რათა
ათენელებისთვის გამარჯვება ემცნო და ამბის მიტანისთანავე გარდაიცვალა. სპარსელებს
სარდლობდა დარიოს I

თერმოპილეს ბრძოლა - ძვ.წ 480 წელს საბერძნეთში შეიჭრა სპარსეთის ახალი მეფე -
ქსერქსე. ბრძოლა გაიმართა თერმოპილეს კართან, სადაც ქსერქსეს ებრძოდა და
რამდენიმე დღით შეაყოვნა ლეონიდასმა და 300 სპარტელმა მეომარმა. სპარსელებმა ეს
ბრძოლა მოიგეს.(თერმოპილეს კართან სპარსელების მოპოვებული გამარჯვება
ერთადერთი მოგებული ბრძოლაა ბერძენ-სპარსელთა ომში)

სალამინის ბრძოლა - ძვ.წ 480 წელს ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები.

აგრეთვე გაიმართა პლატეას(ძვ.წ 479) და მიკალის(ძვ.წ 479) ბრძოლები რომლებიც კვლავ


ბერძნებმა მოიგეს.ყოველივე ამის შემდეგ კი სპარსელებმა დატოვეს საბერძნეთი და
მხოლოდ შორიდან ერეოდნენ ბერძენთა საქმეებში.

ალექსანდრე მაკედონელი და ფილიპე II


ალექსანდრე III მაკედონელი იყო ფილიპე II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი. ძვ.წ 336 წელს, 20
წლის ასაკში ის გახდა მაკედონიის მეფე. მისი მასწავლებელი იყო
არისტოტელე.ალექსანდრე დიდის მამა,ფილიპე მეორე ნიჭიერი სარდალი და მოქნილი
დიპლომატი იყო. მან გააერთიანა ქალაქ-სახელმწიფოებად დაქუცმაცებული საბერძნეთი.
სამხედრო საქმეში ახალი სიტყვა იყო მის მიერ შემოღებული „მაკედონური ფალანგა“.
ფილიპემ ბერძნებს დაუსახა დიდი მიზანი - სპარსელებზე შურისძიება, რომელიც
ალექსანდრემ განახორციელა. ალექსანდრე დიდმა მიზნად დაისახა მსოფლიო
სახელმწიფოს შექმნა.

ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრეს სურდა შეექმნა მსოფლიო სახელმწიფო,რომელსაც საფუძვლად უნდა
დასდებოდა სამი პრინციპი:

1. ენობრივი ერთიანობა
2. კულტურული ერთიანობა
3. პოლიტიკურ - ეკონომიკური ერთიანობა

ამ მიზნის შესასრულებლად უპირველეს ყოვლისა უნდა დაეპყრო სპარსეთის იმპერია.მან


გადაიხადა ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა სპარსეთის მეფესთან

1. ძვ.წ 333 წ. ისოსთან ბრძოლაში დაამარცხა დარიოს III


2. ძვ.წ 331 წ. გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა დარიოს III.

ძვ.წ 335 – 324 წლებში იგი ახორციელებდა გამუდმებულ სამხედრო კამპანიებს, რის
შედეგადაც მისი ჯარი გამოიფიტა,ამიტომაც მას მოუწია დაბრუნებულიყო სპარსეთის
ქალაქ სუსაში, სადაც ძვ.წ 324 წელს მან გრანდიოზული ქორწინებით აღნიშნა თავისი
კამპანიის დასასრული და თავისი 10 000 ჯარისკაცი დააქორწინა სპარსელ ქალებზე. ამ
ქორწინებას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და ამით იხსნებოდა როგორც დაპირისპირება
ევროპასა და აზიას შორის, ისე ჩქარდებოდა ინტეგრაცია (დაახლოვება) სხვადასხვა ხალხს
შორის.

ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში და ახალი ექსპედიციისთვის დაიწო


მზადება მაგრამ იქ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. (არსებობს ორი ძირითადი
ვერსია, გარდაიცვალა მალარიისგან, ან მოკლეს თავისმა მთავარსარდლებმა.)

ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფოები


ელინიზმი ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების შედეგად ბერძნული კულტურის
არაბერძენ ხალხებში გავრცელებას და აღმოსავლური და ბერძნული კულტურის შერწყმას
ნიშნავს. იგი იწყება ძვ.წ 323 წელს, ალექსანდრე დიდის სიკვდილითა და მთავრდება ძვ.წ
31 წელს, ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა VII-ის აღსასრულით. ელინისტური ეპოქის
დასასრული განაპირობა რომის იმპერიის ჰეგემონიის წყურვილმა, და მის მიერ ახლო
აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის დაპყრობამ. ელინისტური
სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტად ცნობილია პტოლემაიოსთა ეგვიპტე და მისი
დედაქალაქი ალექსანდრია.

რომი
რომმა,რომლის ისტორიაც ძვ.წ. 753 წელს დაიწყო,თავისი არსებობის მანძილზე
სახელმწიფოებირივი წყობილების თითქმის ყველა ძირითადი ფორმა გაიარა.ესენია:
მონარქიული,რესპუბლიკური და იმპერიული წყობილებები.თითოეული ეპოქას თავისი
მახასიათებელი ჰქონდა.მაგალითად,მონარქიულ რომში ყველაფერს წყვეტდა მეფე,ხოლო
რესპუბლიკურში ხალხი,იმპერიული წყობილებაში კი ცალკე პერიოდებად გამოყოფენ
პრინციპატისა (უკავშირება ოქტავიანე ავგუსტუსს) და დომინატეს (უკავშირდება
დიოკლეტიანეს) ხანებს.

1.რომის რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; პირველი ტრიუმვირატი;


სამოქალაქო ომები:

რომაული რესპუბლიკა ძალიან ჰგავდა ბერძნულ დემოკრატიას: მთავარ მამოძრავებელ


ძალას წარმოადგენდა ხალხი.ასეთ მმართველობას თან ახლდა რომაელთა აქტიური
საგარეო პოლიტიკა.მაგალითად: მათ პუნიკურ ომებში(მიმდინარეობდა ძვ,წ.lll-ll
საუკუნეებში) გაანადგურეს კართაგენის სახელმწიფო,ისინი ძვ.წ 65 წელს ქართლშიც
გამოჩნდნენ პომპეუსის მეთაურობით და დაამარცხეს მისი მეფე არტაგი,რის შემდეგაც
ქართლის სამეფო „რომის მოკავშირედ და მეგობრად“ გამოცხადდა,მათ დაამარცხეს
პონტოს მეფე მითრიდატე Vl „მითრიდატულ ომებში“ და ა.შ.

წარმატებული ლაშქრობების მიუხედავად, რომაელებს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდათ


ქვეყნის შიგნით.ეს გამოიხატებოდა სამოქალაქო ომებში: რომაელები ერთმანეთს
ებრძოდნენ. რესპუბლიკურ რომში ორი სამოქალაქო ომი გაიმართა.აღსანიშნავია მეორე
სამოქალაქო ომი,რომელშიც მთავარ ფიგურას წარმოადგენდა იულიუს კეისარი.სწორედ
მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „ვენი,ვიდი,ვიცი“ ( მიველ,ვნახე, დავიპყარი), „წილი
ნაყარია“ და „და შენც,ბრუტუს?“.. საბოლოოდ სწორედ იულიუს კეისრის მკვლელობის
შემდეგ დასრულდება რომში რესპუბლიკური მმართველობა და დამყარდება იმპერიული
წყობილება.

იმპერიული წყობილების დამყარებამდე რომში არსებობდა ე.წ. ტრიუმვირატი,რომელშიც


გაერთიანებული იყო სამი გავლენიანი პირი.ისინი შეთანხმებულად
მოქმედებდნენ.პირველ ტრიუმვირატში შედიოდნენ პომპეუსი,კრასუსი და იულიუს
კეისარი.

რომის გამორჩეული იმპერატორები:


• ოქტავიანე ავგუსტუსი(პირველი იმპერატორი,მის დროს რომში დამყარდა „ოქროს
ხანა“,მის სახელს უკავშირდება პრინციპატი)
• ტრაიანე ( მან ყველაზე შორს განავრცო რომაელთა გავლენა,ის მიეკუთვნება
ნაშვილებ იმპერატორთა რიგს)
• კარაკალა(მან გამოსცა ედიქტი,რომლის ძალითაც რომში მცხოვრებ ყველა
თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიენიჭა)
• დიოკლეტიანე ( ის სასტიკად სდევნიდა ქრისტიანებს,მის დროს აწამეს წმინდა
გიორგი,მის სახელს უკავშირდება დომინატეს ხანა)
• ანტონინუს პიუსი(მან ქარლის მეფე ფარსმან ll „ქველს“ რომში ძეგლი დაუდგა)
• კონსტანტინე „დიდი“ (მან გამოსცა ედიქტი,რომლის ძალითაც შეწყდა
ქრისტიანების დევნა,მის დროს,325 წელს, ქალქ ნიკეაში მოიწვიეს პირველი
მსოფლიო საეკლესიო კრება)
395 წელს რომის იმპერია გაიყოფა ორ ნაწილად: ჩამოყალიბდება დასავლეთ რომის
იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერია(ბიზანტია). დასავლეთ ომის იმპერიას თავისი
არსებობის უკანასკნელ ხანებში გერმანული ტომები ესხმოდნენ თავს.მაგალითად,410
წელს ქალაქი რომი აიღო ალარიხმა,455 წელს ჰაიზერიხმა,476 წელს კი ოდოაკრმა: მან
ტახტიდან ჩამოაგდო რომის უკანასკნელი იმპერატორი. ასე დასრულდა დასავლეთ
რომის იმპერიის არსებობა.აღმოსავლეთ რომის იმპერია(ანუ ბიზანტია) კი 1453 წლამდე
გააგრძელებს არსებობას.

მსოფლიო და საქართველო მე-3 მე-10 საუკუნეებში


ხალხთა დიდი გადასახლება
ხალხთა დიდი გადასახლების ტერმინით ისტორიაში ცნობილია IV- VII საუკუნეებში
დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე გერმანული მოდგმის ტომთა
(გოთების,ფრანკების,ვანდალების,ანგლების) გადასახლება, ეს იყო ნაწილი გლობალური
მიგრაციისა, რომელმაც მოიცვა აზიის ევროპისა და აფრიკის კონტინენტები. მიგრაციას
ჰქონდა რამდენიმე მიზეზი, უმთავრესია - დიდი იმპერიების დასუსტება, რომლებიც
ვეღარ იგერიებდნენ ბარბაროსთა შემოტევებს, დემოგრაფიული აფეთქება იმპერიების
მიღმა ვრცელ ტერიტორიებზე და კლიმატური პირობები. მომხდურთაგან თავის
დასაცავად რომაელებმა იმპერიის საზღვრებზე დაიწყეს სასაზღვრო 500 კილომეტრიანი
კედლის მშენებლობა, რომელსაც ლიმესი ეწოდებოდა და I-IV საუკუნეებში არსებობდა.

რომის იმპერიის ორად გაყოფა


რომის იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა 330 წელს, ბოსფორის სრუტის სანაპიროზე
დააარსა კონსტანტინოპოლი ძველი ბერძნული პოლისის, ბიზანტიონის ადგილას.
შემდგომში, 395 წელს თეოდოსიუს I -მა იმპერია თავის ორ ვაჟს გაუყო. არკადიუსს ერგო
აღმოსავლეთ რომის იმპერია (ბიზანტია) ხოლო ჰონორიუსს დასავლეთი რომი.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა


III საუკუნიდან მოყოლებული, გერმანული ტომები ხშირად არღვევდნენ იმპერიის
საზღვრებს, რაც თავის მხრივ დიდად აზარალებდა რომს, მაგრამ ნამდვილი კატასტროფა
ევროპაში ჰუნების მომთაბარე ტომების გამოჩენით დაიწყო. ისინი აზიის სტეპებიდან
(ჩინეთის მისადგომები) უცნობი მიზეზით დაიძრნენ და 375 წელს თავს დაესხნენ
გოთებს, რომლებიც ჩრდ. შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. გოთების ერთი ნაწილი-
ოსტგოთები ჰუნებს დაემორჩილნენ, მეორე ნაწილი - ვესტგოთები რომისკენ გაეშურნენ
და ამით ეცადნენ ჰუნებისგან თავის დაღწევას.

ვესტგოთებს, რომლებიც რომაელებს შეეფარნენ, ჰუნებისგან თავის დასაღწევად, იმპერიამ


ცუდი, უნაყოფო მიწები გამოუყო. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მათი აჯანყებისა და 378
წელს ადრიანოპოლის ბრძოლის მიზეზი. რომაელებისა და ვესტგოთების
დაპირისპირებაში გოთებმა იმძლავრეს და მოკლეს იმპერატორი ვალენტინიანე. 382 წელს
რომმა ზავი დადო გერმანელებთან და ისინი სამხედრო და სამოქალაქო სამსახურში
ჩააყენა.

როგორც ვიცით, 395 წელს რომი ორ ნაწილად გაიყო, დასავლეთ რომის იმპერიის
სათავეში მცირეწლოვანი ჰონორიუსი მოექცა, რომელსაც არ შეეძლო ძლიერი პოლიტიკა
გაეტარებინა და თავისი ქვეყანა დაეცვა, ამის ბუნებრივ შედეგად იქცა ის, რომ 410 წელს
ვესტგოთებმა ალარიხის მეთაურობით რომი აიღეს, „მარადიული ქალაქი“ - რომი,
დაარსებიდან (ძვ.წ 753წ) მოყოლებული პირველად დაეცა. რომის დატოვების სანაცვლოდ
ჰონორიუსმა მათ სამხრეთ გალია დაუთმო. გოთებმა ააოხრეს ქალაქი და ნაალაფრით
გაემართნენ სამხრეთ გალიისკენ. 455 წელს ვანდალთა ფლოტი ჰაიზერიხის მეთაურობით
მიადგა რომს, პაპთან მოლაპარაკების შედეგად ჰაიზერიხმა პირობა დადო, რომ არ
დახოცავდა მოსახლეობას, ქალაქის ძარცვით დაკმაყოფილდებოდა და 2 კვირის შემდეგ
რომს დატოვებდა. ყოველივე ასე მოხდა, მაგრამ ქალაქს უდიდესი კულტურული ზიანი
მიადგა, აქედან მოდის ტერმინი „ვანდალიზმი“ .

დასავლეთ რომის იმპერიის არსებობის უკანასკნელ წლებში ხშირი იყო გადატრიალებები,


475 წელს იმპერატორი გახდა რომულუს ავგუსტუსი, 476 წელს მისი პოლიტიკით
უკმაყოფილო ბარბაროსმა მხედართმთავარმა, ოდოაკრმა ჩამოაგდო იმპერატორი და
საიმპერატორო რეგალიები (ნიშნები) ბიზანტიონში გაგზავნა, ბიზანტიის იმპერატორმა
მადლობის ნიშნად ოდოაკრს პატრიციუსის ტიტული უბოძა. ამგვარად შეწყვიტა
დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა, მის ნანგრევებზე კი გერმანელთა სახელმწიფოები
წარმოიქმნა.

ქრისტიანობა
ქრისტიანობა I-ს ში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში წარმოიშვა. V
საუკუნემდე იგი რომის საზღვრებში და მასთან კულტურული კავშირის მქონე
სახელმწიფოებში ვრცელდება. თავდაპირველად ქრისტიანობას დაუპირისპირდნენ
როგორც იმპერატორები, ისე ქურუმები,რომელთა მსხვერპლიც ათიათასობით ქრისტიანი
გახდა. ქრისტიანთა დევნით გამოირჩეოდა რომის იმპერატორი დიოკლეტიანე (284-305
წ),მაგრამ მიუხედავად დევნისა ქრისტიანობა მეტად და მეტად პოპულარული ხდებოდა.

სწორედ მისი პოპულარობიდან გამომდინარე, რომის იმპერატორი კონსტანტინე I დიდი


(306-337წწ) მიხვდა, რომ სჯობდა ახალი რელიგიის ქვეყნის ინტერესებისთვის
გამოყენება.313 წელს მან გამოსცა რჯულშემწყნარებლობის აქტი- მილანის ედიქტი.
რითაც აიკრძალა ქრისტიანთა დევნა, ხოლო 324 წელს ქრისტიანობას რომის იმპერიაში
პრივილეგირებული რელიგიის (გამორჩეული რელიგიის) სტატუსი მიენიჭა. საბოლოოდ,
382-383 წლებში იმპერატორ თეოდოსიუს პირველის მიერ, ქრისტიანობა ერთადერთ
ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და მოციქულები იყვნენ


ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა და სხვანი. აღსანიშნავია, რომ
მცხეთელმა ებრაელებმა ქართლში ქრისტეს კვართი ჩამოიტანეს. ქართლში ქრისტიანობის
გავრცელება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება დაკავშირებულია წმინდა ნინოს
სახელთან. იგი რომის პროვინციიდან,კაპადოკიიდან იყო. სწორედ მისი უშუალო
დამსახურებაა რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
ქართლის მეფე მირიან III -ის მიერ.
მსოფლიო საეკლესიო კრებები
ქრისტიანული ეკლესიის შიგნით დროგამოშვებით თავს იჩენდა გარკვეული
უთანხმოებები, რომლის აღმოსაფხვრელადაც იმართებოდა მსოფლიო საეკლესიო
კრებები. სულ ასეთი 7 კრება ჩატარდა. I მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორ
კონსტანტინე I - ის მხარდაჭერით გაიმართა ნიკეაში 325 წელს. კრებაზე განისაზღვრა
რწმენის სიმბოლო და დადგინდა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის დრო.
აღსანიშნავია, რომ კრებას ესწრებოდა ბიჭვნითის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

IV კრება
IV მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 451 წელს ქალკედონში.განიხილა
დიოფიზიტობისა (ქრისტეს აქვს ორი ბუნება :ღვთიური და ადამიანური) და
მონოფიზიტობის (ქრისტეს აქვს მხოლოდ ღვთიური ბუნება) საკითხი. მონოფიზიტობა
დაგმეს.

ვახტანგ გორგასალი
449 წელს , 15 წლის ვახტანგ გორგასლის ტახტზე ასვლისას ქართლის მდგომარეობა
მეტად მძიმე იყო. ჩრდ. კავკასიიდან ქართლს თავს ესხმოდნენ ალან-ოსები და ჰუნ-
თურქები, დიდაზნაურები არ ემორჩილებოდნენ მეფის ხელისუფლებას, სამეფო
იძულებული იყო სპარსელთათვის ეხადა ხარკი და სამხედრო ბეგარა.

ვახტანგ გორგასალმა სწორი პოლიტიკით შეძლო ქვეყნის დახსნა ამ სავალალო


ვითარებიდან, მან ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და გაამაგრა კავკასიონის
გადმოსასვლელები. იგი გადავიდა დასავლეთ საქართველოში და დაიქვემდებარა
სვანეთი, ეგრისის დიდი ნაწილი, ასევე კლარჯეთი, სადაც შექმნა კლარჯეთის
საერისთავო ცენტრით არტანუჯი. სპარსელთა დახმარებით შექმნა ჰერეთისა და წუქეთის
საერისთავოები.

V- ის 60-იან წლებში ირანის შაჰმა ვახტანგი ჰუნების წინაამღდეგ საბრძოლველად


გაიწვია, მან ლაშქრობაში 7 წელი დაჰყო, ამასობაში ქართლში ვითარება კიდევ უფრო
გაუარესდა, 466 წელს ქვემო ქართლის გამგებელი ვარსქენ პიტიახში ეწვია ირანის შაჰ
პეროზს და მიიღო მაზდეანობა. ქართლის ეკლესია, რომელსაც მიქაელ
მთავარეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა, ანგარებამ მოიცვა. სამშობლოში დაბრუნებულმა
ვახტანგმა გააძევა მიქაელი და კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნილი პეტრე განაწესა.
სწორედ ამ პერიოდში ხდება ქართლის ეკლესია ავტოკეფალური (დამოუკიდებელი).
ქართლის პირველი კათალიკოსი, პეტრე მეფის ერთგულებით გამოირჩეოდა, რაც
ვახტანგის ხელისუფლების განმტკიცებას უწყობდა ხელს. ვახტანგს არ სურდა
სპარსელთა უღლის ტარება, 482 წელს მან მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში, რაც
ფაქტობრივად ირანთან აჯანყებას ნიშნავდა. შემდეგ წელს ირანის შაჰმა დიდძალი ჯარი
გამოგზავნა აჯანყების ჩასახშობად, ქართულ-სომხურ არმიას შორის არ იყო თანხმობა,
რამაც აჯანყების მარცხი გამოიწვია. ამის შემდეგ ვახტანგმა მკაფიოდ აიღო
პრობიზანტიური კურსი, როდესაც ირანის შაჰმა სამხედრო ლაშქრობაში მონაწილეობა
მოსთხოვა ბიზანტიის წინააღმდეგ, ვახტანგმა უარი შეუთვალა. ამას მოჰყვა ირანელთა
ხელახალი შემოტევა, ბრძოლა გაიმართა სამგორის ველზე, დიდაზნაურთა ღალატის
მიზეზით ვახტანგი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა (დაახლოებით
502წ). მომაკვდავი მეფე უჯარმაში გადაიყვანეს, შემდეგ კი სვეტიცხოველში დაკრძალეს.

ბიზანტია - სასანიანთა ირანი (იუსტინიანე - ხოსრო


ანუშირვანი.
ბიზანტიის იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა იუსტინიანე I-ის ( 527-565) დროს, მისი
მმართველობისას აშენდა უამრავი ტაძარი, საავადმყოფო თუ დავდრომილთა
თავშესაფარი. 529 წელს მან დახურა ათენის ფილოსოფიური სკოლა, გაატარა რიგი
რეფორმებისა საკანონმდებლო სფეროში. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად იმპერია
მისი მმართველობის დასასრულს მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მას უტევდნენ
როგორც ოსტგოთები ისე სპარსელები.

III- საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონდა სასანიანთა დინასტია, რომელთა


ქრონოლოგიური ჩარჩოა (226-650წწ). სასანიანთა იმპერია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
პერიოდია სპარსეთის ისტორიაში, მისი არსებობის დროს ქვეყნის საზღვრები მოიცავდა
პაკისტანს,ცენტრალურ აზიას, სირია-პალესტინას, კავკასიისა და თურქეთის
ნაწილს.სასანიანებმა სრულქმნეს მაზდეანური რელიგია - ზოროასტრიზმი. ხოსრო I
ანუშირვანი (უკვდავი სული) (531-579წწ) ითვლება სასანიანთა დინასტიის ყველაზე
გამორჩეულ წარმომადგენლად.

მეფობის გაუქმება ქართლში


ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეების მეფობის დროს
ირანელები აღწევენ მიზანს და 523 წელს ქართლში მეფობას აუქმებენ, ამ ყოველივეში
ქართლის დიდაზნაურობამ დიდი როლი შეასრულა, შაჰი კავადი ქართლის
დიდაზნაურობას მიწების მემკვიდრეობით დამტკიცებას და მაღალ თანამდებობებს
პირდებოდა, ასეთ ვითარებაში, მხარდაჭერის არარსებობის გამო, ირანის წინააღმდეგ
აჯანყებული მეფე გურგენი იძულებული გახდა დას. საქართველოში გაქცეულიყო,
ქართლის ციხესიმაგრეებში ირანელთა გარნიზონები ჩადგნენ.

VI ს-ში ბიზანტია შეეცადა გაეძლიერებინა თავისი გავლენა დასავლეთ საქართველოზე,


რაც ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.ეგრისის მეფე
გუბაზ II-მ გადაწყვიტა ბიზანტიელების წინააღმდეგ ირანელები გამოეყენებინა, მან
ირანის შაჰს, ხოსრო I ანუშირვანს მიმართა ბიზანტიელების წინააღმდეგ ერთობლივი
ლაშქრობის შესახებ.სანაცვლოდ კი შაჰს შავ ზღვაზე გასასვლელს დაპირდა.შაჰმა მიიღო
წინადადება და ასე დაიწყო „ დიდი ომიანობა ეგრისში“, რომელიც 542 წლიდან 562
წლამდე გაგრძელდა და ეგრისს (დას.საქართველო) მძიმე შედეგები მოუტანა.ომიანობისას
ეგრისელები განუდგნენ ირანს და ბიზანტიას მიემხრნენ. საბოლოოდ,ბიზანტიელმა
სარდლებმა მოკლეს გუბაზ მეფე 554 წელს (გუბაზი აპირებდა იმპერატორისთვის
მოეხსენებინა თუ რა უნიათონი იყვნენ სარდლები). გაიმართა სახალხო კრება სადაც უნდა
გადაეწყვიტათ რომელ ქვეყანას მიმხრობოდნენ,ერთმანეთს ორი ორატორი, აიეტი -
ემხრობოდა ირანს და ფარტაძი - ემხრობოდა ბიზანტიას. დაუპირსპირდა. გაიმარჯვა
ფარტაძის აზრმა, იმპერატორმა დასაჯა სარდლები, ამის შემდეგ ეგრისელებმა და
ბიზანტიელებმა ერთად დაამარცხეს ირანელები, 562 წელს კი ქალაქ დარაში ირანსა და
ბიზანტიას შორის დაიდო 50 წლიანი ზავი.
ერისმთავრობის დაწესება ქართლში
ირანელების ეგრისში დამარცხების შემდეგ, მათ წინააღმდეგ ქართლიც აჯანყდა, 572 წელს
ერისთავ გურგენის(გუარამის) მეთაურობით. დახმარებისთვის კეისარს მიმართეს, იგი
დაეხმარა ქართლს და ქვეყანა თანდათანობით გათავისუფლდა სპარსელთა
ბატონობისგან. ადგილობრივი ერისთავები ქვეყნის მართვას შეუდგნენ, მაგრამ მეფობის
აღდგენა მათ არ სურდათ, რადგან იცოდნენ მეფე შეზღუდავდა მათ ხელისუფლებას.
ამიტომ ერისთავებმა და თავადებმა ქართლის უმაღლეს ხელისუფლად, ერისმთავრად
(ერისთავ მთავრად) აირჩიეს აჯანყებაში მათი მეთაური, ქართლის ძველი სამეფო გვარის
წარმომადგენელი, გურგენი (გუარამი). კეისარმაც სცნო გურგენი ლეგიტიმურ
ხელისუფლად და მას კურაპალატობის ტიტული უბოძა.

