You are on page 1of 2

სერგეი მესხი-პუბლიცისტი, მწერალი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, 1868 წლიდან

რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“ მამათა და შვულთა ბრძოლის აქტიური მონაწილე .

მე გავეცანი სერგეი მესხი ერთ-ერთ პუბლიკაციას „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმე “ და


სანამ იმის განხილვას დავიწყებ თუ რას წერს პუბლიკაციაში მინდა მოკლედ ავხსნ თუ რა
არის პუბლიკაცია. ეს არის გამოქვეყნებული წერილი სადაც მწერალი საზოგადოებრივ -
პოლიტიკურ საკითხებს ეხება.

სერგეიმ პუბლიკაციაში ისაუბრა ქართულ მწერლობაზე, როდის გაჩნდა პირველი გაზეთი


და ჟურნალისტიკის ჩანასახები, დროგამოშვებით რომ იარსება და მერე ხალხის
გულგრილობის გამო ყველაფერი მიიცვალა.. რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა ჩვენი
დროგამოშვებითი მწერლობის, ამბობს რომ ოთხი პერიოდული გამოცემა დიდი მიღწევა
არ არის მწერლობაში,რადგან ერთი მილიონ ნახევარი ქართველთაგან ორი ათასამდე
ხელმოწერას და ჟურნალ-გაზეთის მკითხველს ვნახავთ და ეს სანუგეშო სულაც არ არის
და ამასაც სხვა მიზეზებიგანაპირობებს;

1)კანონი და მისი სიმკაცრე რაც მწერლობაში არის გავრცელებული და არ აძლევს


მწერლებს იმის საშუალებას რომ თავისუფლად საკუთარი აზრი და
შეხედულებებიგამოხატოს და ხალხი მიიზიდოს.

2)მეორე სისუსტე ჩვენი დაწინაურებული საზოგადოებაა, რომლებმაც კარგად იციან


რუსული და ქართულ გაზეთებს არ კითხულობენ, თითქოს ქართულის კითხვა სათაკილოდ
მიაჩნიათ და ყველაზე მეტად მომეწონა მისი ნათქვამი ან ე.წ. გზავნილი ამ
საზოგადოებისადმი „ჩემო განათლებულო

ქართველო კაცო! თამამად შემიძლიან მოგახსენო, რომ ყოველი ქართული ჟურნალი და

გაზეთი, რაც უნდა უხეირო და სუსტი იყოს, იმას გეტყვის თქვენ და იმას შეგატყობინებს ,

რასაც ვერც ერთი რუსული და, საზოგადოდ, უცხო ქვეყნის გაზეთი და ჟურნალი ვერ

გეტყვის და ვერ შეგატყობინებს: თქვენივე ქვეყნის მდგომარეობას, თქვენივე მოძმის


ლხინსა

და დარდს, ის გაგაცნობს თქვენს თავს, თქვენს ბედ-იღბალს, შეგატყობინებს – რა ჭირება


და

აწუხებს ქართველ ხალხს, რის დაკმაყოფილება უნდა იმას, ერთის სიტყვით , – რა აწუხებს
და

რა ალხინებს.

და თუ შენ მართლა ქართველი კაცი ხარ, თუ მართლა შენი ქვეყნისა და ერისათვის გული

შეგტკივა – ყველა ამის შეტყობა და გაცნობა შენთვის აუცილებელ საჭიროებას უნდა

შეადგენდეს. საუბედუროდ, თუმცა განათლებულს უძახი შენს თავს, მაგრამ ეს უბრალო

ჭეშმარიტება კი არ გესმის.“

3) შემდეგი მიზეზი არის ის რომ ჩვენ არ გვაქვს „საზოგადო ცხოვრება“. ყველა თავის
სოროშია შემძვრალიო და თითს არ აქანებს საზოგადო ინტერესის გამოო .

4)კიდევერთი გარემოებაა სტანციებზე და რკინიგზებზე ურუგობა და უწესობა ხალხს


პროტესტიაქვს რაში გადავიხადოთ ფული როდესაც სამ ნომერში ძლივს ერთი ფოსტა
მოდისო.
შეაფასა და ჩვენც მოგვცა საშუალება თუ რა მიზეზების გამო იყო ეს პრობლემა
აქტუალური და იმასაც გაუსვა ხაზი რომ გასატარებელია ერთობლივი ძალისხმევითის
ღონისძიებები , რომლებიც ამ პრობლემის აღმოფქვრას შეუწყობს ხელს .

You might also like