You are on page 1of 2

რამ შემქმნა ადამიანად?

წვიმა შობს სიცოცხლის ნაპერწკალს, წვიმა ელვარებს ტყეების პირას. იგი ხომ
განუყრელობაა ფშაველასთვის. მას ხომ გრძნობათა ღელვა გააჩნია და სავსეა ისეთი
გამომხატველობით, რაც ვაჟასთვის ესთეტიკის გრძნობას ბადებს. როცა ის დაიბადა
წვიმიანი დღე იყო, ჭექა-ქუხილი ანათებდა ცას, თითქოს ბუნებამ იგრძნო ეს
სიხარული და მადლობას სწირავდა ღმერთს. იქნებ ამ პერიოდში მოხდა, იქნებ მან
თავად შეჭამა გველი მინდიას ნაცვლად და თავად ესმოდა ბუნების შეძახილი,
ბუნების შვილთა სევდა და ტკივილი. თუმცა მარტო გველის ჭამა როდია გესმოდეს
ბუნების, ეს შენი შინაგანი ხმა უნდა იყოს, შეძახილი გულის, რომელიც მუდამ
გიბიძგებს ახლის ძიებისკენ.

ფშაველას ფილოსოფია რა იყო, თუ არა ამ ქვეყნიური მსოფლმხედველობის


დამკვიდრება, იდეების შერწყმა სამყაროსთან და გულის წყურვილის შთანთქმა გარე
სამყაროსგან. ადამიანი თავად არის ადამიანის ურთიერთსაწინააღმდეგო ქმნილება,
თუმცა არა ვაჟა, მისი ფილოსოფია არეოპაგეტიკაში მდგომარეობს, როგროც ქრისტე
მოგვიწოდებდა, რომ არ უნდა ვიყოთ ყოფიერების მონა და სული გამოვასწოროთ
წინააღმდეგობათა გადალახვით, ისე ვაჟაც ამას ქადაგებდა საქციელით მისით.
ღმერთი მისნაირებზე ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია
ცათა სასუფეველი“. ვაჟას შემოქმედებანი აპოვთეგმებით სავსე და მრავალფეროვანია,
მასში დიდი მგრძნობელობა და ტალღების ხმაურიანი შეძახილია, სადაც
გადმოცემულია ან მწარე, ხშირ შემთხვევაში კი სენტიმენტალიზმით სავსე ამბავი.
მისი კავშირი ბუნებასთან ღვთაებრივ თანხვედრაშია, რაც არეოპაგეტიკაში მოცემულ
ქრისტიანულ ფილოსოფიას უსვამს ხაზს, ყოველივე ეს კი დოგმატიკურობით,
არასწორხაზოვნებით იხსნება. ამის მაგალითია ალუდა, რომლის შეგნებაც ბევრად
წინ უსწრებს თემის პროგრესულობას, თავისი მომავლის განზრახულობით, თუმცა
მას ზოგიერთი მკვლევარი დოგმის დარღვევას აბრალებს. ეს სინამდვილეში
დარღვევა კი არა ინდივიდუალიზმის საოცარი გამომხატველობაა, რომელიც ასე
ღრმად იყო დაფარული მასში. რა იყო ამ ადამიანში ასეთი, რატომ გრძნობდა ბუნების
ხმას, ეს მისი ფილოსოფიის და შემოქმედების განუყრელი ნაწილი იყო? ის იყო კაცი,
ადამიანი, რომელიც სულიერ ცხოვრებას, სხეულზე მაღლა აყენებდა. მისი
ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა, დიალექტიზმი მუდამ უსვამდა ხაზს მის
განსაკუთრებულობას. იგი არ განსჯიდა სხვას. იგი მხოლოდ შეგიყვარებდა. ასეთ
ადამიანების ხვედრი მძიმეა, მათ მარტო უწევთ ცხოვრება, ყველასგან შორს,
გარიყულად. მარტო ცხოვრობდა ფშაველაც, მატერიალურად ღარიბი, მაგრამ
სულიერად მდიდარი კაცი თავისი ცოდნას მარტოობაში ბუნებასთან საუბარში
ავლენდა, იქნებ სწორედ ამიტომ იყენებდა გაპიროვნებას და ალეგორიას თავის
შემოქმედებაში.

სამყარო სასტიკია, იმდენად შეუბრალებელი, რომ ზოგჯერ ერთი ჭიქა წყალი


დაენანება კაცს კაცისთვის. გაჭირვებაში მყოფი ფშაველი კაცი, დიდი ბუნების შვილი
ბოლოს ისევ ბუნებაში მოკვდა, შიმშილით დაუძლურებული. ბუნებამ საჩუქარი
გვიბოძა, რასაც ვერ გავუფრთხილდით, იგრძნო მისი შვილის ტკივილი და წაიყვანა,
თითქოს ამბობდა კიდეც: ქართველნო, გული რამ გაგივიცათ?! ალბათ მაშინაც წვიმა
იყო, როცა წუთისოფელს გამოეთხოვა ფშაველი კაცი, ალბათ მაშინაც წვიმა ეხებოდა
მის წმინდა სხეულს, ქარის ფოთლების შრიალი აღგვიდა მიწიდან ყოველივეს
მიწურულს, ბალახები კი სათნოდ ეხებოდნენ მის ნატანჯ სახეს, სხეულს.

"ნუ დამასვენებ ნურასდროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული".

ვაჟას გარდაცვალების შემდეგ ბუნება მიიმალა, დუმდა და უხრწნელი სხეული,


რომელიც იპოვეს მის სულს ჰგავდა საუკუნო სიმშვიდე რომ დაესადგურებინა... ამის
შემდეგ კი მე გეკითხებით ქართველნო, რამ შეგვქმნა ადამიანად?!

You might also like