არაბები - ისლამის წარმოქმნა და გავრცელება


ისლამი წარმოიქმნა არაბეთის ნ/კუნძულზე VII საუკუნის I ნახევარში. არაბეთის
ნახ.კუნძულის დასავლეთი ზღვისპირეთში არსებობდა ქალაქები მექა და იასრიბი
(მედინა), რომელთაც უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდათ ადგილობრივი
ხალხებისთვის.

ისლამის შემქმნელი მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მას ხშირად ჰქონდა ხილვები
ჰირას მთის გამოქვაბულში, გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაიწყო ახალი
სარწმუნოებისი ქადაგება ქალაქ მექაში,მაგრამ მას დიდი წინააღმდეგობები შეხვდა და
იძულებული გახდა 622 წელს თანამოაზრეთა მცირე ჯგუფთან ერთად მექადან იასრიბში
გადასახლებულიყო,რომელსაც შემდგომ მედინა-მოციქულის ქალაქი ეწოდა. 622 წელი
ითვლება ჰიჯრის (გადასახლების) და ასევე მუსლიმური კალენდრის დასაბამად
ითვლება.

არაბები - ისლამური სახელიმწიფოების ჩამოყალიბება


მედინაში მუჰამედმა შეძლო მოეპოვებინა მხარდაჭერა, სწორედ აქ ააშენა მან პირველი
მეჩეთი, აგრეთვე დაიწყო ისლამური სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური, ისე
რელიგიური საფუძველის ჩაყრა. სახელმწიფო მოწყობით იყო თეოკრატიული (საერო და
სასულიერო სფეროები სრულიად ერთიანი იყო). 630 წელს მუჰამედმა, რომელსაც ზურგს
მედინელები უმაგრებდნენ, ძალის გამოყენებით აიღო მექა და აქცია რელიგიურ
ცენტრად, ხოლო ქააბას ტაძარი ისლამის მთავარ სალოცავად. აღსანიშნავია რომ ახალმა
რელიგიამ დაქსაქსული არაბული ტომები გააერთიანა და ძლიერ ძალად აქცია რეგიონში.

არაბთა დაპყრობები
ისტორიის ასპარეზზე არაბთა გამოსვლისას ორი დიდი იმპერია - ბიზანტია და სპარსეთი
ურთიერთომებით გამოფიტულნი და ძალადაკარგულნი იყვნენ, ამიტომაც არაბებმა
შეძლეს მთლიანად დაეპყროთ ირანი, ხოლო ბიზანტიისთვის ტერიტორიების დიდი
ნაწილი წაერთმიათ. არაბების სამხედრო წინსვლა 732 წელს პუატიესთან (საფრანგეთი)
შეაჩერა კარლოს მარტელმა.
არაბები საქართველოში
არაბთა ლაშქარი საქართველოს 654 წელს ჰაბიბნ-იბნ-მასლამას მეთაურობით მოადგა. ამ
დროს ქართლში ერისმთავრის ტახტი სტეფანოზ II-ს ეკავა, მასლამამ სტეფანოზთან
გააფორმა სპეციალური ხელშეკრულება „დაცვის სიგელი“, რითაც ქართველებს
დაევალათ კომლობრივი გადასახადი „ჯიზია“. თავის მხრივ კი ხელშეკრულების
მიხედვით არაბებს უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის საზღვრების დაცვა ნებისმიერი
დამპყრობლისგან.

724 წელს არაბთა სარდალმა ჯარაჰმა განაახლა „დაცვის სიგელის“ პირობები და ქართველ
ხალხს დამატებით საადგილმამულო გადასახადი -ხარაჯაც დაუწესა. ქართველი ხალხი
ხშირად ჯანყდებოდა, აგრეთვე ხშირი იყო ხაზართა შემოსევებიც( ჩრდ.კავკასიელი
ხალხი), რომლებიც არაბთა ჯარს მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ. ამიტომ 735 წელს
ბაღდადის ხალიფა ჰიშამმა ამიერკავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზართა
გასანადგურებლად მურვან ყრუ გამოგზავნა. მურვან ყრუ ქართლის ერისმთავარ
სტეფანოზ მე-3-ეს კვალდაკვალ გაჰყვა დასავლეთ საქართველოში, დაანგრია
დას.საქართველოს დედაქალაქი ციხეგოჯი, ალყა შემოარტყა ანაკოფიას (ვერ აიღო).
შემდეგ ხაზართა შესამუსრად ჩრდ.კავკასიას მიაშურა. მაგრამ ცნობა მოუვიდა რომ
ტახტისთვის ბრძოლა იყო ამტყდარი, უკანვე გაბრუნდა და ტახტი მურვან II-ის სახელით
დაიკავა.

მურვან ყრუს ლაშქრობის შემდგომ შეიქმნა თბილისის საამირო, რომელსაც ამირა


განაგებდა, დროთა განმავლობაში ისინი აღარ ემორჩილებოდნენ ხალიფას, რის გამოც
ახალი და ახალი სადამსჯელო ექსპედიციები იგზავნებოდა, 853 წელს სწორედ ურჩი
ამირა საჰაკის წინააღმდეგ იყო გამოგზავნილი ბუღა თურქი, რომელმაც აიღო თბილისი,
გაანადგურა მოსახლეობის დიდი ნაწილი და სიკვდილით დასაჯა ამირა.

მსოფლიო და საქართველო X-XV საუკუნეებში

ერთიანი ქართული სამეფოს შექმნა


IX-X საუკუნეები ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის საქართველოში პირველობისთვის
ატეხილ გამუდმებულ ბრძოლა-დაპირისპირებაში გაილია. საბოლოოდ ქვეყნის
გაერთიანება აფხაზთა მეფის ერისთავმა იოანე მარუშისძემ და ტაოს მეფემ დავით III
კურაპალატმა მოახერხეს. იოანე მარუშისძის შეთავაზებით დავითი დათანხმდა თავისი
შვილობილის, არასრულწლოვანი ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონის გამეფებას,
რომელიც 3 ტახტის მემკვიდრე იყო.

ბაგრატ მესამე
მამის ხაზით - „ქართველთა მეფის“ ტიტულის მატარებელი, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის
მფლობელი
დედის ხაზით - უსინათლო აფხაზთა მეფის, თეოდოსის დისშვილი და მემკვიდრე

მამობილის გზით (დავით III კურაპალატი) - ტაოს მემკვიდრე.

975 წელს დავით მე-3-მ უფლისციხეში ქართლის განმგებლობა ბაგრატს გადასცა,. 978
წელს მეფობიდან გადააყენეს უსინათლო თეოდოსი და ქუთაისში „აფხაზთა მეფედ“
საზეიმოდ ეკურთხა ბაგრატ III. 980 წლიდან კი უკვე სრულწლოვანი ბაგრატი
დამოუკიდებლად შეუდგა მმართველობას.

საქართველო X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნეში


1008 წელს გურგენ ბაგრატიონი (ბაგრატის მამა) გარდაიცვალა და ბაგრატ III-მ მისი
სამფლობელოები მიიღო (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი), აგრეთვე მიიღო
ქართველთა მეფის ტიტულიც - „მეფე აფხაზთა და ქართველთა კურაპალატი“.
საქართველოს მიწებიდან მისი განმგებლობის გარეთ კახეთ-ჰერეთი და თბილისის
საამირო რჩებოდა.1010 წელს ბაგრატი კახეტში შევიდა და მისი მეფე კვირიკე III
დაატყვევა. ბაგრატ III (978-1014წწ) გარდაიცვალა 1014 წელს,დაკრძალულია მის მიერვე
აგებულ ბედიის ტაძარში.

ბაგრატ III-ის შემდეგ ტახტს მისი მემკვიდრეები, გიორგი I (1014-1027) და ბაგრატ IV


(1027-1072) იკავებენ. გიორგის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახელებმა და აიძულეს,
კვირიკე გაეთავისუფლებინა, წამგებიანი იყო ბიზანტიასთან მიმდინარე
ურთიერთობებიც,1023 წელს შირიმნთან წაგებული ბრძოლის შემდეგ გიორგი
იძულებული იყო დიდ დათმობებზე წასულიყო.ბიზანტიის კეისრები კარგად იყენებდნენ
ქართველ მეფეთა და ცალკეულ ერისთავთა შორის არსებულ დაპირისპირებებს, ასე
მოხდა ბაგრატ IV-ისა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის შემთხვევაშიც.1058
წელს ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ ბაგრატმა მესხი აზნაურის სულა
კალმახელიძის დახმარებით შეიპყრო ლიპარიტ ბაღვაში და მისი ვაჟი. ლიპარიტი
ქვეყნიდან გააძევა, შვილი კი დაინდო. ამგვარად, ბაგრატმა დაალაგა ქვეყნის შიგნით
არსებული ურთიერთობა და გზა გაეხსნა კახეთის შემოსაერთებლადაც, მაგრამ ამ დროს
გამოდიან ასპარეზზე თურქ - სელჩუკები, რომლებიც მთელი თავისი ძლიერებით
დაატყდნენ საქართველოს.

სელჩუკები (სახელმწიფოს წარმოქმნა)


XI საუკუნიდან არაბთა სახალიფო დაშლილი იყო რამდენიმე ავტონომიურ რეგიონალურ
სახელმწიფოდ, ხალიფა მხოლოდ ნომინალურ (ფორმალურ) მმართველდღა ითვლებოდა.
სწორედ ასეთ ვითარებაში იწყება თურქული მოდგმის ტომების დომინირების ეპოქა
ახლო აღმოსავლეთში. ცენტრალურ აზიაში, მდ.სირდარიის მიდამოებში ოღუზი
თურქები მომთაბარეობდნენ, უფრო აღმოსავლეთით, მდ.ირტიშის სანაპიროებზე კი
თურქი ყივჩაღები. ყივჩაღები დასავლეთისკენ დაიძრნენ და შეავიწროვეს ოღუზები.
ყივჩაღებმა გზა სამხრეთ რუსეთისკენ განაგრძეს, ხოლო შევიწროვებულმა ოღუზებმა
ისლამურ ტერიტორიაზე დაიწყეს შესვლა. თურქთა მიგრაცია არაერთ ტალღად
განხორციელდა, ერთ-ერთი მთავარია სელჩუკთა მიგრირება, სელჩუკი ერთ-ერთი
თურქული საგვარეულოს მეთაური იყო, რომელმაც გააერთიანა თურქული ტომების
ნაწილი.ისინი დასახლდნენ ბუხარას პროვინციაში და მიიღეს ისლამი.
სელჩუკთა დაპყრობები
სელჩუკები საკუთარი ჯარით ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმურ დინასტიას, მათ
შორის თურქული წარმომავლობის ღაზნევიანებს, სელჩუკის შვილიშვილებმა თოღრულ
ბეგმა და ჩაღრი ბეგმა ღაზნევიანები გამოდევნეს ირანიდან. X საუკუნიდან
თანდათანობით იწყება თურქული ტომების ისლამიზაცია, მათ სუნიზმი მიიღეს.

1038 წელს თოღრულ ბეგმა დაიკავა ქ.ნიშაბური (აღმ.ირანი), 1040 წელს კი გახდა
ხორასნის მბრძანებელი. 1055 წელს თოღრულ ბეგი უბრძოლველად შევიდა ბაღდადში. ამ
დროს სუნიტი ხალიფა შიიტების ტყვეობაში იმყოფებოდა, სუნიტი სელჩუკები კი
როგორც მხსნელად ისე მიიღო და დაასაჩუქრა. თოღრულს სულთნის და
„აღმოსავლეთისა და დასავლეთის“ ამირას ტიტული უბოძა. სწორედ თოღრულ ბეგი
(1037-1063წწ) ითვლებბა თურქ-სელჩუკთა იმპერიის ფუძემდებლად.

სელჩუკთა იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა სულთნების ალფ არსლანისა (1063-1072)


და მალიქშაჰის (1072-1092) მმართველობისას. ალფ-არსლანის მთავარ მიღწევად
ბიზანტიის თავდაცვითი ხაზის განადგურება მიიჩნევა. აგრეთვე 1071 წელს მან მოიგო
მანაზკერტის ბრძოლა და ბიზანტიის იმპერატორი, რომანოზ IV დიოგენე ტყვედ ჩაიგდო.

მალიქშაჰის მმართველობისას სელჩუკთა იმპერიამ ძლიერების მწვერვალს და


ტერიტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ალფ-არსლანისა და მალიქშაჰის
მმართველობისას ხელმწიფის ძალაუფლების განმტკიცებაში დიდი როლი ითამაშა
სპარსული წარმომავლობის დიდმა ვეზირმა ნიზამ ალ მულქმა. მან გაატარა რიგი
რეფორმები, შექმნა სასწავლებლების (მადრასეების) სისტემა და ასშ. საბოლოოდ, დიდი
ვეზირი პოლიტ. ტერორისტების - ასასინების მსხვერპლი გახდა. ამის შემდეგ მალიქ
შაჰიც მალევე გარდაიცვალა და იმპერია ანარქიამ მოიცვა.XII საუკუნის მიწურულს
ცენტრალური აზიიდან წამოსულმა ხორეზმელებმა გაანადგურეს თურქების
პოლიტიკური ერთეულების უდიდესი ნაწილი და დაიკავეს ირანი, ხოლო სელჩკუთა
დინასტიის მმართველობა ისტორიას ჩაბარდა.

სელჩუკები და საქართველო
კავკასიაში სელჩუკები პირველად 1048 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ საქართველოში,
პირველად ალფ-არსლანის მმართველობის პერიოდში, 1064 წელს შემოვიდნენ. თურქთა
ლაშქარი სამხრეთ საქართველოდან შემოიჭრა, აიღო ახალქალაქი და სასტიკად დაარბია
იგი. ამის შემდეგ ბაგრატ IV დამატებითი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ალფ-
არსლანს თავისი დისწული მიათხოვა, ალფ-არსლანი საქართველოს გაეცალა. 4 წლის
შემდეგ, 1068 წელს ალფ-არსლანმა კვლავ ილაშქრა საქართველოში. სულთანმა ქართული
მიწების ნაწილი განძის ამირას გადასცა, მაგრამ ბაგრატმა მიწები არ დაანება და
უფლისწულ გიორგისთან (II) ერთად, ოსების დახმარებით დაამარცხა განძის ამირა.
აღსანიშნავია,რომ ბაგრატ IV-ის მმართველობისას საქართველოს ხარკი არ უკისრია.

სულთან მალიქშაჰის ( 1072-1092) მმართველობისას საქართველოს მდგომარეობა კიდევ


უფრო მძიმდება. 1080 წელს დაიწყო „დიდი თურქობა“ . სელჩუკები ყოველწლიურად
ესეოდნენ საქართველოს, ქვეყანა ვეღარ ვითარდებოდა და დაღუპვის გზისკენ მიდიოდა.
1083 წელს გიორგი II იძულებული გახდა თავი დამარცხებულად ეცნო და ეახლა მალიქ
შაჰს, მოსთხოვა მორჩილება და ხარკი იკისრა. მალიქშაჰი გიორგის მშვიდობას დაჰპირდა
და კახეთ-ჰერეთიც უწყალობა (კახეთ-ჰერეთი საქართველოს მეფეს არ ემორჩილებოდა).
მის შემოსაერთებლად მალიქ შაჰმა გიორგის ჯარიც გამოაყოლა,მაგრამ მეფემ საქმე
ბოლომდე არ მიიყვანა, დას.საქართველოში გადავიდა და ნადირობა გააჩაღა. ამ დროში
კახეთის მეფე აღსართანიც ეახლა სულთანს და მსახურება შესთავაზა, რითაც
მფარველობა მიიღო. ამგვარად, გიორგიმ ვერც კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და უმოქმედოდ
მყოფი გამოზავნილი ჯარიც კვლავ საქართველოს შეესია და ბარი საძოვრებად აქცია.
სწორედ ასეთი საქართველო ჩაიბარა გიორგი II- ის შვილმა დავითმა, შემდგომში
ცნობილმა, როგორც დავით აღმაშენებელი.

დავით აღმაშენებელი
1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტი დაიკავა დავით აღმაშენებელმა, გიორგი
II,დავითის მამა, იძულებული გახდა გადამდგარიყო, რადგან მისი მმართველობით
არისტოკრატთა დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო. დავითის გამეფებისას ქვეყანა უმძიმეს
მდგომარეობაში იმყოფებოდა. დავითმა გაატარა რიგი რეფორმები, რათა ქვეყნის როგორც
საშინაო, ისე საგარეო მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. დავით აღმაშენებელმა:

1099 წელს თურქ სელჩუკებს შეუწყვიტა ხარკი

1104 წელს ერწუხთან ბრძოლაში დაამარცხა განძის ამირა ფადლონი, რომელიც კახეთ-
ჰერეთს ეცილებოდა.

1104 წელს მოიწვია რუის-ურბნისის საეკლესიო კრება - მიიღეს დადგინელება


„ძეგლისწერა“,რომლითაც აღმოიფხვრა უწესობანი ეკლესიის შიგნით, აგრეთვე
მღვდლობიდან გადააყენეს უწესონი და მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგენი.

ქვეყნის შიგნით თურქებს ჯერ კიდევ ეჭირათ მრავალი ციხე თუ ქალაქი, ამიტომ მათი
ხელახლა შემოერთება გახდა საჭირო:

1110 წელს დავითმა აიღო სამშვილდე

1115 წელს - რუსთავი

1117 წელს - გიში

1118 წელს - ლორე

მაგრამ ქვეყნის დედაქალაქი თბილისი ჯერ კიდევ არ ემორჩილებოდა დავითს, იმ


პერიოდში დედაქალაქს „თბილისელი ბერები“ განაგებდნენ ( ამირა რომელიც თბილისს
მართავდა ათეული წლების გარდაცვლილი იყო)

1118 წელს დავითმა ჩამოასახლა ყივჩაღები და დაასახლა ისინი სასაზღვრო რეგიონებში,


თითეულ ყივჩაღ ოჯახს ერთი მხედარის გამოყვანა დაავალა, ამგვარად, შეიქმნა 40 000
კაციანი კავალერია (ცხენოსანი არმია). ასეთი მზადების შემდეგ დავითმა ილაშქრა
შარვანში და აიღო ქალაქი ყაბალა. საქართველოს ასეთმა წარმატებებმა შეაშფოთა
თურქთა სულთანი მაჰმუდი, შეკრიბა კოალიციური ლაშქარი და უსარდლა ბაღდადის
განმგებელი ნეჯიმ ილ ღაზი. ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს გაიმართა დიდგორის
ველზე და ქართველთა სრული გამარჯვებით დასრულდა, ამის შემდეგ, 1122 წელს
დავითმა შემოიერთა თბილისი. 1123 წელს კი დმანისის შემოერთებით, დავითმა
დაასრულა ქვეყნის გაერთიანება. დავითი გარდაიცვალა 1125 წელს, დაკრძალულია მის
მიერვე აგებულ გელათის ტაძარში. დავითმა, რომელმაც ჩაიბარა სრულიად
განადგურებული ქვეყანა, გარდაცვალებისას დატოვა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
გადაჭიმული საზღვრებით.

თამარ მეფე
ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყოლია, ამიტომაც 1179 წელს მან
თანამოსაყდრედ აიყვანა თავისი ერთადერთი ასული თამარი. 1184 წელს თამარ მეფე
ერთპიროვნულად შეუდგა მმართველობას. საქართველოს ისტორიაში მანამდე არ
ყოფილა ქალი მეფის პრეცენდენტი, ამიტომ შეგულიანებულმა თავად-აზნაურობამ კვლავ
დაიწყო მეფის ხელისუფლების შესუსტება და მასზე ზეწოლის მოხდენა. აღსანიშნავია
მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ არსლანის მოთხოვნა, აგებულიყო კარავი, სადაც
შეიქმნებოდა ორგანო, რომელსაც შეეძლებოდა კანონების შექმნა და შემდგომ მეფისთვის
მიწოდება, ყოველივე ეს თამარის ხელისუფლების შესუსტების ერთ-ერთი გზა იყო.
თამარმა დააპატიმრა ყუთლუ არსლანი, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მაგრამ
იძულებული გახდა უკვე არსებული დარბაზის უფლებები საგრძნობლად
გაეფართოვებინა. 1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით, მისთვის უკითხავად,
თამარის ქმარი გახდა ვლადიმირისა და სუზდალის მთავრის შვილი იური (გიორგი
რუსი), რომელიც საკუთარი სამშობლოდან ბიძას ჰყავდა გამოძევებული. ქორწინება
მალევე გაუქმდა, მეორე ქმარი, ოსთა უფლიწული დავით სოსლანი თავად თამარმა
ამოარჩია და 1189 წელს დაქორწინდა კიდეც. ამის შემდეგ თამარმა გააძლიერა საკუთარი
პოზიციები სამეფო ტახტზე, რამაც საშუალება მისცა აქტიური საგარეო პოლიტიკა
ეწარმოებინა.

თურქები არ ურიგდებოდნენ საქართველოს დომინირებას კავკასიაში და შესაფერის


დროს ელოდნენ ომის დასაწყებად. სულთანმა აბუ ბაქრმა შეძლო შეეკრიბა კოალიციური
ლაშქარი და 1192 წელს დაიკავა შარვანი, რომელიც თამარ მეფის ვასალურ ტერიტორიას
წარმოადგენდა. ამ ყოველივეს მოჰყვა 1195 წელს შამქორის ველზე გამართული ბრძოლა,
სადაც თურქთა ჯარი სასტიკად დამარცხდა, ბრძოლაში თავი გამოიჩინეს შალვა და ივანე
ახალციხელებმა. ამ ბრძოლის შედეგად სელჩუკები განიდევნენ კავკასიის აღმოსავლეთ
ნაწილიდან, შარვანში კი ქართველების ყმადნაფიცი შარვან შაჰი დაბრუნდა.
ქართველების ასეთი წინსვლა შემაშფოთებელი აღმოჩნდა რუმის სელჩუკიანთა
სასულთნოსთვის, რომელიც თამარის ეპოქაში უძლიერეს თურქულ სახელმწიფოს
წარმოადგენდა. მისმა სულთანმა რუქნ ად-დინმა თამარს დამამცირებელი პირობები
შესთავაზა,რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ბრძოლა 1203 წელს გაიმართა ბასიანის
ველზე. ქართველებმა დავით სოსლანისა და ზაქარია მხარგრძელის მეთაურობით
აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვეს. ამ ბრძოლით საქართველომ ტერიტორიული
სარგებელი ვერ ნახა, სამაგიეროდ განიმტკიცა საკუთარი პოზიცია კავკასიის ასპარეზზე.

1204 წელს ქართულმა ჯარმა დაიკავა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო,


სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ქართველური, ლაზურ-ჭანური ტომები
წარმოადგენდნენ, ქართული სამეფოს ეგიდით შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია, რომლის
ტახტზეც თამარმა საქართველოში აღზრდილი უფლისწული ალექსი კომნენოსი დასვა
იმპერატორად. ქართველები კი იმპერიის პროტექტორები (მცველები) გახდნენ.
ტრაპიზონის დაარსებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან როგორც ჯვაროსნები ისე
თურქები ქართულ სამეფოს სამხრეთ საზღვრებზე დიდ საფრთხეს უქმნიდნენ,
ტრაპიზონი კი ერთგვარ ფარადაც მოევლინა საქართველოს. 1210 წელს ქართულმა
ლაშქარმა ყველაზე შორეული ლაშქრობა მოაწყო საქართველოს ისტორიის განმავლობაში.
ზაქარია და ივანე მხარგრძელების მეთაურობით ქართველებმა კასპიის ზღვის სამხრეთ-
აღმოსავლეთ სანაპირომდე მიაღწიეს- ადგილამდე, სადაც მემატიანეს ცნობით
ქართველების არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ.

ჯვაროსნული ლაშქრობები
ჯვაროსნული ლაშქრობები პაპების მოწოდებით წარმოებული რელიგიური ომები იყო,
რომელთა მიზანს წარმოადგენდა პალესტინის წმინდა მიწისა და იერუსალიმის
მუსლიმთა ბატონობისაგან გამოხსნა. ლაშქრობების დაწყებამდე ევროპაში არსებობდა
წმინდა ადგილების მოხილვის ტრადიცია, წმინდა მიწიდან დაბრუნებული ევროპელი
პილიგრიმები (მომლოცველები) ყვებოდნენ თუ რა რთულ მდგომარეობაში იყვნენ
ჩავარდნილი ქრისტიანები და როგორ ჩაგრავდნენ მათ მუსლიმები, სწორედ ეს გახდა ჯვ.
ომების დაწყების საბაბი. რომის პაპმა ურბან II-მ ქალაქ კლერმონში 1095 წელს საეკლესიო
კრება მოიწვია, სადაც წმინდა მიწების გამოხსნისკენ მოუწოდა ხალხს.

