You are on page 1of 4

კოლოკვიუმი

სახელი, გვარი -------------------


ფაკულტეტი ----------------------
კურსი -------
თარიღი ----------------

ლიტერატურა:

(ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი)

პატარა საქართველო სპარსეთში

მე-17 საუკუნის დასაწყისში დიდი ბრძოლა იყო სპარსელებსა და კახელებს შორის. როგორც
ვიცით, კახეთი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, ასევე, ქართლიც. იქ მცხოვრებ
მოსახლეობასაც კახელებსა და ქართლელებს ეძახიან. სპარსეთის ხელმწიფეს, ანუ შაჰს სურდა,
დაემონებინა კახეთი, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა, ანუ
შეეერთებინა. კახელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელებიც
და შაჰს გამარჯვების საშუალებას არ აძლევდნენ.
მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადაწყვიტა, მთელი თავისი მრავალრიცხოვანი ჯარით
შემოსეოდა კახეთს, დაეტყვევებინა მრავალი ადამიანი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაესახლებინა
სამუდამოდ და მათ ადგილას სხვები გადმოესახლებინა.
ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლებით დაღლილმა კახეთმა, რა თქმა უნდა, ვეღარ
შეძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ ძველებურად ეომა. მით უმეტეს, რომ ქართლელებიც ვეღარ
ეხმარებოდნენ კახელებს, რადგან თვითონ ქართლს ოსმალების ჯარი მიადგა. შაჰმა თითქმის
ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სამხრეთ სპარსეთში, მის შორეულ კუთხე ფერეიდანში,
რათა მათ სახელიც ვეღარ გაეგონათ სამშობლოსი და ქართველებისა, დაევიწყებინათ სრულიად
საქართველო, თავიანთი რჯული, სარწმუნოება და გათათრებულიყვნენ სავსებით.
ამ გადასახლებული ქართველების ჩამომავალნი არიან ისინი, რომლებიც ახლაც
ბინადრობენ ფერეიდანში და მეტყველებენ ქართულად.

(10) უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

1.რომელი საუკუნის ამბებზე მოგვითხრობს მწერალი?


_______________________________________________

2.რა სურდა სპარსეთის შაჰს?


____________________________________________________________________________

1
3. ვინ ეხმარებოდა კახელებს ბრძოლაში?
_____________________________________________________________________________

4. რატომ დამარცხდნენ კახელები?


__________________________________________________________________________
________________________________________________________________________

5. სად და რატომ გადაასახლა შაჰმა კახელები?


__________________________________________________________________

6. სად მდებარეობს ფერეიდანი?


__________________________________________________________

7. ქართველების რა თვისება ჩანს ამ ნაწარმოებში?

__________________________________________________________

8. საქართველოს რომელი კუთხეებია ტექსტში დასახელებული?

_________________________________________________

9. ამ ნაწარმოებში მთავარია:
ა)კახელების ფერეიდანში გადასახლება
ბ)ქართველების თავგანწირვა, ერთგულება და მათ მიერ საქართველოსა და
ქართული ენის უსაზღვრო სიყვარული.
გ)მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიული ვითარება

10. როგორ გესმით სიტყვა ჩამომავალი/ჩამომავალნი.

ენა:
(5) 11.მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით შემდეგი სიტყვები შესაბამისი ბრუნვის
ფორმით:
ლომი, ქათამი, მერცხალი, ლიმონი, ყურძენი, ღმერთი, წელი, კაფე, თვალი, ღვინო

1.......................ზოოპარკის გალია გულდასმით დაათვალიერა (მოთხ.).


2. ............... კვერცხი სხვა ფრინველების ბუდეში დადო (მოთხ.).
3. გაზაფხულის მოსვლას ...................... ჭიკჭიკით გაიგებ (ნათ.).
4. ბებოს ძალიან უყვარს ..................... ნამცხვარი (ნათ.)
5. მე ძალიან მიყვარს ............... კომპოტი (ნათ.)
6. ბიჭმა ....................... წყალობით ლოცვა ისწავლა (ნათ.)

2
7. ორი ................. შემდეგ ბრძოლა შეწყდა (ნათ.)
8. ლამაზ წყვილს .................... მეპატრონემ გემრიელი ყავა მიართვა (ნათ.)
9. დედოფალს ძვირფასი ........................ შემკული ბეჭედი მიართვეს (მოქმ.)
10. მაღაზიაში ვნახე ულამაზესი ................. ჭიქა (ნათ.)

(1) 11.რომელ სახელს არ ეწარმოება მრავლობითი რიცხვის ფორმა?


ა)მტკვარი; ბ) მდინარე; გ) სკამი

(1) 12. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით გვარი წერეთელი შესაბამისი ბრუნვის ფორმით:
აკაკი .................. მოთხრობა ,,ბაში აჩუკში“ ასახულია 1660 წლის კახეთის შეიარაღებული
აჯანყება ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ.
(1) 13. მრავალწერტილის ნაცვლად ჩასვით არსებითი სახელი ასლანი მოთხრობითი ბრუნვის
ფორმით.
............... თავისი შეხედულებები მეგობრებს გააცნო
(1) 14. იპოვეთ შეცდომა და დაწერეთ წინადადება სწორი ფორმით.
თამარ მეფეს ქორწილი სწორეთ დიდუბეში გადაუხდია.
______________________________________________________

(1) 15. რომლებია სწორი ფორმები: ალბათ, ალბად, უნებლიეთ, კარგათ.


(2)16. ჩასვით არსებითი სახელები: მტერი, მოსამსახურე მრავლობითი რიცხვის ფორმით.

საქართველოს ............... ქორებივით ესეოდნენ.


სასახლეში ......................მთელი დღე დაუღალავად შრომობდნენ.

(1)17. ჩასვით სიტყვა იუბილე მიცემით ბრუნვაში.

.................. ჩატარება და ორგანიზება ბატონ ტამირს დაევალა


(1)18. რომელია სწორი ფორმა:
ა) სტუდენტ ელჩინ გურბანოვის განცხადება
ბ) სტუდენტის ელჩინ გურბანოვის განცხადება
გ)სტუდენტი ელჩინ გურბანოვის განცხადება

(1)19. ჩასვით საკუთარი სახელი გიულბახარი მიცემითი ბრუნვის ფორმით

____________ ძალიან უყვარდა საღამოობით ვარდების ბაღში სეირნობა.

(2) 20. დაწერეთ სიტყვიერად რაოდენობითი რიცხვითი სახელები: 7 105, 1968, 47, 55

3
(3) 21. აწარმოეთ რიგობითი რიცხვითი სახელები: 1; 89; 17, 105, 47, 303.

You might also like