1096-1099 წლებში მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. 1099 წელს


ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი, ხმელთაშუა ზღვის აღმ.სანაპიროზე შეიქმნა ოთხი
ქრისტიანულ-პოლიტიკური ერთეული: ედესის საგრაფო, ანტიოქიის საგრაფო,
ტრიპოლის საგრაფო და იერუსალიმის სამეფო.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ( 1202-1204წწ) რომის პაპმა ინოკენტი III-მ დააანონსა.


მიზანს ეგვიპტელების დამარცხება და იერუსალიმის დაბრუნება წარმოადგენდა (1187
წელს ეგვიპტის სულთანმა სალადინმა აიღო). თუმცა აღნიშნული ლაშქრობა წმინდა მიწას
საერთოდაც არ შეხებია. ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს შეუტიეს, აიღეს და გაძარცვეს,
კონსტანტინოპოლის მიმდებარე ტერიტორიებზე კი შექმნეს ლათინთა იმპერია
რომელმაც 1204-1261 წლებში იარსება.

სარაინდო ორდენები
ახლად შექმნილი ჯვაროსნული სახელმწიფოებისა და მომლოცველთა დაცვა
სასულიერო-სარაინდო ორდენებმა იკისრეს. არსებობდა უამრავი ორდენი, მათგან კი
გამოსარჩევია:

ჰოსპიტალიერების, იგივე იოანიტების ორდენი - დაარსდა XII საუკუნის დასაწყისში,


სწორედ იოანიტების ორდენი დაარსდა პირველად. ამ ორდენის წევრები ატარებდნენ შავ
მოსასხამს თეთრი ჯვრით.

ტამპლიერთა, იგივე მეტაძრეთა ორდენი - დაარსდა იერუსალიმში, მეფე სოლომონ


ბრძენის ტაძრის სავარაუდო ადგილას. ატარებდნენ თეთრ მოსასხამს წითელი ჯვრით.
წმინდა მიწაზე ქრისტიანული სამფლოებელოების დაკარგვის შემდეგ პარიზში
გადავიდნენ, სადაც საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზმა ერთ დღესაც ისინი
კანონგარეშედ გამოაცხადა და უეცრად მოკლა ორდენის თითოეული წარმომადგენელი.
მონღოლები (სახელმწიფოს წარმოქმნა - დაპყრობები)
XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები,
მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ ელვისებურად მოახერხეს
ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და კავკასიის
დაპყრობა, რის შედეგადაც კაცობრიობის ისტორაიში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია
შექმნეს. მონღოლთა ერთ-ერთი ტომის მეთაურმა, თემუჩინმა მოახერხა მონღოლური
ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ ჩინგიზ ყაენის სახელით. 1206 წელს
მდინარე ონონის სათავესთან გამართულ შეკრებაზე მონღოლური ტომების
უმრავლესობამ მას ერთგულება შეჰფიცა. მონღოლთა დაპყრობების სერია კი ასე
გამოიყურება:

1211 წელს ისინი ჩინეთში შეიჭრნენ, 1215 წელს აიღეს პეკინი და დაიმორჩილეს ყარა
კიტაის სამეფო (დღევანდელი ჩინეთის ტერიტორია)

1218 წელს ჩრდილო აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი მთლიანად დაიპყრეს

1219 წელს ჩინგიზი ისლამურ ტერიტორიაზე შეიჭრა და ცენტრალური აზია სრულად


დაიმორჩილა

ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის იმპერია ოთხ ნაწილად გაიყო:

დიდი ყაენის იმპერია - აღმ.აზიის დიდი ნაწილი, ჩინეთის ჩათვლით

ჩაღატაის სახანო - ცენტრალური აზია და ჩრდ.ირანი

ოქროს ურდო - რუსეთის ტერიტორია

ილხანთა სახელმწიფო - ირანი, თურქმენეთი, ავღანეთი.

აღნიშნულ იმპერიებს ხშირად ჰქონდათ დავა და ქიშპი ურთიერთთან, მაგრამ ამას ხელი
არ შეუშლია მონღოლთა დაპყრობების გაგრძელებაში.

მონღოლებმა 1256 წელს გაანადგურეს ასასინთა ციხე-სიმაგრე ალამუთი, 1258 წელს კი


ჰულაგუ ყაენმა აიღო ბაღდადი, ამოხოცა ხალიფას მთელი ოჯახი და ქალაქი ილხანთა
სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია. მონღოლთა წინსვლა ეგვიპტის მამლუქებმა შეაჩერეს
1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში. XIV საუკუნიდან იწყება მონღოლთა
სახელმწიფოების დაშლა მცირე პოლიტ.ერთეულებად. მონღოლურმა დინასტიამ
ყველაზე ხანგრძლივად ხელისუფლება ჩინეთში შეინარჩუნა.

საქართველო XIII საუკუნეში


1225 წელს საქართველოს ახალი მტერი მოადგა - ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინმა,
საქართველოს ტახტზე მჯდომ რუსუდანს დამამცირებელი წერილი გამოუგზავნა, სადაც
იგი მორჩილებას ითხოვდა, ხოლო ქართველებისგან მტკიცე უარი მიიღო, საქართველომ
სათანადოდ ვერ შეაფასა მტერი, 1225 წელს ხორეზმშაჰი საქართველოს ტერიტორიაზე
შემოიჭრა, ბრძოლა გარნისთან გაიმართა. ქართველები დამარცხდნენ, ჯალალ ად-დინმა
კი თბილისი აიღო და გადაწვა. ხორეზმშაჰი კარგი მხედართმთავარი, მაგრამ ცუდი
პოლიტიკოსი იყო, იგი ერთნაირად ანადგურებდა მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც.
საბოლოოდ, მან მოკავშირეები დაკარგა და 1231 წელს ყველასგან მიტოვებული
ხორეზმშაჰი გაძარცვისას მოკლეს.

1235 წელს საქართველოს ახალი მტერი მოევლინა. მონღოლები 1235 წლიდან 1335
წლამდე შიშის ზარს სცემდნენ და აპარტახებდნენ საქართველოს . 1318 წელს კი
ერთპიროვნულ მმართველობას იწყებს დემეტრე II -ის ვაჟი გიორგი V ბრწყინვალე. ამ
დროს საქართველოზე გავლენა ილხანთა მონღოლურ სახელმწიფოს ჰქონდა, გიორგიმ
კარგი ურთიერთობა დაამყარა ილხანთა პირველ ვეზირთან - ჩობან ნოინთან.
ახალგაზრდა მეფე ამ ურთიერთობით ქვეყნის კეთილდღეობას უზრუნველყოფდა,
ქვეყანაში მონღოლთა მხოლოდ 10 000 კაციანი გარნიზონიღა იდგა. გიორგიმ გაავრცელა
მეფის ხელისუფლება დასავლეთ საქართველოზეც. მისი მმართველობის დროს იქმნება
სპეციალური კანონთა კრებული მთიელებისთვის „ძეგლისდება“. აგრეთვე
სამართლებრივი დოკუმენტი „ხელმწიფის კარის გარიგება“.

1335 წლისთვისთვის ილხანთა სახელმწიფო იშლება, ამავდროულად მეფე გიორგი ხარკს


უწყვეტს მათ და ამით სრულდება მონღოლთა საუკუნოვანი ბატონობა ქართველებზე.
მაგრამ ქართველებმა შვება მაინც ვერ ჰპოვეს, ამავე საუკუნის 80-იან წლებში
საქართველოს თავს ესხმის თემურ ლენგი, რომელიც გათურქებული მონღოლური ტომის
წარმომადგენელი იყო. თემურ ლენგმა ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბა ცენტრ.აზიაში
და შეიერთა ილხანთა სახელმწიფოს დიდი ნაწილი. თავდაპირველად თემურ ლენგი
თოხთამიშთან - ურდოს ყაენთან დაპირისპირების გამო შემოიჭრა კავკასიაში. 1386 წელს
კი აიღო თბილისი, თითოეული მისი ლაშქრობა გამანადგურებლად მოქმედებდა
ქვეყანაზე. სწორედ თემურ ლენგის ლაშქრობისას ჩნდება ტერმინები: „ნავენახარი“
„ნასახლარი“ „ნაფუძნარი“, რაც მოწმობს თუ რა ზიანი მოჰქონდა მას საქართველოსთვის.
ჯამში მან 8 ჯერ ილაშქრა. უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ 1403 წელს, საქართველოს
მეფემ, გიორგი VII-მ, თემურ ლენგთან ხარკი იკისრა. საბოლოოდ, იგი 1405 წელს
გარდაიცვალა, მისი სახელმწიფო კი გარდაცვალებისთანავე დაინგრა.

საქართველო XV საუკუნეში (ქვეყნის დაშლა სამეფო-


სამთავროებად)
თემურ ლენგის შემდეგ ქართველები დაუპირისპირდნენ ირანის ტერიტორიაზე არსებულ
ე.წ თეთრბატკნიან და შავბატკნიან თურქმანულ სახელმწიფოებს. შავბატკნიანებთან
ბრძოლას შეეწირნენ გიორგი VII და მისი ვაჟი კონსტანტინე. მდგომარეობა გაუმჯობესდა
ალექსანდრე I დიდის მმართველობისას (1412-1442). მაგრამ ჯერ კიდევ მისი მეფობისას
შესამჩნევი იყო ცალკეულ საერისთავოთა თუ სამთავროთა მისწრაფებანი -
გამოყოფილიყვნენ ქვეყანას. ალექსანდრეს ვაჟის, ერთიანი საქართველოს უკანასკნელი
მეფის, გიორგი VIII-ის მმართველობისას მთავრების დამოუკიდებლობის წყურვილი უკვე
ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. სწორედ დამოუკიდებლობის მოტივით, გიორგი VIII
ჯერ იმერეთის მეფე ბაგრატმა დაამარცხა ჩიხორის ბრძოლაში 1463 წელს, ხოლო შემდეგ
სამცხის მთავარმა ყვარყვარე ჯაყელმა ფარავნის ბრძოლაში 1465 წელს. ამ ბრძოლის
შემდეგ სამცხე ჩამოშორდა საქართველოს. 1490 წელს ქვეყნის მესვეურებმა გამართეს
თათბირი, ებრძოლათ გაერთიანებისთვის და სისხლი დაეღვარათ ქვეყნის შიგნით, თუ
დაშლილიყო ქვეყანა. საბოლოოდ, ეს უკანასკნელი გადაწყდა, 1490 წლიდან ერთიანი
საქართველო ოფიციალურად აღარ არსებობდა.
კონსტანტინოპოლის დაცემა
კონსტანტინოპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის საბოლოოდ დაცემა ოსმალეთის
სულთან მეჰმედ II-ის(1451-1481წწ) სახელს უკავშირდება, რომელსაც თურქებმა
„დამპყრობელი“ შეარქვეს. მეჰმედ II-მ ბოსფორის სრუტეზე რუმელიის ციხესიმაგრე ააგო,
რითაც კონსტანტინოპოლს შავ ზღვასთან კომუნიკაციის საშუალება მოუსპო, ამის შემდეგ
დიდებული ქალაქის დაცემა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავი იყო, და ასეც მოხდა,
1453 წელს მეჰმედ II-მ თითქმის 20 ჯერ დიდი არმიით აიღო ქალაქი, იმპერატორი
კონსტანტინე XI ბრძოლაში დაეცა. კონსტანტინოპოლის დაცემას უდიდესი ისტორიული
მნიშვნელობა გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მას ძველი დიდების აღარაფერი
შერჩენოდა იგი მაინც რჩებოდა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ ცენტრად. მისი დაცემა
კი ქრისტიანთათვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრამვა იყო. პაპმა პიუს II-მ კრებაც კი
მოიწვია ქალაქ მანტუაში, რათა გამოეხსნათ ქალაქი ოსმალებისგან, მაგრამ ორგანიზება
ვერ მოხერხდა და ლაშქრობა ჩაიშალა.

კონსტანტინოპოლის ოსმალთა მიერ დაპყრობამ მოსპო აღმოსავლეთისა და დასავლეთის


დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. ევროპელები იძულებულნი გახდნენ მოეძებნათ ახალი
გზები, რაც დიდი გეოგრაფიული აღმოჩნების ბიძგი აღმოჩნდა. ბიზანტიის დაცემა მეტად
მძიმე გამოდგა საქართველოსთვის,რომელიც ისლამურ რკალში მოექცა. საქართველოს,
როგორც კარგ სავაჭრო გზაზე მდებარე სახელმწიფოს მნიშვნელობა მეტად დაკნინდა,
დაქვეითდა ეკონომიკაც. ამ დროს ქართველთა ტახტი გიორგი VIII-ის ეკავა. მან პატივით
მიიღო პაპის მიერ გამოგზავნილი ელჩი, ლუდოვიკო ბოლონიელი და მზადყოფნა
გამოთქვა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობისთვის,რომელიც როგორც აღვნიშნეთ
სისრულეში ვერ მოვიდა.

წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები
ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოებს ევროპაში საფუძველი XII-XIII
საუკუნეებიდან ეყრებათ, მათ წარმოქმნამდე არსებობდნენ სამეფო საბჭოები, რომელთაც
მეტად შეზღუდული უფლებები ჰქონდათ. თავდაპირველად ინგლისის მეფეები
შეზღუდულნი იყვნენ ადათითა და „ჩვეულებათა სამართლით“. როდესაც ინგლისის მეფე
ჯონ უმიწაწყლომ მათ შესრულებაზე უარი განაცხადა, იგი აიძულეს 1215 წელს მიეღო
„თავისუფლების დიდი ქარტია”, რომლითაც იგი ვალდებულდებოდა პატივი ეცა
ვასალებისთვის, აგრეთვე ქარტიით განისაზღვრა სამეფო საბჭოს მოწვევის წესი. 1295
წელს მოწვეულ იქნა პირველი წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანო ინგლისის
ისტორიაში და მას პარლამენტი ეწოდა. შემდგომ საუკუნეებში პარლამენტმა
საკანონმდებლო უფლება მოიპოვა.

საფრანგეთში წოდებრივ-წარმომადგენლობით ორგანოს საფუძველი 1302 წელს


ჩაეყარა.რომის პაპმა კათოლიკურ სამღვდელოებას აუკრძალა გადასახადების გადახდა
ფრანგთა მეფისთვის. მეფე ფილიპე IV-მ კი ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა კრება
მოიწვია რომის პაპის განცხადების საპასუხოდ. ამ წარმომადგენლობით ორგანოს
გენერალური შტატები ეწოდა. მასში თავმოყრილი იყო სამივე წოდების ხალხი
(სამღვდელოება,თავადაზნაურობა,მოქალაქეები) და მეფე მას მხოლოდ და მხოლოდ
კრიტიკულ სიტუაციებში იწვევდა, მისი მთავარი ფუნქცია გადასახადების რაოდენობის
დადგენა იყო, რაც სრულიად არ შეესაბამებოდა იმ როლს,რაც ანალოგიურ ორგანოს -
პარლამენტს დაეკისრა ინგლისში. გენერალური შტატები 1614 წელს მოიწვია მარია
მედიჩიმ, თავისი შვილის ლუი XIII-ის სახელით, მაგრამ ვინაიდან აზნაურებმა მეფის
ხელისუფლების შეზღუდვა სცადეს, 1614 წლის შემდეგ, 1789 წლამდე - საფრანგეთის დიდ
ბურჟუაზიულ რევოლუციამდე იგი აღარასდროს მოუწვევიათ, ხოლო 1789 წლის
მოწვევაც უკანასკნელი გამოდგა მისთვის.

მსოფლიო და საქართველო XV-XVII საუკუნეებში


აღორძინება და ჰუმანიზმი
მიმდინარეობები, რენესანსი და ჰუმანიზმი, რომლებიც XIV საუკუნის შუა ხანებიდან XVI
საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა, იტალიაში ჩაისახა.მან მნიშვნელოვნად შეცვალა
ევროპის განვითარების დონე კულტურის თვალსაზრისით და დასაბამი მისცა ახალ
ეპოქას.

საკუთრებრივ ტერმინი რენესანსი აღორძინებას ნიშნავს და ანტიკური კულტურული


მემკვიდრეობით ( რომაულითა და ბერძნულით) დაინტერესებასა და მისი აღდგენის
სურვილს გამოხატავს. რენესანსი არსებითად სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურასა და
მეცნიერებაში გამოიხატა.

ტერმინი ჰუმანიზმი კი (ლათინურად - ადამიანისეული) აღორძინების კულტურის


შემადგენელი ნაწილი იყო და კლასიკური, იგივე ანტიკური განათლების გზით ადამიანის
თავისუფალ განვითარებას ქადაგებდა.

ძველ ბერძნული და რომაული სწავლებების საკმაოდ დიდი ნაწილი ქრისტიანული


ეკლესიის მიერ წარმართულად გამოცხადდა (არისტოტელეს,სოკრატეს,პლატონის
სწავლებანი). XIV-XVI საუკუნეებში იტალიაში კვლავ დაინტერესდნენ
„ჩრდილშიმდგომი“ კულტურით და დაიწყეს მისი შესწავლა.

გამოარჩევენ რენესანსის პერიოდის მოღვაწეთ, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს


ეპოქის კულტურულ აღმავლობაში:

დანტე ალიგიერი - შექმნა ნაწარმოები „ღვთაებრივი კომედია“

პეტრარკა - პოეტი, მეცნიერი

მიქელანჯელო - მოქანდაკე, ფერმწერი (მოხატა სიქსტის კაპელას გუმბათი)

ლეონარდო და ვინჩი - მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი

ნიკოლაი კოპერნიკი - შეიმუშავა ჰელიოცენტრული სამყაროს თეორია

პაპი ნიკოლოზ V - დააარსა ვატიკანის ბიბლიოთეკა

იოჰანეს გუთენბერგი - გამოიგონა წიგნის საბეჭდი მანქანა XV საუკუნეში.


ლორენცო ვალა - დაადგინა „კონსტანტინეს ნაბოძების“ სიყალბე ( აღნიშნული
დოკუმენტით პაპები საუკუნეების განმავლობაში ლეგიტიმურად ცნობდნენ თავს
მრავალი მიწის ბატონ-პატრონად)

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები


„დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქა XV-XVII საუკუნეებში მიმდინარეობდა. მისი
წამოწყების უმთავრესი მიზეზი ეკონომიკური იყო. ყველას, იქნებოდა ეს სახელმწიფო თუ
რიგითი ვაჭარი, სურდა გაეხსნა ახალი გზა ინდოეთისკენ (ინდოეთს უწოდებდნენ მთელ
სამხრეთ აზიას) და იქიდან ოქრო-ვერცხლი და სანელებლები შემოეტანათ.

აღსანიშნავია, რომ აღმოჩენების დაწყებას ბიძგი მისცა კონსტანტინოპოლის დაცემამ


(1453წ), რამაც კატასტროფულად გააძვირა ვაჭრობა დასავლეთ ევროპასა და აზიას შორის.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელი მეფეები,რომლებიც დიდი გეოგრაფიული
აღმოჩენების წამომწყებებად მიიჩნევიან, კონსტანტინოპოლის დაცემამდე უკვე
აქტიურად ეძებდნენ ახალ საზღვაო გზებს. 1418 წელს პორტუგალიის მეფე ენრიკე
ნავიგატორის ინიციატივით პორგუტუგალიელმა ზღვაოსნებმა დაიწყეს აფრიკის
დასავლეთ ნაპირის გამოკვლევა.

1488 წელს პორტუგალიელმა ბარტოლომეუ დიაშმა მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთ


წერტილს, რომელსაც შემდეგში „კეთილი იმედის კონცხი“ ეწოდა. ამ კონცხის შემოვლით
ინდოეთის ოკეანეში შესვლა შეიძლებოდა, მაგრამ პორტუგალიელმა მხოლოდ 1498 წელს
მიაღწიეს ინდოეთს ვასკუ და გამას მეთაურობით.

პორტუგალიელთა ასეთმა წარმატებამ შეაშფოთა ესპანეთი, რომელიც მუდამ მეტოქეობდა


მას. ამიტომ 1492 წელს მათ გაამზადეს პატარა ფლოტი კოლუმბის მეთაურობით,
რომელიც შეცდომით, ინდოეთის მაგივრად, ამერიკის კონტინენტს მიადგა. შემდეგში,
1522 წელს, კვლავ ესპანეთის ინიციატივითა და მაგელანის მეთაურობით ესპანურმა
ფლოტმა მსოფლიოს გარს შემოუარა.

მოგვიანებით საზღვაო ექსპედიციებში ჰოლანდიელები,ფრანგები და ინგლისელებიც


ჩაებნენ, XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა აღმოაჩინეს, ავსტრალია, ახალი ზელანდია და
ჰავაის კუნძულები. ხოლო ჯერ კიდევ მანამდე, 1497 წელს ინგლისელი ვაჭრების მიერ
დაფინანსებული ექსპედიციით, სებასტიან კებოტმა, კვლავ „აღმოაჩინა“ ამერიკა.

საბოლოოდ, ზემოთქმულმა ეპოქამ ბევრი შემატა ევროპის ქვეყნებს, რადგან დამყარდა


მჭიდრო სასოფლო-ეკონომიკური კავშირი, ევროპაში არ იცოდნენ რა იყო,
პომიდორი,სიმინდი,თამბაქო და მრავალი სხვა, სანამ ამერიკა არ აღმოაჩინეს.თავის მხრივ
არც ამერიკაში იცოდნენ რა იყო ხორბალი, ბრინჯი, ცხენი თუ ძროხა. ეს სულ მცირე
ჩამონათვალია იმისა, რისი გაცვლაც მოხდა „ახალ“ და „ძველ“ სამყაროებს შორის.

ლუთერი და რეფორმაცია გერმანიაში


შუა საუკუნეებში პაპების ინტერესი, ჰქონოდათ საერო ძალაუფლება საუკუნეების
სვლასთან ერთად იმატება, იმატებდა აგრეთვე მათი ვერცხლისმოყვარეობაც, რაც რა თქმა
უნდა, დიდ უკმაყოფილებებს იწვევდა განათლებულ ადამიანთა გარკვეულ ფენებში.
ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ვიტენბერგელი ბერი და საკმაოდ განათლებული, მარტინ
ლუთერი (1483-1546წწ), რომელმაც მძლავრი მოძრაობა წამოიწყო პაპიზმის წინააღმდეგ,
რომელიც პროტესტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბებით დასრულდა. ეს პროცესი
პროტესტანტული რეფორმაციის სახელითაა ცნობილი.

გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ნებისმიერ პირს შეეძლო მიეღო ეკლესიისგან


ინდულგენცია, ცოდვების მიტევების სიგელი, რისი მიღების შემდეგაც ადამიანი „ადამზე
უფრო წმინდა“ ხდებოდა. სწორედ ინდულგენციებით ვაჭრობა გახდა პროტესტანტული
მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების ვაჭრობა
იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობად მიჰყო ვაჭრობას ხელი. ამის
საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში, მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე
მიაჭედა „95 თეზისი“, სადაც ეწერა, რომ ხსნა არა პაპის სიგელში, არამედ რწმენასა და
მონანიებაშია.

ლუთერის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დაიწყო, პაპმა ის ერეტიკოსად


(მწვალებლად) გამოაცხადა. საპასუხოდ ლუთერმა დაგმო პაპი და განაცხადა, რომ 7
საიდუმლოდან მხოლოდ ორს, ზიარებასა და ნათლობას, აღიარებდა.1521 წელს
გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორმა კარლ V-მ ლუთერი კანონგარეშედ
გამოაცხადა, იგი გერმანელმა თავადმა ფრიდრიხ ბრძენმა შეიფარა გართბურგის ციხეში,
სადაც თარგმნა კიდეც ლუთერმა ბიბლია გერმანულად. საბოლოოდ,ლუთერს უამრავი
მიმდევარი გამოუჩნდა, როგორც დაბალ, ისე მაღალ სოციალურ ფენებში(თავად-
აზნაურობა), რამაც განაპირობა 1555 წელს აუგსბურგის რელიგიური ზავის
დადებაც,რომლის თანახმადაც ყოველ თავადს საკუთარ სამფლობელოში მისი
ქვეშევდომისთვის აღმსარებლობის არჩევის უფლება ენიჭებოდა.

რეფორმაცია ინგლისში
ინგლისის მეფე ჰენრი VIII (1509- 1537) თავდაპირველად ლუთერის სასტიკი
მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1525 წელს პაპმა მეუღლესთან
განქორწინების უფლება არ დართო, იგი განუდგა პაპს და თავი ინგლისის ეკლესიის
მეთაურად გამოაცხადა, ამგვარად შეიქმნა ანგლიკანური ეკლესია. რეფორმირებულ
ეკლესიაში ლოცვა ინგლისურ ენაზე აღევლინება, ეკლესიას მეფე მეთაურობს, რომელიც
ნიშნავს სამღვდელო პირებს, საეკლესიო კანონებს კი პარლამენტი იღებს

კონტრრეფორმაცია
პროტესტანტულმა მიმდინარეობამ და მათმა ბრალდებებმა მეტისმეტად შელახა პაპების
ავტორიტეტი და შეასუსტა მათი გავლენა. ყოველივე ამან უბიძგა კათოლიკურ ეკლესიას
თვითრეფორმირებისკენ. კონტრრეფორმაცია დაიწყო 1545 წელს პაპი პავლე III-ის მიერ
ტრიენტში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე და მხოლოდ და მხოლოდ 1563 წელს
დამთავრდა.კრებამ დაადგინა, რომ:

• მხოლოდ ეკლესიას აქვს ბიბლიის ინტერპრეტაციის უფლება


• მრწამსის განსაზღვრის უფლება
• ინდულგენციები იყო მცდარი და აკრძალა
• ლეგეტიმურად გამოაცხადა რომის ინკვიზიცია (აუტოდაფე, ერეტიკოსებს
წვავდნენ)
რელიგიური ომები
პაპიზმის წინააღმდეგ დაწყებულმა ლუთერის რეფორმაციულმა მოძრაობამ მთელი
ევროპა მოიცვა. საფრანგეთის მეფე ანრი II-ვალუა მკაცრად სდევნიდა პროტესტანტებს
(საფრანგეთში მათ ჰუგენოტები ეწოდებოდათ),მის ვაჟებს მემკვიდრეები არ ჰყოლიათ,
ამიტომ ვალუების დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. ხელისუფლებისთვის ერთმანეთს
დაუპირისპირდა ორი სამეფო შტო კათოლიკე გიზებისა და ჰუგენოტი ანუ პროტესტანტი
ბურბონებისა. რელიგიურ-პოლიტიკური დაპირისპირების კულმინაცია „წმინდა
ბართლომეს ღამე“ გახდა 1572 წლის 24 აგვისტოს, როდესაც პარიზში მრავალი ჰუგენოტი
დიდებული ჩავიდა,რომლებიც მათ მეთაურს ანრი ნავარელს (ბურბონს) ახლდნენ მის
ქორწილში მეფის დასთან, მარგარიტა ვალუასთან. ამ ქორწილს უნდა შეეჩერებინა
დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, მაგრამ 24 აგვისტოს ანრი
გიზის მეთაურობით კათოლიკეებმა ღამით იარაღი აისხეს და მთელ ქალაქში
ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი. ანრი ნავარელი დაინდეს, მაგრამ რწმენა
შეაცვლევინეს. იგი 1589 წელს ტახტზე ადის ანრი IV-ის სახელით. მან დაასრულა
რელიგიური ომი საფრანგეთში ნანტის ედიქტით 1589 წელს - სახელმწიფო რელიგიად
კათოლიციზმი დარჩა, მაგრამ ჰუგენოტებმა მიიღეს აღმსარებლობის თავისუფლება და
თანასწორი უფლებები კათოლიკეებთან.

კათოლიკე მისიონერები და საქართველო


XVI-XVII საუკუნეებში ევროპელი მონარქები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ
საქართველოში პოზიციების გამყარებას, ამის კარგი საშუალება კი კათოლიციზმის
პროპაგანდა იყო. XVII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში კაპუცინების
კათოლიკური ორდენი, ხოლო დასავლეთში - თეატინელებისა მოღვაწეობდა. მათი
საქმიანობა კათოლიციზმის ქადაგებასთან ერთად მკურნალობაც იყო.ამასთანავე, მათ
საქართველოში სკოლებიც დაუარსებიათ, რჩეულ მოსწავლეებს კი რომში აგზავნიდნენ
განათლების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ 1629 წელს რომში, სწორედ მისიონერების
ინიციატივით დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი - ქართულ - იტალიური ლექსიკონი,
რომელიც სტეფანო პაოლინისა და ნიკიფორე ირბახის მიერ იყო შედგენილი.

ინგლისი XV-XVII საუკუნეებში


XVI საუკუნეში, ინგლისში მეფობდა ტიუდორთა დინასტია, რომლის უკანასკნელი
მონარქის, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი მისმა ნათესავმა შოტლანდიის
მეფე ჯეიმზ I სტიუარტმა (1603-1625) დაიკავა. მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ჩარლზ I
(1625-1649), რომლის მმართველობასაც „მშვიდობიანად“ არ ჩაუვლია. მას სურდა
აღედგინა აბსოლუტიზმი ( მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება),რომელიც ტიუდორთა
დინასტიის პერიოდში არსებობდა. ამიტომ 1629 წელს ჩარლზმა დაითხოვა პარლამენტი
და 11 წლის განმავლობაში მის გარეშე მართავდა ქვეყანას.

ჩარლზ I ეცადა პროტესტანტულ შოტლანდიაში კათოლიციზმის გავრცელებას, რაც


ძალიან ძვირი დაუჯდა. იგი იძულებული 1640 წელს მოეწვია პარლამენტი და
გადასახადების რაოდენობასა და სხვა საკითხებზე ემსჯელათ. მეფეს მოუხდა წასულიყო
დათმობებზე - ამიერიდან მას აღარ შეეძლო პარლამენტი დაეშალა. 1640 წელს მოწვეულ
პარლამენტს „ხანგრძლივი“ ეწოდა, ვინაიდან იგი 1653 წლამდე იჯდა უესტმინსტერში
(პარლამენტის შენობა)

მეფის კომპრომისებმა სიტუაცია ვერ გამოასწორა. დაპირისპირება მონარქსა და


პარლამენტს შორის დღიდღე მატულობდა. ამ ყოველივემ კულმინაციას 1642 წლის 4
იანვარს მიაღწია,როდესაც მეფე პარლამენტში 400 გვარდიელის თანხლებით შევიდა
რამდენიმე დეპუტატის დასაპატიმრებლად. მონარქმა მიზანს ვერ მიაღწია,დაიწყო
სამოქალაქო ომი, ჩარლზი იძულებული გახდა შოტლანდიაში გაქცეულიყო, მაგრამ
შოტლანდიელებმა იგი ინგლისს გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ უკან
გადასცეს. მეფის მოწინააღმდეგეებს აზნაური ოლივერ კრომველი
მეთაურობდა,რომელმაც შექმნა „რკინისგვერდებიანების“ რაზმი. საბოლოოდ, ჩარლზ I-ს
სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და 1649 წლის 30 იანვარს თავი მოჰკვეთეს.

1649 წლის 19 მაისს ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა მას ერთპიროვნულად


მართავდა ოლივერ კრომველი ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის ლორდ-
პროტექტორის სახელით , რომელმაც 1653 წელს დაშალა პარლამენტი. აღსანიშნავია, რომ
მისი ფაქტობრივი მმართველობისას ინგლისმა დაამარცხა, როგორც ირლანდია, ისე
შოტლანდია, ჰოლანდია და ესპანეთი. 1658 წელს კრომველი გარდაიცვალა. 1660 წელს
მოხდა სტიუარტების სამეფო დინასტიის რესტავრაცია (აღდგენა) . ტახტზე მოიწვიეს
ჩარლზ I-ის შვილი ჩარლზ II სტიუარტი(1660-1685).

1688 წელს ინგლისში კვლავ მოხდა რევოლუცია, რომელსაც „სახელოვანი რევოლუცია“


ეწოდა. ჩარლზ II-ის შვილი, ჯეიმზ II (1685-1688) იძულებული გახდა ქვეყანა
დაეტოვებინა,ტახტი კი ჯეიმზის ქალიშვილის მეუღლემ, ჰოლანდიის შტატჰალტერმა
ვილიამ ორანელმა (III) დაიკავა. 1689 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო „უფლებათა
ბილი“ და შეზღუდა მეფის ძალაუფლება.ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია
საბოლოოდ დასრულდა 1689 წელს, როდესაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა კონსტიტუციური
მონარქია.

აბსოლუტიზმი საფრანგეთში
მმართველობის ფორმას, რომლის დროსაც მონარქი შეუზღუდავი ძალაუფლებით
სარგებლობს აბსოლუტიზმი ეწოდება. საფრანგეთში აბსოლუტიზმის კარგ მაგალითს
ლუი XIV წარმოადგენს, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა „სახელმწიფო ეს მე ვარ“.
საფრანგეთსი მეფის ძალაუფლების გაძლიერება ლუი XIII-ს მმართველობიდან
იწყება,მისი პირველი მინისტრი კარდინალი რიშელიე აძლიერებდა მეფის
ხელისუფლებას, მაგრამ უფრო თავის, ვიდრე ლუის სასარგებლოდ, რადგან
ცენტრალური, მეფის ხელისუფლებით ისევ და ისევ ის სარგებლობდა. ლუი XIV - ის
მინისტრი მაზარინიც რიშეილიეს მსგავსად იქცეოდა და იყოფდა მონარქის
ძალაუფლებას. სწორედ ამიტომ თქვა ლუი XIV-მ მაზარინის გარდაცვალების შემდეგ „ მე
ვიქნები ჩემი თავის მინისტრი“. მას შემდეგ მეფე ნებისმიერ საკითხს ერთპიროვნულად
წყვეტდა.

რუსეთი (ივანე IV-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა)


რუსეთში მონარქის (მეფის) ხელისუფლების განმტკიცების პროცესი ივანე IV მრისხანეს
(1547-1584) მმართველობის დროს დასრულდა. ის პირველია, ვინც მიიღო „სრულიად
რუსეთის მეფის“ წოდება. მმართველობის დასაწყისში მისი რეფორმები საკმაოდ
გონივრული და ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი გამოდგა, მან შექმნა სამართლის კოდექსი,
ელიტარული საჯარისო კორპუსი, პარლამენტი, მისი მეფობისას გამოიცა პირველი
რუსული წიგნი.1558-1583 წლებში აწარმოებდა ლივონიის ომს შვედეთის,პოლონეთისა და
ლიტვის გაერთიანების წინააღმდეგ, ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვების მიზნით,
მაგრამ მისი ეს ცდა უშედეგო გამოდგა. ივანემ შექმნა ე.წ „ოპრიჩნინის“ სისტემა, ეს იყო
რუსეთის ტერიტორია,რომელიც უშუალოდ მეფისა და მისი ხელქვეითებისგან,
ოპრიჩნიკებისგან იმართებოდა. ოპრიჩნიკების კისერზეა მრავალი დიდებულის
სიკვდილი,რომელიც მეფის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ოსმალეთი და ირანი XVI-XVII საუკუნეებში


ოსმალეთის იმპერიის ოქროს ხანად სულთან სულეიმან I (1520-1566) -ის მმართველობის
ხანა მიიჩნევა. ევროპელები მას ბრწყინვალეს, ხოლო ოსმალები კანონმდებელს
უწოდებენ. ოსმალები, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით აწარმოებდნენ
დაპყრობით ომებს. მათი მთავარი მეტოქე კი სეფიანთა ირანი გახდა. მათი პირველი
შეტაკება 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში მოხდა, სადაც ოსმალებმა გაანადგურეს
მოწინააღმდეგენი. 1555 წელს მათ შორის ამასიის ზავი დაიდო, რითაც სამხრეთ კავკასია,
მათ შორის საქართველოც, შუაზე გაიყვეს.

რაც შეეხება ოსმალეთის ევროპულ სახელმწიფოებთან დაპირისპირებას,ევროპელებმა


პირველი გამარჯვება 1571 წლის ლეპანტოს საზღვაო ბრძოლაში მოიპოვეს, თუმცა
ოსმალებმა მალევე შეძლეს ფლოტის აღდგენა, 1683 წელს კი ვენაზე იერიში მიიტანეს,
მაგრამ უშედეგოდ. ევროპული სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე აუცილებლად
დამარცხებოდნენ, ამგვარად, შექმნეს „საღვთო ლიგა“. დაიწყო „დიდი თურქული ომი“,
რომელიც საბოლოოდ ოსმალეთისთვის მარცხით დასრულდა და იძულებული გახდა
1699 წელს კარლოვაცის ზავი დაედო. ამ ზავით ოსმალეთმა თავისი არსებობის მანძილზე
პირველად აღიარა ტერიტორიული დანაკარგი. ამის შემდეგ დაიწყო ოსმალეთის
იმპერიის ნელი დასუსტება

XVI საუკუნის დასაწყისში დაქუცმაცებული ირანი სეფიანთა დინასტიამ გააერთიანა,


რომელიც ყიზილბაშთა (წითელთავიანთა - წითელ თავსაბურავებს ატარებდნენ) ტომების
კავშირს ედგა სათავეში. სეფიანებმა სახელმწიფო რელიგიად შიიზმი აქციეს. შაჰი ისმაილ
I (1501-1524) გახდა პირველი სეფიანი შაჰი, დაიწყო დაპყრობითი ომები, მისი მემკვიდრის
შაჰ თამაზის (1524-1576) მმართველობისას სეფიანები კიდევ უფრო ძლიერდებიან,
სწორედ შაჰ თამაზმა დაიწყო საქართველოდან მოსახლეობის პერიოდული გადასახლება.
შაჰ თამაზის გარდაცვალებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა, 1578 წელს ოსმალები ირანშიც
შეიჭრნენ და 1587 წელს ასეთ რთულ ვითარებაში სამეფო ტახტს შაჰ აბას I
იკავებს.თავდაპირველად იგი ოსმალეთს დაუზავდა შემდეგ კი გაატარა რიგი რეფორმები:
შექმნა რეგულარული ჯარი, დედაქალაქი თავრიზიდან ისპაჰანში გადაიტანა.ფორმირდა
სამეფო კარი (დაწინაურდა ქართველი ალავერდი ხან უნდილაძე, იგი თითქმის ქვეყნის
მეორე პირი გახდა). განაახლა ომი ოსმალეთთან (1603-1639), რომელიც საუკუნო
ზავით დასრულდა.

საქართველო XVI-XVII საუკუნეებში


1603 წელს შაჰ აბას I-მა განაახლა ბრძოლა ოსმალეთთან,რომელიც იძულებული გახდა,
თუ 1590 წლიდან მთლიან საქართველოს ფლობდა, ამჯერად აღმოსავლეთ საქართველო
ირანის გავლენის სფეროდ ეცნო. მძიმე გამოდგა შაჰ აბასის ლაშქრობები 1614-1617 წლებში
საქართველოსთვის, დახოცა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე ან გადაასახლა. ქართლის
მეფე ლუარსაბ II (1606-1614) და კახეთის მეფე თეიმურაზ I (1606-1663) დიდ
წინააღმდეგობას უწევდნენ შაჰ აბასს,სწორედ ამის წყალობით მან ვერ მოახერხა
აღმოსავლეთ საქართველოს გათათრება. შაჰ აბასმა ლუარსაბი სიკვდილით
დასაჯა,დახოცა თეიმურაზის შვილები და დედა- ქეთევან წამებული.

ამ პერიოდში მოღვაწეობდა ცნობილი პოლიტიკური პერსონა, თბილისის მოურავი,


გიორგი სააკაძე. ქართლის დიდებულებთან უთანხმოებისა და ინტრიგების გამო იგი
იძულებული იყო ირანში გაქცეულიყო, სადაც ავტორიტეტული პირი შეიქმნა. 1625 წელს
შაჰმა სადამსჯელო ექსპედიცია მოუვლინა საქართველოს და ერთ-ერთ სარდლად გიორგი
გაამწესა. გიორგი ქართველების მხარეზე გადმოვიდა 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის
ველზე დაამარცხა ირანელები. ქართველებმა დაიბრუნეს ქართლი და კახეთი.
თეიმურაზი კი მის მეფედ ეკურთხა. ამავე წლის 1 ივლისს ქართველები მარაბდის ველზე
დამარცხდნენ ირანელებთან, თუმცა კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს.

1626 წელს ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზი და გიორგი სააკაძე დაუპირისპირდნენ


(მეფეს შეაგონეს, თითქოს გიორგი მის ტახტს საფრთხეს უქმნიდა) ,სადაც თეიმურაზმა
გაიმარჯვა და გიორგი იძულებული გახდა ამჯერად ოსმალეთში გადახვეწილიყო, ის
მალევე ინტრიგების მსხვერპლი გახდა და მოკლეს.

ნაპოლეონის ეპოქა და ვენის კონგრესი


18 ბრიუმერის გადატრიალება,კონსულობა
დირექტორია და კონვენტი ვერ უმკავდებოდა ქვეყნის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობას, გახშირდა აჯანყებები თუ ამბოხები. სიეიესის (1789 წლის რევოლუციის
ერთ-ერთი მთავარი ფიგურა) აზრი, რომ ქვეყანას სჭირდებოდა „ერთი თავი და ერთი
მახვილი, რომელიც ამ თავს დაემორჩილებოდა“ ნელ-ნელა ქვეყნის მესვეურებს
გამოსავლად მიევლინა. არჩევანი კორსიკელ არტილერიის გენერალზე ნაპოლეონ
ბონაპარტზე შეჩერდა. 1799 წელს ნაპოლეონმა მიატოვა თავისი ჯარი ეგვიპტეში და
პარიზში დაბრუნდა,სადაც ჩაერთო ზედმიწევნით დაგეგმილ სახელმწიფო
გადატრიალების პროცესში. 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერს) გეგმა შესრულდა.
ძალაუფლება სამი კონსულის, მაგრამ ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“, ნაპოლეონ
ბონაპარტის ხელში გადავიდა. 1802 წელს იგი გახდა „მუდმივი პირველი კონსული“. 1804
წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავე წელს მან გამოსცა სამოქალაქო კოდექსი
და თქვა „ ჩემთვის სახელისა და დიდების მომტანი 40 მოგებული ბრძოლა კი არა... ჩემი
სამოქალაქო კოდექსია.“ . მან დიდი სამხედრო კამპანიები აწარმოა, მის წინააღმდეგ კი 7
კოალიცია შეიქმნა.

პირველი იმპერია
ევროპის კონტინენტზე თავისი გავლენის გასავრცელებლად ნაპოლეონს ბუნებრივია
სჭირდებოდა გუათავებელი სამხედრო კამპანიები, რამდენადაც არც ერთი ქვეყნის
ინტერესში ნაპოლეონის გავლენის სფეროს ზრდა არ შედიოდა, იმდენად ხშირად
ხდებოდა ომები:

• ტრაფალგარის ბრძოლა(ესპანეთთან) - 1805 წელს ფრანგულ-ესპანური ფლოტი


ინგლისურ გემებს დაუპირისპირდა. ინგლისელებმა ადმირალი ნელსონის
მეთაურობით პირწმინდად გაანადგურეს მოწინააღმდეგის საზღვაო ძალები

• აუსტერილიცის ბრძოლა(ჩეხეთთან) - 1805 წელს ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია-


რუსეთის გაერთიანებული ჯარი.

• ფრიდლანდის ბრძოლა - 1807 წელს დაამარცხა რა რუსეთი ნაპოლეონმა დაიდო


ტილზიტის ზავი, რითაც რუსეთი ხდებოდა საფრანგეთის მოკავშირე ინგლისის
წინააღმდეგ ბრძოლაში

ნაპოლეონი ხვდებოდა, რომ საზღვაო ბრძოლით ინგლისის დამარცხების შანსი


პრაქტიკულად არ ჰქონდა, ამიტომაც შეიმუშავა ახალი გეგმა - „კონტინენტური
ბლოკადა“. ახალი გეგმით ნაპოლეონის დაქვემდებარებაში მყოფ თითოეულ ქვეყანას
უნდა გაეწყვიტა ინგლისთან ყველანაირი ეკონომიკური კავშირი, რაც რა თქმა უნდა
ინგლისის ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებდა. ამ მიზნით შეიყვანა ბონაპარტმა ჯარები
ესპანეთში,პორტუგალიასა და ჰოლანდიაში. მისდა სამწუხაროდ გეგმა წარუმატებელი
აღმოჩნდა, რადგან ქვეყნები მაინც აწარმოებდნენ ფარულ ვაჭრობას ინგლისთან. რუსეთმა
მალევე გადაწყვიტა ტილზიტში მიცემული ზავის პირობის დარღვევა, რადგან
ეკონომიკური ბლოკადა მას უფრო აზარალებდა ვიდრე თვითონ ინგლისს (რუსული
საქონლის დიდი ნაწილი ინგლისში ექსპორტირდებოდა). ამის გამო 1812 წელს ზამთარში,
საფრანგეთმა რუსეთის კამპანია წამოიწყო, 600 000 იანი არმიით(დაპყრობილი ქვეყნის
ჯარისკაცებითურთ)იმპერატორმა რუსეთს მიაშურა. ამავე წელს საფრანგეთმა
ბოროდინოს ბრძოლაში დაამარცხა რუსეთი,აიღო მოსკოვი, მაგრამ მთელი ქალაქი
დაცარიელებული დახვდა. ჯარს რესურსები შემოაკლდა, დაიწყო შიმშილობა, დადგა
ნაადრევი ყინვები და ნაპოლეონიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი არმია და
პარიზს მიაშურა.რუსეთის კამპანია წარუმატებელი აღმოჩნდა.

რუსეთში განცდილი მარცხის შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა კვლავ შექმნეს


კოალიცია და 1813 წელს ლაიფციგთან დაუპირისპირდნენ ნაპოლეონს, „ხალხთა
ბრძოლა“, როგორც ლაიფციგს უწოდებს ისტორიკოსთა ნაწილი, ნაპოლეონის სრული
მარცხით დასრულდა.მოკავშირეებმა მალე პარიზიც აიღეს, ნაპოლეონი კი 1814 წელს
კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. 1815 წელს ნაპოლეონი გამოიქცა ელბადან და კვლავ
საფრანგეთს მიაშურა, მან ძალაუფლების ხელში 100 დღით აღება მოახერხა (100 დღიანი
მმართველობა), მაგრამ 1815 წლის 18 ივნისს იგი დამარცხდა ვატერლოოსთან,
ბრიტანელებისა და პრუსიელების გაერთიანებულ არმიასთან. დამარცხებული ბონაპარტი
ამჯერად კუნძულ ელენეზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1821 წელს.

ვენის კონგრესი
ჯერ კიდევ ნაპოლეონის ელბადან გამოქცევამდე, 1814 წლის 30 მაისს გადაწყდა ვენის
კონგრესის მოწვევა, რისი მიზანიც იქნებოდა გამარჯვებულ ქვეყნებს შორის ნაპოლეონის
მიერ შექმნილი იმპერიის ტერიტორიების გადანაწილება. კონგრესს თავჯდომარეობდა
ავსტრიის კანცლერი გრაფი ფონ მეტერნიხი. კონგრესზე დაიწყო დიპლომატიური
ბრძოლა ერთის მხრივ რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მეორე მხრივ კი ავსტრიასა
და პრუსიას შორის. ამ „ბრძოლის ველზე“ საფრანგეთს წარმოადგენდა მინისტრი
ტალეირანი. მან პოლიტიკური თამაში წამოიწყო და 1815 წლის 3 იანვარს ავსტრიისა და
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა,
რომელიც რუსეთისა და პრუსიის ინტერესებს უგუვებელყოფდა. საბოლოოდ,
საფრანგეთმა ტერიტორიული დანაკარგის მიუხედავად, შეძლო და ქვეყანა 1792 წლის
საზღვრებში აღადგინა. ვენის კონგრესის გამარჯვებულ ქვეყნებად ინგლისი და ავსტრია
ითვლებიან.

მსოფლიო და საქართველო XVIII საუკუნეში

რუსეთი (პეტრე I)
რუსეთის მსოფლიო ასპარეზზე გამოყვანისთვისა და მისი განვითარებისთვის უდიდესი
წვლილი მიუძღვის პეტრე I-ს (1689-1725). ის აწარმოებდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას
და სურდა ტერიტორიული გაფართოვება ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ჩრდილოეთით
ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად მან „ჩრდილოეთის ომი“ აწარმოა 1700-
1721 წლებში. სწორედ ამ ომის დროს დაიწყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე პეტრემ ახალი
დედაქალაქის სანკტ-პეტერბურგის მშენებლობა (1703წ). 1709 წელს რუსებმა დაამარცხეს
შვედები პოლტავას ბრძოლაში. 1721 წელს კი დაიდო საზავო ხელშეკრულება, რითაც
რუსების ინტერესები დაკმაყოფილდა. მათ მოახერხეს ბალტიის ზღვაზე გასასვლელის
მოპოვება და აღიარება.

სამხრეთით კი რუსეთმა ჯერ შავ ზღვაზე მოისურვა გასასვლელის მოპოვება, რისთვისაც


ოსმალეთს დაუპირისპირდა, მაგრამ უკან დაიხია. შემდეგ კი კასპიის ზღვას დაადგა
თვალი და სეფიანთა ირანს დაუპირისპირდა. ამ დროს ირანს შიდა კრიზისი ჰქონდა და
მათაც დიდი პრობლემების გარეშე დაუთმეს კასპიის ზღვის დასავლეთი და სამხრეთი
სანაპიროს ნაწილი რუსებს. 1724 წელს რუსეთმა ოსმალეთთან განაწილების
ხელშეკრულება დადო, რითაც სეფიანთა დაშლილი სახელმწიფოს,მათ შორის
საქართველოს, ტერიტორიებიც გაინაწილეს, მაგრამ 1725 წელს პეტრე გარდაიცვალა და
რუსეთმა დროებით თქვა უარი ექსპანსიებზე.

პეტრემ გაატარა მრავალი რეფორმა:

• არმიისა და ფლოტის რეორგანიზება


• ფინანსური რეფორმა
• მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარება
• საეკლესიო რეფორმა
• ევროპული კულტურის დანერგვა
• გახსნა საზღვაო აკადემია
• გახსნა პირველი რუსული გიმნაზია

ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთის სიძლიერე საგრძნობლად გაიზარდა და გახდა ისეთი


სახელმწიფო,რომელიც ევროპული სახელმწიფოებისთვისაც კი ანგარიშგასაწევს
წარმოადგენდა.
ვახტანგ VI

1711 წელს ირანის დასტურით ქართლის მეფედ ეკურთხა ვახტანგ VI. თავდაპირველად
იგი ცდილობდა ევროპის ქვეყნებთან დაემყარებინა ახლო კავშირები, რაშიც ეხმარებოდა
მისი მრჩეველი და აღმზრდელი სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა სპეციალური
ვიზიტითაც იყო პარიზში,სადაც იგი შეხვდა ლუი IV-ს, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ
დასრულდა. დაინახა რა რომ ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირი ვერ მყარდებოდა,
ვახტანგმა მზერა რუსეთს მიაპყრო, თუმცა ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება ვერც
რუსებმა შეძლეს. საბოლოოდ, ვახტანგ VI რუსეთში გადაიხვეწა, სადაც გარდაიცვალა
კიდეც 1737 წელს და დაკრძალეს ასტრახანში.

ვახტანგის შრომა კულტურულ-საგანმანათლებლო თვალსაზრისით ნაყოფიერი გამოდგა:

• მისი ბრძანებით შეიქმნა „სწავლულ კაცთა კომისია“, ბერი ეგნატაშვილის


წინამძღოლობით, რომელთაც დაევალათ „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერების
გადამუშავება.

• 1709 წელს თბილისში დააარსდა სტამბა, ამ საქმეში ვახტანგს ეხმარეობდა


ანთიმოზ ივერიელი.

• 1712 წელს გამოიცა ვეფხისტყაოსანი

• ვახტანგმავე შეადგინა პირველი რუკები და დაწერა საქართველოს ისტორია -


„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“

საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარში


1735 წელს თურქებს კვლავ ირანელები ანაცვლებენ და საქართველოში იწყება
„ყიზილბაშობა“. საქართველოს მძიმე გადასახადები დააწვა,რამაც ხალხის ხშირი
აჯანყებები გამოიწვია. ნადირ შაჰი, რომელიც იმ დროს ირანს განაგებდა დათმობაზე
წავიდა და 1744 წელს თეიმურაზ II-ს უფლება დართო ქრისტიანული წესით
კურთხეულიყო ქართლის მეფედ, რაც მოხდა კიდეც 1745 წლის 1 ოქტომბერს (ამ
თარიღამდე ქართლს თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში მუსულმანი ბაგრატიონები
განაგებდნენ). კახეთში თეიმურაზ II-ს შვილი, ერეკლე II გამეფდა, რითაც ქართლ-კახეთი
ერთი ხელის ქვეშ გაერთიანდა. 1748 წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელად გადაუხადა
ხარკი ირანს. 1761 წელს თეიმურაზ II დახმარების სათხოვნელად რუსეთს მიეშურა, სადაც
ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ასტრახანში, ვახტანგ VI-ის
გვერდით.

თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე II ქართლ-კახეთის მეფე გახდა. მას


ემორჩილებოდნენ განჯისა და ერევნის სახანოებიც. გაატარა უმნიშვნელოვანესი
რეფორმები ქვეყნის გასაძლიერებლად.

• 1774 წელს შექმნა „მორიგე“ ლაშქარი, რითაც თითოეული მამაკაცი


ვალდებულდებოდა წელიწადში ერთი თვე საკუთარი სახსრებით ემსახურა ჯარში.

• დააარსა თოფ-ზარბაზნის ქარხანა


• დააარსა სამეფო ზარაფხანა

• დააარსა მინის სარეწი

ერეკლე ცდილობდა ქვეყანა ევროპულ ყაიდაზე გარდაექმნა, რითაც უამრავ დელეგაციას


აგზავნიდა ევროპულ სახელმწიფოებში, მაგრამ უშედეგოდ. 1770 წელს მან ასპინძის
ველზე დაამარცხა თურქები. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელი მონარქებისგან
არანაირი ხმა არ ისმოდა, ერეკლემ არჩევანი რუსეთზე შეაჩერა. 1783 წელს დაიდო
რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი, რითაც რუსეთი
საქართველოს პროტექტორი (მფარველი) ხდებოდა. საქართველოს ეკრძალებოდა საგარეო
პოლიტიკური კურსის რუსეთთან შეთანხმების გარეშე წარმართვა,სამაგიეროდ რუსეთი
დებდა პირობას არ ჩაერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში და დაიცავდა საქართველოს
ნებისმიერი გარეშე მტრისგან.

XVIII საუკუნის მიწურულს ირანის ტახტი ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელმა აღა


მაჰმად ხანმა დაისაკუთრა. ირანს სურდა ქართლ-კახეთში პოზიციების აღდგენა,
ამიტომაც 1795 წელს მასსა და ერეკლე II-ს შორის გაიმართა კრწანისის ბრძოლა,სადაც
ქართველები დამარცხდნენ, ირანის შაჰმა კი თბილისი აიღო და ააოხრა. 1798 წელს
ერეკლე გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ვაჟი გიორგი XII (1798-1800), ქართლ-კახეთის
უკანასკნელი მეფე.

XVIII საუკუნის I ნახევარში დასავლეთ საქართველო თურქების გავლენის სფეროდ


ითვლებოდა. ქუთაისის ციხეებში თურქული გარნიზონები იდგა. ამ დროს იმერეთის
ტახტი სოლომონ I-ს (1752-1784) ეკავა. მის მთავარ საზრუნავს თურქთა უღლის მოშორება
და „ტყვეთა სყიდვის“ აკრძალვა წარმოადგენდა. 1757 წელს სოლომონმა მნიშვნელოვანი
გამარჯვება მოიპოვა თურქების წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში.

1774 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი. ამ ზავით


ოსმალეთის უფლებები მტკიცებოდა დასავლეთ საქართველოზე, მაგრამ იკრძალებოდა
ტყვეთა სყიდვა და ქრისტიანების დევნა. 1784 წელს სოლომონ I გარდაიცვალა.იმერეთის
თავადთა ნაწილმა ერეკლე II-ს შესთავაზა მეფობა და ქართლ-კახეთისთვის იმერეთის
მიერთებაც, მაგრამ ამ დროს საქართველო უკვე რუსეთის პროტექტორატის ქვეშ, ხოლო
დას.საქართველო ოსმალთა გავლენის სფეროდ ითვლებოდა. ამიტომ ერეკლემ
შეთავაზებაზე უარი თქვა და იმერეთში თავისი შვილიშვილი სოლომონ II (1789-1810)
გაამეფა.

ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია, აშშ-ს შექმნა


(ნაწილი I)
XVII საუკუნეში ინგლისელებმა აქტიურად დაიწყეს ჩრდ. ამერიკის კოლონიზაცია. 1607
წელს ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია - ჯეიმზთაუნი
დაარსდა. 1732 წლამდე ატლანტის ოკეანის ჩრდ. ამერიკულ სანაპიროზე ასეთი 14-მდე
ინგლისური კოლონია შეიქმნა,რომლებსაც გუბერნატორები განაგებდნენ. დადგა დრო,
როდესაც ინგლისელ კოლონისტებს უკვე აღარ სჭირდებოდათ ინგლისის დაცვა, მაგრამ
ინგლისის მთავრობას კი ძალიან სჭირდებოდა კოლონიზატორთა გადასახადები. სწორედ
ზედმეტად გაზრდილი გადასახადების გამოძახილი იყო 1773 წელს მომხდარი
„ბოსტონის ჩაის სმა“, როდესაც ინდიელებად გადაცმულმა ამერიკელებმა ჩაის ყუთები
წყალში გადაყარეს. ამ ქმედებას ინგლისის მთავრობამ სადამსჯელო ოპერაციით უპასუხა,
ხოლო ამერიკელებმა 1774 წელს ფილადელფიაში გამართეს პირველი კონტინენტური
კონგრესი და გამოაცხადეს ინგლისური საქონლის ბოიკოტი. მომდევნო წელს მუშაობა
დაიწყო მეორე კონტინენტურმა კონგრესმა. 1776 წლის 4 ივლისს, მეორე კონტინენტურმა
კონგრესმა მიიღო „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ (ტექსტის საბოლოო ვერსია
ეკუთვნის თომას ჯეფერსონს) და გამოაცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა.

1775-1783 წლებში აშშ-სა და ინგლისს შორის მიმდინარეობდა სამხედრო კონფლიქტი.


ამერიკის ჯარების მთავარსარდლად ჯორჯ ვაშინგტონი დაინიშნა (შემდგომ პირველი
პრეზიდენტი). კონფლიქტი აშშ-ს გამარჯვებით დამთავრდა და 1783 წელს ინგლისმა 13
კოლონიის დამოუკიდებლობა პარიზის ზავით აღიარა. 1787 წელს აშშ-მ მიიღო
კონსტიტუცია (ავტორი-ჯეიმზ მედისონი), რომელიც აშშ-ს რესპუბლიკად აცხადებდა.
1789 წელს ჯორჯ ვაშინგტონი პრეზიდენტად აირჩიეს, მომდევნო წელს კი აშშ-ს
დედაქალაქი ქ.ვაშინგტონი გახდა.

საფრანგეთის რევოლუცია
XVIII საუკუნის 80-იან წლებში საფრანგეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა
კატასტროფულად გაუარესდა, რამაც აიძულა მეფე ლუი XVI 1789 წლის 5 მაისს
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო, გენერალური შტატები მოეწვია, რათა
გაეტარებინათ რეფორმები ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. გენერალური შტატები
დაკომპლექტდა სამივე წოდების ხალხით. I-კლერუსი ანუ სამღვდელოება, II-მეფე და
თავადაზნაურობა, III- ყველა,ვინც პირველ და მეორე წოდებას არ ეკუთვნოდა, საერთო
მოსახლეობის 97%(ბანკირები,მუშები,მოსამართლეები და ასშ...). სხდომა დავით დაიწყო,
სადავო კი კენჭისყრისა და სხდომის წარმართვის წესი გახდა. ძველი წესით თითოეული
წოდება ცალ-ცალკე თათბირობდა და 1 ხმის უფლება ჰქონდა. III წოდება კი ახლა
მოითხოვდა გაერთიანებულ, ერთიან სხდომებს და ხმის ინდივიდუალურ უფლებას, რაც
მეფემ არ დააკმაყოფილა. ამგვარად, 1789 წლის 17 ივნისს დეპუტატმა სიეიესმა
თვითნებურად მოიწვია გაერთიანებული სხდომა, სადაც გამოცხადდა მესამე წოდების
აბსოლუტური უმრავლესობა, ვინაიდან მესამე წოდება მოსახლეობის 97%-ს შეადგენდა,
მათ საკუთარ თავს ხალხის ხმა უწოდეს და თავი „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადეს. 9
ივლისს მათ თავი „დამფუძნებელ კრებად“ გადაიკეთეს და კონსტიტუციაზე დაიწყეს
მუშაობა. მეფე იძულებული გახდა ახლად შექმნილი ორგანოს კანონიერება
ეღიარებინა,მაგრამ ფატალური შეცდომა დაუშვა,როდესაც პარიზსა და ვერსალში
შეიარაღებული ძალები აამოქმედა. აღელვებულმა ხალხმა ამ ყველაფერში
კონტტრევოლუციური ქმედება დაინახა და 1789 წლის 14 ივლისს მეფის აბსოლუტიზმის
სიმბოლოდ ქცეული ბასტილიის ციხე დაანგრია. 17 ივლისს მეფე პარიზში ჩავიდა და
აღიარა ხალხის „რევოლუცია“

პარიზში ამგვარ მღელვარებას (ბასტილიის დაცემას), პერიფერიებში, ანუ ქვეყნის


განაპირა მხარეებში მოჰყვა ე.წ „მუნიციპალური რევოლუციები“.გლეხები ქმნიდნენ
მუნიციპალური მმართველობის ახალ ორგანოებს, წვავდნენ და არბევდნენ მამულებს,
უარყოფდნენ კერძო საკუთრებას - დაიწყო ანარქია. ეროვნული კრების ინტერესებში არ
შედიოდა არც კერძო საკუთრების მოშლა და არც პერიფერიებში გაურკვეველი
მდგომარეობის დამყარება. ამიტომაც, 1789 წლის 4-5 აგვისტოს ეროვნულმა კრებამ
გააუქმა ფეოდალური პრივილეგიები და საფუძველი ჩაეყარა ფრანგთა
თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე. ამავე წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა
კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ ადამიანისა და მოქალაქის უფლებების
დეკლარაცია“. 1791 წლის 13 სექტემბერს დამფუძნებელი კრების მიერ დადგენილი
კონსტიტუცია ძალაში შევიდა. ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა. სწორედ
ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრებად იქცნენ ე.წ
კლუბები,რომლებიც თანამედროვე პარტიებთანაც შეიძლება გავაიგივოთ. გამოირჩეოდა
რამდენიმე კლუბი

• იაკობინელთა კლუბი - იკრიბებოდნენ წმ.იაკობის ეკლესიის ბიბლიოთეკაში,


კლუბში ერთიანდებოდნენ იურისტები,მწერლები,ჟურნალისტები ვაჭრები.

• 1789 წლის საზოგადოება - მხვილი ბურჟუაზია

• კორდელიერების კლუბი - იბრძოდნენ სოციალური სამართლიანობისთვის

• ფეიანები - იბრძოდნენ კონსტიტუციური მონარქიისთვის

• ჟირონდისტები - რესპუბლიკის დამყარების მომხრეები

აღნიშნული კლუბები დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთმანეთთანაც


თანამშრომლობდნენ, ერთიანდებოდნენ და ,როგორც შემდეგში ვიხილავთ,
სასიკვდილოდაც ებრძოდნენ ერთმანეთს.

1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა განახლებული საკანონმდებლო კრება, სადაც


უმრავლესობას ფეიანები, ანუ კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები შეადგენდნენ, მათ
მთავარ მოწინააღმდეგეებს კი რესპუბლიკის დამყარების მომხრე ჟირონდისტები
წარმოადგნენდნენ, უკიდურესი მემარცხენე პოზიცია ეკავა რობესპიერის იაკობინელთა
ჯერ მცირერიცხოვან ჯგუფს.

ევროპის ქვეყნების მონარქებს არ აწყობდათ საფრანგეთის მეფის ასე შეზღუდვა, რადგან


ეს საკუთრებრივ ევროპულ მონარქიას უქმნიდა საფრთხეს (როდესაც პრუსიელი გლეხი
ხედავს, რომ საფრანგეთში გლეხები ხმას იმაღლებენ, შესაძლოა თვითონაც მოისურვოს
მსგავსი რამ). ამიტომაც 1791 წლის აგვისტოში ავსტრია და პრუსია ღიად დაემუქრნენ
საფრანგეთს მონარქის უფლებების აღდგენის მოთხოვნით. 1792 წლის 20 აპრილს
საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ავსტრიასა და პრუსიას . საკანონმდებლო კრებამ
მოხალისეთა მიღება გამოაცხადა. პარიზში გავრცელდა ცნობა, რომ მოკავშირეთა ჯარების
მთავარსარდალი პარიზს მიწასთან გასწორებით ემუქრებოდა თუ სამეფო ოჯახის
რომელიმე წევრსაც კი რამე დაუშავდებოდა. ფრანგებმა ეს ყოველივე მიიღეს,როგორც
საკუთარი მეფის ღალატი და სანკიულოტებმა (ღარიბთა ბრბოები) ტყვედ აიყვანეს მეფის
ოჯახი. შეიქმნა ახალი მთავრობა, ნაციონალური კონვენტი,რომელიც ჟირონდისტებისგან
დაკომპლექტდა, უმცირესობას კი იაკობინელები წარმოადგნენდნენ. 1792 წლის 21
სექტემბერს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, 1793 წლის 21 იანვარს კი მეფე ლუი
XVI-ს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით თავი მოკვეთეს.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა, ამიტომაც 1793


წლის 2 ივნისს შეიარაღებული მოქალაქეები კოვენტში შეიჭრნენ და 30-მდე ჟირონდისტი
დააპატიმრეს. ძალაუფლება მათ მოწინააღმდეგეებს, იაკობინელებს გადაეცათ, 1793 წლის
24 ივნისს კონვენტმა(უკვე იაკობინურმა) მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია
(რომელიც არ ამოქმედებულა). იაკობინელთა მოღვაწეობა დიქტატორული ხასიათის იყო
და გრძელდებოდა 1793 წლის ივნისიდან 1794 წლის ივლისამდე. ამ პერიოდს „დიდი
ტერორის ხანას“ უწოდებენ და ბუნებრივიცაა, რადგან სიკვდილით დასაჯეს 35 000 მდე
მოქალაქე, მათ შორის ბევრი უდანაშაულო. 1794 წლის 27 ივლისს იგივე 9 თერმიდორს
(კონვენტმა 1793 წელს შექმნა ახალი „რევოლუციური კალენდარი“). კონვენტის მერყევმა
ძალამ, „ჭაობის“ სახელით ცნობილმა რობესპიერში უკონტროლო ტირანული ძალა
საბოლოოდ დაინახა და იგი სიკვდილით დასაჯეს ლინჩის წესით, გასამართლების
გარეშე. ბედის ირონიაა, რომ ლინჩის წესით გასამართლება, პროცესების დაჩქარების
მიზნით, რობესპიერმა დააკანონა სიკვდილამდე 1 თვით ადრე.

ძალაუფლება კონვენტის ზომიერი ძალების ხელში გადავიდა (თერმიდორიანული


კონვენტი). აღმასრულებელი ხელისუფლება ხუთკაციანი „დირექტორიის“ ხელში მოექცა,
რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ირჩევდა.

რევოლუციები, სამოქალაქო ომები და ეროვნულ-


გამათავისუფლებელი მოძრაობები XIX ს-სა და XX ს-ის
დასაწყისში
1830 წლის რევოლუცია საფრანგეთში (ივლისის
რევოლუცია)
1830 წელს საფრანგეთის წარმომადგენლობითმა პალატამ მთავრობის გადადგომა
მოითხოვა, რადგან შარლ X ბურბონი უკიდურესი კონსერვატიული პოლიტიკით
გამოირჩეოდა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის მონაპოვარს საფრთხეს უქმნიდა.
ამის საპასუხოდ 1830 წლის 26 ივლისს მეფემ 4 ბრძანებულება გამოსცა, რითაც:

• გააუქმა პრესის თავისუფლება


• დაშალა ქვედა პალატა
• დანიშნა არჩევნების თარიღი
• შეცვალა საარჩევნო კანონი

ამ ყოველივემ ხალხში აჟიოტაჟი გამოიწვია, 28 ივლისს პარიზის ქუჩებში შეტაკებები


დაიწყო, მეფის ჯარის ნაწილი ამბოხებულების მხარეს გადავიდა. შარლ X შოტლანდიაში
გაიქცა, ტახტი კი ორლეანის ჰერცოგმა ლუი ფილიპმა (ბურბონი) დაიკავა. ამ
რევოლუციის შემდეგ მთავრობა არა მეფის, არამედ პარლამენტის (საკანონმდებლო
ორგანოს) წინაშე გახდა ვალდებული. ლუი ფილიპმა (1830-1848) ფიცი კონსტიტუციაზე
დადო, მას მეფე-ბურჟუას უწოდებენ.

1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია


1848 წელს საფრანგეთში დამძიმდა მუშათა და წვრილი
ბურჟუაზიის (მეოთხე წოდება) მდგომარეობა. ისინი
მოითხოვდნენ საწარმოების ნაციონალიზაციას (სახელმწიფო
საკუთრებაში გადასვლას) და მათში უმუშევრების დასაქმებას. ეს
მოთხოვნები ეფუძნებოდა სოციალისტი ლუი ბლანის პროგრამას.
1848 წლის 22 თებერვალს მთავრობამ აკრძალა დემონსტრაციის
ჩატარება,რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას
ითხოვდა. პარიზელებმა კვლავ ბარიკადები აღმართეს,დაიწყო
დაპირისპირება და ჯარი კვლავ,1830 წლის რევოლუციის
მსგავსად, ამბოხებულთა მხარეზე გადავიდა. ლუი-ფილიპი
ინგლისში გაიქცა. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი
რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორედ,პირველად 1792 წელს).
დროებითმა მთავრობამ შექმნა ნაციონალური საწარმოები,
შეცვალა საარჩევნო კანონი,რითაც ამომრჩეველთა რიცხვი
გაიზარდა. წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა კვლავ
ბურჟუაზიამ მოიპოვა, რომლებმაც ნაციონალური
სახელმწიფოები მისი არარენტაბელურობის ანუ, შემოსავლების
არ ქონის გამო დახურეს.1848 წლის დეკემბერში ჩატარდა
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. ხმათა
უმრავლესობით პრეზიდენტად ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი
(ნაპოლეონ ბონაპარტის ძმიშვილი) აირჩიეს.

რევოლუციები გერმანიასა და ავსტრიის იმპერიაში


საფრანგეთის 1848 წლის რევოლუცია ევროპის სხვა ქვეყნებისთვის,ავსტრიისა და
პრუსიისთვის, მისაბაძი აღმოჩნდა (ავსტრიაც და პრუსიაც გერმანული
სახელმწიფოებია,ამ დროს გერმანია,როგორც ერთიანი ქვეყანა არ არსებობს და
დაყოფილია მრავალ მცირე სახელმწიფოდ). 1848 წლის მარტში ამბოხებულებმა მიაღწიეს
ხელისუფალთა მხრიდან კონსტიტუციური კრების მოწვევას. ვენაში, ანუ ავსტრიაში,
რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი მონარქიული რეჟიმის სახედ ქცეული
პოლიტიკოსის, მეტერნიხის გადადგომით დაიწყო. 1848 წლის მაისში მუშაობას შეუდგა
კონსტიტუციური ნაციონალური კრება ფრანკფურტში, რომელმაც ჩამოაყალიბა
„გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები“, 1849 წელს კი დაასრულა კონსტიტუციაზე
მუშაობა, რომელიც ითვალისწინებდა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნას
ავსტრიის გარეშე. ავსტრია მრავალეროვანი იმპერია იყო,რომელსაც ჰქონდა უამრავი
კოლონია,ერთიან გერმანულ სახელმწიფოში შესვლისას კი მას უნდა დაეთმო
კოლონიები, რასაც არ იზამდა. ამასთანავე, პრუსიას სურდა, რომ გერმანია მისი
თაოსნობით, მის ირგვლივ გაერთიანებულიყო, რასაც არ დაუშვებდა ავსტრია თუ იგი
გაწევრიანდებოდა გერმანულ სახელმწიფოში. სწორედ ამ მიზეზების გამო, პრუსიამ
თავისი გაიტანა და გერმანიის გაერთიანება ავსტრიის გარეშე გადაწყდა.

კრებამ გაერთიანებული გერმანიის მეთაურად პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV


აირჩია, მაგრამ მან იმპერატორის გვირგვინზე უარი თქვა და დაშალა როგორც პრუსიის
ნაციონალური კრება, ისე ფრანკფურტის კრება. საბოლოოდ, 1848-49 წლების
რევოლუციებმა, წარუმატებლობის მიუხედავად, ლიბერალური გახადა ევროპული
მონარქების რეჟიმი და ბიძგი მისცა პარლამენტარიზაციის პროცესს.

ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობა


XIX საუკუნის 60-იან წლებში, ეროვნული თვითმყოფადობის შედარჩუნებისა და
რუსეთის წნეხისგან გათავისუფლებისთვის იღწვოდა ილია ჭავჭავაძე, რომელიც
სათავეში „თერგდალეულებს“ ედგა. მათ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა:

• რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება


• დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა

ამ მიზნით, მათი საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს


მოედო.

• გამოსცეს ჟურნალები: „საქართველოს მოამბე (1863) და ივერია (1877)

• 1875 წელს დააარსეს თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები,


რომელთა მთავარ დანიშნულებასაც გაღარიბებული თავადაზნაურობის
დახმარება და მათგან მიწების შესყიდვა წარმოადგენდა.(აზნაურებისგან ქართულ
მიწებს უცხოელები ყიდულობდნენ)

• გაიხსნა სკოლები,გამოიცა სახელმძღვანელოები,დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე


ზრუნვა.

70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ი.ჭავჭავაძე და მის მომხრეებს


„პირველი დასი“ ეწოდა, ხოლო ნ.ნიკოლაძეს, ს.მესხსა და მათ მომხრეებს - „მეორე დასი“.

გერმანიის გაერთიანება
XIX საუკუნემდე გერმანია დაქუცმაცებული იყო 300 ზე მეტ მცირე სამეფო-სამთავროდ,
რომელთაც ფორმულად აერთიანებდა „გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია“. 1806
წელს საღვთო რომისი მპერია გაუქმდა. 1815 წლის „ვენის კონგრესზე“ შეიქმნა
გერმანული კონფედერაცია, რომელსაც არ ჰქონდა შინაგანი ერთობა, ვინაიდან პრუსია და
ავსტრია, მისი უძლიერესი წევრები მუდამ მეტოქეობდნენ ერთმანეთს. 1848 წელს
ფრანკფურტში გაიმართა ეროვნული კრება, სადაც გადაწყდა გერმანიის გაერთიანება
ავსტრიის გარეშე, მაგრამ როგორც წინა თავებში ვისწავლეთ, ეს ვერ განხორციელდა.

გერმანიის გამაერთიანებლად ითვლება პრუსიის პრემიერ-მინისტრი ოტო ფონ ბისმარკი,


რომელიც 1862 წლიდან წარმართავდა ქვეყნის პოლიტიკას. მან ჯერ პრუსია-ავსტრიის
ომი აწარმოა 1866 წელს და დაამარცხა ავსტრიელები სადოვას ბრძოლაში, რითაც
გამოდევნა ისინი „გერმანული კონფედერაციიდან“. ხოლო შემდეგ, 1870 წლის 15 ივლისს,
ბისმარკის პროვოკაციით, საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას, რითაც იგი აგრესორად
იქცა და მის წინააღმდეგ ყველა გერმანული სახელმწიფო გაერთიანდა. ამავე წელს
ფრანგებმა მარცხი განიცადეს სედანთან ბრძოლაში, ხოლო იმპერატორი ნაპოლეონ III
ტყვედ ჩავარდა. გერმანელებმა პარიზი აიღეს და 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში
საზეიმოდ გამოაცხადეს გერმანიის იმპერიის შექმნა. პრუსიის მეფე ვილჰელმ I გერმანიის
იმპერატორი (კაიზერი) გახდა. ყველა გერმანულენოვანი ქვეყანა (ავსტრიისა და
ლიხტეშტეინის გარდა) ერთ სახელმწიფოში გაერთიანდა. ბისმარკმა მიზანს მიაღწია.

იტალიის გაერთიანება

შუა საუკუნეებში იტალია დაქუცმაცებული იყო მრავალ სამეფო-სამთავროდ, რომელთა


ნაწილზედაც გავლენა ჰქონდათ როგორც ავსტრიელებს, ისე ფრანგებს. იტალიის
გაერთიანების პროცესი, რომელსაც „რისორჯიმენტოს“ სახელით იცნობენ, პიემონტ-
სარდინიის სამეფოს ირგვლივ დაიწყო. ქვეყნის გაერთიანებისთვის იღწვოდნენ ცნობილი
იტალიელი პატრიოტები - ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე გარიბალდი, ისინი თავიდან
რესპუბლიკის შექმნას მოითხოვდნენ, თუმცა გარიბალდი ბოლოს სიტუაციიდან
გამომდინარე პიემონტ-სარდინიის სამეფოს ირგვლივ ქვეყნის გაერთიანებას დასჯერდა.
იტალიის გაერთიანების საქმეში შესამჩნევად აქტიურობდა სარდინიის სამეფოს პრემიერ
მინისტრი კამილო ბენსო დი კავური. 1859-1860 წლებში ჩრდ. იტალიის ყველა
სახელმწიფო,ვენეციის გარდა, შეუერთდა სარდინიას. ჯუზეპე გარიბალდიმ აიღო
კ.სიცილია და სამხრეთ იტალია, ხოლო 1860 წელს სარდინიის მეფეს ვიტორიო-ემანუელე
II-ს მიმართა, როგორც „იტალიის მეფეს“. 1861 წელს ქ.ტურინში ოფიციალურად
გამოცხადდა იტალიის სამეფოს შექმნა, რომი კი მის დედაქალაქად, თუმცა რომს
ფრანგული გარნიზონი იცავდა და მხოლოდ 1870 წელს შეძლო სარდინიამ მისი
შეერთებაც. 1866 წელს ვენეციაც შეუერთდა იტალიას. ასე გაერთიანდა დაქუცმაცებული
ქვეყანა.

სამოქალაქო ომი აშშ-ში


1854 წელს აშშ-ში ახალი, რესპუბლიკური პარტია ჩამოყალიბდა, რომელიც იცავდა
თავისუფალი შავკანიანის ინტერესებს და ითხოვდა მონობის გაუქმებას. 1860 წელს
საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა აბრაჰამ ლინკოლნმა გაიმარჯვა. ამერიკის
სამხრეთ ნაწილში, სადაც მონათა შრომა გავრცელებული იყო და სჭირდებოდათ კიდეც
პლანტაციების მოსავლელად, აბრაამის გამარჯვებას კეთილგანწყობით არ შეხვდნენ.
საპირისპირო ვითარება შეიქმნა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონათა შრომა არავის
სჭირდებოდა და არც პლანტაციურ მუშაობას ეწეოდნენ. სამხრეთელებისთვის ნათელი
გახდა, რომ აბრაამის პოლიტიკა მიმართული იქნებოდა მონობის გაუქმებისკენ, ამიტომაც
1861 წელს ჯერ სამხრეთი შტატების 7-მა ხოლო მალევე კიდევ 4-მა შტატმა აშშ-დან
გასვლა და ამერიკის კონფედერაციული შტატების შექმნა გამოაცხადეს. კონფედერაციის
პრეზიდენტად ჯეფერსონ დევისი აირჩიეს, დედაქალად კი ქ.რიჩმონდი. ჩრდილოეთის
და დასავლეთის 27 მა შტატმა კი შეკრა „კავშირი“ სამხრეთელების წინააღმდეგ და ასე
დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც 1861-1865 წლებში მიმდინარეობდა და რომელსაც 600
000-მდე კაცი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა არც ერთ სამხედრო
კონფლიქტში ჯამშიც კი არ დაღუპვიათ ამ რაოდენობის ხალხი. გადამწყვეტი ბრძოლა
1863 წლის 1-3 ინვნისს გეთისბერგთან გაიმართა, სადაც „მოკავშირეებმა“ გაიმარჯვეს და
კონფედერატების მარცხი მხოლოდ დროის ამბავიღა გახდა. 1865 წლის 1 აპრილს
ქ.რიჩმონდი დაეცა. 9 აპრილს კონფედერატების გენერალი რობერტ ლი დანებდა
„კავშირის“ გენერალს ულისეს გრანტს. 14 აპრილს კონფედერატების მომხრე პიროვნებამ
მოკლა აბრაჰამ ლინკოლნი. 1865 წლის 6 დეკემბერს კი კონსტიტუციაში შევიდა მე-13
დამატება,რომელიც ითვალისწინებდა მთელს ქვეყანაში მონობის გაუქმებას, რითაც აშშ-ს
ტერიტორიაზე 4 მილიონ მონას მიენიჭა თავისუფლება.
პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო
კონფერენცია
სამხედრო ბლოკების შექმნა და ომის გამომწვევი
მიზეზები
XX საუკუნეში ევროპის ორი უძლიერესი იმპერიის - საფრანგეთისა და დიდი
ბრიტანეთის კეთილდღეობის მთავარ წყაროს კოლონიები წარმოადგენდა.კოლონია იყო
ტერიტორია, რომელსაც იპყრობდა რომელიმე იმპერიალისტური სახელმწიფო, სადაც იგი
ასაღებდა თავის ნაწარმოებ პროდუქციას და აგრეთვე გამოჰქონდა დიდძალი რესურსები.

1871 წელს პრუსიის თაოსნობით შექმნილმა გერმანიის იმპერიამ სწრაფად დაიწყო


გაძლიერება. მას კოლონიები საფრანგეთსა და ინგლისზე გაცილებით ცოტა ჰქონდა,
მსოფლიოსთვის ნათელი გახდა, რომ გერმანიის იმპერია, რომლის პროდუქციაც
ინგლისურს არაფრით ჩამორჩებოდა,ხოლო სამხედრო თვალსაზრისითაც სწრაფად
ვითარდებოდა, მალე გამოთქვამდა პრეტენზიას ტერიტორიებზე და შესაბამისად,
დაიწყებდა საკუთარი გავლენის ზრდას. გერმანიის მიერ დაწყებულმა ე.წ „ხმლების
გალესვის“ პოლიტიკამ ჯერ კიდევ 1904 წელს გააფორმებინა ინგლისსა და საფრანგეთს
ხელშეკრულება, რომელსაც 1907 წელს რუსეთი შეუერთდა და „ანტანტა“ (გულითადი
შეთანხმება) ეწოდა. თავის მხრივ, გერმანიაც ხვდებოდა გარდაუვალ სამხედრო
კონფლიქტში მოკავშირის ყოლის აუცილებლობას და შეკრა ალიანსი ავსტრია-
უნგრეთთან, ბულგარერეთთან, თურქეთსა და იტალიასთან (ეს უკანასკნელი ომის
დაწყებისთანავე „ანტანტის მხარეს გადავიდა). ალიანსს „ცენტრალური სახელმწიფოები“
ეწოდა. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები შეიქმნა, ომის დაწყებას პატარა ნაპერწკალიღა
სჭირდებოდა.

ომის მიმდინარეობა და ომის შედეგები


ევროპა ჰგავდა დენთის კასრს, რომელსაც მცირე ნაპერწკალი აკლდა აფეთქებისთვის. ეს
ნაპერწკალი გამოდგა 1914 წლის 28 ივნისს ბოსნიელი სერბი სტუდენტის, გავრილო
პრინციპის მიერ, სარაევოში ვიზიტად მყოფი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის
ფრანც ფერდინანდის მკვლელობა. ეს მკვლელობა გახდა I მსოფლიოს ომის დაწყების
უშუალო საბაბი. 1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა ომი გამოუცხადა სერბეთს და
დაიწყო I მსოფლიო ომი (1914-1918 წწ). 1918 წლის 1 აგვისტოს გერმანია ომს უცხადებს
რუსეთს, 3 აგვისტოს საფრანგეთს, 4 აგვისტოს დიდი ბრიტანეთი ომს უცხადებს
გერმანიას. ევროპის სახელმწიფოებმა ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყეს ომი. მსოფლიოს
მასშტაბით 70 მლნ. კაცმა იარაღი აისხა.
გერმანიას ევროპაში ერთდროულად ორი ფრონტი ჰქონდა. დასავლეთით, საფრანგეთის
ტერიტორიაზე, აღმოსავლეთით- პოლონეთის ტერიტორიაზე. რუსების ძალების გაყოფის
მიზნით, გერმანიამ შეძლო და მას მეორე ფრონტიც გაუხსნა კავკასიაში, სადაც რუსეთს
ოსმალეთი დაუპირისპირა (1914 წლის 2ნოემბ.) თავისთავად, ოსმალეთთან
დაპირისპირებამ გამოიწვია რუსეთის ბლოკირება დარდანელისა და ბოსფორის
სრუტეებიდან (ოსმალეთი აკონტროლებდა).

გამოარჩევენ I მსოფლიო ომის რამდენიმე ბრძოლას, რომელთაც გავლენა იქონიეს ომის


საბოლოო შედეგზე.

• სარიყამიშის ბრძოლა - 1914 წლის დეკემბერში რუსეთმა დაამარცხა ოსმალეთი


სარიყამიშთან. რუსეთი აპირებდა ოსმალეთის საზღვებში ღრმად შეჭრას, მაგრამ
რუსეთში აშლილმა შინაარეულობამ ეს გეგმა ჩაშალა

• გალიპოლის ბრძოლა - 1915 წელს „ანტანტის“ ჯარები გალიპოლის ნახ.კუნძულზე


გადასხდნენ. მიზანი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გახსნა იყო. თუმცა
ბრძოლა „ანტანტისთვის“ უშედეგოდ დასრულდა

• სკაგერაკის ბრძოლა - 1916 წლის ივნისის დასაწყისში დიდი ბრიტანეტის და


გერმანიის ფლოტები ერთმანეთს სკაგერაკის სრუტეში დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა ბრიტანეთმა მოიგო და ჩრდილოეთის ზღვის ჰეგემონია ხელში ჩაიგდო.
ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამის შემდეგ, გერმანული
წყალზედა ფლოტი ნავსადგურებში ჩაიკეტნენ და ღია ზღვაში გამოსვლის შანსი
მოესპოთ.

• ვერდენის ბრძოლა - დასავლეთის ფრონტის ყველაზე სისხლისმღვრელი


ბრძოლა,(გაიმართა საფრანგეთში) ორივე მხრიდან ერთ მილიონამდე ადამიანი
დაიღუპა. მოგება კვლავ „ანტანტას“ დარჩა.

1917 წელს რუსეთი ომს გამოეთიშა. მან 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ზავი
დადო გერმანიასთან (რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მოსახლეობა სასტიკად
ეწინააღმდეგებოდა ომს).მაგრამ „ანტანტის“ საბედნიეროდ 1917 წელს აშშ ჩაება I
მსოფლიო ომში „ანტანტის“ მხარეს, რაც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული

• 1917 წლის 6 აპრილს გერმანიამ აშშ-დან ინგლისში მიმავალი სამოქალაქო გემი -


„ლუზიტანია“ ჩაძირა

• აშშ-მ გაშიფრა „ციმერმანის დეპეშა“, რითაც გერმანია მექსიკის მთავრობას


სთხოვდა, რომ დასხმოდა აშშ-ს თავს, თუ ეს უკანასკნელი „ანტანტის“ მხარეს
ჩაებმეოდა.

• გერმანიამ შეუზღუდავი წყალქვეშა ომი გამოაცხადა - ანადგურებდა ყველაფერს,


სავაჭრო, სამოქალაქო, თუ სამხედრო გემებს.

აშშ-ს ჩაბმამ „ცენტრალურ სახელმწიფოებს“ საბოლოო იმედიც გადაუწურა გამარჯვებისა.


1918 წლის ოქტომბერში გერმანიის მოკავშირეები დანებდნენ „ანტანტას“. 1918 წლის 11
ნოემბერს, 11 საათზე ცეცხლი შეწყდა. გერმანიამ კომპიენის ტყეში, საფრანგეთის მარშალ
ფოშის მატარებლის ვაგონში ხელი მოაწერა კაპიტულაციას.ომი „ანტანტის“ გამარჯვებით
დასრულდა.

პარიზის კონფერენცია და მისი მნიშვნელობა. ერთა


ლიგა
1919 წლის 18 იანვრიდან ინტერვალებით პარიზში საზავო მოლაპარაკებები
მიმდინარეობდა I მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის. თუმცა, რეალურად
მოლაპარაკებები საფრანგეთს (წარმოადგენდა ჟორჟ კლემანსო) ,ინგლისსა(დევიდ ლოიდ
ჯორჯი) და აშშ-ს(ვუდრო უილსონი) შორის მიმდინარეობდა. განსხვავებული
მოსაზრებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით თუ რა სანქციები დაეწესებინათ
დამარცხებული ქვეყნებისთვის და როგორ მოეწყოთ ახალი მსოფლიო. საბოლოოდ,
სხდომამ აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო უილსონის გეგმა - „14 პუნტქის“ სახელწოდებით
ცნობილი, მიიღო. მისი გეგმის უმთავრესი პუნტქი საერთაშორისო ორგანიზაციის „ერთა
ლიგის“ შექმნას მოითხოვდა, რომელსაც უნდა უზრუნველყო მშვიდობა და
საერთაშორისო უსაფრთხოება მსოფლიოს მასშტაბით. 1919 წლის 24 აპრილს პარიზის
საზავო კონფერენციაზე მიიღეს ერთა ლიგის წესდება. ლიგაში წამყვან როლს ინგლისი და
საფრანგეთი თამაშობდნენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აშშ თავისივე ინიციატივით
შექმნილ ორგანიზაციაში არ შევიდა (ვუდრო უილსონი გარდაიცვალა, ახალმა
პრეზიდენტმა და კონგრესმა მხარი არ დაუჭირეს გაწევრიანების გეგმას და განერიდნენ
ევროპულ საქმეებს).

პარიზის კონფერენციაზე, ვერსალის სარკეებიან დარბაზში 1919 წლის 28 ივნისს


გერმანიასთან ზავს მოაწერეს ხელი. ზავის პირობები უკიდურესად მძიმე იყო:
ჩამოართვეს ყველა კოლონია, ტერიტორიის ნაწილი ევროპაში, სამხედრო აღჭურვილობა,
აუკრძალეს საბრძოლო იარაღის წარმოება, დააკისრეს 130 მილიარდი რაიხსმარკის
გადახდა. გერმანელთა დიდი ნაწილი შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა ზავის პირობას,
რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ნაცისტების მოსვლას მთავრობაში 1933 წელს.

რევოლუციები რუსეთში
I მსოფლიო ომში რუსეთის წარუმატებლობებმა დიდწილად განაპირობა 1917 წლის
თებერვლის რევოლუცია.რუსეთი საყოველთაო გაფიცვებმა მოიცვა, 23 თებერვალს
პეტროგრადში მასობრივი დემონსტრაცია მოეწყო, დემონსტრანტებს ჯარის ნაწილიც
შეუერთდა, ამგვარ ვითარებაში 3 მარტს, იმპერატორი ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა.
რუსეთში მონარქია დასრულდა.

1917 წლის 1 სექტემბერს რუსეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. პეტროგრადში შეიქმნა


დროებითი მთავრობა, ხოლო პარალელურად მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებიც
ჩამოყალიბდა, რომელსაც კარლო ჩხეიძე თავჯდომარეობდა. საბჭოებში სოციალ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრთა დომინირებდა. ამგვარად,
შეიძლება ითქვას, რომ საბჭოებისა და დროებითი მთავრობის ერთდროული
მოღვაწეობის გამო, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. სექტემბერში
პეტროგრადის საბჭოში უმრავლესობა ბოლშევიკებმა მოიპოვეს, თავჯდომარე გახდა ლევ
ტროცკი. ბოლშევიკების გავლენა დღითი დღე იზრდებოდა.
ბოლშევიკებმა ამბოხება 1917 წლის 24-25 ოქტომბერს დაიწყეს. ოქტომბრის რევოლუცია
ერთ-ერთი ყველაზე „წყნარი“ გადატრიალებაა კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან
ბოლშევიკებმა უპრობლემოდ დაიკავეს პეტროგრადის მთავარი პუნქტები (ფოსტა,
რკინიგზა). დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი - „ზამთრის სასახლე“ კი სულ
მცირე ძალისხმევით აიღეს. მთელი რევოლუციისას მხოლოდ 5-მდე ადამიანი დაიღუპა.
პარადოქსულია, რომ ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იმდენად ჩუმად ჩატარდა,
რომ თეატრებსაც კი არ შეუწყვეტიათ მუშაობა. ნოემბერში დამფუძნებელი კრების
არჩევნები ჩატარდა, სადაც სოციალისტ-რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს, ბოლშევიკები
არ აპირებდნენ კანონიერი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადაცემას, ამიტომ 1918
წლის 6 იანვარს მათ დაშალეს დამფუძნებელი კრება და გამოაცხადეს, რომ რუსეთში
ხელისუფლების მთავარი ორგანო საბჭოები ხდებოდა.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ბოლშევიკურმა რუსეთმა ხელი მოაწერა საზავო


ხელშეკრულებას გერმანიასთან , იგი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდიოდა, კარგავდა
დიდძალ ტერიტორიებს, მაგრამ ომიდან გამოსვლით მათ მოახერხეს რუსი ხალხის
დაშოშმინება, შეინარჩუნეს ძალაუფლება და მთლიანად კონცენტრირდნენ მენშევიკური
ფრთის განადგურებაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობდა თურქეთიც, რუსეთი
დათანხმდა ჯარის გაყვანას აღმ.ანატოლიიდან და ბათუმიდან. ამ რეგიონის ბედი
ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა თურქეთის დახმარებით. ანუ,
რეალურად, რუსეთმა ხსენებული ტერიტორიები და,მათ შორის საქართველოც, თურქეთს
დაუთმო.

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში


ქართლ-კახეთის გაუქმება
1800 წელს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ავადმყოფობა თანდათან
გაუარესდა. გიორგი 1800 წლის მიწურულს გარდაიცვალა, მისი მმართველობის
პერიოდში, განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო თვეებში სამეფოში რეალური
ძალაუფლება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის -კოვალენსკისა და რუსული
ჯარების მხედართმთავრის - ლაზარევის ხელში იყო. 1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის
იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის გაუქმების შესახებ,ერთი
თვის შემდეგ, 1801 წლის 18 იანვარს კი რუსეთის მიერ სამეფოს შეეერთების შესახებ.1801
წლის 12 მარტს პავლე შეთქმულებაში მოკლეს, ტახტი მისმა ვაჟმა ალექსანდრე I-მა
დაიკავა. მან ხელახლა გამოსცა მანიფესტი საქართველოს ანექსირების შესახებ 1801 წლის
12 სექტემბერს, რომელიც ზედმიწევნით იმეორებდა პავლე I-ის მანიფესტის შინაარს. 1802
წლის აპრილში ბრძანებულება თბილისსა და აღმ.საქართველოს სხვა ქალაქებშიც გახდა
ცნობილი.

სულ მალევე:

• აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის პროვინციად გადაიქცა


• ქვეყნის სათავეში მთავარმართებელი ჩადგა (პირველი იყო კარლ კნორინგი)
• აღმ.საქართველო დაიყო მაზრებად და სათავეში კაპიტან-ისპრავნიკები ჩაუყენეს
• 1803-05 წლებში ბაგრატიონები პეტერბურგში გადაასახლეს
• 1811 წელს გააუქმეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია
იმერეთის სამეფოს გაუქმება
XIX საუკუნეში რუსეთ-ირანისა და რუსეთ-ოსმალეთს შორის
წარმოებული ომების შედეგად, დასავლეთ საქართველოც რუსთა
გავლენის ქვეშ მოექცა, რუსებმა ისარგებლეს იმერეთის მეფესა და
სამეგრელოს მთავარს შორის არსებული კოფქლიტით,სამეგრელო
თავისი პროტექტორატის ქვეშ გამოაცხადეს. ამიერიდან
იმერეთის მხრიდან სამეგრელოსადმი
დაპირისპირება,ავტომატურად ნიშნავდა რუსეთთან
დაპირისპირებასაც. მთავარმართებელმა ციციანოვმა 1804 წელს
მოსთხოვა სოლომონ II-ს, იმერეთის მეფეს, სრული მორჩილება.
სოლომონსაც სხვა გზა არ დაუტოვეს. 1810 წელს იმერეთის
სამეფო გაუქმდა.სოლომონ II ოსმალეთში გადაიხვეწა, 1815 წელს
კი გარდაიცვალა,მისი ნეშტი გადმოასვენეს და გელათში
დაკრძალეს.

აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ


1825 წელს რუსეთში წარუმატებლად დასრულდა დეკაბრისტთა აჯანყება,რომელთაც
მონარქიის დამხობა და რესპუბლიკის დამყარება სურდათ. არც პოლონეთის აჯანყებას
1831 წელს გამოუღია რაიმე შედეგი, თუმცა ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია
ქართულ თავადაზნაურობაზე,რომლებიც 3 ძირითად ჯგუფად დაიყვნენ

• ერთნი ნაადრევად მიიჩნევდნენ რუსეთისგან გამოყოფას


• მეორენი გეგმავდნენ გამოყოფას და რესპუბლიკის შექმნას (გრ.ორბელიანი,
ს.დოდაშვილი)
• მესამენი აპირებდნენ 1783 წლის ტრაქტატის პირობების აღდგენას

ამ მოძრაობის ცენტრმა 1829-30 წლებში პეტერბურგიდან თბილისში გადმოინაცვლა,


თუმცა იესე ფალავანდიშვილვა გასცა შეთქმულება და აჯანყებაც დაწყებამდე ჩაიშალა.
თავადაზნაურობის უმრავლესობა შორეულ პროვინციებში გადაასახლეს, ასეთი ბედი
ეწვია სოლომონ დოდაშვილსაც,რომელიც ვიატკაში გაგზავნეს,სადაც გარდაიცვალა
კიდეც.

ალექსანდრე II-ის რეფორმები


1853-1856 წლებში მიმდინარეობდა ყირიმის ომი რუსეთ-თურქეთს შორის, რომელიც
რუსეთისთვის მარცხით დასრულდა. სწორედ ამ მარცხმა მიახვედრა ალექსანდრე II, რომ
ქვეყანას მნიშნველოვანი რეფორმები ესაჭიროებოდა.
• ალექსანდრემ 1861 წელს გააუქმა ბატონყმობა, თუმცა გლეხმა მხოლოდ
პიროვნული თავისუფლება მიიღო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში
კვლავ უწევდა მემამულესთან დარჩენა.

• 1864 წელს გაატარა სასამართლო რეფორმა, შექმნა საკრებულოები და საქალაქო


დუმები

• შეიქმნა ათასობით ახალი სკოლა

• 1870 წელს გატარდა სამხედრო რეფორმა,სავალდებულო სამსახური 25 წლიდან 6


წლამდე შემცირდა.

თუმცა ალექსანდრე II-ის მმართველობისას ძლიერდება იატაკქვეშა ორგანიზაციების


მოქმედებაც. მათ შორისაა „ნაროდნიკების“ (ხალხოსნების) ორგანიზაციაც.
თავდაპირველად ისინი გლეხთა ყოფის გაუმჯობესებას იხავდნენ მიზნად. 1876 წელს
მათმა ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა „ზემლია ი ვოლია“ (მიწა და თავისუფლება),
რომელთა მიზანიც უკვე მეფის ხელისუფლების დამხობა გახდა. 1879 წელს კი ამ
უკანასკნელიდან ჩამოყალიბდა „ნაროდნაია ვოლია“ (ხალხის ნება), რომლის მიზანიც
რეჟიმის დამხობა გახდა, ისინი ებრძოდნენ სისტემის ყველანაირ გამოვლინებას. სწორედ
მათ თავდასხმას ემსხვერპლა ალექსანდრე II 1881 წელს, თუმცა რეჟიმს ვერაფერიც ვერ
დააკლეს.

რუსეთ-თურქეთის ომები და საქართველო


XVIII საუკუნის II ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე რუსეთ-თურქეთს შორის
არაერთი ომი მოხდა,რაც განპირობებული იყო იმით, რომ ოსმალეთი „სულს ღაფავდა“
და გავლენის სფეროც ნელ-ნელა უმცირდებოდა. რუსეთი კი, როგორც მზარდი სამხედრო
ექსპანსიის მქონე ქვეყანა მოტივირებული იყო ხელში ჩაეგდო თურქეთის რაც შეიძლება
მეტი ტერიტორია.

• 1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთმა გაიმარჯვა,ომი


საქართველოსაც შეეხო,დას.საქართველო გათავისუფლდა ოსმალთა
ხარკისგან,აიკრძალა „ტყვეთა სყიდვა“. ომი დამთავრდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით.

• 1787-1792 წლების ომში რუსეთმა კვლავ გაიმარჯვა, დაიდო იასის ზავი,რითაც


ფაქტობრივად განმეორდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის პირობები

• 1806-1812 წლების ომში ჯერ რუსეთსა და ინგლისს, შემდეგ კი რუსეთსა და


საფრანგეთს (ნაპოლეონის ეპოქა) სურთ ოსმალეთის ევროპული
სამფლობელოების გადანაწილება. რუსეთმა კვლავ გაიმარჯვა, მოახდინა
მოლდოვის ანექსირება. მან შეინარცუნა სოხუმი,ხოლო ფოთი და ახალქალაქი
ოსმალეთს დაუბრუნა. ომი დამთავრდა ბუქარესტის ზავით

• 1828-1829 წლების ომი რუსეთის სამხ.კავკასიაში პოზიციების განტმკიცებას


ემსახურებოდა, რუსეთმა კვლავ გაიმარჯვა და ოსმალეთა გავლენისგან
გაათავისუფლა სამცხე-ჯავახეთი,ფოთი,ახალციხე,ახალქალაქი,ასპინძა,აწყური და
ხერთვისი. ომი დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით.
• 1853-1856 წლებში მიმდინარე კონფლიქტს ყირიმის ომი ეწოდება, რუსეთის
საგრძნობლად გაძლიერება არ შედიოდა ინგლისისა თუ საფრანგეთის
ინტერესებში,ამიტომაც გაუწიეს მათ ოსმალეთს დახმარება, ამის შემდეგ კი
რუსეთი დამარცხდა (რუსეთ-თურქეთის ომთა სერიაში ერთადერთი ომია
რომელშიც რუსეთი მარცხდება). დაიდო პარიზის ზავი

• 1877-1878 წლების ომი რუსეთის აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა.


რუსეთის გავლენის სფერო გახდა
აჭარა,შავშეთი,კლარჯეთი,კოლა,არტაანი,ოლთისი და რაც მთავარია ბათუმი -
„პორტო ფრანკო“. დაიდო სან სტეფანოს ზავი.

საქართველო და მსოფლიო პირველ და მეორე მსოფლიო


ომებს შორის პერიოდში
საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ, რუსულმა საჯარისო
ნაწილებმა სწრაფ ტემპში დატოვეს ამიერკავკასია. 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოში
არჩეულ იქნა საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული საბჭო, რომელიც მთლიანად
მენშევიკებით დაკომპლექტდა.1918 წლის 10 თებერვლიდან, 22 აპრილამდე მთელს
სამხრეთ კავკასიას, ამიერკავკასიის სეიმი (პარლამენტი) მართავდა, მაგრამ მოაწერა რა
ხელი რუსეთმა ბრესტის სეპარატულ ზავს ოსმალეთთან ( ზავზე სამხრეთ კავკასიის
ქვეყნების ბედიც განიხილებოდა, მაგრამ არც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის
დელეგატები მიუწევევიათ) სეიმმა საპასუხოდ 22 აპრილს, ა/კავკასიის ფედერაციული
რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი
შედიოდნენ. რესპუბლიკამ მხოლოდ 1 თვეს იარსება, რადგან დიდი იყო ეთნო
დაპირისპირებები წევრი ქვეყნის მოსახლეობას შორის, აგრეთვე სხვაგვარად
წარმოედგინა თითოეულ ქვეყანას რესპუბლიკის მომავალი. ყველა ამ და სხვა
შეუთანხმლებობამ რესპუბლიკის მალევე დაშლა გამოიწვია. 1918 წლის 26 მაისს
საქართველომ, ხოლო შემდეგ დღეებში კი სომხეთმა და აზერბაიჯანმა გამოაცხადა
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობა სოციალ-დემოკრატებმა (მენშევიკურმა ფრთამ) გამოაცხადა,
რომლებიც დასაწყისში საერთოდ არ ფიქრობდნენ რუსეთისგან ჩამოშორებაზე. 1919 წლის
თებერვალში ჩატარდა დამფუძნებელის კრების არჩევნები - უმრავლესობა კვლავ
სოციალ-დემოკრატებმა შეადგინეს (მენშევიკებმა) , მთავრობის თავჯდომარედ კი ნოე
ჟორდანია აირჩიეს. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს
კონსტიტუციაც.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აქტიურად ეძებდა მფარველ (პროტექტორ)


ქვეყანას. მთავრობამ დიპლომატიური კავშირი დაამყარა გერმანიასთან, რომელიც ჯერ
კიდევ იბრძოდა I მსოფლიო ომში. სწორედ პროტექციის მიზნით, 1918 წლის 10 ივნისს
თბილისში გერმანული ჯარი შემოვიდა, საქართველო იძულებული იყო ზავი დაედო
ოსმალეთთანაც და უარი ეთქვა ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზე. თუმცა
გერმანიამ და თურქეთმა მალევე წააგეს ომი და ორივე ქვეყანა გაეცალა
საქართველოს.პარალელურად, რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა (მენშევიკები -
ბოლშევიკები) და არც მას ეცალა საქართველოსთვის.

„ანტანტის“ მმართველ წრეს არ ჰქონდა მკაფიო პოზიცია კავკასიის მიმართ, ვინაიდან იგი
ყოველთვის რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა, თუმცა 1920 წლის 12 იანვარს
მათ დე-ფაქტოდ სცნეს საქართველოს,აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობები, მაგრამ
რეალური დახმარება ამ ყოველივეს აღარ მოჰყოლია. დაინახა რა რუსეთმა, რომ ევროპა
რეალურ დახმარებას არ უწევდა კავკასიის ქვეყნებს, 1920 წელს დაამყარა საბჭოთა
ხელისუფლება აზერბაიჯანსა და სომხეთში. რუსეთს არ ეჩქარებოდა საქართველოს
გასაბჭოება. 1920 წლის 7 მაისს მან ზავი დადო საქართველოსთან და აღიარა მისი
დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ რუსეთი ბოლშევიკური პარტიების საქმიანობის
ლეგალიზაციას ითხოვდა. საქართველო დათანხმდა პირობებს.

საქართველო კვლავ ცდილობდა ერთა ლიგაში შესვლას, რაც გარანტი იქნებოდა მისი
უსაფრთხოებისა, ქვეყანას სჭირდებოდა მინიმუმ 16 ქვეყნის თანხმობა
გასაწევრიანებლად, საქართველომ კი მხოლოდ 10 მოაგროვა. საბოლოოდ, მან ვერც ერთი
ქვეყნის მფარველობა ვერ მოიპოვა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი


რესპუბლიკის ოკუპაცია
ფორმალურად რუსეთს საქართველოსთვის ომი არ გამოუცხადებია, სამხედრო შეჭრის
(ინტერვენციის) საბაბად თავის მიერვე პროვოცირებული „აჯანყება“ გამოიყენა, ლორეს
ნეიტრალურ ოლქში. 1921 წლის 16 თებერვალს დაბა შულავერში შეიქმნა საქართველოს
„რევოლუციური კომიტეტი“, რომელმაც „საქართველოს აჯანყებული
პროლეტარიატისთვის“ დასახმარებლად მოიწვია საბჭოთა რუსეთი. საბჭოთა რუსეთის
ჯარი 4 მხრიდან შემოვიდა საქართველოში. 1921 წლის თებერვალში თბილისის
მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელასთან, მე-11 წითელ არმიას (სარდლობდა
ორჯონიკიძე) დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კადეტებმა და იუნკერებმა. მენშევიკური
მთავრობა 24 თებერვალს ნოე ჟორდანიას წინამძღოლობით ბათუმში გადავიდა. 17 მარტს
კი საფრანგეთში ემიგრირდა. 1921 წლის 25 თებერვალს რუსული ჯარი უბრძოლველად
შევიდა თბილისში და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა. ფორმალურად, ახალ
მთავრობას კვლავ ქართველები ქმნიდნენ, სოციალ-დემოკრატების მემარჯვენე პარტია
(მენშევიკური) უბრალოდ მემარცხენე პარტიით (ბოლშევიკურით) ჩანაცვლდა.
რეალურად საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსირება.

საბჭოთა კავშირი 20-30-იან წლებში და საქართველო


მის შემადგენლობაში
საქართველოს ოკუპაციიდან მეორე წელსვე, 1922 წელს, პარტიზანული ბრძოლები
დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, 1922 წლის აგვისტოში კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში
მოხდა დიდი აჯანყება, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. თუმცა, 1924
წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა კვლავ მოაწყო დიდი აჯანყება,ამჯერად საქართველოს
მასშტაბით, აჯანყება არ იყო ორგანიზებული, ამიტომ მისი ჩახშობა რუსეთს არ
გასჭირვებია. დახვრიტეს და გადაასახლეს მრავალი ათასი ადამიანი. ჩოლოყაშვილი
საფრანგეთში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

1930-იანი წლების დასაწყისში სტალინი ხელისუფლებას მთლიანად აკონტროლებდა.


მოსახლეობის დაშინებისა და კონტრრევოლუციური ელემენტის აღმოსაფხვრელად, მან
1934-1938 წლებში მოსახლეობის მასიური რეპრესირება დაიწყო. დახვრიტეს და
გადაასახლეს მრავალი ადამიანი, მათ შორის ქართული ინტელიგენციაც - ტიციან ტაბიძე,
მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე.

გერმანია 20-30-იან წლებში


ნაციონალ-სოციალისტები, უკეთ ცნობილნი, როგორც ნაცისტები, ხელისუფლებაში 1933
წელს, დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდნენ. ძალაუფლების ხელში აღებისთანავე
მათ ტოტალიტარიზმის დამყარება და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება
დაიწყეს. 1933 წელსვე დაშალეს რაიხსტაგი (პარლამენტი) და დაამყარეს ერთპარტიული
დიქტატურა. შექმნეს ადოლფ ჰიტლერის - ფიურერის (ნაციის ბელადის) კერპი. ჰიტლერი
უკიდურესი შოვინისტი იყო - ის გერმანელ ერს, ყველა სხვა ერზე მაღლა მდგომად
მიიჩნევდა. 1933 წლის 10 მაისს ნაცისტურმა მთავრობამ აუტოდაფე მოაწყო, რაც
არაგერმანული სულით გაჟღენთილი წიგნების მასობრივად დაწვაში გამოიხატა.

ნაცისტები მთავრობაში მოსვლისთანავე შეუდგნენ ებრაელების დევნას და მასობრივ


მკვლელობებს, რაც „ჰოლოკოსტის“ სახელითაა ცნობილი. სწორედ ებრაელების
წინააღმდეგ იყო მიმართული 1938 წლის 9-10 ნოემბერს მოწყობილი „ბროლის ღამე“,
როდესაც ნაცისტებმა და უბრალო გერმანელმა მოქალაქეებმა ებრაელთა საკუთრების
განადგურება დაიწყეს (სინაგოგები, მაღაზიები, სახლები).

იტალია 20-30-იან წლებში


ომგადახდილ ევროპაში იტალია პირველი ქვეყანა იყო, სადაც მმართველობის
დემოკრატიული სისტემა დიქტატურით შეიცვალა. ეს გარკვეულწილად განპირობებული
იყო იმ მარცხით, რაც იტალიამ პარიზის კონფერენციაზე იწვნია. მისი პრეტენზიები და
მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული, რის გამოც მისმა დელეგაციამ კონფერენცია
დატოვა. იტალია ითვლებოდა „დამარცხებულად გამარჯვებულთა შორის“. 1919 წლის 23
მარტს მილანში სოციალისტმა ბენიტო მუსოლინიმ (1883-1945) დააფუძნა ორგანიზაცია
„ფაში დი კომბატიმენტო“. 1922 წლის 24 ოქტომბერს ნეაპოლში გაიმართა ფაშისტთა
დიდი ყრილობა, სადაც მუსოლინიმ განაცხადა, რომ სურდა იტალიის მართვა. ამავე წლის
30 ოქტომბერს მოაწყვეს მსვლელობა რომისკენ (მონაწილეობდა 30 000 - 50 000 ადამიანი).
იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე III-მ, სამოქალაქო ომის თავიდან აცილების მიზნით,
ხელისუფლება მუსოლინის გადასცა. 1925 წლისთვის იტალია ტოტალიტარული
სახელმწიფო იყო, მუსოლინი „დუჩედ“ (წინამძღოლად) იწოდებოდა.

როგორც ვიცით, 1870-71 წლებში იტალიის სამეფომ დაიკავა რომის პაპის კუთვნილი
ტერიტორიები, რის შემდეგაც ამ ორს შორის მუდმივად არსებობდა დაპირისპირება. 1929
წელს ბენიტო მუსოლინიმ რომის საყდართან გააფორმა ლატერანის შეთანხმება, რომლის
საფუძველზეც შეიქმნა თეოკრატიული სახელმწიფო - ვატიკანი, რომის პაპით სათავეში.
ამ ნაბიჯით ბენიტომ მოიპოვა კათოლიკური სამღვდელოების მხარდაჭერა და დაასრულა
კონფლიქტი იტალიის სამეფოსა და პაპს შორის.
ფაშისტებმა ბუნებრივია ეკონომიკური რეფორმაც დაიწყეს. 1927 წელს მიღებული კანონი
„კლასებს“ ავალდებულებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ეთანამშრომლათ და
გაერთიანებულიყვნენ ე.წ „კორპორაციებში“, რომლებიც შუა საუკუნეების „გილდიებს“
(გაერთიანებები - პოლიტიკურ ჯგუფთა, რელიგიურ ჯგუფთა, ვაჭართა და სხვა...)
მოგვაგონებს.

ფაშისტურმა იტალიამ აგრესიული საგარეო პოლიტიკა აწარმოა:

• 1935 წელს იტალია შეიჭრა ეთიოპიაში, ამის გამო იტალია „ერთა ლიგიდან“
გარიცხეს
• 1939 წელს იტალიამ მოახდინა ალბანეთის ოკუპაცია

სამოქალაქო ომი ესპანეთში


1936-1939 წლებში, ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. დაპირისპირებულთა ერთ
მხარეს კონსერვატორ-ნაციონალისტები ფრანცისკო ფრანკოს მეთაურობით, ხოლო მეორე
მხარეს რესპუბლიკელები, წარმოადგენდნენ. ფრანკოს მხარდაჭერას ნაცისტური გერმანია
და ფაშისტური იტალია უცხადებდა, რესპუბლიკელებს კი - აშშ, მექსიკა და ევროპის
დიდი ნაწილი. 1939 წელს სამოქალაქო ომი დამთავრდა. ქვეყანაში ფრანკოს სამხედრო
დიქტატურა დამყარდა. როგორც დიქტატორულ სახელმწიფოს შეეფერება, ქვეყანაში
აიკრძალა ყველა პარტია, გარდა „ფალანგისა“, რომელიც ფრანკოს უჭერდა მხარს. მისი
იდეოლოგიის საფუძველს კათოლიციზმი, ნაციონალიზმი და ანტიკომუნიზმი
წარმოადგენდა. 1936 წლიდან ფრანკო გენერალსიმუსად და შემდეგ კაუდილიოდ
(წინამძღოლი) იწოდებოდა.

თუმცა II მსოფლიო ომის დროს ესპანეთი ნეიტრალიტეტს იცავდა, მისი სიმპათიები


ნაცისტური გერმანიის მიმართ არც ერთ სახელმწიფოს არ გამოპარვია. სწორედ ამიტომ, II
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ესპანეთი გაეროში არ მიიღეს და მისი იზოლაცია
დაიწყეს. 1953 წელს აშშ-მ დაასრულა ესპანეთის იზოლაციონიზმი და ხელი მოაწერა
მადრიდის პაქტს, რომლითაც ესპანეთი იღებდა ფინანსურ დახმარებას, ქვეყანაში აშშ-ს
სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ეკონომიკის
გაძლიერებაში ლომის წვლილი შეიტანეს ე.წ „ტექნოკრატებმა“ - ინჟინრებმა და
მეცნიერებმა, რომელთა ხელშიც იყო წარმოება და მართვა.

ფრანცისკო ფრანკო 1975 წელს გარდაიცვალა და ქვეყანას სიკვდილამდე მართავდა.


საბოლოოდ, მისი მმართველობა, მიუხედავად დიქტატურულისა, არ ითვლება
ფაშისტურად, რადგან იგი ასე თუ ისე ზომიერად იყო მიმართული ტრადიციების
დაცვისკენ და „წმინდა“ ფაშისტურ იტალიასთან და ნაცისტურ გერმანიასთან „ახლოსაც
ვერ მივიდოდა“.

„დიდი დეპრესია“
1929 წლის 25 ოქტომბერს ნიუ-იორკში მდებარე უოლ სტრიტის ბირჟაზე აქციათა ფასი
კატასტროფულად დაეცა. გაუფასურდა ფასიანი ქაღალდები, ათასობით ბანკი გაკოტრდა.
ამ ყოველივეს აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში
„დიდი დეპრესიის“ სახელითაა ცნობილი. 1933 წელს ქვეყნის სათავეში ფრანკლინ
დელანო რუზველტი მოვიდა, რომელმაც შეძლო აშშ-ს კრიზისიდან გამოყვანა, ისე, რომ
როგორც თვითონ ამბობდა: „შიმშილისთვის დემოკრატია არ გადაუყოლებია“

რუზველტმა შეიმუშავა ახალი ეკონომიკური პროგრამა - „ახალი კურსი“, რომლის


მიხედვითაც ბაზრის მიერ თვითრეგულირების უნარის დაკარგვის შემთხვევაში
სახელმწიფოს ეძლეოდა უფლება ჩარეულიყო და დაერეგულირებინა პროცესები.
პროგრამამ იმუშავა, აშშ-მ ნელ-ნელა კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო. აშშ-ს ეკონომიკური
კრიზისის პიკი იყო 1933 წელს, ხოლო დამთავრდა 1939 წელს, როდესაც დაიწყო II
მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი


„დაშოშმინების პოლიტიკა“
ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გერმანიამ მკაფიოდ აგრესიულ საგარეო
პოლიტიკას მიჰყო ხელი.

• 1933 წელს იგი „ერთა ლიგიდან“ გამოვიდა

• 1935 წელს ჰიტლერმა აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რაც


გერმანიისთვის აკრძალვას წარმოადგენდა

• 1936 წელს გერმანიამ იაპონიასთან დადო ხელშეკრულება „კომუნისტ


ინტერნაციონალის“, იგივე კომინტერის (კომუნისტური პარტიების
საერთაშორისო გაერთიანება, ამ ორგანიზაციას სსრკ კომუნიზმის
გასავრცელებლად იყენებდა) წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ

1938 წელს კი გერმანიამ განახორციელა ავსტრიის „ანშლუსი“ (შეერთება)

ამ ყოველივეს შემყურე ინგლისმა გადაწყვიტა ნევილ ჩემბერლენის, ბრიტანეთის


პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული პოლიტიკის გატარება დაეწყო. ჩემბერლენმა
„დაშოშმინების პოლიტიკას“ მიჰყო ხელი. იგი მაქსიმალურად თანხმდებოდა გერმანიას
ნებისმიერი სახის პრეტენზიაზე და კომპრომისებით ცდილობდა მოსალოდნელი
კონფლიქტის არიდებას, რაც სამწუხაროდ ვერ შეძლო.

მოლოტოვ - რიბენტროპის პაქტი და სსრკ-ს მიერ


ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაცია
1939 წლის 23 აგვისტოს გერმანია-სსრკ-ს შორის დაიდო ე.წ „მოლოტოვ-რიბენტროპის
პაქტი“, რომელიც წარმოადგენდა თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას ხსენებულ ორ
ქვეყანას შორის. პაქტი შეიცავდა საიდუმლო ოქმს, რომლითაც გერმანია და სსრკ
აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიულ დანაწილებაზეც საუბრობდნენ. სსრკ-ს გავლენის
სფეროდ ფინეთი, ლატვია, ესტონეთი და ბესარაბია ცხადდებოდა.
1939 წელს სსრკ ფინეთს დაესხა თავს, თუმცა ამ უკანასკნელმა დიდი წინააღმდეგობა
გაუწია, რის გამოც სსრკ-მ მხოლოდ მისი ტერიტორიის მცირე ნაწილის მითვისება შეძლო.
ფინეთზე თავდასხმის გამო იგი 1939 წელსვე გარიცხეს „ერთა ლიგიდან“. მაგრამ
იმპერიის აგრესიული პოლიტიკა საერთოდ არ შერბილებულა. 1940 წლის ივნისში სსრკ-მ
უბრძოლველად მოახდინა ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ანექსირება.

გერმანიასა და სსრკ-ს მიერ პოლონეთზე თავდასხმა,


უცნაური ომი
1940 წლის სექტემბერში გერმანიას, იტალიასა და იაპონიას შორის დაიდო სამმხრივი
ხელშეკრულება, მათ გაერთიანებას „ღერძის ქვეყნების“ სახელით ვიცნობთ.
ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს სამხედრო მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ხსენებულმა სამმა სახელმწიფომ მზადყოფნა გამოთქვა
მსოფლიო მასშტაბის ომში ერთმანეთს დახმარებოდნენ.

ხელშეკრულებამდე 1 წლით ადრე. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა


პოლონეთს, რაც მიიჩნევა II მსოფლიო ომის დაწყების თარიღად. გერმანიას ომი
გამოუცხადეს ინგლისმა და საფრანგეთმა. სსრკ კი, როგორც მოლოტოვ-რიბენტროპის
პაქტის დამცველი ქვეყანა „მორალურად“ გერმანიას ამოუდგა მხარში, 17 დღის შემდეგ
პოლონეთს აღმოსავლეთიდან შეუტია და მისი ტერიტორიის 52%-ის ოკუპაცია მოახდინა.

ომის დაწყებიდან ნახევარი წლის განმავლობაში ომის ფრონტზე მოვლენები საკმაოდ


ნელა ვითარდებოდა. ჯარისკაცები ისხდნენ სანგრებში და იშვიათად გადადიოდნენ
შეტევაზე. ამიტომ ამ პერიოდს „უცნაური ომი“ ეწოდა. გერმანიამ ისარგებლა ამით და
1940 წლის აპრილში დაიკავა დანია, ნორვეგია, ჰოლანდია და ბელგია. 1940 წლის 14
ივნისს გერმანელები საფრანგეთში შევიდნენ, 22 ივნისს ფრანგთა პრემიერ-მინისტრმა
ანრი პეტენმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას (დანებდა) გერმანიასთან და შეიქმნა ე.წ
„ვიშის მთავრობა“, რომელიც ოფიციალურად გერმანიასთან თანამშრომლობდა,
სინამდვილეში კი მის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. ნაცისტებმა პირად
კონტროლზე აიყვანეს ჩრდ. საფრანგეთი, საიდანაც ხშირი საჰაერო იერიშებით
ბომბავდნენ ერთადერთ ქვეყანას, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა - ინგლისს

გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე და სამხედრო


ოპერაციები გერმანია-სსრკ-ს ფრონტეზე
1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა სსრკ-ს. ჰიტლერს გააჩნდა საბრძოლო გეგმა
„ბარბაროსა“, რომელიც ბლიც-კირგს (ელვისებურ ომს ) გულისხმობდა, მათ სურდათ
მოულოდნელობის ეფექტით ესარგებლათ და უმოკლეს ვადებში დაემარცხებინათ სსრკ,
მაგრამ არა თუ უმოკლეს ვადებში, არამედ საერთოდ ვერ შეძლეს გამარჯვება.

1942 წელს მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ელ-ალამეინთან.


გერმანია ცდილობდა სუეცის არხის გადაკეტვას ბრიტანეთისთვის, მაგრამ ინგლისელმა
გენერალმა ბერნანდ მონტგომერიმ დაამარცხა ნაცისტთა ფერდმარშალი ერვინ რომელი.
1942 წლის აგვისტოში გერმანელები ქ.სტალინგრადამდეც მივიდნენ. ბრძოლები 1942
წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე გაგრძელდა. დაიღუპა 2 მილიონამდე
სამხედრო და უცნობი რაოდენობის სამოქალაქო პირი. ამ ბრძოლაში გამარჯვება სსრკ-ს
დარჩა. ელ-ალამეინისა და სტალინგრადის ბრძოლები მე-2 მსოფლიო ომის შემობრუნების
მომენტად ითვლება. ამის შემდეგ ნაცისტთა გამარჯვების შანსები საგრძნობლად
შემცირდა.

იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე, ქართველები II


მსოფლიო ომში
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონურმა საჰაერო ძალებმა აშშ-ს საზღვაო ბაზაზე, პერლ-
ჰარბორზე, მიიტანეს იერიში. იაპონია გერმანიის მოკავშირე იყო, ამიტომ აშშ ომში
გერმანიის წინააღმდეგ ჩაერთო. ამერიკამ „ლენდ ლიზის“ პროგრამით კოლოსალური
ზომის მატერიალური (ტყვია-წამალი, მედიკამენტები,სურსათი) მხარდაჭერა აღმოუჩინა
ინგლისსა და სსრკ-ს.

II მსოფლიო ომში მრავალი ქართველი იბრძოდა, საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ.


ოფიციალური მონაცემებით, ომის განმავლობაში საქართველოდან გაიწვიეს ნახევარ
მილიონზე მეტი კაცი, რომელთაგან 100 000 ხეიბარად დაბრუნდა, 300 000 მდე კი
დაიღუპა.ბუნებრივია იქმნებოდა ქართული დივიზიები, რომელთაგან ყველაზე
გამორჩეული 224-ე დივიზია იყო, რომელიც მთლიანად განადგურდა ქერჩის
ნახევარკუნძულზე ბრძოლაში.

ოპერაცია „ოვერლორდი“, გერმანიისა და იაპონიის


კაპიტულაცია
1944 წლის 6 ივნისს ამერიკულ-ბრიტანული არმია დესანტირდა ჩრდ.საფრანგეთში,
კერძოდ, ნორმანდიაში. მათი მიზანი II ფრონტის გახსნა და საფრანგეთის ნაცისტთა
გავლენისგან გათავისუფლება იყო, ამ ოპერაციის კოდურ სახელწოდებას - „ოვერლორდი“
წარმოადგენდა. ამავე წლის 25 აგვისტოს, საფრანგეთი საფუძვლიანად „გაიწმინდა“
გერმანელებისგან

1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ბერლინს სსრკ-ს ჯარი
აიღებდა, მარშალ ჟუკოვის ხელმძღვანელობით. 30 აპრილს ჰიტლერმა თავი მოიკლა, 2
მაისს კი ქალაქი დანებდა. 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ომი ევროპაში
დასრულდა, მაგრამ II მსოფლიო ომი მაინც გრძელდებოდა, რადგან აზიაში იაპონია
კვლავ განაგრძნობდა ბრძოლას.

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ბრძანებით იაპონურ


ქალაქებზე, ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური იერიში იქნა მიტანილი. ეს იყო მთელი
მსოფლიოსთვის განკუთვნილი დემონსტრაცია აშშ-ს სამხედრო ძალისა. მალევე, 2
სექტემბერს იაპონიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის
კაპიტულაციით II მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.

თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციები


ომში ანტიგერმანული კოალიციის სახელმწიფოები დრო და დრო იკრიბებოდნენ და
წყვეტდნენ მნიშვნელოვან საკითხებს, გამოირჩევა 3 კონფერენცია.

• თეირანის კონფერენცია - 1943 წელს, ანტიჰიტლერული კოალიციის „დიდი


სამეულის“ პირველი შეხვედრა ირანში. სსრკ-ს წარმოადგენდა სტალინი, აშშ-ს
პრეზიდენტი რუზველტი, ინგლისს - ჩერჩილი. ამ კონფერენციაზე დაიგეგმა
ოპერაცია „ოვერლორდი“ (საფრანგეთის გათავისუფლება).

• იალტის კონფერენცია - 1945 წლის თებერვალში (ომი ჯერ არაა დასრულებული)


ყირიმის ქ. იალტაში გაიმართა „დიდი სამეულის“ მეორე შეხვედრა. წევრები
უცვლელნი დარჩნენ - რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი. კონფერენციაზე
განიხილეს პოლონეთის საკითხი, გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის
საკითხი.

• პოტსდამის კონფერენცია - 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე გერმანიის


ქ.პოტსდამში მიმდინარეობდა დიდი სამეულის ბოლო შეხვედრა (გერმანია დაეცა,
იაპონია იბრძვის). წარმომადგენლები იყვნენ სტალინი (სსრკ) , ჰარი ტრუმენი (აშშ)
და კლემენტ ეტლი (დიდი ბრიტანეთი). განისაზღვრა გერმანიის მომავალი, დაიყო
მთლიანად გერმანია და ასევე მისი დედაქალაქი ბერლინიც 4 საოკუპაციო ზონად.

საქართველო და მსოფლიო ცივი ომის ეპოქაში


„ცივი ომი“ და მისი მიზეზები (ნაწილი I)
1945 წელს აშშ-ს, ხოლო 1949 წელს სსრკ-ს მიერ ატომური იარაღის შექმნით, ხსენებული
ქვეყნები ჩამოყალიბდნენ ზესახელმწიფოებად, სწორედ ეს სახელმწიფოები და მათ მიერ
შექმნილი ბლოკების დაპირისპირება განსაზღვრავდნენ მსოფლიო პოლიტიკურ „ამინდს“
XX საუკუნის II ნახევარში.

1941 წელს რუზველტმა და ჩერჩილმა ხელი მოაწერეს „ატლანტიკურ ქარტიას“, რომლის


ზოგადი პრინციპები: ერების თვითგამორკვევის უფლება, „ღია კარის“ პრინციპი
მსოფლიო ვაჭრობაში, ე.წ „თავისუფალი ბაზარი“, საშუალებას აძლევდა ამერიკას,
განევრცო ეკონომიკური იმპერიალიაზმი მთელს მსოფლიოში, რასაც არავითარ
შემთხვევაში არ დაუშვებდა სსრკ, ყოველივე ეს , ცივი ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი
გახდა.

მეორე მხრივ, სსრკ სარგებლობდა ომში გამარჯვებულის სტატუსით და სამხედრო ძალის


მეშვეობით თავის გავლენას სულ უფრო მეტ ქვეყანაზე ავრცელებდა. აღმოსავლეთ და
ცენტრ.ევროპაში მან თავისი მარიონეტული მთავრობები დასვა და იძულებით
მოკავშირეთა სარტყელი გადაჭიმა. სწორედ ამის აღსანიშნავად თქვა ჩერჩილმა,
ქ.ფულტონში, აშშ-ში, თავისი სიტყვით გამოსვლისას, რომ „აღმოსავლეთ ევროპას რკინის
ფარდა ჩამოეფარა“. სწორედ ჩერჩილის ეს გამოსვლა ითვლება „ცივი ომის“ სიმბოლურ
დასაწყისად, კაპიტალისტურ (აშშ) და სოციალისტურ (სსრკ) ბანაკებს შორის.

აშშ და კაპიტალისტური ევროპა შიშმა მოიცვა, დაინახეს რა თუ როგორ აფართოვებდა


გავლენის სფეროს სსრკ და ავრცელებდა სოციალიზმს. ამიტომ აშშ-ს პოლიტიკოსებმა და
დიპლომატებმა არაერთი გეგმა თუ დოქტრინა შექმნეს სსრკ-ს შესაჩერებლად. მათგან
აღსანიშნავია:

• „შეკავების“ დოქტრინა - მისი ავტორი იყო ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ კენანი,


მისი აზრით სსრკ-ს ტერიტორიული ექსპანსია აშშ-ს უნდა შეეკავებინა და არ მიეცა
საშუალება, კომუნიზმის სარტყელის გაფართოვების, კენანის გეგმამ საბერძნეთი
„გამოსტაცა“ სსრკ-ს.

• მარშალის გეგმა - 1947 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა ევროპას
ეკონომიკის აღდგენის პროგრამა შესთავაზა. ეს დახმარება ბუნებრივია უარყვეს
სსრკ-მ და მისი გავლენის ქვეშ მოქცეულმა ქვეყნებმა. მარშალის გეგმა 1948-1952
წლებში მოქმედებდა და „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაციის“ წევრმა ქვეყნებმა (16) აშშ-სგან მიიღეს 14 მილიარდ დოლარად
შეფასებული სხვადასხვა სახის ეკონომიკური დახმარება.

მარშალის გეგმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეკონომიკურად ძლიერ


ევროპაში სსრკ-ს სოციალიზმის გავრცელება გაცილებით რთული იქნებოდა.

• „უკუგდების დოქტრინა“ – 1954 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ დალესმა


გამოაცხადა კომუნიზმის „უკუგდების“ დოქტრინა, რაც გულისხმობდა არა მის
შეჩერებას, არამედ დასუსტებას და მისსავე გავლენის სფეროში შევიწროვებას.

NATO-სა და „ვარშავის ხელშეკრულების“ ბლოკის


შექმნა
ცხადი გახდა, რომ კაპიტალისტური ევროპა-აშშ-ს და სოციალისტური სსრკ-ს დაყოფის
პროცესი სამხედრო ბლოკების შექმნით უნდა დასრულებულიყო.

1949 წლის 4 აპრილს, 12-მა ქვეყანამ შექმნა „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების


ორგანიზაცია“. მას შემდეგ, რაც ნატოში შევიდა გფრ (გერმანია ორად იყო გახლეჩილი,
გფრ - კაპიტალისტური, გდრ-სოციალისტური), 1955 წლის 14 მაისს სსრკ-მ სასწრაფოდ
შექმნა სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია - „ვარშავის პაქტი“
(პოლონეთი,ბულგარეთი,ჩეხოსლოვაკია,უნგრეთი,გდრ), ნატოსა და ვარშავის პაქტის
შექმნით მსოფლიოში დასრულდა ბიპოლარიზაცია (ორ საპირიპირო ცენტრად გაყოფა)

1) რა უძღოდა წინ „ვარშავის პაქტის“ შექმნას?

1)გფრ-ს ნატო-ში გაწევრიანება

2)გდრ-ის მოთხოვნა - გაერთიანებულიყო გერმანია

3) ნატო-ს შექმნა

4)მარშალის გეგმის მიღება


ახსნა-განმარტება: გფრ-ის ნატოში შესვლით, სსრკ მიხვდა, რომ მისი მოწინააღმდეგეები
უკვე ჩამოყალიბებულიყვნენ სამხედრო ბლოკად, ამიტომ სასწრაფოდ თავადაც შექმნა
სამხედრო ბლოკი - „ვარშავის პაქტი“

კორეისა და ვიეტნამის ომები, „კარიბის კრიზისი“


იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ (1945წ) კორეა საოკუპაციო ზონებად დაიყო. 38-ე
პარალელის ჩრდილოეთით მდებარეობდა საბჭოთა, სამხრეთით კი ამერიკული ზონა.
1948 წელს ჩრდ. კორეაში „სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“ შეიქმნა,
კომუნისტებით სათავეში.სამხრეთში კი - პრეზიდენტის
ავტოკრატიული(ერთპიროვნული) რეჟიმი. 1950 წლის ივნისში ჩრდ. კორეამ სამხრეთს
შეუტია. 7 ივლისს გაეროს გაერთიანებული ჯარები გენერალ დაგლას მაკარტურის
სარდლობით შევიდნენ კორეაში. მალევე გაყარეს ჩრდილოელები სამხრეთიდან და
ჩრდილოეთის აღებაც განიზრახეს, მაგრამ კომუნისტურმა ჩინეთმა სამხედრო
მხარდაჭერა გამოუცხადა ჩრდ.კორეას, ამიტომ გაეროს ჯარებმა უკან დახევა ამჯობინეს.
ომი დამთავრდა 1953 წელს, ზავით, რომელმაც აღადგინა ომამდელი მდგომარეობა.
კორეის ომი გაეროს პირველი ოპერაცია იყო, კონფლიქტში, აშშ-ს პრეზიდენტი ტრუმენი,
ხოლო სსრკ-ს იოსებ სტალინი მართავდა.

1945 წელს ვიეტნამმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვიეტნამი ორად


გაიყო: ჩრდილოეთით შეიქმნა სახალხო რესპუბლიკა (კომუნისტური) , ხოლო სამხრეთით
ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა. მათ შორის საზღვარი მე-17 პარალელზე
გადიოდა. ჩრდილოეთ ვიეტნამელები სამხრეთში პარტიზანულ ბრძოლებს
აწარმოებდნენ. აწყობდნენ აფეთქებებს. 1964 წლის 4 აგვისტოს ტონკინის ყურეში აშშ-ს
საპატრულო ხომალდ „მედოქსს“ თავს დაესხნენ ჩრდ. ვიეტნამელები, რის გამოც 1965
წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ჩრდ.
ვიეტნამთან ომის დაწყება. თუმცა ომი ამერიკელ მოსახლეობაში უკმაყოფილებას
იწვევდა, ისინი ითხოვდნენ ჯარების დაუყოვნებლივ უკან გამოხმობას, სწორედ ამ
ლოზუნგებით მოვიდა ქვეყნის სათავეში რიჩარდ ნიქსონი 1968 წელს, თუმცა ომი
გაჭიანურდა. საბოლოოდ, აშშ-მ უკან გამოიყვანა თავისი ჯარები, რის გამოც ჩრდ.
ვიეტნამელებმა სრულმასშტაბიანი შეტევები წამოიწყეს, რამაც ჩრდილოელების მიერ
სამხრეთის დაპყრობა და მთელი ინდოჩინეთის კომუნიზმის ქვეშ მოქცევა გამოიწვია. ეს
იყო აშშ-ს ყველაზე დიდი მარცხი ცივი ომის განმავლობაში. ვიეტნამის სამხედრო კამპანია
ისტორიის ფურცლებში „ძალის უძლურების“ სახელით ჩაიწერა.

კარიბის კრიზისი წარმოადგენდა დაძაბულობის პიკსა და გარდატეხის წერტილს ცივი


ომის ისტორიაში, იგი წარმოადგენდა მომენტს, როდესაც მსოფლიოს ბირთვულ ომამდე
მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა.

1959 წელს აშშ-მ იტალიასა და თურქეთში საკონტინენტშორისო ბალისტიკური


ბირთვული რაკეტები განალაგა, რითაც თავისუფლად შეეძლო სსრკ-ზე ბირთვული
დარტყმის განხორციელება. საპასუხოდ კი სსრკ ვერაფერს მოიმოქმედებდა, რადგან არ
ჰქონდა რაიმე ტერიტორია აშშ-სთან ახლოს, რაკეტების განსალაგებლად, მაგრამ მოხდა რა
რევოლუცია კუბაზე, დაემხო პროამერიკული ბატისტას რეჟიმი, ხოლო სათავეში მოვიდა
ფიდელ კასტრო, მოსკოვმა შეძლო მასთან კარგი დიპლომატიური კავშირის დამყარება და
1962 წელს კუბაზე, აშშ-ს სანაპიროდან 100კმ-ს დაშორებით 92 ბირთვული რაკეტის
განლაგება. 24 ოქტომბერს ამერიკამ კუბის საზღვაო ბლოკადა დაიწყო, საბჭოთა
ხომალდები კი მიუახლოვდნენ კუბას. ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ბოლო მომენტში
კი სსრკ-მ გემები მოატრიალა და მსოფლიომ ბირთვული ომი თავიდან აიცილა. ჯონ
კენედი (აშშ) და ნიკიტა ხრუშჩოვი (სსრკ) შეთანხმდნენ, რომ ამერიკა თურქეთიდან და
იტალიიდან გაიტანდა ბირთვულ ქობინებს, სსრკ კი კუბიდან, რაც ასეც მოხდა და
ვითარება ნელ-ნელა განეიტრალდა, თუმცა ცივი ომი კვლავაც გრძელდებოდა, იგი
საბოლოოდ 1991 წელს, სსრკ-ს დაშლით დასრულდა.

ანტისაბჭოთა გამოსვლები უნგრეთსა და


ჩეხოსლოვაკიაში
1956 წლის 22 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიწყო
ფართომასშტაბიანი გამოსვლები. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მრავალპარტიულ
არჩევნებსა და ქვეყნიდან საბჭოთა ჯარის გაყვანას. მოსკოვი ცხადია ასეთ დათმობებზე
წასვლას არ აპირებდა და დედაქალაქის ქუჩებში მალე გამოჩნდნენ ტანკები, თუმცა
გამათავისუფლებელთა ლიდერმა, იმრე ნადიმ მოახერხა და ჩამოაყალიბა
მრავალპარტიული მთავრობა. 30 ოქტომბერს წითელმა არმიამ დაიწყო უნგრეთის
ოკუპაცია „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებთან ერთად (უნგრეთიც თვითონ პაქტის წევრი იყო).
იმრე ნადის აშშ-ს, როგორც დემოკრატიის გარანტისა და სსრკ-ს პირველი მტრის
დახმარების იმედი ჰქონდა, თუმცა ამაოდ, ამერიკა არ ჩაერია ამ კონფლიქტში. 4 ნოემბერს
წითელმა არმიამ აიღო ბუდაპეშტი.

1968 წლის გაზაფხულზე,ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში დაიწყო ანტისაბჭოთა


გამოსვლები, რასაც სსრკ-მ ჩვეული ხერხით, ტანკების შეყვანით,უპასუხა. მოსკოვი
დათმობებზე არც ამჯერად წავიდა და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება დასვა.
ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული მოვლენები ისტორიაში „პრაღის გაზაფხულის“
სახელით ჩაიწერა.

აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკისა და


სსრკ-ის დაშლა; საქართველო XX საუკუნის მიწურულს
სსრკ-ს დაშლა

1985 წელს საჭოთა კავშირის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი გახდა. 1988-1991
წლებში გორბაჩოვი სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო(1991 წელს სსრკ
დაიშალა). იგი ხვდებოდა, რომ ქვეყანას რეფორმები ესაჭიროებოდა, ამიტომაც წამოიწყო
მან „პერესტროიკა“ (გარდაქმნა). პერესტროიკის მიზანი ეკონომიკის გაჯანსაღება და
მისთვის ახალი სულის შთაბერვა იყო, მაგრამ ამ ყოველივემ ქვეყანა დაქცევას ვერ
გადაარჩინა. 1991 წლის 12 ივნისს არჩევნების შედეგად რუსეთის ფედერაციის პირველი
პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი. ელცინსა და გორბაჩოვს შორის აშკარა იყო
დაპირისპირებები. მოსკოვში ერთდროულად ორი პრეზიდენტი - გორბაჩოვი (სსრკ) და
ელცინი (რუსეთი) აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1990 წლის 12 ივნისში, რუსეთში მიიღეს
დეკლარაცია, რომელიც საკუთრებრივ რუსეთის რესპუბლიკურ კანონებს, საბჭოთა
საერთო კანონებზე მაღლა აყენებდა, ამან საკმაოდ დაასუსტა სსრკ-ს ხელისუფლება.
გახშირდა დაპირისპირებები საბჭოთა რესპუბლიკებს შორის (სომხეთი-აზერბაიჯანი
1988წ), ქვეყანაში კრიზისი დაიწყო. 1991 წლის 19 აგვისტოს კომუნისტური პარტიის
ხელმძღვანელობის ნაწილმა გადატრიალების (პუტჩი) მოწყობა და ავტორიტარული
რეჟიმის აღდგენა სცადა. ამ დროს გორბაჩოვი აგარაკზე ისვენებდა, ბორის ელცინი
მიხვდა, რომ სსრკ-ს სათავეში კონსერვატი კომუნისტების ნაცვლად, სჯობდა კვლავ
მიხეილი ყოფილიყო, ამიტომ მან დიდი როლი შეასრულა პუტჩის ჩახშობაში. 1991 წლის
დეკემბერში საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა. (დაარსდა 1922 წლის 31 დეკემბერს)

მისი დაშლა გარდაუვალი იყო, რადგან: ხელისუფლებამ დააგვიანა რეფორმების გატარება


ყველა სფეროში, შეუძლებელი გახდა ეკონომიკის გაჯანსაღება, სსრკ-ს წევრ ქვეყნებში
ნაციონალიზმის იდეამ იფეთქა, რისი ჩახშობაც მოსკოვს უკვე აღარ შეეძლო.

აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა


II მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლისას, სსრკ-ს ჯარები
მრავალ ქვეყანაში განლაგდნენ, ეს ყველაფერი დასავლელი მოკავშირეების თანხმობით
განხორციელდა, თუმცა ისინი იმედოვნებდნენ, რომ დასრულდებოდა რა ომი, სსრკ
ჯარებს უკან გაიხმობდა, მაგრამ მე-2 მსოფლიო ომის დასრულებას თან მოჰყვა „ცივი
ომის“ დაწყება და მოსკოვმაც არა თუ დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ
უფრო განამტკიცა პოზიციები. სწორედ ამ დაპყრობილ ტერიტორიებზე შეიქმნა
სოციალისტური ბანაკი, რომელიც რუსეთის „გარე იმპერიას“ წარმოადგენდა. ( შიდა
იმპერიაში უშუალოდ სსრკ-ს წევრი ქვეყნები იყვნენ). სოციალისტური ბანაკის წევრ
ქვეყნებში ხშირი იყო ანტიკომუნისტური გამოსვლები, მაგალითად უნგრეთში (1956წ) და
ჩეხოსლოვაკიაში (1968). მათში დღითიდღე ძლიერდებოდა ნაციონალიზმის იდეა და
მოთხოვნები ხელისუფლების ლიბერალიზაციისკენ, სსრკ კი, რომელიც რესპუბლიკის
წევრ ქვეყნებს,შიდა იმპერიას, ძლივსღა იმორჩილებდა, სოციალისტური ბანაკის
შენარჩუნებას ვეღარაფრით მოახერხებდა.

1989 წლის 27 ივნისს დაიწყო „სოციალისტური ბანაკის“ საზღვრების მოშლა. ამ დღეს


სოციალისტურ უნგრეთსა და კაპიტალისტურ ავსტრიას შორის უნგრეთის მოსახლეობამ
მოშალა საზღვარი. ამავე წელს გდრ-ის მოსახლეობამ დაანგრია „ბერლინის კედელი“ და
გააერთიანა ორად გაყოფილი გერმანია. უსისხლო რევოლუციები განხორციელდა
„ბანაკის“ სხვა ქვეყნებში:ჩეხოსლოვაკიაში,პოლონეთში,ბულგარეთში,უნგრეთსა და
ალბანეთში. სისხლიან რევოლუციას ჰქონდა ადგილი რუმინეთში, სადაც დიქტატორი
ნიკოლაე ჩაუშესკუ არ თმობდა პოზიციებს. 1990 წელს „ვარშავის პაქტიდან“ გამოვიდა
ყველა ქვეყანა. ეს ყველაფერი სსრკ-ს გარე იმპერიის ნგრევა იყო, რაც საბოლოოდ, შიდა
იმპერიის ნგრევით დაბოლოვდა 1991 წელს.

1990 წლის არჩევნები საქართველოში,


დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც საქართველოში საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი
მიტინგი დაარბია და რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, მოსახლეობის
აბსოლუტური უმრავლესობა მკვეთრად უარყოფითად განეწყო სსრკ-ს მიმართ. 1990
წელს, როდესაც ლიტვამ,ლატვიამა და ესტონეთმა პირველად ჩაატარეს
მრავალპარტიული არჩევნები, საქართველოსაც მიეცა იმედი, მსგავსის განმეორების. 1990
წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებმა გამარჯვება
პოლიტიკურ ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ მოუტანა, ზვიად
გამსახურდიას თაოსნობით.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლითაც მოსახლეობის 97%
თანხმდებოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლას და
დამოუკიდებლობის აღდგენას. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა იგი ამავე წლის
დეკემბრამდე კვლავ სსრკ-ს წევრი ქვეყანა იყო. 26 მაისს ჩატარებული არჩევნებით,
საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოსტი ზვიად გამსახურდიამ დაიკავა.

როგორც უკვე ვიცით, 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში პუტჩის (გადატრიალების)


მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუმცა, გადატრიალების პირველ საათებში
მოსკოვმა გამსახურდიას მოსთხოვა, რომ დაეშალა ეროვნული გვარდია. პუტჩი ძალიან
მალე ჩაახშვეს, მაგრამ გამსახურდიამ იჩქარა და მალევე დაუბრუნა კრემლს დადებითი
პასუხი. რეალურად, ეროვნული გვარდიის დაშლის აუცილებლობა აღარ იყო (ვინაიდან
პუტჩისტები გაანეიტრალეს, ხოლო გვარდიის დაშლას სწორედ ისინი ითხოვდნენ),
მაგრამ მოსკოვისადმი გაგზავნილმა დადებითმა პასუხმა საკმაოდ დაძაბა ურთიერთობა
გამსახურდიასა და ეროვნული გვარდიის მეთაურ თენგიზ კიტოვანს შორის. 21
დეკემბერს, როდესაც მოკავშირე რესპუბლიკები იკრიბებოდნენ, რათა დაშლილად
გამოეცხადებინათ სსრკ, თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, გამსახურდიასა და
კიტოვანის მომხრეებს შორის. ზვიადი იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო.
ძალაუფლება სამხედრო საბჭომ აიღო ხელში ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის
თაოსნობით. საბჭო მიხვდა, რომ ქვეყნის სამართავად გამოცდილი პირი ესაჭიროებოდათ,
ამიტომ სსრკ-ს ყოფილი საგარეო მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. 1992 წლის
ოქტომბერში აირჩიეს ახალი პარლამენტი, შევარდნაძე აირჩიეს მის თავჯდომარედ და
სახელმწიფოს მეთაურად.

You might also like